შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუმორჩილებელი (თავი 7 )


16-06-2017, 23:11
ავტორი რუსანა
ნანახია 12 353

ჯერ თავის დას გაუარა,გაკვირვებული ჩაუსკუპდა მანქანაში თინა და ბედნიერმა და გახარებულმა აკოცა
-მემგონი უკეთესად ხარ არა ?
-ჰო ,გადასარევად ვარ და თვალით ანიშნაა დაბალ ხმაზე ისაუბრეო .
-სად მივდვართ ?
-შოპინგთერაპია . უხალისოდ მიუგო
-ისეთი სახე გაქვს რაღაც არ მგონია თერაპია იყოს ეგ.
-იიმდენი ფული უნდა დავხარჯოთ რომ თვალებიდან ნაპერწკლება ყრიდეს .ბოროტმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე.
-ჰჰჰჰ,არ მგონია მაგდენი დავხარჯოთ ,მაგრამ ვცადოთ.
-გახსოვს რო გეუბნებოდი ნახატები უნდა გავყიდო და მერე ის ფული მონასტერში უნდა წავიღოთთქო დედა ნინომ ,რომ რესტავრაცია გააკეთოს სამრეკლოსი .მამამ რომ მითხრა ნახევარს მე მოგცემო და ეხლა რომ მაგისი არც ფული მინდა და არც მამობა.ამოისლუკუნა ერთი და ტირილით მიაყოლა დათოს ამბავიც
-არ არსებობს ? ნაგლი ტიპს მარტო ფული და სექსი უნდოდა ?
-ეგაც რომ არ მქონია ეგა უბედურება ,იმდენად უნდოდა ჩემი ფული მარტო მაგიტო მიტანდა .მაგის სახელის გაგონებაც არ მინდა ,შემრცხვა ,როგორ მეთხოვა გუშინ იმისთვის ცემეთქო თორე რომ დაელურჯებინათ თვალსაც კი არ დავახამხამებდი ისე ვუყურებდი.გამწარებული ცრიდა კბილებში და ცრემლები შეიმშრალა- არ ვიცი ,რა ბედი მელის და ერთ წამს მგონია რომ უნდა ვიბრძოლო და მეორე წამს ვნებდები ,მაგრამ ერთი ვიცი შეიძლება თავისი გავატაინო რომ საკუთარი თავები გადაირჩინონ ,,მაგრამ არავის მონა არ ვიქნები .
-კაი რა .თავი გადაქნია თინამ-ისე თამამად იყავით ერთმანეთთან
-რა კაი ? ხო ნუ ვეფერებოდი,ვკოცნიდო ,მაგრამ რავიცი არც ისე ვიყავი დარწმუნებული ,რომ …მოკლედ რაღა აზრი აქვს ? სევდიანად გახედა გზას.
-ჩემო საწყალო ,კიდე კაი მოვასწარი გათხოვება თორე ეს დებილი ივანე რამეს იზავდა კიდე და მეც მომიწევდა იგივე ბედის გაზიარება.
-რაღრა მოასწარი ქალო 28 წლის ხარ ,მოასწარი კი არა გასაღდი.
-ნუ გაქვს შენ საზიზღარი ენა.
-როგორ გყავს შოთიკო ? მოიკითხა სიძე.ახლო ურთიერთობაა არ ქონდა თუმცა ცუდი ბიჭი არ იყო,მხოლოდ ის იყო რომ ვერაფრით შეეგუა ამირანის ოჯახი შვილის უბრალო ბიჭზე გათხოვებას ,რომელიც არც მეტი არც ნაკლები ამირანის რესტორანშივე მუშაობდა მუსიკოსად .
-კარგად ,რავიცი .სამსახურს ეძებბს და.. სამსახური ახსენა თინამ რადგან ამირანის რესტორნის დაწვით ფაქტიურად უმუშევარი დატოვა ლევანმა თინას ქმარი
-მერე უთხარი მამას და სხვაგან მიიღებს რა პრობლემაა ? მხრები აიჩეჩა
-რავიცი თვითონ არ უნდა .მოკლედ შენ ის მითხარი რას მეუბნებოდი შენ ნახატებზე და ფულზე ?
-რა და ვიცი როგორ დავეხმარებით დედა ნინოს .ხელში ისევ ლევანის ბარათი დაატრიალა და თვალი ჩაუკრა.
-გოგო ? ნუ გააგიჟებ მაგ კაცს.
-დასახარჯად არ მომცა ? ხოდა ვხარჯავ . ბანკთან გამიჩერეთ.ცოტახანში მანქანაში სავსე კონვერტებით დაბრუნდა და მძღოლს გაუწოდა მინდა რომ ეს საგურამოში წაიღოთ და ტაძარში მიიტანოთ სანამ მე მაღაზიებში ვიქნები
-არ შეგვიძლია ვერ დაგტოვებთ ქალბატონო
-ერთი წადით ,ერთი დარჩით მეემგონი არაა პრობლემა.
ლევანის მობილურზე შეტყობინების ხმა გაისმა უხალისოდ დახედა და გაეცინა
-მითხარი საქართველოში 10 000 კაბა არსებობს ? ღიმილს ვერ იკავებდა .. 5 წუთში დემნას მობილურზე გაისმა ხმა და ახლა მას გაეცინა .ლიზას მძღოლი ნებართვას სთხოვდა რომ საგურამოში წასულიყო და მეორე ბიჭი კი მასთან დარჩენილიყო.დემნამ სწრაფად მიცაა თანხმობა და ლევანს მოუბრუნდა
-კაბა არა ,მაგრამ საგურამოს მონასტერში მიდის შენი ფული.
-ჰოო ?
-კაი ,სადაც უნდა იქ წაიღოს რა ჩემი საქმეა.წამო წამო საქმეს მივხედოთ.საკონფერენციო დარბაზში სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები არქიტექტორები და თავისი ბუღალტერი ელოდებოდა.არ იცოდა რატომ აიჩემა რომ სამშენებლო ბიზნესში უნდოდა ჩართვა ,მაგრამ რაღაც სიახლეს ეძებდა ,არ იცოდა რისი აშენება უნდოდა მაგრამ იცოდა რომ რაღაც უნდოდა.
-რა შენი საქმეა ? არ ვიცი ხვდები თუ არაა ,რომ მთელს შენს ფულთან აქვს წვდომა და ის ამირანის შვილია.
-ვენდობი დემნა , თანაც რა უნდა ქნას ? ერთი პატარა განებივრებული გოგოა და თანაც ქველმოქმედი.გაეღიმა ლევანს.
-ხო აბა შენით ხო ვერ მოიფიქრებდი რომ ქველმოქმედება გაგეღო.დასცინა დემნამ ვითომ არ იცოდა რამდენ ფულს ხარჯავდა ქველმოქმედებაში და თანაც დემნას სახელით.
-სამაგიეროდ შენ მყავხარ წმინდანი.თვალი ჩაუკრა ლევანმა.კიდევ ერთი შეტყობინება გაისმა ეომ მის ბარათს თანხა ჩამოეჭრა. უკვე საკონფერენციო დარბაზშ იჯდა ,როცა მისმა ტელეფონმმა შეტყობინებების მიღება დაიწყო და აღარ ჩერდებოდა გამწარებული აწვებოდა ხმის გამორთვას და ვერაფერს უხერხებდა როგორცვე უნდა ხმის გამორთვისთვის დაეჭირა მაშინვე ეკრანი ჩვეულებრივ მდგომარეობას უბრუნდებოდა და წერდა რომ მას 30 ათამდე შეტყობინება ქონდა.ბოლოს დემნამ გამოგლიჯა რომ მიხვდა როგორ უცნაურაად უყურებდნენ სტუმრები მის უფროოს და გარეთ გაიტანა. როცა ლევანი შეხვედრას მორჩა დემნამ დემონსტრაციულად გაუწოდა ტელეფონი . 80 შეტყობინება და მხოლოდ ის რომ მის ბარათს თანხა ეჭრებოდა.
-არ ვიცი რა იყიდა ლევან ,მაგრამ აშკარად სათითაოდ გადაიხადა ყველაფერში და სპეციალურად.
-მემგონი კურსები აქვს გავლილი ,როგორ გამომიყვანოს მდგომარეობიდა.
-ჯობია თავის ანგარიში გაუხსნა ,თორე ესე შორს ვერ წახვალთ.თვი დაუქნია და ამოიოხრა
-იცი რა მგონია დემნა ? მგონია რომ რაღაცას ხლართავს. შეუძლებელია ასე უცბად მოწკრიბა ძალლა.
-ეხლა ისევ თავიდან ნუ დაიწყებ.მოიშორე ეგ უაზრო ეჭვები გოგოა რა .
-ხო და ზუსტად ეგააა გოგო რომაა და თან აი ეგეთი მაგიტომ ვფიქრობ ,რომ რაღაცას აპირებს.
-ყურადღებით ვიყოთ და მორჩა.მარტივად უპოვა გამოსავალი დემნამ.-ეხლა რა ვქნათ ?
-გოთუასთან წავიდეთ.დილას ბატონი გიგი მოვარდა და შემისრულა.
-ნუ როცა გიგი ვინმეს გამო თავს იწუხებს ზნაჩიტ უნდა დავუჯეროთ.
-ეს ირონია იყო თუ სერიოზულად თქვი ვერ გავიგე.
-არა სერიოზულად ,ეგ უაზროთ არასდროს ჭედავს .ჯობია მოუსმინო.

-მისმინე საყვარელო ,სავაჭროცენტრის კაფეში ისხდნენ ლიზა და თინა და დის წყნარებას ცდილობდა რომელიც ლევანია დაცვას ყელსგამოგჭრითვალებით უყურებდა-უნდა მიეჩვიო,ამის მერე სულ ეგრე მოგიწევს სიარული.
-იცი რაზე მეშლება ნერვები ? განა მიცავს ,რომ მითვალთვალებს.
-არ ვიცი ,უკვე გითხარი რომ ჭკუა უნდა იხმარო.
-რომელი ჭკუა შეცვლის იმას რომ იმ კაცს ცოლად უნდა გავყვე ? სამკვდრო სასიცოცხლო ომი მაქვს გამოცხადებული საკუთარ თავთან და კიდე იმასთან.
-მამას ხათრით უნდა გააკეთო
-და იმან რა გააკეთა ჩემთვის
-ვერაფერს გააკეთებდა .
-ნუ ამართლებ !ხმაურით დაახეთქა კოვზი მაგიდაზე.
-მისმინე ,ლიზა შენზე დიდი ვარ და ასე თუ ისე ვიცი რააღაცეები ,დამიჯერე რა ომი იქამდე გექნება სანამ შენ არ მოინდომებ მშვიდობას. ერთხელ მართლა ამოუვა ყელში და უბრალოდ მკაცრი სიტყვებით არ შემოიფარგლება მისი გაბრაზება გადაიყვან ჭკუიდან და ბოლოს მოგვიღებს სუყველას
-მარტო შენს ტ**ზე ნერვიულობ შენ არა ? ჩაიცინა ლიზამ
-არა მე შენზე ვნერვიულობ ,ერთადერთი ჯებირი ხარ და არც კი ცდილობ.
-რატომ უნდა ვეცადო ? მხრები აიჩეჩა ,ჩემზე თუ არავინ დარდობთ ,მე რატომ ვინერვიულო ?
-ყველა ვნერვიულობთ,უბრალოდ ვერ გაგიგია რომ მარტო ივანე და ჩვენ კი არა შენი თავიც გაადარჩინე.
-ჰჰჰ,ყველაზე ნაკლებად მინდა საკუთარი თაავის გადარჩენა ,ციხეში ცხოვრებას და იმ ,იმ არც კი ვიცი რა ვუწოდო.
-ციხეში მანადე იქნები სანამ არ გენდობა .ეშმაკურად გაუცინა დამ
-და რა გინდა ,რომ მითხრა ? მე კი არა მგონი საკუთარ თავსაც არ ენდობა ეგ.
-ის მინდა გითხრა ,რომ ან შენ ივლი იმის ჭკუაზე ან ის შენსაზე.
-კაი კაი ნუ მაცინებ.
-პირველად ვხედავ ელიზაბედს რომელსაც საკუთარ შესაძლებლობაში ეჭვი ეპარება.გაქეზებას ცდილობდა თინა.-როდის აქეთ აღარ გჯერა შენი თავის და სილამაზის ?
-აი ეხლა იმას მეუბნები რომ უნდა მოვთაფლო ?
-ხო ,ზუსტად ! ყველამ იცის ,რომ ერთი სისუსტე აქვს.თვალი ჩაუკრა დას.
-აი არ შემიძლია ,ვადაგასული ტიპია ხვდები ? აი ისეთი რო ვერც კი გაიგებ რა მოწონს.გინდა შიშველმა ურბინე წინ უტიფარია და თანაც არ შემიძლია ეს ძაან ვნებიანთავდაჯერებული კაცები რა. არც მაქვს თავი და როგორ მოვთაფლო როცა პირველი რაც სახეზე მეხატება ზიზღია მაგის დანახვისას და მაგის გადამკიდე კიდე იმ ქალსაც ცუდად ვექცევი.
-ხო ,მაკას ? დედა ამბობს რომ ძალიან კარგი ქალია.
-მე რავიცი კარგია თუარა.
-ლიზა ? ნუ თავხედიბ და წესიერად თუ მართლაც რამის მიღწევა გინდა მომხრეები გჭირდებაა და მაკა დპირველია ვისგანაც უნდა დაიწყო.რამე რომ იყოს ვინ წამოგაშველებს სიტყვას ? შეილება შეეცოდო მაგრამ თითსაც არავინ გაანძრევს თუ ყველასაწყენინებ.
-აბა ბრძენო ბარემ ისიც მასწავლე ,როგორ მოვიგო დედამთილის გული.
-პირველ რიგში საჩუქრით და ბოდიშით დავიწყოთ,მეორე რიგში ენა უნდა აკონტროლო და მესამე იქნებ ინებო და გიჟის პერანგი გაიხადო ,ძველი ლიზაა დააბრუნო და აათამაშო შენი ლამაი ეშმაკუნა თვალები.თავისებურად მოეფერა დას. რომელიც ოხრავდა და კრუსუნით სვამდა ყავას
-ძაან ,მაგარი გოგო ვარ სხვა მიყვარს და სხვას უნდა
-ვინ გიყვარს გოგო ,შენ თუ ეგ გიყვარს აი საღოლ შენ.
-ჰჰჰჰ,დამანებე თავი რა,დალიე ეგ ყავა და წავედით დავიღალე.
-დაიღლებოდი აბა რა 100 რაღაც ცალცალკე გადაიხადე და თან ისიც არ იცი აქვ თუ არა ჩართული sms მომსახურება.
-აუ გოგო ეგ ხო ძაან ქულლ ტიპია ,ექნება .ხმა გატყლარწა და დასცინა.
-გეყოფა , ლიზა გულიანად იცინოდა თინა როგორ ცდილობდა ლიზა ლევანის სახე დაეჭირა.
-არა ის დემნა ვაფშე მაგარი ტიპია,სერიოზულ სახეს რო იჭერს და ერთი სული აქვს სადმე გაძვრეს რომ ხმამაღლა გაიცინოს.
-ხო ეგეც ,მაგასთანაც ნორმალურად უნდა იყო.
-მორჩი ჭკუის სწავლებას და წავიდეთ ,ჯერ შენ მიგიყვან და მერე მაკასთან წავალ.დაიჯღანა.
-ეცადე და გულწრფელად მოუხადე ბოდიში ,ან უთხარი რაზეც ბრაზდები პირდაპირ ნუ « ეიაზვები «
-ხო გავიგე გავიგეეე.
-მოგეწონებოდა დედას რომ თავის რძალი ეგრე მოექცეს ?
-სახეს ავათლიდი.
-ხო და გაგიმართლა და რომ არ ყავს ლევანს თორემ შენც აგათლიდა ვინმე სახეს.

დახლოვებით ერთ საათში მაკას სახლში იყო და ღიმილს ვერ ფარავდა დედამთილის გაოგნებულ სახეზე ,როცა მისმა ნაყიდმა ნივთებმა თითქმის მთელი მისაღები გაავსო.
-ქალბატონო მაკა.სცადა სერიოზული სახე და ხმა მიეღო და ლამაზად შეფუთულ ყუთს ხელი დაავლო -ეს თქვენ.
-მე ? ეჭვისთვალით შეავლო გოგოს.
-არ ვიცოდი რითი გამომესყიდა ჩემი სითავხედე და ამიტომ გადავწყვტე ჯერ საჩუქრით დამეწყო ,ვიცი გამართლება არ მაქვს და როგორც თქვენ გელაპარაკებით იმით ვერ გავამართლებ რაც ჩემს თავს ხდება ,უბრალოდ ძალიან გაღიზიანებული ვარ და.. ხომ ხვდებით.
-მადლობა ,მაგრამ ის უფრო გამახარებდა საჩუქარზე მეტად რომ ცოტა პატივისცემა გამოიჩინო.მე შენი მტერი არ ვარ ,პირქით როგორც საკუთარ ქალიშვილზე ვიზრუნებდი ისე მინდა შენზეც ვიზრუნო.
-მაგრამ მე თქვენი ქალიშვილი არ ვარ და სწორედ ეს მიკვირს ,გაითვალისწინა დის რჩევა რომ გულწრფელი ყოფილიყო-ვერ ვიგებ რატომ მექცევით ესე კარგად.
-და ფიქრობ ლევანს ვეხმარები არა ?
-კი.
-ადამიანი ვარ ასეთი,შვილო.მნიშვნელობა არ აქვს ვინ ხარ ჩემი ოჯახისწევრი თუ უნდა იყო ვალდებული ვარ შენზე ვიზრუნო,დარწმუნებული ვარ დედაშენიც ასე მოიქცეოდა.
-ანუ მაპატიეთ ? სახე დაღრიჭა
-გაპატიე ,გაპატიე აბა სხვანაირად როგორ ?
-ძალიან კარგი.ტაში შემოკრა და კიდევერთხელ გაუცინა
-დამშვიდებულხარ,ფერიც მოგეცა და უფრო სხვანაირი ხარ.შეაქო მაკამ
-გარეგნულად კი და აი შინაგანად ისე ვარ ,ისე ვარ რომ მინდა ყველაფერი გადავბუგო.თავი ვერ შეიკავა მაინც.
-სახლს ნუ დამიწვავ გეხვეწები.ხმაში შიში შეეპარა მაკას
-არა ნუ გეშინიათ,მართლა გიჟი კი არ ვარ.
-საქორწინო კაბები მოიტანეს .ფრთხილად შეაპარა მაკამ იმის შიშით რომ ქორწილის ხსენებაზე ისევ გადაირეოდა.
-ხო ? ნახეთ ?
-ვნახე კი,რაღაც სასწაულებია.
-ხო და რომწლიც მოგეწონათ ის დატოვეთ დანარჩენი დააბრუნეთ. მოღუშულმა უპასუხა და ტახტზე მოწყვეტით დაეშვა.
-ეგ როგორ ? არ შეხედავ ?
-არა,ჩემთვის სულერთია.
-კარგი ,როგორც გინდა.მხრებიაიჩეჩა მაკამ და მეტად აღარ გააღიზიანა.
-დდი ხანია აქ ცხოვრობთ ? მოულოდნელად გადაწყვიტა ლაპარაკი მის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად.
-თითქმის 30 წელია.
-და 30 წელია გათხოვილი ხართ?
-კი.
-სხვა შვილებზე არ გიფიქრიათ? „ალბათ ლევანი რომ გაიცნეს იმის მერე გადაუნდათ მეორე“
-ვიფიქრე ,ჩემო გოგოვ ,მაგრამ მარტივი არ აღმოჩნდა .სად აღარ ვიყავი მაგრამ ეჰჰ
-გასაგებიააა ჩაილაპარაკა თავისთვის
-პირველი მშობიარობაა მძიმე აღმოჩნდა ,რამის მოვკვდი არ ვიცი რისი ბრალი იყო მაგრამ ფაქტია მეორე შვილი აღარ მეყოლა.
-ანუ დაბადებიდან პრობლემაა ეგ. წამოისროლა და უცბად მაკკას სახეს თვალებდაჭყეტილმა შეხედა -აი ხომ ხედავთ ,თქვენ კი არააფერს გერჩით იმაზე რომ ვარ გაბრაზებული მერე ყველას სისულელეს ვეუბნები.
-არაუშავს ,გაუღიმა მაკამ -დრო უნდა ყველაფერს,მალე გაბრაზებაც გადაგივლის და მიეჩვევით ერთმანეთტან ლაპარაკს ,ისწავლით როგორ სცეთ პატივი და ასე. ლამაზი ზღაპარი დახატა ლიზასთვის რომელიც გულში დამცინავად ფიქრობდა „პატივი ვცე? არასდროს“ო. -იქნებ მაინც შეგეხედა კაბებისთვის.
-არ მინდა. მკაცრად თქვა.
-იცი თითქმის 3 დღე დარჩა და ბოლო დღეს რომ აღმოჩნდეს კაბასთან დაკავშირებით რამე პრობლემა ხომ შერცხვები?
-სხვა კაბას ჩავიცმევ ,მაგალითად შავს. გაუღიმა ქალს
-ვაიჰ რა გადარეული გოგო ხარშენ.მაკასაც გაეღიმა.-რეები იყიდე?
-ყველაფერი ,გინდა განახოთ ? მხიარულად წამოხტა ისე რომ პასუხს არ დალოდებია რადგან სოფოსთან და დედამისთან მიჩვეული იყო ახალ საყურესაც კი ანახებდა .მერე უცბად დაფიქრდა ,რომ მაკას შეილება სულ არ აინტერესებდა და მომღიმარ ქალს შეხედა-გაინტერესებთ?
-რათქმაუნდა აბა დაიწყე , კომფორტულად მოკალათდა მაკა.-მოიცა წადი შენ ჩაიცვი და მანამ მე ყავას გავიკეთებ.
-რა ჩავიცვა ?
-ყველლაფერი.
-ჩვენწბა მოვაწყოთ ? ხალისით წამოხტა და ზემოთ აირბინა პარკებთან ერთად. სწრაფად შევარდა ოთახში და შავკაბას იზომავდა როცა ,ისევ გადაუარა მხიარულებამ ,სიამოვნებამ და ერთიანად მოაწვა დარდი სარკეში ჩახედვისას. საწოლზე ჩამოჯდა და კარგახანს უყურა საკუთარ გამოსახულებას ,სული კი არ სტკიოდა უბრალოდ უკიოდა,უცნაურ ხმებს გამოსცემდა მისი შინაგანი ლიზა და გაორებული ვერ არკვევდა რა გრძნობა იყო მის გულში ტკივილი ,იმედგაცრუება , სიძლიერე თუ სურვილი რომ როგორმე თვალები დაეხუჭა და შორს მომავალში გაეღვიძა როცა ეს ყველაფერი უკვე გავლილი იქნებოდა. უხალისოდ წამოდგა გახსენდა მაკა რომელიც ქვემოთ ელოდებოდა და ზლაზვნით ჩავიდა.მაკამ ღიმილით შეათვალიერა ლიზა და კიდევ ერთხელ კმაყოფილი დარჩა მისი სილამაზით ,აღფრთოვანებულიც კი და გაბრწყინებული ავლებდა თვალს.თითქმის ყოველდღე მტირალს თმაგაწეწილს ან დაბღვერილს და გაბრაზებულს ხედავდა ,მაგრამ დღეს ნამდვილად დარწმუნდა ,რომ კი ეს გოგო ნამდვილად იყო ლევანის შესაფერისი. თვალით ანიშნა წადი სხვა კაბაც მოიზომეო და თითქმის 2 საათი გაატარეს ლიზას ახალი გარდირობის დათვალიერებაში. ბოლოსთვის დღის ყველაზე ლამაზი შენაძენი შემოინახა , სპეციალურად ამ კაბისთვის ნაყიდი ფეხსაცმელიც ამოიცვა და მიხვდა რიმ აშკარად ფეხწბს აგლიჯავდა, »სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს «თავი გაიმხნევა და კიბისკენ წავიდა უკვე სათავეში იყო რომ ყურს ლევანის ხმა მოხვდა და ისეთი სისწრაფით დატრიალდა ,რომ მაკამაც ძლივს მოკრა თვალი რომ აღარაფერი ვთქვათ ლევანზე რომელიც მაკას წინ იდგა .წამში გაუარა ყველაფერმა ისევ თავიდან კინოსავით მიდიოდნეენ კადრები და ბოლოს თინასსიტყვებამდეც მიაღწიეს ,დას წყალში არ ჩაუყარა ლექციები და წელში გმართული შემობრუნდა ,ფეხი ჩამოდგა და ქუსლების ხმაურით დაიწყო ჩამოსვლა , აღფრთოვანებულ დედის მზერას თვალი გააყოლა ლევანმა და გაიხედა,ლიზას მოკვრა თვალი და ისევ სწრაფად მობრუნდა ,მერე გაანალიზა რომ განსხვავებულად გამოიყურებოდა და მთელიტანით შებრუნდა და გაუჭირდა სახეზე გაკვირვებული ემოციის დაფარვა , თითქმის თვალდაუხამხამებლად აყოლებდა მზერას მის ფეხებს ,წვრილ წელს კბში კარგად გამოჭედილ მკერდს და გვერდებს და თვალებს ,რომლებიც უცნაურად უელავდნეენ და აშკარად მის სახესაკვირდებოდნენ.არა უნდა ეღიარებინა ამ გოგოს სილამაზე სხვა გზა არ ქონდა და არც უნდოდა ერთიანად უვლიდა სხეულში რაღაც გრძნობა და კიბის ბოლოში გამომწვევად მდგარ გოგოს უნებურად გაუღიმა
-ლამმაზია.ხხმა ჩაეხრინწა და აშკარად ვნებით აღსავსე სახე და თვალები მის სახეს გაჭვირვებიიტ გაუსწორა იმის შიშით რომ სახეზე ეწერა როგორ იწვევდა მისი სხელი.
-მე თუ კაბა ? არანკალები ვნებამორეული ხმა ჰქონდა იმით ძალა მომატებულს რიმ როგორც იქნა ძლივს აღიარა რაღაც მისმა მომავალმა მეუღლემ
-ორივე. შეუმჩნევლად ჩაახველა თითქოს თავისი წასული ხმის პოვნას ცდილობდა და ჩამოჯდა .
-რამეს დალევ ლიზა ? მაკა ჩაერთო
-კი ყავას თუ თქვენც დალევთ,მარტო არ მიყვარს. თბილად გაუღიმა და წელში გამართული მივიდა ,ჩამოჯდა დ ისედაც მოკლე კაბა სულ მაღლა ავიდა ,ეს არ იკმარა და მთელი მონდომებით სცადა ფეხიფეხზე სექსუალურადგადაედო. თითქმის მთელი მონდომებით სცადა თვალი არ გაქცეოდა,მაგრამ საკუთარ თავს ვერაფერი მოუხერხა ლევანმა და კიდევ ერთხელ აავლო თვალი.
-შემიძლია ავდგე.
-უკაცრავად ? ვერ მიუხვდა ლიზას რეპლიკას.
-არაფერი.გაუღიმა გოგომ და წამოდგა.-დამაკვირდი ?
-აჰ,ის იგულისხმე რომ გაკვირდები ? ხო ნამდვილად არ გამოიყურები ცუდად როცა გიჟივით არ იქცევი,ცოტა ქალთა სქესის წარმომადგენელსაც კი ემსგავსები.
-მე სულ ლამაზი ვარ ჩემო საყვარელო,თვალები მოჭუტა და ეშმაკურად გაუცინა -შენ არ აღიარებ უბრალოდ.
-და რატომ არ უნდა ვაღიარებდე ვითომ ? მიყვარს ლამაზი ქალები
-ხო გავიგე რომ გიყვარს,ქალებს თუ უყვარხარ ეგაა საკითხავი .
-ეგ ქალებს უნდა კითხო .
-სიმართლე გითხრა არ მაინტერესებს ეჭვიანი ცოლი არ ვარ.
-სამაგიეროდ მე ვარ ეჭვიანი ქმარი ჩემო მშვენიერო და შემდეგში ვფიქრობ 10 სმ გრძელი კაბის ყიდვა მოგიწევს.
-და რატომ ? არ მოგწონს ? თავის ფეხს გადახედა და თავხედური მზერა ესროლა მამაკაცს.
-შეიძლება დაგთანხმდე კიდეც ამ სიგრძეზე თუ სულ ესეთი ჭკვიანი და ქალური იქნები.თვალი ჩაუკრა.
-რა ადვილად მთანხმდები დღეს ყველაფერზე ?
-პირველი ეფექტის ბრალია..
-აჰამ , დააა რადგანაც დღეს ასე ვმოქმედებ შენზე იქნებ მესარგებლა შემთხვევით და კიდევ რაღაც მეთხოვა ? ხმა გაინაზა ოდნავ წამოიწია და პატარა მაგიდისკენ გადაიხარა რომ თავის ახალ ტელეფონს მიწვდომოდა რომლის ასაღებადაც მარტო ხელის გადაწევაც კმაროდა მაგრამ იმდენად იყო აზარტში შესული თითქმის ავაზასავით გაწვა მაგიდისკენ.ისე აუთამაშდა სახეზე ღიმილი ლევანს თავადაც ვერ მიხვდა თუმცა კარგად გაიგო რომ ლიზას სტრატეგია დღეს სექსუალურობა იყო და ვერაფერს იყყოდა კარგადაც გამოსდიოდა და აბავდა კიდეც იმდენად მოწონდა ასეთი ლიზა მარტოები რომ ყოფილიყვნენ ხელიდან ვერ გაუსხლტებოდა.
-და რა უნდა გეთხოვა ?
-მოვედი გულდაღლილი მაკა მოვიდა და ფინჯნები დადგა.-აბა ლევან გამაგებინე რატომ მოდის ციკო ?
-არ ვიცი დღეს დამირეკა,მითხრა რომ მატარებლით მოდის ბავშვთან ერთად და არ უნდოდა გენერვიულა .ალბათ მალე მოიყვანეენ დასახვედრად გავგზავნე დემნა.
-ვაიმე ნეტა ,რამე მოხდა ? ხელი სახეში შემოირტყა
-ციკო ვინაა ? დაინტერესდა ლიზა
-ჩემი დიშვილი, საწყალი ქუთაისშია გათხოვილი და ისეთი საზიზღარი ქმარი ყავს ალბათ კიდეე რამე მოხდა და აქ წამოვიდა თან ბავშვი მატარებელში.
-რამდენი წლისაა ? მშრალად დაინტერესდა და სულაც არ დარჩა აღფრთოვანებული კიდევ ერთი სტუმრით.
-2 წლისა .
-მშვენიერია. თქვა და მიხვდა რომ ეს სიტყვა სულ არ უხდებოდა ამ სიტყუაციას და სწრაფად გამოასწორა-იმის თქმა მინდა რომ დიდი სახლია ,ბავშვი გაამხიარულებს აქაურობას.დაინახა როგორ ჩაიცინა ლევანმა ,აშკარად მიუხვდა და თვალი აარიდა მის დამცინავ სახეს.-და თუ ესეთი ცუდი ქმარი ყავს რატომ არ შორდება ?
-მერავიცი გაბრაზდა მაკა -უტვინოა და იმიტომ ,სულ ვეჩხუბები ვარიგებ ,ჩამოვა გააქეზებს სუყველას ლევანმაც რამდენჯერ სცადა დაელაპარაკა იმ ბიჭს ცოტახანი დაწყნარდებიან და მერე ისევ დაიწყებენ ბავშვსაც კი სცემს.წამოვიყვანთ ისევ ურიგდება.
-ლევანი რას უშველის თუ ხასიათი აქვს ეგეთი ? გულწრფელად განიცადა ლიზამ -უნდა გაშორდეს თორე ასჯერ რო ჩაერიოთ ასჯერვე იგივე მოხდება.
-რავიცი შვილო,რას გაუგებ იძახის მიყვარსო.
-უცნაური სიყვარული ცოდნიათ ,ცემატყეპაც თუ სიყვარულია არ ვიცოდი.ყავა მოსვა და გაოგნებულმა შეხედა ლევანს რომელიც ხარხარებდა
-ანუ მე რომ გცემო სიყვარულად არ ჩამითვლი ? გული დამწყვიტე.
-შენ უნდა სცემო ლიზა ? მაკამ შვილს დასცინა -რავიცი ბოლოს შენ გქონდა სახეზე ჩალურჯებული და ნაცემიც შენ დადიოდი.
-თქვენ რა მე დამცინით ? უცებ წამოენთო დედაშვილის ხუმრობაზე.
-არა შენ არ დაგცინით პირიქით ,ვფიქრობ რიმ ძალიან გაუჭირდება ჩემს შვილს შენი მორევა. მკმკვახე პასუხი ქონდა მზად თუმცა არ დასცალდა ოთახში დემნა და ქერა გოგო შემოვიდნენ რომელსაც ბავშვი ეჭირა ხელში და წამებულის სახე ქონდა. მმალევე წარუდგინეს ერთმანეთს ,გააცნეს მერე ბავშვს შეხედა დახლოვებით 2 წლლამდე საყვარელი ფუმფულა ბიჭი ყავდა დედას კისერზე მიწებილი ქერა კულულებით და უზარმაზარი ლურჯი თვალებით ბვშვს მოეფერა და პირველი რაც შეამჩნია თვალის დაბლა ჩალურჯება იყო. დაბნეულმა მიმოიხედა და მაკას რეაქციას დაელოდა რომელმაც სახეზე აფარა ხელი და ტიროდა.
-წაიქცა. ახსნა ციკომ შვილის სილურჯე
-ხო როგორ არა ,ზიზღნარევი ხმა გაუხდა ლევანს და ბავშვი აიყვანა. საოცრად თბილმომენტად ჩათვალა ლიზაამ ის თუ როგორ მოეფერა ბავშვს და აკოცა როგორ საყვარლად შეათამაშა ხელში « ოჰ ყვარებია ბავშვები მაინც » -მითხარი რა უნდა ვუყო ? დეიდაშვილს მოუბრუნდა მრისხანე სახით.-როდემდე უნდა აფარო ხელი მაგ **ეს ? ციკომ დაბნეული მზერა მოავლო მისაღებს და ლიზას შეხედა ,აშკარა იყო უცხოდ იყო და შერცხვა საკუთარ პრობლემაზე საუბარი , სწრაფად მიხვდა გოგოც ,კიდევ ერთხელ სსასიამოვნოდ გაიღიმა და ისღა მოიფიქრა -ჩემი ყავა გაცივდა წავალ ახალს გავიკეთებ.სწრაფად წაწვდა ფინჯანს და გაასვლა დააპირა როცა ლევანის ხმა გაისმა
-მოდი აქ. დაბნეული შემობრუნდა და მასთან მივიდა-თუ ლაპარაკი გინდა ილაპარაკე,უცხოს ვერ ვხედავ ვერავის აქ. ციკო ფეხებ გამიცლილი ჩამოჯდა და სასოწარკვეთილი სახე მიიღო მერე ასლუკუნდა და ფერი დაკარგა. ისე აუჩქარდა გული ლიზას თითქოს მასზე უარეს დღეში არ იყო და უარესი პრობლემა არ ქონდა. სწრაფფად დადგა ხელში გაშეშებული ფინჯანი და ციკოს მიუჯდა
-დამშვიდდი,ხელი დაადო ხელზე-თუ არ დამშვიდდები ბავვშვს შეაშინებ .სათნო სახით შეხედა დაფეთებულ ბავშვს რომელიც გამწარებული ეკიდებოდა ლევანს კისერზე. მაკა თავისთვის იჯდა ისევ სახეზე ხელებაფარებული.
-ბავშვზე რომ ფიქრობდნენ ისევ იმ ნაბი*ვართან არ იცხოვრებდა. უფრო უხეში გაუხდა ხმა ლევანს .
-ლევან,დემნამ ანიშნა გეყოფაო -მოიყვა ბავშვისკენ გაშალა ხელები ,ეზოში წავიყვან. ბავშვი მიაწოდა და ციკოს წინ ჩამოჯდა ფეხიფეხზე გადაიდო და მოუთმენელი მზერა მიაპყრო თითქოს ცოტახანში იფეთქებდა,მაგრამ მზერა ისევ ლიზას მოხვდა რომწლიც შეწუხებული სახით იჯდა და გოგოს ერთი ხელით ხელზე ჩაფრენოდა მეორეთი ზურგზე უსვამდა ხელს და საოცრად სათნო თვალებით გახედა მამაკაცს ,თითქოს თვალებით ეხვეწებოდა აღარაფერი თქვაო.
-ციკო,მისმინე ამოიოხრა ლევანმა და დამშვიდება სცადა ხმის და ნერვების.-მილიონჯერ დაველაპარაკე ,ვცემე კიდეც ,ვაიძულე მერე სამსახური დავაწყებინე ,მაგრამ არ დადგება მაგისგან კაცი და ამიხსენი რა დაგრჩენია მაგასთან ?
-შენი შვილია ცოდო პირველრიგში ,ფრთხილად თქვა ლიზამ და მიხვდა როგორ უცნაურად გამოგლიჯა ხელი ციკომ
-შენ ვინ ხარ საერთოდ ,რომ ჩემს საქმეს არჩევ ? ციკომ კარგგად იცოდა რაც მოხდა და რატომღაც ჩათვალა რომ ლიზა ამ სახლში მინასავით უხმოდ დახვდებოდა და არც ლევანის მოერიდა რადგან კარგად იცნობდა საკუთარ დეიდაშვილს.დაცადა ლიზას ეპასუხა ,დაწმუნებული იყო რომ თავადაც კარგ პასუხს გასცემდა და გაუკვირდა როცა დაბნეულმა დაიწყო თავის მართლება
-მე მხოლოდ დახმარებას ვცდილობდი.სწრაფფად წამოხტა ფეხზე და ერთი სული ქონდა გაცლოდა იქაურობას რადგან მართალად ჩათვალა იმ გოგოს სიტყვები ,მართლაც ვინ იყო ? ვიღაც უცხო მტრის ქალიშვილი. ჯერ კიდევ ფიქრებში იყო და ვერც კი იგრძნო როგორ შეაჩერა. როცა გაანალიზა რომ არ მიდიოდა მერე იგრძნო ლევანის ხელი წელზე ,როგორ ამოუდგა გვერდით და კარგად მოხვია თავისი ხელი.
-ციკო ? ვფიქრობ კარგად ვერ აგიხსნა მაკამ როცა გაგაცნო ,რომ ჩემი ცოლია არა ? ისევ სიმკაცრე შეერია ხმაში.
-არაუშავს ახედა ლევანს და უნდოდა დაეწყნარებინა რომ არაფერი ეთქვა ისედაც თავისთავი გასჭირვებოდა ამ გოგოს და ბოლო დღეებში კარაგდ შეიგრძნო რას ნიშნავდა ასეთ დღეში ყოფნა.
-უშავს ლიზა უშავს.
-მაპატიე,სწრაფად გაერკვა სიტყუაციაში ციკო და დეიდაშვილის მოძრაობით მიხვდა რომ ყველაფერი ისე მარტივად არ იყო ამ გოგოსთან ურთიერთობაში ლევანისთვის ,როგორ მარტივადაც უთხრა ცოლი მომყავსო და რატომაც მოყავდა.
-არაფერია,გაუღიმა ლიზამ და ისევ წასვლა დააპირა თუმცა ძვრა ვერ უყო ტანს ისე იჭერდა მაამაკაცი.
-უნდა გაშორდე,შვილო რატო იღუპავ თავს რატო ?
-ხო გადავწყვიტე , საბოლოოდ. დაეთანხმა
-კიდე კაი. გამოსცრა კბილებში და ლიზას გადმოხედა-შენ რაღაც გინდოდა არა ?
-მე არაა ? დაავიწყდა რზე კითხა და აიბნა.
-კარგი. ხელი შეუშვად და კარისკენ წავიდა როცა ისევ გაახსენდა რა უნდა ეთხოვა და ქუსლების კაკუნით გაიქცა კარისკენ ისეთი აკრეფილი მირბოდა გასასვლელში ფეხსაცმელების საწმენდს გამოედო ქუსლით და სწრაფფად რომ არ შემობრუნებულიყო ლევანი კარგადაც მოჯდებოდა და ალბათ მუხლებსაც გაიტყავებდა.სწრაფად წვდა მკლავში მერე წელში და გაასწორა-ნელა ნელა თორემ ამ ლამაზ სახეს უფრო გაილამაზებ. სახეზე გადმოყრილი თმები გადაუწია და არც უფიქრია ხელის შეშვება ,პირიქით კომფორტულად მოიქცია ერთ ხელში
-გამახსენდა რაც მინდოდა ,არ შეიმჩნია მისი სიახლოვე და უკან გაწევა სცადა.
-მითხარი აბა,ოღონდ არ დაიწყო ისევ მოკვდი ან ქორწილი არ გვინდაო და სხვა ნებისმიერი რამე რაც გინდა თქვი.
-სოფო ,მინდა აი ის ქალი ჩემს დაბადებისდღეზე რომ ფეხსაცმელებს ძალით მაცმევდა ჩემი ფუმფულა სოფიკო საოცარი სიყვარულით ახწერდა სოფოს.
-ჰო მერე ? წარბი აწია ლევანმა
-შეიძლება აქ რომ იმუშაოს ?
-აქ ? აქ გინდა რომ მოიყვანო ? რატო მაკა და აქაური დისასახლისი ვერ გივლის ?
-არა ,კი კარგები არიან მაგრამ ის სულ ჩემთან იყო.კარგი იყოს არ მინდა მოიღუშა ლიზა და საკუთარ თავზე გაბრაზდა როგორ მომივიდა აზრად მისთვის რამის თხოვნაოო
-ნუ იბუტები,ლოყაზე ჩამოუსვა თითი და უხერხულად შეშმუშნულ ლიზას უფრო მაგრად მოუჭირა ხელი-მოიყვანე ეგ შენი სოფო.
-მაგარია .წამოიყვირა თუმცა როგორცე დადებითი პასუხი მიიღო საჭიროწბა ვეღარ დაინახა ლევანთან ასე ახლოს ყოფნის და ხელებით მიაწვა რომ როგორმე გამოსხლტომოდა ,მაგრამ ვერაფერს გახდა.-მომშორდი .უკვე ბრაზობდა და უფრო აფართხალდა
-ცოტახნის წინ თავად მიწვევდი და ახლა გარბიხარ ? ცალყბად ჩაეცინა ლევანს და თითი მის მკლავს აატარა ,მიხვდა როგორ გაეხორკლა კანი თუმცა ვერ გაარკვია სიამივნებდა თუ პირკით .-იცი ? თუ თამაში დაიწყე უნდა დაამთავრო კიდეც. შემდეგ მკერდამდე ჩააყოლა თითი და თითქმის მის ტუჩებს ეხებოდა როცა ლაპარაკობდა
-რა თამაში ,ავადმყოფო გამიშვი ხელი .ხმაში უფრო მეტი შიში გარეოდა ვიდრე ზიზღი
-იცი შენ რა თამაში,ერთ დღეს არ გაგიმართლებს,რომ ასეთკარგ ხასიათზე ვიქნები და მოგიწევს ბოლომდე ,ბოლომდე და ბოლომდეე ითამაშო.ერთიანად შეუშვა ხელი და ერთი ნაბიჯით უკან გაიწია რომ კიდევ ერთხელ კარგადშეეთვალიერებინა.რედგენივით აატარა მზერა და კმაყოფილმა შეაქცია ზურგი.კარგახანს იდგა გაშეშებული ერთ ადგილზე და საკუთარ დას ლანძღავდა რომ დაუჯერა,თავიდან კმაყოფილმა რომ მაამაკაცს დაუმტკიცა თავისი სილამაზე ახლა სულ უკმაყოფილო იყო ,რომ ვერ გაითვალისწინა ლევანისრეაქცია.ზუსტად იცოდა თუ დღევანდელივით გაგრძელებდა მოქცევას და ლევანს სექსუალურ ქალს ანახებდა მაშინ მისგანაც ექნებოდა საპასუხო რეაქცია,არდა როგორი კმაყოფილი იყო მარტივად დათანხმდა სოფოსმოყვანაზე.აშკარად ჭრიდა ასეთი ურთიერთობა თუმცა საფასურიც მაღალი იყო ,რადგან ამ კაცის ყველა შეხებაზე უცნაურად ბურძგლავდა და შიში იტანდა. საღამოს საკუთარ საწოლზე იყო გაწოლილი მაკა რომ შევიდა მასთან და ციკოც უკან მიყვა დამშვიდებულიყო უფრო და თბილადაც კი უღიმოდა.კიდევერთხელ მოუხადა ბოდიში ოღონდ ამჯერად ნამდვილად უხდიდა და არა ლევანისშიშით.მკამ და ციკომ ერთდროულად დაუწყეს წუწუნი ჩაიცვი მოიზომე საქორწინო კაბებიო და მძიმედ დაიწყო უზარმაზარ კაბაში ფეხების დ ხელების გაყოფა და სარკის წინ დადგა .ულამაზესი კაბა იყო თუმცა აღფრთოვანებული ვერ დარჩა და უცბად ჟინი მოედო რომ ასეთი კაბით რომ იქნებოდა ყველა იჭორავებდა.უკვე აღარც დაჭირვებია თქმა ისე ჩაიცვა მეორე და მესამე კაბა და ბოლოოს არჩევანი პრინცესულ კაბაზე შეაჩერა,ბავშვობიდან ოცნებობდა რომ საკუთარ ქორწილში აუცილებლად ეცმეოდა კონკიასნაირი გაშლილი კაბა როგორც მას მეჯლისზე აცვია და ედგმევოდა პატარა გვირგვინი თავზე.არ ახსოვს საიდან აიჩემა ის ფრაზა და რატომ იმეორებდა სულ მე დედოფალი ვარო ,მაგრამ კაბა ნამდვილად შეარჩია დედოფლური.კმაყოფილმა შეხედა სარკეს და გულდაწყვეტილი მოუბრუნდა მაკას.
-აქსესუარები არ მოიტანეს ?
-არა ,უნდა მიეტანათ ?
-აი მაგალითად თმისთვის რამე ,შერცხვა პირდაპირ ეთქვა გვირგვინიო.
-არ ვიცი მხოლოდ კაბეები იყო.ნომერიც არ ვიცი ორგანიზატორის .დავურეკოთ და ვუთხრათ რომ თმისთვის გინდა რამე ან თმას ვინც გაგიკეთებს იმას ექნება თავისი
-არა არ ექნება ,სტილისტებს გვირგვინები არ აქვთ.ჩაილაპარაკა და ვერც კი შეამჩნია როგორ უცნაურად გადახედეს მაკამ და ციკომ ერთმანეთს.
-წავიდეთ ხვალ და ვიყიდოთ ,გამოსავალი იპოვა ციკომ
-იყოს არ მინდა ,ვიფიქრე თუ იყო კარგი იქნებოდა სპეციალურად არ ღირს წასვლა.

ისე გაიარა ორმა დღემ სახლიდან არ გასულა ციკო მასთან კარგგად შევიდა კონტაქტში,ბავშვიც ძალიან შეუყვარდა და რაც მთავარია არც მაკასთან დაძაბვია ურთოერთობა,დედამისიც ნახა ქორწილოს წინა დღეს ყველაფერი რიგზე იყო მაგრამ წინაღამეს აფეთქდა როცა უთხრეს რომ სასტუმროში მოუწევდა წასვლა და იქ დაძინება რადგან მეორწ დილით ადრე უწევდა ხელის მოწერა.
-ვერ გავიგე?დილით რომ მოვიდე არა? ებღინძწბოდა დემნას ,რომელსაც ნერვი არ უტოკავდა .
-ვერც მე ვერ გავიგე სიმართლე გითხრა,მარა იმას ეგრე უნდა .სინამდვილეში სულ არ ქონდა ლევანისთვის საიდან მივიდოდა ლიზა უბრალოდ თავს იზღვევდა ლიზას მორიგი ხრიკებისგან და დარწმუნებული იყო რომ წინასაქორწინოდ ერთხელ კიდევ მოიქნევდა კუდს.
-ეგრე უნდა და არ წამოვალ .ხელწბი გადაიჯვარედინა და ფეხი ნერვიულად აათამაშა.
-ნებართვა მაქვს ძალით წაგიყვანოთ. ისევ ნერვი არ ატოკებია დემნას თუმცა ხვდებოდა რამდენი ძალისხმევა ჭირდებოდა ლევანს ამის ასატანად და ამ წამს უთანაგრძნო კიდეც.
-ძალით ვერ წამათრევ.ხმა ჯიბრიანი გაუხდა
-არ წაგათრევთ ,განა ვერ.თანაც არც მჭირდება იმიტომ რომ ახლა ავირებთ თქვენს კაბას და მანქანაში მშვიდობით ჩავჯდებიტ ყოველგვარი ექსცესების გარეშე
.-აი შენღა მაკლდი მმართველად რა .
-ძალიან გთხოვთ ნუ ჩამაყენებთ უხერხულ მდგომარეობაში,უკანასკნელად სცადა მშვიდად ახსნა დემნამ.
-თუ არ წამოვალ შენ გეჩხუბება?
-კი და თან ძალიან თქვენ არ იცნობთ ნამდვილი ტირანია.თავი მოისაწყლა დემნამ და უკვე მანქანაში იჯდა როცა სიცილი ატეხა და ლევანს ელაპარაკებოდა ტელეფონზე-არაფერი მარტივი იყო,ვუთხარი რომ ტირანი ხარ და თავისფეხითწამომყვა.სასტუმრომდე გაბუტული იჯდა და დაახლოვებით 15 წუთიანი ხვეწნა და ბოლოს მუქარა დაჭირდა ,რომ მანქანიდან გადმოსულიყო.ზლაზვნით მიყვებოდა და დემნას კუსნაბიჯებით უწევდა მის გვერდით სიარული და თან იმის მოსმენა ,როგორ ლანძღავდა და ლევანის კუდს ეძახდა.უცბად ბარს მოკრა თვალი და გადაუხვია .სწრაფად შეუკვეთა კონიაკი და ნერვიულად აათამაშა ხელი ბარის მაგიდაზე.
-მანდ არა ,ლიზა მანდ არა.გამოეკიდა დემნა
-აქ,იცოდე თუ არ დამაცდი დალევას და იმის დავიწყებას რომ ხვალ დილით შენ ნაგავ უფროსს ცოლად მივყვები ხმამაღლა ვიყვირებ ,რომ ვიღაც ლოთი ხარ და აქ ამეკიდე.
-რა ? გაოგნდა დემნა და არ დაუთმო ბარმენის მოწოდებული ჭიქა უკან გაწია
-თავი დამანებე ,ხმამაღლა დაიწყო ყვირილი -მე გათხოვილი ვარ და არ მინდა შენთან ლაპპარაკი თან ხალხს მოავლო თვალი რომ დარწმუნებულიყო დამაჯერებლად გამოუვიდა თუ არა. დემნამ სახეზე მოისვა ხელები და უხერხულად გაუცინა ბარმენს. რომელმაც ლევანსს მოკრა თვალი. ლიზა ისევ ჭიქა წაეპოტინა და დემნამ ისევ გაუწია.-ხომ გითხარი დამანებეთ თავითქო თუ ჩემს შეწუხებას განაგრძნობთ პოლიციაში დავრეკავ ,არ მესმის ყველა ლოთს რატომ უშვებთ ამ სასტუმროში. არ მინდა თქვენთან ერთად დალევა და არც სახელის თქმას ვაპირებ. ჭიქას ხელი დაავლო მერე ისევ მობრუნდა ბოთლსაც და ერთერთი მაგიდისკენ წავიდა,ჩამოჯდა და გემრიელად მოსვა სასმელი.
-კარგად ხარ? მხარზე ხელი მიკრა ლევანმა და გაოგნებული დემნას სახეზე გულიანად გაიცინა .
-კარგგად კი არა ეს ვინ არი ეეე?? დაინახე რეები ჩაატარა?
-წამო ,წამო ლიზას მაგიდისკენ დაიძრა ლევანი და წინ ჩამოუჯდა.-დემნა გააბრაზე და როგორც წესი დემნას გაბრაზება კარგი იდიაა არაა?
-რატო საშიში ბიძიაა?
-თან ძალიან საშიში.
-ერთი ჭიქის დალევა მინდოდა ,შენ კიდე არ მაცდიდი გაეღრიჭა დემნას.
-მერამდენე ჭიქაა ეგ ? მკაცრად შეეკითხა ლევანი.
-ჯერ მეორე. არ დალევთ? დალიე ლევან დალიე არაფერი გაქვს საგლოვი ?
-და შენ რას გლოვობ ?
-შენს გაცნობას და იმ მარაზმს რაც ხვალ მოხდება. დაისისინა და კიდევ გადაკრა სასმელი.უცბად წამოხტა და კიდევ ერთი ჭიქა მოიტანა დემნას დაუდგა და შეუვსო.-დალიე დემნა ,მიდი შენც საგლოვი გაქვს შენი სამსახური ესეთი რომ გყავს.
-მაგაში მართალი ხარ გაუცინა დემნამ და კონიაკი მოსვა.
-მემგონი გაავუგებთ ერთმანეთს,იქნებ მოკავშირეები გავხდეთ და დამეხმარო აქედან გაქცევაში? წამოსცდა თავისი ფიქრი 3 ჭიქისგან დამთვრალს.ლევანმა ჩაიცინა და დემნას გახედა ,რომელიც გამეტებით უმტკიცებდა ლევანს არ დააპირებს გაქცევასო.
-გაქცევა გინდა? ვის გაურბიხარ? არ მოეშვა ლევანი
-შენ .
-მე რატომ ?გიშლი რამეს ? შენ შენთვის იქნები ამ ქორწილის მერე მე ჩემთვის შეიძლება 1 თბეც კი ვერ მნახო.
-ერთითვის მერეც ერთი ნახვა საკმარისია ,რომ მეზიზღებოდე. თვალები აუწყლიანდა და უკვე 5 ჭიქას სვამდა .-შენ ამართლებ დემნა ? მითხარი ამართლებ რომ ჩემე გადატეხა ჯოხი ? ამართლებ რმ ერთი ადამიანის გადასახდელი მთელს ოჯახს მოსთხოვა და მთელი ოჯახის კიდე მე ? ასლუკუნდა ლიზა. ყურადღებით უსმენდა ორივე და არცერთს უთქვამს სიტყვა თუმცა გულისსიღრმეში ლევანმაც კი აღიარა რომ ის რაც მან ქნა საზიზღრობა იყო.
-გეყოფა უკვე.წამოდგა ლევანი და სკამიანნად გამოწია მაგიდიდან. ხელიდან ჭიქა გამოაცალა და მაგიდაზე დადგა-10 წუთში 7 ჭიქა დალიე მგონი.
-არ ვარ მთვრალი ,ხელი გამიშვი არ მინდა წამოსვლა .გაუძალიანდა
-ჩუმათ გოგო,კლავზე მოუჭირა ხელი და წამოაყენა. ისევ დაიკლაკნა ლიზა და ხელის გაშვებას ცდილობდა როცა მეორე ხელიც წაავლო მკლავში და კარგად შეაბანჭღალავა იმდენი მოზომა რომ არ ეყვირა მხოლოდ მზერა ქონდა განრისხებული და საკმარისი აღმოჩნდა რომ შეეშინებინა. ეჭვისთვალით შეხედა დროებითი ხომ არ იყო მისი დაწყნარება მაგრამ ხელში რომ აიყვანა და კარგად მოიქცია მკლავებზე და მაინც არ აკივლდა მაშინ მიხვდა რომ არცისეთი უშიშარი იყო მისი პატარა ქალბატონი. ლიზას გაგუდულს ეძინა სანამ ოთხამდე მიიყვანა ოღონდ ამჯერად არ ისურვაა საკუთარი საძინებლის დათმობა და სხვა ოთახში შეიყვანა თუმცა თავად თვალი ვერ მოხუჭა იმაზე ფიქრში რომ ხვალ ამ დღეებს შორის ყველაზე ჯოჯოხეთური დღე ელოდა და თან წარმოდგენა არ ქონდა ქორწილოს მერე რა უნდა ექნა ამ გოგოსთვის ან საკუთარი თავისთვის ან როგორ უნდა მოეხერხებინა რომ ხალხს არ ეჭორავა მათი ცალცალკე ცხოვრებაზე ,ლევანის საყვარლებზე და ამ გოგოს სიგიჟეებზე,როგორ უნდა შეენიღბა და ყოფილიყვნენ ბედნიერი ოჯახი .ისე დაათენდა ვერც კი მიხვდა. ზლაზვნით დაიწყო თავის მოწესრიგება და მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობდა რომ გარეთ ატეხილი ხმაური ლიზასგან არ ყოფილიყო გამოწვეული თუმცა არ გაუმართლა გაიხედა და დაინახა როგორ გამოვარდა გამწარებული თინა დის ოთახიდან და მოაძახა თუ არ ადგები ლევანს დავუძახებო. თვალები დახუჭა და მძიმედ აახილა თინას ანიშნა უკვე აქ ვარო და საწოლში გაშოტილ თავზე საბანგადაფარებულ ლიზას მკაცრად მიმართა
-თუ არ ადგები ხალათით მოგიწევს ხელის მოწერა
-ფეხებზე მკი*ია ეგ ხელის მოწერაც,შენც და საერთოდ ეს ყველაფერიც რაც გინდა ის გიქნია.ყვიროდა გადაფარებული საბნის ქვემოდან .
-იცოდე ძალით აგაყენებ არ დაუთმო ლევანმაც.
- ვერ მაიძულებ ხელი მოვაწერო ,ვერაააააააააააააა
-ხელის მომტვრევა რომ დამჭირდეს მაინც მოაწერ ხელს და ადექი ეხლა გამოდიოდა მდგომარეობიდან ლევანი.ოთახში სტილისტმა და ვიზაჟისტმა შემოიხედა და თინამ სწრაფად გაიყვანა .-ლიზაააა დროზე.
-არა. არ ჩავიცმევ იმ წყეულ კაბას და არ წამოვალ იქ,იცოდე იქ ვიტირებ და ყველას ვეტყვი რომ მცემ მაუპატიურებ და იძულებული ვარ ცოლად გამოგყვე.
-რეებს ბოდავ გოგო .გაბრაზდა ლევანი და კიდე კაი ლიზას საბანი ქონდა წაფარებული აშკარად ეცინებოდა ამ გოგოს ფანტაზიაზე არასდროს ელწოდა შანტაჟის ვარიანტები.
-ან ვიტყვი რომ ორსულად ვარ და და იძულებული ხარ ცოლად მომიყვანო. და ხვალ მთელი ქალაქი იჭორავებს.
-და ფეხებზე გკი*ია მარტო ჩემზე რო არა და შენზეც იჭორავებენ?
-გახსოვს ერთხელ მითხარი შენ დიდი ფიგურა არ ხარ შენთვის სულერთი უნდა იყოს რას იტყვის ხალხიო მე ვარ მთავარიო.
-რაც გინდა კარგად იმახსოვრებ.ადექი ხვეწნას აღარ ვაპირებ იცოდე სამამდე ვითვლი. ერთი ,ორი,სამი სწრაფად დათვალა და ისე სწრაფად რომ ადგიმასაც ვერ მოასწრებდა სწრაფად გადახადა საბანი და მიხვდა როგორ გადაეყლაპა ნერწყვი ღამის პერანგში გამოწყობილი სხეულის დანახვისას რომელიც ისეთი გამჭირვალე და მოტკეცილი იყო ფაქტიურად არც ეცვა.საწოლიდან გადახტომა სცადა თუმცა სწრაფად სწვდა და ისევ საწოლზე დააბრუნა ქვემოდან მოიქცია და ინტერესით დააკვირდა მის ჩაწითლებულ თვალებს .
-შენ რა იტირე ?
-არა. მკვახედ უპასუხა და სახე გაწია თუმცა აჩქარებულგულისცემას ვერაფერს უხერხებდა უცნაურად გრძნობდა თავს ლევანის სხეულის ქვეშ მოქცეული და არც მაამაკაცს გამოპარვია როგორ აუდიოდა და ჩაუდიოდა ნერვიულად თეთრი მკერდი მაღლადაბლა.ხარბად ჩააყოლა თვალი ნახევრად მოშიშვლებულ სხეულს სადამდეც შეძლო და ტვინმა უკარნახა არ გინდაო მაგრამ სხწულმა გაასწრო და ყელს შეახო ტუჩები.სუნი ,ამ გოგოსაც ქონდა სუნი როგორც ყველა სხვა მის ქალს მაგრამ ამ წამს სულ არგაუღიზიანებია მის სურნელს პირიქით მიხვდა როგორ დაათრო და უნდოდა ხარბად ესუნთქა. ყელიდან მხარზე გადავიდა და გაბრუებული ლიზა აი აქ გამოეტკვა რომ მამაკაცის ცხელი ტუჩები მის სხეულს სწავლობენ სწრაფად მოიკრიბა ღონე და ისეთი ძალით მოუწია ლევანს მისი უკან საწოლზედანარცხება მიხვდა რბილმა ბალიშმაც კი ატკინა კისერი.
-თავი დამანებე ძლივს მოახერხა ორი სიტყვის თქმა
-დაგანებებ ,ოღონდ დღევანდელი დღე გაადაგორე ისე რომ არაფერი ქნა შენებური და გეფიცები ხვალიდან შენ შენთვის იცხოვრებ. აღარავინ არაფერს გაიძულებ და სეიძლება ჩვეულ აქტიურ ცხოვრებასაც კი დაუბრუნდე ,მაგრამ დღეს ,დღეს ქენი ის რაც მე მინდა .ინტერესით მიაჩერდა შავთვალებს და სწორ ცხვირს ჩამოაყოლა.ისევ მზერა ,საკუთარ თავზე გაბრაზდა რომ 1 წამი არ შეეძლო ამ გოგოსთან ახლოს ყოფნა იმის გარეშე რომ მის სილამაზეზე არ ეფიქრა და სხეულს არ გაეწია მისკენ.

-კარგი.მძიმედ დაეთანხმა ლიზა იმ იმედით რომ თავს გაითავისუფლებდა თუმცა აზრადაც არ მოსვლია გაწეულიყო ლევანი ,უფრომეტიც ახლა მისი ტუჩები საკუთარ ლოყაზე იგრძნო და მერე ტუჩის კუთხეში ალბათ ტუჩამდეც მივიდოდა და საკუთარ თავს გამოუტყდა რომ ამ.კაცის გამოცდილება თავისას შვებოდა და მართლაც სასწაულად კოცნიდა მაგრამ არ დააცადეს კიდევ ერთხელ ეგემათ ერთმმანეთის ტუჩი.კარზე ფრთხილად დაკაკუნა თინამ . უკვე გასწორებული იყო ლევანი როცა თინა შემოვიდა და სახეზე აწითლებულ დას თვალი აავლო,მერე მამაკაცის ამღვრეულ თვალებს და უხერხულად გაიცინა.
-აბა რა ქენი დგები?
-ვდგები ხო.ჩაიდუდღუნა ლიზამ და ლევანს ახედა.
- ყოჩაღ ,ჭკვიანი გოგო ხარ. დამცინავად შეაქო და სწრაფი ნაბიჯით გაეცალა ოთახში შევარდა და სახეზე ხელები მოისვა.“კარგი ლევან,დამშვიდდი,როდოს აქეთ მოგწონს ესეთი ქალები ? ქალი კი არაა ქალიც კი არაა ,ერთი გოგოა რა ,ნუ ლამაზი გოგო „უსწორებდა სიტყვას თავის თავს „ლამაზი და თანაც აშკარად სექსუალურიც „ ნერვიულად დაისხა წყალი და მოსვა“მშვიდად „ დაამშვიდა თავის თავი და ჰალსტუხის შეკვრა დაიწყო.

უკვე ლევანის კაბინეტში ისხდნენ ხელისმოწერისთვის თუმცა პატარძალი არ ჩანდა.ფეხიფეხზე გადაედო ლევანს და დემნას ნერვიულად უყურებდა იმის მოლოდინში რომ ბოლო წუთს მაინც საშინელებას იზავდა ,თვალით ანიშნა შეამოწმეო დემნამ კარი გამოაღო თუმცა გასვლა აღარ დაჭირდა თეთრ უზარმაზარ კაბაში გამოწყობილი ლიზა იდგა თავდახრილი და შეშესვლს ვერ ბედავდა ,დემნას რომ არ გამოეღო კარი აალბათ კიდევ კარგახანს იდგებოდა ,თეთრი ვარდების თაიგულს იყო ჩაფრენილი და კაბაში გამოჭედილი მკერდი ისევ ისე დაუხტოტა ნერვიულობისგან.ლევანს არ დაუნახავს როგორ იდგა კართან თუმცა მის წინ მყოფთ რომ თვალები გაუნათდათ მიხვდა რომ მოვიდა და ფეხზე წამოდგა დინჯად შემობრუნდა და კარგად შეათვალიერა ,ამ წამს მილიონჯერ გაიმეორებდა იგივე შეცდომას და ათასჯერ მივარდებოდა ამირანთან მხოლოდ იმის ხათრით რომ ათასჯერვე ენახა მის წინ მდგარი ასეთი ლიზა.თინამ ანიშნა შემოდიო თუმცა ნაბიჯს ვერ დგავდა თავი გილიონტინაზე მიმავალი ეგონა და თითქოს ფიქრობდა ამ ზღურბლს იქით მისი ცხოვრება მთავრდებოდა. გაუბედავად აწია თავი და ლევანს სასოწარკვეთილი ბინდგადაფარებული თვალებიტ შეხედა ,თითქოს ეს უკანასკნელი მოწყალებას გაიღებდა ,თუმცა მხოლოდ მისი მკაცრი სახე დაინახა და მიხვდა ,რომ დრო იყო შესულიყო.დაბნეული შევიდა და ჩამოჯდა.არ ახსოვს რეებს ეუბნებოდნენ ეკითხებოდნენ თუ რა ხდებოდა ,მხოლოდ ის ახსოვს როგორ მოაწერა ხელი ლევანმა დაუფიქრებლად და როგორ გაუწოდა კალამი ლიზას. კარგახანს კანკალებდა მის ხელში საწერი კალამი და ყველა დაძაბული უყურებდა ერთმანეთს ,საკმაოდ გრძელი პაუზა გამოუვიდა მაგრამ როცა თვალწინ თავის ოჯახის სახე დაუდგა და წარმოუდგინა რომ მათ ცოცხლად შეჭამდა ლევანი ერთი ამოსუნთქვით მოაწერა და ამოიგმინა
-ჰაერი ,ხელი გაიქნია წინ -ჰაერი არ მყოფნის. მძიმდ დაიწყო სუნთქვა და იგრძნო როგორ ეხუთებოდა სული თითქოს კაბა კი არა თავად ეს ოთახი უჭერდა და ახრჩობდა. თინამ წყალი მიაწოდა ცოტა დამშვიდდა თუმცა საკმმარის ჰაერს მაინც ვერ სუნთქავდა და ერთი სული ქონდა როდის დაამთავრებდნენ ამ წყეულ.პროცესურას რომ გარეთ გავარდნილიყო. როგორციქნა დამთავრდა და დემნამ ფაქტიურად არც კი აცადა ფურცლების ჩალაგება ისე გააცილა რეესტრის წარმომადგენლები.
-მართლა ცუდად ვარ .მუდარით სავსე სახით მოუბრუნდა ლევანს ,რომელიც ქორწინების მოწმობას ინტერესით ჩაყურებდა და ცოტახნის წინ ისიც კი ვერ შენიშნა როგორ დაჭირდა წყალი ლიზას.
-ცუდად? სწრაფად გამოერკვა ლევანი და გაფითრებულ სახეზე ხელი შეახო.-გაყინული ხარ.
-ჰაერი არმყოფნის.ფეხზე წამოდგა
-წამოდი.ხელი წაავლო და თავისი ოთახის ტერასაზე გაიყვანა-დაჯექი და ღრმად ისუნთქე
-მახრჩობ,შენ მახრჩობ ,შენი ბრალია .ტუჩები დაბრიცა სატირლად გამზადებულმა.
-კაი არ იტირო ,მაკიაჟსგაიფუჭებ.სკამზე ჩამომჯდარი გოგოს წინ ჩაიმუხლა.-მისმინე ლიზა ვიცი რომ ძნელია ,არა არ ვიცი წარმოდგენაც არ მინდა ვინმეს ჩემთვის რომ ასე ეიძულებინა რამე როგორ ვიქნებოდი ,მაგრამ თუ ზედმეტად არ დავძაბავთ ერთმანეთს შეგვიძლია ნამდვილად გქვქონდეს ნორმალური ურთიერთობა .
-არ მინდა ისევ სატირლად გაემზადა
-კარგი ,მარტო ის მინდა რომ ისე მოიქცე როგორც ჩემს ცოლს შეეფერება ,დანარჩენს მე მივხედავ და უპრობლემო ცხოვრება გექნება. ვიცი არ მენდობი ,არც უნდა მენდო მაგრამ მჯერა რომ შეგიძლია საყვარელი გოგოც იყო .თბილად გაუღიმა -მოდი გამიღიმე და აჩვენწ მთელს ქვეყანას რომ ყველაზე ლამაზი პატარძალი ხარ. ლიზამ ნაძალადევად გაუღიმა და ქალაქის ხედს სევდიანად გახედა.


ვიცი წინაზე ქორწილს შეგპირდით ამ თავში მაგრამ უნდა მაპატიოოოთ,მართლა საგიჟეთი მაქვს და თან ამასთან დამატებული კუჭის ტკივილები გუშინ საავადმყოფოში მომიწია ღამის გატარება ამიტომ მომიტევეთ თუ რამე ისე ვერაა ამ თავში



№1  offline წევრი რუსანა

თავის ნომერი შემეშალაააა :(

 


№2 სტუმარი ბასილისა..

აეე ჩემო გამხარებელოო წავედი წავიკითხეე :)) გამიხარდი შენც და შენი მოთხრობაც <3 <3 <3 იცი როგორი ემოციით და სიხარულით გელი და გკითხულობ ხოლმე ? აი ერთ დროს რომ "სამოსელ პირველს" ვკითხულობდიი ისე :)) მიყვარხარრ. და გამოჯანმრთელებას გისურვებ, არვიცი რამდენი წლისხარ ან ვინხარ თუმცა კაი დაქალივით შენობით ქე გელაპარაკები :დ bowtie მეკიი პაწია ღლაპივარ ჯერრ ახლა დავამთავრე სკოლა, მარა მაინც მაგრად მიყვარხარრ და გეფერები საქართველოდანნ <3 kissing_heart kissing_heart heart_eyes heart_eyes

 


№3 სტუმარი Guest ლიკა

სასწაული გოგოხარ❤ გააგრძელე.❤

 


№4 სტუმარი Guest გვანცა

ძააანნნ კარგია ყოჩაღ ვგიჟდები შენზეეეე!!!!!:D:*

 


№5  offline წევრი რუსანა

მადლობა დიიდი :))

 


№6  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

იმედია ახლამ კარგად ხარ.გამოჯანმრთელებას გისურვებ!!!

 


№7 სტუმარი ბასილისა..

საოცარი თავი იყოო ყოჩაღ შენ :** ტყუილად გგონია რომ ცუდი იყოო, პირიქით ეს თავი ჭირდებოდა ამ მოთხრობას, მიხარია ასე რომ ავრცობ თავებს და მოქმედებებს, ძალიან მიყვარან ყველა..შენი გმირები, ვისთვის ანტიგმირები,მაგრამ ჩემთვის კი ნამდვილად გმირები heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes !!! წარმატებაა და ჯანმრთელობა მოგცეს უფალმაა. დაგიფაროს და გაგაძლიეროს<33<3<3

 


№8  offline წევრი თუთა პირველი

ruskita
მადლობა დიიდი :))

მადლობა საყვარელო შენ, ასეთი კარგი რომ ხარ. ბოლო ეპიზოდში ცოტა ადამიანური ლევანი დავინახე და ლიზა საოცრად შემეცოდა, მაგრამ შენ ისეთი გოგო ხა დაალაგებ ველაფეს ეჭვი არ მეპარება))))) აუუუ აი ცოტა დიდი თავი დადე ოღონდ თუ მოახერხებ რა :)))))

 


№9  offline წევრი Chasing liberty

როდის ველოდოთ შემდეგ თავს..

 


№10 სტუმარი makukuna

ვახ, რა კარგი გოგო ხარ შენ, რომ ასეთ დატვირთულ დღეებშიც ახერხებ, რომ არ დაგვაღალატო heart_eyes . ამ თავში ლევანიც მომეწონა და ლიზიც, მგონი ერთმანეთს გამოასწორებენ ეგენი. გამოჯანმრთელებას გისურვებ და გელოდები heart_eyes heart_eyes

 


№11  offline მოდერი ენემი

აუუ კიდე მინდაა sob :დ ძაან მაგარია joy heart_eyes

 


№12 სტუმარი elene

au dzaan magaria male dade shemdegi tavi

 


№13 სტუმარი Nacka

ვაიმე მთელი 8 თავი ისე წავიკითხე კომენტარი არ დამიწერია და მინდა გითხრა რომ ძალიან კარგი ისტორიაა და იმედია თავების დადებას არ გააჭინაურებ რადგამ რთულია ელოდო როდის დაიდება მიმდევნო , თან მოსაბეზრებელი ვიგაც შენს ნერვებზო რომ თამაშობს.იმდენად მომეწონა ისტორია რომ არ მინდა რომ ცდამ დამგალოს და თავი დავანებო კითხვას

 


№14 სტუმარი Sota

უცნაური რამ მჭირს, საოცრად დაძაბულია სიუჟეტი და მე მაინც ვტკბები და ვტკბები თითოეული თავით :)))))) დღეს ხომ დადებ?? :*

 


№15  offline აქტიური მკითხველი terooo

Me yvelaferze gpatiob

 


№16 სტუმარი სტუმარი ქრისტინე

ძალიან მომწონს,მაგრამ ამ რომანის დასასრული ვერ ვნახე და დევს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent