უცხო ქალის ცრემლი 6 თავი
ზოგჯერ გინდა გაიქცე და თან შორს,გინდა ყველას და ყველაფერს გაექცე,ჩაიკეტო მარტო იმიტომ, რომ გგონია,თითქოს ცხოვრება უსარგებლოა.შენგან ბოლო იმედიც გაფრინდა,ახალი ფრთებგაშლილი ჩიტის სახით.შენვე ტანჯავ ელისო შენს თავს,გამუდმებით წარსულზე ფიქრით.თუ გინდა იყო ბედნიერი,ნუ იქექები წარსულში.იმ წარსულში ნუღარ იხედები,სადაც იმედის ფრთები შეგაჭრეს.სადაც სიყვარული გასწავლეს,მაგრამ ბოლომდე არ შეგიყვარეს,არ გიერთგულეს.სადაც გული ტკივილით დაახრჩვეს,წააქციეს და შემდეგ უფსკერო,უძირი ზღვაში ჩასაძირად გაიმეტეს.საკმარისია ელისო წარსულზე ფიქრი,ჩვენ ყველა ჩვენი ტკივილი წარსულში დავტოვეთ და დღეიდან მხოლოდ მომავალზე ვფიქრობთ.ისე ჩაიძირა ფიქრებში,რომ გვიან გააცნობიერა უკვე მოსულიყო დანიშნულების ადგილზე.ტქასმა ზღვის ნაპირთან ახლო მდებარე სასტუმროსთან გააჩერა,უკვე საღამო იყო და სასტუმროს წინ ლამაზად ციმციმებდა წარწერა ,,GOLD HOTEL''.ამაყად შეათვალიერა მის წინ მდგარი ხუთ-სართულიანი შენობა და ამაყად ჩაიცინა.ჩემოდანს ხელი დაავლო,მაგრამ ვინ დააცადა მის წინ ორი მშვენიერი მამაკაცი წარსდგა,ასევე თავიანთი მშვენიერი ჯადოსნური ღიმილით.ერთმა ჩემოდანი წაიღო და მეორემ წინ გაუძღვა წინასწარ დაჯავშნილი ნომრის საჩვენებლად.ელისოს სასტუმროში ელოდნენ,მაგრამ ელოდნენ მას როგორც საქართველოდან ჩამოსული ტურისტი.დიდი და მწარე ტკივილის მიუხედავად,ნუ იფიქრებთ რომ ელისო გულქვა და ცივი ადამიანი გახდა და არ ესმის ადამიანის.ის არანაირი ტკივილის მიუხედავად არ გააუფასიურებს იმ ღიმილს,რომელიც მას მუდამ თან ახლავს.მისი ჯადოსნური ღიმილით მიესალმა ყველას იქ მყობთ და მის წინ მიმავალ ახალგაზრდას მამაკაცს აედევნა.ნომერში შესულმა ჩანთა იქვე დადო და პირველად აივანზე გასასვლელი კარები გააღო.თბილად მიესალმა უცხო ტურისტს ზღვიდან წამოსული თბილი სიო.მის წინ გაშლილ სივრცეს გადახედა და ძალიან მოეწონა,მის წინ გადაშლილი ლამაზი ხედი.მოეწონა თავად სასტუმრო,ასევე შიგნით არსებული სისუფთავე კრიალი რომ გაჰქონდა ნივთებს და ძალიან კმაყოფილმა,მგზავრობისგან მიღებული დაღლილობა გრილი აბაზანით მოიხსნა.აბაზანის შემდეგ, მაკლერს დაურეკა და მისი უკვე ათენში ყოფნა აცნობა.შეხვედრა თვით მშვენიერ სასტუმროს ვესტიბულში დათქვეს მეორე დღისთვის.შემდეგ სახლშიც გადარეკა და მოკლედ აუწყა მისი ჩასვლის ამბავი ვახოს.მთელი დღეს ფეხზე დგომამ თავისი გაიტანა და დაღლილს ჩაეძინა,მაგრამ ასე ადვილია დაძინება?იწრიალა,ვერ მოისვენა,ვერ დაიძინა უცხო საწოლში,ის ხომ უცხო ქვეყანაშია,უცხო ჭერს ქვეშ.ადგა,პლედი მოიფარა და აივანზე გავიდა.განათებულ ქუჩებს გახედა და დიდი ხნის ცქერის შემდეგ თქვა. ---რისთვის ვიბრძვი თავდაუზოგავად,რისთვის ვათენებ ღამეებს თუ საკუთარი ცხოვრების მოსაწყობად დრო ვერ გამოვნახე.ყველა ქალი ხომ ქალური ბუნების და თავისი დანიშნულების შეცნობისაკენ მიილტვის.მოდუნდი ელისო და დროა, რკინის ჯავშანის გარეშე გაგიცნოს საზოგადოებამ შენს გარშემო..პლედი მოიფარა და ღამის სიმშვიდეში ყური დაუგდო ზვის ოხვრას,ტალღების შრიალს.თითქოს ისინი ჩუმად,ჩურჩულით აფრთხილებდა. ---,,შენ უცხო ხარ ამ მიწაზე და ვერ მოერგები''.ტანში გაცრა,ისე რომ თითქოს იგრძნო წინ რაღაც საშინელება ელოდება.მთელი სხეულით დაიძაბა და საბრძოლველად მოემზადა.შემდეგ დაფიქარდა და ჩურჩულით თქვა. ---სხვის სამშობლოს სხვა არსი აქვს,სულ სხვა არის სხვისი ქვეყნის გენეტიკური კოდი.ყველასთვის განსხვავდება სამშობლოს სახე როგორც ცა და დედამიწა.აკი ჩვენი დიდი აკაკი ბრძანებს;,,ჩონგური საქართველოა,სიმები ჩვენ ვართ ყველაო''. მაგრამ სიმები შენ ხომ აღარ შემოგრჩა ჩემო სამშობლოვ.მსოფლიოს ყველა კუთხეშია გადახვეწილი შენი სიმები,სხვავასხვა ქვეყნებში დაიდეს ბინა და უკვე სხვადასხვა ენაზეც საუბრობენ.არადა რა თბილი ხარ,რა საოცრად ტკბილი ხარ და რა ბარაქიანია შენი მიწა,მიწა რომლის სუნი ნაწვიმარზე ბევრ ქართველს ენატრება.რამდენ დედას აქვს ამოღამებული ცრემლით თვალები.როდის,როდის გაბრწყინდება იმ თვალებში მხოლოდ სიხარულის ცრემლი.როდის შევივსებით ისევ ისე,როგორც ადრე მადლიანო.როდის აღნიშნავს სულიერად დაღლილი ხალხი კალენდარზე მის სანატრელ და საოცნებო ციფრს,იმ ციფრს რომელსაც ,,შინ დაბრუნება ჰქვია''.იმედია ოდესღაც დაგიბრუნდება სულიერად დაღლილი შენი შვილები.როგორი მტკიცე სულის უნდა იყო,რომ წლობით გაძლო სხვის ქვეყანაში,სხვის მიწაზე და წლობით განვლოს შენთვის მარტოობის წლებმა.ამ ფიქრებში ღამეც შემოეძარცვა და ხედავდა როგორ თენდებოდა ნისლიანი მტრედისფერი დილა.საოცარი სანახავი იყო ზღვაში მთვარის ჩასვლა და მეორე მხრიდან მზის ამოსვლასაც შეხვდა.ნისლი გაიკრიფა და მის წინ ნაზად მოლივლივე ლურჯი ზღვა გადაიშალა. ---შოკის მომგვრელი სილამაზეა.აღმოხდა უნებურად ყელიდან ეს სიტყვები.ნელა-ნელა ქუჩაც ახმაურდა,ზოგს სად მიეჩქარებოდა და ზოგს სად. საოცარი ის იყო,რომ ყველა ჩქარობდა,ჩქარი ნაბიჯით გარბოდა. გაახსენდა რომ 12 საათზე ბერძენ მაკლერს უნდა შეხვედროდა და ცოტა დაძინება გადაწყვიტა.ჯერ მხოლოდ 6 საათი იყო,წინ კი კიდევ 6 საათი ჰქონდა გამოსაძინებლად და საწოლში შეწვა მთქნარებით.ფიქრებით დაღლილს უკვე თავიც ატკივდა,მაგრამ მაინც ჩაეძინა და მთელი 5 საათი გემრიელად იძინა.დაბარებულივით,ზუსტად იმ დროს გაიღვიძა,საათს შეხედა და ფეხზე წამოფრინდა,უცებ შხაპი მიიღო და სულ რაღაც წუთებში უკვე მზად იყო,აი დადგა მნიშვნელოვანი მომენტი და ელეგანტურად ჩაცმული ელისო წარსდგა მაკლერის წინაშე,რომელიც ნამდვილად არ ელოდა ასეთ საოცრად დახვეწილ და გემოვნებით ჩაცმულ ულამაზეს საქმიან ქალბატონს. ---ელისო კოვზაძე.წარუდგინა თავისი თავი მისი სილამაზით მოხიბლულ მაკლერს და ხელი ჩამოართვა. ---კონსტანტინე პაპანდოპულო.მაკლერიც გაეცნო ელისოს და ამ მოულოდნელობისაგან დაბნეულმა დაუწყო ელისოს საუბარი.-სასტუმრო რომელიც თქვენ გინდათ შეიძინოთ,გახლავთ ექსკლუზიური არქიტექტურის მქონე სასტუმრო კომპლექსი,რომელშიც ახლა თქვენ იმყოფებით და ამ ყველაფრის სიმართლეში თავადაც დარწმუნდებით.როგორც ხედავთ,სასტუმრო ძალიან მოსახერხებელია ტურისტებისთვის ზაფხულზე,რადგან ის პლიაჟთან ახლოსაა,მის გვერდით კი მშვენიერი და განთქმული რესტორანი გიმშვენებთ გვერდს ,,TALASSA-AMMOS''.თავად სასტუმრო კი ოთხვარსკვლავიანი გახლავს თავისი 80 საძინებლით.ყველაფერი წესრიგშია,თავად შეგიძლიათ შეამოწმოთ დაცვა,ტექნიკური მომსახურეობა,სართულების დალაგება,სისუფთავე,სამზარეულო და მისი შიდა სისუფთავე,ასევე ყველაზე მთავარი ვიდეო-მეთვალყურეობა.ასევე აქვს მიწისქვეშა ავტოსადგომი,სასტუმროს უკანა ეზო კი ორი ბასეინით იწონებს თავს,ღია ბასეინი და დახურული,სპა,ფიტნესი და ასევე არის ძალიან,ძალიან მნიშვნელოვანი დღევანდელ ცხოვრებაში ,,კაზინო''. ---გასაგებია ყველაფერი,მაგრამ ჯერ არაფლის დათვალიერებას და შემოწმებას არ ვაპირებ.ფასი როგორც შევთანხმდით 15,000 000E-ოა.იმედია არ შეცვლილა არაფერი თანხის მხრივ და ისევ ისეა,როგორც შევთანხმდით.ისეთი მკაცრი სახით იჯდა ელისო მაკლერის წინ და ისეთი მტკიცე ხმით საუბრობდა.მაკლერს ქათინაურის თქმაც კი დაავიწყა მისმა შეუვალმა სიმკაცრემ და თავდაჯერებულობამ. ---ეს როგორც იცით,ჩემზე არ არის დამოკიდებული.მე მივყვები ჩემი კლიენტის მოწოდებულ პირობებს.ჯერ-ჯერობით ყველაფერი ისეა როგორც ვისაუბრეთ თავში.ასე რომ თუ რამე შეიცვალა გაცნობებთ,ამ დღეებში კი ყველაფერ წვრილმანებსაც დავადგენთ და ისევ შევხვდებით ერთმანეთს.პაპანდოპულო ძალიან მოხიბლული დარჩა უცხოელი ქართველი ქალით.ძალიან მოეწონა მისი ქედმაღლობა,სიმტკიცე და პირდაპირობა და გულმა ვერ დათმო ეს სილამაზე მისგან ქათინაურის გარეშე გაეშვა და შეპარვით უთხრა. ---ძალიან ბევრს ვიცნობ ქართველებს და უნდა ვთქვა,რომ ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ჩემს ნაცნობებთან.მოხიბლული ვარ თქვენი არაჩვეულებრივი გურმანი კერძებით,ამასთან ერთად კი უჩვეულოდ ლამაზები და მომხიბლელები ხართ ქართველი ქალები. ---ძალიან დიდი მადლობა ქართველი ხალხის და კერძოდ ქართველი ქალის ასეთი კარგი აღწერით,მაგრამ უმჯობესია საქმეს მივხედოთ და დროულად დავასრულოთ ეს შეთანხმება.იმედია დიდი დრო არ მალოდინებთ,როგორც იცით აქ თითოეული დღე,საათი და წუთი ფული ღირს და გთხოვთ ეს გაითვალისწინეთ.სხვა შემთხევაში სხვა მაკლერის მოძებნა მომიწევს და თავადაც იცით,ეს არ არის დიდი პრობლემა დღეს. ---როგორ გეკადრებათ,რამდენიმე დღეში დავასრულებთ საბუთების მოგვარებას და ჩვენი შეთანხმებაც დასრულდება,სასტუმრო და ეს სილამაზე კი თქვენს ხელში გადმოვა. ---იმედია,როგორც ამბობთ ყველაფერი ისე იქნება.ელისო ფეხზე წამოდგა,თავის დაკვრით დაემშვიდობა კონსტანტინეს და ელეგანტური ნაბიჯებით გავიდა სასტუმროდან. ---უკაცრავად,იცნობთ ამ ქალბატონს?კონსტანტინეს ასაკოვანი,უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა და გამოელაპარაკა. ---არა,მაგრამ ის ჩემი კლიენტია.თვალი არ მოუშორებია ელისოსთვის მაკლერს ისე უპასუხა უცნობს. ---საოცრად დახვეწილი ქალბატონია.სიმართლე გითხრათ, ძალიან გამაოცა მისმა ელეგანტურობამ. ---გეთანხმებით,ძალიან კლდემამოსილი და მტკიცე ხასიათის არის.ის ქართველია და მიუწვდომლია,აი რატომ იზიდავს ქართველი ქალები მამაკაცებს.ისინი არ არიან ადვილად დამყოლი და მეც სწორედ ეს მომწონს მათში.ელისო კი ამ დროს ბუზღუნით მიდიოდა და მაკლერზე გაბრაზებული გულში ბურდღუნებდა.მაკლერის ნათქვამი რამოდენიმე დღე კვირეები გაიწელა,მას კი დროზე უნდოდა საქმის მოგვარება და უკვირდა,რა იყო ამდენი მოუგვარებელი.ერთ დღეს სასეირნოდ გასული,სასტუმროში ძალიან დაღლილი დაბრუნდა,უკვე მას ყველა იცნობდა და ღიმილით მიესალმა იქ მყოფთ.ცოტა მათთან ისაუბრა,იუმორიც კი თქვეს და ხალისიანი,კმაყოფილი სახით დაემშვიდობა გოგონებს.ნომერი მისი მეოთხე სართულზე იყო,ლიფტი გამოიძახა და შევიდა,უკან კი ახალგაზრდა მამაკაცმა ფეხით გააჩერა ლიფტი და ელისოსთან ერთად დაიმალა ისიც ლიფტის კარს შიგნით. ელისოს ნაამბობი. ---შევედი ლიფტში და დაიძრა თუ არა,ცოტა ხანში შუქი გაითიშა.ამ დროს ლიფტი გაიჭედა მესამე სართულსა და მეოთხე სართულს შორის.მე შემეშინდა და შიშისაგან კარებზე ბრახუნი ავტეხე და თან ვყვიროდი.ამ დროს ის უკნიდან მომადგა მისკენ შემატრიალა,მისი სქელი წითელ ტუჩებზე ენა გადაისვა და დორბლ-მორეულმა მითხრა. ---არ იყვირი ლამაზო და ყველაფერი მალე,უმტკივნეულოდ მოგვარდება.თან პირზე ხელი ამაფარა და მხრებიდან კაბის ბრეტელები გადამიწია.უცხოელი იყო თუ ბერძენი ეს არ ვიცი,ვერ გეტყვით რადგან ინგლისურად საუბრობდა,თან ხელების ჩქარი მოძრაობით ჩემს ტანზე დასეირნობდა.მე წინააღმდეგობას ვუწევდი და ხელი გავითავისუფლე,მოულოდნელად ძლიერად გავატყი სახეში და არ ელოდა,ისეთი მრისხანე თვალებით შემომხედა,მეგონა ადგილზე მიმახრჩობდა.მისი თვალები სულ სხვანაირად მიცქერდნენ,თითქოს მისი მსხვერპლი ვიყავი,მისი საკუთრება.ამ გაწევ-გამოწევაში ჩემი დახშული ყვირილი გაიგონეს და როგორც იქნა ლიფტი გახსნენ,მეშველა ამ მხეცის ხელებიდან განთავისუფლება.გამომიყვანეს შეშინებული და ფერდაკარგული,უნებურად იმ უცხო მამაკცს გავხედე და ხელით მანიშნა, ,,არაფერი არ თქვა თორემ,თითი ყელზე მიიდო,რაც იმას ნიშნავდა ხმას ამოიღებ და მოკვდებიო''.მეც შეშინებულმა ვუთხარი იქვე მყოფთ დაცვას და ადმინისტრაციას,რომ დახურული სივრცის მეშინოდა,სხვა ყველაფერი წესრიგში იყო.საერთოდ არ ვარ მშიშარა,არ მეშინია ასე ადვილად,მაგრამ იმ თვალებისთვის ნებისმიერ თქვენგანს რომ შეგეხედათ,აუცილებლად შეგეშინდებოდათ. რამოდენიმე დღე,შიშისაგან გარეთ ვერ გავდიოდი,რადგან ის თვალები მელანდებოდა.მიდამოს ჩემს სიახლოვეს შიშით ვზვერავდი,რომ კიდე არ გადავყროდი გზად.მაგრამ მის შემდეგ იქ აღარ მინახავს ის მამაკაცი.ისიც წარსულის უკანასკნელ ფურცელზე მივაწერე და სხვებთან ერთად ძველ სკივრში ჩავდე.ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა,დავივიწყოთ ყველაფერი ცუდი რაც კი წარსულში გადაგვხდა და წინ მომავლისაკენ წავიდეთ ღიმილით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.