შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კატასტროფულად ვნებიანი (IV)


18-06-2017, 14:16
ავტორი chex
ნანახია 1 230

ბოლო დროს აღარც წერა მინდოდა ვცდილობდი სულ უფრო და უფრო გახსნილი ვყოფილიყავი საზოგადოებასთან და მივხვდი, რომ არ შემიძლია ვიყო სხვებისნაირი. არ შემიძლია თავისუფალი ურთიერთობები ბიჭებთან. ყადაღა დადებულ ადამიანს ვგავარ რომელიც არც კი მიექანება ისევ მომავლისკენ, რომელიც ასე ძალიან უღვიძებდა მებრძოლის უნარებს. მინდა ვიყო სულ მარტო ჩემს დანგრეულ და გაუბედურებულ ცხოვრებასთან.მეგობრები მეკითხებიან მიზეზებს მაგრამ არც ამის ახსნა არ შემიძლია. გავიგე რომ ჩემი ყოფილი საქმრო ციხიდან გამოსულა. ეს ამაღელვებელი სულაც არ ყოფილა რადგან ვიცოდი მისი მუქარები ისევ მომწვდებოდა სადაც არ უნდა გავქცეულიყავი ან დავმალვოდი ჩემს წარსულს.რაღაც საშინელი სიწყნარეა არც ის ჩანს და არც ის ადამიანი რომელმაც სიცოცხლე ერთ ღამეში ისე დამინგრია რომ არც კი უფრიქრია ამ ყოველივეს შემდეგ მე რად ვიქცეოდი. ის ახლა პარიზში ცხოვრობს. ბედნიერი ხან სად არის ხან სად. მამიკოს ფულებში თავბრუ დახვეული დაპარპაშებს ამ ქვეყნად. ჩვენი სამართალი კი?! ეს უბრალოდ სასაცილოა.. არავინ არ ანძრევს ხელს ერთი უბრალო და უფულო ადამიანის დასახმარებლად. მინდა ვიყვირო, ვიკივლო რომ შველა მჭირდება მაგრამ ძალაც აღარ მაქვს. ყველა ჩემს წინააღმდეგ მოქმედებს ასე მგონია. სამსახურში გამუდმებული დამცირება, ადამიანებისგან ცუდი ენერგია მთლიანად მინადგურებს ყოფას. არც ის ადამიანი ჩანს რომლის გამოც ვცდილობდი შეცვლას, მისგან კი ყოველთვის ერთი პასუხი იყო რომ ჩვენ ერთად ვერასოდეს ვიქნებოდით რადგან მე ცუდი წარსული მაქვს.არც ის ვიცი წარმატებას მივაღწევ თუ არა ჩემი და მამაჩემის წარსულის გამო.
მამა... ეს ის ადამიანია რომლის ცხოვრების დანგრევამაც, ჩემი ცხოვრების დანგრევა ნელნელა ღრმა ბავშვობიდან დაიწყო. თუმცა არანაირად არ ვადანაშაულებ მას. ახლა რომ გავიგო რომ ის ცოცხალია მივვარდები და მაგრად ჩავეხუტები. ვეტყვი რომ აღარ მტკივა, თუნდაც ტყუილით. ვეტყვი რომ ჩვენი ცხოვრება აუცილებლად დიდხანს გაგრძელდება, მაგრამ ეს ხომ ტყუილი იქნება. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს მთავარია მამის სურნელს შევიგრძნობ.
მტკივა ყველაფერი, ასე მგონია ბევრს თუ ვიფიქრებ მუცლიდან რაღაც საშინელი ტირანი ამომივა და აი აქ დავასრულებ სწორედ სიცოცხლეს.
ცხოვრებაში მთავარი არც ბიჭებია და არც ფული... მთავარია გყავდეს ადამიანი გვერდით ვისგამოც შეეცდები იყო უკეთესი ვიდრე ახლა ხარ.უბედური კი იცი როდის იქნები ადამიანი?! როცა ასეთი ადამიანიც კი არ გიდგას გვერდით.
აღარ მინდა ისევ ის სულელი გოგო ვიყო. ვცდილობ ურთიერთობას ადამიანებთან და მინდა ისევ შევიგრძნო სხვადასხვა სახის ბედნიერება. როგორიც არის მეგობრობა ან სიყვარული ან სულაც ვნება ადამიანის მიმართ. მე კიდევ არც ეს ვნება გამაჩნია. როდესაც ბიჭი მეხება ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს რამეს დამიშავებს და ვიწყებ ყვირილს რომ შემეშვას. ალბათ გაფრენის სტადიაში ვარ. იქნებ დრომ და სხვა საცხოვრებელმა ადგილმა შემიცვალოს ეს წარმოდგენები. ჩემი ქვეყნიდან ძალიან შორს.
ვსაუბრობთ ბედნიერებაზე და უბედურებაზე და დღემდე არ ვიცით ორივეს მოსვლის ან წასვლის მიზეზი. აი მე კი ამ დამპალმა ცხოვრებამ სათითაოდ შემაგრძნობინა ყველა ტკიბვილი. ადამიანების დაკარგვა, საწოლში არასრულფასოვნების განცდა, მეგობრების დაკარგვა, მარტო დარჩენა ამ ქვეყნად და განადგურებული მოსიარულე გვამად ქცევა.... მეზიზღება ზოგჯერ საკუთარი თავი. მინდა რაიმე ვავნო საკუთარ თავს ან დავანაწილო ან დავჩეხო ან არც კი ვიცი. სასოწარკვეთილი არ ვარ არც დეპრესიაში. უბრალოდ იმედგაცრუებული ვარ ყველანაირად. მინდა იმ გოგოს ანარეკლი მაინც დავინახო, რომ იბრძოდა ცხოვრებისკენ. სად არის სად?! რატომ აღარ იბრძვის? ვინ დააჩოქა?! მაგრამ ფაქტი სახეზეა რომ მე აღარ შემიძლია ვიყო ამაყი, ძლიერი და მოსიყვარულე...
სრულიად არაფრად ხორცის ერთ დიდ ნაგლეჯად ვქცეულვარ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent