მეგობრის ხათრით (თავი 7)
* * * მანქანა ისევ გაფუჭდა. ბედი მაქვსო – მე უნდა ვთქვა. ამასთან ერთად მგონი გზაც ამებნა. ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისათვის. მანქანიდან გადმოვედი და გზას გავხედე. მიუხედავად იმისა, რომ დასახლებულ ტერიტორიაზე ვიყავი, არავინ მოჩანდა. ტელეფონი და ზურგჩანთა ხელში ავიღე და გზას ფეხით გავუდექი. კიდევ კარგი თბილი მოსაცმელი წამოვიღე, თორემ ალბათ გავიყინებოდი კიდეც. საკმაოდ დიდი მანძილის გავლის შემდეგ, ძლივს მივუახლოვდი ბავშვების ჯგუფს, რომლების ბურთით თამაშობდნენ. ასაკისდა მიუხედავად მშვენივრად დამაყენეს გზაზე და გამოყოლაც შემომთავაზეს, მაგრამ რა თქმა უნდა უარით გავისტუმრე ყველა. ნაცნობ სახლს რომ მივადექი, უკვე ბნელოდა. ღობიდანვე მოჩანდა ორი ახმახი. რატი არ დამინახავს. კარების ხმაზე ორივეს ყურადღება მივიპყარი. ჩემი დანახვა ძალიან გაუკვირდათ და ლაპარაკს თავი ძლივს მოაბეს. - რატი სად არის?.. - ვიკითხე ბოლოს. - სახლში არ არის. ალბათ სეირნობს სადმე. - მიპასუხეს და მისაღებში შემიპატიჟეს. ცადეს ჩემი ხასიათზე მოყვანა, მაგრამ სულ სხვაგან დავფრინავდი ფიქრებით. გული საგულედან ამომივარდა, როდესაც კარების ხმა მომესმა. ოთახში რატი შემოვიდა. სპორტულებში იყო გამოწყობილი და სავარაუდოდ დაღლილი, ღრმად სუნთქავდა. მის ნიშანზე ახმახებმა ოთახი დატოვეს. რატი ცოტა ხანს ფეხზე იდგა და მაკვირდებოდა, შემდეგ კი ჩემგან მოშორებით დაიკავა ადგილი დივანზე. - რას მივაწერო შენი სტუმრობა, ნინა?.. - საკმაოდ უინტერესოდ და ცივად მკითხა. გონებაში დალაგებული წინადადებები ერთმანეთში ამერია. ლოყები ამიხურდა და ხმა ამიკანკალდა. - მინდა რაღაც გითხრა!.. - ამოვიხავლე გაჭირვებით. - გისმენ!.. - საკმაოდ უდარდელად მომიგო. - საფულე დამრჩა.. შენ კი ჩემს ზარებს არ პასუხობდი. - მხოლოდ ესღა მოვიფიქრე თავის გასამართლებლად. ჩემს სათქმელს ასე უაზროდ ვერ ვეტყოდი, სკამზე გადაწოლილს. სიცილი დაიწყო. - მე კი სულ სხვა რაღაცას ველოდი. - ამოიოხრა და ფეხზე წამოდგა. - შეგიძლია შენი საფულე აიღო და აქედან წახვიდე. - მაპატიე, ცუდად გამომივიდა. - თავის მართლება დავიწყე მე. - სულ სხვა რაღაცის თქმას ვაპირებდი.. მაგრამ ვერ მოვახერხე. - სამწუხაროა!.. - ჩემსკენ აღარც შემოუხედავს ისე დატოვა ოთახი. ატირებულმა ძლივს მივაგენი ‘ჩემს’ ოთახს და ცოტა ხანი იქ დავყავი. აწითლებული თვალებით ჩავედი პირველ სართულზე და მისაღებში შევაკითხე ახმახებს. - ტაქსს ვერ ვიშოვი, აქ სადმე?.. დაფიქრებულებმა ერთმანეთს გადახედეს და მხოლოდ ამის შემდეგ გაიქნიეს ერთდროულად თავები, უარყოფის ნიშნად. - მანქანა რამდენიმე კილომეტრის მოშორებით გამიფუჭდა, ვერ დამეხმარებით?.. - უკვე გამოსავლის ძებნა დავიწყე. მათ ისევ უარყოფითი პასუხი გამცეს. როგორც ყოველთვის, ახლაც მიმართლებს. - მაშინ მომეცით უფლება, ერთი ღამე თქვენთან გავათენო!.. - სკამზე კომფორტულად მოვკალათდი. - ვინმემ დაგიშალა?.. - გაიკვირვეს ერთად. მე მხრები ავიჩეჩე და ტელეფონი ჩავრთე. ასე რომ არ შემიმჩნევია, როგორ შემოვიდა ოთახში ჩუსტებში გამოწყობილი რატი. მისი ფეხების მიერ გამოწვეულ ხმაურზე ჩამეცინა. - იპოვე საფულე?.. - ირონიულად ჩაილაპარაკა და ტელევიზორის წინ მოკალათდა. - კი. - მერე წასვლას არ აპირებ?.. - ძალიან გაწუხებ?.. - შენს არსებობას ვერც ვამჩნევ, მაგრამ მაინც დისკომფორტს ვგრძნობ. - ბოდიში!.. - გავბრაზდი მასზე, ფეხზე წამოვდექი და გასასვლელისაკნე წავედი. არავის შევუჩერებივარ. გზას გავუდექი სიბნელეში. წინ ვერაფერს ვამჩნევდი. ჩემი ტელეფონის ეკრანიც ვერ ანათებდა გაფუჭებულ გზას. ფეხები საშინლად ამტკივდა. ალბათ ამდენი ცხოვრებაში არასდროს მივლია. თვალებიდან ცრემლები მცვიოდა და მთელი ხმით ვტიროდი. იქვე ლოდი დავინახე და შეშინებული მასზე ჩამოვჯექი. სიბნელის ბავშვობიდან მეშინია, თან განსაკუთრებით ისეთ მიყრუებულ სოფლებში, როგორიც ესაა. მოულოდლელად ბუჩქებში რაღაც ახმაურდა. მერე ხის ტოტების შრიალი მომესმა. ტირილი შევწყვიტე და შეშინებულმა თვალები დავხუჭე. - ღამის გათენებას აქ აპირებ?.. - მისი ხმის გაგონებაზე კინაღამ გული გამისკდა. ჯერ ერთი შევკივლე, შემდეგ კი ფეხზე წამოვხტი და მისკენ გავიქეცი. მკერდზე დავუწყე მუშტების რტყმა და ამავდროულად ყვირილი. - სრულ ჭკუაზე ხარ?.. გული რომ გამსკდომოდა, მერე სად წახვიდოდი?.. ან საერთოდ რა ზრდილობაა, სტუმრის სახლიდან გამოგდება?.. - თან ვტიროდი და თან ხმის დამორჩილებას ვცდილობდი, რაც აშკარად არ გამომდიოდა კარგად. - რა სულელი ხარ!.. - გაეცინა და თავის ხელებს შორის მომიმწყვდია. - საერთოდ არ მეცინება!.. - უფრო და უფრო ვბრაზდებოდი მე. - შენ ხომ ჩემი სერიოზული გოგო ხარ!.. - ზურგზე მომეფერა და საფეთქელთან მაკოცა. - ცდები!.. შენი გოგო არ ვარ!. - პატარა ბავშვივით გავიბუტე. - მაგასაც ვნახავთ!.. - კიდევ მაკოცა და ხელში ამიტაცა. - რას აკეთებ იდიოტო?!.. - პანიკაში ჩავვარდი მე და მოძრაობა დავიწყე. - ახლავე დამსვი!.. გაგიჟდი?.. - მართალი ხარ, გავგიჟდი!.. - ისევ გაეცინა ჩემზე. - რატი, არ მეცინება!.. - სამაგიეროდ, მე მეცინება... - გულიანად გადაიხარხარა. - რა დავაშავე?!.. - დავნებდი და ხელები კისერზე შემოვხვიე, მხოლოდ იმიტომ, რომ ხელიდან არ გავვარდნოდი. არაფერი უთქვამს. მთელი გზა ასე მატარა. სიარულით დაღლილი განაბული ვიყავი მკლავებში და მოუცლელობის გასაფანტად მის სუნთქვას ვითვლიდი. მისაღებ ოთახში არავინ იყო. დაღლილმა იქ შემიყვანა და დივანზე დამსვა. მეც ძალიან დაღლილი ვიყავი და ჩხუბი აღარ დამიწყია. - გეძინება?.. - ჩემს წინ ჩაიკუზა და სახეზე ჩამოყრილი თმები გამისწორა. დასტურის ნიშნად თავი დავუქნიე და თავი გვერდზე გადავხარე. ჩემზე გაეღიმა და ისევ ხელში ამიყვანა. ოთახში შემიყვანა და თავის საწოლზე დამაწვინა. - შენ სად უნდა დაწვე?.. - დააპირა თუ არა ოთახიდან გასვლა, თავი წამოვყავი. - სადმე დავწვები, მაგაზე ნუ ინერვიულებ!.. - თვალი ჩამიკრა და ისევ გააგრძელა სიარული. - აქ დაწექი რაა!.. - გავუღიმე მე. - მარტოს მეზარება. - რა გეზარება მარტოს, ძილი?.. - ახარხარდა რატი. - ჰო.. ძილი. - გამეცინა მეც. - დაიძინე!.. - მოხვალ?.. - დავფიქრდები!.. - გამიცინა და ოთახი დატოვა. გაღიმებულმა გავიხადე ტანზე და ზურგჩანთიდან, რომელიც უკვე ამოეტანა რატის, საღამური ამოვიღე. არ გამიგონია როგორ შემოვიდა ოთახში, თუმცა მახსოვს როგორ შემომხვია მხარზე ხელი. მეც შემოვხვიე წელზე ხელები და თავი მის მკერდზე მოვათავსე. გვიანობამდე თამაშობდა ჩემი თმებით და თან ცდილობდა არ გავეღვიძებინე. მასზე ჩახუტებულს მალევე ჩამეძინა. დილით თითქმის იგივე პოზაში გვეძინა, ერთი განსხვავებით. რატი დიაგონალზე გაწოლილიყო, მე კი პატარა ნაწილზე ვიწექი, მოხრილი და მის მკლავზე ჩახუტებული. პირველად მე გამეღვიძა. ჯერ წინა დღის მოვლენები გავაანალიზე, შემდეგ ყველაფერზე ერთად გამეღიმა, ბოლოს კი რატის თმებით დავიწყე გართობა. ვეცადე არ გამეღვიძებინა, მაგრამ თავდაპირველად შეიშმუშნა, მერე კი მოულოდნელად გაახილა თვალები. გაღვიძებისას ჩემსავით გაკვირვებული იყო ისიც. თვალები მოიფშვნიტა, საწოლზე წამოჯდა და ყველაფრის შემდეგ მე შემომხედა. მე გავუღიმე და მასაც გაეღიმა. ისევ ბალიშზე დადო თავი და ხელი შემომხვია. - გუშინ მართლა საფულის წასაღებად ჩამოხვედი?.. - წამოიწყო საუბარი. სიცილი ამიტყდა. - შენი აზრით?.. - გამორიცხული არაა. - გაეცინა მასაც. ისევ ავხარხარდი მე. - მართლა მაინტერესებს, მაგის გამო ჩამოხვედი?.. - დასერიოზულდა რატი. - არა, რა თქმა უნდა! - აბა?.. ლოყები ამიხურდა. ეს აღარ გაჩუმდება, სანამ ჩემგან სასურველ პასუხს არ მიიღებს. - სხვა საქმე მქონდა. - ეშმაკურად გავუღიმე. - თუ საიდუმლო არ არის, მაინც რა საქმე გქონდა?.. - საიდუმლოა. - მითხარი რა!.. - რატი, გეყოფა!.. - ველოდები პასუხს. - არაფრის თქმას არ ვაპირებ!.. - მაგასაც ვნახავთ. - მელოდე!.. - დაგელოდები, სიცოცხლის ბოლომდე. - ლოყაზე მაკოცა და საწოლიდან ადგა. - უკვე დგები?.. - წამოვჯექი მეც. - ჰო, შენ არ ადგები?.. - ავდგები მეც. - დაგელოდები. - თუ გინდა გადი და გამოვალ. - ლოყები ამიხურდა ისევ. ჩემს პასუხზე გულიანად ახარხარდა. - ახლა არ მითხრა, რომ ჩემი გრცხვენია!... - ძლივს იკავებდა სიცილისგან წამოსულ ცრემლებს. ნერვები მომეშალა. - გაქრი აქედან!.. - შევუბღვირე და ამავდროულად გამეცინა ჩვენზე. * * * სარაფანაში გამოწყობილი ბავშვური ხალისით შევედი მისაღებში. რატი ტელევიზორის ყურებით იყო გართული. ჩემი შესვლა, სავარაუდოდ, არც შეუმჩნევია. - რას უყურებ?.. - დავინტერესდი მე და გვერდი დავუმშვენე. გულიანად გაეცინა. ოღონდ არა ჩემს კითხვაზე, არამედ მულტფილმზე, რომელსაც ასე ინტერესით უყურებდა. - მეტი საქმე არ გაქვს?.. - შევანჯღრიე და ვცადე ჩვენს სამყაროში მისი დაბრუნება. - მაცადე რა!.. მალე დამთავრდება. - რამდენიმე სიტყვა გაიმეტა ჩემტვის და ისევ სიცილი დაიწყო, ისევ მულტფილმზე. - ჰო და მე გავისეირნებ, იქნებ ბედი გამეხსნას და ვინმე უცოლო მამაკაცი შემხვდეს. - სპეციალურად მის გასაგონად ხმამაღლა დავიწყე საუბარი. - აბა შენ იცი!.. - ახლა ჩემზე გაეცინა მას. ნერვები მომეშალა. მინდოდა მასთან ერთად გასეირნება, ის კი მულტფილმებს უყურებდა და ყურადღებაც არ მოუქცევია ჩემთვის. წარჩინებულ მამაკაცთან ერთად, მულტფილმებზე შეყვარებული ბავშვიც ყოფილა. მასთან ერთად ცხოვრება მეტად გამირთულდება, როგორც ეს მაქვს დაგეგმილი. აბა სხვა გამოსავალი არ მაქვს და... ამას განსაკუთრებით სოფელში გასეირნების შემდეგ მივხვდი. თავდაპირველად არავინ შემხვედრია, გარდა რამდენიმე ბავშვისა. კიდევ კარგი თან ფოტოაპარატი წავიღე, თორემ ალბათ მოწყენილობით მოვკვდებოდი კიდეც. ჩემს წინ გადაშლილ პეიზაჟს სურათს ვუღებდი, როდესაც ვიღაცამ მხარზე ხელი დამადო. გულგახეთქილს ფოტოაპარატი კინაღამ ხელიდან გამივარდა. - შე იდიოტო, უკვე მერამდენეჯერ მაშინებ?.. - გავუბრაზდი ჩემს გვერდით მდგარ გაკრეჭილ რატის. - სასურველი სასიძო ვერ იშოვე?.. - ის თავისთვის ხარხარებდა. - როგორ არა, ხუთი ერთმანეთზე უკეთესი... - გამეცინა მეც. - არა და შენი იმედი მქონდა, - ხელი ჩაიქნია მოჩვენებითი იმედგაცრუებით. - შემარცხვინე ამხელა კაცი!.. - შემეშვი!... - შევუბღვირე მე. - კარგი, ნუ მებუტები!.. - საყვარლად გაეცინა და იქვე გადაქცეულ მორზე ჩამოჯდა. - შენ არ დაჯდები?.. - არა!.. - გავიბუტე მე. - ნებითა შენითა თუ ძალითა ჩემითა?.. - ფეხზე წამოდგომა დააპირა. - ნებითა ჩემითა!.. - დანებების ნიშნად ხელები მაღლა ავწიე. - კარგი გოგო ხარ!.. - შემაქო და ხელი გადამხვია. - ვიცი. - ენა გამოვუყავი მე. - ვიცი, რომ იცი. - რა იცი, რომ ვიცი?.. - მე ვიცი, რომ შენ იცი რომ მე ვიცი. ამაზე სიცილის შემდეგ ცოტა ხანს ჩუმად ვისხედით. რატი ჩემი გაშლილი, როგორც მე ვეძახი, გაბუებული თმებით ერთობოდა. - მაინც არ მეტყვი რისთვის ჩამოხვედი?.. - ისევ იმავე თემაზე დაიწყო საუბარი. - დამღალე უკვე. - გავბრაზდი მე. - მითხარი და დაისვენებ!.. - არ გეტყვი!.. - არაუშავს, მაინც ვიცი და რა აზრი აქვს?! - რა იცი?.. - შენი აქ ჩამოსვლის მიზეზი. - კი, როგორ არა!.. - არ გჯერა, რომ ვიცი?.. - არა. - ეგ აღარაფერს წყვეტს, რაც მთავარია მე ვიცი... - მითხარი და გეტყვი მართალია თუ არა. - არ გეტყვი!.. - ახლა ის გაჯიუტდა. - რაც გინდა ის ქენი, თავში ქვა გიხლია!.. - გავიბუტე და ფეხზე წამოვდექი. * * * სახლში გაბრაზებული დავბრუნდი. მე წინ მოვდიოდი სწრაფი ნაბიჯებით, ის კი უკან მომყვებოდა. ვგრძნობდი როგორ ეღიმებოდა ჩემს ბავშვურობაზე და უფრო და უფრო მეშლებოდა ნერვები მასზე. რამდენჯერმე დავაპირე შევტრიალებულიყავი მისკენ და ყველაფერი მეთქვა, მაგრამ არ გამოვიდოდა ისე, როგორც მე მაქვს ჩაფიქრებული. მისაღებში ახმახები ერთობოდნენ ტელევიზორში მხიარული ფილმის ყურებით. შენიშნეს თუ არა ჩემი გაბრაზებული სახე, სიცილი შეწყვიტეს და ოთახში რატის შემოსვლას დაუცადეს. რატი როგორც მე მქონდა წარმოდგენილი, გაღიმებული შემოვიდა მისაღებში, ბიჭებს ანიშნა მარტო დაგვტოვეთო და თვითონ მოკალათდა მათ ადგილას. - არ დაჯდები?.. - მისმა ხმამ გამომაფხიზლა და გამახსენა, რომ მთელი დროის განმავლობაში კედელზე მიყრდნობილი ვიდექი და აქეთ-იქით ვაცეცებდი დასჯილი ბავშვივით თვალებს. მისკენ წავედი, გვერდით მივუჯექი, ჩავეხუტე და თავი მის კისერში ჩავრგე. ჩემმა მოქმედებამ გააკვირვა, მაგრამ ამისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია. - როცა ვიბუტები, ნუ დამცინი ხოლმე, კარგი?.. - პატარა ბავშვივით ამოვიკრუსუნე. ჩემზე გულიანად გაეცინა და უფრო მჭიდროდ შემომხვია ხელები. - გპირდები, აღარასოდეს დაგცინებ!.. გაღიმებულმა ლოყაზე მაკოცა, ლოყიდან ტუჩებისკენ წავიდა და მოურიდებლად ჩამიკოცნა ბაგეები. ლოყებახურებულს თვალები დაბლა მქონდა დახრილი. ხელები კისერზე შემოვხვიე და უფრო მეტად მივიწიე მისკენ. ცოტა ხნის გასვლის შემდეგ ფეხზე წამოდგა და ხელში აყვანილი მეორე სართულზე ამიყვანა. თავისი ოთახის კარი შეაღო და საწოლისაკენ წავიდა. ამავდროულად ჩემთვის კოცნა არ შეუწყვეტია. ყველაფერს საოცარი სინაზით აკეთებდა. თითქოს ეშინოდა კიდეც, ჩემთვის რაიმე ზიანი არ მოეყენებინა... საოცარია, რაოდენ იოლად ელევი ადამიანი იმას, რასაც ადრე გეგონა, რომ ვერასდროს განშორდებოდი. - რატი!.. - ჰო.. - გიყვარვარ?.. - ჰო. - ძალიან იშვიათად ამბობ ამას. - ლაპარაკს რა მნიშვნელობა აქვს, როდესაც ჩემი ქმედება სულ სხვა რაღაცას გეუბნება. მთელი კვირა ერთად გავატარეთ ბედნიერებმა. ხელჩაკიდებული ხან სად დავყავდი, ხან სად... ფეხით მომატარა მთელი სოფელი. გამაცნო ყველა, ვისაც იცნობდა ან სულაც წარმოდგენა არ ჰქონდა მასზე. ყველას ეუბნებოდა, რომ მე მისი შეყვარებული ვიყავი და ჩვენ ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა. მეცინებოდა მასზე. რაც ყველაზე მთავარია, მულტფილმების ყურება შემაყვარა. დილით გაღვიძებისას სპანჯბობს ვუყურებდით, საუზმის შემდეგ ტომი და ჯერის, საღამოს უკვე ხასიათის მიხედვით ვირჩევდით სასურველს. ამასობაში ახმახებიც გავიცანი. ერთს ბექა ერქვა, მხიარული ბიჭი იყო და ცოტა არ იყოს ცანცარაც კი. მეორე იყო ბაჩო, ბექასგან განსხვავებით მეტად სერიოზული და დაფიქრებული პიროვნება. საბოლოო ჯამში, უნდა აღვნიშნო, რომ ზაფხულის არდადეგები შესანიშნავად გავატარეთ. * * * - მომწონს, კარგი ბიჭია!.. - ეშმაკურად აათამაშა წარბები ნატამ. - რახან შენ მოგწონს, რაღა მიჭირს?.. - ტაში შემოვკარი მე. - მე მაშინვე მომწონდა, მაგრამ შენმა მონაყოლმა უფრო დადებითად იმოქმედა ჩემზე. - საყვარლად ააფახულა თვალები. - რომ არა შენ და დათო, ალბათ, ვერც შევხვდებოდი!.. - გავუღიმე და დივანზე წამოწოლილს ჩავეხუტე. - არადა მაშინ რამდენი იწუწუნე წასვლაზე, რომ გცოდნოდა რაც უნდა მომხდარიყო, ალბათ მანქანის გარეშე გაფრინდებოდი კიდეც... - ახარხარდა ის. - დათოს მანქანის გარეშე ვერ შევხვდებოდი. - სიცილში ავყევი მე. - დათოს მანქანით გავფრინდებოდი. - ჰო და მადლობის ნიშნად, გამიხარდება თუ წყალს მომიტან!.. - შემაპარა სიცილით ნატამ. - არა!.. არაფრის მომტანი არ ვარ მე. - შევუბღვირე მე. - გთხოვ!.. - ყელი ჩამოიღადრა მან. - დავფიქრდები!.. - ოდნავ გამობურცულ ტუცებთან მივიტანე თითი. - არ სჭირდება ამას ფიქრი. - გაბრაზდა და დივანიდან ამაგდო. * * * დილით ჩემი ტელეფონის ხმამ გამაღვიძა. „დღეს სამსახურიდან გამოსვლას ვერ მოვახერხებ, იქნებ შენ შემომიარო...“ მწერდა რატი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მეზარებოდა სახლიდან გასვლა, მაინც დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. სწრაფად წამოვხტი საწოლიდან და ტანსაცმელი გადავიცვი. - პირველ საათამდე ძილი გაგიგია?.. - შემომეგება გაბრაზებული დედაჩემი. - კარგი რა ეთო!.. უფრო გვიან თუ დაიძინებ პირველზეც ვერ ადგები. - ლოყაზე ვაკოცე და ყავის ფინჯანი, რომელიც ხელში ეჭირა, გამოვართვი. - კოსტა შენზე ადრე იღვიძებს, სირცხვილია შვილო!.. - გაეცინა და ახალი ყავის გაკეთება დაიწყო. - მამიდას გოჭუნია, - გამეღიმა მისი სახელის გაგონებისას. - მის ასაკში მე უფრო ადრე ვიღვიძებდი. - ამაყად გადავიყარე წინ ჩამოშლილი თმები უკან. - სადმე მიდიხარ დღეს?.. - რატისთან, სამსახურში. - როდის უნდა გაგვაცნო?.. - მალე!.. - ლოყები ჩავუკოცნე და გასასვლელისაკენ წავედი. კომპანიაში უამრავი ადამიანი ირეოდა ერთმანეთში. ძლივს მივაგენი რატის კაბინეტს. ოთახში მარტო იყო, საბუთებში ცხვირჩაყოფილი. შევედი თუ არა შიგნით, მის დანახვაზე სიცილი ამიტყდა. სასაცილოდ ამოიხედა და თვალი ჩამიკრა. - რა გაცინებს?.. - ახლოს მისულს საფეთქელთან მაკოცა. - არაფერი. - ღიმილით ავიჩეჩე მხრები მე. - შენი სიცილის მიზეზი არაფერია?.. - გაეცინა ჩემზე. - ჰო.. - ისევ ამიტყდა სიცილი მე. - დავიღალე... - ღრმად ამოიხვნეშა და სკამზე გადაწვა. - დაიღალე რატი?.. მერე რატომ არ ისვენებ?!.. - ტუჩებგამობურცულმა გავუწელე ლოყები. მაგიდაზე ჩამომჯდარი თავის კალთაში გადამსვა, კომფორტულად მოთავსდა და დაღლილ-დაქანცულმა თავი მხარზე დამადო. ხელი ჩავკიდე და მეორე ხელით ფერება დავუწყე. გაინაბა. თან ღრმად სუნთქავდა და ცხელ ჰაერს კისერში მაფრქვევდა. ყოველ ამოსუნთქვაზე ჟრუანტელი მივლიდა სხეულში. ყოველ ჩემს მოძრაობაზე ეღიმებოდა ბატონ რატის. მთელი შესვენება ჩემთან ერთად გაატარა კაბინეტში. მთელი შესვენება პატარა ბავშვივით ვტიტინებდი. მთელი შესვენება მოსვენებას ცდილობდა, მაგრამ არ დავაცადე. * * * დედაჩემის დაბადების დღე იყო სექტემბერში. ლაშა და კოსტა სახლში არ იყვნენ, როდესაც უზარმაზარი თაიგულით ხელში მოადგა ჩვენს კარებს რატი. არ ველოდი მის სტუმრობას. ამავდროულად ძალიან გამიხარდა მისი დანახვა. შევიპატიჟე სახლში და სამზარეულოსაკენ წავედი. - ეთო, ვიღაც უნდა გაგაცნო. - გაციებისგან ჩახლეჩილი ხმით ძლივს გავაგონე სიტყვები. გაკვირვებული კარებისკენ შემოტრიალდა და რატის დანახვაზე გულთბილად გაიღიმა. - გამარჯობათ!.. - გაიკრიჭა რატიც. - დაბადების დღეს გილოცავთ, ქალბატონო ეთო!.. ზრდილობიანად დაიწყო საუბარი მან. - უღრმესი მადლობა შვილო, გამიხარდა შენი გაცნობა. - ხელი გაუწოდა სასიძოს. - გცალია თუ მალევე უნდა წახვიდე?.. - ვკითხე და ყავის მოდუღება დავიწყე. - მალევე უნდა წავიდე. - საათს დახედა მან. - ცოტა ხანს დარჩი რატი.. - გაუშინაურდა დედაჩემი. - ყავას მაინც დაგალევინებთ. მე ყავა მოვადუღე, დედაჩემმა ტკბილეულის სუფრა გაშალა და რატი მიიპატიჟა. ყავა უცებ დალია და თავისი სიტყვისამებრ, მალევე დაგვტოვა. ძილის წინ შეტყობინების საშუალებით მომიკითხა. „სიცხე ისევ გაქვს?..“ „აღარ.“ „დედაშენს მოვეწონე?“ „არა))“ „მართლა?“ „ჰო“ „ჰო არ მოვეწონე, თუ ჰო მოვეწონე?“ „მეძინება.“ „ტკბილი ძილი, ნინა.“ გულში გამეცინა მასზე. * * * რამდენიმე კვირის შემდეგ დედამისის დაბადების დღეს დავამთხვიეთ მისი ოჯახის წევრების გაცნობა. მისი არჩეული კაბა მეცვა და მისი არჩეული საჩუქარი მიმქონდა დედამისისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ მამამისი უნდა გამეცნო, მაინც ვნერვიულობდი. როგორც ზემოთ აღვნიშნე, სალომეს უკვე ვიცნობდი. - სულელური გამომეტყველებით არ შემომხედო!.. გამეცინება. - ვაფრთხილებდი კიბეებზე ასვლისას რატის. - ჩემზე ბევრს ნუ ილაპარაკებ!.. პომინდორივით გავწითლდები. - ამაზე თავად გამეცინა. - სულ არ შემოგხედავ და სულ არ ამოვიღებ ხმას!.. - ტუჩები გამობურცა და ნაბიჯს აუჩქარა. - ვნერვიულობ. - უმისამართოდ ვაცეცებდი ხელებს. - ნუ გეშინია! მონსტრები არ არიან. - გაეცინა მას. - როგორ დამამშვიდე. - გამეცინა მეც. ამასობაში სახლის კარსაც მივუახლოვდით. კარები მამამისმა გააღო. ბატონი ნუგზარი, ცოლის მსგავსად, სასიამოვნო პიროვნება აღმოჩნდა. სუფრასთან ჩემს გვერდით იჯდა და სახალისო ისტორიებს მიყვებოდა რატის ბავშვობაზე. ჩემი სიცილით მოღუშული რატი რამდენჯერმე გავიდა მისაღები ოთახიდან, მაგრამ სრულფასოვნად მაინც არ გაბრაზებულა. - მამა, იქნებ დაამთავრო მაგ ისტორიის თხრობა? - მობეზრებით გადმოგვხედა ჩვენ. - თუ მაცდი დავამთავრებ!.. - ირონიულად გაუღიმა ნუგზარმა, რატიმ კი ღრმად ამოიხვნეშა. სალომეს გაეცინა მასზე და თავისი ხელით გაკეთებული სალათა მოგვაწოდა. დაბადების დღეზე მხოლოდ ჩვენ არ ვყოფილვართ. სუფრასთან ისხდნენ სალომეს უახლოესი მეგობრები და ახლო მეზობლები. ყველა მათგანი გავიცანი... მართალია სახელები ვერ დავიმახსოვრე, მაგრამ მეორედ შეხვედრისას გარეგნობით ყველას ვიცნობდი. რატი ცდილობდა ჩემთვის ყურადღება არ მოექცია, თუმცა მაინც გამომელაპარაკა რამდენჯერმე. - ხომ არ მოიწყინე?.. - რა მოგაწოდო?.. - ხომ არ შეგცივდა?.. - თუ მოიწყინე მითხარი! წაგიყვან. მის მზრუნველობაზე უაზროდ მეღიმებოდა. - წავიდეთ?.. - ჯდომით დაღლილმა ფეხზე წადგომა დავაპირე. ისიც უცებ წამოდგა სკამიდან და ხმამაღლა გამოაცხადა, რომ წასვლას ვაპირებდით. ყველას დავემშვიდობეთ და ფეხით ჩამოვყევით კიბეებს. - მანქანით არ გვინდა რა!.. ფეხით გავისეირნოთ. - ვთხოვე და ხელკავი გამოვდე. - დაიღლები. - მზრუნველად გამაფრთხილა და სიარული შეანელა. - ძალიან საყვარელი მშობლები გყავს. - მათმა გახსენებამ ღიმილი მომგვარა. - ჰო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩემი ბავშვობის სიგიჟეების შესახებ ყვებიან. - გაიბუსხა რატი. - რა საყვარელი ბავშვი ყოფილხარ.. - სიცილი ამიტყდა მე. - ნეტა ბავშვობიდან მქონოდა საშუალება, შენთან ურთიერთობისა. - დამიჯერე ბავშვობაში რომ შემხვედროდი, ერთი შეხედვით იტყოდი უარს ჩემთან მეგობრობაზე. - გაეცინა მასაც. - არა, რატომ?.. ბავშვობაში მეც მასეთი ვიყავი და შეგეგუებოდი როგორმე. - ჩემი პატარაობა გამახსენდა მე. - ერთად ვიქნებოდით რაღაც საოცრება. - ახარხარდა რატი. - ერთი ხელის მოსმით გავანადგურებდით ირგვლივ ყველაფერს. მეც ავყევი სიცილში და ასე ახარხარებულები მივუყვებოდით თითქმის დაცარიელებულ ქუჩას. - სკოლაში როგორ სწავლობდი?.. - დამაინტერესა მე. - დაწყებითებში საშინლად, ბოლო წლებშიღა დავიწყე სწავლა. - სკოლის პერიოდის გახსენებაზე სახე დაეჭყანა რატის. - ალბათ გეტყოდნენ, ექვსი სკოლა რომ გამოვიცვალე. - ჰო, მითხრეს. - გამეცინა მასზე. - პირველი ორიდან გამომაგდეს ჩხუბის გამო, მესამედან უსწავლელობის გამო და დანარჩენიდან გაკვეთილების ჩაშლის გამო. - ძლივს გაიხსენა ყოველივე. - ბავშვი იყავი თუ ენერგო ვამპირი?.. - სრული სერიოზულობით დავუსვი კითხვა, თუმცა მის რეაქციაზე მაინც გამეცინა. - ორივე ერთად. - სიცილი აუტყდა მასაც. - გინდა შოკოლადები გიყიდო?.. - მაღაზიის დანახვისას მშვენიერი იდეა მოუვიდა თავში. - შოკოლადებს კი შევჭამდი, მაგრამ ნაყინი უფრო მეტად მინდა. - თვალები ავაფახულე მე. - რა დროს ნაყინია ამ სიცივეში?.. - დაიწყო ისევ მზრუნველობა ჩემზე. - მე ნაყინი მინდა და შენ რაც გინდა ის ქენი. - გავბრაზდი მე. ერთი ღრმად ამოიხვნეშა და მაღაზიაში შევიდა. იქიდან რამდენიმე პარკით დაბრუნდა. ზოგში ნაყინები ეყარა, ზოგში შოკოლადები. მე მაინც ჩემი გავიტანე და ნაყინი ვჭამე, შოკოლადისთვის პირი არ დამიკარებია. - თუ გაცივდები მე არ დამაბრალო!.. - რამდენჯერმე გამიმეორა ამოხვნეშით. - წინ იყურე რა!.. რამეს არ დაეჯახო!.. - დავცინოდი მე. * * * აბაზანა თითქმის აცრემლებულმა დავტოვე. დასატენად შეერთებული ტელეფონი გამოვაერთე და საწოლზე ჩამოვჯექი. ახლა ისე მჭირდებოდა ნატასთან საუბარი, როგორც არასდროს. - ნატა, ძალიან ცუდად ვარ, ამოდი რა ჩემთან!.. - ჩავძახე ტელეფონში დაქალს. - არ მცალია, ნინა. - მითხრა ძლივსგასაგონად. - ძალიან გთხოვ. - ტირილის დაწყებას ვაპირებდი უკვე. - რა გჭირს? - როგორც ჩანს სხვა ოთახში გავიდა და უკვე ხმამაღლა დაიწყო საუბარი. - არ ვიცი... - ტირილი შემეპარა ხმაში. - რა გატირებს?.. - უფრო და უფრო უწევდა ხმას. - მოდი ჩემთან, გთხოვ!... - ესღა ვუთხარი, ტელეფონი გავუთიშე და იქვე მივაგდე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.