შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ


18-06-2017, 18:34
ავტორი Dori
ნანახია 1 820

-ალო, ნია არ მითხრა რომ ჯერ კიდევ არ ხარ მზად
-აუ რუს მოვდივარ
-მალეე გოგო მალეე
-რუსა ბოდიში რა დიდხანს გალოდინე
-რა გჭირს რა ფერი ხარ გაოცებული მიყურებდა რუსა
-ძალიან ცუდად ვარ და მემგონი ვერ წამოვალ დღეს საღამოს, მოდი მალე ვუყიდოთ საჩუქარი და დავიშალოთ
-კაი რა, რა დაგემართა, არ ვიცი უნდა შეძლო და წამოხვიდე მეწუწუნებოდა რუსა
არ ვიცი რატომ მაგრამ არ მინდოდა არსად წასვლა, ძალიან ცუდად ვიყავი თან ცუდი შეგრძნებები მქონდა, ვიცოდი დათოც იქ იქნებოდა და შეიძლება ეს მაფერხებდა.

დღეს 10 მაისია ჩვენი მეგობრის გიორგის დაბადების დღე. მეგობრებმა გადავწყვიტეთ სიურპრიზი გაგვეკეთებინა და ჩუმად ვიკრიბებით თოკასთან. ძალიან ბევრი ნაცნობი იქნებაო გავერთობით თან შენ რომ არ იყო გიორგის ეწყინებაო და ასე დამითანხმეს. არ მიყვარს ხალხმრავალი ადგილები ჩემთვის წყნარად მშვიდად ყოფნა მირჩევნია,დავრჩე საკუთარ თავთან მარტო და ვიფიქრო ბევრი ყველაფერზე, ვიოცნებო დავგეგო მომავალი..

არ მყავს ბევრი მეგობარი.გიორგი ჩემი ყველაზე ახლო მეგობარია დიდიხანია ვმეგობრობთ, ვიცით ყველაფერი ერთმანეთის შესახებ მემგონი გოგოდ არც აღმიქვავს მეძმაკაცება და ეს ბევრჯერ აუღნიშნავს. რუსაც გიორგიმ გამაცნო რამოდენიმე წლის წინ და ვართ სამი მუშკეტერივით.

თორნიკესთან ბევრ ნაცნობს მოეყარა თავი, შევეცადე დამემალა ჩემი ცუდად ყოფნა, მალე გიორგი მოვიდა და გაოგნებული გვიყურებდა არ გველოდებოდა ჩვენ, ისეთი ბედნიერი იყო უბრწყინავდა თვალები. დათოც მოვიდა რომელმაც დამინახა თუა რა ჩემსკენ გამოემართა
-ნია როგორ ხარ, არ მეგონა თუ იქნებოდი აქ
-გამარჯობა დავით, კარგად შენ როგორ ხარ
-პასუხი არ ჰქონდა დაბრუნებული რომ უცებ გაიცანი ნინა ჩემი შეყვარებული
-მეც გავუღიმე ნინას და ხელი ჩამოვართვი
სიმართლე გითხრათ რეაქცია არ მქონია, ასეთია დავითი ჯერ ერთი უყვარს მერე მეორე მესამე, მეც ერთი-ერთ ვიყავი, ძალიან მომწონდა მაგრამ ერთ დღესაც მითხრა ნია დავშორდეთ არ მინდა მე სერიოზული ურთეირთობებიო ხოდა არ დაწყებული ურთიერთბაც დავასრულეთ უცებ.

უკვე წამოსვლას ვაპირებდი, რომ კარში ერთი ახალგაზრდა შემოვიდა და მის შემოსვლას ხმაურიც მოყვა "ვაა ჩამოხვედი" "სანდრიკოო როგორ ხარ"
არ ვიცი რატომ მაგრამ დავუბრუნდი ჩემს ადგილს გიორგიმ დაუყოვნრბლივ გამაცნო ახლად მოსული
-სანდრო გაიცანი ეს არის ნია ჩემი ყველაზე ყველაზე ჯიგარი მეგობარი, ეს რომ არ მყავდეს მე ვერ ვიარსებებდი აშკარად ეტყობოდა გიორგის ნასვამ მდგომარეობაშ რომ იყო
-მომღიმარმა სანდრომ ჩამომართვა ხელი და ჩამოჯდა ჩემს წინ
-სიმართლე გითხრათ აქამდე არ მსენია თქვენზე აღნიშნა სანდრომ
-გავუღიმე, არ მქონდა საუბრის სურვილი ალბათ ამას მიხვდა და არაფერი აღარ უკითხავს

გვიანი იყო რომ წამოვედი, ფეხით გამოვუყევი გზას ვფიქრობდი ამ საღამოზე,მაგრამ რას ვიფიქრებდი რომ ამ საღამოს ჩემს ერთადერთ და დიდ სიყვარულს თუ შევხვდებოდი, ყველაფერს ვიფიქრებდი ამის გარდა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent