შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე არ ვაპირებ უშენოდ ვიცხოვრო< 21 თავი


27-05-2017, 18:13
ავტორი zia-maria
ნანახია 2 597

სიყვარულს ძალიან ბევრი მტერი ყავს და ცხოვრების გზაც არ არის ია-ვარდებით მოფენილი.აღმართს დაღმართიც მოსდევს და ზოგჯერ მზად უნდა ვიყოთ მწარე ტკივილისთვის.გზად უამრავ კეთილს და ბოროტს გადავეყრებით,მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ ყოველთვის,რომ სიმართლის გზა ავირჩიოთ,რადგან მართალი კაცს უფალი ყოველთვის წყალობს ადრე თუ გვიან და ბოლოს მასზე ბედნიერი არავინ არ დადის დედამიწის ზემოთ.ვარდობის თვე იდგა,ყველა თვეებში თავმომწონე ლამაზი მაისი მის მოლო დღეებს ითვლიდა და უკვე ძალიან სიცხეები დაიწყო. ზაზამ ფეხით გასეირნება ისურვა და კომპანიაში მისვლამდე გადაწყვიტა ყავა დაელია.მის ფირმასთან ახლოს ერთ-ერთ კაფეში შევიდა,ვერანდაზე განაპირა მაგიდა აირჩია.თავისი საქაღალდე ამოიღო და შეხვედრამდე უნდოდა მისი საქმეებისთვის გადაეხედა,ისე ჩაიძირა მის საქმეში,მის გვერდით მაგიდასთან მისდა უნებურად ყურადღება მიიქცია ვულგარულად ჩაცმულმა ახალგაზრდა ქალმა და იცნო.გულში კი გაიფიქრა, ,,ეს ხომ ლელაა''. მალე მის მაგისადთან უცნობი მამაკაცი დაჯდა და მხიარულად მოიკითხა ქერა.ხმა კი გარკვევით ესმოდა და ძალიან დააინტერეა მათმა საუბარმა.
---როგორ ხარ ლელაჩკა?
---გამარჯობა იოსებ.თავად როგორ ხარ,რა ქენი ბიზნესის დაწყება რომ გინდოდა?---ეეეეეხ,ვერ ვიპოვე სპონსორი ლელაჩკა.თანხა არავის არააქვს და ვალუტის გარეშე კი არაფერი არ კეთდება.მე კი არ მყოფნის ჩემი თანხა.
---გინდა ფული იშოვო?ეს არ მოეწონა ზაზას და უნებურად მათი საუბარი ჩაიწერა ტელეფონზე.
---საიდან უნდა ვიშოვო ფული?გაუკვირდა იოსებს.
---ერთი საქმე უნდა მომიგვარო და ფულსაც მიიღებ იმდენს, რამდენიც შენ გჭირდება.
---რა საქმეა,რა უნდა გავაკეთო?გაუკვირდა იოსებს.
---საქმეს,რომელსაც მე გთავაზობ იოსებ სიჩქარე არ ჭირდება.
---უკვე ძალიან დამაინტერესე,გისმენ ლელა.
---ერთი ახალგაზრდა ქალია გასასაღებელი და ინვალიდი გოგონა უნდა გავიტაცოთ.
---რაააა?შენ სულ გაუბერე?გინდა სისხლში გამასვრევინო ხელი?უყვირა მამაკაცმა ლელას.
---ჩუმად ცოტა ,აქ მარტო შენ და მე არავართ.იოსებ მომისმინე, ფული ისე არ მოდის ზეციდან,ხანდახან თუ საჭიროა კიდეც უნდა მოკლა.ცოტა ტრა....იც უნდა გაანძრიო.
---არა,მე მკვლელი არ გავხდები ლელა.
---არ გთხოვ შენ გახდი მკვლელითქო,მე მხოლოდ შენი გვერდში ყოფნა მჭირდება.
---მომისმინე ლელა.მე ცხოვრებაში ძალიან ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული და შეიძლება ბევრის თვალში უკანასკნელი ნაძირალაც ვიყო.არა,კიარ ვიყო, ვარ კიდეც,მაგრამ მე მკვლელი არასოდეს არ გავხდები,დაიმახსოვრე არასოდეს.
---შენ ხომ არც ისე ახალგაზრდა ხარ, რომ ყველაფერი თავიდან დაიწყო.მე ფულს გაძლევ და შენ შენს ბიზნეს ააწყობ,თან არავის მოკვლას არ გავალებ,მარტო მომეხმარები ჩემს მანქანაში ჩავაჯინო და სხვა ჩემზე იყოს,შენ კი ამის შემდეგ განთავისუფლებ.ორ დღეში მოვალ ზუსტად აქ და ზუსტად ამ დროს და პასუხი მითხარი.მე გადავიხდი,შენ კი იჯექი ჯერ და იფიქრე.
წამოდგა,თანხა გადაიხადა და კაფე დატოვა.ზაზა შეუბრუნდა გაშტერებულად მჯდარ მამაკაცს და მათი საუბარი მოასმენინა, შემდეგ კი გაცეცხლებულმა გელას დაურეკა,მირიანი იცოდა ქალაქიდან გასული იყო.სისხლმა აასხა თავში დათოს და საერთოდ ყველას ნინიკოს და ნანას რომ რამე შემთხვეოდათ.შეშინებული მამაკაცისაკენ გაიწია დათომ მაგრამ ლუკამ დააკავა,დააწყნარა და შემდეგ მამაკაცს მიუბრუნდა.
---მომისმინე კარგად,ამ ჩანაწერს მილიციას ამ წუთში მოვასმენინებ და ორივეს აგიყვანთ ადამიანის გატაცების გეგმის შედგენისათვის,ძალიან ბევრი წლებით გამოგკეტავთ ორივეს ციხის კედლებში.კარგად მომისმინე ეს ახალგაზრდა გოგონა ჩვენი დაა და ეს მეორე პატარა კი 14 წლისაა და ინვალიდია, მას თავისი გაჭირვებია მეგობარო,მაგრამ უნდა დაგვეხმარო და ეს გეგმა უნდა შედგეს.ლელამ რასაც შეგპირდა,ორჯერ მეტს გადაგიხდის ბავშვის მამა.მიყევი ლელას გეგმას და დაეთანხმე.ეს ჩემი ნომერია,მირიანის ნომერი იცის ქერამ და არ გამოდის რომ მოგცეთ.მამაკაცმა გაოცებულმა შეხედა გელას და ენა დაბმულმა შეეკითხა.---რო როგორრას მეუბნებით ადამიანი მოვკლა?
---არ მოკლავ ნუ გეშინია,ჩვენ ყველაფერზე ვიზრუნებთ.
გელამ მირიანს დაურეკა და ზოგადად აუხსნა ტელეფონში,რომ სასწრაფოდ უნდა დაბრუნებულიყო.მირიანმა როგორც კი გაიგონა მის საყვარელ ადამიანებს ისევ საფრთხე ემუქრებოდა, სასწრაფოდ დაბრუნდა და პირადად შეხვდა იოსებს.მილიციაც ჩააყენა საქმის ყურში და შეუდგნენ გეგმის შემუშავებას.მხოლოდ ნანამ,ნინიმ და მარინამ არ იცოდნენ არაფერი.ორი დღის შემდეგ ისევ იმ ადგილზე,ისევ იმ დროზე შეხვდა იოსები ლელას და ისაუბრეს.
---მომისმინე,არის ერთი ნემსი,რომელიც კისერში კეთდება,მაგრამ შენ ხომ თქვი მე ვერ მოვკლავო,ამას მე გავაკეთებ.
---არა,ვიფიქრე ბევრი და გადავიფიქრე,მე გავუკეთებ ლელა. ფული ძალიან მჭირდება,ამიტომ მე გავუკეთებ ნემსის.უთხრა იოსებმა ღიმილით მეტი დამაჯერებლობისთვის.
---კარგი,მაშ ხვალ დილიდან უნდა ვუთვალთვალოთ და გამოვლიან თუ არა გარეთ,სახლს ჩასცდნენ ცოტა და შემდეგ შევუდგებით ჩვენც გეგმის განხორციელებას.შენ უნდა იმოქმედო და იმ კახ---ას უნდა გაუკეთო პირველი ეს ნემსი., რომ დავადუმო პირველი ის.
---კიდევ არის რამე გასარკვევი?ეს ყველაფერი გასაგებია.კითხა იოსებმა.
---არა მხოლოდ ეს,აი ეს მისამართი დილას აქ მოდი და ერთად გავიდეთ.სიფრთხილე გვმართებს ძალიან.ეს ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს,ზედმეტი ხმაურის გარეშე.
---კარგი მაშ ხვალ მირიანის სახლის სიახლოვეს შევხვდებით ერთმანეთს.
---ხვალამდე იოსებ.იოსები დაემშვიდობა ქერას და საუბრის ჩანაწერები მირიანს მიუტანა.
---ესე იგი შენ უნდა გაუკეთო ნემსი ნანას.მომისმინე,ეს არის დამამშვიდებელი,გაუკეთებ ორივეს და ისინი დაიძინებენ,არ შეგეშინდეს და არ შეგეტყოს რომ ჩვენ ახლოს ვართ.ისინი დაიძინებენ მაქსიმულ სულ მცირე 5-6 საათი.არ მინდა ბევრი ინერვიულონ და კარგია თუ ორივეს დავაძინებთ.
---გასაგებია,აბა ხვალამდე.ყველა მღელვარებით შეხვდა დილის დადგომას.მირიანი ადგა და მოემზადა,სხვათაშორის შეეკითხა ნანას.
---ნანუჩი დღეს რა გეგმები გაქვს?
---რატომ მეკითხები,რამე უკეთესი მოიფიქრე? უთხრა და წარბები აუთამაშა მირიანს.გაეცინა მირიანს ნანას ეშმაკობაზე და ღიმილით უთხრა.
---ნუ ცელქობ,არ შემიძლია ახლა,მეჩქარება.ისე დღეს ადრე მოვიდოდი და სამივემ გარეთ ვივახშმოთ.
---კარგი აზრია გავიდეთ,მაგრამ ამ დილით ჯერ ჯანსაღი ჰაერით გამოვკვებავთ ფულტვებს,ძალიან ლამაზი დილაა,ყვავილები ყვავის და ირგვლივ სასიამოვნო სურნელი ტრიალებს.
---კარგი და სახლში რომ მოხვალთ შემეხმიანეთ.მირიანმა ორივე ჩაკოცნა და გარეთ გავიდა,იცოდა სადაც იყვნენ ბიჭები სათვალთვალოდ და ისიც იქით წავიდა,სულ ცოტა ხანში,ნანაც გამოვიდა გარეთ ნინიკოსთან ერთად და ორივე ღიმილით მიუყვებოდნენ ქუჩას,რომ მათ ფეხებთან შავი ჯიპი გაჩერდა.ნანამ იცნო ლელა და ნინიკოს ძუ ვეფხვივით გადაეფარა.
---საყვარელო დაგვაგვიანდა შეხვედრა,მეგონა მთელი ეს დრო ჩემი გაფრთხიილება შენთვის ყურადსაღები იქნებოდა,მაგრამ დანაშაულს დანაშაულზე უშვებ.
---რა დანაშაული ჩავიდინე შეიძლება გავიგო?
---პირველად ჩემს ცხოვრებაში,მე შემიყვარდა მამაკაცი რომელმაც ჩემზე წინ ერთი უბადრუკი კახ...ა დააყენა,მან შენ აგირჩია ბო...ო,ეს შენ შეძელი გილოცავ..ეს კი შენ არ უნდა დაგეშვა,ჩემი გაფრთხილების მიუხედავად.მე კი არ ვპატიობ არავის,ვინც ჩემს წინ მიდის და ჩემი არ ესმით.ამ საუბარში იოსები ნინიკოს მიუახლოვდა და ისე უცებ გაუკეთა ნემსი ყელში,ნინიმ გაფართხალებაც კი ვერ მოასწრო.ნანამ სასოწარკვეთილი კივილი მორთო და იოსებმა ისიც გააჩუმა,შემდეგ კი ორივე მანქანაში ჩასვა.
---ეს ინვალიდი გოგო დატოვე,რად გინდა რომ მოგყავს.შეეცოდა იოსებს ნინიკო.
---ამ გოგონაში გადაიხდის მისი მამიკო ფულს და არა ამ ძუ...ში.შენ აღარ მჭირდები,აი შენი თანხა.იოსებმა შვებით ამოისუნთქა და ლელას წასვლისას პირდაპირ ბიჭებთან გაიქცა.გულამოვარდნილი მივიდა მირიანთან,სახეზე ფერი არ ედო და ფული ხელუხლებლად მათ გადასცა.
---გთხოვთ ის გიჟია და მალე დაეწიეთ,ძალიან გთხოვთ.თან ტიროდა იოსები და მირიანს ბოდიშებს უხდიდა.
---ნუ ნერვიულობ,ყველაფერი მოგვარდება.
ყველა საგზაო ინსპექცია თუ პატრული გაფრთხილებულია.დაამშვიდა იოსები არადა თავადაც ძალიან ნერვიულობდა.ლელამ მუსიკები ჩართო და დიდი სიჩქარით გაუდგა გზას.თავადაც ღიღინებდა,გზაში საგზაო ინსპექციამ გაჩერებისკენ მოუწოდა,მაგრამ ლელამ გაზს ფეხი მიაჭირა და სიჩქარეს უფრო მოუმატა.ფრთები არ ქონდა მანქანას,თორემ ქვეითად მოსიარულეს ეგონებოდა რომ მანქანა მოფრინავსო. რამდენიმე საათის შემდეგ დიდი სიჩქარით მიმავალმა ლელამ მოსახვევში ვეღარ დაიმორჩილა საჭე და რამოდენიმე ბრუნვის შემდეგ გზიდან გადავარდნილი დიდ უზარმაზარ ხეს შეასკდა.იმდენად დიდი და ძლიერი იყო შეჯახება მანქანა შუაზე გადაიხსნა.მილიციასთან ერთად ბიჭებიც მივიდნენ ადგილზე და მირიანი ვერავინ ვერ დააკავა.ერთი იღრიალა და ჩაიკეცა,მაგრამ არ გაითიშა მალე მოეგო გონს და მანქანისკენ გაიქცა,მას მიყვა დათო,ლუკა და ზაზა.გეგი და ალეკო ვერ გაინძრა ადგილიდან,ვერ შეძლო ენახათ რა ხებოდა იქ იმ წუთში.ნანა ძირს ეგდო და შუბლიდან სისხლი სდიოდა,ლელას თავი დაერტყა საჭეზე და გათიშული იყო,ხელი გარეთ გამოეყო სულ სისხლიანი.სად იყო ნინიკო?ნინიკო მანქანის მეორე მხარეს ეგდო,სახეზე თმები ეფარა და ფეხები სისხლით ქონდა მოსვრილი.მალე რამოდენიმე სასწრაფოც მოვიდა ერთმანეთზე მიყოლებით და დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
უკვე საღამო იყო ნანამ რომ ხელი გაანძრია და ნელა-ნელა შეიღვიძა რამოდენიმე საათის შემდეგ.მის ძილში კი ის ჭრილობებიდან გაასუფთავეს და რამოდენიმე ანალიზიც კი გაუკეთეს.უკვე სრულიად გამოფხიზლებული იყო და მომხდარზე ფიქრობდა,რომ პალატაში მირიანი შემოვიდა..გამოღვიძებული ნანა რომ დაინახა,ტირილით გულში ჩაიკრა და თან უთხრა.
---აღარ მეგონა შენს თვალებს თუ დავინახავდი,როგორ შემეშინდა ნანა.შენი დაკარგვის შემეშინდა.---ნინიკო? ნინიკო როგორაა,გაიღვიძა ნახე?
---ჯერ არა,შენ გნახე და ახლა იქ წავალ.
---მაპატიე დამნაშავე ვარ,რამდენჯერ გამაფრთხილე და მე მაინც გავიყვანე მარტო ნინიკო გარეთ.
---მე ხომ ვიცოდი,ნანა დილით ხომ ვისაუბრეთ და თუ ცოლად გამომყვები მე შენ სულ დაგიცავ საყვარელო.ნანამ ვერ გაერკვა რა უთხრა მირიანმა და დაბნეულმა შეეკითხა.
---რა მითხარი?
---ის გითხარი,რომ თუ გადავწყვიტე მეორე პლანეტაზე საცხოვრებლად წასვლა,წამომყვები?
---მე ისევ მძინავს ალბად და ჯადოსნურ სიზმარს ვხედავ.ნანამ ისევ დაუბრუნდა მის ბალიშს,საბანში გაეხვია ,მარჯვენა ხელი კი შეხვეული საბნის ზემოდან ედო და ისევ დაიძინა.მირიანმა ჯიბიდან საწერკალამი ამოიღო და შეხვეულ ხელზე დააწერა. ,,ნანუჩი ჩემი ნერვების კიბოვ,ცოლად გამომყვები?''გარეთ კი მოწყენილი გავიდა და ბიჭებს უთხრა.
---ძლივს გავბედე ცოლობა მეთქვა და არ დამიჯერა.
---სულ უღრენ ბრაზიანი ძაღლივით და იმიტომ არ დაგიჯერა.ღირსიც ხარ,ძალიან კარგად.უთხრა ზაზამ.შეუბღვირა ზაზას და შემდეგ გაბრაზებული ხმით შეეკითხა.
---ნინიკოს ისევ ძინავს?
---ცოტა ხნის წინ ვნახე და ძინავდა,არ ვიცი ახლა თავად მიბრძანდი.შემდეგ უნდა მიხვიდე და განცხადება დაწერო,ეს აუცილებელია.
---დაწერს ჩემი სახელით რამაზი.
---იოსებს რას უშვები,უშვებ?
---გავუშვით სამი პატარა ბავშვი ყავს, მან მოეხმარა მილიციას.მივცემ რასაც შევპირდი და ესაა.რადგან ეს ქაჯი ქალი ჩამოვიცილე,ახლა მხოლოდ ნინიკოზე ვილოცებ,რომ ის მყავდეს კარგად,თორემ ფული ნამდვილად არ მენანება და არ ვჯავრობ. ექიმები ფეხებზე ნინიკოს პროცედურებს უკეთებდნენ,რო ნინიკომ გაიღვიძა და ექიმს უთხრა.
---ექიმო მე ყველაფერი ვიცი და შეგიძლიათ თავისუფლად ისაუბროთ,რატომ არაფერს მეუბნებით ასე ცუდადაა ჩემი საქმე?ვერცერთმა ვერ ამოიღო ხმა,ნინიკომ კი ისევ შეეკითხა.-ნუთუ უკვე დასრულდა ჩემი 14 წლის სიცოცხლე 15-ს ვეღარ გავითენებ?
---ძალიან ვწუხვარ შვილო,ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რაც ჩვენზე არის დამოკიდებული.
---ექიმო თქვენ შემოდგომა გიყვართ?
---მიყვარს შვილო,ისე როგორც ყველას.
---ეს ჩემი ყველაზე ლამაზი დროა,წელიწადებს შორის.ცხელი ზაფხულის შემდეგ ოქროსფერი შემოდგომა.ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად შემოდგომის დასაწყისში ისევ ვერანდაზე ჯდომა და ჩაის დალევა.ერთმანეთის აზრების გაზიარება, ოცნებებზე ფიქრი შემოდგომის მთვარიან ღამეში ,მაგრამ ვხედავ ამ ყველაფერს ვეღარ შევძლებ,ეს აღარ მოხდება.ამ შემოდგომას თუ არა,მეორე ოქროსფერ შემოდგომაზე მე აღარ ვიქნები.შეგიძლიათთ საბოლოო სურვილი შემისრულოთ?
---მითხარი შვილო.თეთრთმიანი ასაკოვანი ექიმი ცრემლებს იკავებდა,ექიმია მაგრამ გული მასაც აქვს,მასაც ყავს შვილები და შვილიშვილები.
---ჩემს მამიკოს არ უთხრათ,ეს ცუდი მდგომარეობა,ძალიან გთხოვთ.მპირდებით?
---გპირდებით.დაპირდა ექიმი,მაგრამ მირიანი კარებში იდგა და ყველაფერს ისმენდა. ლუკა იდგა მის გვერდით და მასაც სახეს ცრემლები უსვრლებდა.მათი პატარა ნინიკო სიცოცხლეს ეთხოვებოდა.
---მისმინე ნინიკო ჩემო გოგო,შენ ხომ კარგად იცი ეს ასე არ არის როგორც შენ ამბობ.ღმერთს შენ უყვარხარ,მას ყველა უყვარს და ნახე მალე კარგად იქნები,ის სულ შენს გვერდითაა და შენ გიცავს.დღესაც დაგიცვა მან და რადგან ახლა აქ ხარ,ჯერ კიდევ ცოცხალი,მან არ მიგატოვა განსაცდელში ჩავარდნილი,ეს კი ახალი იმედის დასაწყისია ჩემო ლამაზო.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

მატირე და რას მერჩოდი ჰა?ნინიკო არ მოკლა რა.კარგია ლელა რომ დაიჭირეს
--------------------
ლანა

 


№2  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ეჰ ლელაჩკა ვინ რას გაძალებდა ჰა :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent