ფერები ?! ...4...
გარეგანი დათვალიერების შემდეგ ექიმი დუმს... მეც უკვე ნერვები ძაფზე მაქვს -ექიმო რა ხდება? -ზედაპირული დათვალიერებით გარანტიას და ას პროცენტიან იმედს ვერ მოგცემ, ჩავიტაროთ ანალიზები და მივიღოთ პრეპარატებიც, მაგრამ მთავარი მაინც სულიერი განწყობაა იზი. ჩვენ დაგეხმარებით რითაც შეგვიძლია და იმედი მაქვს შენც ასე იქნები-საუბარს ამთავრებს და მეც დაძაბული ძლივს ვუქნევ თავს. ანალიზების დღეს ვნიშნავთ და ისევე დაძაბული ვბრუნდებით სახლში. არვიცი როგორ ხასიათზე ვარ, თითქოს კიდევ რაღაცას ველოდი, რაღაც დამაკლდა, რა თქმა უნდა არ მეგონა რომ იმ დღესვე დაგეგმავდნენ ჩემ ოპერაციას, წინ მთელი რიგი პროცედურებია და ეს მეც გათავისებული მქონდა, მაგრამ მაინც რაღაც რიგზე ვერ იყო. შინაგანად ვიყავი აფორიაქებული. -იზი იმ სიმპათიურ ბიჭს საიდან იცნობ? -ამაოდ ცდილობს ცნობისმოყვარეობა დაფაროს -სიმპათიურობის რა გითხრა, მაგრამ კარგი ხმა კი აქვს- სახეს ოდნავ ვმანჭავ და ლელას სიცილიც არ აყოვნებს -ხო კაი... სად გაიცანი? -გავიცანი? რა გავიცანი სახელიც არ იცოდა, წეღან ვერ ნახე? კაფეში მაგიდასთან დამისკუპდა და ბრმა ხარო ეგრევე მომახალა-ვურაკრაკებ ეგრევე -კაი?! მასე რატომ? არ ჩანდა მასე უხეში... აუჩ მეც დამიჯდეს მასე სიმპატიური ბიჭი და მეც მითხრას ბრმა ხარო ხომ შეიძლება? -ყავა დავღვარე და მაშინ შენიშნა...შენ რომ გითხრან ბრმა ხარო, კომპლიმენტად ჩათვლი... -ოხ... ხვალე წახვალ?-წარმომიდგენია როგორი ინტერესით მაკვირდება -არვიცი... -მე შენს ადგილზე წავიდოდი... რას კარგავ? ადექი და შეირგე ცხოვრება რა... თუ არ წახვალ ძალით გაგაგდებ იცოდე-თითს ცხვირზე მირტყავს და ფართხა-ფურთხით გარბის ოთახიდან. თან მინდა წასვლა, თან არ მინდა... ვერ ვხვდები რა გავაკეთო, იმდენს ვფიქრობ უკვე თავი ამტკივდა, საკუთარ თავს ვაიძულებ მხოლოდ ძილზე გავაკეთო კონცენტრირება და თითქოს გამომდის კიდეც. დილით სავარაუდოდ გვიან მეღვიძება. არ ვინძრევი ისე ვახამხამებ თვალებს, თითქოს ეს მიშველიდეს რამეს. თითებსაც ვიტარებ ქუთუთოებზე თუმცა უშედეგოდ, ყოველ დილით უკვე ჩვევად მექცა მსგავსი პროცედურა. აღარ მინდა ამაზე ფიქრი, აღარ მინდა ისევ ტირილი... ხელებს ჩემს გვერდით საწოლზე ვაფათურებ, სიცარიელე მმასპინძლოვს მხოლოდ. ვხვდები რომ ლელა ალბათ წასულია,ზლაზვნით ვდგები და ტელეფონზე ხმოვან საათს ძლივს ვაგნებ, ღილაკს ვაწვები და ხმაც მესმის, 12:00 ხომ საკმაოდ გვიანია ასადგომად. სამზარეულოში გავდივარ, ჩაის ვსვავ და ქურთუკს ვიცმევ, ტელეფონს,ჯოხს და ფულს ჯიბეში ვიჩურთავ და კარებს ვკეტავ. . . ნელა მივდივარ ქუჩაში,ვერ ვხვდები როგორი ამინდია, წყნარი,არც წვიმა არც მზე, თოვლი ხომ საერთოდ. ალბათ უფრო ღრუბლიანი. ყვავილებს ვყიდულობ,ერთი გამვლელი სანდომიანი ქალის დახმარებით და ნაცნობ გზასაც მივყვები. ამბობენ "დრო ყველაფრის მკურნალია"-ო. მაგრამ ასე არ ვთვლი, ჩემი აზრით, დრო მხოლოდ იმას აკეთებს რომ ტკივილთან, სევდასთან, მონატრებასთან ერთად ცხოვრება გასწავლოს. წარსულთან ერთად იცხოვრო ისე, რომ აწმყოზეც იფიქრო მომავლის ხათრით. ასეა... და ახლა ზუსტად მეც იგივეს ვაკეთებ, ვსუნთქავ რომ ვიცხოვრო, მენატრებიან მშობლები მაგრამ მათ გამო ვალდებული ვარ ცხოვრება ისე გავაგრძელო, როგორც მათ ენდომებოდათ ვიწრო ქუჩას,ჯოხის კაკუნით მივუყვები და ვფიქრობ ყველაფერზე, ფიქრი... ფიქრი ჩემთვის ყველაზე ახლო გრძნობა ყოფილა და რაც არ უნდა გასაკვირად ჟღერდეს, ფიქრის უფლება ყოფილა ყველაზე ძვირი... არასოდეს დავფიქრებულვარ წვრილმანებზე,ამდენჯერ არასოდეს გამივლია ერთი და იგივე ფრაზა გონებაში. არც არასდროს მიფიქრია ამდენი შეხვედრაზე, ახლა კი ვუახლოვდები კაფეს და ვერ გადამიწყვეტია შევხვდე თუ არა,ან იქნებ არც მოვიდეს?! შეიძლება... მაგრამ თუ ვერ გავრისკავ,ვერც გავიგებ. ერთის მხრივ კი რად უნდა უნდოდეს ადამიანს,ბრმა გოგოს გაცნობა? სისულელეა, ხელი ჩავიქნიე და კაფესაც გავცდი. არავის ვჭირდები საკუთარი თავის გარდა... -თაკო დაიცადე!-ისევ ის ხმა და ისევ ჩემი გაკვირვება -რატომ არ შემოხვედი?- მეკითხება უკვე ჩემ გვერდით მდგომი და ხელს მხარზე მადებს -მე...არვიცი-ვპასუხობ დაბნეულად რადგან მართლა არ ვიცი რა ვთქვა -კარგი... წამო ახლა შევიდეთ-ხელს მხრიდან მაშორებს და ახლა უკვე ხელზე მკიდებს. -მე... იცი მეჩქარება. მე უნდა წავიდე-არვიცი რატომ მაგრამ მინდა იქედან გავიქცე -მე ბოდიში მოგიხადე და კაფეში დაგპატიჟე, შენ შემპირდი მოვალო და არ შემოხვედი,შენც ცუდი გოგო ხარ. ამიტომ ბოდიში შენც გაქ მოსახდელი... და რადგან მე ბოდიში არ მინდა, უბრალოდ გთხოვ რომ შემოხვიდე.-მისი ლაპარაკით გაბრუებული,ძლივს ვახერხებ თავი ოდნავ დავუქნიო,ისიც მაშინვე ძლიერად მკიდებს ხელს და მიბიძგებს მივყვე. ისევ ნაცნობი მყუდრო გარემო და მეც ცოტა ვეშვები. არ მინდა დაძაბულობა შემამჩნიოს, ერთ-ერთ მაგიდასთან ვსხდებით და ყავაც მალევე მოაქვთ,ფინჯანს ხელებს ვხვევ და ვცდილობ არომატით დავტკბე, გემოზე აშკარად სასიამოვნო რომაა ჩემთვის. -აბა, მომიყევი რაიმე შენზე-საუბარს იწყებს და მეც ნაცნობი დისკომფორტი ორმაგი დოზით მახსენებს თავს -რა გაინტერესებს?-ვცდილობ ოდნავ გავიღიმო თუმცა რამდენად გამომდის არ ვიცი. -რავი, სად ცხოვრობ, სად სწავლობ, და-ძმა გყავს? -სწავლა შევწვყვიტე ჩემი მდგომარეობის გამო, დედმამისშვილები კი არ მყავს. მე... უბრალოდ ლელას გარდა არავინ მყავს-ჩემების გახსენებისას ნერვიულობა და კანკალი მიპყრობს,ვცდილობ ფინჯანი ვიპოვო თუმცა ამაოდ. არ მინდა ისევ დავღვარო,ხელს ოდნავ მარცხნივ ვწევ და დიდ თბილ ხელსაც ვეხები, რომელიც აშკარად არაა ჩემი -დახმარების თხოვნა სირცხვილი არაა თაკო -ნიკა... იცი... მე თაკო არ მქვია... იზი ვარ -გასაგებია, სასიამოვნოა იზი-ღიმილშეპარული მომმართავს -არ გეწყინა? მოგატყუე -მაშინვე რომ სიმართლე გეთქვა ეგ უფრო გამიკვირდებოდა... -შენ გყავს და ან ძმა?- ვცდილობ უხერხულობა გავფანფო -არა... არც მე... გავისეირნოთ გინდა?-ახალ იდეას მთავაზობს, მე კი უარის სათქმელად ვაღებ პირს, თუმცა მასწრებს- უარს არ მივიღებ. ცოტა ხნით გთხოვ რა-ხელს ისევ ხელზე მადებს და ოდნავ მიჭერს, ასე თავუსუფალი როგორაა მიკვირს ან რატომ აქვს ჩემთან სეირნობის სურვილი. მაგიდიდან დგება და ახლოს იწევა, წელზე ხელს მხვევს და მაყენებს. დაბნეული ვატრიალევ თავს აქეთ-იქით, ერთი წუთი დამელოდეო ყურთან ჩამჩურჩულებს და მშორდება, კართან ვდგავარ, მალევე ვგრძნობ რომ მოდის და მეც მთელი ტანით ვიმართები -საიდან მიხვდი რომ მოვდიოდი? -ძალიან მაგარ ძირიანი ფეხსაცმელი გაცვია-ნიშნისმოგებით ვპასუხობ და მეღიმება. ჯოხს ვშლი, თუმცა მაჩერებს -გთხოვ ჩემთან ერთად არასოდეს იხმარო ჯოხი,მე ვიქნები შენი თვალები... და კიდევ ეს სამარცხვინო არაა-აყოლებს ბოლოს და უკვე მართლა აღარ ვიცი რა ვთქვა. თავად მართმევს ჯოხს და აღარც მიბრუნებს. მეც მხრების ჩეჩვით, გაუბედავად,მაგრამ ადვილად ვპოულობ მის ხელს. ვერ ვხვდები სრულიად უცნობ ადამიანს რატომ ვუშინაურდები ასე და რატომ ვაძლევ ამდენის უფლებას. თუმცა იმას კი ვხვდები, რომ მსიამოვნებს მისი ყურადღება და ის უხერხულობაც,რომელიც თითქოს თან მახლდა, სადღაც ქრება და ახლა თავს კარგად ვგრძნობ. ხელს მხოლოდ ჩემი სიბრმავე მიშლის, რომელიც ნერვებსაც იყოლიებს. -სად მივდივართ?-ვეკითხები ჩემს გვერდით, ჩემზე ხელ ჩაკიდებულ ნიკას -ნუ გეშინია, მანიაკი არ ვარ. უბრალოდ ვისეირნოთ-ცხვირზე თითს ოდნავ მირტყავს და მეც უმალ წარვებს ვკრავ-საყვარელი ხარ-უცბად ისვრის კომპლიმენტს და ჩუმდება -ნიკა! მე და შენ მხოლოდ ერთხელ ვნახეთ ერთმანეთი, თუ ამას შეიძლება ნახვა ვუწოდოთ, ასე თავისუფლად როგორ ხარ და რატომ მთხოვ მეც ასე ვიყო? -მერე ცუდია იზი? ცუდია თუ მინდა გამხიარულდე? მოდი გულახდილები ვიყოთ, რამდენჯერმე,სრულიად შემთხვევით ერთად აღმოვჩნდით, ჩვენ კაფეში, წამიერად შეგავლებდი ხოლმე თვალს, სულ სადღაც მეჩქარებოდა და მაგვიანდებოდა, წარმოიდგინე არცერთხელ შემინიშნავს ჯოხი, იმ დღეს კი უბრალოდ ვიფიქრე გაგსაუბრებოდი-მომწონს მისი თანაბარი ტონი და სუნთქვა ოდნავ მიხშირდება- იცი რა ლამაზი იყავი იმ დღეს? ახლაც მახსოვს რა გეცვა -ხო ლელას შერჩეული კაბა,თუმცა ჩემთვის უფერული...-ავღნიშნე ოდნავ გასაგონი ხმით -არ იყო უფერული,პირიქით... ძალიან ლამაზი მწვანე იყო, მაშინაც მეჩქარებოდა,ბოდიშიც ვერ მოგიხადე იმ დღეს... თუმცა სამაგიეროდ დღეს აქ ხარ...-თითებზე ხელს მიჭერს, შემდეგ კი რაღაც ფაფუქ,რბილ შეხებას ვგრძნობ... თავიდან ვერ ვიაზრებ თუმცა უმალ ვხვდები,ხელზე მკოცნის ძალიან ნაზად... სითბო მეღვრება სხეულში და ეს იმდენად შორეულ და უცხოდ, მიუჩვევლად მეჩვენება, რომ ვკრთები, თითების კანკალი მეწყება და ხელს მალე ვაცლი,ოდნავ ეღიმება ვგრძნობ -ძალიან ფაქიზი ხარ იზი-დასკვნას აკეთებს და ხელს ისევ მკიდებს. ფეხს ძლივს ვადგამ, მინდა ილაპარაკოს და არ გაჩუმდეს, თუმცა დუმს... ჩუმად მივუყვებით ისევ, თბილისის ქუჩებს და ვხვდები, რომ ასე უფრო უკეთესია,ასე უფრო მომწონს... მომწონს ის შეგრძნებაც რომ მარტო აღარ ვარ, მართალია ისევ არანაირი ფერი,მხოლოდ ერთი მთავარი და ძლიერი ფერი, შავი...თუმცა მაინც კარგად ვარ, კარგად ვარ რადგან გვერდით მიდგას ადამიანი, ხო, შეიძლება უცხოც მაგრამ მაინც ყველაზე სანდო, ვიცი, სპეციალურად არ იღებს ხმას... ვიცი, ხვდება, რომ ასე უფრო მომწონს... ჩუმად მაგრამ არა მარტო. გაუბედავად ვუახლოვდები გვერდიდან და მეორე ხელს მკლავზე ვკიდებ, ისევ თითებზე მკოცნის... უხმოდ... -მადლობა...-მხოლოდ ამის თქმას ვახერხებ, ისიც ხელს უფრო ძლიერად მიჭერს, მეც შეძლებისდაგვარად "ვპასუხობ". ხელები უფრო საუბრობენ და მომწონს, ძალიან შორეულ მაგრამ ჩემეულ გრძნობას განვიცდი. არვიცი ეს რა არის, სიამოვნება? იქნებ სიხარული ან აღტაცება?!...არვიცი. უსახელოა მაგრამ მომწონს... სახლში მოსული, ცოტა აფორიაქებას ვგრძნობ. ხელის ცეცებით დივანთან მივდივარ. ხელებს ერთმანეთში ვხლართავ, კალთაში ვიწყობ. ფიქრები ერთმანეთში მერევა. არ ვიცი რატომ... ნიკაზე ვფიქრობ, პირველი შეხვედრიდან რადიკალურად განსხვავებულ პიროვნებაზე. მის გაწონასწორებულ სიტყვებსა და ქცევებზე, უცბად ნათქვამ კომპლიმენტზე, უცბადვე რომ გაჩუმდა, ალბათ ეგონა ზედმეტი მომდისო. ხელები სახეზე მოვისვი, იმ სახეზე რომელიც დამავიწყდა კიდეც როგორ გამოიყურებოდა, ჰქონდა კიდევ დედის გამოხედვა და მამის ღიმილი შერჩენილი? უზომოდ მენატრებოდნენ ჩემები და უკვე ჩემი თავიც. კარის ხმა გავიგე, ალბათ ლელა თუ დაბრუნდა -იზი რას შვები?- შემოსვლისთანავე მკითხა -ახლა მოვედი ლელ,შენ როგორ ხარ? -ახლა მოხვედი?-ფეხზე ჩუსტების ფრატუნით შემოვიდა ოთახში და გვერდით დამიჯდა-ანუ შეხვდი? რაო? -მოუთმენლად ცქმუტავდა. მეც ყველაფერი მოვუყევი და მის რეაქციას დაველოდე -აუ არ ჩანს ცუდი ბიჭი მაგრამ მაინც ფრთხილად იყავი კარგი? საყვარელია თუ მართლა შენი დახმარება უნდა -არვიცი... -იზი. . . შენი ექიმი ვნახე დღეს. შემთხვევით შევხვდი. მითხრა თუ არ შეწუხდება ხვალ მოვიდეს, მინდა მეც გავსინჯოო -ნოდარმა ხომ გამსინჯა, სხვა ვინ იყო?- დავიბენი -აი ის... ახალგაზრდა და სერიოზული. რა ქვია? არვიცი - ალექსი- დაბნეულმა ჩავილაპარაკე, გული უცნაურად ამიჩქარდა, რაღაცნაირი, უჩვეულო შეგრძნებით. ამაზე სულ ავირიე, აღარ ვიცოდი რა გამეკეთებია ან მეფიქრა. ჩემს ოთახამდე მივაღწიე, ტანსაცმელი გავიხადე და საწოლზე წამოვწექი, მალევე გავიგე ლელას ხმაც -იზი არ გშია? -არა ლელ, მეძინება თან ხვალ თუ უნდა წავიდეთ... სხვა აღარაფერი უკითხავს, ჩუმად მომიწვა გვერდით. ვეცადე არც ნიკაზე მეფიქრა და მით უფრო არც ექიმზე,თავი გადავაქნიე და ბალიშზე უფრო ჩავარჭე, მალე ძილსაც გავუღე გონების კარი და გავითიშე. დილით როგორც ყოველთვის ადრე გამეღვიძა და ამას ისევ ჩვეული რუტინით მივხვდი, ისევ ისეთი, ყველაზე გამყინავი ხმით მყვირალი სიჩუმე და საათის მექანიზმის თითქმის უხმო,ჩუმი მოქმედება. ჩუმი რადგან ჩემთვის დრო აღარაფერს წარმოადგენდა, არც წუთების გაყინვა მიფიქრია,არც დაჩქარება, მე ჩემი წარსული მინდოდა და მხოლოდ იმ წარსული სითბოს და სიყვარულის ხათრის ძალით ვცხოვრობდი, მომავლისთვის. ცოტა დავიღალე... ცოტა არა, კარგად დავიღალე... ხანდახან ვფიქრობ, რომ ასე ჯობია, ჩემთვის, რომ თითქოს მივეჩვიე და ამ შავს მოვერგე, მაგრამ მაინც გამკრავს ოპერაციაზე ფიქრი, რა მოხდება? ნეტა თუ შევძლებ? ფერები მიმიღებენ?! გვერდით მყოფი დაქალის მკლავები ვიგრძენი, მივხვდი გაეღვიძა... -რომელი საათია?-ჩუმად ჩავილაპარაკე -ცხრა. დიდი ხანია შენ გღვიძავს? -არვიცი, ალბათ... რომელზე წავიდეთ? 10ზე? -წავიდეთ კი. დილით ჯობია. ავდგები ტანსაცმელს გაგიმზადებ. როდემდე უნდა ვყოფილიყავი ლელაზე დამოკიდებული, ჩემი თავი კი არა,ახლა ის უფრო მეცოდებოდა. პატარა ბავშვივით კუდში დამყვებოდა ყველგან. __________ ჩემო ტკბილებო, შემდეგი თავიც დაიდო და ღირს გაგრძელება? წინა ისტორიის მსგავსი არაა და მაგიტომ არვიცი კარგია თუ ცუდი. უღრმესი მადლობა და ბოდიში შეცდომებისთვის. მიყვარხართ... შემიფასეთ რომ გავიგო რამდენად ღირს ... ❤❤❤ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.