შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საშინელი წესები გასართობად


8-06-2017, 07:39
ავტორი annalisa
ნანახია 1 576

თავი 3

სალიოს p.o.v (მიქელაძე)

მეღვიძა....გეფიცებით დილით მეღვიძა...ანამ დამირეკა და მითხრა საღამოს ანა და თამუნა კლუბში მიგვათრევენო.ამიტომ მეღვიძა,მაგრამ მერეე...მგონი ჩამეძინა და....ჯობია თვითონ ნახოთ....
- ადექიიი - გამწარებული სალო ღრიალებს,თან ჩემ საწოლზე ხტუნაობს,თან ბალიშს მირტყავს თავში - კაი ხო ვდგებიი - ამოვიღრიალე,დავამთქნარე და გვერდი ვიცვალე - დგები ხო?დგები!ვის ატყუებ ჰა შე ქათამო! - ძირს ჩავიდა,მაგრამ ყვირილი მაინც გააგრძელა.მართლა არ მოვიქცეოდი ასე სხვა გზა,რომ იყოს! - სალო შენ ფეხებთან კატაა
- რაააა?! აააააა! სადა? აბა სადააა?!!! - საწოლზე ამოხტა,აქეთ იქით იყურებოდა,თან წიხლებს იქნევდა.ოუჩ!მგონი არც ეს იყო კარგი იდეა! - დაწყნარდი რა! - როგორც იქნა წამოვჯექი და ამ გიჟმაც ისე შემომხედა,მგონი დროა ყველას დავემშვიდობო.დეეე,მააა კიყვარდიით! - მომატყუე ხოო?! - კაი კაცო მართლაა? მაგრამ მე როგორც გოგომ ვიცი,რომ გაბრაზებულ ქალს,პატარა გოგოს და საერთოდ გაბრაზებულ მდედრს არ უნდა ეხუმროთ!დაიმახსოვრეთ!თქვენთვის ჯობია.ამიტომაც რაიმე მწარე არ მითქვამს.უბრალოდ გავუღიმე - სალოო
- კარგი ხო აჰა ესენი ჩაიცვი!
- სალოო დიდი ბოდიშის მოხდით დაა ეს მარტო ზედა ქვედა სადაა? - კნუტის თვალებით შევხედე სალომეს,მან კი გიჟის თვალებით - ეგაა ზედაც და ქვედაც!
- ხოო?მაშინ ნაჭერი აკლია
- გამასწარიიი! - უცებ წამოვხტი საქოლიდან და სააბაზანოში შევვარდი.ეს მართლა არაა კაბა.მოკლე,თხელი,მკერდთან დიდი ჭრილით,ბრეტელებიანი,აბრეშუმის,შავი კაბა...კაით რაა
- შენ რას იცმევ? - გარეთ ამ კითხვით გავედი და აბა რააა...რა თქმა უნდაა.ნაგავი!მუხლებს ჩაცდენილი,შავი,ტანზე მომდგარი,მხრებზე ამოჭრილი კაბა - ოხ სალომე!
- აჰა ეს მოიცვი! - ჯინსის ქურთუკი მომაწოდა - ეს თაკუნამ გასწავლაა?
- ხოო! - გამეკრიჭა და კარისკენ გაიქცა - წამო!
- მოიცა ტიგრიკოს ვაჭამო!
- ან რა სახელია ან რა არსებაა - დაიჯღანა უცებ - კარგი ხო დროზე აჭამე!

****

ანის p.o.v (ტალახაძე)

არ ვიცი რა ხდება დილიდან ხან ერთი გიჟი მირეკავს ხან მეორე.ბოლოს ანამ დამირეკა ყვიროდა თავს უშველეო,მერე თამუნას კივილი გავიგე რაღაც გატყდა,ანამ ვაიო დაიყვირა,ბოლოს კი ქალბატონმა თამუნამ აფერისტულად დამიწყო გაფრთხილება,რომ მალე მივსულიყავი.ესენი ვის მოატყუებენ ეს დარტყმულები ესენი ჰა?ისესაც ვიცი სადაც მიპირებენ „წაღებას" ასე,რომ სანამ ვინმე დამადგა უბრალო,ატმისფერი, გაშლილი კაბა გადავიცვი და სახლიდან გავიქეცი...იქ მივედი თუ არა მანქანიდან გადმომავალი ანა და თამუნა დავინახე.ორივე კარგად გამოიყურებოდა.ანა ისე წუწუნებდა აქ მეტკინა თავი...
- ანიი! - დამინახა თუ არა ჩემკენ გამოიქცა.საწყალი ალბათ დატანჯა თამუნამ.
- შევიდეთ?
- შევიდეთ ის გიჟები იქ არიან - შევედით თუ არა მაშინვე მივაგენით ჩვენებს.როგორ?მარტივია.ანას სიცილი მეტრებზე ისმის - ოჰ ძლივს მოვიდნენ! - შეჰყვირა ელენემ,მწვანე ტანზე მომდგარი კაბა ეცვა,გვერდით კი სალომე(ლექვინაძე) ედგა.მას ბორდოსფერი უზურგო გაშლილი კაბა ეცვა - კარგად გამოიყურებით
- თქვენც! რას დალევთ?
- რამე ისეთი,რომ გამთიშოს! - ამოიკნავლა ანამ და სკამზე დაეცა.ყველას გაეცინა.მეც მის გვერდით მოვკალათდი.თამუნა ანას და ლიზის შუაში ჩახტა.რაღაცას ყვებოდა და ესენიც ტირილამდე იცინოდნენ.მალე სესილიც გამოჩნდა როგორც ყოველთვის კლასიკური, ნაცრისფერი კაბა ეცვა.ყველა გადაკოცნა და ჩვენ გვერდით ჩაესვენა - რა ხასიათზე ხართ ანებო? - გაიცინა და წვენი მოსვა - გასკდა თავი,სახლში მინდა,ჩემ ბალიშთან.ოღონდ მინდა გზას გადავაფრინდე თორე ჩემი ბედი,რომ ვიცი ისევ იმ ჩემ იდიოტ მეზობელს გადავეყრები!
- კიდევ რამე მოგივიდა? - სიცილით ვკითხე - რამე მომივიდა!?ეს უკვე რამე აღარაა!საშინლად შევრცხვი!
- ამჯერად რა დაგემართა? - ახლა სესილიმ კითხა,ძლივს შეკავებული სიცილით...მართლა საშინელებები ემართება ერთხელ ნამცხვარი ააფარა ზედაზე,ერთხელ თამუნასთვის დამიზნებული ქვა გაარტყა და ასე შემდეგ.რამდენადაც ვიცი ბოლოს წყალი ჩაუშვა მასთან - თამუნამ ისეთები დადგა არც კი ვიცი,მაგრამ ყველაზე მაგარი ისაა რომ იმ ბიჭზე გავბრაზდი და არა თამუნაზე - თვითონაც სიცილი აუტყდა - კიდე კაი ხვალ საღამოს მივფრინავ დიდი ხნით თორე რა მეშველებოდა
- მე არ მიხარია წასვლა - ამოიკრუტუნა თურმე ჩვენთან მოსულმა სალომ (სალუქვაძემ) - ხო მაგრამ ასე უკეთესია სალო - გაუცინა სალიომ (მიქელაძემ) მართალია.ასე უკეთესია,მაგრამ ყველა სხვადასხვა მხარეში ვიფანტებით.ლიზი და თამუნა ლონდონში,მე პეკინიში,ელენე მილანში,ანა(რიგითი) და სესილი ნიუ იორკში,სალომეები(მიქელაძე,სალუქვაძე) ბრიუსელში,სალომე და ანა ბრუსელი...მეეჭვება ეს კარგი იყოს.კარებისკენ მომზირალ თამუნას უეცრად თვალები გაუბრწყუნდა და ეშმაკურად ჩაეცინა,ამჯერად რა ხდებაა?ანამ და ლიზიმაც,თამუნას მითითებით კარებისკენ გაიხედეს,შემდეგ კი სამივეს სიცილი აუტყდა.ახლა თავ დახრილი ანასკენ გაემართა ეს გიჟი,რაღაც ჩაჩურჩულა და ამანაც დაფეთებულმა წამოყო თავი.აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს,ვიღაცას ეძებდა და აი დაინახა კიდეც.სახეზე ფერი დაეკარგა.მის მზერას გავაყოლე თვალი და ვიღაც ბიჭი დავინახე - ეს ვინაა? - მათთან მივიწიე და ჩუმად ვიკითხე - ლეგენდარული,სიმპო მეზობელი - წამოიძახა თამუნამ.კიდევ კარგი კლუბში ვართ და მისი ხმაც კი იფარება.გიჟი!...მოიცა!რაოო?! - მართლა ისაა? - საცოდავად დაჭყანულ ანას გავხედე - ეგაა ხო - უჟმურად ჩაილაპარაკა და ისე გადაკრა სასმელი ცოტა არ იყოს შემეშინდა,ანა მას აღარ უყურებდა,მაგრამ თამუნა და დანარჩენები მიშტერებოდნენ.საწყალი ანა ცოტაც და გაიქცეოდა როცა მიხვდა,რომ „მეზობელი" უყურებდა და გოგოები ამის გამო იცინოდნენ.ის ტიპი მარტო არ იყო,მის გარშემო კიდევ ბევრი ვიღაც იყო და ყველა ერთი მეორეზე უკეთესი.მაგრამ მათი აქ ყოფნა ჩემ მეგობარს აღიზიანებდა ასე,რომ არც მე მსიამოვნებდა მათი დანახვა.ცოტა ხანში „მეზობელი" და მისი ერთ-ერთი ძმაკაცი „ბანდას" გამოეყო და აქეთ?...აქეთ წამოვიდნენ.მეზობელი პირდაპირ ანას წინ დაეყუდა მეორე ტიპი კი მის გვერდით - გამარჯობა უცნაურო მეზობელო - სიცილით უთხრა ბიჭმა,ანასაც გაეღიმა ოღონდ სიმწრისგან.ნეტა რას აპირებს? - გამარჯობა აუტანელო მეზობელო - „მიესალმა" ანაც - ოჰ - შეიცხადა მეორე იდიოტმა - მიხარია,რომ ჯერ არაფერი დაგმართნია და შენი მეგობრებიც მწყობრში არიან,თუ ამათ არაფერს მართებ ხოლმე? ალბათ მხოლოდ სიმპათიურ მეზობლებს ერჩი - გველურად გაუცინა.ანამ ხელში ჭიქა შეათამაშა.არაა!ოღონდ ეგ არ ქნა!მაგრამ...გვიანია.რა გინდა უხდება...სანამ ბიჭმა გაიაზრა,რომ რაღაც შეასხეს მისმა მეგობარმა ჭყიტა თვალები.თვალები არ გაუხსნია,მაგრამ ყბა საშინლად დაეჭიმა.ვენებიც ისე დაეტყო მეგონა დაუსკდებოდა,ბოლოს ანას გამწარებული მზერა შეაგება,თავლებიდან ცეცხლს აფრქვევდა ეს კი უღიმოდა.მემგონი ძაან დათვრა.ანა უცებ წამოდგა და გოგონებს მიმართა - მემგონი საკმარისად გავერთეთ, წავიდეთ!ხვალისთვის უნდა მოვემზადოთ - ყველა უსიტყვოდ დაეთანხმა და კლუბიც მალე დავტოვეთ.

****

ანას p.o.v (რიგითი)

დილიდან ვემზადებით.ყველას საღამოს გვქავს რეისები ასე,რომ გადავწყვიტეთ დღე ახლობლებთან გაგვეტარებინა.ნოდიკო მოვიდა,რომ ნივთების წაღებაში დამხმარებოდა,ბექაც წამოიყვანა ამ ნაგიჟარმა.ძლივს ჩავზიდეთ ნივთები,გამაგიჟეს იმდენი იცინეს ისე მაყვირეს ლამის ხმა ჩამიწყდა,ალბათ მთელი ქუჩა ავაწიოკეთ.ყველაფერი ჩავალაგეთ და ჩემებთან წავედით.მთელი დღე ვუსმენდი მათ.ბოლოს ყველა აეროპორტში გამომყვა.იქ დამხვდნენ გოგოებიც და მათი ოჯახის წევრებიც.თაკოს ჩემი ბინის გასაღების ასლი მივეცი ერთ წელში საფრანგეთში წავა მანამდე კი ჯობია წყნარად იყოს.ბექა ძლივს მომაშორეს,მასხარა ნოდარი კი მთელი ეს დრო „ტიროდა".სესილის პატარები ძლივს გამოართვეს.ვერც პატარა ბატონს და ვერც პატარა ქალბატონს ვერ შორდებოდა.ბოლოს დედ-მამა და და უასყვარლესი სიძე გადაკოცნა თან დაუბარა იქედანაც შემიძლია მურმანის ეკალი ვიყოო.ანიმ სერგი და გიორგი დაცოფა.თამუნამ კი საწყალი და-ძმა გალახა, იმდენი ურტყა საწყალ ბიჭს მეც მეტკინა.გაიძახდა იქაც ხომ უნდა მეყოსო.სალომე (ლექვიმაძე) ვაკოს ცივილიზებულად დაემშვიდობა,მაგრამ ბოლოს მაინც წამოარტყა თავში.ელენე და მისი ძმა ერთადერთი ნორმალური წყვილი იყო სანამ ბიჭი თმებში ჩააფრინდებოდა.სალო თეკლას გადაეხვია,ლოყები დაუწელა და მოშორდა.აი ანა ლამის გაიგუდა სამი შეშლილი ერთლად დაეტაკა.ნიკა თავზე ხელს უსვამდა და კოცნიდა,ლაზარე იქაურ კლიმატს აცნობდა აი ბატონი ალექსანდრე კი აფრთხილებდა ბიჭები არ გაკარო იქ არ ჩამომიყვანოო.გიჟები!სალიოც დაემშვიდობა დედ-მამას.ლიზი და ლაშა ისე საყვარლად დაემშვიდობნენ ლამის ვიტირე.უფროსი ძმასავით დაარიგა,მოეხვია და გადაკოცნა.ჩვენ რეისებს რიგ-რიგობით აცხადებდნენ.მალე ჩემი და სესილის რეისიც გამოაცხადეს და ჩვენც წასავლელად გავემზადეთ.მთელი გზა მეძინა.მხოლოდ ჩასვლისას გამეღვიძა....



№1 სტუმარი chinka

Aii magariii xarr ase gemrielad jer ar mixalisia zaalian momewonaa da imedi maqvs amat ertad kide shekreeb veliii momdevno sasiamovnooo tavss warmatebebiii

 


№2  offline წევრი annalisa

chinka
Aii magariii xarr ase gemrielad jer ar mixalisia zaalian momewonaa da imedi maqvs amat ertad kide shekreeb veliii momdevno sasiamovnooo tavss warmatebebiii

მადლობააა

 


№3 სტუმარი Guest bubu

dzalian kargia

 


№4  offline წევრი annalisa

Guest bubu
dzalian kargia

მადლობა

 


№5  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

Es ertnairi saxelebi xan erti yveba xan meore damabnevelia ra 10 wuti imas vixseneb vinaa

 


№6  offline წევრი annalisa

ანი ანი
Es ertnairi saxelebi xan erti yveba xan meore damabnevelia ra 10 wuti imas vixseneb vinaa

უბრალოდ რეალური ადამიანებარიან და ერთაირი სახელები აქვთ.ამის შემდეგ ყველას გადაკეთებული სახელები ექნებათ სხვადასხვანაირად მიმართავენ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent