შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არასდროს თქვა არასდროს (2 თავი)


9-06-2017, 18:33
ავტორი LadyLuck
ნანახია 1 459

დადგა დღე,როდესაც ჩვენი ჩვენი "ბუდიდან" უნდა გავფრენილიყავით უფრო ფართო და ამავდროულად სრულიად უცნობ სამყაროში.რათქმაუნდა ეს ძალიან ამაღელვებელი პროცესი იყო ჩემთვისაც და გიორგისთვისაც,თუმცა მაინც ძალიან აფორიაქებული ვიყავი მოლოდინით. მშობლებმა ვერა და ვერ გაგვიშვეს,ასე მეგონა სხვა უბანში კი არა სხვა ქვეყანაში მივფრინავდით.სწავლის დაწყების დრო არაა,ჯერ მხოლოდ ზაფხულის დასაწყისია,უბრალოდ გვინდა გარემოს შევგუოთ,მოვსინჯოთ როგორა მარტო ცხოვრება და მერე უკვე, შეჩვეულებს აღარ გაგვიჭირდებოდა ამ ყველა სიახლისთვის უნივერსიტეტში სიარულის მიმატება.
ბევრი,რომ არ ვილაპარაკო ყველაფერი კარგად მოგვარდა.სახლი ეტყობოდა,რომ ახალი გარემონტებული იყო,ავეჯიც არ იდგა მხოლოდ ცარიელი ოთახები დაგვხვდა...და ეხლა ჩვენი სახეები წარმოიდგინეთ,ასეთ სიტუაციას არ მოველოდით. ჩვენი წარმოდგენებით ყველაფერი მზად დაგვხვდებოდა და მხოლოდ ტანსაცმლის ამოლაგებაღა დაგვრჩემოდა თუმცაა...როგორც ხედავთ ეს ესე არ არის,მაგრამ არაუშავს მე პირიქით გამიხარდა ესეთი სსიტუაცია, ყველაფერს ჩვენ გემოზე მოვაწყობთ და ცხოვრება უფრო კონფორტული გახდება.
-ლიზააა,რა ვქნაათ?
-წამოდი საბაში,იკეაში მოკლედ ყველა ავეჯის მაღაზიაში და შევუკვეთოთ ნივთები ეს ღამე კიდე დასაბერ ლეიბზე გავატაროთ..
-ღადაოობ,რა დასაბერი ლეიბი
-კარგი,შენ თუ გინდა იატაკზე დაიძინე...
-კარგი კარგი,წამოდი ეხლა სანამ არ ჩამობნელდა,მერე მეზარება.
-მიდი და გამოვალ.
-გელოდები.
როგორც კი გიორგი გავიდა გავხსენი ჩემოდანი ამოვიღე ბოტასები და ქუსლებიდან სისწორეზე ჩამოვედი.გული მიგრძნობდა,რომ ბევრი სასიარულო გვექნებოდა და ამ მომენტში საერთოდ არ მაღელვებდა ამ ნაზ კაბას უხდება თუ არა სპორტული ფეხსაცმელი,გემოვნება უცნაური მქონდა და ამიტომ ასე თუ ისე მომწონდა როგორც მეცვა იმ მომენტში.
-კიდევ კარგი მეგონა აღარ მეღირსებოდა შენი ჩამოსვლა-როგორც კი ჩავჯექი ეგრევე მომაყარა გაბრაზებული სახით,მე კი როგორც პატარა ბავშვმა ენა გამოვუყავი და დავეჯღანე.
-ჰო კაი ნუ მიბრაზდები რა.
მთელი გზა სიმღერებს ვუსმენდით და მოკლედ ერთი სიტყვით ვგიჟობდით. გიორგის ხასიათზე მოყვანა ჩემი მისიაა,რომელსაც გაადასარევად ვუმკლავდები,არც თუ ისე ძნელია უბრალოდ უნდა იცოდე როგორ მიუდგე მის საზიზღარ ხასიათს.
-მოვედით.მიდი გადადი შენ,მე კი ადგილს მოვძებნი და შემოგიერთდები.
-კარგიი
შევაბიჯე თუ არა ეგრევე მივხვდი რომ სრული საშინელება მელოდება,ამდენი ნივთი? ამდენი ავეჯი?თუმცა ჩემი ჰობი ხომ ოთახების დიზაინის მოფიქრებაა ამიტომ ამ საქმეში ასე თუ ისე ვერკვევი და ამიტომ ჩვენი ახალი ბინის ოთახების მოწყობაც არ გამიჭირდება.ცოტა გავიარ გამოვიარე და ამასობაში გიორგიც გამოჩნდა,მოვიდა,ხელი გადამხვია და კაი ძმაკაცებივით გავიკვლიეთ გზა კარადებში.
-რას შვრები აბა?მოგეწონა რამე ან მოიფიქრე რას და როგორ მოვაწყობთ.
-კი მაქვს რამოდენიმე იდეა თუმცა არ გადამიწყვეტია ჯერ.
-მიდი მითხარი და იქნებ დაგეხმარო...
თავს არ მოგაბეზრებთ ავეჯზე და ნივთებზე ლაპარაკით ამიტომ მოკლედ გეტყვით...გადავწყვიტეთ ბინა თეთრი,შავი,ნაცრისფერი და ნაზი ფერებით აგვევსო.
სამზარეულო გადავწვიტეთ ნაცრისფერი ხის ავეჯით მოგვეწო შიგადაშიგ სხვა ფერების გარევით.სამზარეულოდან არკაში გავლის შემდეგ მისაღებ ოთახში აღმოჩნდებოდით სადაც უფრო ლამაზი ნაზი და თეთრი ფერები იყო.სამზარეულოდან პატარა კორიდორში მოხვდებოდით იქიდან ჩემი და გიორგის ოთახებში შეძლებთით გასვლას, ჩემი ოთახი უფრო ნაზი იყო გიორგისი კი უფრო მკაცრი და თავშეკავებული და ორივეს სააბაზანოები ოთახების სტილს შეეფერებოდა.
გზაში დასაბერი ლეიბი და რაღაც პორდუქტები ვიყიდეთ.სახლში მისვლისთანავე ეგრევე სააბაზანოში შევვარდი,მინდოდა ეს სტრესი ჩამომერეცხა და დასვენებული დამშვიდებული გამოვსულიყავი.
-არა რაა,კარგია მაინც გრილი აბაზანის მიღება.
-გამოხვედი უკვეე?მე კიდე ლეიბი დავბერე,შეხედე რამხელა გამოვიდა.
-რა კარგიაა,მომწონს.
-მიდი დაჯექი,პოპკორნს მოვიტან და რამე ფილმს ვუყუროთ.
-კარგიი,
ნახევარი ფილმიც არ გვქონდა ნაყურები ორივეს,რომ ჩამოგვეძინა.დილით საშინელი ტკივილით გავიღვიძე,ასე მეგონა ძვლებში გადავტყდი.გიორგის,რომ გავხედე გული ამიჩუყდა,ისეთი საყვარელი იყო,ისეთუ ბუნჩულა მისი ჩაკოცვნა მომინა,მაგრამ არა მერე მის რისხვას ვერ გადავურჩები,ამიტომ ავდექი და წყლის დადგმა ვარჩიე.სამზარეულოში დაახლოებით 15 წუთი გავატარე და გამოსვლისას ისევ ისეთივე სურათი,რომ დამხვდა ვეღარ გავუძელი დავახტი და როგორც პატარა ბავშვს ლოყების დაკოცვნა დავუწყე.
-მმმმმ...გადიი-ეს უფრო ამოიღმუვლა ვიდრე მითხრა მაგრამ მე რას შევჩერდებოდი
-იცი რა საყვარელი ხარ,რომ გძინავს?!ძილში მაინც არ ხარ საზიზღარი.
-გადადი ეხლა სანამ არ გადაგისროლე
-ვაიმეე ნუ მიღუტუნეებ,ვაიმეე მოვკვდებიი...გიორგი!!კაი ჰო,ჰო ვდგები.
ესე სიცილ სიცილით ავდექით და სამზარეულოში გავედით.
-დღეს რა გეგმები გვაქვს?-ყავა მოწრუპა და დაინტერესებული თვალებით ამომხედა წარბებიდან.
-დღეს ავეჯის არ უნდა დაამონტაჟონ?
-აუუუ,ეგ სულ დამავიწყდა.ეხლა მთელი გზა გარეთ უნდა დამაყუდონ??
-კარგი რა იყო,შენი რა მიდის სადმე გავიდეთ
-ეგ უკვე მომწოონს,წამოდი ჯერ გავიდეთ და ჩვენი "საძმო" ვნახოთ.
-ეე,რა კარგი იდეაა.წამო საშინლად მომენატრნენ ეგ საზიზღრები
-ხოდა გადაწყვეტილია.


--------------------------------------------------
როგორ ხართ?ესეც მეორე თავი ^^ იმედია მოგეწონათ და გინდათ შემდეგი თავების წაკითხვაც.არ ვიცი არ ვარ კმაყოფილი ამ თავით რაღცნაირი გამოვიდა,თითქოს მშრალი თუმცა მე იმედი მაქვს რომ მაინც მოგეწონათ.შეიძლბეა კიდევ ერთი თავი დავდო მოგვიანებით heart_eyes დააკომენტარეთ და გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები <3 <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent