გარდასახვა (XI თავი)
შეშინებული ნინა მიხვდა, რომ დიდი შეცდომა დაუშვა და ხელი, რომელშიც საჩუქარი ჩაებღუჯა სასწრაფოდ ზურგს უკან წაიღო, თუმცა უკვე მიხვდა, რომ დამალვას აზრი აღარ ჰქონდა. -მოიცა, რა ნათლული ან ვის მოუტანე აქ საჩუქარი საერთოდ. - დაეჭვებულმა ჩაილაპარაკა ლუკამ და ირიბად გახედა ნიტას, რომელსაც თავი ჩაეხარა და სად დამალულიყო არ იცოდა. გოგონები დუმილს არ არღვევდნენ და ეს ყველაფერი კი ლუკაზე საშინლად მოქმედებდა. -არ ამოიღებთ ხმას? რას დამუნჯდით?! -ეს, ჩემს ნათლულს ვუყიდე რომელსაც მალე ჩემი მეგობარი გააჩენს და ნიტასთვის მინდოდა უბრალოდ მეჩვენებინა, რომ შეეფასებინა. - სხვა ვერაფერი მოიფიქრა და ეს დააბრეხვა ნინამ. თან დაბნეული აცეცებდა თვალებს. -სულელს ვგავარ?! -რას ნიშნავს სულელს ჰგავხარ, რატომ უნდა მიგამგვანო. - ნელა წელავდა სიტყვებს ნინა და ყველა მოქმედებაში და ბგერაში შეინიშნებოდა რომ ცრუობდა. -აბა რა ნათლული, რა ნიტასთვის გინდოდა ჩვენება, ან ჩემს დანახვაზე რატომ დამალე ზურგს უკან? - ახლა უკვა ნინას დაესხა თავს და გოგონასგან პასუხს მოუთმენლად ელოდა. - მგონი ის ხდება რაც მე ვიფიქრე არა?! -ახლა უკვე ნიტასკენ შეტრიალდა. - ორსულად ხარ? -განაჩენივით გაისმა მისი ხმა და ნიტას შეაკანკალა იმის წარმოდგენაზე, თუ რა რეაქცია ექნებოდა ლუკას. ბოლოს მაინც მოიკრიბა გამბედაობა და ბიჭს, რომელიც მოუთმენლად ელოდა პასუხს თავაწეულმა უპასუხა. -კი, ორსულად ვარ. ლუკა ჯერ გაკვირვებული სახითა და გაფართოებული თვალებით უყურებდა. ცდილობდა ამ წამს გაგებული ინფორმაცია გაეანალიზებიანა. სახეზე ერთმანეთის მიყოლებით გადაირბინა ემოციებმა: გაკვირვებამ, შიშმა, გაურკვევლობამ... მაგრამ მათ შორის იმედმა და სიხარულის სულ მცირედმა ნაპერწკალმაც გაიელვა. ყოველ შემთხვევაში ნიტას ასე მოეჩვენა. ლუკამ ცოტა ხანს შეიცადა გაშეშებულმა, შემდეგ კი იქვე მდგომ სკამს დაეყრდნო და მასზე ნელა დაეშვა. -ახლა როგორ ხართ შენ და ბავშვი? - გაუჭირდა ბოლო სიტყვის წარმოთქმა. ამჟამად მის ხმაში აგრესიისა და ბრაზის ნასახიც კი არ ისმოდა. მეტიც. იმდენად გაქვავებოდა სახე, რომ საერთოდ ვერ ამოოიკითხავდით, თუ რა შეგრძნება დაუტოვა საბოლოოდ ბავშვის შესახებ ამბის გაგებამ. -ახლა ნორმალურად. - ასევე დაწყნარებული ხმით უპასუხა ნიტამ. თან გრძნობდა იმ მისთვის ნაცნობ, მწველ მზერას, რომელიც ერთ დროს შიშს გვრიდა. შედარებით დამშვიდებული და საღ გონებაზე მოსული ლუკა ახლა უკვე დიდი დაკვირვებით, შუბლშეკრული ათვალიერებდა ნახევრად ბინტებში გახვეულ, ერთიანად დალურჯებულ გოგონას. -ძალიან გტკივა? რამე ხომ არ დაგიშავდათ? -არა. -ეს ვინ გააკეთა? -ამას მე მეკითხები? შენ უკეთ იცი. - უპასუხა ნიტამ თან სახეზე ურყევი ირონია აიკრო. -ისევ იმავეს იმეორებ. - ამოიოხრა ბიჭმა. - პოლიცია მე მდებს ბრალს. მითხარი მე გავაკეთე ეს?! - ახლა უკვე ხმა აიმაღლა და კვლავინდებურად დაიგრგვინა - მე გცემე?! -არა! მაგრამ ყველაზე დიდი დამნაშავე შენ ხარ. შენს გამო გადამეკიდა ის გოგო! -ვინ გოგო?! -აი რომ მოგიყევი. ქუჩაში დამხვდა და გამაფრთხილაო. გრძელფეხება, გრძელთმიანი, თეთრი ლექსუსი ჰყავდა თქო! ბიჭს წამიერად შეეცვალა სახე. ისე მოიქუფრა, თითქოს ათასობთ შავმა ღრუბელმა დაიდო ბინა მის სახეზეო. მუშტები დაჭიმული ჰქონდა და ორიოდე წამში ფეხზე წამოვარდა. -მალე დავბრუნდები და უნდა ვილაპარაკოთ. - მიაძახა ნიტას და პალატა სწრაფი ნაბიჯით დატოვა. -ეს რა იყო?! - თვალებგაფართოებულმა იკითხა კარებთან ატუზულმა ნინამ და სწრაფი ნაბიჯით გადაჭრა პალატაში მანძილი, ნიტას საწოლთან მივიდა და ის ადგილი დაიკავა, სადაც წამების წინ ლუკა იჯდა. -არ ვიცი! - უპასუხა გოგონამ. - მეც გაოცებული ვარ! ან ეს დიალოგი რა იყო ან იმის ქცევა. -იცი, კარგია ახლავე რომ გაიგო ბავშვის შესახებ. მერე უფრო გაგიჭირდებოდა თქმა. -ალბათ კარგია. - ამოიოხრა ნიტამ. - მე უფრო სხვა რეაქციას ველოდი მისგან და ცოტა მეშინოდა. მეგონა ყვირილს დაიწყებდა, ბავშვის მოშორებას მომთხოვდა და ასე შემდეგ. მან კი თითქმის სრულიად მშვიდად მიიღო. -ჰო, ოღონდ ცოტა გამოთაყვანებული სახე ჰქონდა. - გადაიკისკისა ნინამ. -გეყოფა - თვითონაც გაღიმებულმა ხელი გაჰკრა მეგობარს და კარისკენ გააპარა თვალი, თითქოს იქედან ვინმეს მოელოდა. უკვე გვიანი იყო. ნახვის საათები სრულდებოდა და ნინასაც უნდა დაეტოვებინა პალატა, რომ კარი გაიღო და იქ ლუკა გამოჩნდა. შედარებით დამშვიდებული სახე ჰქონდა. გოგონას მიუახლოვდა და სკამზე ჩამოჯდა. -კარგი, მე წავალ აბა! - საკმაოდ ხმამაღლა ამოილაპარაკა ნინამ. - და ხვალ შენი გაწერის დროისთვის აქ ვიქნები. -დიდი მადლობა ნინა. -ღიმილით გააცილა გოგონამ მეგობარი. -დროებით. პალატაში მარტო დარჩენილი ორი სულიერი ხმას არ იღებდა. აშკარა დაძაბულობა ჩამოწოლილიყო. -აბა, რა სალაპარაკო გქონდა ჩემთან? -პირველ რიგში.. მინდა გითხრა რომ ის გოგონა ლიკა აღარ მოგიახლოვდება, თვალსაც კი ვეღარ მოკრავ. საკადრისად დაისჯება. -ვინ არის? -ჩემი მეგობარი იყო. ყოველ შემთხვევაში ასე ვთვლიდი. ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით. მე მასში ყოველთვის დას ვხედავდი, მას კი... -სხვანაირად უყვარდი. - დაასრულა მისი ნათქვამი ნიტამ. -მართალია. მაგრამ მას არასდროს მოუთხოვია ჩემგან საპასუხო გრძნობები. უბრალოდ თავისი ჭკუით ცდილობდა დავეცავი. სოფოს ამბავიც ძნელად გადავიტანე, ამან უფრო გაამწარა... -აქ მოდიხარ და კიდევ ლიკას ამართლებ? - აღშფოთებულმა იკითხა გოგონამ. ან იქნებ მითხრა სოფო ვინ არის? -არ გინდა გთხოვ... - თავი ჩახარა ბიჭმა. -ზუსტადაც მინდა! ამის მოთხოვნის სრული უფლება მაქვს. შეხედე რა მჭირს, როგორ ვარ. ეს ყველაფერი კი იმ ვიღაც სოფოს გამო. ვინ იცის იქნებ კიდევ გამოჩნდეს ვინმე ლიკასნაირი გიჟი და კვლავ სოფოში ავერიო. იქნებ კიდევ დამიშავონ რამე? მითხარი ვინ არის სოფო! ლუკას სახეზე უსიამოვნო მიმიკა აეკრო. აშკარად ძალიან არ უნდოდა ახლა საუბარი, განსაკუთრებით სოფიზე... თუმცა იცოდა, რომ ოდესმე მაინც მოუწევდა ნიტასთვის ყველაფრის თქმა, ამიტომ ამაზე უკეთეს დროს ვერ შეარჩევდა. სჯობდა სიმართლე თავიდანვე სცოდნოდა. -სოფი ორი წლის წინ გავიცანი. ერთ-ერთ ღამის კლლუბში, რომლებსაც შენ ასე ძლიერ ვერ იტან. ის კი სულ სხვანაირი იყო, გართობა უყვარდა, სიცოცხლე, ღამის ცხოვრება. თავიდან თვითონ იაქტიურა და გამეცნო. მისით აღფრთოვანებული ვიყავი და გარშემო ვერავის და ვერაფერს ვამჩნევდი. სულ მალე მოახერხა, რომ ჩემთვის სამყაროს ცენტრს წარმოადგენდა. მის გვერდით თავს არაჩვეულებრივად, სულ სხვა, უფრო თავისუფალ ადამიანად ვგრძნობდი და ეს ძალიან მომწონდა. სოფო ჩემზე ერთი წლით უფროსი იყო, მაშინ უკვე უნივერსიტეტში სწავლობდა. მე კი ყოველი დღის ბოლოს გარეთ ველოდი უნივერსიტეტთან და სახლში მიმყავდა, ან იქამდე ერთად ვსეირნობდით. ძალიან თავისუფალი იყო, მისი თავი მხოლოდ თავად ეკუთვნოდა, არავის მისცემდა მბრძანებლობის უფლებას. თვითონ წყვეტდა ვისთან ყოფნაც უნდოდა და რამდენი ხანიც უნდოდა. თვლიდა რომ გრძნობა - სიყვარული არ არსებობდა და ეს ყველაფერი მხოლოდ ილუზია იყო. მეც ყველაფერში ვეთანხმებოდი, ოღონდ მის გვერდით ყოფნის უფლება მიეცა, ოღონდ ჩემგან არ გაქცეულიყო. ახლა რომ ვიხსენებ სულელი ღლაპივით ვიქცეოდი და მუდამ კუდში დავყვებოდი. მის ნებისმიერ ახირებას ვასრულებდი, ის კი ჩემით მანიპულირებდა. ალბათ გულში დამცინოდა კიდეც. რამოდენიმეჯერ ვცადე ჩემი მშობლებისთვის გამეცნო, მაგრამ სულ თავს არიდებდა ამ სიტუაციას, ამბობდა, რომ ვცდილობდი ჩვენი ურთიერთობისთვის ოფიციალური სახე მიმეცა და ეს არ მოსწონდა. ჩემი მეგობრებიც კი არ გაიცნო. - ლუკამ ამოიოხრა და განაგრძო - ახლა რომ ვუკვირდები, არ ვიცი ეს ეგოისტი ქალი როგორ მიყვარდა, რადგან მას არავინ უყვარს ამ ქვეყანაზე საკუთარი თავისა და ტყავის გარდა. -შემდეგ... - ნიტა შეეცადა შეწყვეტილი თხრობა განეახლებინა. -შემდეგ... ჩვენი ურთიერთობა თითქმის ერთ წელს გაგრძელდა. ამასობაში კი ამ ამბავს სოფოს თხოვნით ყველასთან ვმალავდი. მეგობრებს თითქმის ჩამოვშორდი, სახლშიც იშვიათად მივდიოდი. ვერავის ვერ გაეგო რა ხდებოდა. ბოლოს კი... როდესაც სოფომ რამდენჯერმე გონება დაკარგა, ძალიან შემეშინდა და ვაიძულე ექიმთან წასულიყო. აღმოჩნდა, რომ ორი თვის ორსული იყო. ნიტა ამის გაგონებაზე ოდნავ დაიძაბა, თავი დახარა და საკუთარ, ჯერ კიდევ ბრტყელ მუცელს მიაშტერდა. -მიუხედავად ყველაფრისა, არ შემშინებია ჩემი ასაკის, მაშინ თვრამეტის ვხდებოდი, არ შემშინებია დაბრკოლებების. გამიხარდა, ძალიან გამიხარდა, რომ მამა ვხდებოდი. მან კი... ისტერიკებში ჩავარდა. ბავშვი არ უნდოდა. მეუბნებოდა რომ ვძულდით მეც და ის პატარა არსებაც... მას არასდროს ვყვარებივარ და ეს პირდაპირ მომახალა. შენთან მხოლოდ გართობისა და იმის გამო ვიყავი, რომ ჩემს ნებისმიერ სურვილს ყურმოჭრილ მონასავით ასრულებდიო. აბორტის გაკეთება უნდოდა, რათა ჩემგან და ამ ახლად წარმოშობილი ბორკილებისგან განთავისუფლებულიყო, რომელიც თავისუფლად ცხოვრების საშუალებას აღარ მისცემდა. რომ იცოდე რამდენჯერ ვთხოვე, რამდენი ვეხვეწე ეს არ გაეკეთებინა. ბოლოს იქამდეც კი მივედი, რომ მანქანაში ჩავაგდე და ქალაქგარეთ წავიყვანე ჩემს სახლში, რომ იქედან ვეღარ გამოქცეულიყო და ექიმთან არ მისულიყო. თავიდან ყოველდღე ყვიროდა, მლანძღავდა. ისტერიკკებს მართავდა, რათა გამეშვა. შემდეგ კი ოდნავ დამშვიდდა და დაოკდა. თითქოს ნორმალურად იქცეოდა. მეგონა ნელ-ნელა გონზე მოვიდოდა, ამიტომ ხანდახან სახლიდან გამოსვლისა და ჩემთან ერთად გასეირნების უფლებას ვრთავდი. იქ ყოფნიდან ერთი კვირის თავზე გაიპარა... ხო, თავზე ბოთლი გადამაფშვნა, ჩემი მანქანის გასაღები აიღო და მაშინვე ექიმთან წავიდა. ვერ მივუსწარი... აბორტი გაიკეთა. შემდეგ კი საერთოდ გაქრა. როგორც ვიცი დედამისთან წავიდა საზღვარგარეთ. მას შემდეგ ორი წელი არ მინახავს. ძალიან შევიცვალე, ერთი პერიოდი სასმელზე და წამალზე დამოკიდებულიც გავხდი. ჩემმა მშობლებმა ძლივს შეძლეს ჩემი სარეაბილიტაციო ცენტრში წაყვანა. მაგრამ მიზეზი ამ ყველაფრისა მაინც არ იცოდნენ. მხოლოდ ლიკას ვუყვებოდი ყველაფერს, როგორც საუკეთესო მეგობარს. იქედან გამოსული თითქოს ჩვეულებრივ ცხოვრებას დავუბრუნდი, მაგრამ ძველებურად აღარაფერი იყო. მეგონა ეს ამბავი წარსულს ჩაბარდა, მაგრამ მერე შენ გამოჩნდი... მას ძალიან ჰგავხარ. ოღონდ მხოლოდ გარეგნულად. სულიერად ერთმანეთის ანტიპოდები ხართ. მაშინ პირველად რომ დაგინახე ისევ გამახსენდა წარსული და მისი მიყენებული ტკივილიც. ამიტომ მინდოდა რომ ჩემგან შორს ყოფილიყავი, რათა ნაკლებად მეფიქრა სოფიზე და ჩვენს არდაბადებულ შვილზე. მერე კი სრულიად საპირისპიროდ შევიცვალე გადაწყვეტილება. რატომღაც მინდოდა გვერდიდან არ მომშორებოდი და თავიდან ამას ძალით ვახერხებდი, შემდეგ კი შენივე ნებით. ნიტა თავჩაღუნული უსმენდა და გრძნობდა ლუკას ტკივილს, უნდოდა რამე ეთქვა, რათა დაემშვიდებინა და მისი წუხილი გაეზიარებინა, თუმცა მაშინვე ძველი წყენა ამოუტივტივდებოდა ხოლმე და სიტყვები ყელში ეჩხირებოდა. აღარ ახმოვანებდა იმას, რასაც ფიქრობდა. -მაგრამ შემდეგ ისევ გამოჩნდა, სოფი დაბრუნდა - განაგრძო ლუკამ და ამ სიტყვების გაგონებისთანავე ნიტამ თვალები ჭყიტა და თავი ასწია. -იმ ღამეს არა?! ანუ არ მომჩვენებია, მას ელაპარაკებოდი ასე გაღიზიანებული. -ხო... არ მოგჩვენებია. მაშინ შენთან რომ დავრჩი, სოფომ დამირეკა. პირველად ამდენი წლის შემდეგ. -და მის გამო გაქრი მეორე დღეს დილიდანვე. მის გამო დამშორდი. - ცრემლები და ბოღმა ერთიანად მოაწვა გოგონას თვალებში და ბიჭს განგმირავი მზერით უყურებდა. -მის გამო არ მიმიტოვებიხარ... ნიტა... -ტყუი! - ამოთქვა მთელი ხმითა და გრძნობით გოგონამ. შემდეგ კი ტონი შედარებით შეარბილა და განაგრძო. - წადი! -ახლა არ უნდა ინერვიულო, შენთვის არ შეიძლება. ნიტა დამშვიდდი გთხოვ. -ჩემთვის არ შეიძლება? ჩემთვის კი არა ბავშვისთვის არ შეიძლება და ახლა შენ აქ არ იქნებოდი, რომ არა ჩემი დაუგეგმავი ორსულობა. ხომ ასეა? -არა ეს ტყუილია! -ხმა გაიმკაცრა ლუკამ. -სიმართლეა და თან მერე როგორი. თუ გინდა დღევანდელი დილანდელი დიალოგი გაგახსენო? როგორ ამბობდი? ხო, თურმე ვცდილობ, რომ შენზე შური ვიძიო და ამიტომ პოლიცია მოგიგზავნე ტყუილი ბრალდებებით, ან ამ გზით ვცდილობ შენ დაბრუნებას არა? ახლა უკვე უკეთესი მიზეზი მაქვს, ორსულად ვარ და ალბათ იმასაც ფიქრობ რა ადვილად მომიქცია კლანჭებშიო. -ნიტა ძალიან გთხოვ. ხომ იცი რომ ასე არ ვფიქრობ. -დილანდელი ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს. - კბილებში გამოსცრა გოგონამ. - წადი! -ასე ვერ დაგტოვებ. _წადი! წადი! - ასლუკუნდა გოგონა და თავი ხელებში ჩარგო. ამ სანახაობით ერთდროულად შეძრწუნებულმა და შეშიენბულმა ლუკამ მისკენ დასამშვიდებლად ნაბიჯი გადადგა, როდესაც გოგონამ უარეად ატეხა ტირილი და ყვირილი. -არ მომიახლოვდე! წადი! პალატაში დატრიალებული ხმაური დერეფანშიც ისმოდა და ორიოდე წამი არ იყო გასული, რომ კარი ასაკოვანმა ექთანმა შემოაღო. -აქ რა ხდება ახალგაზრდავ?! - იკითხა საკმაოდ მკაცრი ხმით. - ვერ ხედავთ პაციენტს აწუხებთ, მისთვის ანერვიულება არ შეიძლება. ახლა ღამე და უნდა დაისვენოს. ნახვის საათები კი კარგა ხანია ამოიწურა. სასწრაფოდ დატოვეთ პალატა! - კარისკენ მიუთითა ლუკას და მკაცრი მზერა შეავლო. ბიჭიც უხმოდ, სახეზე აღბეჭდილი სინანულით გაემართა კარისკენ, ბოლოს კი მობრუნდა და ნიტას მიაძახა. -თავს გაუფრთხილდი. გოგონას პასუხი აღარ გაუცია. თავი კვლავ ხელებში ჩაერგო. აღარ სლუკუნებდა, თუმცა კვლავ მოედინებოდა ცრემლების ნიაღვარი მისი თვალებიდან. ლუკას წასვლისთანავე ექთანმა კათეტერში დამამშვიდებელი შეუშვა და თხუთმეტიოდე წუთში ნიტა უშფითველად დაფრინავდა სიზმრების სამყაროში. მეორე დილით, მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, როდესაც პალატის კარი ისევ გუშინდელმა ექთანმა შეამოაღო და შეატყობინა, რომ სადღაც ორ საათში გაწერდნენ. ამ ამბავმა ძალიან გაახარა. წამოდგა, თავისი ნივთები მოაგროვა და ექიმსა და მეგობრებს დაუწყო ცდა. პირველად დათა და ნიტა მოვიდნენ. ათიოდე წუთში კი პალატის კარები ლუკამაც შემოაღო. მის დანახვაზე დათა აენთო და აშკარად საცემრად გაიწია, თუმცა ნინას ჩაბღაუჭებულმა ხელმა და ნიტას თვალების ბრიალმა დააოკა. არადა ძლივს ითმენდა, რომ არ მივარდნილიყო და თავ-ყბა არ გაეერთიანებინა მისთვის. ლუკა მხოლოდ გამარჯობათი შემოიფარგლა და პალატის კუთხეში დადგა. ნიტას ხმა არ გაუცია, არც კი გაუხედავს მისკენ. თითქოს არც არსებობსო. მალევე ექიმიც შემოვიდა. მისი მდგომარეობა შეაფასა და წასვლის ნება მისცა. თან ორ კვირაში დაიბარა, რათა თაბაშირი მოეხნა. ნიტამაც მადლობა გადაუხადა და სიხარულით დატოვა საავადმყოფო მეგობრებთან ერთად. ლუკა კი ფეხდაფეხ მიჰყვებოდა უკან. გარეთ გასულებმა ტაქსის გაჩერება დააპირეს, როდესაც ლუკას ხმა გაისმა პირველად ამდენი ხნის მერე. -მე წაგიყვან. - ნიტასკენ იყო მიმართული მისი სიტყვები. -არ არის საჭირო. ჩვენც მშვენივრად მივიყვანთ სახლამდე. - კბილებში გამოსცრა დათამ. -მგონი ერთხელ უკვე ვთქვი! ნიტა წავედით! -რამდენჯერ გითხრა შე ახვარო თავი გაანებე მეთქი! - მისკენ გაიწია დათამ და მუშტი მოუქნია, თუმცა ლუკამ აიცილა და ის იყო ხელჩართულ ბრძოლაში უნდა გადასულიყო ეს ყველაფერი რომ მოულოდნელად ნინა ჩადგა მათ შორის. -გადაირიეთ?! ტვინგამორეცხილებო! -გოგო გელოდებათ, ძლივს დგას ფეხზე, ხელი აქვს მოტეხილი და იმის მაგივრად რომ ნიტას მიეხმაროთ აქ მუშტი-კრივი გამართეთ. დათა მიდი გააჩერე ტაქსი! - მიუბრუნდა მეგობარს. შემდეგ კი ლუკასკენ შებრუნდა - შენ კი დაიმახსოვრე რომ ნიტას შენი ნახვა არ უნდა, ამჯერად მაინც და თავი მისგან შორს დაიჭირე. მგონი გასაგებად ვთქვი. -სახლში მარტოა, ვინ მიხედავს ასეთ მდგომარეობაში. ყველასთვის კარგი იქნება თუ ჩემთან წამოვა. -ნიტასთან მე დავრჩები, ასე რომ არ ინერვიულო! - უთხრა ნინამ, შებრუნდა, ნიტას ცალ მხარში ამოუდგა და იქვე გაჩერებულ ტაქსში ჩაჯდა გოგონასთან ერთად. ლუკა კი დატოვა ბრაზისგან ერთიანად ანთებული, რომელიც ძლივს იკავებდა თავს უკან არ გაკიდებოდა მანქანას და ნიტა ძალით წაეყვანა თავისთან. მეორე დღეს დილაადრიანვე სახლში მიადგა ნიტას. კარზე განუწყვეტლივ აზარუნებდა, სანამ სასაცილო პიჟამოებში გამოწყობილმა, თმააბუნძგნულმა ნინამ არ გააღო, რომელიც ცალი ხელით კეფას იზელდა და გამოფხიზლებას ცდილობდა. ლუკას დანახვაზე ერთი ჩაიფრუტენა და გვერდით გაიწია. ბიჭმაც უდარდელად შეაბიჯა ოთახში და საწოლში მწოფ ხელშეხვეულ ნიტას მიაჩერდა, რომელიც გაკვირვებული უყურებდა. სახეზე ეწერა თუ როგორი უსიამოვნო იყო მისთვის ლუკას ვიზიტი და ამ გაღიზიანებას არც მალავდა. ნინამ კარი დახურა, იქვე დაგდებული ხალათი მოიხვია და სამზარეულოში გავიდა, წყვილი კი მარტო დატოვა. ლუკამაც არ დააყოვნა, სკამს დაავლო ხელი, საწოლთან ახლოს დადგა და ზედ კომფორტულად მოთავსდა. -როგორ ხარ? - სახეზე სიმკაცრე აღბეჭდვოდა. -გმადლობ, კარგად. თავად? - სარკასტულად იკითხა ნიტამ. -გეყოფა! ასეთი ლაპარაკი შენი სტილი არ არის. სოფოს მაგონებ ხოლმე და შენი დახრჩობა მინდება. -მას ნუ მადარებ! - წამოიყვირა ბრაზისგან გაწითლებულმა ნიტამ და მთელი სხეულით დაჭიმული წინ წამოიწია. -მაშინ ნუ იქცევი მასავით! და ბოლოს და ბოლოს მორჩეს ეს უაზრო კამათი სოფოზე. გოგონამ პასუხი აღარ გასცა. ისევ ძველებურად მიეყრდნო საწოლის საზურგეს. -ბავშვზე სალაპარაკოდ მოვედი და რა თქმა უნდა ჩვენზეც. -მგონი სალაპარაკო და განსახილველი არაფერია. როცა მოგინდება მაშინ ნახავ. ბავშვის გაცნობას არ დაგიშლი. -მინდა რომ ჩემთან გადმოხვიდე. -რაა?! ეგღა მაკლდა. არც კი იფიქრო. -აქ მარტო ხარ. ნინაც მუდმივად ვერ იქნება შენს გვერდით. რამე რომ დაგჭირდეთ შენ ან ბავშვს? -როგორმე თავს მივხედავ. ეს შენი პრობლემა არ არის. -ზუსტადაც ჩემი პრობლემაა! -არ არის მეთქი! -არის! -როდემდე გააგრძელებთ?! - იყვირა სამზარეულოდან ნერვებმოშლილმა ნინამ. - დილიდან თქვენი ყვირილი მესმის. აღარ შემიძლია! -როგორც გინდა! - მიაძახა ნერვებმოშლილმა ლუკამ. მაგრამ არ გეგონოს რომ ყოველდღე არ გაგაკონტროლებ. -შენი კონტროლი არ მჭრდება და საერთოდ შენ რა, ყოველდღე აპირებ აქ სიარულს?! -ბავშვზე ორივე ვიზრუნებთ. ამიტომ დიახ! ყოველდღე უნდა ვიყო საქმის კურსში ჩემი შვილისა და მისი დედის მდგომარეობის შესახებ! -ეს სიტყვები თქვა, სკამიდან ხმაურიანად წამოდგა და უკანმოუხედავად დატოვა ბინა. უკან კი ნიტამ სალანძღავი სიტყვების კორიანტელი მიაყოლა. შემდეგ კი დამშვიდდა, საწოლში კომფორტულად მოეწყო და დილის ძილი გაიხანგრძლივა. *_*_*_*_*_*_*_*_* ესეც ბოლოსწინა თავი... შეაფასეთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.