შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერების ათვლის წერტილი (სრულად)


22-05-2017, 21:14
ავტორი _LiLia_
ნანახია 37 171

ოთახში გაუჩერებლად დადიოდა სესილი და ნერვიულობისგან თითები სულ დაიმტვრია. მია კი გაოცებული უყურებდა თავის საუკეთსო მეგობარს და თან შვილის ლამაზ,ოქროსფერ კულულებს ათამაშებდა ხელში. ბოლოს ნერვებმა უმტყუნა და გაბრაზებულმა წამოიძახა.
-გამაგებინე ადამიანო რა ხდება და იქნებ დაგეხმარო რამით.
-მიკო რით უნდა დამეხმარო? რაც რედაქციაში მოვიდა ის საზიზღარი კაცი ,სულ ცოხვრებას მიწამლავს. ორი წელია ასე მაწამებს,მაგრმა იქეთ გამოვიდა წყობიდან ყველა დავალება რომ შევასრულე. ახლა განმიცხადა ერთხელ სხვა თემატიკასაც შეეხე და სათავგადასავლოს მაგივრად სხვა თემაზე დაწერე რამეო,მაგალითად სიყვარულზეო.
-რამ გადარია? შენს ნაწერებს ამხელა რეიტინგი აქვს, ყველა ასაკის მკითხველს მოწონს და უყვარს, რა ჟანრშიც უკეთ გამოგდის იმას წერ. რა სიყვარული აუტყდა?
-მე მაგას არ ვამბობ? რა დავწერო სიყვარულზე?ცხოვრებაში სერიოზულადაც კი არ მომწონებია ვინმე და რომელი რომანტიკოსი მნახა? თან რომ მემუქრება იცოდე რამე სიახლე თუ არ შემიტანე შენს საწერებში ,მეტს აღარ გამოვაქვეყნებ და ბოლოს სამსახურსაც დაემშვიდობებიო.
-ეს უკვე მეტისმეტია სესი. რას გადაეკიდა?
-არ ვიცი, ვერ მიტანს. მიზეზს ეძებს ,რომ სამსახურიდან გამიშვას. იმ მამამისსაც რაღა ჩემ ჯინაზე მოეძალა სამშობლოს ნოსტალგია.- ჩაიფრუტუნა უკმაყოფილოდ და მეგობარს გვერდით მიუჯდა- რა გავაკეთო მია? მითხარი რამე.
-არ ვიცი. წარმოდგენა არ მაქვს. იქნებ ეცადო და მოიფიქრო რამე ლამაზი სიყვარულის ისტორია.
-ვეცადე... ვეცადე.. მაგრამ ტანში მზარავს ისეთი ბანალურობები მაფიქრდება. სამუდამოდ დავკარგად მკითხველს.
-არ ვიცი რა გირჩიო სხვა- მხრები აიჩეჩა მიამ, თან ძალიან წუხდა საუკეთესო მეგობრის დახმარება არაფრით რომ არ შეეძლო.
რამოდენიმე წუთის მანძილზე ოთახში სრული სიჩუმე იყო. მერე უცებ სესილიმ წამოიძახა.
-მიი.... არაა არაფერი- აღარ დაასრულა სათქმელი და გამწარებულმა დააგდო ბალიში დივანზე.
-სესი... იქნებ...
- იქნებ რა?
-ანუ რამე ჩემ ამბავს რომ მიამსგავსო. ოღონდ შენს მოთხრობას Happy End-ი ექნება.
-მეც ეგ ვიფიქრე წეღან,მაგრმა თქმა ვერ გავდებე-სახე გაებადრა სესილის- და კიდევ შენი და ცოტნეს ისტორის არ დასრულებულა ჯერ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თქვენ შვილი გყავთ მია.
-რომლის არსებობის შესახებ მამამისმა არაფერი იცის და თუ გაიგებს უეჭველად გამწარებული საიქიოს გამგზავნის.
-როგორ უნდა გაიგოს ? შენი მშობლების და ჩემს გარდა არავინ იცის. ცოტნე კი რუსეთში ჩამომსვლელი არაა. შენ თვითონ თქვი ჭირივით ეზიზღება აგვისტოს ამბების მერე აქაურობა, მისი ბიძაშვილი რომ დაიღუპა ომშიო.
-ზუსტად მაგიტომ გადმოვიხიზნე აქ, თორემ კაცმა არ იცის, მაგის საქმის პატრონი მივლინებით რომელ ქვეყანაში წამადგებოდა თავზე. აქ კი რაც არ უნდა მოხდეს არ ჩამოვა... მოვრჩეთ ახლა ამაზე ლაპარაკს და მოიფიქრე რას დაწერ. მე ჩემს ამბებს მოგიყვები ისევ, მხატვურლად შემალაზება კიდევ შენ არ გაგიჭირდება და გამოვა რამე.-უცებვე გადაიტანა სხვა თემაზე ლაპარაკი.
-მოდი შენ თავიდან ბოლომდე დაწვრილებით მომიყევვი ყველაფერი, ცოტნეს გაცნობიდან დღემდე და იქნებ მეც მომივიდეს მუზა და დავუწერო იმ აუტანელ კაცს რამე.
-მერამდენედ უნდა მოისმინო სესი ეგ ყველაფერი?-ნერვიულად გაეღიმა მიას და იმის წარმოდგენაზე,რომ ის მოგონებები ისე თავიდან უნდა წამოშლილიყო, მთელ ტანში გასცრა. არა რა. რას უნდოდა? რატომ უთხრა სესილის ჩემი ისტორიის მსგავსი დაწერე რამეო?! ახლა კეთილი უნდა ინებოს და მეგობარს ყველაფერი თავიდან მოუყვეს.
-მიი თუ ოდნავ მაინ გიჭირს მაგ ამბების გახსენება დ აისევ ცუდად გახდები, არ მინდა იცოდე. კისერი უტეხია ვაკო ამაღლობელს.
-არა სესილი. დიდი ხანია გაიარა იმ ყველაფერმა.
-კარგი მაშინ ახლა დავწვეთ, ანოსაც ჩაეძინა და ხვალ სამსახურიდა მოსვლისთანავე შევუდგეთ საქმეს.
-კარგი- თბილად გაუღიმა მეგობარს და მძინარე ქალიშვილი ხელში ფრთხილად აიყვანა.


ცდილობდა მისი ნერვიულობა სესილისთვის შეუმჩნეველი დარჩენილიყო. წყალი მოსვა და მეგობარს წინ ჩამოუჯდა, რომელიც მოუთმენლად ელოდა უკვე კარგად ნაცნობის ამბის, უკვე დეტალებში მოსმენას. მიას მის სახეზე გაეღიმა და ყოველგვარი შესავლის გარეშე დაიწყო.
-ბავშვობიდან დეტექტივობა მინდოდა, სულ მიზიდავდა ეს საქმე. სულ რაღაც საინტერესო ხდება. ათასი რამე უნდა იძიო. ბევრ საიტერესო ამბავს გადააწყდები. თან ხიფათი და ადრენალინიც ახლავს ამ ყველაფერს. მიუხედავად ჩემი დიდი სურვილისა ,მშობლებმა უარი განაცხადეს,რომ ამ პროფესიას გავყოლოდი. ხომ იცი გიორგი გამომძებელი რომაა და განაცხადა ჩემ ერთადერთ ქალიშვილს ამ საქმეზე ხელს არ მოვაკიდებინებო. არადა სულ დიდი ინტერესით ვუსმენდი როგორ უყვებოდა ხოლმე დედას რაღაც საინტეესო ამბებს. ბევრი ხვეწნა-მუდარის შემდეგაც რომ ვერ შევაცვლევინე აზრი და მამა ისევ რომ გაიძახოდა, ეგ არაა ქალის საქმეო. გადავწყვიტე რომ ჟურნალისტობაც არ იქნებოდა ცუდი და ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ყოველთვის ხელით მიმსათითებელი სტუდენდი ვიყავი, მამაც ჩემით ამაყობდა. იმ წელს უნივერსიტეტი რომ დავამთავრე მამას გამოსაძიებლად ფულის გათეთრების საქმე მისცეს. მანაც რამდენიმეთვიანი ძიების შემდეგ თითქოს კვალს მიაგნო და ქალაქში სულ რაღაც ერთი წლის ჩამოსულ ბიზნესმენზე აიღო ეჭვი. მეც ძალიან დამაინტერესა ამ ამბავმა. ძალიან ჩახლართული საქმე იყო. ერთხელაც შენგან სახლში დაბრუნებულმა გავიგონე მამას კაბინეტიდან კამათის ხმა რომ გამოდიოდა. ნელა წავედი ოთახისკენ და სანამ კარს შევაღებდი გავიგონე.
-გიორგი გეუბნები, საუკეთესო ვარიანტია ვინმე მივაგზავნოთ მის კომპანიაში. ხომ ხედავ, შემოწმებაზე რომ მიდიან სულ წესრიგში ხვდებათ ყველაფერი. ჩვენ კი ჩვენი კაცი თუ გვეყოლება იქ შეძლებს ცოტნე მარგიანის კაბინეტში შეღწევას და ჩვენ რაც გვჭირდება ,იმ მასალის მოპოვებას- ამის გაგონებაზე უცებ რაღაც აზრმა გამიელვა თავში და სახე გამებადრა. რადგანაც უნივერსიტეტი ახლადდამთავრებული მქონდა და ჯერ კიდევ სამუშაოს ვეძებდი, ამიტომ შემეძლო მათ კომპანიაში გამეგზავნა ჩემი CV. თუ ვაკანსია გამოჩნდებოდა, აუცილებლად დამიკავშირდებოდნენ. პატარა ოჯახური ბიზნესიდან გამომდინარე ფინსანსების საკითხშიც საკმარისზე უკეთ ვიყავი გარკვეული. 3 უცხო ენას წყალივით ვფლობდი. ორიც არც ისე კარგად, მაგრამ ასე თუ ისე ვიცოდი. კომპიუტერშიც კარგად ვერკვეოდი...კაბინეტში შესვლა გადავიფიქრე, მაშინვე ჩემი ოთახისკენ ავიღე გეზი და ჩემი CV ,,გავაშანშალე’’. მეორე დღეს იმ დროს უკვე მარგიანის კომპანიაში ვიყავი და შესასვლელში ახალგაზრდა გოგონას ვესაუბრებოდი. არა კი ვიფიქრე ამხელა კომპანიაში რამე ვაკანსია უეჭველად იქნებათქო,მაგრამ ასე სასწაულად თუ გამიმართლებდა რას წარმოვიდგენდი?! იმ გოგონადან გავიგე,რომ თავად ბატონ ცოტნე მარგიანს ესაჭიროებოდა პირადი მდივანი,რადგან ძველი საზღავგარეთ წასულა მეუღლესთან ერთად და სამსახური დაუტოვებია. სიხარულსიგან გამაკანკალა ასე ძალიან რომ გამიმართლა. თან იმასაც ვფიქროდი, რა რეაქცია ექნებოდა მამას, როცა ჩემი საქციელი შესახებ გაიგებდა. ფოიეში ჩემთვის წყნარად ველოდი და ბატონ ცოტნეს ველოდებოდი,თან ხალხს ვათვარიელებდი. ლიფტის კარი გაიღო და იქედან საკმაოდ მაღალი და წარმოსადეგი მამაკაცი გამოვიდა. სახეზე შევხედე და მასში ცოტნე მარგიანი ამოვიცანი. ,,რეალობაში კიდევ უფრო სიმპატიური ყოფილმა’’ გავიფიქრე კმაყოფილმა. წინ რომ ჩამიარა ერთი წამით შემომხედა და გზა განაგრძნი. მეც მდივნის მაგიდისკენ მიმავალს თვალი უჩუმრად გავაყოლე. რამოდენიმე წამში პირიდან ისეთი ბოხი და სასიამოვნო ხმა ამოუშვა ,ლამის სკამზე დავადნი. მისმა ხმამ საოცრად სასიამოვნო იმპულსები დააგზავნა მთელს სხეულში. ცხოვრებაში პირველად იყო მამაკაცმა ასე რომ მომხიბლა. ,,ასეთი გარეგნობა, ასეთი ბარიტონი.. ნებისმიერ ქალს ჭკუიდან გადაიყვანს’’-გავიფიქრე ჩემთვის ,თუმცა მალევე გონს მოვეგე. ,, მია შენ აქ ცოტნეს შესაფასებლად კი არა საქმისთვის ხარ მოსული’’ ,გავიჯავრდი საკუთარ თავს . უცებ შევამჩნიე როგორ მობრუნდა ცოტნე უკან და თავი სასწრაფოდ სხვა მხარეს მივაბრუნე,თითქოს ორიოდე წამის წინ ჩემი მზერა არ უწვავდა ზურგს ბატონ მარგიანს. მივხვდი, რომ ამჯერად მზერა რამოდენიმე წამს შეაჩერა ჩემზე. მერე მიბრუნდა და კაბინეტში შევიდა, მაგიდასთან მჯდომი გოგონაც ადგა და საბუთებით ხელში უკან შეჰყვა. არ გასულა ხუთი წუთიც,რომ მისი კაბინეტიდან გამოსულმა მდივანმა მითხრა.
-ბატონი ცოტნე გელოდებათ, თქვენთან გასაუბრება უნდა.-მეც თავაზიანად გავუღიმე და დაძაბული წავედი ოთახისკენ. ,,იქნებ არ ღირს? რა მეშარება?! მამა მიხედავს ამ საქმეს’’ -გავიფიქრე უცებ. ,,არა.. თუ აქ მოვედი უკან დახევაც აღარ ღირს.’’ წამში შევეწინააღმდეგე პირველად გაჩენილ აზრს და გაუბედავად ჩამოვწიე კარის სახელური.
-მობრძანდით- ღიმილით ამომხედა მარგიანმა,როცა კარის გაღების ხმა გაიგონა, მე კი ვიგრძენი როგორ დამაჟრიალა მისი ღიმილის შემხედვარეს. ,,მია შენ ამ კაცის შეხედვაზე ისეთი რეაქციები გაქვს,მგონი მართლა ჯობია აქედან ახლავე ,უკანმოუხედავად გაიქცე’’ გამიელვა გონებაში,მაგრამ საპირიქპირო გავაკეთე, სახეზე ღიმილი ავიკარი , მაგიდისკენ დავიძარი და იქვე სკამზე მოვკალათდი. მარგიანმა რამოდენიმე წამს მათვარიელა,მერე ისევ მაგიდაზე დადებულ საქაღალდეს ჩახედა .
-მია.... მია ნაკანი-ამოიკითხა ჩემი სახელი- თქვენ მონაცემებს გადავხედე და სიმართლე გითხრათ ძალიან კმაყოფილი დავრჩი,მაგრამ....
-რა მაგრამ?-ჩავეკითხე მოუთმელნად. ამჯერად მზერა ისევ ჩემზე გადმოიტანა და ჩემს ერთმანეთში ახლართულ თითებს რომ მოჰკრა თვალი გაეღიმა, მე კი იმის გამეორებაც აღარ მინდა ,რა დამემართა მომღიმარი ცოტნეს დანახვაზე.
-ნუ ნერვიულობთ ასე-მითხრა ღიმილით.
-სულაც არ ვნერვიულობ- ვუპასუხე თავდაჯერებულად და ოდნავ მოვეშვი.
-კარგი.. მოკლედ გითხარით,რომ საკმაოდ მისაღები კანდიდატურა ხართ,მაგრამ ერთი რამ მაფიქრებს. აქ გიწერიათ,რომ არავითარი სამუშაო გამოცდილება არ გაქვთ.
-ჰო ,მაგრამ მე ახლახანს დავამთავრე სწავლა, თუმცა მანამდე მამას ვეხმარებოდი ბიზნესის მართვაში.
-გასაგებია.... არ მინდა ავჩქარდე. თინა ძალიან კარგად ართმევდა თავის სამუშაოს თავს და მინდა გითხრათ,რომ მის შემდეგ სხვა მდივანთანაც ისეთივე მომთხოვნი ვიქნები.
-დამიჯერეთ თუ სამსახურში ამიყვანთ ჩემი მუშაობითაც არანაკლებ კმაყოფილი დარჩებით-ვთქვი თავდაჯერებულად და ყელი მოვიღერე.
-ვნახოოთ ვნახოოთ..
-ანუ?!
-ანუ ის,რომ ვცდი და ერთ შანსს მოგცემთ-გამიღიმა ისევ-თუმცა არ მინდა შეგაშინოთ,მაგრამ საკმაოდ მკაცრი და მომთხოვნი უფროსი ვარ.
-არაუშავს-გავუღიმე მეც- მამაც არანაკლებ მკაცრი უფროსია ,როცა საქმეზეა ლაპარაკი,ასე რომ დამიჯერეთ არ ინანებთ.
-ვიმედოვნებ. შეგიძლია ხვალვე შეუდგე საქმეს.
-კარგით ბატონო ცოტნე. ხვალ 9 საათზე აქ ვიქნები.
-ხვალ რომ მოხვალ მარიამი დაგეხმარება, მერე კი შენც აუღებ საქმე ალღოს.
-კარგით. კარგად ბრძანდებოდეთ.-ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი- გიმეორებთ, არ ინანებთ სამსახურში რომ ამიყვანეთ.
-მეც მასე მგონია. ხვალამდე ქალბატონო მია.
-ხვალამდე.
საოცრად გახარებულმა დავტოვე კომპანიის შენობა. არა, ვერაფრით ვერ ვიფიქრებდი ასე უსაშველოდ თუ გამიმართლებდა. ვერ ვიჯერებდი, პირდაპირ იმ ადგილზე ამიყვანა,სადაც ყველაზე იოლად მიმიწვდება მის საბუთებზე ხელი. თუმცა სიფრთხილე მაინც მმართებდა.სახლში გახარებული შევვარდი და პირდაპირ სამზარეულოსკენ ავიღე გეზი,სადაც დედა მეგულებოდა.
-ნინო, ნინიკო..დეე.. -დავიწყე შორიდანვე ძახილი,ოთახში შესულს კი მამაც იქ დამხვდა-ოჰ ორივე არ ყოფილხართ.-წამოვიძახე აღტაცებულმა და მათ გადავხედე.
-რა იყო მიკო,რამ გაგახარა ასე?-მკითხა მამამ.
-დედა..მამა.. დაჯექით. რაღაც უნდა გითხრათ.
-რა ხდება?ხომ მშვიდობაა?-შიში ჩაუდგა თვალებში დედაჩემს.
-კარგი რა ნინო, რა წამში დაპანიკდები ხოლმე. მშვიდობაა და მეტიც.
-მერე შვილო დროზე თქვი რა ხდება, რა გულს მიხეთქავ დედი?
-კარგი ჰო... სამუშაო ვიშოვე- წამოვიძახე გახარებულმა და ტაში შემოვკარი.
-არაააააა- ერთმანეთს გადახედეს ჩემმა მშბლებმა.
-კიი.
-სად დეე?
- ერთი წლის წინ სამშენებლო კომპანია რომ გაიხსნა ,,C&S’’… აი იქ. თავის სიზმარში მგონია, წარმოუდგენლად გამმიმართლა, თავად ცოტნე მარგიანი მდივანი ვარ.
-რაა? -წამოიყვირა გიორგიმ- არ გაბედო მის კომპანიაში ფეხის მიდგმა გაიგე?-მითხრა მკაცრად.
-კი,მაგრამ რატომ?- თავი გავისულელე მე, ვითომ არაფერი ვიცოდი.
-რომ გეუბნები არათქო, არა და მორჩა.
-მამა კარგი ,რა სანამ ჩემი პროფესიით დავიწყებდე მუშაობას იქ ვიმუშავებ, თან გამოცდილებას შევიძენ.
-არათქო მია .. არა!
-და გეკითხები რატომთქო? იცი მე როგორ გამიმართლა? უამარავი ადამიანი უმიზნებს ამ ადგილს. უზარმაზარი კომპანიის პრეზიდენტის მდივანი ვარ, ანაზღაურებას სოლიდური მექნება.
-არ მაინტერესებს ანაზღაურება.
-მე მაინტერესებს. მინდა საკუთარი სტაბილური შემოსავალი მქონდეს.
-ჩვენს მაღაზიების ბიზნესს გადმოგაბარებ მთლიანად.
-არ მინდა მამა.. არა.
-მაშინ იჯექი სახლში,სანამ შენი პროფესიით არ დაიწყებ მუშაობას.
-საყვარელო რას ერჩი ბავშვს?-ჩაერია დედა.- მართლაც ძალიან გამართლებია და შენ უაზროდ იჯინებ არ მიხვიდე იქო. რა დაშავდება იქ თუ იმუშავებს?
-არაა უაზრო ახირება.
-აბა რა არის მამა?
გიორგი ცოტა ხანს ჩუმად იყო. მერე მომიბრუნდა და მკაცრად მითხრა.
-კარგი, თუ ასე ჯიუტად არ თმობ შენს პოზიციას , იმუშავე იქ,ოღონდ იცოდე ყველა საბუთი რაზეც ხელის მოწერა მოგიწევს დეტალურად წაიკითხე, ცოტნეს საქციელებს კარგად დააკვირდი, თუ ოდნავ რამე საეჭვო ან ისეთი შეამჩნიე,რაც არ მოგეწონება, იმ დღესვე მეტყვი და წამოხვალ იქედან გაიგე?
-გავიგე მამა,მაგრამ რა უნდა შევამჩნიო მასეთი.
-უბრალოდ ისე გეუბნები-მითხრა უკმაყოფილოდ და სამზარეულოდან გავიდა. მე კი მხოლოდ მაშინ შემიპყრო რეალურმა შიშმა. ვისთან ვიწყებდი მუშაობას?! 90%ით ვიყავი დარწმუნებული,რომ ცოტნე მარგიანი კრიმინალი იყო, შეიძებოდა ადამიანიც ყოლოდა მოკლული, მე კი მთელი დღე მის სიახლოვეს უდნა გამეტარებინა. თუმცა რის მია ნაკანი ვიყავი?! ამ დაწყებულ საქმეს ასე დავტოვებდი?! ჰოდა მეორე დღეს სოლიდურად გამოწყობილი უკვე ჩემს სამუშაო მაგიდას მივუჯექი და მუშაობას შევუდექი. მარგიანის მეორე მდივანი მარი მარკვევდა რაღაცეებში. 10 საათისთვის თავად ბატონი ცოტნეც მოვიდა, ღიმილით მოგვესალმა ორივეს, მშვიდობიანი დილა გვისურვა და კაბინეტში შევიდა.
მთელი თვე ისე გავიდა თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი. ისევ გულმოდგინედ ვაასრულებდი ჩემს სამუშაოს, ზოგჯერ ძალიანაც ვიღლებოდი. მთელი ამ დროის მანძილზე ცოტნეს საგულდაგულოდ ვაკვირდებოდი, იმათაც,ვინც აკითხავდა ხოლმე,მაგრამ საეჭვო არაფერი შემინიშნავს. რამოდენიმეჯერ გვიანობამდე მომიწია კომპანიაში დარჩენა, როცა ცოტნე უკვე წასული იყო და საგულდაგულოდ გადავქექე მისი ყველა საბუთი ,მაგრამ არაფერი..... ყველაფერი წესრიგში იყო. საოცრად დალაგებულად და კარგად მიჰყავდა საქმე.
ერთხელაც დილით ყავის შეტანა მომთხოვა კაბინეტში,მეც ჩემი საფირმო ყავა წამში მოვამზადე და ოთახში შევუცუნცულე. საკუთარი დაუფიქრებლობა მაშინვე დავწყევლე ,როცა ცოტნემ ჩემი მოკლე ,მომდგარ შავ კაბაში გამოწყობილი სხეული უჩვეულო ღიმილით აათვარიელა და ბოლოს თვალებზე გამისწორა მზერა. ერთიანად დამბურძგლა მის შავ და უფსკრულივით ღქმა თვალებში რომ ჩავიკარგე. სასწრაფოდ მოვარიდე მზერა. სამუშაო მაგიდასთან მდგარს გვერდი ავუარე და ყავა იქვე დავუდგი, უკავ რომ მოვბრუნდი ამჯერად ჩემივე უიღბლობა და მოუხერხებლობა შემომეწყევლა ხელში, რადგან ქუსლიან ფეხსაცმელზე ფეხი გადამიბრუნდა. იქვე ცოტნეს თვალწინ სამარცხვინოდ გავიშოტებოდი იატაკზე, მის მკლავებში უხერხულად მოქცეული რომ არ აღმოვჩენილიყავი. შიშისგან დახუჭული თვალები წამში ვჭყიტე,როცა მისი ცხელი სუნთქვა მომეფრქვა სახეზე.
-ცოტა ფრთხილად მია- გამიღიმა თავისებურად და ხელი შემიშვა.- ყავა რომ გკავებოდა ხელში ერთიანად დაიდუღრებოდი.
-ბოდიში და მადლობა- ჩავილაპარაკე დარცხვენილმა და სასწრაფოდ დავტოვე მისი კაბინეტი.
იმ დღის შემდეგ ძალიან ხშირად ვამჩნევდი ცოტნე რაღაც უცნაურად რომ მიყურებდა,მაგრმა ცოცხალი თავით არ ვიმჩნევდი. საბუთები ჩემი თხოვნით სულ მარიამს შეჰქონდა მასთან. თუ თვითონ არ დამიძახებდა მის კაბინეტში ფეხს არ ვადგამდი. მამა ყოველდღე მეკითხებოდა სამსახურში რა ხდებაო. მეც მხიარულად ვუყვებოდი, თუ როგორ მომწონდა ჩემი სამუშაო. მარგიანთან დაკავშირებით საეჭვო არაფერი შემიმჩნევია. ერთხელ რაღაც საქაღალდე ეკავა სამსახურში მოსულს ხელში. მის კაბინეტში რომ შევედი ყურადებით კითხულობდა შიგნით რაღაცას. ვიფიქრე ,ეს შეიძლება სწორედ ის იყოს, რაც მე გამომადგებათქო,მაგრამ შევცდი. ცოტნე სასადილოდ რომ გავიდა ვნახე და კომპანიის საბუთები იყო. ნერვები მეშლებოდა,მამა ტყუილად არ მიიტანდა ეჭვს მასზე, არადა აქ უპატიოსნესი ადამიანის სახელი ჰქონდა. საქმესყოველთვის სუფთად და გულმოდგინედ აკეთებდა. საბოლოოდ დავრწმუნდი ,რომ გიორგი ცდებოდა და ახლა იმას ვფიქრობდი როგორ შემეპარებინა და როგორ მეთქვა ეს ყველაფერი მისთვის. ერთხელაც დედა მეგობართან წასული რომ დავიგულე მამას მივუჯექი დივანზე გვერდით და ლაპარაკი დავუწყე. ცოტა ხნის შემდეგ კი სასურველ თემასაც მივადექი.
-მამა იცი ჩემი უფროსი რა მაგარი კაცია?-ვუთხარი მოჩვენებითი აღვფრთოვანებით.
-არ დაგეკარგოს არსად- მითხრა სიცილით და თმა ამიჩეჩა.
-მაგას რატომ ამბობ?- ვითომდა გავბრაზდი.
-ნუ ყოფ მაგ ლამაზ ცხვირს სხვის საქმეში მიკო.
-მამა კარგი რა. ჯერ კინაღამ გაგიჟდი,როცაგაიგე ცოტნეს მდივნად ვიწყებდი მუშაობას. უცნაური გაფრთხილებები მომეცი, ახლაც რაღაცნაირ პასუხს მცემ,როცა გეუბნები,რომ ძალიან კარგი კაცია ჩემი უფროსი. რაშია საქმე?
-მია არაა შენი საქმე ეგ.
-მამა....
-მოვრჩეთ მაგაზე ლაპარაკს!
-ვიცი რომ რაღაც უკანონობაში გარეული გგონია ცოტნე-მივახალე პირდაპირ და სახეზე დავაკვირდი.
-რა თქვი?- გაოგნებულმა გადმომხედა გიორგიმ.
-აი რაც გაიგე. გავიგონე შენ და პაატა რომ ლაპარაკობიდთ შენს კაბნეტში, ცოტნე მარგიანი რაღაც საქმეშია გარეულიო. მეც გადავწყვიტე მის კომპანიაშ დამეწყო მუშაობა და რამე გამერკვია,რომ დაგხმარებოდი- ჩამოვარაკრაკე უცებ და მამაჩემის სახეს რომ შევხედე ,მეგნა იქვე დამაკლავდა.
-შენ საერთოდ ნორმალური თუ ხარ მია?-დაიგრგვინა გიორგიმ და გიჟივით წამოხტა ფეხზე. მე კი დამნაშავესავით ჩავხარე თავი-გეკითხები , ნორმალური ხარ? როგორ გაბედე მაგის გაკეთება? იქნებ ჩვენი ეჭვი მართალია და მარგიანი ბოროტმმოქმედია, მერე? ლომსი ხახაში შენით ყოფ თავს?-მიყვიროდაბოლო ხმაზე.
-მე შენ დახმარებას ვცდილობდი- ამოვილუღუღე ისე,რომ თავი არ ამიწევია.
-როგორ ? როგორ აპირებდი ჩემს დახმარებას? შენი აზრით მართლა კრიმინალი რომ იყოს მარგიანი, მაგის დამამტკიცებელ საბუთს კომპანიაში გააჭაჭანებდა? ან ვინმე თავისიანს იქ შეხვდებოდა?- მამაჩემი ასე გაბრაზებული ცხოვრებაში არ მენახა, რაც აქამდე არ უყვირია ჩემთვის ახლა ანაზღაურებდა. ბოლოს ჩემ დაფეთებულ თვალებს რომ შეხედა ოდნავ მოულბა ხმა და გამომეტყველებაც შეეცვალა. ნელა მომიჯდა გვერდით და შედარებით მშვიდად,მაგრამ მაინც მკაცრად მითხრა.
-აღარასდროს.. გესმის მია? აღარასდროს გაბედი მსგავსი რამის გაკეთება. შენ და მათე ჩემთვის ყველაფერი ხართ. მარგიანი მართლა დამნაშავე რომ იყოს დარამე ეეჭვა რას აპირებდი მერე? აღარასდროს ჩაიგდო თავი საფრთხეში ,თუ ოდნავ მაინც გიყვარვარ და პატივს მცემ.
-არაა მამა ცოტნე დამნაშავე. ძალიან კარგი და პატიოსანი ადამიანია მართლა- ვუთხარი მისი სიმშვიდით ოდნავ გათამამებულმა.
-მაგას მე გავარკვევ, შენ კი სამსახურიდან წამოხვალ.
-კარგი რა...
-წამოხვალთქო.
-გთხოვ რა, ძალიან მომწონს იქაურობა. უბრალოდ ზედმეტად აღარ ვიძრომიალებ მარგიანის კაბინეტში და პრობლემაც მოგვარდება.
-კარგი,მაგრამ ფრთხილად იყავი. ჯერ კიდევ არ ვიცი დამნაშავეამართლა თუ არა.
-მამა ნუ ხარ პანიკიორი... ისე რატომ აიღეთ მასზე ეჭვი?
-ეგ უკვე შენ აღარ გეკითხება.
-მამა!
-შეეშვი არ გამომძიებლობანას თამაშს მია!
-გთხოვ- შევხედე საწყალი თვალებით და მერე გამეღიმა.
-ცოტნე ერთი წლის წინ გამოჩნდა ბაზარზე. უცებ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამშენებლო კომპანია შეისყიდა და დიდ ფულს ატრიალებს. არადა მის ბიოგრაფიას რომ გადავხედეთ , ერთი უბრალო, არც ისე შეძლებული ოჯახის შვილია. მშობლები რომ დაეღუპა მამამისის მეგობარი ეხმარებოდა. სწავლის გადასახადსაც ის უხდიდა . მერე მარგიანი ბუღალტრად მუშაობდა და რამოდენიმე წლის შემდეგ წამში გამდიდრდა. ბუღალტრობიდან ამხელა სამშენებლლო კომპანიის მფლობელობამდე ცოტა არ იყოს საეჭვო ნახტომია.... ამიტომ ავიღეთ ეჭვი, თორემ პირდაპირ დამნაშავედ კი არ შეგვირაცხავს. თან მარგიანთან ერთად იქ 2 სხვაც ვახსენეთ მაინცდამაინც მაგას რომ მოკარი ყური-გაეცინა გიორგის
-გასაგებია. ანუ შეიძლება სულაც არაა დამნაშავე ხომ?- ჩავილაპარაკე გახარებულმა.
-ჰო- მართლა უჩვეულოდ გამიხარდა მამაჩემის ნათქვამი რომ შეიძებოდა მარგიანი სუფთა ყოფილიყო ამ საქმეებში. ჩემს მის , როგორც პიროვნების მიმართ სიმპატიასაც საფრთხე აღარ ემუქრებოდა.
კიდევ რამოდენიმე თვე ვიმუშავე მარგიანი კომპანიაში. ერთხელ დილით სამსახურში რომ მოვიდა ,ცოტა ხანს თავისი კაბინეტის კართან შეჩერდა და უცნაურად გადმომხედა. მისგან ასეთი ცივი მზერა არასდროს მიგრძვნია. უსიამოვნო გრძნობამ დამიარა მთელ ტანში. სწარაფად ავარიდე თვალი და საბუთებს ჩავხედე. იმ დღეს ერთხელაც არ დაუვალებია ჩემთვის არაფერი. თუ რამე სჭირდებოდა მარის ეძახდა. კი გამიკვირდა,მაგრამ დიდად არ ჩავძიებივარ მის საქციელს. საღამოს ექვსი საათი იყო მუშაობას რომ მოვრჩით მე და მარი. ის იყო წასვლას ვაპირებდით,რომ ცოტნე გამოვიდა კაბინეტიდან და მანიშნა შემოდიო.
-მარი შენ თუ დაამთავრე მუშაობა წადი. მიასთან საქმე მაქვს და შეიძლება დააგვიანდეს.-ამის გაგონებაზე გულში შიშმა გამკრა. რა საქმე უდნა ჰქონოდა ჩემთან ? თან დაააგვიანდებაო მარის უთხრა. დაფეთებულმა ავხედე ჩემზე ერთი თავით მაღალ მამაკაცს და არეული თვალები შევანათე. მერე მარიამს გადავხედე და თვალებით ვთხოვიდ არ წახვიდეთქო,თუმცა ცოტნემ ისევ უთხრა.
-მიაზე ნუ ღელავ თუ მანქანით არაა მე გავიყვან.
-კარგი ბატონო ცოტნე- თქვა მარიამმა-კარგად მია.
-შემოდი- თავი კაბინეტისკენ გადააქნია მარგიანმა და წინ შემიძღვა. როგორც კი ოთახში შევედი კარი მიხურა და გამომხედა. ცოტა ხანს ხმას არ იღებდა. ხან მე გამომხედავდა, ხან სივრცეს გაუშტერებდა თვალს. ბოლოს როგორც იქნა ეს გულისგამაწვრილებელი სიჩუმე დაარღვია.
-მია სამსახურიდან გათავისუფლებული ხარ.-მითხრა სრულიად მშვიდად და თვალებში ჩამაშტერდა.
-ვერ გავიგე?!
-ჩვენთან აღარ მუშაობ.
-კი მაგრამ...
-არავითარი მაგრამ!
-თქვენ... თქვენ ხომ კმაყოფილი იყავით ჩემი მუშაობით?- გულჩაწყვეტილმა ამოვილაპარაკე.
-სწორია.. ადრე ვიყავი. ახლა აღარ.
-ზუსატდ ისეთივე მონდომებით ვმუშაობ,როგორც აქ მოსვლის პირველ დღეს!-ვუთხარი გაბრაზებულმა.
-შენი მუშაობის ხარისხზე არ მაქვს პრეტენზია-მიპასუხა გამყინავი ხმით.
-აბა რა ხდება?
-ეგ შენ აღარ გეხება, უბრალოდ სამსახურიდან გათავისუფლებული ხარ და მორჩა!
-კი,მაგრამ რატომ?
-იმიტომ!
-რამე დავაშავე?-ვკითხე და უცებ გავიფიქრე ,იქნებ ის იცის, რის გამო დავიწყე აქ მუშაობაქო,მაგრამ გული მაშინვე დავიმშვიდე. ეს ვარიანტი გამორიცხული იყო, მამას გარდა არავინ იცოდა.
-კი დააშავე- მითხრა მშვიდი,მაგრამ ისეთი გამყინავი ხმით,რომ ტანში გამცრა. იმის კითხვასაც ვეღარ მოვაბი თავი ,რა დავაშავეთქო-გინდა გითხრა რა დააშავე?-მიღრიალად უცებ და ადგილზე შევხტი-გითხრა?- ახლოს მოვიდა ჩემთან-დარწმუნებული ვარ ძალიან გაინტერესებს ,ამიტომ გეტყვი. მოხვედი აქ, ვითომ სამუშაოს ეძებდი ერთი უბრალოდ ,საყვარლეი გოგონა, საკმაოდ კარგი განათლებით. მერე შესაშურად კარგად მუშაობდი და თურმე ჩემს აქ არ ყოფნაში ჩემს კაბინეტში დაძვრებოდი ჩუმ-ჩუმად- ენა ჩამივარდა, ან რა უნდა მეთქვა?!- რა იყო, გიორგი ნაკანს ხალხი დაელია თავისი საყვარელი ქალიშვილი რომ არ მოეგზავნა ჩემთან?-აგრძელებდა ყვირილს მარგიანი, მე კი მუხლებაკანკალებული და თვალებში შიშჩამდგარი ვფიქრობდი,როგორ გავქცეულიყავი მის კაბინეტიდან. იმ დღეს ვწყევლიდი იმ კომპანიაში პირველად რომ დავდგი ფეხი. ის კი გაუთაველბლად აგრძელებდა და აგრძელებდა ბოლო ხმაზე ყვირილს,მაგრამ შეშინებულზე უკვე მის ვერცერთს სიტყვას ვერ ვგებულობდი. სასოწარკვეთილმა გადავხედე კარს და ამ დროს ვიგრძენი,როგორ ცამაფრინდა მხრებში. ხელებს ისე მიჭერდა,მეგონა ძვლები დამემტვრეოდა. რეალობაში ტკივილმა და მისმა განმგმირავმა ხმამ დამაბრუნდა- გეკითხები .. რა ქენი დარწმუნდი დამნაშავე რომ ვიყავითქო?
-ვერა....- საცოდავად ამოვილუღუღე და იმ წამს მზად ვიყავი ისიც დამეჯერებინა,რომ ცოტნე მარგიანი უკანაკნელი ბოროტმოქმედი იყო და ამ დღის შემდეგ ჩემს კვალსაც ვეღარავინ ნახავდა.
-აჰ.. არც კი უარყოფ არაა?!-ირონიულად აპრიხა ტუჩის კუთხეები და ,,მკვლელი’’ მზერა მესროლა.
-გამიშვი- ამოვიკნავლე საცოდავი ხმით, ცრემლებს ძლივს ვიკავებდი.
-არა ჩემო კარგო. ამ საქციელისთვის შენ და შენი საყვარელი მამიკო უდნა დაისაჯოთ.
-რა? რას ნიშნავს უნდა დავისაჯოთ?- თვალებგაფართოებულმა ავხედე და კობდა არ ამეხედა,თვალებში ისეთი რისხვა ედგა კინაღამ იქვე ჩავიკეცე.
-იცი რა ვიფიქრე? არაუშავს ბატონი გიორგი ცოტას თუ ინერვიულებს თავის საყვარელ ქალიშვილზე. შენ კი ჩემთან წამოხვალ-მითხრა უცნაური ღიმილით და თან კარისკენ ძალით წამათრია.
-არსად არ წამოვალ მე-ვიკივლე განწირული ხმით და ვეცადე მის ხელში მაგრად ჩაბღუჯული მაჯა გამომეთავისუფლებინა,მაგრამ ამაოდ. ისე ვყავდი ჩაჭერილი ,ლამის ძვლები ჩამიმტვრია. ასე ძალით მიმათრია მანქანამდე და შიგნით ჩამტენა. გაოცებულ დაცვას ხელით ანიშნა, ყველაფერი რიგზეაო და მანქანა დაძრა.
-გააჩერე ეს წყეული მანქანა დაგადამიშვი- ავყვირდი გამწარებული,მაგრამ რეაფირება არ ჰქონია. მეც არ ვჩუმდებოდი,მაგრამ შედეგი არაფერი, ძარღვიც არ შეტოკებია, მე კი ყვირლისგან ხმა ჩამიწყდა. იმაზე სულ გადავირიე მანქანა ქალაქს რომ გასცდა და თავიდან მოვრთე ყვირილი,მაგრამ მარგიანი ჯიუტად არ რეაგირებდა ჩემს არცერთ ქმედებაზე,სანამ საჭეს ხელებით არ ჩავაფრინდი და რამეს რომ არ დავჯახებოდით, იძულებული გახდა გზიდან გადასულიყო.
-შენ ნორმალური თუ ხარ? სიცოცხლე მოგბეზრდა გოგო?-მიღრიალა ბოლო ხმაზე.
-სად ჯანდაბაში მიგყავარ?- არც მე დავაკელი ყვირილი,მაგრამ შიშისგან ხმის კანკალი მაინც ვერ დავმალე.
-ჩემს აგარაკზე დავისვენებთ რამოდენიმე დღით.
-რა მინდა შენს აგარაკზე? სახლში დამაბრუნე- გავყვიროდი ბოლო ხმაზე,მაგრამ მარგიანმა ისე ფილარმონიული სიმშვიდით გადმომხედა, წარბი ზემოთ აზიდა და მანქანა დაძრა. ერთსაათიანი მგზავრობის შემდეგ როგორც იქნა მივედით დანიშნულების ადგილამდე. მანქანიდან გადავიდა და დამელოდა,მეც როდს გადავიდოდი,მაგრამ რომ მიხვდა მე მანქანიდან ფეხის გადამდგმელი არ ვიყავი ,კარი გააღო და ძალით გადამათრია გარეთ. სულ ბუნძულით წამიყვანა სახლამდე და კარი ისე გააღო ჩემ მაჯაზე ჩაბღაუჭეული ხელი არ შეუშვია.

დივანზე მობუზული ვიჯექი, მუხლეზე მკლავები მაგრამ მქონდა შემოხვეული და მაქსიმალურად ვცდილობდი არ მეტირა. ,,რა მინდოდა?! დამეჯერებინა მამასთვის და წამოვსულიყავი ამ ველურის წყეული ოფისიდან’’ ვუჯავრდებოდი საკუთარ თავს,მაგრამ უკვე რაღა დროსი იყო. ცოტნე იქვე იჯდა და რაღაც საბუთებს ჩაჰკირკიტებდა.
-ადამიანი არ ხარ? მშბლები არ გყავს? წამიყვანე სახლში გეხვეწები. გული გაუსკდებათ ჩემებს.- ამოვიჩურჩულე და საცოდავი სახით გადავხედე. მარგიანმა ამღვრეული თვალები მომაპტყრო და ცვად მითხრა.
-არ მყავს!- მხოლოდ ახლა გამახსენდა მამას მონაყოლი, მშობლების სიკვიდილის მერე მამამისის მეგობარი მფარველობდაო.
-ხომ გყავდა არა?! იმაზე იფიქრე როგორ ინერვიულებენ ჩემები.- არ ვეშვებოდი მე.
- ეგ მამაშენს მაშინ ეფიქრა ჩემთან რმ გგზავნიდა.
-არ გამოვუგზავნივარ მე მამას.
-აჰ მართლა? - ისევ აზიდა წარბი და ირონიული გამომეტყველებით გადმომხედა.
-არა!
-ანუ მართლა მხოლოდ სამუშაოს გამო მოდი ჩემს კომპანიაში ?
-არა!
-ეგ როგორ გავიგო?
-როგორ და აი ასე! მამაჩემი არაფერ შუაშია. მე ჩემით მოვედი,რომ რამე დანაშაულებრივ საქმიანობაში გამომეჭირე.
-პატარა მეტიჩარა გამომძიებელი- ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა- და გგონია მაგ სისულელეს დაგიჯერებ?
-სულ არ მაინტერესებს დაიჯერებ თუ არა, სახლში დამაბრუნე!-ვუყვირე გაბრაზებულმა.
-ოჰ ენა ამოიდგა ქალბატონმა... ხმა ჩაიკმინდე,თორემ გაჩვენებ ყვირილი როგორი უნდა- დამიბრიალა ის კუპრივით შავი თვალები.
-დღეს არც ეგ დამკლებია შენგან-ენას არ ვაჩერებდი მე.
-წყობიდან ნუ გამოგყავარ იცოდე.
-შენ სუსტი ნერვები გქონდეს მე დამაბრალე.
-ენა ჩაიგდეთქო გოგო-მიღრიალა გამწარებულმა და კომპიუტერის გვერდით მდგარი წყლსი წიქა ძირს დაახეთქა. შეშინებულმა ავხედე ,მაგრამ მაინც არ გავჩუმდი.
-წამიყვანე უკან და გავჩუმდები.
-მე შენ გასწავლი ჭკუას- ამოიღრინა მარგიანმა. ჩქარი ნაბიჯით წამოვიდა ჩემსკენ. მკალვში წამავლო ხელი და კიბისკენ წამათრია.
-ხელი გამიშვი ველურო.
-ენას ნუ ატარტარებთქო, გითხარი მგონი-მითხრა გაბრაზებულმა და ოთახში შემიყვანა. თვითონ სწრაფად გავიდა გარეთ კარი გადაკეტა.
-ახლავე გამიღე ცოტნე.. გესმის? ცოტნე გამიღე....- ვყვიროდი და გამწარებული ვუშენდი კარებს მუშტებს,მაგრამ არავინ არ მეპასუხებოდა. ბოლოს ძალა გამოცლილი დავეშვი ფუმფულა ხალიჩაზე და სასოწარკვეთიილი ავღრიალდი- მაა მიშველე რა.. მიპოვე და წამიყვანე რა აქედან.. მაპატიე რა რომ არ დაგიჯერე... წამიყვანე რა..- ვლუღლუღებდი პატარა ბავშვივით. უკვე ცრემლებმა სახის კანი ამიწვა,მაგრამ ვერ ვჩერდებოდი. არ ვიცი ტირილისგან ძალაგამოცლილს როდის ჩამეძინა,მაგრამ თვალები რომ გავახილე ისევ იმავე ოთახში ვიყავი, ოღონდ ამჯერად იატაკის მაგივრად საწოლში ვიწექი და თბილი პლედი მეფარა. კარისკენ თვალი გავაპარე და ჩემდა გასაოცრად ღია დამხვდა. ფანჯრიდან რომ გავიხედე ჯერ ბოლომდე გათენებული არ იყო. ნელა წამოვდექი საწოლიდან და ოთახიდან გავედი. ქვემოთ ჩასულს ცოტნე არსად დამხვდა. სიტუაციით ვისარგებლე და მაშინვე კარისკენ წავედი,მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო დაკეტილი დამხვდა. ფანჯრებიც შევამოწმე,მაგრამ არც აქ გამიმართლა, ყველგან გისოსები იყო. გამწარებული და იმედგადაწურული დავჯექი დივანზე და უცებ ცოტნეს ქურთუკს . იმწამსვე ამომიტივტივდა ის მომენტში გონებაში , სახლში შემოსულმა გასაღები ჯიბეში რომ ჩაიდო. გიჟივით ვეცი ქუთუკს და ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ მეგულებოდა ჯიბეში ჩაყოფილი ხელი გასაღებს რომ მოხვდა. ჩქარი ნაბიჯით წავედი კარისკენ,მაგრამ მისმა ხმამ ადგილზე გამყინა.
-საინტერესოა სად მიიპარები?!- მკითხა და კიბეებს ჩამოუყვა. მისკენ მივბრუნდი და უკანსვლით წავედი კარისკენ, თან გასაღები ზურგს უკან დავმალე. შეშინებული ვუყურებდი ჩემსკნე მომავალ გაბრაზებულ მარგიანს და უკან უკან ვიხევდი. უცებ ზურგით კარს დავეჯახე და სანამ გვერდზე გაწევას მოვასრებდი უკვე მის მკლავებში ვიყავი მომწყვდეული.
-გამიშვი გეხვეწები- ამოვიტირე სასოწარკვეთილმა და ვეცადე ხელში ჩაბღუჯული ჩემი უკანაკნელი თავისუფლების გარანტი არ დამეთმო მისთვის,მაგრამ მაჯაზე ისე მწარედ მომიჭირა ხელი უცებ თითები გავშალე და გასაღებიც ხმაურით დაეცა იატაკს, ჩემი სასოწარკვეთილი მზერაც მას გაჰყვა და იატაკს მიეყინა. ძალაგამოცლილი ვიყავი მარგიანის მარწუხებივით მკლავებში მოქცეული და უკვე ვეღარაფერზე ვფიქრობდი. აზრზე მაშინ მოვედი როცა ტუჩებზე ცხელის შეხება ვიგრძენი და როცა გავიაზრე,რომ მარგიანი მკოცნიდა კინაღამ გავგიჟდი. იმწამსვე ავფართახლდი, რომ მომეშორებინა ,მაგრამ ისეთი ძალით მიჭერდა ხელებს, ვერაფერს გავხდი. ბოლოს როგორც იქნა მოიფიქრა და თვითონ შეწყვიტა კოცნა. გამწარებულმა მოვიქნიე ხელი და მარცხენა ლოყაზე ხუთი თითი დავამჩნიე წითლად,თან კიბისკენ გავიქეცი ,მაგრამ ორ ნაბიჯში დამეწია და ისევ მაკოცა. იმ წამს რა მეტაკა არ ვიცი,მაგრამ შეწინაააღმდეგების სურვილიც არ გამჩენია,რასაც ჩემთვის საშინლად არასასურველი შედეგი მოჰყვა.
მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს, ან რა დამაძინებდა იმის შემდეგ რაც გავაკეთე? სასოწარკვეთილი ვიყავი, აღარ ვიცოდი მშბლებისთვის თვალებში როგორ ჩამეხედა. ჩემ უნებისყოფობით მარგიანის ცხოველური ინსტიქტების მსხვეპლად ვაქცე საკუთარი თავი. მზერა ერთი წერტილისთვის არ მომიშორებია. ნერვიულობისგან ერთიანად ვკანკალებდი და იმის თავიც არ მქონდა რომ მეტირა. მახსოვს რამოდენიმეჯერ ბუნდოვნად ჩასწვდა ჩემს სმენას ცოტნეს დახშული ხმა.
-მია მაპატიე..... ვიცი არაფერი მამართლებს,მაგრამ....- რაღაცის თქმა მინდოდა, მაგრამ პირი ვერ გავაღე სიტყვის სათქმელად. უემოციოდ გადავხედე ერთი და ისევ იმ წერტილს გავუსწორე მზერა,მაგრამ მისმა შემდეგმა ნათქვამმა წამში გამომარკვია და რეალობაში ერთიანად დამაბრუნა.
-რაც არ უნდა თქვა , იმის შემდეგ რაც მოხდა იცოდე დავქორწინდებით. მართალია ჩემს წინაშე დამნაშავე იყავი და შენი დასჯა მინდოდა,მაგრამ ჩემი შენდამი დანაშაული ამაზე გაცილებით მეტია და ....
-არ გაბედო, აღარ გააგრძელო- დავიყვირე გამწარებულმა- არ იფიქრო,რომ შენ ცოოლობას დავთანხმდები. რაც მოხდა მარტო ჩემი სისულელის ბრალია და ვეღარაფერს შევცვლი. ახლავე აქედან წავალთ და ამით დამთავრდება ყველაფერი. ერთმანეთსაც არარასდროს ვნახავთ გასაგებია?
-კი,მაგრამ...
-არავითარი მაგრამ! არ მჭირდება შენი თავის მართლება, არც შენი ცოლობა. აქედან წავალთ და შენ შენთვის იცხოვრებ, მე ჩემთვის. რაც აქ მოხდა აქ დარჩება და ვერავინ გაიგებს-ვუთხარი გამწარებულმა და ოთახიდან გიჟივით გავარდი.


სახლში მისულს გიორგი და ნინო მშვიდად რომ დამხვდა საშინლად გამიკვირდა. მერე გავიგე,რომ შენ დაგირეკია და გითქვამს,თითქოს მარტო იყავი და შენტან ვრჩებოდი. ასე,რომ შენი წყალობით გადავრჩი იმ დილით უსიამოვნო თავის მართლებებს. იმ საღამოსვე ვუთხარი ჩემს მშობლებს,რომ სამსახურიდან წამოვედი და მეორე დღიდანვე დავიწყე ახალი სამსახურის ძებნა. მანამდე ისევ მამას ვეხმარებოდი ფინანსურ საკითხებში. მთელი ორი თვე ისე გავიდა, მარგიანისგან არაფერი მსმენია. მეც არ მინდოდა არც მისი ნახვა დამითუმეტეს მასთან ლაპარაკი. ცხოვრებაც ჩვეულ რიტმში ჩადგა, მეგობრებთან და მშბლებთანაც მეტ დროს ვატარებდი და სულ აღარ მახსოვდა ეს თქვენი ცოტნე მარგიანი. ერთ საღამოს სახლში დაბრუნებულს დედამ ჩემი საყვარელი სოკოს სალათი დამახვედრა,როგორც კი ნაცნობი ,სასიამოვნო სუნი ვიგრძენი,მაშინვე სამზარეულოსკენ ავიღე გეზი. მაგიდაზე გამზადებულ თეფშს და ჩანგალს რომ შევხედე დედაჩემი მზრუნველობაზე თბილად გამეღიმა და მაშინვე გავავსე თეფში საყვარელი სალათით. სკამზე მოვკალათდი და პირველი ლუკმაგავაქანე პირისკენ......... სალათს ისეთი საშნელი გემო ჰქონდა, ლუკმა ვერც კი გადავუშვი ყელში და გიჟივით გავვარდი ტუალეტში . სამზარეულოში დაბრუნებულს დედა დამხვდა და ჩემი სახის დანახვაზე ღიმილი სახეზე შეაშრა.
-მია შვილო რა გჭირს? ფერი არ გადევს...ხომ კარგად ხარ?- შეშინებული მოვარდა ჩემთან და სკმაზე ჩამომსვა.
-დედა რა უქენი ამ სალათს? საზიზღარი გემო აქვს- ვუთხარი შეწუხებულმა და მისი მოწოდებული ჭიქიდან წყალი მოვსვი.
- მია 10 წუთის წინ ჭამა მამაშენმა და ძალიან მოეწონა- გაუკვირდა ნინოს.
-რა მოეწონა? ცუდად გავხდი ისეთი გემო ჰქონდა.
-უკეთესი შენ გააკეთე- მითხრა სიცილით ,მაგრამ მაინც ვიგრძენი მის ხმაში შეპარული წყენა.
-დეე არ გეწყინოს, მოდი კიდევ ერთხელ გავსინჯავ-ვუთხარი ღიმილით და თეფშისკენ დავიხარე,მაგრამ ისევ სალათის სუნი რომ ვიგრძენი ისევ სააბაზანოსკენ გავიქეცი. იქედან გამოსულს ნინო ამჯერად მისაღებში დამხვდა და გაიცებული მიყურებდა.
-მია დე კარგად ხარ?- მკითხა შეშინებულმა და სახეზე მომეფერა.
-არა დე. სუსტად ვარ. წავალ დავწვები.
-კარგი სიხარულო ამოგყვები.- მხრებზე მომხვია ხელი და კიბისკენ წამიყვანა-მიკო დე ,რომ არ ვიცოდე,რომ ცხოვრებაში არცერთი ბიჭისკენ არ გაგიხედავს, შენი სიმპტომებიდან გამომდინარე რაღაცას ვიფირებდი- მითხრა სიცილით და საბანი გადამიწია,რომ დავწოლილიყავი. მისი სიტყვების გაგონებაზე გავვშრი. ცივმა ოფლმა დამასხა და დაფეთებულმა გადავხედე ნინოს.
-კარგი რა ნინო, მეტი სახუმარო ვერაფეი ნახე?- ვუთხარი ნირწამხდარმა და საბანქვეშ შევძვერი.
-ორი სიტყვა არ შემარჩინო ახლა- გაეღიმა დედაჩემს- გინდა ჩაის ამოგიტან?!
-არა დე. დავისვენებ დ აუკეთ ეგავხდები, უბრალოდ გადავიღალე დღეს.
-კარგი ჩემი ლამაზო- შუბლზე ნაზად მომაწება თავისი თბილი ტუჩები და ოთახიდან გავიდა.
კარის გახურვა და ჩემი საწოლიდან წამოხტომა ერთი იყო. თავბრუ მეხვეოდა და ნელა მივედი სარკემდე. საკუთარ თავს კარგად დავაკვირდი, მერე ზედა ავიწიე და მუცელზე დავიხედე.
-არა... 1-2 კილო მომატებული კი ვიქნები ,მაგრამ....... არაა გამორიცხულია, შანსი არაა.. არ მინდა- ავლუღლუღდი საცოდავად და სარკეში საკუთარ თავს მზერა გავუსწორე.
ცოტა ხანს ისევ წამოვწექი,მაგრამ ვერ მოვისვენე და გადავწყვიტე ორსულიბის ტესტი მეყიდა. თავი მოვიწესრიგე და ნინოს რომ არ გაეგო, ჩუმად გავედი სახლიდან. ხელის კანკალით გადავაწოდე აფთიაქარს ფული და ნელი, დაძაბული ნაბიჯებით გამოვბრუნდი სახლისკენ.
ჩუმად ავიპარე ჩემს თახში, კარი გადავკეტე და სააბაზანოში შევვარდი.............. მირჩევნოდა მიწა იმწამს გამსკდარიყო და ჩავეტანე, ოღონდ კი ტესტს ის პასუხი არ ეჩვენებინა. ერთიანად აცახცახებული ავეკარი სააბაზანო ცივ კაფელს და ხელები მაგრად მოვმუშტე.
-არა, შეიძება შეცდომაა.. ნამდვილად შეცდომა... გამორიცხულია, მე იმ იდიოტის შვილს არ ველოდები.. არ მინდა.. გამორიცხულია- მდუღარე ცრემლები გადმომცვივდა თვალებიდან.
-ხვალვე წავალ და ანალიზებს ავიღებ -გადავწყვიტე დაახლოებით ნახევარი საათის შედეგ,როცა ტირილი შევწყვიტე.
ანალიზების პასუხებისთვის ექიმთან რომ მივედი,მართლა მქონდა იმედი,რომ პასუხი უარყოფითი იქნებოდა და ორსულად არ ვიქნებოდი,მაგრამ ყველა იმედი წამში გაქრა კახა ექიმმა პასუხი რომ მომახსენდა. არაფერი მითქვამს ისე გამოვედი მისი კაბინეტიდან და განადგურებული წამოვედი სახლში. ვერ ვიაზრებდი რა ხდებოდა ჩემს თავს. იმაზე კი ვერ ვფიქრობდი, რომ დედა ვხვდებოდი,არამედ იმაზე,თუ როგორ უნდა მეთქვა ეს ყველაფერი ჩემებისთვის. სიკვდილი მინდოდა, რომ წარმოვიდგენდი, როგორ გავიცრუე მამას იმედი,მან როგორ ადამიანად აღმზარდა და მე რა ჩავიდინე?! შინ მისულს გიორგიც და ნინოც სახლში დამხვდა. ჩემს სახეს რომ შეხედეს ,დედაჩემი ჩემთან მოვარდა და შეშინებულმა მკითხა.
-მიუ დე რა ხდება? ხომ მშვიდობაა?
-არა- ამოვიკნავლე საცოდავად და მამას წამით გავუსწორე მზერა- გემუდარები მაპატიე რა- ისევ ცრემლებმა ამიწვა სახის კანი და ხელში ჩაბღუჯული ანალიზის პასუხის კონვერტი იატაკზე დამივარდა,რომელსაც იმწამსვე დასწვდა ნინო.
-რას ნიშნავს ეს?- მკითხა წაშლილი სახით დედაჩემმა და უღონოდ დაეშვა დივანზე.
-არ მინდოდა.. გეფიცებით.. არ მინდოდა ასე გამოსულიყო...- ვტიროდი ისევ. გიორგიმ რომ გაიგო რაც ხდებოდა კინარამ გაგიჟდა. ჩემსკენ წამოვიდა,რომ სილა გაერტყა ,მაგრამ ხელი ჰაერში გაუშეშდა. ნელა ჩამოწია ძირს და ძლივს გასაგონად მკითხა.
-მამა ვინ არის?
-არ აქვს მნიშნელობა, ამ ბავშვს მაინც მოვიშორებ.
-რას ქვია არ აქვს მნიშნელობა?-იღრიალად მამაჩემმა- იმის შემდეგ რაც ჩაიდინე კიდევ იმის თქმას ბედავ,რომ არ აქვს მნიშველობა, თუ ვინაა ამ ბავშვის მამა? ან რას ქვია მოიშრებ? რა უფლებით მოუსობ უკვე არსებულ ადამიანს სიცოცხლეს? ვინ მოგცა მაგის უფლება?-ყვიროდა ბოლო ხმაზე,სანამ დედაჩემმა არ შეაწყვეტინა.
-ბავშვის მოშრებაზე არც კი გაბედო ფიქრი გესმის? შენი საქციელისთვის პასუხი ბავშვმა არ უნდა აგოს.
-არ მინდა ეს ბავშვი- ვთქვი და კიბისკენ წავედი.
-მია- იღრიალად მამაჩემმა და მაშნვე უკან მოვბრუნდი- ვინაა ბავშვის მამა?
-მაგას რომ მომკლათ ,მაინც არ გეტყვით- ვთვი მკაცრად და კიბეზე ავირბინე,ისე რომ მათი ძახილისთვის ყურადრებაც არ მიმიქცევია. ოთახში შესული მოწყვეტით დავარდი საწოლზე და ბალიშში თავჩარგულმა ისევ ტირილი მოვრთე. ვიცოდი,რომ ქვეყანაზე ჩემზე უარესი ადამიანი არ დადიოდა. ჩემსავით უკანასკნელად არავინ მოექცეოდა ისეთ არაჩვეულებრივ მშობლებს, როგორც მე გიორგის და ნინოს მოვექეცი. საკუთარი თავი მძულდა, ჩემი საქციელის მრცხვენოდა,მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდი,რომ ეს სირცხვილი როგორმე ჩამომერეცხა.
არ ვიცი რამდენხანს ვტიროდი ,ან როდის ჩამეძინა,მაგრამ გაღვიძებულს საწოლის კიდეზე ჩამომჯდარი გიორგი დამხვდა და როცა შეხედა,რომ თვალები გავახილე , ყოველგავრი შესავლის გარეშე მითხრა.
-მართალია ამქვეყნად ყველაზე ცუდი შვილი ხარ და რაც გააკეთე იმას,არასდროს გაპატიებ,მაგრამ იმის უფლებას არ მოგცემ, რომ შენ შეცდომებზე პასუხი მაგ ბავშვს აგებინო. გააჩენ და გაზრდი. უკვე მივხვდი,რომ მამამისს არ სჭირდება და იმასაც,რომ არაფრით იტყვი ვინგან ხარ ფეხმძიმედ,მაგრამ მაგ ბავშვს მზრუნველობას არ მოაკლებ გასაგებია? ჩემს შვილიშვილს არ მოგაკვლევინებ - მამაჩემს ვუსმენდი და ჩემი თავის მიმართ ზიზღი მიასმაგდებოდა. მისით კი ათასჯერ უფრო ვამაყობდი, მსოფლიოში მართლა არავის არ ეყოლებოდა ასეთი არაჩვეულებრივი და საწაული მამა,როგორიც გიორგი იყო. როგორც კი სათქმელს მორჩა, ადგა და გავიდა. მე კი დამტოვა ასე გამშრალი , გაოგნებული და თავისი თავით ყველაფრის მიუხედავად მაინც ბედნიერი, ბედნიერი იმით,რომ ის და ნინო მყავდა, მიუხედავად იმისა ,რომ მე მათ არ ვიმსახურებდი.
მეორე დღეს შენთან რომ მოვდიოდი ეზოში,მანქანასთან ცოტნე დამხვდა.
-სალაპრაკო გვაქვს- მითხრა პირდაპირ და თავისი მანქანისკე წამიყვანა.
-მე და შენ?
-ჰო მე და შენ.
-და რაზე? ხომ გითხარი ახლოს აღა გამეკაროთქო?- ვუთხარი გამწარებულმა და ვეცადე შევწინააღმდეგებოდი,რომ მანქანაში არ ჩავესვი,მაგრამ იმასთან არას გავხდებოდი? ძალით შემსვა შიგნით და გამაფრთხილებალდ დამიქნია თითი.
-იცოდე არ გადმოხვიდე-სწრაფად მოუარა თვითონ მანქანას და გვერდით მომიჯდა. კიდევ კარგი ჩემები სახლში არ იყვნენ ,თორემ ცოტნეს დანახვაზე მაშინვე ყველაფერს მიხვდებოდნენ,მერე კი მამაჩემს ვერაფრით გადაურჩებოდა.
- რა გინდა?-ვკითხე გაღიზიანებულმა,როცა მივხვდი,რომ ჯერ ლაპარაკის დაწყებას არ აპირებდა.
-მე და შენ უდნა დავქორწინდეეთ!-მომახალა პირდაპირ და გაოცებისგან პირი დავაღე.
-შენ არ ხარ ნორმალური! არ გითხარი შემეშვითქო?! რა ქორწილი მოგინდა?
-გეუბნები უდნა დავქორწინდეთთქო და დავქორწინდებით კიდეც.
-მარგიანო მისმინე... შემეშვი და შენს საქმეს მიხედე გაიგე? რაც მოხდა ,მოხდა.. მორჩა ვეღარაფერს შევცვლით. უბრალოდ შემეშვი და შენ გზაზე წადი.
-არ გამოვა ეგ!
-რატომ ვითომ?- წარბაწეულმა გადავხედე და მისმა პასუხმა ადგილზე მიმყინა.
-ჩემს შვილს უპატრონოდ ვერ მივატოვებ- მითხრა მშვიდად.
-რა.... რა.. რომელ შვილს?- ავლუღლუღდი დაბნეული და გონებაში ყველა ვარინატი ცამოვყარე, თუ როგორ უნდა გაეგო ცოტნეს ბავშვის შესახებ,მაგრამ ვერაფრით ვერ მივხვდი. ჩემმა მშობლებმა არ იცოდნენ შვილს მარგიანისგან რომ ველოდებოდი, სხვამ კი არაც არავინ იცოდა ეს ამბავო,ი.
-რაღა რა? ახლა არ თქვა ორსულად არ ვარო.
-კი მაგრამ.....
-შენი ექიმი ჩემი მეგობარია, გუშინ მასთან ვიყავი მისული და დავინახე როგორ გამოდიოდი მისი კაბინეტიდან, მერე ვკითხე ამ გოგოს აქ რა უნდოდათქო და კახამაც ეს ამბავი მახარა,ასე რომ ახლა რაც არ უდნა იძახო შენ გზაზე წადიო, მე შენზე შემშვები არ ვარ მია ნაკანო. დავქორწინდებით და ბავშვს ჩემი გვარი ექნება.- ჩამომირაკრაკა უცებ.
-ოჰ დაუწყვია უკვე გეგმები. მე არაფერს მეკითხები?
- რა არის აქ შესაკითხი,თორემ კი.
-მისმინე.... მე...მე...
-რა შენ?
-მე ორსულად არ ვარ-ვუთხარი უცებ.
-ნუ მაბოლებ ნია. კახამ მითხა ანალიზებმა ორსულობა აჩვენაო.
-მე აღარ ვარ ორსულად- მე თვითონაც არ ვიცოდი რას და რატომ ვამბობდი,უბრალოდ ვიცოდი,რომ მაშინ მარგიანისგან თავი უნდა დამეხსნა.
-რა თქვი? - დაიყვირა უცებ და მხრებში ჩამაფრინდა- გაიმეორე რა თქვი! რას ნიშნავს ორსულად აღარ ხარ? რა გააკეთე?
-ბავშვი მოვიშორე. როგორც კი გავიგე რომ ორსულად ვიყავი,მაშინვე ეგ მომივიდა თავში აზრად, არ ვაპირებდი შენგან შვილის გაჩენას, ვერც ჩემებს ვეტყოდი ამ ამბავს, ამიტომ ბავშვი მოვიშორე.
-რატომ? ვინ მოგცა უფლება? რაუფლებით მოკალი ჩემი შვილი? - ღრიალებდა ბოლო ხმაზე და ხელებს ისე მიჭერდა მხრებზე, ლამის ძვლები დამამტვრია- რა დაგიშავა? რატომ? შენ გეკითხები ! - მე კი შეშინებული ვუყურებდი გაცოფებულ მარგიანს და სადაც იყო შიშისგა გული გამისკდებოდა. ისეთი მრისხანება ჩადგომოდა თვალებში, რომ კინაღამ იქავე ვუთხარი სიმართლე. ბოლოს ვიგრძენი ,როგორ ამეწვა მარცხენა ლოყა და ტკივილისგან თვალებიდან ცრემლები გადმომცვივდა- მოგკლავ, გეფიცები ჩემი ხელით მოგკლავ, ისე მოგკლავ, როგორც შენ ჩემი შვილი მოკალი- ისევ ყვიროდა ცოტნე და მგონი მართლა შემოვაკვდებოდი ხელში ჩემი მეზობელი ზურა რომ არ გამოჩენილიყო. სწრაფად გამოაღო მანქანის კარი , ცოტნე მანქანიდან გადაათრია და მაგრად უთავაზა მუშტი სახეში. მეც გიჟივით გადმოვხტი მაქანიდან და და სახლისკენ უკუსვლით დავიწყე სვლა.
-მე შენთან ანგარიში არ გამისწორებია- დამიღრინა მარგიანმა და ერთიანად დასსხლიანებული სახით ჩაჯდა მანქანაში. ზურა მაშნვე ჩემთან მოვარდა და ატირებულს დამშვიდება დამიწყო.
-მია ვინ იყო ის კაცი? -მკითხა ბოლოს.
-არავინ ზურა. გევედრები ჩემებს არაფერი უთხრა რა.
-დაგემუქრა, მართლა რომ დაგიშაოს რამე?
-ნუ ღელავ აქედან მივდივარ და ვერაფერს მიზამს, დიდი მადლობა რომ დამეხმარე ზურა, შენს ვალს ვე რგადავიხდი.
-გაგიჟდი მია, ეგ რა სამადლობელია? ვალდებული ვარ ჩემი პატარა მიუ ყოველთვის დავიცვა.
-გმადლობ-ვუთხარინაძალადევი ღიმილით და სახლის კარი შევაღე.
-მიი. ... თავს გაუფრთხილდი, იცოდე თუ რამეში დაგჭირდე შენთან ვარ- მომაძახა ბოლოს და ეზოდან გავიდა.
იმ დღის მერე კიდევ რაც მოხდა შენც იცი სესი. ჩემს მშობლებს დაველაპარაკე და შენთან ერთად აქეთ წამოვედი. მერე კი გაჩნდა ჩემი ცხოვრების ორი ყველაზე დიდი ბედნიერება- ანაბელი და ანდრეა .’’ თხრობა დაამთავრა მიამ და ღრმად ამოისუნთქა. ყველა ის ემოცია ერთიან ტალღად თავიდან დაატყდა თავს. ლამაზად გაფორმებული ხალიჩსთვის გაეშტერებინა თვალი და ამ 4 წლის მანძილზე პირველად გააცნობიერა, თუ რამდენად დიდი რამ აკავშირებდა მარგიანთა და ისიც თუ რა სასტიკად მოექცა მამაკაცს. ამის გააზრებაზე შეშინებულმა ახედა იქვე უხმოდ მჯდარ მეგობარს,რომელსაც ჩანაწერების კეთება დიდი ხნის წინ შეეწყვიტა და ღმერთმა უწყის თავში რა აზრები უტრიალებდა ახლა. უცებ სესილიმ ზუსტად ის შეკითხვა დაუსვა ,რაც თვთონ გაიფიქრა რამდენიმე წამის წინ.
-მი , არასდროს დაფიქრებულხარ იმაზე,რომ ცოტნეს უსამართლოდ მოექეცი?
-სესი მე -ამოიკნავლა საცოდავად და იგრძნო როგორ აუწვა თვალები მოწოლლილმა ცრემლმა.
-არა მიი. არ გეგონოს შენ გკიცხავ, უბრალოდ აი დაფიქრდი. მარგიანმა როცა გაიგო, რომ მისგან შვილს ელოდებოდი იმწამსვე შენთან გამოიქცა და გითხრა ცოლად მოგიყვანო. შენ კი რა სასტიკი ტყუილი უთხარი?! ამას ისიც ემატება,რომ ამდენი წელი უმალავ ორ არაჩვეულებრივ პატარა ანგელოზს. შენ კი გაბედნიერებს ანო და ანდრიკო,მაგრამ ცოტნეზე არ გიფიქრია? მგონია,რომ მასაც ჰქონდა უფლება .....
-გაჩუმდი გევედრები- წამოიყვირა უცებ და საძინებელისკენ გაიქცა. ბალიშში ჩარგო თავი და მოგუდული ხმით ატირდა. მართლა პირველად გააცნობერა,რომ ცოტნე მარგიანის მიმართ საშინლად დამნაშავე იყო. აქამდე ეგოისტურად ფიქრობდა,რომ მარგიანმა ის ტყუილია დაიმსახურა, იმ შიშისთვის რაც იმ ღამეს გადაატანინა,მაგრამ ახლაღა მიხვდა,რომ ცოტნეს დანაშაულის სიმძიმე, მის დანაშაულთან ახლოს ვერ მივიდოდა. ამდენი წელია სხვა ქვეყანაშია გადმოხიზნული და ორ შვილს უმალავს მამაკაცს. მთელი ამ ხნის მანძლზეპირველად დაუარა დანაშაულის და შიშის გრძობამ სხეულში. შეეშინდა,რომ ოდესმე მარგიანი პატარებზე გაიგებდა და მაშინ ვეღარ გადაურჩებოდა მის რისხვას.
მთელი ის ღამე ტირილში გაათენა, არც გამთენიისას მოუხუჭია თვალი. სესილიმ მის დანახვაზე წამოიყვრია.
-მია რას გიგავს თვალები? რა არის ეს?
-არაფერი სესო.
-როგორ თუ არაფერია? შენ რა ტიროდი?
-სესილი .... გუშინ ვფიქრობდი.. ეს რ აგავაკეთე სესო?
-მია მე აქამდეც მინდოდა ამ საკითხზე დალაპარაკება,მაგრამ ცოცხალი თავით არ მისმენდი.
-რა ჩავიდინე რაა? რა კარგ დროს ვხვდები ჩემ დანაშაულს არა?- ჩაილაპარაკა ირონიულად და ბავშვების ოთახისკენ წავიდა.
-იმაზე იფიქრე, თუ რა რეაქცია ექნება ცოტნეს, ოდესმე თუ ამას გაიგებს?
-მაგაზე ფიქრი არ მინდა.. არ მინდა , არაა- წამოიყვირა შეშინებულმა და სასწრაფოდ შეაღო შვილების საძინებლის კარი.

მთელი კვირა მუშაობდა სესილი ახალ მოთხრობაზე . ბოლოს რომ დაამთავრა და გადახედა,თავისი ნაშრომით თავადვე დარჩა საოცრად კმაყოფილი. ყველაფერი თითქმის ზუსტად ისე აღწერა, როგორც მეგობარს გადახდა,მაგრამ რათქმაუნდა ბავშვების არსებობის ფაქტი ნაწერში არ შეუტანია და დასასრულიც ისეთი გაუკეთა, როგორიც ძალიან უნდოდა,რომ საბოლოოდ ამ ორი ადამიანის ისტორიას ჰქონოდა.
-აი ამას ვეღარ დამიწუნებს ის ვაჟბატონი- თვითკმაყოფლმა გასძახა სამზარეულოში მოფუსფუსე მიას და სახლის კარი გაიხურა.
-წარმატებები სესი- მიაძახა მეგობარს და ბავშვებს თეფზებზე დაუწყო გამზადებული კარაქიანი პურები.
-მე უფრო დიდი ნაჭრები მინდა, როგორსაც სანდრო ბიძია ჭამს- პრეტენზიულად განაცხადა ანდრეამ .
-დე სულ გადაგრია მაგ სანდრო ბიძიამ შენ- გაეცინა მიას.
-მე იმხელა კარაქიანი პური მინდა.
-დღეს ეს შეჭამე და ხვალიდან დაგიდებ ხოლმე უფრო დიდებს- დაუყვავა მიამ შვილს და შუბლზე აკოცა.
-მარტო დღეს- დემონსტრაციულად აზიდა წარბი პატარა ვაჟკაცმა და მადიანად ჩაკბიჩა პურის ნაჭერი.
უკვე მთელი კვირაა მია დანაშაულის გრძნობას ვერ იშორებს,თან ეშინია ერთ დღესაც ცოტნე არ დაბრუნდეს მის ცხოვრებაში და ბავშვები არ წაართვას. არადა ხვდება,რომ თუ მარგიანი ოდესმე ბავშვებზე სიმართლეს გაიგებს , მიას არ დანდობს და შვილებს წაართმევს. შეშინებული , აცრემლებული თვალებით გადახედა მაგიდასთან მსხდომ ბავშვებს და თავი დაიმშვიდა-,, ცოტნე ანოზე და ანდრიაზე ვერასდროს გაიგებს. ესეიგი ვერც ვერასდროს წამართმევს შვილებს’’. ამას კი ფიქრობდა,მაგრამ ის რა იცოდა მომავალი რა სიუპრიზებს უმზადებდა?!

სესილი გახარებული შევარდა ამაღლობელის კაბინეტში და თავისი მთელი კვირის ნაშრომი ცხვირწინ აუფრიალა.
-ესეც ჩემი ახალი ნამუშევარი ბატონო ვაკო- გაუღიმა ნიშნისმოგებით და ფართო, ლამაზი ზღვისფერი თვალები სასაცილოდ დააწვრილა.
-ოჰ გვაღირსეთ ქალბატონო სესილი?- გაეღიმა მამაკაცს.
- შედევრის შექმნას დრო სჭირდება ბატონო ვაკო.
-აჰ, უკვე შედევრების წერაზეც აცხადებთ პრეტენზიას?
-რატომაც არა?!
-ჩემთან ლაპარაკისას ტონს ხომ არ შეიცვლი სესილი ერისთავო? არ გამოგადგება უფროსთან მასეთი საუბარი.
-ჩვეულებრივად გესაუბრებით- მხრები აიჩეჩა გოგონამ და საქაღალდე და ჩიპი დაუდო- ეს ამობეჭდლი, ესეც ელექტრონული ვერსია.
-კარგი , გადავხედავ და ვნახავ თუ ღირდს დასაბეჭდად, ახლა კი თავისუფალი ხარ.
-რას ნიშნავს დაბეჭდვა თუ ღირს?- წარბაწეულმა გადახედა უფროსს და იგრძნო როგორ დაეჭიმა მთელი სხეული- ამდენი ვიწვალე და დაბეჭდვას არ აპირებთ?
-არ მითქვამს არ დავბეჭდავთთქო, უბრალოდ ვთქვი გადავხედავთქო. თუ ასე დარწმუნებული ხარ ,რომ კარგი გამოგივიდა, რატომ ღელავ?
-მართალი ხართ, დარწმუნებული ვარ თქვენს მკითხველს ამის წაკითხვის სიამოვნებას ვერ მოაკლებთ- გაუღიმა ირონიულად და კარისკენ წავიდა.
-ტონი და მიმიკები აკონტროლე ერისთავო, თორემ ჩემთან მასე ლაპარაკი არ გამოგადგებათქო, გაგაფრთხილე უკვე!- დაუღრინა სანამ კარებს გაიხურავდა და კმაყოფილმა გადახედა საქაღალდეს.
-აბა ვნახოთ ასეთი რა დაწერე პატარა ქალბატონო- ჩაილაპარაკა ღიმილით და კითხვა დაიწყო. თანდათან უფრო და უფრო მოსწონდა, შინაარსმაც ისე ჩაითრია ,ხელმოსაწერი საბუთები სულ გადაავიწყდა. აოცებდა ამ გოგოს ნიჭიერება, ყოველი სიტყვა საოცრად ლამაზად ჰქონდა გადმოცემული, საბოლოოდ კი მოთხრობა ისეთი იყო ,რომ ადამიანს მოგანდომებდა, ვინმე გვყავრებოდა. ღიმილით ჩაიკითხა ბოლო წინადადება, მერე ავტორის აზრი სიყვარულის და ბედნიერების შესახებ და უკვე დარმწუნებული იყო,რომ სესილის ეს ნაშრომი დიდ მოწონებას დაიმსახურებდა. ზოგადად რედაქციაში ფეხს დადგმის დღიდან ძალიან მოწონს არაბული, მისი ბავშვური, შეუპოვარი საქციელები, როგორ ესარჩლება ხოლმე ყველას, არავის დაჩაგვრის უფლებას არ აძლევს. მგონი ერთადერთი ადამიანია, ვინ არ ელაქუცება და პირდაპრი გამოხატავს მის მიმართ დამოკიდებულებას. სხვანაირად რომ ვერ მიიქცია გოგონას ყურადღება ,გადაწყვიტა ეს პატარა ქალბატონი როგრმე გაებრაზებინა, ხან რას მიზეზით საყვედურობს ხანაც რა.ბოლოს მოთხრობების ჟანრი რომ დაუწუნა , სესილის გამწარებულ სახეზე გულიანად მოუნდა გადახარხარება და თავი ძლივს შეიკავა. ახლაც გასვლამდე მაინც საორჭოფოდ უთხრა , ვნახოთ თუ დავბეჭდავო,არადა ზუსტად იცოდა, რომ ერისთავი ძალიან მოინდომებდა, ისეთი კარგი გამოსვლოდა ნაშრომი,როგორც არასდროს. მოწონს მისი გაბრაზებული ზღვისფერი თვალების ყურება და რა ქნას? მეტად დაახლოება ჯერ ვერ მოახერხა და ამით მაინც გაირთობს თავს.

მეორე დღეს გაბრაზებას ჯერ კიდევ არ გაევლო ბოლომდე , ვაკოს მდივანმა რომ უთხრა კაბინეტში გიბარებსო. მობეზრებულად გადაატრიალა თვალები და მასთან წავიდა. სანამ შევიდოდა ამაღლობელის მეორე მდივანს გამოელაპარაკა ,რომელთანაც უკვე დიდი ხანია მეგობრობდა და ამ დროს ვაკოს პირადობის ასლს მოჰკრა თვალი. იქ დაწეწერილ სახელზე კი გულიანად გადაიხარხარა.
-მოიცა ამაღლობელს ნამდვილი სახელი ვახტანგი ჰქვია?- ჰკითხა მაკოს.
-ეგ ახლა გაიგე შენ?
-ჰო, ყველა ბატონ ვაკოს ეძახის და...
-არა პირადობაში ვახტანგი უწერია.
-ვახტანგ ამაღლობელი... -გაიმეორა სიცილით -სხვა თუ არაფერი სახელით მაინც ვჯობივარ მაგ თავში ავარდნილ იდიოტს.
-სესი არ გაიგოგნოს როგორ ლაპარაკობ მასზე ,თორემ დარჩები უსამსახუროდ.
-აუ იდიოტია და რა ვქნა ახლა?- აიქნია ხელი და სიცილით შევიდა ამაღლობელის კაბინეტში.
-შეიძლება გავიგო რამ გაგამხარულათ ასე?
-ისეთი არაფერი ბატონი ვახტანგ,უბრალოდ მაკომ რაღაც ანეკდოტი მომიყვა- უთხრა ნაზი ღიმილით.
- ვაკო.. ვაკო მქვია- დაუღრინა მამაკაცმა.
- ჰო მაგრამ, მე თქვენს საბუთებში ვნახე ,რომ ვახტანგი ეწერა.. აი ასე ვახტანგ ამაღლობელი- მხრები აიჩეჩა სესილიმ და თან საყვარლად გაუღიმა.
- ჰო,მაგრამ ყველა ვაკოთი მომმართავს.
-კარგი გასაგებია ბატონო ვახტანგ- თავისას არ ეშვებოდა სესილი და ამაღლობელის გაცეცხლებულ სახეზე გულიანად ხალისობდა გულში.
-კარგი- მობეზრებულად გადაატრიალა თვალები ვაკომ და სკამიდან წამოდგა- აქ სიყვარულზე ისე მაღალფარდოვნად საუბრობ და ისეთი ამაღელვებელი სიტყვები გიწერია, ერთმა რაღაცამ დამაინტერესა.-უცებ შეცვალა თემა და მისკენ წავიდა.
-მაინც რამ?
-ეს ყველაფერი ,უბრალოდ ნიჭიერი მწერლის აზრია სიყვარულზე, თუ შეყვარებული ქალის გულით ნაკარნახევი სიტყვები?- ჰკითხა ამაღლობელმა და ტუჩის მარჯვენა კუთხე ძლივს შესამჩნევად ჩატეხა. სესილიმ მხრები აიჩეჩა.
-ვინაიდან და რადგანაც მე არასოდეს მყვარებია,ალბათ სხვათა გამოცდილებიდან გამომდინარე ჩამოყალიბებული აზრია სიყვარულზე.
_ნუთუ თქვენი გული ჯერ ვერავინ გაალღო ერისთავის ქალო?!
-ჯერ მასეთი არავინ გამოჩენილა- უპასუხა ნიშნისმოგებით
-იქნებ გამოჩნდა კიდეც- თვალი ჩაუკრა ვაკომ და სულ ორ ნაბიჯში აესვეტა წინ.
-ვერ მიგიხვდით- დაბნეულად ახედა სესილიმ და შეეცადა მისი ზედმეტი სიახლოვით გამოწვეული აღელვება დაემალა. უკან დახევა დააპირდა როცა მოულოდნელად მამაკაცმა წელზე მოხვია ხელი და მის სხეულზე მჭიდროდ აკრული აღმოჩნდა. მისი საქციელის გაპროტესტებაც კი ვერ მოსაწრო ისე გიჟივით დააცხრა ამაღლოებლი ტუჩებზე და პირველი კოცნა უნამუსოდ და უნებართვოდ მოპარა. არც მუცელში მოფარფატე პეპლები, უგრძვნია და არც სასიამოვნო ჟრუნატელი, ერთადერთი გრძნობა რაც გაუჩნდა, ვაკოს მიმართ უსაზღვრო სიძულვილი იყო. გაბზარებულმა ააფართხალა ხელები და ფეხები,რომ მამაკაცი მოეშორებინა,მაგრამ სულ ტყუილად. ამაღლობელს მისი გაშვება წამითაც არ უფიქრია, თვალები ნეტარებისგან მიელულა და მთელი გრძნობით კოცნიდა თავის ხელებში მოქცეულ, აფართხალებულ სესილის. ბოლოს სხვა რომ ვერაფერი მოახერხა უკვე საკმაოდ წამოზრდილი ფრჩხილები ჩაასო ერისთავმა ვაკოს კისერში. მწვავე ტკივილის შეგრძნებამ აიძულა მამაკაცი ,სწრაფად მოშორებოდა სესილის და გაოგნებულმა მოისვა კისერზე ხელი, სადაც გოგონას ოთხი ფრჩხილის კვალი მკვეთრად ჩანდა. არც მწარე სილა უთავაზებია სახეში, არც ცხარე ცრემლებით დაუნამია სახე, გამწარებული გამოვარდა კაბინეტიდან და ლიფტისკენ გაიქცა, ისე რომ ამაღლობელის ძახილისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია. ეცადა თვალებზე მოწოლილი ცრემლი მანქანაში ჩაჯდომამდე შეეკავებინა, მერე კი საჭეს ხელებით ჩააფრინდა და გულამოსკვნით ატირდა.
-დამპალი ამაღლობელი, დამპალი, ნაგავი- გაიძახოდა ტირილით და ღაპაღუპით მოსდიოდა თვალებიდან ცრემლები. დიდად რომანტიული ადამიანი არასდროს ყოფილა,მაგრამ ვერასდფროს წამოირდგენა პირველ კოცნას ასე ველურივით თუ მოპარავდა უნამუსო უფროსი. ადამიანი ,რომელიც გულზე არასდროს ეხატებოდა, ახლა კი საშინლად შეძულდა.
ცოტა რომ დაწყნარდა ცრემლები მოიმშრალა და ძრავი აამუშავა,მაგრამ უცებ ერთი იდება მოუვიდა თავში.
-მე აქ ფეხის დამდგმელი აღარ ვარ, მაგრამ ახალი სამუშაოს დასაწყებად ჩემი ახალი ნამუშავარი ნამდვილად წამადგება და იმ უნამუსო კაცს არ დავუტოვებ- გაიფიქრა და მაშინვე გადმოვიდა მანქანიდან. სწრაფი ნაბიჯით შებრუნდა შენობაში. ჯერ კადრების განყოფილების უფროს მიაკითხა , სამსახურიდნა წასვლა მინდა და განცხადებაზე ხელი მომიწერეთო,მაგრამ უარი მიიღო. მასეთ გადაწყვეტილებებს ბატონი ვაკო იღებს და მას მიმართეო. იძულებული გახდა ისევ ამაღლობელის კაბინეტისკენ აეღო გეზი. მთელი ძალები მოიკრიბა და კარი შეაღო.
-ეს ჩემი განცხადებაა ,სამსახურიდნა წასვლის შესახებ- უთხრა ძლივს შენარჩუნებული სიმშვიდით და მაგიდაზე განცხადება დაუდო- გთხოვთ ჩემი მოთხრობა დამიბრუნოთ, არ მინდა თქვენ გამოაქვეყნოთ.
-სესილი სამსახურიდან ვერ წახვალ და თანაც ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ.
-თქვენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს, უბრალოდ განცხადებაზე მომიწერეთ ხელი და მოთხრობა დამიბრუნეთ.
-არც ერთის გაკეთებას არ ვაპირებ და არც მეორის სესილი. - გოგონამ ხელები მაგრად მომუშტა და თვალებში ჯიქურ ჩააშტერდა.
-დამიბრუნეთ ჩემი ნამუშევარი, უფლება არ გაქვთ ასე მიითვისოთ!
-არც სამსახურიდან წახვალ და არც მოთხრობას დაგიბრუნებ გაიგე?- ხმამაღლა უთხრა მამაკაცმა და ფეხზე წამოდგა. სესილიმ რომ შეხედა მისკენ წამოვიდა, სწრაფად დაიხია უკან.
-თქვენ მაგ განცხადებას ხელს მოაწერთ თუ არა, მე აქ მაინც აღარ ვიმუშავებ გაიგეთ? -უთხრა და იგრძნო როგორ მოაწვა მძიმე ბურთი ყელში-უბრალოდ მოთხორა დამიბრუნეთ და წავალ- თავისას აგრძელებდა ისევ.
-ასე არაფერი გამოვა სესილი, შენ ისევ შენსას გაიძახი.
-არც იფიქრო ჩემი მოთხრობის დაბეჭდვა გასაგებია?-უთხრა თვალებანთებულმა,როცა მიხვდა რომ ამაღლობელთან ვერაფერს გახდებოდა და კარისკენ სწრაფი ნაბიჯით წავიდა,მაგრამ ვაკო ორ ნაბიჯში დაეწია და უკვე კართან მისული ზედ ააკრო.
-გითხარი ვერ წახვალთქო- დაუბრიალა თვალები გაცეცხლებულ გოგონას და ცალი ხელი წელზე შეუცურა.
-ხელი გამიშვი...ახლავე- იკივლა უცებ და ხელის კვრით მოიშორა.
-ერთი კოცნის გამო მიდიხარ სამსახურიდან?-ჰკითხა უცებ ირონიულად. სესილის სიბრაზისგან სახეზე ალი მოედო, დიდი სიამოვნებით გაგლეჯდა შუაზე ამ უნამუსო კაცს.
-შენი საქმე არაა, მე რატომ მივდივარ სამსახურიდან. მივდივარ და მორჩა!
-უკვე ,,შენობით’’ ფორმაზე გადადი უფროსთან საუბრისას?
-ჩემი უფროსი აღარ ხარ , მორჩა.
-შენი მოთხრობა მაინც დაიბეჭდება.
-აბა გაბედე და დაბეჭდე. საავტორო უფლების დარღვევისთვის გიჩივლებ.
-ნუ მაცინებ. შენი ხელით დამიდე მაგიდაზე შენი ნაწერი , ვერაფერშიც ვერ დამადანაშაულებ.
-იცი რა?! ნამდვილი ვირი და არაკაცი ხარ- უყვირდა გაბრაზებულმა და უნდოდა დაერტყა, ჰაერში რომ დაუჭირა ამაღლობელმა ხელი. მაგრამ მოიქცია მუჭში მისი წვრილი მაჯა, თავისკენ დაქაჩა გოგონა და ისევ პირდაპირ ტუჩებზე ეცა.
-გემრიელო- უთხრა ღიმილით როცა მოშორდა, ისე რომ სესილის გამწარებული სახისთვის ყურადღება არ მიუქცევია- შეგიძლია წახვიდე,მაგრამ იცოდე მოთხრობა ჩემთანაა და მომდევნო ნომერში დავბეჭდავთ- ღიმილიანი სახით ჩამოცილდა ერისთავს და თავის სავარძელში მოკალათდა.
-როგორ მეზიზღები-გამოსცრა კბილებში და გამწარებულმა გამოგლიჯა კარი.
-შეხვედრამდე გემრიელო- მიაძახა სიცილით ვაკომ და გრძელი თითები აათამაშა სამუშაო მაგიდაზე.
________________________________________________________________________
სახლში როგორც კი შევიდა ბავშვებს აკოცა და მაშინვე საძინებლისკენ აიღო გეზი. ვარსკვლავის ფორმაში გაწვა საწოლზე ჭერს გაუშტერა თვალი. ვერ კი გაიგო როდის შემოვიდა მია და გვერდით მიუჯდა.
-რა ხდება სესი?-ფიქრებიდან გამოიყვანა მეგობრის ხმამ.
-სამსახურიდან წამოვედი- უთხრა ხმაგაბზარულმა და ამღვრეული თვალებით გადმოხედა.
-რა თქვი? იმდენი იწვალე და მაინც გამოგიშვა სამსახურიდან?
-არა მიი.. მე წამოვედი ჩემით. განცხადება ავუფრიალე ცხვირწინ და წამოვედი.
-რატომ სესო რა მოხდა?- ძალიან გააკვირვა მეგობრის ნთქვამმა მია.
-მაკოცა- უთხრა მოკლედ და თვალები მაგრად დახუჭა.
-რა ქნაა??- თვალები გაუფართოვდა ნაკანს და სესილის ზემოდან დააჩერდა.
-მაკოცა. ველურივით მომმავრდა და მაკოცა.
-კი მაგრამ....
-ჰოდა ახლა მაგ ტუტუცი კაცის გამო ვარ ასე უმუშევარი და არ ვიცი რა მეშველება- გაბრაზებულმა დააკვესა თვალები.
-ახლა რა უნდა ქნა?
-რავიცი მი..
-სამსახურიდან არ უნდა წამოსულიყავი, რა გამოდის გაოიქეცი? თან ამდენი ნაწვალები იმას დაუტოვე?
-უნდა წამოვსულიყავი! რა გააკეთა, იმის შემდეგ მის გვერდით ვერ ვიმუშავებ.
-პირიქით სულელო. უნდა დაბრუნდე და სისხლის გაუშრო- სიცილით ურჩია მეგობარს და თმა აუჩეჩა.
-მასე გგონია?
-აბა რა.
-აუ არ მინდა.. არა! აღარ მივალ მე მაგის რედაქციაში.
-მიხვალ , მიხვალ. თან შენი მოთხრობის წარმატებითაც ხომ ბოლომდე უნდა დატკბე?
-კი,მაგრამ დღეს ერთი საათი რომ ვუფრიალე ცხვირწინს სამსახურიდან წასვლსი განცხადება?!
-ოჰ , ეგ არაფერი, შენ ხვალ მიდი ჩვეულებრივად, არაფერი შეიმჩნიო და აი ნახავ მაგ შენ ვაკოს ეგ განცხადება თუ გაახსენდება საერთოდ.
- ჯერ ერთი ჩემსას არა და მერედა მეორე, ვაკოს არა ვახტანგს.- სიცილით შეუსწორ ანათქვამი მიას და საწოლზე გადაწვა- ანუ დავბრუნდე და სისხლის გავუშრო?- თვალებმოჭუტულმა გადმოხედა მეგობარს და კისკისი ატეხა- არაა ეგ ცუდი იდეა.
-აბა მე ცუდს როგორ გირჩევდი?! -თვალი ჩაუკრა მიამ-კარგი გამოდი ახლა ვივახშმოთ და მერე რომ შეპირდი იმ შენ ნათლულს, წავიყვანოთ სასეირნოდ.
-უი ჰო, ჩემ გოგოს ხომ შევპირდი. წამო წამოდ გავიდეთ- ფეხზე წამოფრინდა სესილი და მიასთან ერთად დატოვა თავისი საძინებელი.

-აბა ბარტყებო, ახლა მოემზადეთ და სასეირნოდ მივდივართ- წამოიძახა ვახშმის დასრულებისთანავე სესილიმ.
-ურაა-ტაში შემოჰკრეს ტყუპებმა და სიტყვის უთქმელად გაცვივდნენ თავიანთ ოთახში.
-უკვე გრილა და და თბიილად ჩაიცვით- მიაძახა მიამ პატარებს და თან უკან გაჰყვა.

-აბა ვის უნდა ნაყინი?- ომახიანად შესძახა სესილიმ,როგორც კი პარკში შედგეს ფეხი.
-მეე- შესძახეს ერთხმად ბავშვებმა,რასაც მიას უკმაყოფილო სახე მოჰყვა.
-სესი ამათზე მეტი ჭკუა კი არ გაქვს შენ, არც ისე ცხელა და რომ გამიცივდნენ იცოდე ვერ გადამირჩები.
-კარგი რა მია, ნუ ხარ ფეთიანი შენ, იწვის ყველაფერი ისე ცხელა და რა გააციებთ ბავშვებს?
-კარგი ჰო მიდი და უყიდე მაშინ - გაუცინა მეგობარს და იქვე სკამზე მოკალათდა.
ის საღამო არაჩვეულებრივად გაატარეს. სახლში მისულები იმწამსვე თავიანთი ოთახებისკენ გაეშურნენ . სესილის მთელი ღამე არ მოუხიჭია თვალი. სულ იმაზე ეფიქრებოდა , რა რეაქცია ექნებოდა ვაკოს მისი დანახვისას.
დილით ადრე წამოფრინდა ფეხზე, ერთი დიდი ფინჯანი გაავსო მაგარი ყავით და წამში დაცალა. დანარჩენების გაღვიძებას არ დალოდებია, ისე გაიხურა სახლის კარი და სამსახურის გზას დაადგა.
ამაყად შეაბიჯა შენობაში და თავისი სამუშაო მაგიდისკენ გაეშურა. ღიმილით მიესალმა ყველას და კუთვნილი ადგილი დაიკავა.. ნახევარი სამუშაო დღე ისე გავიდა, ვაკოსთვის თვალი არ მოუკრავს. უკვე ხუთი საათი სრულდებოდა მათ კაბინეტში ამაღლობელმა რომ შემოაბიჯა და ერისთავის დანახვისას უცნაური ღიმილი აუთამაშდა ბაგეზე.
-სესილი კარგია რომ აქ ხარ, შენთან საქმე მაქვს- ერთი წამითაც არ დაუბნევია გოგონას სამსახურში ყოფნას ვაკო.
-გისმენთ ბატონო ვახტანგ- ნაგლურად შეჰღიმა სესილიმ და მაგიდაზე თითები აათამაშა.
-ვაკო.. ვაკო მქვია ერისთავო.-დაუღრინა უკვე ხასიათწამხდარმა- ჩემ კაბინეტში გელოდები- მიაძახა უცებ და ოთახიდან გადიოდა გოგონას სიტყვები რომ გაიგონა ,,რა აბრაზებს, რა ჩემი ბრალია ვახტანგი თუ ჰქვია?’’. ,,მე შენ გაჩვენებ ვახტანგს’’ დაემუქრა ფიქრებში ამაღლობელი და კარი გაიხურა. რამოდენიმე წუთში სესილიც მისი კაბინეტისკენ წავიდა. კარი არ ჰქონდ აშეღებული, უცბად ამაღლობელმა წელზე რომ სტაცა ხელი და უკვე მიხურულ კარზე ააკრო.
-შენც მოგენატრე და იმიტომ დაბრუნდი ხომ?- ჰკითხა ღიმილით და ტუჩებზე დააცხრა. სესილიმ ერთი საცოდავად ამოიკრუტუნა და მკერდზე ხელები მიაბჯინა,რომ მოეშორებინა, მაგრამ პირიქით ამაღლობელმა უფრო ძლიერად მიიკრო გულზე და ტუჩები ყელზე ჩააცოცა.
-გამიშვი ! რას აკეთებ?-საკუთარი უსუსურობის შეგრძნების გამო, ცრმელები გადმოსცვივდა სესილის.-გამიშვი-უყვირა ხმააკანკალებულმა და ისევ მაგრად ჩაასო ფრჩხილები,ამჯერად მხრებში.
-ნამდვილი ველური ხარ- დაიღრინა უკმაყოფილოდ მამაკაცმა და ოდნავ უკან დაიხია. თან ხელი ნატკენ ადგილას მოისვა.
-შენ მე ვინ გგონივარ? როგორ მექცევი? რამდენს მიბედავ ჰა? - ჰკითხა გამწარებულმა და სახეში მაგრად უთავაზა გაშლილი ხელი.
-გოგო შენ ხომ არ გავიწყდება ,რომ შენი უფროსი ვარ? რამდენს ბედავ ?-დაუყვირა გამწარებულამ ვაკომ და მხრებში ჩააფრინდა.
-გამიშვი.. გამიშვი არ მომეკარო-აფართხალდა სესილი-გამიშვითქო, მტკივა-ისე ღაპა ღუპით წამოუვიდა ცრემლები.
-წესიერად მოიქცეი გაიგე? როგორ იქცევი?-დაუღრინა ვაკომ და ხელები შეუშვა.
-მე როგორ ვიქცევი თუ შენ? რამდენჯერად მოგინდება მომმვარდები და მკოცნი. ნორმალურია ეგ?
-არანორმალური რაა მაგაში, თუ ქალს რომელიც მომწონს ვაკოცე?-ეშმკაური ღიმილით ჩაეკითხა ვაკო და ერთი ნაბიჯი გადადგა მისკენ. სესილი უკან გახტა და თვალები დაუბრიალა.
-არ გეგონოს შენი ერთი ღამის გასართობთა სიაში ჩავეწერები, იცოდე ახლოს არ გამეკარო ვახტანგ- კარგად გამოკვეთა სახელი და გიჟივით გავარდა კაბინეტიდან.
-მე შენ გიჩვენებ სეირს-ჩაილაპარაკა კმაყოფილი ტონით ამაღლობელმა და სავარძელში გადაწვა.
იმ დღის შემდეგ სესილი ახლოს არ გაკარებია ვაკო ამაღლობელის კაბინეტს. ბევრჯერ დაუძახა კაცმა,მაგრამ სულ დერეფანში ელაპარაკებოდა ან თანამშრომლების საერთო კაბინეტში. მარტო ცოცხალი თავი არ რჩებოდა მასთან და ხანგრძლივ დიალოგებსაც ერიდებოდა. მისი მოთხრობა რომ გამოქვეყნდა, იმაზე დიდი მოწონება დაიმსახურა მითხველში ,ვიდრე თავად ეგონა. უამრავი ადამიანი წერდა სოციალურ ქსელში თუ ელექტრონულ ფოსტაზე ,რომ უნიჭიერესი იყო,რამოდენიმე მამრობითი სქესის წარმომადგენელმა სიმპატიებიც კი გამოხატა მის მიმართ და ეცადა შეხვედრაზე დაეყოლიებინა,თუმცა უშედეგოდ. რედაქციაშიც მოწონდა რამოდენიმე მამაკაცს სესილი,მაგრამ მის აზრს პატივს სცემდენ და თავის სიმპატიას თავხედურად არ ახვევდნენ თავს, ვაკოსგან განსხვავებით. ამაღლობელს უკვე ზედმეტიც მოსდიოდა ერთხელ სულ ძალით ჩატენა მანქანაში,სახლში მე მიგიყვანო, მისამართი მის დოსიეში უნახავს, ამიტომ სესილისთვის კითხვა არავითარ საჭიროებას აღარ წარმოადგენდა და პირდაპირ დაადგა მისი სალხისკენ გზას. სადარბაზოსთან მოსულმა კიდევ ერთხელ მოპარა ერისთავს კოცნა და გააფრთხილა, სანამ მეორედ მიკოცნია არაფერი თქვა და გააკეთო, მალე გადადი მანქანიდანო, ისიც გამწარებული გადმოხტა და მთელი ძალით მიუჯახუნა მანქანის კარები, თითქოს პატრონის ჯავრს მასზე იყრისო. თუმცა რაც არ უნდა ბევრი ეფორიაქა და ელანძღა ამაღლობელი, საკუთარ თავთან და მიასთან უკვე მაინც ვეღარ მალავდა იმ სასიამოვნო შეგრძნებეს ,რომელსაც ვაკოს კოცნისას გრძნობდა. ნერვები ეშლებოდა,მაგრამ იმ ემოიცოების ჩახშობა აღარ შეეძლო და უკვე იმისც კი ეშინოდა ამაღლობელთანაც არ გამოეაშარავებინა თავი.
მია მთელი გულით და გონებით იყო სესილის ამბებზე გადართული. ჯერ მისი მეგობრის მოთხრობის ამხელა წარმატება, მერე უროსის ამბები. ტვინი სულ ამ ამბებით ჰქონდა დაკავებული,მაგრამ ცოტნეზე ფიქრიც უაზროდ აეკვიატა ბოლო დროს. გულში აბუყბუყებულ დანაშაულის გრძნობა სვერაფერს უხერხებდა. ახლაღა ხვდებოდა -ანაბელი და ანდრეა მარგიანის ერთადერთი ოჯახი იყო, ერთადერთი რაც მას გააჩნდა და რომელთა შესახებაც არაფერი იცოდა.მაგრამ მიუხედავად დანაშაულის გრძნობისა,მაინც აღარაფრის შეცვლას არ აპირებდა.
______________________________________________________________________
ძალიან ეცადა,მაგრამ წასვლა ვერაფრით აიცილა თავიდან, ძალიან მნიშნელოვანი პროექტი იყო და სხვას ვერ ანდობდა, ამიტომ თვითონვე მოუწია მოსკოვში წასვლა. აეროპორტში თავისი ბავშვობის მეგობარი ვაკო დახვდა. ბიჭმა აიჩემა , მაინც მარტო ვცხოვრობ იმხელა სახლში და სასტუმროში ფულის ყრას ჩემთან დარჩიო. მთელი დღეები შეხვედრებზე დადიოდა, სულ გადარბენაზე იყო. რამოდენიმეჯერ თუ მოახერხა ვაკოსთან ერთად ბარში გასვლა.
-ცოტნე ძმურად რამე მიშველე რა- შემოსჩივლა ერთ დღესაც მეგობრმა.
-რა ხდება ?
-ჩემმა დამ აიჩემა ბავშვი უნდა დაგიტოვოო, ჩემი სიძე მივლინებაში ყოფილა და ძიძაც ავად გამხდარა. რა უდნა ვუყო იმ ბავშვს მე?
-მერე მე რომელი ძიძა მნახე ბიჭო?-გაეცინა ცოტნეს.
- კარგი რა მთლად პატარაც არაა, 4 წლისაა და იქნებ დღეს სახლში ცოტა ადრე მოახერხო მოსვლა და დამეხმარო მის გართობაში,სანამ დედამისი მოვა.

მთელი საღამო პატარა ნიტას დასდევდნენ, ვერაფრით გაეგო ,საიდა ჰქოდნა ამდენი ულევი ენერგია ამ თითისხელა არსებას. ცოტნე კარგად ხალისობდა ნიტას მოთხოვნით ვაკოს თოჯინებისთვის კაბების ჩაცმა რომ მოუწია, ამაღლობელი და უკმაყოფილოდ იქნევდა თავს და თავისი დის მოკვლით იმუქრებოდა. კომპიუტერთან მჯდომმა კიდევ ერთხელ გახედა ბიზა-დისშვილს და უცებ გულზე მძიმედ დააწვა 5 წლის წინანდელი მოგონებები. ისევ ისე აუწვა მთელი სხეული იმ საშინლემა შეგრძნებებმა.
რომ გაიგო მია ორსულად იყო სიახრულსიგან ცას ეწია. იმ პატარაში , ნაკანის სხეულში რომ ცხოვრობდა ,თავისი მომავალი დაინახა მაშინ ცოტნემ. იმ დღეს გოგონას ყვეალფრის გააზრების საშუალება მისცა, მეორე დღეს კი პირდაპირ სახლთან მიადგა მანქანით. გოგონამ რომ განუცხადა აბორტი გავიკეთეო , ენით აღუწერელი ტკივილი იგრძნო უცებ, ეგონა ფეხქვეშ მიწა გამოეცალა და მთელი ქვეყანა დაემხო თავზე. უკვე მესამედ და ამჯერად კიდევ უფრო მწვავე ტკივილმა დაიბუდა მის მთელ სხეულში, ტკვილიმა,რომელიც საყვარელი ადამიანის დაკარგვით იყო გამოწვეული. შეძულდა, მთელი გულით შეძულდა მაშინ მია ნაკანი, გოგონა,რომლის სიყვარულშიც სულ რამოდენიმე დღის წინ გამოუტყდა საკუთარ თავს, იმწამს საშინლად შეძულდა, მილიონჯერ უფრო მეტად, ვიდრე უყვარდა. მან ხომ ასე უგულოდ წაართვა მომავლის ერთადერთი იმედი, იმის იმედი, რომ ჯერ კიდევ შეძლებდა ბედნიერი ყოფილიყო. ახლა პატარა ნიტას უყურებდა და წარმოდეგინა ,რომ მასზე ბედნიერი კაცი არ ივლიდა დედამიწაზე ნიტას მაგივრად საკუთარი პატარა გოგონა ან პატარა ბიჭი რომ დაენახა. მისი შვილიც დაახლოებით ნიტას ხელა იქნებოდა მიას რომ არ მოესწრაფებინა სულ ახლად გაჩენილი არსებისთვის სიცოცხლე. მთელი გული და სული გააყოლა პატარა გოგონას,როცა დედამისმა მოაკითხა. მთელი ცხოვრება უყურებდა როგორ დარბოდა პატარა კიკინებიანი მტირალა არსება სახლში და გამუდმებით როგორ ითხოვდა რაღაცას.
-რა გჭირს ცოტნე? რამდენი საათია გაშტერებული ზიხარ მაგ კომპიუტერთან?!-ჰკითხა მისი მდგომარეობით ნერვებმოშლილმა ვაკომ და დივანზე ძალაგამოცლილი მიესვენა- ვაიმე ბოლო მომიღო ამ ბავშმა -ჩაილაპარაკა თბილი ტონით.
-წავალ დავწვები-დააიგნორა მეგობრის ნათქვამი ცოტნემ და თავისი ლეპტოპითურთ კიბისკენ წავიდა.
მთელი ღამე არ მოუხუჭავს თვალი, საშინელ ტკივილი უღღრნიდა გულს და სულს. ოდნავ მივიწყებული ჰქონდა ის ყველაფერი,მაგრამ ამ პატარამ ისევ განუახლა ჭრილობები. მეორე დღეს არაფრის თავი არ ქონდა, პირველ საათამდე თავი ვერ ასწია ბალიშიდან,მერე ტელეფონის გაუჩერებელმა ზარმა შეაწუხა და იძულებული იყო ამდგარიყო.
-ცოტნე უდნა დამეხმარო- ჩაჰყვირა პასუხისთანავე ვაკომ ტელეფონში.
-ახლა რაღა მოხდა ?-ჰკითხა ნახევრადმძინარემ.
-ცოტნე ის გოგო სესილი, მე რომ გიყვებოდი. სამსახურში არაა, არც არცერთმა თანამშრომელმა იცის რატომ არ არის. მე შეხვედრა მაქვს და ვერ გავალ. გთხოვ რა მიმსამართს მოგცემ დ აგაიგე უბრალოდ კარგად ხომაა,საღამოს კი მე თვითონ ავაკითხავ რა.
-სულ გადაგრია მაგ გოგომ შენ- უთხრა სიცილით მეგობარს- მიდი მომწერე მისამართი და მივალ.
-ძმა ხარ ცოტნიკო.
-გაგაცოტნიკოებ მე შენ.
-კარგი გავთიშავ და მოგწერ-ჩაჰყვირა ტელეფონში გახარებულმა და სწრაფად გაუთიშა. რამოდენიმე წუთში კი შეტყობინებაც მოუვიდა ტელეფონზე. მალევე მოიწესრიგა თავი და ვაკოს მოწერილს მისამართზე წავიდა. ღიმილით აიარა მეორე სართულამდე კიბეები,თან თავის მეგობრის საქციელზე ეღიმებოდა, ერთხელ არ მივიდა გოგო სამსახურში და როგორ აღელდა. ვაკოს ამბავი რომ იცის , ერთ ამბავს დაათევს ამ საწყალ გოგოს სამსახურის გაცდენისთვის. რა საინტერესოა ეს სესილიც რა არის ასეთი კარგი ,ამდენი თვეა რომ ვერ მოეშვა მისი მეგობარი?! ახლა ნახვას და გაიგებს მაინც. ამ ფიქრებში გართულმა დარეკა ზარი და დაელოდა. კარის მეორე მხრიდან ნაბიჯების ხმა გაისმა. კარიც გაიღო და ზღურბლზე მდგარი ცოტნე გაოცებისგან და მოულოდნელობისგან ადგილზე გაქვავადა ნაცნობ სახეს რომ წააწყდა. გაოგნებულმა აათვარიელა მის წინ მდგარი თვალებგაფართოებული გოგონა,რომელიც აშარად მასზე ნაკლებად შოკირებული არაფრით იყო სიტუაციიდან გამომდინარე. მის წინ ნამდვილად მია ნაკანი იდგა, ადამიანი ,რომლის გამოც ეს ხუთი წელი დიდი ტკივილით იყო სავსე.
-შენ..... შენ აქ...-ხმააკანკალებული წამოისროდა სიტყვებს მია და ვინ იცის იმწუთას არ აზრები უტრიალება იმ პატარა თავში- რა გინდ აქ?
ცოტნემ სიბრაზისგან მუშტები შეკრა,რომ ადგილზე არ მიხრჩო მის წინ მდგომი ადამიანი,გუშინდელზე უფრო მძაფრად შემოუტიეს ახლა მტკივნეულმა მოგონებებმა .
-როგორ მომაგენი? რატომ მოხვედი?- წამოიძახა შიშისგან სულ მთლად აკანკალებულმა მიამ და უცებ კარის დახურვას ეცადა,მაგრამ ცოტნემ მაშინმე დაიჭირა ხელით და დახურვის საშუალება არ მისცა.
-შენთან არ მოვსულვარ-უთხრა სიძულვილნარევი ხმით.
-აბა რ აგინდ ააქ? -იგივე კითხვას იმეორებდა მია.
-სესილის ვეძებ ახლა და შენთან ანგარიშს მერე გავასწორებ-ამოლაპარაკა ღვარძლიანად და უფსკრულივით შავი თვალები ჯიქურ შეანათა სულ მთლად აკანკალებულ გოგონას.
-დე ვინაა?-უცებ ოთახიდან გამოტანტალდა პატარა თმააბურძგნული ბიჭი და დაბნეულმა ახედა მისთვის სრულიად უცხო ბრაზმორეულ მამაკაცს.
-ოთახში შედი ანდრი , ახლავე- აღელვებულმა უთხრა შვილს და ცოტნესკენ გახედვა ვეღარ გაბედა.
,,დე ვინაა?’’ ეს კითხვა ექოდ გაუმეორედა ცოტნეს გონებაში. ბავშმა აშკარად მიას დაუძახა დედა, ანუ რა გამოდიოდა?! ეს პატარა 3-4 წლის ბავშვი მიას შვილი იყო. ცოტნე კიდევ ერთხელ გახევდა მოულოდნელობისგან. ადგილზე გაშრა. ტვინის ყველა უჯრებდ აშეწყვიტა ფუნქციონირება, ერთადერთი პატარას სიტყვები მეორდებოდა გონებაში. მიას კი მაგრად ჰქონდა კარის სახელური ხელში ჩაბღუჯული და ბავშვზე მიყინვოდა მზერა. უცებ ადგილზე გაშტერებული ცოტნე რომ შეამჩნია იფიქრა დროს ვიხელთებდა კარს დავკეტავო,მაგრამ კაცმა სწრაფი რეფლექსით დაიკავა ისევ კარები და ამჯერად ორი ნაბიჯით წინ წავიდა. უკვე ზღურბლს გადასცდა და სახლში შევიდა.
-წადი! წადი გესმის? რა გინდა აქ? -აკივლდა სასოწრაკვეთილი მია და ანდრეას ჩამოაეფარა.
-ვინაა დე ? რა უნდა?-იკითხა შეშინებულმა ბავშვმა და ცოტნეს არეული თვალებით ახედა. ცოტნეს ეგონა თავის პატარაობის ფოტოს უყურებდა,უცებ ისეთი მსგავსება დაინახა პატარასა და თავის თავს შორის. ისეთივე უფსკრულივით ღქმა, შავი და ფართე ტვალები, წორბლისფერი კანი, მსგავსი ნაკვთების მოყვანილობა.
-ეს ბავშვი....-ჩამწყდარი ხმით დაიწყო,მაგრამ წინადადების დაბოლოვება ვეღარ მოახერხა.
- შენ არავინ გკითხავს , წადი-უფრო მეტად აეფარა მია ბავშს და შეშინებულმა გადახედა მარგიანს. მისმა საქციელებმა წამის წინ გაჩენილი ეჭვები გაუღრმავა მამაკაცს.
-ეს ბავშვი შენი შვილია?-გამყინავი ხმით იკითხა ცოტნემ,ისე რომ ანდრეასთვის მზერა არ მოუშორებია.
-კი ჩემი შვილია, ვიშვილე- სასწაული ტყუილი დაახეთქა მიამ .
-სისულელეებს ნუ იგონებ. ბრმაც კი შეამჩნევს ,როგორც მგავს ბავშვი-დაიღრიალად გამწარებულამ ცოტნემ.- როგორ ამიხსნის ამ ყველაფერს? შენ გეკითხები?
ყვირილზე ანდრეამ ტავისი პატარა ხელები მაგრამ შემოხვია უარესად შეშინებულ მიას ყელზე და ატირდა.
-წავიდეს დე რა- ბოლო ხმაზე ტიროდა პატარა-წავიდეს მეშინია დეე.
-წადი რა-მუდარაზე გადავიდა მია.
-სად წავიდე გოგო? შენ ნორმალური ხარ? სად წავიდე? - მკაცრი ტონით თქვა ცოტნემ, უდიდსეი ძალისხმევა დასჭირდა,რომ ისევ არ ეყვირა და უარესად არ შეეშინებინა ატირებული ანდრეა.
მოულოდნელად გვერდით ოთხიდან ხმაური გაისმა და მერე ძახილი.
-დედაა... დეე ანდრეა სადააა? -თავისი წკრიალა ხმით იძახოდა ანაბელი და ამ დროს საძინებლის კარიც გაიღო. ამ რამოდენიმე წუთის განმავლობაში უკვე მესამედ ამოჩნდ ასრულიად შოკისმომგვრელ სიტუაციაში მარგიანი. გაფართოებული თვალებით გადახედა ოქროსფერთმიან პატარა თოჯინას,რომელიც დიდრონ ზღვისფერ თვალებს საყვარლად აცეცეცება აქეთ-იქეთ,მერე კი მიას, რომელსაც მაგრად მოეჭირა უკვე ოდნავ ჩაწყბარებული ანდრეასთვის ხელები და თვალები მაგრად დაეხუჭა.
-ახლა გავგიჟდები-აღმოხდა გაოგნებულ ცოტნეს და მიამაც მისი ხმის გაგონებაზე უმალ ჭყიტა თვალები.
-ვინ ამიხსნის რა ჯანდაბა ხდება აქ?-მთელი სხეული დაეჭიმა და გაოცებული უყურებდა მორიგეობით ხან მიას, ხან პატარებს.
-გამარჯობათ-მოულოდნელად შემოვიდა კარში სესილი და უცნობ მამაკაცში ცოტნე მარგიანი რომ გამოიცნო შეშინებული გახტა უკან, თან დაფეთებულმა გადახედა ერთიანად აკანკალებულ მეგობარს.
- ვინ გნებავთ?-ძლივს მოკრებილი გამბედაობით ისე იკითხა სესილიმ ,თითქოს აქაც არაფერიაო. ცოტნე ახლა მასზე გადმოიტანა მზერა და მიხვდა-ეს ალბათ სწორედ ის გოგონა იქნებოდა, ვის სანახავადაც მოვიდა აქ.
-თქვენ სესილი ხართ?-მიუბრუნდა მარგიანი გოგონას.
-დიახ მე ვარ.
-ჰოდა მე სწორედ თქვენთან მოვედი, ვაკომ გამომგზავნა სამსახურში რომ არ გამოცხადდით დღეს. აქ იქ სასწაული ამბები დახვდა-მომაკვდინებელი მზეერა ესროლა მიას. რომელიც უცებ წაბარბაცდა და სესილი რომ არ მივარდნილიყო მასთან და დაეჭირა, ბავშვთან ერთად დაეცემოდა იატაკზე.
-არ მინდა აქ უაზრო სპექტაკლები, ახლავე მოვითხოვ ამიხსნა ეს ყველაფერი- ყინულივით ცივი ხმით თქვა ცოტნემ და ბინის კარი მიხურა.
-დედა- შეშინებულმა დაიკივლა ანაბელმა,როცა მია უგონოდ დაეცა იატაკზე და მასთან მივარდა.-დედიკო რა გჭირს?-ოქროს ცრემლები გადმოყარა პატარამ და დაფეთებული თვალებით გადახედა სესილის დ აანდრეას. სანამ სესილი რამეს მოიაზრებდა, ცოტნე მივარდა უგონოდ მყოფ მინასთან, სწრაფად აიტაცა მსუბუქი სხეული ხელში და დივანზე დააწვინა.
-ჩქარა წყალი მოიტანე- უთხრა სესილის,რომელიც ისე იყო შიშისგან დაბნეული ,რომ ადგილიდან ვერ იძვროდა?
-რა მოუვიდა?- ამოიტირდა ანდრეამ და ზუსტად თავის მსგავს თვალებში ჩახედა ცოტნეს, მამაკახს ტანში უნცაურად გასცრა, საოცარმა სითბომ დაუარა სხეულში და შიგნეული სულ გაუთბო. სითბოჩამდგარ თვალებით აგდახედა პატარებს და გააჟრჟოლა, ძნელი მისახვედრი არ იყო ეს ორი ციცქნა არსება მისი შვილები რომ იყვნენ, მისი მომავლის იმედი, რომლლის დაკარგვასაც ასე საშინლად გლოვობდა დ აგანიცდიდა წლების მანძილზე. ფიქრებიდან სესილის ნაბიჯების ხმამ გამოიყვანა. გოგონა სწრაფად დაიხარა მეგობრისკენ და სველი ხელები მოუსვა სახეზე.
-თვალები გაახილე რა მი . გეხვეწები გაახილე თვალები- ემუდარებოდა ხმაგაბზარული და მონოტორულად დაატარებდა მის სახეზე სველ ხელებს. როგორც იქნა ცოტა ხანში მია შეირხა და ნელა დააშორა ქუთუთოები ერთმანეთს. გუგები წამში გაუფართოვდა და თვალებში ისევ შიშმა დაიბუდა, როცა დივნის კიდეში მდგარ ცოტნეს შეხედა. სწრაფად მოაშორა არეული მზერა მამაკაცს და მომტირალ შვილებს გადახედა,რომლებიც დედის გულის წასვლით შეშინებულები ისე მოთქვამდნენ,რომ მისი გონზე მოსვლა არც შეუნიშნავთ.
-ანდრი, ანო- დაუძახა მისუსტებული ხმით და წამოდგომა სცადა,მაგრამ უცებ თავში საშნელი ტკივილი იგრძნო და ისევ დაწვა.
-არ ადგე მი , იწექი ცოტა ხანს, მოდი წყალი მოსვი- ჭიქა მიაჩეჩა ხელში სესილიმ და წყლის დალევაში მოეხმარა. სესილის ხმის გაგონებაზე ანომ და ანდრეამა ამოიხედეს და გახარებულები მიცვიდნენ მიასთან.
-დეე რა მოგივიდა?-ამოიტირა პატარა ქაბატონმა და დედას მაგრად მოხვია მაწაწინა ხელები.
-ხომ კარგად იქნები დე?-ჰკითხა ანდრეამ და დის ქმედება გაიმეორა.მიამ მაგრამ მოხვია თავისთვის ყველაზე დიდ განძს ხელები და ისევ შიშნარევი მზერა მიაპყრო იქვე მდგარ ცოტნე,ს რომელიც ისევ ისე გახევებული იდგა.
-უნდა ვილაპარაკოთ-თქვა ცოტა ხანში მამაკაცმა, როცა მიხვდა,რომ მია უკეთ იყო.
-ახლა არა. გემუდარები.-საცოდავად ამოიკნავლა გოგონამ.
-ახლავე!- გამყინავი ხმით დასჭექა მარგიანმა და კუპრივით შავი თვალები დაუბრიალა.
________________________________________________________
მია დივნის საზურგეს მიყდრნობოდა და ერთიანად კანკალებდა, თან მზერას ვერ უსწორებდა მის პირდაპირ მჯდარ ცოტნე,რომელიც მოთმინებით ელოდებოდა,როდის დაიწყებდა ნაკანი საუბარს,მაგრამ რომ შეხედა დროს უაზროდ კარგავდა და გოგონა ხმის ამომღები არ იყო ისევ მისი გამყინავი ხმა მისწვდა მიას სმენას.
-რომ მითხარი აბორტი გავიკეთეო მზად ვიყავი დაუფიქრებლად მიმეეხრჩვე ადგილზე,მაგრამ ამის ღირსი ახლა უფრო ხარ. როგორ გაბედე? როგორ გადებე ,რომ საკუთარი შვილების არსებობა დამიმალე?- დაიღრიალა მარგიანმა და ფეხზე წამოიჭრა.
-ხმას დაუწიე , ბავშვებია გვერდით ოთახში და შეაშინებ- ძლივს გასაგონუ ხმით ამოიკნავლა მიამ.
-ახლა ხმის ტემბრსაც კი მიკონტროლებს გოგო. გეკითხები რა უფლება გქონდა ასე რომ მომექეცი? რა გინდოდა მითხარი.-მხრებში წაავლო ხელები, დივნიდნა წამოაგდო და გვარიანად შეანჯღრია.
-მეტკინა-ამოიკნავლა ნაკანმა.
-გეტკინა?! შენ იცი მე როგორ მატკინე? და როგორ მტკენ ახლაც? ლამისაა გავგიჟდე როცა წარმოვიდგე,რომ ამდენი წელი ტყუილად მაწამებდა ის აზრი, რომ შვილი მომიკალი და თურმე ორი ანგელოზივით პატარა მყოლია, მე კი ჩემს მეგობარს რომ არ გამოვეგზავნე აქ, ისე მოვკვდებოდი, ამას ვერ გავიგებდი. მითხარი რა დაგიშავე ასეთი, ასე რომ მომექეცი ჰა?-მთელი ძალით ანჯღრევდა მიას სუსტ სხეულს ცოტნე და ცდილობდა ხმა ეკონტროლებინა,რომ პატარებს მართლა არ შეშინებოდათ. უკვე თავისდაუნებურად მზრუნველობას იჩენდა შვილებზე, რომელთა არსებობის ფაქტიც ჯერ ბოლომდე ვერ გაეთავისებინა.-რაც მოხდა მარტო, მე ა რვიყავი იმაში დამნაშავე, შენი ნებით მოისურვე იმ ღამით ჩემთან ყოფნა, წინააღმდეგობაც არ გაგიწევია. მითხარი სხვა რა დავაშავე ,რომ ასე სასტიკად მომექეცი?
-გეხვეწები წადი- დაუფიქრებლად წამოისროლა სიტყვები მიამ, რაზეც ცოტნე სულ გაგიჟდა.
-გოგო შენ ნორმალური ხარ? სად წავიდე? გგონია რადგან ამდენხანს არაფერი ვიცოდი ბავშებზე ახლაც მშვიდად ავდგები და წავალ? ეს ორი ადამიანი ახლა მთელი ჩემი ოჯახია, ჩემი ცხოვრების ნაწლი და მთელი ჩემი მომავალი და იმედი, რასაც ამდენი წელი მივსტიროდი შენი დამპლური ტყუილის გამო და გგონია ახლა ასე დავტოვებ ყველაფერს და წავალ? უახლეს მოამავალში ბავშვებს საქართველოშ წავიყვან და ჩემთან იცხოვრებენ-ზუსტად ის თქვა მარგიანმა, რისიც მიას ყველაზე მეტად ეშინოდა.
-არც კი გაბედო გაიგე?-იკივლა უცებ- არ გაბედო და ჩემს შვილებს არ გაეკარო ცოტნე მარგიანო,თორემ ჩემი ხელით მოგკლავ გაიგე?
-აქეთ რომ მემუქრება ნახეთ რა- სიბრაზისგან თვალები დააკვესა ცოტნემ- რა გგონია სასამართლოს იმ ყველაფერს რომ მოვუყვები ,რაც ჩაიდინე, მეურვეობას ისე შეგინარჩუნებენ?
-ამას ვერ გამიკეთებ ცოტნე- ხმა გაებზარა მიას.
-ძალიან ჩვეულებრივად გაგიკეთებ. არც კი დავფიქრდები!
-ბავშვებზე იფიქრე ცოტნე, როგორ უდნა გაძლონ ჩემს გარეშე? აქამდე უჩემოდ ერთი ღამეც არ გაუთევიათ.
-მიეჩვევიან უშენობასაც.
-არ გაგატან ჩემ შვილებს.არ მოგცემ მათი წაყვანის უფლებას!
-შენ არა სასამართლო მომცემს უფლებას- ირონიულად ჩაიღიმა მარგიანმა და კარისკენ წავიდა- ჰო მართლა-მობრუნდა უცებ- ხვალ მოვალ და ბავშებს ჩემი თავი უნდა გააცნო, უნდა იცოდნენ ვინ ვარ გასაგებია?
-არც იოცნებო!
-რაც ვთქვი გაიგონე და იცოდე არ გაბედო სადმე დამალვა, მიწიდან ამოგთრით და მაინც გიპოვნით მია-მკაცრად გააფრთხილა სულ მთლად აკანკალებული გოგონა და კარი გაიჯახუნა.

მართლა იფიქრა, სადმე ხომ არ წავიდე ბავშვებთან ერთად, სადაც ვერ მომაგნებსო,მაგრამ იმასაც მიხვდა,რომ მარგიანი მის საპოვნელად ცას და მიწას გადააბრუნებდა, მაინც იპოვიდა და უარესად გაბრაზებული უკვე მართლა აღარ დაინდობდა მიას, თან სესილიმაც უთხრა, რაც დააშავე მაგ კაცის წინაშე იკმარე და შვილებლად ნორმალურად ყოფნის საშუალება მიეციო. მაინც მოუწია პატარებისთვის ცოტნეს გაცნობა და მისი ვინაობის გამხელაც. ბავშვები ჯერ დაბნეულები იყვნენ მოულოდნელი ახალი ამბით, მეორე მესამე შეხვედრაზე კი ურთიერთობა ისე აეწყოთ ,თითქოს მთელი ეს 4 წელი ცოტნე მათ გვერდით ყოფილიყოს და მის წინ გაზრდილიყო ორივე.. მარგიანმა სასამართლოში სარჩელის შეტანა რომ გადაწყვიტა ,მია ლამის მუხლებში ჩაუვარდა როცა გინდა ბავშები მაშინ წაიყვანე, საქართველოში დაბრუნებაზეც თანახმა ვარ,ოღონდ სარჩელი არ შეიტანოო და ბოლოს ძლივს დაითანხმა ცოტნე.
ამ ამბებიდან თითქმის სამი თვე იყო გასული ცოტნეს ბავშვები სასეირნოდ რომ ჰყავდა წაყვანილი ვაკოსთან და პატარა ნიტასთან ერთად. კაფეში იჯდა ხუთივე და ბავშვები ანყინს გემრიელად შეექცეოდნენ,როცა უცებ გახარებულმა ანაბელმა დაიყვირა.
-ანდრი ნახე, სანდრო ბიძია-და ძმას კარისკენ მიუთითა.
-ვაა სანდრო ბიძია- თვალები გაუბრწყინდა მეორე პატარა მარგიანსაც და ორივე ერთად გაიქცა ახლადშემოსული სანდროსკენ.
-თქვე პატარა ჭინკებო აქ რა გინდათ?-გაუცინა სანდრომ ბავშებს და ანაბელი ხელში აიტაცა.
-მამიკოსთან ერთად ვართ , ნაყინს ვჭამთ-მაშინვე ჩააბარა ანგარიში პატარა ქალბატონმა და ცოტნესკენ მიუთითა-სანდრომ ბავშების მამის გამოჩენის შესახებ ორი სიტყვით იცოდა თავისი დის და მიასგან ,მაგრამ ცოტნეს სახელი არასდროს უხსენებიათ, ამიტომ ერისთავს ძალიან გაუკვირდა,როცა პატარების მამაში ცოტნე მარგიანი ამოიცნო.
-სანდრო?!-აშკარად გაოცებული ჩანდა მარგიანიც. თან მათკენ წამოვიდა.
-ცოტნე აქ რა გინდა? არ ვიცოდი თუ ჩამოხვედი.
-სანდრო ბიძია ჩვენ მამიკოს იცნობ?-გაიოცა ანდრეამ.
-კი ანდრიკო, მე და შენი მამიკო ძველი მეგობრები ვართ, საკმაოდ სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი ამ მოულოდნელი ამბით ცოტნე- ახლა მარგიანს მიუბრუნდა სანდრო.
-მოდი ჩვენს მაგიდასთან და თან მომიყევი საიდან იცნობთ თქვენ ერთმანეთს- შესთავაზა ცოტნემ და მაგიდისკენ მიუთითა-თან ვაკოც აქაა.
-ვაა მართლა? თქვენ უჩემოდ მოგიყრიათ ძმაო თავი . მე მომტეხეთ თუ რა პონტია?-ვითომ იწყინა სანდრომ და თან მაგიდისკენ წავიდნენ.
-რას ამბობ სანდრინიო, ვაკომ არც იცოდა შენ თუ აქ ცხოვრობდი, მე რომ ჩამოვედი მაშინვე მინდოდა შენთან დარეკვა,მაგრამ რაღაც გაუთვალისწინებელი ამბები მოხდა და....
-ეს სანდრო არაა?-უცებ წამოიძახა ვაკომ და დიდი ხნის უნახავ მეგობარს გადაეხვია-რაშვები სანდრინიო როგორ ხარ?
-რავიცი ამაღლობელო, შენგან დავიწყებული რას ვიზამ?! -გაუცინა სანდრომ და თავისუფალ სკამზე ჩამოჯდა.
ერთმანეთის სიახლეები გამოიკითხეს, ძველი ამბები გაიხსენეს და მომავალი შეხვედრაც დაგეგმეს ბიჭებმა. მერე ვაკომ ლაპარაკს მოაყოლა , რედაქციაში ხვალ უამრავი საქმე მაქვსო და სანდროს კიდევ ერთი გაოცების მიზეზი გახდა,როცა თავისი კომპანიის სახელი ახსენა.
-მოიცა ეგ გაზეთი შენია ვაკო?
-ჰო რა იყო?
-თქვენთან ჩემი და მუშაობს და რაც ეგ თავის უფროსს ლანძღავს......-გაეცინა სანდროს.
-რა ჰქვია შენ დას? მითხარი ერთი რომელ ჩემ თანამშრომელს არ ვეხატები გულზე- სიცილში აჰყვა ვაკოც და ღიმილი სახეზე შეაშრა ,როცა სესილის გვარი ამოუტივტივდა გონებაში-მოიცადე.. ახლა არ თქვა ,რომ... სანდრო სესილი შენი დაა?
-კი ეგ ქალბატონია ჩემი და- სიცილით დაუდასტურა ერისთავმა,რომლის პასუხმაც ამაღლობელის სახეზე მრავალმნიშვნელოვანი ღიმილი გამოიწვია.
-აჰა. ანუ ეგ ქალბატონი შენი დაა...
-კი ბატონო გახლავთ, რა იყო, შენთანაც გამოავლინა ბრჭყალები?
-უფ თან როგორ-გაეცინა ამაღლობელს და კსესილის ფრჩხილების სიმწარე თითქოს ისევ იგრძნოო.
-მოიცა ეგ ის გოგოა, ვისთანაც მია და ბავშები ცხოვრობენ?- საუბარში ჩაერთოთ ცოტნე.
-კი ეგაა- უპასუხა ვაკომ და თვალი ჩაუკრა. ,,ახლა მეტი მიზეზი მექნება იმ ქალბატონთან შესახვედრა’’ გაიფიქრა კმაყოფილმა და სკამის საზურგეს მიეყრდნო.
იმ დღეს კიდევ დიდხანს ისაუბრეს. ბოლოს შეთანხმდნენ,რომ ისევ შეიკრიბებოდნენ და მეგობრულად დაემშვიდობნენ ერთმანეთს.

მეორე დღეს ცოტნემ ბავშვების წამოსაყვანად მიაკითხა მიას. ერთმანეთისთვის ხმაც არ გაუციათ , ისე დაემშვიდობა მომავალ დილამდე ნაკანი შვილებს და ისე მიუხურა კარი. მთელი დღე შესანიშნავად ერთობოდა უფროსი მარგიანი და ანდრეა, ანაბელი კი რატომღაც მოწყენილი იჯდა და არც თამაში აჰყოლია მამა-შვილს, არც ნაყინი უჭამია მათთან ერთად.
-ანო მა კარგად ხარ?-ჰკითხა ბავშვის უხასიათობით შეწუხებულმა ცოტნემ.
-არა-საწყლად ამოიკნავლა პატარამ და ოქროს ცრემლები გადმოყარა დიდრონი ზღვისფერი თვალებიდან.
-რა გჭირს ანო?-ჩაეკითხა შეშინებული ცოტნე.
-ცუდი გოგო ვარ- ამოიტირა ბავშვმა და თავი დახარა, მისმა პასუხმა მარგიანს ღიმილი მოჰგვარა.
-არ ხარ შენ ცუდი გოგო, პირიქით ყველაზე უკეთესი ხარ მა.
-არა არ ვარ.
-რატომ?
-რატომ და დედიკო ტანსაცმელს რომ მაცმევდა ჩუმად იტირა რომ ვტოვებდით იმიტომ და მე მაინც წამოვედი-ამოიკნავლა პატარამ და თავი დახარა. ცოტნეს საშინლად მოხვდა შვილის სიტყვები გულზე. მიუხედავად იმისა,რომ მიას დაანაშაული მის მიმართ ძალიან დიდი იყო,მაინც არ უნდოდა ერთ დროს საყვარელი ქალის ცრემლების და ტკივილის მიზეზი გამხდარიყო. ან კიდევ ისიც გასარკვევი ჰქონდა საკუთარ თავთან მხოლოდ ადრე იყო მია მისთვისს სასურველი ქალი,თუ ჯერ კიდევ ბუდობდა მის გულში ის პატარა ქალბატონი.
-სახლში მინდა-ფიქრებიდან ანდრეას ხმამ გამოოყვანა.
-რატომ მა ?კარგად ჳერთობოდით
-დედიკომ იტიროს აბა? -ჩაეკითხა პატარა,რაზეც ცოტნეს გაეღიმა.
-კარგი . სათამაშოები აიღეთ და წავედით.

ერთ კვირაში ცოტნემ განუცხადა,რომ საქართველოში ბრუნდებოდა და ბავშვების წაყვანაც სურდა. თავიდან მია საშინლად გაბრაზდა და სასტიკი უარი მიახალა,მაგრამ მამაკაცმა მეურვეობის შესახებ მუქარა შეახსენა და წამში შეაცვლევინა აზრი. ერთადერთი,რამაც გაახარა ის იყო,რომ მონატრებულ სამშობლოს ნახავდა ,საიდაანაც რამოდენიმე წლის წინ გადმოიხვეწა. თანაც მათთან ერთად სესილიმაც და სანდრომაც აიღეს შვებულება და ცოტა ხნით საქართველოში წასვლა გადაწყვიტეს. ვაკომაც რათქმაუნდა ბევრი ფიქრია გარეშე იყიდა თვითმფრინავის ბილეთები,როცა გაიგო,რომ სესილიც მიდიოდა.
____________________________________________________
საქართველოში დაბრუნებულმა პირველ რიგში მშობლიურ სახლს მიაშურა მშობლებთან ერთად ,რამაც ნინოს ბედნიერებით აცრემლებული თვალების და გიორგის გაცისკროვნებული სახის ნახვის საშუალება მისცა. ერთი წელია მშობლები არ უნახავს და უკვე ტკივილამდე ენატრებოდა ორივე. ცოლ-ქმარმა შვილის და შვილიშვილების მოსიყვარულებით ძლივს იჯერა გული. ბოლოს მიამ ყველფერჯ მოუყვა მშობლებს,რომლებისთვისაც პატარების მამის ვინაობა უკვე კარგა ხანია უცხო აღარ იყო. მართალია მაში. გიორგიმ ერთი ამბავი დააწია ,ცოტნეს მოსაკლავად იმ დღესვე . მოდიოდა საქართველოში ,მაგრამ მიას განწირულმა თვალებმა და თვითმკვლელობის მუქარამ შეაჩერა და მარგიანს ახლოს არ გაკარებია. თან მიამ თავისებურად შეულამაზა ამბავი,მეგონა მიყვარდა და ვხვდებოდით ერთმანეთსო.

-რადგანაც ბავშვები უშენოდ ვერ ძლებენ,მე კი ბავშვების გარეშე, მინდა სამივე ჩემთან გადმოხვიდეთ საცზოვრებლად და ეს გასაჩივრებას არ ექვემდებარება წინასწარ რომ იცოდე ისე.-განუცხადა ერთ დღეს მარგიანმა,როცა მია მშვიდად გაჰყირებდა პარკში მოთამაშე შვილებს.
-და ასე უნდა მატარო სულ შენს ნებაზე-საკუთარი უსუსირობის გამო ტირილი მოუნდა მიას.
-თუ გირჩევნია არ დათანხმდე და მეურვეობაზე შევიტან სარჩელს.
- ასე უნდა მაშანტაჟო სულ? -საშინლას. გაბრაზდა მია.
-შენ თვითონ ჩაიგდე ამ დღეში თავი და აქეთ მსაყვედურობ? -ჰკითხა მშვიდად.
-გადმოვალ ,სხვა რა გზაა?
-არც არავითარი.
-ამ ირონიას მაინც მოეშვი-ზღვიაფერი თვალები დააბრიალა ნაკანმა და ისევ პატარებს გახედა.
მშობლებს სიტუაცია აუხსნა და მეორე დღესვე ბავშვებთან ერთად გადაბარგდა მის სახლში,რასაც ცოტნეს მომდევნო სურვილი მოჰყვა-განუცხადა ,მინდა ბავშვები ნორმალურ ოჯახში იზრდებოდნენ,ამიტომ ხელი უნდა მივაწეროთო და დიდი წინააღმდეგობის მერე მაინც დაითანხმა მია.

ხელმოწერაზე მხოლოდ სესილი ,ცოტნეს მეჯვარე ,ვაკო,მიას მშობლები და სანდრო იყვნენ. მერე რეატორანში მცირე სუფრით აღნიშვნაც დაიჯინა ცოტნემ და აქაც თავისი გაიტანა,თუმცა ნინო და გიორგი მალევს წავიდნენ სახლში.
ცოტნე უყურებდა ულამაზეს მოკლე კაბაში გამოწყობილ უკვე თავის ცოლს და სურვილი კლავდა ,რომ კოცნით დაეხრჩო. თან ოდნავ სასმელიც ჰქონდა მოკიდებული და ემოციების და გრძნობების კონტროლი საშინლად უჭირდა. მოულოდნელად დასტაცა მკლავში ხელი მიას,სკამიდან წამოაყენა და სულ სირბილით წაიყვანა საპირფარეშოსკენ. არც თავისიანების გაოხებული სახეებისთვია მიუქცევია ყურადღება და არც მიას ჩხუბისთვის. მოუთნენლად შეარბენინა საპირფარეშოში,კარი გადაკეტა და ზედ ააკრა სიბრაზისგან სულ გაწითლებული მია.
-შენ სულ გააფრინე ხომ? რაებს აკეთებ? -აკივლდა გამწარებული ნაკანი,მაგრამ წამში მოუწია ხმის გაკმენდა,როცა ცოტნე მოუთმენლად დაეტაკა აწითებულ ტუჩებზე. მია განწირულივით აფართხალდა ,მაგრამ თავი ვერაფრით დაიხნა სურვილმორეული მარგიანისგან. მერე თითქოს დანებდაო,მიხვდა მასთან უაზრო ჭიდილი გამოდიოდა ,ერთიანად მოდუნდა ცოტნეს მკლავე ში ჩაბღუჯული და რაღაც მომენტში თვითონაც გაუცნობიერებლას აჰყვა კოცნაში. ამით გათამამებულმა მარგიანმა ცალი ხელი წელიდან მოაშორა,თმა უკან გადაუყარა და ამჯერად ერთიანად აკანკალებული მიას ყელს დასწვდა ტუჩებით. ორივე კარზე კაკუნმა მოიყვანა გონს. სიცილნარევი ხმით შემოსძახა ვვაკომ
-გვრიტებო,ვიცი მარტო რომ გინდათ ყოფნა ,მაგრამ პატარებმა მოგიკითხეს და მალე თუ არ მოხვალთ ატირდებიან კიდეც.
სირცხვილისგან აჭარხალებული მია ელდანარკრავივით მოშორდა მარგიანს და გამწარებული გავარდა კარიდან. ვაკოს სახეში ვერც შეხეხა ისე აუარა გვერდი და დარბაზისკენ გაიქცა ამაღლობელი კი მეგობრის გაღიმებული სახის დანახვაზე სიცილით ლამის გაიგუდა.
-არ მეგონა ასე მალე თუ გაგივლიდა მის მიმართ სიბრაზე-ღიმილით გადაულაპარაკა დარბაზისკენ მიმავალმა მეგობარს.
- არც მე.-ღიმილითვე მიიღო პასუხი და მალე მაგიდასაც მიუსხდნენ. რესტორნიდან გამოსვლამდე მიას ერთხელაც არ გაუხედავს ცოტნეკენ. სამაგიეროხ ქმარი ბურღავდა ჭინკებათამაშებული მზერით და წუთებს ითვლიდა როდის მოიხელთებდა ისევ მარტოს. მისთვის ფეიიერვერკის გასროლასავით იყო,როცა ძილმორეული ანაბელი აკრუსუნდა ამაღამ სესისთან მინდა დაძინებაო,ტყუპოსცალიც აიყოლია და სესილი იძულებით დაითანხმეს,რომ მათთან დარჩენილიყო იმ ღამით.
რესტორნიდან სახლში მისული ბავშვები და სესილი უმალ გადახტნენ მანქანიდან. მარგიანმა უკანა სავარძელზე ჩათვლემილ ცოლა გადახედა და მათ მიაძახა დაწექით არ დაგ ელოდოთო. სესილიმ სიცილით დაუკრა თავი და სულ კისკისით შეაბიჯა ბავშვებთან ერთად სახლში. ცოტნე მიას მიუბრუნდა და ოდნავ შეანჯღრია,რომ გაღვიძებოდა. გოგონამაც მალევე მიაპყრო გაოცებული მზერა და მერე ნახევრადდაცარიელებული მანქანა მოათვარიელა.
-წინ გადმოდი,სასტუმროში მივდივართ-ღიმილით გახედა სარკიდან ცოტნემ.
-გაგიჟდი ხომ? რა გვინდა სასტუმროში?
-ჳითომ ვერ ხვდები?-ისევ დალანდა მიამ მაამაკაცის თვალებში ახტუნებული ჭინკები,რაც კარგს არაფერს უქადდა,ან პირიქით,მომავალში ძალიან კარგ ამბებსაც პირდებოდა.
-არ ხარ ნორმალური არა!- წამში დაასკვნა ნაკანმა და მანქანიდან გადასვლა დააპირა,თუმცა ცოტნემ მისი დაჭერა მოასწრო. ფრთხილად გადაძვრა უკანა სავარძელზე და მიას გვერდით მიუსკუპდა.
-გამიშვი ხელი!-სულ ტტუილად სცადა თავის დახსნა. პირიქით ცოტნე გვერდიდან აეკრო და ახურებული ტუჩები მიაწება ყელზე.
-არ გინდა რა-საწყალი ხმით ამოიკრუსუნა მიამ და გაპროტესტების ნაცვლად თანხმობა უფრო ამოიკითხა მარგიანამ მის ტონში. მრავალმნიშვნელოვნად ჩაიღიმა და ამჯერად მიაას ტუჩებს დასწვდა.
-უზომოდ. მომნატეებიხარ პატარა ქალო-უთხრა საოცარი სითბოთი გაჟღენთილი ხმით წამში შეუხსნა კაბის ელვა.
-ცოტნე...
-გეყოს! - ვითომდა მკაცრად უთხრა მარგიანმა და ზედ ლავიწზე დაუტოვა მხურვალე კოცნის კვალი.
-ულამაზესი შვილები გვყავს და არ გინდა კიდევ ერთ მათნაირზე ვიზრუნოთ? -ეშმაკურად ჩაეკითხა მარგიანი თვალებმილულულ გაყუსულ მიას და კაბის ქვეშ შეცურებული თითები მაგრად მოუჭირა შიშველ წელზე. იგრძნო,როგორ დაუარა გოგონას მთელ სხეულში ჟრუანტელმა და ამით კმაყოფილმა უფრო თამამად გაანაგრძო ტუჩებით მიისი სახის თითოეული ნაკვთის შესწავლა. ბოლოს ისევ სანატრელ ტუჩებს დაააკვდა. სულ რამოდენიმე წუთში მისი კაბაც სადღაც წინა სავარძლისკენ მოისროლა და აღფრთოვანებული დააკვირდა ქალის საოცრად მოხდენილ სხეულს, რომელსაც ბადრი მთვარის შუქი სულ სხვაგვარ სილამაზეს ანიჭებდა.
-ჩემი ლამაზი,გემრიელი გოგო-დაუჩურჩულა ღიმილით ზედ ტუჩებთან და მთელი სინაზით აკოცა.

დილით გაღვიძებულს ვაუკვირდა,როცა თავი ცოტნეს საძინებელში დაიგულა. ნელა გააპპარა თვალი მასზე აკრული მამაკაცის სახიაკენ და როცა შეხედა,რომ ჯერ კიდევ სძინავდა.ფრთხილად გამოძვრა მისი მკლჳებიდან და საწოლიდან ადგა.
-ეს როდისღა ჩამაცვა? -ჩაილაპარაკა სირცხვილისგან ერთიანად აპილპილებულმა და წინა ღამის გახსენებაზე ამავდროულად მთელ სხეულში გააჟრჟოლა.

სააბაზანოდან გამოსულს ცოტნე ისევ მძინარი დახვდა. სწრაფად მოიწეარიგა თავი და მისაღებ ოთახში მულტფილმის ყურებით გართულ შვილებს და სესილის შეუერთდა. მთელი დღის მანძილზე არიდებდა მხიარულად მომღიმარ ცოტნეს თვალს,რაც მამაკაცს კიდევ უფრო ახალისებდა. ბოლოს მისი უაზროდ გაბადრი სახე ყელში რომ ამოუვიდა გაბრაზებული შეჰყვა სამზარეულოში.
-იცოდე მაგ იდიოტური ღიმილი მოიშორე სახიდან მარგიანო .-დაუჩურჩულა გაბრაზებულმა მკაცრი ხმით და მაცივრის კარი მიუხურა.
-რა არ მოგწონს?ეშმაკურად ჩაიღიმაა ცოტნემ და წელზე ხელი შეუცურა.
-ხელი გამიშვი!
-მოეშვი ამ უაზრო ფორიაქს მია. ძლივს შევძელი ,გადავლახე შინაგანი წინააღმდეგობა და გაპატიე ის საშინელი ტყუილი. ამიტომ მოეშვი წინააღმდეგობას და როგორც ჩვეულებრივმა. ცოლ-ქმარს ნორმალური ოჯახი გვქონდეს.
-ცოტნე ჩვენ არ გვიყვარს ერთმანეთი და ვერ ვიქნებით მე და შენ ჩვეულებრივი ცოლ-ქმარი. -მარგიანმა სიბრაზისგან მთელი ძალით მოუჭირა წელზე მოხვეული ხელი.
-მეტკინა ცოტნე-წამოოყვირა მიამ.
-ბევრ ლაპარაკს მოეშვი და აგარც გატკენენ !
-გამიშვი.
-აჰა გაგიშვი. წადი და იარე ახლა სადაც გინდა-ცივად შეუშვა ხელი და სამზარეულო ჩქარი ნაბიჯით დატოვა..

გიორგი ძლივს შეეგუა იმ აზრს,რომ მარგიანი მისი სიძე და მიას ქმარი იყო.ისევ ისსე აღრენილი იყო მამაკაცზე,მაგრამ თავისი შვილის და შვილიშვილეების კეთილდღეობის გამო თავს ერეოდა და ყოველთვის ცივილიზებული ზრდასრული ადამიანივით იქცეოდა ცოტნესთან. ნინოს გულის მოგება კი წამში მოახერხა,რისი შედეგიც იყო სიდედრიიდან ყოველ კვირაში გამოგზავნილი ან საკუთარი ხელით მოტანილი ნაირ-ნაირი ტკბილეულობა.

ივნისის ბოლოს თბილისსში სიცხე უკვე აუტანელი გახდა,ამიტომ დასასვენებელი ადგილის არჩევას ყველა ერთად შეუდგა.
-მე მთაში მინდა წასვლა -აწუუწუნდა სესილი.
-მე ზღვა მირჩევნია-უმალვე ჩაუდგა ჯიბრში ვაკო.
-ვახტანგ შენთვის აზრი არავის უკითხავს და ნუ გამოხტი მეცამეტე გოჭივით.
-გითხარი მგონი მასე ნუ მომმართავთქო,ან ეს მეცამეტე გოჭი საიდანღა მოოტანე აა??
-შენი სახელით მოგმართავ,რა არ მოგწონს?
-მოგხვდება ერისთავო იცოდე.
-ტყუულად ნუ მემუქრები ვახტანგ რა. მაგ შენი ნაზო ,გაკნაჭული ხელებით რა უნდა მიქნა? -ცოცხალი თავით არ მოეშვებოდა სესილი მის დაცინვას სანდრო რომ არ ჩარეულიყო მათ კამათში.
-მორჩით! თუ არადა გარეთ გადით და იქ დაგიწყვეტიათ ერთმანეთი. შევწუხდით უკვე ამ თქვენი უაზრო კამათით.
-ძმაც ამას ჰქვია . აბა ის კი არა და ვარ ხა დამიცვას,გარეთ გადით და დაგიწყვეტიათ ერთმანეთიო. -უკმაყოფილოდ ააფრიალა
-აბა დავიღალეთ უკვე სესო.
-კარგი ჰო მიდით ,თქვით ვის რა ვარიანტი გაქვთ.
-მე ბათუმში მინდა წასვლა.-თქვა ვაკომ.
-მე რაჭაში არ ვყოფილვარ წლები და იქ მინდა.-ნიშნისმოგებით გადახედა ერისთავმა.
-მეც მინდა რაჭა. -იყვირა ანდრეამ.
-მოდით კენჭისყრით გადავწყვიტოთ -გამოსავალი იპოვა ცოტნემ-ვის უნდა რაჭაში დასვენება?
პირვლმა ხელი სესილიმ აწია,მერე მიამ და ანდრეამ.
-და ზღვაზე? - ამ ვარიანტს ანაბაელი,ვაკო, სანდრო და ცოტნეც ემხრობოდნენ. სესილის კი უნდოდა რაჭაში წასვლა,მაგრამ ასე არ დაიჯინებდა ვაკოს რომ არ გამოეთქვა ბათუმში წაასვლის სურვილი. ახლაც ბათუმში წასვლა რომ გადაწყდა ,იმაზე გაბრაზდა ,რომ ამაღლობელმა აჯობა და თავისი გაიტანა. სიბრაზისგან თვალებზე ცრემლები მოაწვა და გაბრაზებულმა უყვირა ძმას.
-სულ არ გიყვარვარ . რა მოხდებოდა რაჭოსთვის დაგეჭირა მხარი?-და აცრემლებული გავარდა გარეთ.
-რა ეტაკა ამ გოგოს?-გაოცებულმა იკითხა სანდრომ და გაყოლა დააპირა ,მაგრამ ვაკომ შეაჩერა.
-მოიცა მე გავალ და დაველაპარაკები.
-არ გინდა თუ ძმა ხარ,ორ წუთში ან განწირული ყვირილის ხმა შემოვა სახლში,ან ორივე დამტვრეულები შემოხვალთ-სიცილით უთხრა ცოტნემ.
-ნუ გეშინიათ,თეთრ დროშას წავიღებ ზავის ნიშნად-გაეცინა ვაკოსაც და კარი გაიხურა.
სახლის უკან მიაგნო საქანელაზე მჯდომ სესილის და მისკენ წავიდა.
-რა პატარა ბავშვივით იქცევი რა გჭირს?-ღიმილით ჰკითხა და წინ აესვეტა.
-არაა ეგ შენი საქმე- უპასუხა გაბზარული ხმით სესილიმ,ისე რომ თავი არ აუწევია.
-მოიცა შენ რა ტირი?-ნიკაპზე წაავლო ხელი ამაღლობელმა და თავი ააწევინა. მის ცრემლით აბრჭყვიალებულ ზღვისფერ თვალებს რომ გადააწყდა ,გულით გაეღიმა.
-რა გატირებს სულელო?
-[შენი რომ გაიტანე მაინც ის-სიმართლე არ დაუმაალავს სესილის.
-ეგრე მე სულ ჩემი გამაქვს და სულ უნდა იტირო?-გულიანად გაეცინა ვაკოს და აწითლებულ ცხვირზე დაჰკრა თითი.
-ამ ერთხელ გაიტანე შენი და თავში ნუ აგივარდება ახლა.
-ჰოო?! არადა მე კიდევ ერთ საკითხში ვაპირებ ჩემი სურვილის გატანას -ეშმაკურად ჩაეღიმა ამაღლობელს . მოულოდნელად დაიხარა და ტუჩები მიაწება სესილის ახურებულ ტუჩებს . ცალი ხელი მჭიდროდ მოხვია წელზე,მეორე კი ზურგზე ,რომ სესილი ვერ დასხლტომოდა ,თუმცა თავისდა გასაკვირად გოგონას შეწინააღმდეგება არ უცდია,რაღაც მომენტში თვითონაც კი აჰყვა კოცნაში.
-ასე ტკბილად თუ მაკოცებ ხოლმე,მზად ვარ ყველა შენი ახიირება შევასრულო- კმაყოფილი ხმით უთხრა თვალებში ჭინკებახტუნებულმა ვაკომ ,როცა ტუჩები მოაშორა. სესილიმ წამში დაჭყიტა მინაბული თვალები და უკან გახტა.
-არც კი იოცნებო-შეუბღვირა გაბრაზებულმა და სახლისკენ გაიქცა. ამაღლობელიც ფეხფაფეხ მიჰყვა უკან.
-იცით რა?! დავფიქრდი და... რაჭაში დასვენებას რა სჯობს აა? მე ჩემ ხმას რაჭის ვარიანტს ვაძლევ-ღიმილით განუცხადა სახლში შესულმა ვაკომ ყველას.
-აღიარე რით მოგთაფლა -გაოცებულმა სიცილით ჰკითხა ცოტნემ.
-ეგ ჩვენი პატარა საიდუმლოა-უპასუხა ამაღლობელმა და თვალი ჩაუკრა ლოყებააფაკლულ გოგონას-სანდრო შენთან მარტოა მინდა დალაპარაკება და ცოტა ხნით გავდეთ კარგი?
-ხომ მშვიდობაა? კარგი წამოდი.
-კი ,კი მშვიდობაა.-გაუღიმა ვაკომ.
ბიჭბი სახლიდან რომ გავიდნენ ცოლ-ქმარმა მზერა ახლა აფორიაქებული სესილისკენ მიმართა.
-ბედი გაგეხსნა ცოლის დავ-სიცილით უთხრა ცოტნემ და მიას ხელი გადახვია,რაც ამ უკანასკნელს არც კი გაუპროტესტებია,პირიქით უფრო მიიწწია და მეტად აეკრა ქმარს.
-ნუ სულელობ რა . მე რა შუაში ვარ? სულ სხვა თემაზე უნდა ილაპარაკონ.
-და შენ გჯერა ახლა შენი ნთქვამის?-სიცილით ჰკითხა მიამ მეგობარს.
-მორჩით ახლა-დაუცაცხანა ორივეს სესომ და სამზარეულოსკენ წავიდა.
ძალიანაც ეცადნენ ,მაგრამ ვერცერთს ვერ დააცდენინეს თუ რა თემაზე საუბრობდნენ მთელი ნახევარი საათი,სამაგიეროდ სანდროს ეშმაკური მზერა ,რომელიც თავისი დისკენ მიემართა ,ყველაფერს უსიტტყვოდ ამბობდა და სესილის ამაღლობელის მოკკვლის სილურვილს უღვიძებდა გულში.

სანდროს და სესილის პატარა ლამაზი სახლი ჰქნდათ რაჭაში . შაორთან ახლოს,ნახევარუ ბავშვობა იქ ჰქონდათ გატარებული ერისთავებს და განსაკუთრებით უყვარდათ იქაურობა. ახლაც იმ სახლში გადაწყვიტეს დაბინავება. მიას დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად მას ცოტნესთან ერთად მოუწევდა ოთახში ყოფნა. ბავშვებს მშობლების გვერდით გამოუყვეს საძინებელი. სესილის და ვაკოს ოთახებიც გვერდი-გვერდ იყო. რაჭაში ჩასულებმა ჯერ სახლინმოაწესრიგეს ,ბარგი ამოალაგეს და ყველა ნივთს საჭირო ადგილი მიუჩინეს,შემდეგ კი გოგონებმა სადილიც გაამზადეს.
რომ მოსაღამოვდა ეზოში ცეცხლი დაანთეს და შუაღამემდე იქ იყვნენ.მეორე დღისთვის ტბაზე გასვლა ჰქონდათ გადაწყვეტილი. დილით სესილი რომ ადგა ბიჭებს უკვე ეღვიძათ. ღიღინით ჩაიარა კიბეები უმცროსმა ერისთავმა და ძმას გვერდით მიუჯდა
-რა იყო სანდრო ისევ ხვრინავ? მთელი ღამე არ დამაძინა შენმა ხმამ -უთხრა ეშმაკური ღიმილით და მოსალოდნელ პასუხს დაელოდა,თან ამაღლობელისკენ ჩუმად აპარებდა მზერას,რომელიც დაბღვერილი უყურებდა.
-სესო შენს გვერდით ოთახში ვაკოს სძინავს-სიცილით უთხრა ცოტნემ.
-უი მარლა?-ვითომ გაუკვირდა და აფერისტულად გაუღიმა ბიჭს.
-ჰო მართლა და სხვათაშორის არ ვხვრინავ ძილში და მოეშვი პროვოკატორობას.
-როცა გძინავს ძალიან გაიგებ ხვრინავ თუ არა.
-დილიდან ნერვები რომ არ მომიშალო არ შეგიძლია?-,დაუღრინა ვაკომ.
-სანამ ტბაზე წავალთ აბა რით გავერთო?
-სანდრო მიას და ბავშვებს ავაკითხავ მე და შენ ამათ ხელში გამძლეობას გისურვებ-სიცილით გაეცალა ცოტნე მათ და კიბისკენ წავიდა.
ის იყო ოთახის კარი უნდა გაეღო,რომ უცებ მიამ დაასწრო და მარგიანს ხელში მოკლე ჯინსის შორტსა და ტანზე მომდგარ თეთრ მაისურში გამოწყობილი ცოლი შერჩა. მის შემხედვარე კმაყოფილმა ჩაიღიმა . წამში შეაბრუნა ოთახში და კარი შიგნიდან გადაკეტა.
-რას აკეთებ ცოტნე?
-მე და შენ საქმე გვაქვს-უთხრა დახშული ხმით და გულზე აიკრა.
-ცოტნე გეყოს სირცხვილია.
-რა არის სირცხვილია? ცოლთან ერთად ცოტა ხნით თუ განვმარტოვდი ოთახში.
-მარტო საბუთების მიხედვით ვართ ჩვენ ცოლ-ქმარი.-თვალები დაუბრიალა ნაკანმა.
-ჰოდა საბუთების გარეშეც ვიქნებით დღეიდან-სანამ მია რამის თქმას მოასწერბდა.მანამდე დაადუმა კოცნით.
-სირცხვილია ცოტნე-ამოილუღლუღა მიამ როცა მარგიანმა ტუჩები ყელზე მიაწება.
-ნუ მაბრაზებ მიაკო-სიცილით ჩაუკრა თვალი წამში უკუსვლით წაიყვანა საწოლისკენ.
-გიჟი ხარ მარგიანო-უკვე მიაც იცინოდა.
-მასე გამოწყობილი თუ ბევრჯერ ამეტუზები წინ ,იცოდე ვრრც ვერასდროს გაცდები საძინებელს - ღიმილით დაუქნია თითი ცოტნემ და თავისი მოწონებული მაისური წამში მოისროლა ოთახის რომელიღაც კუთხეში.

-ძლივს გეღირსათ ჩამოსვლა-უკმაყოფილო მზერა შეაგება კიბეზე მომავალ წყვილს სესილიმ-დროზე ისაუზმეთ და წავიდეთ.
-მე არ მშია ,შენ შეჭამ რამეს?-მიუბრუნდა მიას ცოტნე.
-არა . წავიდეთ უკვე.
მთელი დღე ტბის ნაპირას იყვნენ.ბავშვები თამაშობდნენ უფროსები მწჳადებისთვის ცეცხლის დასანთებად შეშას აგროვებდნენ. უკვე კარგად შებინდებული იყო შინ რომ დაბრუნდნენ და მთელი დღის გადაღლილობის გამო ყველამ თავის კომფორტულ საწოლს მიაშურა.
ცოტნეს მთელი სხეულით ჰყავდა აკრული საყვარელი ქალი, მის თმებში ჰქონდა სახე ჩამალული და მშვიდად სუნთქავდა. მიას ეგონა უკვე ეძინა მარგიანს ,ამიტომ თვითონაც დახუჭა თვალები. ის იყო ჩათვლიმა,რომ ცოტნეს ხმამ უმალვე გამოაფხიზლა.მამაკაცი ოდნავ წამოჯდა საწოლზე და ზემოოდან დააჩერდა მთვარის შუქით განათებულ მიას სახეს.
-შენ და მთვარე უხდებით ერთმანეთს-უთხრა ღიმილით და შუბლზე მიაკრა ცხელი ტუჩები. ცოტა ხანს გაჩუმდა,თითქოს რაღაც სერიოზულზეა ჩაფიქრებულიო,მერე კი ისევ მოულოდნელად დაიწყო.
-შენ არ იცი რამხელა ზიზღს ვგრძნობდი შენს მიმართ ხუთი წლის წინ,როცა მეგონა,რომ ბავშვი მოიშორე და შვილი მომიკალი. მთელი ეს წლები საშინელი ტანჯვა იყო ჩემთვის.მერე კი მოულოდნელად ისევ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში,ოღონდ ამჯერად მარტო კი არა,ორ ანგელოზთან ერთად და ჩემ არსებობას აზრი დაუბრუნე. სიტყვებით ვერ გადმოგცემ როგორ ვბრაზობდი შენზე ,როცა აღმოვაჩინე ,რომ მაში. მომატყუე და სულ ტტყულად ვიტანჯე ამდენხანს . მერე უწინდელი სიბრაზე და სიძულვილი სადღაც მიიჩქმალა და ბოლოს სულ გაქრა. რაც უფრო დრო გადიოდა ,მით უფრო მენატრებოდა შენთან ყოფნა და იცი რას მოვხვდი? მიყვარხარ მია ნაკანო. ბედნიერება შენით იწყება ჩემთვის.-მია გაყუსული უსმენდა მთელ ამ მონოლოგს,მარგიანი კი თითქოს თავისთვის ლაპარაკობდა.ბოლო სიტყვების მოსმენისას კი ერთიანად გააჟრჟოლა. ბედნიერებამ სისხლთან ერთად დაიწყო ძარღვებში შხუილით მოძრაობა და სული ერთიანად გაუთბო. ცრემლმორეულმა მაგრად შემოაჭდო ხელები წელზე და სასოწარკვეთილი აქვითინდა.
-მაპატიე რა. ჩემ საქციელს გამართლება არ აქვს ცოტნე. გეემუდარები მააპატიე.-უფრო და უფრო ეკვროდა ქმარს და მის სითბოს და სურნელს ერთიანად ისრუტავდა.
-რა გატირებს მიაკო? გაპატიე უკვე.იმ დღიდან გააპატიე,როცა გავაცნობიერე ,თუ რამხელა გადატეიალება და რევოლუცია მოახდინეთ ჩემს სულში და ცხოვრებაში შენ და ბავშვებმა. ჩემი ბედნიერების ათვლის წერტილი ჩვენი პატარა ოჯახია,რომლის გაფართოებაზეც სასწრაფოდ ზურნვაა საჭირო- ბოლო ფრაზა სიცილით ჩაილაპარაკა და მოულოდნელად დაეტაკა ტუჩებზე ჯერ კიდევ ასლუკუნებულ ცოლს.

იმ ღამით საშინლად წვიმდა. ცა ლამის ჩამოიქცა. საშინელი წვიმა და ჭექა-ქუხილი იყო. შუაღამისას ვაკო წყლის დასალევად ჩავიდა სამზარეულოში და მოულოდნელობისგან ხმადაბლა შეჰყვირა ,ოდნავ განათებულ ოთახში დივანზე მოკუნტულ სხეულს რომ მოჰკრა თვალი. სწრაფად წაიღო ხელი ასანთებისკენ და ოთახი წამში განათდა. ამაღლობელმა გაოცება ვერ დამალა ,დივანზე მწოლ ადამიანში სესილი რომ ამოიცნო. გოგონა ოთხად მოკეცილი იწვა და სულ კანკალებდა. ვაკო სწრაფი ნაბიჯით წავიდა მისკენ და მხარზე ხელი დაადო.
-სესილი რა გჭირს?-ერისთავმა მაშინვე დაჭყიტა ცრემლით სავსე თვალები და შიშნარევი მზერა მიაპყრო ამაღლობელს.
-მე...მე ში ნი ა...- ძლივს ამოილულღლუღა და ცრემლები გადმოყარა. ვაკოს საოცრად თბილმა ღიმილმა გაუნათა სახე.
-შე ჩერჩეტო რატომ არავის არ დაგვიძახე? ასე ხომ არ სულ გაიყინები და გაცივდები?! -ჰკითხა მზრუნველი ხმით და დივანზე წამოაჯინა,მერე კი გვერდით მიუჯდა.
-სანდროს ვუძახე ,მაგრამ ვერ გავაღვიძე-ჩაილაპარაკა ხმააკანკალებულმა.
-მერე მე აქ არ ვარ?-ოდნავ იწყინა ვაკომ.
-შენ?- გაოცებულმა ამოხედა სესილიმ.
-მე ჰო მე. რა გაგიკვირდა?
-შენ რომ გამეღვიძებინე დამცინებდი,ამხელა გოგოს ქუხილის როგორ გეშინიაო.-თავი იმართლა ერისთავმა. მართლა გაივლო გულში ვაკოს გაღვიძება,მაგრამ ზუსტად ამ მიზეზის გამო გადაიფიქრა .
-რა ბოთე ხარ სესო. ახლა მე დაგცინი?
-არა,მაგრამ.....
-რა მაგრამ? მოდი აქ მოდი-უთხრა სიცილით ამაღლობელმა და მისი სუსტი სხეული გულზე მიიხუტა-რა არის ეს? სულ გაყინულხარ-დატუქსა გოგონა და უფრო მაგრად მოხვია ხელები.
სესილის შეეძლო დაეფიცა,რომ ასე კომფორტულად და კარგად თავი არასდროს უგრძვნია. ამაღლობელმა წამში შეძლო მისი შიშების დაფრთხობა. კიდევ უფრო მეტად მიეკრო ბიჭს და მის მაისურს თითებით ჩააფრინდა.
ისე ჩაეძინა ამაღლობელის მკლავებში გატრუნულს,რომ ვერც გაიგო. დილით მზის სხივებმა მის სახეზე ურცხვად რომ დაიწყეს თარეში,მხოლოდ მაშინ ინება თვალების გახელა გემრიელად გაიზმორა. ოთახს თვალი მოავლო და მიხვდა,რომ თავის საძინებელში იყო. პერიფერიებიდან შეამჩნია მისკენ მომართული დაჟინებული მზერა და გვერდით მიიხედა. ხმადაბალი კივილი ამოუშვა მის გვერდით დაწოლილ ვაკოს რომ შეხედა. ამაღლობელი მისკენ მიჩოჩდა და ზემოდან დახედა.
-დილამშვიდობის გემრიელო-მიესალმა ღიმილით და მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე.
-რამდენს ბედავ ამაღლობელო? ის რომ გუშინ დამამშვიდე და მთელი ღამე იქ გაყინულს არ მომიწია ყოფნა,არ ნიშნავს ,რომ ამდენს გაგაბედინებ-მაშინვე იფეთქა სესილიმ და საწოლიდან ადგომა სცადა,თუმცა ვაკომ სწრაფად წაავლო წელზე ხელი,ისევ საწოლზე დააბრუნა და ამჯერად მის ზემოთ მოექცა
-რა არ მოგწონს ვერ გავიგე?! დამსახურებული მადლობის მაგიერ მივიღე-უთხრა ღიმილით და კიდევ ერთხელ აკოცა.
-ადექი დროზე-შეუღრინა სესილიმ და აფართხალდა,მაგრამ ვაკომ წამში დაბლოკა მისი ყველა მოქმედდება.
-ადექი და გადი ჩემი ოთახიდან -დაუღრინა სესილიმ.
-ბევრს თუ ილაპარაკებ ისევ ისე გემრიელად გაგაჩუმებ-ღიმილით ჩაუკრა თვალი ბიჭმა და მზერა პირდაპირ ტუჩებზე დაასო.
-კარგი რა . არ შეიძლება ასე-მისი საქციელი გააპროტესტა ხმააკანკალებულმა სესილიმ.
-რა არ შეიძლება სესო ?
-რასაც აკეთებ.გამიშვი რა- არ იცოდა თავისი მამაკაცთან შედარებით უსუსურობა უფრო უშლიდა ნერვებს ,თუ ის ფაქტი ,რომ გონისდაკარგვამდე სიამოვნებდა ამაღლობელის თითოეული შეხება.
-კარგი ჰო კარგი-ფეხზე წამოხტა ვაკო და დანებების ნიშნად ხელები მაღლა ასწია-მაგრამ იცოდე ჩემი ცოლი რომ გახდები ,მერე სხვანაირად აგაჭიკჭიკებ- ეშმაკურად მომღიმარმა ჩაუკრა თვალი გაოგნებულ ერისთავვს და ისე დატოვა გოგონას ოთახი,რომ მისი სიტყვების გაპროტესტების საშუალებაც აღარ მისცა.
-არ არის ეს სრულ ჭკუაზე-წამში დაასკვნა სესილიმ და თავი ბალიშში ჩარგო,რომ წინა ღამის უძილობა აენაზღაურებინა.
მეორე დღეს ტბაზე ცოტნეს ვიღაც ქალი აეკიდა,არ მას შემდეგ მოეშვა,რაც გაიგო,რომ ცოლ-შვილთან ერთად იყო. გამომწვევად დააბიჯებდა მამაკაცის სიახლოვეს და სიბრაზისგან აპილპილებულ მიას არც იმჩნევდა.ცოტნე კი გულიანად ხალისობდა ცოლის უხმო ეჭვიანობაზე,სადაც იყო ბოღმისგან რომ გასკდებოდა.
-შემცივდა ,წავიდეთ!-კატეგორიიულად მოითხოვა ნაკანმა.
-რამ შეგაცია? იწვის ყველაფერი.-უპასუხა ცოტნემ.
-შენ შინაგანად იწვი ვიღაცეების შემხედვარე და გარემოს ტემპერატურას ვეღარ აღიქვამ.- უთხრა გამწარებულმა და თვალები დააკვესა.
ცოტნეა არაფერი უპასიხია, ეშმაკურად ჩაიღიმა და მიას დასანახად მზერა გააყოლა წყლისკენ მიმავალ ქალს.
-რა შორიდან უყურებ?! მიდი შეყევი წყალში და გაგრილდით ერთად.
-რა გჭირს საყვარელო? - გულუბრყვილო სახით გადახედა ცოტნემ ცოლს.
-მასე ნუ მომმართავ-დაუღრინა ნაკანმა და თვალები დაუბრიალა-მე ბავშვებთან ერთად მივდივარ სახლში,ვინც გინდათ წამოდით-სწრაფად წამოხტა ფეხზე ,ბავშვებს ხელი დაავლო და სულ ძალით წააბუნძულა ორივე.
-მამიკოსთან დავრჩებით რა-თხოვა ანდრეამ.
-მამიკოს არამგონია ეცალოს თქვენთვის-დაიღრინა გამწარებულმა.
-მიი დამელოდე მოვდივარ-წამოეწიათ სესილიც და ერთად გააგრძელეს სახლისკენ გზა.
ცოტნემ მიას ჯიბრზე დააგვიანა იმ ღამით სახლში მისვლა. ეშმაკური ღიმილით შეაღო საძინებლის კარი და საწოლზე მობუულ მიას შეხედა.
-რომ ჰკითხო ვუყვარვარ -ბუზღუნებდა აცრემებული მია და სულ ვერ ამჩნევდა ოთახში შემოსულ ქმარს. მარგიანმა საშინელი სიბრაზე იგრძნო საკუთარი თავის მიმართ. მიხვდა,როგორ აწყენინა საყვარელ ქალს. ნელა მიუახლოვდა საწოლს და ზედ ჩამოჯდა.
-ოჰ მოიცალე ჩვენთვისაც? -ამოხედა გაბრაზებულმა მიამ .
-კარგი რა მიკო.
-რა კარგი რა? გუშინ სიყვარულს მეფიცებოდი,დღეს კი ვიღაც ქალს ჩემ თვალწინ ჭამდი თვალებით... მთლად უკეთესი იმასთან დარჩი და მე მბავშვებთან ერთად გამომიატუმრე სახლში.
-გეფიცები არც კი გამოვლაპარაკებივარ მი. უბრალოდ მინდოდა ცოტა გამებრაზებინე.
-და გგონია დაგიჯერებ?
-ბავშვებს გეფიცები.სანდრო და ვაკოც იქ იყვნენ და იქედანაც ერთად წამოვედით.
-არ მჯერა . არა!-უყვირა მიამ-გადი და ქვემოთ დაიძინე დივანზე.
-კარგი რა მიი.
-გადი!
-კარგი ჰო კარგი.-ღიმილით დატოვა ცოტნემ ოთახი-ის მაინც მეცოდინება მისი გაბრაზება რომ არ ღირს -ჩაილაპარაკა სიცილით და კიბისკენ წავიდა.
-მიი ყავა გამიკეთე რა-მუდარის ტონით მიმართა დილით სამზარეულოში შესულმა ცოტნემ ცოლს ,თან დივანზე წოლისგან ატკიებულ ზურგს და კისერს იზელდა
-ახლავე საყვარელო-მხიარულად შესცინა მიამაც და გაზქურაზე ჩაიდანი შემოდგა. ერთი კი გადახედა გაოცებულმა ცოტნემ ცოლს,მააგრამ მერე იფიქრა,ალბათ გადაუარა სიბრაზემო , გახარებული ჩამოჯდა სკამზეე და ყავას ელოდა.
პირველი ყლუპი რომ მოსვა მარგიანმა,მაშინღა მიზვდა,რომ სუბრაზეს სულაც არ გაუვლია მიასთვის. სიმწრით გადაუშვა ყელში მარილიანი ყავა და მთელუ ფინჯანი წყალი მიაყოლა საზიზღარი გემოს გასაინეიტრალებლად.
-კარგი რა მია-უკმაყოფილოდ წამოხტა სკამიდან,სახლიდან ჩქარი ნაბიჯით გავიდა და ეზოში ჩამოკიდებული ჰამაკისკენ აიღო გეზი........
მთელი სახლი შეძრა მარგიანის განწირულმა ყვირილმა ,როცა მწარედ დაენარცხა ასფალტს. ყველა ნამძინარევი სახით შეშინებული გამოვარდა გარეთ მიას გარდა.მხოლოდ ნაკანი იჯდა მშვიდად სამზარეულოში და ყავას კმაყოფილის სახით წრუპავდა,სანამ გაცეცხლებული სახით არ წამოადგა ქმარი თავზე.
-არ გეჩვენება ,რომ ძალიან ზედმეტი მოგდის? -დაუყვირა ცოტნემ.
-მე?-მეამიტურად ააფახუნა თვალები ნაკანმა და საჩვენებელი თითი მიიდო გულზე.
-შენ ხომ შეენ . მარილიანი ყავაც საკმარისი სამაგიერო იყო გუშინდელი ხუმრობის საპასუხოდ,მაგრამ შენ ხომ ასმაგად უნდა მაზღვევინო ყველაფერი არა?!-გაახსენა ძველი ცოდვები ცოლს და მაშინცე ინანა,როცა მიას ცრემლით ავსებული თვალები დაინახა
-ჯანდაბა-მთელი ძალით დაარტყა მუშტი კედელს და ტკივილის შეგრძნებისას სახე უკმაყოფილოდ მომანჭა.
-აბა მიყვარხარო და გაპატიეო? -საწყლად ამოიკრუსუნა მიამ. ცოტნე მაშინვე მასთან გაჩნდა და გულზე აიკრა ასრუტუნებული ნაკანის სხეული.
-მიყვარხარ კი არა სიცოცხლე მორჩევნიხარ შე ჩერჩეტო-უთხრა ღიმილით და სულ კოცნით ამოუშრო ცრემლით დანამული თვალები.

მთელი ორი თვე გაატარეს რაჭაში. სესილის უზომოდ უხაროდა მეგობრის და მარგიანის ბედნიერებისგან აბრჭყვიალებული თვალების ყურება. ის და ვაკო კი ყოველ დღე წყვიტავდნენ ერთმანეთს. უკვე კამათს რომ იწყებდნენ ,ყველა გარეთ გადიოდა და მარტო ტოვებდნენ მოკამათე წყვილს. ამაღლობელსაც ეს უნდოდა. წამში წაეტანებოდა სიბრაზისგან აწითლებული სესილის ტუჩებს და უარესად გამოჰყავდა გოგონა წყობიდან..
რაჭიდამ დაბრუნებულები ყველა ერთად ესტუმრნენ ნაკანის მშობლებს.წამში დატრიალდა ნინო,გოგონებს ხელის განძრევის საშუალება არ მისცა,უცებ გაშალა სუფრა და ყველა მაგიდასთან მიიპატიჟა.
-ვგიჟდები ნინო დეიდას გაკეთებულ საჭმელებზე-კმაყოფილმა წამოიძახა სანდრომ და მოზრდილი ლუკმა გააქანა პირისკენ.
-ახლა მეც დაავაგემოვნებ -გაეცინა ვაკოს და მომავალ ცოლის ძმას მიბაძა.
მიამ როგორც კი საყვარელ სოკოს სალათს მოჰკრა თვალი ,მაშინვე ხელი დასტაცა თეფშს და მოზრდილი ულუფა გადაიღო თეფშზე. ჩანგალი პირთან რომ მიიტანა,უკმაყოფილოდ მობრიცა ტუჩები და თავის პირდაპირ მჯდომ ნინოს გადახედა.
-დე რანაირი სუნი აქვს ამას? რა უქენი? -ნაცნობი ფრაზის გაგონებისას დეჟავუს გრძნობა გაუჩნდა ქალს, ჯერ გაოცებულმა გადახედა შვილს,მერე კი აკისკისებულმა ჰკითხა.
-რამეს მიმალავთ დე?-და სიძისკენ გაიხედა.
-რას უნდა....-სიტყვა შუაზე გაუწყდა მიას ,როგორც კი დედის შეკითხვის აზრს ჩაწვდა.
-ვაიმე ...-აცრემლებულმა გადახედა ნინოს და მერე მუცელზე შეიცურა ხელი , გულიანად გადაიკისკისა და ბედნიერების ჭინკებ ახტუნებული თვალებით გადახედა ქმარს.
-ჩვენც გაგვაგებინეთ რა ხდება- ღიმილით უთხრა ცოტნემ დედა-შვილს.
-არ არსებობს ....-ღიმილით ჩაილაპარაკა სესილიმ,როგორც კი მიას მონაყოლიდან ერთი სულ პატარა ,მაგრამ ამ წუთოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ამოოტივტივდა გონებაში და მეგობრის მუცლისკენ გააპარა მზერა.
-აღარ იტყვით რა ხდება?-ამჯერად ვაკოს სძლია ინტერესმა.
-ძალიან მაგარი რაღაც ხდება ვახტანგ ,ძალიან მაგარი-სიხარულისგან ტაში შემოჰკრა სესომ,მერე ფეხზე წამოხტა და მეგობარს მოეხვია. დაჟინებული თხოვნის მიუხედავად ,მაინც არცერთმა ქალმა არ გათქვა ის ეჭვი,რომელც გაუჩნდათ. სახლისკენ მიმავალ გზაზე მიამ მანქანა გააჩერებინა სანდროს და აფთიაქში კი არ შევიდა შეფრინდა. უკან დაბრუნებულს შეშფოთებული ხმით ჰკითხა ცოტნემ
-მიი ხომ კარგად ხარ?
-კი საყვარელო,უბრალოდ ოდნავ კუჭის წვამ შემაწუხა და წამალი ვიყიდე,თორემ ღამე არ დამაძინებდა ეს
-კუჭი როდის აქეთაა გაწუხებს? ხვალვე წავიდეთ ექიმთან და გაესინჯე.
-კარგი წავიდეთ-უპასუხა უცნაური ღიმილით და სარკიდან მომზირალ სესილის თვალი ჩაუკრა.
სანამ ნაყიდმა ხუთივე ტესტმა დადებითი პასუხი არ უჩვენა ,მანამდე არ გამოვიდა სააბაზანოდან. ,,წავედი მამიკო უნდა გავახაროთ" მიწერა თვალებაბრჭყვიალებულმა ტელეფონზე მეგობარს და კარი გამოიხურა. ღიმილით შეძვრა საბნის ქვეშ და ცოტნეს მიეხუტა.ცოტა ხანს ასე გასუსული იყო ქმრის მკლავებში ,მერე კი ალმაცერად ახედა ,იმის შესამოწმებლად ხომ არ სძინავსო და ვითომ სხვათაშორის ჩაილაპარაკა.
-აუ ახლა მესამე შვილის სახელს რა მოიფიქრებს...
-რაა??-ელვის სისქრაფით წამოჯდა მარგიანი საწოლში და ზემოდან დააჩერდა მომღიმარ ცოლს.
-ანუ.... შენ... მესამე შვილი?....-ალუღლუღდა დაბნეული, მერე კი როცა ბოლომდე გაიაზრა მიას ნათქვამი თვალებაკიაფებულმა შეუცურა მუცელზე ხელი და ტუჩებზე დააკვდა.
ახალ ამბავს აღნიშნავდნენ მარგიანების სახლში სახეგაბადრული ამაღლობელი რომ შემოვარდა ოთახში .
-ცოლი მომყავს-წამოიძახა აჟიტირებულმა და გაოგნებულ სესილის გადახედა,რომელიც სადაც იყო იტირებდა.
-სანდრო ძმაო შენგან თანხმობა მაქვს-თქვა სიცილით-ახლა მთავარია თავად პატარძალია დავითანხმო.-აააჟუჟუნა თვალები.
-სესო წაყვები ცოლად ამ.გადარეულს?მიუბრუნდა უფროსი ერისთავი უმცროსს.
-მე...მე რა შუაში ვარ?- დაიბნა გოგონა.
-შენ მომყავხარ ცოლად და აბა ვინაა შუაში?
-რა??
-რამ დაგაბნია ადამიანო? ჰე ახლა თქვი ხომ გამომყვები ცოლად?-ჩაეკითხა იმესიანად და ბეჭედი გაუწოდა.
-გადარეული ხარ ვახტანგ . ნამდვილი გიჟი. რომანტიკასთან ახლოსაც არ ხარ განავლელი-ძლივს ალაპარაკდა აცრემლებული სესილი.
-ამდენ ლაპარაკს არ ჯობია პირდაპირ მითხრა კი ან არა?
-არა რათქმაუნდა. შენ ცოლად როგორ გამოგყვები?! -ცხვირი აიბზუა გოგონამ და დივანზე მოკალათდა.
-სანდროო...-საწყალი სახით გადახედა ვაკომ.
-რა ვქნა ვაკო. მე ხომ არ გამოგყვე მის მაგივრად ცოლად? -მხრები აიჩეჩა ერისთავმა და რამოდენიმე წუთში ყველამ ასრუტუნებულ სესილის გახედა,რომელსაც ბედნიერებისგან თავი ვეღარ მოეთოკა და ცრემლად იღვრებოდა.
-ეს თანხმობად მივიღო ახლა თუ.....
უხმოდ დაუქნია აცრემლწბულმა სესილიმ თავი და წამში შეცვალა მისი ცრემლები კისკისი ხმამ,როცა უზომოდ ბედნიერმა ამაღლბელმა მისი მსუბუქი სხეული ჰაერში ააფრიალა.
ღიმილით უყურებდა ცოტნე უზომოდ ბედნიერ წყვილს ,მერე ოდნავ დაიხარა და მასზე აკრულ მიას შუბლზე აკოცა.
-მიყვარხარ-ჩასჩურჩულა ყურში.
-მეც რაღაც მაგდაგვარი- ღიმილით ჩაუკრა თვალი ნაკანმა და ყელზე ნაზად შეახო ტუჩები.

_______________________________________

საღამომშვიდობის ... დაგიბრუნდით ,,ახალი'' ძველი ისტორიით,რომელიც სამი წლის წინ დავწერე. მერე ძველი ნიკის გაუქმებასთან ერთად ესეც წაიშალა საიტიდან. ბევრმა თქვენგანმა მთხოვა კომენტარებში ,თუ პირად შეტყობინებებში ამ ისტორიის თავიდან ატვირთვა,მაგრამ მეგონა არ მქონდა შენახული,ჰოდა წუხელ სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე ერთ ჩიპზე და მიუხედავად იმისა, რომ როგორც ავტორი სულაც არ ვარ აღფრთოვანებული ჩემი ამ ,,ნაშრომით'', ერთი უტკბილესი გოგოს,თამუნას თხოვნით გადავწყვიტე ისევ დამედო.

მინდა თითოეულ თქვენგანს უღმესი მადლობა გითხრათ იმ უდიდესი პოზიტივის , სიყვარულის და სითბოსთვის, რასაც თქვენგან ვიღებ, ძალიან მიყვარხართ მე თქვენ.

ველი თქვენს შეფასებას....



№1  offline წევრი შამხათი

ძალიან საყვარლობა იყო

 


№2  offline წევრი Chasing liberty

ძალიან მომეწონა, აი ძალიან

 


№3  offline აქტიური მკითხველი lalita

როგორ მიყვარს ეს ისტორია ვერც კი წარმოიდგენ. მადლობა რომ ისევ დადე. ველი ახალ ისტორიას.

 


№4  offline წევრი An-El

ძალიან ვისიამოვნე ,შენ სულ ესეთი გემრიელობები გაააქვს :* კიდევ ველი ახალ გემრიელობააას ;) :*

 


№5  offline აქტიური მკითხველი La Llorona

ვაიჰ, გავბედნიერდი ❤❤ ძალიან საყვარლობა იყო მაგრამ მე თუ მკითხავთ ბიჭები ძალიან ველურებად გყავდა გამოყვანილი და ეგეთი მამაკაცები რომლებიც ქალის ცრემლებს პატივს არ სცემენ და არ უფრთხილდწბიან მე ვერ ვაფასებ. ნუ მიუხედავად ამისა, ძალიან საყვარელი იყო ცოტნე, ვაკო და ყველაზე მეტად სანდრო. მისი სასიყვარულო ისტორიის შესახებ დიდი სიამოვნებით "მოვისმენდი" :დდ ძალიან კარგი ისტორია იყო დაველოდები ახალ ისტორიას ❤
--------------------
M.D

 


№6 სტუმარი Guest თამარი

როგორ მიყვარს ეს ისტორია რომ იცოდე❤❤ ძალიან ძალიან და მერამდენედ ვკითხულობ ოღონდ ეგ არ ვიცი :დდთანაც ყოველ ჯერზე ახლიდან განცდილი ემოციებუთ❤❤ წარმატებები❤

 


№7  offline მოდერი _LiLia_

An-El
ძალიან ვისიამოვნე ,შენ სულ ესეთი გემრიელობები გაააქვს :* კიდევ ველი ახალ გემრიელობააას ;) :*

lalita
როგორ მიყვარს ეს ისტორია ვერც კი წარმოიდგენ. მადლობა რომ ისევ დადე. ველი ახალ ისტორიას.

ნინი პირველი
ძალიან მომეწონა, აი ძალიან

შამხათი
ძალიან საყვარლობა იყო

დიდი მადლობა..საოცრადმახარებთ ❤

La Llorona
ვაიჰ, გავბედნიერდი ❤❤ ძალიან საყვარლობა იყო მაგრამ მე თუ მკითხავთ ბიჭები ძალიან ველურებად გყავდა გამოყვანილი და ეგეთი მამაკაცები რომლებიც ქალის ცრემლებს პატივს არ სცემენ და არ უფრთხილდწბიან მე ვერ ვაფასებ. ნუ მიუხედავად ამისა, ძალიან საყვარელი იყო ცოტნე, ვაკო და ყველაზე მეტად სანდრო. მისი სასიყვარულო ისტორიის შესახებ დიდი სიამოვნებით "მოვისმენდი" :დდ ძალიან კარგი ისტორია იყო დაველოდები ახალ ისტორიას ❤

დიდი მადლობა ❤
რაც შეეხება სანდროს.
სანდროზე ისტორია უკვე დიდი ხანია დავწერე და დევს საიტზე ..,,სურვილის გემო" ❤
Guest თამარი
როგორ მიყვარს ეს ისტორია რომ იცოდე❤❤ ძალიან ძალიან და მერამდენედ ვკითხულობ ოღონდ ეგ არ ვიცი :დდთანაც ყოველ ჯერზე ახლიდან განცდილი ემოციებუთ❤❤ წარმატებები❤

დიდი მადლობა ❤❤❤

 


№8  offline წევრი Strawberry

Vuaih, rogor miyvars es istoria ❤️❤️❤️❤️ Gamabedniere shen me ❤️❤️❤️

 


№9  offline აქტიური მკითხველი uchveulo

vgijdebi Am istoriazeeeeee

 


№10 სტუმარი Guest lia

Dzalian kargi istoriaa.gemrieli wasakitxi.

 


№11  offline მოდერი _LiLia_

Strawberry
Vuaih, rogor miyvars es istoria ❤️❤️❤️❤️ Gamabedniere shen me ❤️❤️❤️

Guest lia
Dzalian kargi istoriaa.gemrieli wasakitxi.

uchveulo
vgijdebi Am istoriazeeeeee


დიდი მადლობა heart_eyes

 


№12  offline მოდერი წითური გოგონა

ზღაააპაარ ;დ
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№13  offline წევრი Smiling girl

ვაიჰჰ მომეწონა ძალიან

 


№14  offline მოდერი _LiLia_

კუზუნა
რა კარგი იყოოოო

Smiling girl
ვაიჰჰ მომეწონა ძალიან

მადლობა <3

 


№15  offline აქტიური მკითხველი Sofia-sofie

ტკბილი გოგო ხარ, ტკბილი ისტორიებით!

 


№16  offline წევრი მარი,,

dzaan miyvars sheni istoriebi.au dade axali kidev ra ramdeni xania araperi dagiweria...velodebi shemdegs.

 


№17  offline წევრი Laliashvili009

Dzalian momewona ❤

 


№18  offline მოდერი _LiLia_

Sofia-sofie
ტკბილი გოგო ხარ, ტკბილი ისტორიებით!

მარი,,
dzaan miyvars sheni istoriebi.au dade axali kidev ra ramdeni xania araperi dagiweria...velodebi shemdegs.

Laliashvili009
Dzalian momewona ❤

დიდი მადლობა ❤️❤️❤️

 


№19  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

კარგი იყო ძალაინ ვისიამოვე

 


№20  offline წევრი Papuna

ძალიან კარგი და სასიამოვმო ისტორიაა❤

 


№21 სტუმარი სტუმარი Nestani

Kargi iyimomwons tqveni istoriebi siyvarulze meored vkitxulib sul yvelas madloba warmatebebi ????

 


№22 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგი იყო მომეწონა ჰა გამიხარდა ისევ ჩემი კომენტარი დამხვდა რამდენჯერაც არ წავიკითხო უფრო მძაფრი რეაქციები მაქვს ...ძალიან მაგარი დასასრულია აქვს მიყვარს ბედნიერი რჩებიან წყვილები მადლობა წარმატებები ♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent