შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

RED WINE... (1 თავი)


9-06-2017, 18:44
ავტორი Chasing liberty
ნანახია 2 302

!!!_მოკლედ, მინდა შესავალი გავაკეთო, ეს სიტორია განსხვავებული სიუჟეტით ავტვირთე ცოტა ხნის წინ მაგრამ ის არ იყო რაც მინდოდა და წავშალე, ჩავასწორე, გადავაკეთე და ახლა ისევ ვტვირთავ, გამომდინარე იქიდან რომ სახელი და ზოგიერთი დეტალი ძალიან მომწონდა უცვლელად დავტოვე, აბზაცებზე ბოდიში, ტელეფონში სხვანაირად ვერ ვაკეთებ, იმედია მოგეწონებათ...
***_დღეს ჩემი პირველი სამუშაო დღეა სამშობლოში., ცხოვრებაში ასეთი დაბნეული და ანერვიულებული არ ვყოფილვარ როგორც დღეს, ვაღიარებ და ვიტყვი რომ მსგავსი ემოციურობა არ მახასიათებს თუმცა დღეს ისე ვღელავ როგორც არასდროს, დილიდან ისეთ ფაციფუცში ვარ დავიმხე სახლი თავზე. _ჯერ დაძინება ძლივს მოვახერხე წუხელ, მერე დილაადრიან ექვს საათზე გამეღვიძა და მას მერე უთავბოლოდ დავრბივარ აქეთ იქით, ოცდახუთი წლის ვარ და ასეთი დაბნეულუ უნივერსიტეტის პირველ დღესაც არ ვყოფილვარ, არც მაშინ როდესაც პრაქტიკებზე როგორც New york university_ს არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის საუკეთესო სტუდენტი, ერთ ერთ წარმატებულ და უმსხვილეს სამშენებლო კომპანიაში გამაგზავნეს სტაჟირებაზე, არც მაშინ როდესაც ოფიციალურად ამიყვანეს არქიტექტორად,. _ხომ წარმოგიდგენიათ, ქართველი გოგო ამერიკაში გრანტით, ათ კვადრატულ ბინაში, სტიპენდიაზე დამოკიდებული და დიდი ამბიციით, _წასვლის წინ ჩემს მშობლებს სასტიკი უარი განვუცხადე ფინანსურ დახმარებაზე, ამიტომ სწავლის პარალელურად ხან მიმტანად მიწევდა მუშაობა ხანაც დამლაგებლად,
_ვისწავლე, მივიღე უმაღლესი განათლება, გავიარე საუკეთესო პრაქტიკა ერთ ერთ საუკეთესო კომპანიაში და დავბრუნდინ საქართველოში,
_ვინმემ რომ მკითხოს რატომ, პასუხს ვერ გავცემ, აი ასე უბრალოდ მიწამ მომითხოვა თუ როგორც ქვია, ვიგრძენი, რომ აქ ჩემი ადგილი არ იყო, ხოდა ერთ დღესაც ავდექი ჩავალაგე ბარგი და გამოვიქეცი საქართველოში.
[center]RED WINE...  (1 თავი) _უპირველესი რაც მახასიათებს ესაა დამოუკიდებლობა, ბავშვობიდან ასე ვიყავი, არასოდეს არავისთან დამიჩივლია ჩემს პრობლემაზე, არასოდეს არავის მოუგვარებია ჩემი გაფუჭებული, პრინციპში არც გამიფუჭებია რამე, (რასაც ეხლა ვერ ვიტყვი) ზედმეტად მოწესრიგებული ბავშვი ვიყავი. _არცერთხელ არ დაუბარებიათ დედაჩემი სკოლაში იმისთვის რომ შენიშვნა მიეცათ ჩემს გამო, ალბათ ბევრი არ დაიჯერებს იმას, რომ რეპეტიტორი არ დამჭირვებია ისე დავამთავრე სკოლა და წავედი ამერიკაში სასწავლებლად, აი ასე, ჩავაბარე გამოცდები უმაღლეს ქულებზე, გამოვაცხადე რომ უნდა წავსულიყავი და წინააღმდეგობა არავის გაუწევია, როგორ არ გაუჭირდათ მაგრამ წინ ვინ დამიდგებოდა, რადგან გადავწყვიტე დამთავრებული იყო ყველაფერი. _თავიდან საშინლად გამიჭირდა, ასე მეგონა სული მეხუთებოდა უცხო მიწაზე, ორი თვის განმავლობაში ბარგი არ ამომილაგებია, ტანსაცმლიანს მეძინა და თითქმის ყოველ დღე გამოსაქცევად ვიყავი მზად,,,, _დროთა განმავლობაში ყველაფერი დალაგდა, მაქსიმალურად ვცდილობდი დრო არ დამრჩენოდა ფიქრისთვის, მერე მეგობრები გავიჩინე, ჩემი მეთი და ელისი, ამის მერე ბევრად გაიოლდა ყველაფერი, დროს ლექციების შემდეგ სულ ერთად ვატარებდით ძირითადად კაფეში ან ბიბლიოთეკაში, ხანდახან კლუბში და პიკნიკებზე, რათქმაუნდა როცა არ ვმეცადინეობდი ან არ ვმუშაობდი, _ბოლოს უკვე იმდენად გავითავისე ამერიკა თავისი ქაოტური ტემპით, რომ მეც მათნაირი გავხდი. ვერ ვიტყვი რომ თავზეხელაღებული მაგრამ ზედმეტად აქტიური, ზოგჯერ ხიფათიანი, მიზანსწრაფულობა არასდროს მაკლდა მაგარმ ამ ქვეყანამ სხვანაირი თვდაჯერებულობა და მიზნისთვის ბრძოლა წესების გარეშე მასწავლა… გამომდინარე იქიდან, რომ სამუშაოს ყოველთვის სერიოზულად ვუდგები და ნებისმიერ რისკზე ვმივდივარ შესაბამისად შარშიც ხშირად ვყოფ თავს, ამის გამო ელისი ხშირად მეხუმრება, -ნომინაციაში წლის “ყველაფერი მე მემართება” ყოველ წელს შენ უნდა გაიმარჯვოო. არა გარკვეულ წილად მართალიცაა, მაგრამ მთლად ეგეთი წყალს გასაყოლებელიც არ ვარ, გაუგებრობებში თავს ძირითადად სამსახურში ვყოფდი, ალბათ ესაც ჩემი ხევსურული გენების დამსახურებაა გარკვეულ წილად, რამდენი სამსახურიდან გამომიშვეს იმის გამო რომ ნასვამმა კლიენტმა გაცნობა მთხოვა და მე თავზე დავალეწე სასმლიანი ჭიქა ან მენიუ გადავახიე, ან თუნდაც სახლის მეპატრონესთან არგაბმული ფლირტის გამო და ხელების ფათურისთვის ვინ მოსთვილის რამდენი მამრი დავაგორე კიბეზე ან აუზში ჩავაგდე,.... _ერთადერთი რასაც ვერაფერი მოვუხერხე პირადი ცხოვრებაა, დედაჩემი მუდმივად მეხუმრებოდა, -ამხელა ამერიკაში შენი მოსაწონი კაცი როგორ ვერ იპოვეო მაგრამ რა ვქნა, ალბათ ამის დრო არ მქონდა, პრიორიტეტულად სხვა რამეებს ვთვლიდი, თანაც ის ქიმია რაც კაცის დანახვისას უნდა იგრძნო და მიხვდე, რომ ის ის არის არავის მიმართ განმიცდია, იდეალისტი ვარ, კაცი რომელიც მინდა ჩემს გვერდით იყოს ყველანაირად უნდა აკმაყოფილებდეს ჩემს ასე თუ ის ეპრეტენზიულ გემოვნებას. რაღაც კრიტერიუმები არ მაქვს მამრობითი სქესის წარმომადგენლებთან მაგრამ ზუსტად ვიცი რომ, როდესაც შემხვდება გული, ტვინი და სისხლი ერთდროულად იგრძნობს. _შვიდი წელი ვიცხოვრე ამერიკაში და ვთვლი რომ ამ ქვეყანამ მაქსიმუმი მომცა, ყველანაირი რესურსი ამოვწურე და მივხვდი აქ ჩემი ადგილი აღარ იყო. _მოკლედ ერთ დღესაც წამომიფრინა თავში და გამოვაცხადე საქართველოში ვბრუნდბითქო და ელისი და მეთი შოკში ჩავაგდე, წარმოიდგინეთ, ამერიკა, new york ,ძალიან მაგარი სამსახური და მე ჰოპ და გამოვრბივარ, პრინციპში დიდად არც გაკვირვებიათ ჩემი ასეთი არაადეკვატური ნაბიჯი, კარგად მიცნობენ, მოკლედ ჩავაბარგე ჩემი ამოუბარგებელი ჩემოდნები, ვიყიდე ბილეთი და საქართველოში გამოვფრინდი, რათქმაუნდა ჩემებმა არაფერი იცოდნენ ისე დავადექი თავზე, ატყდა ერთი წიოკი, ალიაქოთი, ხვევნა კოცნები და ტირილები, ძლივს დავაწყნარე ხალხი. _ერთი კვირი ჩამოსული ვიყავი, რომ განვაცხადე განა ტყუილად საჯდომად დავამთავრე ამხელა ფილარმონია უნივერსიტეტი და ვანთხდვდი ტვინს წიგნებზე, ქალს ამბიციები თავში მაწვება და ლამისაა სკალპიდან გამოჟონოს სასწრაფოდ რამე ჩემი შესაფერისი სამსახური მჭირდებათქო, ჩემი დაკეტილი ბინაც მოვაწესრიგებინე და იქ გადავბარგდი. რათქმაუნდა ჩემი სუპერ მამაც დაფაცურდა, ჩემს ბიზნეს პარტნიორებს და ძმაკაცებს შევაწუხებო, სამსახურს გიშოვიო მაგრამ ვერ მივართვი,. _მამიკო, ჩემით, სულ ჩემითთქო და სხვა რა გზა ქონდა, _არ ხარ შვილო შენ მთლად ჯანმრთელიო და თავი დამანება,. _მეც რათქმაუნდა როგორც ჩემს ცოდნასა და კვალიფიკაციას შეეფერებოდა ისეთი სამშენებლო კომპანიების ძებნა დავიწყე და რადგან საქართველოში ამ მხრივ ზენიტში მყოფ მხოლოდ ორ კომპანიას მივაგენი მეც ორივეგან გავაგზავნე სივი და ლოდინი დავიწყე მაგრამ ვინ დაგირეკა, დამირეკეთ? არა ხო? არც იმათ, ხოდა პირდაპირ მიჭრა გადავწყვიტე, როგორ მაკადრეს ამხელა “მე new york_ში ვსწავლობდი” ქალს არ დარეკვათქო,. _გამოვიპრანჭე სოლიდურ სექსუალურად და რადგან ორივე კომპანიაში მისვლას ვაპირებდი რომელიც ჩემგან უფრო ახლოს იყო იმით დავიწყე და “ეკოთაუერს”_ის მთავარ ოფისთან მივაყენე ჩემი ტოიოტა პრადო, _ვახ, ყოჩაღ, გცოდნიათ საქმე, გავიფიქრე როდესაც მათსავე აშენებული უზარმაზარი შენობის წინ დავდექი და თავის კანტურით შევედი შიგნით, ლიფტი გამოვიძახე და როგორც დაცვამ მითხრა დირექტორის კაბინეტი მეთოთხმეტე სართულზეაო მეც პირდაპირ თოთხმეტ ნომრიან ღილაკს დავაწექი, კარი რომ გაიხსნა საკმაოდ დიდ ჰოლში გავაბიჯე და ირგვლივ მიმოვიხედე იმის იმედით ვინმეს დავინახავდი, ხოო რათქმაუნდა, შევამჩნიე, კუთხეში მაგიდასთან სანდომიანი სახის გოგონა იჯდა და კომპიუტერის მონიტორს ინტერესით მიშტერებოდა,. _გამარჯობათ, მივესალმე და ცალყბად გავუღიმე,. _გაგიმარჯოთ, რა გნებავთ? _ისე უკმეხად მომახალა ნერვები ამეშალა,. _რა უნდა მნებავდეს გოგონა ნაყინს ვყიდი და ხომ არ გინდათთქო ამოვიარე, რა კითხვაა, მე ორი კვირის წინ სივი გამოვაგზავნე არქიტექტორის ვაკანსიაზე მაგრამ პასუხი არ მომსვლია,. _ალბათ დაგიწუნეს ქალბატონო, იცით რამდენი აგზავნის აქ სივის თქვენნაირი? _უკაცრავად როგორ? აღვშფოთდი, გოგონა ჩემნაირს ბევრს ვერ ნახავთ, ახლავე მოვითხოვ თქვენი დირექტორის ნახვას,. _ბატონი ვატო არ გახლავთ, ისაა დირექტორიც და მფლობელიც, ასე რომ მიბრძანდით, თანაც წინასწარი შეთანხმების გარეშე მაინც ვერ შეგიშვებდით, მიბრძანდით სანამ დაცვა გამოვიძახე,. _რა ზრდილობაა, თუმცა ერთის მხრივ კარგია, თქვენნაირ ხეპრეებთან მუშაობა რომ არ მომიწევს,. მივაძახე და გაბრაზებული გომოვვარდი, ჰმ, არა რა უზრდელი იყო, თქვენნაირი ბევრიაო, კარგი, კარგი ისევ თქვენ დაგაკლდებათ, _სანამ მეორე სამშენებლო კომპანიაში მივიდოდი დასამშვიდებლად კაფეში შევიარე და შავი ყვა მივირთვი, ეს ყოველთვის მშველის, ღმერთო რა კარგია, ჩავილაპარაკე და ჩემს მანქანაში ბედნიერი სახით ჩავჯექი, კიდევ კარგი ბევრი ბოდიალი არ მიწვეს აქვეა “დრიმ_სითი” რა უცანური სახელია ვინ შეურჩია ნეტავ, კინაღამ გადავიხარხარე და ახლა იქ საჩხუბრად მოვემზადე მაგრამ როგორც კი მდივანს ვუთხარი ვინ და რაზე ვიყავი ახალგაზრდა მამაკაცი ამესვეტა წინ და ღიმილით გამეცნო თორნიკე ამაშუკელი ვარ კომპანიის დირექტორი და მფლობელის ძმიშვილიო, მერე მდივანს ჩემი სივი გამოართვა და კაბინეტში შემიძღვა, ცოტახანს ჩაჰკირკიტებდა ფურცელს მერე კმაყოფილმა გადმომხედა, აყვანილი ხარ მთავარ არქიტექტირადო და ჩემს გაოცებულ სახეს არ მიაქცია ყურადღება ისე გამომიწოდა ხელი,. _ისე, მე არც კი ვიცი რა ვთქვა, ნამდვილად არ ველოდი, ცოტა დავიბენი და რაღაცების ბურტყუნი დავიწყე,. _იმდენად შთამბეჭდავი სივი გაქვთ თქვენნაირი კადრის ხელიდან გაშვება არ შეიძლება, თანაც ჩვენი არქიტექტორი საზღვერგარეთ წავიდა ამიტომ ეს ადგილი დღემდე ვაკანტურია, ჩვენ კი სასწრაფოდ გვჭირდება ახალი პროექტისთვის თქვენნაირი გამოცდილი სპეციალისტი, _დიდი მადლობა, ძალიან მიხარია, გულწრფელად გავუღიმე და წამოვდექი,. _მოდი იცი რა ვქნათ? წავიდეთ კადრების განყოფილებაში და თქვები თანამდებობა გავაოფიციალუროთ, მერე კი ყველაფერს აგიხსნით და თანამშრომლებსაც გაგაცნობთ,. _დაბნეული და რათქმაუნდა გახარებული გავყევი უკან და ხოტა ხანში თავს მოულოდნელად დატეხილი სამსახურით და ბედნიერი ღიმილით მივაბიჯებდი დერეფანში. _ალექსანდრა მოდი მე და შენ სადმე დავსხდეთ და გავისაუბროთ, _შემომთავაზა ბატონმა თორნიკემ და მეც რათქმაუნდა უარი არ მითქვამს, იქვე ახლოს კაფეში შევედით და საკამოდ მეგობრული საუბარიც გამოგვივიდა. ძალიან კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა თორნიკე, მხიარული და ლაღი, თითქმის დავმეგობრდით. ამიხსნა რომ სასწრაფოდ ჭირდებოდათ კარგი არქიტექტორი და რადგან დრო აღარ ითმენდა და თანაც აშკარად არ ვიყავი ხელიდან გასაშვები კადრი ამიტომ გადაწყვიტა ასე სპონტანურად ჩემი აყვანა. _მოკლედ აგიხსნი რა ხდება ალექსანდრა, ტარდება ტენდერი, დიდ დიღომში უნდა აშენდეს მინი ქალაქი, ამ ტენდერში გამარჯვება ჰაერივით გვჭირდება, ბაზარზე ორი უმსხვილესი მოთამაშე ვართ, ჩვენ და “ეკოთაუერსი”, აქამდე ისე მოვიდა ჩვენი კომპანიები გასაყოფი და სადავო არაფერი გვქონია მავრამ ახლა მათი მფლობელი შეიცვალა, ბატონი მერაბი მისმა ვაჟმა ჩაანაცვლა რომელსაც ამბიცია აქვს ჩაძიროს ყველა ვინც რეიტინგით უტოლდება, როგორც კი გადავწყვიტეთ მერიის ტენდერში მონაწილეობის მიღება ჩვენი ორი წამყვანი არქიტექტორი გადაიბირა, მერე მთავარმა არქიტექტორმაც მოულოდნელად დატოვა სამსახური და როგორც ხვდები წესების გარეშე თამაში დაიყეს შესაბამისად ცუდად იქნება ჩვენი საქმე თუ შენ არ გვიშველე, მოდი გაგიმხელ რაღაცას, მე მამაშენს ვიცნობ, ახლა არ აყვირდე, დღეს ჩვენი შეხვედრა მართლა შემთხვევით მოხდა, უბრალოდ სურათზე მყავხარ ნანახი და ერთი ორჯერ ალექსანდრემაც გახსენა რამდენჯერმე, ამიტომ ადვილად გიცანი. ნამდვილად არავის ხელი არ ურევია ამ საქმეში, უბრალოდ რადგან მამაშენის შვილი ხარ დარწმუნებული ვარ მისნაირი ხასიათი გექნება თანაც შენს კვალიფიკაციაში ეჭვიც არ მეპარება ამიტომ წამითაც არ მიყოყმანია რომ შენ ჩვენიანი უნდა გამხდარიყავი. _ყველაფერი გასაგებია თორნიკე, სიმართლე გითხრათ მამაჩემის შვილობის გამო არ მინდოდა ვინმეს სადმე მივეღე მაგრამ რადგან ასე გჭირდებით თქვენ მე და მე თქვენ, თანაც გარკვეულ წილად “ეკოთაუერსისთვის” სამაგიეროს გადახდის შანსი მეძლევა რათქმაუნდა ყელაფერს გავაკეთებ ეს ტენდერიც და სხვა ყველაფერიც მოვიგო მათ გულზე გასახეთქად. -ცოტა ბავშვურად კი გამომივიდა მაგრამ სხვა აზრი იმ წამს არ მომივიდა თავში, _მიხარია ერთმანეთს რომ გავუგეთ, ორშაბათს გელოდები სამსახურში, მანამდე კი ყველა დეტალს მეილზე გამოგიგზავნი,. _კაფეში დიდხანს აღარ გავჩერებულვართ, მალევე დავემშვიდობეთ ერთმანეთს და სახლში ბედნიერი წავედი. ზუსტად ჩემი შესაფერისი საქმეა, მე თქვენ გაჩვენებთ რა შემიძლია, ჩავიცინე და პირდაპირ ჩემი საძინებლისკენ ავიღე გეზი. _აი დადგა ეს დღეც, ორშაბათია და როგორც უკვე აღვნიშნე რატომღაც ძალიან ვნერვიულობ, ნუ რა უბედურებაა, საშინლად მაღიზიანებს ჩემი თავი ასეთი, რა მანერვიულებს ვერ ვხვდები, ვიცი რა უნდა გავაკეთო, ყველაფერი მოგვარებულია და მაინც სკოლის მოსწავლესავით მიფართხალებს გული, _რვა საათისთვის გამზადებული ტანსაცმლის ჩაცმა დავიწყე, მუხლამდე შინდისფერი კაბა და შავი პიჯაკი ჩავიცვი, ასევე შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მოვირგე, თმა როგორც ყოველთვის ცხენის კუდივით შევიკარი, ცოტაოდენი მაკიაჟი სახეზე და ამასობაში ცხრაც გახდა, სათვალეს და ჩანთა ხელი ვტაცე და საშინლად აფორიაქებულმა დავტოვე სახლი,. _თხუთმეტ წუთში უკვე ოფისთან ვიყავი, ღრმად ჩავისუნთქე და შეგნით შევედი, დაცვამ ზრდილობიანად გამიღიმა და ლიფტიც გამოიძახა, ორ წუთში უკვე თორნიკეს კაბინეტში ვიყავი რომელიც ძველი მეგობარივით გადამეხვია და მომიკითხა,. _აბა მთელს მსოფლიოში ყველაზე ნიჭიერი და ლამაზი გოგო ხომ არ ნერვიულობს? _ცოტას ვღელავ, არ დავუმალე ჩემი განცდები,. _სანერვიულო არაფერია, ძალიან კარგი გუნდი გეყოლება, იმათ ინერვიულონ ვისაც შენ დაუპირისპირდი,. _გამამხნევა და ხელი მხარზე მომხვია,. _წამოდი ყველა სათათბიროშია და შენს თავს წარვუდგენ,. _მეც მორჩილად გავყევი უკან და ღიმილით მივესალმე დამსწრე საზოგადოებას, თორნიკემ ყველას ამცნო ვინც ვიყავი, ასეთი მოულოდნელი გადაწყვეტილების მიზეზიც აუხსნა და სთხოვა ყველაფერი დაწვრილებით აეხსნათ ჩენთვის, _მონიტორზე ჩანდა ტერიტორია რომელზეც უნდა აშენებულიყო ქალაქი, ერთ ერთი არქიტექტორი დაწვრილებით მიხსნიდა რა როგორ და რანაირად უნდა გაგვეკეთებინა, მეც შენიშვნები რვეულში ჩავიწერე და ყველა საბუთი მოვითხოვე რაც ტერიტორას, და სულ მცირე დეტალსაც კი მოიცავდა, _წამოდი ახლა შენ კაბინეტს გაჩვენებ, დანარჩენი იქ გააგრძელე შენი იმედი მაქვს,. _გქონდეს ჩემი იმედი, მეც გავუღიმე და ჩემს კაბინეტში შევედი რომელიც ზუსტად თორნიკეს კაბინეტის გვერძე მდებარეობს,. _ცოტა ხანში ყველანაირი საბუთი ხელთ მქონდა და გონებაში უკვე პროექტის მონახაზზე ფიქრი დავიწყე, საერთოდ ასე ვარ, როგორც კი რამე საინტერესოს აღმოვაჩენ მაშინვე გონებაში ცოცხლდება და კადრებივით გარბიან სულ მცირე დეტალებიც კი. დრო ძალიან ცოტა იყო, ერთ თვეში მაკეტი უნდა ჩავაბაროთ, ცოტა შემეშინდა კიდეც, ამხელა პასუხისმგებლობა მაკისრია, თავი რომ ვერ გავართვა? კარგი რა ალექს, რას ქვია ვერ შეძლებ, გავუბრაზდი ჩემს თავს და საქმეს შევუდექი, ხუთ საათამდე თავაუღებლივ ვიმუშავე, მონიტორმა საშნლად მატკინა თვალები და წამით მაგიდაზე ჩამოვდე თავი,. _კარზე კაკუნი რომ გავიგე მაშინვე გავსწორდი ვინმემ არ შემომიხსნას კარითქო, ჩემი მდივანი იყო, _ბატონმა თორნიკემ გადმოგცათ მე გავდივარ და შეგიძლია ადრე წახვიდეო, _პირველი დღისთვის საკმაოდ ბევრი სამუშაო მოვიტოვე უკან, საშინლადაც დავიღალე ამიტომ სიხარულით წამოვხტი და სახლში წასაღები საბუთებიანად გამოვედი გარეთ, _ჰაერმა ცოტა გამომაფხიზლა, ხვალისთვის დავგეგმე ტერიტორიის სანახავად წასვლა, მინდოდა ადგილზე მენახა და აღმექვა რა შეიძლებოდა გამეკეთებინა, ამ აზრით კმაყოფილმა საკუთარ თავს გავუღიმე და სახლში წავედი, _მისვლისთანავე წყალი გადავივლე, სხვანაირად უბრალოდ არ შემიძლია, მერე ელისს და მეთს ვახარე ჩემი სამსახურის ამბები, ცოტა ხანი დედას ვეჭორავე და წითელი ღვინით სავსე ბოკალით ხელდამშვენებული მივუჯექი ჩემს ლეპტოოს, აბა ვნახოთ “ეკოთაუერსი” რა ჩიტი ბრძანდება, ჰმ, ვერ დაუკარგავ საკმაოდ წარმატებული კომპანიაა, თითქმის გვჯობნის კიდეც მაგრამ სადაც ალექსანდრა წიკლაურია იქ ვიღაც ვატო არველაძეები და მისი არქიტექტორები რა მოსატანია, ერთი მაცოდინა ვინაა ეს ამბიციური ბიჭუნა პირველობა რომ ნებავს და არასამართლიან თამაშსაც რომ არ ერიდება, გადავქექე მთელი საძიებო სიატემა მაგრამ ვერაფერი ვიპოვე მასზე, ღმერთო ჩემო, უჩინარია ეს კაცი? ან არსებობს კი? კომპიუტერული პროგრამა ხომ არ არის საერთოდაც, რა საჭიროა ადამიანის ასე გასაიდუმლოება. ვნახოთ ბატონო ვახტანგ ვინ დარჩება პროექტის გარეშე, თანაც მე რის ალექსანდრა ვარ თუ თქვენი გეგმების შესახებ არ შევიტყვე, ჩავიქირქილე ბოროტულად და გეგმების დაწყობა დავიწყე როგორ შეიძლებოდა მომეპოვებინა მათ პროექტზე ინფორმაცია. როგორც აღმოვაჩინე მათი მთავარი არქიტექტორიც გასაიდუმლოებული პიროვნებაა, ამდენი კონსპირაცია რა უბედურებაა ნუ, რას მალავს ეს ხალხი საინტერესოა, მაგრამ აუცილებლად გავარკვევ. ფიქრებ აბურდული წითელ ღვინოს ყლუპ ყლუპად მივირთმევდი და თვალ დახუჭული უამრავ გეგმას ვსახავდი ტვინში, ოჰჰჰ, საოცარია ეს ღვინო, ვგიჟდები წითელ, მშრალ, ტკბილ ღვინოზე, ვაღიარებ რომ ჩემი სიცოცხლის ელექა, ერთგავრი რელაქსაციაა ჩემი სხეულის და ტვინისთვის ამიტომ დღეში ერთ ბოკალს სიამოვნებით მივირთმევ,_ თორმეტ საათამდე ათას რამეა მივედ მოვედე, მერე ძილი მომერია და დილამდე გვერდის შეუცვლელად მეძინა, _მაღვიძარამ ზუსტად რვის ნახევარზე იკივლა და მეც დაფეთებული წამოვხტი, გავემზადე, ყავა დავლიე და სამსახურში წავედი, მერე თორნიკეს ვთხოვე იბიექტზე წავეყვანე და პირდაპირ დიღმისკენ ავიღეთ გეზი,. _არა რაა, ეს ბიჭი მისტერ პოზიტივია, სულ მხიარულ ტალღაზეა, რაც გავიცანი სულ იცინის და ხუმრობს,. _თორნიკე, ეს ბატონი ვატო არველაძე კომპიუტერული პროგრამაა თუ ნამდვილად არსებობს? სრულიად სერიოზულად ვკითხე, მან კი იმხელა გადაიხარხარა მანქანაში შევქანდი,. _შუტკების დედა ხარ რაა, კომპიუტერული პროგრამაო, აუუუ, არა ეს ვატოს უნდა ვუთხრა, წარმომიდგენია მისი სახე, _იცნობ? ისე გავიკვირვე თითქოს მართლა პროგრამა ყოფილიყოს,. _როგორ არ ვიცნობ, ჩემი ძმაკაცია, ნუ ადრე იყო, ერთად ვსწავლობდით საფრანგეთში, უბრალოდ მერე დავიშალეთ რა, ხანდახან ვხვდებით ხოლმე, მე უკვე სამი წელია აქ ვარ, ეგ ეხლა ჩამოვიდა, მერაბი და ბიძაჩემი მეგობრობდნენ, ადრეც ხომ გითხარი გასაყოფი არაფერი გვქონია, მერე რაღაცები მოხდა მაგრამ ეგ ჩვენ არ გვეხება, მოკლედ რაც ვატო ჩაუდგა სათავეში კომპანიას მას მერე ყველაფერს აკეთებს გვაჯობოს და დაჟე ჩაგვძიროს, ჩემთან აღარ კონტაქტობს გარდა იმ შემთხვევებისა სადმე თუ შევხვდებით, ჩვენ საერთონსამეგობრო გვყავს, მოკლედ ძალიან რთული ბიჭია მაგრამ არაა ცუდი ადამიანი, ალექსანდრა მთავარია ჩვენი საქმე გავაკეთოთ, დანარჩენზე შენ არ იფიქრო,. ვააახ, კომპიუტერული პროგრამაო ეგ რომ არ ვუთხრა გული გამისკდება, წარმომიდგენია მისი სახე,. _სერიოზული თემიდან ისევ მხიარულ ნოტაზე გადაერთო და ისევ გულიანად გაიცინა, მე კი ცოტა არ იყოს ჩავფიქრდი, განა რა ვერ გაიყვეს ამისთანა რომ ასე მონდომებით ცდილობს ჩვენი კომპანიის ჩაძირვას, თუმცა რაც არ უნდა იყოს რადგან მე აქ ვარ არ გამოუვა,. _ადგილზე მისულებს ორ წუთში შავი ჯიპი მოგვადგა და იქიდან წითელ კაბაში გამოწკეპილი მოკლე ქერა თმიანი ფუფალა გადმოვიდა,. _ვაა თორნიკე აქ რას აკეთებთ? _დაიწიკვინა ქერამ და მე გადმომხედა ინტერესით,. _რასაც თქვენ ნატა, ტერიტორიას ვამოწმებთ,. ეს ჩვენი მთავარი არქიტექტორია, _ხომ იცი ტყუილად ცდილობთ, ჩვენ მაინც ვერ გვაჯობებთ, თანაც სად ჩვენი არქიტექტორინდა სად ეს ბარბი,. _ისევ საზიზღრად დაიწიკვინა ნატამ და ირონიულად გადმომხედა _ტვინიც რომ ქერა აქვს,.გადავულაპარაკე თორნიკეს და ისე ავუარე გვერდი ნატას ვითომ ცარიელი ადგილი ყოფილიყო, მერე ერთი ორი სურათი გადავიღე, ბლოკნოტში რაღაც დეტალები ჩავინიშნე და მანქანისკენ წავედი, _ერთი გამაგებინა ვისით გვებლატავებიან ასე, რა შეუძლია მაგისთანა იმ საიდუმლო არქიტექტორს,. _დიდი არავინ, ერთ ერთი ეგ ნატაა, ხომ არ შეგეშინდა? _ვის მე? აქეთ ეშინოდეთ, უბრალოდ ამდენი გასაიდუმლოება არ მესმის, _გამომდინარე იქიდან რომ საქმე თავზე საყრელად იყო სამსახურში მისულს კაბინეტიდან ცხვირი არ გამომიყვია. მარტო სამი საათი ჩემს გუნდთან ერთად ნახაზებზე ვიმუშავე, ისე შემომაღამდა ვერ გავიგე, სამუშაო საათებს უკვე გადაცდენილი იყო ისრები ავტოსადგომზე რომ გავედი და მანქანაში კი არ ჩავჯექი ჩავენარცხე,. _მთელი თვე სულის ამოხდამდე ვიმუშავე. რომ იტყვიან_ სული, გული, ენერგია, სისხლი და ნერვები ამ პროექტში ჩავდე, შეცდომას საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ, ამდენი ხალხი მე შემომყურებს და იმედებს ვერ გავუცრუებ, პირევლ რიგში კი საკუთარ თავს ვერ დავაღალატებ, მე ხომ ალექსანდრა წიკალური ვარ. _პროექტი, ნახაზები, გეგმა თვისი ხარჯთაღრიცხვიდან დაწყებული მაკეტით დათავრებული მერიაში მე და თორნიკემ წავიღეთ და პასუხების მოლოდინში კინაღამ სული გაგვძვრა, _წარმოგიდგენიათ? მთელი თვე ისიც ვერ მოვახერხე კონკურენტ არქიტექტორზე რამე გამეგო, პროექტზე აღარაა ლაპარაკი, _პასუხები ერთ თვეში იქნება,. _მამცნო თირნიკემ,. _მოკლედ ამ კვირის ბოლოს თურქეთში იმართება ამიერ კავკასიაში ყველაზე წარმატებული მეწარმეების დაჯილდოვება, ჩემი კომპანიაც იღებს მონაწილეობას, შენთვის არ მითქვამს, ავეჯის საწარმო მაქვს ხოდა იქ უნდა ვიყო, სხვათაშორის ვატოს ღვინის კომპანიაც იქნება წარდგენილი, ვიცი რომ მათზე ყველაფერი გაინტერესებს, ვიცი ძალიან ბავშვურად გამომდის მაგრამ ნატა საკმაოდ კარგი კანდიდატურაა ინფორმაციის დასატყუებლად, გულს მაინც დაიმშვიდებ რომ გეცოდინება რა და როგორ გააკეთეს, ამიტომ შენც ჩემთან ერთად წამოდი, თანაც ხომ იცი წვეულებებზე ბევრად ადვილია საჭირო ინფირმაცია მიიღო,. _ეეე რა მაგრად მოიფიქრე, მხარზე ხელი მივკარი თორნიკეს და სიხარულით ხტუნვა დავიწყე, თან როგორ მიყვარს ჯაშუშობანა და ამბები, მართალი ხარ გულს მაინც დავიმშვიდებ რომ მეცოდინება რას უნდა ველოდეთ მათგან, აუცილებლად წამოვალ. _მაშინ ხუთშაბათისთვის მზად იყავი, მე ოთხშაბათს უნდა გავფრინდე და სასტუმროს ამბები მოგვარებული იქნება, _კარგი, მაშინ მე წავალ და მოვემზადები, მაგარი ბიჭი ხარ, _ვიცი ვიცი მაგარი რომ ვარ მაგრამ დაკავებული ვარ უკვე, დაგაგვიანდა დაია, დაგასწრეს,. _ტუტუცო, მასხარა ხარ. გავეკრიჭე და გასასვლელისკენ წავედი,. _შეგიძლია ეს დღეები დაისვენო,. _მომაძახა და კაბინეტში შებრუნდა მე კი ისეთი აჟიტირებული წამოვედი სახლში გეგონება მართლა საიდუმლო აგენტი ვიყავი და დავალებაზე მგზავნიდნენ, არა ფანტაზიას არ ვუჩუვი, გონებაში უკვე ათასჯერ წარმოვიდგინე როგორ ვათქმევინემ ნატას საჭირო დეტალებს და როგოგორ გავარკვევ რას მალავს ეს ვატუნა ვახტანგი. _სახლში მისულმა როგორც ყოველთვის მაშინვე ვიბანავე, მერე გემრიელად ვივახშმე და განუყრელი წითელი ღვინით ხელში ტელევიზორთან მოვკალათდი, ტვინში ათასჯერ გადავაწყ გადმოვაწყე გეგმები, დიალოგებიც კი წარმოვიდგინე ქერა ნატასთან და გატუტუცებულ ვატოსთან. ქალთან ცოტა აფერისტობა, კაცთან ცოტა ფლირტი და ეგაა, მე ხომ ალექსანდრა წიკლაური ვარ, გავუღიმე საკუთარ მეს და ბოკალი ბოლომდე გამოვცალე, მერე კი დასაძენებლად ჩემს საწოლზე გადავინაცვლე, _რადგან დილით ადრე ასადგომი არ ვიყავი მაღვიძარა არ დავაყენე, თვალები რომ გავახილე თორმეთი დაწყებული იყო. ცოტა ხანს კიდევ ვინებივრე საწოლში და ავდექი, აბაზანა რომ მოვიარე და კარგად გამოვფხიზლდი ჩემოდანის ჩალაგება დავიწყე, ყველა დეტალი გავითვალისწინე და ძირითადად ისეთი სამოსი ჩავალაგე წვეულებებსა და საღამოებზე რომ გამომადგებოდა, კმაყოფილმა მივაგორე გატენილი უზარმაზარი ჩემოდანი მისაღებში, ჩემებს დავურეკე და გავაფრთხილე გაფრენა რომ მიწევდა მერე კი მთელი დღე საწოლში ვიგორევე, საღამოსაც ადრე დავიძინე და დილით გადასარევ ხასიათზე გამეღვიძა, ასეთი დასვენებული დიდი ხანია არ ვყოფილვარ. _ყავა დავლიე, მოსახერხებლად ჩავიცვი და აეროპორტისკენ გავეშურე, _ზოგადად თვითმფრინავი და ისეთი მოწყობილობები არ მიყვარს რაც მიწას არ ეხება ამიტომ ფრენისას ყოველთვის დაძაბული ვარ, ახლაც აფორიაქებული ავედი ტრაპზე და პირველი კლასის სალონში ჩემი ადგილი ხელ_ფეხ გაყინულმა დავიკავე, მალე თვითმფრინავიც აფრინდა და მანამ არ გამიხსნია მომუშტული ხელები სანამ ფეხი მიწაზე არ დავდგი, _აეროპორტიდან პირდაპირ სასტუმროში წავედი, თორნიკეს ნიმერი დაეჯავშნა ამიტომ წვალება არ მომიწია მე, ცოტა დავისვენე და საღამოსთვის კაბის არჩევას შევუდექი რაც არც ისე იოლი საქმეა ჩემთვის, ყოველთვის დიდხანს მიწევს ფიქრი რა უნდა ჩავიცვა მნიშვნელოვან საღამოზე. _არჩევანი თეთრ, მხრებზე მოშიშვლებულ მომდგარ კაბასა და ოქროსფერ ფეხსაცმელზე შევაჩერე, მერე წყალი გადავივლე, თმა და მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე, ჩავიცვი და SHERATON ANKARA HOTE ში წავედი, თორნიკე უკვე იქ დამხვდა, ჩვენთვის საშვები და მოსაწვევები უკვე გამზადებული ქონდა,. _რა ლამაზი ხარ, მეშინია თურქმა კაცებმა შენი თავი არ მომტაცონ,. _ხოო აბა რა, იარაღი მზად გქონდეს ყოველი შემთხვევისთვის, გამეცინა მის ნათქვამზე და წვეულებისთვის განკუთვნილ დარბაზში შევყევი. _თავი კონკია მეგონა მეჯლისზე, იმდენი ბოლო მოდაზე ჩაცმული მამაკაცი და ბრილიანტებ ასხმული ქალი ირეოდა ერთმანეთში, რაღაც მომენტში უხერხულობაც კი ვიგრძენი ჩემი მათ ფონზე მოკრძალებული ჩაცმულობიდან გამომდინარე იმის მიუხედავად რომ “შანელის” ბოლო მოდელის კაბა მეცვა. _დაჯილდოვება დაიწყო და ნომინაციების გამოცხადებაც ნელ ნელა კულმინაციას აღწევდა, სიამაყით ავივსე ქართველებმა უმაღლესი კლასის ჯილდოები რომ აიღეს, მათ შორის თორნიკეს კომპანიამ, გაბადრული ვუყურებდი როგორ გადასცეს ჯილდო და მის მაგივრად მიხაროდა, თუმცა ჩემი ყურადღება სულ სხვაგან იყო მიმართული, გაფაციცებით ველოდი ვატო არველაძის სახელის და გვარის გამოცხადებას ან იმას მაინც რომ ვინმე შემთხვევით ახსენებდა მას,. _ცოტა ხანში თორნიკეს ასისტენტმა მანიშნა ვატო შემოვიდაო თუმცა ირგვლივ იმდენი ხალხი ირეოდა დანახვა ვერ მოვასწარი, ვეცადე მეც შევრეოდი მოსიარულე სტუმრებს და მასთან მიახლოების საშულება მქონოდა იმის მიუხედავად, რომ წარმოდგენა არ მქონდა გარეგნულად როგორ გამოიყურებოდა, _როგორც იქნა გავაღწიე ხალხმრავლობიდან და ორად გაყოფილი დარბაზის ქვედა სართულზე ჩასვლა გადავწყვიტე, რომ კიბეზე დაფენილ ხალიჩაზე ფეხი ამიცდა და პირდაპირ წინ მიმავალ ადამიანს შევასკდი მთელი ძალით, თანაც ჩემდა სამარცხვინოდ წითელი ღვინით სავსე ბოკალი ზედ გადავამხე, _ვაიმე მაპატიეთ, შემთხვევით მომივიდა, _რატომღაც ინგლისურად ჩავიბურტყუნე და ხელახალი ბოდიშისთვის გავაღე პირი, რომ მამაკაცი მკვეთრად მოტრიალდა და აი თამამად შემიძლია ვთქვა, ჯობდა ამ კიბეზე ავლეწილიყავი და კისერი მომეტეხა ვიდრე მსგავსი არამიწიერი გარეგნობის კაცს ასე გაბრაზებულს შემოეხედა, მზერით მომკლა ფაქტიურად. _ვაღიარებ, რომ ჩემი ოცდახუთწლანი დედამიწაზე არსებობის მიუხედავად ასეთი საოცარი თვალების და მომნუსხველი და დამატყვევებელი მაგრამ საოცრად სუსხიანი გამოხედვის მქონე მამაკაცი პირველად ვნახე. _აი იდეალური კაციიი, ისევ მისი თვალიერებით ვიყავი გართული და ადგილზე მიყინული, რომ გამოხედვაზე მეტად სუსხიანი მაგრამ საოცრად სასიამოვნო ბარიტინი ჩამესმა ყურში,. _გოგონა, მხედველობის პრობლემა გაქვთ? ასე როგორ შეიძლება, თუ გადაადგილება დამოუკიდებლად არ შეგიძლია თანაც მხედველობა გაკლიათ ამხელა ქუსლებზე არ უნდა ამხედრდეთ, კინაღამ თავადაც კისერი მოიტეხეთ და ნახეთ მეც ღვინოში მაბანავეთ. _ოჰოოოო, ამას ჯენტლმენაბაზე და ქალთან საუბრის ტონის შერჩევაზე რაიმე სმენია ნეტავ? სადაურია ის მაინც ვიცოდე,. _ბოდიში უკვე მოგიხადეთ, თანაც შემთხვევით მომივიდა, ასე უხეშად რატომ მელაპარაკებით, უზრდელობაა სულ მცირე, ჯენტლმენი ნამდვილა არ ბრძნდებით სამწუხაროდ. _ორი წამის წინ ღვინის აბაზანა თქვენ მიმაღებინეთ და კიდევ ზრდილობას მთხოვთ? სანამ კიდევ კარგ ხასიათზე ვარ აქედან წადით თორემ როგორც აღნიშნეთ ჯენტლმენი ნამდვილად არ ვარ ამიტომ არაა გამორიცხული თქვენი თეთრი კაბა წითელი ღვინით გალამაზდეს,. _რა თავხედობაა, ნამდვილი ხეპრე ხართ, მივახალე და კუსლების პაკიპუკით და აღშფოთებული, შეურაცხყოფილი სახით წავედი საპირფარეშოსკენ თავის მოსაწესრიგებლად,. _არა რაა, წარმოგიდგენიათ? კაცი ასეთი უმოწყალოდ სიმპათიური და უტაქტო იყოს ერთდროულად რა ფენომენია არ მესმის, დედაა კიდევ კარგი არ დაგორდა თორემ ალბათ მიმასიკვდილებდა ადგილზე. _სახეზე წყალი შევისხი, მაკიაჟი ხელახლა გავიკეთე, თმა შევისწორე და დარბაზში იმ დროს დავბრუნდი წამყავანმა რომ გამოაცხადა საუკეთესო ღვინის კომპანიას “არველაძე” ვაჯილდოვებთ ოქროს ვარსკვლავით და მის პრეზიდენტს ბატონ ვატო არველაძეს ვთხოვთ სცენაზეო,. _როგორც კი სცენაზე ასული მამაკაცი დარბაზისკენ მოტრიალდა, თითქოს ურო მომხვდა კეფაში, თვალები ალბათ საცრისოდენა გამიხდა როდესაც მამაკაცში ჩემს მიერ გაწუწული “მისტერ მომაკვდინებლად სიმპათიური უტაქტობა” აღმოვაჩინე და ეკალმა მთელს სხეულზე დამაყარა….. _ჯანდაბა… ვატო არველაძე…!!! ჯანდაბა… ჯანდაბა… ჯანდაბა!!!!



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

წინა ისტორიასაც ვკითხულობდი და ეს ვერსია უფრო მომწონს.მალ-მალე დადე რა ახალი თავები,ძალიან საინტერესოა და მომწონს
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი Chasing liberty

La-Na
წინა ისტორიასაც ვკითხულობდი და ეს ვერსია უფრო მომწონს.მალ-მალე დადე რა ახალი თავები,ძალიან საინტერესოა და მომწონს

მადლობა, ვეცდები რაც შეიძლება მალე დავდო...

 


№3  offline წევრი LSD

Dzaan momwonss es istoria ❤️Sakmaod moculobiti tavic iko amitom shenishvna amastan dakavshirebit ar makvss❤️ Magram dzalian swrafad aris ganvitarebuli movlenebii cota daulahebelia dialogebii.simartle gitxra dialogebis dros vin ras ambobda ver gavige.nu saerto jamshii istoria dzalian kargiaa ubralod gatvaliswine da gamoaswore shenishvnebi da egaa raa ❤️❤️ Gelodebi axali tavit warmatebebi❤️❤️

 


№4  offline აქტიური მკითხველი grafo

ასე რაა, ასე რაა...რა 10 წლის წინ მომხდარი მკვლელობები და ხოცვა-ჟლეტვის გამოძიებები:)). გაბრაზებულზე იყოს ვატუნა, კარგი. მაგრამ, იცოდა დუდასავიგ არ დამართო ამასაც და ბოლომდე ივაჟკაცოს. მომეწონა სიუჟეტი ძალიან. მსუბუქი საკითხავია ანუ ისეთი, რაც მე ამ საიტზე მიყვარს.

 


№5  offline წევრი Chasing liberty

grafo
ასე რაა, ასე რაა...რა 10 წლის წინ მომხდარი მკვლელობები და ხოცვა-ჟლეტვის გამოძიებები:)). გაბრაზებულზე იყოს ვატუნა, კარგი. მაგრამ, იცოდა დუდასავიგ არ დამართო ამასაც და ბოლომდე ივაჟკაცოს. მომეწონა სიუჟეტი ძალიან. მსუბუქი საკითხავია ანუ ისეთი, რაც მე ამ საიტზე მიყვარს.

მადლობა გოგო, მიხარია რომ მოგეწონა, ხოო მეც ძაან მემძიმა და გადავწყვიტე შემეცვალა.

LSD
Dzaan momwonss es istoria ❤️Sakmaod moculobiti tavic iko amitom shenishvna amastan dakavshirebit ar makvss❤️ Magram dzalian swrafad aris ganvitarebuli movlenebii cota daulahebelia dialogebii.simartle gitxra dialogebis dros vin ras ambobda ver gavige.nu saerto jamshii istoria dzalian kargiaa ubralod gatvaliswine da gamoaswore shenishvnebi da egaa raa ❤️❤️ Gelodebi axali tavit warmatebebi❤️❤️

დიალოგებს ვერ ვყოფ სამწუხაროდ, რაც წერა დავიწყე მას მერე აღვნიშნავ რომ იძულებული ვარ გადავაბა, ტელეფონში ვწერ და პროგრამა ა მიწყობს ხელს...მადლობა შეფასებისთვის

 


№6  offline აქტიური მკითხველი Anuki96

წინა ნიმუშისგან განსხვავებით საკმაოდ ხალისიანი თავი გამოვიდა. მე ძალიან მომეწონა. ბევრიც ვიხალისე. წარმატებები ♡♡

 


№7  offline წევრი Chasing liberty

Anuki96
წინა ნიმუშისგან განსხვავებით საკმაოდ ხალისიანი თავი გამოვიდა. მე ძალიან მომეწონა. ბევრიც ვიხალისე. წარმატებები ♡♡

მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent