შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბურდული და სხვა კატასტროფები (16)


20-05-2017, 23:09
ავტორი gonegirl
ნანახია 12 349

საშინლად არ მიყვარს ისტორიაზე რამის წაწერა, ამიტომ ვაწერ ხოლმე იშვიათად.
მაგრამ რადგან ფინალს ვუახლოვდები და რადგან ვერასდროს ვერ გავცემ იმდენ სითბოს რამდენსაც თქვენგან ვიღებ, ახლა აუცილებლად უნდა გითხრათ მადლობა.
როგორი რაღაცაა იცით? ფინიშის ხაზისკენ რომ გარბიხარ, მაგრამ სად მარტო რომ ხარ ამ გზაზე და სად სხვები რომ მოგდევენ შეძახილებით. მოკლედ ძალიან ბევრს ნიშნავთ და წინასწარ ვიცი ძალიან მომენატრებით!
----------------------------------------------------------------
ნინი.
-არ ინერვიულო ნინელი,რაც შენ და ფაჩულია კაცმა ეგ ტექსტები იზეპირეთ რა უნდა შეგეშალოს ნუ გამაგიჟე-მისიას „ყოველ ნახევარ საათში გავამხნევოთ დაშოკილი დაქალი“ აშკარად პირნათლად ასრულებს სავარაუდოდ შავი ზღვისკენ მიმავალი მაშო.
-აუ მაინც მეშინია-იმ მსუქან კატასავით ჩავკნავი ყურმილში ჩვენი ეზოს მანქანებს რომ არ აძლევს მოსვენებას.
-დიდი მაშო რომ გეუბნება ყველაფერი კარგად იქნებაო ესე იგი იქნება-ამაყად მიჭრის იქედან, ჰო ჩემთვისვე აჯობებს იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხვალ მე პროზექტურაში ვიქნები მოსაკითხი, იმედგაცრუების ნიადაგზე ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებული შენგელაია კიდე ციხეში.
-ისევ ქერა რეკავს?- ბოხი ბარიტონი გვერთვება საუბარში
-ნუ ჩამიძვერი ყურში სანდრო-არ აყოვნებს მაშოს ხმაც. დღის განმავლობაში პირველად აკისკისებული ვბრუნდები სარკისკენ, რატო ვარ ცოცხალი!
-ნუ გეშინია ქერა პირველი დადგმა ვის არ ქონია-მხიარული ხმით ჩამყვირის აპოლონი
-ოჰ ჩამოაყალიბა ჰოლივუდის ტყიდან ახალგამოქცეულმა არტისტმა. წადი სანდრო ბუჩქებში წითელ ხალიჩას გაგიფენდნენ და მოძებნე-ნაწყვეტებად ჩამესმის მაშოს ხმა და უკვე წარმომიდგენია როგორ აკეთებს ხელის ფრიალით თავიდან მოსაცილებელ საფირმო ილეთს.
-მგონი ლექსო და ლუკა მოვიდნენ-კულისებიდან ჯერ კიდევ თითქმის ცარიელ დარბაზში ვყოფ თავს, ჩაბნელებულ შუა რიგში აშკარად ხვედელიძე მოაბიჯებს თავისი ბომბორა თავის და ღიპის სინქრონული ქნევით
-რაშვებიან ეგენი? კიდე საშვილიშვილო პატიების თხოვნები აკერიათ პირზე?-მობილურშიც კი ადვილად გასარჩევია მაშოს ხმაში შეპარული სიცილი
-ჰო, ტექნო ბუმზე ხშირად მწერენ ბოდიშს და რით გამოვისყიდოს
-ზღარბო ჩაჯდები თუ ფეხით აპირებ ციხისძირამდე გამოყოლას?-აშკარად მოიარა აპოლონმა წითელი ხალიჩა.
-კაი წავედი აბა და შუა სცენაზე ნუ გაჭიმავ ფეხებს- ყურმილში ჩამყვირის მაშო.
-კარგი თუ გადავრჩი დაგირეკავ-სკამებს შორის მობანდალე ლუკასკენ ვიღებ გეზს, ის-ისაა მხარზე უნდა დავადო ხელი თვითონ რომ ბრუნდება და წაკივლებასავით ხმას გამოსცემს სკამს აკრული. ჩვენკენ მომზირალ ორიოდე გაოგნებულ სახეს ვავლებ თვალს, ყოჩაღ ლუკა, ჯერ არ მოსულხარ უკვე გმირობა ჩაიდინე!
-რას გავხარ ნინელი-პირზე ხელის აფარებამდე მაინც ასწრებს ორი სიტყვის ჩაკვეხებას
-გრიმი ქვია ამას შტერო!-ფეხების ბაკუნით ვექაჩები მაისურზე
-აბა რომეო და ჯულიეტას ვდგამთო? ჰელოუინის ჩონჩხივით რატო ხარ შეღებილი?- ჩურჩულით იდებს საჩვენებელ თითს ნიკაპზე, ჰო ხვედელიძე მეც იგივე კითხვა გამიჩნდა სარკეში ჩახედვისას მაგრამ დაფეთებული ციყვივით არ მიწივლია ამხელა დარბაზში.
-ექსპერიმენტული დადგმაა ლუკა, ჩვენმა ხელმძღვანელმა ინოვაცია უნდა შემოვიტანო თეატრის ისტორიაშიო და აჰა შემოგვიტანა-ტუჩებდაპრუწული ვაფახულებ თვალებს- ლექსო სადაა?
-მანქანის გასაჩერებელ ადგილს ეძებდა, ისე როგორ ხარ ნინელი?-ლეკვის თვალებს მაგებებს ზემოდან, მგონი ეს „როგორ ხარ ნინელი“ სპექტაკლის წინა მდგომარეობას სულ არ ეხებოდა, მორჩა დაიწყება ახლა მთელი კვირის გაზეპირებული ტექსტი, როგორ მოაყოლა უცოდველ ხვედელიძეს მაცდურმა ნატალიმ ლექსოს გმირობა, ამას როგორ უნდოდა თავისი ძმაკაცის მამაცად წარმოჩენა და იმ ბოროტთან მიახლოვებულმა გოგომ როგორ აწყენინა ერთადერთი და განუმეორებელი ლუკას დაქალს. მერე ლექსოს ბოდიშები აყვება ხმაში და მანამ იძახებენ არა ჩემი ბრალია არა მე დავაშავეს სანამ მაშოსავით არ ავწივლდები.
-ლუკა, კიდევ ერთხელ რომ დაიწყო მაპატიეს ძახილი აი იმ აივნიდან გისვრი-სცენის კუთხეში დადგმული დეკორაციისკენ ვიშვერ ხელს, ჰოდა თავის მობრუნებისას კარში შემომავალი სილუეტის დანახვაზე როგორც გავიშვირე ზუსტად იმ პოზაში ჩერდება გაშეშებული. მოვიდა! პულსის ამგდები და სუნთქვის დამგდები მოვიდა!
-აქ ვართ!-ომში მიმავალი ჯარისკაცივით იქნევს ხელს ხვედელიძე და აწოწილი ფიგურაც თვალების ცეცებით მოძვრება რიგებს შორის
-რანაირი ხარ ნინელი?-მოახლოვება და ახითხითებული ლექსოს გულზე ხელის დადება ერთია, მორჩა, დაიწყო „სახეზე რა წაუსმელი გისვიას“ მეორე სეანსი.
-ჩანაფიქრია ასეთი, შეხედე ყველა გაღებილები ვართ-ფარდიდან თავგამოყოფილი სამი თუ ოთხი ბავშვისკენ ვანიშნებ და სცენისკენ მიმავალი შენგელაიას დანახვაზე ისედაც აჩქარებული გული გაორმაგებულად იწყებს ცემას, ოღონდ ეს სიყვარულს აშკარად არ გამოუწვევია.
-თუ ხვალ ვეღარ მნახეთ ესე იგი ამან მიმასიკვდილა-მბრალდებელივით ვიშვერ თითს
-არ ინევიულო ჩვენ გაგამხნევებთ-მხარზე მიტყაპუნებს ტორს ხვედელიძე, ჰო ლუკა ახლა უკვე მკლავჩამოვარდნილი ჯულიეტა გამოვა სცენაზე, ძალიან გამამხნევე!
-იცოდე არანაირი შეძახილები, მარტო ტაშის დაკვრა შეიძლება ისიც მოქმედების ბოლოს და თან ადამიანური ნორმების დაცვით-წასასვლელად მომზადებული ვაბრუნებ თავს.
-არც სტვენა?-სასოწარკვეთილი ხმით ხავის ხვედელიძე
-არა ლუკა, არც სკამზე შედგომა და სახელის დაძახებაზე ხო ზედმეტია ლაპარაკი!
-მე მივხედავ ამას-მხრებზე მხვევს ხელს ლექსო, თუ ორ წამში არ აწევს თითებს ვატყობ ჩვენ სამში მარტო მე ვიქნები მისახედიც, მოსასულიერებელიც და აქედან საკაცით გასაყვანიც.
-კარგი წავედი აბა-ნაჩქარევად ვისუნთქავ მენთოლის ნაცნობ სუნს და სცენისკენ ვიღებ გეზს, შუა გზაში მეწევა ზურგს უკან ორ ხმაში მოძახებული წარმატებები.
კულისებში შებიჯებისას თუ მიხვდები რა მაგარია ერთადერთი რომ არ დადიხარ პოტენციური მკვლელის მაკიაჟით. წინ და უკან ფურცლებით მოსიარულე ხალხს ვავლებ თვალს, მერკუციოს ფორმაში გამოწყობილი ბიჭი ისეთი შემართებით დააბიჯებს იატაკზე ეჭვი შემაქვს ჯულიეტას როლიც ამას ხომ არ ვათამაშოთ მეთქი, აი თვალებმინაბული და პირდაღებული რომეოთი თუ ვიმსჯელებთ მგონი პირველ წარმოდგენას დავდგამთ პირველივე გამოსვლაზე რომ განუტევებს მთავარი გმირი სულს.
-არ ინერვიულოთ ბავშვებო, მხოლოდ სტუდენტები და რამდენიმე ლექტორი გესწრებათ, პირველ სპექტაკლზე არავინ არ გაგაკრიტიკებთ-გაღიმებული აჭრის მიმიკების ლექტორი, ეგ მეორე ბოლოში დამდგარ შენგელაიას უთხრას ვინმემ ავი ბულდოგივით რომ უელავს თვალები. ნახევარსაათიანი ბოლთის ცემის, ასჯერ წაკითხული ტექსტის ასმეერთეჯერ გადაკითხვის, სათვალეების ზემოდან „თუ სიცოცხლე გინდათ კარგად ითამაშეთ“ მზერის დანახვის და დარბაზის შევსების შემდეგ ოცდაათი აკანკალებული ადამიანი, გმირულად ყელმოღერებული მერკუციო და ლამის წინასწარ გადამკვდარი რომეო ერთად ვემზადებით პირველი მოქმედების დასაწყებად. ღმერთო შენ გვიშველე!
შესავლის შემდეგ ქალბატონი კაპულეტის და ძიძის ფორმებში მოფაშფაშე ორ გოგოსთან ერთად სიკვდილმისჯილივით მივაბიჯებ სცენაზე, სად დაგერხა ნინი! თითქმის ჩაბნელებულ დარბაზში ძლივს ვარჩევ მესამე რიგში უხმოდ მოფართხალე ხვედელიძის ხელებს და გაღიმებული ლექსოს მოჩერებულ თვალებს. ისუნთქე ნინი, ისუნთქე! პირველ სიტყვაზე თუ მოკვდი დანარჩენ ოთხ მოქმედებაზე რაღა დაგემართება!
-აბა რას გვეტყვი ჯულიეტა, არ შეიყვარებ?
ამეღამ ნახავ ჩვენთან პარისს, ლხინში გვეწვევა.
შენ წაიკითხე მისის სახის ნათელი წიგნი
გასინჯე კარგად სილამაზის კალმით ნახატი,
ყოველი ნივთი ერთმანეთს თუ ეხმატკბილება- ქალბატონი კაპულეტის სიტყვის დამთავრება და სცენაზე მყოფი თუ არ მყოფი ყველა თვალის ჩემზე მოშტერება ერთია, ჰო მგონი ახლა მართლა მოვკვდები!
-ვნახავ, თუ ნახვა კმარა კაცის შესაყვარებლად,
და თანაც თვალებს ნებას მივცემ, რამდენსაც მეტყვით-პირგამომშრალი იმდენად ომახიანად ვბუტბუტებ რამდენადაც შემიძლია.
-ქალბატონო სტუმრები უკვე მოვიდნენ, გთხოვენ მობრძანდეთ-სცენაზე შემორბის მსახურის როლში ჩაცმული დაბალი ბიჭი და ტაშის ხმაც სწვდება სმენას. მოზომილი ნაბიჯებით გავდივარ ჩამოფარებული ფარდის მიღმა და სარკის წინ დადებულ სკამში მოწყვეტით ვეჟღერტები
-კარგი იყო ნინი, შემდეგ მოქმედებამდე შეგიძლია შეისვენო-მხარზე ხელს მითათუნებს გაღიმებული მიმიკების ლექტორი. ის-ისაა სულის მოსათქმელად წყ’ლის ჭიქას უნდა დავწვდე სახეშეშლილი შენგელაია მეორედ მოსვლასავით რომ ვარდება კულისებში, მორჩა ახლა ყველა დავიხოცებით!
-სადაა რომეოს როლის შემსრულებელი?-სათვალეების ზემოთ დაწვრილებული ირისებიდან ყრის ნაპერწკლებს.
-ნერვიულობისგან ფაღარათი აქვს და საპირფარეშოშია მას-ლეკვივით წკმუტუნებს მსახურის ფორმაში გამოწყობილი ბიჭი. აშკარად არ შევმცდარვარ, ნამდვილად ყველა დავიხოცებით!
-ვერაფრით ვერ გამოგვყავს ჯაბა-ახლა ქერა გოგო მოკაკუნებს კულისებში-წამალს მივცემთ მაგრამ არამგონია შემდეგ მოქმედებამდე უშველოს!
-ხომ არ გაგიჟდით? ჩამივარდება მთელი სპექტაკლი! ვინ გავუშვა სცენაზე მერკუციო რომ დაამთავრებს ლაპარაკს? გეკითხებით!-ხელების ქნევით ღრიალებს თმის ძირიდან ნეკა თითეის ფრჩხილამდე გაწითლებული შენგელაია.
-სხვამ არავინ არ იცით ჯაბას ტექსტი?-საცოდავ თვალებს გვანათებს გრიმიორი. სხვისი კი არა საკუთარი ძლივს ვისწავლეთ, ვის ეცოდინება აქ რომეოს ტექსტი? გაწითლებულის მაგივრად ამჯერად გაფითრებული სახით ჩამომჯდარ შენგელაიაზე გადამაქვს მზერა, ჯანდაბა, ლექსომ ხომ იცის რომეოს ტექსტი!
-ჩემმა მეგობარმა უნდა იცოდეს, მამეცადინებდა ხოლმე-ხრიალით ვიწევი სკამიდან
-ჩვენთან სწავლობს?-წამში ფხიზლდება სცენის რისხვა
-არა-დამნაშავესავით ვაქნევ თავს
-მსახიობია?-სათვალეებს ქოშინით ისწორებს
-არა-უკვე იმაზე ვიწყებ ფიქრს ჩაგდებული ენა იგივე მდგომარეობაში რომ უნდა დამეტოვებინა.
-ლაპარაკი მაინც შეუძლია?-ხელების ფრიალით მიდგება წინ
-კი კი ლაპარაკი შეუძლია-გახარებული ვაქნევ კისერს, ლაპარაკს, სუნთქვას, ჭამას და მსგავს კრიტერიუმებს აშკარად აკმაყოფილებს.
-სასწრაფოდ მოიყვანეთ!-თითს მოშივებულ ხვედელიძესავით იშვერს შენგელაია.
-მესამე რიგში წითელმაისურიანი რომ ზის მაღალი,აი ეგაა-მთავარსარდლის ბრძანებაზე წამომხტარ ბიჭს გულამოვარდნილი ვუმხელ მსხვერპლის ადგილსამყოფელს.
-ეს ერთი სცენა გადავაგოროთ და ჯაბაც უკეთ გახდება ამ დროში-მგონი ჩვენზე უფრო საკუთარ თავს იმხნევებს ვალერიანის წვეთებით მოძრავი მიმიკების ლექტორი. სიტყვის დამთავრება და უკანა კარიდან გაოცებული კურიერის და უფრო გაოცებული ლექსოს შემოსვლა ერთია.
-რა ხდება ნინელი?-ბავშვივით აწურული მოაბიჯებს გადაღებილ ხალხს შორის
-რომეოს როლის შემსრულებელი ცუდად გახდა და ერთი მოქმედება შენ უნდა ითამაშო-სუნთქვაშეკრული ვუკარკლავ ყველაფერს.
-მეღადავები ნინელი?-გაღიმებული დამყურებს თავზე
-მხოლოდ ერთი სტროფის თქმა მოგიწევს და დაიხურება ფარდა, გთხოვ რა-საფირმო ლეკვის გამოხედვას ვიკრავ სახეზე.
-ყოყმანის დროა არაა ყმაწვილო, მთავრდება მეორე სურათი-გრიმიორის სკამისკენ მიაქანებს სიმაღლით აშკარად უკმაყოფილო შენგელაია.
-კალათბურთელი ვარ მე-ხელებს დაბნეული სახით იქნევს ლექსო
-სერიული მკვლელი იყავი თუ გინდა, მთავარია ეს ტექსტი სწორად თქვა-ხელში ქაღალდს აჩეჩებს ფერდაბრუნებული შენგელაია-ზუსტად ჯაბასნაირად უნდა ესვას გრიმი!-ახლა ფუმფულა ქალისკენ ბრუნდება კოპებშეკრული.
-ვერ გამოვალ ნინელი შანსი არაა-ცალი ხელით გრიმიორის ფუნჯს იგერიებს ლექსო, მეორეთი ბრძანებების მთელი სიით მოყაპყაპე შენგელაიას.
-რასაც მამეცადინებდი ის უნდა გამიმეორო სცენაზე, გთხოვ რა ლექსო, სულ ყველაფერს შეგისრულებ ოღონდ ახლა არ დამტოვო-ლეკვიდან ლემურის გამოხედვაზე გადავდივარ და თუ ტრადიციულად უმანკოდ მონათებული შავი თვალებით ვიმსჯელებთ ე.ი დამნებდა.
კულისებში მერკუციოს შემოტანტალება და მაგიდის დეკორაციების საცეკვაო მოედნის დეკორაციებით შეცვლა ერთია, ერთდროულად ფერ და გონებადაკარგული ვუყურებ მეთექვსმეტე საუკუნის იტალიელივით ნაჩქარევად გამოწყობილ ლექსოს
-ნუ გეშინია ნინელი-ორივეს წილ დამშვიდებას იტევს გრძელი თითების შეხება.
-ჯერ ჯულიეტა გადის, რომ განიშნებ შენც მიყვები-ხმის ამოღებამდე გვესვეტება მოქოქილი შენგელაია და როგორც ჩავკიდეთ ისე გვაშვებინებს ახლართულ ხელებს,ეს ხვედელიძის რაა?
-ყველაფერი კარგად იქნება ხო ლექსო?-გასაცოდავებული სახით ბოლოჯერ ვაბრუნებ თავს
-აბა რა ნინელი-ყურებამდე გაღიმებული მიკრავს თვალს, როგორც ყოველთვის ორივეს ერთად. ჰო, ახლა ნამდვილად ყველაფერი კარგად იქნება. ამჯერად ჯულიეტას ნაბიჯებით მივბაჯბაჯებ სცენის ცენტრისკენ, ოღონდ მომვლელის გარეშე დარჩენილი ხვედელიძე არ მოიმოქმედებდეს რამე სასწაულს და ყველაფერს ეშველება. წელში გასწორება და საპირისპირო მხრიდან აყუდებული სილუეტის დაძვრა ერთია, ამ წამიდან აშკარად გამოუვიდა შენგელაიას ინოვაციური დადგმა, კალათბურთელის ნაბიჯებით მოარული ორმეტრიანი რომეო არც ერთ სცენას არ ახსოვს ჯერ.
-უღირსი ხელით თუ შევბღალე წმინდა მშვენება,
თაყვანსაცემი,სინაზით რომ არა ჰყავს სწორი,
მაშინ მაგ ტუჩებს, ორ მწირ მლოცველს, მიეცი ნება,
გამოისყიდონ შეცოდება ნაზი ამბორით -ბაღის კონცერტზე გამოსული ბავშვივით არაკრაკებს ლექსო და დაფეთებულ თვალებს ხალხისკენ აცეცებს. არ გვაცოცხლებს შენგელაია!
-შენ მეტისმეტად შეურაცხყოფ, მწირო, შენს ხელებს,
მათი მოქცევა ღვთიურია, ფაქიზი, სწორი:
მლოცველებიც ხომ ეხებიან ხელით წმინდანებს,
ხელით შეხება არის მათთვის წმინდა ამბორი-ამოვარდნამდე მისული გულით ვბრუნდები გარინდული რომეოსკენ.
-ჩემმა ტუჩებმაც მაშ მიბაძონ, წმინდანო ხელებს,
მიეცი ნება, თორემ რწმენას დავკარგავ ბოლოს-პირდაღებული ვუყურებ ალაპარაკებულ ლექსოს და ახლაღა ვხვდები ერთი სტროფი რომ გამოტოვა, ნამდვილად დაგვხოცავს შენგელაია!
-თავის შერხევა თანხმობის დროს არ მოსდგამთ წმინდანთ-სუნქვაშეკრული ვაჩერდები ბოლო სიტყვის მოლოდინში
-მაშ,ნუ შეარხევ! სიტკბოება ვიგემო მინდა-ერთ ამოსუნთქვას აყოლებს მთელ წინადადებას და ცხვირწინ აყუდებული მაშტერდება
-ლექსო ახლა უნდა მაკოცო-ჩურჩულით ვცრი ხმამაღალი სადღესასწაულო მუსიკის ფონზე
-რა?-გრიმშიც ეტყობა დაბნეულად აწეული წარბები
-კოცნის სცენაა ახლა და ფარდას დაუშვებენ
-ვერა ნინელი-გაფართოებული თვალებით დამყურებს ზემოდან, მორჩა, ნამდვილად ბენზოხერხით აგვკუწავს შენგელაია!
-აკოცეთ!-კულისების ორივე მხრიდან ისმის შეშფოთებული შეძახილები. ჯანდაბა, ახლა ვხვდები რაც იფიქრა! ის-ისაა მოკლედ ასახსნელად უნდა მოვაღო პირი რბილ შეხებას რომ ვგრძნობ ტუჩებზე და ლაპარაკის კი არა ყველაფრის უნარი ერთად მერთმევა გაშეშებულს. არ არსებობს, ლექსო, ბავშვობის მეგობარი ლექსო, ღამეებს რომ მათენებინებს ის ლექსო მკოცნის! ჯანდაბას სცენა, ხალხი, თეატრი, კარიერა, ამის მერე შენგელაიამაც ჩაგვკლას თუ უნდა! თმებში შეცურებული თითები და დახშულ სმენამდე ბუნდოვნად მოღწეული აპლოდისმენტები საბოლოოდ მიმძიმებს ქუთუთოებს. სამ, ოთხ ან ხუთ წამში თბილი ტუჩები და მენთოლის გამაგიჟებელი სუნი ერთდროულად მშორდება.
-ყოჩაღ ბავშვებო-ჯერ კიდევ მქუხარე ტაშის ხმაზე მესმის ვიღაცის მხიარული კივილი და ჩამოფარებული ფარდიდან მზერა რამდენიმე სანტიმეტრში აყუდებულ ლექსოზე გადამაქვს. ახლა ვხვდები რა გაშტერებული სახე მქონდა იმ დღეს ლიფტიდან გამოსული რომ მოვშორდი და აზრებდაუწყობელი ერთი სიტყვის თქმასაც რომ ვერ ვახერხებდი.
-უკეთაა ჯაბა, დანარჩენებს ის ითამაშებს-გაკრეჭილი მიმიკის ლექტორი რობოტებივით მიმავლებს მიგვიძღვება კულისებისკენ.
-სრული კრახი! კუბოში ტრიალებს საცოდავი შექსპირი ყმაწვილო! კიდევ კარგი არასრულწლოვნები არ ხართ თორემ საერთოდ დამაკარგვინებდით სამსახურს-თავის ქნევით მოაბიჯებს ფორმაში ჩამდგარი შენგელაია.
-რამე დავაშავეთ?-ძლივს ვცნობ ლექსოს შეცვლილ ხმას
-ისე რომ იცოდე თეატრში აი აქ კოცნიან ყმაწვილო-ფეხის წვერებზე აწეული შენგელაია ტუჩის და ლოყის გასაყართან ადებს თითს-ან აქ!-ახლა ყბის ძვლისკენ გადააქვს გაშვერილი მარჯვენა.
-რა გავაკეთე!-თმებში ხელს იცურებს ლექსო.
-არ იცოდა?-სველი ბამბით ხელში მოაბიჯებს გაბადრული გრიმიორი-არაუშავს, გადასარევად გამოვიდათ ბავშვებო!
-მაპატიე რა ნინელი-ლეკვის თვალებს მანათებს გრიმის მოშორებით გართულ ხელებში მოქცეული ლექსო. ჯერ კიდევ დაშოკილი აქამდე გამოუგონებელი ჟესტით ვაქნევ თავს, ცხოვრებაში პირველად მიმიკების ლექციებიც ვერ მეხმარება სახის დასაწყობად, იშვიათი ჯიშის შტერი ხარ ნინი!
-აივნის სცენისთვის მოემზადეთ-ქოთქოთით ბრუნდება შენგელაია.
-უნდა წავიდე-პირველად ვბედავ თვალის გასწორებას უკვე სახეგაწმენდილი ძველი ლექსოსთვის
-ხომ მაპატიებ ნინელი?-ფრთხილად მადებს მხარზე იმ ხელს ხუთი წუთის წინ თმებში რომ მქონდა ახლართული
-ჩვენი ბრალია, წინასწარ უნდა აგვეხსნა-სუნთქვაშეკრული ვუყურებ არეულ სახეზე და ახლა ისე როგორც არასდროს, ზუსტად ვიცი არაფერიც რომ არ უნდა ამეხსნა.

.მაშო.
ისტორიას არ ემახსოვრება პეტრას ციხე ვინმეს იმ სიჩქარით მოევლოს ზღვაზე დაგეშილმა ოცდაათმა კაცმა რომ შემოვირბინეთ. ცხელ ქვაზე მოტატუნე გავყურებ მზეზე ალაპლაპებულ ტალღებს და ახლა ვხვდები რას გრძნობს ხოლმე ხვედელიძე გლდანის შაურმის დანახვისას.
-იმას შეხედე-ფუფალასავით ქოლგამომარჯვებული და საგულდაგულოდ ჩაცმულ-დახურული რუსიკოსკენ იშვერს თითს ახითხითებული ბურდული. რა ჭირს, გულნარა შეეყარა? დუბლიონკა წამოგეღო რუსუდან, დუბლიონკა!
-არ დაიფანტოთ ბავშვებო და ზღვაში არ შეხვიდეთ!-გამკივანი ხმა მიხშობს მარჯვენა ყურს, ის დასაწვავი რუპორი არ დაეკარგოს სადმე! არა ზღვაში არ შევალთ, დავხედავთ ხო ადგილზეა და წავალთ უკან. 370 კილომეტრი კენჭების ასაგროვებლად გამოვიარეთ აბა? არაა ეს ნორმალური.
არქეოლოგიის დედოფლის განაცხადი აშკარად გეორგიევსკის ტრაქტატივით ფუჭი გამოდგა, ზუსტად ათ წუთში ოცდაათი წყალს დახამებული მებრძოლი მძღოლისა და აღნიშნული დედოფლის თანხლებით მიადგა შავი ზღვის ნაპირებს. კიდევ ათ წუთში კი კაციშვილმა არ იცის ვინ რას იხდის და სად აგდებს.
-არ მოდიხარ ზღარბო?-ის-ისაა ქვებზე უნდა გავიშხლართო ქოჩრით ადვილად გასარჩევი ჩრდილი რომ მადგება თავთან.
-არ მინდა ჯერ-ტუჩებდაპრუწული ვაბრუნებ თავს,ჰომ, აშკარად ჯობდა არ შემებრუნებინა. შორტების ამარა აყუდებულ ბურდულს ვავლებ თვალს და ნერწყვი გაჭირვებით გადამაქვს ყელში, ცხელა თუ მე მცხელა? ნაძლევს დავდებ რაც გაიგო ექსკურსიაზე მივდივართო ყოველდღე სპორტდარბაზში აღამებდა. დროზე შეეთრიე ადამიანო წყალში თორე დავიხრჩე და გამძვრა სული. ის-ისაა თვალდახუჭულმა უნდა გავაგრძელო მზის სხივებით ტკბობა ნეკნებში რომ მერჭობა თითები და საკუთარი წივილი წინ ჩაკეცილი ვირის ხარხარის ფონზე ჩამესმის. პოსეიდონ გამოდი და ჩაარჭე ის სამკბილა ჩანგალი ამ იდიოტს!
-ნაკლულო!-გამწარებული ვისვრი ხელში მოხვედრილ კენჭებს
-შვიდი ტყვია ესროლა ზღარბმა მამაც ალექსანდრეს და შვიდივე ააცილა-აშკარად ბედნიერი ახტება მარჯვენათი გაქანებულ ქვებს, ახლა გახდება ელასტიურობის განსახიერება! დაბოღმილი ვავსებ დაცლილ არსენალს, ბოლო კენჭის გასროლა და მხიარული ხმის ჩაწყვეტა ერთია, წკმუტუნით იდებს ხელს მუხლის თავზე.
-ასე იცის ბევრმა ტრაბახმა!-აკაკანებული ვუკრავ ტაშს. მოიცა, რატომ მოალაჯებს ჩემკენ წარბების თამაშით, ზღვაში არ უნდა ატატუნებდეს ახლა თავის დამარცხებულ თავს? წივილში გადასული სიცილით ვხტები ფეხზე და ასკინკილით გავრბივარ გახურებულ ქვებზე, ჯანდაბა ლასტები მაინც ჩამეცვა!
-ცუდი ზღარბი, ცუდი-უკვე ახლოს მესმის ავის მომასწავებელ ხმას აყოლილი ფეხების თქარუნი. არა, ოღონდ ეს არა! წელზე შეხების გაცნობიერებისთანავე ვშორდები ნიადაგს და ორ წამში ზუსტად ვხვდები ხვედელიძის ჩანთა რას გრძნობს მხარზე მოგდებისას, არც ისე სასიამოვნო გრძნობა ყოფილა!
-სანდრო დამსვი!-აკივლებული ვუტყაპუნებ შიშველ წელზე
-ხელებს ნუ მითათუნებ გარყვნილო-ხორხოცით მიალაჯებს ტალღებისკენ. ამან უნდა მაყლაპოს ახლა ეს ძუნძგლიანი წყალი? გამწარებული ვატრიალებ თავს პოტენციური დახმარების საძებნად, თავდაყირაც ნათლად შეიმჩნევა ოციოდე მეტრში მძღოლთან ერთად გიგანტური ქოლგის ქვეშ გაშოტილი რუსიკო. ყოჩაღ რუსუდან, ასე უნდა ჩაბარებული ღლაპების მოვლა? დაჯექი, ორიანი!
-არ ჩამაგდო თვითონ ჩავხტები-გაორმაგებული ძალებით ვიწყებ ფართხალს ზღვაში შებიჯებისას
-გვიანია პატარავ-სმენას ბურდულის ხმა სწვდება სახეს კი მლაშე სითხე. წყალში გამართული დიდგორის ბრძოლის შემდეგ ძლივს ამოწეული თავი ორ წამში ისევ მეძირება დამსახურებული ნაძირალის და მისი ძირში წასაჭრელი თათების წყალობით. მოვკლავ! წამებით მოვკლავ!
-ორივე მკლავი თუ არ დაგილურჯო მე ვიყო ქარიყლაპია!-უკვე სულმოთქმული ვიქნევ ხელებს
-ჯერ დამეწიე ზღარბო-აქეთ-იქეთ აქნევს გაწუწულ ქოჩორს. შენივე ჯანმრთელობისთვის აჯობებს ვერ დაგეწიო სანდრო! ბოლო ძალებსაც ვიკრებ და ეჭვი მაქვს კროლით მოცურავეზე მეტად სასოწარკვეთილი ჯეკას ფაფხურს უფრო გავს ჩემი გადაადგილება, არ გამოვა შენგან დელფინი მაშო!
-შენი ფანი ვარ ზღარბო-კიდევ ერთხელ ჩამესმის მეტად გამამხნევებელი სიტყვები და ისევ გაცეცხლებული შევყურებ სამიოდე მეტრით დაშორებულ მოქიცინე თავს. გვერდით მოტივტივე საზამთროს კანი, პირნათლად დაბრდღვნილი სიმინდის ტარო, უპატრონოდ დარჩენილი ცელოფანი და მე ერთდროულად ვამჩნევთ რომ ნაპირს საკმარისზე მეტად მოვშორდით.
-ვბრუნდები მე,შენ დარჩი მედუზებთან!-გაბუსხული ვემზადები ტანის შესაბრუნებლად მარჯვენა ფეხში რომ ვგრძნობ წამიერ ტკივილს, ჯანდაბა! ოღონდ ახლა არა! სანამ წამოყვირებას მოვასწრებდე უკვე ფსკერისკენ მივექანები აფართხალებული. კაი? ეს დაგიკვეთე პოსეიდონ? ხელების ორჯერ მოსმა და ჟანგბადის გამოცლა ერთია, ცხვირით და პირით ერთდროულად ვგრძნობ მლაშე წყალს. ჯანდაბა, იმედია მაშველებს უკვე ანიშნე სანდრო! მესამე გაფართხალებაზე საშინლად მიმძიმდება მთელი ტანი, მეოთხეზე ამწვარ თვალებსაც ვეღარ ვაშორებ ერთმანეთს. მეხუთედ აწეულ მკლავზე ან მეჩვენება ან ძლიერად მავლებს რაღაც, მეექვსე გაფართხალების თავი არც ტანს აქვს და არც ზედაპირისკენ აქაჩულ ხელს.
-მაშო ისუნთქე-ბუნდოვნად მესმის ბოხი ხმა
-მაშო!-ახლა აშკარად მიყვირის, ვაიმე ვსუნთქავ ადამიანო უბრალოდ ხმას ვერ ვიღებ! ამწვარ თვალებს გაჭირვებით ვახელ,მეჩვენება თუ ბურდულის მხარზე მიდევს თავი?
-ვსუნთქავ-ხავილით ამომდის ბგერები
-მომეჭიდე და არ გამიშვა-ნათლად ვარჩევ მომწვანო მონაცრისფრო თვალებს. ჰო აშკარად მოვდივარ გონზე.
-მარჯვენა ფეხზე კუნთი დამეჭიმა და ჩავიძირე-ფართხალით ვწევ თავს.
-ნუ გეშინია ზღარბო, გავალთ-აქოშინებული იწყებს მოძრაობას. ხომ შეიძლება სულ ასეთი საყვარელი იყო ადამიანო!
გაკავებული ფეხის, მთელი თვის სამყოფი ბინძური წყ’ლის ყლაპვის, ალექსანდრე დიდის კიდევ ერთი ტრიუმფის და თხუთმეტწუთიანი ბრძოლის შემდეგ ძლივს ვაღწევთ იმ ნაპირთან საერთოდ რომ არ უნდა მოვშორებოდი. მხართეძოზე წამოწოლილ რუსიკოს წიგნი მოუმარჯვებია თავისი ინტერნაციონალური ქოლგის ქვეშ, ბავშვების ნახევარი ისევ ტალღებში დანავარდობს, მეორე ნახევარი პლაჟზეა გაშოტილი, მოკლედ დღეს რომ მოკვდე შეიძლება თბილისში ჩასვლისას შეამჩნიონ შენი არყოფნა.
-როგორ შემაშინე ზღარბო-კენჭებზე ფრთხილად მსვამს აშკარად ქანცგაწყვეტილი ბურდული.
-აბა რაღა გაცოცხლებდა ჩემი ცოდვით-ძლივს ვიღიმი ცხელ ქვებზე გადაწოლილი
-ახლა გვჭირდება რაც შეიძლება ბევრი კოკა-კოლა, აღარ მოვიწამლებით-უღონოდ მანათებს მომწვანო თვალებს
-ან არაყი-ნიშნისმოგებით ვიშვერ თითს ავტობუსისკენ.
-ახლა არ მითხრა ის არაყი მაქვსო ზღარბო-ახითხითებული მიწვდის ხელს.
-ჩანთამდე თუ მიმათრევ ორივეს გვეშველება-ზოზინით ვიწევი ასადგომად.
ჰო ხვედელიძის თაფლის არაყისნაირ წამალს ვერც პეესპეში იპოვი და ვერც ავერსში. სამ-სამი ჭიქის და ნახევარსაათიანი ძილის შემდეგ აღარც მზე ჩანს პერიმეტრზე და აღარც პლაჟზე გაშლილი რუსიკოს წითელ წიგნში შესატანი ქოლგა. მეორე ჩაძინება-გაღვიძების შემდეგ კი სავარაუდოდ ქობულეთიდან გამავალ გზას ვადგავართ და თავი აშკარად არასწორ მხარზე მაქვს პარკირებული.
-გამოიღვიძა დედოფალმა-სახეზე ფერი დაბრუნებია დღის გმირს.
-სად მივდივართ?-აზუზუნებული ბავშვებისკენ ცნობისმოყვარედ ვაცეცებ თვალებს
-აბა გამოიცანი-ფანჯრისკენ იშვერს საჩვენებელ თითს, ინსტიქტურად გადამაქვს მზერა უზარმაზარ ტრაფარეტზე მთელ სიგრძეზე წარწერით „ციცინათელა“. ძლივს, რაღაც კარგი ხდება! სიხარულის წივილი ამომდის ყელიდან.
ზუსტად ხუთ წუთში დარაზმულები მივემართებით შესასვლელში აყუდებული სალაროსკენ
-მე ბუსტერზე ვჯდები-კივილით იშვერს ხელებს ქერა გოგო, შენს ადგილას მაგას არ ვიზამდი! სანამ აჟიტირებული ველოდები აბონემენტის რიგს, ატრაქციონების პლაკატთან საქმიანი კაცივით მდგარი ბურდული გულდასმით არჩევს გასართობების თანმიმდევრობას.
-ზღარბო წამო-დაუმთავრებია მსჯელობა დიდ კარუსელთმცოდნეს.
-არ ამიღია ბარათი ჯერ-რიგში წინ მდგარი სამი კაცისკენ ვიშვერ თითს
-მე მაქვს,წამო-მაჯაში ჩავლებული ხელი ორ წამში მაკარგვინებს აღნიშნულ რიგს.
„დრიფტ მოედნის“ და „სიცილის ოთახის“ გვერდის ავლით პირდაპირ პიზის კოშკივით აყუდებული ანძისკენ ვიღებთ გეზს.
-ახლა ნახე შენი წიკვინი-ზედ სახესთან მეჩურჩულება მხარზე ხელგადახვეული ბურდული
-ისე ძაან ახლოს ხომ არ ხარ ვაჟბატონო?-წარბებაწკეპილი ვაქნევ მხრებს
-მაცადე ექსპერიმენტს ვატარებ-თვალებმოწკურული მისწორებს მზერას, მგონი ვიღაცამ ჩემზე მეტი წყალი ყლაპა!
-მოგწონვარ-მხიარულად მაბარებს ანგარიშს სანამ პირის მოღებას მოვასწრებდე
-ზეციურმა ძალებმა ჩაგჩურჩულეს სანდრო?-ცისკენ დემონსტრაციულად ავღმართავ ხელებს.
-ნწ,რომ მოგიახლოვდი გუგები გაგიფართოვდა
-თვალის ანთება მაქვს ალბათ-დაჯღანული ვდგები ატქარციონის წინ და ზედ წაწერილ „MEGA DROP”-ს ვავლებ თვალს, კაი მაშო სწრაფი ვარდნის კარუსელმა როგორ უნდა შეგაშინოს? სუფთა ფსიქოლოგიური გათვლაა, აყავხართ მაღლა, ნახევარი წუთი გალოდინებენ ჭკუიდან რომ შეგშალონ და მერე მთელი სიჩქარით გაგდებენ ძირს, არაფერი განსაკუთრებული!
-თუ ძალიან გაგიჭირდა შეგიძლია ხელი მომკიდო-თითებს მიშვერს ახარხარებული ბურდული
-არც იოცნებო სანდრო-ყელმოღერებული ვჯდები მეზობელ სკამზე. მეორე მხარეს მსუქანა ბიჭი მისკუპდება წითელი ლოყებით. რკინის ღვედების ჩაკეტვა და ნიადაგიდან ნელ-ნელა დაცილება ერთია. პირველ სამ მეტრს სრული აღფრთოვანებით გავდივარ,სადღაც მეშვიდედან უკვე ქინდერის სათამაშოებივით მოჩანს ხალხი, წუთნახევარში კი მგონი მთელმა ჰაერში გამოკიდულმა ამალამ ერთხმად გადავიფიქრეთ ექსტრემალური გართობა! ჯანდაბა, დამაბრუნეთ ხმელეთზე!
-ჩამომსვით!-განწირული ხმით ღრიალებს მარჯვენა მხარეს გამაგრებული ფუმფულა.
-უთხარით ნელა დაუშვან!-სადღაც მეორე მხრიდან წივის ქალი
-ყველა დავიხოცებით-მთელი ძალით ვეჭიდები სახელურებს
-ზღარბო თუ მოვკვდი ჩემს ლექსუსს შენ გიტოვებ-ერთადერთი უშიშარის ხმა ჩამესმის მარცხენა მხრიდან
-შენ თუ მოკვდი ლოგიკურად მეც ვკვდები ჭკვიანო!
-ხო მაგიტო გიტოვებ-უდარდელად იქნევს ფეხებს. ამასობაში გულის წასვლამდე მისულმა პუტკუნამ გადაიბღავლა მთელი პარკი.
ოღონდ ახლა გადავრჩე და ნინელის საჭმელებს აღარ დავიწუნებ, დედაჩემის მოქსოვილ ქუდებსაც დავიხურავ ,იმ კატას ბურდულის მანქანაზე აღარ გადავსვამ ხოლმე, ხვედელიძესაც აღარ ვაწვალებ! ჰო კარგი ბოლო პუნქტი აღსრულებას არ ექვემდებარება. ჰაერში გამოკიდული კიდევ ერთხელ ვიყურები ძირს და გონება ბოლო წამების ათვლას იწყებს დავარდნამდე
-სანდრო!
-ჰო ზღარბო
-მომკიდე ხელი!



№1  offline წევრი triniti

Vaimeee ar meyooo ra sayvarlobaaa vgijdebi shens yvelaa personajzeee umagresi xar

 


№2  offline წევრი f43i3zxv

ეეე კიდევ მინდა :დ დასასრულს ვუახლოვდებიო არ მომეწონა :დ

 


№3  offline აქტიური მკითხველი La Llorona

როგორ მიყვარს ბურდული და ლექსო ❤❤ კოცნის და ხელის ჩაკიდების მომენტმა დამადნო ❤❤ ველოდები ახალ თავს და ვიცი უეჭველი დამაკლდება ეს გიჟები ❤მიყვარხარ ❤
--------------------
M.D

 


№4 სტუმარი burdulis fani❤

Magariaa

 


№5  offline წევრი ananiko1117

არ მეყო :( ისე ძალიან მაინტერესებს ლექსოს მხრიდან დანახული ჩვენი ნინელი :D

 


№6 სტუმარი Tiko

Dzaan magaria yochag. Dzaan momwons❤❤❤❤❤

 


№7  offline აქტიური მკითხველი uchveulo

akocaa dedaa akoca vaimee akocaa :D yochag kargi iyo warmatebebiii

 


№8  offline მოდერი gonegirl

triniti
Vaimeee ar meyooo ra sayvarlobaaa vgijdebi shens yvelaa personajzeee umagresi xar

მადლობა დიიდი

f43i3zxv
ეეე კიდევ მინდა :დ დასასრულს ვუახლოვდებიო არ მომეწონა :დ

სამი თავი დარჩა კიდე არ აღელდე :დ

La Llorona
როგორ მიყვარს ბურდული და ლექსო ❤❤ კოცნის და ხელის ჩაკიდების მომენტმა დამადნო ❤❤ ველოდები ახალ თავს და ვიცი უეჭველი დამაკლდება ეს გიჟები ❤მიყვარხარ ❤

მიხარიხარ საყვარელო
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№9 სტუმარი mar

Dzan gaiwela mgonia....rosis iqneba mtavari kulmiabaciaa dzan momwons

 


№10  offline მოდერი gonegirl

burdulis fani❤
Magariaa

მადლობა ბურდულის ფანო ^^

ananiko1117
არ მეყო :( ისე ძალიან მაინტერესებს ლექსოს მხრიდან დანახული ჩვენი ნინელი :D

მეც მაინტერესებს მეც :დ

Tiko
Dzaan magaria yochag. Dzaan momwons❤❤❤❤❤

მიხარია ^^

uchveulo
akocaa dedaa akoca vaimee akocaa :D yochag kargi iyo warmatebebiii

მადლობა ^^

mar
Dzan gaiwela mgonia....rosis iqneba mtavari kulmiabaciaa dzan momwons

ერთი მომდევნოში მეორეს თავად ნახავთ ^^
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№11 სტუმარი Wilson

Gabrazebuli var 4love.ge-ze pirveli tavidan mogyvebi magram verada ver giwer komentarebs(da aramarto shen,sxvebsac)...magari xar dzaan ubralod droa davseriouzldet ho? :D ise mega dropi arc egeti sashishia :dddd wina wels ganvicade...sisulele yofila...ai boosteri kide...faqtorivad sikvdils chavxede tvalebshi :ddd tan yovel wels davdivar qobuletshi nu sagac 2007 wlisad da gansakutrebulad miyvars eg adgilo.am tavma kide zafxulis mogonebebi amomitivtiva da masiamovna.madloba <3

 


№12  offline წევრი FLAWless

არ მეყოოოო მეტი მინდა >_< კიდე ორი დღე რომ მოვიცადო მოვკვდები სავარაუდოდ
ისე რას მოვესწარი?! როგორც იქნა აკოცა ლექსომ ნინელის და ვეჭვობ ამ მომენტიდან დაფიქრდება ჩვენი რომეო. ისე რომეოსი რა გითხრა და ჩემს წარმოდგენაში კი დაემსგავსა ჩარლი ჩაპლინს ოღონდ მაღალს და თან რომ ბლუკუნებდეს და ელიზაბეტ პირველს კოცნიდეს :დდ აი ხვედელიძე ყოველთვის საყვარელი მეჩვენება რააა და ბარემ მაგაზეც ვიტყვი ჰენრი მერვეს გავს გარეგნულად ჩემს წარმოდგენაში :დდდ ძალიან უცნაური თუ არ ვიყო მეე
აი მაშო ხო სასწაულია მაგრამ სანდრო ზესაოცრებაა რაააა, როდის დააპირებს ეგ ჰერკულესის თანამედროვე ვარიანტი (მაშოს გმირის პონტში რა) ქალბატონ მედუსაზე თავდასხმას? აი აღარ შემიძლია უკვე ლამის კუპიდონად გადავიქცე და ჩავუხტე მურმანის ეკალივით :დდდ
რუსიკო მართა ფუფალად მყავდა წარმოდგენაში უკვე დიდი ხანია :დდდ
მიყვარს ეს ისტორია და შენც მიყვარხარ <3

 


№13  offline მოდერი gonegirl

Wilson
Gabrazebuli var 4love.ge-ze pirveli tavidan mogyvebi magram verada ver giwer komentarebs(da aramarto shen,sxvebsac)...magari xar dzaan ubralod droa davseriouzldet ho? :D ise mega dropi arc egeti sashishia :dddd wina wels ganvicade...sisulele yofila...ai boosteri kide...faqtorivad sikvdils chavxede tvalebshi :ddd tan yovel wels davdivar qobuletshi nu sagac 2007 wlisad da gansakutrebulad miyvars eg adgilo.am tavma kide zafxulis mogonebebi amomitivtiva da masiamovna.madloba <3

როგორც ვიცი სტუმრის სტატუსით კომენტარების წერა და რეგისტრაციაც კი შეზღუდული იყო რაღაც დროით (( მეგა დროფიდან ძლივს ჩამომხსნეს წინა ზაფხულს, ორი დღე ხმა არ მქონდა მაგის და ტოპ სვინგის გადამკიდე joy მადლობა რომ კითხულობ )

FLAWless
არ მეყოოოო მეტი მინდა >_< კიდე ორი დღე რომ მოვიცადო მოვკვდები სავარაუდოდ
ისე რას მოვესწარი?! როგორც იქნა აკოცა ლექსომ ნინელის და ვეჭვობ ამ მომენტიდან დაფიქრდება ჩვენი რომეო. ისე რომეოსი რა გითხრა და ჩემს წარმოდგენაში კი დაემსგავსა ჩარლი ჩაპლინს ოღონდ მაღალს და თან რომ ბლუკუნებდეს და ელიზაბეტ პირველს კოცნიდეს :დდ აი ხვედელიძე ყოველთვის საყვარელი მეჩვენება რააა და ბარემ მაგაზეც ვიტყვი ჰენრი მერვეს გავს გარეგნულად ჩემს წარმოდგენაში :დდდ ძალიან უცნაური თუ არ ვიყო მეე
აი მაშო ხო სასწაულია მაგრამ სანდრო ზესაოცრებაა რაააა, როდის დააპირებს ეგ ჰერკულესის თანამედროვე ვარიანტი (მაშოს გმირის პონტში რა) ქალბატონ მედუსაზე თავდასხმას? აი აღარ შემიძლია უკვე ლამის კუპიდონად გადავიქცე და ჩავუხტე მურმანის ეკალივით :დდდ
რუსიკო მართა ფუფალად მყავდა წარმოდგენაში უკვე დიდი ხანია :დდდ
მიყვარს ეს ისტორია და შენც მიყვარხარ <3

ნამდვილად არაა შენი ეჭვი უსაფუძვლო smile ჩარლიმ და ელისაბედმა მომცელა, ფოტოზე გამოსახულ პროტოტიპებად რომ მყავს წარმოდგენილი ვერაფრით ვერ დავაკავშირე მაგათთან smile აი ხვედელიძეში ნამდვილადაა რაღაც ჰენრი მერვისეული smile თავდასხმები და ბასი-ბუსები მომდევნო თავში :დ
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№14  offline მოდერი Eleniko13

კაი რა,
არ გაქვს ასე მალე დასრულების
უფლება.
ჯერ არც დაგიწყია, სამ თავში
ვერ ჩაატევ.
კაი რა, სერიოზულად?
იფიქრე ამაზე
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№15  offline წევრი Everyoneissad

რაკაი იყოო ძლუვს არ აკოცა ამ ბიჭმაა დავიტანჯე

 


№16 სტუმარი teo

dzan saxaliso tavi iyo

 


№17  offline მოდერი gonegirl

Eleniko13
კაი რა,
არ გაქვს ასე მალე დასრულების
უფლება.
ჯერ არც დაგიწყია, სამ თავში
ვერ ჩაატევ.
კაი რა, სერიოზულად?
იფიქრე ამაზე

სასტიკად არ მინდა დავასრულო
მაგრამ რადგან სიუჟეტი ჩაფიქრებულ ადგილას წყდება (ანუ ოცი წლის შემდეგ მომხდარი მოვლენები, წამოზრდილი შვილები და ა.შ არ გველის) წესით სამი თავი უნდა ეყოს :))

Everyoneissad
რაკაი იყოო ძლუვს არ აკოცა ამ ბიჭმაა დავიტანჯე

გვეღირსა გვეღირსააა smile
teo
dzan saxaliso tavi iyo

teo
dzan saxaliso tavi iyo

მიხარია blush
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№18 სტუმარი Shore shore

vgijdebi am istoriaze iseti pozitivi moakvs sascauli yoveli satauris danaxvaze guli xtunvas icyebs magari gogo xar carmatebebi

 


№19  offline წევრი M^d G1rl

ვაიმეე სად გამიწყვიტეე გოგოოო
ეს ამხელა ზაზა ფაჩულია კაცი მართლა ბოთეა რაა როდის უნდა მიხვდეს რომ უყვარს ნინელიიი?? დავიტანჯეე

 


№20  offline წევრი blue witch

რა გითხრა, ასეტი პოზიტიური ადამიანის არსებობა ძალიან სასიხარულოა. მართლა მიყვარხარ შენი ისტორიებიანად. ამ თავზე სიტყვები არ მყოფნის, ჩემთვის ლექსოს და ნინელის ურთიერთობაში არსებული საზღვრებისა და შიშის მიზეზიც გასაგებია და სანდროსა და მაშოს კატა-ტაგვობანაში დაბადებული სიყვარულისაც. მე ვფიქრობ მოვლენების განვითარება სხვანაირად ძალიან არარეალური იქნებოდა, როცა კლასელის სიყვარულზეა საუბარი, იქ გარკვეული პრობლემები წარმოიშობა. მაშოს კიდევ ასეთი ბიჭი სჭირდება და პიროვნულობიდან გამომდინარე არ შეფერებათ სხვანაირი ურთიერთდამოკიდებულება. stuck_out_tongue_winking_eye smiley relaxed მოკლედ ველოდები ახალ თავს heart_eyes

 


№21  offline მოდერი gonegirl

მედი
რა დროს დამთავრებაა,ახლა არ დაიწყე?!:დდ ეს რომ დაამთავრო რა ვქნა მე ჩემი ბურდულის გარეშე:(( თუნდაც კვირაში ერთხელ,ბურდულმა თუ არ იბურდულა:დდ რა გამაძლებინებს:დდ ჩემი ფაჩულია კაცის გარეშეც არ შემიძლია მე:დდ ნინელის და მაშოს უჩემოდ უჭირთ:დდ ხოდა არ გაბედო ჯერ დამთავრება,თორემ წავალ შენგელიასთან,ვეტყვი ადამიანის მოკვლა მასწავლოს და მოგგკლავ:დდ

ოღონდ შენგელაიას არ უთხრა joy ბურდულმა მთელი წლის სამყოფი წინასწარ იბურდულა და რაც დააკლო იმასაც აანაზღაურებს ამ სამ თავში, თუ ძაან მოგენატრებათ დავაბრუნებ რა პრობლემაა smile

Shore shore
vgijdebi am istoriaze iseti pozitivi moakvs sascauli yoveli satauris danaxvaze guli xtunvas icyebs magari gogo xar carmatebebi

ძალიან მიხარია ^^ მადლობა
Lollipop :))
მეთქი ყველას ერთად წავიკითხავ, მაგრამ ვერ მოვითმინე.
კოცნის სცენაზე მეცხრე ცაზე ავფრინდი ^-^
ძაან კაი თავი იყო
მალე დადე შემდეგი❤

როგორ მიყვარს სულსწრაფი მკითხველები smile
ვეცდები blush

M^d G1rl
ვაიმეე სად გამიწყვიტეე გოგოოო
ეს ამხელა ზაზა ფაჩულია კაცი მართლა ბოთეა რაა როდის უნდა მიხვდეს რომ უყვარს ნინელიიი?? დავიტანჯეე

ნინელისავით გამონათება სჭირდებოდა და ახლა ვნახოთ როგორ დაივიწყებს რომ იპროშნავა smiling_imp

blue witch
რა გითხრა, ასეტი პოზიტიური ადამიანის არსებობა ძალიან სასიხარულოა. მართლა მიყვარხარ შენი ისტორიებიანად. ამ თავზე სიტყვები არ მყოფნის, ჩემთვის ლექსოს და ნინელის ურთიერთობაში არსებული საზღვრებისა და შიშის მიზეზიც გასაგებია და სანდროსა და მაშოს კატა-ტაგვობანაში დაბადებული სიყვარულისაც. მე ვფიქრობ მოვლენების განვითარება სხვანაირად ძალიან არარეალური იქნებოდა, როცა კლასელის სიყვარულზეა საუბარი, იქ გარკვეული პრობლემები წარმოიშობა. მაშოს კიდევ ასეთი ბიჭი სჭირდება და პიროვნულობიდან გამომდინარე არ შეფერებათ სხვანაირი ურთიერთდამოკიდებულება. stuck_out_tongue_winking_eye smiley relaxed მოკლედ ველოდები ახალ თავს heart_eyes

მადლობა საყვარელო ^^
ისიც ძალიან მახარებს პერსონაჟების რომ გესმის blush
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№22  offline წევრი Kukrali

ვაიმე გავგიჟდიი ეღირსათ ხალხოოოო კოცნა ეღირსათთთ :დ ვაიმეე ჯასაჯიჟებელი ისტორიაა მენანება დასრულებისთვის :(( მალე დადე რააა ეშველოს ეგებ ამგენს:) მალე დადე რაა:(((

 


№23 სტუმარი Sota

ძალიან მიყვარს შენი ისტორიები, უბრალოდ გასაგიჟებელია, მაგრამ ერთი რამ არ მომწონს. არასდროს აგრძელებ იქედან სადაც წყვეტ. თანაც ყოველთვის საინტერესო მომენტში ასრულებ თხრობას. მერე იმ მოვკენებს სასხვათაშორისოდ გვაცნობ. გადაკვრით, ან ზერელედ მოყოლით. ყოველთვის ყველაზე საინტერესო მოვლენების შესახებ გადმოცემით და ჭორაოობისას ნათქვამით ვიგებთ.

 


№24  offline მოდერი gonegirl

Kukrali
ვაიმე გავგიჟდიი ეღირსათ ხალხოოოო კოცნა ეღირსათთთ :დ ვაიმეე ჯასაჯიჟებელი ისტორიაა მენანება დასრულებისთვის :(( მალე დადე რააა ეშველოს ეგებ ამგენს:) მალე დადე რაა:(((

ვეცდები მაგრამ უნივერსიტეტი იწირავს ჩემს მთელ დროს no_mouth ამიტომ სამი დღე მაინც მაგვიანდება ხოლმე flushed
Sota
ძალიან მიყვარს შენი ისტორიები, უბრალოდ გასაგიჟებელია, მაგრამ ერთი რამ არ მომწონს. არასდროს აგრძელებ იქედან სადაც წყვეტ. თანაც ყოველთვის საინტერესო მომენტში ასრულებ თხრობას. მერე იმ მოვკენებს სასხვათაშორისოდ გვაცნობ. გადაკვრით, ან ზერელედ მოყოლით. ყოველთვის ყველაზე საინტერესო მოვლენების შესახებ გადმოცემით და ჭორაოობისას ნათქვამით ვიგებთ.

მესმის შენი smile მაგრამ როცა ორი პერსონაჟის პირით მონაცვლეობით ვყვები ფიზიკურად ვეღარ ვაგრძელებ ზუსტად იმ მომენტიდან, დროში აცდება მაშინ მოვლენები :)) ამიტომ კულმინაციურ მომენტს გაჩვენებთ (მაგალითად კოცნა) და ცოტაც ამ მომენტის შემდეგ, ჰოდა დანარჩენს უკვე მონაყოლით ხვდებით
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№25  offline წევრი gogona tbilisidan

კაირაა weary უკვე ასრულებ?((((

 


№26 სტუმარი Nia

Ar minda damtavrdes yvelaze saxaliso sayvarloba da magari motxrobaaa dzaan miyvars

 


№27  offline მოდერი gonegirl

gogona tbilisidan
კაირაა weary უკვე ასრულებ?((((

3 თავი დარჩა ჯერ blush
Nia
Ar minda damtavrdes yvelaze saxaliso sayvarloba da magari motxrobaaa dzaan miyvars

მადლობა ^^ მეც არ მესრულებინება smile
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№28  offline წევრი Everyoneissad

დაახლოებით რომელ დღეს დაიდება? ბარემ რო ვიცოდე და ემოციურად რო მოვემზადო

 


№29  offline წევრი eto-elene

ძალიან მაგარი თავი იყო :) მართლა არ ვიცი რა უნდა ვთქვა ერთადერთი იმის თქმა შემიძლია რომ ძალიან მაგარი გოგო ხარ :) :* მიყვარს ეს ისტორია საოცრად :* და მოუთმენლად ველოდები შემდე თავს :*

 


№30  offline მოდერი gonegirl

Everyoneissad
დაახლოებით რომელ დღეს დაიდება? ბარემ რო ვიცოდე და ემოციურად რო მოვემზადო

სამშაბათს ან ოთხშაბათს relaxed

თინათინი88
ძალიან არ მიყვარს შვიდასთავიანი მოთხრობები, კარგია ეს მალე დაასრულე, ოღონდ რამე ახალი დაიწყე მერე, არ გაქრე kissing_heart

ამის შემდეგ მე და მუზა შესვენებას კი არა პირდაპირ კომაში ვაპირებთ ჩავარდნას satisfied ვერაფერს დაგპირდებით flushed

eto-elene
ძალიან მაგარი თავი იყო :) მართლა არ ვიცი რა უნდა ვთქვა ერთადერთი იმის თქმა შემიძლია რომ ძალიან მაგარი გოგო ხარ :) :* მიყვარს ეს ისტორია საოცრად :* და მოუთმენლად ველოდები შემდე თავს :*

ძალიან დიიიდი მადლობა blush
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent