შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უჟმური და დარტყმული ( თავი მეშვიდე )


13-06-2017, 06:04
ავტორი Nini Kvitsaridze
ნანახია 3 175

დილას რომ გამეღვიძა ვიღაცის ძლიერი მკლავები მეხვეოდა. პირველად ვერ გავიაზრე ვინ იყო , შემდეგ კი მივხვდი რომ ალექსანდრეს ქონდა თავი ჩარგული ჩემს კისერში. მშვიდად ეძინა და ტკიპასასვით ვყავდი მიკრული . არა რომ დააკვირდე ცუდი ბიჭი არ არის. შავი თმით და შავი საშიში თვალებით. ოთხი კუბიკიც კი აქვს და საერთოდ არ გავს მისი ასაკის ბიჭს. ნუ არც ასაკი აქვს დიდი , მაგრამ ნამდვილად არ გავს ოცდა ოთხი წლისას. მოკლედ რომ ვთქვა ყველა გოგოს საოცნებო მამაკაცთან ვწევარ. არვიცი აქ რატომ ჩამომიყვანა , მაგრამ ძალიან მომწონს მასთან ერთად ყოფნა. შეიძლება პირველად რომ დავინახე არ მომეწონა და საშინელებები ვიფიქრე მასზე , შემდეგ კი ყველაფერს ვაკეთებდი მის გასამწარებლად , მაგრამ ამ ორ დღეში მივხვდი რომ ძალიან კარგი ადამიანია. დარწმუნებული ვარ სიყვარულში არ გაუმართლა და სწორედ ამიტომაა რომ არ ლაპარაკობს სიყვარულზე. უცნობი როგორც მეუბნება შეუძლია მითხრას მიზეზი , მაგრამ მე ნამდვილად არ მინდა მისგან გავიგო ალექსანდრეს პირადი ცხოვრება. არა რა რომ გაიღვიძებს აუცილებლად შევეკითხები.
ჰო რაც შეეხება უცნობს. ... ოო მაგასთან კატასტროფული მდგომარეობა.
ვინ შეიძლება იყოს? თან ისეთი ვიღაცაა , რომელმაც ყველაფერი იცის ჩემს შესახებ. მართალია ბევრი თაყვანისმცემელი მყავს , მაგრამ არამგონია რომელიმე მათგანი იყოს. ეს რაღაც განსხვავებულია. თან ისეთი მიმოწერა გვაქვს რომ , რომელიმე ჩემი თაყვანისმცემელი რომ იყოს ეგრევე ფლირტს და ასეთ რაღაცეებსს დაიწყებდა , მაგრამ ეს ძალიან წყნარად არის.
იფიქრე ნენსი იფიქრე . ვინ შეიძლება იყოს ? რამე ისეთი უნდა გაოვტყუო რომ ვინმეზე მიმითოს. აუცილებლად გამოვტყუებ დღეს რომ მომწერს რაიმეს. ვსიო , გადაწყვეტილია.
ამ ფიქრებში ვიყავი ალექსანდრე რომ შეირხა. მე კიდევ ეგრევე თვალები დავხუჭე, ვითომ მძინავდა . ... ყველფრის და მიუხედავათ მაინც მრცხვენია ალექსანდრესთან ასე ყოფნა.
- ვიცი რომ გღვიძავს, თვალები გაახილე. ჩემი ნუ გრცხვენია - მითხრა ალექსანდრემ , ხმაშიც კი ეტყობოდა რომ ღიმილით მიყურებდა. ... მე კიდევ ცოცხალი თვალით არ ვახელდი თვალს.
- არაფერი არ არის აქ სასირცხვილო - მკაცრი ხმით მითხრა.
- მე , მე ... არ შემიძლია. მხოლოდ ორი დღეა რაც შეგხვდი და უკვე ლოგინში ჩახუტებულები გვძინავს.
- დიდი ამბავი . გვძინავს ცუდს ჰო არაფერს ვაკეთებთ ? - გაიკვირვა მან.
- ჰო მაგრამ მე არც კი გიცნობ - ისევ თვალებ დახუჭული ვეუბნებოდი.
- მოდი ესე მოვიქცეთ , ახლა შენ თვალებს გაახელ და ყველა კითხვა რაც კი გაინტერესებს ჩემს შესახებ პასუხს გაგცეემ . თან გარეთ წვიმს და დღეს ნადვილად ვერაფერს ვერ დაგათვალიერებიებ - მითხრა მკავრი ხმით , მე კიდევ ეგრევე ვჭყიტე თვალები .
- მართლა ყველაფერზე მიპასუხებ ? - ვუთხარი გაკვირვებულმა და გამომცდელი მზერით მივაჩერდი.
- ჰო ყველაფერზე - თავი დამიქნია .
- კარგი ... პირველ რიგში აქ რატომ წამომიყვანე ?
- რადგან ვიცოდი აქ წამოსვლა გინდოდა - მითხრა მკაცრად.
- მოიცა რაა ? - ავღშფოთდი მე - საიდან იცოდი ?
- იცი მე ბავშვობიდან გიცნობ - თქვა თვალებ გაბრწყინებულმა.
- საიდან ? მე რატომ არ მახსოვხარ ? - ჩაფიქრებულმა წარმოვთქვი.
- შენი ძმის კლასელი ვიყავი. ბავშვობის ძმაკაცი .
- მოიცა და მე რატო არ მახსოვხარ ? ეგ კი არა გიოსგანაც კი არასდროს გამიგია შენი სახელი და გვარი - ვთქვი ჩაფიქრებულმა
- ათი წლის იყავი გერმანიაში რომ წავედი სასწავლებლად . არაა გასაკვირი რომ არ გახსოვარ . შენ ათაში ერთხელ თუ გნახავდი , მაგრამ აი მე ძალიან კარგად მახსოვხარ . ისიც კი მახსოვს გიორგი როგორ გივლიდა. სწორედ მაშინ იძახოდი ,, სვანეთში წამიყვანეთ , სვანეთში წამიყვანე ‘’ -ო . შეიძლება ყოფილყავი ნამყოფი , მაგრამ ვიცოდი რომ სვანეთში წასვლა არასდროს მოგბეზრდებოდა.
- ახლა უკვე გასაგებია. ... კარგი შემდეგი კითხვა და ამ კითხვაზე შეგიძლია პასუხი არ გამცე - ცოტა ხნიანი პაუზის შემდეგ გავაგრძელე - გუშინ სიყვარულზე რომ ვლაპარაკობდით მივხვდი რომ რაღაც ვერ ხარ სიყვარულთან ისე როგორც უნდა იყო და რამე ხდება ? ჰომ იცი რომ მე შეგიძლია მენდო ისე როგორც უკვე დავამტიცე მე გენდობი შენ .
- ვიცი , ვიცი რომ უნდა გენდო , მაგრამ ეს ამბავი ნამდვილად რთულია ჩემთის , მისი გახსენებაც კი მიჭირს.
- უკვე გითხარი რომ შეგეძლო არ გეპასუხა . - ვეცადე ჩვეულებრივი ხმით მეთქვა , მაგრამ მაინც შემეტყო ხმაში წყენა.
- ყველაფერი სამი წლის წინ დაიწყო - მითხრა ალექსანდრემ და უფრო მიმიხუტა . ძალიან გამიკვირდა რომ დაიწყო მოყოლა , ნუ ის უფრო გამიკვირდა რომ მიმიხუტა , მაგრამ მიხვდი რომ ძალიან უჭირდა ლაპარაკი , ამიტომაც მეც მოვეხვიე დასამშვიდებლად.
- მაშინ ოცდა ერთი წლის ვიყავი . გოგოებს როგორც ნასკებს ისე ვიცვლიდი. გერმანიაში ვცხოვრობდი და სიცოცხლით ვტკბებოდი . ყოველ ღამე კლუბებში დავდიოდი , ნუ მოკლედ რომ ვთქვათ ყველაფერი მეკიდა და მამიკოს გათამამებული ბიჭი ვიყავი. ... უნივერსიტეტში ახალი გოგო გადმოვიდა თან ჩემს კურსზე, მართლა არ ვიცოდი ვინ იყო. წესიერად უნივერსიტეტშიდაც კი არ დავდიოდი. მერე ისე მოხდა კლუბში ძმაკაცებმა გამაცნეს. მერე გავიგე რომ ჩემი კურსელი იყო . ამის შემდეგ იყო ყოველ დღე სამეგობროსთან ერთად ნახვა. ბოლოს ისე მოხდა რომ ერთმანეთი შეგვიყვარდა. ნუ ყოველ შემთხვევაში მე ასე მეგონა. ორი წელი ერთად ვიყავით , როცა ორი კვირით საქართველოში ვიყავი ჩამოსული , რომ ისე მომენატრა გვანცა ვერ გავძელი და სურპრიზის გასაკეთებლად მოულოდნელად ჩავაკითხე გერმანიში. აეროპორტიდან ეგრევე მასთან მივედი და ზარი რომ დავრეკე ვიღაც პირსახოცში გახვეულმა ბიჭმა გამიღო. რომ შევეკითხე ვინ ხარ - თქო გვანცას შეყვარებულიო . ამის გაგებაზე ფერები გადამივიდა იცოცხლეთქო. - თქვა და ვიგრძენი როგორ დაეჭიმა ძარღვები. - მშვიდად შევედი სახლში და ვუთხარი თუ შეგიძლია გვანცას დაუძახე-თქო , მანაც უპრობლემოდ გამოიყვანა გვანცა . ... მერე როგორც ყოველთვის დაიწყო ჩვეული სიტყვები , ეს ის არ არის რაც შენ გგონია და ასე შემდეგ . ... ბოლოს მშვიდად დავტოვე იქაურობა და ვუთხარი ,, ტკბილად შეაბერდით ერთმანეთს ‘’ - თქო . ... შეიძლება მშვიდი ვიყავი , მაგრამ ძალიან მიყვარდა . შეიძლება შენ ამბობ გადაყვარება შეუძლებელია . ანუ იმდენად არ მყავრებია რომ გადაყვარება შემეძლოს. თითქმის ერთი წელია ერთმანეთს დავშორდით და მის მიმართ ზიზღის მეტს მინც ვერაფერს ვერ ვგრძნობ , თანაც ზედმეტადაც კი . - თქვა და ღრმათ ამოისუნთქა .
- აი მართლა ძალიან ვწუხვარ . არც კი ვიცი რა გითხრა იმის გარდა , რომ აუცილებლად იპოვნი ისეთ ვიღაცას ვინც ნამდვილად შეგიყვარებს და გეყვარება - დავაიმედე ჩემი ჭკუით მე.
- შენ წარმოიდგინე და უკვე ვიპოვე . - თქვა მკაცრად და უფრო მიმიხუტა.
- მასაც უყვარხარ ? იცის რომ გიყვარს ?
- არც კი იცის მე რომ მიყვარს თან სულ სხვა ვიღაც ვგონივარ . - ამის გაგონეაზე ეგრევე დავიძვრინე თავი მისი მკლავებისგან.
- ამ ... ძალიან მომშივდა და რამეს მოვამზადებ . - თავი დავიძვრინე და სპორტულებიანათ აბაზანაში შევიკეტე.
მალევე მოვემზადე და სააბაზანოდან გამოვედი. ალექსანდრე უკვე გასული დამხვდა , მეც გეზი სამზარეულოსკენ ავიღე. იქ კი სამზარეულოში მოფუსფუსე ალექსანდრე დამხვდა . ბლინებს ისე ოსტატურად აცხობდა მეც კი შემშურდა . არა რა ამან ასე თუ იცოდა სამზარეულოში ფუსფუსი , ამდენი ხანი ეთქვა და კი არ ვიწვალებდი საჭმლის გაკეთებაზე. - გავიფიქრე მე და სამზარეულოში შევედი.
- ამას მიმალავდი ? - შევიცხადე მე
- ვერ გავიგე - გაიკვირვა ალექსანდრემ
- საჭმლის გაკეთება გცოდნია და მე რას მაწვალებდი რომ მაწვალებდი - ვითომ ნაწყენმა ჩავილაპარაკე , მაგრამ ღიმილი მაინც ვერ შევიკავე .
- ოჰ , მეთქი რა მოხდა - თქო . - გაიკვირვა მან. ბლინები დამიდო თეფშზე და მანიშნა გასინჯეო . მეც ავიღე და მოვკბიჩე.
- ვაიმე რა გემრიელია , ასეთი გერიელი ბლინები ჯერ არ გამისინჯავს - ვთქვი აღფთოვანებულმა - ისე დიდი ხანია რაც არ გამიკეთებია , მაგრამ ამნაირი მართლა არ გამისინჯავს .
- აღიარე რა ამაში მაინც გჯობივარ - თქვა სიცილით
- როგორც მახსოვს ერთადერთი ადამიანი ხარ ვინამაც რბოლა მომიგო - ვთქვი ჩაფიქრებულმა.
- ჰო ეგეც მართალია . სწორედ მაგ წაგების მეშვეობით ხარ სვანეთში - ნიშნის მოგებით მითხრა.
- არ მეგონა ამას ოდესმე თუ ვიტყოდი , მაგრამ მიხარია რომ წავაგე - ვთქვი სიცილით
- აჰა , ჰომ ხედავ შენც კი აღიარე .- მანაც გამიღიმა.
- მხოლოდ სვანეთის გამო , თორემ კარგად დაიმახსოვრე . ეს მოგება არ შეგრჩება და წაგებაათ გადაიქცევა - ხელის დაქნევით ,, დავემუქრე . ‘’
- ვიცი , ვიცი ჭკუას მასწავლი - მითხრა სიცილით .
- იცინე , იცინე ... იცინი ის ვინც ბოლოს იცინის - ვუთხარი მასწავლებლების ნაცნობი ფრაზა და გადავიკისკისე .
- დარტმული ხარ თქო რომ ვამბობ არ გჯერა რა - თქვა მხიარულად.
- მოიცა რა მითარი ? დარტყმული ? - როგორც მახსოვს ამას უცნობიც მწერდა. დავიჯერო ეს უბრალო დამთხვევაა ? ნუ ჯერჯერობით ასე იყოს , შემდეგ კი ვნახავ იქნებ კიდე დავიჭირო რაღაც ისეთი , რაც პირდაპირ ალექსანდრეს უცნობთან დააკავშირებს.
- ჰო , რა იყო ? - მხრების აჩეჩვით მითხრა.
- არა , არაფერი - ვუთხარი და ბლინის ჭამა გავაგრძელე. ... ჩუმათ ვჭამეთ და ერთად ავალაგეთ . მე ჭურჭელს ვრეცხავდი , ის კი ამშრალებდა. რომ დავამთავრეთ საათს შევხედე . ჯერ შუადღის სამი საათი იყო. გარეთ გავიხედე ... წვიმდა .... ოთახში გავედით და მდივანზე გვერდი - გვერდ ჩამოვჯექით.
- შენი ლექსები ყველა სიყვარულზეა ? - მითხრა მხიარულად .
- არა არის ერთი - ორი მარტოობაზე , ვამპირობაზე და ასე შემდეგ - მეც მხიარული ტონით ვუპასუხე.
- წამიკითხავ ? - წარბები ამითამაშა.
- მართლა არავისთვის არ წამიკითხავს ამდენი ლექსი , თვით გიომაც კი არ იცის ლექსებს რომ ვწერ. მხოლოდ და მხოლოდ კონკურსზე წავიკითხე . - ვთქვი ჩაფიქრებულმა .
- მერე მე უნდა ვიყო ერთადერთი და განუმეორებელი - ჩაილაპარაკა დარწმუნებულმა .
- ოოო არ მინდა - ჩავილაპარაკე დარწმუნებულმა
- ნუ მაიძულებ შეგახსენო ნიზლავზე - წარბები ამიციმციმა
- ტეტააა ! რა შარში ვარ . - შევიცხადე მე . - კარგი ჰო სხვა გზა მაქ ? - ნაწყენმა ჩავიბურტყუნე და დავიწყე.
- ჩემი სახლია კუბო წყეული .
ვიცი ვიქნები მარად ეული ,
ჩემთვის უცხოა ვნება და შიში
მტაცებელია ჩემ ველურ სახლში.
ღამეა ჩემთვის ხანა რჩეული .
მაშინ იღვიძებს ჩემში გრძნეული .
წყვდიადში ისმის ბოდვა და კვნესა ,
მჩვევია სისხლით ეშვების მოსვრა ,
აჩრდილთა ჯარი მიყურებს შიშით ,
როცა დავცურავ მე მსხვერპლთა სისხლში .
სულთა გოდება , ცრემლი დაღვრილი .
ღამის ზმანება არის ნამდვილი .
ილუზიებსაც არ აქვს ნაპირი ,
გამოგიტყდებით მე ვარ ვამპირი ...
- არ იქნები მარად ეული - მითხრა მკაცრად
- და შენ რა იცი ? - გავიკვირვე მე
- მე ვიცი თუ ვიცი . - მითხრა მკაცრად .
- უიმე .
- ერთი ლექსი კიდე რა , ოღონდ სიყვარულზე
- შეწინააღმდეგებას აქვს აზრი - თვაოლებ მოჭუტულმა გავხედე.
- რათქმაუნდა არა - ამის გაგონებაზე ღრმათ ამოვიოხრე და დავიწყე
-ფიქრში ჩაძირული სიტყვებს გაურბიხარ,
მთვარეს სიჩუმეში რატომ ეჯიბრები,
თქვი და გაამხილე, გულზე მოგეშვება,
იქნებ ვინმეს ტანჯავ,ვინმეს ეფიქრები.
იქნებ შენი ნახვა ვინმეს ენატრება,
შენი თბილი გულის გულში გამეფება,
იქნებ სიყვარულის ალი დაუნთე და
უკვე ძნელი არის ცეცხლის განელება.
იქნებ ვინმეს გულში ჰპოვე სიყვარული,
იქნებ მალამო ხარ,ტკივილს ნუ მოუტან,
თორემ გვიანია მერე სინანული.
სულში ფორიაქობს გრძნობა მიმალული,
ძარღვებს ეხეთქება სისხლი მოწოლილი,
ისე ძნელი არის გრძნობა სიყვარულის,
მასთან ყველა გრძნობა არის მოგონილი!

- ძალიან , ძალიან მომწონს და რა გავაკეთო არ ვიცი რა. აი მართლა ძალიან მესხვანაირები და სწორედ ეს სხვანაირობა მომწონს შენში.
- ნუ ახლა მე ვის არ მოვეწონები - მხიარულად ვთქვი.
- რაღაცნაირი პატარა ხარ რა . - რაო პატარაოო ? აღარ შემიძლია რა ეს ეჭვები რაღაც უნდა მოვიფიქრო.
- აუუ ტელეფონი დამიჯდა და მათხოვე რა შენი . - მოვიფიქრე უცებ .
- აჰა , აიღე - მითხრა და ტელეფონი გამომმიწოდა . მეც ავიღე და მალევე შევედი ესემესებში . შიგნით კი ყველა ესემესი წაშლილი იყო. ოოო ძაან ჭკვიანია . ჰმ ! მერე ზარებში შევედი , ჩემი ნომერი ჩავწერე და დავრეკე. ... მალევე გაისმა ჩემი ტელეფონის ზარი . ალექსანდრემ გაკვირვებული შემომხედა.
- აბა დამიჯდაო ?
- უბრალოდ რაღაც მაინტერესებდა რა - ვუთხარი და თავისი ტელეფონი გავუწოდე. ჩემი ავიღე და დანარეკებში შევედი . ალექსანდრეს და უცნობის ნომრები შევადარე ერთმანეთს. ....
სრულიად განსხვავებული ნომრები იყო. ცოტა არ იყოს და გული დამწყდა , მაგრამ არ შევიმჩნიე.
- ოთახში გავალ მე , ძალიან მეძინება . - ვუთხარი და ჩემს განკუთვნილ ოთახში გავედი. ... ეგრევე ლოგინში შევწექი და ფიქრი დავიწყე. ... ანუ რა გამოდის ალექსანდრე არ ყოფილა. არადა მისი ნალაპარაკები და უცნობის მიმოწერა ერთმანეთს ძალიან ემთხვევა ,მაგრამ არ ყოფილა .
თქვენ წარმოიდგინეთ და გული დამწყდა რომ ალექსანდრე უცნობი არ არის. ნუ რას ვიზამთ მაგას მერე გავარკვევ , ახლა კი ისე მეძინება ეგრევე გადავეშვი მორფეოსის სამყაროში.
მორფეოსის სამყაროდან უსიამოვნო ხმებს გამოვყავარ . მოიცა რა ხმებია? ... და უეცრათ იმხელა მეხი გავარდა ბოლო ხმაზე დავიყვირე. ტეტაა ! ეს სვანეთი შემიწირავს მე ჩემს შიშებთან ერთად . ... კიდევ ერთხელ დაიგრუხუნა და კიდევ ერთხელ ბოლო ხმაზე შევყვირე.
ჩემს წამოყვირებაზე ალექსანდრე შემოვიდა .
- რა მოხდა? რა მოგივიდა ? ჰომ კარგად ხარ? - და უეცრად კიდევ დაიგრუხუნა. მეც კიდევ შევკივლე და ალექსანდრესკენ გავიქეცი ჩასახუტებლად.
- ღმერთო რა მშიშარა ხარ - თქვა ღიმილით.
- რა ჩემი ბრალია ჭექა - ქუხილის ან სიბნელის თუ მეშინია ? - აღრფთოვანებულა შევეკითხე მას .
- კაი ჰო . წამო ჩემ ოთახში , ისევ იქ დაიძინე. აქ პატარა საწოლია და ვერ დავეტევით - მითხრა და კარებში გამატარა. მეც გავყევი და მის ოთახშიც შევედი. კარადასთან მივედი და ხვალისთვის ტანსაცმლის არჩევა გადავწყვიტე. მმმ .. რა ჩავიცვა ხვალ ? მოდი აბა ვნახოთ ბრიჯები . ოო ეს მომწონს ... ჯარისკაცის შარვალი ველოს მაისურს ჩავიცმევდი და ოსაცმელის ჯარის ფორმის. ყველაფერი ხვალის ჩასაცმელები იქვე სკამზე დავდევი .
- კარგი მე სააბაზანოში შევალ და მალე გამოვალ - მითხრა და იქაურობა დატოვა, მეც ეგრევე მაიკა გადავიცვი და ლოგინში შევწექი.
მალევე განათდა ჩემი ტელეფონი.
- ,, ერთი გეგონე , მეორე ვყოფილვარ ‘’
- ,, ჰო , მაგრამ ერთმანეთს ძალიან გავხართ ,, ლაპარაკით ‘’ ‘’
- ,, ვგავართ და არა ერთი და იგივე პიროვნება ვართ ‘’
- ,, ჰო მაგრამ , არ შეიძლება ეს დამთხვევა იყოს ‘’
- ,, რატომაც არა ‘’
- ,, ოო ღმერთო შენ მიშველე ! ‘’
- ,, გიშველის , გიშველის . ისადა სხვა რა ხდება როგორ მოგწონს სვანეთი ? ‘’
- ,, შესანიშნავია ‘’
- ,, კარგი წავედი მე და ტკბილი ძილი ‘’ - როგორც ყოველთვი ამით დამთავრდა ჩვენი მიმოწერა. ტელეფონი გადავდევი და დაძინება დავაპირე , უეცრად მეხი რომ გავარდა.
- აააა - დავიყვირე ბოლო ხმაზე - ალექსანდრე ჩქარა გამოდი თორე თუ მოვკვდი შენ დაგაბრალებენ - დავუყვირე ბოლო ხმაზე , რასაც ალექსანდრეს სააბაზანოდან გამოვარდნა მოყვა.
- კარგი ჩუ აქ ვარ. - მითხრა და ლოგინში შემოწვა . - უეცრად ისევ გავარდა ელვა და მას ისევ ჩემი ყვირილი მოყვა.
- ეს ამინდი ერთი დღე იქნება შემიწირავს მე - დავიბუზღუნე და ალექსანდრეს მივეხუტე.
- დაიძინე პატარავ , დაიძინე . მე აქ ვარ , შენთან . დამშვიდდი . - ამ სიტყვების გაგონებაზე მშვიდად გადავეშვი მორფეოსის სამყაროში.


ბოდიში შეცდომებისთვის . ვიცი ჰომ პატარა თავია მაგრა რა ვქნა . ამ წამს მოვრჩი წერას. მეტი დიდი თავი ნამდვილად არ შემეძლო დამეწერა. აი ძალიან დიდი ბოდიში . ვეცდები შემდეგი თავები გავზარდო. <3 რაც შეეხება ამ თავს . როგორ მოგეწონათ ? გაგიცრუვდათ იმედები თუ ? დააფიქსირეთ რა თქვენი აზრი და კიდევ მადლობა იმ თბილი სიტყვებისთვის. მე თქვენ მაბედნიერებთ <3
უჟმური და დარტყმული ( თავი მეშვიდე )



№1 სტუმარი meow

Dzalian kargia da vfikrob rom mainc aleksandre aghmochndeba ucnobi ubralod kartas cvlis xolme abazanashi rom shedis :D didi imedi makvs gazrdi tan dzalian da ar sheiwirav chems nervebs iseve rogorc cheqa-quxili misas :D

 


№2  offline წევრი M-morieli

მაინც ალექსანდრე მგონია ის უცნობი და მომკალით grinning ძაან მაგარი ისტორიაა.ხვალ გელოდები იმედია აღარ დააგვიანებ heart_eyes

 


№3 სტუმარი Eto

Mecc aleqsandre mgonia ucnobi dzaan gavsbs tan saidan gaigo aleqsandre ro egona isaaa uechvelii.... uxdebian ertmanets <3 cota gazarde tavebi

 


№4  offline წევრი Nini Kvitsaridze

mzeo kapandze
მაინც ალექსანდრე მგონია ის უცნობი და მომკალით grinning ძაან მაგარი ისტორიაა.ხვალ გელოდები იმედია აღარ დააგვიანებ heart_eyes

მხოლოდ 24 საათში შემიძლია დადება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent