შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დემნა & ენემი (სრულად)


20-06-2017, 16:00
ავტორი ენემი
ნანახია 4 388

დემნა & ენემი
ახლა?
ახლა ვდგავარ ფანჯარასთან
და ყავას ვსვავ,
წვიმის წვეთებს ვუყურებ
და
მათ მელოდიას ვუსმენ.
ამინდი თავისას შვრება
და
მახსენებს შენ თავს.
* * *
იმ ღამითაც წვიმდა
ისე
როგორც ახლა.
შენ?
შენ ჯინსის ბრიჯები, ნაიკის კეტები და თეთრი "საროჭკა" გეცვა. შოკოლადის გამო ჩამოვედი ქვემოთ, და მაღაზიისკენ მინდოდა წასვლა მაგრამ წინ გადამეღობე.
–ვერ ხედავ წვიმს, გაცივდები ასე–მითხარი და ჩემს ტოპზე და ჯინსის შორტზე მიმითითე.
–მე ვერაფერი მომერევა–გიპასუხე ამაყად
და
წვიმაში გავაბიჯე.
მიყურებდი,
ვგრძნობდი,
დაჟინებულ მზერას
და
მეც
უტეხრად
ნელა
მივაბიჯებდი ქუჩაში,
თითქოს წვიმა არ კი ყოფილიყო.
მაღაზიაში შესულმა სწრაფად ვიყიდე შოკოლადის ფილები,
და უკან გამოვტრიალდი.
შენ?
შენ ისევ ისე
იდექი და მიყურებდი,
მანამ სანამ,
სადარბაზოს კიბეზე არ ავედი და სახლში არ შევაბიჯე.
ცოტა ხანში ვიგრძენი რომ შუბლი ძალიან ცხელი მქონდა. სიცხე გავიზომე და 39 მქონდა. მართალი აღმოჩნდი
მე
მართლაც გავცივდი.
წამალი დავლიე და დივანზე მოვკალათდი და თან ფილმს ვუყურებდი.
კარზე ზარი იყო, ძლივს ავდექი.
დედა მეგონა მაგრამ შენ იყავი.
–აქ რას აკეთებ?–ვკითხე გაკვირვებულმა.
–ჩემს სიცხიან პაციენტთან მოვედი–მიპასუხე შენ.
შეწინააღმდეგების თავი არ მქონდა და გვერძე გავიწიე,
ცოტაც და ჩავიკეცებოდი რომ არა შენ.
ხელში ამიყვანე და დივანზე მომათავსე.
–წამლები სადაა?–იკითხა მან.
–დავლიე–ძლივს გავეცი პასუხი.
–კაი ლიმნიან ჩაის გაგიკეთებ–მითხრა და სამზარეულოში გავიდა და მართალაც უგემრიელესი ჩაით დაბრუნდა.
–დალიე და კარგად იქნები.–მითხრა და შუბლზე მაკოცა.
–შენ ვინ ხარ?–ვიკითხე მე.
–მაგასაც გეტყვი, ოღონდ ჯერ სიცხემ დაგიწიოს და აუცილებლად გეტყვი.–მთხარი შენ.
ჩაის დალევის შემდეგ ჩამეძინა,
მაგრამ მაინც ვიგრძენი შენი ხელები,
რომლებმაც ჰაერში ამიტაცეს.
შემდეგ კი რბილ მატერიაზე დამაწვინე,
შენც გვერდით დაწექი.
მიყურებდი,
ხელებს მისვამდი
და
რაღაცას ბუტბუტებდი.
მაგრამ ორი სიტყვა მაინც გავიგე "ჩემო სიცოცხლე"–ო როდესაც თქვი.
* * *
მეორე დღეს
ჩემს ოთახში გამეღვიძა.
მარტო ვიყავი.
მაგრამ სიცხე აღარ მქონდა.
ვიფიქრე წახვედი,
მაგრამ არა.
სამზარეულოში წელს ზემოთ შიშველი იყავი და საუზმეს მიმზადებდი.
როდესაც რამე არ გამოგდიოდა დაბალ ხმაზე იგინებოდი.
მე კი თავს ძლივს ვიკავებდი რო არ გამცინებოდა მაგრამ ბოლოს ვეღარ მოვითმინე.
როდესაც დამინახე წარბშეკრულმა გამომხედე.
–მე დამცინი ხო? მე კიდევ შენთვის ვამზადებდი საუზმეს–მითხრა პატარა გაბუტული ბავშვივით.
–კაი ვხედავ როგორც გამოგდის–გადავიკისკისე მე.–მე მოვამზადებ დაჯექი შენ. თან მომიყევი ვინ ხარ.
მე კვერცხი, ბეკონი და ბოსტნეული გამოვიღე და მათი მომზადება დავიწყე. შენ კი მაკვირდებოდი თან მიყვებოდი შენზე.
–მე დემნა ახვლედიანი ვარ 19 წლის. მყავს და ლილე, მას შენც იცნობ და დედ–მამა კიდე საქართველოში არიან. კიდევ რა გაინტერესებს?–მკითხა ღიმილით.
–ჩემთან რატომ ხარ? ან რა გინდოდა დაბლა მარტო რო იდექი? მიცნობ?–მივაყარე კითხვები და ჩემი საქმე გავაგრძელე.
–მარტო არ ვიყავი მეგობრებთან ერთად მაგრამ, მერე წავიდნენ. საიდან გიცნობ და სკოლიდან. შენი დირექტორი ჩემი ნათლიაა და მაშინ მოგკარი თვალი იქ. და აქ რატომ ვარ და –მითხრა და მისკენ მომატრიალა და შუბლზე მაკოცა. შემდეგ კი გააგრძელა–იმიტომ რომ მიყვარხარ, ყველაზე და ყველაფერზე მეტად.–მითხრა შემდეგ კი გულში ჩამიკრა.
– დიდი ხანია?
–ორი წელია. ყველგან სადაც კი დადიხარ მეც იქ ვარ ხოლმე, სულ შენთან მაგრამ ვერ მხედავ. ხედავ? ორი წელია მიყვარხარ და აქამდე თქმა ვერ გაგიბედე.–არ ვიცი რატომ მაგრამ ძლიერად ჩავეხუტე. შემდეგ? შემდეგ ერთად ვისაუზმედ.
* * *
იმ დღის შემდეგ ხშირად ვხვდებოდით
მე და შენ
ერთმანეთს.
თითქმის 3 წელი.
ზუსტად ჩემს მეოცე დაბადების დღეზე მითხარი "საბერძნეთიდან მივდივარ მაპატიე ენ ვეღარ ჩამოვალ მაგრამ არ დაივიწყო სულ მეყვარები"–ო,
ბოლოჯერ ჩამეხუტე,
შუბლზე მაკოცე და წახვედი.
მას შემდეგ არც ერთხელ
არ დაგირეკავს
არც მოგიწერია,
სულ
დამივიწყე
სულ.
* * *
მე?
საბერძნეთი დავტოვე
მეორე დღესვე.
ვერ გავუძელი
იქ
უშენობას.
* * *
დღეს ჩემი დაბადების დღეა.
მაგრამ,
ამ დღეს
უკვე მეოთხე წელია ვერ ვიტან.
ახლა?
ახლა თვითმფრინავში ვზივარ,
და
ნიუ–იორკიდან
საქართველოში
ვბრუნდები.
იმ
ქვეყანაში
სადაც
შენ
იმყოფები.
* * *
რამოდენიმე საათიანი ფრენის შემდეგ
მე
უკვე თბლისის აეროპორტში ვარ.
ჩემს ქვეყანას
დავუბრუნდი
რომლიდანაც 9 წელია
რაც
წამოვედი.
* * *
ბარგი ავიღე ,
და
აეროპორტიდან გამოსვლას ვაპირებდი
როდესაც
ვიღაცამ
ჩემი სახელი დაიძახა.
–ენემ!
უკან მივიხედე
და
ხელთ დემნას და შემრჩა.
–ლილე
–როგორ ხარ?
მომიკითხა
და
ჩამეხუტა
როგორც
ადრე.
–....
პასუხი ვერ გავეცი
არ ვიცოდი
მე
თვითონაც
არ ვიცოდი
როგორ
ვიყავი.
–კარგი, წამომყევი გთხოვ
–სად?
–აი აქვე.
ვერ მივხვდი
ისევ უკან რატომ წამიყვანა.
შუშიდან ვხედავდი,
თვითმფრინავი დაეშვა,
ცოტა ხანში კი ესკალატორზე ის დავინახე.
ვეღარ მოვითმინე,
ბარგს ხელი დავავლე
და
გამოვვარდი იქიდან.
პირველივე ტაქსში ჩავჯექი
და
ჩემ სახლში წავედი ვერაზე.
ვტიროდი
ვტიროდი
ვერ
ვჩერდებოდი.
მენატრებოდა
უზომოდ
ტკივილამდე
და
ვერაფერს
ვაკეთებდი.
* * *
ახლა?
ახლა ვდგავარ ფანჯარასთან
და ყავას ვსვავ,
წვიმის წვეთებს ვუყურებ
და
მათ მელოდიას ვუსმენ.
ამინდი თავისას შვრება
და
მახსენებს შენ თავს.
* * *
"როდესაც მონატრება და სიყვარული ტკივილზე მეტია, მაშინ პატიებაც გვიადვილდება".
* * *
ისევ მოკლე ჯინსის შორტს
და
ტოპს
ვიცმევ
როგორც ადრე.
ისევ შოკოლადზე მივდივარ.
და
ისევ წვიმაში.
* * *
უკვე სადარბაზოში ვარ.
გასვლას ვაპირებ როდესაც იქვე მდგარ რამოდენიმე ბიჭს ვხედავ.
ერთი ზურგით დგას.
ჯინსის ბრიჯი,
"საროჭკა"
და
ნაიკის კეტები
აცვია.
ალბათ,
ორი წუთი მაინც ვუყურებ.
როგორც ჩანს ჩემ დაჟინებულ მზერას გრძნობს
და
იხედება.
ოღონდ
არ მოეხედა
ოღონდ
არ მოეხედა.
ის იყო
შეცვლილი იყო
მაგრამ ვიცოდი
რომ
ის იყო.
ნაბიჯს ვერ ვდგავდი.
ვუყურებდი
და
ისიც
მიყურებდა.
ვიდექით
და
ერთმანეთს ვუყურებდით.
* * *
როცა გონს მოვედი გასვლა დავაპირე და ისევ ნაცნობი ფრაზა
–ვერ ხედავ წვიმს, გაცივდები ასე.–თქვა და გამიღიმა
ისე
მე
როგორც
მიყვარდა.
მტკიოდა
გული
მტკიოდა
სული
და
მენატრებოდა
ტკივილამდე.
–არაუშავს დემნა–ვუთხარი
და
წასვლა
დავაპირე
მაგრამ,
არ გამიშვა.
ახლოს მიმიზიდა და ჩამეხუტა.
ისე თითქოს უნდოდა მისი ნაწილი ვყოფილიყავი.
მეც მოვეხვიე
მენატრებოდა მისი სურნელი
მენატრებოდა მისი ჩახუტება
და
მენატრებოდა
თვითონ
ის.
–მაპატიე, მაპატიე რა გთხოვ
ცრემლები მომდიოდა
ვერ ვჩერდებოდი.
ისიც ტიროდა
ჰო
დემნა ახვლედიანი
ტიროდა,
ისევე
როგორც
მე.
–ისევ დამტოვებ?
ცრემლიანი თვალებით შევხედე.
ცრემლები მომწმინდა
და
მითხრა
–აღარასოდეს. მიყვარხარ ჩემო სიცოცხლე.
–მეც მიყვარხარ დემნა ახვლედიანო.



№1  offline მოდერი ენემი

კუზუნა
პატარა მაგრამ ძალიან საყვარელი heart_eyes heart_eyes

მადლობა რომ წაიკითხე kissing_heart kissing_heart

 


№2  offline აქტიური მკითხველი La Llorona

პატარა, მაგრამ ტკბილი და თბილი ❤ უფრო კორექტული იქნება თუ საროჩკის მაგივრად გამოიყენებ პერანგს, მაგრამ ბრჭყალებში გაქვს ჩასმული აღარაფერს ვამბობ. გაგრძელება რომ მახსენდება გული მტკივა. კარგი გოგო ხარ და არ შეწყვიტო. ასე გააგრძელე ❤
--------------------
M.D

 


№3  offline მოდერი ენემი

La Llorona
პატარა, მაგრამ ტკბილი და თბილი ❤ უფრო კორექტული იქნება თუ საროჩკის მაგივრად გამოიყენებ პერანგს, მაგრამ ბრჭყალებში გაქვს ჩასმული აღარაფერს ვამბობ. გაგრძელება რომ მახსენდება გული მტკივა. კარგი გოგო ხარ და არ შეწყვიტო. ასე გააგრძელე ❤

მადლობა ჩემო საყვარელო გოგო kissing_heart

 


№4  offline წევრი Katherine Linton

ძალიან ემოციურია <3 კინაღამ ამეტირა <3

 


№5  offline მოდერი ენემი

Katherine Linton
ძალიან ემოციურია <3 კინაღამ ამეტირა <3

მიხარია რომ მოგეწონა, მთელი გულით ვწერდი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent