გარდასახვა (III თავი)
-და მერე?! რას აპირებ? ასე გეგმავ დამალვას? სირაქლემის პოზიციას ირჩევ?!- აღშფოთებას ვერ მალავდა ნინა და თან განერვიულებული ოთახის ერთი ბოლოდან მეორემდე ბოლთას სცემდა. -და რას მთავაზობ? -მივიდეთ და უბრალოდ გავარკვიოთ რა ხდება სინამდვილეში. პასუხი მოვთხოვოთ. უნდა აგვიხსნას რა უნდა შენგან სინამდვილეში. არა?! -კარგი რაა ნინა, გამანებე თავი. - საცოდავად ამოიკრუსუნა გოგონამ და თავი დახარა. -არაფერიც. მაშინ მე თვითონ მივალ იმ ბიჭთან და ახსნა-განმარტებას მოვთხოვ. -და რა გინდა. საქმის გარჩევა უნდა მოუწყო?! თუ უფრო უნდა გააღიზიანო, რომ შემდეგ ნამდვილად ჰქონდეს მიზეზი მართლა რამე დამიშავოს?! ეს გინდა?! - აშკარა გაღიზიანება შეინიშნებოდა გოგონას ხმაში. -აბა რას მთავაზობ?!- უღონოდ ამოილაპარაკა ნინამ და ხელები ერთმანეთს მაგრად მოუჭირა. -არაფერს. უბრალოდ მშვიდად იყავი და არაფერი არ შეიმჩნიო. იმედია უბრალოდ მობეზრდება ჩემი თვალთვალი და თავს დამანებებს. -იმედია. მაგრამ იცოდე თუ ასე არ მოხდა ჩემს თავზე უკვე პასუხს არ ვაგგებ. _ თითის ქნევით აუხსნა ნინამ, შემდეგ კი გულღიად გაუღიმა საუკეთესო მეგობარს და ხელები გაშალა. -მოდი ახლა ჩამეხუტე კარგი? - გაკრეჭილმა ამოილაპარაკა და ნიტას ომლოდინე სახით მიაჩერდა. -კარგი. - გადაიკისკისა მეგობრის ბავშვურობით გახალისებულმა ნიტამ და მისკენ მთელი სისხრაფით გაექანა. ხელები ძლიერად მოხვია, თავი მხარზე დაადო. -ხომ იცი ჩემი იმედი ყოველთვის უნდა გქონდეს? -ვიცი და ეს ფაქტი ძალიან მახარებს. ძალიან ძალიან მიყვარხარ და შენც ყოველთვის უნდა გქონდეს ჩემი დახმარების იმედი. -კარგი გვეყოს თორემ ამდენი სენტიმენტებისგან ტირილს დავიწყებ ალბათ. - ახლა უკვე მობეზრებულმა თქვა ნინამ და გოგონას სასწრაფოდ მოშორდა. სახეზე ღიმილაკრული ნიტა კი სამზარეულოს მიუბრუნდა და მისი მილაგება დაიწყო. მოულოდნელად ტელეფონის ზარის ხმა გაისმა ოთახში. -შენია? -კიი. დედაჩემი მირეკავს. - უკმაყოფილოდ ამოიბურტყნა ნინამ და ტელეფონს უპასუხა. - გისმენ... არა.. არა მეთქი დედა... კი მაგრამ ერთი დღე რა მოხდება.. ხო. კარგი.. კარგი დედა გასაგებია. ახლავე წამოვალ. - ტელეფონი გათიშა და მოწყენილი სახით მიბრუნდა სამზარეულოს ნიჭარასთან მოფუსფუსე ნიტასკენ. -უბდა წავიდეე. -კი მაგრამ დღეს არ რჩები? კარგი რაა.. -დედაჩემი სასწრაფოდ მიბარებს სახლში. ხვალ ალბათ სოფელში წავალთ და უნდა გაემზადოო. -ცუდიაა. მაგრამ არა უშავს. შემდეგ ვიზიტზე არსად არ გაგიშვებ. -ასე მოიქეცი. აბა წავედი. მაპატიე რომ ვერ გეხმარები. - სწრაფად მივიდა კართან და ჩანთა გვერდულად გადაიკიდა. ნიტა გადაკოცნა და სადარბაზოს კიბეებზე დაეშვა. მოწყენილმა გოგონამ კარი დახურა და ისევ თავის საქმეებს მიუბრუნდა. ბოლოს დაღლილი იქვე საწოლზე მიწვა, თვალები დახუჭა და ყურსასმენები მოირგო. მალევე მუსიკის გასაოცარი ჰანგები გაისმა და მთელს ტანში გააჟრჟოლა სიამოვნებისაგან. მიუხედავად იმისა რომ არც სმენით იყო დიდად დაჯილდოებული და არც ხმით, მუსიკა მისთვის სრულიად სხვა გასაოცარი სამყარო იყო, რომელიც წარმოუდგენლად სასიამოვნო, კომფორტულ ატმოსფეროს უქმნიდა. მნიშვნელობა არ ჰქონდა ჟანრს, შემსრულებელს, მთავარია თითოეულ ბგერას მის სულამმდე ჩაეღწია. სასიამოვნოდ შეერხია სიმები და გოგონა უცნობ არარეალურ, წარმოსახვით, მაგრამ ამავდროულად ასე ნაცნობ და საყვარელ სამყაროში გადაესროლა. მინაბული თვალებით, ვარსკვლავის ფორმაში საწოლზე გადაწოლილი არავისზე და არაფერზე ფიქრობდა. ასეთი სიმშვიდე კარგა ხანია არ უგვრძნია, თითქოს ყველა პრობლემა, საფიქრალი, ფარული შიში გამქრალიყო ან მიმალულიყო სადღაც გონების ბნელ კუთხეში და კარგა ხანს გამოჩენასაც არ გეგმავდა. სხეულისა და სულის საოცარ თავისუფლებას გრძნობდა. თითქოს ღრუბლებში დაფრინავდა. მაგრამ რა იყო ამის მიზეზი? თავადაც ვერ ხვდებოდა... დღე იყო ალბათ ასეთი. არანორმალურად მშვიდი და ქარიანი. ღრუბლიანი და მზიანი. წვიმიანი. ქაოტურად ენაცვლებოდნენ ერთმანეთს ნიტას შნაგანი სამყაროს მსგავსად. ახლა სრულ სიმშვიდის საფარველში ჩაფლულს ქარიანი ღამის სავსე მთვარე დაჰნათოდა ზედ. აივნის მინის კარიდან სხივები უტიფრად შემოჭრილიყვნენ და გოგონას სხეულს ეალესრსებოდნენ. ოთახს მხოლოდ მთვარე და ტუმბოზე დადებული პატარა ღამის სანათი ჰფენდა სინათლეს. სინათლისა და ღამის ჩრდილებით განათებული მისი ნაკვთები რაღაც არაამქვეყნიურ, გასაოცარ სილამაზეს სძენდნენ გოგონას. წაბლისფერი თმები ბალიშის გარშემო ქაოტურად მიმოფანტულიყვნენ და გველებივით დაკლაკნილიყვნენ. ნიტა გასაოცარი სილამაზით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა. ძალიან ჩვეულებრივი, სტანდარტული და არაფრით გამორჩეული გარეგნობა ჰქონდა, რომელსაც ადამიანების მასაში ვერც კი შეამჩნევდი და გამოარჩევდი. გარეგნულად სხვებს ჰგავდა და სხვები ჰგავდნენ. თუმცა ჰქონდა რაღაც განსაკუთრებული, გასაოცარი. არა გარეგნული, არამედ შიგ, ღრმად დამალული. ფარული და საინტერესო. ერთი შეხედვით სიმშვიდის ეტალონს წარმოადგენდა, მაგრამ ღრმად, სულში... ნამდვილი ქაოსი ტრიალებდა. ფერადი და ბობოქარი. გარეგნულ სიმშვიდეს ამოფარებული ნამდვილი ქარიშხალი იყო, რომელსაც არასდროს ავლენდა. არ იქცევდა ყურადღებას არც ჩაცმით, არც ქცევით, არც ლაპარაკის მანერით, არც საუბრის თემით. ცდილობდა სხვების მსგავსისა და არაფრით გამორჩეულის იმიჯი შეენარჩუნებინა. უფრა ღრმად გათქვეფილიყო სოციუმში და მათი ერთფეროვანი ნაწილი გამხდარიყო. ეშინოდა ყოფილიყო განსხვავებული, ყოფილიყო თამამი, დამოუკიდებელი. იმედგაცრუებისა და გარიყვის ეშინოდა. ისედაც საკმაოდ დიდხანს იყო გარიყული ადამიანებისგან წლების განმავლობაში. ამგვარად კი საკუთარი კომპლექსების დაფარვას ცდილობდა. თავს კომფორტულად მაშინ გრძნობდა, როდესაც სხვებს ემსგავსებოდა და საკუთარი ჩვეულებრივი როლიც ამ სამყაროში ძალაიან მოსწონდა. მხოლოდ სიმშვიდეს ესწრაფვოდა... სიმშვიდეს, რომელსაც ახლა საკმაოდ დიდი დოზით გრძნობდა და მთელ სხეულში გამჯდარიყო. გარეთ ქარი ხმაურობდა. ხის ტოტები ფანჯრებს ეხეთქებოდნენ და ოდნავ ხმაურს გამოსცემდნენ. უკვე შუაღამეს მოეტანა, თუმცა გოგონას ჯერ კიდევ არ ეძინა. თვალებდახუჭული განაბული იწვა. უკვე ფლეილისტიც დამთავრებულიყო და მხოლოდ სიჩუმისა და გარემოს ხმებს ისმენდა. დროდადრო რაღაც გაფაჩუნების ხმა ესმოდა, თუმცა ყურადღებას არ აქცევდა. ესეც ქარის მიერ მოტანილი ეგონა. ნელ-ნელა სიზმრების სამყაროში ინაცვლებდა. ძილ ბურანში კი უცნაური შეგრძნებები არ ასვენებდა. მწველი, შემაშფოთებელი და ოდნავ საინტერესო. თითქოს ვიღაც მთელი მონდომებით აკვირდებოდა. დაჟინებული მზერა სწვავდა, თუმცა ვერ მიმხვდარიყო თუ საიდან მოდიოდა იგი. გამოფხიზლებაც სასტიკად ეზარებოდა. იცოდა რომ სახლში მარტო იყო და ვერც ვერავინ შემოაღწევდა. რადგან კარი ჩაკეტა. „ ხომ ჩავკეტე? მგონი კი, მგონი...“ უცებ რაღაც აზრმა გაუელვა თავში და ნახევრად მძინარე გონებას გამოფხიზლებისკენ მოუწოდა. ოდნავ შეირხა და გვერდი იცვალა. თვალები გაახილა. მოეჩვენა, რომ მის წინ ბუნდოვანი სილუეტი აღმართულიყო. შიშის ტალღამ ერთიანად დაუარა და თვალები სასწრაფოდ დახუჭა. თითქოს ეს დაიფარავდა მომავალი საფრთხისგან, რასაც ასე ნათლად გრძნობდა მთელი სხეულით. თითქოს საფრთხის არ დანახვით იგი გაქრებოდა. კარგა ხანს გაშეშებული იწვა და ნორმალურად სუნთქვასაც ძლივს ახერხებდა. საკუთარ თავს არწმუნებდა, რომ რაც დაინახა მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო და სახლში არანაირი უცნობი ადამიანი ან მოჩვენება არ იმყოფებოდა. მაგრამ მისდა სამწუხაროდ კვლავ ესმოდა რაღაც გაფაჩუნების ხმები. მალე კი სრული სიწყნარე ჩამოწვა და მხოლოდ მაშინ გაბედა ცალი თვალის გახელა. ოთახი კარგად რომ მოათვალიერა, შემდეგ მეორეც გაახილა. ახლა უკვე დაკვირვებით ათვალიერებდა თითოეულ კუთხე-კუნჭულს და იქიდან მომავალ საფრთხეს გაფაციცებით ეძებდა, მაგრამ საბედნიეროდ დარწმუნდა რომ სახლში სრულიად მარტო იმყოფებოდა. საწოლიდან წამოიწია და თამამად გაიმართა. იქვე დადებულ ხალათს ხელი დაავლო და მხრებზე მოისხა. საწოლიდან წამოდგა და სამზარეულოს მიაშურა. ჩაიდანი ფრთხილად შედგა გაზზე და ადუღებას დაელოდა. მიუხედავად გათბობისა ეს ამინდი მაინც სიცივის შეგრძნებას უღვივებდა და ერთი ჭიქა ჩაი ნამდვილად არ აწყენდა. გემრიელად მიირთვა ლიმნიანი ჩაი და ის ის იყო კვლავ დაწოლას აპირებდა, რომ საიდანღაც სიცივის შეგრძნება დაეტაკა. ოთახში აშკარად ქარი აღწავდა. მზერა იქითკენ მიმართა საიდანაც სიცივის შეგრძნება მოდიოდა და ოდნავ შეღებულ შემოსასვლელ კარს გაოცებული მიაჩერდა. ერთიანად გააჟრჟოლა იმის გაფიქრებაზე, რომ შეიძლება სახლში მართლა ვინმე ყოფილიყო და ეს ყველაფერი მისი უპასუხისმგებლობისა და დაუკვირვებლობის წყალობით. სასწრაფოდ გაემართა კარისკენ. დაკეტა, საიმედოდ გადარაზა და ღრმად ამოისუნთქა. დღევანდელი დღე ამინდივით მართლაც გიჟური გამოდგა. -ნიტა სად ხარ? -მეორე სართულზე. - უპასუხა გოგონამ და თან ჩანთა დაკეტა, რომელშიც საკმაო რაოდენობით ჩაეტენა წიგნები. -მე ახლა მოვედი და გარეთ შეგხვდები ეზოში კარგი? -კარგი.. ჩამოვდივარ. - უპასუხა გოგონამ და ჩანთა ზურგზე მოიგდო. კიბეებს ნელი ნაბიჯით ჩაუყვა და ეზოშიც გავიდა. იქვე სკამზე წამოსკუპებული ნინასკენ გაემართა, რომელსაც მთელი ადგილი დაეკავებინა და ტელეფონში იქექებოდა. -აბა. რა არის ახალი? როგორი დრო გაატარე სოფელში? -იყო რაა.. უხალისოდ ამოილაპარაკა და ტელეფონიდან თავი ამოყო. შენ რას შვებოდი შაბათ-კვირა? -რავი, ისეთს არაფერს.. - მხრები ამიჩეჩა - სახლი მივალაგე, ცოტა გავისეირნე, რაღაცეები წინასწარ ვისწავლე. -გასაგებიია, ესე იგი ტრადიციულად მოსაწყენად. ჩემს გარეშე რა გეშველებათ შენ და დათას არ ვიცი. - ხელები აღმართა და თვალები აატრიალა ნინამ. თქვენ ხომ გართობის შესახებ არაფერი გსმენიათ. ან კინოში წადი, ან თეატრში ან სულაც ბარში ან კლუბში. რა მოხდა უკვე კარგა ხანია სრულწლოვანი ხარ. -ხომ იცი არ მიყვარს მაინცდამაინც ხმაურიანი ადგილები. -სამაგიეროდ ჩაყრუებული გარეო გიზიდავს. ახლა როგორი მოსაწყენი ხარ და მოხუცებულობის პერიოდში წარმოდგენაც არ მინდა რა იქნები... - დაიწყო ნინამ და მოჰყვა ერთ საათიან მონოლოგს. ნიტას კი აღარაფერი უთქვამს, ღიმილშეპარული სახით უსმენდა მეგობრის ქაქანს, თან მზის მცხუნვარე სხივებს სახეს უშვერდა და ცდილობდა გამთბარიყო. -არ მისმენ? ნიტა.. ნიტა! - მთელ ხმაზე უყვირა გოგონამ და ფიქრებში წასული მეგობარი გამოაფხიზლა. თუმცა ხმის ტემბრი ვერ მოზომა და თითქმის მთელი გარშემომყოფთა ყურადღება მიიქცია. -რამხელა ხმაზე ყვირი. - შეუღრინა ნიტამ და მკლავზე მწარედ უჩქმიტა. -აუჰ. - ამოიკვნესა გოგონამ და გაბრაზებული მიუბრუნდა - შენ რას აკეთებ საერთოდ. არ მისმენ? აბა ამდენი ხანი რაზე მაქაქანებ. -გისმენდი. -რაღაც არ გეეტყობა... - მოიცადე ეს ის არ არის?. - ხელი გაიშვირა გოგონამ ნიტას უკან და გოგონამაც უნებურად მის თითს გააყოლა თვალი. გაშეშდა, როდესაც მასში ლუკა ამოიცნო. როგორც ჩანს უნივერისტეტში ახლახანს მოსულიყო და კიბეებზე სწრაფი ნაბიჯით ადიოდა. -ხელი ჩამოსწიე. - გადაუსისინა მეგობარს და გაშვერილი თითი ძალით ჩამოაწევინა. -იდიოტი. - ამოიბირდღუნა ნინამ. -საერთოდ შეეშვი რაა. არ გახსოვს ჩვენ რაზე შევთანხმდით? -მახსოვს მაგრამ. -არავითარი მაგრამ. შენ მე პირობა მომეცი რომ არ ჩაერეოდი და წესით პირობებს ასრულებენ ხოლმე. მით უმეტეს კარგა ხანია არ გამოჩენილა და ახლოსაც არ მომკარებია. ასე რომ ძალიან მშვიდად ვარ და შენც იგივეს გირჩევ. -კარგი. -აშკარად გაღიზიანებულმა ამოიბურდღეუნა ნინამ და ფეხზე წამოდგა. - მე ლექცია მეწყება ახლა. შენ რას აპირებ? -მე შუალედი მაქვს ერთ საათიანი და აქ ვიქნები ჯერ-ჯერობით. -მაშინ დროებით. -დროებით. - გაუღიმა ნიტამ და კიბეებზე მიმავალ მეგობარს თვალი გააყოლა. შემდეგ ხელები ერთმანეთს გადააჭდო, სკამის საზურგეს მიეყუდა, თვალები დახუჭა და მოდუნდა. თავში კვლავ ის ამოუტივტივდა. „ისევ და ისევ ლუკა. საერთოდ რა უნდა რატომ არ მასვენებს? აშკარად არ მოვწონვვარ, მაგრამ ამას წესით ასე მკვეთრად არ უნდა გამოხატავდეს. არადა თითქოს არავისთვის არაფერი დამიშავებია. ის კი ისე მიყურებს, თითქოს მის წინაშე სასიკვდილო ცოდვა მაწევს. არ მესმის.. საერთოდ არაფერი არ მესმის. იქნებ მართლა რამე დავიშავე და არ მახსოვს?.. რა სისულელეა“ - თავისივე ფიქრებზე თვითონ გაეღიმა. „ აშკარად კარგად ვერაა ეგ ბიჭი. ვინმემ რამე მაინც იცოდეს მის შესახაბ. იქნებ გიჟია ან ავადმყოფი. ასეთი ადამიანები ნებისმიერ რამეზე არიან წამსვლელები... იქნებ მაშინ.. იმ ღამითაც ის იყო. კარი დამრჩა ღია და ალბათ ამით ისარგებლა.“ - ღმერთო. - ახლა უკვე ხმამაღლა ამოიოხრა. ვერ მიხვდა ისე სწრაფად გაიპარა დრო. ბოლოს ასე უაზროდ ჯდომისგან დაღლილი წამოდგომას აპირებდა. ამ დროს მზეზე ვიღაცის ჩრდილი გადაეფარა. შეწურებულმა ცალი თვალი მოჭუტა და გაახილა. მის წინ მაღალი, ჩასხმული სილუეტი აღმართულიყო. კარგად დააკვირდა გოგონა, რომ სინათლით გარშემორტყმული სხეული კარგად გაერჩია. მოულოდნელად გოგონა გაშეშდა, გაოგნებული მიაჩერდა მის წინ მდგომს, რომელშიც ლუკა ამოიცნო. -გამარჯობა. - გაისმა ბიჭის საკმაოდ ბოხი ხმა. -გ..გამარჯობა. -ამოილაპარაკა შოკირებულმა. -უნდა ვილაპარაკოთ! *_*_*_*_*_*_*_*_*_* ესეც შეპირებული შემდეგი თავი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.