საშინელი წესები გასართობათ
არა!არა და კიდევ ერთხელ არაა!ეს მე არ გამიკეთებიააა! .... - ეს...ეს სიმართლეა?როგორ?!ასეთი რამ არ მოხდებოდა! .... - რაა ბიჭო?! - ღადაობ ხო!? - აი თქვენი ნიძლავი! .... - თქვენ ხომ გართობა გინდოდათ ხოდა მიიღეთ! .... - დაგვერხააა! 5 წლით ადრე... - ლიზი ფეხზე ადექი თორემ შენ თავს ვერავინ გამომგლეჯს! - აჰამ - გოგონამ დაამთქნარა და გვერდი იცვალა...ცოტა ხანში კი აღმოაჩინა ,რომ ფუმფულა საწოლის ნაცვლად ცივ იატაკს ეკვროდა...როგორ?ძალიან მარტივად...მისი საყვარელი მეგობრები.ანა და ანა.ყოველთვის მზად არიან რამე გააფუჭონ!ვინმე გააგიჟონ!ადამიანის ნერვებზე და გრძნობებზე დაუკრან!...ალბათ გაინტერესებთ გრძნობები რა შუაშია?შუაში კი არა თავშია!ლიზი უბრალოდ შეყვარებულია თავის ბალიშზე და ფუმფულა პანდაზე,რომელთან ერთადაც უკვე 5 წელია ძინავს!ამ დემონებმა კი დაუნდობლად დააშორეს ისინი ერთმანეთს.ასე უბრალოდ ამოაყირავეს საწოლი და ლიზი ძირს გააწვინეს.შედეგად კი პატარა 2-3 ბალიანი მიწისძვრა მიიღეს...გოგონამ ერთი ამოიოხრა,მაგრამ ძილი ისე უნდოდა ხალიჩაზეც კომფორტულად მოთავსდა.ანას ეგრედ წოდებულ ჰიტლერს ნერვები ისე აეშალა,რომ იქვე დაგდებულ სასტვენს დაწვდა და ლიზის პირდაპირ ყურში ჩაყვირა - ახლა ინებებ ადგომას თუ შენი ტაო(პანდა) მოვისროლოთ? - ეს უკვე რიგითი ანას ხმა იყო. - ვდგები ხო ვდგები!თქვენ ჩადით ქვემოთ და საჭმელი გამიმზადეთ! - მეე? - გაკვირვებით იკითხა რიგითმა - არა!შენ ჩემ სამზარეულოს არ გაეკარო! - არც ვაპირებდი რა - თვალები დააელამა გოგომ და ტელევიზორთან მოკალათდა... ლიზის p.o.v მოდი სულ თავიდან დავიწყოთ!მე ლიზი ხუციშვილუ ვარ.18 წლის.როგორც კი სრულწლოვანი გავხდი ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად ცალკე გადავედი.სიმართლე,რომ ვთქვა მეგონა ამას ვერასდროს შევძლებდი...ახლა იმ ორ ტერორისტზე მოვყვები დილიდან,რომ ამაწიოკეს.ერთი ანა ბანძელაძეა,სწორედ ისაა ჰიტლერი.დედით რუსია,ლიპარტელიანები ყავს სისხლში და სამი ძმა ყავს.ალბათ ხვდებით ხო რატომ არის ჰიტლერი?...მეორე,რიგითი,ანა გედენიძე! 19 წლის.მას უკვე 12 წელია ვიცნობ და ძალიან მაინტერესებს რა ვერ დაიღალა ჩემი წამებით?!კიდევ არის რამდენიმე გიჟი და დარტყმული.ერთი სესილი მანაგაძეა.ჩემი „ქმარი" და რიგითის ომა (დედა კორეულად) 18 წლისაა და ჩვენი მაკნეა (ყველაზე პატარა) .კიდევ ანი ტალახაძე.ჩემი დობილი,ისეც 19 წლისაა.რიგითზე 5 დღითაა დიდი.და არის კიდევ სამი სალომე,სამივე 18 წლისაა.სალომე სალუქვაძე მოდი მას სალოს დავუძახებ,სიმორცხვის განსახიერება და ხანდახან მგონია,რომ მართლა შტერია ან ტიპიური ქერა,მაგრამ ვწყნარდები როცა ვიხსენებ რომ წაბლიფერი თმა აქვს და მასაც 12 წელია ვიცნობ ისევე როგორც სალომე მიქელაძეს.ის უბრალიდ შეყვარებულია ცხოველებზე,ერთხელ კი თქვა ადამიანები უფრო მიყვარსო, მაგრამ რავიცი და სალომე ლექვინაძე (დაუდგენელია ხასიათი) კიდევ ელენე ლოლაძე 18 წლის....ახლა კონკრეტულად კი ამათ ჩემთან რა უნდათ არ ვიცი.ნუ ჯერ-ჯერობით.თუ აფერისტობა დაიწყეს ვაიმეე! და თუ ჩხუბი ვაი სხვებს!.... - აბაა? - ვიკითხე მას შემდეგ რაც რიგითის მიერ გამზადებული ყავა მართლა გემრიელი აღმოჩნდა,არც მარილი,არც წიწაკა...ხო კარგად არიან? - რა აბაა? - ისე შეიცხადა ჰიტლერმა მეგონა მართლა რამე არასწორად გავიგე,მაგრამ ესენი ვის ატყუებენ ჰაა?!! - დროზე თქვით რა გინდათ! - უთხარი შენ მე მაინც .წავედი ჩემ კასს და ქროულს მივხედავ - გამოაცხადა რიგითმა და გაწვა დივანზე.ამას ხო ყველაფერი კიდია კაცმა რო კითხოს.ისე ნეტა ეს რამ ააყენა ასე ადრე?...რამ თუ ვინ?რა თქმა უნდა ბანძელაძემ...ხანდახან მგონია რომ გედენიძე და სესილი მართლები არიან მართლა ბოთე ვარ...ხანდახან? ჰმ! - ანაა! - ოო ხო კაი მოკლეედ...- სიტყვა გაწელა და ანას გადახედა.მართლა გონია რომ ეს დაეხმარება რამე საშინელების თქმაში?! - შენ მართლა არ დამეხმარები? - არა! - კარგი ხო.დღეს მივდივართ - შენ მიდიხარ მე მიმათრევ! - „შესწორება" შეიტანა რიგითმა წინადადებაში - ხო როგორც არის კლუბში მოდიხარ რა! - ვაა ეს რა ჭკვიანია ნახე - ანას შევხედე და იმანაც ტელეფონში ჩამძვრალმა მხრები აიჩეჩა და თან თავი დამიქნია.ხელი ჩავიქნიე და ისევ ჰიტლერს მივუბრუნდი - არა!მე ვერ წამოვალ - რატო ოჯახი გიშლის?! - ანა რა არის იმაში გაუგებარი რომ გვეზარება? - წამოიყვირა უსაქმურმა.ოჰ სასწაული თურმე გვისმენს! - შენ შეიძლება გეზარება ანა მაგრამ მე სამეცადინოც მაქვს! - არ გაქვს შენ ლექციები ხვალ - ისევ წამოიყვირა ჭკუის კოლოფმა! ჩაიგდე ენა!რატო ეხლა არ ითიშება ამ „ზებუნებრივის" გამოო?!! - აი ხედავ?! - მე თუ არ მაქვს თქვენ არ გაქვთ?! ბანძელაძე ამხელა ექიმი ქალი ხარ!საქმე არ გაქ?! - არა!არც იმას ჩააბარა უკვე ნაწერებიც და ნახატებიც!ერთი კვირა უსაქმურია! - არადა უკვე ვუთხარი რომ ეს კვირა ჩემ ძმასთან უნდა გამეტარებინა! - არ ჭირდება შენ ძმას ძიძათქო!10 წლისაა უკვე! - და შენ რატო არ ნახულობ შენ ძმებს? - არ ვნახულობ კი არა სახლიდან ვერ გავყარე!ოოო რას მალაპარაჯებთ?!მივდივართ მეთქი და ჩუ! - ეჭიდავე ამას რა! კარებზე ზარი გაისმა.ბანძელაძეც წამოხტა და წავიდა კარის გასაღებად - წახვალ მართლა კლუბში? - ანას მივუბრუნდი - თავი ამტკივდება და სიცხე ამიწევს!ფიზიკურად ვერა! - ჩაილაპარაკა უემოციოდ - ეგ არ გიშველის გედენიძე! - დაიყვირა ანამ - ყურები კი არა ლოკატორები აქვს...ვინ მოვიდა? - მეეეე! - ყვირილით შემოვარდა თამუნა...თამუნა არის....უბრალოდ არის სხვა ვერაფერს ვიტყვი...ისე უცხოპლანეტელია და ანის ნათესავი.18 წლისაა.ამის მეტს მართლა ვერაფერს ვიტყვი - შეენ? - ანამ მოსაკლავად განწირულივით ამოიხრიალა - ხო მე!რა დასაკლავი გოჭოვით მიყურებ?!აბაა მივდივართ კლუბში? - აუ დაგვერხა.ამის მოფიქრებული ყოფილა - ახლა მართლა შემეცოდა... - კიდე ვინ მოვა მაინც ვიცოდეთ სუირპრიზი რო აღარ გამოვიდეს!? - ჩვეენ,ანი,სალომეები და ელეც - ოჰ წინსვლაა! - ისევ გააკეთა კომენტარი რიგითმა და უკმაყოფილო მზერებიც დაიმსახურა - სხვათაშორის ჩვენ შენთან მივდიდავართ პირდაპირ რა.ტანსაცმელი უნდა შეგირჩიო და ვიზრუნო,რომ რამე არ „დაიმართო“ - გაუცინა თამუნან ყავა მოსვა და წამოხტა - ადეეე რძალო წავედით! - შე მართლა უცხოპლანეტელო საქმე არ გაქ არაფერი?! - არაა! - კაცი უნდა ვუპოვოთ! - ამ საღამოს მიპოვე კლუბში! - გაუცინა და კარებისკენ გაიქცა - ისე დღეს მაინც ბოლო გართობაა ამ ქვეყანაში და რა მოხდება მაგრად რო გავერთოთ? - წარბი აწია,კარებში გაუჩინარდა და ანაც გაიყოლა - რა იგულისხმა? - მკითხა ანამ მე კი უბრალოდ მხრები ავიჩეჩე.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.