შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეწირულნი (თავი 3)


30-05-2017, 13:19
ავტორი Salivan
ნანახია 1 328

- აბდულაჰ- იყო ჩემი პირველი რეაქცია მაიას სიკვდილზე. - აბდულააააჰ- მთელი ძალით ამოხეთქა შიშმა. მთელს სხეულს მოედო და გონება გათიშა. ნელ-ნელა დაიწყო ჩემში რაღაც მწარემ და მტკინვეულმა გაღვიძება. ჯერ ფეთქავდა, მერე თითქოს საცეცები ამოუშვაო გულსა და გონებაზე ერთიანად მომეჭდო და სრულიად ჩაანაცვლა შიში. ახლა მთელი სხეული ზიზღით და შურისძიებით მიდუღდა. ზუსტად ვიცოდი რა უნდა მექნა და უკანმოუხედავად მოვწყდი ადგილს. გავრბოდი მთელი ძალით და შემართებით. კოცონთან მისულს ვიღაცამ გადამისწრო. მამაჩემმა ცეცხლთან ჩაიმუხლა და სამი ცეცხლმოკოდებული მორი ააფრიალა ჰაერში. ისევ გაიქცა, სოფლის მიმართულებით და მეც უკან მივყევი.
ის არაკაცი კი ალბათ როგორც წესი და ტრადიცია მოითხოვდა სახლში წამოჭიმული ელოდა ალბათ გადათელილი გოგოს მშობელს. ამაყად თავაწეული მოისმენდა ალბათ წელში მოხრილი მამაჩემის მორიდებულ ვედრებას, რომ დაედო პატივი და ცოლად შეერთო მის მიერვე წამხდარი უკვე ქალი. და რა თქმა უნდა მის თანხმობაზე იქნებოდა დამოკიდებული ყველაფერი, რომ არა ის სააინელი ფაქტი - მაია ცოცხალი აღარ იყო.
ვიღაცას მიესწრო და უკვე გაეფრთხილებინა აბდულაჰის ოჯახი. იქ მისულებს ჩაბნელებული დ მიტოვებული სახლი დაგვხვდა. ალბათ აქვე იყვნენ ახლოში და ჩვენი წასვლის შემდეგ უკანაც აპირებდნენ დაბრუნებას. მაგრამ ამას კი მამაჩემი არ დაუშვებდა. როგორც შტორმი ისე დაატყდა თავს სენატების ოჯახს. ყველა კუთხეში აალებული მორები და ნაჭრები მიაგდო. სენატების კერა კი ფერფლად აქცია. თუმცა რას შეცვლიდა ეს? მაია ისევ მკვდარი იყო ჩვენი ოჯახი გაუბედურებული.
საოცარი ამბები მოხდა იმ ღამით. მთელი სოფელი დასტიროდა მაიას. ყველა ქალი თუ ბავშვი ჩვენს ეზოში შეკრებილიყო და ხმამაღლა გოდებდა. არცერთ კაცს არ აუკრძალია იმ ღამით ცოლისა თუ შვილისთვის ღამის ქუჩაში, ჩვენს სახლთან გათენება. ყველა ქალი ისე ტიროდა მაიას როგორც საკუთარ შვილს. მეც იქ ვიყავი. მეც მთელი სხეულით განვიცდიდი ამ სიმწარეს და ვერაფერს ვცლიდი. ყველაფერს დავთმობდი აზლა მისი ღიმილის სანაცვლოდ. მაგრამ იმედი არსაიდან ჩანდა. მაია კი აღარ იყო.
მერე მახსოვს ვიღაცამ წამოიძახა ეს რა ხმა მოდის ხევიდანო. ყველა ერთდროულად გაჩუმდა და ჩვენამდეც მოაღწია საშინელმა ხმამ.
- მაიააააა- ისმოდა განწირული ბღავილი. - მაიაააააააა- მთელი ხმით ტიროდა მისი მკვლელი მაიაა. იმდენად გამაბოროტა მისი პირიდან წარმოთქმულმა მაიაა სახელმა რომ არც კი ვიცი რა მიზნით, მაგრამ ხევიაკენ დავიძარი. ჯერ ნელი ნაბიჯებით, მერე კი სიჩქარეს ვუმატე და დამრეც ფერდობზე მთელი სისწრაფით გავექანე. როცა იმ არაკაცის ხმა ახლოდან გავიგე, თავი ვეღარ შევიკავე და ავყვირდი.
- მკვლელოოოოო- ვკიოდი მთელი ხმით- არაადამიანოოოოო....მოძალადეეეეეე....მოკვდიიიიიი- ვუმატებდი ხმას და სიჩქარეს და უკან ადევნებულ მდევარს ხელიდან ვუსხლტებოდი. მერე კი რაღაც გამახსენდა. რაღაცამ მტკივნეულად დამკრა თავში და ადგილს მიმაყინა. - მაია ხომ არც პირველი იყო და ალბათ არც უკანასკნელი ხო?!- დაზაფრული მივუბრუნდი მდევარს. სამი კაცი, ორი ქალი და ერთი ბიჭი მომადევდა. - თქვენ გეკითხებით. მერამდენე შემთხვევა იყო ეს?- გავუმეორე კითხვა და მათ არიდებულ მზერაზე უთქმელადაც მივხვდი პასუხს. - ვაი- აღმომხდა დაშოკილს.- ღმერთო ახლა ვხვდები. ყველაფერს ვხვდები. შარშან ალია, მირა, კიდევ ასლი. მგონი ილონა და კიდევ ის ულამაზესი გოგო სამი წლის უკან რომ გარდაიცვალა წითურთმიანი. ეს...ეს რაც მე 10 წლის გოგოს მახსოვა და დანარჩენები? თან ყველა ამ დროს გარდაიცვალა ხომ? უფრო სწორად ამ დღეს- პანიკაში ჩავარდნილს მუხლები მომეკვეთა და უღონოდ დავეცი მინდორზე. გაოგნებული მივჩერებოდი ჩემს წინ გაშეშებულ ხალხს - თქვენ მირას დედა არ ხართ?- მათში ერთ-ერთი მკვდარი გოგონას დედა მეცნო. - რა ხალხი ხართ თქვენ გამაგებინეთ. რა არსებები ხართ ასეთი რომ საკუთარ ნაშიერის სიცოცხლე არაფრად გიღირთ. რაღაც უაზრო წესებს და ტრადიციებს წირავთ საკუთარი სხეულია ნაწილს და ისე აგრძელებთ ცხოვრებას ვითომ არაფერი მომხდარა. მკვლელებოოოო- ამოვიკივლე ძალაგამოცლილმა. ენას ძლივს ვაბრუნებდი პირში, მაგრამ სათქმელსაც ვეღარ ვაკავებდი. - საკუთარი ავილების მკვლელებო. ისე გაგკოჭავდით ყველას და დაგწვავდით რომ წვეთი ცრემლი არ გადმომივარდებოდა.- ბალახზე დამხობილი ძლივს გამოვცემდი ხმას. დაუძლურებულს თაბის აწევაც კი არ შემეძლო.
- ანინე - მარჯვნიდან ჩუმი ჩურჩული მომესმა და ვიგრძენი ვიღაც როგორ შემეხო ხელზე. - გთხოვ- დაამატა ისე ჩუმად რომ მე ძლივს გავიგე. თითებამდე ჩაასრიალა ხელი და გაყინულ მტევანზე მომეჭიდა. არ ვიცი საიდან ვიპოვე მაშინ ძალები, მაგრამ ერთი გამოქაჩვით რომ გავიმთავიაუფლე თითები ზუსტად მახსოვს. იდაყვებზე წამოვიწიე და ძლივს წამოვჯექი. მარჯვნივ მივბრუნდი და ჩემს გვერდით დაჩოქილ ბიჭს შევხედე.
- შეენ?- ვკითცე აგდებით და ბრაზის ახალმა ტალღამ ისევ გამომიცოცხლა სხეული - შენ რა ქენი დღეს? შენთვისაც ხომ პირველი "გაბახების" დღესასწაული იყო დღეს?- უშიშრად წარმოვთქვი ის სიტყვა რასაც კაცები ეძახდნენ ამ დღეს. - აბა გაქვს თუ არა საქმე საამაყოდ? აბა რამდენს მოერიე ამ ერთ ღამეში? - კბილებს შორის ვცრიდი ყოველ სიტყვას და ფეხზე წამომდგარა უკან მივყვებოდი. - შენ გეუბნები ბაბადიშო. სოფლის საამაყო ვაჟკაცო. რა ქენი დღესთქო? აქვს მამაშენს საამაყოდ საქმე?- ჩემს ეზოში შესულს ძლივს წამოვეწიე და ხმასაც ავუწიე. - აბა გელოდებით ბაბადიშო. გვაინტერესებს ყველას. აბა თქვი რამდენი გოგოს ქალწულობა მიიბარე დღეს?- ამოვიკივლე და რაც ხელში მომხვდა ის ვესროლე. ზურგში მოხვდა სათლების სათრევი ჯოხი აბო ბაბადიშს. ადგილზე გახევდა და ძალიან ნელა მობრუნდა ჩემსკენ. ყველა ფეხზე იდგა უკვე და შეშინებული გვადევნებდა თვალს. ადამიანურის არაფერი ეტყობოდა აბოს სახეზე. არეული, გაფითრებული და ჩაცვენილი თვალებით მომჩერებოდა. იდგა ისე უმოქმედოდ და პასუხსაც კი არ მცემდა.
- მკვლელებო- ამოვიჩურჩულე ჩუმად და ყველას მოვატარემზერა. - თქვენ ამ სოფლის ყველაზე ლამაზი და კეთილი ადამიანი მოკალით და ამისთვის პასუხს აგებთ. ისე დაისჯებით როგორც დაიმსახურეთ. ახლა კი გაეთრიეთ აქედან! - ამოვიხავლე თითქმის გაპარული ხმით და გაშეშებულ სოფლელებს მზერა მოვავლე. მათი უმოძრაობით გამწარებულმა მიმოვიხედე და კედელზე აყუდებულ მამაჩემის საყრდენ ჯოხს ვსტაცე ხელი. ჯოხის მოქნევა და სოფლელების აშლა ერთი ოყო. მაინც გავუშვი მოქნეულ ჯოხს ხელი და ბაბადიშს ფეხებში მოვარტყი. ის კი ისევ იქ იდგა, ეზოს ცენტრში. გააეშებული და ნირწამხდარი. ირგვლივ სიჩუმემ დაისასგურა და მხოლოდ ახლა მოაღწია ჩემამდე დედაჩემის გოდების ხმამ. ახლა გამახსენდა რომ იქ, სახლში მაიას უსიცოცხლო სხეული ესვენა. სწრაფად მივბრუნდი სახლისკენ და ხმაურით მივხურე კარები ზურგს უკან. ჩემს დაზე გადამხობილ დედას თავლი ავარიდე და მამაჩემის ძებნა დავიწყე. სახლში ჩვენს გარდა სხვა არავინ იყო. არც ბუხრის თავზე ეკიდა ბაბუაჩემის სანადირო თოფი. დედაჩემისკენ მიბრუნებაც ვერ მოვასწარი რომ თოფის გასროლის ხმამ გარინდა გარემო.



№1  offline წევრი Salivan

ვიცი რომ პატარა თავია. ვიცი რომ ეს მე არ მჩვევია. მაგრამ ასე ვთქვათ ერთგვარი საცდელი თავივითაა ეს. იქნება თქვენი მხრიდან დაინტერესება და მეც გავაგრძელებ თავების დადებას, როგორც მჩვევია დიდი და დატვირთული სიუჟეტით. მიყვარხართ ბავშვებო :* პატივისცემით სალი

 


№2 სტუმარი დარინა

მართალია პატარა თავი იყო მაგრან ჩემს სულამდე მოაღწია შემეცოდა მაია იმედია ასე აღარ დაიკარგები

 


№3 სტუმარი ^_^

აუცილებლად უნდა გააგრძელო, სულ ველოდი როდის დადებს ახალმეთქი და აიი არის აღსრულდააა.. მოკლედ იმდენად საინტერესოა რომ ამის არ გაგრძელება დანაშაულია იცოდე !! ბრააავოოოო

 


№4  offline წევრი თუთა პირველი

სალიი, ხომ იცი მე შენი ერთგული მკითხველი რომ ვარ და ძალიან მიყვარხარ... შუალედური გამოცდების ციებ-ცხელება როგორც კი ჩაივლის მაშინვე დავიწყებ ამ ისტორიის კითხვას, ასე ნაჩქარევად და უაზროდ არ მინდა რომ წავიკითხო...მიყვარხარ მე შენ და აუცილებლად გააგრძელე დარწმუნებული ვარ საოცარი ისტორია იქნება

 


№5 სტუმარი natali7777

ეს რა იყო გაოგნებული ვარ...ანინეს როგორ გადაარჩენ ამდენ ურჯულო ბრბოში..აბო?სული დამეწვა მაია...მამა რომელმაც თავისი ხელით წაიყვანა შვილი...ნუთუ არ იცოდა...გაოგნებული ვარ..

 


№6  offline წევრი Salivan

დარინა
მართალია პატარა თავი იყო მაგრან ჩემს სულამდე მოაღწია შემეცოდა მაია იმედია ასე აღარ დაიკარგები

მადლობა დარინა მხარდაჭწრისთვის. პირ ელივე თავიდან ჩემს გვერდით ცარ და ეს მაბედნიერებს.

^_^
აუცილებლად უნდა გააგრძელო, სულ ველოდი როდის დადებს ახალმეთქი და აიი არის აღსრულდააა.. მოკლედ იმდენად საინტერესოა რომ ამის არ გაგრძელება დანაშაულია იცოდე !! ბრააავოოოო

მადლობა "ღიმილა" შენი სახელი არ ვიცი და სმაილის გამო ასე შეგარქვი ჯერ კიდევ წინა. ისტორიებიდან. იმედი მაქვს ბოლომდე მომყვები. ძალიან მაინტერესებს თქვრნი აზრი. მადლობა :-)

თუთა პირველი
სალიი, ხომ იცი მე შენი ერთგული მკითხველი რომ ვარ და ძალიან მიყვარხარ... შუალედური გამოცდების ციებ-ცხელება როგორც კი ჩაივლის მაშინვე დავიწყებ ამ ისტორიის კითხვას, ასე ნაჩქარევად და უაზროდ არ მინდა რომ წავიკითხო...მიყვარხარ მე შენ და აუცილებლად გააგრძელე დარწმუნებული ვარ საოცარი ისტორია იქნება

თუთააა დიდება შენს გამოჩრნას. ნამდვილად ერთგული ადამიანები ხართ შენ და კიდევ რამოდენიმე. ძალიან დიდი მადლობა რომ არსებობ ჩემო კარგო. წარმატებებს გისურვებ სწავლა-განათლების საკითხებში და გელი მოუთმენლად.

natali7777
ეს რა იყო გაოგნებული ვარ...ანინეს როგორ გადაარჩენ ამდენ ურჯულო ბრბოში..აბო?სული დამეწვა მაია...მამა რომელმაც თავისი ხელით წაიყვანა შვილი...ნუთუ არ იცოდა...გაოგნებული ვარ..

მამა რომელმაც თავის დროზე ასევე შექმნა ოჯახი. აი რატომაც არ ელაპარაკებოდა 15 წელი სიდედრი მას. ისტორია მეორდება უბრალოდ პერსონაჟები იცვლებიან. თუმცა ამკერად სავალალო შედექით. წინ კი ნამდვილი საშინელება გელოთ.მადლობა ნატალი რომ მკითხულობ და აზრს აფიქსირებ. შენც იმათგანი ხარ ვისაც წინა ისტორიებიდან გიცნობთ და მადლობელი ვარ თქვენი ამისთვის.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent