შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

8.პროფესორი მეტიჩარა


20-06-2017, 12:31
ავტორი blue witch
ნანახია 1 744

ამ გაგანია ივლისში, პლედში გახვეული დასაკლავად განწირული ინდაურივით ვკანკალებ. რა სიკვდილი დამეტაკა ?! ოთახში ფაშასავით გაბატონებულ, სამარისებურ სიჩუმეს მხოლოდ ჩაის ყლურწვისას გამოცემული ბგერები არღვევს. ვატო და სოფო ისეთი გასაცოდავებული სახეებით მოშტერებიან, თითქოს მომაკვდავის სარეცელს დაჰყურებენ. რა იყოთ ხალხო?! უბრალოდ ვერ ვარ ხასიათზე, უბრალოდ ასფალტზე დახეთქება, ენის ამოძიძგვნა და დროის უკან დაბრუნება მინდა.
რა გავაკეთე?! როგორ შეიძლება ადამიანი ჩემნაირი დებილი იყოს? ამდენი ხნის შემდეგ, საბოლოოდ მომეცა შანსი, რომ რაღაც გამომესწორებინა, მე კიდევ ავიკვიატე შურისძიება, შურისძიება-მეთქი და აჰა! ეგდე ეხლა სახლში და უბურღე გვრტიებს ტვინი, შენ ხომ ვერ შეირგე ვერაფერი, მიდი აბა, ამათაც არ შეარგო!
-საოლმე, დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება.-მეგობრულად მხვევს ხელს ვატო. კი აბა, უჭველი!
აღარაფერი იქნება კარგად, მორჩა, დამთავრდა ! რა აზრი აქვს თავი მოვიტყუო? ! უკვე გამოვამჟღავნე ჩემი სიშტერე, როგორც შემეძლო ისე გავასწორე მიწასთან ყველაფერი, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ვაკოწიწებდი.
-ნუ მაიმედებ ვატო.-ხმაჩაწყვეტილი ვამბობ. ჰო, ჯობდა მაშინ ჩაგწყვეტდოდა ეგ ხმა, შენს საყვარელ ვირს, რომ ჩაჰკაკანებდი და სახლიდან თორმეტჯერ, რომ იპინტრიშე!
წარმოუდგენელია! ბავშვური სისულელეების გამო, უკვე ზრდასრულმა, ჩამოყალიბებულმა პიროვნებამ გადავუსვი ხაზი იმას, რასაც საკუტარი ხელით ვქმნიდი. ასეა, რამდენი რამე ცავყლაპე და ბოლოს მაინც გამოვყავი კლანჭები, ბოღმა გადმოვანთხიე მაშინ, როცა ამას არ ელოდა.
მაინცდამაინ ახლა უნდა გავიგო, რომ თურმე მასაც ვტკენდი გულს, თურმე ისიც ჯიბრში მიდგებოდა, თურმე ლენჩები ვიყავით ორივე!
-თავი დაანებე ვატო.-ქეციანი ძაღლივით იქნევ თავს სოფიკო.-ხომ არის შეუგნებელი, ხომ წაიმტვრია ცხვირი, ხომ მიიიღო რაც დაიმსახურა! -ცოფიანი ბულდოგივით ბრდღვინავს სოფოკლე.
მოცა რა, შენი ჭირიმე! მთლად ასეც არაა საქმე.
-რას გულისხმობ სოფო?-ჩახველებისმაგვარ ხმას გამოვცემ, ვცდილობ ლოდებით ამოვსებული უღელტეხილივით ყელი ჩავიწმინდო.
-რას ვგულისხმობ და იმას, რომ ჩემთვის მუდმივად კაი ფსიქოლოგივით უნდა გამოხტე, შენთვის კიდე სტაჟიანი, სუფთა სისხლის დეგენერატივით იქცევი!-მოგიზგიზე ბუხარს ემსგავსება სოფო.
საწყალი ვატო თვალებს აქეთ-იქით აცეცებს. კარგად იცის რა წესი უნდა შეასრულოს ჩვენი ჩხუბისას, დაუყოვნებლივ გაიქცეს!

სამწუხაროდ, ახლა მაგას ვერ იზამს.
-გოგონებო,- საქმეში ერთვება გაეროს კეთილი ნების ელჩი, ვატუნია-ბატონია.-ჩხუბით ვერაფერს მოიგებთ, სოფო, სალომე ძალიან კარგად ხვდება საკუტარ დანაშაულს, არაა საჭირო ამდენი ლანძღვა. ახლა ყველა უნდა დავწყნარდეთ და სიმშვიდე შვინარჩუნოთ, ნიკასაც სწორედ ეს უნდოდა.-კეთილსინდისერად ასრულებს.
მე მაშინვე ტირილი მიტყდება.
-წავალ ვალერიანს მოვიტან.-თვალებს ატრიალებს სოფო.
-მე წყალს.-კუდში მისდევს ვატო.
ვიზმოორები, შეძებისდაგვარად ვიკავებ ქვითინს. დიდი ხანია კრუნჩხვებში არ ჩავვარდნილვარ, ოღონდ ახლა ნუ დამემართება ყველა უბედურება!
-დალიე.-სოფო უბოდიშოდ მჩრის პირში სამ ვალერიანს, ვატო კიდევ ჩანჩქერისთვის შესაშური ნაკადით მიშხაპუნებს ორ ლიტრამდე წყაალს.
კარგით ხალხო, კი არ ვკვდები!
პულსის დარეგულირება და ჩაძინება ერთია.
* * * * * * *
გამოღვიძებულს ხმები მესმის. დივანზე ვარ გაშხლართული, საბანი ფსიქიატრიულის პაციენტივით მაქვს შემოგარგნილი.
-მეცოდება.-ჩურჩულთ ამბობს ვატო.
-მეც. ორივე ძალიან მეცოდება.-წარმოვიდგენ როგორ აპარტყუნებს თავს სოფიკო.
-ორივეს ეშნოდა, ერთმანეთის ეშინოდათ. ნიკას ეგონა, რომ სალომეს სხვა უყვარდა, ან ზოგჯერ ისე ბრაზდებოდა მასზე, რომ სიყვარულის ახსნაზე ზედმეტი იყო საუბარი.
-ჰოდა ლენჩი იყო ორივე. მკითხაობით ვერ გამოიცნობდენე ერთმანეთის გრძნობებს. აქაქმდე არ უნდა მისულიყვნენ.
-რა ვქნათ სოფო? ჩხუბს ხომ არ დავუწყებთ?! უარეს დღეში ჩაცვივდებიან, თან მხოლოდ ერთი, მდედრობთი სქესის წარმომადგენელი გვყავს ხელთ.- წინადადებაში რამდენმე სიტყვა უხეშად მხვდება ყურში და ვატოს მოტანილი ამბავი მახსენდება.
-მართლა არ იცი ნიკა სად არის?-ყურებს ლოკატორებივით ვცქვეტ.
-არა სოფო, არ ვიცი. მითხრა მივდივარო, არ დაუკონკრეტებია სა.
-რატომ წავიდა?!-ბრაზით ჯიჯღინებს სოფო.
-ნუ გეშინია, ვენებს არ გადაიჭრის, არც ხრამში გადახტება.-იცინის ვატო. ჰო ეგ მეც ვიცი, თავდაჯერებულის იდიოტია, რომაა და საკუთარი ძუნძგლიან ტყავზე გიჟდება. რამე ახალი თქვი მეტკინა ყურები.
კიდევ კარგი, აგრძელებს.
- წასვლით კი აი ამიტომ წავიდა. როგორც ცანს, სალომეს მხოლოდ ასეთი ძლიერი რყევა დაანახებდა სამყაროს სწორ სიმეტრიას.
იფილოსოფოსა! გენაცვალე ნიცშეობაში!
-ჰოდა დაბრუნდეს ახლა. მოვიდა ეს ქალბატონი სრულ ჭკუაზე.- დაბრუნდეს, ოღონდ მოვკლავ. სად ჯანდაბაში წაეთრა! დეგენერატი!
-რაღაც ეჭვი მეპარება სალომემ სიყვარული აუხსნას, პირიქით შეიძლება უარესი გაუკეთოს.-ყოჩაღ ვატო, მიხვედრილხარ, მაგრამ ჩემ კრეტინ დას რას უყვები ერთი?!
-ეეეეჰჰჰჰეე.-ხმამაღალი ბუხუნით „ვიღვიძებ“.
-რას შვრები, მოხვედი სამყაროს განადგურების ხასიათზე?-მიღრენს სოფოკლე.
-თვალის გახელა დამაცადე.-ვიყეფები.
-ცოფიანო.-მეჯღანება.
-გველო.-ვიღრიჯები.
-კარგით.-კივის ვატო.
მწვანე ფლოსტს დივნის ქვეშიდან ვაძრობ, ლამისაა ჩავეხუტო და ვაკოცო. ამ ფლოსტით რეები არ გადამხდა თავს. ერთ ცალს მედიდურად ვირგებ ფეხზე და დარეტიანებული ქაშაყივით მივფლარსუნებ სამზარეულოში.
* * * * * * *
ნიკოლოზის გაუჩინარებიდან, მეექვსე დღე იწურება. ჰორიზონტზე ისევ სიმშვიდეა, თუ ჩემ კრუნჩხვებს არ ჩავთვლით.
ღამე ვეღარ ვიძინებ, დღისით ტუჩებს, ლოყებსა და თითებს ვიჭამ.
სად აგდია ის გამოშტერებული, მიხვდეს ეხლა, რომ მენატრება.
-ახალი არაფერია?-თვალებგადმოკარკლული ვახლი ვატოს.
-არა, ჯერ ისევ სიმშვიდეა.
ცრემლები მაწვება. ახლა აქ ნუ მოვკვდები და მერე ვაღვარღვარებ ცრემლებს, რა მოხდება?!
-ნიკას დედის ნომერი მინდა ვატო.
-დედამსს ხომ კარგად იცნობ?-უკვირს ვაატოს.
-სატელეფონო წიგნაკს ვგავარ, არ ვიცი იმ ქალის ნომერი?!-ბოლო ხმაზე გავხავი.
-რა ნერვებზე ხარ.-უკვე ტელეფონში იქექება ვატო.
სოფოკლე ყავის ასადღებლად მომსპარ გაზს წმენდს.
* * * * * * * *
-დარწმუნებული, ხარ, თუ გინდა გამოგყვები?-სერიოზულად მეუბნება ვატო.
-არა, მარტომ უნდა გავაკეთო, ამ გაზას სრულიად მარტო უნდა გავუდგე.-თავს ვუქნევ.
-აბა შენ იცი.-მხარზე ხელს მიტყაპუნებს.
-მადლობა.-ისევ მიწყლიანდება თვალები.
ვატო მაგრად მეხვევა.
-ნუ გეშინია, სწორად იქცევი, ეს ნაბიჯი უნდა გადაგედაგა!
-ვიცი.-ბლუყუნით ვამბობ და მანქანიდან ვხტები.
* * * * * * * *
კრზე გამეტებით ვაბრახუნებ, ნუ გააღებს, ჩამოვიღებ!
-ნიკოლოზ!-ფიილტვების დახეთქვამდე ვღრიალებ.-შემომიშვი, რარაც უნდა გითხრა! დროზე თორემ ტურები შემჭამენ!
საკეტი ჩხაკუნობს. უნდა ჩამხრაკონ, რომ მომაქციოს ყურადღება.
-სალომე?!-გაბურძგნილი თავის ქნევით და თვალების ფშვნეტით იცხადებს,
-ნიკოლოზ, დავფიქრდი და მივხვდი არ მატყუებ, მართლა გიყვარვარ, ვატომაც მითხრა, ვატო კი არ მომატყუებდა. მოდი ერთმანეთს ყველაფერი ვაპატიოტ და .... მოკლედ მიყვარხარ!-სხაპასხუპით ვაყრი.
სახ თანდატან ეცვლება.
-ვიცოდი, ვიცოდი! მეც მიყვარხარ.-ხელში მიტაცებს და მატრიალებს.
-მოიცა დამსვი, ბიჭოოო დამსვი.-ბურასავით ვბღუი.
-ერთხელ მაინც მოკეტე ასეთ კარგ მომენტში!-შემომცინის.
-შენ მოკეტე.-ენას ვუყოფ.
-კარგია, წუნეთში წამოსვლა, რომ მოვიფიქრე.
-დამპალო, რამდენი ვინერვიულე.-ვებუზღუნები.
-მშვენიერი გეგმა იყო.-სიამაყიტ იჯგოიმება.
-მშვენიერად გლეწავ ეხლა სახეში.
-შემოდი.
-არა უნდა წავიდე. ვატოს დავურეკვა ტრასაზე დამხვდება.
-მე არ გიშვებ.-მკაცრად მიჭრის.
-როგორ შემაშინეე!
-არ გაგაცილებ.-მარტო მიშვებს ეს დამპალი.
-კიბატონო.-ვიჯტღანები და ვბრუნდები.
ტყიდან ყმუილი ისმის, ხელი მიშეშდება.
-კარგი, აბა რა ვჭამოთ?!-საცოდავად ვკრეჭ კბილებს.
თვალებზე ხელებაფარებული შევყვარ მისაღებში, გახელისას კი მგონი ჩამეძინა და სიმზარს ვხედავ.
სანთლები, ყვავილები და სუფრა.
ოჰ, გაუღვიძია რომანტიკის ნაწილაკს ჩვენში!
-ეს საიდან მოიფიქრე?!-ყბაღია ვაცხადებ.
-გიტხარი გეგმა მქონდა-მეთქი, შენი წამოსვლის ამბავი ჩიტმა მომიტანა.-ჰო მეტრაოთხმოციანმა ჩიტმა!
-ვატოს მოვკლავ.
სინამდვილეში, კი ვატოს უსაზრვროდ მადლობელი ვარ.
p.s ეს ტავი რეკორდულ დროში დავწერე,. წერა მიყვარს, მაგრამ დროის უქონლონბის გამო დაგვიანებისას ვფიქრობ ხომ არ შევწყვიტო. არც მაინცდამაინ ბევრი მკითხველი არ მყავს. მხოლოდ ერთია, რომელსაც განსაკუთრებულად ვემადლობლები და ბოდიშს ვუხდი რადგან მის ფეისბუქ კომენტარებს ხშირად ვერ ვპასუხობ.
მოკლედ, სტიმულს თქვენ მაძლევთ. დააფიქსირეთ თქვენი აზრი გავაგძელო თუ არა, ამდენი ნახვიდან მაინტერესებს ვის მოსწონს, ვის არა და კრიტიკაც ძალიან მაინტერესებს.
მიყვარხართ!



№1  offline წევრი anuki15

ძლივს ძლივსს :დდ ვაიმეე ძაან მიხარიაა რა ამათი ამბავიი და რა გავაკეთო heart_eyes ახალ თავს ველოდები იმედია რამე საშინელება არ მოხდება ეხლა ამ გაგანია სიყვარულის დროს :დდ heart_eyes

 


№2  offline წევრი blue witch

anuki15
ძლივს ძლივსს :დდ ვაიმეე ძაან მიხარიაა რა ამათი ამბავიი და რა გავაკეთო heart_eyes ახალ თავს ველოდები იმედია რამე საშინელება არ მოხდება ეხლა ამ გაგანია სიყვარულის დროს :დდ heart_eyes

დიდი მადლობა! კი გამომყავს ჩვენი ქოჩორა ბაბნიკი მარა დატენილი იარაღით არ დადის :დ :დ როგორ სპონტანურადაცაა ეს ისტორია დაწერილი ისეთივე სპნტანურობა სჭირდება, დრამები მიყვარს, ოღონდ ხარისხიანი . კაი ბიჭურ ლავსთOრებს ვერ ვიტან, ხარისხიან დრამას Kი დაგეგმვა უნდა რაც Aმ ისტორიას გააბანალირებს და Aრც დრო არ Mაქვს ამდენი. UბედურEBას კი შAლომე მრავალნაირად აღIქვამს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent