შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ილიანა(7)


14-06-2017, 00:00
ავტორი Iliana23
ნანახია 947

დიდხანს ისხდნენ და ეწეოდნენ ხმისამოუღებლად,თვალი სხვადასხვა მიმართულებით გაშტერებოდა თითოეულს,მათი გონებაც სადღაც
შორს,მომავალში ანდა წარსულში იყო,ვინ იცის.ბოლოს სეიდმა დაარღვია სიჩუმე და თვალებგაშეშებულმა ამოთქვა:
_დედამიწაზე იმაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და სავალალო პრობლემებია,ვიდრე ის,რომ გოგოს გოგო უყვარდება,ან ბიჭს ბიჭი.
_ხალხი ვერ იტანს განსხვავებულებს.
_ჰო,არადა შენ და მერლის იმაზე ბევრად უფრო მაგარი სიყვარული გქონდათ,ვიდრე ნებისმიერ ქალსა და კაცს ექნებოდა.
_მოვრჩეთ რა ამ თემას სეიდ.შენი ოცნება გვითხარი.
_ჩემი ოცნება სუფთად ცხოვრებაა,მაგრამ ამაში არ იგულისხმება გარეგანი მხარე.მე მინდა,რომ ჩემი სული სუფთა იყოს და არ
მიეკაროს მტვრის ერთი ნამცეციც კი.და კიდევ მინდა წიგნების სახლი.
_წიგნებით აშენებული არა?
_ჰო.
_ასეც ვიცოდი.
_ნახეთ რა მაგარია.წარმოიდგინეთ,აგურების ნაცვლად წიგნები.საიდანაც არ უნდა გამოაძრო წიგნი,გინდ სულ საძირკველიდან,სახლი
მაინც არ დაიშლება.ისინი ერთმანეთს დაიკავებენ.წიგნები გადაუშლელად მაწვდიან რაღაც ახალს,წიგნები აღებენ კარებს.წიგნი
საფეხურია.რაც უფრო ეტი წიგნია,მით უფრო მაღალია შენობაც.
_გაასწორებდა ეგეთი სახლი.მორჩა შენი ოცნებები?
_მგონი.ილიანა?
_ჩემი ოცნება რევოლუციაა.
_ანუ?
_მინდა ჩემი სიცოცხლის განმავლობაში მოხდეს რევოლუცია,მინდა,რომ მისი ნაწილი ვიყო,ეს გმირობაა და მე მინდა,რომ ეს გმირობა
ჩავიდინო.
_კიდევ?
_კიდევ მინდა,რომ წიგნი დაწერონ ჩემზე.
სეიდს გაკვირვება გამოეხატა სახეზე.
_ეს ჩემთვის არ გითქვამს.
_ჰო,რადგან ამ თემაზე არ გვისაუბრია.
_გული მერევა.
თავი გადააგდო დარლამ.
_მეტი აღარ დალიო.მიდი რამე წაგვიკითხე.
_მე რატომ?აგერ ილიანა წაგვიკითხავს.
_რომ არ ვიცი რა წავიკითხო?
_დაიკიდე,სადაც გადაშლი ის წაიკითხე.სეიდ ,ბუხარი დაანთე რა.
სეიდი წამოდგა და ბუხათან მივიდა.ილიანამ წიგნაკი გადაშალა და კითხვა დაიწყო.:
_ზღვაზე ვარ,მარტო,ცივა და ირგვლივ არავინაა.მთელი დღეა უცნაურად ვარ,ოთხი საათი სავარძელში მეძინა.სეზონის ეს თვე,ყოველთვის
ასეთია ჩემთვის.რაღაცის დანაკლისს ვგრძნობ.ზოგჯერ სადმე მიმავალი,თვალებით ვეძებ ადამიანს რომელიც მეყვარება.როგორ მინდა
ვინმე ვუყვარდე.ყოველთვის,ყველგან ველოდები,რომ ვინმე გამოჩნდება,ყოველ მეორე ადამიანში ვეძებ ამას და ჩემი თითოეული
მცდელობა უშედეგოა.მოწყენილი ვარ,ძალიან მოწყენილი.მინდა,რომ ვინმე მოვიდეს და დამელაპარაკოს,მინდა,რომ ვენდო და მიყვარდეს,
მაგრამ ისეთ ურთიერთობას,როგორსაც მე ვითხოვ აქ არ გამოვა,აქ,სადაც ხალხია,არაფერი გამოვა.ერთხელ აბაზანაში საშხაპის დუშს
მზის სხივი დაეცა და კედელზე აირეკლა.ღამის ცას გავდა,ღამის ვარსკვლავებიან ცას.შემდეგ მზეს ღრუბლები გადაეფარა და
ღამის ცაც თითქოს ღრუბელმა დაფარა.იმ მომენტში საკუთარი თავი და საკუთარი ცხოვრება დავინახე.სიყვარულის გარეშე ორივეს
გვეკარგება აზრი,მუღამი და შემართება.მე მაკლია სიყვარული,ჩემს ცხოვრებას აკლია სიყვარული,მე მჭირდება სიყვარული.
კითხვა დაამთავრა და თვალი თავისდაუნებურად გაექცა სეიდისკენ,რომელიც იღიმოდა.
_როგორი ცხოვრებისეულია.სიყვარული ყველას სჭირდება,იგი მამოძრავებელი ძალაა და როგორც დოჩანაშვილმა თქვა "სიყვარული
ატრიალებს დედამიწას".ხომ ასეა სეიდ?
დარლამ ჭინკებათამაშებული თვალებით გადახედა ბიჭს.
_ჰო ასეა.
_უჟმური ხარ.
დაიჯღანა გოგონა.
_რატომ?
_მიდი წაგვიკითხე შენი ნაჯღაბნები,ოღონდ არ აარჩიო.
ისე უთხრა,რომ სრული იგნორი გაუკეთა სეიდის კითხვას.ბიჭმა წიგნაკი შემოიტანა საძინებლიდან და სადაც გადაშალა,იქიდან დაიწყო
კითხვა:
_გაფრთხილებთ,ძველი ჩანაწერია.მინდა,რომ არ გამისწოროთ ლოგინი,არ გამირეცხოთ ჭურჭელი,არ შემომთავაზოთ და გამიკეთოთ
საჭმელი,დაე თავად ვიზრუნო საკუთარ,გასივებულ გავაზე,დაე გავაკეთო მაშინ,როდესაც უკიდურესობამდე მივალ და საკუთარი
თავის გარდა არავინ მეგულება დამხმარე.დაე დავიმსახურო ის,რასაც ვითხოვ.როდესაც ადამიანებს და მათ ქმედებებს შორიდან
ვაკვირდები,ისინი მოფუსფუსე,გაურკვეველ ბუზებს ჰგვანან.საუბრობენ გამოგონილ საკითხებზე,აკეთებენ იმავე საქმეებს დიდი
ენთუზიაზმით.მე არ ვცდილობ დავაკნინო მათი ცხოვრების მიმართულება,რადგან ვთვლი,რომ ადამიანი რამით უნდა იყოს დაკავებული,
მაგრამ ჯობია ამ რაღაცაზე დავფიქრდეთ და ვკითხოთ საკუთარ თავს,სასარგებლო და გამოსადეგარია თუ არა იგი.თუკი შენს საქმეს
დიდი ენთუზიაზმით უდგები,მაგრამ იგი საზიანოა,ჭირსაც წაუღია შენი შემართება.უნდა იცოდე რას აკეთებ,რატომ აკეთებ და როგორ.
ჩვენ ადამიანები გამარჯვებაზე მოსაუბრე დამარცხებულები ვართ.
სეიდმა წიგნაკი დახურა.
_არ გამიკვირდება ილიანამ,რომ ფრთები გამოისხას და ცაში აფრინდეს,ისეთ სიბუნჩულეზე გამოაცხადე პრეტენზია.
_კი არ იცის დღეს,რომ ქუჩაში მოუწევს დაძინება.
გადაულაპარაკა ილიანას,ისე,რომ წიგნაკის ყდისთვის თვალი არ მოუშორებია.
_მიდი დარლა,რამე წაგვიკითხე.
_მოიცა,მოიცა ის ბოლო რას ნიშნავდა,აი დამარცხებულებიო?
_დარლა დათვერი?
_არა მართლა ვერ ჩავწვდი.
_ილიანა?
ილიანამ უარის ნიშნად თავი გააქნია.
_ჩვენ გვყავს მეცნიერები,ჯარისკაცები,ცხოველების მომთვინიერებლები,გამომგონებლები,ბიოლოგები,კოსმონავტები და ვამბობთ,რომ
ჩვენ ცივილიზაცია შევქმენით,რომ ჩვენ ინოვაციას დავუდეთ სათავე,გავფრინდით მთვარეზე,ტექნოლოგიას დღითი-დღე უფრო
ვაუმჯობესებთ და ეს თავისთავად გამარჯვებაა.თუმცა,ეს სულაც არ არის გამარჯვება.ომებს არაფერი მოაქვთ კარგი,ადამიანებმა ვერ
გაინაწილეს ერთი ციდა მიწა და ამის გამო მილიონობით უდამაშაულო ადამიანი იღუპება,ისე,რომ ბაიბურში არ არის რა ხდება
ირგვლივ.ცხოველები მოვითვინიერეთ,ზოოპარკი გავაშენეთ,რომელი ცხოველიც მოგვბეზრდება იმას ვჭამთ,ან ვუშვებთ და ვნადირობთ
მასზე,ან შინაურ ცხოველად ვაქცევთ,ან რა პრობლემაა კოსმოსში გავუშვებთ.რაღაცეებს მანამ ვერ ვხვდებით,სანამ სიღრმისეულად,
სხვანაირად არ დავაკვირდებით და დავუფიქრდებით.ბავშვობაში,როდესაც თევზს ვჭამდი,ეს ბუნებრივი იყო ჩემთვის,მაგრამ ახლა,
აღარ მინდა,რომ თევზით ვიკვებო.ვუყურებდი როგორ ამოჰქონდათ ბადე,როგორ ღაფავდნენ ხმელეთზე ასხმარტალებული,წამით ცაში
აჭრილი თევზები სულს და წარმოვიდგენდი როგორ ჭამდნენ მათ.ჩვენ ჩვეულებრივი მკვლელები ვართ და მეტი არაფერი,თუმცა
ზოგჯერ ეს თავისდაუნებურად ხდება ხოლმე.ადამიანებმა გამოვიგონეთ ისეთი ნივთები,რომლებიც დროს შეუმჩნევლად ჭამენ,
გვიმონებენ და ზოგჯერ ჩვენთვისაც კი გამოუდიათ კბილი.აი ამიტომ ვართ გამარჯვებაზე მოსაუბრე დამარცხებულები.
_ვაუ,რა მაგარია სეიდ.
შეაქო ილიანამ,თუმცა დარლასაც არ დაუკლია "ქათინაურები".
_სეიდ რის ჭამას გვთავაზობ?
_ბალახის,ყოველ შემთხვევაში ცოცხალ ორგანიზმს არ გირჩევ.
_მეთევზეებსაც აქვთ გასასამართლებელი მიზეზები თევზის ჭამისა.
_მესმის,მაგრამ სად მცენარეს,რომ მოგლეჯ და სად თევზს,რომ გაგუდავ.მიდი წაიკითხე რამე.
დარლამ წიგნაკი გადაშალა და წამოიკივლა.
_რა მაგარია,ბაბუაწვერა მომიწია.
ხმა ჩაიწმინდა,მხრებში გაიმართა და დაიწყო:
_"მახსოვს, პატარა როცა ვიყავი ბევრს ვფიქრობდი ბაბუაწვერაზე. ბაბუაწვერები სხვა ყვავილებს სულაც არ ჰგვანან. თუნდაც იმიტომ,
რომ წვერები აქვთ. ადამიანებშიც არსებობს ერთი-ორი ბაბუაწვერა. ისინი მოხუცებად იბადებიან, ცხოვრობენ და კვდებიან. პირველად
სამი წლისამ შევამჩნიე ბაბუას წვერებისნაირი არსება ჩემს გრძნობებისგან აფეთქებულ ბაღში. მახსოვს ჭიანშველას ნაბიჯებით
ვუახლოვდებოდი მას და რომ იცოდეთ რა გულიანად ვიღიმოდი. წამიც და მის წინაშე ვიდექი. წარმოგიდგენიათ?! ბაბუას ულვაში
დედამიწაზე ამოუვიდა. ან იქნებ, როგორც სათვალეს კარგავს ხოლმე ესეც დავუვარდა და აღება დაავიწყდა. გადავწყვიტე ბაბუასთვის
წვერი წამეღო. აი, ასეთი მარტივია ფიქრები სამყაროზე, როცა ხარ ბავშვი. მხოლოდ დიდები ვართულებთ მას და იმიტომაც ვექცევით
ჩამკვდარიგრძნობებისსამყოფელში.
-კაინან!
მესმის ყრუ ძახილი. მიჭირს ჭიანჭველათა განაყოფიერების პროცესის მიტოვება, თუმცა სხვა გზა არ მაქვს. შევდივარ ოთახში და
ბაბუს ვხედავ, ჩემს ერთადერთ ბაბუას.
-რა ქენი, აღმოაჩინე ის გზა, რომლითაც მსოფლიო შეიქმნა?
მეკითხება ბაბუ ღიმილით და ეტლს ჩემკენ მოაქანებს.
-ამჯერად ორი სხეულის შერწყმას ვადევნებდი თვალს და იცით, რას მივხვდი, ბატონო ნაპოლეონ?
-რომ არაფერია ხახუნის ძალაზე გიჟური?
-არა და ხო. მე ვიტყოდი არაფერია იმაზე გიჟური ფლობდე ერთ სხეულს, ერთ მთლიან ორგანოთა გროვას და არ შეგეძლოს
წარმოქმნა ახალი ინდივიდი. ჩვენ, ადამიანებს მუდამ გვესაჭიროება ვიღაც მეორე, რომ შევქმნათ რაღაც ახალი, თუმცა ამის აღირება
გვიჭირს. გვგონია, რომ ყველაფრის თავიც და ბოლოც ჩვენ ვართ და რომ სხვის გარეშეც მშვენივრად გავართმევთ თავს.
-ჭკვიანურია, მაგრამ მოსაბეზრებელი. საერთოდ სიტყვებს აზრი არ მოეკითხებათ. აზრები ქმედებებშია.
-იმისთვის, რომ იმოქმედო უნდა იაზროვნო.
-როცა იბადებოდი აზროვნებდი?
-არ ვიცი, არ მახსოვს.
-ჰოო, ცუდია ყველაზე საინტერესო, რომ გვავიწყდება. იქნებ, მზის სხივები დაგვეჭირა. მაინტერესებს ისევ ხომ არ ეტრფიან
ღრუბლებს.
-ფაქტია, რომ ერთმანეთთან მუდმივი შეხება აქვთ.
-ხო, გუშინ ცოსარტყელა დაიბადა.
-რა დაარქვეს?
-რატომ გიყვარს ყველაფრისთვის სახელის დარქმევა?
-ალბათ იმიტომ, რომ ასეთად ამღზარდეს.
-შენ თავად აღიზარდე.
-იმიტომაც მაქვს ამდენი პრობლემა.
-სისულელეა. წამო ლაპარაკს ჯობს ვუყუროთ, ვუსმინოთ, ვიმოქმედოთ. საერთოდ ყველაფერი სჯობს ლაპარაკს.
ასე ვიდექი მე და იჯდა ბაბუ გრძნობებით აფეთქებულ ბაღში. ვინ იცის, რამდენი სისულელეით გამოეჭედა თავი მზის სხივებს,
მაგრამ მთელი ამ ხნის მანძილზე გულიანად ხარხარებდა. როგორც ჩანს იქ, ზეცაში ახალი ანეგდოტები დაუწერიათ.პატარა, როცა
ვიყავით მე და ნაპოლეონი ერთად ვაგიჟებდით დედამიწას. სულ დავრბოდით, მთელი დღის განმავლობაში ვთამაშობდით,ვხატავდით,
გემოს ვუსინჯავდით პიანინოს ნოტებს. ვიზრდებოდი და ვხვდებოდი, რომ ის სხვებს სულაც არ ჰგავდა.ახლა იგი მოხუცია. სახლში,
როცა შევბრუნდით მთხოვა საწოლში ჩამეწვინა. 330 წამის შემდეგ დამიძახა.
-მეძახის.
-ვინ?
-ის.
აზრებმა მიმატოვეს.
-ხომ იცი რაც უნდა ქნა?
აზრები მირბიან.
-მართალი ხარ. უნდა უსმინო, უყურო, იმოქმედო და რაც შეიძლება ცოტა ილაპარაკო.
ვგრძნობდი აზრებთან ერთად ბაბუც მტოვებდა.
-ხო, მართლა ცისარტყელას კაინანი დაარქვეს შენს საპატივცემულოდ.
თქვა, გაიღიმა და მოკვდა.ხო, პირველად სამი წლისამ შევამჩნიე ბაბუს წვერისნაირი არსება ჩემს გრძნობებისგან აფეთქებულ ბაღში.
მინდოდა ბაბუსთვის წვერი დამებრუნებინა და როცა ის დედამიწას მოვწყვიტე ქარმა წამართვა თეთრი წვერები. მაშინ ბევრი ვიტირე.
ახლა აღარ ვცდილობ შევაგროვო ის თეთრი გუნდები, რადგან ვინ იცის, იქნებ მართლა დაუვარდა ბაბუას წვერი მიწაზე. მე
დამიტოვა სამყაროში მისი ნაწილი. ერთხელ უკვე გვატანე ქარს ბაბუა, მეორედ აღარ გავუშვებ.
ამიტომ მიყვარს ბაბუაწვერა. ის ბაბუას წვერს ატარებს."
დარლა კითხვას მორჩა და ბედნიერებისგან გაიბერა.
_ყველას გაჯობეთ.
სეიდს გაეცინა.
_როგორ მომენატრები,როცა წახვალ.
გოგონა კვლავ სეიდის მუხლებში აღმოჩნდა.
_ილიანა,შენც მოდი.
_რა?
_მოდი,შენთვისაც არის ადგილი.
ილიანა დაბნეული სახით შეუერთდა ნაგიჟარ გოგო-ბიჭს და გაეღიმა,ბედნიერებისგან გაეღიმა.გიჟური სამკუთხედი შეიქმნა.სამი
გრძნობებით გაბერილი მთვრალი,ოთახის ცენტრში ჩაფსკვნოდნენ ერთმანეთს.
_რა უცებ შემიყვარდით.
_ოჰ,ძლივს არ ამოიღო ხმა?ჩვენც გვიყვარხარ ილიანა,სეიდს განსაკუთრებით.
_დარლა,ნუ ტლიკინებ,თორემ ჩემი მუქარა კვლავ ძალაშია.
_სადღაც გამიგონია,რომ ყოველთვის უნდა უთხრა მიყვარხარ ადამიანს,ვინც გიყვარს.
_დათვრა.
_ჰო დავთვერი და ნეტა სულ მთვრალი ვიყო.ვისურვებდი,რომ დედამიწაზე ყველა მთვრალი იყოს.დედამიწაზე გურწრფელი ადამიანების
დეფიციტია,ალკოჰოლი კი ამ პრობლემას ადვილად შველის ხოლმე...მიყვარხართ
დაამატა ცოტახნიანი დუმილის შემდეგ.
_ალკოჰოლიკობა ნამდვილად ღირს ამად.ჩვენც გვიყვარხარ ილიანა,ჰო სეიდ?
სეიდმა საპასუხოთ თავზე აკოცა ილიანას.
_დავიძინოთ რა.
_ჰო,გადანაწილდით.
_არა,არა,სამივე ვიძინებთ ჩემს კარავში.
_დარლა,არ გადაირიო შენებურად.
_ზუსტადაც,რომ გადავირევი.სეიდ,გთხოვ რა.ილიანა ხომ გინდა ჩემს კარავში დაძინება?
_კი.
_მიდი რა სეიდ,ნუ ატრაკებ.
საბოლოოდ კარავში სამი კაცი იწვა.შუაში ილიანა ჩაიწვინეს,სეიდმა შენ,რომ გული აგერიოს ფორთხიალის თავი არ მაქვს,ისედაც
ნახევარი ფეხი მეტევა იმხელები ხართო.
_აბა,ძილინებისა ხალხო.
_ძილინებისა.
გიჟურ სამკუთხედს მალე დარია მორფეოსმა ხელი.ბედნიერება კარავში გუბდებოდა და გადმოდიოდა საზღვრებიდან.კარვიდან
მისაღებში,მისაღებიდან ოთახებში,მთელი სახლი ბედნიერებით აივსო,ისეთი ბედნიერებით,ფანჯდები,რომ ღია ყოფილიყო ალბათ
მთელ დედამმიწასაც გაწვდებოდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent