შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუმორჩილებელი (თავი 7 )


15-06-2017, 00:34
ავტორი რუსანა
ნანახია 11 031

ცოტახანს საწოლში ინებივრა ,მერე მიბეზრდა და აბაზანას მიაშურა როცა იქვე კითხეში მიგდებულ ჟურნალს მოკრა თვალი ყურადღებით ჩაათვალიერა და კუთხეში საკუთარი სახელი და გვვარი იცნო , ჯერ პირი დააღო მერე თვალები მოჭუტა და გაზეთი ხელებში ჩაბღუჯა კარი გამოგლიჯა და კართან მიჩენილ დარაჯს თავხედურად დაუყვირა
-შენს უფროსთან მიმიყვანე !!
-ახლავე.გაუძღვა ახალგაზრდა ბიჭი და ლიფტში უხერხულად შეაპარა -ასე გინდათ რესტორანში შესვლა ?
-როგორ ასე ? გაბრაზდა
-აი ,ფეხსაცმელი არგაცვიათ.მაშინღა დაიხედა ფეხებზე და გამწარებულმა ჭერს ახედა.რესტორნამდე მიაცილა და მერე თავადაც მოკრა თვალი კუთხეში მდგარ მაგიდასთან მჯდარ მამაკაცს რიმელიც ვიღაც ქალთან ერთად იჯდა და რაღაც საქაღალდეს ინტერესით ჩაყურებდა,ჩქარი ნაბიჯით დაიძრა თუმცა კარგად შეამჩნია როგორ მიჩერებოდნენ ფეხშიშველს და თმა გაწეწილს. ჟურნალი მაგიდაზე დაუხეთქა და ხელები გადაიჯვარედინა
-ეს რა არის ?
-განცხადება !
-ვხედავ,რატომ წერია რომ ქორწილი იქნება და თანაც ორ კვირაში ?
-დამშვიდდი საყვარელო,ვიცი რომ ორი კვირა შორი გეჩვენებოდა ხო და ახლა ზუსტად მაგაზე ვსაუბრობდით მე და ქალბატონი ლალი ,რომ დავაჩქაროთ და მემგონი ამ შაბათს იქნება .არ ვიცი რატომ გინდა ასე სწრაფად ,მაგრამ იყოს ისე როგორც შენ გინდა ქორწილის ორგანიზატორს გაუღიმა და რესტორანს თვალი მოავლო ,თითქოს ხალხის რაოდენობა გაზომა ლიზას ისტერიკის შემთხვევაში რამდენად შერცხვებოდა.
-შენ რა მეღადავები ?
-არა ,მინდოდა გამეხარებინე .თვალით ანიშნა დაჯექიო. უხერხულად ჩამოჯდა და გაყინული სახით უპასუხა ლევანის გაცეცხლებულ მზერას
-კარგია რომ თქვენც აქ ხართ,ქალმა გოგოს გაუღიმა და კარგად შეათვალიერა ,ბატონმა ლევანმა მითხრა რომ ძალიან დაკავებული ხართ და კაბისთვის დრო არ გრჩებათ ამიტომ კაბების რამოდწნიმე მოდელს სახლში გამოგიგზავნით ,რომ აარჩიოთ და მოიზომოთ.
-ბატონ ლევანს უზრუნია უკვე ჩემს კაბაზე,როგორი ყურადღებიანი ხარ.აზრი არ ჰქონდა ამ კაცთან ახლა ომს ,თანაც დაიღალა ყოველჯერზე რაღაც სისულელეს აკეთებდა და ბოლოს ყბელა გზა მაინც მასთან მოდიოდა ლევანმა ხელი მის ხელს დაადო დემონსტრაციულად მუჭში მოიქცია და ბოლოს ტუჩებით შეახო
-შენ მხოლოდ ისურვე ჩემო ძვირფასო. გაიღიმა და თვალები ეშმაკურად აუციმციმდა.არ გაბრაზებულა ლიზა ,თითქოს მოეწონა კიდეც თამაშში აყოლილი ლევანი და სიტყუაცია მაგრამ მალევე დაუბრუნდა რეალობას
-იცით ყვავილებზე უნდა მეკითხა
-ბატონმა ლევანმა არ იზრუნა ყვავილებზე ? დამცინავი სახით შემოუბრუნდა და იმით დაბნეულმა ორგანიზატორმა რომ მის წინ პირველად იჯდა მომავალი პატარძალი ,რომლისთვისაც სულ ერთი იყო მისი ქორწილი უხერხულად გაიღიმა.
-იასამნები.მოკლედ მოუჭრა .თვითონაც არ იცოდა რატომ თქვა თავის საყვარელი ყვავილების სახელი ,მაინც ხომ ჩართვა გამოუვიდა ქორწილოს სამზადისსში ,მაგრამ იმის გამო რომ ყოველთვის ყველაფერი იდიალური უყვარდა და ისე როგორც მის ახირებებს შეეფერებოდა ამოარჩია,მერე სწრაფად დაიწყნარა თავი ,რომ მხოლოდ იმიტომ გაკეთა ვინმეს არ ეთქვა რა « ბანძი » იყოვო და საკუთარი თაავისთვის გასამართლებლად წარმოთქმულ ფიქრზე ისევ გაბრაზდა რომ უკვე ქორწილზე ფიქრობდა იმის მაგივრად რომ კიდევ რამე მოეფიქრებინა თავის გადასარჩენად.
-იცით ,იასამნები ძალიან კარგია ,მაგრამ მარტში არც ისეთი ადვილი საშოვნელია ლამაზი იასამნები ,ჯერ ეხლა იწყებენ გაყვავებას.ფასზე აღარაფერი უთქვამს ძვირიაო რადგან იცოდა ყველაზე ნაკლებად სანერვიულო ფული იყო.
-ხო და არ ინერვიულოთ ,ბატონი ლევანი იზრუნება და დააჩქარებს რომ გაყვავდნენ. არა საყვვარელო ? ტუჩები მოპრუწა ხელი ცივად გამაცურა მისი მუჭიდან და ქალს გამოემშვიდობა ,მომღიმარი უყურებდა ლევანი როგორ ამაყად გაავიდა ტანის რხევით და თავმომწონედ თითქოს ის არ დასეირნობდა , თვალი გააყოლა ლალიმ რომელმაც სათვალეც კი ჩამოიწია ,რომ კარგად დაენახა მართლა ფეხშიშველი იყო თუ ეჩვენებოდა
-ოჰ ,ეს ქალები ,უხერხულად გაიღიმა ლევანმა .
-მე მაინც ვარდებს გირჩევდით
-იყოს იასამნები,სადმე იპოვნით. მოკლედ მოუჭრა მამაკაცმა რაც იმის ნიშანი იყო რომ ტყავში უნდა გამძვრალიყო და იასამნები ეპოვა ნ რაოდენობით.
-ჯვრისწერა სად გნებავთ ?
-ჯვრისწერა არ იქნება. უფრო მეტად არ უნდოდა სიტყუაცის გამწვავება და არც გულით უნდოდა მთელი ცხოვრება ჯვარდაწერილი ყოფნა იმ გადარეულზე.
-ხელისმოწერა მხოლოდ ?
-კი მაგრამ ,ერთი პრობლემაა ,არ მჭირდება ზედმეტი ცერემონიები და ხალხმრავლობა , დაწმუნებული ვარ ლიზაც ამ აზრზეა ამიტომ მინდა რომ აქ მოვაწეროთ ხელი მხოლოდ მე ლიზაა და ხელისმომკიდეები..ქალმა თვალები დააჭყიტა პირველად ესმოდა ასეთი უცნაურობა -ხო კოდე რესტორანში ის ცალკე გამოყოფილი მაგიდაც არ მინდა ,არ ვიცი რა ქვია ,ხომ ხვდებით რაზეც ვამბობ.ლვანი მიხვდა როგორ გაუფართოვდა თვალები ორგანიზატორს და საკონტროლო გასროლა ის აღმოჩნდა როცა თქვა არანაირი ვიდეო და ფოტოვო.
-კი მაგრამ ეს რაღა ქორწილია ? ვეღარ მოითმინა ლალიმ
-არის არის .გაუღიმა ლევანმა და წამოდგა,ქალს ზრდილობიანად გამოემშვიდობა და რესტორანიდატოვა.ფეები უკან რჩებოდა იმის მოლოდინში რომ ქორწილის გადმოტანით გაღიზიანებული ჯოჯოხეთს დაახვედრებდა ,მაგრამ კარი მაინც შეაღო.სავარძელში ფეხიფეხზე გადადებული იჯდა და აშკარად ელოდებოდა ლევანს.
-შეგიძლია ამიხსნაა რატომ დასეირნობ ამხელა სასტუმროში ფეხშიშველი ? არ ვიცი გახსოვს თუ არა მაგრამ აქ თითქმის ყველა გიცნობს და ..
-და რა იყო გარცხვენ ?
-მე არა შენს თავს.
-ჯერ სად ხარ,არა გულწრფელად მითხარი მართლა იმედი გაქვს რომ ბესნიერი სახით ჩავიცმევ იმ წყეულ კაბას და ხელმკალვით გამოგყვები ?
-თუ გინდა ხელი ჩავკიდოთ,ხელმკლავი თუ არ მოგწონს .დამცინავი ღიმილი აიკრა სახეზე და თვალი ჩაუკრა.
-შენ მართლა ავადმყოფი ხარ არა ?
-გააჩნია ავადმყოფში რას გულისხმობ ? ჯანმრთელობას არ ვუჩივი
-არაა ტვინში რომ ვერ გაქვს რაღაც მაგას ვამბობ
-შეიძლება ,მაგრამ მაგას შენ როგორ მეუბნები ? წინ ჩამოუჯდა -შენ ,ანგრევ,ამტვრევ კივიხარ,იპარები ,სიყვარული და მეგობრებიც კი ვერ აირჩიე წესიერად ,საუბარი არ იცი , უტაქტო ხარ ,მაკას წყენინება თუ მოახერხე აი უნდა მიხვდე რო ძაან ძაან დაბლა ხარ.მაკას ხსენებაზე გული უხერხულად შეეკუმშა ,ერთიანად წაუხდა ისედაც წამხდარი ხასიათი.არასდროს ყოფლა უცხოებთან ასეთი,კი ხანდახან რომ გაგიჟდებოდა დედაც კი აუტირებია ,მაგრამ მაკა რომწლიც მის დაკრულზე ცეკვავდა ნამდვილლად არ იმსახურებდა,თავის გამართლება სცადა რომ მის შვილზე გაბრაზებულს დედაზე გადაქონდა აგრესია ,მაგრამ გული ვერ დაიმშვიდა.სოფო ყოველთვის არიგებდა ,რომ შეიძლება ყოფილიხო განებივრებული ,მაგრამ თავხედი არა,თუმცა როცა კონტროლს კარგავდა ენასაც ვერ იმორჩილებდა დასხეულს.ამის გამო სანამ პატარა იყო დღის განმავლობაში რამდენჯერ უწევდა უფროსებისთვის მობოდიშება ღმერთმა იცის.
-შენი ბრალია ,შენ მაიძულებ ცუდად მოვიქცე.
-ჩემი ბრალი არაა,რომ თავხედი გაგზარდეს,მარტო კი არ გაგანებივრეს ,გაგრყვნეს და ტუტუც გოგოდ ჩამოყალიბდი.
-მერე რათ გინდა ტუტუცი გოგო
-უკვე გითხარი რომ არ მინდა და მემილიონედ მამეორებინებ,მე კი არაა შენ უნდა გინდოდეს ჩემთან,მაგრამ შენი ოჯახი იქამდე გიყვარდა სანამ გეფერებოდნენ,როცა პირველად გნახე ,გამიკვირდა მაგრამ ვაღიარე რომ ერთადერთი იყავი იმ ოჯახში ვისაც სუფთა გული შეიძლება ქონოდა თუმცა ამირანის შვილი ხარ სხვანაირი ვერ იქნებოდი .არ დაიშურა ცინიზმი
-მაგ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ ,შენ ნიკოლოზის შვილი ხარ და ,როგორ ხარ ასეთი ნგავი ? არც ლიზამ დააკლო და ლევანის ყველა სიტყვა გულს უსერავდა .
-მე,მე უბრალოდ ესეთი დავიბადე ,თუმცა ცდა არ დაამაკლეს ჩემმა მშობლებმა ,მაგრამ შენ ? არც კი სცადეს შენებმა .შენზე აულ რაღაც 10 წლით დიდი ვარ და ახლა რომ ვფიქრობ შენს ასაკში,ასეთი ღვარძლიანი არ ვიყავი როგორც შენ.
-და შენ რა იცი როგორი ვარ ? თითქოს ჟინი მოედო სხეულში რომ მამაკაცი მის პიროვნებას აკნინებდა და უნდოდა დაემტკიცებინა რომ ცდებოდა.შეიძლება განებივრებული იყო ,მაგრამ მასაც ქონდა თავისი პატარა გარსი რომლის იქითაც ზუსტად ის ლიზა იყო,რომელსაც მისი ოჯახი კარგად იცნობდა.ეს კაცი მხოლოდ ბოღმით და ტკივილით გასიებულ გოგოს ხედავდა და სიამოვნებით დაუმტკიცებდა რა უსამართლოდ უწოდებდა ამ სიტყვებს ,მაგრამ თავი ხელში აიყვანა. »უცხო « ერთი სიტყვა უტრიალებდა თავში.უცხო იყო ეს კაცი და უცხოები გამუდმებით ცუდ ლიზას ხედავდნენ გაცნობისთანავე. »შენი გაცნობა და შეყვარება წარმოუდგენელია,მაგრამ თუ ეს მოხდა ვერავინ გადაგიყვარებსო » სოფოს სიტყვები ჩაესმოდა ყურში »ნეტა დათომაც ვერ გამიცნო და შემიყვარა ? » საკუთარ თავს კითხვა დაუსვა და მოიქუფრა.მის შუბლზე თითქოს ღრუბლები გამოჩნდნენ და სადაც იყო ცრემლებით გაწვიმდებოდა ,დაავიწყდა კიდეც რაზე საუბრობდნენ თუმცა გაჩუმება ახლა ლევანის სიმართლის დამტკიცებას ნიშნავდა » .რატომ უნდა ვანახო კაცს ,ჩემი შინაგანი სამყარო ,რომელსაც ჩემი სხეულიც კი ფეხებზე კი*ია «
-უცნაურად ჩაფიქრდი .გაეცინა ლევანს
-გაგიკვირდება და ფიქრიც შემიძლია.
-ანუ მთლად უსულო ნახატს არ გავხარ არა ? დათოს სიტყვები გაახსენდა ლევანს.
-არა,ნახატები არიან ჩემი სულები.
-იმედია ერთ დღეს დამდებ პატივს და გამაცნობ შენს ნამუშევრებს
-არამარტო ,შემიძლია ჩემი მუზაც გაგხადო და მთელი სერია გავაკეთო შენი ნახატების ,როგორ იწვები ჯოჯოხეთში. სიცილი ვერ შეიკავა მამაკაცმა ,როგორ სწრაფად გადაიქცა ისევ თავქარიან გოგოდ სულ 2 წამის წინ დიდი ქალივით ჩაფიქრებული გოგო.
-დაველოდები მაგ სერიას .თვალი ჩაუკრა და მის დაკუჭულ ზედას თვალი შეავლო.-როდემდე აპირებ ერთიდაიგივე ტანსაცმლით სიარულს ?
-ხომ არ გაგახსენო რა სიამოვნებით დაწვი ჩემი ტანსაცმელი ?
-ხო და თუ კარგად მახსოვს ბარათიც მოგეცი .
-რა გულუხვი ხარ .
-წამით დაფიქრდი აბა ? არ გირჩევნია მოეშვა და უაზროდ არ იფართხალო უწყლოდ დარჩენილი თევზივით ? რომელსაც არავინ დააბრუნებს წყალში და..
-ხმელეთზეც მოკვდება ? შენი მეთოდებია ? მე წინ გადამიდექით ?მოგკლავთ !! ერთმა დამიშავეთ რამე ? ყველას მოგკლავთ ! ცოლად არ გამომყვები ? მოგკლავ ! ამას არ გააკეთებ მოგკლავ ! ხმა დაიბოხა ლიზამ და ცდილობდა ლაპარაკის მანერაში მიებაძა.-ერთ დღეს გაიღვიძებ და მიხვდები ,რომ არაფერი არ გაგაჩნია შენი ძალაუფლების ,არაკაცული ხასიათის და ბოღმის გარდა. ყველაფერს ფულით და შიშით ვერ იყიდი და მიხვდები თურმე სწორად ,რომ გეგონა ცხოვრობდი , ნაბი*ვარივით გიცხოვრია.ზიზღით გამოცრა ბოლო სიტყვები კბილებში და წამოდგა.
-სად მიდიხარ ? გაოგნებული იჯდა ლევანი და სახეში მიხლილ სიმწარეს ჯერ კიდევ ხარშაავდა.
-ხომ მითხარი ,რომ ფართხალს მოვეშვა ? ხო და წაავალ დადებითს დავინახავ შენს სიმდიდრეში შარვლის უკანა ჯიბიდან ლევანის საბანკო ბარათი ამოაძვრინა და ჰაერში შეათამაშა. -დაბრუნებას ვაპირებდი ,მაგრამ ვფიქრობ მისი ნოლზე დაყვანა უფრო მომფხანს გულს.
-ორი ცხოვრება დაგჭირდება მის ნულზე დასაყვანად.
-და მთელი შენი ცხოვრება გადის იმაში რომ ეს ბარათი სავსე იყოს. იცი რა ჩემო ლევან მის სავარძელს ხელებით დაეყრდნო და გადაიხარა ,პირველად შეხვდა ასე ახლოს პირისპირ მისი შავი თვალი ,უცნაურად მწვანე ფერ თვალებს და გაუღიმა -შენნაირ კაცებს,პატივს არავინ სცემს და თუ გარშემო ამდენი ხალხი გახვევია ,აი ის ხალხი ყველა შენს სურვილს ,რომ ბედნიერი სახით ასრულებენ ,აი ამის დამსახურებაა ხელში ისევ ბარათი შეათამაშა -და არა იმის რომ ,ადამიანი ხარ. იმით რითიც შენ ამაყობ ,სინამდვილეში ერთი დიდი დამპლობაა.ნუ მოიწყენ ,გაიღიმე მხარზე ხელი მეგობრულად დაკრა-შენ ხომ ბედნიერი ხარ ყველაფერი გაქვს ცხოვრებაში,სულ გამარჯვებული და მუდამ მაგარი ტიპიხარ.ისე გაუღიმა ტუჩები არ მოუშორებია ერთმანეთისთვის ,კმაყოფილმა წამოავლო ხელი თავის ფეხსაცმელს და კარში ტყაპუნით გავიდა.
-ამას რა შჭირს ? როდის აქეთ გადის შენგან ასეთი კმაყოფილი ? გიგიმ შემოაღო კარი და გაოგნებულ ლევანს თვალი შეავლო -გასაგებია.
-როგორ ხარ ? უხალისოდ მოიკითხაა მეგობარი
-რავიცი მოგაკითხე ,ვიფიქრე ხომ არ დახოცეს ერთმანეთითქო.
-არც არაფერი გვიკლია.
-ამიხსენი ერთი რა ს**ობა ქენი გოთუასთან ? რითი ვერ შეიგნე რომ ცემით დაშინებით და იარაღის თავზე მიდებიიტ არ წყდება ყველაფერი.
-გეხვეწები არ დამიწყო რა. ხელი აუქნია შემეშვიო.
-რა არ დაგიწყო შე გამო***ბულო ? მიუვარდნენ იმ კაცსდა..ჰმ რა მიკვირს შენგან ხალხს თავად უვარდები სახლებში და რესტორანში რომ მიუვარდნენ შენები ეგ გამიკვირდა ? თავი ვინ გგონია პატიოსნად ნაშენებს მუქარით რომ ართმევ ,ერთხელ გამოგიჩნდება შენი ჭკუის და მიგასხმევინებს მაგ ტვინს
-გამომიჩნდა მგონი .
-თუ აზრზე არ მოხვალ და ისევ შენებურად დაიწყებ ყველაფრის კეთებას და ორივემ ვიცით როგორ მოხვედი აქამდე tu es dans la merd .
-ვა ბიჭო ცხოვრებაში ესე არაფერი მინანია უეცრად ფეხზე წამოდგა ლევანი და სახეზე ხელები მოისვა.
-გგფრთხილებდი
-მერე რატო ხელები და ფეხები არ მომამტვრიე იქ რომ მივდიოდი ?
-მკითხე ?
-ვყოფილიყავი აქ ჩემთვის და უბრალოდ ამირანი რო მომეკლა..
-გვიანია .ჯერ რომ აკეთებ და მერე ფიქრობ
-და შენ არ იცი გუშინ რა ვქენი .ახლა დივანზე ჩამოჯდა ნერვიულად. და მოკლედ მოუყვა.
-კაი ტო ,მართლა ფული აიღო ? აი საღოლ ბიჭიი.
-იქნებ ,იქნებ ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა ?
-ვერ გავიგე ,ეხლა რამე სი*ობა არ მოხიო.
-იქნებ ფული აიღო და მერე ერთად აპირებენ გაქცევას მაგ ფულით.
-მემგონი ბევრ სერიალს უყურებ.
-აბა რატო იყო დღეს ეს ესეთი მშვიდი ? შენ წარმოიდგინე არც კი უკივლია რომ უთხრეს კაბას სახლში მოგიტანენო..
-ისტერიკას აწყობს და ჩხუბობ რატოვო ,წყნარია და ეჩხუბები რატოვო მეტი რა ქნას ? დაიღალა ალბათ და დაწყნარდა რა.
-ერთ ღამეში ? ჯერ კიდე გუშინ მაკასაც მიწასთან ასწორებდა. დღეს კიდე ჩემი ბარათით საშოპინგოდ მიდის ? რაღაც ვერაა რიგზე.
-რაც შეხებაა მაკასთან მის დამოკიდებულებას შენ ხარ დამნაშავე .შენ აიძულებ დედაშენს რომ სულ აკონტროლოს და აღიზიანებს. ამხელა იყო რომ გავიცანი ხელით ანიშნა გიგიმ -დამიჯერე გადარეულია ,მხიარული ,ამაყი და კი თავს დაბადებიდან დედოფალს უწოდებს,მაგრამ მაზე წმინდას არავის ვიცნობ .ნუ ანას მერე .ჩაამატა ბოლოს და გაეცინა.
-მითხარი ,შენც ფიქრობ რომ პატივს მხოლოდ შიშის გამო მცემენ და ჩემნაირი კაცები სინამდვილეში ნა***ვრები არიან ?
-სარკეში ჩაიხედე და მიხვდები ლევან ,როგორც შენ იქცევი არაა ეგ მთლად კაცურიც .ერთი რომ დაგარტყამსს და შენ ათს ურტყამ და მერე კიდე რომ მიდიხარ და წინაპრებიან მომავლიანად გინდა ყველაა გააქრო შენთვითონვე თქვი რა არი ?
-ანუ ვინ ვარ მე ? რიტორიკული კითხვა დასვა
-ლევანი ხარ შენ ,ლევანი და გოთუას შეეშვი ან წესიერად ებაზრე ჯერ ამირანის ამბავი არ მიწყნარებულა და თვალში ცუდად ნუ გაეკვეხები ყველას თორე მარტო შენი მთავრობაა ვერ დაგაფარებს ხელს. ჭკუით იცოდე.დამრიგებლური ტონით უთხრა .არც კი შეუნიშნავს როგორ წავიდა გიგი ისევ ერთ ადგილას იჯდა და იმაზე ფიქრობდა რომ ჯერ კიდევ გუშინ ყველაზე თავდაჯერებული კაცი იყო და ეამაყებოდა კიდეც თავის თავი ,დღეს კიდე ეჭვი უღრღნიდა გულს ,ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს , ცხოვრებასთან გამოცდას აბარებდა და ამ გამოცდაში იჭრებოდა. ..

მოკლედ დავუბრუნდი ,ჩემს სახლს და კერას ბრიუსელში და აი დღეს უნდა მაპატიოთ ეს პატარა თავი ,რადგან ისეთი დაღლილი ვარ ჩემოდნებიც კი არ ამომილაგებია და თანაც ჩემმა მეუღლემ გამომიცხადა ,რომ გადავდივართ და ჩემი ახალი სახლი მზადაააა ) ხო და უახლოესი ერთი კვირა მემგონი საგიჟეთი მექნება .ვეცდები არ დაგაღალატოთ და მაინც მოვახერხოწერა.რაც შეეხება იმას რომ ბევრმა მისაყვედურა ,რომ არ ვწერ ნამდვილ და წრფელ აიყვარულზე და რომ თურმე სხვების იატორიები უნდა ვიკითხო და ვისწავლო. მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს. მე ვარ მე და ვერ დავწერ იმაზე რისიც არ მწამს ,არ მჯერა დაარგამომიცდია.მე ვწერ ისე როგორც მეწერინება ,ვერავინ შემედავება რომ მე თუ ისეთი სიყვარულის არ მწამს ესეიგი არ მიყვარს. მიყვარს და ვერც ვერავინ დამიმტკიცებს ,რომ ჩემს ქმარს არ ვუყვარ. ვიცოდი რომ ეს მოთხრობა გადამიყოლებდა !!! ვიღაცამ დამიწერა რატომ გყავს ყველგან ასეთი ცივი მამაკაცები გმირებადო , ალბათ მიხვდებით ვისი პროტოტიპები არიან ჩემი გმირები,თუმცა წინა ორი მოთხრობის შემდეგ გავბედე და რაღაცით მივამსგავსე ლიზა ჩემს თავს .არის დეტალები რისი გამოგონებაც საერთოდ არ მჭირდება ამ ისტორიაში დანარჩენზე ნამდვილად ბევრი ფანტაზიის დახარჯვა მჭირდება და არ ვიცი რა გამოდის,არავის გრძნობებს არ ვაყენწბ შეურაწყოფას ,ვიღაცას პლატონური ,ვიღაცას რიმანტიკული და ვიღაცას ასეთი ჩემებური სიყვარული და მასზე შექმნილი ისტორია მოწონს ,მაგრამ ნუ დამიწყებთ იმის მტკიცებას რომ ამ ორ გმირს არ შეუძლია შეუყვარდეთ გულწრფელად ყოველგვარი « ჩემო ბედნიერებავ »-ს თქმის გარეშე ,რადგან ვიცი ,ვიცი რომ შეიძლება.ცოტახანს ვინანე როცა უარყოფით კომენტარებს მოვკარი თვალი ,მაგრამ მერე მივხვდი რომ თავიდან ყველა ჩემს ნაბიჯს ვნანობდი და დღე ყველაზე ბედნიერი გოგო ვარ . და როგორც ჩემი ქმარი მეტყოდა თუ გაჩერდები ,სამუდამოდ გაჩერდი თუ არა და წინ იარეო !! ხო და არ გავჩერდები მხოლოდ იმიტომ რომ ამდენი ხართ უკვე ,რომ უამრავ თბილ და გემრიელ სიტყვას მეუბნებით ,რომ ყოველ თქვენს სიტყვაზე სახეზე ღიმილი მადგება და სტიმულს მაძლევთ რომ ვწერო ,გავიზარდო და … მოკლედ ძალიან ძალიან მიყვარხართ უკვე და ადრ თუ დავწერდი ვწერდი მხოლოდ ფურცელზე და მერე ბუხარში ვწვავდი ჩემს ნაწერს ახლა უბრალოდ უფლებაა არ მაქვს რომ ფურცელზე ვწერო ,იმიტომ რომ აქ თქვენ მელოდებით და მეგულებით.
( არ ვაფერისტობ)იმიტომ რომ პატარა თავი გამომივიდა და რომ მოფთაფლოდ მაგიტომ კი არ გეფერებით :დ არ ვიკადრებ მე მაგას ,მარა მაინც ხო საყვარლად დაგიწერეთ და ხომ მაპატიებთ პატარა თავს ?
შემდეგ თავს დიდს დავდებ გპირდებით და მოვემზადოთ ქორწილისთვის : ))))



№1  offline წევრი Camomilla

სწორედ იმიტომ მომწონს შენი ისტორიები რომ სხვებს არ ბაძავ ამიტომ ნუ მიაქცევს სხვის კომენტარებს ყურადღებას ❤

 


№2 სტუმარი Guest ანჩო

სხვები არვიცი მარა მე ასეთი სიყვარულიც მომწონს და ისეთიც ^^ ეს ისტორია და შენი სხვა ისტორიაც განსხვავებულია ყველა იმ ისტორიისგან რომელიც აქ წამიკითხავს და მინდა გითხრა, რომ უკვე შემიყვარდი <333 მოუთმენლად ველი ქორწილს (განსაკუთრებით ლიზას თვითმკვლელობის მცდელობას, იმიტომ რო ბოროტი გოგო ვარ და მიყვარს ეგეთი რაღაცეები), პატარაა მარა დავკმაყოფილდი ^^ სიმართლე გითხრა "მომვლელთან" შედარებით ეს ბევრად დახვეწილია და უკეთ დაწერილი <33 სულ ყველა რო გაკრიტიკებდეს მარტო ჩემთვის ღირს წერა იმიტომ რო ამ მოთხრობის უდიდესი ფანი ვარ ^^ სიყვარულით მე <3

 


№3  offline მოდერი Maiaabuladze

აუუ მე ეგ შენი ცივი მამაკაცები მომწონს ❤
ნუ აქცევ რა ეგეთ კომენტარება ყურადღებას ❤ ისინი უფრო მეტნი ვართ ვისაც მოგვწონს და გვიყვარხარ ამ შენი წერის სტილით ❤

 


№4 სტუმარი Guest დადუ

შენ ყველაზე ძლიერი გოგო ხარ და არ გჭირდება ვინმეს მიბაძო. პირიქით უფრო სასიამოვნოა რაღაც განსხვავებული. გააგრძელე ისე როგორც შენი მუზა გკარნახობს.

 


№5  offline წევრი ნინია ნოზაძე

უბრალოდ გვიჟდები შენზე

 


№6 სტუმარი BACK

dzalian magari istoriaa

 


№7 სტუმარი manana

საოცარი ისტორიაა, ვგიჟდები ემოციებზე, რომლებიც ჩვენამდე მოგაქვს, სიყვარულიც ინდივიდუალურია, ყველას თავისებურად უყვარს . წერე , ისე როგორც საჭიროდ თვლი, მკითხველიც ინდვიდუალურია, ამიტომ ზოგს მოეწონება, ზოგს არა. მოუთმენლად ველი შემდეგ თავს, წარმატებები...

 


№8  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ზუსტად რომ განსხვავებულია და სხვას არა გავს, ამიტომაც დავიწყე კითხვა. არ შეწყვიტო წერა, თან უფრო და უფრო იხვეწები.
რაც შეეხება სიყვარულს, რამდენნაირი ხასიათის ადამოანიც არსებობს, იმდენნაირი გამოხატულება აქვს სიყვარულს. ასე, რომ შენ როგორც გსურს ისე წერე, წარმატებებს გისურვებ <3

 


№9  offline წევრი dzadzamia25

როგორ მომწონს❤️
წარმატებები

 


№10  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ამ ისტორიას იმიტომ ვკითხულობ რომ ასეთია, განსხვავებული რომ ყოფილიყო შეიძლება არც წამეკითხა...
იმდენად პუნქტუალურად დებ ახალ თავს რომ ეს პატარა თავი გეპატიება... აბა შენ იცო წარმატებები და ახალი თავით მალე დაგვიბრუნდი...

 


№11  offline წევრი mia15

Dzalian kargi istoria,momwons da gaagrdzele.velodebi shemdeg tavs.

 


№12  offline წევრი niino

მოკლედ გეტყვი ჩემო კარგოო....შენ ხარ შენ! ვისაც არმოსწონს ნუ კითხულობს..ყველანაირად მომწონს ეს ორი ჯიუტი თხა..მათი განსხვავებული ხედვა ცხოვრებისადმი,ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ორი ადამიანი,ამავე დროს ერთმანეთთან რაღაცნაირად დაკავშირებული ორი სული..ამ ისტორიას გამოვარჩევდი შენი ისტორიებიდან..მომწონს როგორწ წერ და აღწერ...მოკლე კი არა დიდი სიტყვა გამომივიდააა:)გააგრძელე,შენსას მიყევი..გელოდებიით მოუთმენლად..წარმატებებიი

 


№13  offline წევრი M-morieli

ახლა წავიკითხე ყველა თავი ერთად და უმაგრესი ისტორიაა . მართლა ძაან მაგარია. და გეთანხმები ნებისმიერი ხასიათის ადამიანს შეუძლია სიყვარული ასერომ არ შეწყვიტო ისტორიის წერა და არავის არ მიაქციო ყურადღება <3

 


№14  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ერთს გეტყვი. სიყვარულს ყველა ერთნაირად ვერ გადმოსცემს. ყველა განსხვავებულად აღიქვამს ამ გრძნობას და გამომჟღავნების სხვა და სხვა მეთოდები აქვს. ასე რომ გააგრძელე რასაც წერ და როგორც წერ. ბევრის გულთან მივა ეს მოთხრობა. ბევრთან არ მივა. ზოგი თავის თავს მიამსგავსებს პერსონაჟებს. ზოგი არ მიამსგავსებს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ უნდა შეწყვიტო ან არ მოგეწონოს და მიაფუჩეჩო. წერ და გსიამოვნებს ხო. ისიამოვნე ბოლომდე. ეხლა ცოტა მკითხველი ყავს? არაუშავს. მალე ბევრი ეყოლება. გავა დრო და შეიძლება ეს ისტორია არავის დაავიწყდეს. უფრო მოთხოვნადი გახდეს. ვისაც არ მოსწონს გვერდი აუაროს ან თვალები დახუჭოს. ვისაც მოსწონს სიამოვნებით კითხულობს. რეალურია თუ არა ამას არ აქვს მნიშვნელობა. ყველა იმას წერს რაც მოსწონს. მიმსგავსებული ისტორიები ნაკლებად საინტერესოა და წაკითხვითაც არავინ იწუხებს თავს. განსხვავებული ყოველთვის საინტერესოა. ველი შემდეგ თავს ;)

 


№15 სტუმარი Guest lile-eli

არ ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ჩემი აზრი, მაგრამ გეტყვი რომ ამ ისტორიის ხიბლი სწორედ განსხვავებულობაა! დიდი სურვილი მაქვს ისე წერო როგორც შენი მუზა გკარნახობს, წარმატებებს გისურვებ

 


№16 სტუმარი tamari

მესამედ ვდებ კომენტარს,დიდი ხანი არ არის რაც ეს საიტი აღმოვაჩინე და ვკითხულობ ყველას ნაწარმოებს შეძლებისდაგვარად.მაგრამ მინდა იცოდე ნადვილად კარგი ნაწარმოებია.კრიტიკა იმისაა უნდა მიიღო თუნაც მწარე იყოს.ეს შენ სტიმულს მოგცემს რომ უნდა ბევრი წერო და წინ წახვიდე.რაც შეეხება შენს გმირებს ნამდვილად კარგები არინ (დემნა არ დამიჩაგრო),ემოციებიც,გრძნობებიც და საერთოდ ყველაფერი თავის ადგილზე გაქვს.ხალხნო ნუ შეუტევთ, ამ ადამიანის ისტორიებს პრიზს ხომ არ ვუწესებთ).გინდათ წაიკითხეთ, არ გინდათ... (ვისაც გვჯერა გაგვატარეთ)... P.S კარგი ხარ (მიუხედავათ ყველაფრისა არც ვიცი ვი ხარ), გააგრძელე გულით გელოდები და კიდევ დემნაზე ცოტა ბევრი რამ მჯერა რომ (ცოტა რტული და ამავედროს კარგი)პიროვნებაა

 


№17 სტუმარი Guest გვანცა

აი შენ ძაან მაგარი გოგო ხარ და ამის წერა არ შეწყვიტო იცოდე ყველაფერი დროულია ყველა გრძნობა ამ მოთხრობაშიი და წინებშიც სიმართლე რომ გითხრა ჯერ 15 წლის ვარ და მეც მიყვარს ისტორიების მოგონება მაგრამ ჯერ არ გამომიქვეყნებია.... ყველა ზუსტად ასეთია მიყვარს როცა სიცივეს ბოლოს დიდი სიყვარული ახლავს .... ცოტა არეულად დავწერე მაგრამ ალბათ მიმხვედრი მიხვდება;)))

 


№18  offline წევრი crete20

აუუუ ერთი კვირა რა გაძლებს?! სწრაპად დალაგდი და ახლა თავს ველოდები!!

როგორც ყოველთვის შესანიშნავი თავი იყო!!

 


№19  offline წევრი თუთა პირველი

აი არ მინდა რომ დამავრდეს, არ მყოფნის რამდენიც არ უნდა წავიკითხო ხოოდა დიდიი, უდიდესი თავი დადე რა, რომ მეყოს :DDDDD

 


№20  offline წევრი Kiki )))

ვაიმეე დედაა რაღა მამკლავს ეხლა ვგიჟდები, მეკეტება აი ვაფანატებ ან ისტორიაზე . უბრალოდ არვიცი რაგითხრაა სასწაული ხარ .პირველი თავიდანვე გადავირიე და ყოველ თავზე უფრო და უფრო ვგიჟდები. (არა მე კიდე გაგიჟება მინდა?) ხოოდაა რასვამბობდი ესეგი ვგიჟდები შენზე. ამ ისტორიამ იმდენად შემაყვარა თავი რომ ჩემი თავიც არმიყვარს ეგრე . ჩემოო უსაყვარლესო სასწაულიი იყოოო ეს თავიიი უნიჭიერესიიი ხარ
უსაყვარლესიი უზომოდ თბილიი ტკბილი ისეე ჩავიკითხეეე ბოლომდეე მგონიი არც კი ამომისუნთქია (ეხლა ამოვისუნთქე ერთიანად და მივხვდი) მოკლედ მე და ჩემი იუმოთხი... ხო ხო ესეგიი მართლა ძალიან კარგიაა მაგრამ ეს თავები არ მყოფნის მე და რა გავაკეთოო ველოდები შემდეგ თავს ჩემო შოკოლადკა

 


№21 სტუმარი ტატუკა

საოცარი გოგო ხარ! ჩემი ქმარიც დაახლოებით ასეთი ტიპია არ შეუძლია ემოციის გამოხატვა.სინამდვილეში როგორია მხოლოდ მე ვიცი.შენი ისტორიები ომიტომ მომწონს რომ არ წერ ისე როგორც სხვები. და შენი ისტორიები არ გავს სხვებს.ასე გააგძელე უმაგრესი ისტორიაა ვგიჟდები ისე მიყვარს .მომვლელს მოუთმენლად ველოდი დასაწყისიდან დასასრულამდე.ასე ვარ ამაზეც შენი ერთგული მკითხველი ვარ და უდიდეს წარმატებას და ბედნიერებას გისურვებ.ველოდები შემდეგ თავს ♡♡♡♡♡♡

 


№22  offline წევრი თასკო

არ არსებობს ამ საიტზე შენზე უკეთესი

ყველა თავი ემოციებით მავსებს და ერთი სული მაქვს როდის შეუყვარდებათ ერთმანეთი

 


№23 სტუმარი Guest elenka

Dghes dadeb?? Tu martla erti kvira mogviwevs lodini ???

 


№24 სტუმარი Guest მარი

ძალიან მომწონს ეს ისტორია.მომვლელიც ძალიან მაგარი იყოოო. მალ მალე დადე რააა. მოუთმენლად ველოდები ახალ თავს. , კარგი ხარ შენ და კარგადაც წერ.

 


№25  offline აქტიური მკითხველი terooo

ახალ სახლობას მომავალ თავში მოგილოცავთ... ახლაც გილოცავ და მეორედაც.
მომწონს მე შენი წერის სტილი, სხვა ხარ...
რამდენი ადამიანი იც არის, იმდენი განსხვავებული აზრია...
წერე ისე როგორც შენ მიგაჩნია სწორად

 


№26  offline აქტიური მკითხველი uchveulo

dzalian dzalian magari xar shen ... zogadad me momwons aseti uxeshi tipebi da arc platonuri siyvarulis mjera amitom vapren shens istoriebzee ... usazgvrod did warmatebebs gisurveeb ❤️❤️❤️

 


№27 სტუმარი ბასილისა..

უბრალოდ რითი გაგამხნევებ იციი ? ჯერ შეხედე შენი ისტორიების ლაიქებს :დდდ და მერეე იმ ვიგაც სხვა მწერლებისას ვისაც გადარებენ :დდდ ან კიდე შენს ისტორიებს არარეალურად ბევრი ნახვაა აქვს.. კაროჩე რაა ისე იზიდავ მკითხველს, როგორც თაფლი ფუტკარს :)) მიყვარხარრ მე შენ <3 მიხარიხარრ ! წარმატება ცხოვრებაში და ბედნიერება შენს ახალ სახლში და პატარა ოჯახში kissing_heart kissing_heart kissing_heart აიი ოღონდ მართლა ერთი კვირაა უნდა დაგვტოვო :დდ არაა რაა :დ ვერ გავძლებ :დ

 


№28 სტუმარი girl

sauketeso wyvilia levani da liza, yovel dge debdi axal tavs da dges ar dadeb ?

 


№29 სტუმარი ana

მალე დადე რა <3 <3 ძალილან კარგია <3

 


№30 სტუმარი Guest ლამაზთვალება

აუ დადებ დღეს? მოვკვდი ლოდინით ❤❤ შენც საუკეთესო ხარ როგორც ეს ისტორია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent