შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთმანეთისთვის (თავი 7) {ვერ წაროიდგენ, რას ნიშნავ ჩემთვის }


27-05-2017, 14:13
ავტორი ანა_მარიამი
ნანახია 1 688

7.
/ მეტს არავის ელოდნენ. კანი შეაღო ანანომ და რატის და ქეთას გაბრწყინებული სახეები დახვდა გარეთ./
შეხვედრა უზომოდ ემოციური იყო. ორი საათი ეხუტებოდა ანანო ქეთას. რატი ირაკლისკენ წავიდა და მას გადაეხვია.
-გილოცავ ანანოს დაბადების დღეს იკა!-მხარზე დაადო ხელი
-შენც გილოცავ, ორივეს-გაუღიმა და ბედნიერ გოგონებს შეხედა. თმაზე უსვამდა ხელს ქეთა ჩახუტებულ ანანოს და თან ირაკლის უღიმოდა.
-ამდენ ხანს რას ველოდებოდი ნეტა-მათმა შემყურემ ამოთქვა რატიმ
-ყველაფერს თავისი დრო აქვს, რატი, ყვე ლა ფერს!-შესცინა იკამ და ლოყაზე მიუტყაპუნა ხელი.
ამ დროს ლილეც გამოვიდა მისაღებიდან. ჯერ რატის გადაეხვია ღიმილით, შემდეგ ქეთასკენ წავიდა. როგორ მონატრებია ქეთა ყველას, ახლა ხვდებოდა თვითონაც და უზომოდ ბედნიერი იყო, გრძნობდა, რომ მისი ადგილი ზუსტად აქ, ამ ადამიანების გვერდით იყო. შემდეგ დასხდნენ და ჯერ ქეთა უყვებოდა გერმანიის ამბებს, შემდეგ იკა და ლილე-საქართველოსას. რატი ბედნიერებისგან გაჩუმებულ-გაბრწყინებულ-გაბადრული უსმენდა.
საღამო ძალიან კარგი გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ირაკლის სახლში ხდებოდა-ჯერ შიგნით, შემდეგ ეზოში, მაინც შესანიშნავი წვეულება იყო. ანანოს მეგობრებთან ერთად იქ იყვნენ ირაკლის კოლეგები და მეგობრებიც.
ლილე არაჩვეულებრივი იყო. ნაზი, ღია იასამნისფერი კაბა ეცვა, ვერცხლისფერი მაღალქუსლიანებით. ნაზი მაკიაჟი უმშვენებდა სახეს, მაგრამ მაგაზე უფრო მეტად-გაბრწყინებული თვალები. სულ მეორედ ნახა ირაკლიმ ასეთი ლილე-ფორმის გარეშე, პირველად-კლინიკის წვეულებაზე, მეორედ-ახლა. უყურებდა და ხვდებოდა, რომ ძალიან უყვარდა. უყვარდა თავდავიწყებით, ცხოვრებაში პირველად. უყვარდა იმდენად, რომ ყველაფრისთვის მზად იყო. მათშორის იმისთვისაც, რომ ახლა ამდგარიყო, მისულიყო მასთან და ცეკვა ეთხოვა. მართლაც წამოდა და ქეთასთან მოლაპარაკე ლილესთან მივიდა.
-უკაცრავად ქალბატონებო, რო მსაუბარს გაწყვეტინებთ, მაგრამ ძალიან მომეწონა ეს მუსიკა. ლილე, ხომ არ გამიწევ კამპანიონობას ცეკვაში?-ხელი გაუწოდა მომღიმარმა ლილეს
-დიდი სიამოვნებით, მაგრამ წინასწარ გეუბნები, კარგად ნამდვილად არ ვცეკვავ!-გაიცინა ლილემ და ირაკლის გამოწვდილ ხელს თავისი მიაგება.
-თქვენის ნებართვით, ქალბატონო ქეთა!-თავი დაუკრა ირაკლიმ ქეთას და ლილეს საცეკვაოდ გამოყოფილი ადგილისკენ გაუძღვა.
ცეკვავდნენ ნელა, ნაზად და მთელი გრძნობით. ლილე წელზე გრძნობდა ირაკლის ცხელ ხელს, ირაკლი-მის ხელზე მოკიდებულ ხელში გრძნობდა უდიდეს ძალას. ძალას, რომელსაც ეს სიახლოვე აძლევდა. იმდენად საიმედოდ ეჩვენებოდა ლილეს ხელი მის მხარზე, თით ქოს გარშემო აღარაფერი არსებობდა. მარტო ის და ლილე იყვნენ, რომლებსაც მუსიკა ესმოდათ და ნელი რიტმით აყოლებდნენ ტანს. არ ლაპარაკობდნენ, უბრალოდ ორივე იღიმოდნენ და ამ ღიმილში ჩანდა ყველაფერი.
-საჩუქარი ჯერ არ უნახავს?-დაარღვია თბილი ხმით ლილემ
-ჯერ არა, ცოტა ხანში ვაჩვენებ, დარწმუნებული ვარ, მოეწონება!-ღიმილიანი სახით შეხედა იკამ. აშკარა იყო, რომ ბევრ ფოტოებს უღებდნენ. ერთი ფოტოაპარაკის სინათლემაც მოსჭრათ თვალი და ირაკლი უკვე ძალიან გამწარდა. გაბრაზებული სახით შეხედა ფოტოგრაფს. ის იყო, მისკენ უნდა წასულიყო, რომ ლილემ ხელები მოუჭირა.
-ჯერ მუსიკა არ დამთავრებულა!- თვალებში შეხედა ლილემ და თითქოს დაამშვიდა-გადაიღონ, რას იზამ, ფოტოაპარატს ხომ არ დაუმტვრევ...
-ხო მაგრამ, სულ თავზე ხომ არ მედგებიან?
-ირაკლი, ხომ იცი რომ მაგას ვერ შეაწყვეტინებ!
-ვიცი, მაგრამ აჭრელდება ხვალ ყველაფერი და..
-და რა, დაწერენ ირაკლი ცქიტიშვილის და ლილე გიორგაძის „საიდუმლო ურთიერთობაზე“’, რომელზეც არ გინდა ვინმემ გაიგოს?
-ლილე...
-კარგი, ვხუბრომ იკა, რა გჭირს!-ლაღი ტონით უთხრა ირაკლის და შესცინა. მგონი ამ გოგოზე ორმა ჭიქა შამპანიურმა იმოქმედა.
-ჯერ არამგონია ჩვენ ვიცოდეთ ბოლომდე ჩვენი ურთიერთობის შესახებ და ჟურნალისტება რაღა უნდა თქვან..-თითქოს აუხსნა იკამ. თან მიანიშნა ლილეს იმაზე, რომ ამ გაურკვევლობის დასასრულის დრო იყო და რაღაცას ელოდა.
-გაურკვევლობა არ არის ცუდი, საინტრესოა...
-ასეა, მაგრამ...-იწყებდა ირაკლი ისე ახსნას
-ირაკლი, მიყვარხარ-უცერად წარმთქვა ლილემ, ისედაც მობეზრებული დიალოგის და სულ ამ ურთიერთობის გასარკვევი ლაპარაკის მაგივრად. წამით დახუჭა თვალები და მერე ისევ გაუსწორა მზერა ცქიტიშვილს. ირაკლი ჯერ იაზრებდა რა თქვა ლილემ. ერთი წუთით გაჩერდნენ ერთ ადგილას, შემდეგ ირაკლიმ ღრმად ჩაისუნთქა, წელზე მოუჭირა თითები ლილეს, უფრო ახლოს მიიხუტა და ისევ განაგრძეს ცეკვა. სახეზე რაღაც უცნაური ღიმილისმაგვარი მოეფინათ, რაღაც სხვა გამომეტყველება ჰქონდათ იმ წამს, თითქოს რაღაც გარდამტეხი.
-ლილე ვერ წაროიდგენ, რას ნიშნავ ჩემთვის -ყურთან მიუტანა ქალს პირი ირაკლიმ და ხავერდოვანი ხმით ჩასჩურჩულა. კიდევ ცოტა ხანს გაგრძელდა ეს სიახლოვე და მუსიკაც დამთავრდა. წელზე ხელშემოხვეული მიაცილა ლილე ირაკლიმ მაგიდასთან და თვითონ სახლში შევიდა. ორ წუთში დაბადების დღის სიმღერა ჩაირთო და ტორტით შემოვიდა ირაკლი.
-ასეთი მაგარი ტორტი არასდროს მინახავს! მიყვარხარ, მამა!-თვალებგაბრწყინებული ამბობდა ანანო, მერე ორი წუთით თვალები დახუჭა, სურვილი ჩაიფიქრა და სანთლები ჩააქრო.
-სანამ ტორტს გავსინჯავთ, შენი საჩუქარი უნდა განახო!- შეხედა ირაკლიმ შვილს, თვალი ჩაუკრა და იქვე დადებული საჩუქრისკენ წავიდა. ლამაზად შეფუთული სურათი ანანოს მიაწოდა და მანაც ლენტების გახსნა დაიწყო.
-მამაააა! ვაიმე რა მაგარია! საუკეთესო საჩუქარია! საჩუქარი კი არა, შენ ხარ საუკეთესო!-მამას ჩაეხუტა ანანო და ლოყები დაუკოცნა-მა, ძალიან მიყვარხარ მე შენ!
-ნუ სიმართლე რომ გითხრა სულაც არ ვარ ასეთი მაგარი, ეს ლილეს საჩუქარი უფრო გამოდის, მან მოიფიქრა ყველაფერი!-მხრები აიჩეჩა ირაკლიმ. ანანომაც თვალებით ლილე მოძებნა და მისკენ გაიქცა.
-ლილ, დიდი მადლობა, მართლა ძალიან მომეწონა-ჩაეხუტა და მადლობა გადაუხადა ლილეს.
-არაფერს, ჩემო ლამაზო! იმედია ჩემი და მათეს საჩუქარს არ დაიწუნებ ამის შემდეგ!
-რას ამბობ, თქვენი ნაჩუქარი ყველაფერი მომეწონება!-გაბრწყინებული კისკისებდა გოგონა. ჯერ ლილეს და მათეს საჩუქარი ნახა. ლილეს ისაც კი უთხრა, იმდენად მაოცებ საჩუქრებით, რომ როცა დამჭირდება ვინმესთვის შერჩევაში დახმარება, აუცილებლად დაგირეკავო. შემდეგ მეგობრების საჩუქრებზე გადავიდა, ბებიის ნაჩუქარი ულამაზესი სამაჯურიც ძალიან მოეწონა და ბოლოს, ქეთას და რატის საჩუქრის ჯერიცდადგა.
-ოხ, რაიყო ქალბატონო, გგონია უსაჩუქროდ მოგადექით?-გამომწვევად უთხრა რატის და ჩაიცინა-ნურას უკაცრავად. ნუ, კარგი, მე ხომ, მაპატიებდი, მაგრამ ქეთა მომიშვებდა აქამდე ეგრე?
-კაი, დროზე მანახე მერე საჩუქარი თორემ ვეღარ ვითმენ-თვალები აატრიალა ანანომ და ქეთას თვალი ჩაუკრა-რატი, რამდენი ლაპარაკი იცი ხოლმე..ეგ ქეთა რომაა აქ, თორემ ისე კაცი ვერაფერს გათქმევინებს! მოკლედ, ქეთა არ მემეტება შენგან შორს გასაშვებად, თორემ კი გაგაჩუმებდი მშვენივრად!-ფხუკუნებდა ანანო და თან ქეთას შესცქეროდა ღიმილიანი, ასე საყვარელს და ასე მონატრებულს.
-ვაიმეე, მე მეუბნება რამდენს ლაპარაკობო და თითონ გამიმართა აქ მონოსპექტაკლი
-აღარ მინდა შენი საჩუქარი!-დაღლილი ხმით უთხრა გოგონამ და ისევ ქეთას შეხედა
-კაი, მე ვერ წავალ ესპანეთში ორკვირიან ბანაკში, ამიტომ დავაბრუნებ ამას!-მხრები აიჩეჩა რატიმ და უემოციოდ ჩაიდო ჯიბეში საგზური
-ჰაა? რა? სად?როგორ? -ჯერ ქეთას უყურებდა ანანო, შემდეგ რატის-ვაიმეე ჩემო ტკბილებოო! არ არსებოოობს! რამდენი ხანია მინდა! ღმერთო, სასწაულები ხართ თქვენ! -ხან ქეთას ეხვეოდა ანანო, ხან რატის და თან კიოდა ემოციებით სავსე.
-რომ კითხო, აღარ უნდა საჩუქარი!-თავის ქნევით უთხრა რატიმ
-ცოტახანს გაჩუმდი რა!-მაგრად მოუჭირა წელზე ხელები ანანომ და თავზე გადაუსვა ხელი-ვუაიმე ზოგჯერ რა კარგი ხარ!
-ზოგჯეერ? ფრთხილად ბავშვი!
-ჩემი რატუნია!-დაუკოცნა ლოყები-ვაიმე როგორ მიყვარხართ ყველა! რა კარგები ხართ ხალხო!
-ნეტა სულ ასეთ ხასიათზე იყოს ეს ბავშვი!-ჩაიცინა ჩუმად ირაკლიმ, მაგრამ მის გვერდზე მდგარმა ლილემ მაინც გაიგო
-სულ კარგ ხასიათზე შენც არ ხარ, ანანოზე რას ამბობ, თინეიჯერი მაინც არ იყოს-ყურში უჩურჩულა და გაეცინა ლილეს
-ახ, მე არ ვარ ხოლმე კარგ ხასიათზე? ადამიანს მიზეზი უნდა ჰქონდეს, კარგხასიათზე ყოფნის, ხოდა დღეიდან მეც მაქვს!-შესცინა ლილეს ირაკლიმ და კარგა ხანს უყურა თვალებში. ლილე აწითლდა და თავიდახარა, რაზეც ირაკლის გაეღიმა და წელზე შემოხვია ხელი , ახლოს მიუტანა სახე და ჩუმად უთხრა-ლილე, ნუ წითლდები ეგრე, თორე ხალხს დავიკიდებ და მერე ნახავ, ჟურნალისტები რას იზამენ! მერე ნამდვილად ექნებათ დასაწერი და გამოსაქვეყნებელი მასალა...
-და თუ გაჩერდები, არ გავწითლდები! -უცებ ასწია თავი ლილემ და ირაკლის სახე იმდენად ახლოს აღმოჩნდა მისასთან, რომ შეკრთა. და აი! კიდევ ერთხელ მოსჭრათ თვალი ფოტოაპარატის შუქმა.
-რა მაგარი ფოტო გამოვიდოდა, წარმომიდგენია!-თმაზე ხელი გადაისვა თვითკმაყოფილმა ირაკლიმ
-კი, ძალიან კარგი! უკვე აღარ ვარ ამათი კამერის დამტვრევის წინააღმდეგი-სიცილით უთხრა გაღიზიანებულმა ლილემ
-მგონი ჩემი დაქირავებული ფოტოგრაფი იყო. ბავშვის დაბადების დღე გადაიღე მეთქი და...
-მერე იღებს, რას ერჩი-სიცილის შეკავებას ცდილობდა ლილეს რომ კიდევ უფრო დიდი ყურადღება არ მიექცია საზოგადოებისგან, ისედაც ყველა მათ უყურებდა. მერე ჩაფირდა ირაკლი, რა მაგარი მოგონება აღიბეჭდა ფოტოზე-დღე, როდესაც ლილემ უთხრა, რომ უყვარდა. დღე, რომელიც უამრავ ემოციას და მოგონებას იტევდა.
საღამო ძალიან სასიამოვნოდ მიმდინარეობდა. გემოვნებიანი მუსიკა და სასიამოვნო საზოგადოება, კარგ გარემოს ქმნიდა. მონატრებულ ქეთას ზოგი სიყვარულით უყურებდა, ზოგს ეტყობოდა, რომ ეცოდებოდა ეტლში მჯდომი თვალებმოციმციმე გოგონა. ქეთაც ხვდებოდა ყველაფერს, მაგრამ იმდენ მონატრებულ ადამიანს ხედავდა გარშემო, რომ დანარჩენი უმნიშვნელო იყო. უყურებდა ბედნიერ რატის, რომლის ყოველ გამოხედვაშიც უზომო სიყვარულს და სითბოს ხედავდა, ხედავდა ირაკლის, ანანოს, ლილეს, სხვა მეგობრებს და გრძნობდა, რომ მისი ადგილი იქ იყო, მაგრამ მის თვალებში მაინც ჩანდა სევდა, რომელიც ოჯახისგან შორს ყოფნით იყო გამოწვეული და ამას რატიც მშვენივრად ამჩნევდა. ცდილობდა, მისი ყურადღება მაქსიმალურად გადაეტანა სხვა რამეზე, მაგრამ იცოდა, რომ ამხელა დანაკლისს მაინც ვერ შეუვსებდა.
ქეთამ და რატიმ სხვებთან შედარებით ადრე დატოვეს საღამო-ფრენისგან დაღლილები იყვნენ და სახლში წასვლა ერჩივნათ. აშკარად ეტყობოდა ქეთას სახეზე ნერვულობა. არ იცოდა, როგორ იცხოვებდა ახლა, საყვარელ კაცთან ერთად, მაგრამ სხვისი დახმარების გარეშე-ვერა. ეს უკიდურეს უხერხულობას უქმნიდა. რატი ხედავდა მის სახეზე დაძაბულ ღიმილს, მაგრამ ეს მოსალოდნელიც იყო, ამას ისედაც ელოდა და ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ ეს უხერხული ღიმილი კი არა, ქეთას ეტლიც აღარ დაენახა მალე.
-ქეთა ნუ ზიხარ დაძაბული, ჩემთან ხარ...
-არ ვარ დაძაბული - აწითლეულმა შეხედა ქეთამ რატის. რატიმაც თვალი თვალში გაუყარა და ლოყაზე ხელი დასუვა - შენთან ახალი ლიფტი გააკეთეს, ხომ?
-ლიფტის გეშინია! - შეახსენა ფაქტი ჩვეული ტონით რატიმ.
-არაა, აღარაა პრობლემა...
-ქეთა! მეშვიდეზე კი არა, მეთექვსმეტეზე გადავალ საცხოვრებლად და ყოველ დღე ხელით გატარებ იცოდე! - ისევ შეხედა რატიმ - და თუ შენ აღარ გეშინია, მე მეშინია ლიფტის! მარტოს კიდევ არ შეგიშვებ!
-ღმერთო ჩემო! - დაღლილი ტონით აღმოთქვა ქეთამ.
-ჩემი ქეთუშკა! - საყვარლად თქვა რატიმ და ქეთას თმები აუჩეჩა.
-ქეთუშკას მოგცემ! - რატის ხელი დაიჭირა და ოდნავ უკბინა.
-მომეცი მერე! - მხრები აიჩეჩა რატიმ და როცა მიხვდა რომ ეს ფრაზა სხვა გაგებისაც შეიძლებოდა ყოფილიყო-სიცილი ძლივს შეიკავა. წინ, გზას უყურებდა, მაგრამ წარმოედგინა, როგორი სახე ჰქოდა აწითლებულ ქეთას.
კორპუსან რომ მივიდნენ რატიმ მანქანას შემოუარა და ქეთას კარი გააღო. გოგონა უცებ ხელში აიტაცა, მანქანის კარი ფეხით მიხურა, პულტით ჩაკეტა და სადარბაზოსკენ წავიდა
-საბარგულში რაღაც დაგრჩა რატი-მის მკერდზე თავმიდებულმა მშვიდად უთხრა ქეთამ
-არაფერი რ დამრჩენია, რაც ახლა გვჭირდება! - გზა განაგრძო და კიბეებს აუყვა. ქეთამ ლიფტისკენ გაიშვირა ხელი
-დამშვიდდი შენ და თავი დამადე- პატარა ბავშვივით დატუქსა რატიმ
-თავი დამადე, ნუ იღრუბლებიი....- ღიღინებდა ქეთა-რადრო იყოო, კოცონთან რომ ვისხედით გიტარით... კოცონი, პანჩო, ვარსკვლავები და ჩვენ...
-კიდევ იქნება, წავიდეთ პიკნიკებზე, თან ნახე, როგორ თბილა-მაღლიდან დახედა რატიმ
-წავიდეთ!-ღიმილით უთხრა ქეთამ და ალბათ თვალწინ წარმოუდგა მათი პიკნიკი-არ დაიღალე? ოთხი სართული ამოიარე უკვე, მჯერა რომ მაგარი ხარ, მიდი ლიფტი გამოიძახე!
-გოგო ლიფტის მეშინია მეთქი და სულაც არ დავღლილვარ. ნახე, თან ვვარჯიშობ, მშვენიერია-ხმამაღლა გაიცინა რატიმ
-ჩუუ, ჩუუ! ნახე რომელი საათია! -ტუჩებზე თითი მიადო ქეთამ
-უფფ, რაიყო მერე...
-რაიყო და ხალხს სძინავს!
-კაი, ხომ არ ვყვირი გამოდით დაგთვალოთ-მეთქი - ისევდახედა გაღიმებულმა რატიმ მასზე მოხუტებულ ქეთას
-რაღა გიკლია-ჩაიფხუკუნა ქეთამ და ორივემ წყნარად გააგრძელებს გზა მეშვიდესკენ .
მომდევნო დღეს მოლოდინები გამართლდა. დილით, სამსახურში მიმავალმა ლილემ გაზეთების ჯიხურთან ჩავლისას, შეამჩნია რამდენიმე გაზეთზე გუშინდელი ფოტოები. მაშინვე იყიდა გაზეთები და ტრანსპორტში დამჯდარმა თვალიერება დაიწყო. „ლილე გიორგაძის და ირაკლი ცქიტიშვილის რომანი დაფარული აღარ არის“, „რა ურთიერთობა აქვთ კლინიკა „Rednice”-ს დირექტორს და ლილე გიორგაძეს?“ , „ირაკლი ცქიტიშვილისა და ლილე გიორგაძის ურთიერთობა სააშკარაოზე გამოვიდა“ და მსგავსი სათაურები ეწერა სტატიებს. წესიერი სათაური მაინც მოეფიქრებინათო გაიფიქრა ირონიულად გაღიზიანებულმა ლილემ და ფოტოების თვალიერება დაიწყო. ერთზე ცეკვავდნენ ის და ირაკლი. ლილეს მის მხარზე ედო თავი. მეორეზე ირაკლის ლილესთან ძალიან ახლოს ჰქონდა სახე და რაღაცას ეუბნებოდა ყურში, ერთ ფოტოზე კიდევ მაგიდასთან გვერდიგვერდ მსხდარი გაღიმებული წყვილი იყო ასახული. „მშვენიერი ფოტოებია, ვერაფერს იტყვი“- იფიქრა ლილემ და გაზეთები ჩანთაში ჩაიდო. არ უნდოდა, ასეთ ადრეულ ეტაპზე რომ ასეთი საჯარო ყოფილიყო ეს ურთიერთობა, მაგრამ უკვე ვეღარაფერს გააწყობდა. რაღაცნაირად ცუდ ხასიათზე დამდგარი შევიდა კლინიკაში, უცებ გამოიცვალა და პირველი ოპერაციისთვის მზადებაც დაიწყო.
„ლილე, როგორ ხარ? დღეს რატი და მე კინოთეატრ-ფართის ვაწყობთ :დდდ გელოდებით შენ და იკას შვიდზე, პოპკორნი ბევრი გვაქვს მაგაზე არ იდარდოთ. იცოდე დაგვიანების შემთხვევაში სიანსს ვერ დაესწრებით!“-საოპერაციოდან გამოსულ ლილეს ქეთას შეტყობინება დახვდა ტელეფონზე. გუნება გამოუკეთდა, ღიმილით წაიკითხა და პასუხიც დაუბრუნა: „ოქეი, მთავარია პოპკორნი არის! იცოდე, საშინელებათა ფილმი არ დამანახოთ თუ ჩემი სიკვდილი არ გინდათ“. მალე მოუვიდა მერორე შეტყობინებაც: „არაა, ჯერ კომედიას ვაწვებით, მეორეზე რომანტიკა იყოს!“. ისევ გაეცინა ლილეს, ქუდი გადაიძრო და დერეფანს გაუყვა. შუა დერეფანში იყო ირაკლის ხმამ რომ შეაჩერა.
-ლილეეე, ლილე, დაიცადე!-ლიფტიდან გამოსული ირაკლი სწრაფი ნაბიჯით დაეწია-როგორ ხარ?
-კარგად, შენ? ფოტოები მოგეწონა?
-სხვათაშორის მომეწონა, ნუ სათაურებზე მეტად მაინც. რა პარაზიტები არიან ეს ჟურნალისტები, ღმერთო!
-თავის საქმეს აკეთებენ-შეხედა ირაკლის და მერე ჩუმად ჩაიბურტყუნა-ნუ სხვისი ნერვების ხარჯზე, მაგრამ მაინც
-ვერ ამოვაღებინებდი ფოტოებს. რომც მეცადა მერე უარესს დაწერდნენ, ხომ ხვდები-წინ გაიხედა ირაკლის და გაიხსენა რა უნდაერთქვა-ხო, ხო, ქეთასთან და რატისთან ხომ მოდიხარ?
-რავიცი, კი, წამოვალ. ისე, რამდენი ხანია კინოთეატრში არ ვყოფილვარ.
-ხო, მეც. ანანოს დავყვებოდი ხოლმე ადრე, ახლა დაქალებთან ერთად მოძრაობს, მე ვერ ვიცლი და მეტი გზა არ აქვს-გოგონას გახსენებაზე გაეღიმა-მოდი პირდაპირ წაიდეთ მაშინ. ქვევით დაგელოდები, ჰოლში
-კარგი, გამოვიცვლი და ჩამოვალ-თავი დაუქნია ლილემ
-რა წავიღოთ?-სანამ დაშორდებოდა ირაკლი და კაბინეტში შევიდოდა ორი წამით შეჩერდნენ დერეფანში
-რავიცი, პოპკორნი გვაქვსო და...
-ალუჩა უყავარს ქეთას. ხოდა ალუჩა და ღვინო ავიტანოთ, წითელი-თვალი ჩაუკრა ლილეს, ქალმაც ღიმილით უპასუხა და მეორე მხარეს წავიდა.
შვიდზე ქეთასთან და რატისთან იყვნენ. ალუჩით მართლაც ძალიან გაახარეს ქეთა. პოპკორნი მოიმარაგეს, ღვინოც ჩამოასხეს და ფილმის ყურება დაიწყეს. ღვინო უფრო რომანტიკას მოუხდებოდა, მაგრამ კომედიაც მშვენივრად „შეეწყო“. დივნებში წყვილ-წყვილად მოკალათებულებმა [წყვილებს აღარ ვაკონკრეტებ, ხვდებით, ხომ?] გულიანად იცინეს ფილმზე და დასრულების შემდეგ ანთებულმა სინათლემ თვალი მოსჭრათ.
-ახლა რა ვქნათ?-იკითხა რატიმ და დარჩენილი პოპკორნი ჩაიყარა პირში
-ვაიმე რატი, რასაკეთებ, დაიხრჩობი ადამიანო!-ქეთამ ხელიდან გამოგლიჯა თასი-მოდი, სიმართლე და მოქმედება ვითამაშოთ! ვაიმე რატი, ახლა არ დაიწყო რა ბავშვურობააო, ესო, ისაო...
-ვინ იწყებს გოგო, ვითამაშოთ, ხო!-„ჩემზე ლაპარაკოობ?“ სახით შეხედა ქეთას და გაეჭრიჭა-ბოთლს მე ვატრიალებ!
თამაშში კარგად გაერთნენ. ჯერ რატიმ ჭამა 100 ცალი ალუჩა, მერე ქეთას გადაუღეს ვიდეო, სადაც ერმალო მაღრაძის ფილმებს აქებდა, ერმალოს მადლობას უხდიდა და ფესიბუქზე დადეს. შემდეგ ლილე აცეკვეს ინდურ სიმღერაზე და ირაკლის ჯერიც დადგა:
-აბა, იკა, სიმართლე თუ მოქმედება?-წარბების თამაშით ჰკითხა ქეთამ
-სიმართლე, სიმართლე!
-ჩემი ფეხზე დაყენების რამე გზა არსებობს?-თვალი თვალში გაუყარა ქეთამ ირაკლის. მაშინვე დაძაბულობა ჩამოვარდა
-ქეთა, ამაზე ხომ ვილაპარაკეთ. რამე რომ იყოს...-რატი ჩაერთო
-გაჩუმდი, რატი! - შეხედა შეყვარებულს დაძაბული მზერით - ირაკლი, მიპასუხე, გთხოვ!
-არა ქეთა, არ არსებობს არაფერი ისეთი, რისი გაკეთებაც ღირს-თავიდაბლა დახარა ირაკლიმ და იატაკს დააშტერდა
-იკა, სიმართლე! - თითქოს ეხვეწებოდა ქეთა
-ქეთა, ხომ იც...-ისევ რატი გამოეპასუხა
-რატი!-ხმას აუწია ქეთამ და ირაკლის შეხედა
-ქეთა არის რაღაც, მაგრამ არ ღირს- თვალებში მავედრებლად ახედა ირაკლიმ ქეთას. ქალი არ დააკმაყოფილა ირაკლის პასუხმა და ისევ კითხვის ნიშნით სავსე მზერით შეხედა ცქიტიშვილს
-ძალიან სარისკოა, მსოფლიოში სულ რამდენჯერმეა გაკეთებული...
-მერე რა, ხომაა გაკეთებული!-რატისკენ გააპარა მზერა თვალებგანათებულმა ქეთამ და ისევ იკასკენ შეატრიალა თავი-ამიხსნი პროცედურას?
-ქეთა, გთხოვ!-ხელი დაადო რატიმ ხელზე-არ ღირს!
-რატი, ყველფერი ღირს ახლა, ყველაფერი!
-ქეთა, ძალიან, ძალიან საშიშია, მერწმუნე. გეფიცები, არაფერს დავიშურებდი რომ შეიძლებოდეს, მაგრამ მართლა...-ახლა ირაკლიმ დაუწყო ახსნა
-ხომ არსებობს, ესეიგი შეიძლება ირაკლი. თავს ნუ ისულელებთ, ხვდებით რასაც ვამბობ და ვითხოვ!
-ქეთა შენი სიცოცხლე არ მიღირს ეგ, არა, გაიგე? შენი სიცოცხლე როგორ დავადებინო სასწორზე, ჰა? - მუდარით შეხედა რატიმ ქეთას და მისი სახე ხელებში მოიქცია-გვერდით მინდიხარ, გაიგე? გვერდით უნდა იყო, ჩემთან უნდა იყო, ქეთა! ახლაც ჩემთან ხარ! რა აზრი აქვს დანარჩენს! რა ჯანდაბად მინდა ოპერაცია, რომელიც ან ფეხზე დაგაყენებს, ან კიდე წამართმევს შენს თავს. ქეთა. ქეთა გეხვეწები,გთხოვ!-აცრემლიანებული თვალებით უყურებდა რატი და ევედრებოდა
-რატი, რატი- მის გულზე ედო ქეთას თავი და მხარს ცრემლებით უნამავდა . რატი მშვიდად უსვამდა თმაზე ხელებს და ცრემლებს ძლივს იკავებდა. ირაკლი და ლილე ჩუმად წამოდგნენ, მეორე მხარზე დაადო ირაკლიმ ხელი და ასე დაემშვიდობა ძმაკაცს. დერეფანი უხმაუროდ გაიარეს და სახლი დატოვეს. დატოვეს ქეთა და რატი, ერთად, ერთმანეთის გვერდით, დივანზე, რომლიდანაც ალბათ დილამდე არ მოიცვლიდნენ ფეხს. რატი მოუსმენდა ქეთას დამშვიდებულ, წყნარ სუნთქვას და თმაზე ნაზად მოეფერებოდა.
მანქანაში ლილეც და ირაკლოც დაძაბულები ისხდნენ. ჩაფიქრებული გაჰყურებდა ლილე ჰორიზონტს. მალე დაარღვია დუმილი:
-რას ფიქრობ, რას იზამს ქეთა?-ცერად შეხედა ირაკლის
-არვიცი ლილე, არვიცი...-შუბლზე ხელი ნერვიულად მოისვა-წლებია ვიცნობ და უზომოდ მყარია ყოველთვის გადაწყვეტილებებში, მაგაზე ჯიუტი არც არავინ შემხვედრია. არვიცი!
-ძალიან რთულია! წარმომიდგენია, როგორ ქაოსშია! ერთ მხარეს რატი, მეორე მხარეს კიდევ ფეხზე დადგომის შესაძლებლობა...ყოფილი მოცეკვავესთვის ხვდები რას ნიშნავს?
-რატი უყვარს და მაგის იმედი მაქვს, იმედია გააჩერებს და არ გააკეთებინებს რატი ამას! და საერთოდ, ჩემი ბრალია! არ უნდა მეთქვა და არაფერიც არ მოხდებოდა!
-იკა ვალდებული იყავი, რომ გეთქვა! ქეთას უნდა სცოდნოდა! რაც არ უნდა იყოს, ქეთას ეხება და თავის გადასაწყვეტია. არ იცნობდე მაინც! როდისღაც თვითონაც მიაგნებდა მაგ პროცედირას და მერე შეიძლება საერთოდ უარესი ყოფილიყო! რაც არ უნდა იყოს, შესაძლებლობას ვართმევდით. არც შენ მოგასვენებდა სინდისი, რომ არ გეთქვა!
-მართალი ხარ ლილე, მართალი, მაგრამ ქეთას რომ რამე მოუვიდეს....
-დამშვიდდი, არაფერი არ მოუვა! ბოლოს და ბოლოს რატი არ მისცემს იმის უფლებას, რომ რამე დაემართოს!-მარცხენა ხელზე თავისი ჩაჰკიდა ლილემ გამამხნევებლად და თბილად გაუღიმა. სევდიანი თვალებით, თბილად, ერთხელ შემოხედა იკამ და მერე ისევ გზას გახედა. მშვიდი, თბილი გაზაფხულის საღამო იყო. ჩაწეული ფანჯრიდან ნაზი სიო ფრთხილად ელამურებოდა ლილეს სახეზე და ჩამოშლილ კულულს ცელქად უწეწავდა. ირაკლიც შიგადაშიგ გადმოხედავდა ხოლმე ლილეს მშვიდ სახეს, მოფარფატე კულულს და ხელზე თითებით ეფერებოდა.
[1 კვირის შემდეგ]
-იყავი ქეთ, ადრეა ჯერ. მე უნდა გავიქცე სამსახური, ჯერ შემოვლა და მერე ოპერაციები მაქვს-დილით ლოგინიდან წამომდგარმა უთხრა რატიმ შეფხიზლებულ ქეთას და ტუჩზე ნაზად აკოცა-ირა მოვა მალე და მოგეხმარება. გთხოვ, მარწყვის ტორტი გააკეთეთ რა, ძალიან მომენატრა რაღაც
-ხოხ, რა ფეხმძიმე გოგოსავით მელაპარაკები-გადაიკისკისა უცებ გამოფხიზლებულმა ქეთამ და წამწიერად უზომო სევდა ჩაუდგა თვალებში-გაგიკეთებთ, გაგიკეთებთ!
-ეს რა გოგო მყავხარ!- ჰალსტუხის შეკვრით ლოგინზე მუხლსდაყრდნობილი წაიწია ქეთასკენ და კიდევ ერთხელ დაეწაფა ტუჩებზე. ხელი გაინთავისუფლა და ჩამოყრილი კულულები უკან გადაუწია-რა ტკბილი ხარ, ქეთუშ!- პატარა ბავშვივით შუბლზე აკოცა და გულზე მიიხუტა-როგორ მიყვარხარ ქეთა!
-მეც, რატი, მეც!-თვალებზე ცრემლმომდგარი ძლივს ეუბნებოდა და ხვალინდელ დღეზე ფიქრობდა. დღეზე, რომელიც ყველაფერს შეცვლიდა, სამუდამოდ!
-----
-ლილე, დე, არ თვლი რომ უნდა ვილაპარაკოთ?-დილას წარბაწეულმა გახედა მედეამ ლილეს და ჩაის ჭიქა წინ დაუდგა სამზარეულოში შესულს-ლილე, შენ ხან ჩემი შვილი და გაზეთები რატომ მელაპარაკება შენს მაგივრად?
-დედა-გადადო ჩანგალი-ვიცი, ვიცი. უნდა ვისაუბოთ, კი.
-აბა....
-რა აბა, ისედაც ხომ ვიცი, ყველაფერი იცი!
-გიყვარს?-ჰკითხა მედეამ პირდაპირ და უცებ შემოანათა ლილემ თვალები-თვალებში გეტყობა!
-მედეაა...და მერე მეტყვის, არაფერი არ ვიციო!
-ლილე ასე ვხვდები, მაგრამ მინდა, რომ შენ მითხრა რასაც თვლი საჭიროდ...-თმაზე ხელი დაუსვა დედამ
- მიყვარს დედა, მიყვარს. ცხოვრებაში მგონი პირველად მიყვარს. იმდენად კარგია...იმდენად...არვიცი
-ვხვდები რასაც ამბობ ლილე. მთავარი შენ ხარ დე! რასაც გული გიკარნახებს, ის გააკეთე!
-ასეთი თამამი მგონი ცხოვრებაში არ ვყოფილვარ! ისეთები მემართება ირაკლისთან, რომ ვერაფერს ვერ ვაკონტროლებ, თითქოს ყველაფერი თითონ ხდება -
აი მანდ იჭედები ლილე! მანდ უნდა მიხვდე, რომ ძალიანაც რომ გინდოდეს ვერ შეაჩერებ ვერაფერს, არ შეაჩერებ...თუ მასთან ისეთი ხარ, როგორიც სინამდვილეში, მაშინ...-გაუღიმა მედეამ და შუბლზე აკოცა-ჩემი ლამაზი!
-შარში ვარ ვითომ?-სიცილით, ჩუმად ჰკითხა
-თან, როგორში!-სიცილითვე უპასუხა დეამ და თმაზე ხელი დაუსვა.
-------
სახლში დაბრუნებულს კარი ირინამ გაუღო, დამხმარემ.
-ირა, შე ძველო, თაფლივით ტკბილო!-ვითომ გარითმა, ლოყაზე გემრიელად აკოცა და გვერდი აუარა
-არ ჩაჯდა!-ნერვიულად გაუღიმა ირინამ და კარი მიხურა.
-აბა, გამომიცხვეთ ჩემი ტორტი?-მხიარულად ჰკითხა რატიმ-ქეთა ოთახშია?-რომ ვერ დაინახა კოლიდორს გაუყვა სიმღერ-სიმღერით
-არა...
-აბა?
-არ არის
-ხოდა სად არის?
-წავიდა!

****
უკვე ძალიან, ძალიან მრცხვენია საერთოდ ახალი თავის გამოქვეყნება. ბოდიშის მოხდა მრცხვენია დაგვიანებისთვის. მოკლედ, აღარ მგონია ვინმე კითხულობდეს, მაგრამ მაინც დიდი მადლობა ვინ კითხულობთ. ძალიან მალე დავასრულებ-დიდ თავებს დავდებ და იქნებ ასე გამოვისყიდო დანაშაული
ძალიან მიყვარხართ heart_eyes პ.ს. ბოლოს ფოტოზე, ძვირფასი ანანო relaxed



№1  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

ვაიმე ეს რა იყო ყოჩაღ მალე დადე მომდევნო თავი
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№2  offline წევრი ანა_მარიამი

თაკოთაკო
ვაიმე ეს რა იყო ყოჩაღ მალე დადე მომდევნო თავი

დიდი მადლობა heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent