შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე არ ვაპირებ უშენოდ ვიცხოვრო< 18 თავი


22-05-2017, 22:26
ავტორი zia-maria
ნანახია 2 580

---მიუხედავად იმისა,ყველა ჩართული იყო გამოძიების საქმეში,ლუკას ცალი თვალიც და ფეხიც ელისკენ ქონდა.ვერ მოახერხა შეპირებული ორშაბათ დღეს მისვლა,მაგრამ მოულოდნელად დაადგა თავზე,როცა მეგობრებში იდგა და საუბრობდა. შესვლის ზარი დაირეკა და ყველა საკლასო ოთახში შევიდა.ელის არ შეუხედია ლუკასთვის და ლუკამ არ შეაჩერა ელი და პირდაპირ სამასწავლებლოში შესულმა სკოლის დირექტორი იკითხა.დირექტორი კი მისი ახლო მეგობარი იყო, რამაც ძალიან გააოცა.გაუხარდათ ბავშვობის მეგობრებს ერთმანეთის ნახვა და ძალიან ბევრი რამე გაიხსენეს,ბევრი ისაუბრეს და ბოლოს კი გაოცებულმა შეეკითხა,თუ რა უნდოდა სკოლაში,რატომ მივიდა ლუკა.
---რა ხდება,ლუკა სკოლაში რამ მოგიყვანა.
---ალექსანდრე არ დაიჯერებ,მაგრამ ეს შენი ნებაა.აქ ჩემი ერთადერთი ცხოვრების აზრი,ჩემი შვილი სწავლობს.ელეონორა ბეშკენაძე.
---ელეონორა?ელი შენი შვილია? გასაოცარია,ლუკა ის საოცრებაა,ძალიან კარგი მოსწავლეა,ცოტა თამამი,ცოტა ეშმაკი,მაგრამ სწავლით კარგად სწავლობს.ლუკამ აუხსნა ალექსანდრეს რაშიც იყო საქმე და ამ საუბარში სადაც იყო ზარიც დაირეკებოდა გაკვეთილის დასრულების და წავიდნენ ელის სანახავად.ამ დროს დაირეკა გამოსვლის ზარი,დირექტორთან მოსაუბრე ლუკამ კარგად შეხედა,როგორ გადაუდგა ორი ბიჭი ელის წინ და გაიგონა მათი საუბარი.
---ლამაზო,არ გინდა დღეს ერთად გავერთოთ?
---გამატარე თორემ დაბადების დღეს გაწყევლინებ.უთხრა მკაცრად ელიმ.
---რაო პატარავ,არ მოგწონვარ?ამ დროს ელის წინ მდგარ ირონიით სავსე ბიჭს კისერში მოკიდა ვიღაცამ ხელი და კედელზე მთელი ძალით ააკრა.
---მეორედ დაგინახო ელის სიახლოვეს გავლილიც კი და დედაშენი მეორე დღეს ვეღარ გნახავს,გესმის?უღრიალა ლუკამ შეშინებულ ბიჭს.მეორეს მეორე ხელით მიწვდა და ისე ძლიერად მიახეთქა კედელზე დაარეტიანა.ალექსანდრემ ხელი მოკიდა ლუკას და აწყნარებდა.
---ბატონო ლუკა თავად მივხედავ ამ ორს და მათ მშობლებსაც დაველაპარაკები.მე თავად მივხედავ და გპირდებით,რომ თქვენს შვილს ვერავინი ვერ შეეხება ზედმეტად.ლუკას ადამიანის სახე არ ქონდა და თვით ელისაც კი შეეშინდა ასეთ ლუკას რომ შეხედა.ხელი მოკიდა შეშინებულ ელის და გულზე აიკრა,შემდეგ კი ალექსანდრეს მიუბრუნდა და უთხრა.
---მიხედე ალექსანდრე ამ პიჟონებს,თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ.ელიმ ცრემლიანი აკანკალებული ხმით უთხრა ლუკას.
---წავიდეთ რა მამა გთხოვ.ლუკას ელის ნათქვამმა მამამ,მამობრივი გრძნობა უფრო გაუღრმავდა და გულში ჩაიკრა.ლუკას ღრიალი გეგამ და ზაზმ ძირს ეზოში გაიგონა და გულამოვარდნილი მივარდნენ,გაარღვიეს ცნობისმოყვარეობის ბრბო და ლუკას წინ დადგნენ.---რა ხდება ლუკა.
---ყველაფერი რიგზეა ჯერ-ჯერობით,და თუ ვერ გაიგებენ გასაგებად,რომ ელი მარტო არ არის ამ სკოლას კიარა საქართველოს დატოვება მოუწევთ,ვინც მას აწყენინებს.წავედით,ალექსანდრე ელი მიმყავს.ერთი მრისხანე მზერა მომოატარა კიდევ ერთხელ იქ მყოფ მოსწავლეებს და ხელ გადახვეული წაიყვანა ელი.
---ელი აი ნახე პირობას ვდებ,ამიერიდან თუ ვინმემ გაბედოს უბრალოდ გამოლაპარაკებაც კი.სიცილით უთხრა ზაზამ და თავადაც გადახვია ხელი ელის და თან ლუკას შეუღრინა.
---გასწი ბიჭო ხელი შენ,ვინ ხარ საერთოდ.ზაზას ხუმრობაზე ელიმ გულიანად გადაიკისკისა და ხასიათზეც კი მოვიდა.
---ელი ასე ადრე რომ მიხვალ სახლში,მარგო გაგიჯავრდება?
---აუ კი და რა გაუძლებს მის კივილს.დაიჭყანა ელი რაზედაც ლუკამ გულიანად გაიცინა.
---გეფიცები შენც ასე იცოდი დაჭყანვა.უთხრა გეგიმ და მანაც გაიცინა.
---წამოდი ნინიკოსთან წავიდეთ,შუადგით ნანუჩის გემრიელი კერძით გავიძღოთ კუჩი და შემდეგ სახლში წაგიყვან.ელის ძალიან გაუხარდა ნინიკოსთან წასვლა და ლუკას ლოყაზე აკოცა. ალექსანდრემ კი იმ ორს სკოლიდან გარიცხვით დაემუქრა და ხელწერილით დაადებინა პირობა,რომ ამიერიდან ელის აღარ შეაწუხებდნენ.ერთ-ერთმა მიუბრუნდა დირექტორს და დაინტერესებულმა შეეკითხა.
---ის კაცი,მართლა ელეონორას მამა არის? ამდენი ხანი რატომ არ ჩანდა.
---ააქამდე იმიტომ არ ჩანდა,რომ ის საზღვარგარეთ იყო.რისი თქმა გინდა მაგით,რადგან არ ჩანდა და მამები ვერ აკითხავს სკოლაში ბავშვებს,ის ბავშვები უნდა დაჩაგროთ?მე გირჩევთ,ბატონ ლუკას ნუ გააბრაზებთ თორემ,კარგად არ წაგივათ საქმე.იმ დღის შემდეგ,ელის ყველა მოწიწებით ექცეოდა სკოლაში,ლუკა თუ არა რომელიმე მიირბენდა, მრისხანე მზერას მოავლებდნენ იქვე ახლო-მახლო და გაქრებოდნენ თვალთახედვიდან.ორჯერ თუ სამჯერ ელის დათომაც მიაკითხა სკოლაში და მარინასაც უთხრა,რომ ელის სკოლაში მიაკითხა.მარინამ ეჭვის თვალით შეხედა დათოს და უცებ აენთო,შეხედა თვალმოჭუტულმა და უთხრა.
---შენი მისვლა რა საჭიროა იქ,ნუთუ თვალი დაადგი ვინმეს?დათოს ხმამაღლა გაეცინა გულიანად და ხელი ჩაიქნია,არ მიუქცევია ყურადღება მარინას ეჭვიანობისათვის და თურმე ჯერ სად ხარ.მარინამ ხშირად დაუწყო ტელეფონზე რეკვები დათოს და არ აძლევდა მუშაობის საშუალებას ნორმალურად.ერთ დღეს სახლში მივიდა დედასთან,მაგრამ მამამ შეატყო უხასიათობა და ღიმილით შეხედა ეჭვებით გაბერილ შვილს და უთხრრა.
---ჩემს პრინცესას ჩემთან საუბარი ხომ არ უნდა?მარინამ შეხედა და დაინახა, ხელით რომ ანიშნა მის გვერდით დამჯდარიყო.მარინამ მამის გვერდით დაჯდა და ჩაეხუტა მამას.
---მინდა მამა,შენი დახმარება მჭირდება.
---რა ხდება შვილო,აბა გისმენ ჩემო პრინცესა.
---ძალიან დაბნეული ვარ მამა.
---ვიცი შვილო,ვხედავ შენს აფორიაქებულ სახეს,მაგრამ თვალებს სიყვარულით სავსეს.ჩემო გოგონა სიყვარულის სიტყვებით გადმოცემა ძალიან რთულია,ეს ძალიან ბუნებრივად უნდა მოხდეს შენში.შეუძლებელი კი არაფერია,მალე მიეჩვევი ახალ ოჯახს,ახალ გარემოს.ურთიერთობა წყვილს შორის მარტო სექსი არ არის,ურთიერთობა სხვა გვარადაც შეიძლება გამოხატო საყვარელ ადამიანთან.სიყვარული ძალიან რთულია მარინა და თან ძალიან ნაზი,ფაქიზი და მას გაბრთხილება ჭირდება.გახსოვდეს ის მინასავითაა და ეცადე არ გაგიტყდეს ეს მინა და არ დაიმსხვრეს,თორემ შემდეგ ძალიან რთულია მისი აღდგენა. სიყვარული ზოგჯერ მსხვერპლსაც მოითხოვს მარინა და ამისთვისაც კი უნდა იყო შენ მზად.მარინამ მამის საუბრის შემდეგ დიდი ენერგიით სავსე დაბრუნდა ოჯახში და ცოტა ხნით ჩაწყნარდა,დაივიწყა ეჭვიანობა და სიყვარულით ამზადებდა საუზმეს თუ სადილს,სიხარულით ელოდა საღამოს მოსვლას,რომ ერთად დასხდებოდნენ და მიირთმევდნენ სიყვარულით მომზადებულ კერძს.მაგრამ ბედნიერმა განცრომამ დიდხანს არ გასტანა და ისევ დაეწყო ეჭვიანი აშლილობა. ისევ იტანჯებოდა დათოს ყოველ დაგვიანებაზე,მის ტელეფონზე შემოსულ ზარებზე თუ შეტყობინენებზე.ერთ დღესაც ვერ გაუძლო ამდენ ჩუმ ტანჯვას და ნანასთან მივიდა აღრიალებულმა.
---რა დაგემართა,რა გჭირს მარინა კარგად ხარ?
---მეტყობა,რომ კარგად ვარ? სულაც არ ვარ კარგად.მოყვა ხმამაღალი ხმით ტირილს,რამაც მირიანიც კი გააოცა
.---მარინა რა გჭირს,დათოს დაემართა რამე?
---უნდა მოვკლა ჩემი ხელით,არ უნდა ვაცოცხლო და ის დაემართა.მირიან მღალატობს,დათოს საყვარელი ყავს.
---რაააა? ეს დაუჯერებელია.არა, უფრო ეს შეუძლებელია.მთელი დღეები ერთად ვართ,ერთად გამოვდივართ სამსახურიდან.
---გუშინ რომელ საათზე გამოდით.
---გუშინ?გუშინ ადრე გამოვედით და მე პირდაპირ სახლში წამოვედი.
---აი,აი,აიიიი.ხედავ?ის კი 12 საათი იყო რომ მოვიდა და ძალიან დაღლილი ვარო,პირდაპირ საძინებელში წავიდა.ისიც კი არ უკითხია, თუ რა მოვამზადე ვახშმად.წავიდა და დაწვა,არც კი უვახშმია.
---მარინა იქნებ მართლა დაღლილი იყო და არ შეეძლო ადამიანს.ხომ არის ხანდახან, რომ არ გვაქვს ჭამის სურვილი.იქნებ არც მას ქონდა ხასიათი წუხელ და დაწვა.
---რამ დაღალა ასე,არც იმის ხასიათი ქონდა რომ ეთქვა,ტკბილი ძილი საყვარელოოო.ვკარგავ,ქმარს ვკარგავ და ვიღაც მის თავს მართმევს ნანააა.
---დაწყნარდი,თავი ხელში აიყვანე.რას გავხარ,რა დღეში ხარ.ვინ წაგართმევს შენს თავგასიებულ ქმარს,ვის რაში ჭირდება ის.შეუყვირა ნანამ.მირიანმა ვერ შეასმინა ვერაფერი მარინას გამოიხურა სახლის კარები და წავიდა.ასე გრძელდებოდა დიდი ხანი და ერთ საღამოს დაღლილ დათოს მარინა სახლში არ დახვდა.
---მარინა.შევიდა სახლში თუ არა დაუძახა,მაგრამ სახლი დაბნელებული დახვდა.შემოიარა ოთახები და გაკვირვებული ფიქრობდა სად წავიდა, შემდეგ ნანას დაურეკა.
---გისმენ დათო.უპასუხა ნანამ ნამძინარევი ხმით.
---ნანა, მარინა შენთან არის?
---მარინა?არა, დათო დღეს არც მინახავს.დათო ანერვიულდა და მარინა მის საყვარელ ბარში იჯდა და სვავდა.უნდოდა იმ ღამით ძლიერ გამომთვრალიყო.მარტო სვავამდა და მარტოდაც საუბრობდა მის თავთან,
---მიყვარს და მე მინდა ის მარტო ჩემი იყოს,განა ეს დანაშაულია?არა,მითხარით სიყვარული როდიდან არის დანაშაული?მის ახლოს მჯდარ მამაკაცს შეეკითხა,მაგრამ პასუხი ვერ მიიღო.დათომ გასაღები აიღო და მარინას საძებრად წავიდა,სადაც კი ერთად ყოფილან ყველა ადგილი მოიარა,ვერსად ვერ ნახა და იმედგადაწურული,ცრემლებამდე მისულს გაახსენდა მარინას საყვარელი ბარი და იქ წავიდა. იქ მისულმა შორიდან დაინახა მარინა მარტო მჯდარი,რომელსაც კონიაკის ბოთლი ნახევრამდე ქვემოთ იყო დაცლილი,მაინც სვავდა და არ ჩერდებოდა. მანქანა მოხერხებულ ადგილზე დააყენა,შევიდა მარინას წინ უხმოდ დაჯდა და უყურებდა თვალებდასიებულ ქალს რომელსაც ტირილისაგან ჩასწითლებოდა.მარინამ ქვემოდან ამოხედა და ღიმილით უთხრა.
---ჩემთან მოხვედი,მეძებე და მაინც მომაგენი?
---მოგაგენი და სახლში უნდა წაგიყვანო.უთხრა დათომ დაღლილი ხმით.
---სახლში?ერთად დავიძინოთ,ჩამეხუტები?
---წამოდი,წავიდეთ.აღარ გინდა მეტი უკვე საკმარისზე მეტი გაქვს გალეული და ხვალ ცუდად იქნები.
---კარგი წავიდეთ,მაგრამ შენ ხომ მოგწყინდა ჩემთან ერთად ცხოვრება.
---საიდან მოიტანე ან საიდან მოგაფიქრდა.ან როგორ გაიაზე ეს უაზრო აზრები მაგ პატარა თავში.შეუღრინა გაბრაზებულმა და დაღლილმა დათომ.
---აი ახლაც როგორ მეუხეშები,გეტყობა კიდეც როგორ გეზიზღები.
---მარინა მთელი ღამე გეძებ ამ ბარიდან იმ ბარში,ამ თავიდან იმ თავში და ძალიან დავიღალე,ხვალ კი სამსახურში ხომ უნდა წავიდე არა?
---უკვე იმასაც მაყვედრი,რომ ჩემს საძებრად გამოხვედი ამ დროს,ბატონო დავით?
---არ გაყვედრი საყვარელო და წავიდეთ სახლში.
---იცი ბევრჯერ სიზმარში შენს გვერდით რომ ვწევარ,რას ვხედავ?ჩემგან მიყავხარ ვიღაც გოგონებს და მერე მე დამცინიან.დათოს ჩაეღიმა და უთხრა.
---ვის მივყავარ მარინა.მე რა ჩემოდანი ვარ,ასე უბრალოდ ამიღოს ვინმემ და წამიღოს?წამოდი რა სახლში.დიდი ხვეწნის შემდეგ,როგორც იქნა წაიყვანა სახლში და საწოლში ჩააწვინა.რომ ნახა ჩაეძინა,მაგრამ წრიალებდა ჩუმად თქვა.
---რა გიჟი მყავხარ მარინა.ვიცი დამნაშავე ვარ ამ ბოლო დროს ძალიან უყურადღებოდ დაგტოვე,მაგრამ მალე ავხდით სიმართლეს ფარდას და მერე სულ შენი ვიქნები საყვარელო დღეც და ღამეც.მაგრამ დღეს რაც მაწვალე და მარბენინე, ამისთვის დაისჯები პატარავ,ვაი ხვალ დილის გათენებას,ილოცე ძილში რომ მშვიდად გამოხვიდე ნაბახუსევზე.ნორმალური ოჯახის ქალს,ახლა ქმართან ერთად ჩახუტებულს ძინავს, შენ კი წრიალებ შამფურზე წამომცმული მწვადივით.ბუზღუნებდა დათო და მარინას თვალს არ აშორებდა. არ იცი ხვალ რა დილა გელის.უკუღმა ხედავ და უკუღმა გესმის ყველაფერი.
მართალი იყო ნანა როგორც მან ივარაუდა,სწორედ ისე იყო მისი გაქრობის გეგმაც,როგორც მისი მშობლები გააქვრეს.მაგრამ ბედად მირიანი ჩაერია,აიყვანა ჩუმად დეტექტივი და დაამტკიცა უცხოელი ბიზმესმენის სტავრო კუს და ლიდია პაპანდოპულოს ერთადერთი მემკვიდრე რომ ნანა იყო.ამ ფაქტით ძალიან გახარებული იყო თამრო და ძალიან დიდი მადლობელი იყო მირიანის და საერთოდ ბიჭების.საქმე ყუყზე იყო მისული,რომ შოთიკოც აიყვანეს ბიჭებმა დიდი ხნის თვალთვალის შემდეგ და მირიანს ხელში არ შემოაკვდესო,მილიციას ჩააბარეს.ვერ მოითმინა მირიანმა და მაიორს მისი ნახვა თხოვა.ყველამ იცოდა ამ საქმის ისტორიის შინაარსი და აჩვენეს მირიანს შოთიკო გისოსებს მიღმა დაპატარავებული რომ იჯდა და მის განაჩენს ელოდა.
---როგორ ხარ შოთიკო რას შვრები.შოთიკო თვალს ვერ უსწორებდა მირიანს.
---მენდური,არ მელაპარაკები?ისევ დუმილი.
---ძალიან გაგრძელდა ჩვენი შეხვედრა,მეგობარო.არადა 5-6 თვეზე მეტ ხანს, არ უნდა გაგრძელებულიყო.
---რატომ არ მელაპარაკები,რამე დაგიშავე და ნაწყენი ხარ? მე 6 წელი გავატარე ციხის კედლებში და ახლა კი მევე ვიზრუნებ,რომ 26 წელი ხეხო ციხის კედლები.სად არის შენი საყვარელი მეუღლე,ახლაც მოვიდეს და ფეხებში ჩამივარდეს და მთხოვოს,ნუ დამიტოვებ ბავშვებს მამის გარეშეო. როგორ დაგიჯერეთ და როგორ გენდეთ. ახლა იცი რა არის ჩემი გეგმა?პირველად იმ სახლს მივადგები,სადაც ცხოვრობ და გავყიდი,შენ ხომ დამიკიდე ფეხებზე,მეც ფეხებზე სად იცხოვრებენ.შენ კი კარგ ადგილზე იქნები,მთელი ეს დრო ზრუნვა არ მოგიწევს არც გათბობაზე და არც ჭამა-სმაზე. იმას თუ ფიქრობ, რომ სახლის გაყიდვის შემდეგ არა უშავს დაჩაზე გადავლიანო,ძალიან ცდები.ის დაჩა უკვე გაყიდულია,მაგრამ არ ეყო 180,000$ ვერ გაქაჩა.ახლა ბინის დროა,ვერც ის შეავსებს და შემდეგ სოფელს მივადგები და ვნახოთ როგორია გამწარება შოთიკო.შოთიკომ შეხედა და მის წინაშე მუხლებზე დაემხო.
---ნუ გამიკეთებ ამას და ყველაფერს გადაგიხდი.ანაბარი მაქვს და იმას გამოვიტან,ოღონდ გარეთ ნუ დამიტოვებ ოჯახს.
---მე რას გთხოვდი შოთიკო.ნუ დამღუპავ, ჩემი ფული არ არისთქო,მაგრამ შემისმინე? გულთან მიიტანე ჩემი თხოვნა?კარგად იყავი დაგვაგვიანდება ერთმანეთთან შეხვედრა,მაგრამ ჩემი მეგობრები არ მოგაწყენენ იქ და ვიზრუნებ,რომ შენი ცხოვრება მოსაწყენი არ გახდეს.კმაყოფილი გამოვიდა გარეთ და გადაწყვიტა იურისტი ენახა და მასთან წავიდა.
---ბატონო მირიან დიდი პატივია თქვენი მოსვლა ჩემს ოფისში.
---როგორ ხართ ბატონო ნიკოლოზ.
---გისმენთ მირიან.ვიცი თქვენისთანა დაკავებული ადამიანი აქ ტყუილად არ მოხვიდოდით.
---ბატონო ნიკოლოზ მართალი ბრძანდებით.იცით რა თემაზედაც ვარ მოსული და გთხოვთ უბრალოდ მირიანი არ არის საჭირო ასეთი ოფიციალურობა.
---გასაგებია მირიან.მე თქვენი ოჯახის ძალიან დიდი ხნის ნაცნობი ვარ.
---არა ცდებით ნიკოლოზ.მე უფრო ასე ვიტყოდი,რომ ოჯახის მეგობარი ხართ და არა უბრალო ნაცნობი.იურისტს ჩაეცინა,ესიამოვნა მირიანიდან ასეთი შეფასება და გაბადრულად უთხრა.
---მართალი ხარ მირიან.უამრავი წლები გვაკავშირებს ერთმანეთთან.
---დიახ და ამიტომ შევაჩერე თქვენზე არჩევანი,როგორც ოჯახის მეგობარს და ამასთან ერთად საუკეთესო იურისტს.ნიკოლოზ ძალიან გავლენიანი პიროვნება ხარ და ძალიან ბევრი ნაცნობები,ახლობლები გყავს იქ. მირიანმა თითი ასწია მაღლა,რაც იურისტისათვუის გასაგები იყო,თუ რა იგულისხმა მირიანმა სიტყვაში, (იქ).
---საქმე ამაში არ არის მეგობარო,საქმე იმაშია,რომ ჩვენ უკვე გამარჯვებულები ვართ ამ პროცესზე.---ეს როგორ,უკვე ყველა მტკიცებულებები ხელთ გაქვთ?
---მოწმე რომელიც მე მოვძებნე,ის არ არის ნაყიდი მოწმე.ის გატაცებული იყო ფოტოების გადაღებით და იმ დროს,ახალგაზრდულ წლებში,იმ ადგილებში იღებდა ფოტოებს,ამიტომ მან გადაიღო ფოტოები,სადაც დაფიქსირებული აქვს ავარიის დეტალები და ავარიის შემდეგ იმ ადგილზე მისული ხალხიც,რომლის სახეები გარკვევით ჩანს ფოტოებზე.ასე რომ 99%-ით ვარ დარწმუნებული,რომ არ გამიჭირდება ამ პროცესის მოგება და დამნაშავის გამოვლინება,რომელსაც პირდაპირ დარბაზიდან აიყვანებენ. მირიანი იდგა და გაოცებული უსმენდა იურისტს,შემდეგ კი უთხრა.
---ნიკოლოზ ეს საქმე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია,უფრო სწორად ის ადამიანია მნიშვნელოვანი,ვისი სიცოცხლეც საფრთხეშია.გთხოვ მეგობრულად,გთხოვ როგორც კლიენტი და გთხოვ როგორც ახლობელი,ის დარჩნილი 1%-ც კბილებით უნდა დაიცვა.---დამიჯერე მირიან.ჩვენს ხელთაა ყველაფერი,ყველა მტკიცებულება.ეს ისე ჩუმად კეთდება მე არ ვჩანვარ საერთოდ ამ საქმეში.მე მოულოდნელად წავრსდგები სასამართლოზე ჩემი მოპოვებული მასალებით და წარუდგენ მოსამართლეს.ჯერ აცლის ამ იურუსტს და შემდეგ მე გამომიძახებს,ეს უკვე მოგვარებული მაქვს,ნუ გეშინია მოსამართლე ჩემი კაცია.დამიჯერე მირიან მათ არანაირი შანსი არ აქვთ გამარჯვების.დამნაშავეს და იურისტსაც დარბაზშივე აიყვანებენ და დააპატიმრებენ,საქმის გაყალბებისთვის და წლების წინ ჩადენილი მკვლელობისთვის.მე ისიც მითხრეს,რომ ანალიზის პასუხი გააყალბეს,მაგრამ რომ დაფიქრდნენ ასე არ აწყობდათ, ისევ აღადგინეს.
---შენი იმედი მაქვს ნიკოლოზ და მაგ მოსამართლეს გადაეცი რომ შოთიკო დათუაძე 26 წელი მიუსაჯოს,რადგან მე 6 წელი მოვიხადე სასჯელი,იმის გამო რომ დავეხმარე.ფულზე არ ინერვიულო,საქმე დასრულდება თუ არა თანხას სრულად მიიღებ.



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

ნეტა დასასრული მაინც გამაგებინა რა იქნება

 


№2  offline მოდერი zia-maria

terooo
ნეტა დასასრული მაინც გამაგებინა რა იქნება

kissing_heart მალე იქნება დასასრულიც. kissing_heart

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგი იყო,მაგრამ არ მინდა მირიანი იმდენად გაბოროტდეს მართლა დატოვოს შოთიკოს ოჯახი სახლ-კარის გარეშე.თუმცა ღირსი ნამდვილად არიან.მარინაზე გამაცინე ძალიან.მომეწონა
--------------------
ლანა

 


№4  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ჩემი მირიანი ♡♡ გიჟები ყველანი ერთად რო შეიკრიბნენ თან. :D

 


№5 სტუმარი marina

ise super gogo xar.momsons momsonssss❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent