შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფერები ...2...


14-06-2017, 18:33
ავტორი kethrine
ნანახია 2 176

თითქოს თვალებს ვახელ, მაგრამ მაინც დახუჭული მაქვს, თავის ძლიერ ტკივილს ვგრძნობ და ვცდილობ ხელით შევეხო, გამომდის კიდეც, ჩემ თავს, ჩემივე ხელით ვამოწმებ... აბა თვალებს რატომ ვერ ვახელ?! ახლა ვცდილობ თვალებს შევეხო. კი, ესეც გამომდის, თუმცა დახუჭული არ მაქვს, თვალებს ვახელ მაგრამ მაინც სიშავე, ღამეა?! ალბათ. მაგრამ სად ვარ? დედა ან მამა როგორ არიან? ან საერთოდ რა მოხდა? კითხვები კითხვებს ცვლიან და მე, როგორც ყოველთვის პასუხი არ მაქვს. ვცდილობ ნერვებს და პანიკას არ ავყვე... ხელებს დაბლა ვუშვებ, ალბათ საწოლია, ღრმად ვსუნთქავ და ველოდები. რას?! არვიცი. . . მეშინია რომ დავიყვირო, მაგრამ ალბათ ცდად ღირს, თავი ისევ ძლიერ მტკივა, ვცდილობ ბოლო მოვლენები გავიხსენო, თვალებს ერთმანეთზე ძლიერად ვაჭერ და გონებას ვძაბავ თუმცა ტკივილი ორმაგად მიტევს და მეც იძულებული ვარ დავნებდე. ძალა გამოცლილი ტირილს ვიწყებ და მზად ვარ ნებისმიერ ფასად ვიყვირო. ძალა მოვიკრიბე და პირიც გავაღე
-გამარჯობათ გოგონა, კარგია რომ გაიღვიძეთ-მესმის ნაზი, წკრიალა ხმა. თავს ვატრიალებ თუმცა მაინც უშედეგოდ.
-უკაცრავად მაგრამ სინათლეს ვერ ჩართავთ? დედა სადაა?? ან მამა? ჩამოვიდნენ? სად არიან?-იმით გახარებული, რომ ჩემს გარდა იქ კიდევ ვინმე იყო, დაუფიქრებლად ვისვრი კითხვებს და ვცდილობ შანსი არ გავუშვა
-გოგონა დაწყნარდით, მე ახლა ექიმს დავუძახებ-ხელზე ვგრძნობ მის რბილ ხელს და მეც ვეჭიდები
-გოგონა გიმეორებთ დაწყნარდით. ახლავე მოვალ-ხელიც მომშორდა და კარის ხმაც გავიგე. რას მიმალავენ ან რა ჯანდაბა ხდება. მე უბრალოდ... უბრალოდ სახლში მინდა... ჩემთან და ჩემებთან. ცრემლების მეორე ტალღას ვგრძნობ და კარის ხმაც არ აყოვნებს.
-აბა გამარჯობა. მე შენი ექიმი ვიქნები, ერთმანეთს გავეცნოთ კარგი?-მესმის ბოხი, ხრიწიანი ხმა
-რატომ ჟღერს თქვენი ხმა დამამშვიდებელივით? რატომ გინდათ რომ დავმშვიდდე? მე დედასთან მინდა, მამას დაუძახეთ და აანთეთ ეს წყეული სინათლე-თითქმის ვყვირივარ,ვგრძნობ რომ ისტერიკა მეწყება,ვყვირი მაგრამ იმ ვეებერტელა ბურთს რომელიც ყელში მაქვს გაჩხერილი, მაინც ვერაფერს ვუხერხებ.
-სინათლე? თვალები გაახილე!-ბრძანებასავით ისმის მამაკაცის ხმა და მეც ვემორჩილები, თვალებს ფართოდ ვახელ და მოუთმენლად ველოდები ახლა რაღას იტყვის. მის სიახლოვესაც ვგრძნობ მაგრამ არაფერი. უკმაყოფილოდ ვატრიალებ თავს
-გავახილე, მერე?
-ბოლოს რა მოხდა შეგიძლია გაიხსენო?
-დედას და მამს ველოდებოდი, მეძინა, მერე აქ ვარ...
-ტვინი უარყოფს ბოლო ფაქტებს და შენც აღარაფერი იცი-ღრმად ამოიოხრა და შემდეგ კითხვამაც გაიღჟერა-რამე გტკივა?-შეშფოთებაც დაეტყო და უკვე მეც ზომაზე მეტად ავნერვიულდი
-კი... თავი ძალიან და კიდევ კისერი. მეტყვით რა ხდება? - უღონოდ ჩამოვყარე ხელები და უცბად მივხვდი... კი მივხვდი... გამახსენდა მანქანის გამაყრუებელი სიგნალი, მამას ყვირილი, დედას გამოხედვა... ხელები თავზე მოვიჭირე და ქუთუთოები ძლიერად დავაჭირე ერთმანეთს...
-არა... არა... შეუძლებელია... არა...
-დაწყნარდი გთხოვ, უნდა გამაგრდე... ყველაფერს ვიზავ, მაგრამ შენ თვალებში სინათლეს ავანთებ გპირდები-უცხო ხელები მეხვეოდა და მაკავებდა მაგრამ მე უკვე აღარაფერი მინდოდა, აღარაფერი მესმოდა, ყველაფერი მძულდა, დიდიხმით ტირილი მინდოდა მაგრამ იმასაც ვხვდებოდი, რომ ეს არ მიშველიდა. უცხო მკლავებს მოვეჭიდე
-დედა? მამა? სად არიან? მე ხომ ასე არ დამტოვებენ? ცუდად არიან? არაფერი დამიმალო!
-მოვლენ, მოვლენ. იცოდე ექიმი არ ვარ, უბრალოდ პრაკტიკაზე ვარ მაგრამ შემიძლია დამამშვიდებელი გავაკეთებინო, ამას იმიტომ არ ვაკეთებ რომ მეცოდები,უბრალოდ შენ ადგილზე არ მომინდებოდა ძილი, მე შეგპირდი, ტყუილად კი არავის არაფერს ვპირდები. მინდოდა გაღვიძება მეხარებია შენთვის, სამი დღეა უგონოდ ხარ-მის ხელებს ვგრძნობდი სახეზე, თავს მიჭერდა, ჩემ სახესთან ახლოს მელაპარაკებოდა, ვერ ვხედავდი მაგრამ ვგრძნობდი და ვცდილობდი მისი ყოველი სიტყვა დამმახსოვრებოდა
-რატომ უნდა დამეხმარო?
-ახლა ეგ კი არა უნდა გეთქვა. კარგი, დამეხმარეო-ოდნავ ღიმილი დაეტყო მის სიტყვებს და მეც წარბები შევკარი
-სიტყვებს მემგონი კარგად გამოვთქვავ. რატომ გინდა, რომ დამეხმარო?
-იმიტომ,რომ მინდა. -ხელები შემიშვა და სხვა უფრო ბოხი ხმა გავიგე
-აბა,როგორაა ჩვენი პრინცესა?
-მე... დედა და მამა მინდა... სად არიან?-ძლივს წარმოვთქვი რამდენიმე სიტყვა
-დაწყნარდი გოგონი. ახლა ნერვიულობა უარესს გიზავს, მე ნოდარი ვარ, შენი ექიმი. გამოკვლევებს ჩაგიტარებთ და ვნახავთ მიზეზს.
-ჩემი მშობლები სად არიან? მიპასუხეთ და მერე რაც გინდათ ის ქენით-გაღიზიანებულმა მივაყარე,ცრემლები მოვიწმინდე და პასუხის მოლოდინში, გავიტრუნე
-ბატონი გიგი... ადგილზე გარდაიცვალა, დედათქვენი ელზა კი... ოპერაციის დროს... ვწუხვარ- ნაწყვეტად ჩამესმა მამაკაცის სიტყვები, მე კი რამდენიმე წუთი გაუნძრევად ვიჯექი... ყურები დამიგუბდა, თვალები ამეწვა, სასუნთქი გზები გადამეკეტა თითქოს, მოსმენილს ვერ ვიაზრებდი, არ მჯეროდა... ან როგორ დამეჯერებია
-არა... ვერ მიმატოვებდნენ... არა ტყუილია... ტყუილია... ტყუილია-ჩაციკლულივით ერთი და იგივეს ვიმეორებდი, ყურებზე ხელის მტევნები მივიჭირე, თითქოს ყურების ბრალი ყოფილიყოს გაგონილი.-კიდევ ბევრჯერ ვნახავ მათ... ჩვენ სოფელში მივდიოდით... იქ კიდევ წავალთ... ერთად წავალთ... თქვენ მატყუებთ... მატყუებთ-ისე ვყვიროდი, რომ ხმის სიმძლავრეს ვერ ვგრძნობდი, სახე ცრემლებით მებანებოდა და არ მანაღვლებდა, მხოლოდ ორი პიროვნება მინდოდა. დედა და მამა. ყველა და ყველაფერი მეზიზღებოდა. ხელ-ფეხს უაზროდ ვიქნევდი,არ მაინტერესებდა თუ საწოლიდანაც გადმოვვარდებოდი,პანიკაში მყოფმა ვერც ვიგრძენი როგორ შემომეჭდო ისევ ის ძლიერი მკლავები
-ანა! დამამშვიდებელი!-ბრძანებასავით გაისმა ჩემთან ახლოს, ექთნის მისამართით
-არ მინდა ძილი,გთხოვ... ხომ შემპირდი არ დაგაძინებო... გთხოვ არ მინდა... ხომ შემპირდი მოვლენო... მათი ნახვა მინდა... ისე უნდა წავიდნონ რომ ვერც ვნახო? მეც მინდა მათთან... წამიყვან მათთან? თუ მშობლებს ვერ მომიყვან ხომ შეგიძლია მე წამიყვანო?-ისევ ისე გავკიოდი უცნობ "პრაკტიკანტს" და მკლავის აწვას ვაიგნორებდი-მეზიზღებით ყველა!-მთელი სიძულვილით აღსავსე ხმით წარმოვთქვი. თითქოს ამ ბოლო სიტყვებს ამოვაყოლე ჩემში მოგროვილი ყველა უარყოფითი,ნაღვლიანი, სევდიანი, ტკივილიანი გრძნობა და ახლაღა მივაქციე ყურადღება მკლავს,რომელიც გაშეშებული მქონდა. მალევე მივხვდი, რომ უკვე ისევ ის საშინელი ძილი მოდიოდა ჩემთან... ძილი და სიშავე, რომელიც ასე შემძულდა სხვა ყველაფერთან ერთად...

შემდეგ? უბრალოდ თვალები გავახილე... და მერე რა?! გამოვფხიზლდი? არა! ვერასოდეს ვეღარ აღვიქვამ დედის სითბოს... მამის მოსიყვარულე თვალებს... ვეღარასოდეს ვივლი სოფელში მათთან ერთად... ვეღარასოდეს ვიცინებ მათთან ერთად... ვეღარ დამირეკავენ და ვეღარ მეტყვიან რომ მოვენატრე და როგორ ვუყვარვარ ორივეს... და ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ მე, მათ ერთადერთ, ნებიერა გოგოს, იმის საშუალებაც არ მაქვს ბოლო გზაზე გავაცილო ჩემი სიხარულიც,სიყვარულიც და იმედიც მათთან ერთად... იმის შეძლებაც არ მაქვს, ბოლოჯერ შევხედო ორივეს და ვუთხრა რომ არასოდეს დამავიწყდებიან... რომ მიუხედავად ყველაფრისა მე მაინც დაველაპარაკები დედას ყოველ საღამოს, მამას კი ყოველ დილით მოვიკითხავ და ვეტყვი რომ მიყვარს...
ისევ ცრემლები...
საშინელი მლაშე სითხე... აღარ მინდა ვტიროდე, აღარ მინდა სული და გული მტკიოდეს.ეგოისტურად მინდა ისევ ის პატარა გოგო ვიყო, მშობლების კალთას ამოფარებული და უდარდელი. ეზოში სირბილის ან თამაშის დროს, რომ ფეხს დაიზიანებ და დედიკოს ძახილით აიკლებ იქაურობას. მხოლოდ მისი ერთი კოცნა და სიტყვები- "არაფერია,გაგივლის დედი" ყველა ტკივილს გავიწყებს.
მინდა...
მათთან მინდა...
მაგრამ საავადმყოფოს საწოლზე ვწევარ, თვალებ გახელილი თუმცა დომინანტურ სიშავეში. იქნებ კარგიც იყოს შავი... ვერ დავინახავ როგორი სიბრალულით აღსავსე თვალებით შემომცქერიან. ვერ დავინახავ შემოდგომას, რომელიც მიყვარდა... ვაცნობიერებ და ახლა უკვე მაზოხისტურად მსიამოვნებს ჩემი მდგომარეობა.
ცრემლებს ვიწმენდ, და ვგრძნობ...
კი ვგრძნობ, ჩემს გარდა ვიღაც არის პალატაში, არც კარის და არც ფეხის ხმა, თუმცა ვიცი რომ ვიღაც არის. ნუთუ ესეც შავის ბრალია?
-რა გინდა?-რაც პირზე მომადგა იმ კითხვას ვისვრი
-ვატყობ უკვე ისწავლე შეგრძნებების მართვა, მაგრამ მე არ მომწონს-ოდნავ ბრაზიანი ხმა გახდომია. ახლა კი ამდენი ტირილის მერე მინდა გავიცინო, ახლა მინდა, ის ჩემში დარჩენილი არარაობა, სიცილს გავატანო
-რატომ? დამამშვიდებელი ხომ შენ გამიკეთე?-ჩვეულებრივად ვპასუხობ და მინდა იმ ოთხ კედელს გავექცე, რომელსაც რა თქმა უნდა ვერ ვხედავ მაგრამ ვგრძნობ
-პანიკა გეწყებოდა! არ მინდა ბედს შეეგუო, შენ კი ზუსტად ამას აკეთებ!-უკვე ახლოს გავიგე მისი ხმა
-სახლში მინდა. ჩემი ტელეფონი მინდა-ისევ იგივე ინტონაციით წარმოვთქვავ
-ჯერ არ დაგვიმთავრებია. არ დაგანებებ, არ გაგიშვებ! მე შეგპირდი...
-მე არ მინდა გესმის ეს? არ მინდა, აზრი აღარ აქვს... ტელეფონი მინდა!ვყვირი და სავარაუდოდ მისკენ ვატრიალებ მზერას
-გთხოვ-ტონი ურბილდება და მეც ვფრთხები
-ტელეფონი მინდა. მამას და დედას უნდა მივხედო-იმავე ტონალობაში ვამბობ და თავს ვხრი. ჩაწეულ თავს თითებით მაწევინებს, ცდილობს თვალებში შემომხედოს ალბათ?!
-დედას და მამას, უკვე მიხედეს... ახლა შენ, შენ თავს უნდა მიხედო
-მიხედეს? რას ქვია... როგორ... ვინ... უჩემოდ?-კიდევ ერთი მწარე რეალობა
-არვიცი, ბიძაშენმა. შენზეც ვუთხარი, მაგრამ მითხრეს ვერ დაველოდებითო-სევდა იგრძნობოდა მის ხმაში
-რა? აბა ვის უნდა დალოდებოდა?! - ახალ ტალღას ვგრძნობ, რომელიც ტრაგედიიდან დარჩენილ გულს მიფლეთდა, ჩემს საყვარელ ხალხის ვერ დანახვას კიდევ შევეგუე, მაგრამ არც უნდა მეგრძნო? არც უნდა შევხებოდი? პირი ფართოდ გავაღე, გულის რევას ვგრძნობდი, თავბრუ მეხვეოდა... მინდოდა დავკარგულიყავი... არვიცი სად მაგრამ მინდოდა გავქცეულიყავი
-სიკვდილი მინდა-ტირილს შორის ამოვიყვირე და თმებში შევიცურე ხელები. თავს ყველგან და ყველაფერში ზედმეტად ვგრძნობდი, არ შეიძლებოდა იმ დაწყევლილ მანქანაში, მამაჩემთან ერთად მეც ადგილზევე მომკვდარიყავი?! რატომ გადავრჩი, ასე ცოცხალ სიკვდილს არ მერჩივნა? მერჩივნა როგორ არა, მაგრამ ის დაუნდობელი და დაუპატიჟებელი სტუმარი რამეს გეკითხება?! მოვა და წაგიყვანს. ან სამუდამო იარას დაგიტოვებს და ისე დაგტოვებს...
-ჩუ... ახლა უნდა იყო ძლიერი იზი, ახლა უნდა შეძლო შეუძლებელი გესმის?-ვგრძნობდი მის ხელებს წელზე და ბეჭებზე, მაგრამ არაფერი მინდოდა.
ვკიოდი...
ვწიოდი...
ფეხებს ერთმანეთს ძლიერად ვაჭერდი და ხელებს ვიკაწრავდი, თუმცა მაკავებდა, გულში მიხუტებდა და მეც მსიამოვნებდა,მსიამოვნებდა ის რომ ჩემი ტანჯვით ისიც უკმაყოფილო და სევდიანი იყო. რატომ?! არვიცი... მხარზე ჩამოვადე თავი... ნელ-ნელა ცრემლებიც მოვიწმინდე და დავდუმდი, ისევ განაგრძობდა ხელის სმას ზურგზე, სადღაც გულის სიღრმეში მსიამოვნებდა რომ გვერდით მყავდა, რომ მანუგეშებდა ისე, არაფერს მეკითხებოდა, უბრალოდ მეხუტებოდა და მათბობდა...

დედა მეძახდა, მესმოდა მაგრამ ვერაფერს ვპასუხობდი. დედა და მამა ხელ-ჩაკიდებულები მოდიოდნენ, უეცრად შემამჩნიეს, ფართოდ გაეცინა ორივეს,ისე მე რომ მიყვარდა... მათკენ მივიწევდი, მაგრამ ვერ ვუახლოვდებოდი. ვყვიროდი თუმცა აღარ ესმოდათ ჩემი, ისე როგორც ადრე... ერთმანეთს გადახედეს, შემდეგ ისევ შემომხედეს და წავიდნენ, ზურგი მაქციეს, შუა გზაზე დამტოვეს და წავიდნენ... ვიდექი და ვყვიროდი,გავრბოდი და ვწოიდი... ვიღაცას დახმარებას ვთხოვდი... ისევ მათ ვუკიოდი... ერთ, ბოლო, უკანასკნელ კოცნას ვთხოვდი,მაგრამ არ ესმოდათ, არც შემოუხედავთ.
მეწყინა...
მეტკინა...
გავბრაზდი...
და ავტირდი... აი ისე პატარა რომ ტირის, გულწრფელად და მთელი გულით, ისე ავტირდი... მაგრამ ესეც ვერ გაიგეს.
ოფლში ვცურავდი. ისევ დედას ვეძახდი, მხარზე ხელის შეხება რომ ვიგრძენი, ცოტა დავმშვიდდი მაგრამ მაინც ცრემლი მდიოდა.
-ჩუ... აქ ხარ... მეც შენთან ვარ... მაღალი სიცხე გქონდა... ორი დღე ბოდავდი... როგორ ხარ?-საოცრად მზრუნველი ხმა ქონდა
-რატომ გაქვს დაღლილი ხმა?-სრულიად უადგილო კითხვა დავსვი
-იზი დეპრესიას შენ უნდა გაუძლო,სხვა ვერ დაგეხმარება... მე უნდა უფლება მომცე გესმის?-არ უპასუხია ისე დაიწყო ლექციის კითხვა. მეც სიბრაზემ დამიარა, წარბები შევკარი და ცივი ტონი დავიბრუნე
-არა! მე არაფერი მინდა! აქედან წავალ სახლში, ჩემ ლელასთან. სხვა არავინ და არაფერი მინდა! -მტკიცედ ვთქვი და გვერდი ვიცვალე. აღარაფერი უთქვამს, ალბათ მაკვირდებოდა, ვიცოდი იქ იყო, რადგან არ გასულა. მანაც იცოდა რომ ვგრძნობდი, რამდენიმე წუთი ჩუმად იყო. შემდეგ კი ადგა და კარისკენ დაიძრა
-სხვა დროს ალექსი დამიძახე-მანაც ცივი ტონით მომიგო და კარები გააღო
-სხვა დროს, აღარ შევხვდებით-თქმა და კარის გაჯახუნების ხმა ერთი იყო.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

უფ რა იყო ეს.ამატირე და რა დროს დაა.თავრე ეს თავი.რა მოითმენს ახალ თავამდე ახლა.ალბათ საშინელება არის მშობლების დაკარგვა.მძიმე თავი იყო ძალიან,მაგრამ ალექსის გვერდით დგომა მესიამოვნა და გამიხარდა რომ მარტო არ დატოვა.
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი kethrine

La-Na
უფ რა იყო ეს.ამატირე და რა დროს დაა.თავრე ეს თავი.რა მოითმენს ახალ თავამდე ახლა.ალბათ საშინელება არის მშობლების დაკარგვა.მძიმე თავი იყო ძალიან,მაგრამ ალექსის გვერდით დგომა მესიამოვნა და გამიხარდა რომ მარტო არ დატოვა.

ლანააა... ჩემო გოგო მადლობა უღრმესი რომ კითხულობ ❤❤❤❤ ძალიან მინდოდა გულამდე მოსულიყო და თუ გამომივიდა მიხარია. კიდევ ერთხელ მადლობა... ალექსი კი კარგი ადამიანია ძალიან, ნუ ცოტა თავისებურიც, შემდეგ თავებში გაგაცნობ უფრო... მიხარიხარ მე შენ და შენი კომენტარებიც

მშობლების დაკარგვა საშინელებაა ალბათ, მართლაც. წარმოდგენაზეც კი ცუდად ვარ ხოლმე... ❤❤❤❤❤
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent