შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსიყვარულოდ? არ არსებობს თავი 1


13-06-2017, 00:00
ავტორი Viktoria
ნანახია 1 966

მახსოვს 5 წლის, რომ გავხდი მშობლების საუბარს მივაყურადე. ვიცოდი, რომ კარგად არ ვიქცეოდი, მაგრამ მაშინ ხომ ბავშვი ვიყავი თან ცნობისმოყვარე, თავის შეკავება თქვენც გაგიჭირდებოდათ თუკი თქვენზე ისაუბრებდნენ. პატარა სულელი და ცნობისმოყვარე ვიყავი, მაგრამ ზუსტად მაინც ვერ ჩავწვდი მათ საუბარს, ერთს კი მივხვდი, რომ ვიღაცის ქორწილზე საუბრობდნენ, მაგრამ აქ მე რა შუაში ვიყავი ვერ გამეგო.
დრო გადიოდა ვიზრდებოდი და რაც უფრო მემატებოდა ასაკი საუბრის არსს ნელ-ნელა ვხვდებოდი. ქორწილი, მე... ნუთუ ჩემს ქორწილზე საუბრობდნენ? აი რა არ მასვენებდა.
15 წლის იუბილეზე კი შემდეგი რამ გავიგე: მამაჩემს და მის საუკეთესო მეგობარს ჯერ კიდევ პატარაობისას გადაუწყვეტიათ ჩვენი დაქორწინება. 21 საუკუნეში ვცხოვრობთ და ჯერ კიდევ აკვნიდან დანიშვნაზე დამიწყო საუბარი ძვირფასმა მამიკომ. საუბედუროდ ისიც არ ვიცი ვინ არის? ან რას წარმოადგენს ჩემი მომავალი საქმრო, მთავარი ისაა, რომ მამაჩემის არჩეულია და თან მოწონებული სასიძოც. მე კი იძულებული ვარ, რომ ჩვენს მშვიდ ოჯახში იდილია არ დავარღვიო.
გაგაცნობთ ჩემს უსაყვარლეს ოჯახს თუმცა კი ამ ბოლო დროს მათზე ოდნავ გაბრაზებული ვარ, ისინი ხომ ძალით დაქორწინებას მიპირებდნენ თან ისეთ ვინმეზე, ვისაც არც კი ვიცნობ.
ბებოსაგან ვიცი, რომ წარმოშობით საქართველოდან ვართ, მაგრამ საკმაოდ დიდი ხანია რაც მოსკოვში გადავსახლდით. ჩემს უსაყვარლეს ბებოს ანამარია ჰქვია. ხშირად მიყვება თუ როგორ მოიტაცა დადიანების ასული ჩემმა საყვარელმა კონსტანტინე ბაბუამ. მიყვარს ბებოსთან საუბარი, ის ყოველთვის ისეთი საინტერესოა თავისი ისტორიებით. მისგან იმდენი რამ გავიგე საქართველოს შესახებ, რომ დარწმუნებული ვარ თუკი ოდესმე იქ დავბრუნდებით თითოეულ ადგილს შემოვივლი ისე, რომ არაფერი არ შემეშლება.
მამაჩემი ნიკოლოზ ბარნოვი 60 წლის გახლავთ, ბუზღუნაა მაგრამ მაინც საყვარელი მამიკოა, დედაჩემი კი დიანა გელოვანი მშვენიერი დიასახლისი და მოსიყვარულე დედაა. ბებოს ისტორიებიდან ვიცი, რომ მამა და დედა ჩუმად გაიპარნენ, იქორწინეს და შემდეგ გავჩნდი მეც. ერთადერთი ბავშვი ამ ოჯახში, მამიკოს პატარა პრინცესა. ამბობენ, რომ დედისერთები ეგოისტები არიან, საბედნიეროდ მე არ ვარ. უამრავი მეგობარი მყავს, მაგრამ ყველაზე ძალიან მეგობრებიდან ანასტასია გიორგაძე მიყვარს, ჩვენი ურთიერთობა განსხვავებულია. ერთმანეთი ფეისბუქის მეშვეობით გავიცანით. ასე გრძელდებოდა კარგა ხანს, სკაიპით საუბარი, მესენჯერზე მესიჯობა და ასე შემდეგ. ერთმანეთი ლაივში არ გვყავდა ნანახი, მაგრამ ვიცოდი, რომ ის ერთადერთი იყო, მეგობარზე მეტი ჩემი და იყო, რომელსაც ყოველთვის ვნატრულობდი. ვიცოდი, რომ ყოველთვის და ყველაფერში დამეხმარებოდა თუკი დამჭირდებოდა მისი დახმარება, მეღიმებოდა როცა შემდეგ ფრაზებს მეუბნებოდა ჭირზე, ლხინზე და ასე შემდეგ. რას წარმოვიდგენდი თუ მართლაც დახმარება დამჭირდებოდა თავის გადასარჩენად. რა სისულელეებს ვამბობ განა ვკვდები ან რამე, ამდაგვარი მჭირს. არა, მაგრამ ამასთანავე ცხოვრებაც მენგრევა 18 წლის ასაკში მიპირებდნენ დაქორწინებას და თან ვიღაც უცნობზე.
თითქოს წინასწარ ვგრძნობდი, რომ ასე იქნებოდა და 5 წლის იუბილედან მოყოლებული ფულს ვაგროვებდი, მაგრამ განა კი რას მოვახერხებდი? რასაც ვაგროვებდი მალევე ვხარჯავდი, მაშინ კიდევ ვერ ვხვდებოდი თუ რაზე საუბრობდნენ ჩემები, მაგრამ 15 წლის იუბილეზე მშობლების სიახლემ ფრთებიც მომაჭრა და ცაც ჩამომანგრია თავზე. მას შემდეგ რაც ანასტასია გავიცანი ის ერთადერთი იყო ვინც მხარს მიჭერდა და შეძლებისდაგვარად მეხმარებოდა.
მთელი თვე მხოლოდ იმაზე საუბრობდნენ თუ როდის ჩამოვიდოდნენ ჩემი მომავალი მეუღლის მშობლები და როდის დამნიშნავდნენ ოფიციალურად, მე კიდევ მთელი თვის წინააღმდეგობის მიუხედავად გვერდზე დამტოვეს, ყველაფერს მაყურებლის თვალით ვუყურებდი, ყველანაირი უფლება ჩამომართვეს. საკუთარი თვალით ვხედავდი თუ როგორ მინგრევდნენ ცხოვრებას ან შეიძლება სულაც არა და პირიქით ჩემთვის კარგი უნდოდა ჩემს მშობლებს, მაგრამ უსიყვარულოდ გათხოვება განა კი ჩემთვის კარგი უნდა ყოფილიყო. როგორც ყველა გოგოს მეც მინდოდა ოჯახი, მაგრამ არა ასე ადრიანად. მინდოდა, რომ სიყვარულით გავთხოვილიყავი იმ მამაკაცზე, რომელიც მეყვარებოდა. მინდოდა ეს გრძნობა მთელი არსებით შემეგრძნო, რასაც სიყვარულს უწოდებნენ თავისი დადებითი და თუნდაც უარყოფითი მხარეებიც მეგრძნო. სიყვარული მინდოდა, ასევე მინდოდა მყვარებოდა, ვყვარებოდი და თუნდაც ქვეყანა დანგრეულიყო, მაინც მასთან ვყოფილიყავი.
ბვერჯერ ჩამოაგდეს ჩემებმა საუბარი ჩემს მომავალ ნათესავებზე, მაგრამ ყველაფერს ვიმიზეზებდი, რომ მათზე არაფერი არ გამეგო, რაში მჭირდებოდა მათზე ინფორმაცია, თუკი მაინც არ ვაპირებდი გათხოვებას. ეს ჩემი ცხოვრება იყო და არ ვაპირებდი საკუთარი თავის გაუბედურებას. ყველაფერი კარგად ავწონე და საქართველოში გაპარვა გადავწყვიტე, ანასტასიაც ყველანაირად მეხმარებოდა.
1 კვირაში მამაჩემის მეგობარი ჩამოდის თავის ოჯახთან ერთად. ყველანი ამ დღეს სიხარულით ელიან, მე კიდევ ამ დღის მეშინია ისევე, როგორც სიკვდილის.
თავს ვიწესრიგებ და გადაწყობილ ბარგს თვალს ვავლებ ყველაფერი მზად მაქვს, ნებისმიერ დროს შეიძლება გავიპარო. მისაღებში ჩავედი ჩემებს დავემშვიდობე და კლუბში წავედი სადაც ჩემი მეგობრები მელოდებოდნენ. სოფი, ნიკი, ნიუშა და ვიქტორია მიცქერდნენ და მიღიმოდნენ. ვსვამდით, ვცეკვავდით ვიცინოდით და დროს კარგად ვატარებდით. გოგონები საფირფარეშოში გავედით თავის მოსაწესრიგებლად და საუბარიც გამიბეს.
- თავს როგორ გრძნობს ჩვენი მომავალი დედოფალი, ნერვიულობ?
- როგორ არ ინერვიულებს ვიკი სხვა თუ არაფერი მისი მომავალი ნათესავები ამ დღეებში ჩამოდიან.
- რას აპირებ კატერინა? გადმომხედა და გამიღიმა ნიუშამ.
- გაპარვას ვაპირებ გოგონებო.
- რას? შენ ხომ არ გააფრინე?
- არა სერიოზულად გავიპარები, ინგლისში წავალ ან საფრანგეთში.
- მოიცა შენ ამას სერიოზულად ამბობ? გაოცებულმა სოფიმ გადმომხედა.
- დიახ ჩემებს თავს ისე ვაჩვენებ, რომ ჩემთვის სულ ერთია, მაგრამ მე უსიყვარულოდ არ გავთხოვდები თან ორივე ენა კარგად ვიცი საბედნიეროდ.
- ხო, მაგრამ ვერაფერს ვერ ხვდებიან შენები?
- საბედნიეროდ ვერა, უფრო სწორად არც იფიქრებენ, რომ მათი ჭკვიანი გოგონა რამეს ამდაგვარს თუ ჩაიდენს.
- იქნებ შეხვედროდი იმ ბიჭს, რა თქვი რა ჰქვიაო?
- არ ვიცი და არც მაინტერესებს.
- მე კიდევ შენს ადგილზე ვნახავდი იქნებ სიმპატიურია.
- შენ ჯობია ნიკის მიხედო სოფი.
მალევე დავბრუნდით კლუბში და ისევ სმა გავაგრძელეთ. არ მიყვარს ალკოჰოლი, მაგრამ საკმაოდ ბევრი დავლიე ალბათ იმიტომ, რომ ჩემს მეგობრებს მეტჯერ ვერ ვნახავდი. სახლში გვიან მივედი საძინებელში ავედი გამოვიცვალე დავწექი და არც კი ვიცი როდის ჩამეძინა.
დილით ავდექი თუ არა თავი მოვიწესრიგე და მისაღებში ჩავედი, ჩემები ემზადებოდნენ გამიკვირდა დღეს ხომ არანაირი დღესასწაული არ იყო, რა ხდებოდა? და სავარაუდო პასუხმა ფეხებქვეშ მიწა გამომაცალა ნუთუ...
- კარგია, რომ გაიღვიძე მშვენიერო.
- დედა რა ხდება? ვინმეს ველოდებით?
- საყვარელო იცი მამაშენის მეგობარი ინგლისიდან ბრუნდება თავის ოჯახთან ერთად დღეს ღამით აქ იქნებიან ასე, რომ მთელი ოჯახი ვემზადებით.
- მაგრამ დედა შენ ხო იცი მე...
- ამ საკითხზე უკვე ვისაუბრეთ ჩემო პრინცესა ასე, რომ რაც არ უნდა მოხდეს შენ ჩემი ძმაკაცის რძალი გახდები.
- მაგრამ მამა...
საუბარი არც გამაგრძელებია ისე მიუბრუნდა დედაჩემს.
- დიანა ძვირფასო საყიდლებზე ხომ არ წავსულიყავით?
- კარგი აზრია ნიკოლოზ თან რაღაც-რაღაცეები მაინც საყიდელი გვქონდა.
ჩემი მშობლები წავიდნენ თუ არა ჩემს ოთახში ავედი რაც საჭირო იყო ყველაფერი დაბლა ჩამოვიტანე და ტაქსში დავრეკე.
- სადმე მიიჩქარი?
- ბებო შენ მაინც ხო გესმის ჩემი? მე...
- ვიცი შვილო, მაგრამ მითხარი რატომ არ გინდა გათხოვება? ვინმე გიყვარს ბებო?
- არა ბებო არავინ არ მიყვარს ჯერ-ჯერობით, მაგრამ არ მინდა გარიგებით ქორწინება, უსიყვარულოდ ვერ გავთხოვდები.
- მესმის შენი ბებო, არ გკითხავ სად მიდიხარ, ჯობია არ ვიცოდე, მაგრამ დამპირდი, რომ თავს გაუფრთხილდები.
- გპირდები, ბებო მიყვარხარ ძალიან მიყვარხარ მადლობა, რომ გესმის ჩემი.
- მეც მიყვარხარ ჩემო სიცოცხლე.
ბებოს გადავეხვიე, ვაკოცე დავემშვიდობე და ტაქსით აეროპორტისაკენ წავედი, ბილეთი ვიყიდე ინგლისის მიმართულებით, იქიდან კი საქართველოში გავფრინდებოდი. ავედი თვითმფრინავში და საკუთარი ადგილი დავიკავე. ნერვები დაწყვეტაზე მქონდა, ვნერვიულობდი, მეშინოდა. 4 საათიანი ფრენის მიუხედავად მაინც ვერ მოვისვენე და ვერ მოვახერხე ძილი. ჩასვლისთანავე საქართველოსაკენ წამოსასვლელი ბილეთი ვიყიდე და ბილეთით ხელში ბარგიანად ცარიელ სკამზე ჩამოვჯექი.
იმედია მოგეწონებათ <3



№1 სტუმარი dodoo

gaagrdzele raa

 


№2 სტუმარი nina)))

Magaria gaagrdzele ra ♥

 


№3 სტუმარი მოცინარი

დადებ ??????!

 


№4  offline წევრი Viktoria

Mixaria tu mogewonat aucileblad gavagrdzeleb da davdeb am istorias:*

 


№5 სტუმარი მოცინარი

Viktoria
Mixaria tu mogewonat aucileblad gavagrdzeleb da davdeb am istorias:*

აუუ, გააგრძელე რა

 


№6 სტუმარი სტუმარი lia

sauketesoa ,velodebi axal tavs❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent