შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ექიმები (მესამე თავი)


13-06-2017, 23:59
ავტორი ბიბი
ნანახია 2 375

-გამარჯობა ახალგაზრდა ექიმო, იქნებ ახლა მაინც აღიარო ჩემი კვლავ ხილვის სურვილმა რომ მოგიყვანა აქ.-სიცილით უთხრა ლევანმა და გვერდით მიუჯდა.
-ხუმრობ ? თუ ასეა, მინდა გითხრა საერთოდ არ გამოგდის.
-კარგი რა ცოტა გამხიარულდი, მოეშვი მოდუნდი, გაერთე. გინდა რამე დავლიოთ?
-უკვე ვსვამ
-ფორთოხლის წვენს ? კარგი რა ეს რა ქირურგის საქმეა, რამე ძლიერი გჭირდება რაც დაღლილობას მოგიხსნის, რაც დღევანდელ პაციენტს სამუდამოდ დაგავიწყებს
-იქნებ სულაც არ მინდა მათი დავიწყება, მე ყველა ჩემი პაციენტის ცხოვრებით ვცხოვრობ.
-არა, ვერ იცხოვრებ, გინდა თქვა რომ ამდენჯერ მოიტეხე ფეხი ? ამდენი ძვალი გაქვს გაბზარული. შენ ექიმი ხარ! ექიმი რომელიც კურნავს და შემდეგ სამუდამოდ ტოვებს, მესმის ადამიანურად ეს საკმაოდ რთულია თუმცა ექიმი ბევრად ძლიერია ვიდრე ადამიანი.
-მირჩევნია წვენი დავლიო.
-კარგი, ახლა ასე იყოს მაგრამ მერწმუნე, ალკოჰოლი აუცილებლად დაგჭირდება, და როცა ეს მოხდება ჩემთან მოდი და ერთად გავუმკლავდეთ ექიმის მძიმე ტვირთს ახლა კი მეგობრებთან დავბრუნდები. სასიამოვნო საღამოს გისურვებ. -პასუხის მიუღებლად დატოვა თამთა.
-ღმერთო რამდენი ლაპარაკი შეუძლია ამ ბიჭს, ნუთუ არ იღლება ქალივით რომ ტიკტიკებს.-ჩაილაპარაკა თამთამ ბარისკენ მიბრუნდა და კიდევ ერთი წვენი მოითხოვა. უკვე საკმაოდ გვიანი იყო, გაწვიმდა, ლამპიონების შუქს ირეკლავდა სველი ქვაფენილი, ბარის ფანჯრები ღია იყო, ბარი წვიმის და გამხმარი ფოთლების სუნით აივსო. თამთამ იფიქრა უკვე დროა სახლში დავბრუნდეო და სოფოს ძებნა დაიწყო. როგორც იქნა სამზარეულოში იპოვა.
-გეკადრება ბარის მფლოებელს ჭურჭლის რეცხვა ?- სიცილით უთხრა ნიჟარასთან მდგარ სოფოს თამთამ და აკოცა.- მე უნდა წავიდე ხვალ კლინიკაში არ მინდა დაღლილი მივიდე.
-ჰო მართლა ის ბიჭი ვინ იყო ბართან რო ელაპარაკებოდი
-ახალი თანამშრომელი ლევანი, დიდი აბეზარი ტიპია, რადგან სიმპატიურია და თან ნეიროქირურგი თავი დიდი ვინმე გონია. ქალივით ბევრს ტლიკინებს. მოკლედ არ გინდა თვალი არ დაადგა. ჩემს შებმას ცდილობდა, მაგრამ უიმედო ცხვარია.
-როდის უნდა შევიდეს შენს ტვინში რომ უკვე ოცდარვა წლის ხარ და დროა მამაკაცისკენაც გაიხედო, ძვლები ვერ შეგიყვარებენ- გაიცინა სოფომ.
-მოკლედ მე ახლა უნდა წავიდე, ხვალ შეგეხმიანები-ერთმანეთს გადაეხვივნენ, თამთა ბარიდან გამოვიდა ტაქსი გააჩერა და სახლისკენ გაეშურა, გზაში ფიქრობდა არა ძვლებზე არამედ მშობლებზე, ოჯახზე, ძმაზე რომელიც უსაშველოდ ენატრებოდა თვალზე ცრემლი მოადგა მაგრამ უკანვე დააბრუნა.
თამთას ძმა ლაშა ავტოკატასროფაში დაიღუპა ჯერ კიდევ მაშინ როცა თამთა გერმანიაში ცხოვრობდა, მის დაკრძალვაზეც კი ვერ ჩამოვიდა, ბოლოს აეროპორტში ნახა, ვინ იფიქრებდა რომ ბოლო შეხვედრა იქნებოდა, გაახსენდა როგორ იკრავდა გულში ლაშა და როგორ არიგებდა, მიუხედავად იმისა რომ მასზე სამი წლით უმცროსი იყო, მაინც უფროსი ძმასავით იცავდა და უფრთხილდებოდა მის სიფრიფანა დაიკოს. ტელეფონი აიღო და მისი ძმის სურათს დახედა, ახსენდებოდა მათი ბედნიერი ლაღი ბავშვობა, სკოლა, საღამოები როცა დავალებების გაკეთებაში ეხმარებოდა, დაბადეებისდღეები, ახალი წელი, ყველა ოჯახური დღესასწაული წერეთლებისთვის წმინდა იყო, მაშინაც კი როცა თამთა გერმანიაში ცხოვრობდა ვიდეოთვალით უერთდებოდა სადღესასწაულო სუფრებს ეს თითქოს რიტუალი იყო, თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო, თამთას გარეშე ეს აღარ იქნებოდა ოჯახი, როგორც ლაშას გარეშე. თუმცა ლაშა ახლა ვეღარც კამერით ვერ არმოჩნდებოდა ოჯახურ სუფრებზე. ფიქრებში გართული თამთა სახლს მიუახლოვდა, ტაქსის ფული გადაუხადა და მანქანიდან გადმოვიდა.
-დე, მა, მოვედი.
-მოდი შვილო, ცოტა მანერვიეულე, როდის იყო ამდენხანს ჩერდებოდი სოფოს ბარში?
-კარგი რა დე, მე უკვე ქალი ვარ, ზრდასრული ადამიანი, ბოლო-ბოლო ექიმი თამთა წერეთელი ვარ -სიცილით თქვა თამთამ და დედას გადაეხვია
-როგორ ჩაიარა დღემ?-იკითხა გოჩამ
-შესანიშნავად, წარმოუდგენლად მაგარი ავარია მოხდა
-გააფრინე შვილო ? ავარია მაგარი როგორ იყო?
-ერთ კაცს ორივე ფეხი მოტეხილი ქონდა, ძვლები სულ ნამსხვრევებად ქონდა ქცეული. ფაზლოივით იყო მე და ექიმმა თორნიკემ ძლივს ავაწყვეთ
-პირველივე დღეს ოპერაცი გააკეთე ? -გაიკვირვა გოჩამ
-ჰო, წარმოგიდგენია მა? პირველივე დღეს ძალიან მაგარი ოპერაცია გავაკეთე. -გახარებული უპასუხა თამთამ.
მთელი ოპერაცია დაწვრილებით მოყვა თამთამ მამას, მიუხედავად იმისა რომ ინჟინერ გოჩას არაფერი ესმოდა მედიცინის, მაინც აღფრთოვანებით უსმენდა და შენიშვნებსაც აძლევდა. ემოციებით სავსე და დაღლილ თამთას მალევე ჩაეძინა. სიზმრადაც კი ძველბს ხედავდა, როგორ ამთელებდა მათ, როგორ მკურნალობდა ხალხ და ტკივილს უმსუბუქებდა მათ.

***
ლევანმაც მალე დატოვა ბარი თამთას წასვლის შემდეგ, მიუყვებოდა სველ ქუჩებს არეული ფიქრებით, მხრები ჩამოშვებული და თავი ძირს დახრილი ქონდა, არ უნდოდა ენახა საით მიდიოდა, მაგრამ იცოდა ეს გზა სახლამდე მიიყვანდა, მაგრამ არა საკუთარ არამედ მშობლების სახლამდე, ბევრი დარდი და დკივილი აწვა მის მხრებს მაგრამ ამას არასდროს იმჩნევდა, გარშემომყოფები ვერასდროს ხვდებოდნენ რამდენ დარდს ატარებდა მისი უძირო თვალები. ცოტა შეზარხოშებული, ფეხარეული მიადგა მშობლების სახლს, ეცადა შეუმჩნევლად შეპარულიყო სახლში, ნელა გააღო კარები, მაგრამ ძველმა ხის კარებმა მაინც ჭრილი დაიწყო.
-ცოტა ჩუმად ბავშვს ძინავს-შეეგება დედა
-დედი როგორ ხარ?-ხელი გადახვია დედას და შუბლზე აკოცა
-კარგად დედი, შენ როგორ ხარ?-მზრუნველი ხმით უპასუხა მზიამაც.-ბავშვს უკვე ძინავს, დიდხანს გელოდა და მდივანზე ჩაეძინა, ხო იცი რო შენგარეშე არ უყვარს დაძინება, ასე რატომ დაიგვიანე?
-მაპატიე დე, ბიჭებთან ერთად ვიყავი ბარში, ოთახშია?
-არა ისევ მდივანზე ძინავს.
მისაღებში შევიდა ლევანი, ბავშვს ბალიშზე ჩახუტებული ეძინა, რამოდენიმე წუთი სევდიანი ღიმილით უყურებდა ლევანი პატარა ანასტასიას, შემდეგ მივიდა შუბლზე ჩამოყრილი თმები ნაზად გადაუწია, ნელა კისერში ხელი შეუცურა და ხელში აიყვანა, ბავშვა შეიფხიზლა, მიხვდა საიმედო ხელში იყო, მამას მკერდზე მიეკრო და თვალები ისევ დახუჭა, ლევანმა ოთახში შეიყვანა ბავშვი, თავისთან ლოგინზე დააწვინა, ფეხზე გაიხადა და გვერდით მიუწვა.
-ჩემო ანგელოზო,ბოდიში რომ ძილისწინ ზღაპარი ვერ წაგიკითე-ჩურჩულით თქვა ლევანმა, კიდევ ცოტახანს უყურა მძინარე ბავშვს, შემდეგ ჩაეძინა.
დილით პატარა ტიკტიკა ქალბატონმა გააღვიძა
-მამიკო, მამიკო-კისერზე მოეხვია ხელები და ბევრს კოცნიდა.
-გამარჯობა ჩემო პატარა.-გულშიჩაიკრა ლევანმა შვილი.
ანასტასია სამი წლის იყო და არავინ ყავდა მამაზე ძვირფასი, ის იყო მისი მზის ამოსვლაც და ჩასვლაც. ანასტასიას არასდროს უყვარდა როცა მამა სახლიდან მიდიოდა, მთელიდღე იჯდა და ელოდებოდა მამას ადბრუნებას, მის გარეშე ვერც თამაშობდა ვერც ჭამდა, მოკლედ ანასტასიას ბედნიერება ლევანი იყო.
-მამი, ახლა სამსახურში უნდა წავიდე, შენ ხომ არ მოიწყენ ? ხელზე აკოცა პატარა ქალბატონს ლევანმა, ანასტასიას თვალები ცრემლებით აევსო მაგრამ მამას ვერ ეწინააღმდეგებოდა, კისერზე მოეწვია, ეს იყო თხოვნაც და მუდარაც რომ სახლში დარჩენილიყო, ბავშვის ზურგსუკან ლევანსაც აუწყლიანდა თვალები მაგრამ ამას არავის ანახებდა, ქურთუკი მოიცვა და სახლიდან გავიდა. ყველა დარდი სახლში დატოვა, თითქმის არავინ იცოდა მისი ისტორია, მის ტკივილს არავის უმხელდა.ფიქრობდა რომ მარტო ის უნდა იტანჯებოდეს მარტოხელა მამობით. ძნელია იყო მამა ანგოლოზის რომელმსაც დედის სითბო არასდროს უგრძვნია.

***
ყველა დღე თითქოს ერთმანეთს გავდა, ბევრი მოტეხილობა, გაბზარული ძვალი, მოკლედ ცხოვრება ჩვეულ რიტმში გრძელდებოდა, თამთაც მუდმივ პოზიციაზე დამკვიდრდა, ლევანს მუდმივად აბზუებული ცხვირით ესაუბრებოდა. კოლეგებმაც უკვე თბილი ღიმილით ესალმებოდნენ თამთას, ცხოვრება გრძელდებოდა მიუხედავად წასული ადამიანებია, ნაცრისფერი სამყარო მუდმივ სტრესს უმზადებდა თამთას, ყველა პაციენტს თავისი ოჯახის წევრივით უვლიდა, მათ როგორც ახლობელს ისე უვლიდა. უნდოდა არავის ტკენოდა, მაგრამ მაინც აღარებდა ხოლმე რთული შემთხვევები, ყველა ავტოკატასტროფაში დაშავებული კი მისი პირადი დკივილი იყო, მისი აქილევსის ქუსლი, საპირფარეშოში იკეტებოდა რამოდენიმე წუთი, რომ პირადი შეგრძნებები დაეთრგუნა, შემდეგ კი როგორც ნამდვილი პროფესიონალი ცივი გამომეტყველებით უბრუნდებოდა საქმეს. რათქმაუნდა ხანდახან ვერ თოკავდა ემოციებს ხშირად უწყლიანდებოდა თვალები როცა ახალგაზრდა ბიჭები მოყავდათ. მიდმიცად მისი ძმა ესგა თვალწინ როგორ უქნევდა ხელს როცა თვითმფრინავისკენ მიდიოდა, ვინ წარმოიდგენდა რომ ეს მათი ბოლო შეხვედრა იქნებოდა, თორემ, თორემ ალბათ ვერ გაუშვებდა მის პერანგს ხელს რომელსაც ებღაუჭებოდა და ეუბნებოდა რომ ძალიან მოენატრებოდა, ვინ იფიქრებდა რომ ეს მონატრება სამუდამო აღმოჩნდებოდა.
-სასწრაფოდ მიმღებში რთული შემთხვევაა დაუყვირა- თორნიკემ თამთას ორივე მიმღებისკენ მირბოდნენ.
-ოცდაორიწლის ბიჭი მანქანით ხეს დაეჯახა და გვერდიდან მეორე მანქანა დაეჯახა, სასიცოცხლო მაჩვენებები გზაში დაკარგა.
-სწრაფად ელექტროშოკი
პაციენტს გულის ცემა აღუდგინეს. ბევრი მოტეხილება აღენიშნებოდა ზედაპირულად, საოპერაციოში გადაიყვანეს, ოპერაციას თორნიკე და თამთა აკეთებდნენ.
-თუ გინდა დამოუკიდებლად გააკეთე-უთხრა თორნიკემ, თამთა ჯერ კდიევ აზრზე ვერ მოსულიყო რა მოხდა.
-არა ჯობს თქვენ გააკეთოთ რთული შემთხვევაა
ოპერაციიდან გამოსულს არც კი ახსოვდა რა მოხდა საოპერაციოში, კარგახანს იჯდა დერეფანში, არც ცრემლი ადგებოდა, ვერც აღფრთოვანებას გრძნობდა და ვერც ტკივილს უბრალოდ იცოდა რომ დალევა უნდოდა, ლევანი გაახსენდა. მეხუთე სართულზე აირბინა და ექიმების ოთახში ხმაურიანად შევიდა, ლევანი იქ არ იყო, ყველა პალატა მოიარა, ლევანი არსად იყო, გიჟივით დარბოდა კლინიკაში. სუნთქვა გაუხშირდა უკვე ცრემლებიც მოადგა, კაფეტერიაში ჩავიდა, თან ფიქრობდა აქაც რო არ დამხვდეს ალბათ შიზოფრენია დამემართებაო. ლევანი მარტო იჯდა კაფეტერიაში, არც სვამდა და არც ჭამდა უბრალოდ იჯდა.
-მადლობა ღმერთს რომ აქ ხარ, რომ იცოდე როგორ ვინერვიულე.-გიჟივით მივარდა თამთა
-მოხდა რამე ?-შეშინებული ლევანი ფეხზე წამოხტა.
-კი
-რახდება ამოღერღავ?
-დალევა მინდა
ლევანი უთქმელად გავიდა კარებიდან მოაძახა ათ წუთში გარეთ დამხვდიო და წავიდა...



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Momwons tan dzalian . tamaltas da mamamisi scrlena magari iuo. Aseve levanis da tasiasi.
Sainrlrerrsoaaa ra moxdeba!!!!

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგი იყო მომეწონა, საინტერესოა ლევანი რატომ არის მარტოხელა მამა და საადაა ბავშვის დედა.რატომღაც მინდა თამთას და მას ურთიერთობა აეწყოთ
--------------------
ლანა

 


№3 სტუმარი Guest Nita

Momcons dzaan. Ragac gansxvavebulia

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent