შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავისუფალი სუნთქვა #1


7-06-2017, 23:46
ავტორი elokklia
ნანახია 1 680

გქონიათ შეგრძნება, ბუშტივით რომ იბერები? სუნთქავ, მაგრამ სხვა რაღაცას გრძნობ. თითქოს ჰაერს მხოლოდ ჩაისუნთქავ და გარეთ აღარ უშვებ… თითქოს ყველაფერს, რასაც ბუნებიდან იღებ, გარეთ ვეღარ უშვებ და შენ იტვირთები. ყველაფერი ეს შენს გულ-მკერდში იყრის თავს და შენც იბერები და იბერები…
ყველაფრისგან გადაღლილი შუა ქუჩაზე ვდგავარ და მომავალ მანქანას ველი. არა, თავს არ ვიკლავ…
მეგობრის დაბადების დღეზე ვარ… ერთ-ერთ წვრილ ქუჩაზე მყოფ ლაუნჯში. საკმაოდ მთვრალი ვდგავარ შუა ქუჩაში და მომავალ მანქანას ველი, რათა გვერდით გადავხტე. შიგნით შესვლა აღარ მინდა. მღლის ეს ყველაფერი. მაღალი მუსიკა, ბევრი მოცეკვავე, სიგარეტის ბოლი და არყის სუნი… არა, ცეკვაც მიყვარს, სიმღერაც, ასეთ დროს სმაც და იშვიათად ვეწევი, მაგრამ უბრალოდ მაღიზიანებს ეს სიტუაცია. ახლა ამის დრო არ არის ჩემს ცხოვრებაში. ახლა მხოლოდ იმის დროა, სადმე შორს, ტყეში გადავიკარგო და დავისვენო. არც წიგნები მინდა, არც კინოები… მხოლოდ მე და ტყე. მე და ბუნება. ახლა მხოლოდ სუნთქვა მინდა, თავისუფლად სუნთქვა.
შემთვრალი, ნელი ნაბიჯებით დავაბოტებ და სახეს წვიმის წვეთებს ვახვედრებ, თან მაქსიმალურად ვცდილობ ვისუთქო. ღრმად ჩავისუნთქავ, მერე ისევ ამოვისუნთქავ… ჩავისუნთქავ… ამოვისუნთქვა… ჩავი… და ა.შ. უცებ მხარზე ხელის მოხვევას ვგრძნობ და ფიქრებში ჩაკარგული, შეშინებული ვბრუნდები.
- რა გჭირს?
- რა უნდა მჭირდეს?
- მთელი საღამოა დაგრუზული დააბოტებ. ნუ… რაც დალია.
- უბრალოდ დავიღალე.
- ისე მე შენ რა გითხარი.
- აუ… ყველაფერმა დამღალა რა… ლაპარაკი რო არ მინდა ხო ხვ… - უცებ ხელში მიტაცებს და შუა ქუჩაში მატრიალებს. - ანდრო დამსვი! ანდრო! - სახეზე ხელებს ვიფარებ და ისიც არ ჩერდება.
- გაიცინე! - მეც ხელოვნურად ვეკრიჭები და საშინლად შეშინებულ გულს ვუბრძანებ, მოკეტოს. - ეგრე ეჯღანე ზემოთ როა იმას! - სიჩქარეს უმატებს! - თაია არ იცინის! თაია არ იცინის! … - ამ ბავშვურ ბურდღუნზე მეცინება და როგორც იქნა მსვავს. ჩემს ჭკუას საოცარი იდეა ებადება…
- ამდენი დავლიე და ახლა მოგ…- უცებ პირზე ხელს ვიფარებ და მისკენ ისე ვიხრები, თითქოს სადაცაა გულია მოერევა.
- ფუ შენი…! - უკან ხტება, ფეხი უცურდება და სველ ასფალტზე იშხლართება, მეც ტელეფონს ვიღებ და წამში ვუღებ 100მდე სურათს სხვადასხვა სახეში.
- ანდრო არ იციიინის! ანდრო არ იციიინის! - ახლა მე დავხტივარ და ხელებს იქნევს. მერე გამწარებული დგება, საშინლად დიდი და საშიში ნაბიჯებით მობაჯბაჯებს ჩემსკენ, მე კი სასწრაფოდ გავრბივარ და კიბეებს მეორე სართულისაკენ მივყვები. კარს ვაღებ და ჩემი ყურები ხმამაღალი, უგემოვნო მუსიკით იჭედება, თვალებს კი სიგარეტის სუნი მიწვავს. თვალების ტრილით მივდივარ დი-ჯეის ცარიელ ადგილას და ლეპტოპში მუსიკის სახელს ვწერ. თუ ელექტრონული მუსიკა უნდათ, მოისმინონ ამას… ოთახში მარტინ გერიქსის მუსიკის გამაყრუებელი ხმები ისმის… სიმღერას ვყვები და ცეკვით შევდივარ ოთახში. ისევ ვგრძნობ დაჟინებულ მზერას, რომელიც მთელი დღეა არ მცილდება… უკან ვბრუნდები და ისევ აკოს ვხედავ. ჩემს “ყოფილს”. თუ შეიძლება მას ასე ვუწოდოთ. მე უბრალოდ მისი იუმორის გრძნობა მომწონდა. ხშირად ვსეირნობდით და ვიღაცეებზე და რაღაცეებზე ძალიან ბევრს მაცინებდა. ერთი-ორჯერ მაკოცა… მითხრა, რომ ვუყვარდი. მე არაფერი მითქვამს. უბრალოდ ერთად ვიყავით და სულ ვლაპარაკობდით. ნამდვილი ლაპარაკით არა, მხოლოდ ზედაპირულით. ხუმრობებით მოცულით. ბოლოს დავშორდი. ორი წელი გავიდა. შეყვარებული კი, როგორც ასეთი, არ მყოლია. არც როგორც ისეთი. როცა ვხვდები ვინაა მზერის ავტორი თვალებს ვატრიალებ და რომელიღაცა მაგიდისკენ მივდივარ, უცებ ვიღაც ხელში მიტაცებს და დივანზე მაგდებს, სიცილით კვდება. ანდრო!
- ანდრო! - წუწუნით ვუყვირი და ვჯდები. პატარა ბავშვივით გულწრფელად მიღიმის. ალკოჰოლისგან გაბრუებული ვეხვევი. - ჩემი ბურდღუნა! - ლოყაზე მაგრად ვკოცნი და ისევ ვუჯდები.
- მთვრალი რა კარგი ხარ.
- გავლოთდე? - მიღიმის და ხელში, ქიმიურ სინჯარაში ჩასხმულ არაყს მაწვდის. ერთი… ორი… ერთდროულად ვსვამთ და ვდგებით. ხალხში ვერევით და მერე ვკარგავ…
თვალებდახუჭული ვაყოლებ ტანს რომელიღაც ნაცნობ მელოდიას და თავისუფლებას ვგრძნობ… წამით თითქოს სუნთქვას ვიწყებ. მერე ნელ-ნელა ხელებს ჰაერში ვწევ და სულ ყველაფერი მავიწყდება. მუსიკა წყდება და მეც ღრუბლებიდან ძალიან წარედ ვეხეთქები ძირს, თვალებს ვახელ და ვხედავ, რომ ოთახში ყველა ზის, მხოლოდ მე ვდგავარ. ყველა ერთმანეთში ლაპარაკობს, მთვრალი გდია, ჭამს ან ტელეფონშია. ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და ვხვდები, რომ ისევ არ მყოფნის. დაჟინებულ მზერას ისევ ვგრძნობ, მაგრამ აკო აშკარად ტორტს უყურებს. მაგიდას ნელა ვუახლოვდები, ჩემი მეგობრის კოლოფიდან ერთ ხერს ვაცოცებ, სანთებელასაც ვიღებ და ვუკიდებ. სიგარეტით ხელში მივაბიჯებ ისევ დი-ჯეის ადგილისკენ და Plaza-ს Waiting you-ს ვრთავ. მშვიდი მუსიკა აშკარად ყველას სიამოვნებს. ახლა ნახევარი სიგარეტით ხელში მივაბიჯებ და უზარმაზარ აივანზე გავდივარ. ახლა ყველაზე სასიამოვნო მომენტია ალბათ, მთელი დღის განმავლობაში. წყნარი მუსიკა, ალკოჰოლი ორგანიზმში, სხეულში სასიამოვნოდ მოძრავი კვამლი, გრილი სიო და ნაწვიმარი მიწის სუნი. ვფიქრობ, ასეთი ხასიათი მე არ შემეფერება. ისევ ყველაფერი უნდა დავი’კიდო… მაგრამ მე ხომ სინამდვილეში არასდროს არავინ მკ’იდია? მიუხედავად ამისა, მაინც დიდი ხნით ვივიწყებ ბევრ რამეს და მშვიდად ვარ ხოლმე. ხოდა ახლა ზუსტად ამისი დროა, გამოცდებიც მოდის და არ არის ახლა ნერვიულობის დრო. სიგარეტის ბოლო ნაფასს ვარტყავ, მოაჯირზე ვჭ....ტ და იქვე მდგარ პატარა ურნაში ვისვრი. ისევ მოაჯირს ვეყრდნობი. აშკარად მუსიკა შეცვალეს. ეს უაზროდ ხმაურიანი, ურითმო მუსიკა მაღიზიანებს, მშვიდად გავდივარ და ისევ კიბეებს მივუყვები ქვემოთ. როგორც იქნა, არავინაა გარეთ. საათს დავყურებ, ჯერ მხოლოდ ცხრა საათია. ლაუნჯის გვერდით ხის სკამზე ვჯდები. ჩემს უკან ნაბიჯის ხმა მესმოდა, მაგრამ იქამდე არ შევიმჩნიე სანამ გვერდით ვიღაც არ მომიჯდა.
- გამარჯობა.
- გამარჯობა. - სიჩუმე. ისევ დაჟინებულ მზერას ვგრძნობ და თითქოს მზერას ვცნობ. ეს ის არის ვინც მიყურებდა. ზუსტად ვიცი.
- რატომ ხარ ასე მარტო? შევამჩნიე, რომ მეგობრები არ გაკლია…
- ასე მინდა.
- რატომ?
- ახლა ისე ვარ, ზედაპირული საუბარი ზედმეტად მომაბეზრებელია ჩემთვის. ამიტომ ან მართლა უნდა ვილაპარაკო ან ჩუმად ვიყო…
- და მაინცდამაინც მეორე რატომ არჩიე?
- ალბათ, არავისთან არ მინდა საუბარი, ვინც აქაა.
- ცდილობ, გული მატკინო? - ირონიულად ჩაილაპარაკა უცხომ და გაიღიმა.
- არც მიფიქრია.
- ის ბიჭი ვინ არის?
- ვინ?
- მთელი საღამო რომ გიყურებს.
- არ ვიცი როგორ ვთქვა. მისთვის პირველი სიყვარული ვიყავი.
- შენთვის?
- ჩემთვის? არ ვიცი. რა შეიძლება უწოდო ადამიანს, რომელთან ურტიერთობაც მხოლოდ ზედაპირული, უმიზნო და უაზრო საუბრებით, უაზრო ყიალითა და ერთი-ორი ძალიან ჩვეულებრივი კოცნით შემოიფარგლება?
- რომანი?
- როცა მისი მხოლოდ იუმორი მოგწონს? არა მგონია.
- დროის გაყვანა?
- ზუსტად.
- ანუ შენ არ გიყვარდა?
- ამდენი ვილაპარაკე და მაინც მეკითხები?
- არასოდეს გყვარებია?
- არა. - მკაცრად მოვუჭერი და მხოლოდ ახლაღა გავხედე. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან კარგად ლაპარაკობდა, არ ველოდი რაიმე საოცრებას. მაგრამ… უკან გადაწეულ, მოზრდილ შავ თმასთან შეხამებული თეთრი ქათქათა კანისა და ასეთივე შავი ულამაზესი ფორმის თვალების დახვედრამ გამაოცა. ტელეფონი ამოვიღე და სურათი გადავუღე.
- რას აკეთებ?
- უნდა დაგხატო.
- ასე, დაუკითხავად? - გამეცინა და ტელეფონი ჯიბეში დავაბრუნე. მასაც გაეღიმა და ისევ განაგრძო. - რატომ ასე მკაცრად?
- რა?
- მკაცრი არა.
- იმიტომ, რომ ზედმეტად ვთვლი ახლა, მაგ ყველაფერს.
- ვითომ რატომ?
- იმიტომ რომ ახლა ყველაზე ცუდი დროა მაგისთვის. ბავშვობაში ყველაფერს ვარდისფერი სათვალით ვუყურებთ. მერე უცებ ვიხსნით და რეალობის დანახვისას, ყველაფერს საშინლად მძაფრად აღვიქვამთ. გვაკვირვებს ყველა საშინელება… მერე კი შეჩვევას ვიწყებთ. იცი იმ პერიოდს რა ჰქვია, რეალობასთან შეჩეხვისას, ძალიან გაოცებულები, ყველაფერზე პროტესტს რომ გამოვთქვამთ და მძაფრად აღვიქვამთ?
- გარდატეხა?
- გარდატეხის ასაკი. ხოდა ჩემი აზრით, სიყვარული ყველაზე ღრმა და ძნელად შეხორცებად იარას ამ ასაკში შეხებისას ტოვებს.
- იარები არ მოგწონს?
- კი. მაგრამ არა სულიერი. ისინი ზედმეტად ამძიმებენ ჩემს პიროვნებას.
- იქნებ პირიქით, ამსუბუქებენ.
- როგორ?
- შენ ხომ ყოველი მათგანი გაკვეთილს გასწავლის? ხოდა უფრო გამოცდილი და ჭკვიანი ხდები. მოაზროვნე. ყველა მოაზროვნე კი, თავისებურად აფრენს. - ბოლო სიტყვებზე ჩამეღიმა. - რა მოხდა?
- ყოველთვის მეშინოდა, ისეთი ადამიანი არ გავმხდარიყავი, რომელიც ოდნავაც არ აფრენს.
- კიდევ რისი გეშინია?
- ჩემი თავის დაკარგვის, ცხოვრების გემოს აღქმის უნარის დაკარგვის… ცხოვრების გაუფერულებისა და ჩემი ყველაზე ახლობლების წასვლის.
- ხომ იცი, რომ ადრე თუ გვიან, ყველა წავა. არავინ დარჩება შენთან. მხოლოდ შენ.
- ვიცი. არა მარტო თეორიულად.
- ხოდა ზუსტად მაგიტომ უნდა სცე შენს თავს ყველაზე დიდი პატივი და მაგიტომ უნდა ასიამოვნო შენს თავს.
- ვცდილობ.
- მარტო ყოფნით?
- იმას ვაკეთებდი რასაც ჩემს მეს სიამოვნებდა.
- ახლა რას აკეთებ?
- იგივეს… რაც მას სიამოვნებს.
- შენ ხომ მარტო აღარ ხარ?
- სიმართლე გითხრა, ახლა შენთან ლაპარაკი უფრო მოსწონს.
- ცვალებადი პრიორიტეტები აქვს?
- ახალ სიამოვნებაზე უარს არ ამბობს.
- რომანტიკოსი არ ხარ.
- ვარ.
- მაგრამ სიყვარულზე უარს ამბობ?
- სიყვარულს რომ ვაფასებ და ყველაზე აღმატებულად ვთვლი, იმიტომ არ მინდა შეხება. ზუსტად ვიცი, მერე ჩემს თვალში დაბინძურდება, თუ ახლოს გავიცნობ. ზუსტად ვიცი რაღაც მაინც გასვრის, ან ეს თუ არ მოხდება, მის რწმენას მაინც დამაკარგინებს რამე.
- ანუ არ გინდა შეურაცხყო?
- ასეა. და შენ?
- მე მას ვეძებ?
- რატომ?
- მინდა ყველაფერი გავსინჯო. მით უმეტეს ის, რაც, როგორც შენ ამბობ, ყველაზე აღმატებულია.
- მაგის დროც მოვა.
- რა ვიცი? რა მაზღვევს? რა ვიცი, რომ ამ გზაზე გადასვლისას მანქანა არ დამეჯახება? რა ვიცი, რომ ახლა რაღაც საშინელება არ მოხდება და არ მოვკვდები?
- უბრალოდ უნდა გჯეროდეს?
- მე არაფრის მჯერა, გარდა იმისა, რაც ფაქტია. ფაქტია, რომ სიყვარული არსებობა ეჭვქვეშაა.
- მერედა იმას ეძებ რისი არსებობაც ეჭვქვეშაა?
- ზუსტად. მე უნდა დავამტკიცო რომ ის ან არსებობს, ან პირიქით.
- საინტერესო ექსპედიცია გელის. - სიჩუმე. საზურგეს მივეყრდენი და თავი უკან გადავაგდე. ისევ ვგრძნობდი, როგორ მიყურებდნენ მისი შავი თვალები. ყველაზე მეტად კი ის მსიამოვნებდა, რომ ამ ბინძურ სამყაროში, მხოლოდ სახეს მითვალიერებდა. თითქოს გამახსენდა, რომ არსებობენ ქუჩაში შემხვედრი უცნობები, რომლებიც დროის კარგვად ღირნან. თუმცა ეს იყო ყველაფერი, მაგრამ არა დროის კარგვა.
- მუსიკა გიყვარს?
- რა თქმა უნდა.
- მეც… და იცი, მიუხედავად იმისა, რომ მუსიკა ყველაფერს მირჩევნია, შენს საუბარს არც ერთი მელოდია შეედრება, ჩემი აზრით. - ძალიან ჩუმად თქვა, ისე, რომ ძლივს გავიგე. მისკენ გავაპარე მზერა, ის კი ახლა თვალებს მითვალიერებდა. საშინლად მომწონდა მისი სახის წყობა და წამიერად საშინლად დავიბენი. თუმცა დაძაბულობას არ ვგრძნობდი.
- მადლობა.
- რისთვოს?
- მთელი დღის დაძაბულობა და სიმძიმე ერთბაშად მომხსენი. - თბილად გავუღიმე, ავედქი და კარისკენ წავედი.
- იქ ყოფნა მოგწონს?
- არა, მაგრამ მარიამს ეწყინება, თუ მის დაბადების დღეს გარეთ გავატარებ უცხო ბიჭთან ერთად. - გავუღიმე და შენობაში შევედი.
უკვე თავი ამატკია მუსიკამ. არადა ყველა ზის. ამ დიდ ოთახში მხოლოდ ჩვენ ვართ და იქით ოთხ მაგიდაზე არიან განაწილებული უცხოები. უკვე თერთმეტის ნახევარია… ოთახის კუთხეში ვიჯექი და უზარმაზარი ფანჯრიდან გადავყურებდი ქალაქს. ახლა უფრო მშვიდად, თითქოს სუნთქვა ისე აღარ სჭირდა. თავზე ანდრო წამმომადგა და ჩემი ტელეფონი გამომიწოდა. მამა მირეკავდა.
- ხო, მამი…
- რას შვები აბა, მალე გამოხვალ?
- რავი… ასე ერთ საათში.
- კარგი მაშინ. ერთ საათში სად ვიყო?
- რედისონ-ბლუსთან მოდი.
- კარგი. - გათიშა.
- რედისონ ბლუსთან? მთაწმინდაზე ვართ ქალო!
- კაი კაცო! ვიცი! შენ წამოხვალ?
- არა მე თეკუნას მივყვები.
- ანუ მე მარტო?
- ეგრე გამოდის.
- კარგი. გავალ მე გავივლი.
- ამ ღამე სად უნდა გაიარო? დაეტიე!
- შორს არა. აქვე.
- კარგი. მერე გამოვალ და გავიაროთ თუ გინდა.
- როგორც გინდა ბრატან! - ვუყვირე მხარზე ხელი დავუტყაპუნე და გავედი. ბიჭი ისევ იქ იჯდა.
- საით?
- სადაც ფეხები წამიყვანენ.
- შეიძლება კომპანიონობა გაგიწიოთ?
- უარს როგორ გეტყვით?
***************
ჩემი პირველი ისტორიაა და ვნერვიულობსავით. თუ არ დაგეზარებათ შემიფასეთ რა. მადლობა წინასწარ



№1  offline წევრი Elle025

ძალიან კარგად წერ,ყოჩაღ..მომწონს ძალიან..იმედი მაქვს წერას არ შეწყვეტ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent