შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვების გამო?..(24)


15-06-2017, 16:29
ავტორი lile-eli
ნანახია 2 838

-ვინ ხარ?
-რუხი.
-რა გინდა?
-შენ!

24.

-ვინ არა, რა გინდა?
ხმაში სიბრაზე მეტყობა და ეღიმება..
-თუ ფიქრობთ, რომ თქვენზე ინფორმაცია მივეცით პოლიციას, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, მხოლოდ ის ნაწილი მივეცით რაც მხოლოდ ჩვენ დაგვეხმარება.
საუბარში ერევა დავითი, რაც რუხზე კარგად მოქმედებს:


-ძალიან კარგი, მაშინ ლილეზე ვისაუბრებ.. მე მინდა შენი სილამაზე და შესაძლებლობები.
-კონკრეტულად!
გვრძნობ გვერდზე მდგარი დიტო იძაბება, ალბათ ჩემს ხმაზე და ტონზე, თან ცდილობს ხელი გააშვებინოს ორ მეტრიან კაცს და მანიშნოს რაღაც, ალბათ საუბრის შეწყვეტა.. როგორ მაინტერესებს ვინ არის და რაუნდა?... ისიც საუბარს იწყებს:
-შენ ძლიერი და ჭკივიანი ქალი ხარ! რაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მოხდა, ყველაფერში ერთი ნაბიჯით წინ იყავი და მე ეს ძალიან მომწონს! მინდა ეს შესაძლებლობა ჩემს საქმეებში გამოვიყენოთ.
სიმწრით მეღიმება, რადგანუკვე ვხვდები ვინ შეიძლება იყოს, ეს კაცი და დიტოს რეაქციაც გასაგები ხდება..
-გადაწყვეტილებებს მხოლოდ მე არ ვიღებ, ამისათვის საკმაოდ ბევრი ხალხი ჰყავთ ლომიძეებს.
-ჩვენ ბევრი კარგი საქმის გაკეთებას შევძლებთ, უფრო უკეთესად, კი მის...
არ იმჩნევს ჩემს ნათქვამს და მეც ვაწყვეტინებ საუბარს:
-ჩვენ არ არსებობს!
-საუბარს არ მაწყვეტინებენ!
შევძელი მისი გაღიზიანება, რაც ნამდვილად არ გამხარებია, მაგრამ არც მე ვიყავი მშვიდად, ისეთ ადამიანს ვესაუბრებოდი, რომლისთვისაც ყველაფერი სულერთია, გარდა მისი სურვილებისა, თუმცა უკან არ დავიხევდი და ეს მისმა საუბარმა უფრო მაიძულა..
-არც მე მთავაზობენ მსგავს წინადადებებს!
-დაგაბნიე?
-არა გამაოცეთ.
შეეტყო არ ელოდა ამ პასუხს, ან უარს ვერ ეგუებოდა, ცდილობს საუბრის ტონი შეცვალოს..
-რატომ?
-თუ იმას გავითვალისწინებ, რომ ჩემს პიროვნებაში და შესაძლებლობებში ეჭვი არ გეპარება, უნდა ხვდებოდე ამ საუბრის შედეგს!
შევძელი მისი მოთმინებიდან გამოყვანა, წამოდგა და მისი გაშლილი ხელი დავიმსახურე სახეში..
-ასეთი პასუხებისთვის ჩემთან ისჯებიან!
ვიგრძენი მარჯვენა ლოყა როგორ დამიბუჟდა და თვბრუს ხვევას, ბლანტი სითხის გემო მოჰყვა პირში, დიტომ სიმწრისგან გაიბრძოლა, მკვეთრი მოძრაობით სახეში ჩაარტა თავი, მის გვერდზე მდგომს და ჩემსკენ მანძილი ისე დაფარა, რუხს ხელიც კი კრა უხეშად.. ჩემთან ჩაიმუხლა, მაგრამ ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო ისევ გააკავეს,დიტოსაც მოხვდა დაცვის წევრისგან დაყველასერთმანეთში არვა გამოიწვია, ისე ჩხუბობდენენ ვერაფერს გაარჩევდი, ჩემს დაძაბულობას სიბრაზე ფარავდა, რუხმა წყალი მომაწოდა, ალბათ ფერი დავკარგე და იმიტომ, არ გამოვართვი ისე შევხედე სიბრაზისგან კბილების ხმა მასაც ესმოდა, გამიღიმა:
-დალიე უკეთ გახდები.
ამან უფრო გამაცოფა იმდენად, რომ ვგრძნობდი თავის კონტროლს ვკარგავდი:
-ესეც დასჯის ინსტრუქიაში შედის?..
-არა, ჯერ არ მიცნობ და დაუფიქრებელ საუბარს გპატიობ!
-.......
პასუხი არ გმიცია, უცებ გამოხედვა შეეცვალა, უკვე ისე მიყურებდა, როგორც ახლად დაჭერილ მსხვერპლს, მძიმედ გადააგორა ყელზე მომდგარი „მადა“ და ისე მითხრა:
-ლილე, ძალიან ლამაზი ხარ! სამწუხაროა პირველად გიორგის რომ შეხვდი, მაგრამ არაუშავს..
გულისრევის შეგრძნება გამიჩნდა, სადღაც იქ გულისა და გონების გზაჯვარედინზე, მოთმინების ბოლო სიმიც გაწყდა, ფეხზე წამოვდექი, ჭიქა გამოვართვი და დაბლა დავაგდე:
-ამ სითხეს თქვენს სახეზე დიდი სიამოვნებით ვიხილავდი, მაგრამ ის უფრო სუფთაა ვიდრე თქვენი აზრები!
ისევ გაამარტყა სახეში, გაშლილი ხელი და მეც დავარტყი, იმდენად მოულოდნელი იყო მისთვისაც, რომ თვალები გაოცებულმა მომანათა, უცებ ჩვენ შორის დანამ გაიარა ისე, რომ არცერთს არ შეგვხებია და კედელზე წვერით დაემაგრა, მოქნეული დანის ავტორის ძებნაში ორივემ თავი მივაბრუნეთ და აივნის კარიდან, იარაღით ხელში მყოფი სესილი უკვე მეტის-მეტი იყო, თან დანის ასეთი სიზუსტით სროლა?.. ერთ-ერთმადაცავამ სცადა მისვლა და სესილიმ გააჩერა:
-ერთი ნაბიჯიც და მას ვესვრი! ისეთივე სიზუსტით, როგორც დანა ვისროლე!
გაჩერდა და მითითებას დაელოდა დაცვა, მაგრამ რუხის რეაქცია სესილის შესწავლა იყო ამჯერად, სესილიმ დამიყვირა:
-ლილე გამოდი! შენ კი, ორი ნაბიჯით უკან და ხელები წინ!
მიმართა რუხს.
-რატომ მეცნობი?
უცებ გაისმა ხმა, სესილიზე დაკვირვებით გატაცებული კაცისა, რომელიც სესილის მითითებას ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ დიტომ ხელები მომხვია, გარეთ გამიყვანა, ეზოში ვიყავით მანქანსთან როცა ანდრიას ხმამ ჰაერში გაიჟღერა:
-სესილი ფრთხილად...
გასროლის, დაცემის და ყვირილის ხმები ერთმანეთში ისე აირია ქაოსად იქცა, ეზოშიმდგომს, მუხლები მომეკვეთა, როცა დიტომ ხელი გამიშვა და მიწაზე მყოფი ორი სილუეტის სანახავად გაიქცა..
-ლილე შვილო ცუდად ხარ?
დავითმა მომხვია მხრებზე ხელი...
-ლილე უნდა წახვიდე და ქალაქიდან თუ წახვალ უკეთესი იქნება.
გიორგი შემოგვიერთდა და ჩემს მანქანაში ჩასმას ცდილობდა, როცა სესილის ხმა მომესმა:
-ანდრია კარგად ხარ? ანდრია!
სახეში გაარტყა აზრზე მოსასვლელად, მის ქვემოთ მოქცეულ ბიჭს, ამას ანდრიას შეძახილზე მივხვდი:
-აუ მეტკინა გოგო! რას მირტყამ?
-რატომ გადმომაგდე.
-არაფერს სესილი რა მადლობა..
-იქნებ ადგეთ, თუ აქვე აპირებთ ქვენის დემოგრაფიაზე ზრუნვას?
ზემოდან დაჰყურებდა დიტო და ხელი გაუწოდა სესილის.. ამათი საუბრის დროს ეზო ჩვენი ბიჭების მანქანებით გაივსო და გამაყრუებელი ბაიკის ხმამ ყველაფერი დაფარა, ეს გადარეული აკლდა ისედაც ქაოსურ სიტუაციას:
-ნინი..
გიორგის გაოცებულმა სახემ ყველაფერი დამავიწყა წამიერად, ზურგინდან რუხის გამყინავი ხმა რომ მოგვესმა:
-ლილესთან საუბარი არ დამისრულებია! წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოკლავენ!
ყველამ მისკენ მიაბრუნა თავი და ერთხმად დასვეს ლოგიკური, თან ბანალური კითხვა „რაა?“ მე კი, ზურგის არეში ცივი წვეთები ვიგრძენი, სიმწრისა და შიშის შეგრძნებისაგან დაბნეულმა, მხოლოდ იმის გაფიქრება მოვასწარივის უნდა ჩემი მოკვლა და თავისთავად წამოვიდა სიტყვები პირიდან:
-შენ მომკლავ, თუ კიდევ ვინმე არის ჩემით დაინტერესებული?
-მე შენთვის შემოთავაზება მაქვს, თუ მიიღებ დაგეხმარები..
-ვინ დაგას ამის უკან?
დიტო მიუახლოვდა რუხს და მე ვგრძნობდი რის ფასად უჯდებოდა თავის შეკავება ჩემს მეგობარს, რომელიც დიდი სიამოვნებით გამოავლენდა თავისი მუშტების შესაძლებლობებს..
-რუსლანი და ირინა კანდელაკი, ორივეს იცნობთ!
-რა?
ამჯერად მეც მივხვდი რა „შარში“ ვიყავი, რუსლანი ჩემი ძველი ცოდვების გამო მსჯიდა, ირინას რა უნდა? განსაკუთრებით სესილი გაოცდა, რომელიც გაფართოებული თვალებით უყურებდა რუხს:
-ელი რა შუაშია?
მხოლოდ ღიმილი მიიღო პასუხად და დაამატა, უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა:
-ახლა გამახსენდა შენ სესილი ხარ, მათეს „ცოლის და“!
ნინი უკვე ბაიკიდან გადმოსულა, ფულის ჩანთა ხელში ჰქონდა, წინ დაუდგა რუხს, ფეხებთან უხეშად დაუდო ფული და დაამატა:
-ეს ის არის რაც უნდა მოგვეცა! ლილეს რაც შეეხება ის ქალაქიდან წავა სანამ ეს ყველაფერი არ მოგვარდება!
-და ამას შენ გვიწყვიტავ?
ირონიულად დასვა კითხვა სოსომ, რომელიც აშკარად რუხის გულის მოგებას ცდილობდა:
-მე შენთვის არაფერი მითქვამს!
-ახლა აღარ მიკვირს რუსლანი რომ გააბრაზეთ, მაგრამ შენ რას აგვარებ და როგორ?
სეროზული და დაძაბული ტონითკითხა ნინს რუხმა, რადგან ნინის თავდაჯერებულობამ მეც გამაოცა..
-მოგვარებას რაც შეეხება, ხვალ საღამოს შევხდეთ ლომიძეების ბარში! დათა ონიანთან ერთად!
-რა? ონიანი რა შუაშია?
იკითხა შეშინებულმა ვახომ, დაძაბული რუხი, კი უკვე გაკვირვების დამალვას ცდილობდა, თან საკმაოდ კარგად..
-ჩემ სიძესთან ერთად, რადგან მათეს გამოა ეს ყველაფერი.
საუბარი გააგრძელა სესილიმ.
-არა ნინია სულ გაგიჟდი?
ისე შემაშინა ამ პასუხმა, თავი ვეღარ გავაკონტროლე და მკლავში ისე უხეშად მოვკიდე ტკივილისგან სახე შეეცვალა, მისი ჭკუის დარიგებაგავაგრძელე:
-ნინი დათას არ შეხვდები!
-უკვე ველაპარაკე.
-რას ამბობ ნინი, ხვდები რას აკეთებ? რა მნიშვნელობა აქვს მე ეს კაცი „ამეკიდება“, თუ შენ დათა?
-ელი აქედან წასვლის დროა!
ნინიმ მოთმინება დაკარგულმა მითხრა.. უცებ სესილიმ დაიყვირა გონება დაკარგული, რომ დაეცა ანდრია, ფეხი ჰქონდა მოტეხილი და ტკივილისგან დაეცა, ეზოში მყოფები ისე დავიშალეთ ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვამს, თუმცა ერთ-ერთი მანქანა შორიდან თვალს მაინც გვადევნებდა, სანამ სასწრაფო მოვიდა, მე რაც შევძელი ყველაფერი გავუკეთე, ადგილიდან დაძვრის საშუალება არ მივეცი, რადგან აივნიდან გამოხტა, ტვინის შერყევის ალბათობა იყო და ამიტომ, ბიჭებმა ყველაფერი ისე დაალაგეს, რომ სასაწრაფოს ეჭვი არაფეზე აეღო, ანდრია საავადმყოფოში მივიყვანეთ, ფეხის მოტეხილობა და მსუბუქი ფორმით ტვინის შერყევა ჰქონდა, პალატაში შეკრებილებს ექიმი შემოგვიერთდა:
-რადგან ტვინის შერყვა დადასტურდა, აქ უნდა დავტოვოთ
-ამას ტვინის შერყევა უნდოდა კიდე?
სესილიმ დიდი ხნის ნაცნობივთ შეიცხადა..
-რა გინდა გოგო რას მერჩი?
-რა და ისედაც ბრმა იყავი ახალა უფორო ვეღარ შემამჩნევ..
ენა გამოუყო და სავარძელში ჩაეშვა, დაქანცული სახით. ანდრიას კი ტკივილისგან სახე ისე მოექცა, შეშინებული მივვარდი..
-ცუდად ხარ?
-არა ელი, კარგად ვარ..
-უკეთ გახდება ნუ ღელავთ.
დამაჯერებლად მითხრა ექიმმა.
-ელი ნუ გეშინია, აქ მე ვრჩები და საბოლოოდ განვკურნავ!
უდარდელად მიღიმის სესილი, ანდიას სახეზე ღიმილი შევამჩნიე, ესიამოვნა ყურადღება.
-დიახ, ერთი დარჩეს დანარჩენი კი სახლში წაბრძანდით, ნუ გადაღლით, წამალი მალე იმოქმედებს და ავადმყოფი დაიძინებს.
-კარგი წავედით და შენ მართლა დარჩები?
დიტო მიუბრუნდა სესილის.
-კი რა ცოტას კიდე გავაწვალებ, სანამ მისი მშობლები მოვლენ და მერე თქვენთან მოვალ.
თვალი ჩაუკრა და გახედა უკვე ჩაძინებულ ანდრიას, მერე მე მომიბრუნდა:
-ელი ხომ იცი მათე და დათა ერთად მოაგვარებენ ყველაფერს, მაგრამ ეს ირინა ვინ ჯანდაბაა?
-ეგ მეც მაინტერესებს..
დიტოს შევხედე რომ ახსნა დაეწყო:
-ირინა წლების წინ გიგის „აეკიდა“ „შებმას“ ცდილობდა რა და უარის გამო, მაგრამ რუსლანს შენთან რა უნდა, სესილის დის გამო?
დიტომ და საბამ ეს ამბავი მოყოლით იცოდნენ რადგან, ერთი მოსკოვში იყო მამასთან, მეორე კი ამერიკაში..
სახლში მისულები ისეთი დაქანცულები და დაცლილები ვიყავით, რომ სიჩუმეში ვისხედით რამდენიმე წუთით, მხოლოდ ანასთან ოთახში მისული დიტოს ფეხის ხმა არღვევდა გამეფებულ სიჩუმეს, რომელიც უკან დაბრუნდა, რადგან ანას ეძინა და დავითმა დაიწყო საუბარი:
-ბავშვებო უნდა გავერკვე სიტუაციაში და გისმენთ!.
ნინიმ ამოიოხრა და მძიმედ დაიწყო საუბარი:
-რუსლან კაკაურიძე (კაკა) იცით ვინც არის, ისეთივე ავტორიტეტია მათე ახვლედიანი და მისი ძმადნაფიცი დათა ონიანი, მათი დაპირისპირების ამბავიც იცით.. ერთ-ერთი მიზეზი სესილის და- ნათია იყო, რომელიც მოტაცების შემდეგ ელიმ აპოვნინა მათეს და დათას, მაშინ დაემუქრა რუსლანი, მაგრამ იმედნი წელი გავიდა ეგ ჩვენც დაგვავიწყდა..
-ნათია რუსლანსაც უყვარდა?
გიორგი თვალს არ აშორებდა ნინის და სახეზე ეწერა ბევრი კითხვის ნიშანი, არა მარტო მას, რადგან ამ სიფრიფანა გოგოებისგან ასეთ „თამაშებს“ არც დავით არ ელოდა..
-კი და როგორც ჩანს დღემდე ვერ მოინელა, მაგრამ როგორც მახსოვს მოსკოვში იყო თან ციხეში..
ნინიმ ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა..
-თქვენ ის მითხარით ირინა რა კავშირშია?
უკვე მე დავსვი კიტხვა, რადგან დიტოს პასუხი თავში მიტრიალებდა და ჭიასავით დაცოცავდა, ისე შემომიტია ჩემმა ეგომ ყველაფრის გაგება მინდოდა რაც ირინას და გიგის შორის მოხდა.
-ის რომ წლების წინ, ირინა გიგის გადაეკიდა, მაშინ თურქეთში ცხოვრობდა გიგი, ისიც იქ გაიცნო ნარკომანია ეგ ძუ*ნა, რადგან ქართველი იყო თავიდან ყურადღებას აქცევდა მერე, მიხვდა გიგის იყენებდა და შე*ნვა გადაწყვიტა, მაგრამ თავის ადგილას მოსვადა მას შემდეგ ეს ყველამ დაივიწყა, ახლა კი კომპანიის მეწილედ „აგვეკიდა“ მისი ძმა, შემთხვევით მოხდა ესეც და რუსლანთან ყოფნა კი უფრო უმარტივებს საქმეს, მაგ ძ*ას..
დიტომ გამცა პასუხი:
-შეხვედრებზე შენ გეპრანჭებოდა და ვერ გავიგე.. (ლილე)
-ეგ ყველას ეპრანჭება, არ ეტყობა ვინც არის?
გიორგიმ სიილით მითხრა:
-შენც იყავი მისი სამიზნე?
-კი გიგი შემდეგ..
-ნუთუ ასეთი ადამიანები მართლა არსებობენ?...
გაოცებულმა და უკვე მოწყენილმა ნინიამ ჩაილაპარაკა..
-ლილე შვილო ქალაქინდან უნდა წახვიდე, სანამ გიგი გამოვა ციხიდან, დაახლოებით ორი მოსმენა და გიგი გარეთ იქნება, უკვე არსებული მასალა ამის საშუალებას გვაძლევს, მერე ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება და შენც დაბრუნდები.
დავითი ცდილობს სიმშვიდის შენარჩუნებას და ისე მესაუბრება.
-მე გავიქცე და ასე დავტოვო ყველაფერი?
ცრემლები მერევა ხმაში, ნინი ისეა დანაღვლიანებული სინდისი სულს მიხუთავს, ჩემს გამო დათასთან შევედრა მოუწევს და ეს საკუთარი სურვილების წინააღმდეგ წასვლაა..
-ელი გთხოვ, ყველაფერს უფრო მშვიდად მოვაგვარებთ, თუ მეცოდინება რომ კარგად ხარ, გიგისაც ეგ უნდა..
დიტოს ისეთი სევდიანი თვალები ჰქონდა, ვგრძნობდი ძალიან უჭირდა ამაზე საუბარი და მეც აღარ გავაპროტესტე.
-კარგი წავალ.ს
-მე წაგიყვან, ემირი და საბა დაგვხვდება სტამბულში, მერე დავბრუნდები.
-რას ამბობ დიტო?..შენ არ წამიყვან!
მისი გაფართოებული თვალებით მივხვდი უნდა მეთქვა რომ ვიცოდი, მისი პატარა შესახებ:
-შენ ანას სჭირდები, განსაკუთრებით პატარას!
-ელი შენ.... როგორ.. გაიგე?
ფეხზე წამოდგა, გაოცება, სინანული, სიხარული და ყველა გრძნობა სახეზე ეწერა, ვერ გაიგო რას ვგრძნობდი, ან ვფიქრობდი, თუმცა ძალიან აინტერესებდა რას ვეტყოდი ისეთი მომლოდინე მზერა ჰქონდა მეც არ დავაყოვნე,
წამოვდექი და რაც ძალა მქონდა მკლავებში ისე მოვხვიე ხელები წელზე:
-გილოცავ! მაპატიე... იცი როგორ მიხარია? მაპატიე ასე რომ განერვიულე.. ჩემს გამო რომ ამის დამალვა მოგიწია..
-კარგი ნუ ტირი, ვიცი რომ გიხარია, მიყვარხარ! ჩემი ბოთე ხარ!
ძლიერად მიმიხუტა, გაბადრული სახით, რამდენჯერმე მაკოცა და მერე დანარჩენებს დავუთმე, რომ მიელოცათ..
-ელის მე წავიყვან.
თქვა გიორგიმ ყველამ თანხმობა გამოაცხადა, არც მე ვიყავი წინააღმდეგი, თუმცა ნინის დაყოლიება მინდოდა რომ დათას არ შეხვედროდა და ვთხოვე მარტო გვესაუბრა, თუმცა ბევრი საუბრის დრო არ მომცეს, რადგან რუხმა დარეკა დავითთან:
-„ლილეს საფრთხე ემუქრება უკვე ეძებენ და მალე უნდა წავიდეს!“
თორემ სიტუაცია უფრო გართულდებოდა, მაგრამ მაინც გართულდა მე არ მახსოვს ბერი მნიშვნელოვანი დეტალი ისე სწრაფად განვითარდა მოვლენები, ფიქრისა და კონტროლის უნარი დავკარგე და მხოლოდ ინსტიქტებსა და დიტოს მითითებებს ვასრულებდი.. ლიკამ დილის 6 საათისთვის დაგვიჯავშნა ბილეთები, დროც ცოტა მქონდა მოსამზადებელი, ჩემს ზურგჩანთაში მნიშვნელოანი ნივთები ჩავდე დაჩემს ბლოკნოტთანნ ერთად ფოტო, რომელზეც გიგისთან ერთად ვდგავარ საკურთხეველთან, ჯვრის წერის დროს და მამა გიორგის ლოცვას ვისმენთ ვარსკვლავებივით ანთებული თვალებით...

ბევრი ძებნის მიუხედავად ჩემი პასპორტი ვერ ვიპოვე, მახსოვს საბუთებთან ერთად წამოვიღე სახლიდან, მაყვალა დეიდას ვკითხე და დიტომ გამცა პასუხი:
-ელი შენი პასპორტი ბარში არის გიგიმ შენს სახელზე ანგარიში გახსნა და მემკვიდრეობის (სრული ქონების თანამესაკუთრე) საკითს აგვარედა, რადგან იცოდა გაბრაზდებოდი ამიტომ არ გითხრა, თუმცა ვერ მოასწრო, ყველაფირის გაკეთება..
-პასპორტის გარეშე ვერ წავალ..
გაოცებულმა და ჯერ კიდევ შოკში მყოფმა ამოვთქვი,ვფიქრობდი, უფრო ვცდილობდიგიგის საქციელის გააზრებას და ვგრძნობდი, როგორ მიხაროდა ის რომ ასე მენდობოდა, რომ ასე კარგად მიცნობდა, მაგრამ მე რა გავაკეთე? არაფერი! ვერაფერი! მის შვილსაც კი ვერ გავუფრთხილდი, ჩვენ შვილს მე გამოვუტანე გნაჩენი საკუთარი პრინციპებისა და თავმოყვარეობის გამო ყველზე სანატრელი წავართვი..
-რა პრობლემაა გავიაროთ ბარში ავიღებთ და აეროპორტში წავალათ დრო გვაქვს.
გიორგიმ სრული სიმშვიდით წარმოსთქვა და მანიშნა გამეგრძელებინა მზადება, ოთახში დაბრუნდი, ჩემს ჩაცმულობას, რომელიც მუქი ლურჯი ყელიანი ზედა და შავი ჯინსის შარვალი იყო გარედან გადავიცვი გიგის ლურჯი სპორტული ზედა კაპიუშონით, საყელოს ხელი მოვუჭირე და მისი სურნელით ვცადე „დამშვიდობება“, თან გამყოლოდა და სამუდამოდ მქონოდა მეხსიერებაში.. გურამის ოთახში შევედი მის ხელს მოვეფერე და სანათთან მყოფ ფოტოს შევხედე, რომელზეც სამივე ერთად არიან, გიგი ძალიან პატარაა და ცდილობს გაიღიმოს ობიექტივს ისე უყურებს, მაგრამ სასაცილოდ გამოსდის და ფოტოს ავტორს სწორედ ეს აქვს გადაღებული, სიმწრით გავუღიმე სურათს, რომელიც ბედნიერების იმ წუთს აღწერდა, რომელიც გიგისა და მისი მშობლების ცხოვრებაში ყველაზე დიდ ადგილს იკავებდა, რომლესაც უნდა მიმატებოდა: ბედნიერება, სიხარული, სიყვარული, მაგრამ სადღაც გაჩერდა და გაიბზარა, შემდეგ ნგრევა დაიწყო და იქამდე მივიდა, რომ ერთ-ერთი იმედიც კი გარბის სახლიდან... დამძიმებული სულით დავტოვე მისი ოთახი, მისაღებში გამოვაცხადე მზადყოფნა და ისეთი შეგრძნებით დავემშვიდობე ყველას, რომ თითქოს ვეღარ ვნახავდი..
არში მისულებს პასპორტი არ დაგვხვდა დიტოს დავურეკე და სადაც მითხრა არ იყო, ბობლოს გიომ „სეიფი“ გააღო, მაგრამ არც იყო, უცებ ჩემს ტელეფონზე უცხო ნომრიდან მოდის სმს ფოტო ჩემი პასპორტის, წარწერით:
-„ამას ხომ არ ეძებთ? მოდი და წაიღეთ!“
-ვინ არის? (გიო)
-ალბათ თემო (ლილე)
ტეეფონს შეხედა და შეიგინა
-ლილე გვითვალთვალებენ, უნდა გავიპაროთ!
-როგორ?
დაცვას დაუძახა, ისინი დატოვა ჩვენს მაგივნრად ბარის კაბინეტში და ჩვენ უკანა ეზოში უნდა გავსულიყავით:
-მოიცა გიო.
-რა მოხდა?
-ტელეფონი მომეცი აქ დავტოვოთ.
გაეღიმა და მომცა, მეც დაცვას მივეცი და ვუთხარი რომ რამდენიმე წუთში ჩვენთან წასულიყო ერთ-ერთი და ტელეფონები წაეღო, გიორგიმ სიცილით თავი გააქინია როცა მისკენ შევბრუნდი, ისე გავედით ბარიდან არცერთი კარით არ გვისარგებლია, სამზარეულოს პატარა ფანჯრით ვისარგებლეთ:
-პასპორტის გარეშე ვერ წავალ.
ამოვთქვი საფიქრალი, რომელიც გიორგიმ უკვე მოაგვარა თურმე:
-ელი პირადობით შეძლებ თურქეთში წასლას, ცოტა ხნით და მერე მოვიფიქრებთ რამეს, მთავარია აქედან წახვიდე, ემირთან საფრთხე არ გემუქრება.
-კარგი მაგრამ თან არ მაქვს.
-სახლში რომ მივიდეთ დაცვაც მივიდოდა და ისევ აგვეკიდებიან....
ისეთი მაგარი დაჯახების და მუხრუჭის ხმა იყო, შიშისგან ვერაფერი დავინახე..
-ელი კარგად ხარ?
-კი, რა მოხდა?
-ამის დ*ი ელი გასწორდი! უნდა გავიქცეთ!
მკაცრად მითხრა და ადგილიდან მოწყდა.
-კარგი და ამათ, რომ მოიშორებ ჩვენს ეკლესიაში მიდი.
გაოცებულმა შემოხედა, მაგრამ არაფერი უთქვამს, რაგდან რამდენიმე დარტყმამ მანქანა უფრო დააზიანა, უკნიდან დაგვეჯახა შავი ჯიპი ისევ.. უცებ „საიდუმლო“ ტელეფონი ამოვიღე ნინის დავურეკე, ვუთხარი პირადობა და ჩემი მაქანის (მამას) გასაღები გამოეგზავნა რომელიმე დაცვის წევრისთვის და გავაფრთხილე ტელეფონები, რომ აღარ გვაქვს.. გიორგიმ რამდენიმე ჩიხში შესვლის შემდეგ ჩამოიშორა მდევარი, ამაშაი თბილისის ზამთრიანი ღამე ხელს გვიწყობდა, ჯერ კიდევ ბნელოდა, მაგრამ ქუჩები ცარიელი იყო და დიღომში ეკლესიასთან მისვლისთანავე მოგვაგნეს, რამედნიემე წუთში რაც მოვასწარით ის იყო, რომ ნინი მოვარდა ბაიკით:
-ხომ გითხარი გამოატანე მეთქი?!
-აუ კარგი რა ელი ამის დროა? უკან მომყვებიან მალე მოვლენ.
გამომიწოდა რაც ვუთხარი და გიორგიმ დაინახა უკვე მომავალი მანქანა:
-მე ამ მანქანით წავალ გავიტყუებ, თქვენ აეროპორტში დროზე!
ჯდებოდა მანქანაში ნინიმ გაჩერა:
-გიო მოიცა!
გიორგი შემობრუნდა და ნინიმ მობილური გადაუგდო:
-დაიჭირე! იქნებ გამოგადგეს.
-სად მოგროვდით ასეთი გიჟები?..(გიორგი)
-სკოლაში. ელი დაჯექი! (ნინი)
ბაიკზე მიმითითა, გიორგიც სასწრაფოდ წავიდა და მარლაც მას გაყვა მანქანა სანამ ჩვენამდე მოვიდოდნენ.
-ნინი მე მანქანით წამოვალ.
-არ მითხრა რომ ისევ გეშინია! რა დროს ეგაა?..
-არ მეშინია. გიოს გავყვეთ, მე მანქანით წამოვალ და რომელსაც მოგვიხერხდება იმან დავაზღვიოთ.
-შენ გაგვიანდება ელი, ფრენა...
ისეთი მუხრუჭის და შეჯახების ხმა გავიგეთ, შიშისგან ყურებში არაფერი არ მესმოდა, გიორგი მედგა თვალწინ, სასწრაფოდ მოვთავსდი მანქანაში და უკვე წასულ ნინის მივადექი უკან, რომელმაც მიაღწია დამტვრეულ მანქანებამდე, ერთმანეთს იყო დაჯახებული ეს გიორგის ხრიკი იყო აშკარად, რადგან გიორგი ბაიკზე დაჯდა, ისინი ისევ პანიკაში იყვნენ და ახალ მანქანას, ახალ ჯგუფს ითხოვდნენ..
ბენზინ გასამართ სადგურზე გავჩერდით, აეროპორტში დავიგვიანე უკვე და სანამ საწვავის ავზს ვავსებდით, გიორგიმ ახალი მარშუტი შეადგინა:
-ელი ქუთაისიდან გავფრინდეთ, ისინი აქ დაგვიწყებენ ძებნას ამით დროს მოვიგებთ, ნინი შენ ყველაფერი უთხარი ჩვენებს და დაგირკავთ.
ტელეფონს უბრუნებს გიორგი და ისეთი თვალებით უყურებს აი..... ეს მომწონს, მე რომ მინდოდა ისე, ნინის ცისფერი თვალები კი ისე ციმციმებს სახლში სანათი არ დაგჭირდება..
თბილისიდან გასულებმა ცოტა სამშვიდობოს ვიგრძენი თავი და ისე მოვეშვი, მოვდუნდი, როგორც დიდი ხნის დაქანცულიდა ჩემი ცუდად ყოფნა აშკარა გახდა, სიცხე მქონდა მაღალი ესეც იმით მივხვდი გიორგიმ შუბლზე ხელი დამადო, კანკალმა ამიტანა, თვალები ისე დამიმძიმდა, რომ ვერ ვახელდი, მხოლოდ გიორგის ხმა მესმოდა:
-ელი, არ შეგენშინდეს, ცოტაც და უკეთ იქნები.
ვიგრძენი ხელში ამიყვანა, რბილ ადგილზე დამსვა, წამლები დამალევინა, წყალმა ყელი ისე ჩამწვა, მეგონა ცეცხლი შიშხინებადა შიგნიდან, გვერდით მომიჯდა, ხელები მომხვია და ჩამიხუტა, ვგრძნობდი ხელს როგორ მისვამდა მხარზე, თითქოს ცდილობდა დროის შეგრძნებაც დავკარგე..
თვალები გავახილე დივანზე ვიწექი სახლში ვიყავი, მაგარამ ვერ მივხვდი სად, წამოვდექი და სხეული ისე მქონდა დაბუჟებული, მეგონა დიდი ლოდი მედო და ისე ვიწექი, პატარა მისაღები ოთახი იყო, სადაც დენის ფეჩი იყო ჩართული და ჩემთან ახლოს იდგა, ერთი კუთხე სამზარეულოსთვის იყო დათმობილი, მეორე კუთხეში კი მხოლოდ ტელევიზორი და მაგიდა იდგა, გამახსნა ბოლოს მანქანაში ვიყავი..
ფანჯარაში გავიხედე, კარგად იყო გათენებული, მხოლოდ პატარა სახლები ჩანდა ყველა ერთნაირი, ისეთები როგორშიც ვიყავი, მაგრამ ადგილი არ მეცნობოდა, ტელეფონი მოვძებნე ჯიბეში არ მედო, როგორც ჩანს დამივარდა, გიორგის ძებნა დავიწყე, მაგრამ არ მინდოდა ვინმეს შევემჩნიე და დაძახება არ დამიწყია ისე მოვიარე სახლის ორი ოთახი და აბაზანა, უკვე შიში მთლიანად მიპყრობდა, ეს უფრო გაურკვევლობის გამოწვეული შიში იყო, თუმცა ვცდილობდი თავის შეკავებას, გარეთ გავედი მანქანა არ იდგა არსად, ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე რომ სიმშვიდის შენარჩუნებაში დამხმარებოდა, კიბეზე ჩამოვჯექი და სიცივემ მთელი სხეული მოიცვა, ფეხის ხმაზე გვერდზე გავიხედე და გიორგის დანახვამ ისე გამახარა, პატარა ბავშვივით წამოვხტი:
-ელი როგორ ხარ? შედი სახლში არ გაცივდე.
კიბეებზე ამოვიდა და სახლში შევატარე, მეც უკან მივყევი:
-გიო სად ვართ? შენ სად იყავი?
-მაღაზიაში და აფთიაქში, სიცხის დამწევი ვიყიდე.
გაიღიმა და მაგიდაზე დალაგება დაიწყო „ნობათის“.
-სად ვართ?
-წეროვანში, ეს დეიდაჩემის სხლია, ახალგორშია გათხოვილი და ეს სახლი მისცეს ომის შემდეგ, აქ მოვდივარ როცა ვიმალები..
-რატომ იმალები?
გამიღიმა არაფერი უთქვამს, მივხვდი არ უნდოდა მიზეზზე საუბარი და ბოდიში მოვუხადე.
-მაპატიე, გაუცნობიერებლად გკითხე.
-რას ამბობ, არ მწყინს.. ყველას გვაქვს ჩვენი პრობლემები და მას გავურბივართ ხოლმე. მე დედასთან მქონდა პრობლემები..
-შენ დედასთან? არ მჯერა!
-კი, კი არც ისეთი ანგელოზი ვარ.. გიგიმ ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ მე უკანასკნელ ნარკომანად არ დავრჩენილიყავი.. დედას ვერ ვაპატიე მეორედ დაოჯახება, მხოლოდ ჩემი ცხოვრებით როდემდე იცხოვრებდა, მაგრამ ეს მაშინ არ მესმოდა, მთიული ხასიათი თავისას არ იშლიდა.. (გაეღიმა) რვა წლის წინ ჩემი გოგო გაჩნდა რომელმაც ამ სამყაროში დამაბრუნა, გიგის დიდი ნებისყოფისა და ბევრი ჩხუბის დამსახურებით, დედას შევურიგდი და ჩემს დას სახელი მე დავარქვი კატო, მან ბევრ რამეზე შემაგუა, მარამ იცი როგის ვაპატიე დედას და მამინაცვალს?
-როდის?
-შენ რომ გაგიცანი.
-ვერ გავიგე..
-დიტომ, ანასტასია ხომ შენს შვილად გაგვაცნო, თან ისეთი დამაჯერებელი ისტორია მოყვა, ვერც ვიფიქრებდი, რომ ხუმრობდა. ჩემთვის შენი შვილი პრობლემას არ წარმოადგენდა, არადა რომ გეკითხა ეგეთთან ოჯახს არ შევქმნიდი. ახლა ასე არ ვფიქრობ და მადლობა დიტოს..
-ჩემი გადარეულია რა ვუყო..
-თქვენ ყველა გადარეულები ხართ!
-ალბათ ასეა..
-ასეა, ჩემს მეგობარს თავი შეატყუე, ისეთი ნაზი ეგონე და თურმე რა ქალი ხარ მაფიოზიც კი დადგება შენგან, სამეგობროში ყველას თითო მტერი გყავთ და ვინ? ოო ღმერთო თავზე ხელაღებული ხალხი ხართ.. სად მოგროვდით ასე ერთნაირები, შენი და სესილის სროლზე აღარაფერს ვამბობ.
ისეთი ხმით მესაუბრებოდა სიცილს ვერც მე და ვერც ის იკავებდა, ვცადე გაბრაზება:
-ესე იგი თავი შევატყუე ხომ?..
-აჰა.
-საწყალი გიგი, ეს რა გაუკეთეს..
სიცილის შემდეგ ისევ მან დაიწყო.
-ელი, საღამოს წავალთ, საბას ვესაუბრე და სტამბულშია ხოლმე.. ემირთან ერთად დაგვხვდება.
საუბრობდა და თან სამზარეულოში ჩაის ამზადებდა, სადილისთვისაც ალაგებდა დახლზე თეფშებს..
-იცი რაზე მწყდება გული?
მისი დიდი ლურჯი თვალებით ამომხედა და თავი გააქნია, უარყოფის ნიშნად.
-ემირი გვეხმარება და კანდელაკები პრობლემებს გვიქმნიან.
-ბიზნესში ხშირად დაუნდობელი ბრძოლაა და ამას შეეჩვევი.
-შენ და გიგიც დაუნდობლები ხართ?
-როცა გვღალატობენ დანდობა ძნელია ელი, შრომობ რომ მოიპოვო და მერე შეინარჩუნო, ღალატის გამო მოპოვებულის დაკარგვა რთულია, არა მარტო ბიზნესში, არამედ ცხოვრებაშიც.
-მართალი ხარ.
ჩაის ჭიქა დამიდგა, და თეფში, რომელზეც „სენდვიჩი“ იდო.
-როცა დაბრუნდები თბილისში, თემოს როგორ მოექცევი, ბიზნესში დატოვებ?
-არა!
ისე მკაცრად გამომივიდა ნათქვამი ჩაიღიმა. ჩემს პირდაპირ დახლთანვე მოთავსდა და მკითხა:
-დათას და მათეს როგორ გადაეყარეთ?
-სესილის დის, ნათიას დამსახურებით, მათე სამი წელი დაყვებოდა, ყველაფერი გააკეთა რაც ნათიას გულის მოგებისთისიყო საჭირო. ნათია ისეთი ნაზი და მშვიდია დღემდე მიკვირს როგორ უგებენ ერთმანეთს, მაგრამ გიჟურად უყვართ ერთმანეთი. როცა საბა და დიტო საქართველოში არ იყვნენ მათე და დათა გვაკონტროლებდნენ, ისე რომ ზედმეტი არასოდეს მოსვლიათ, მიუხედავად იმისა, რომ „დაუნდობლები“ არიან, კონტროლი მართლა გჭირდებოდა, რადგან სესილის იცნობ და ხვდები რომ მოსირულე „შარია“, მე და ნინიას აყოლიებას ყოველთვის ახერხება, მისნაირები ვიყავით რა, ცოტა მსუბუქ ფორმებში..
-სინაზე შეპარულები.
სიცილით მითხრა, მეც თავი თანხმობის ნიშნად დავუქნიე და გავაგრძელე:
-ყველაფერი ჩემი მშობლების დაღუპვის შემდეგ შეიცვალა. დიდი ხანი კომაში ვიყავი, მერე შოკში და საერთოდ ჩავიკეტე, კომპლექსები ჩამომიყალიბდა, იმ დოზით, რომ მეც კი მაღიზიანებდა. მათთან ურთიერთობა მიჭირდა, სულ ის მხიარული დრო მახსენდებოდა, თან მამა ყოველთვის გვიბამდა მხარს და თუ ის თანახმა იყო, სხვა ხმას ვერ იღებდა, სესილი კი სულ მისით იწყებდა საქმის მოგვარებას, მიშას ერთს გაუღიმებდა, კოცნას დაპირდებოდა და მამა უკვე ჩვენი იყო, სესილის მამა ადრე გარდაეცვალა, არც ახსოვს და ამბობდა მამა მაშინ მომიკვდა, მიშა რომ დაიღუპაო ეს ყველასთვის თული იყო..
ხმა წამერთვა და აღარ გამიგრძელებია საუბარი, გიომ მალევე სცადა სიჩუმის დარღვევა:
-დათას როდიდან მოსწონს ნინი?
გამეღიმა, მისი ინტერესი ისე გამიხარდა, მემგონი ნინის არ ექნებოდა მსგავსი რეაქცია, გულმა ყელში დამიწო აჩარებული რიტმიც ცემა და ვუპასუხე:
-კი არ მოსწონს, უყვარს თითქმის ხუთი წელია.
როგორ მესიამოვნა, რომ რაც ვთქვი გიორგის სახეზე უარყოფიდად აისახა, გამეღიმა და გავაგრძელე საუბარი:
-პირველივე ნახვიდან შეუყვარდა, ერთ დღეს ნათიას ვახლდით ბანკეტისთვის კაბას არჩევდა და დაღლილები კაფეში ვისხედით დედამისი უნდა მოსულიყო, მაშინ უკვე „მათეს გოგოდ“ ითვლებოდა. რუსლანსაც უყვარდა ნათია, მაგრამ მოთმინებით ელოდებოდა რომელს აირჩევდა ქალბატონი, არადა უკვე არჩეული ჰქონდა, უბრალოდ არ ნებდებოდა. რუსლანის და მათეს დაპირისპირების ამბავი გეცოდინება, ჩვენ ნათიასგან ვიგებდით ამ ამბებს, თან დაჭრილების მკურნალობის პრაქტიკა მათ სამეგობროში გავიარე..
კაფეში თურმე მათეს ბიჭები იყვნენ, ნათიას იცავდნენ, არც შეგვიმჩნევია, ისე აკეთებდა მათე რომ არ გაგვეგო უცხოებს მიუჩენდა ხოლმე, რაღაც სერიოზული დაპირისპირება იყო და მათესთვის ნათია სისუსტეს წარმოადგენდა, მოკლედ დათას მანქანით მოსულან ბიჭები და რუსლანის ხალხმა ჩათვალა, რომ ძმადნაფიცები იყვნენ კაფეში და საუკეთესო ვარიანტი იყო მათი მოშორების..
-იმ კაფეში იყავით რუსლანმა რომ დაწვა?..
გაოცებას ვერ მალავდა გიორგი..
-კი იქ ვიყავით, ჯერ ცრემლსადენი გაზი გაუშვეს დარბაზში, მერე აფეთქება და ცეცხლიც გაჩნდა, ყველაფერი სწრაფად მოხდა, გასასვლელი კარი დალუქული რომ დახვდათ მათეს ხალხს, ფანჯრიდან გადაგვიყვანეს, ერთს რაღაც მოხვდა თავში და გაითიშა, მეორემ მე და სესილი გარეთ გაგვიყვანა, მერე უკან დაბრუნდა, ნათიამ გონება რომ დაკარგა ნინი აღარ გადმოვიდა, სცადა სამზარეულოს მოშორებოდა, ასე მოგვაძახა, რაღაც ხმები მესმისო და სამზარეულო მალე აფეთქდება, მოშორებით გავიყვანო, ალბათ როგორ იწვალა ნათას გაყვანა, გარეთ გასულებს სესილის დედა გვეხუტებოდა, მაგრამ აფეთქების ხმამ, იმწუთის მოსული მათე ადგილზე მოკლა.. ისე შევარდნენ ორივე ცეცხლ მოკიდებულ შენობაში, რომ არავის თხოვნას არ უსმენდნენ. ბოლოს მათეს ნათია მოჰყავდა და დათას ნინი ეყრდნობოდა ფეხი ჰქონდა ნატკენი, გონება დაკარგული ბიჭი იმას მოჰყავდა ვინც ჩვენ დაგვეხმარა და არავინ დაშავებულა, მაგრამ ნინიმ სამშვიდობოს, რომ დაიგულა თავი მოეშვა და გონება დაკარგა.. ისეთი თვალებით უყურებდა დათა ნინის, მაშინ გავიფიქრე, მათეზე მეტად ვინმეს-ვინმე თუ ეყვარება ეს დათა იქნებათქო..
ნინი კი გაურბოდა, მათთან ურთიერთობას ჩვენც ვცდილობდით თავი შორს დაგვეჭირა, გაგიკვირდება და ერთადერთი სიტუაცია იყო სადაც სესილი სერიოზულად უდგებოდა ამ საკითხს და ნინის პოზიციას იზიარებდა დათას და მისსამეგობროს პატივს ვცემდით, მაგარამ სიყვარული?.. ნინისთვის მიუღებელი იყო ნარკომანი და უბნის ბიჭის შეყვარება, მისთვის ეს ტაბუ დადებული თემა იყო!.. ბიძამისის გამო, რომელიც ჩვენზე ორი წლით უფროსი იყო და ხელებში ჩააკვდა ზედმეტი მოუვიდა, ძალიან უყვარდა ერთად გაიზარდნენ, მახსოვს ერთხელ მათემ ჰკითხა:
-„ნინი, ნუთუ ასე რთულია დათასთან ურთიერთობა, ნათიამაც კი შეძლო ჩემი ატანაო, ვიცი მოგწონს დათა და ამას იმიტომ გეუბნები თორემ ამ თემაზე ხმას არ ამოვიღებდიო“
-ნინიმ იცი რა უპასუხა?
-რა?
თვალები ინტერესით დაძაბა და ისე მისმენდა:
-„მომწონს მაგრამ მიდენად არა, რომ შემიყვარდეს და ნათიას მსგავსად ველოდო როდის მოვა სახლში ან დამირეკავს დამჭრეს, ელის უთხარი და მოდითო!“-იმ დღის შემდეგ ეს საკითხი დაიხურა, მათესგან განსხვავებით, არასოდეს შეუწუხებია ნინი, რადგან იცოდა მისი დამოკიდებულება, თავს ყოველთის შორს იჭერდა.
-ანუ ნინისთვის არც უთქვამს?
-კი როგორ არა. ისეთი ლამაზი საღამო მოუწყო, ყველაფერი გათვლილი ჰქონდა და მისი გაკეთებული იყო, ვიღაცისთვის არ დაუვალებია, თან ისე იყო როგორც ხდება ხოლმე, გარდა ნინის პასუხისა..
-ხელი სთხოვა?
-არა. დრო რომელიც ნინიმ არ მისცა.
-მერე დათა როგორ შეხვდა ნინის პასუხს?
-მხოლოდ პატივისცემით, დათა ყველაზე მაგარი თაყვანისმცმელია ვინც ნინის ყოლია!
-ჩემზე რას იტყვი?
ღიმილი შეეპარა სახეზე, ჩემი გაფართოებული თვალების დანახვისას.
-შენ საუკეთესო ხარ! თუ არ დაიგვიანებ..
-რას გულისხმობ, რომ დათას თანხმობას ეტყვის?
-არ ვიცი რას ეტყვის, მაგამ რაც ნინიმ გააკეთა გუშინ შეიძლება იმედი მისცეს დათას.
-გავითვალისწინებ და რომ დავბრუნდები აუცილებლად მოვაგვარებ.
-ძალიან კარგი.
პლიტასთან ახლოს დივანზე დავჯექი, ისევ სისუსტეს ვგრძნობ და კანკალი მეწყება, გიორგი მიმიხვდა წამლები დამალევინა და პლედი მომახურა, გვერდით მომიჯდა, მხრებზე ხელი მომხვია და ჩამეხუტა..
-როგორ შეიძლება თქვენს სამეგობროს თემოს მსგავსი ადამიანი გყავდეთ და ამას ვერ ხვდებოდეთ?
ამოვილუღლუღე ისე რომ კბილებს ვაჭერდი, კანკალაის შესაკავებლად.
-შეიძლება ვხვდებოდით კიდეც, მაგრამ გიგისი ისე ეშინოდა ზედმეტს ვერ ბედავდა, როცა ყურადღება მოვადუნეთ მაშინ გააკეთა რაც არ უნდა ექნა.
ფეხები პლედის ქვეშ მოვხარე და უფრო მეტად მივეყრდენი მის მკერდს.
-იცი გიო, გიგისთან ურთიერთობა რომ შევწყვიტე ჩემთან მოვიდა სახლში და მითხრა, მომწონხარ და თუ ერთად ვიქნებით გიგიზე უარს ვიტყვიო..
მხრებში მომკიდა ხელი და თვალებში დამიწყო გაცოფებულმა ყურება:
-ამას ახლა მეუბნები? ელი ეს როგორ არ უთხარი გიგის?!
სიბრაზეს ვერაფერს უხერხებდა, კისერი ისე ჰქონდა დაჭიმული, შემეშინდა კიდეც.
-ვიცი და ძალიან ვნანობ, მაგრამ როგორც ყოველთვის გვიანია..
ტელეფონმა დარეკა, დიტო იყო საიდუმლო ტელეფონიდან რეკავდა..
-რა ხდება გიო?
-უნდა წავიდეთ! მოგვაგნეს..


პ.ს. ვისარგებლე შემთხვევით, მეგობრის "ლეპტოპი" ავითვისე და უცებ რისი
დაწერაც შევძელი ეს არის, არ დავასრულე რადგან ყველაფერი რისი
დაწერაც მინდა აღარ მოხერხდა, არ მინდა რამე ისე დავწერო რომ
გამომრჩეს მხოლოდ დავასრულო და მეტი არაფერი არ მინდა მივაფუჩეჩო..
მიყვარხართ და მინდა შემიფასოთ, მადლობა ყველას ყველაფრისთვის.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ძალიან მომწონს
მომენატრე...
უბრალოდ არ ვიცი რა ვთქვა ველოდები სრულად რომ წავიკითხო თორე ასე დროშI გაწელილს კარგად ვერ აგვიქვამ. აბა შენ იცი არ გამიცრუო იმედები ერთერთი საუკეთესოა ძალიან მომონს და რა ვქნა . მეტი გიგი მინდააააა გამოიყვანე ამ დაყევლილიი ციხიდან ტორე დამავიწყდა თითქმის უკვეე.
გელი მოუთბენლად!!!!

 


№2  offline აქტიური მკითხველი Anuki96

დამიბრუნე გიგი :(

 


№3  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

კარგია ძალიან მომწონს, მაგრამ ცოტა არეულია, დალაგება უნდა. საინტერესოა, დაძაბულია და მრავალფეროვანი. არ დაასრულო რა ჯერ, კარგად განავრცე.
სრულად როცა დაიდება, აუცილებლად კიდწვ ერთხელ წავიკითხავ, იმდენად მომწონს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent