შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირველად რომ დაგინახე... (9)


20-06-2017, 21:02
ავტორი სატი
ნანახია 3 283

-ეხლა მითხარი რა გაარკვიე მამაჩემზე.
-ჯერ საჩუქარი.
-რა საჩუქარი?
-აი-ჯიბიდან რაღაც ფოტო ამოიღო და გამომიწოდა.
-ვისი ფოტოა?
-დედაშენის.
მაშინვე გამოვტაცე ხელებიდან.
-დარწმუნებული ხარ?-თვალებიდან უკვე ცრემლები მომდიოდა, მაგრამ ბოლომდე მაინც არ ვიყავი დარწმუნებული რომ ეს დედაჩემის ფოტო იყო.
-კი, მამაშენმა მომცა.
-ნახე?!
-კი.
ისტერიული ტირილი დავიწყე. იბოლო ხმაზე მოვთქვამდი და ფოტოს ვეხუტებოდი. ვერ ვიჯერებდი რომ დედაჩემის ფოტო მქონდა. ვიცოდი რომ მამაჩემს ერთი ფოტო მაინც ექნებოდა... როგორ მინდოდა ახლა ისიც ჩემთან ყოფილიყო. მაშინვე ფოტოს თვალიერებას შევუდექი. ამ ფოტოში დედაჩემი მანქანასთან იდგა და მე ვეკავე ხელში. ალბათ ახალი გამოსული იყო სამშობიაროდან. ზუსტად მას ვგავდი. სწორი ქერა თმა, მუქი მწვანე თვალები, კურნოსა ცხვირი... მამა ხშირად მეუბნებოდა რომ მას ვგავდი, მაგრამ ამას მხოლოდ დღეს მივხვდი. ამის ნახვის შემდეგ მილიონი კითხვა გამიჩნდა. უყვარდა თუ არა მას მოთხრობების წერა როგორც მე? რას აკეთებდა თავისუფალ დროს? უნდოდა თუ არა ჩემ გარდა შვილი? ეხერხებოდა თუ არა საჭმლის კეთება თუ ჩემნაირი მოუხერხებელი იყო? იამაყებდა თუ არა ჩემით? რას მეტყოდა ამ ქორწილის შესახებ... თავის დროზე მას რომ აღვეზარდე იქნებ არც აღმოვჩენილიყავი ესეთ სიტუაციაში... იქნებ მას არ მოეცა უფლება წავსულიყავი რეზისთან ერთად აგარაკზე მაშინ, არ გამეცნო ლევანი და გადავრჩენილიყავავი... დაიჯერებდა თუ არა იმას რასაც მამას აბრალებდნენ... მამა მაინც მყოლოდგა გვერდით... უცებ ჩავიკეცე და დაბალ ხმაზე დავიწყე ტირილი. რეზის გული გაუკსდა ვერ მიხვდა რას ვაკეთებდი, მაშინვე მოიწია ჩემკენ და ჩამეხუტა. მალევე ჩამეძინა. რეზი მთელი ღამე არ მომშორებია, ყოველ შემთხვევაში ესე მეგონა. ესე 1საათი იქნებოდა როდესაც ჩუმად ადგა, შუბლზე მაკოცა და წავიდა. იმის შემდეგ დიდი ხანი არ მძინებია, ესე 4საათი იქნებოდა როდესაც ავდექი და ქვემოთ ჩავედი. არავინ არ დამხვდა, ალბათ ყველას ეძინა. სამზარეულოში შევედი და ყავა გავიკეთე. შემდეგ ტელეფონი ავიღე და ინსტაგრამზე შევედი. სალის ახალი დადებული ჰქონდა სთორი და ორასჯერ ჰქონდა ჩემთვის მოწერილი. ყველა ტექსტი ერთფეროვანი იყო.
,,ლიზ სად ხარ?’’ რო მოგეწეერა რო ინტერნატში გაგაგზავნა მამაშენმა არა?’’
,,ლიზ, ვნერვიულობ მომწერე რა’’
,,მე და ტატომ ვიჩხუბეთ, გთხოვ მჭირდები’’
,,ლიზა, მამაშენი წავიდა და შენი არც ტელეფონის ნომერი ვიცი და არც არაფერი. ფეისბუქზე არ შემოდიხარ’’
,,ლიზა გამოვფრინდები ეხა იცოდე მანდ და მოგკლავ’’
,,სასწავლებლის სახელი მაინც ვიცოდე’’
და ასე შემდეგ. უამრავი მესიჯი.
,,სალი, კარგად ვარ. მერე დაგირეკავ და ყველაფერს აგიხსნი. შენ მომწერე როცა გინდა და მერე წავიკითხავ ყველაფერს რაც ხდება მანდ. მიყვარხარ და მაგრა მომენატრე <3’’
მისი სთორი ვნახე. ტატოსთან ერთად ედო, სადღაც კლუბში იყვნენ ერთად.
იმდენად უსაქმურად ვიყავი რომ მთელი ინტერნეტი გადავჩხრიკე და ვნახე ვინ რას აკეთებდა, სად იყო, ვინ ყავდა შეყვარებულად და ასე შემდეგ... ნეტა ჩემი კომპიუტერი ან რვეული მქონოდა აქ, ხო დავწერდი რაღცას მაინც... მაღაზიაში უნდა წავსულიყავი, მაგრამ დაცვისთვის რომ მეთხოვა არ წამიყვანდნენ. ლუკას ალბათ უკვე ეძინა. ლევანის გაღვიძება არ მინდოდა. მალე სალიმ მომწერა.
,,არ დამირეკავ?’’
და მესენჯერით დავურეკე.
-ლიზა დაგჭრი, სად ჯანდაბაში ხარ?’’
,,ეხლა ოთახში ვარ, სკოლის-ამათი სამზარეულოს კედელი სულ შუშაში იყო და იქიდან გადავახედე ნახე რა ხედია თქო-აუ ძაან მომენატრე.
-ხო, თბილისს გავს პროსტა მაგრა.
-ხო, აქ ბევრ რამეში ბაძავენ თბილისს აბაა.
-კაი დროზე მომიყევი რა ხდება მანდ?
-არაფერი, გოგოების სასწავლებელია, ოთახში მარტო მე ვარ. მოსაწყენი გაკვეთილები, სკოლის დებილური ფორმა და ასე შემდეგ. შენკენ?
-აუ სად გაგგზავნა მამაშენმა, რა დააშავე ესეთი?
-არ ვიცი, მანჩომ ვეღარ ჩამოვალ ჩემებს რაღაც პრობლემები აქვსო, მამაჩემს ეჩქარებოდა ისევ საზღვარგარეთ უნდა წასულიყო და ვეღარ დამტოვა მარტო, ხოდა აქ გამომგზავნა.
-შენ ვერ წარმოიდგენ როგორ მომენატრე.
-მეეც.
-დაბადების დღეს გილოცავ გიჟო. ნუ უკვე გვიანია მაგრამ მაინც.
-მადლობა. ისე მაგრა გადავიხადე ვერ წარმოიდგენ. რეზიმ გამომიგზავნა დედაჩემის ფოტო.
-არ არსებობს სად იპოვა?!
-არ ვიცი, მამაშენმა მომცაო.
-მერე?
-ძალიან ვგავართ ერთმანეთს.
-ლიზ, ძაან მაგარია. შეინახე.
-ხო აბა. ვერ წარმოიდგენ როგორ გამიხარდა. უბრალოდ ვეღარ დავუკავშირდი მერე მადლობა რო გადამეხადა.
-მე ვეტყვი მერე.
-ნახულობ ხოლმე?
-აუ რეზი ძაან ცუდად იყო რო წახვედი.
-რა?
-გარეთ ვაფშე არ გამოსულა, მარტო ქრისტინე დადიოდა ხოლმე მაგასთან. ძაან ნერვიულობდა სანამ არ გაიგო რო სასწავლებელში გაგგზავნა მამაშენმა და მერე ვაფშე უცნაური გახდა.
-ეხლა?
-ბოლო 2დღეა არ მინახავს.
-კაი მისმინე უნდა წავიდე, ოთახებს ამოწმებენ ღამით შემოდიან და რო დამინახონ ტელეფონზე წამართმევენ.
-უიმე რა მკაცრი წესები აქვთ.
-კაი მიდი... ხო კიდე ერთი. ჩემ სახლს რა მოუვიდა?
-მამაშენი რო წავიდა, მაშინ დაცალეს, მუშები იყვნენ თქვეს რო მამაშენმა უთხრა და ყველაფერი სადღაც გადაიტანეს, ოღონდ სად არ ვიცი. შენ საიდან იცი რო სახლს რაღაც ჭირს?
-ისა... ირაკლიმ მომწერა, რა ჭირს შენ სახლსო და მეც მაგიტო გკითხე.
-აა.
-და ანუ სახლიდან გადავიდა?
-არ ვიცი. ალბათ. მაგრამ არ გაუყიდია ბინა. აუ ცოტახანი კიდე იყავი რა იმდენი უნდა მოგიყვე.
-სალი, რო დამიჭირონ ჩათვალე რო 1კვირა ვეღარ დაგირეკავ.
-კაი, მიდი. მომენატრე ძაან, თუ შენ არ ჩმოხვალ გეფიცები მეთითონ ჩამოვფრინდები მანდ.
-არა, აუცილებლად ჩამოვალ, რო რამე უკვე მეთითონ შემილია თავისუფლად ფრენა მშობლების მინდობილობის გარეშე.
-ხოდა დავაი, როგორც კი გექნება არდადეგები ჩამო.
დავემშვიდობე და გავთიშე. ლევანის რომ გაეგო სალის რო ველაპარაკე ალბათ გაგიჟდებოდა. იმაზეც გაბრაზდებოდა რეზი რომ ამდენ ხანს დარჩა. მაგრამ რა ამდენ ხანს... საღამოს მოვიდა და 1ზე წავიდა და 1ზე ლევანს თუ უკვე ეძინა რა ჩემი ბრალია? ბოლოს რეზის მივწერე.
,,გღვიძავს?’’
და პასუხიც მაშინვე მომივიდა.
,,კი. გაგაღვიძე რო წავედი?’’
,,არა. რეზი მართლა დიდი მადლობა, შენ არ იცი ამ სურათის დანახვამ როგორ გამახარა’’
,,ვიცი’’
,,სალის ველაპარაკე, ვუთხარი რო ფოსტით გამომიგზავნე სურათი’’
,,არ ეუბნები სიმართლეს?’’
,,შენმა ძმაკაცი დამმარხავს. მამაჩემზე რამე გაიგე?’’
,,ქორწილამდე ყველაფერს გავარკვევ გპირდები’’
,,ხვალ ამის დებილ ოჯახს უნდა შევხვდე’’
,,კარგად მოემზადე. მაგის და მაგარი სწერვაა, მაგრა შეილება აგიშალოს ნერვები და არ შეიმჩნიო’’
,,მეტი არ მინდა მამაჩემზე ხმა ამოიღოს იქვე ვითრევ თმებით. რამდენი წლისაა?
,,17ის გახდა მემგონი’’
,,ლაწირაკი ეგ’’
,,ერთი დღის უკან შენ იყავი მაგხელა. როგორ მოხდა ტელეფონს რო არ გართმევს’’
,,ვინ აძლევს რო? ეხა ვაფშე ქვევით ვარ, ვათენებ’’
,,მივხვდი იმიტო რო 6საათია დილის’’
,,აუ რა მაგარია მზის ამოსვლის ყურება. შენ რატო არ გძინავს?’’
,აუ ლიზა ისეთი რაღაც დამემართა’’
,,რაა?’’
,,კაროჩე... ქრისტინას.. დღეს მოვიდა და მემგონი ფეხმძიმედ ვარო რა’’
,,რას ქვია მემგონი?!’’
,,რა ვიცი მე.. ნუ ის... თქვენ რო გაქვთ გადაუცდა’’
,,რამდენი ხნით?’’
,,ერთი კვირით’’
,,ტესტი?’’
,,არ გამიკეთებია, ხვალ ვიყიდიო’’
,,აუ რეზი დებილი ხარ. არ გასწავლეს თავის დაცვა?’’
,,არ ვიცი ლიზა შენღა მაკლიხარ ისედაც ძაან ცუდ ხასიათზე ვარ. 20წლის ასაკში რა დროს ჩემი შვილია’’
,,რას აპირებ ფეხმძიმედ რო იყოს’’
,,იმედი მაქვს არ იქნება’’
,,და რო იყოს?’’
,,არ ვიცი, აბორტი არ მინდა მარა... ლიზა, რეალურად ჯერ უნივერსიტეტში ვსწავლობ, ნორმალური სამსახური არ მაქვს და ვაბშე დამირეკე და ისე მოგიყვები რა მეზარება ამდენი წერა’’
-ალო?
-რა გავაკეთო ლიზა მიშველე.
-რა გიშველო თავში ტვინი გაქ? თავის დაცვა არ იცი თქო?
-ვაიმეეე, ლიზა დაცული მქონდა. ეტყობა... არ ვიცი ხდება ხოლმე.
-აბორტი არ უხსენო, გადაგალეწავს თავზე ყველაფერს. ტესტი გააკეთებინე და ისე რო მაგ დროს ერთად იყოთ. ანუ ტვალეტში შეყევი თქო არა მარა ერთ სახლში. მაინც რო არ მოტყუვდე მერე.
-რაში უნდა ჭირდებოდეს ჩემი მოტყუება?
-არ ვიცი, მარა მაინც.
-ლიზა, არ მინდა ჯერ შვილი.
-ვიცი, 2 ან 3ტესტი მაინც უყიდე და ხარისხიანი.
=ლიზა, ამდენი რამე საიდან იცი?
-ფეხმძიმედ ვარ რეზი და იმიტო. რეებს ბოდავ, ყველამ იცის..
-მე არ ვიცი.
-აუუ, მოკეტე რა. მისმინე ვერაფერი ვერ გაარკვიე ჯერ?
-ამ ტელეფონში არაფერს არ მოგიყვები. ისმინება უეჭველი.
-აუ ხო ეგ როგორ ვერ მოვიფიქრე.
-ხოდა, მე რომელიც მოგეცი იმას ვერავინ მოისმენს, ჩემთან რო დააპირებ დარეკვას მაშინ იმითი დარეკე ხოლმე
-კაი წავედი, გათენდა უკვე.
-კაი მიდი და ჭკვიანად. დღეს დიდი დღეა დიდი.
-დღესვე გააკეთებინე ტესტი და როგორიც არ უნდა იყოს პასუხი ჩხუბი არ დაუწყო, წყნარად და ერთად გადაწყვიტეთ რა გინდათ.
-კაი. შენ კიდე წესიერად მოიქეცი და არ აუშალო მაგას ნერვები. ჩუმად იჯექი მაგიდასთან თუ ვერაფერს ვერ იტყვი, დებილივით გაიღიმე და ყველაფერზე თავი დაუქნიე. რაც არ უნდა გითხრას ლევანის დამ არ აყვე გაიგე?
-კი. მიდი. მიყვარხარ ძაან.
-მეც.
-და მადლობა.
-არფერს.
ამანაც გამითიშა. აღარავინ მყავდა უკვე და აღარ ვიცოდი ვისთვის დამერეკა. ამ დებილს დავიჯერო ამიტო ეღვიძა? ალბათ ვერ იძინებდა ნერვიულობისგან, მე კიდე ვფიქრობდი რა გამეკეთებინა. ყავა უკვე დალეული მქონდა. უკვე დილა იყო და ძილს აზრი აღარ ჰქონდა. კიდე ერთი ჭიქა ყავა მჭირდებოდა რო საბოლოოდ არ გავთიშულიყავი. კიდევ მოვიდუღე და დავლიე. მაგრამ ბევრი არაფერი არ გაუკეთებია. 8საათამდე როგორ გავქაჩე ვერ გეტყვით სიგიჟემდე მინდოდა ძილი, მგარამ ეყ~ხლა რო დამეძინა ეს იმას ნიშნავდა რომ მთელი დღე ვერავინ ვერ ამაგდებდა ლოგინიდან და თუ ამაგდებდა იმასაც დაერხეოდა და მეც. ამიტომ მესამე ჭიქა ყავა მოვიდუღე და ძლივს დავლიე. ოდნავ გამოვფხიზლდი და ენერგიეაც მომეატა. ქვევითაც იყო ტელევიზორი. ჩავრთე და ფილმების ძებნა დავიწყე. 12 საათამდე რაც გადიოდა ყველაფერს ვუყურე. შემდეგ ლევანიმ გაიღვიძა, კარის ხმა გავიგე, ოთახში შევიდა და მე რო ვერ დამინახა ქვევით გამოიქცა.
-დილა მშვიდობის-გავუღიმე და ისე ვუთხარი, რეალურად კი გადაბჟირება მინდოდა. ისეთი სასტიკი სახე ჰქონდა.
-შენ და რეზის გუშინ მთელი ღამე ერთად გეძინათ?
-არა, 12 ზე თუ 1 ზე წავიდა.
-რამდენი ხანია გღვიძავს?
-1-2საათია.
-აა, ჭამე რამე?
-კი, ნამცხვარი.
-ტორტი არ გინდოდა?
-არა, მერე შევჭამ.
-დღეს ხო იცი ჩემები რო მოდიან?
-რომელზე?
-რესტორანში მივდივართ. 7ზე.
-კაი.
-რას შვებოდი ამდენი ხანი?
-ფილმს ვუყურებდი.
-რა ფილმს?
-რავი, რაც მომხვდა პირველი იმას ვუყურე.
-აა. და რა მოხდა გუშინ ესეთი რო იმდენი ხანი ვერ დაწყნარდი
-აღარაფერი, დაიკიდე.
-ნაღდად?
-კი. რეზი საუკეთესო ანტიდეპრესანტია ესეთი სიტუაციებისთვის.
-და გუშინდელი დაბადების დღე რო ვერ აღნიშნე?
-არაუშავს, ისეთი საჩუქარი მივიღე რო ეგ მაგრა .
-რა საჩუქარი?
-არაფერი.
-ლიზა, რაღაცას მიმალავ, დებილი არ ვარ.
-ვინ თქვა რო დებილი ხარ? უბრალოდ არ ვარ ვალდებული ყყველაფერი მოგიყვე.
-გასაგებია. ისევ იგივეს იწყებ.
-არ ვიწყებ უბრალოდ არ ვართ ეგრე ახლოს რო იმდენი მოგიყვე რამდენიც სალიმ და რეზიმ იციან.
-სალი რა შუაშია? სალიმ იმის ნახევარიც აღარ იცის რაც მე ვიცი.
-არაუშავს, მალე გაიგებს.
-რას გულისხმობ? ეხლა კიდე არაფერი რო მითხრა გეფიცები...
-ვგულისხმობ რო მამაჩემის უდანაშაულობა დამტკიცდება.
-სასამართლოში არ ვართ, ვერაფერს ვერ დაამტკიცებ.
-მაგასაც ვნახავთ.
-ლიზა, აღარ გვინდა მეთქი ამ თემაზე ლაპარაკი. შენც ნერვები გეშლება და მეც.
-იცი, თუ ამ თემაზე არ ვილაპარაკებთ, ჩვენი ერთად ცხოვრება წარმოუდგენელი იქნება.
-ჯერ ბავშვი ხარ და ამ თემაზე შენთან სერიოზულ ლაპარაკს აზრი არ აქვს.
-ბავშვი?
-კი, ლიზა. ჯერ ბავშვი ხარ.
-როგორც გენებოთ.
-დღეს სანამ რესტორანში წავალთ ნაკერების მოსახსნელად მივდივართ.
-და სახლში ვერ მომხსნი?
-არა, აქ არ მაქ არაფერი და ხელით ვერ მოგხსნი.
-რანაირი ექიმი ხარ შენ.
-რა გინდა საოპერაციო მქონდეს სახლში? მოკლედ მე წავედი რაღაც საქმეები მაქვს და შენ ჭკვიანად.
-მოიცადე, დაცვას რო ვთხოვო მაღაზიაში გამიყვანს?
-რა გინდა?
-რაღაც პირადი ნივთები შეილება?
-კაი. ეხა გავაფრთხილებ რო ყველა შენ გამომგყვეს, როცა მოგინდება წასვლა უთხარი და გაგიყვანენ.
-მადლობა.
-ჭკვიანად! ერთი ზედმეტი ნაბიჯი და ხო იცი პირდაპირ დაგაძინებენ.
-ეს სიცხოველე კიდე არ მოიშორე?
-რამდენჯერ უნდა გითხრა, არ მაიძულო რო ესე მოვიქცე, არც მე მსიამოვნებს ესე რო გეპყრობი. წავედი-სად ჯანდაბაში წავიდა... სულ არ ? ცოტახანში ლუკაც ჩამოვიდა.
-დილა მშვიდობის.
-სად გეჩქარება?-კიბეებიდან რომ ჩამოდიოდა ცალი ხელით ფეხზე იცმევდა და მეორე ხელით მაიკას.
-ლექციაზე მაგვიანდება.
-აა, ჩაგეძინა?
-ხო. კაი წავედი. აბა შენ იცი თუ რამე დაგჭირდა დამირეკე.
-ლუკა, ხო მოდიხარ დღეს რესტორანში?
-კი, კი-გადამკოცნა და გაიქცა. ჯანდაბა ისევ მარტო დავრჩი. ეხლა რა უნდა გამეკეთებინა? ბოლო ხმაზე ჩავრთე მუსიკები და ცეკვა დავიწყე. რამოდენიმეჯერ შემოვიდნენ დაცვის ბიჭები გაგიჟებულები მიყურედბნენ, მე არც ვაქცევდი ყურადღებას და გაგიჟებული ვცეკვავდი. ცოტახანში დავიღალე. მერე პოლის ჯოხი ავიღე და იატაკის მოწმენდა დავიწყე მუსიკის ფონზე. ისე შევყევი რო მთელი სახლის დალაგება დავიწყე. ეს კიდე ძალიან იშვიათობაა დამიჯერეთ, მე სახლს არასდროს არ ვალაგებ, რა დამეტაკა ვერ გეტყვით. ყველაფერი დავუწკრიალე. ამ დაცვამ ხო არ დამაცადა და კიდე შემოვიდა.
-ქალბატონო ლიზა, ხმა ძალიან გადის.
-ვაიმე აქ მაინც არავინ არ არის ჩვენ გარდა, ხელს გიშლით?
და ისევ გაბრუნდა. ისევ ბოლო ხმაზე ჩავრთე მუსიკა და შემდეგ ბარზე შევდექი. ამ დროს ლევანი მოვიდა. თურმე 2საათზე მეტი გასულა. შოკში იყო. მუსიკა გამოვრთე და ქვევით ჩამოვედი.
-რა ცეკვის უფლებაც აღარ მაქვს?
-არა... როგორ არა უბრალოდ... გამიკვირდა ესეთი...
-ვიცი, მაგრა ვცეკვავ ხო?
-.... ლიზა, რამე დალიე?
-არა, ეხა ხასიათს მიფუჭებ. უჟმური ხარ.
ამ დროს სამზარეულოში შევედი და ყავის მოდუღება გავიკეთე.
-გინდა?
-არა. შენ ხო დალიე დილით?
-მერე? კიდე მინდა. მორალურად ვემზადები შენ ოჯახთან შესახვედრად... ხო კიდე ლევან მეტი არ მინდა ვინმემ რამე თქვას მამაჩემზე დღეს, შენც არ მიცნობ მე კარგად. ისეთი რამეები შემილია გავაკეთო რო მამაშენი მონაგონი იქნება.
-გაფრთხილებულია ყველა.
-შენი დაც?
-კი, ჩემი დაც.
-ძალიან კარგი.
კიდევ ერთი ჭიქა ყავა დავლიე. მეოთხე? თუ მეხუთე... მემგონი მეხუთე.ნელ-ნელა ხელები კანკალს იწყებდა. ალბათ ამდენი ყავა არ უნდა დამელია.
-რაღაცეების ყიდვა ხო გინდოდა. ხოდა წამო მე გაგიყვან.
-კაი. წავიდეთ-ჩანთას დავავლე ხელი და მანქანაში ჩავჯექი. ამ დროს რეზიმ დამირეკა.
-ალო?
-ლიზა... მაგარი დარხეული მაქ.
-რა?
-ფეხმძიმედაა.
-არაა... ნაღდად? რამდენი უყიდე?
-5ტესტი, 4მა დადებითი აჩვენა, ლიზა ეხა ინფაქტი მხევს.
-კაი დაწყნარდი არ ინერვიულო, თვითონ რას ამბობს?
-გაგიჟებული გავარდა სახლიდან დედაჩემს უნდა დაველაპარაკოო.
-სად ხარ ეხა?
-ბარიდან მოვდივარ, ცოტა დავლიე და...
-საჭესთან ზიხარ?! სულ გააფრინე რეზი?!
-რა ხდება?-ლევანიმ გაკვირვებულმა შემომხედა.
-მთვრალია და საჭესთან ზის.
-სად არი?
-რაღაც ბარიდან მოვდივარო, დროზე მისამართი მოგვწერე.
მაშინვე გავაჩერეთ მანქანა, მოვტრიალდით და რეზის მოსაყვანად წავედით. უნდა გენახათ რა ცუდ მდგომარეობაში იყო, თვალები ჩასისხლიანებული, ალბათ უძილობისგან, სახეზე ფერი არ ედო და თმები აჩეჩილი ჰქონდა. ლევანი მაშინვე მივარდა და ჩხუბი დაუწყო.
-რა გჭირს ბიჭო სულ გამოყ**დი? მანქანაზე ესეთ მდგომარეობაში ვაფშე ვინ დაგსვა?
-აუ ძაან ცუდად ვარ შენღა მაკლიხარ.
-რა მოხდა?
-ქრისტინეა ფეხმძიმედ.
-მერე?
-რა მერე რა დროს ჩემი შვილია, წესიერი სამსახურიც არ მაქვს, ჯერ უნივერსიტეტში ვარ და არც მინდა ჯერ შვილი...
-და მაგიტო წახვედი ბარში და დალიე.
-ხო... აუ თავი მისკდება...
-როგორ მინდა ეხლა მიგბეგვო, თავის ტკივილი ნახე მერე შენ. წამოდი კაფეში წავიდეთ და ყავას დაგალევინებთ. მიმანიშნა მანქანაში ჩაჯექიო. ჩავჯექი და მალე ისინიც მოვიდნენ.
-რეზი, ქრისტინეს უნდა დაელაპარაკო, ეს დედამისის გადასაწყვეტი კი არა შენი და ქრისტინეს გადასაწყვეტია.
-ლიზა, არ ვიცი რა უნდა ვუთხრა. გარტყმაში არ ვარ, აბორტს ვერ გავაკეთებინებ, ეგეთ რაღაცის გაკეთების უფლებას ცხოვრებაში არ მივცემდი, რო... კაროჩე არ ვიცი რა. არ ვიცი, მირჩევნია ელაპარაკოს დედამისს, გაერკვიოს რა უნდა და მერე მოვიდეს ჩემთან. ლევან შენ რას იზამდი ჩემ ადგილზე?
ლევანიმ მე გამომხედა და გაეცინა.
-მე ამ ცხოველისგან შვილი არ მეყოლება.
-რაღაც ეჭვი მეპარება.
***



№1 სტუმარი waka

აუ მაგარია გაგრდზელე რაააა :(

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

მე ძალიან მომწონს. ამავე დროს
მინდა გიტხრა რომ შენი მოთხრობა იყო პირელი რომელიც ამ საიტზე წავიკითხე აა სე რომ ძAლიან დიდ პატივს გცემ. იმ მოთხრობის შემდდეგ გეტყობა წინსვლა და ძალიან მომწონს შენი წერის სტილი. გაღმერთებ იმის გამო რომ დიალოგებში ტირეებს იყენებ და არა მძIმეებს ფიფქებს ან ასე შემდეგ.
მომწონს ის რომ საუბრობ მინიმალისტურად თUმცა ამომწურვად და სიუჟეტიც კარგია. არაფერია დამრჩენია სათქმელი იმის გარდა რომ საინტერესო იყო 9 თავის ერთად წაკითხვა1!!!
გელი მოუთბენლად!!!

 


№3  offline წევრი sati

Yvelas did bodishs gixdit amdeni lodinistvis. Am eqauntis paroli didi xnis ganmalobashi damaxsovrebuli mqonda kompiutershi. Gushin game rom shevedi damxvda washlili. Paroli metiton ar maxsovs da agdgenas ver vaketeb radgan imeiltan romlitac var daregistrirebuli ar mawvs wvdoma. Sam admins mivwere da velodebi matgan pasuxs. Imedi naqvs yvela gamigebs. Tu im eqauntis agdgena ver moxdeba am eqauntit davdeb axal tavebs.madloba yvelas vinc kitxulobs am motxrobss. Amis gamo me motxrobis weras ar shevachereb <3

P.S es sxva eqauntia igive saxeli miweria ogond inglisurad. :))

 


№4 სტუმარი Daldoni

Da gagrzeleba sad vnaxoott. Saintereso istoriaa

 


№5  offline წევრი sati

Daldoni
Da gagrzeleba sad vnaxoott. Saintereso istoriaa

ჩემ სიახლეებში. ამ ექაუნთზე მიდევს heart_eyes

nawkas12345
მე ძალიან მომწონს. ამავე დროს
მინდა გიტხრა რომ შენი მოთხრობა იყო პირელი რომელიც ამ საიტზე წავიკითხე აა სე რომ ძAლიან დიდ პატივს გცემ. იმ მოთხრობის შემდდეგ გეტყობა წინსვლა და ძალიან მომწონს შენი წერის სტილი. გაღმერთებ იმის გამო რომ დიალოგებში ტირეებს იყენებ და არა მძIმეებს ფიფქებს ან ასე შემდეგ.
მომწონს ის რომ საუბრობ მინიმალისტურად თUმცა ამომწურვად და სიუჟეტიც კარგია. არაფერია დამრჩენია სათქმელი იმის გარდა რომ საინტერესო იყო 9 თავის ერთად წაკითხვა1!!!
გელი მოუთბენლად!!!

მადლობა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent