უჟმური მორჯულება
-ქალბატონო ანატასი თქვენთან არიან. -შემოვიდეს. კარებში სასიამოვნო გარეგნობის მამაკაცი შემოვიდა . -დაბრძანდით რით შემიძლია დაგეხმაროთ? -გამარჯობა მე გიორგი ვიბლიანი ვარ. მინდა პირად მცველათ აგიყვანოთ. -იცით მე დეტექტივი ვარ და არა მცველი სამწუხაროთ მე ვერ დაგეხმარებით. -ნებისმიერ თანხას გადაგიხდით თუ ეგ არის პრობლემა. -არა ბატონო გიორგი მე მცველად არ ვმუშაობ ასე რომ სხვას შეგიძლიათ მიმართოთ. -უარს ამბობთ? -დიახ ეხლა კი უკაცრავათ უამრავი საქმე მაქვს. -კარგით კარგად. გიორგიმ კაბინეტი დატოვა და მეგობრის კაბინეტს მიაშურა. კარი ფრთხილად შეაღო და დიდიხნის უნახავ მეგობარს მიესალმა -როგორ ხარ ბესო? -გიორგი როგორ გამახარე შენი სტუმრობით. -შენი დახმარბა მჭირდება. -თუ რამით შემიძლია? -პირადი მცველი მჭირდება. - რატომ რა ხდება? -ჩემ შვილს ალექსანდრეს ემუქრებიან მე და ნაინა ძალიან ვღელავთ არ გვინდა ალექსანდრეს რამე დაემართოს ამიტომ გადავწყვიტეთ. -კარგი ვეცდები საუკეთესო მცველი გიპოვო . -უკვე ვიპოვე ოღონდ უარზეა ამიტომ მჭირდება შენი დახმარება. -ვინ არის ? -ანასტასია წიკლაური შენი დეტექტივი. -რა? ის მცველათ არ მუშაობს. -ვიცი თავადაც მითხრა. -რატომ მაინცდამაინც ის ? -მისი ხასიათიდან გამომდინარე თანაც საუკეთესო დეტექტივია. -ცოტა რთული საქმეა მისი დათანხმება, ის ადვილათ არ დათანხმდება. -ამოტომ უნდა დამეხმარო. -ვეცდები რაც შემეძლება გავაკეთებ. -კარგი შენ პასუხს ველოდები იმედი მაქვს დაითანხმებ, კარგად. -კარგად. ბესომ მეგობარი გააცილა და ანასტასია კაბინეტში გამოიძახა რამდენიმე წუთში ანასტასია ბესოს წინ იჯდა სავარძელში და ელოდა როდის დაიწყებდა საუბარს ბესო მაგრამ არადა არ იწყებდა ამიტომ თავად გადაწყვიტა საუბრის წამოწყება. -ბატონო ბესო რატომ დამიბარეთ? -ახალი საქმე მაქვს შენთვის. -გისმენთ. -ერთი ბიზნესმენი უნდა დაიცვა. -მაგრამ მე... -ვიცი რისი თქმაც გინდა მაგრამ უკვე გადავწყვიტე ასე რომ ხვალ დილიდან შეუდგები საქმეს. -გასაგებია მაგრამ სხვისთვის რომ დაგევალებინათ? -სხვას ვერ ვენდობი თანაც საუკეთესო ხარ და მინდა შენ დაიცვა. -თუ უარს ვიტყვი? -ანასტასია ძალიან მნიშვნელოვანი რომ არ იყოს არ მოგმართავდი. -ბევრი საუკეთესო მცველი არის შემიძლია სანდო და გამოცდილი მცველი ვიპოვო. -არა სხვას ვერ ვენდობი, ამიტომ მოგმართე. -მაგრამ მე არ შემიძლია მცველად არ მიმუშავნია და როგორ. -ვიცი შენი გამოცდილება ასე რომ ხვალიდან დაიწყებ. -თუ უარს ვიტყვი|? -მაგას გამიკეთებ მასე გამწირავ შენ მეგობარს რა პასუხს გაცემ მამას მოწყენილს რომ დაინახავს და გაიგებს რაც არის ჩემი დარდის მიზეზი. -ინტრიგანი ხართ იცით როგორ დამაშანტაჟოთ. -აბა რას იტყვი. -ქალია თუ კაცი? -ესეიგი თანახმა ხარ, ახალგაზრდა მამაკაცი უცოლო. -მე არ მიკითხავს ცოლიანია თუ არა. საქმეზე ვისაუბროთ მე ეგ არ მეხება მხოლოდ მისი დაცვა მევალება ასე რომ გისმენთ. -კარგი ბიჭია... -მგონი გინდა გადავიფიქრო მაგის დაცვა. -არა უბრალოდ გამზადებ სულიერათ. -ბესო ძია კარგით რა თქვენც ანანოსავით მესაუბრებით. -ჩემი შვილი საუბრითაც მე მგავს. -ბესო ძია სერიოზულად ამხელა უფროსი კაცი როგორ მასხარაობთ. -უფროს როგორ მეუბნები მაგას.-თან ბესოს გაეცინა-კარგი საქმეს მივხედოთ. -კლიენტს ალექსანდრე ქვია ახალგაზრდა ბიზნესმენს ემუქრებიან და უნდა დაიცვა სანამ არ მოგვარდება ყველაფერი მერე კი შენ საქმეს მიუბრუნდები ისევ. -კარგით მაგრამ ჩემ წესებს დაემორჩილება ვერ ავიტან თავხედობას ყველაფერი ისე უნდა იყოს როგორც მე მინდა ზედმეტი გამოხტომებს არ ავიტან. -კარგი ყველაფერი ისე იქნება როგორც იტყვი. ბესომ საბუთები გაუწოდა-ეს მთელი ინფორმაციაა კლიენტზე გაეცანი ხვალ დილით იწყებ. -კარგით კარგად. ანასტასიამ კაბინეტი დატოვა ტავისი ნივთები წამოიღო და სახლში წავიდა, გაბრაზებული იყო მაგრამ ცდილობდა სიბრაზე გაეკონტროლებია, მდივანზე მოკალათდა და საქაღალდე გახსნა. ვნახოთ ვის ვიცავ ‘’ალექსანდრე ვიბლიანი 28 წლის ბიზნესმენი დედა ნაინა ვიბლიანი, მამა გიორგი ვიბლიანი, ‘’ საიდან მეცნობა ეს სახელი, ნეტავ სად გავიგონე კარგი არაუშავს მერე გავიხსენებ ესეიგი ბატონო ალექსანდრე თქვენ უნდა დაგიცვათ ამხელა კაცს თავის დაცვა არ შეუძლია იდიოტი შენს გამო მომიწია მცველათ მუშაობა და საქმეებს ჩამოცილება განანებ შენ არ იცი ვინ გადაიმტერე. გიორგი-რატომ არ გესმის? თუ მცველი გეყოლება ყველაფერი რიგზე იქნება და აღარ ვინერვიულებთ რომ რამე დაგემართება. -მამა მე უკვე ვთქვი საკუთარ თავს თავად დავიცავ ასე რომ არავითარი მცველი. -უკვე დავიქირავე ხვალ დილით მოვა ასე რომ ამაზე საუბარი მორჩა. -პატარა ბიჭი არ ვარ რომ როგორც გინდათ ისე მოიქცე და დაგემორჩილო ასე რომ ნუ ელი რომ შენ გაბღენძილ მცველს პატივს ვცემ და დავემორჩილები. ნაინა- გთხოვ შვილო დათანხმდი ჩემს გამო ნუ გამიხეთქავ გულს შენზე ნერვიულობით. -დედა კარგი რა ! -შვილო. -კარგი ეხლა შემეშვით. ალექსანდრემ სახლი დატოვა და მეგობრებს დაუკავშირდა. ალექსანდრე-სად ხართ? დემეტრე-კლუბში რა გჭირს? -მალე გამაგიჟებენ მოვდივარ და ყველაფერ მოგიყვებით. -კარგი. მალე მივიდა ნაცნობ კლუბთან ალესანდრე და მაშინვე შიგნით შევიდა მალევე მიუახლოვდა ნაცნობ მაგიდას და მეგობრებს მიესალმა. -დამალევინეთ. მომღიმარმა ლუკამ ჭიქა გაუწოდა-რა გჭირს? -გამაგიჟებს გიორგი მცველი ამიყვანა ისე რომ არც კი მკითხა. ეხლა შეხედა ზურამ მეგობარს-რათ გინდა მცველი? -მეც ეგ კითხვა მაწუხებს იმ ახ....ის ერთი მუქარის გამო მცველი რათ მინდა ან გიორგიმ საიდან გაიგო ეგ ამბავი. დემეტრე უსმენდა ალექსანდრეს და საუბარი დაიწყო-შენზე ნერვიულობენ მაგრამ მცველი არ უნდა დაექირავებინათ. -შევეშვათ ამ თემას თორემ ისედაც ვბრაზდები რომ წარმოვიდგენ მცველს. ლუკას გაეცინა რის გამოც მეგობრებმა მას შეხედეს კითხვის ნიშნიანი თვალებით და ლუკას პასუხმაც არ დააყოვნა-ისე რა მაგარი იქნება ვინმე ღიპა მცველი რომ გაგიჩითოს გიორგიმ. -ლუკა გაჩუნდი თუ არ გინდა შემოაკვდე-თვალები დაუბრიალა დემეტრემ. ბიჭებმა გვიანობამდე სვეს ალექსანდრე კარგად მთვრალი დაბრუნდა გამთენიას სახლში. ანასტასიამ ადრე გადაწყვიტა დაძინება რადგან არ უნდოდა პირველივე დღეს დაგვიანებოდა . ანასტასია დილით ადრე ადგა და სავარჯიშოთ წავიდა ვარჯიშის დროს ალექსანდრეზე ფიქრობდა თუ რა რეაქცია ექნებედო მის წესებზე, სახლში დაბრუნებულმა წყალი გადაივლო ჩემოდანი აიღო და სახლი დატოვა მანქანაში მოათავს ჩემოდანი, საჭეს მიუჯდა და ალექსანდრეს სახლს მიაშურა. ‘’იმედი მაქვს პრობლემებს არ შემიქმნის ალექსანდრე თორემ მწარეთ ვანანებ ისედაც არ მომწონს მის გამო მცველი რომ გავხდი.’’ ფიქრებში გართული მალე მიუახლოვდა გალავანს, გალავანი კარგად შეათვალიერა საიდანაც სახლამდე რამდენიმე მეტრი იყო სანამ სახლს მიუახლოვდებოდა ეზოც მოათვალიერა. ‘’კარგი გემოვნება აქვთ საინტერესოა ვინ ემუქრება მაგრამ რა მიკვირს ალბათ ვინმე ძალიან გააბრაზა ალექსანდრემ და ამიტომ ემუქრებიან.’’ კარზე ზარი დარეკა და მალევე გააიღო კარებიც. ნანა-გამარჯობა რით შემიძლია დაგეხმაროთ? -იცით მე ბატინი ალექსანდრეს მცველი ვარ. -დიახ მობრძანდით. -მადლობა სად არის ბატონი ალექსანდრე? -ძინავს ჯერ. -კარგით. ნანამ მისაღებში შეაცილა ანასტასია და გიორგის კაბინეტსმიაშურა სადაც ნაინა და გიორგი ანასტასიას იქ მისვლაზე საუბრობდნენ. -გიორგი ის გოგონა დარწმუნებული ხარ რომ კარგად დაიცავს? -კი დარწმუნებული ვარ რამდენჯერ გაგიმეორო დამშვიდდი საუკეთესოა. -იმედია. ნანა-ბატონო გიორგი მცველი მოვიდა. -ადრე მოსულა კიდევ ერთი დადებითი. მალე მისაღებში შევიდა გიორგი და ნაინა. ანასტასიას გიორგის დანახვა გაუკვირდა მაგრამ მაშინვე ამოუტივტივდა მისი სახელი და გვარი გონებაში და ჩაეღიმა. -ბატონო გიორგი არ ვიცოდი თუ თქვენ მოაწყვეთ ეს საქმე თქვენსას მიახწიეთ. -ცუდათ ნუ იფიქრებ უბრალოდ მინდოდა ჩემი შვილი საუკეთესოს დაეცვა . -მაგ უფლებას არ გაძლევდათ თანაც საუკეთესო მცველები არსებობენ მაინც და მაინც მე რატომ ვერ ვხვდები. -საუკეთესო ხარ და მაგიტომ, ვიცი ცუდათ გამომივიდა ბესოს ჩარევა მაგრამ სხვა გზა არ დამიტოვეთ. -აღარ მინდა მაგ თემაზე საუბარი ბატონ ალექსანდრეს შესახებ ვისაუბროთ. -გისმენ რა გაინტერესებს? -თუ იცით ვინ ემუქრება? -მხოლოდ ის ვიცი რომ ვინმე მათე ბურჯანაძეა ბიზნესმენი რაღაც პროექტში მოსვლიათ უთანხმოება ტენდერში ალექსანდრეს გაუმარჯვია და მას შურისძიება უნდა რადგან წააგო. -გასაგებია, ალექსანდრეს ნახვა მინდა. აქამდე მშვიდათ მჯდომმა ნაინამ საუბარი წამოიწყო-ალექსანდრეს ძინავს. -კარგით მის ოთახს ვერ მიმასწავლით ნაინას გაუკვირდა მაგრამ მიასწავლა-მაღლა მარჯვნივ მესამე კარი. -მადლობა. ანასტასია კიბეებს აუყვა და პირდაპირ შევიდა ალექსანდრეს მშვიდათ ეძინა ‘’ოჰ პრინც მშვიდათ ძინავს მაგრამ მგონი ცხელა ხომ არ გავაგრილო მგონი კარგი იდეაა, ამ წუთიდან გახსნილად ვაცხადებ ალექსანდრე ვიბლიანის გამწარების სპეცოპერაციას ვიწყებ’’ ანასტასიამ ჭიქა წყლით შეავსო და საწოლს მიუახლოვდა ეშმაკურად გაიღიმა და წყალი დაასხა ალექსანდრეს, ალექსანდრე დენ დარტყმულივით წამოფრინდა საწოლიდან რაზეც ანასტასიამ სიცილი ვერ შეიკავა და აკისკისდა, ალექსანდრე მალევე მოეგო გონს და ანასტასიას წინ აესვეტა გაცოფებული წელს ზემოთ შიშველი, ანასტასია მაშინვე გაჩუნდა და ნერწყვი მძიმეთ გადაყლაპა. -ვინ ჯანდაბა ხარ და აქ რას აკეთებ?? ალექსანდრემ მთელი ხმით დაიღრიალა ანასტასიამ ხმა ვერ ამოიღო ისე გაბრუვდა ალექსანდრეთი. -ამოღერღავ? -მე... ისაა. -ნუ ბლუყუნებ დროზე თქვი და გაეთრიე. -ჯერ ერთი ტონს დაუწიე და მეორე კიარ გავეთრევი გავალ. ანასტასიამ ერთი შეუბღვირა და წამოსასვლელათ შემობრუნდა როცა ხელზე ხელი იგრძნო რომელიც ძალიან უჭერდა და უფრო გაბრაზებული ალექსანდრე უყურებდა გოგონას უტიფრობით გაოცებული. -ხელი გამიშვით. -როგორ ბედავ ჩემთან ეგეთი ტონით საუბარს? -როგორც მინდა ისე ვსაუბრობ ვინ დამიშლის? -გოგო ტონი შეარჩიე თორემ ინანებ. -ვინ მანანებს შემთხვევით შენ ხომ არა. -ბოდიში მოიხადე გეყო რაც ითავხედე. -არ მოვიხდი. -მოიხდი. -არა. -კარგი. ანასტასიას ეგონა ალექსანდრე დანებდა და თავს დაანებებდა მაგრამ შეცდა რამდენიმე წამში ალექსანდრეს მხარზე აღმოჩნდა. -რას აკეთებ დამსვი. -ვერ ვიტან უტიფარ ხალხს. -საკუთარ თავს ვერ იტან საინტერესოა. -არ ხარ იმ მდგომარეობაში უაზრო რეპლიკები აკეთო. -აქ რა მინდა? -აბაზანაში ხალხი რას აკეთებს? -მაგდენი ვიცი მაგრამ მე აქ არაფერი მესაქმება გაიწიე. -არა ჯერ ბოდიში მომიხადე. -რისთვის? -ბევრი რომ იტლიკინე. -შენ ხომ არ გაუბერე ? მეტი საქმე არ მაქვს. -კარგი. ალექსანდრემ ცივი წყალი მოუშვა საშხაპეში და კარი დახურა, მალე ანასტასია სულ სველი იდგა, ალექსანდრე კი უემოციო სახით უყურებდა. -გააღე თორემ გეფიცები განანებ. -იმ მდგომარეობაში არ ხარ რომ იმუქრო. -შენ... -რა მე? -იდიოტი ხარ. გააღე. -ჯერ ბოდიში. -არა. -ხოდა მანდ იქნები. წრუწუნა -რა? -წრუწუნას რატომ გევხარ? -მოგკლავ. -ვერ შეძლებ. სანამ გაცივდები და ჩემ აბაზანაში მოკვდები ბოდიში მოიხადე. -არა. -კარგი იყავი მანდ. -შენ რა მართლა არ აპირებ ჩემს გამოშვებას? -ეჭვი გეპარება? -შენ... -რა? -მე არ მოვიხდი ბოდიშს. -კარგი. ანასტასიას უკვე ძალიან შეცივდა და ამიტომ სიამაყისთვის გადაბიჯება გადაწყვიტა თუმცა ამას არ შეარჩენდა. -კარგი ბოდიში. -ვერ გავიგე? -სმენის პრობლემა გაქვს? -გაიმეორე. -ბ ო დ ი შ ი ეხლა გააღე. -ჭკვიანურია. ალექსანდრემ კარი გაუღო ანასტასია სულ გაყინული გამოვიდა. -ეს ასე არ დამთავრდება ბატონო ალექსანდრე. -ტყუილად იმუქრები. ანასტასიამ ოთახი დატოვა კარი მთელი ძალით გამოიჯახუნა და წინ ნაინას გადაეყარა. ნაინას გაეღიმა ანასტასიას დანახვზე-რა დაგემართა? -იცით... მე.... -კარგი წამოდი შენ ოთახს განახებ გამოიცვალე . -მადლობა. -ეს არის შენი ოთახი, ვიფიქრეთ რომ ალექსანდრეს ოთახთან ახლოს სჯობდა ამიტომ ამ ოთახში იქნები. -კარგით მადლობა. ანასტასია ოთახში შევიდა თუ არა მაშინვე ალექსანდრეს ლამაზი სიტყვებით შემკობა დაიწყო. ‘’იდიოტი განანებ, მაცადე შენ თუ ცხოვრება ჯოჯოხეთად არ გიქციო მე არ ვიყო ანასტასია წიკლაური, როგორ გაბედა ჩემი იქ ჩაკეტვა, ესეიგი ომი გინდა კი ბადოტო მიიღებ. ჯანდაბა როგორ შემცივდა დეგენერატი, კარგად მოქცევას ვაპირებდი მაგრამ გადავიფიქრე ეხლა მისი გამწარების მეტს არაფერს გავაკეთებ.’’ ცოტახანში ოთახიდან გამოდიოდა როცა ალექსანდრე დაინახა როგორ ჩადიოდა კიბეზე და მისაღებში შევიდა, ანასტასიამ გაიღიმა და მისაღებისკენ გაეშურა. -მამა როგორც ვხედავ შენი დაქირავებული მცველი მოსვლას არ აპირებს. გიორგის გაეღიმა ალექსანდრეს სიტყვებზე-ის უკვე აქ არის შენს ოთახში იყო, არ გინახავს? -არა ანასტასია-როგორ არა ბატონო ალექსანდრე უკვე მნახეთ. -ვინ არის ეს ქაჯი დილიდან ნერვებს მიშლის. ნაინას გაეღიმა ალექსანდრეზე და გაახსენდა რა მდგომარეობაში ნახა ანასტასია მაშინ როცა ალექსანდრეს ოთახიდან გამოვიდა-ალექსანდრე გოგონას როგორ მიმართავ სირცხვილია თანაც მან უნდა დაგიცვას და არ მინდა ანასტასიას უხეშად მოექცე ასე რომ თავი შეიკავე. ალექსანდრე-რა ? არა. ამან მე უნდა დამიცვას? ანასტასია-ეჭვი გეპარებათ ბატონო ალექსანდრე? -დარწმუნებული ვარ ვერ შეძლებ ასე რომ შეგიძლია დატოვო აქაურობა. -სანამ ჩემ საქმეს ბოლომდე არ მივიყვან არსად წასვლას არ ვაპირებ. ეხლა კი თუ კითხვები არ გაქვთ წავიდეთ ისედაც დააგვიანეთ სამსახურში. -მაგ შენი საქმე არ არის როდის მივალ სამსახურში, გირჩევ ჩემ საქმეში ზედმეტათ არ ჩაერიო. -კარგით ვეცდები. ალექსანდრე გაბრაზებული გავიდა სახლიდან, ანასტასია კი კმაყოფილი ღიმილით. მალე ორივე მანქანაში მოთავსთნენ არცერთს ხმა არ ამოუღია სანამ ალექსანდრეს ოფისში არ შევიდნენ. -ყველგან უნდა მზდიო? -ჩემი მოვალეობა ეგ არის ასე რომ მოგიწევთ აიტანოთ ჩემი თქვენს გვერდით ყოფნა სხვა გზა არ გაქვთ. -მაგასაც ვნახავთ, მოემზადე სამსახურის დასატოვებლად. -კარგი. ალექსანდრემ კაბინეტის კარგი ცხვირწინ მოუხურა და თავის სავარძელში მოთავსდა. ჯანდაბა ვინ არის ეს ალქაჯი? მახინჯი მაინც იყოს, არა რა კარგს არაფერს დამმართებს მაგრამ კარგი სათამაშოა. ვნახოთ სადამდე გამიძლებ სექსუალურო ალქაჯო, კარგი თოჯინა აურჩევია გიორგის მაგრამ ძაან ბევრს ტლიკინებს თუმცა მალე დავაშოშმინებ. ალექსანდრე მობილურს დაწვდა და დემეტრეს ნომერი აკრიბა მალე გაისმა ყურმილს იქით ნამძინარები ხმა. დემეტრე-რა? ალექსანდრე-რაიყო კვდები? -შე....მა დამაძინე რა ჯანდაბა გინდა? -ალქაჯი მყავს პირადი. -რა გჭირს კარგად ხარ რა ალქაჯი ზღაპრებს უყურებ? -არ გეხუმრები. -რა ალქაჯი წესიერათ ამიხსენი. -პირადი მცველი ნამდვილი ალქაჯია. -კაცებზე ალქაჯს როდიდან ამბობ? -ვინ თქვა კაციაო? -აბა. არა. -კი ქალია. -რა როგორ ? საღამოს შენთან მოვდივართ ბიჭები ეხლა კარგად მეძინება. -კარგი ხო. ალექსანდრეს სხვა გზა აღარ დარჩა და საქმეებს მიხედა, შესვენებაც კი დაავიწყდა ისე ჩაითრია საქმემ, ანასტასია გაბრაზებული გადი-გამოდიოდა ალექსანდრეს კაბინეტთან უკვე პიკი იყო შესვენებიდან დაბრუნებული ხალხი რომ დაინახა და გაბრაზებულმა შეაჭრა ალექსანდრეს კაბინეტში და კარი ხმაურით მიკეტა. ალექსანდრემ გაბრაზებულმა გამოხედა და პირდაპირ შეტევაზე გადავიდა. -შენთვის კარზე დაკაკუნება არ უსწავლებიათ? რა დღეში ხარ? -თქვენ მაიძულეთ ესე მოქცევა. -რა? მე როგორ გაიძულე ? შენ ვერ ხარ? -როგორ და შესვენება უკვე დამთავრდა თქვენს გამო კი შესვენებაზე ვერ გავედი რადგან კაბინეტში ზიხართ და კაცმა არ იცის რა სისულელეზე ფიქრობთ და საერთოდ მუშაობ თუ არა. -ზედმეტები მოგდის და არ ვაპირებ მოვითმინო. გადი. -არა ზედმეტები თქვენ მოგით. -გადი დროზე. -რომ არ გავიდე? -ნუ მიწვევ გადი სანამ ჯერ კიდევ სიმშვიდეს ვინარჩუნებ. -რას იზავ რო? -გაეთრიე- ალექსანდრემ განისხებულმა შეყვირა, ანასტასიას ცოტა შეეშინდა მაგრამ არ დაანახა თავისი შიში ფრთხილად წავიდა კარისკენ კარები გამოაღო და ალექსანდრეს შემოუბრუნდ. -არ გავეთრევი, გავალ ბრაზიანო უჟმურო.-მიაძახა ალექსანდრეს და კაბინეტიდან გავარდა ალექსანდრემ კი გაცოფებულმა იღრიალა. -ანასტასია მოგკლავ. ‘’ჯერ სად ხართ ბატონო ალექსანდრე ნერვების შლა წინ გაქვთ, ჯერ ეხლა ვიწყებ, არა რა ესეთი ახალგაზრდა და სიმპატიური მაგრამ რათ გინდა უჟმური იდიოტია, კიდევ რა გავაკეთო მის გასაბრაზებლად?? უკვე ვიცი რასაც გავაკეთებ დაგერხა ალექსანდე ვიბლიანო სისხლს გაგიშრობ შენ არ იცი ვინ გადაიმტერე’’ ალექსანდრემ ძლივს შეძლო თავის გაკონტროლება რომ არ გამოვარდნილიყო გარეთ და ანასტასია არ მოეკლა, საღამოს ადრე დაასრულა სამუშაო და კაბინეტი დატოვა ანასტასია სავარძელში იჯდა და რაღაცას კითხულობდა ალექსანდრე რომ დაინახა წამოდგა და ალექსანდრეს წინ აესვეტა. -საით ბატონო ალექსანდრე? -შენი საქმე არ არის და შენი ხმა ნუ მესმის. -კი მაგრამ ხომ უნდა ვიცოდე სად მიდიხართ? -მოკეტე. -არა . უფრო სწორათ კიარ მოვკეტავ გავჩუმდები.-ანასტასიას ოდნავ გაეღიმა მაგრამ ალექსანდრეს სახეს რომ შეხედა უცებ დასერიოზულდა და ჩუმად გაყვა უკან. ორივე მოთავსდნენ მანქანაში და ალექსანდრემ მძღოლს მითითება მიცა ალექსანდრე-ავთო სახლში წავედით. ავთო-დიახ ბატონო ალექსანდრე. ‘’მე რომ ვკითხე არ მითხრა ჩხუბი დამიწყო დებილი , კიდევ კარგი არ დაიწყო კლუბები და ეგეთები ნამდვილად არ მაქვს მაგის თავი დღეს ჩემი გეგმა უნდა შევასრულო’’ ანასტასია სანამ გეგმებს აწყობდა როგორ გაემწარებინა ალექსანდრე სახლშიც მივიდნენ, სახლში არავინ დახვდათ ნანის გარდა და თავიანთ ოთახებში დანაწილდნენ. მალე ალექსანდრეს სტუმრები მოვიდნენ და ალექსანდრე შეეგება მეგობრებს. ალექსანდრე-კარგია რომ მოხვედით თორემ ის ალქაჯი გამაგიჯებს. დემეტრეს ალექსანდრეს სიტყვებზე გაეცინა-ასეთი რა დაგიშავა ალქაჯმა? -ჭკუიდან მშლის. ბიჭებს ალექსანდრეზე ეცინებოდათ და ძალიან აინტერესებდათ ვინ იყო ესეთი რომ ალექსანდრეს ესეთ დღეში აგდებდა. ლუკა-ესეთი საშიშია რომ თვით ალექსანდრე ვიბლიანი გაამწარა? ალექსანდრე-ჯერ გაიცანით და მერე დამცინეთ თან ..... ალექსანდრეს მობილურმა გააწყვწტინდა საუბარი მეგობრებს მოუბოდიშა და აუზთან გავიდა სასაუბროთ. ანასტასია თავის ოთახში იყო წამოწოლილი როცა დაბლიდან ხმაური მოესმა ამიტომ დატოვა თავისი აპარტამენტი და ხმაურისკენ გაეშურა მისაღებში შესულს სამი უსიმპატიურესი მამაკაცი დახვდა მომღიმარი, ანასტასიამ სამივეს შეავლო თვალი.-ვინ ბრძანდებით? მომღიმარი ზურა წამოდგა ფეხზე და მან წამოიწყო საუბარი-ჩვენ ალექსანდრეს მეგობრები ვართ, მე ზურა, ჩემგან მარჯვნივ დემეტრე ხოლო მარცხნივ ლუკა, ჩვენ სამივე ალექსანდრეს ახლო მეგობრები ვართ. ანასტასია-სასიამოვნოა ბატონებო თქვენი გაცნობა. ანასტასია ღიმილით მიესალმა ბიჭებს და არც მათ დააკლეს ღიმილი.ლუკა წამოიმართა ფეხზე და ანასტასიას წინ დადგა-შენ არ გვეტყვი ვინ ხარ?-ანასტასიას გაეღიმა ლუკას კითხვაზე. -დიახ. მე ანასტასია წიკლაური ვარ ბატონი ალექსანდრეს პირადი მცველი.-დემეტრე წვენს სვავდა და გადაცდა ძლივს მოითქვა სული ზურა და ლუკა კი გაოცებულები უყურებდნენ-ყველას უკვირს-ანასტასიას გაეცინა მათ შემხედვარეს შემდეკ კი ისევ დასერიოზულდა,-ბატონი ალექსანდრე სად არის?? გაწითლებულმა დემეტრემ ხმა ძლივს ამოიღო-გვეხუმრები ხო? აბა ალექსანდრემ ალქაჯიო და შენ ანგელოზს უფრო გავხარ ვიდრე ალქაჯს. ზურამ თვალებ გაფართოებულმა შეხედა დემეტრეს რომელმაც მაშინვე მოკეტა და ზურამ გაცა პასუხი ანასტასიას კითხვას-აუზთან არის დაურეკეს და გავიდა. ანასტასია-მადლობა დაგტოვებთ.-ანასტასია აუზისკენ გაემათა გაბრაზებული თან დემეტრეს სიტყვა უტრიალებდა თავში ‘’ალქაჯი’’-ესეიგი ალქაჯი ვარ ბატონო ალექსანდრე მე შენ განახებ ალქაჯს რა შეუძლია, თავხედო იდიოტო.-ანასტასია აუზს მიუახლოვდა და ალექსანდრესთან ახლოს დადგა, ალექსანდრეს არ გაუგია როგორ მიუახლოვდა ანასტასია, საუბარი დაასრულა და რომ შემობრუნდა ანასტასიას კინაღამ შეასკდა. ალექსანდრე-აქ რას აკეთებ? ანასტასი-იცით მე მინდოდა რომ... -რა? ან თქვი ან გამატარე. -ჩემ მობილურს რაღაც დაემართა და იქნებ შენი მათხოვო. -სხვას ვერ თხოვე? -არავინ არის და თქვენ მეგობრებს ხომ არ ვთხოვდი, იფიქრებენ ვინ არის ეს ალქაჯიო-ანასტასიამ ირონიულათ გაუღიმა, ალექსანდრეს ოდნავ შეეცვალა სახის მიმიკები მაგრამ მალევე გააკონტროლა და ჩვეული სახით შეხედა. -კარგი აიღე.-ანასტასიამ მობილური გამოართვა და თან ხელი კრა ალექსანდრეს, ალექსანდრემ თავი ვერ შეიკავა და აუზში ჩავარდა, წყლიდან თავი როგორც კი ამოწია მკვლელის თვალებით შეხედა ანასტასიას.-არ გაცოცხლე. -ვაიმ ბატონო ალექსანდრე როგორ ჩავარდით, ღმერთო ჩემო ეს რა დაგემართათ.-ანასტასია თავს ძლივს იკავებდა რომ მთელი ხმით არ აკისკისებულიყო.-რით დაგეხმაროთ ბატონო ალექსანდრე? -გაეთრიე.-მთელი ხმით უღრიალა ალექსანდრემ ანასტასიას, მაგრამ ანასტასია არც კი შეტოკებულა. ალექსანდრეს ღრიალზე ბიჭები გამოცვივდნენ გარეთ და როცა ალექსანდრე აუზში დაინახეს სიცილი დაიწყეს ისე რომ ალექსანდრეს ვერ გაეგონა თორემ ანასტასიას მაგივრათ ამათზე იყრიდა ჯავრს. ანასტასიას არ შეუმჩნევია ბიჭები რომლებიც კარებთან იდგნენ და ჩუმი სიცილისგან სულ გაწითლებულიყვნენ და ისევ ალექსანდრეს გაბრაზებას ცდილობდა უფრო. -ბატონო ალექსანდრე წრუწუნას რატომ გავხართ? - ალექსანდრეს გაახსენდა დილით მომხდარი ამბავი და თავი გააქნია რომ მიხვდა ეს სამაგიერო იყო დილანდელის და ალქაჯის. -ქალბატონო ანასტასია გირჩევნია აქედან გაქრე და თვალით არ დამენახო თუ არ გინდა შემომაკვდე.-რაც შეეძლო მშვიდი ხმით უთხრა ალექსანდრემ, ანასტასიამ გაბრაზებულმა შეავლო მის სახეს თვალი რომელიც უკვე დამშვიდებული იყო. -ჩემი მოკვლა ეგეთი ადვილი არ არის რომ შენნაირმა იდიოტებმა შეძლონ მომკლან, ხოდა ამისთვის უკაცრავად შემთხვევით მომივიდა.-აუზს მიუახლოვდა და ტელეფონიც აუზში ჩააგდო.-როგორ უყვარხართ თქვენ მობილრს ისიც თქვენთან ჩამოხტა გაერთეთ ერთად.-გაუღიმა და კარისკენ შებრუნდა როცა გაწინთლებული ბიჭები დაინახა ცოტა შერცხვა თავისი საქციელის გამო მაგრამ არ შეიმჩნია-უკაცრავათ ბიჭებო, თუ შეიძლება დაეხმარეთ ამოსვლაში თორემ წყალი ადუღდება მისი სიბრაზისგან.-ბიჭებისთვის პიკი აღმოჩნდა მისი სიტყვები და ბოლო ხმაზე ახარხარდნენ, ანასტასია კი სახლში შევიდა და ოთახს მიაშურა, ოთახში შესვლისას კარი ჩაკეტა მაინც თავი დაიზღვია გაბრაზებული ალექსანდრე არ შეჭრილიყო და მთელი ოთახი თავზე არ დაემხო მისთვის. ალექსანდრე-დიდხანს აპირებთ სიცილს? ზურა ძლივს მოითქვა სული პასუხის გასაცემათ-ძმობას ვფიცავარ მაგარი გოგოა.-სიცილით და თავის ქნევით დაეთანხმნენ დანარჩენებიც. -ალქაჯია ხომ გითხარით, მორჩით სიცილს. დემეტრე-რას ერჩი რაც დაიმსახურე ის გაგიკეთა წრუწუნ.-ბიჭებმა ისევ სიცილი განაგრძეს, ალექსანდრე წყლიდან ამოვიდა ბიჭებს შეუბღვირა და ოთახისკენ გაეშურა. თუმცა ანასტასიას ოთახს ისე ვერ ჩაუარა სახელური მოსინჯა და ჩაკეტილი რომ დახვდა გაეღიმა. -ქალბატონო ანასტასია კარების ჩაკეტვა ვერ გიშველით.-არც ანასტასიას პასუხმა დაგვიანა. -ნუ ღელავთ ბატონო ალექსანდრე მაგასაც ვნახავ თუ არ მიშველის. -როდემდე იქნები მანდ გამოკეტილი საინტერესოა. -ესე გენატრება ჩემი დანახვა უკვე? -კი როგორ არა, შენნაირი ალქაჯების დანახვაში ვათენ ვაღამებ. -მაგასაც ვნახავთ უჟმურო თუ არ ნატრობ. -იოცნებე. -ოცნება არ მჭირდება ისედაც კარგად ვიცი რა როგორ იქნება. -ვანგა ხარ? -გარე ბიძაშვილი ვანგასი. არც ანასტასიამ დააკლო ირონია, ალექსანდრემ თავი გააქნია და თავის ოთახისკენ გაეშურა, ანასტასიამ ფეხის ხმა როგორც კი გაიგონა ფრთხილად გააღო კარები და ოთახში შემავალი ალექსანდრე რომ დაინახა ამოისუნთქა და ოთახი დატოვა. ‘’შენ მეგობრებთან ვერაფერს დამიშავებ უჟმურო ასე რომ სჯობს მათთან ახლოს ვიყო იქნებ სიბრაზემ გაუაროს ამასობაში, თორემ მომწყინდა ოთახში არა რა როგორ შეიძლება ადამიანი ესეთი უჟმური იყოს მგონი სიცილი არ იცის უნდა ვასწავლო’’ ფიქრებში გართულიშევიდა მისაღებში სადაც ბიჭები საუბრობდნენ და ანასტასია რომ დაინახეს სიცილი დაიწყეს ანასტასია ფიქრებიდან გამოერკვა და გაკვირვებულმა შეხედა ბიჭებს. ანასტასია-იქნებ მეც გამაცინოთ?-გაბრაზებული სახით უთხრა და ბიჭებმა სახეები დაასერიოზულეს თუმცა დიდხანს ვერა ისევ გაეცინათ.-მითხარით რა გაცინებთ? ლუკა-წრუწუნა რომ წყალში ჩააგდე. ჯერ ეგეთი რამ ალექსანდრესთვის არავის გაუბედია შენ კი ბრავო მაგარი ხარ, მაგრამ ეხლა რას აპირებ გაბრაზებული რომ არის? -მაგ მე ვერ შემაშინებს, ხომ უნდა მომხდარიყო ეგეთი რამ ერთხელ და ვიღაცას ჭკუა ესწავლებინა ასე რომ მე ავღმოჩნდი მასწავლებლი მისთვის. ზურა- რომ გაგაგდოს? -მაგას არ დავუქირავებივარ ასე რომ ვერ გამაგდებს, თანაც უჟმურებს არ ვემორჩილები. -მაგრად გააბრაზე არ ღირდა მისი ასე გაბრაზება. -რაც დაიმსახურა ის მიიღო და ტყუილად საუბრობთ თუ გგონიათ ვინანებ და პატიებას ვთხოვ ძალიან ცდებით. -მაგ არ მიგულისხმია. დემეტრე-გაბრაზებული იცი რა საშიშია? ანასტასია-მაინც ვერ შემაშინებ, ალბათ ბავშვებთან და მისნაირ ცალტვინებთა ჭრის მისი გაბრაზება.-ალექსანდრე ამ ყველაფერს უსმენდა და არცერთმა არ იცოდა ეს ანასტასიაზე გაბრაზებამ უფრო მოუმატა და მართლაც რომ დიდი სიამოვნებით მოკლავდა თავისი ხელით. ალექსანდრე-ვის ჭორავთ?-ანასტასიას არცკი შეხედა ისე მოკალათდა დემეტრეს გვერდით. დემეტრე-არავის არ ვჭორავთ ანასტასია თავის თავზე გვიყვება ხომ ასეა?-გადახედა დანარჩენებს და თანხმობა მიიღო ანასტასიას გარდა ყველასგან. ანასტასია-შენზე მიყვებიან არ შეიძლება? ალექსანდრე-არა. რაც საჭიროა მგონი უკვე იცი და მეტი არ არის საჭირო. -შესაძლოა კიდევ რაიმე მაინტერესებს. -მაშინ მე მკითხე და ჩემ მეგობრებს ნუ აწუხებ. -არ წუხდებიან ხომ ასეა ბიჭებო? სამივე ერთ ხმად დაეთანხმნენ რაზეც ალექსანდრემ შეუბღვირა. ანასტასია-უჟმურო უკაცრავად ალექსანდრე მაშინ თუ არ გინდა ბიჭებს ვკითხო და როგორც შენ ამბობ შევაწუხო შენ მიპასუხე კარგი?-ანასტასია სრული სერიოზულობით ეკითხებოდა. ალექსანდრე-რა გაინტერესებს? -რატომ გემუქრებიან სინამდვილეში? -მაგაზე პასუხი თავადაც იცი და სისულელეებს ნუ კითხულობ. -სისულელე? -დიახაც სისულელე. -შენ გგონია დავიჯერე რომ მხოლოდ ბიზნესის გამო ხდება ეს ამბავი? -რისი თქმა გინდა? -კარგად ხვდები რისი თქმაც მინდა მაგრამ მოდი აგიხსნი რომ მიხვდე, შენ და მათე ბურჯანაძე ადრე დაუპირისპირდით ერთმანეთს და ეს იმის გამო რომ მას შენი ბიძაშვილი ლიკა ვიბლიანი მოწონდა თუ უყვარდა არ ვიცი შენ ბიძაშვილის დაცვა გადაწყვიტე და აქედან გაუშვი ისე რომ არავინ არაფერი არ იცოდა, ბურჯანაძემ ეს რომ გაიგო შენთან მოვიდა და მოგთხოვა მისი ადგილსამყოფელი გაგემხილა მაგრამ შენ უარი უთხარი ამის გამო იჩხუბეთ და ორივე მაგრად დაიბეგვეთ, შენ მაინც არ გაამხილე მისი ადგილსამყოფელი. მათე ყველგან ეძებდა მაგრამ როგორც კი კვალს მიაგნებდა მაშინვე ქრებოდა რადგან ერთი ნაბიჯით წინ იყავი მუდამ. მერე ლიკას შეუყვარდა ვინმე გიგა მეტრეველი და მას ცოლად გაყვა რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა ლიკა თავის მეუღლესთან და პატარასთან ერთად ეს მათემ გაიგო და რადგან შენს გამო დაკარგა საყვარელი ქალი ამიტომ უნდა შენზე შურიძიება და არა თუ რაღაც იდიოტური პროექტის გამო. მგონი გასაგებათ ავხსენი ბატონო ალექსანდრე. ყველა გაოცებულები უყურებდნენ ანასტასიას რომელმაც ყველა დეტალი იცოდა ამ დამალული საქმიდან. ანასტასია-აბა რას იტყვით მართალი ვარ? დემეტრემ გაოცებისგან ხმა ძლივს ამოიღო-შენ ამდენ რამეს როგორ გებულობ? -არ დაგავიწყდეს ვინ ვარ. ალექსანდრე-შენ ეგ საქმე არ გეხება უბრალოდ ჩემი დაცვა გევალება მაგრამ შეგიძლია უარი თქვა მაგაზეც და წახვიდე კარგად გაიგე?. -ალექსანდრე რომ არ მეხებოდეს არ გავარკვევდი და ტყუილად გგონია რომ დავტოვებ ამ საქმეს და წავალ ახლა მითუმეტეს როცა ყველაფერი ვიცი. -არ გაბედო და არ ჩაერიო. -რომ ჩავერიო? -ანასტასია ჩემ მოთმინებას ნუ ცდი რომ ვანბობ არ ჩაერიო ესეიგი არ ჩაერევი. შენ ეს თამაში ნუ გგონია. -მე მგონია თამაში? შენ არ ხარ ნორმალური. შენ მე ვერ მასწავლი რას გავაკეთებ და რაში ჩავერევი კარგად დაიმახსოვრე ბატონო ალექსნდრე. ანასტასია გაბრაზებული წამოდგა ფეხზე და სამზარეულოში შევიდა, ალექსანდრემ გაყოლა დააპირა მაგრამ ბიჭებმა შეაჩერეს. დემეტრე-ალექსანდრე ეგრე ადვილათ ვერ დაარწმუნებ სხვა რამე ნდა მოვიფიქროთ. ზურა-ვერ დაარწმუნებ ის ძალიან ჯიუტია და მეეჭვება გადაიფიქროს. ალექსანდრე-გავათავისუფლებ სხვას მოვითხოვ მცველათ. აქამდე ჩუმად მჯდომმა ლუკამ ხმა ამოიღო-თუ ამ საქმეზე ხელს არ აიღებს საფრთხე შეექმნება და ეს ყველამ ვიცით სასწრაფოთ რამე უნდა მოვიფიქროთ. ანასტასია კართან იდგა და მათ უსმენდა, ბოლოს ვეღარ მოითმინა და შევიდა ყველამ მას გამოხედა, ანასტასია უდარდელათ მივიდა და თავის ადგილზე ჩამოჯდა ბიჭები ხმას არ იღებდა და ამიტომ ანასტასიამ წამოიწყო საუბარი. ანასტასი-რას აპირებთ? ალექსანდრე-შენი საქმე არ არის და ნუ ერევი სხვის საქმეში. -თუ გგონიათ გადავიფიქრებ ძალიან ცდებით ასე რომ გირჩევნიათ მეც გამარკვიოთ რას აპირებთ თორემ დარწმუნებული იყავით გარკვევა არ გამიჭირდება. -ხომ იცი რომ საფრთხეში იგდებ თავს? -კი და არ მაინტერესებს. ზურა-კი მაგრამ საერთოთ არავიზე არ ფიქრობ? შენი ოჯახი რას იტყვის შენ რომ რამე მოგივიდეს. ანასტასია-ძალიან კარგად იციან როგორი ვარ სად ვმუშაობ და რა საფრთხეში ვიგდებ თავს მაგრამ უკვე მიეჩვიენ ასე რომ თქვენ მაგაზე არ ინერვიულოთ, ეხლა მითხარით რა გეგმა გაქვთ. ალექსანდრე-არა შენ ამ საქმეში არ ჩაერევი. -კარგი მე თვითონ გავარკვევ. -არაფერსაც არ გაარკვევ ასე რომ დაივიწყე ყველაფერი რაც იცი. -დაივიწყე კარგი სათქმელია, ფურცელზე კი არ მაქვს ჩაწერილი რომ ამოვხიო და დავივიწყო ასე რომ შეგუება მოგიწევს და ნუ მებღვირები მაინც ვერ შემაშინებ, მოყევი რას აპირებ. არცერთი ხმას არ იღებდა ანასტასიამ ცოტახანს უყურა ყველას და ბოლოს მოწყინდა მათი ლოდინი და თავად დაიწყო საუბარი. ანასტასია-ესეიგი არაფერს ამბობთ კარგი როგორც გინდათ მაგრამ რაც მოხდება პასუხს არ ვაგებ გასაგებია?-ყველამ ანასტასიას შეხედა. ალექსანდრეს თვალებში ცეცხლი გიზგიზებდა, ანასტასია გასასვლელისკენ გაემართა როცა ხელზე შეხება იგრძნო და უკან შემობრუნდა და გაცეცხლებული ალექსანდრე შერჩა ხელში.-რა გინდა ალექსანდრე? -რა თქვი გაიმეორე? -რაც გაიგე. -ნუ ცდილობ ჭკუიდან შემშალო გითხარი არ ჩაერევითქო და ასეც იქნება.-უღრიალა ალექსანდრემ. -მეტკინა გამიშვი. დემეტრე-გაჩერდით, ალექსანდრე გაუშვი.-ალექსანდრემ გაუშვა და ანასტასია თავისი ოთახისკენ გაემართა. ზურა-რას აკეთებ? ალექსანდრე-როგორ ახერხებს ვერ ვხვდები ჩემ ნერვებზე უკრავს. დემეტრე-ჯერ სად ხარ. -რა ? -არაფერი. მაგრად გაბრაზდა უხეშად მოექეცი, ის თავის საქმეს აკეთებს და მასაც უნდა გავუგოთ. -არ მინდა ჩემს გამო ვინმე დაზარალდეს მითუმეტეს ქალი. ზურა-მან გადაწყვიტა ასე რომ შეგუება მოგიწევს. ლუკა-ვეთანხმები ზურას მან იცის რასაც აკეთებს თანაც თავის დაცვა შეუძლია და სჯობს ვიცოდეთ რას აკეთებს ვიდრე ჩუმად და მარტო იმოქმედოს. დემეტრე-ლუკა მართალია ჯობია ვიცოდეთ რას აპირებს. ალექსანდრე-კარგით ხო. ზურა-ჩვენ წავალთ შენ კი ანასტასიას დაელაპარაკე. -კარგი. ალექსანდრემ ბიჭები გააცილა და თავის ოთახს მიაშურა მოწესრიგა და დაწვა თუმცა ვერ დაიძინა და სულ ანასტასიაზე ფიქრობდა. ‘’ეს გოგო გამაგიჟებს რა ჯანდაბა გავაკეთო ორი დღის გაცნობილი გოგოს ჭკუაზე ვიარო არა არ ვაპირებ ურჩევნია დამშვიდდეს და შეეშვას ჩემ საქმეს, როგორ გაიგო ეს ყველაფერი თან დეტალურათ ეს გოგო არ ხუმრობს ნამდვილი ალქაჯია თუმცა ვაღიარებ ლამაზი ალქაჯია, უნდა დაველაპარაკო’’ ალექსანდრე წამოდგა და ანასტასიას ოთახისკენ წავიდა დაკაკუნებას აპირებდა როცა ანასტასიას ხმა მოესმა კარი ოდნავ ღია იყო და კარგად დაინახა სკაიპში ვიღაც ბიჭს როგორ ესაუბრებოდა. ანასტასია-შემომაკვდება, ვინ ეკითხება რომ მიკრძალავს მაინც არ გავჩერდები და ამ საქმეს მივიყვან ბოლომდე. საბა-კარგი რა რატომ ბრაზდები პატარა უბრალოდ არ უნდა მის საქმეში ვინმე ჩაერიოს. -არა ეს ჩემი საქმეა მე მისი დაცვა მევალება და არ ვაპირებ მის სურვილს დავემორჩილო. -კარგი დამშვიდდი ნუღარ ბრაზობ, სულ დამივიწყე და ვიღაც ალექსანდრეზე ნერვიულობ და მე აღარ გახსოვარ. -მასე არ არი ძალიან მომენატრე როგორც კი ამ საქმეს ჩავამთავრებ შენთან გამოვიქცევი ჩემო სიცოცხლე. -ვნახავ ქალბატონო მაგასაც საირთოთ ყველა დაივიწყე მხოლიდ სამსახურზე ფიქრობ. -მასე არ არის გპირდები ამ საქმეს როგორც კი მოვრჩები მაშინვე შენთან გავჩდები და გპირდები საქმეებს არ ვახსენებ. -ვიმახსოვრებ და გაგახსენებ. -მასე იყოს, ჩემი პრინცესა როგორ არის საშინლათ მენატრება. -რომ გენატრებოდეს მოხვიდოდი და ნახავდი ძალიან ენატრები. -აუცილებლათ მოვალ და ბევრ საჩუქარს მოვუტან ჩემ პრინცესას, კარგი წავედი დავიძინე ხვალ ბევრი საქმე მაქვს. -კარგი თავს გაუფრთხილდი ეცადე საფრთხე არ მიიზიდო როგორც გჩვევია თავს გაუფრთხილდი. -შენც კარგად. ანასტასია მეგობართან საუბარს მორჩა. საბა ანასტასიას ბავშვობის მეგობარი ამავე დროს საბა როგორც ანასტასია ისე გამომძიებელია, ძმასავით უყვარს რომელიც არ ყავს, საბას შვილი ლიზიკო კი მისი ნათლულია საბას მეუღლე ლილე კი ექიმია, ანასტასიასთვის ისინი ძალიან ძვირფასები არიან და ყველაფერზე თავისუფლათ შეუძლია მათთან საუბარი ყველანაირად ენდობა ამიტომ მოუყვა ალექსანდრეზე ყველაფერი და საბას დახმარებით გაარკვია ალექსანდრეზე ის ყველაფერი რაც იცის. ალექსანდრემ ეს ყველაფერი გაიგონა და სისხლი მოაწვა სახეში როცა ესე საყვარლათ მოსაუბრე ანასტასია დაინახა დაელოდა სანამ საუბარს მორჩებოდა და დაუკაკუნებლათ შევიდა ოთახში ანასტასია მაშინვე წამოდგა ფეხზე და გაბრაზებულმა შეხედა ალექსანდრეს. -თქვენთვის დაკაკუნება არ უსწავლებიათ? -შეეშვი ირონიას. იმ საქმეს..... -ვიცი არ ჩავერიო მაგრამ ვერ დაგპირდები რომ არ ჩავერევი ასე რომ ტყუილად იღლი თავს რომ გადამაფიქრებინო. -ვიცი რომ აზრს არ შეიცვილი ასე რომ ჩემს გარეშე არაფერი მოიმოქმედო. -სერიოზულათ? -არასერიოზულობის რა შემატყვე? -შენც არაფერი გააკეთო უჩემოთ თორემ დარწმუნებული იყავი უარეს გავაკეთებ. -ანასტასია გეყო არ მინდა შენთან ჩხუბი. -კარგი ვჩუნდები მაგრამ მეტყვი თუ რამის გაკეთებას გადაწყვეტ. -კარგი. ღამემშვიდობის. -ღამემშვიდობის უჟმურო.-ალექსანდრე კარებში გადიოდა როცა ანასტასიას სიტყვები გაიგონა. -გავიგონე. -მაგიტომ ვთქვი რომ გაგეგო. ღამმემ მშვიდათ ჩაიარა. დილით სამსახურში წავიდნენა ანასტასია ისევ ალექსანდრეს ნერვებზე უკრავდა მაგრამ ალექსანდრე ყურადღებას აღარ აქცევდა და ერთს ეუბნებოდა ისეთს რომ ანასტასია გამოდიოდა მუდამ გაბრაზებული. ყოველი დღე თითქოს ერთმანეთს გავდა მაგრამ განსხვავება ანასტასიას ოინებში იყო ყოველი დღე ახალ ახალი ოინი, უკვე ორი კვირა გავიდა და ისეთი არაფერი მომხდარა მათე არსად ჩანდა რაც ძალიან გასაკვირი იყო. საღამო იყო ალექსანდრე და ანასტასია ოფისიდან გამოდიოდნენ. ანასტასია-უჟმურო.-უკვე ესე მიმართავს ალექსანდრეს და ალექსანდრეც არაფერს ამბობს. ალექსანდრე-რა გინდა? -სულ როგორ იბღვირები. -ყოველდღე მაგას ამბობ მეგონა რამე ახალს იტყოდი. -მაცდი რომ ვთქვა? -კარგი აბა რა სისულელე მოიფიქრე? -სისულელე არ არის, ესეიგი უკვე ორი კვირაა რაც შენ გიცავ და ყოველი დღე მოსაბეზრებელია გასართობათ არ წასულხარ და შენს გამო მეც ამ უაზრო დღეების გატარება მიწევს შენნაირ უჟმურთან ერთად ამიტომ გასართობათ წავიდეთ რას იტყვი? -შეგიძლია სადაც გინდა იქ წახვიდე მე დავიღალე და სახლში მივდივარ დასვენება მინდა თუ გინდა სულ გაქრი და წადი არ მაქვს პრობლემა. -კარგი მე გითხარი სახლში მიგაცილებ და წავალ. -ზედმეტი ხომ არ მოგდის? -არა მშობლებს ჩაგაბარებ და წავალ. -პატარა ბავშვივით ნუ მელაპარაკები ნუ ცდილობ გამაბრაზო. -არა არ ვცდილობ გამომდის.-ირონიულათ გაუღიმა და მანქანაში ჩასხდნენ. -იცი რა მინდა? -გისმენ რა გინდა? -შენი გაქრობა. -კარგი ოცნებაა მაგრამ აუსრულებელი. -საკუთარ თავს ზედმეტების უფლებას აძლევ. -სულაც არა იმას ვამბობ და ვაკეთებ რასაც მინდა ასე რომ ბევრს ნუ ტლიკინებ ბოს. -გაჩუნდი ხმა აღარ ამოიღო თორემ არ ვიცი რას გიზავ. -კარგი ერთი. ანასტასია ჩუმად იყო თუმცა რამდენჯერაც ალექსანდრეს შეხედავდა იმდენჯერ ეღიმებოდა და ალექსანდრეს ეს უფრო აბრაზებდა უკვე სახლთან იყვნენ ალექსანდრეს ხმამ რომ დაჭექა. -შეწყვიტე რატომ ცდილობ წყობიდან გამომიყვანო? -რა დავაშავე? -ნუ იცინი რას ხედავ სასაცილოს? -არ ვიცინი ვიღიმი და ეხლა ეგეც ამიკრძალე. -გაჩუნდი. -შემეშვი რა. გააჩერე. ანასტასიამ მძღოლს მანქანა გააჩერებინა და გადმოვიდა გაბრაზებულმა მიხურა კარები და წავიდა, ალექსანდრემ გაკვირვებულმა გახედა. -ბატონო წავიდეთ? -კი თუ გონია უკან გავეკიდები ძალიან ცდება წავედით. -ბატონო ის ხომ ქალია მარტო ქუჩაში. -წადი. -კარგით. მძქოლმა მანქანა დაძრა და რამდენიმე წუთში უკვე სახლში იყო ალექსანდრე სახლის კარები როგორც კი შეაღო ბიჭები შემოეგებნენ, მომღიმარი ზურა დახვდა კარებში, ალექსანდრემ გაკვირვებულმა შეხედა. ალექსანდრე-აქ რა გინდა? ზურამ ნაწყენი სახით უპასუხა-შენ თუ გეწყინებოდა არ მოვიდოდით არადა სურპრიზი გაგიკეთეთ და გესტუმრეთ. -ყველა აქ ხართ? რამე ხდება და არ ვიცი? შენ კიდევ რას იბუტები. -მე ვაიმე სიცოცხლე მე შენ როგორ გაგებუტები. -ზურა.. -ვჩუნდები. სად არის შენი ულამაზესი მცველი? -არ ვიცი. თან მისაღებში შევიდნენ და ყველამ გაკვირვებულმა შეხედეს ალექსანდრეს. ნაინა-ალექსანდრე რას ნიშნავს არ იცი? -დედა რაც გესმის იმას. გიორგო-რა უქენი? -არაფერი გაბრაზდა გააჩერა მანქანა და წავიდა. გიორგი-შენ არ შეგიჩერებია? -არა რატომ უნდა შემეჩერებინა? -ალექსანდრე ამ ღამეში გოგო გაბრაზებული გადავიდა მანქანიდან წავიდა და შენ არაფერი იღონე მის შესაჩერებლათ? ეგ გინდა თქვა? -კი და რა უნდა გამეკეთებინა? -ეხლავე მოძებნე როგორ იქცევი რომ რამე დაემართოს მერე ? -საკუთარ თავს თავად დაიცავს მე ვერაფერს ვერ გავაკეთებ სად მოვძებნო. -ალექსანდრე. -საკმარისია ვიღაც განებივრებული გოგოს გამო რატომ უნდა გავიდე გარეთ თანაც დაღლილი ვარ. -შენს გამო გოგო ამ ღამეში მარტოა გარეთ. -შემეშვით. ალესანდრე გაბრაზებული წამოდგა ფეხზე და გარეთ გავიდა მანქანა ისე სწრაფათ მოწყვიტა ადგილს ვერც გაიგეს სად გავარდა, თავხედი ლაწირაკი მის გამო მშობლებთან კომფლიქტი მომივიდა მაცადე გიპოვო მაგისთვის პასუხს გაგებინებ, ის მაინც ვიცოდე სად წახვედი, თუმცა რა მიხვედრა უნდა ალბათ თავის სიყვარულთან არის წასული და ნებივრობს მე კი გამწერებული ვეძებ კმაყოფილი იქნება თავის ქცევით და ალბათ აღნიშნავს კიდეც. ჯანდაბა სად არის. უკვე კარგახანი გავიდა რაც ალექსანდრე ანასტასიას ეძებდა მაგრამ უშედეგოთ მის კვალს ვერ მიაგნო. ანასტასია მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ იქვე სკვერში დაჯდა და ტიროდა მისთვის რთული იყო ყოველ დღე ალექსანდრესთან კამათი და მოთმენა იმის თუ როგორ ვერ იტანდა ალექსანდრე და რა ძლიერ უნდოდა რომ წასულიყო, არც ანასტასიას უნდოდა იმ ადამიანის გვერდით ყოფნა ვინც ვერ იტანს მაგრამ მას თავის საქმე ქონდა გასაკეთებელი და ვერ დატოვებდა შუა გზაზე. ანასტასიასთვის ადვილი იქნებოდა ყველაფერი ფეხებზე დაეკიდებინა და წასულიყო მაგრამ ამას არ აკეთებს, დრო ყველაფერს შეცვლიდა მაგრამ როდის ეს ყველასთვის გაუგებარი იყო. ანასტასიამ ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა რომ უარი თქვას ალექსანდრეს დაცვაზე და წავიდეს თუნდაც სამსახურის დატოვებაც მოუწიოს თავმოყვარეობა მასაც აქვს და საკმარისია რაც დაამცირეს. სად ხარ? რატომ არ გავჩუმდი ჯანდაბა ეხლა რა ვქნა სად იქნება? ოღონდ ვიპოვო და კარგად იყოს და ხმას არ გავცემ საყვედურს არ ვეტყვი და აღარც ვეჩხუბებია. იმედია კარგად არის და არაფერი მოსვლია თორემ ვერასდროს ვაპატიებ ჩემს თავს მას რომ რაიმე დაემართოს. კარგახანს ეძებდა ალექსანდრე და როგორც იქნა დაინახა სკვერში, მაშინვე გადმოვიდა და მისკენ წავიდა რომ უახლოვდებოდა ანასტასია წამოდგა უნდოდა გაცლოდა მაგრამ ალექსანდრემ დაიჭირა მკლავში ჩაავლო ხელი და არ უშვებდა, ანასტასიას თავი დახრილი ქონდა არ უნდოდა ალექსანდრეს მისი ცრემლები შეემჩნია. ალექსანდრე-სად მიდიხარ? ანასტასია-შენი საქმე არ არის ხომ გინდოდა გავმქრალიყავი ხოდა გამიშვი და ვეღარასდროს მნახავ. -წამოდი სახლში მივდივართ. -შენთან ერთად არ წამოვალ აღარ ვაპირებ შენთან მუშაობას შეგიძლია გაიხარო ვეღარ მნახავ.-ირონიულათ ესაუბრებოდა ანასტასია რაც ალექსანდრეს აღიზიანებდა მაგრამ ცდილობდა არაფერი შეემჩნია რადგან არ უნდოდა უფრო ეწყენინებინა ანასტასიასთვის. -არსად არ წახვალ ჩემთან ერთად წამოხვალ. -არა, არ წამოვალ და გამიშვი საკმარისია რაც მლანძღე აღარ ვაპირებ მოთმენას ასე რომ შეგიძლია შენ გზაზე წახვიდე ბატონო ალექსანდრე. -ანასტასია კმარა წამოდი ნუ მაიძულებ ძალით წაგიყვანო, არ ვაპირებ შენ მოსმენას და ბევრს ნუ მალაპარაკებ მაინც მოგიწევს წამოსვლა გინდა შენ ეს თუ არა. -რა გინდა დაგიშავე რამე? რატომ მექცევი ასე საშინლათ? გეუბნები მივდივარ შენთან აღარ ვმუშაობ და მაინც რატომ გინდა რომ წამოვიდი? კიდევ დაგრჩა რამე სათქმელი შეგიძლია აქვე მითხრა და დამთავრდეს ეს ყველაფერი.-ანასტასიამ ცრემლიანი თვალებით შეხედა, ალექსანდრემ პირველად იგრძნო ტკივილი როცა მის თვალებში ტკივილი და მისდამი ზიზღი დაინახა.-დავიღალე რაღა გინდა ჩემგან? გთხოვ გამიშვი აღარ შემიძლია ამდენის მოთმენა საკმარისია რაც მოვითმინე მეც მაქვს თავმოყვარეობა ასე რომ დამთავრდა შენი მცველი აღარ ვარ რაც გინდა ის გააკეთე მაგრამ ჩემგან შორს აღარ მინდა შენი ნახვა არც შენი ხმის გაგონება უბრალოდ წასვლა და ამ ყველაფრისგან შორს ყოფნა მინდა. ალექსანდრეს ანასტასიას ყოველი სიტყვა ეკლებივით ესობოდა გულზე და ხმას ვერ იღებდა მიხვდა რომ დამნაშავე იყო და დრო იყო თავის დანაშაული გამოესყიდა და ანასტასიას გული მოეგო თუმც იცოდა რომ ეს ადვილი არ იქნებოდა მაგრამ გადაწყვიტა ეცადა. ალექსანდრე-ერთი შანსი მომეცი რომ გამოვასწორო ყველაფერი. ანასტასიამ გაკვირვებულმა შეხედა არ ელოდა რომ ალექსანდრე ამას ეტყოდა. -რას იტყვი ერთ შანს მომცემ? ანასტასია-შენ არ ხარ კარგად. -ერთი შანსი და გამოვასწორებ შეცდომებს ოღონდ არ წახვიდე. -მართლა ცუდათ ხარ, მეუბნები არ წავიდე არადა ყოველ დღე მხოლოდ იმას მეუბნებოდი რომ წავსულიყავი, რა შეიცვალა? თუმცა რა მიხვედრა უნდა ალბათ თავად გინდა გამაგდო და უფრო დამამცირო უკაცრავად მაგრამ არ ვაპირებ თქვენი კაპრიზების შესრულებას შემეშვი აღარ დავბრუნდები. -რატომ არ შეგიძლია ერთი შანსი მომცე და დაგიმტკიცებ რომ არ ვარ ისეთი როგორიც გგონივარ მხოლოდ ერთი შანსი და თუ ჩემი ქცევა არ მოგეწონება წადი, არასდროს არავის არაფერს ვთხოვ მითუმეტეს ქალს მაგრამ შენ გთხოვ დაბრუნდი და შევიცვლები. -რატომ? -რა რატომ? -რატომ აკეთებ ამას ? -მინდა რომ დაბრუნდე შენზე უკეთეს ვერ ვიპოვი. -არ მჯერა შენი. -რა გავაკეთო რომ დაიჯერო? -თავი დამანებე მხოლოდ ასე დავიჯერებ. -არ შემიძლია. ერთ შანს გთხოვ მეტს ხომ არა? -არა წადი. -კარგი.-ალექსანდრეს ტუჩის კუთხეში გაეღიმა რაც ანასტასიას არ გამოპარვია და გაკვირვებულმა შეხედა მისკენ მიმავალ ალექსანდრეს რომლის ღიმილიც უფრო გარკვევით ჩნდებოდა. ანასტასია-რას აკეთებ? ალექსანდრე-გემშვიდობები. -არ არის ახლოს მოსვლა საჭირო და ეგრე ნუ იღიმები ასე მგონია რამეს გაკეთებას აპირებ და არ მომწონს. -იქნებ ვაპირებ? -ალექსანდრე წადი. -მხოლოდ შენთან ერთად. -გაგიჟებულხარ შენთანერთათ არსად წამოსვლას არ ვაპირებ. -მაგასაც ვნახავ. ალექსანდრემ ისე უცებ მოკიდა ხელი და მხარზე გაიდო ანასტასიამ გააზრებაც ვერ მოასწრო. ანასტასია-გაგიჟდი დამსვი. რამდენის უფლებას აძლევ თავს. ალექსანდრე-შენი ფეხით წამოსულიყავი და არ გავგიგჟდებოდი ეხლა დაწყნარდი. -დამსვი თორემ... -რა რას იზავ? -მამაშენს ვეტყვი რა ტუტუცი შვილი ყავს. -პატარა ბავშვივით ნუ ცდილობ შემაშინო დიდი ბიჭი ვარ უკვე. -იდიოტი უჟმური ხარ. -შენ ალქაჯი ხარ. -რა? შენ თავხედო. ალექსანდრემ მანქანაში ჩასვა და კარი ჩაუკეტა მალე კი მძღოლის ადგილი დაიკავა და მანქანაც დაძრა. ანასტასია-იდიოტო. ალექსანდრე- ჭკვიანათ თორემ საბარგულში გადაინაცვლებ. -მაგას არ იზავ. -გინდა ცადე. -ალექსანდრე საბარგულში არ ჩამსვავ. -თუ ჭკვიანათ იქნები არა. -შენ ნამდვილი იდიოტი ხარ სერთიფიცირებული. -კარგი.-ალექსანდრემ მანქანა დაამუხრუჭა და ანასტასიას წარბ აწეულმა გახედა.-რა ვარ? -არაფერი. -წეღან რაღაც მომესმა. -როგორც ჩანს სმენაზე პრობლემები გაქვს. -საბარგულის მონახულება გინდა როგორც ჩანს და გულს არ დაგწყვეტ და განახებ. -არა არ მინდა ხმას აღარ ამოვიღებ ოღონდ საბარგულში არ ჩამსვა ჩუმად ვიქნები. -ნამდვილად? -კი გეფიცები.-ცრემლიანი თვალებით შეხედა ანასტასიამ და ალექსანდრემ ეს რომ დაინახა მაშინვე გაჩუნდა. -არ იტირო რა. არ გსვავ საბარგულში ოღონდ არ იტირო კარგი. -სულ შენ გამო მიწევს ტირილი ამდენი არასოდეს მიტირია შენ სულ ახერხებ რომ გული მატკინო და ვიტირო. -ეს აღარ განმეორდება კარგი, ეხლა აღარ იტირო. -კარგი მაგრამ მითხარი სად მივდივართ? -ცოტახნით დავისვენებთ. -რა? -ხო რა იყო? -დავისვენებთ კი არა დაისვენებ. თანაც ძალით მიგყავარ. -კარგი რა გაჩუნდი. -მაინც იდიოტი ხარ. -კარგი ვიყო.-ალექსანდრეს გაეღიმა ანასტასიას ბავშვურობაზე. ანასტასია გაკვირვებული იყო ალექსანდრეს უეცარი ცვლილებით ვერ ხვდებოდა რას გეგმავდა ალექსანდრე და ასე რატომ დათბა მისდამი. ფიქრებში გართულ ანასტასიას როგორ ჩაეძინა ვერ გაიგო. გიორგი-სად წავიდა? გამაგიჯებს ეს ბიჭი სად არის არც რეკავს, ნეტავ იპოვა ანასტასია. ნაინა მეუღლის დამშვიდებას ცდილობდა-გიორგი ყველაფერი კარგად იქნება ნუ ღელავ აუცილებლათ იპოვიდა. დემეტრე-გიორგი ძია დამშვიდდით ალექსანდრე და ანასტასია ალბათ უკვე სადმე მშვიდათ სხედან და საუბრობენ . ლუკამ ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა-მასე თუ არის გადაბუგავენ იქაურობას საინფორმაციოდან მაინც მოვძებნოთ მად ასიანი იტყვიან ორი გიჯი ჩხუბობდა და შემთხვევით კაფე გადაებუგათ. ბიჭებმა ლუკას შეუბღვირეს და ზურამ კარგადაც მიკრა მხარი-თუ საინტერესოს არაფერს ამბობ გაჩუნდი. ყველა ჩუმად ისხდნენ გიორგის ტელეფონი რომ ამღერდა როცა ალექსანდრეს ფოტო დაინახა ცოტა დამშვიდდა და მაშინვე უპასუხა. გიორგი-სად ხარ? იპოვე? ალექსანდრე- კი ჩემთან ერთათ არის რამდენიმე დღით ქალაქიდან გავდივარ და ვერ დამიკავშირდებით ასე რომ არ ინერვიულოთ და არ მეძებოთ. -ანასტასია? -ჩემს გვერდით იქნება არ ინერვიულოთ კარგად. -მოიცა. -რა ხდება? -ნამდვილათ კარგად არის? -გიორგი ჩემი არ გჯერა უბრალოდ ძინავს და ხმა მიტო არ გესმის. -კარგი გაუფთხილდი თავსაც და მასაც არაფერი აწყენინო და ისევ არ გააქციო. -კარგი გავიგე. გიორგიმ ყურმილი დაკიდა და უკან მობრუნდა. ნაინა-რა ხდება? გიორგი-კარგად არიან ერთად არიან ალექსანდრემ რამდენიმე დღით ქალაქიდან გავდივარ და ვერ დამიკავშირდებითო ასე რომ ყველაფერი მოგვარდა. ზურა-ერთათ მიდიან? -კი. ლუკა-რაღაც საინტერესო ხდება და ალექსანდრემ არ გვითხრა. დემეტრე-ლუკა თუ არ გაჩუნდები გაგაჩუმებ. -რა გინდა? ისე ნაინა დეიდა რა რძალი შემოგივათ სახლში. ზურა-ლუკა მოკეტავ. -ისე ვამბობ არ შეიძლება? გიორგი-რაღაც იცით და არ ამბობთ? დროზე თქვით რა ხდება? დემეტრე-არაფერი რა უნდა ხდებოდეს ლუკა სულ ღადაობს. -დემეტრე.. -გიორგი კარგი რა ძმაკაცის საიდუმლოს ხომ არ გავცემ. ნაინა-ალექსანდრეს უყვარს ანასტასია? ან კი თქვით ან არა. ზურა-ჩვენ წავალთ თორემ რამეს წამოგვაცდენიებენ და ალექსანდრე დაგვბრიდავს, კარგად. ნაინა-მოიცადეთ გვითხარით. გიორგი-სად მიდიხართ? გვითხარით. ზურა-ალექსანდრე მოგვკლავს მაგრამ მალე რძალს უნდა ველოდოთ. ნაინა-მართალს ამბობთ? -მეტის თქმის უფლება არ გვაქვს ისედაც ბევრი ვიტლიკინეთ. ბიჭებმა სახლი დატოვეს და ჩაფიქრებული ნაინა და გიორგი დატოვეს. კარგახანს ისხდნენ ჩუმად ორივე სანამ ნაინამ არ წამოიწყო საუბარი. -გიორგი რას ფიქრობ ბიჭების ნათქვამზე? -არ ვიცი თუ სიმართლეა... -ძალიან გამეხარდება კარგი გოგონაა თავი ისე შემაყვარა ამ ცოტახანში მოხარული ვიქნები ის თუ ჩემი რძალი იქნება. -მართლაც გოგონა დასაწუნი არ არის მაგრამ რაც მათშორის ხდება ცოტა მიკვირს ერთმანეთი ნამდვილათ შეუყვარდათ თუ არა. -მაგაზე მეც ვფიქრობდი არ ვიცი. -დაველოდოთ ალექსანდრეს დაბრუნებას და ყველაფერს გავიგებთ. ალექსანდრე და ანასტასია კახეთში წავიდნენ ალექსანდრემ სახლი იქირავა და იქ გაჩერდნენ. ღამით მშვიდათ ეძინათ, დილით ანასტასიას უცხო ოთახში რომ გაეღვიძა გაუკვირდა მაგრამ მალევე გაახსენდა წუხანდელი ამბავი და საწოლიდან წამოდგა თავი მოიწესრიგა და ოთახიდან გავიდა. ძალიან მოეწონა იქაურობა მაგრამ ალექსანდრეს მაინც დაბღვერილმა შეხედა -დილამშვიდობის დიდხანს უნდა მებღვირო? არ მოგწონს აქაურობა? - შენთვის არის ალბათ მშვიდობიანი დილა თორემ ჩემთვის არა, შემეშვი. -ნეტავ ადვილი იყოს შეგეშვა-თავისთვის ჩაილაპარაკა ალექსანდრემ.-ვისაუზმოთ? -არ მინდა. -მაშინ გავისეირნოთ. -არ მინდა. შეგიძლია შენ წახვიდე. -წამოდი თან რამე ვიყიდოთ არაფერი არ გვაქვს წამოღებული. -ნეტავ რატომ არ გვაქვს წამოღებული იმიტომ ხომ არა რომ ბატონმა უჟმურმა ძალით წამომიყვანა და ისიც არ უთქვამს სად მივყავდი, საერთოთ ჩემგან რა უნდა იქნებ გამანდოს საიდუმლო და მითხრას. -განსატვირთათ წამოგიყვანე და ისე უცებ გადავწყვიტე ნივთების წამოღება დამავიწყდა თანაც შენ ისე გაჯიუტდი იძულებული გამხადე ძალით წამომეყვანე. -ეხლა ყველაფერს მე მაბრალებ? -არა უბრალოდ გეუბნები როგორც იყო. -უჟმურო.-ანასტასია კარისკენ წავიდა და ალექსანდრე რომ არ წამოდგა უკან მობრუნდა.-მოდიხარ ბატონო უჟმურო თუ გადაიფიქრეთ.-ალექსანდრეს გაეღიმა და წამოდგა. -წავიდეთ ქალბატონო. ისეირნეს თან რაღაცეები იყიდეს და უკვე საღამო იყო სახლში რომ დაბრუნდნენ დაღლილები. ანასტასიამ პირდაპირ თავის ოთახს მიაშურა, ალექსანდე სამზარეულოში შევიდა, უნდოდა რამე გაემზადებინა მაგრამ ვერაფერი მოამზადა და სამზარეულო სულ არია, ანასტასიას მოწყურდა და სამზარეულოში შედიოდა როცა კარებიდან ალექსანდრე დაინახა და დასვრილი სამზარეულო ჯერ გაოცება დაეტყო სახეზე მერე თავი ვეღარ შეიკავა და აკისკისდა, ალექსანდრე გაკვირვებული შემობრუნდა და რომ მიხვდა მას დაცინოდა სახე დაასერიოზულა. -ქალბატონო იქნებ სიცილი შეწყვიტო და დამეხმარო. -არა მადლობთ შენ გააგრძელე კარგად გამოგდის მე ხელს შეგიშლი.-ანასტასია ისევ ვერ ჩუნდებოდა და იცინოდა. -ანასტასია არ გამაბრაზო. -ბოდიში მაგრამ ისეთი სასაცილოა არ შემიძლია. -მოდი. -არა მადლობა.დაგტოვებთ მარტო რომ ხელი არ შეგეშალოს. -არ შემიშლი ხელს მოდი. -არ მინდა. ანასტასია კარებისკენ წავიდა მაგრამ ალექსანდრემ გააჩერა და სამზარეულოში შეაბრუნა. -ქალბატონო შენ დამეხმარები. -გამორიცხულია არ მინდა. -მე გკითხე? -არა. - ასე რომ უნდა დამეხმარო. -შენ არიე და შენ დაალაგე მე შემეშვი. -არა აქ მაინც იყავი. -არ მინდა. -დაგაბავ სკამზე და მერე როგორ გახვალ. -იდიოტო. -არა რა ძალიან მიეჩვიე მაგ სახელის დაძახებას და დაგსჯი, სასჯელი იქნება მარტო დაალაგებ სამზარეულოს და რამეს მოამზადებ. -მართლა იდიოტი ხარ რას ბოდავ გამორიცხულია მარტო არ დავალაგებ. -დაგეხმარები დალაგებაში. -მე დაგეხმარები მოინდომა ბიჭმა თავისი გაფუჭებული საქმის სხვაზე გადაბარება. ორივე შეუდგნნენ სამზარეულოს დალაგებას ალექსანდრე ყველაფერს ურევდა განძრახ რაზეც ანასტასია ეჩხუბებოდა ის კი იღიმოდა. სამზარეულოს დალაგებას რომ მორჩნენ ანასტასიამ ვახშამი გაამზადა და ერთად გაშალეს სუფრა. -ვნახოთ როგორ ამზადებ. -შენზე კარგად. -თუ მომეწონება შეიძლება ცოლადაც წაგიყვანო. ამის გოგონებაზე ანასტასიას ლუკმა გადაცდა და სული ძლივს მოითქვა, ალექსანდრე შეშინებული მივარდა მასთან და ცდილობდა როგორმე დახმარებოდა ანასტასიამ სული როგორც კი მოითქვა ალექსანდრეს გაბრაზებულმა შეხედა. -შენ არ ხარ ნორმალური. -რატომ ასეთი რა ვთქვი ? -ალექსანდრე ვიბლიანო მოგკლავ კიდევ ერთხელ ეგეთი სულელური ხუმრობა რომ თქვა. -იქნებ არ არის ხუმრობა. -ალექსანდრე გეყო, მაცადე წყნარად ვივახშმო. -ვინ არ გაცდის. კარგი წყვილი ვიქნებით რას მიწუნებ. -თავად მიბიძგებ მკვლელობისკენ. -მითხარი ასე ძალიან გძულვარ? -შესაძლოა. ალექსანდრეს აღარაფერი უთქვამს ადგა და თავის ოთახში გავიდა. რაზე გაბრაზდა ხუმრობაც არ ესმის, თვითონ რომ მეხუმრება მეც უნდა გავბრაზდე? რა იდიოტია ერთი გამაგებია მის თავში რა ხდება მაგრამ რა უნდა მოხდეს ცარიელ თავში. ბოდიში მოვუხადო კიდევ რა უნდა მეტი საქმე არ მაქვს ჯერ თვითონ მომიხადოს ბოდიში და მერე დავფიქრდები რა ვქნა. არც უჭამია, იდიოტი ნამდვილი იდიოტი როგორ ახერხებს მუდამ გამაგიჯოს იყოს მშიერი არაფერი უჭირს, მაგრამ ცოდოა, რა ვქნა? ვიცი ოთახში მივუტან არა რატომ მივუტანო გამოვიდეს და ჭამოს ჩემი რა ბრალია რომ გაბრაზდა. როგორ მოვიქცე? ჯანდაბას მივალ მასთან. ანასტასია ალექსანდრეს კართან იდგა და ვერ გადაწყვიტა რა გაეკეთებინა ბოლოს მაინც დააკაკუნა მაგრამ ალექსანდრემ ხმაც არ გაცა. ანასტასია-შეიძლება შემოვიდე? ისევ სიჩუმე ამიტომ პირდაპირ შეაღო კარები და შევიდა ალექსანდრე საწოლზე იწვა და ჭერს უყურებდა ანასტასია ფრთხილად მივიდა საწოლამდე. ანასტასია-რატომ ბრაზობ. ალექსანდრე-......-დუმილი ისევ ალექსანდრესგან. -კარგი რა რა ვთქვი გასაბრაზებელი. -ჩემს გვერდით დაწექი.-ანასტასიამ გაკვირვებულმა შეხედა ალექსანდრეს არ ელოდა ასეთ რამეს თუ ეტყოდა. -კარგად ხარ? -კი, დაწექი. -კარგი. ალექსანდრეს გვერდით დაწვა თავს უცნაურათ გრძნობდა რადგან ალექსანდრესგან უხეშობას იყო მიჩვეული და უკვირდა მისი ასეთი ცვლილება, ცოტახნით ჩუმად იწვნენ მაგრამ ანასტასიამ ვერ მოითმინა და საუბარი დაიწყო. ყოყმანის შემდეგ საუბარი წამიწყო ანასტასიამ-რამე ხდება? -რამე უნდა ხდებოდეს? -უცნაურათ იქცევი ვერ გავიგე რა გინდა და ამ ყველაფერს რატომ აკეთებ? -მინდა დაგანახო რომ არ ვარ ისეთი როგორიც გგონივარ. -აქ წამოსვლა რა საჭირო იყო? -დასვენება მინდოდა ყველასგან და ყველაფრისგან. -მატყუებ რაღაც მოხდა და არ მეუბნები, ხომ იცი მაინც გავიგებ. -მეეჭვება. -მაგასაც ნახავ, როდის დავბრუნდებით? -რამდენიმე დღეში. -როდის იწურება ეგ რამდენიმე დღე? -რამდენიმე დღეში. -ალექსანდრე. -რა? -რატომ ცდილობ გავბრაზდე? -მე? რაღაც გეშლება. -კი როგორ არა. მეშლება?-ანასტასია ასადგომათ წამოიწია მაგრამ ძლიერმა ხელებმა დაიჭირეს და უკან დააბრუნეს.-რას აკეთებ? გამიშვი. -არა ჩემს გვერდით იწვები და გაჩუნდი. -არა არ მინდა გამიშვი. -არა. -შენ... -ვიცი იდიოტი ვარ აღარ გინდა მაგის თქმა გავიგე. -ძალიან კარგი. ორივე ჩუმად იწვნენ და როდის ჩაეძინათ არ ახსოვთ, დილით ანასტასიას ადრე გაეღვიძა და ალექსანდრეს სახე რომ დაინახა უნებურათ გაეღიმა, ადგომა უნდოდა მაგრამ ისე ქონდა ალექსანდრეს ხელები მოხვეული თავი ვერ დაიძვრინა ამიტომ გადაწყვიტა გაეღვიძებინა. -ალექსანდრე....გაიღვიძე....გამიშვი უნდა ავდგე...ალექსანდრე. -მმ..... -აეთრიე გავიჭყლიტე. -მოიცა დამაძინე. -გამიშვი და თუ გინდა მთელი დღე იძინე. -მე შენთან ერთად ძილი მინდა ეხლა გაჩუნდი და დაიძინე. -არა გამიშვი თორემ არ დაგაძინებ. -არ დამაძინებ და დაისჯები. -მაგასაც ვნახავ. ალექსანდრემ ძილის შებრუნება სცადა მაგრამ ანასტასია არ ისვენებდა, ადგომას ცდილობდა რომ ვერ ადგა სახეზე თმას უსმევდა და არ ასვენებდა, ამანაც რომ არ გაჭრა ლოყებს უწელავდა, ალექსანდებ ვეღარ მოითმინა და უცებ ზემოდან მოექცა, ანასტასია მოულოდნელობისგან გაშეშდა ძლივს შეძლო ხმის ამოღება. -რა....რას აკეთებ... სულ გაგიჯდი. -ხომ გითხარი გაჩერდი თორემ დაისჯებითქო, ასე რომ სასჯელის დროა.-ალექსანდრეს ოდნავ გაეღიმა და ანასტასიას სახესთან ახლოს მიწია სახე.-ეხლა დაგსჯი. -ალექსანდრე...მეტს აღარ ვიზავ. -უკვე გვიანია სინანული. ალექსანდრე ძალიან ფრთხილად შეეხო ანასტასიას ბაგეებს ანასტასია გაშეშებული იწვა, ალექსანდრე როგორც იქნა მოწყდა ანასტასიას ბაგეებს და თვალებ მილულულ ქალს ღიმილით დაყურებდა, ტუჩები ყურებთან მიუტანა და ხრინწიანი ხმით დაჩურჩულა. -იმაზე გემრიელი ტუჩები გქონია ვიდრე მეგონა,-ანასტასია ბურუსიდან გამოერკვა და მთელი სახე აუწითლდა სიბრაზისგან და სირცხვილისგან.ცდილობდა ალექსანდრე მოეშორებინა და წამომდგარიყო მაგრამ არ გამოუვიდა.-ანასტასია შემომხედე....შემომხედე რომ გეუბნები. -გამიშვი გთხოვ. -შემომხედე.-კატეგორიული იყო ალექსანდრეს ტონი, ანასტასიამ ფრთხილად აწია თავი და ცრემლიანი თვალებით შეხედა, ალექსანდრეს გული ეტკინა მის გამო ისევ ცრემლები რომ უვსებდა თვალებს.-ასე ძლიერ გეზიზღები? ანასტასიას ხმა არ ამოუღია რადგანაც თავადაც არ იცოდა რას გრძნობდა მის მიმართ, მაგრამ ერთი იცოდა რომ ეს ზიზღი არ იყო. -არ მიპასუხებ? -არ მეზიზღები. -მაშინ რა ხდება? -გამიშვი მომეცი უფლება წავიდე, არ მინდა აქ. -კარგი წავიდეთ. იმ დღეს დაბრუნდნენ სახლში რომ მივიდნენ არავინ არ იყო. ანასტასია თავის ოთახში შევიდა და ნივთების ჩალაგება დაიწყო მთელი დღე გარეთ არ გამოსულა. ალექსანდრეს უნდოდა შესულიყო მაგრამ არ უნდოდა გაებრაზებინა და რამე ეწყენინებინა და თავი შეიკავა. საღამოს ყველა სახლში იყვნენ გაუკვირდათ ალექსანდრე და ანასტასია სახლში რომ იყვნენ. ვახშმობისთვის ყველა ერთად შეიკრიბნენ სუფრასთან, ალექსანდრე თვალს არ აშორებდა რაც ანასტასიას ბოჭავდა ძალა მოიკრიბა ანასტასიამ და საუბარი წამოიწყო. -შეიძლება რაღაც ვთქვა? ნაინამ ღიმილით შეხედა ანასტასიას და თანხმობა მიცა-თქვი გისმენთ. -მე... აქედან მივდივარ უარს ვამბობ ბატონი ალექსანდრეს დაცვაზე. ალექსანდრე გაბრაზებული წამოდგა ფეხზე და მთელი ხმით იღრიალა-აქედან ვერ წახვალ არ დავუშვებ. გიორგიმ შვილს გაკვირვებულმა შეხედა-ალექსანდრე ხმას დაუწიე და დამშვიდდი, ანასტასია შვილო რატომ გინდა წასვლა? რამე მოხდა? ანასტასია-უბრალოდ დავიღალე და ცოტახნით ყველაფრისგან დასვენება მინდა. ალექსანდრე- იტყუები სიმართლე მითხარი. -სათქმელი აღარაფერი მაქვს, თუ არ გჯერათ ბატონო ალექსანდრე თქვენი პრობლემაა, უკაცრავად დაგტოვებთ. ანასტასია ადგა და ოთახში ავიდა კარს ხურავდა როცა ალექსანდრემ კარები გააჩერა და შევიდა. -რატომ გინდა წასვლა. -უკვე ვთქვი. -გგონია დავიჯერე, რატომ გამირბიხარ? -ალექსანდრე გთხოვ, აქ ვერ ვიმუშავებ. -რატომ? ჯანდაბა თქვი რატომ ვერ იმუშავებ? -არ მინდა არა, არ მინდა შენთან ახლოს ვიყო ვერ ვიმუშავებ შენთან არ შემიძლია. -აქედან წასვლის უფლებას არ მოქცემ. -შენ ვერ შემაჩერებ არ გაქვს უფლება. -მაგასაც ნახავ. ალექსანდრემ გაბრაზებულმა გაიხურა ოთახის კარი მერე კი სახლის. ანასტასია ბევრი ეცადა რომ არ ატირებულიყო მაგრამ არ გამოუვიდა როგორც კი შეძლო დამშვიდება მაშინვე გივიდა ოთახიდან თავისი ბარგით, გიორგიმ და ნაინამ რომ დაინახეს გაუკვირდათ ესე მალე თუ მიდიოდა. გიორგი-მეგონა ცოტახნით დარჩებოდი. ანასტასია-მაპატიეთ მაგრამ ცდას აღარ აქვს აზრი მირჩევნია ახლავე წავიდე აღარ მინდა ბატონ ალექსანდრესთან კამათი. ნაინა-მან იცის? -არა სჯობს ჩემი წასვლის შემდეგ გაიგოს. გიორგი-კი მაგრამ რა მოხდა ? ალექსანდრემ რამე დაგიშავა? -არა უბრალოდ უნდა წავიდე, ბოდიში რომ საქმეს შუა გზაზე ვტოვებ. -საბოდიშო არაფერია თუ რამე დაგჭირდეს შეგიძლია მომმართო. ნაინა-ძალიან მწყდება გული რომ მიდიხარ მაგრამ რას ვიზავ წარმატებები, ნებისმიერ დროს შეგიძლია მოსვლა. ანასტასია-მადლობა კარგად. ანასტასიამ დატოვა ალექსანდრეს სახლი და წავიდა, ალექსანდრე სახლიდან გასვლის შემდეგ ბიჭებს დაუკავშირდა და დემეტრესთან შეიკრიბენ, რამდენიმე ჭიქა ერთმანეთის მიყოლებით გამოცალა, ბიჭებს ასეთ მდგომარეობაში არასდროს ენახათ. დემეტრე-რა გჭირს? ზურა-გეყო სმა რა დაგემართა?-ზურამ ჭიქა ააცალა ხელიდან რომ სმა შეეწყვიტა. ალექსანდრე-წასვლა უნდა. -ვის? -ანასტასიას. ლუკა-რატომ? -ვცდილობ გავაგებინო რომ არ ვარ ისეთი როგორიც გონია მაგრამ გამირბის. დემეტრე-თავად აიძულე წასულიყო შენგან და ნუ გიკვირს. ლუკა-ესეიგი აღიარებ რომ გიყვარს? ალექსანდრე-ჯანდაბა გავები. -აუ რა რძალი. ზურა-ძლივს. ალექსანდრე-რა ვქნა რომ არ წავიდეს? ლუკა-ჩაკეტე ოთახში. -მაგ რომ გავაკეთო უფრო გაბრაზდება მაგრამ თუ სხვა გზას არ დამიტოვებს გამკეთებელი ვარ. დემეტრე-სულ გააფრინე ამას უჯერებ? ლუკა-რას უწუნებ ჩემს აზრს? -სულ გაიქცევა და დატოვებ ცოლის გარეშე. -მოვიტაცებთ რა პრობლემაა და ცოლის გარეშე არ დარჩება ანასტასია ჩვენი რძალი ხდება აუ დაგვერხა პოლიციელი რძალი, ჯობია არაფერი მივქაროთ თორემ ცუდათ იქნება ჩვენი საქმე ალექსანდრეს კი ეშველება. ალექსანდრე-ბევრს ხომ არ ტლიკინებ, დავლიოთ. კარგად გამოთვრენ და იქ დარჩნენ დილით ძლივს ადგნენ და სახლებში წავიდნენ, ალექსანდრემ პირდაპირ ანასტასიას ოთახისკენ აიღო გეზი და ფრთხილად დააკაკუნა პასუხი რომ ვერ მიიღო კარები შეაღო მაგრამ ოთახში არავინ დახვდა, უკან გამობრუნდა და კიბებთან ნაინა შეხვდა. ალექსანდრე-დედა, ანასტასია სად არის? ნაინამ სევდიანი თვალებით შეხედა შვილს, ალექსანდრე მაშინვე მიხვდა ნაინას სევდის მიზეზს. -არა არ წავიდოდა. ნაინა-წუხელ წავიდა შენ რომ წახვედი მალევე. -რატომ არ შეაჩერეთ? რატომ? -შვილო... -ჯანდაბა არა ასე ვერ წახვალ ასე არა. ალექსანდრე სწრაფათ დაეშვა კიბეზე და სახლი დატოვა, ნაინამ მეუღლის კაბინეტს მიაშურა მაშინვე და ცრემლიანი თვალებით შევიდა კაბინეტში. გიორგი-რა მოხდა? ნაინა რა დაგემართა? ნაინა-ალექსანდრე გაბრაზებული გავიდა სახლიდან მეშინია თავს რამე არ დაუშავოს. -რატომ რა მოხდა? -გაიგო ანასტასია რომ წავიდა, რით დავეხმაროთ? -თავად უნდა მოაგვაროს ჩვენ ვერ დავეხმარებით. ალექსანდრემ ანასტასიას სახლს მიაშურა მაგრამ სახლში არ დახვდა ამიტომ ბიჭებთან წავიდა ყველა დემეტრესთან იყვნენ ალექსანდრე რომ მივიდა, ბიჭებს შეეშინდათ მისი წაშლილ სახე რომ დაინახეს. ზურა-რა დაგემართა ? რა სახე გაქვს? ალექსანდრე ჩუმად იჯდა თავ ჩახრილი და ხმას არ იღებდა, სანამ დემეტრემ არ დაიღრიალა წყობიდან გამოსულმა. დემეტრე-ამოღერღავ ბოლოსდა ბოლოს რა გჭირსა? ალექსანდრე-წავიდა.... არც კი დამემშვიდობა ისე წავიდა. ყველა გაჩუმდნენ და ალექსანდრეს უყურებდნენ, ალექსანდრემ ღრმად ამოისუნთქა და გააგრძელა-არ დამელოდა ისე წავიდა, ფეხებზე დამიკიდა, ვერ გავაჩერე დავკარგე. ზურა-ვიპოვით და შენც ეტყვი რასაც გრძნობ, ყველაფერი კარგად იქნება. -აღარაფერი იქნება კარგად, წავიდა სამუდამოთ დავკარგე. ალექსანდრესთვის ის დღე ყველაზე საშინელი იყო მის ცხოვრებაში რადგან საყვარელი ქალი დაკარგა. ანასტასიასთვისაც რთული იყო წასვლა და დატოვება მაგრამ მაინც გადადგა ეს ნაბიჯი, ანასტასია საბასთან წავიდა კარგახანია რაც არ უნახავს და გადაწყვიტა მოენახულებინა თან ნათლულსაც მოესიყვარულებოდა, გვიანი იყო საბას სახლის წინ რომ იდგა და ზარს რეკავდა, ნამძინარებმა საბამ გააღო კარები და როცა ანასტასია დაინახა ძალიან გაუკვირდა, გაოცებისგან ხმა ძლივს ამოიღო. -აქ რას აკეთებ? -სტუმრის მიღებაც ასეთი უნდა, მადლობა კარგად ვარ შენ როგორ ხარ? -კარგად შემოდი, გოგო აქ რა გინდა? თან რა დროა საათი მაინც არ გაქვს? -გამატარე თუ ძმა ხარ.-ანასტასიამ საბა გაწია და შევიდა ჩემოდანი კი საბას მიაჩეჩა.-წამოიღე, სად არის რძალი ან ჩემი პრინცესა. -შუაღამეა ამ დროს ხალხს ძინავს. -რას იგესლები და მებღვირები, ასე თუ გეწყინებოდა ჩემი მოსვლა არ მოვიდოდი.-ანასტასიამ თავის ჩემოდანს მოკიდა ხელი რომ წასულიყო. -მაგას ხელი გაუშვი და მობრძანდი აქ, არსად არ წახვალ და ამიხსნი რატომ ხარ ეხლა აქ და არა შენ უჟმურთან გასაგებია. -ჯობია წავიდე. -ანასტასია.-საბამ წარბაწეულმა გახედა რაც იმის მანიშნებელი იყო რომ დაეწყო მოყოლა რა მოხდა და ტყუილად ნუ ეცდებოდა მის მოტყუებას.-დაჯექი. -ხვალ მოგიყვები მაგრად დავიღალე,-თავის შეცოდება სცადა მაგრამ არ გამოუვიდა ისეთი თვალებით გახედა საბამ რომ გაჩუნდა. -დაიწყე. -წამოვედი. -გააგრძელე. -რა გავაგრძელო? -ანასტასია გათენება რომ მომიწიოს მაინც გათქმევინებ, რამე დაგიშავა? შენ მასე ადვილათ არ წამოხვიდოდი მითხარი რა მოხდა თორემ მე გავარკვევ და იცი რაც მოხდება. -არაფერი დაუშავებინა უბრალოდ მე ის....-სანამ ანასტასია სიტყვას დაასრულებდა ლილე შემოვიდა. ლილე-ანასტასი? აქ როგო?-გაოცებული ჩაეხუტა ლილე მონატრებულ მეგობარს. ანასტასი-მომენატრეთ და მოვედი. -რა დაგემართა? -არაფერი რა უნდა დამმართოდა? -ძალიან კარგად გიცნობ და ვხედავ რომ რაღაც გაწუხებს რა მოხდა? ანასტასია მეგობრებს შეცქეროდა და მიხვდა რომ ეს დარდი ვინმესთვის უნდა გაეზიარებინა რადგან უკვე ცუდათ იყო ამდენი რამისგან, თვალებში ცრემლები ჩაუდგა და ლილეს კალთაში ჩადო თავი და ატირდა, ლილე და საბა გაკვირვებულები უყურებდნენ და ელოდნენ როდის დაიწყებდა მოყოლას. ანასტასია-მეტი აღარ შემიძლია ცუდათ ვარ, მასთან ახლოს ყოფა უფრო ცუდათ მხდის არ ვიცი რა უნდა რატომ აკეთებს ამას, აღარ შემიძლია მართლა დამღალა ამ ყველაფერმა.-ანასტასიამ ყველაფერი უამბო რაც მოხდა. საბა-რა გააკეთა? -მე...არ მინდოდა ასე მომხდარიყო ვცდილობდი მისგან შორს დამეჭირა თავი მაგრამ ვერ შევძელი. -ანასტასია შენ... -რა გავაკეთო რომ დავივიწყო? ლილე-შეძლებ კი რომ დაივიწყო? -მე..მე არ ვიცი. საბა-რა გააკეთა რომ მოდიოდი? -არ იცის. -რა გაგიჯდი ისე წამოხვედი არ უთხარი? -რომ ვთქვი წასვლა მინდათქო მიყვირა ვერსად წახვალო, ამიტომ ჩუმად წამოვედი მას რომ არ გაეგო. -შემოაკვდები და მე არ დაგიცავ. -საბა კარგი რა. ლილე-მასაც უყვარხარ შენ კი რა გააკეთე რა დღეშია ეხლა თუ ხვდები. -არ მაინტერესებს. საბა-არა როგორ გაინტერესებს. -რა გინდა? -ერთმანეთი გიყვართ და შენ სულელივით გამოიქეცი გაიგე რა მინდა შეცდომა დაუშვი სიყვარულზე ამბობ უარს. -შემეშვი . ანასტასია წამოდგა და ნათლულის ოთახს მიაშურა პატარას მშვიდათ ეძინა, ანასტასია ფრთხილად მივიდა და მოეფერა, ცოტახან ბავშვის ოთახში იყო მერე ლილემ მოაკითხა და ოთახში გაიყვანა, ლილე გამოსვლას აპირებდა ანასტასიამ რომ დაუძახა. -დარჩი ცოტახნით. -რა მოხდა?-ლილე საწოლზე ჩამოჯდა ანასტასიას გვერდით. -შენი აზრით არ უნდა წამოვსულიყავი? -სიმართლე გაინტერესებს? -კი. -უნდა დარჩენილიყავი რადგან ალექსანდრეს უყვარხარ. -ხომ იცი როგორც მოიქცა. -მაგიტომ გეუბნები რომ უყვარხარ, კარგად დაფიქრდი და გადაწყვეტილება ისე მიიღე ნუ დაკარგავ, საკუთარ თავზეც იფიქრე და მასზეც კარგი. -კარგი. იმ დღის შემდეგ ალექსანდრე ყველგან ეძებდა მაგრამ უშედეგოთ, ორი კვირა გავიდა ანასტასიას წასვლიდა და ამ ხნის მანძილზე ალექსანდრე საგრძნობლათ შეიცვალა უფო ფიცხი გახდა, ანასტასიას წასვლიდან რამდენიმე დღეში მათე დააპატიმრეს რადგან ალექსანდრეზე თავდასხმას გეგმავდა. ალექსანდრესთვის საშინელი ორი კვირა იყო თან ანასტასიას ვერსად პოულობდა და ეს უფრო აგიჟებდა. ანასტასია სულ იმაზე ფიქრობდა რა მოხდებოდა თუ ალექსანდრეს მართლა უყვარდა, ლილე და საბაც ყოველდღე მხოლოდ ალექსანდრეზე ესაუბრებოდნენ და არ ასვენებდნენ სანამ არ დაარწმუნეს რომ დაბრუნებულიყო, საბამ და ლილემ გამოისტუმრეს. ანასტასიას აღელვებული მიუახლოვდა ალექსანდრეს სახლს ვერ გადაწყვიტა მისულიყო თუ არა ბოლოს მაინც მივიდა იცოდა სახლში არავინ რომ არ იყო და კარების გაღებაც არ გაჭირვებია. საღამოს ალექსანდრემ დაღლილმა შეაღი სახლის კარები და პირდაპირ თავის ოთახს მიაშურა ანასტასიამ ფეხის ხმა როგორც კი გაიგონა კარს უკან დაიმალა მალევე გაიღო კარები და მონატრებული სილუეტიც შევიდა, ალექსანდრემ კარი მიხურა და პირდაპირ საწოლს მიაშურა პირქვე დაემხო, ანასტასიას გაეღიმა, ფიქრობდა როგორ დაეწყო საუბარი და როგორც იქნა ძალა მოიკრიბა. -გავიგე მეძებდი. ალექსანდრეს ეგონა მოეჩვენა და ღრმად ამოისუნთქა. -უჟმურო რა მოხდა პასუხსაც არ გამცემ? ალექსანდრე უცებ წამოდგა საწოლიდან და სინათლის ასანთებათ წავიდა რადგან ოთახში ძალიან ბნელოდა, სანამ ალექსანდრე ჩამრთველს მიუახლოვდებოდა ანასტასიამ აანთო. -უჟმურო დიდხანს აპირებ ჩუმად ყოფნას ? ალექსანდრე გაოცებული უყრებდა მის წინ მდგომ მონატრებულ ქალს.-შენ.... აქ....ვერ ვხვდები როგორ. -რატომ მეძებდი? რა გინდა? ალექსანდრემ მალევე გაიაზრა რომ ნამდვილად მის წინ იდგა ანასტასი და სწრაფათ მიუახლოვდა თავისკენ მოწია და გულში მაგრად ჩაიკრა მონატრებული სხეული ანასტასიამაც შემოხვია ხელები,ცოტახნით ესე იდგნენ მერე ალექსანდრეს გაახსენდა როგორც მოიქცა ანასტასია და მალევე გამოწია ანასტასიამ გაკვირვებულმა შეხედა ალექსანდრეს სიბრაზისგან ანთებულ თვალებს, იცოდა მისი ეს გამოხედვა კარგი არ იყო მაგრამ ცდილობდა არ მიექცია მისი სიბრაზისთვის ყურადღება. -ბატონო ალექსანდრე იქნებ მითხრათ რატომ მეძებდით? -შენ.. სად იყავი? როგორ გაბედე ჩემი ნებართვის გარეშე წასვლა.-ალექსანდრეს სიბრაზით წარმოთქმული სიტყვები გაჟღერდა ოთახში. -ისევ ისეთი უჟმური ხარ ჯერ მომესალმე პირდაპირ ყვირილზე რომ გადადიხარ. -გოგო ჩემი გაგიჟება გინდა? -არ ხარ ? -ანასტასია მოთმინების ფიალა მევსება. -მერე მე რა ვქნა? -ანასტასი.-დაიღრიალა ალექსანდრემ და კლავებში ჩააფრინდა. -მეტკინა რა გაღრიალებს. -ჭკუიდან ნუ გადაგყავარ, სად ჯანდააში იყავი ? -ჯანდაბაში არ ვყოფილვარ და თუ არ დამშვიდდები საერთოთ არაფერს არ გეტყვი, საერთოთ რაში გაინტერესებს. -რომ არ მაინტერესებდეს არ გკითხავდი. -არ გეტყვი. -ანასტასია. -გისმენ.-თან გაუღიმა, ალექსანდრემ თავი ვერ შეიკავა და გაეღიმა.-უჟმური იღიმის ეს უკვე მიხწევაა. -რატომ უკრავ ჩემს ნერვებზე? -კარგად გამომდის. -კიდევ რა გამოგდის კარგად? -შენი გაცოფება. -მითხარი სად იყავი? -ჯერ შენ მითხარი რატომ მეძებდი და მერე გაგცემ პასუხს. -ანასტასია ძალიან კარგად იცი რატომაც გეძებდი. -არ ვიცი შენგან მაინტერესებ. -რა გაინტერესებს ის რომ შენი წასვლით გული მატკინე, ის რომ არაფრათ ჩამაგდე, თუ ის რომ სიგიჟემდე მიყვარხარ, მითხარი რა გაინტერესებს. -ალექსანდრე.... მე..... არ შემეძლო..... -რა არ შეგეძლო?? -აქ ვერ ვიმუშავებდი შენთან ახლოს ვერ ვიქნებოდი ამის უფლება არ მქონდა. -რატომ მიპასუხე რატომ არ გქონდა?? უკვე ვერცერთი ვერ აკონტროლებდა ხმას ისე აუწიეს. -მიპასუხე. -მე....მე.... -ჯანდაბა უბრალოდ თქვი.. -ვერ დაგიცავდი ჩემზე ცუდათ მოქმედებდი, ასე არ უნდა მომხდარიყო არ უნდა შემყვარებოდი შეცდომა დავუშვი...-ანასტასიამ ვერც კი გაიაზრა როგორ გამოტყდა თავის გრძნობებში, ალექსანდრე ღიმილით შეყურებდა გაწიწმატებულ ქალს რომ ვერც კი ხვდებოდა როგორ აღიარებდა თავის გრძნობებს, ალექსანდრემ ვეღარ მოითმინა და ანასტასიას ბაგეებს დაეწაფა, ანასტასია გაშეშებული იდგა ალექსანდრეს მკლავებში მოქცეულ და მისი კოცნით გაბრუებული, როგორც იქნა ალექსანდრე მოწყდა ანასტასიას ბაგეებს და შუბლი შუბლზე მიადო თან სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა. ალექსანდრე-რაო როგორ თქვი არ უნდა შემყვარებოდიო?-ალექსანდრე ღიმილით დაყურებდა ანასტასიას რომელიც ეხლა მოეგო გონს. ანასტასია-შენ... შენ... -რა მე? -როგორ ბედავ. -რას როგორ ვბედავ? -იდოტი ხარ. -მაგისთვის რომ დაისჯები იცი. -არ გაბედო, ალექსან.....-სიტყვის დამთავრება არ აცადა ისე ეძგერა ბაგეებზე, ანასტასია ცდილობდა მოეშორებინა მაგრამ მიხვდა რომ არაფერი გამოუვიდოდა და თავადაც აყვა კოცნაში, როცა ჰაერი ეცოტავათ ოდნავ მოწყდნენ ერთმანეთს და სუნთქვის დარეგულირებას შეეცადნენ. -ეგრე ვირივით რომ არ მეცე არ შეგიძლია? -არ გაპარულიყავი და ასე არ მოგენატრებინა თავი, სად იყავი დროზე მითხარი? -რომ არ გითხრა.-ალექსანდრეს გაბრაზება გადაწყვიტა ანასტასიამ. -მწარეთ დაგსჯი ქალბატონო. -მეგობართან ვიყავი რას მებღვირები. -ვინ მეგობართან? -საბასთან. -ვინ არის საბა ? -ხომ გითხარი მეგობარი.-ანასტასია ალექსანდრეს ნერვებზე უკრავდა. -ანასტასია მაბრაზებ. -კარგი ხო, ჩემი ბავშვობის მეგობარი ძმასავით მყავს ლიზუზუნას მამიკო არის, ლილეს მეუღლე, დამაკმაყოფილებელია პასუხი? -ჯერ-ჯერობით კი. -რა ? -რაიყო? -მართლა უჟმური ხარ. -შენ რა გამოდიხარ? -უჟმურის მომრჯულებელი. -არა ლამაზო შენ უჟმურის მომავალი ცოლი გამოდიხარ. -ხელი მთხოვე და არ ვიცი? -ისედაც ვიცი რომ დამთანხმდები. -გეგონოს.-ენა გამოუყო და მკლავებიდან დაუსხლტა, მაგრამ მალევე დაიჭირა ისევ. -საით ქალბატონო. -სახლში. -აქ დარჩები. -გაგიჟდი შენები რას იტყვიან? -აქ არ არიან ასე რომ თანაც გეუბნები ცოლად უნდა მოგიყვანოთქო. -კარგი რა . -აქ რჩები და მორჩა. -ალექსანდრე. -არა, რჩები. ანასტასიას სხვა გზა არ დარჩა ამიტომ დარჩა, ერთმანეთზე ჩახუტებულებს ჩაეძინათ. ასე ტკბილათ არცერთს არ ძინებიათ. 2 წლის შემდეგ. -ალექსანდრე.... ალექსანდრე.... ალექსანდრემ სირბილით აიარა კიბეები და ოთახში შევიდა. -რა მოხდა ? -შოკოლადს მომიტან.? -მარტო შოკოლადი? -არა. -კიდევ გაბრო მომიყვანე და შენც მოდი. -კარგი გაბერილო როგორც გინდა. -უჟმურო მალე რაც გითხარი გააკეთე თორემ გავბრაზდები და ოთახშიც ვერ შემოხვალ. -კარგი კარგი.-ალექსანდრემ მოწყვეტით აკოცა და დატოვა ოთახი, მალევე დაბრუნდა და დედის გვერდით დასვა პატარა გაბრო და თვითონაც დაწვა ცოლის გვერდით თან შოკოლადი მიცა. -მიირთვი, კიდევ ხომ არაფერი უნდა ჩემ გოგოს? -კი უნდა რომ მამიკომ გვაკოცოს. -ეხლავე ქალბატონებო მაგრამ ჩემს ბიჭს ნუ ჩაგრავთ. -არ ვჩაგრავთ-ანასტასიამ უამრავჯერ აკოცა გაბროს ისიც ხვანცალებდა და იცინოდა, ალექსანდრემ დედა-შვილებს აკოცა და გულში ჩაიკრა. -მიყვარხართ, ჩემი ცხოვრების აზრები ხართ. -ჩვენც გვიყვარხარ მამიკო და უფრო გვეყვარები იოგურტს თუ მოგვიტან. -მივდივარ ქალბატონებო.. დასასრული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.