შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ილიანა(4)


10-06-2017, 01:15
ავტორი Iliana23
ნანახია 957

_არ გაბრაზდე,რომ ისევ ამ თემას ვუბრუნდები,უბრალოდ გამახსენდა,რომ სადღაც წამიკითხავს მსგავსი სიტყვები.ღმერთი,რომელიც
არ ჩანს,არ საუბრობს და რეალურად არც სუნთქავს,ამ ყველაფრის მიუხედავად ის მაინც დედამიწის ყველა მონაკვეთში ფიგურირებს
და ეს მხოლოდ და მხოლოდ რწმენის საშუალებით ხერხდება.ადამიანებს სწამთ,რომ მაღლა შავი ღრუბლების მიღმა არსებობს ტახტი
და არსებობს კიბე,სადაც გველოდება და საიდანაც განაგებს აქაურობას ღმერთი და ეს სრულიად საკმარისია დედამიწაზე იდილიის
წარმოსაქმნელად.
_კარგი მოსაზრებაა.
_ჰო,მეც მომწონს.
_შენ უნდა გამოსცე შენი ჩანაწერები.
_შენც.
_მე ოდესღაც დავწერ წიგნს,მაგრამ მინდა,რომ შენც წააკითხო სხვებს შენი ჩანაწერები.
_რატომ?
_მას შეუძლია შეცვალოს უკეთესობისკენ.
_არ ვიცი,ვიფიქრებ ამაზე.
_ილიანა,შენ გაკლია თავდაჯერებულობა,გაკლია სიმყარე.
_ვიცი.
_მერე?
_ეს სულაც არ მანაღვლებს.კარგია,რომ ეს მითხარი,გამახსენდა რა უნდა მეკითხა.რატომ მაინდამაინც სამზარეულოში?
_რა?
_ნახატზე გეკითხები.
_ა,ჰო,მე სულაც არ მიშლის ხელს.როდის დავიწყოთ ხატვა?
_თუ გსურს ახლავე.
_კარგი,შეგვიძლია თან ვხატოთ და თან ვისაუბროთ.
სეიდი საძინებელში შევიდა და უკან ორი სადგამით,ფურცლებითა და სახატავი საშუალებებით გამოვიდა.
_უკვე იცი როგორ უნდა დამხატო?
_კი.შენ?
_არა.მინდა,რომ რაიმე აზრი ჩავდო ამ პორტრეტში.
_კარგი აზრია.დავხატოთ ერთმანეთი აზრიანად.
ორივეს გაეცინა.სადგამები მუხლებზე დაიდეს,ფურცლები დააფინეს,ფანქრები მოიმარჯვეს და ჩაფიქრდნენ.ორივეს ფიქრები სადღაც
შორს დაფრინავდა,ორივეს სურდა,ნახატი ორიგინალური გამოსულიყო.პირველი ილიანამ დაიწყო ხატვა.სახეზე დამაბნეველი ღიმილი
დასთამაშებდა.ხატავდა,თუმცა სეიდისკენ ერთხელაც კი არ გაუხედავს.
_შავ-თეთრი თუ ფერადი?
_რა მნიშვნელობა აქვს,მთავარია აზრი ჩადო.
რამოდენიმე წუთიც და სეიდიც შეუდგა საქმეს.ირგვლივ მტვერს შერეოდა სიჩუმის ნაწილაკები,იდილიას მხოლოდ ფანქრების
მონოტორული ხმა არღვევდა.სეიდი გოგონას აკვირდებოდა და ფიქრობდა:როგორი სხვანაირი იყო,როდესაც გავიცანი და როგორი
სხვანაირია ახლა.მას მოსწონდა ილიანას სახეცვლილება.თვლიდა,რომ სულებში ჩახედვამ შედეგი გამოიღო.ილიანა სეიდზე მშვიდად
იყო.იგი ბოლომდე ჩაფლულიყო ხატვის პროცესში,არც სეიდის მზერა აწუხებდა და არც სიჩუმე,ირგვლივ,რომ გამეფებულიყო.თვალებზე
ბინდი გადაჰკვროდა,მხოლოდ იმაზე ფიქრობდა,რომ დაეხატა ნახატი,რომელიც ტავის თავს თავადვე ახსნიდა და ილიანას სიტყვებს
არასაჭიროდ გამოაცხადებდა.
_რატომ არ მიყურებ?
_რა?
_შენ მე მხატავ,თუმცა მე არ მიყურებ.
_შენს ნახატს მიხედე რა.
_ნუ ცდილობ ნერვები მომიშალო,უცხვიროს დაგხატავ.
ილიანას გაეცინა.ისე გურწრფელად გადაიკისკისა,რომ სეიდს რაღაც გრძნობა აღუძრა,რაღაც განსხვავებული,რომელსაც სახელი ჯერ
კიდევ ვერ დაარქვეს ადამიანებმა.მასაც გაეღიმა,ისეთივე გურწრფელად,როგორც ილიანას.
_მოითმინე და ნახავ.
_ვილაპარაკოთ,თორემ ვეღარ მოვითმენ.
_კარგი.
_მითხარი რისი გეშინია,ამაზე არ გვისაუბრია.
_კლოუნების.
_მართლა?
_ჰო,ყოველთვის მეშინოდა მათი.
_რატომ?
_არ ვიცი,ალბათ იმიტომ,რომ ყოველთვის იცინიან.
_ჰო,მუდამ მოცინარი ადამიანი მართლაც შემზარავია.
_ადრე,როდესაც საკუთარ თავთან მარტო ვრჩებოდი ყველაზე რთული შეკითხვები მებადებოდა და ვხვდებოდი,რამდენად რთულია
პასუხი გასცე ყველას.ვერ წარმომიდგენია ადამიანი მუდამ როგორ შეიძლება იცინოდეს.
_ეს შეუძლებელია.მკაფიო და ნათელი აზრი ყოველთვის თვითონვე ხსნის თავის თავს,მაგრამ გამოუცნობი კი შემოქმედებით
ფიქრებს აღუძრავს ადამიანს.რაც უფრო ბურუსით მოცულია აზრები,მით უფრო საინტერესოა მათზე ფიქრი,მაგრამ მით უფრო
ძნელიცაა მათი ამოხსნა.არ არსებობს ადამიანი,რომელმაც იცის რა არის ჭეშმარიტი ბედნიერება ან ჭეშმარიტი უბედურება.თითოეული
ადამიანისთვის თითოეული განსხვავებულია.შესძლოა ის ,რაც შენ გაბედნიერებს,მე გამაუბედუროს,ან პირიქით,მაგრამ ადამიანს
სხვისი ყოველთვის უკეთესი ჰგონია,პრობლემაც სწორედ ეს არის,სწორედ ამიტომ ვერ ვაფასებთ საკუთარს ვერასდროს.
_შენ რისი გეშინია?
_არაფრის.
_იტყუები.
_არ ვიტყუები,მართლა არაფრის არ მეშინია.დაფიქრდი რაოდენ უცნაური ქმნილებები ვართ ადამიანები,თავისთავად
ინდივიდუალურები და ამოუცნობნი.ფობიებს ვაყალიბებთ,მაგრამ მათი განმატრებები არ ვიცით.
_ვერაფერი გავიგე სეიდ.
_მისმინე.ნახე,ჩვენ გვეშინია ლოგინის ქვეშ მობინადრე მონსტრების და მეზობელ ოთახში მძინარე მოჩვენებების.ვფიქრობთ,რომ თუ
ჩაგვეძინება ან უეცრად საბნიდან ფეხი ან ხელი გადმოგბიბარდება,მონსტრი დროს იხელთებს და უმალ დაგვანაწევრებს.ჩვენ ვიცით,
რომ არცერთი მათგანი არ არსებობს,მაგრამ საკმარისია ოდნავ შებნელდეს და ჩვენში იღვიძებს მონსტრების ფობია,რომლებიც
არასდროს გვინახავს და მოჩვენებების,რომლებზეც მხოლოდ ზღაპრებში წაგვიკითხავს.ეს უმართავობაა!აზრებისა და ილუზიების
უმართავობა.
_ჰო,ჩვენ ყველანი არსებები ვართ,სასაცილო არსებები,მაგრამ მაინც ვერ გავიგე რატომ არ გეშინია არაფრის.
_იცი რატომ არსებობს შიში?
_რატომ?
_იმიტომ,რომ გადაილახოს.მე ყველა შიში თავის დროზე გადავლახე,თითოეულს პირისპირ დავუდექი და თვალებში ჩავხედე.
გადაულახავი არაფერია.
_ეს ყველას არ შეუძლია.
_რა?
_ჩახედოს შიშს თვალებში.
_მათ არც იციან შეუძლიათ თუ არა,უბრალოდ სურვილი არ აქვთ საკმარისად მტკიცე და ძალა,რომ ნაბიჯი გადადგან.
_შენ ზედმეტად მარტივად უდგები ამ საკითხს.
_ცდები ილიანა.მე ყველაფრის გართულება მახასიათებს.ყოველთვის ყველაფერს იმაზე უფრო მეტად ვაკვირდები და ვუფიქრდები,
ვიდრე საჭიროა.ეს არ არის მარტივი.
ილიანას ხატვა გაეჩერებინა და უყურებდა სეიდს,რომელიც თვალებჩაწითლებული ისვროდა სიტყვებს.ბოლოს თავი ჩახარა და
უცანური ღიმილით დაამატა.
_მაგრამ ორმაგად უფრო სასიამოვნოა იმის გააზრება,რომ ორმაგი სირთულე წარმატებით გადალახე.
_ბევრი დაგრჩა?
_არცისე,შენ?
_მეც.სეიდ.
_გისმენ.
_იცი,მე დაბნეული ვარ.ხვდები,მე ამ წამს შენსგან ასეთი სიტყვები მოვისმინე,მაგრამ არაფერი ვიცი,შენს წარსულზე.
_ჰო,მესმის.მე ბევრი რამე მინახავს ცხოვრებაში,ყველაფერი არა,მაგრამ არც არაფერი.ბევრი ტანჯვა და ტკივილი მინახავს და
მერწმუნე,საშინელებაა ხედავდე შენს საყვარელ ადამიანს ასე და არაფრის გაკეთება არ შეგეძლოს.მეგობარი მყავს ილიანა.ოღონდ აქ
არ ცხოვრობს,რომელთან ერთადაც გავატარე ბავშვობა.დარლა ქვია.ის,როგორ გითხრა,ძალიან განსხვავებულია,სხვანაირად აქვს ტვინი
მოწყობილი.ერთი სიტყვით გიჟია რა.
სეიდი გაჩუმდა.ილიანამ გაკვირვებით ამოხედა.
_რა?
_მე ვერ მოგიყვები.იცი რას ვიზამ?დავურეკავ და ვთხოვ ერთი-ორი დღით მესტუმროს თუკი სხალია.
_კარგი,როგორც გინდა.
_საღამოს დავურეკავ.
კვლავ ნახატებს მიუბრუნდნენ.
_ილიანა გოგონები მოგწონებია?
_არა,თუმცა ასეთი ადამიანების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.
_ჰო,არც მე.ბევრი მეგობარი მყავს ასეთი და ვხედავ როგორ იტანჯებიან,ისჯებიან და ისიც რისთვის - იმისთვის,რომ უყვართ.
_ჰო განა რა არის ამაში ასეთი საგანგაშო?
_რომც იყოს.არავის აქვს უფლება აუკრძალოს,ჩაერიოს ან შეცვლას შეეცადოს სხვა ადამიანის,ეს ჩვენი უფლებაა - გვიყვარდეს ის ვინც
გვინდა.
_ჩემთვის ეს ამორალურობაა.
_ადამიანები მახინჯ არსებები ვართ,ამაში ბევრჯერ დავრწმუნდი უკვე.
_შენი აზრით ისინი ამორალურები არიან?
_რა თქმა უნდა არა.
_არც ჩემთვის.ჩვენ ყველას გაგვაჩნია ჩვენი კეთილი ნება და არაფრის და არავისფასად არ უნდა დავთმოთ იგი.კეთილი ნება
ნიშნავს - გაისწორო შენი ისე,რომ სხვას არ გაუტეხო.ამორალურობა კი იწყება იქ,სადაც შენი კეთილი ნება სხვის ზღურბლს კვეთს.
ისინი არაფერს აშავებენ,არც სხვის ზღურბლს კვეთენ,უბრალოდ ააკეთებენ იმას,რაც სურთ.
_ჩვენ,ადამიანები ვერ ვიტანთ ცვლილებებს,რომლებიც რუტინებს გვიმსხვრევენ,ვერ ვიტანთ სიახლეებს,რომლებიც ჩვენთვის უცხო და
შეუცნობელია და ასევე ვერ ვიტანთ განსხვავებულ ადამიანებს.როდესაც ათ ერთნაირში ერთი ამ ათისაგან განსხვავებული ადამიანი
გამოერევა,მას "გიჟად" რაცხავენ,მხოლოდ იმიტომ,რომ ის მათნაირი არ არის.უსამართლობაა გძაგდეს ადამიანი მხოლოდ იმიტომ,რომ
ის ჩვეულებრივი და ჩარჩოში ჩასმული არ არის.ჩვენ გვეშინია განსხვავებული ადამიანების,მაგრამ ვერ ვხვდებით იმას,რომ ჩვენ,
ყველანი განსხვავებულები ვართ.
_ირონია მომაკვდინებელია.
_ასეთები ამასაც არ იმსახურებენ.ჩვეულებრივი ბრბო.
_იცი რა მეკითხებიან ხოლმე?შენ არ უარყოფ მათ,მაგრამ ასეთი შვილი,რომ გაგიჩნდეს ან მერე გახდეს ეგეთი,რას იზამო.
_და რა არის შენი პასუხი?
_ვთვლი,რომ ბრბო ბრბოდ დარჩა.ის,რომ მე მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს,არ ნიშნავს იმას,რომ მსურს მეც ასეთი ვიყო.ჩემი
შვილი თუ ასეთი იქნებ,მე მომიწევს შევეგუო ამას,რადგან არ მაქვს უფლება ვვუარყო იგი განსხვავებულობის გამო,იმის გამო,რომ
ის სხვანაირია.მაგრამ თუკი მას შეცვლა მოუნდება,არამარტო ამ მხრივ,მე მას ყველაფრით დავეხმარები,რითიც შევძლებ.
_შენ კარგი მამა იქნები.
_უფრო პლიუსი,ამ შემთხვევაში.
_ანუ?
_ჩვენ,ყველანი პლიუს-მინუსები ვართ.ისინი ჩნდებიან მაშინ,როდესაც ვინმეს სწავლა,მიმართულების მიცემა ან რჩევა ესაჭიროება,
როდესაც სურს შეიცვალოს და ითხოვს დახმარებას.მართალია ყველამ თავისით უნდა მოაგვაროს ყველაფერი,მაგრამ არის ადამიანების
კატეგორია,რომელსაც სხვისი დახმარება სჭირდება.ამ დროს ის მინუსია,დამხმარე ადამიანი კი პლიუსი.ყველა პლიუსი თუ იქნება,
მინუსები მუდამ მინუსებად დარჩებიან.ცხოვრების ჯაჭვიც ეს არის - პლიუსმა მინუსი უნდა დამუხტოს.აქ მთავარია მას სურდეს,
რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შენ მისი შეცვლა და რეალური პიროვნების წართმევა გამოგივა,მისი სურვილის გარეშე.ყოველი
ადამიანი ინდივიდია და მან თავად უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი,მას უნდა სურდეს უკეთესობისკენ შეცვლა.
_ანუ გამოდის,რომ შენ პლიუსი ხარ,მე კი მინუსი.
_ჩვენ პლიუსებიცა და მინუსებიც ვართ ილიანა.
_გამოდის,რომ განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანების შეცვლაც შესაძლებელია?
_მათ საამისო არაფერი სჭირთ,არც არავინ ითხოვს დახმარებას მათგან.
_დავასრულე.
_თითქმის მეც.
_დაგელოდები.
ილიანა უყურებდა სეიდს,რომელიც ხატავდა მას.მათი მზერა იკვეთებოდა,როდესაც სეიდი ამოხედავდა ხომე.
_მოვრჩი.
_ჯერ შენ მანახე.
სეიდმა ნახატი შემოაბრუნა.ილიანას პორტრეტს თვალები არ ჰქონდა.მათ ადგილას ცისფერი ფერი ირეოდა,ისევე,როგორც გულის
მხარეს.
_თვალები რატომ არ მაქვს?
_გაქვს.ნახე გულის მხარეს.
ილიანა დაიბნა.
_ამიხსენი სეიდ.
_გახსოვს რა გითხარი,როდესაც ტყუილზე გესაუბრე?"შენი თვალები ზედმეტად გამჭვირვალეა".შენი თვალები იმდენად გამჭვირვალეა,
რომ შენი სული შენს სახეზეც კი შეიძლება დაინახოს კაცმა.შენი სულიც ცისფერი და გამჭვირვალეა,ისევე,როგორც შენი თვალები
ილიანა.
გოგონა გაოგნებული შესცქეროდა ნახატს.
_მოდილიანი და ჟანა გამახსენდა.ეს...ეს ძალიან მაგარია სეიდ.
_მიდი შენც მაჩვენე.
ილიანას თავისი ნახატი სულ დავიწყებოდა,ისე იყო გაბრუებული.ნახატი აიღო და სეიდისკენ შეაბრუნა.
_როგორ გამალამაზე,გმადლობთ ილიანა.
სეიდმა ეს სიტყვები ჩვეული ირონიით წარმოთქვა,თუმცა ბოლოს მაინც გაეცინა.ნახატზე ილიანა იყო გამოსახული,ოდნავ ქვემოთ კი
ხელის მტევანი.
_ამიხსენი გთხოვ.
_ეს მე ვარ,ეს კი შეი ხელია,რომელიც შეეხო ჩემს სულს.
სეიდს ღიმილი ჩაუქრა.ნახატს დააკვირდა,ცოტა ხნით გაუნძრევლად იდგა,მერე ილიანას გახედა,უფრო სწორად ილიანას უკან გაიხედა
თან გაკვირვებული სახე მიიღო.გოგონაც გატრიალდა და სწორედ ამ დროს,სეიდი ილიანას ჩაეხუტა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent