შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმშვიდემდე შეშლილი(20)


10-06-2017, 01:00
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 8 857

ბავშვებზე დიდი ბედნიერება ამქვეყნად არ არსებობს. ბავშვები არიან ყველაზე წმინდა არსებები დედამიწაზე ,მათი თვალები იმდენად სუფთაა მათი სული იმდენად თავისუფალი რომ შეუძლებელია ბედნიერებას არ აფრქვევდეს ირგვლივ.
დილას მზის სხივები მაღვიძებს და ჩემზე შემოხვეულ ორ სხეულს ვუყურებ. მეღიმება მათ აწითლებულ ლოყებს რომ ვხედავ ,თმა იმდენად აქვთ არეული რომ შუბლი საერთოდ აღარ უჩანთ . ალექსი ჩემს ხელზეა მოხვეული , მაქსს მხარზე უდევს თავი მუცელზე კი ჩემი სიცოცხლე ანდრიკო მაწევს, თავი ჩემს მკერდზე უდევს, თავისი ბუთქუნა ხელი პენუარის ქვეშ ჩაუცურებია , აშკარად დედიკოში ავერიე .
წვიმა თუ მოიყვანდა ამათ ჩემთან ვერ წარმოვიდგენდი, მართალია ვიცი რომ საბაბად გამოიყენეს წვიმა და საერთოდ არ ეშინიათ ღამე მარტო ძილის ,მაგრამ მაინც მადლობა წვიმას.
მობილური ზუზუნებს და ხელს ფრთხილად ვწევ რომ ავიღო
-გისმენ-ვჩურჩულებ და ბიჭებს ვუყურებ, ორივე ერთდროულად ბრუნდება და ბალიშს ეხვევა
-რატო ჩურჩულებ
-ბავშვებს ზინავთ...მერე დამირეკე
-ბავშვებს?
-ხოო
-არ მითხრა რომ ანდროსთან ერტად ალექსიც შენ გვერდითაა...დატოვა მაქსი მარტო ?
-არაა
-აბა? შენ შეგიშვეს ოთახში?
-არაა
-მაქსიც მანდაა?
-ხოოო
-არ გინდა ფოტო გადაუღო?
-არააა
-არ გაბრაზდება მიდი გთხოვ ...წავედი მე მერე დაგირეკავ , უყვარხარ შენს ბიჭს
-ბიჭს?
-მარიამ !
-ეგ ბიჭი თავის გოგოს უფრო უყვარს -ისევ ჩუმად ვეუბნები მობილურს ვთისავ და ენერგიით დამუხტული ანდროს ვკოცნი. ისეთი ძილი იცის მაინც არ გაეღვიძება ამიტომ თამამად ვეფერები, ბიჭებს უბრალოდ ვუყურებ, ისევ ერთდროულად ბრუნდებიან ჩემკენ ხელებს შლიან ,მე და ანდროს გვეხვევიან ჩემკენ იწევიან უფრო მეტმასნებიან და ძილს კიდევ ერთსაათს აგრძელებენ. იღვიძებენ და თვალების ფშვნეტას იწყებენ მერე ერთდროულად ჯდებიან და მიყურებენ .
-დილამშვიდობისა ბიცო- ერთხმაში მეუბნებიან და მიღიმიან -ახლა რომ ვაკოცო გაგიჟდებიან ვითომ?
-ბიცო წუხელ გაჭყლიტეთ ...ბიცო გასამრჯელოს მოითხოვს ღამის თბილად და მსვიდად გატარებისთვის და კომპენსაციას ოკუპირებული საწოლის გამო
-ასეც ვიცოდი რომ რამეს გვთხოვდი - მაქსი სახეს მანჭავს და მერე თვალებს ატრიალებს- ალექსი გაკოცებს ჩემ ნაცვლად - საწოლიდან გაპარვას აპირებს ხელზე რომ ვავლებ ისევ მეჭყანება და ისე მკოცნის ლოყაზე- კოცნას მპარავ ალქაჯო ბიცოლა!
-მეც მიყვარხართ -ბატონი მიდის მე კი ალექსს ვეხვევი და ბავშვს საწოლში ვაწვენ. ორი საათი კიდევ იძინებს ასე რომ შემიძლია ბიჭებს მივხედო .საწოლიდან ვდგები , ბავშვის ირგვლივ ბალისების ჯებირს ვაკეთებ და ოთახიდან გავდივარ. ბიჭები ალბათ სააბაზანოში იქნებიან უკვე , დერეფანში მივდივარ,მაგრამ სანდროს ოთახიდან გამოსული ხმა მაჩერებს
-რას ნიშნავს არ იცი სად არის... აბა მე უნდა ვიცოდე? ბიჭო შენ ხო არ ანძ*** ჩემი და დაკარგული იყოს და არ ვიცოდე სად არის? ჩემთან გეგონა ? ჩემთან როდის დარჩა ღამე მითხარიიი რო მიყურებს ჭარხალს ემსგავსება და ჩემთან დავტოვებდი ? *ირი ხარ-თქო რომ გეუბნები გიჟდები მერე სანამ ჩამოვალ იპოვე თორე მოგკლავ... რა გაცინებს შე ავადმყოფო მოიცა რა... არ მითხრა რო მეხუმრე .არ წამოვიდე კი არა ცოცხალი არ დამხვდე თავი მოიკალი ახალაძე სანამ წამებით ამოგხდი სულს! დილაადრიან მეხუმრა ბიჭი ...სამაგიერო რისთვის! ფერია და? გართმევ ? წაგართმევ სიცოცხლეს შე განუვითარებელო მოგივარდებოდი და დაგალურჯებდი მარა გადავრევ გოგოს ...ვფიქრობ დიახაც . შენ მართლა გააფრინე მგონია რა მოვიტაცო . დამიანეს რო ვეუბნებოდი მერე ჩემი ქაჯი მარიამი და ემილია ერთნაირები არიან? გაჩუმდი ახლა თორე მოგკლავ რო გნახავ ! დილიდან მომიტ*** ხასიათი რა-მობილური მოიფრიალა და სიგარეტი ამოიღო კოლოფიდან, ხელი ისე უკანკალებდა სანთებელა ძლივს აანთო ,რამდენჯერმე შეიკურთხა და ბოლოს კვამლი ფილტვებისკენ გაუშვა - შენ კიდე როდიდან მისმენ მარო?
-როდის მომიყვები ?
-არასდროს...
-ანუ საღამოს
-მივდივარ საღამოს
-ალექსანდრექე!
-კარგი ხო ...შემეში ახლა ცუდად ვარ
-მიჯნურობას ვინ მოუკლავს ჩემო გორილა- ვუცინი და მის ოთახს ვტოვებ. ბავშვები დერეფანშ მორბიან სანამ მე ნაბიჯს გადავდგამ - დაიბანეთ?
-კიიი... ჩავიცვამთ და გვაჭამე - უცებ მეძახის ამქსი და ოთახში შედის, ალექსი უკვე იქ არის. ჯუნგლები არიან რა...
სამზარეულოში შესულს ქალბატონი თამარა მაგიდასთან მჯდომი მხვდება და პირდაპირ ეხუტება ქათამს... ამ დილაადრიან ჭამას რომ იწყებს ამ დროს მეკეტება. ზურგიდან ვეპარები და ლოყებს ვუკოცნი
-ჩემიი ბუთქუუუ
-რა ბუთქუ ქალო ... ორი თვის არაა ჯერ
-გადაყლაპეე ბუთქუუუუ არ დაიხრჩო
-ჩემი ბიჭი რომ მომტაცე სად დამიტოვე
-ძინავს შენს ბიჭს მშვიდად ,ნათლიას ისე მიეხუტა წუხელ გული გაუთბო
-რას აკეთებ?- სამზარეულოში ტრიალი რომ დავიწყე ამომხედა- ეკუნა სად არის?
-ეკუნა დღეს არ იქნება სახლში ... ბებოსთან წაიყვანდა დილით მამიკო. მე კი ტარზანებს საუზმე უნდა გავუმზადო
-იმდენი საჭმელია რაღას ამზადებ
-არ უყვართ ეგენი ხო იცი... „ყიყლიყო“ უნდა გავუკეთო - ისე იცინის ნერვებს მიშლის , ხო ვიცი ახლა რასაც ფიქრობს- რა გინდა თამარა?
-არაფერი...
-ცუდად ვიქცევი მათზე რო ვფიქრობ თუ რა არის ვერ გავიგე...ყველა რატო ხართ გაკვირვებული !
-ნუ ბუზღუნებ... საუკეთესო ბიცო ხარ და ყველაზე მეტად უყვარხარ ორივეს
-სულ არ მინდა ასე იყოს ...უბრალოდ ვერ ვეგუები
-ვიცი რომ ყვლაფერი წესისამებრ მოგწონს...მაგრამ არ შეუძლია იმქალს სახლში ჯდომა და რას ითხოვ?
-მე არაფერს!
-რას ადგეხარ ტაფას თავზე ისე არ შეიწვება?
-უნდა გადაწითლდეს...ისე არ უყვარს მაქსს და მაინც არ შეჭამს. აღარ ჭამს ბიჭი ამ ბოლო დროს...ფიგურას უფრთხილდება
-გახსოვს როგორი მოცომილები იყვნენ... წითელლოყებები
-ჩვენზე ლაპარაკობ თამრიკო?- უცებ შემოდის და თამარას ლოყაზე კოცნის-დილამშვიდობისა როგორ ხართ?- მუცელზე ადებს ხელს -კიდე არ გაზრდილა?
-ერთ დღეში რა გაზრდიდა- ალექსი ეუბნება თვალების ტრიალით და ისიც კოცნის თამარას. მერე ორივე სუნს მოყვებიან და ჩემ გვერდით დგებიან- ყიყლიყოს გვიკეთებ ბიცო?
-გვრთამავ? რა ხდება?
-საიდან მოიტან ხოლმე მაქს ასეთ რაღაცეებს?
-აბა შენ რატო აკეთებ საუზმეს დამიანეს გარდა არავის უმზადებ საუზმეს და ახლა რა ხდება?
-ეკა არ არის სახლში გენიოსო არ თქვა წუხელ მივდივარ და მარიამს დააკვირდით სახლი არ გადამიწვასო? - ალექსი ეუბნება და ისევ იწყებენ ლაპარაკს...ამას ვერ გადაეჩვევიან ალბატ ვერასდროს
-აუუ ეკა ბებო არ იქნება დღეს? ეს მართლა გადაწვავს ვითომ სახლს? რა ვიცი დამიანემ გემრიელად აკეთებს ყველაფერს ნუ გაქ მწარე ენაო ლამის მომკლა იმ დღეს და
-რა მოგკლა ორი სიტყვა გითხრა სულ
-ისე მიბრიალებდა თვალებს სიტყვა რათ უნდოდა... ტელეფონია და უპასუხე ბიცოლა-უცებ მიბრუნდება და მიბღვერს- ნუ გვისმენ რო ვლაპარაკობტ
-ჩვენც აქ ვართ გენიოსო როგორ არ მოგისმინოთ-თამარა ეუბნება და სკამს წევს რომ დასვას ბატონი . ახლა უკვე ლიმონათს აგემოვნებს და სკამს ისე ეყრდნობა მგონი სუნთქვა უჭირს იმდენი ჭამა. მობილურზე ანამარიას სახეს რომ ვხედავ მიკვირს , ბავშვებს რატომ არ დაურეკა ნეტავ
-გისმენ
-მარიამ ბავშვებთან თუ ხარ ახლავე გადი კარგი?
-კარგი... ორი წუთით დაიცადე ..თამარა მიხედავ საუზმეს?
-კიი ახლავე ..- სწრაფად დგება და თან აინტერესებს რა ხდება .
ეზოში გავდივარ და სკამზე ვჯდები
-რა ხდება?
-ბავშვები ვერ მიმყავს... თურქეთში მიწევს გადაფრენა...კლინიკიდან გამომიძახეს და აუცილებლად უნდა წავიდე. შეიძლება ქორწილამდე ვერც დავბრუნდე. დემნა ჩამოვა და წაიყვანს ბავშვებს თუ ძალიან შეგაწუხეს . არ მინდოდა გაეგოთ და იმიტომ გაგაფრთხილე...აბა ჩამოვიდეს დემნა თუ დაიტოვებ კიდევ?
-ლეკვები ან კნუტები არ არიან რომ დავიტოვო ან არ დავიტოვო. ჩემთან რჩებიან და იქნებიან რამდენ ხანსაც უნდათ ანამარია... არ იყო გამოსვლა საჭირო ,ისედაც ელოდნენ რომ არ ჩამოხვიდოდი! თუ მხოლოდ ეს უნდა გეთქვა ახლა წავალ უნდა ვისაუზმოთ და უჩემოდ არ დაიწყებენ !
-მარიამ...
-მე ნუ ამიხსნი ძალიან გთხოვ...მე და შენ არაფერი გვაქ გასარჩევი . მხოლოდ შენს შვილებს უნდა ესაუბრო ,იმათ ვისთანაც გეშლება და აარა მე ! ნახვამდის, მშვიდობიან მგზავრობას გისურვებ ! - არ შემიძლია ხომ იცით , თვალთმაქცობა მკლავს. არც არასდროს დამიმალავს ჩემი დამოკიდებულება და არც მადარდებს რას იფიქრებს ჩემზე, უტაქტო ვიყო თუნდაც. წესით კარგად უნდა მიცნობდეს და მეგობარიც უნდა იყოს ჩემი ,მაგრამ შვილებს არ ნახულობს ნორმალურად და მე საიდან გამიცნობდა. ფაქტობრივად შენიშვნას უცხო ქალისგან იღებს ...
ბავშვები მაგიდასთან სხედან და მელოდებიან. ბევრჯერ მითქვამს რომ უჩემოდ დაიწყონ ,მაგრამ არასდროს მისმენენ. ახლაც მშვიდად ისაუზმეს, როგორც ჩვევიათ ნუ მე სიმშვიდე მგონია ყველაფრის არევა და თამაში ჭამის დროს. ვერთობი კიდეც, რას ვიფიქრებდი ამას თუ შევეჩვეოდი. თუმცა პროგრესია, ერთანეთს აღარ ესვრიან საჭმელს უბრალდო თეფშებს ატრიალებენ მაგიდაზე და თამაშობენ. თამარა ორივეს რომ პარავს თითო ნაჭერს სამივე ერთად დავცინით და გვიბრაზდება.
ფეხმძიმობაში რომ უსაყვარლესი ხდება ჩვენი თამრო გითხარით უკვე? ნამდვილი საყვარელი ფუმფულა ფისუნია ხდება . საოცარი ამ დროს დაშნიანია ,ისედაც ხომ სასწაულად ექცევა და დამტკბარი უყურებს ,მაგრამ ფეხმძიმობისას საერთოდ შაქარყინულად იქცევა. თითქოს ხომ იგივეა,ისევ ის ტონი,ისევ ისეთი საუბრის მანერა, მაგრამ მზერა ...მზერა აქვს საოცარი.
ვინაიდან მშობლები არ არიან ყველაფრის გაკეთება მე მიწევს, ჩემი ძმა ქუჩაში რომ გადის უკან აღარ ბრუნდება. თამარა ბავშვს უვლის და რა თქმა უნდა დახმარებას არც ვთავაზობ. სამაგიეროდ ბიჭები მომყვებიან როგორც კი ვტოვებ სახლს და გაოცებისგან აღარ ვიცი რა გავაკეთო. მეხმარებიან ფრინველების და ცხოველების დაპურებაში. ცოტა გამიგიჟეს პატარა ხბო,მაგრამ მაინც კარგად იქცეოდნენ. მერე მინდორში ბურთითაც წაითამაშეს და ისე გამომყვნენ უკან. ბურთს კენწლავდა და არც მიყურებდა ისე დაიწყო საუბარი ალექსმა
-დედამ დაგირეკა ხო? რაო არ მოდის?
-სადმე მიდის თუ კლინიკაში დაბრუნდა პირდაპირ
-უბრალოდ გვითხარი მარიამ- ალექსი მეუბნება და ისევ არ აშორებს ბურთს თვალს, მთელი ძალით ისვრის მიწისკენ და თავს ისე ხრის გული მეკუმშება
-თურქეთში მიდის... დაურეკეთ წასვლამდე ბედნიერი მგზავრობა უსურვეთ
-მამას დავურეკავ და ვეტყვი რომ წაგვიყვანოს ! - ისევ ალექსი მეუბნება, მაქსი უბრალოდ მიაბიჯებს და ძმას უყურებს
-წასვლა გინდა?
-ვიცით რომ სტუმრობასაც აქვს დრო ... სალომე და საბა რომ ჩამოვლენ მამაც იქნება და წავყვებით იქედან პირდაპირ
-თქვენ ჩემი სტუმრები არ ხართ ... ამ სახლში და იქ სადაც მე ვიქნები არასდროს იქნებით სტუმრები ხომ იცით
-დედაჩვენი არ ატარებს ამდენ დროს ჩვენთან და შენ რა ვალდებული ხარ მთელი თვე აგვიტანო?
-აგიტანოთ? ალექს რას ნიშნავს ეგ
-იმას რომ ის ვერ იტანს ჩვენთან ყოფნას...ბეზრდება ,იღლება.მხოლოდ მოფერება უნდოდა ყოველთვის მოვიდოდა გვაკოცებდა ჩაგვეხუტებოდა ერთი დღე და მერე მორჩა მონატრებას რომელიც გააჩნდა იქრობდა და უკვე გაქცევა უნდოდა ყოველთვის! ახლა პატარა ბუთხუზა ბავშვები აღარ ვართ და ჰგონია რომ ის ერთი მოხვევა კმარა. ის დედაა ჩვენი ... ყველაზე მეტად ვუყვარვართ ალბათ და ის არ ჩერდება ჩვენთან დიდხანს ...შენ კიდე ძლივს ისვენებ და იმასაც არ გაცლით!
-ნუ სულელობ- მაქსმა დაუბრიალა თვალები და მერე მე გამომხედა- ნუ უსმენ...ურევს ამ ბოლო დროს ,მაგრამ მაინც წავალთ ხვალ ! მამამ ზღვაზე წაგიყვანთ ერთი კვირითო გვითხრა და შევახსენებთ დანაპირებს... ემახსოვრება,მაგრამ დროს შევუთანხმებთ.
-და გააკეთებთ იმას რაც არ გინდათ?
-ამ ორ კვირაში მამაც მოგვენატრა უკვე... მასთან დასვენებაზე უარს არ ვიტყვით
-მერეც შეგეძლოთ წასვლა მაგალითად აგვიწტოში ,ქორწილის შემდეგ.ახლა უბრალოდ იხტიბარს არ იტეხავთ და იჯერებთ რომ მე თქვენთან ყოფნა მაწუხებს ...არ ვაპირებ საწინააღმდეგო დაგიმტკიცოთ ! - მშვიდად განვუცხადე ,როგორც შევძელი და წინ წავედი.
-რატომ ...რატომ არ გვიმტკიცებ საპირისპიროს
-თავს მხოლოდ დამნაშავეები იცავენ ... ან მხოლოდ იმასთან ვისაც არაფერი ესმის ,ვერაფერს გრძნობს და ხედავს! თქვენ კარგი მსენელები ხართ, შესანიშნავად გრძNობთ და ხედავთ ყველაფერს ! როგორც გინდათ ისე მოიქეცით მე სიმართლე ვიცი და სხვას არ აქვს მნიშვნელობა-ისევ გავაგრძელე გზა უცებ რომ მომეხვია გამხდარი ხელები , ორივე ჩამეხუტა. ასე ჩუმად ,უსიტყვოდ მეხვეოდნენ. მერე მომშორდნენ და სახლისკენ გაიქცნენ ანდროს უნდა ვეთამაშოთო.
საღამომდე მეც და ბავშვებიც დავიქანცეთ. თამარამ და ანდრომ ადრიანად დაიძინეს ,მეორე დღეს ადრე მოაკითხავდათ დაშნი ამიტომ გამოძინება გადაწყვიტეს. მე კი ცივი ყავა გავიმზადე ნაყინით და ეზოში გაბმულ ჰამაკში შავჯექი. ბატონი სანდრინიო რომ მობრძანდა ვაიძულე გვერდით დამჯდარიყო და ყველაფერი დაეფრქვა
-ვინ გიყვარს ყმაწვილო ?
-მულური უნდა ჩართო? ნუ ღელავ ჯერ ცოლი არ გახდება
-მე რატომ უნდა ვიღელვო შენ გიყვარს შენ უნდა ფიქრობდე ყველაფერზე ახლა ... კაცის უპირველესი მოვალეობა ამქვეყნად ქალის გაბედნიერებაა,ქალის რომელიც უყვარს.
-შენ რომეოს გინდა დავემსგავსო?
-ჩემ რომეოს ვერავინ დაემსგავსება..ერთადერთია და ისიც ჩემია - ყელმოღერებული ვუცხადებ და მერე ხარხარს რომ იწყებს ვჩქმეტ
-ახლაძის და მიყვარს ...
-ვინ არის ახალაძე
-ძმის ძმაკაცი რომ არ გეცოდინება...დამიანეს ყველა ზმაკაცს ხო კარგად იცნობ
-შენსავით ყველას ძმაკაცს არ ეძახის დამიანე მას კიდე იმდენი ნაცნობი ჰყავს ეგრე ყველას არც გავიცნობ ...
-ვამეეე სად სეგვიძლია ეს იდეალური ხალხიიიი
-ნუ იტყლარწები და თემას ნუ ცვლი ... შენ ათასი ნაცნობი გყავს, ყველანაირები და ამით ვერ ვიმსჯელებ ის გოგო როგორია
-ეგრე მოყოლილითაც არ მსჯელობ შენ
-ხოდა მაგას გიხსნი მეც ...როდის გამაცნობ!
-რა გინდა რო არასდროს შემომხედოს?
-არ მომეწონება ანუ?
-შენ არ მოეწონები...შეაშინებ
-ბავშვია?-ისე შევიცხადე თიტქოს დამიანე 9 წლით უფროსი არ იყოს !
-20 წლის ბავშვია
-კატასტროფა!
-ნუ ხარ ალქაჯი!
-აბა შენ და ბავშვი ერთად შეიძლება? მითუმეტეს ხასიათით თუ ბავშვურია ...საწყალი გოგო !
-მოიცა ის რატოა საწყალი !
-შენ რო გიყვარს იმიტო ! იმედია ისე არ ელაპარაკები როგორც მე
-ზოგადად როგორც ვსაუბრობ ისე ველაპარაკები... სპექტაკლს ხო არ დავდგამ .საერთოდაც არაფერი გვაქ ვერ გავიგე როგორ დავიწყო ურთიერთობა ზედმეტად სათუთია,ნაზი და ემოციური .
-ყველა ქალი ემოციურია ...
-ის როგორი ემოციურია იცი? აი შენ რო არასდროს ყოფილხარ ისეთი...
-მე რას მერჩი ადამიანო რა გინდაა ... ჩემნაირი ხო არ იქნება
-უი ღმერთმა დამიფაროს შენ შეგადაროს...ის როგორია იცი? აი გზაში პატარა მიუსაფარი კნუტი რომ დაინახოს შეიძლება იტიროს ,აიყვანოს აჭამოს მოეფეროს და მერე რო დატოვებს ტირილით თვალები დაისიოს
-დედაა ,მამაა სად გაგიმართლათ? ძლივს მოიშორებთ ალქაჯ ქალიშვილს და მიიღებთ ანგელოზ რძალს
-დამცინი?
-ღმერთმა დამიფაროს ...როგორ გეკადრება
-არა რა იმ დამიანემ სულ გაგაფუჭა...ცინიკოსო გახდი! როდის წაგიყვანს ერთი მოგიშორო ტავიდან
-ძმაკაცის და როგორ შეგიყვარდა ბიჭო
-სულ არ ვიცოდი ახალაძის და თუ იყო . უნივერსიტეტში გავიცანი შემთხვევით პირველ კურსზე იყო მაშინ და აუდიტორიას ეძებდა დაბნეული წინ რომ ავესვეტე და ლამის დამეჯახა. ისე მიყურებდა ნახევარი საათი დავშტერდი ... მერე არაფერი განსაკუთრებული ჩვეულებრივ გოგოებს არ დავსდევდი ხო იცი .უბრალოდ ნაცნობის დონეზე ვიყავით
-მჯერა ხო როგორ არა
-კაი ხო ხანდახან გავეჩითებოდი ხოლმე და ვაწითლებდი..
-არ მითხრა რეებს ეუბნებოდი და რას აკეთებდი!
-იმიტო კი არა რო დამეკერა გოგო... უბრალოდ რა. ვაფშე ცოტა ხნის წინ მივხვდი რო მიყავარს და მერე გავიგე რო ახალაძის და იყო . ვეტყოდი ასე უცებ ,მაგრამ მონაყოლი მქონდა და რომ დავიანხე მის სახლში იმ დამპალმა ეგრევე მოწვა.
-კითხვა დაგისვი მე !
-ხოდა როგორ გაგაცნო მითხარი შეყვარებული კი არაა რა ვუთხრა ჩემ ურჩხულ დას შენი გაცნობა უნდა რომ ჩაგყლაპოს და ოცი თვალით დაგაკვირდეს-თქო თუ რა ვქნა
-ქორწილში დაპატიჟე!
-ქორწილი შენ არ იცი როდის გექნება არანორმალურო!
-რატო ვარ არანორმალური თავს რომ არ ვიღლი სულელური სამზადისით რომელსაც არანაირი მნიშვნელობა აქვს? ნუ გავერთობი მხოლოდ იმ დღეს
-ხო ახლა პირველი ღამის შენ არ გეშინია და რა აგანერვიულებს... თეთრი კი არა იმდენი კაბა ექნება გახდილი გინეკოლოგის გამოცდილ თითებს რომ ემოციურად რა გადაგღლის
-უაზრობის პიკზე ხარ
-ვიცი მეც მიყვარხარ...
-გორილა... კინკონგო...ნეარდენტალელო ნუ მეხვევი - ხელები რომ მომხვია და კოცნა დამიწყო გავებუტე ,მაგრამ მალევე გავიყუჩე და ჩავეხუტე- ჩემი გიჟი შეყვარებულია...
-რა გიხარია..მაინც არ შევიცვლები .შენ რომ გაგტეხა დადიანმა ისე კი არ იქნება
-ვნახავთ !
-ვნახავთ დიახაც...
-ხოდა დაველოდები !
-დაელოდე
-მიყვარხარ
-ნუ ახლა საუკეტესო ძმა რომ გყავს როგორ არ გეყვარება
-დამპალო
-მე უფრო ...ყველაზე ყველაზე მეტად მიყვარხარ- მაგრად მიჭერს ხელებს მხრებზე და თავზე მკოცნის -მართლა თხოვდები გოგო?
-რავიცი მე მოვიტაცე და ის კიდ ედარბის აქეთ იქით... ელოდა როდის მოვიტაცებდი და ახლა ჭკუაზე აღარაა!
-ნეტა გისმენდეს მოგაკეტინებდა უცებ !
-არაფერიც!
-კი კი ...უცებ გაგაჩუმებდა- იცინის და ჰამაკის ქანავს განაგრძობს. აი ასე ვიყავი ნახევარი ღამე ,მერე ჩამეძინა და კიდევ კარგი გარეთ არ გამყინა იმ გორილამ ყველაზე მეტად რომ მიყვარს.
........დღეს ქალბატონი სალომე და ბატონი საბა სამშობლოში ბრუნდებიან .პირდაპირ სოფელში წამოვლენ და ჩვენც იქ დავხვდებით. იმედია ოდესმე სამსობლოში დაბრუნდებიან და აქ განაგრზობენ მოღვაწეობას,თორემ ასე ზაფხულობით ჩამოსვლა თამარას და დაშნიანს სულ არ მოსწონთ.
თამუნა დილით მიდის, დაშნი მობრძანდება და მიჰყავს ცოლ-შვილი.
მე და ტყუპები ვრჩებით სახლში რადგან სანდრო სადღაც გაქრა.
მთელს დღეს მათთან ერთად ვატარებ, წიგნი დაასრულეს და გადავწყვიტე მომესმინა რომელი ნაწილი მოეწონათ. ეზოში ვიჯექით ხილს მივირთმევდით და თან წიგნებზე ვსაუბრობდით. ვინაოდან ორივეს წაკითხული ჰქონდა გარჩევაც დაიწყეს ,შინაარსს რომ საოცრად გადმოსცემენ ამაზე საუბარიც კი არ ღირს. უბრალოდ გსიამოვნებს რომ უსმენ. მერე გადაწყვიტეს უცოდინარი ბიცოლასთვის ჭადრაკი ესწავლებინათ, მაგრამ ბიცოს ტვინმა ვერ „გაქაჩა“ და შეეშვნენ. ოღონდ ბევრიდ ასცინეს ,გააბრაზეს და შემდეგ
-კაიი რა მარუსაა სეგვირიგდი...
-ხო რა ...რა ჩვენი ბრალია თი ვერ დაიმახსოვრე...
-რა ვქნათ თუ ვერ დაძლიე ჭადრაკის სირთულე
-რა უზრდელები ხართ... თქვენ ორი თვე სწავლობდით და მე ერთ საათში გინდათ ვისწავლოთ?
- შენ რა იცი !
-როგორ არ ვიცი... ექვსი წლიდან თამაშობთ და მეჯიბრებიან ახლა აქ მე ! სულ არ მჭირდება თქვენი ჭადრაკი
-დედამ არც იცოდა ჭადრაკს თუ ვთამაშობდით... რომ ვუთხარი მეთამაშე-თქო ასე მითხრა რთულია და ახლა ვერ გასწავლითო - ალექსმა ბურდღუნით თქვა და სკამზე დაეშვა
-პირველად მიხვდი რო არ გიცნობს ის ქალი თუ რა ჯანდაბა გჭირს შენ ! - მაქსმა რომ დაუყვირა აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა
-მაქს...
-დავიღალე აბა ყოველწამს ახსენებს...არ შეუძლია გაერთოს და დაივიწყოს. ადროვე მოენატრები მოოვა გაკოცებს ერთ ორს მიადნები შენც ხელებში და კარგად მოეჭიდე იმ დროს რო ერთი საათით დიდხანს დარჩეს! გეფიცები კიდე თუ მოიქცევი ასე გაგიშვებ აქედან !
-გამახსენდა უბრალოდ... არ შეიძლება?
-არ შეიძლება !
-ბიჭებო..
-ახლა არ თქვა რომ უნდა გავუგოთ და საქმე აქვს! ბევრს აქვს საქმე ყველა ჩვენი კლასელის დედა მუშაობს თითქმის მაგრამ იცლიან შვილებისთვის. ზოგჯერ აგვიანდებათ კონცერტებზე, გამოსვლებზე მაგრამ მაინც იცლიან. ექიმებიც არიან ,მაგრამ დრო აქვთ! მოძველდა თქვენი არგუმენტები, ვეღარ გაამართლებ, აღარ ვტყუვდებით გაიგე და შეეშვი მის გამართლებას, შენ არ გევალება ეგ !
-მდინარეზე რომ წავიდეთ არ შეიძლება? სანამ საღამო მოვა
-გამოვიცვალოთ და წავიდეთ...
ნახევარ საათში მდინარისკენ მიმავალ გზაზე ვიდექით. ზურგჩანთა მქონდა მოკიდებული და ვუყურებდი როგორ მიაბიჯებდნენ ჩემ გვერდით ბიჭები. ყველა გვესალმებოდა, უკვე ცნობდნენ ბავშვებს და ისინიც ყველას უღიმოდნენ .
ორ მოცურავეს ცურვას ვერ ავუკრზალავდი და ისინიც პირდაპირ გადაეშვნენ მდინარეში . მერე მეც შევედი,მაგრამ როგორც არმცოდნემ ლამის სალტოები ვაკეთე წყალში. ქვაზე ფეხი ამიცდა და პირდაპირ ღრმა წყალში გადავეშვი . კიდევ კარგი დამინახეს და უცებ მოცურა ორივემ
-ბიცოოო
-კარგად ვარ... კარგად ნუ გეშინიათ- რამდენჯერმე დავახველე და დიდ ქვაზე დავჯექი. წადით თქვენ გაცურეთ... შორს არ გახვიდეთ ოღონდ რომ დაგიძახებთ გამოდიტ
-რო დაგტოვოთ და წაიქცე მერე ბიცოო?
-ნუ დამცინი ლაწირაკოო
-ლაწირაკოოო- გამაჯავრა მაშნვე და სანამ თავშ წამოვარტყი მანამ ისკუპა წყალში. ალექსიც მიჰყვა. ახლოს ცურავდნენ და იქედან მეჭყანებოდნენ. მერე არ ვიცი საიდან გაჩნდა ის არსება ჩემ გვერდით ,მაგრამ აშკარად ნახევრად შიშველი დაბრძანდა და მზერა მომაპყრო . შორტით და მაისურით ვიჯექი , საცურაო კოსტიუმი რომ მცმოდა ალბათ ჩამყლაპავდა ,რა უბედურებაა.
-ცურვა ისევ არ იცი?
-გაქრობა ისევ არ იცი?
-შენი ბრალია... ასეთი კარგი არ უნდა იყო!
-სასაცილოა როცა ყველანაირად ცდილობ შენი სისულელე წარმოაჩინო !
-მაგრამ შენ არ იცინი! ახლაც არ მიღიმი
-დაცინვა არ მხიბლავს და სასაცილო არაფერია!
-მეგონა აინტერესებდი იმ შენს ექიმს...იცის რომ მომწონხარ და კიდია
-გამიკვირდებოდა რომ არ ეკოდოს
-ამდენად უმიშვნელოდ მთვლის თუ ამდენად გენდობა
-ორივე!
-მითხრეს შეიცვალაო ... რატომ ხარ ისევ ისეთი ცივი ! სიტყვასაც კი ძალით ამბობ
-რომ ხვდები და მაინც აგრძელებ რაღა გქვია ვერ ვიგებ !
-არც მაშინ შეეშინდება რომ მოგიტაცო? მაშინაც უმნიშვნელო ვიქნები ,მაშინაც ექნება ნდობა როცა გაიგებს რომ ჩემთან ხარ?!
-არც ეგეთი სულელი მეგონე! რჩევას მოგცემ, უბრალოდ შეეშვი ცეცხლტან თამაშს თორემ კოცონი ხანძარში თუ გადაიზარდა ისეთ კვალს დატოვებს ვერასდროს რომ ვერ მოიშორებ! დაფიქრდი ღირს თუ არა უშედეგო , კრახისთვის განწირული ცეცხლთან თამაში.
-როგორ შეიძლება არ მიყვარდე!
-სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ უყვარდებათ , მე არ ვარ ის ერთი
-საიდან იცი
-სხვისთვის შემქმნა ღმერთმა , მისი ნაწილი ვარ უკვე და ამას ვერაფერი შეცვლის !
-რომ გითხრა ბედნიერი მინდა იყო-თქო დამიჯერებ?
-რომც არ გინდოდეს მაინც ვიქნები ასე რომ გმადლობ - იღიმის და მიდის. მე კი ისევ ბავშვებზე გადამაქვს ყურადღება , ჩემკენ მოცურავენ და წყალს ისე მასხამენ თვალებს ვერ ვახელ, ხელებს ვიქნევ საწყლად და ვკივი მერე ვიღაც ჰაერში მიყვანს . ნაცნობ სურნელს რომ ვგრძნობ სხეულზე ვეკვრი და იქვე ვკოცნი. ჯერ ყელში მერე ყბაზე და ლოყაზე გადავდივარ
-ხომ დამპირდით არ გავაბარაზებ მარიამსო...
-საიდან გამოჩნდბეი ხოლმე რა ... ვერთობოდით
-მეც მომენატრეთ!- ხელს ისევ არ მიშვებს ბავსვებს ელაპარაკება და მერე მკოცნის -წასვლის დროა მილედი.
-არ მაკოცებ? - ყურში ვეჩურჩულები და ასკარად არ მახსოვს მდინარეზე შეკრებილი ორი სოფლის ხალხი რომ გვიყურებს
-იმდენს რომ კვნესისგან ხმა ჩაგიწყდეს- არ სეუძლია, არ შეუძლია ეს მითხრას და მერე ხელი გამიშვას. ეს წამებააა ...ეს არააადამიანობაააა.
მანქანაში გაბრაზებული ვკდები , უკან ბავშვების გვერდით ვარ ის კი სარკიდან მიყურებს ,თვალებით დამცინის და არ იცის რომ ვიძიებ შურს.
ერთ საათში თამარასთან ვართ სახლში და ყველაფერი მავიწყდება. ყველანი ერთად ვიკრიბებით და ველით მონატრებული მეგობრების გამოჩენას. როგორღაც მოაღწიეს და შემდეგ დაუვიწყარი დრო გავატარეთ. მაინც ვერ მიიღეს ქორწილის შესახებ ინფორმაცია და ისევ თამარას ფეხმძიმობას განიხილავდნენ. რა გზა ჰქონდათ რო?
ბავშვები ეზოში თამაშობდნენ , ტყუპებს ჰყავდათ პატარები და მშობლებიც მშვიდად ისხდნენ. აი ტყუპებს ვინ მოუვლიდა მაგაზე არავინ ფიქრობდა.
-გავალ ბავშვებს ვნახავ
-ნე ნერვილობ სულ...
-უბრალოდ ვნახავუ...უკან გავიდნენ მგონი - ქეთა დავტოვე და ეზოში გავედი. ბავშვები წინ არ იყვნენ , ამიტომ სახლის მეორე მხარეს წავედი ალექსის ხმა რომ გავიგე გული გამიჩერდა
-მაააქს ... მაქს გტკივა? მაქს- ალექსის ხმას მაქსიმეს ყვირილიც რომ დაერთო მერ ეუკვე გავრბოდი. ეზოს ბოლოში იყვნენ ხეების ქვეშ. ბავშვები მაქსის ირგვლივ იყვნენ და ვერ ვხედავდი. რომ მივუახლოვდი დავინახე რომ მინდროზე იწვა თვაიდან სისხლი სდიოდა და თვალებს ძლივს ახელდა .
ექიმის ინსტიქტიც რომ გამიქრა მივხვდი რომ ზედმეტად სუსტი ვიყავი . მახსოვს როგორ მოვარდა დემნა და შემდეგ დანარჩენები. ბავში გაუნძრევლად გადაიყვანეს ხელი მოტეხილი ჰქონდა ,წამალი არ გვქონდა და ვერც დავალევინებდით შეიძლებოდა შინაგანი სისხლდენა ჰქონოდა. გონზე იყო და ძალიან ტკიოდა. მოტეხილ ხელზე სახელდახელო იმობილიზაცია ,თავი შეხვეული და ყველაფერი ერდროულად ტკიოდა. ალექსიც ტიროდა და ჩუმად სლუკუნებდა. კლინიკაში რომ შევედით მერე ექიმებმა გადაიბარეს ჩვენ კი დერეფანსი დავრჩით. შესვლის ზალა არ მქონდა თორემ დამიშვებდნენ ალექსს ვჭირდებოდი. დემნა გაგიჟებული დადიოდა დერეფანში და ბავშვზე ვერც კი ფიქრობდა . კუთხეში იჯდა და ტიროდა
-მე უნდა ავსულიყავი... უფრო გამხდარი ვარ და არ ჩამოტყდებოდა ტოტი - როგორც კი დავჯექი მაშნვე მომეხვია და ამოიტირა
-კარგად იქნება და რამდენიმე კვირა მეფესავით იქნება ... მოემზადე რომ გავუძლოთ - თავზე ვაკოცე და ცრემლები სვეუმშრალე
-მართლა?
-ხელი აქვს მოტეხილი... პირველად ხომ არაა?
-მაშინ სკეიტიდან ჩამოვარდა ...
-ხეზე რას აკეთებდა!
-რა გაღრიალებს - დემნას ისე გავხედე წამში გაიწია უკან ნეტა ალექსს რას დააფრინდა ,გიჟი!
-თითმფრინავი გაიჭედა ტოტებს შორის და ჩამოღება უნდოდა...
-რა გატირებს?
-უყვირი და აბა რა ქნას დემნა?
-აუ ჩემი ეს გამაგიჟებს მომაშორე დამიანე !
-რო დაჯდე არ გინდა? ხომ გითხარი რომ კარგადაა...
-თავიდან სისხლი რომ სდიოდა? შერყევა რომ ჰქონდეს?
-დაბადებიდან შერყეული ხარ და რა მერე?
ამათ დიალოგებს ახლა ვერ მივაქცევდი ყურადღებას ალექსი როგორღაც დავამშვიდე და შემდეგ მაქსთან შევედით. უკვე თაბაშირიანი ხელით იწვა , წვეთოვანი ედგა და თავიც გადახვეული ჰქონდა.
-როგორ ხარ მა?
-ქორწილამდე თაბაშირს არ მომხსნიან ? ბიძიას ქორწილში ასე ხო არ ვიქნები
-ბიძია ქორწილს გადადებს მაგათთვის სულერთია მაინც- ბავშვს კოცნის და სავარძელში ეშვება - არა რამდენჯერ გითხარი გამხმარ ხეზე არ აძვრე გადმოვარდები-თქო !
-მეგონა გამიძლებდა...თან თვითმფრინავი გაიჭედა .შენ რა იყო რას გიგავს თვალები - ძმას შეუბღვირა გაყურსული რომ იჯდა საწოლზე და უყურებდა
-აბაა მოვიტანოთ ფლომასტერი და მოვხატოთ თაბაშირი?- გიგი შემობრძანდა და ცისარტყელას ფერები დაყარა საწოლზე -მოწიე ხელი ვაჟკაც
-მომაშორეთ ეს კაცი ვინმემ- ისე ამოიდუდღუნა ღიმილი ვერ შევიკავე
-ფუ მთლად შენნაირი ცივია ესეც მარიამ !
-მოშორდი ბავშვს სანამ საკუთარი ხელზე მოხვეული თაბაშირი მოგიხატე !
-მაშინებს ბიცოლაშენი...კაი ხო რა იყოთ თქვენ ხო ბავშვები არ ხართ ვიფიქრე გავულამაზებ თაბაშირს-თქო არადა რა კარგად იხატება მაგაზე.წავედი ცოლი მირეკავს მოვუყვე რო კარგად ხარ თორე სახლში აღარ შემიშვებს
-შეგიძლია წახვდიე და ისე მოუყვე... ვიცი რო საქმეები გქონდა ნუ მოცდები კარგადაა მაქსი!
-წავიდე? მართლა?
-სწრაფად ...
-დაგირეკავ ვაჟკააც- თავზე კოცნის და მიდის.
საღამომდე კლინიკაში ვიყავით . მობილური არ გაჩერებულა და უკვე ზარი ცუდად მხდიდა. შემდეგ სახლში წავიყვანეთ ბავშვები . მათ ოთახს ვაწესრიგებდი თან მაქსს ველაპარაკებოდი , ალექსიც მის გვერდით იწვა და პატარა ბურთს კედელს ესროდა .
-რომ აგტკივდება მითხარი და წამალს მოგცემ ...
-გავიგე მარიაამ
-უიმე ჯუჯღუნა !
-შია მაგ ჯუჯღუნას იქ ისეთი დებილური საჭმელი იყო კუჭი მტკივა
-შენს მშობლებს უთხარი რომ სასადილოს ბიუჯეტი გაზარდოს
-თქვენც ასეთ საშინელებებს გაჭმევენ?-ისე საყვარლად შეიცხადა სიცილი ვერ შევიკავე
-რას შეჭამთ ბატონო მაქსიკო?
-შენ მომმზადებ?
-რამე საოცრებას თუ არ მეტყვი
-დიდი სიამოვნებით მოვიფქრებდი რამე საოცრებას ახლა ,მაგრამ შენი გაბრაზებისთვის არ მცხელა. კარტოფილი შემიწვი რა ...
-ხორცთან ერთად ხო?
-ხო
-რა ხდება აქ? დაქანცეთ მარიამი?
-არა უბრალოდ გვშია და
-წეხან არ გკითხეთ რა მოგიმზადოთ-თქო?
-დემნა რაღაც არ მახსოვს იმას ვაკეთებდე ოდესმე რაც არ მინდა და შენ რატომ მარიდებ საქმეს რისი გაკეთებაც მსიამოვნებს?
-კარგი ...გავდივარ ხელებს ვწევ მორჩა ! შენი პრინცი წავიდა ... მაღაზიაში გავგზავნე პროდუქტებს იყიდის და მოვა
გასვლამდე მომაძახა შემდეგ კი ბავშვებს მიუწვა გვერდით. სამზარეულოში ვიყავი დამიანეც მოვიდა, ჩვენთვისაც დავიწყე ვახშმის მზადება. ჩუმად ალაგებდა პროდუქტებს სანამ მე ვამზადებდი და პარალელურად ვიღაცას წერდა
-რა გჭირს დამიანე?
-ანამარიაზე ვფიქრობდი ... -კარისკენ გაიხედა და მაგიდასთან დაჯდა.ისე მიყურებდა ვხვდებოდი რომ რაღაც საიდუმლო უნდა ეთქვა .
-გისმენ
-ფეხმზიმედაა 90 % დარწმუნებული ვარ...სიმპტომებს ვაკვირდებოდი კლინიკაში და მინიმუმ 4 თვისაა
-შენს ცოდნაშ ეჭვი არ მეპარება,მაგრამ ორი კვირა ერთად იყვნენ და ოთხი თვის ფეხმძმე ცოლს ვერ შეამჩნევდა დემნა?
-ხომ იცი რომ შეიძლება ოდნავ ეტყობოდეს მუცელი ისეთი ფორმა აქვს ამ დროს წონის მომატებას ჰგავს უბრალოდ ნებისმიერი თვალისთვის .
-ეგ ქალი ოდესმე მოშორდება იმ ბლოკს? ნარკოდამოკიდებულს ჰგავს...
-უბრალოდ შენ არ გგავს და იმიტომ ფიქრობ ასე
-სადაა ლოგიკა რა შუაში ვარ მე ...როგორ შეიძლება საქმისგან მიიღო სიამოვნება როცა ასეთი შვილები გყავს და მათგან შორს ხარ. დემნა მაინც არ ეცოდება? ხუთი წლით რომ დაუმალა შვილები არ ეყო? ახლა ფეხმძიმედაა და კიდევ არ ეუბნება მხოლოდ იმიტომ რომ კლინიკაში დიდხანს დარჩეს? ეშმაკსაც წაუღია საქმე ...ვეღარ ვაკონტროლებ თავს ! -ამოვისუნთქე და სკამზე დავეშვი-დემნას არ ეტყვი?
-მე უნდა ვუთხრა შენი აზრით?
-იცი ხუთი წელია ვუყურებთ და არ ვერევით.. პროგრესს მე ვერ ვხედავ იჩხუბებენ გამოლანძღავენ ერთმანეთს, ისე რომ მე ვერც წარმომიდგენია მასგავსი რამე მითხრას კაცმა და მერე საერთოდ ადამიანად ჩავთვალო... მე რომ ვთქვა ხომ საერთოდ
-ყველა ადამიანს ვერ გაუგებ..მითუმეტეს ისეთს რომელიც ცამდე განსხვავებულია შენგან
-როგორ უძლებ... ბავშვებს რომ უყურებ და ხვდები როგორ არიან
-ობლობა უფრო მარტივია თუ ის რომ მშობლები გყავს და შორს არიან არ ვიცი ! მათ ალბათ ჰგონიათ რომ ჩვენ უფრო ბედნიერები ვიყავით, მაგრამ ასე არაა დამიჯერე დედის ლოდინი სჯობს იმის ცოდნას როცა იცი რომ აღარასდროს მოვა !
-ბიცოოო
-ჩამოხვედი? რატომ ადექი დემნა სად არის?
-აღარ მტკივა თავი დივანზე დავწვები...
-კაგრი ხო... ოღონდ ახლავე დაწვები!
-ბიძია უთხარიი რამე
-გინდა კლინიკაში დაბრუნდე?
-აუუ კაიიი ხოოო ორივე ერთნაირები ხართ - ბუზღუნით დაწვა დივანზე . ბალიშები დავუდე რომ წამომჯდარიყო ცოტა და იქვე გავაწყვე მაგიდა.
გვერდით ვეჯექი და ვაჭმევდი ,რამდნეიმე წამალი ჭამის დროს უნდა დაელია და იმათ ვაწოდებდი კარი რომ გაიღო და სირბილით შემოვიდა ანამარია. რომ დამინახა წამით შედგა მერე ბავშვისკენ წამოვიდა და მოეხვია . დიდხანს ეფრებოდა და კოცნიდა ,მერე ალექსს მოხვია ხელი და ისიც ჩაიხუტა
-ვერ გავიგე ბავშვების მოვლის დრო თუ არ გქონდათ რატომ დაიტოვე იქ მე ხომ გითხარი რომ ჩამოვიდოდა დემნა და წაიყვანდა . არ დაიტოვო-თქო რომ გითხარი იქეთ მესწერვე! ვინ გასინჯა... ტომოგრაფია გადაუღეს? მაღლიდან გადმოვარდა ? რომ დაეცი სისხლი დიდხანს მოგდიოდა თუ კაპილარული იყო ... გონება დაკარგე
თეფშით ხელში ვიდექი და გაოგნებული ვუყურებდი. შემდეგ გონს მოვედი მაგიდაზე დავდე თეფში და უკან დავიხიე . დამიანემ ხელი ჩამკიდა მომხვია და თავისკენ მიმწია .
-მეც იქ ვიყავი და არაფერი სჭირს... შენ გარდაც არიან იქ ექიმები. ყველა ანალიზი გაუკეთეს და ხელი ვის არ მოუტეხია !
-ხო რა თქმა უნდა შენნაირი მხეცისთვის პრობლემა არაა დავაყენოთ მაშინ ალექსიც იმასაც მოვტეხოთ . მერე იქ თუ იყავი მარტო დალევაზე და ძმაკაცებთან დროსტარებაზე რომ ფიქრობ ბავშვებსაც უნდა გახედო ხოლმე. არაფერი დააკლდებათ შენს მეგობრებს მატთან ბაასი რომ შეწყვიტო ხოლმე. გითხარი მე შენ რომ ბავშვებისთვის მიგეხედა ან შენ ან აგვეყვანა ძიძა, რომელიც თვალყურს ადევნებდა ვალდებული იქნებოდა ეზრუნა და არ მიგეგდო ვიღაცისთვის
-ენა ჩაიგდე სანამ ვაზროვნებ თორე თუ გადამეკეტა გეფიცები შემომაკვდები! შენ ვაფშე როგორ მეუბნები ბავშვებს მიხედეო ერთი დღე გაგიტარებია ამათთან დილიდან დილამდე? 24 საათი გიყურებია იმის მერე რაც მეორე კლასში გადავიდნენ ? მიპასუხე? ვიღაცა შენ უფრო ხარ ვიდრე მარიამი !
-მივაშვილოთ მარიამს მაშინ ორივე ... შესანიშნავი დედა იქნება გაჩენა მაინც ეზარება და გაზრდილები კი არიან უკვე რა პრობლემაა . მე რომ ვიცოდი ჩვენი ცხოვრების წესი გითხარი რომ პანსიონში შეგვეყვანა განათლებასაც ნორმალურს მიღებდნენ და ვიღაცეებს არ ჩააბარებდნენ გაკვეთილებს, გზაში არ იხეტიალებდნენ და ქცევას ისწავლიდნენ!
აღარ შემეძო ,უბრალოდ ამ ქალის სიგიჟის მოსმენა დაუფიქრებელი საუბრის ყურება აღარ შემეძლო. მისი სიტყვებიც კი აღარ მოქმედებდნენ რადგან ისე ვიღებდი როგორც ნაბოდვარს, აზროვნება დაკარგული ქალის ბოდვას. დამიანეს დაძარღვული ხელიდან თავი დავიხსენი ლოყაზე ვაკოცე, დამშვიდებისკენ მოვუწოდე შემდეგ ჩანთა ავიღე და გაშეშებულ ბავშვებს ვაკოცე
-დაგირეკავთ დაძინებამდე ... - ლოყაზე მოვეფერე მაქსს და გავუღიმე .რომ გავიმართე და გასასვლელისკენ ნაბიჯი გადავდგი მკლავში მწვდა დამიანეს ხმა გავიგე ,მაგრამ მკლავზე მაქსი მიჭერდა
-არ წახვიდე რა... მეც წამოვალ ,წამიყვან ? ხომ მითხარი როცა გინდა მაშინ დარჩიო წამოვალ გთხოვ - როგორ შემეძლო მშიდად მეყურებინა ამ ბავშვისთვის.ჩემ დანაშაულსაც ვგრძნობდი, სიჩუმისგან გამოწვეულ დანაშაულს . ამდენ ხანს რომ ვუყურებდი ამ ქალს და ხმას არ ვიღებდი,რომ ველოდი და უშედეგოდ ვუშვებდი დროს. მაქსი რომ ჩამეხუტა ალექსიც წამოვიდა ჩემკენ ანამარიამ სიცილი დაიწყო
-ღმერთო ჩემოო თურმე რა დღეში ვყოფილვარ და არ მცოდნია...ჩვენი სრულყოფილება მარიამი საკუთარ შვილებს მართმევს. თუ წამართვა უკვე ! არა აშკარად ვერ შევაფასე სწორად სიტუაცია , დამისთვის შესაფერისი ქალი ჩემთვის მეტოქე გამოდა. შვილებს მართმევს რომელიც კლინიკაში რეანიმაციულ ბლოკში გავაჩინე პაციენტების გარემოცვაში, რომელიც ძლივს გავზარდე იმიტომ რომ სამუშაოს გარეშე დარჩენილი მარტო მიგდებული ძლივს ვუვლიდი ... ახლა მადანაშაულებთ რომ სამსახურს არ ვშორდები და იმიტომ არ გიყვარვართ რომ თავს არ გევლებით, არ შემიძლია ასე გამოვხატო სიყვარული და იმიტომ. ჯერ არ გამხდარი ბიცოლასგან შენიშვნებსაც კი იღებთ და მე რომ რამე შეგისწოროთ ორივე იკიდებთ... მარიამისგან ყველაფერი მოსულია რადგან თავისუფალი დრო აქვს და საყვარელი მამაკაცის ორ მიგდებულ ძმისშვილს ყურადღებას აქცევს. ახლა რა გავაკეთო წამოვიდე იმ თქვენთვის დაწყევლილი კლინიკიდან ბოლოს და ბოლოს შევწყვიტო ხელშეკრულება ჩემს წყეულ მამას თავი დავაღწიო ,მისი კლანჭებიდან გამოვძვრე თუ წავიდე ისევ იქ და მესამე ბავშვიც მიმღებში გავაჩინო ! - ვხედავდი როგორ ეხუჭებოდა თვალები, მთელი საუბრის განმავლობაში შუბლზე იჭერდა ხელს. მაქსი რომ დავსვი მისკენ გავიხედე ის იყო დემნა უნდა აფეთქებულიყო დამიანემ ხელი რომ მოხვია და დაცემამდე დაიჭირა. გონს ვერ მოვედი ისე აიტაცა ხელში და გასასვლელისკენ გაიქცა, იატაკზე სისხლის წვეთები რომ დავინახე მხოლოდ სი მოვახერხე რომ მაგიდაზე დადებული თეფშები იატაკზე მომესროლა. დემნა უკვე ოთახში აღარ იყო. ბავშვები შეშინებულები ისხდნენ მე კი რამდნეიმე წამი ალბატ სიტყვის თქმასაც ვერ მოვახერხებდი.
-ბავშვებო მომისმინეთ...დედა აწი სულ თქვენთან იქნება.აღარ წავა, ეს ყველაფერი რაც თქვა უბრალოდ დაივიწყეთ , მას მე ვუყვარვარ და ჩემთან პრობლემა არ აქვს. ახლა უბრალოდ ძალიან იყო აღელვებული და ვერ აკონტროლებდა სიტყვებს...ხომ იცით როგორი ემოციურია. უყვარხართ , სიგიჟემდე უყვარხართ და არ აქვს მნიშვნელობა რამდენხანს იქნება თქვენთან .
-გონება დაკარგა...ცუდადაა? რამე სჭირს?
-არაფერი ...უბრალოდ ნერვიულობის გამო დაემართა. თან თურქეთიდან იფრინა და დაიღალა ალბათ. ბიძია მიხედავს და დილით თქვენს გვერდით იქნება
-არ იქნება...ნუ გვატყუებ შენ მაინც ნუ გვატყუებ მარიამ
-იქნება, პირობას გაძლევთ . ახლა კი წამოთ ავიდეთ... აქეთ არ წამოხვიდეთ ნამსხვრევებია, ხელი მომიხვდა თეფშზე და ... არაუშავს გადაიტანს სამზარეულო ერთი თეფშის დაკარგვას.
-მართლა კარგად იქნება? არ მოვიდეს უბრალოდ კარგად იყოს.. შენთან რომ მოვდიოდი იმიტომ გახდა ცუდად? ეწყინა?
-არა ჩემო საყვარელო...მაგიტომ არა.უბრალოდ დაიღალა ,ძალიან დაიღალა. კარგად იქნება ... თქვენც ხო კარგად უნდა იყოთ არა?
საძინებელში ავიყვანე,ორივე დაწვა და ერთმანეთს ჩაეხუტა. ვიცოდი არ დაიძნებდნენ ამიტომ მათ გვერდით დავწექი და დაველოდე სანამ ჩაეძინებოდათ. ღამის 12 საათი იყო უკვე ღრმად რომ ეძინათ. საწოლიდან ფრთხილად წამოვდექი და კლინიკაში დავრეკე ვიცოდი დამიანეს ჩემთვის არ ეცლებოდა ამიტომ მის ექთანს დავუკავშირდი
-ციცი გამარჯობა...
-მარ როგორ ხარ?
-არამიშავს ციცი ... დამიანე ანამარიას მოიყვანდა მანდ და შეგიძლია მითხრა რა ხდება?
-არაფერი საგანგაშო...გამოკვლევები ჩაუტარა ახლა სტაბილურია მდგომარეობა. უარესი სისხლდენებიც შეუჩერებია ჩვენს პროფესორს! მალე პალატაში გადავიყვანთ... ამაღამ აქ დარჩება ალბათ. ბატონი დემნა ოღონდ არ ვიცი როგორ გავაჩეროთ გიჟს ჰგავს... მთელი დერეფანი თავდაყირა დააყენა .დამიანემ არ შეუშვა და სულ გაგიჟდა !
-ანამარიას მალე გამოიყვანენ?
-დიახ ... ახლა მოამზადებენ და გადაიყვანენ . ათ წუთში პალატაში იქნება .
- კარგი მადლობა ციცი ...
დივანზე დიდხანს ვიჯექი და სისხლის წვეთებს ვუყურებდი. მერე ყველაფერი მივალაგე და მობილურზე სანდროს სახე რომ დავინახე სწრაფად ვუპასუხე
-სახლში რატო არ ხარ ცუნცულ?
-ბინაში ხარ?
-ხოო დამიანესთან რჩები შენ?
-გამო რა გთხოვ დემნასთან ...
-მანდ რა ხდება? მაქსიკო ხო კარგადაა? აბა მარტო ხელი მოიტეხა და არაფერია?
-კარგადაა ნუ ღელავ გამოდი და გეტყვი .სწრაფად ოღონდ რა
-კაი ათ წუთში მანდ ვარ
-ნუ იფრენ ახლა!
სანდროს ქალაქსა და სოფელს შორის ბოდიალი თუ გამომადგებოდა რას ვფიიქრებდი. ათ წუთში ჩემთან იყო და როგორც კი გაიგო რაც ხდებოდა მაშინვე მითხრა ბავშვებთან მე დავრცებიო და მანქანის გასაღები მომცა. რამდნეიმე წუთში დამიანეს კაბინეტში ვიყავი და მეც ვისმენდი მის დიაგნოს. დემნა ხმას არ იღებდა არ ვიცი ძმები ერთმანეთს რას ეუბნებოდნენ მზერით ,მაგრამ წარმოდგენა რომ არ შემეძლო მისი განცდების ზუსტად ვიცი. მე ისიც კი არ ვიცოდი მარიანას პატიება შეიძლებოდა თუა რა, მხოლოდ იმაში ვიყავი დარწმუნებული რომ იმ ქალს ახლა ყველაზე მეტად სჭირდებოდა ქმარ-შვილის დახმარება,რადგან ყველაფერი იმაზე რთულად იყო ვიდრე ყველას გვეგონა. დემნა კაბინეტიდან გავიდა , ალბათ მარიასთან შვეიდოდა პალატაში მე კი დამიანეს ჩავეხუტე და დიდხანს ვიყავი მის მკლავებში მოქცეული.
-ბავშვი გადარჩება?
-დადიანები ძლიერები ვართ !
-ძალიან ინერვიულე ხომ? - ლოყაზე ვაკოცე და ისევ მის ყელში ჩავმალე სახე- ვიცი რომ გამოხვიდოდი როგორ იქნებოდი ... ახლა როგორ ხარ?
-ვხვდები რომ იმ ბავშვთან დამნაშავე ვარ !
-შენ უბრალოდ ჩარევა არ გინდოდა...
-ჩემი ძმის საქმეში არ ვერეოდი?!
-პირადში რომელიც მხოლოდ ორს უნდა ეხებოდეს !
-ვერც ის გავიგე ანამარიას თავს რა ხდებოდა... ისიც არ ვიცოდი მამამისი ისევ თუ გამოჩნდა,არც დემნამ იცოდა. ის კაცი როდის შეეშვება მარიას ! რა ადამიანია
-არ უშველა ალბატ თქვენთან საუბარმა ... ახლა უბრალოდ ის დროა რომდ ავივიწყოთ წარსული და შევეცადოთ მომავალი იყოს კარგი !
-დაივიწყებ? შენ ხომ არ ივიწყებ შეურაცყოფას !
-რომელ შეურაცყოფას...არაფერი მახსოვს, სასოწარკვეტული, გონებაარეული ქალის ისტერიული შეტევის გარდა, რომელიც ფეხმძიმედაა და მე კი ფეხმძიმეების სიგიჟე გამართლებულად მიმაჩნია . დემნა დადიანის ნაშიერი ჰყავს ორგანიზმში ბოლოს და ბოლოს
-ხომ იცი
-ვიცი
-არა არ იცი ...
-ვიცი ! ვიცი რომ გაგიჟებ და სიმშვიდე ვარ !
ტუჩები საერთო წერტილს პოულობენ და საბოლოოდ ფანტავენ უაროფითს , დადებითის დანახვა ყოველთვის შეიძლება იქ სადაც სიყვარულია, მრავალი სიყვარული, ფერადი და ძლიერი!
..........
წამლების სუნით გაჟღენთილ პალატაში იჯდა . სუნთქვაშეკრული უყურებდა ფერმკრთალ,ძალაგამოცლილ ქალს და ერთად განიცდიდა ყველაფერს: ბრაზს, ტკივილს, სასოწარკვეთას, სინანულს , დანაშაულის გრძნობას და სიხარულს , რომელიც გულს უჩქარებდა ,ერთიანად იზრდებოდა და ყველა სხვა დანარჩენს თრგუნავდა. სულ ოდნავ გამოწეულ მუცელზე შეეხო ქალს, ჯერ ხელი დაადო, შემდეგ დაიხარა და ტუჩები მიაკრო.თავი დაადო და ასე იწვა. უყურებდა მძინარე ქალს და მუცელზე ეფერებოდა. არც მაშინ შერხეულა თვალები რომ გაახლა მარიამ, შეშინებულს მაშინვე ცრემლები წამოუვიდა
-დემნა...
-ბავშვი კარგადაა...
-მართლა?
-ხო
-მე ... მე მაპატიე გთხოვ ის ..ის მოვიდა და მითხრა რომ თუ ახლა დატოვებ სამსახურს არარავინ გეყოლება ვისთანაც წახვალო. თქვენი სიცოცხლით დამემუქრა...მე ვერ გეტყოდი ,რომ მეთქვა დაუპირისპირდებოდი ... მას შეეძლო შენი მოკვლა შეეძლო
-ჩშშ... ახლა არ გვინდა ! მერე ...მერე ვილაპარაკოთ როცა უკეთ იქნები - ცრემლები შეუმშრალა და გაუხეშებულ ტუჩებზე აკოცა - მოვკლავ... იცოდე რომ არ ვაცოცხლებ უკვე მეორედ ვერ გავიხარე შენი ფეხმძიმობით.ერთხელაც ვერ გავიგე როგორია როცა მხოლოდ სიხარულს გრძნობ და სხვას არაფერს
-არ დაგჭირდება... ის თურქეთში კლინიკაში გარდაიცვალა. მის ამოსაცნობად წავედი იქ ... რომ დავინახე ცუდად გავხდი მთელი ჩემი ცხოვრება დაანგრია და ისე მოკვდა რომ ბოლომდე მაწამებდა - ისევ ჩურჩულებდა ჩამწყდარი ხმით და ტიროდა. -როცა გავიაზრე რომ შევბა ვიგრძენი ...მივხვდი რომ საშინელი ადამიანი ვიყავი შემდეგ, რომ დამირეკე და ბავშვზე მითხარი მეგონა ცუდად იყო და მიმალავდი . აღარ შემიძლია დემნა...დავიღალე გაქცევით ,ცხოვრებისგან გაქცევით დავიღალე მშვიდად მინდა ცხოვრება მეშინია რომ მათაც შევძულდები ისე როგორც მე მამაჩემი... მეშინია ავადმყოფურად მეშინია
-ბიჭებმა დამაბარეს ჩვენ სულ დაველოდებით ოღონდ კარგად იყოსო...არსად წავალთ თუ ამიტომ გახდა ცუდად ,არ წამოვალთ შენთანო
-მარიამ ...
-პატივცემულმა ექიმმა მითხრა რომ დილას სახლში წასვლას შეძლებ თუ წოლით რეჟიმს დაიცავ ერთი კვირა მაინც . ვფიქრობ ბავშვებს დილით შენი ნახვა ყველაფერს დაავიწყებს
-მაპატიე უბრალოდ...
-გოგო თუ იქნება სახელს დავარქმევ და მერე ყველაფრის დავიწყებას შევძლებ
-ბიჭია...დიდი ალბათობით
-პატივცემულო რატომ მიშლით მოლაპარაკებაში ხელს?
-თქვენ არ ხართ რეალურები!
-შენთვის ამდენი ლაპარაკი მიზანშეწონილი არ არის...
-თუმცა არც აკრძალული...
-ექიმი აქ მე ვარ !
-დილით მართლა შემეძლება წასვლა?
-კლინიკის დატოვება თუ გინდა ...
-დიდი ხნით ... სამუდამოდ არა ,მაგრამ ძალიან დიდხანს აღარ მოვალ!
ხელში აყვანილი მიჰყავდა დემნას . საძინებელში შეიყვანა და საწოლზე ფრთხილად დააწვინა . ჯერ კიდევ დილის ცხრა იყო ...ბავშვებს რომ გაეღვიძათ მაშინვე ერთდროულად წამოდგნენ და დერეფანში გავიდნენ. მშობლების საძინებლის კარი ღია რომ დაინახეს მაშინვე იქეთ წავიდნენ საწოლზე დედა რომ შენიშნეს ჯერ ერთმანეთს უყურებდნენ მერე კი მისკენ გაიქცნენ და მოეხვივნენ.
-კარგად ხარ ? მართლა მოხვედი მარიამი მართალი იყო
-ხო მოვედი...და აღარსად წავალ
-მართლა?
-არ მოსულა!
-დემნაა...
-რა ...ნუ ატყუებ ბავშვებს
-არ ვატყუებ ხომ იციი... ჩვენ ხო ვისაუბრეთ მე
-ბავშვებო იცით დედიკო მარტო არ მოსულა ...ისინი მოვიდნენ და სულ ჩვენთან დარჩებიან - მუცელზე დაადო ხელი ქალს და გაიცინა
-ვერაფერი გავიგე ... ვინ მოვიდა
-მე რა ვიცი კითხე !- ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ ტყუპები მერე მამას გახედეს-ხელი რატომ უდევს მუცელზე?
-კითხეო არ თქვი?
-სანამ დისკუსიას განაგრძობთ არ გიდნათ მომისმინოთ?
-დემნა იქნებ სხვა დროს ... სხვანაირად რომ გაიგონ რომ იმოქმედოს ისედაც ...
-დედიკოს ჰგონია რომ არ გაგეხარდებათ არადა მე ზუსტად ვიცი რომ თქვენ ,ჩემი ასლები მომავალი ძამიკოს დაბადებას სიხარულით შეხვდებით და დედიკოს გაანებივრებთ ჩემთან ერთად. რაღა დაგიმალოთ და ფეხმძმე ცოლც პირველად უნდა მოვუარო და დახმარება დამჭირდება
-ბავშვი ეყოლება?
-ბიჭი?
-დამიანეს თუ ვენდობით ხო... ბიჭი უნდა იყოს
-იმასაც ჩვენსავით დატოვებ ხოლმე?
-არაა მე მე მართლა აღარ წავალ გეფიცებით ... არსად წავალ
-ნუ ატირებთ დედიკოს ... უთხარით რომ შეურიგდით თუ რამე რომ იმშობიარებს მერე ერთად გავუსწორდეთ
-ნუ აგიჟებ ბავშვეებს-ამოიტირა თან ცრემლებს იმშრალებდა-ისევ ისე ვარ...თავს ვერ ვიკავეებ
-არ იტირო...შეგირიგდებით ,მართლა... მაგრამ მარიამთან წასვლა არ დაგვიშალო რა. გვიყვარს მარიამიც
-შენ უფრო გვიყვარხარ ...დედაჩვენი ხარ ,მაგრამ ისიც გვიყვარს არ შეიძლება?
-როგორ არ შეიძლება მა..აბა მარტო ბიძიას ხო არ ეყვარება .მარუსა ყველას გვიყვარს ჩვეეენ სხვათაშორის მარუსას ქორწილში ყველანი საღები უნდა მივიდეთ თორე ვიდეოს რომ ვნახავთ ოცი წლის მერე დაგვცინებს ჩვენი ბიჭი ... რა დალეწილები მიდით ქორწილშიო არ შეგრცხვათო?
-მე კარგად ვარ...დედიკოც ხო კარგადაა და ქორწილამდე უკეთ ვიქნებით! ბიძიამ გვითხრა უნდა იცეკვოთო და ვიცეკვებთ კიდეც
მთელი დღე ოთახში იყვნენ და მარიას ელაპარაკებოდნენ. დემნა ყველას ერთად უვლიდა, ხელმოტეხილ მაქსს და ფეხმზიმე მარიას. ალექსი კი ეხმარებოდა,მაგრამ ისიც წუწუნებდა და ბოლოს საწოლზე გაწოლილი გასცემდა ბრძანებებს. დამიანე კლინიკაში იყო და საღამომდე არ მისულა,თუმცა შორიდან ამხნევებდა ძმას.
.....
დილით ჩემ საყვარელ სურნელს ,შეხებას და სითბოს რომ ვგრძნობ სიზმარი მგონია. თვალებს არ ვახელ ,არ მინდა გაქრეს მაგრამ სუნთქვაც რომ მეფრქვევა ყელზე და სიმძიმესაც ვგრძნობ ბედნიერებისგან გული სალტოებს აკეთებს. მიყვარს, ასე რომ მოიპარება დამღლელი ღამის შემდეგ და ჩუმად მომიწვება გვერდით.წოლის პოზა? ყოველთვის ერთნაირი, თითქოს მთლიანად უნდა მომიცვას თავი ჩემს თავთან უდევს ისე რომ მის სუნთქვას ყელზე ვგრზნობ ,იმდენად ახლოსაა რომ ცხვირისწვერით კანზე მეხება , მისი ხელი ჩემს მუცელზეა მოხვეული და ერთი მხარე მთლიანად მიხურს მისგან წამოსული ტემპერატურის გამო. დარწმუნებული ვარ ახლახანს ჩაიძინა ,არ მინდა გავაღვიძო ,მაგრამ მოვკვდები ახლა რომ არ ვაკოცო ! სულ ოდნავ ვეხები ტუჩებზე ,ყოველთვის მგონია რომ ესეც მეყოფა ,მაგრამ არ შემიძლია უბრალოდ ვაკოცო და მოვშორდე . თმაზე ვეხები, ლოყაზე ვკოცნი ტუჩის კუთხიდან ყბისკენ ვინაცვლებ .წვერი ოდნავ აქვს მოზრდილი რომ ვეხები მჩხვლეტს და მინდება საპასუხოდ ვუკბინო,მაგრამ არ შემიძლია.ისევ ფრთხილად ვკოცნი ამჯერად თვალებზე ,უკვე ვიცი რომ გაიღვიძა და მალე შემომანათებს თავის შავ სფეროებს. „ჩემი ღიმილით“ გამიღიმებს და ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი დილა იქნება ჩემს ცხოვრებაში. ხელს მუცლიდან წელისკენ აცოცებს შემდეგ ზურგზე მიასრიალებს და უფრო მიკრავს სხეულზე. თვალებს ახელს და მიღიმის ,ჯერ მზერით შემდეგ ტუჩების კუთხეს ტეხს და მკოცნის . ბალიშზე თავით ვეშვები და ის უკვე ჩემს ზემოთ არის მოთავზებული, კოცნას არ წყვეტს მაგრამ ტუჩებს არ შორდება მერე ხელებს ბალიშზე აწყობს და ზემოდან დამყურებს
-მზად ხარ?
-რისთვის
-მზად ხარ მარიამ?!- თავს გვერდით წევს ,მიღიმის და თვალებში მიყურებს ! არააა შეუძლებელია , დავიჯერო დღესაა ჩვენი ქორილი? ასე უცებ გავიდა დრო? მერე რა რომ მაქსის თაბაშირი გაქრა , ანამარია კარგადაა და საერთოდაც უკვე თვეზე მეტი გავიდა“მოტაცების“ დღიდან !
მიყურებს ისევ და ჭკუიდან გადავყავარ,როგორ შეუძლია ასეთი მზერა ჰქონდეს
-მიპასუხეე- ეს ხმა...როგორ შეიძლება პასუხი მქონდეს !
-აქ არ უნდა იყო...
-არ ვარ... მზად ხარ?
-ხოო
-უბრალოდ ხო?
-მზად ვარ ყოველი დილა შენთან ერთად დავიწყო
-მხოლოდ დაიწყო?
-ყოველი ღამე შენთან გავატარო ... იქ კლინიკაშიც , კლუბშიც, მეგობრებთან, ყველგან სადაც იქნები ,ყოველთვის ცხოვრების ბოლომდე
არ მპასუხობს,ისე მკოცნის გონებას რომ მიკარგავს მერე ...მერე აღარ არის .მიდის ,ოთახიდან ქრება.






დასასრული იმხელა გამოვიდა და იმდენად მაგვიანდება ბოლო ნაწილის დაწერა რომ გადავწყვიტე გამეყო და ისე დამედო . იმედია სწორად მოვიქეცი და ისე მოვა თქვენთან მთლიანი ემოცია როგორც მინდოდა. არ ვიცი რამდენად ღირდა ლოდინად, მითუმეტეს ამდენხნიან ლოდინად ,როგორც იცით არ შემიძლია მოკლედ წერა რადგან მგონია რომ ყველაფერი უნდა იყოს გადმოცემული და არა მხოლოდ წყვილის ამბავი . არ შემიძლია მხოლოდ ორ ადამიანზე დავწერო და გავაქრო ყველა და ყველაფერი . მიუხედავად იმისა რომ დიდია მაინც ისეთი შეგრძნება მაქვს რომ რაღაც გამომრჩა რაღაც მავიწყდება და მნიშვნელოვან ამბავს ვტოვებ. იმდენად ვარ დატვირთული რომ ჩემი ტვინი ნამდვილად ვეღარ უძლებს ,მომიტევეთ თუ ის არაა რასაც ელოდით ...
უყვარხართ თქვენს მარიამს აბედნიერებთ და ლომკა აქვს როცა თქვენთან არ არის



№1  offline წევრი თუთა პირველი

თვალებს ვერ ვუჯეერებ... წავედი წავიკითხავ და მერე მოგახსენებ აზრს ))))))

 


№2  offline წევრი An_Gel

ტყუპებიიიი და მარიამი!!!!!!!
დაა მარიამიიი!!!
კიდე ვიინ? და მარიამი!!!
ააა,ხო სხვებიც არიან ამ ისტორიაში,მაგრააამ მარიამი! heart_eyes heart_eyes heart_eyes
უსერიოზულესად ვარ შეყვარებული ამ ისტორიის გმირებზე. გამოგიტყდები და "ისინის" ლომკა იმდენად დიდი მქონდა,არ მეგონა თუ ამ ისტორიას ამდენად შევიყვარებდი,მაგრაამ დამიანემ,თამარამ,გიგიმ,ტყუპებმა თავისთავად და მარიამმა რაღა თქმა უნდა, ისე შემაყვარეს თავი,ღმერთო ამათ გარეშე როგორ ვიცხოვრო? joy
ვაიმე,ანამარიამ ისე გამაღიზიანა,არადა მიყვარდა ეგ გოგო და ეს კონცერტი რომ დადგა ისე გამაბრაზა,თუმცა მერე ძალიან შემეცოდა. და ამეტირა მისი და ტყუპების სცენაზე. რაღაც განუმეორებელი იყო,საოცარი!
აუ,მარიამზე ახლა მინდა ვილაპარაკო დაუსრულებლად. ვინ არის ეს გოგო? საიდან მოვიდა,რატომაა ასეთი არამიწიერი? და ბიჭიც ნამდვილად ღირსეული შეხვდა,თუმცა მარიამი? მარიამი არვიცი,სხვა განზომილებაა.
აღარ მაქვს სიტყვები,მარიამ,აღარ მაქვს,არა.
მთლიანად დამატყვევე.
ბრავო!

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

An_Gel
ტყუპებიიიი და მარიამი!!!!!!!
დაა მარიამიიი!!!
კიდე ვიინ? და მარიამი!!!
ააა,ხო სხვებიც არიან ამ ისტორიაში,მაგრააამ მარიამი! heart_eyes heart_eyes heart_eyes
უსერიოზულესად ვარ შეყვარებული ამ ისტორიის გმირებზე. გამოგიტყდები და "ისინის" ლომკა იმდენად დიდი მქონდა,არ მეგონა თუ ამ ისტორიას ამდენად შევიყვარებდი,მაგრაამ დამიანემ,თამარამ,გიგიმ,ტყუპებმა თავისთავად და მარიამმა რაღა თქმა უნდა, ისე შემაყვარეს თავი,ღმერთო ამათ გარეშე როგორ ვიცხოვრო? joy
ვაიმე,ანამარიამ ისე გამაღიზიანა,არადა მიყვარდა ეგ გოგო და ეს კონცერტი რომ დადგა ისე გამაბრაზა,თუმცა მერე ძალიან შემეცოდა. და ამეტირა მისი და ტყუპების სცენაზე. რაღაც განუმეორებელი იყო,საოცარი!
აუ,მარიამზე ახლა მინდა ვილაპარაკო დაუსრულებლად. ვინ არის ეს გოგო? საიდან მოვიდა,რატომაა ასეთი არამიწიერი? და ბიჭიც ნამდვილად ღირსეული შეხვდა,თუმცა მარიამი? მარიამი არვიცი,სხვა განზომილებაა.
აღარ მაქვს სიტყვები,მარიამ,აღარ მაქვს,არა.
მთლიანად დამატყვევე.
ბრავო!

როგორ გამახარე ძალიან უსაზღვროდ ვერ წარმოიდგენ რამდენს ნიშნაავს შენი სიტყვები ჩემთვის და როგორ მიმაღლებ განწყობას

 


№4  offline წევრი crazy girl sofi

ვაიმე მარიამ როგორ გამახარე ყოველდღე ვნახულობდი და ველოდებოდი როდის დადებდი და აი ეს მომენტიც.. ანამარია ძლივს ჩაჯდა კალაპოტში და კიდევ ერთი საყვარელ პრინცს შემატებს ისტორიას დარწმუნებული ვარ , ეს დემნა რა საყვარელია მკაცრი თბილი ამავდროულად მხიარული... ჩვენი გორილა სანდროც შეყვარებულია ისე აღწერს გოგოს უკვე წარმოვიდგინე და ვხვდები რამდენად მორცხვი და საყვარელია.. თამარა და მიშო უბრალოდ თბილი ოჯახი ტავის პატარასთან და მომავალ პატარასთან ერთად მიყვარან ... მარიამი და დამიანე ვაიმე მიყვარს ეს წყვილი არვიცი იმდენ ენერგიას იტევენ სიგიჯე სიყვარული სითბო მაგიჟებენ ძლივს ქორწილის დღეც .. რეოგორც ყოველთვის სეუდარებელი იყო არვიცი როგორ გადმოვცე ჩემი გრძნობები ამ ისტორიის ყოველი თავის წაკითხვისგან გადმოცემის უნარიცკი არ მაქვს უბრალოდ ვიცი რომ ყოველი წინადადება და სიტყვა მაგიჟებს არანორმალურად მომწონს არა არ მომწონს მიყვარს შეუძლებელია კითხულობდე და უბრალოდ მოგწონდეს როცა ამხელა ემოცია დევს ამ ისტორიაში ახლა სეიძლება ბევრი უაზრო სიტყვა ვთქვი მაგრამ ყველაზე მცირედი ვთქვი რისი თქმაც შემეძლო. იმედია არარ გვალოდინებ . შენ შენი მუზა და ისტორიები სიმშვიდემდე შეშლილს მხდით blush blush kissing_closed_eyes

 


№5  offline მოდერი sameone crazy girl

crazy girl sofi
ვაიმე მარიამ როგორ გამახარე ყოველდღე ვნახულობდი და ველოდებოდი როდის დადებდი და აი ეს მომენტიც.. ანამარია ძლივს ჩაჯდა კალაპოტში და კიდევ ერთი საყვარელ პრინცს შემატებს ისტორიას დარწმუნებული ვარ , ეს დემნა რა საყვარელია მკაცრი თბილი ამავდროულად მხიარული... ჩვენი გორილა სანდროც შეყვარებულია ისე აღწერს გოგოს უკვე წარმოვიდგინე და ვხვდები რამდენად მორცხვი და საყვარელია.. თამარა და მიშო უბრალოდ თბილი ოჯახი ტავის პატარასთან და მომავალ პატარასთან ერთად მიყვარან ... მარიამი და დამიანე ვაიმე მიყვარს ეს წყვილი არვიცი იმდენ ენერგიას იტევენ სიგიჯე სიყვარული სითბო მაგიჟებენ ძლივს ქორწილის დღეც .. რეოგორც ყოველთვის სეუდარებელი იყო არვიცი როგორ გადმოვცე ჩემი გრძნობები ამ ისტორიის ყოველი თავის წაკითხვისგან გადმოცემის უნარიცკი არ მაქვს უბრალოდ ვიცი რომ ყოველი წინადადება და სიტყვა მაგიჟებს არანორმალურად მომწონს არა არ მომწონს მიყვარს შეუძლებელია კითხულობდე და უბრალოდ მოგწონდეს როცა ამხელა ემოცია დევს ამ ისტორიაში ახლა სეიძლება ბევრი უაზრო სიტყვა ვთქვი მაგრამ ყველაზე მცირედი ვთქვი რისი თქმაც შემეძლო. იმედია არარ გვალოდინებ . შენ შენი მუზა და ისტორიები სიმშვიდემდე შეშლილს მხდით blush blush kissing_closed_eyes

ჩემი მუზა თქვენით ცოცხლობს და სულდგუმლობს სხვას ვერაფერს გეტყვი უღღმესი მადლობა

 


№6 სტუმარი Guest Annalisa

Mokled mariam shen xar zecidan gamogzavnili.saswaulii da sheni motxrobebi sawiro dros ise mexmarebian roggorc damamshvidebeli. Martla ise kosmosurad viyabi shevyvarebuli isinize da yvrla gza shentan modis mariamse rom ar megona es motxrobac tu ase imoqmedebda chemze. Emociurobis vulkani amomeqvra bolo tavze (ara arc manamde vuchio cremelbis naklebobas mara mainc). Pirvel rigshi es motxroba imitom aris zedmetad chemtan axlos rom pirdapir chems shishebtan shemajaxa. Albat mixvdebi rom mec qirurgoba minda rac 5 wlis gavxdi imis mere. Ai ukve 10 klaseli.var da.imis.mouxedavad ar shemicvlia gadawyvetileba da isev eqimoba minda davvinaxe sashishroebaa... sashihroeebaa imisa rom siyavruls ver vvipovi saqmeshi chafluli... da tu vipovii bavsheebs dakldebat yuradgebaa.... imdenad mesmodaa anamariasii imdenaasd rom.verc ki vbrazdebodi. Bolo tavebi sadac ukvve tybebi mkafiod chandnend da mati damokidebulabac saswauli iyo. Mariami...mariami ari ai is oqros shualedi risi daweris survilit vmodzraob.. mosiyavrule colii..kargi dedaa da shemdgari karieristi qali. Miyvars kargi dasasrulebi. Mwirdeboda amavai sadaac urtulesi propesiis mqone qirurgi pirad cxovrebashoc moagwevda bednierebas. Damianes demnaas da aleqsandres gmertkavobaze da saswaulebrobaze.ro.daviwyo wera ar meyofa saukunee.... titioeliii personajii imdenaad mnishnelovania rom sheudzlebelia mat gareshe am.motxrobis warmodgena. Shen xar gvtaebaaa.... sheni.weris stili da.zogadad sheni motxrobebi.ari chemi dgiuri pozitivi. Mteli weli chem klasshi ertaderti gasarchevi tema sheni motxrobebi.iyo... yvela tavis azrs gamotqvamda da yvela tavis ,,biws" gulshematkivrobda. Yvela gza shentan modis mariamis mexuted kitxva davamtavre ggushin.da exla isinis.vkitxulob meotxeed... ewvi ar shegeparoos zapxulshi am motxrobasac ro chavujdebi tavidan 3 jer, metjer tu ara. Isnize maq.ramdenime.kitxva da.sad dagisva.... imito ro tu am.kitxvebze ar mivige pasuxi mshvidi zapxuli ar meqneba. Mokleed miyvarxaar uzomood chveno mariam. Da martla yvrla gza shentan da shen motxrobebtan modis.

 


№7  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ubralod shokii iyoo saocrebaa

 


№8 სტუმარი Guest Inga

Sheudarebeli xar. Saocrad wer, mixaria rom ar daamtavre jer. . . . Warmatebebi hemo kargo. . .

 


№9  offline აქტიური მკითხველი La-Na

ალექსმა და მაქსის სიტყვებმა ამატირა,გული მეწვებოდა ამ ბავშვებზე და გამიხარდა ანამარია რომ მიხვდა თავის დანაშაულს.ისე გამიხარდა წუხელ ას თავი რომ ვნახე,მარიამი ძალიან საყვარელი და სამართლიანი არის და მესიამოვნა,თუნდაც ის რომ შეეცადა სიტუაცია უფრო არ გაემწვავებინა,თუნდაც ის რომ ბავშვებს მოუფრთხილდა და არ მისცა საშუალება ენახათ დედამისი რატომ გახდა ცუდად.ნუ საუკეთესო და ერთერთი ჩემი უსაყვარლესი რომ ხარ ბევრჯერ გითხარი და არ მომბეზრდება არასდროს
--------------------
ლანა

 


№10 სტუმარი Nene

Saocrad tkbili tbili da pozitiuri xar shen da es emocia Mec gadmomedo madloba amistvis

 


№11  offline წევრი Indigo

შე, შე, შენ რა ადამიანი ხარ? იცი როგორ მომენატრე? იცი?
არ იცი. შენი ლომკა ჩემსასთან რა მოსატანია?!
შენ არ იცი როგორ მაკლდი.
თან ვერც გიბრაზდები ესეთი თავის მერე.
მარა იცოდე, მაინც არ მყოფნი!
საერთოდ არ მყოფნი!

ანამარიას ვერ ვუგებ, არა, კი არ განვკიცხავ ან რამე, უბრალოდ ვერ ვუგებ. და ნერვები მეშლება ამის გამო. :/ დემნამ რო ალექსს უღრიალა კინაღამ შევუხტი და ავხანჯლე.
საზიზღარი! triumph triumph

გიგი მაინც გიგია, იმ პატარა მონაკვეთშიც კი ჩანს ყველაფერი და ვგიჟდები მე ამ გიჟ ბიჭზე.

სანდრო,
ოოო, აი ამის გოგო მაინტერესებს ძაან. აი საოცრად. და ყველაზე მეტად ის მაინტერესებს 'იმ' გოგოსთან როგორია.

ჩემი ბუთქუ თამარჩიკა და მიშო დამაკლდნენ. disappointed_relieved disappointed_relieved

მარიამი და დემნა,
ეს უკვე საერთოდ სხვა განზომილებაა. მარტო იმიტო ვერ გისაყვედურებ რო ესენი შექმენი. საერთოდ 'სხვა' წყვილია, არაამქვეყნიური ქმნილებები.

ვაბოდებ მე შენზე, უბრალოდ საოცრება ხარ! heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart
პ.ს. აღარ გაბედო ესე მომანატრო თავი იცოდე! მოგკლავ! აგხანჯლავ! imp imp smiling_imp smiling_imp
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№12  offline მოდერი sameone crazy girl

უღრმესი მადლობა ყველას smile გიპასუხებდით სათიტაოდ მაგრამ იმხელა კომენტარი გამოვა გაჭედავს და დავაწყდება ნერვები stuck_out_tongue_closed_eyes მიხარიხაართ უუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ :უუზზზზზზზზზზზოოოოოოოო ოომმმმმმოოოოოოოოოოდდდდდდდდდ heart_eyes heart_eyes: heart_eyes heart_eyes

 


№13 სტუმარი sota

როგორც ყოველთვის მარიამ!!!!!!!!! heart_eyes heart_eyes

 


№14 სტუმარი Guest თამარი

ეგ მომწონს და მაგიჟებს ზუსტადაც რომ მოკლედ და მარტივად არ წერ. ეგ მხიბლავს ყველაზე მწტად. მთელი სამეგობრო ახლო ადამაინები მათი ისტორიები რომ ყველაფერი ერთად გაწვს და უფრო მრავალფეროვანს და მნიშვნელოვანს ხდი ამ თითქოს და უბრალო, მაგრამ ბრალიან ისტორიას და შემოქმედებას. ვგიჟდები შენზე და შენს ისტორიებზე, შენს პერსონაჟებზე მე❤❤ ცოტა ვერ გავიგე ოღონდ ეს დასასრულია? თუ დასასრულის ასე ვთქვათ პირველი ნაწილი?

 


№15  offline მოდერი sameone crazy girl

sota
როგორც ყოველთვის მარიამ!!!!!!!!! heart_eyes heart_eyes

smile heart_eyes heart_eyes

Guest თამარი
ეგ მომწონს და მაგიჟებს ზუსტადაც რომ მოკლედ და მარტივად არ წერ. ეგ მხიბლავს ყველაზე მწტად. მთელი სამეგობრო ახლო ადამაინები მათი ისტორიები რომ ყველაფერი ერთად გაწვს და უფრო მრავალფეროვანს და მნიშვნელოვანს ხდი ამ თითქოს და უბრალო, მაგრამ ბრალიან ისტორიას და შემოქმედებას. ვგიჟდები შენზე და შენს ისტორიებზე, შენს პერსონაჟებზე მე❤❤ ცოტა ვერ გავიგე ოღონდ ეს დასასრულია? თუ დასასრულის ასე ვთქვათ პირველი ნაწილი?

მადლობა heart_eyes heart_eyes დასასრულის პირველი ნაწილია და ვერ გადავწყვიტე კიდე დავდო ნაწილი თუ მთლიანად დავდო რამდენმე დღის შემდეგ

 


№16  offline წევრი tatiko.1995

Ra kargi iyo mabedniereb mariam

 


№17 სტუმარი Sota

sameone crazy girl
sota
როგორც ყოველთვის მარიამ!!!!!!!!! heart_eyes heart_eyes

smile heart_eyes heart_eyes

Guest თამარი
ეგ მომწონს და მაგიჟებს ზუსტადაც რომ მოკლედ და მარტივად არ წერ. ეგ მხიბლავს ყველაზე მწტად. მთელი სამეგობრო ახლო ადამაინები მათი ისტორიები რომ ყველაფერი ერთად გაწვს და უფრო მრავალფეროვანს და მნიშვნელოვანს ხდი ამ თითქოს და უბრალო, მაგრამ ბრალიან ისტორიას და შემოქმედებას. ვგიჟდები შენზე და შენს ისტორიებზე, შენს პერსონაჟებზე მე❤❤ ცოტა ვერ გავიგე ოღონდ ეს დასასრულია? თუ დასასრულის ასე ვთქვათ პირველი ნაწილი?

მადლობა heart_eyes heart_eyes დასასრულის პირველი ნაწილია და ვერ გადავწყვიტე კიდე დავდო ნაწილი თუ მთლიანად დავდო რამდენმე დღის შემდეგ

დადე რა ნაწილი <3

 


№18 სტუმარი Guest თამარი

sameone crazy girl
sota
როგორც ყოველთვის მარიამ!!!!!!!!! heart_eyes heart_eyes

smile heart_eyes heart_eyes

Guest თამარი
ეგ მომწონს და მაგიჟებს ზუსტადაც რომ მოკლედ და მარტივად არ წერ. ეგ მხიბლავს ყველაზე მწტად. მთელი სამეგობრო ახლო ადამაინები მათი ისტორიები რომ ყველაფერი ერთად გაწვს და უფრო მრავალფეროვანს და მნიშვნელოვანს ხდი ამ თითქოს და უბრალო, მაგრამ ბრალიან ისტორიას და შემოქმედებას. ვგიჟდები შენზე და შენს ისტორიებზე, შენს პერსონაჟებზე მე❤❤ ცოტა ვერ გავიგე ოღონდ ეს დასასრულია? თუ დასასრულის ასე ვთქვათ პირველი ნაწილი?

მადლობა heart_eyes heart_eyes დასასრულის პირველი ნაწილია და ვერ გადავწყვიტე კიდე დავდო ნაწილი თუ მთლიანად დავდო რამდენმე დღის შემდეგ

რა მადლობა

Guest თამარი
sameone crazy girl
sota
როგორც ყოველთვის მარიამ!!!!!!!!! heart_eyes heart_eyes

smile heart_eyes heart_eyes

Guest თამარი
ეგ მომწონს და მაგიჟებს ზუსტადაც რომ მოკლედ და მარტივად არ წერ. ეგ მხიბლავს ყველაზე მწტად. მთელი სამეგობრო ახლო ადამაინები მათი ისტორიები რომ ყველაფერი ერთად გაწვს და უფრო მრავალფეროვანს და მნიშვნელოვანს ხდი ამ თითქოს და უბრალო, მაგრამ ბრალიან ისტორიას და შემოქმედებას. ვგიჟდები შენზე და შენს ისტორიებზე, შენს პერსონაჟებზე მე❤❤ ცოტა ვერ გავიგე ოღონდ ეს დასასრულია? თუ დასასრულის ასე ვთქვათ პირველი ნაწილი?

მადლობა heart_eyes heart_eyes დასასრულის პირველი ნაწილია და ვერ გადავწყვიტე კიდე დავდო ნაწილი თუ მთლიანად დავდო რამდენმე დღის შემდეგ

რა მადლობა

წაიშალა რაც დავწერე ხოდა დადე ნაწილი :დ გული გაგვიხარე ❤

 


№19 სტუმარი mariami

sameone crazy girl
sota
როგორც ყოველთვის მარიამ!!!!!!!!! heart_eyes heart_eyes

smile heart_eyes heart_eyes

Guest თამარი
ეგ მომწონს და მაგიჟებს ზუსტადაც რომ მოკლედ და მარტივად არ წერ. ეგ მხიბლავს ყველაზე მწტად. მთელი სამეგობრო ახლო ადამაინები მათი ისტორიები რომ ყველაფერი ერთად გაწვს და უფრო მრავალფეროვანს და მნიშვნელოვანს ხდი ამ თითქოს და უბრალო, მაგრამ ბრალიან ისტორიას და შემოქმედებას. ვგიჟდები შენზე და შენს ისტორიებზე, შენს პერსონაჟებზე მე❤❤ ცოტა ვერ გავიგე ოღონდ ეს დასასრულია? თუ დასასრულის ასე ვთქვათ პირველი ნაწილი?

მადლობა heart_eyes heart_eyes დასასრულის პირველი ნაწილია და ვერ გადავწყვიტე კიდე დავდო ნაწილი თუ მთლიანად დავდო რამდენმე დღის შემდეგ

Dade dzalian gtxovt.. gagvixare gulebii ... sheni istoria am amindi shemxedvare chemtvis gulze malamosavit iqneba .... sheni ertguli mkitxveli romelmac ar icis rogor gamoxatos shendami simpatia ...sityvebit ver avgwer ..

 


№20  offline აქტიური მკითხველი terooo

რა კარგი ხარ...
სამყაროს ყველა დაუჯერებელი კანონი ვიწამე...
სიყვარულის მარადიულობა და სასწაული ვიწამე...
ადამიანების შეცვლა და მხოლოდ სიკეთე ვიწამე...
ბოროტების გაქრობა და მზის ფერადი სხივები....
შიმშვიდის სავანე და ახალი გალაქტიკა...
კიდევ რა ვიგრძენი???
მარადისობა....
ფრთები....
და ათასი ცრემლის ფასი. ..
და კიდევ დროო... რომელიც ტკივილებს უთუოდ გავიწტებს

 


№21  offline აქტიური მკითხველი terooo

რატომ არიან მშობლები ხანდახან მონსტრები

 


№22  offline წევრი კალლ აია

რააა,ბავია ეს კიდეეეეეე

 


№23  offline აქტიური მკითხველი terooo

Როგორც იქნაა... დღეს ქორწილია

 


№24 წევრი tatuli)

მომენატრა მარიამ შენი ისტორიები და დავიწყე ძველებიდან კი აკლია ერთი ჩემი საყვარელი ისტორია მაგრამ
ამით დავიწყე <3 <3 <3 P.S. ეს რეაქციაზე ტელეფონის სენსორის ბრალია <3 <3

 


№25 სტუმარი სტუმარი ნესტანი

სიმშვიდემდე შეშლილი სიტყვები არ მყოფნის ისე მიყვარს ეს ნაწარმოები რა ღავ სხვა განზომილებაში გადავდივარ შენ ნაწარმოებებს რომ ვკითხულობ რა საყვარელი წყვილების მეგობრები ტყუპები ვგიჟდები მარიამზე და დამიზნეზე დაშნიანზე და თამარაზე ანამარიაზე გაბრაზებული კი ვარ არ ეკარებოდა ასეთი სიტყვები მარიამზე ეთქვა სანდროც რა საყვარელი ძმასა ვგიჟდები ამ ნაწარმოებზე მადლობა ამდენი ემოციებისთვის წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent