უცხო ( თავი 23 )
პირველი საათი იყო, რომ გამოეღვიძა, უფრო სიმხურვალემ შეაწუხა. ცალი მხარე ისე ეწვოდა, თითქოს ნაკვერჩხლებზე იწვა. გრძნობდა ძილში ვიღაცის ძლიერ ხელებს, რომელიც სუროსავით ჰქონდა შემოჭდილი. ცხვირს საყვარელი სურნელი უწვავდა, სახეზე კი მის სუნთქვას გრძნობდა. გაირინდა, მგონი არც კი სუნთქავდა. ჩაცინების ხმა გაიგონა, ლოყები კი უმალ აუწითლდა. გულმა კი სალსას ცეკვა დაუწყო, ნაზად თან რიტმულად. - აშკარად არ მესიზმრები ხო? - თვალები არ გაუხელია. - ვიცი რომ შენი სიზმრების მაჩო ვარ და განუყრელი სასწაული. მაგრამ, ახლა მართლა არ ხარ სიზმარში. და შესაძლებელია ჭიანჭველასავით გამჭყლიტო ისე მეკვრი. - მერე ვინ გაკავებს აქ ?! ან რა გინდა ჩემს ლოგინში, სახლიდან გამოგაგდეს?! - გაცეცხლებულმა ახედა. მის თვალებში მოკლე ძაბვა ხდებოდა და ცეცხლისფერი ნაპერწკლები სცვიოდა. - ოჰ, უწყინარი დელფინისგან, ზვიგენად იქეცი ჩემო ბრძანებელო. - სიცილით უთხრა. - ზვიგენიც ხარ და გველეშაპიც.. - ენა გამოუყო. თორნიკეს კი მის ბავშურ სახეზე, გულში სიყვარული ჩაეღვარა. - აქ როგორ შემოხვედი? ან ტასო და ირაკლი სად არიან? - გაოცებულმა ჰკითხა. - ირო ჩემი ბრაცია ტო, უპრობლემოდ შემომიშვა. სიდედრი კი სახლში არ იყო. - კაი, ადგომის დროა. - წამოწია, მაგრამ უკან დააბრუნა ერთი მოძრაობით და ზედ აიკრა.. - ჯერ არსად გვეჩქარება ნუ გარბიხარ. - ტუჩები ლოყაზე მიაკრო, შემდეგ კი ტუჩის კუთხესთან დაუტოვა კოცნის კვალი. - მართალი ხარ არსად გვეჩქარება - ისე შეხედა, თორნიკე გაითიშა. დრო იხელთა და ხელიდან დაუსხლტა. - ნებისმიერ დროს შეიძლება დაგვადგებიან ჩემი გიჟები თავზე, მერე არ მაქვს იმათი მასხრობის თავი. - მათი გახსენებისას გაეცინა. - ო, კარგი რა.. არ გავუღოთ და წავლენ ისევ. - პატარა ბავშვივით აბუზღუნდა. - ადექი რამეს მოვამზადებ და ვისადილოთ. - მე ძილს განვაგრძობ, შენი ნებართვით ქალბატონო.. - ბალიში ააფუა, ხელები მოხვია და თავი დადო. - შენი ნებაა.. - ისეთი საყვარელი იყო მოუნდა ჩაეკოცნა. სურვილი დაძლია და სააბაზანოში შევიდა, თავი მოიწესრიგა და სამზარეულოში გავიდა. სამზარეულოში შესულს სადილი გამზადებული და გაწყობილი დახვდა. თვალები გაოცებისგან ბუს მსგავსად გაუფართოვდა. დაჯდომას აპირებდა, მოულოდნელობისგან შეკივლა. ზურგიდან თორნიკე აეკრა, ხელები წელზე შემოხვია. სახე კისერში ჩარგო და აკოცა. ლიზას კი გააჟრჟოლა. - როგორ იქ არ დაგტოვე ? საწოლში.. - ვერ დავიძინე.. საუზმე გაგიმზადე, მაგრამ კი მოვიდა შუადღე. - სურნელი ღრმად შეისუნთქა, მოშორდა და სკამი გამოუწია. - იასამნები როგორ გააჩინე, ან სად იშოვე? - მე ყველაფერი შემიძლია, რასაც მოვინდომებ ძვირფასო. - თვალი ჩაუკრა ეშმაკურად და ტუჩის კუთხე ჩატეხა. - ყველა ყვავილისგან გამორჩეული სურნელი აქვს.. - ფეხზე წამოიწია და საყვარელი სურნელით აივსო ფილტვები. - იმ დღიდან მიყვარს ეს სურნელი, როდესაც პირველად გიხილე და გული ამიჩქარა შენმა სურნელმა. სისხლში გამიჯდა და ვერ დავივიწყე. ყოველთვის მქონდა ხოლმე სახლში, ყოველ სეზონზე. - თვალები უჟუჟუნებდა ბიჭს. ლიზა, კი სიხარულისგან და სიყვარულისგან იბერებოდა. - და დილით სად იშოვე რომ? - ტყუპებს დავავალე და მოიტანეს.. - მხრები აიჩეჩა. - რაააა?! მათ იციან რომ აქ იყავი ღამე?! - ლოყები აუფორაჯდა ბროწეულისფრად, შერცხვა მათი. - კი იციან, ძლივს მოვიშორე და გავყარე. - სიცილით ამოილაპარაკა. - დღეს რვა საათისთვის მზად უნდა იყო, რესტორანში მივდივართ ყველანი. - რატომ? რას ავღნიშნავთ? - დამიანემ აიჩემა უნდა ავღნიშნოთ ჩემი გამოჯამთელებაო. თქვენ კი აღნიშნეთ, მაგრამ მე ვერ დავლიე ხოშიანად ამიტომ კვლავ უნდა შევიკრიბოთო. უარის თქმის სურვილი კი არავის გვქონდა. - ცბიერი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. - იქამდე დრო გვაქვს და შეგვიძლია ერთმანეთით დავტკბეთ. - უკვე ექვსის ნახევარია, შენი წასვლის დროა, არ გვაქვს დრო. ბუზღუნით, მაგრამ მაინც გაუშვა სახლიდან. თვითონ კი ოთახში შევიდა ჯაკუზი აავსო და შიგნით ჩაწვა. დროის უკმარისობა რომ არა ალბათ კარგანახი არც ამოვიდოდა. ხელები სითბოსგან სულ დათუთქული ჰქონდა. ხალათი მოიცვა და ოთახში გავიდა. ლაჟვარდისფერი, მუხლებამდე კაბა მოირგო. ტანზე გამოყვანილი და ღრმა დეკოლტეთი. მის დიდ მკერდს კარგად გამოჰკვეთდა. ლამაზ ფეხებს კი სწორს და უფრო გრძელს უჩენდა. მკვეთრი მაკიაჟი გაიკეთა. თმა ცხენის კუდივით აიწია. თვითონაც არ იცოდა, მაგრამ შინაგანი ხმა ეუბნებოდა, რომ ლამაზი უნდა ყოფილიყო. შავი კლადჩი და ამავე ფერის მაღლები მოირგო და ქვემოთ ჩავიდა თორნიკესთან. ბიჭს გაოცებისგან პირი ღია დარჩა. სუნთქვა შეკრული და ბრილიანტივით გაბრწყინებული თვალებით შესცქეროდა. - შენ.. შენ..არაჩვეულებრივად, ქალღმერთივით გამოიყურები.. - შენც კარგად გამოიყურები .. - ძალიან სიმპატიური იყო თორნიკეც. ტანზე მომჯდარი ლურჯი ჯინსის შარვალი და ფეხზე ამავე ფერის კეტები მოერგო. თეთრი ფერის პერანგი და მუქი ლურჯი კოსტუმი შეუხამებია. დაბალზე შეჭრილი თმები კი საოცრად უხდებოდა. ლიზაც მონუსხული შესცქეროდა. მასთან ახლოს მივიდა, ტუჩები დაუკოცნა. ხელკავი გამოსდო და გარეთ გავიდნენ. რესტორანში ერთად შევიდნენ. შიგნით ყველა მაგიდასთან იასამნის თაიგულები ელაგა ვაზაში. იასამნისფერი და თეთრი იყო შერწყობილი ერთმანეთთან. ამავე ფერის განათება ძალიან უხდებოდა ყველაფერს. შიგნით ჰარმონია და სიმშიდე სუფევდა. ყველა ახალგაზრდას იქ მოეყარა თავი. ანაბელიც ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა. ნარინჯისფერი კოჭებამდე კაბა ჩაეცვა, ტანზე მომჯდარი. მისი სხეულის ნაწილები იწონებდნენ თავს. წინ ჭიპამდე იყო ჩახსნილი, საიდანაც მკერდი ლამაზად მოსჩანდა. თმა ცალ მხარზე კულულებად ეფინა. სიარულის დროს ტალღებს წარმოქმნიდა. მათკენ წავიდნენ და ერთმანეთს ჩაეფსკვნენ, თითქოს დიდი ხანი იყო გასული რაც ერთმანეთი ბოლოს ნახეს. - რა ლამაზად გამოიყურები ჩემო სიმპატიურო ბიჭო. - დამიანეს სიყვარულით მიმართა. მართლაც უხდებოდა კლასიკური სტილი და გვერდზე გადავარცხნილი კულულები. - შენც ჩემო ანგელოზო. - ტუჩები მიაკრო ლოყაზე. - როგორ მიყვარხართ ჩემი სულის ნაწილებო. - გვერდიდან მიიხუტა ანაბელიც. - ჩვენც.. - ერთად წარმოსთქვეს და გაეცინათ. მეგობრები და მათი წყვილები ერთად ცეკვავდნენ შუაგულში, თითქოს მათ გარდა სხვა არც არავინ არსებობდა. ერთმანეთს სიყვარულით შესცქეროდნენ, ბიჭებს კი გულები ნარბენი კურდღლებივით უცემდათ. გარშემო ყველაფერი ჩაბნელდა, შუაში კი მხოლოდ ორი წყვილი იდგა და პროჟექტორი თეთრად ანათებდათ. გოგოები გაოცებულები უყურებდნენ ერთმანეთს ვერ ხვდებოდნენ რა ხდებოდა. შემდეგ კი სიქრონულად ერთად დადგნენ ბიჭები მუხლებზე. ჯიბიდან კი წითელი კოლოფები ამოაძვრინეს. გაოცებულები დასცქეროდნენ მაღლიდან. ორივემ ერთად გახსნეს ყუთები და ბრილიანტის თვლებმა თვალი მოსჭრათ. გულები კი ფრენისგან დაქანცული, ჩიტის გულივით უცემდათ. - აწ უკვე შენი მონა მორჩილი თორნიკე ნაროზაული, გთხოვთ გამხადოთ ღირსი, მომანიჭოთ დიდი ბედნიერება და გახდეთ ჩემი მეუღლე. გერქვათ ჩემი კანონიერი და სრულუფლებიანი მეუღლე. დამდოთ პატივი და იყოთ ჩემი ერთადერთი მესაკუთრე. იმედია უარით გულს არ მომიკლავთ.. - ლიზა, რამდენიმე წუთი სუნთქვა შეკრული დასცქეროდა. შემდეგ კი სიცილი აუტყდა. რამდენიმე წუთი გაუჩერებლად იცინოდა. თორნიკეს კი სახე დაუსერიოზულდა და სული განუტევა, ეგონა უარს ეტყოდა. - თანახმა ვარ ვიყო შენი ერთადერთი მესაკუთრე. თანახმა ვარ იყო ჩემი მორჩილი მთელი ცხოვრება! ჩემს გარდა სხვას შეხედავ და დაგთხრი მაგ ლამაზ თვალებს, რომლებიც ასე ძალიან მიყვარს და მაჯადოვებს. - სიცილით უთხრა და ხელი გაუწოდა ბეჭედის მოსარგებად. შემდეგ მთელი ყურადღება მეორე წყვილზე გადაიტანეს. - ჩემო ლაქაჯო ბაღში პირველად, რომ დაგინახე იმ დღიდან შემიყვარდი ბავშურად. მაგრამ, ამ გრძნობას არასდროს არ ვაღიარებდი, რიგი მიზეზების გამო.. ახლა კიდე მთელი გულით მინდა ჩემი მეუღლე გერქვას. სიბერემდე ერთად ვიყოთ და გვიყვარდეს ერთმანეთი. რათქმაუნდა თუ თანახმა ხარ და არ გინდა უარით გულის შეტევა დამმართო.. - სიცილით უთხრა. შოკიდან რომ გამოვიდა ანაბელი, მასთად ჩაიმუხლა და ხელები კისერზე შემოხვლია. თანხმობის ნიშნად მთელი სიყვარული ჩააქსოვა კოცნაში. ყველა იზიარებდა მათ ბედნიერებას, შეძახილებით და მხურვალე აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს. მაპატიეთ პატარაა.. მაგრამ, იმედი მაქვს მოგეწონებათ.. ყველანი მიყვარხართ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.