შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაბიჯები (თავი 1 - ბეტანი)


18-06-2017, 18:50
ავტორი DarkRoses
ნანახია 1 485

ბეტანი

რომ გადავთვალო მხოლოდ სამი ნაბიჯი მაშორებს ყველაფერს, ალბათ იმ დასასრულსაც, რომელიც ყველაფერს ბოლოს მოუღებს და იმ დასაწყისსაც, რაც ამ ცხოვრების დასრულების შემდეგ დაიწყება. ამის შემდეგ რა იქნება? სავარაუდოდ დაუსრულებელი შავი ფერი, არაფრისმთქმელად, უღიმღამოდ სადღაც დგომა, ჯდომა, შენი თავის სარკეში უკვე ვეღარ დანახვა, შენი საკუთარი თავის ვერ შეზიზღება და ვერ გაკრიტიკება. რა ადვილი ჩანს აქედან, იქ უფრო მარტივი იქნება ძველი დროს გახსენება? თუ საერთოდ ვერ გავიხსენებ ვერაფერს? ყველაფერი ისე დამავიწყდება, როგორც დაბადებამდე იყო, როდესაც ვერაფერს ვერ ვგრძნობდი, რომედესაც არაფერი არსებობდა ჩემთვის?
მეტისმეტად ბევრი კითხვაა პასუხგაუცემელი. მე კი კითხვების დასმას ვაგრძელებ და ვაგრძელებ. ეს კიდევ ერთი შეცდომაა, რომელსაც ჩემი ცხოვრების მანძილზე ვუშვებ.
დიდი ხანი ვფიქრობდი რა უნდა მეთქვა მშობლებისთვის, მეგობრებისთვის, თუნდაც ნაცნობებისთვის, საბოლოოდ კი ვერ მოვიფიქრე რისი თქმა შეიძლებოდა, რისი დაწერა შეიძლებოდა, რომ აქედან წყევლის, გინების და უამრავი შეურაცხყოფის გარეშე გამეღწია. რომ არ გამომეწვია ჩემი ცხოვრების ბოლო წუთებში მაინც სიძულვილი, ზიზღი და უსიყვარულობა.
საბოლოოდ მაინც ვერაფერი მოვიფიქრე... ასე უბრალოდ გადავწყვიტე გაქრობა, ასე უბრალოდ გადავწყვიტე ღმერთისგან ბოძებული სიცოცხლის დასრულება. უწერილოდ, სიტყვის უთქმელად გამოვედი დღეს სახლიდან. ნელ-ნელა ვშორდებოდი იქაურობას და ერთი წუთითაც კი არ შემიტანია ეჭვი ჩემს გადაწყვეტილებაში, რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ სწორად ვიქცეოდი.
ახლა კი, როდესაც უკვე ერთი მომენტი, რამდენიმე ნაბიჯი წყვეტს ჩემ სიცოცხლეს და სიკვდილს, ორ სრულიად განსხვავებულ რამეს ეჭვი მეპარება. სხვა რას ფიქრობს, ყველაზე ნაკლებად ახლა მაინტერესებს, მითუმეტეს მერე, როდესაც ამ ნაბიჯებს გადავდგამ და საბოლოოდ ვიტყვი „ნახვამდის“ მათი, ადამიანების აზრი, რომლებიც ჯერ კიდევ აგრძელებენ სიცოცხლეს ის იქნება, რაც ალბათ აღარასდროს დამაინტერესებს.
ზედმეტად ბევრს ვფიქრობ, ყველაფერს ვაკვირდები, ყველაფერს განვიხილავ და ბოლოს უაზრო დასკვნები გამომაქვს.
თვალების დახუჭვისას ცრემლი თვალებიდან ქვემოთ ჩამოდის, ეშვება და ბაგეებამდე აღწევს. პირში მარილიანი წყლის გემოს ვგრძნობ, თუმცა გემო იმდენად მძაფრი და ძლიერი არ არის რომ დავიჯღანო. თვალებს აღარ ვახელ, დახუჭულს ვტოვებ და ხელებს განზე ვშლი. ხელებს მოელვარე ცისკენ ავღმართავ, ველოდები, როდის დამეცემა მეხი. მაგრამ ისიც ვიცი, რომ იმდენად იღბლიანი არ ვარ, რომ ის მაინცდამაინც მე დამეცეს და მომკლას, დამასრულებინოს ცხოვრება ამ აუტანელ ადგილას.
ბუნება ვერ დამეხმარება, ვერც ადამიანებისთვის ყველაზე საზიზღარი ამინდი. ვერაფერი დამეხმარება, გარდა ჩემი თავისა, ერთადერთი მე თუ შემიძლია ჩემ თავს ვუშველო და ამ გალიას თავი ერთხელ და სამუდამოდ დავაღწიო.
დედა სულ იმას მიმეორებდა, თუ თავს შებოჭილად გრძნობ სადმე, ჯობია სხვაგან წახვიდე და შენივე სიამოვნებისთვის სხვა ადგილი იპოვო, სადაც თავს ბედნიერად იგრძნობო. თავს აქ ვერსად ვერ ვგრძნობ ბედნიერად, რა გავაკეთო, დე?
თვითმკვლელობა, სუიციდი ყოველთვის სუსტი ადამიანების საქციელიაო ამბობენ, სუსტი ის არ არის, ვისაც სიკვდილი უნდა და უბრალოდ ვერ ბედავს იმიტომ რომ სხვების აზრის, თვითონ სხვების და ღმერთის ეშინია? მაშინ ის ვინღა არის, რომელიც მხოლოდ იმიტომ რომ არ სურს აქ ყოფნა იქით მიდის?
კანონზომიერება ირღვევა? ვითომ ღმერთმა ისედაც, არ იცის როდის რას გავაკეთებთ? არ იცის, როდის დავასრულებთ სიცოცხლეს? არ იცის საათიანი, შეიძლება რამდენიმე დღიანი ორჭოფობის შემდეგ მაინც რომელ გზას ავირჩევთ?
ისევ მეტისმეტად ბევრი კითხვა. ვერავინ მცემს ამ კითხვებზე პასუხს. ფსიქოლოგებიც, მღვდლებიც, ფსიქიატრებიც, მშობლებიც, მეგობრებიც მაინც უპასუხოდ მტოვებენ და მათთვის სასარგებლო ფრაზებს მეუბნებიან, რაც უკვე ათასზე მეტი კაცისთვის მაინც აქვთ ნათქვამი. ყველაფრის რწმენა უკვე დიდი ხნის წინ დავკარგე, მაგრამ ის რისი გაკეთებაც რწმენის დაკარგვის დღიდან მინდოდა მაინც ვერ გავაკეთე. მხოლოდ დღეს შევძელი პირველი ნაბიჯის გადადგმა და უკან დამხევი აღარ ვარ. წინ გადადგმულ ფეხს და ქვიშაზე დატოვებულ ნაკვალებს ვერ გავანადგურებ.
აქედან, ამ მაღლობიდან ყველაფერი მაინც ოდნავ სხვანაირი ჩანს. მანქანები უკანა მხრიდან შეუჩერებლად მივლიან გვერდს, აქ ამოსულ ფეხითმოსიარელე ადამიანს ყურადღებას არც აქცევენ, ხიდის ქვემოთ გამვლელი მანქანები კი ანთებული ფარებით თვალს მჭრიან. თვალი მიღიზიანდება და უკვე ტირილისთვის მომზადებული სხეული ტირილს უფრო მალე იწყებს. ლოყები მთლიანად მისველდება. სხეული მიშეშდება. რამდენიმე წუთი გაუნძრეველი ვრჩები, ვერ მოვძრაობ და აღმართულ ხელებს ქვემოთ ვერ ვუშვებ.
ყველას გამოსახულება ტრიალს იწყებს, ფერები ერთმანეთში ირევა, ისევე როგორც - ხმები. მესმის ვიღაცის გინება, ვიღაცის უაზრო და ხმამაღალი სიცილი, ალბათ ყველაზე სულელურ ხუმრობაზე, მანქანის სიგნალიზაციის ხმა, მაგრამ უეცრად ყველაფერი ერთდება და უბრალოდ ბზუილს იწყებს. ყველა და ყველაფერი წუის ჩემს გარშემო, ჩემი ჩათვლით.
ვყვირი, ბოლო ხმაზე ვყვირი, მაგრამ ჩემი ხმა არ მესმის, არც მე და არც სხვებს, ან უბრალოდ თავს იტყუებენ, ან არ აინტერესებთ ხიდზე ასული გამწარებული, ცხოვრებისგან უკმაყოფილო გოგონა, რომელიც სადაცაა თვითმკვლელობას ჩაიდენს. მათ არ აინტერესებთ. აი, ასე უბრალოდ შეუძლიათ სხვისმა ცხოვრებამ, სხვისმა სიკვდილმა არ დააინტერესოთ და უბრალოდ დააიგნორონ მათ თვალწინ განხორციელებული უგუნური საქციელი. არავინ ცდილობს გამახნევებელი ციტატებით, ფრაზებით ჩემს დამშვიდებას, არავინ მკიდებს უხეშად ხელს და ხიდის ბოლოდან სულ სხვაგან მივყავარ, არავინ მიყვირის, არავინ მლანძღავს და მაგინებს, თუ როგორი დებილი და გამოუცდელი ბავშვი ვარ.
ჩემს გარშემო მყოფებიდან ეს არავის აინტერესებს.
ისედაც გატეხილი გული კიდევ ათას ნაწილად იშლება, მასთან ერთად სხეულიც ძალას კარგავს, მაგრამ ბოლოს მას ვხედავ. ვხედავ მის ხუჭუჭ, ხვეულ თმას, რომელიც ოფლის გამო კიდევ უფრო აბურდვია, ვხედავ მის ნახევრად დახეულ მაისურს და ჯინსებს, რომელიც სულ აცვია. ვხედავ როგორ მოდის ჩემსკენ, მაგრამ არაფერს მეუბნება. ისიც ისეთივე ჩუმია, როგორც სხვა ნებისმიერი.
საბოლოოდ ახერხებს ჩემთან მოახლოებას, უკან მიდგება და მის მკერდს მაჯახებს. მისი ოფლის და მის ჩვეულ სურნელს შევისუნთქავ, წუილს, რომელიც ყურებში შეუჩერებლად ჩამესმის მისი გულის ცემაც ემატება. საბოლოოდ ვგიჟდები და სუნთქვა კიდევ უფრო მიძნელდება. მის ხელს ჩემს მუცელზე ვგრძნობ, მალევე მეხვევა მეორე ხელითაც. თვალები მეხუჭება და მის სურნელს ხარბად შევისუნთქავ, ფილტვები მისი ორიგინალური სურნელით მევსება.
მე მისით ვივსები, ის - ჩემით.
-წავიდეთ... - მეუბნება ის, მისი ხმა ზუსტად ისეთია, როგორიც ყოველთვის აქვს. ოდნავ ბოხი, მაგრამ საოცრად სასიამოვნო მოსასმენი. ბაგეებს თავზე მადებს და მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ მკოცნის, ზუსტად ორჯერ მკოცნის.
-შენ წადი... მეც წავალ ოღონდ მე წასასვლელად უფრო მარტივ და ადვილ გზას ავირჩევ.
-ხანდახან უკეთესად ყოფნისთვის და უსაფრთხოებისთვის გრძელ გზას ირჩევენ, საბოლოოდ მაინც მიაღწევ იქამდე, არ გირჩევნია გრძელი გზა ჩემთან ერთად გაიარო? - ლაპარაკიდან ჩურჩულზე გადადის, საუბარს კიდევ აგრძელებს, მაგრამ რომელიღაც მანქანის დასიგნალების გამო გაგრძელება აღარ მესმის.
-გაბ... - ცა ინთება, ცა ქვრება და ხმა ისმის. ყველა და ყველაფერი ბრაზდება, ყველა და ყველაფერი ყვირილს იწყებს, ყველა და ყველაფერი რამდენიმე წამით უჩინარდება... შემდეგ ისევ ჩნდება. თითქოს ცხოვრება ახლიდან იწყება.
-წამომყევი.
-არა.
-წამომყევი. - იმეორებს.
-არა.
-აქ მარტო არ დაგტოვებ და ეს შენც იცი.
-მე არაფერი აღარ ვიცი, გაბრიელ. ამის გაგება ნუთუ ასეთი რთულია? - თავს მის გულ-მკერდს ვაშორებ, ყურებში ამჯერად უკვე მხოლოდ შეუჩერებელი წუილი ჩამესმის, მისი გულის ცემის ხმა მეკარგება, ვეღარ ვაკონტროლებ მის სუნთქავს, ვეღარ ვგრძნობ თუ როგორ მოძრაობს მისი გულ-მკერდი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვისას.
მის მწვანე თვალებში ვიხედები, წამიერად ვშეშვდები, მაგრამ მალევე ისევ აზრზე მოვდივარ და ნელ-ნელე ვცილდები. ვერ ვზომავ თუ უკან რამდენით ვიხევ ამიტომ ვიცი შეიძლება ნებისმიერი შემდეგ ნაბიჯიც უკან გადავარდნას ნიშნავდეს.
ამის არ მეშინია.
ამითვის მზად ვარ.
გაბრიელიც მომყვება, მე უკან ვდგავ ნაბიჯს, ის - წინ. ორივენი გადასავარდთან ვართ, ჩემი ერთი ნაბიჯი უკან, მისი ერთი ნაბიჯი წინ და ორივენი ჰაერში ვართ, შემდეგ კი ორივენი მიწაზე.
თითის წვერებზე, მაღლა ვიწევი რომ მივწვდე, სახეზე ჩამოყრილ კულულებს ყურის იქით ვუწევ და ლოყაზე ცხვირს ვუხახუნებ. ჟრუანტელი მივლის, არ ვიცი ცივი ნიავის ბრალია თუ იმის რომ ამ ადამიანზე ვგიჟდები, მაგრამ ფაქტია უფრო ცუდად ვხვდები ვიდრე აქამდე ვიყავი. ტუჩებისკენ მივდივარ, ჯერ კუთხესთან ვკოცნი, შემდეგ კი ნაზად ვუკოცნი ბაგეებს. შემდეგ ვშორდები და ძალაინ მაგრად ვეხუტები.
ეს ჩვენი ბოლო კოცნაა.
ბოლო მომენტია, როდესაც მის დანახვაზე ჟრუანტელი მივლის.
ბოლო ჩახუტებაა.
ბოლო მომენტია, როდესაც ვუღიმი.
როგორც კი ოდნავ ვშორდები, სულ რაღაც რამდენიმე სანტიმეტრით გულრწფელ ღიმილს ვჩუქნი და გაუფრთხილებლად ვდგამ უკან ნაბიჯს.
ვითომ ტრიალდება ყველაფერი? ვერც ვხვდები, ერთადერთი რასაც ვხედავ, მიწაში ამოსული უზარმაზარი ვარდისფერი ყვავილია, რომელიც ერთიანად მყლაპავს და მშთანთქავს...

ვიცი, რომ ამ თემასთან დაკავშირებით(იგულისმხება სუიციდი) ისედაც ბევრი მოთხრობაა დაწერილი, თუმცა ამ შემთხვევაში ეს უბრალოდ ერთი პერსონაჟის მონაკვეთია.
პირველად ვცდი ასეთ წერის სტილს და ვნახოთ როგორ გაამართლებს.
რა თქმა უნდა, შეცდომები იქნება ამიტომ ძალიან გთხოვთ გამომეხმაურეთ, რომ შემდეგში ვეცადო აღარ დავუშვა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent