შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

RED WINE... (2 თავი)


21-06-2017, 02:18
ავტორი Chasing liberty
ნანახია 1 996

_ალექსანდრა სად დადიხარ, გეძებდი, _დამიძახა თორნიკემ როგორც კი დარბაზის კუთხეში გაშტერებული სახით მდგარი დამინახა. _აბა თუ მიხვდები რა დამემართა, აი წარმოიდგინე ყველაზე უარესი და ის., ვუთხარი და ყურებამდე გაკრეჭილი მივაჩერდი, თითქოს სასაცილო ვქენი რამე.
_ყველაზე უარესი რაც შენ დაგემართებოდა ფეხსაცმელზე ქუსლის მოტეხვაა მაგრამ აშკარად მთელი გაცვია, რა მოგივიდა თქვი,. _ვატო არველაძეს დავეჯახე და წითელი ღვინო გადავასხი ზედ, მართლა შემთხვევით, ისიც არ ვიცოდი ვინ იყო, მერე ჯილდო რომ გადასცეს მაშინ მივხვდი, აუ თორნიკე რაა, ყველაფერი გავაფუჭე,.
_კაიიი, აუ სერიოზულად?? ნეტავ დამენახეთ, წარმოდგენაც არ მინდა ვატოს რა რეაქცია ექნებოდა, _კაი არ ჩაბჟირდე ხოო, აი ბოდიშიც კი მოვუხადე მან კი ბრმა ხარ ამხელა გოგოვო, უტაქტო.
_ხოო ქალებთან საუბარში ვატო მაგარია, თანაც თუ გააბრაზეს, აი მართლა სასაცილოა ამდენ ხალხში სად იპოვე თანაც დაეჯახე,
_ისევ ჩემს დაცინვას განაგრძობდა თორნიკე რომ სიცილი ვიღაცის ჩახველებამ შეაწყვეტინა, მეც მის მზერას გავაყოლე თვალი და ღიმილი ერთბაშად შემაშრა, ჩვენს წინ მისი უდიდებულესობა ვატო არველაძე იდგა.
_ვაა ვატოო, როგორ ხარ, ხელი ჩამოართვა თორნიკემ და წინ დაუდგა,. გაიცანი ეს ჩვენი კომპანიის მთავარი არქიტექტორი ალექსანდრა წიკლაურია, ალექს ეს ვატო არველაძეა,.
_სასიამოვნოა ბატონო ვატო, ჩავიბუტბუტე და ხელი გავუწოდე მან კი წარბი აწია და ისეთი თვალებით შემომხედა ტუჩ აწეულმა უნებურად გამაკანკალა.
_ესეიგი ალექსანდრა წიკლაური, თანაც არქიტექტორი, ვერ გეტყვი რომ სასიამოვნოა შენი გაცნობა თოჯინა, ამხელა ამბიცია საიდან ჩვენ შეგვეჯიბრო ჰა???
_უკაცრავად რა მიწოდეთ? აღმაშფოთა მისმა რეპლიკამ და თავი საშინლად შეურაცხყოფილად ვიგრძენი. მე არც თოჯინა ვარ და არც თქვენ გეჯიბრებით, ჩემ საქმეს ვაკეთებ, თანაც თქვენს ადგილას ასეთი თავდაჯერებული არ ვიქნებოდი, ჩემი საქმია პროფესიონალი ვარ,
_რამსიგრძე ენა გაქვს თოჯინავ, ფრთხილად უენოდ არ დარჩე.
_ოპ, ოპ, გეყოფათ,.
_ხელის აწევით შეგვაჩერა თორნიკემ და მოჩხუბარი მამლებივით გაფხორილ ჩვენ ორს შორის ჩადგა.
_ეს უზრდელი გააჩუმე, შეურაცყოფას რატომ მაყენებს ვერ ვხვდები, წამოვიყვირე და გაბრაზებული მზერა ვტყორცნე ვატოს.
_აქეთ გააჩუმე ეს ანჩხლი თოჯინა თორემ მართლა ამოვაგლეჯ ამ ენას, რამდენს ყვირის, რომ კითხო პროფესიონალია და ის არ იცის ვის უნდა ეტლიკინოს.
_უკაცრავად როგორ? იმხელა შევყვირე ალბათ ყველამ ჩვენ შემოგვხედა, კიდევ მე ვტლიკინებ? არაფერი დამიშავებია თქვენთვის და ისე მიყვირით თითქოს ბავშვი ვიყო, თავიც აღარ დავიცვა?
_რაა არ ხარ ბავშვი? რამდენის ხარ ორის? ისე ამათვალიერა როგორც შესაფასებელი საქონელი.
_ბავშვი როგორ არ ხარ, სიარული არ იცი თანაც წიკვინებ.
_დამღალეთ უკვე, ალექსანდრა წავედით სასტუმროში და ხმა არ გავიგო, ვატო შენ მერე დაგელაპარაკები,
_გაბრაზებულმა მოგვაძახა თორნიკემ და ხელი ჩამავლო,
_ვახ, დაჟე შენი გოგოა და რამე? მეც არ ვთქვი ასე უცბათ სად გაჩითეს არქიტექტორითქო?
_ვატო ზედმეტი მოგდის, მაგაზე მერე დავილაპარაკებთ, ჯერ ალექსს მივიყვან.
_თავი საშინლად შეურაცყოფილად ვიგრძენი მაგრამ თორნიკეს გაბრაზებულ სახეს რომ შევხედე გავჩუმდი და უკან გავყევი.
_ალექსანდრა ბოდიშს ვატოს მაგივრად გიხდი, დაველაპარაკები აუცილებლად,
_შენ რა შუაში ხარ ეგ თუ ვირია, რა თავხედობაა ღმერთო ჩემო, როგორც იქნა ამოვთქვი ჩემი სათქმელი.
_შენ მაგაზე არ იდარდო, მე მოვაგვარებ, დაველაპარაკები შენ რომ მივიყვან, ძალიან გავიდა თავს,
_თორნიკე არ გინდა რა ჩემს გამო ჩხუბი, მე ერთი ჩვეულებრივი არქიტექტორი ვარ,
_ეგ მეორედ აღარ თქვა ალექსანდრა, მართალია დიდი ხანი არაა რაც გიცნობ მაგრამ ძალიან კარგი ადამიანი ხარ, ბიძაჩემი და მე მამაშნს კარგად ვიცნობთ, თანაც ეგაც რომ არ იყოს ჩემი თანამშრომელი ხარ, მე ასე ადვილად არავის ვუმეგობრდები ასე რომ აღარასოდეს მითხრა არავინ ვარო.
_როგორც იქნა მივაღწიეთ სასტუმრომდე, თორნიკეს დავემშვიდობე და ჩემი ნომრისკენ წავედი, ემოციებისგან დაღლილი საწოლზე გაუხდელად მივეგდე და ისე ჩამეძინა ვერც გავიგე.



***_ვატო ბარში გელოდები, _შეტყობინება გაუგზავნა თორნიკემ და დახლთან მჯდომმა ორმაგი ვისკი შეუკვეთა.
_თხუთმეტ წუთში ჩაბნელებულ ბარში ჯერ ვატოს დაცვა გამოჩნდა მერე თავად.
_თორნი არ მითხრა რომ იმ თოჯინას გამო საქმეს მირჩევ, _ცინიკურად გახედა თირნიკეს და მისი ვისკის ჭიქას დაწვდა.
_ვატო მხოლოდ ჩვენი ძმაკაცობის ხათრით ვიკავებ თავს, ალექსანდრაზე ზედმეტი სიტყვა არ თქვა თორემ დაგამტვრევ ძვლებში, ვიცი მე ეგ შენი დამპლური მზერა, ალექსს არ გაეკარო თორემ…
_თორნიკე მოკეტე,
იმხელა ხმაზე იღრიალა ვატომ მთელი ბარი მათ მიაშტერდა.
_თავად გამომიწვია, მე კიდევ გამოწვევას ყოველთვის ვღებულობ, მაინტერესებს ერთი რა ჩიტია საქმეშიც და ისეც, მე სხვა ინტერესები მაქვს, თანაც აშკარაა კარგად გართობს ასე რომ იცავ,
_ალექსზე ეგრე ნუ ლაპარაკობ, ჩემი მეგობარია, კარგად იცი შენ ჩემი… მოკლედ ვატო, ძმობას გაფიცებ ნუ აქცევ შენს მორიგ სამიზნედ. თავის საქმეს კარგად აკეთებს, პროფესიონალია, კარგი ადამიანია თანაც აბა რა გეგონა შეურაცყოფას მოგითმენდა?
_კაცურად მართლა ფიქრობ რომ მისი პროფესიონალიზმი მადარდებს? მერაბის ყველაზე გავლენიანი თანამშრომელია და ალექსანდრე წიკლაურის ერთადერთი შვილი, ცოტაა მაინტერესებდეს?
_ვატო, ალექსანდრა არაფერ შუაშია იმ ყველაფერთან რა გინდა ტოო ომს იწყებ? ერთადერთი შვილი ყავს სანდროს, რომ გაიგოს მიუახლოვდი ან თმის ღერი მინც რომ ჩამოუვარდეს არ გაპატიებს და ყველაფერი ისევ თავიდან დაიწყება, მაგრამ მანამდე მე მოგკლავ, რას ცდილობ ამის დედა ვატირე.
_თვალი თვალის წილ თორნი, თანაც არაფერი დასრულებულა, ყველაფერი ახლა იწყება, შურისძიება ის კერძია რომელიც ცივად იჭმევა ხომ იცი, თანაც რა ჩემი ბრალია თავისით ჩამივარდა კლანჭებში.
_ის იყო თორნიკე ადგა და გამოსვლას აპირებდა რომ უცბათ გონებაში რაღაც აზრმა გაუელვა განრისხებული მზერით შეტრიალდა ვატოსკენ და საყელოში წვდა,
_მოიცა, შენ რაა ალექსის გამოყენებას აპირებ იმ ყველაფრის გამო? ხო არ გამოყ... დი… გიჟი ხარ ჩემი დედავატირე, მე გაგაფრთხილე ვატო, მერე არ თქვა არაო,. თანაც იცოდე ალექსანდრას ამ ყველაფერთან კავშირი არ აქვს, წარმოდგენაც კი არ აქვს იმ ყველაფერზე, ვატო გაფრთხილებ გაჩერდი
_ხოო, ვაპირებ, ზუსტად მაგას ვაპირებ, თანაც არც ისეთი უცოდველი იქნება როგორადაც თავს აჩვენებს, ახლა წადი თორნი…
იღრიალა ვატომ და ვისკიანი ჭიქა კედელს შემოალეწა.
_შენ ამას არ გააკეთებ, არ მოგცემ უფლებას, ეხლა წავალ მაგრამ ჩვენ არ დაგვიმთავრებია, მიაძახა თორნიკემ და გაბრაზებულმა დატოვა ბარი.
_დედას შევ….ი, დედას შევ...ი
_იღრიალა ვატომ და ვისკის ბოთლი მოიყუდა. მერე დაცვას მანქანის გასაღები რასაც ქვია გამოგლიჯა და მანქანით უმისამართოდ დაიწყო ბოდიალი,



***_საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა, თანაც ტანსაცმლიანად რა ჯანდაბამ დამაწვინა, სულ დაკუჭულა კაბა. ძლივს წამოვდექი და აბაზანაში შევედი, კაბა იქვე კუთხეში მივაგდე და შხაპის ქვეშ დავდექი, ნეტარებაა ცხლი წყალი, საოცრად მამშვიდებს…
_თავის მოწესრიგებას რომ მოვრჩი ჩემოდნები ჩავალაგე, არა რა, სულ ტყუილად ვიარე, თანაც ეს დეგენერატი კაცი გადავიკიდე, სად არ ვყოფილვარ და რა არ მინახავს მაგრამ ქართველ კაცებზე მართლა ბევრად კარგი წამოდგენა მქონდა, ეს არსება კი ჯენტლმენობისგან და ზრდილობისგან იმდენად შორსაა როგორც მე და მთვარე… ისეთი თვალები აქვს მაჟრიალებს, არადა რა მომაკვდინებლად სიმპათიურია ეს ოხერი.
_ბარგი ჩავალაგე და რადგან ფრენა საღამოს იყო გადავწყვიტე ანკარა დამეთვალიერებინა, ცოტა ვიბოდიალე და ღია კაფეში შევიარე წასახემსებლად, დავჯექი თუ არა რამდენიმე წუთში თავზე ვიღაც წამომადგა და უცერემონიოდ დაჯდა ჩემს წინ,
_ვერთობით ბარბი?
_ირონიულად ჩამიღიმა ვატომ და ჩემი ჭიქიდან წვენი თავხედურად მოსვა.
_რომ ვამბობ თავხედი ხართქო გწყინს, არადა მოვარდი აქ და ისე რომ არც მკითხე ჩემს ჭიქას ეცი, სხვა თუ არაფერი არაჰიგიენურია, ისე აღვშფოთდი ერთიანად გაწითლებულმა მივახალე ამხელა წინადადება.
_თავხედი ვარ გეთანხმები, თუმცა ეგ შენი საქმე არაა და ენა დაიმოკლე, მეორეც არაჰიგიენურად რას თვლი, შენი ტუჩ წანავლები ჭიქიდან რომ დავლიე? არადა ისე გემრიელად მიმზერს მასაც სიამოვნებით დავაგემოვნებდი, ნუ ჯერ არა მაგრამ დროის საკითხია,
_უკაცრავად? შენ თავი ხომ არაფერს მიარტყი, რას ბოდიალობ, სისხლი სახეზე მომაწვა და ალბათ კიბორჩხალასავით გავწითლდი.
_დანარჩენი საქართველოში თოჯინა,
_ჩაიქირქილა ვატომ და ჩემი სახე ხელებში მოიქცია, მერე ყელზე მომაბჯინა ცხვირი და ღრმად შეისუნთქა,
_ისეთი გემრიელი სურნელი გაქვს ლამისაა დავივიწყო სად ვართ და შენი სურნელოვანი კანის დაგემოვნება აქვე დავიწყო.
_გამაკანკალა მის სიტყვებზე, მერე სიბრაზისგან ინსტიქტურად წამოვხტი და გაშლილი ხელი სახეში გავარტყი…
_აღარასოდეს გაბედო ჩემთან ასე ლაპარაკი, რას გადამეკიდე, ნუ გადამაყოლებ ერთ ჭიქა ღვინოს იცოდე აღარსად გადამეყარო.
_მომისმინე გოგო, მეორედ შენ აღარ გაბედო გამარტყა თორემ მართლა არ ვაგებ საკუთარ თავზე პასუხს, ყველაფერი ახლა იწყება, საქართველოშო გნახავ,
_კიდევ ერთხელ გამიხახუნა ყელზე ცხვირი და როგორც უცბათ გამოჩნდა ისევე უცბათ გაქრა მე კი პირდაღებული დამტოვა,...
_ეს რა იყო, ნამდვილად გიჟია, არა რაა, მანიაკს გადავეყარე ნამდვილად.



***_ალექსანდრასგან წამოსული ვატო ჯერ ისევ თვალდახუჭული იჯდა მანქანაში და ცხვირში ისევ მისი სურნელი უღიტინებდა, უნდა გავსინჯო ეს გემრიელობა, აუცილებლად. ჩიტუნავ საუკეთესო ხარ ჩემი საქმისთვის, ჩაეღიმა და სავარძელში გადაწვა.


***საღამოა რვა საათისთვის უკვე აეროპოტში ვიყავი, რა ჯანდაბამ ამატუტუცა, ზუსტად ისე დამემართა გიჟი ქალაქს მიდიოდაო, სულ ტყუილად ვიბოდიალე. არა მაინც რატომ მქონდა იმედი რამეს გავარკვევდი მათი პროექტის შესახებ თანაც რაში მაინტერესებს, სულელი ვარ სულელი სულელი ამხელა ქალი, ამ გიჟსაც ასე უადგილოდ ხომ არ გადავეყრებოდი. ფრენა ცხრაზეა, ჩასხდომამდე კიდევ ერთი საათია მე კი მოსაცდელში უაზროდ ვყურყუტებ, თორნიკეს დავურეკე და მითხრა ორშაბათს ჩამოვალო, შაბათ კვირას მშვიდად გავატარებ ორშაბათიდან კი ჩვეულ ტემპში დავუბრუნდები მუშაობას…
_სახლი, ჩემი სახლი, რა ბედნიერებაა, როგორც კი სახლში შევდგი ფეხი სიხარულისგან კინაღამ ფრენა დავიწყე, მაინც სულ სხვაა შენი ბუდე. პირობა ვიძლევი ასეთ გაუგებრობაში აღარ გავიხლართები, უფრო ფრთხილად ვივლი ვინმეს რამე არ გადავასხა და ვიღაც გიჟებმა ათასი სისულელე არ მითხრან.
_შხაპმა ისე მომთენთა თმების გაშრობის თავი აღარ მქონდა, ავიკეცე და საწოლში შევწექი, მაგრამ ვერაფრით დავიძინე, თვალები რამდენჯერაც დავხუჭე იმდენჯერ ვატოს სახე დამიდგა თვალწინ, -უზრდელი, ჩავილაპარაკე და გვერდი ვიცვალე.
_ზაზუკაააა ზაზააააა…. არა გთხოვ მამა არაა!!!!!
_საკუთარმა კივილმა გამომაღვიძა, ერთიანად ოფლში გაწუწულს ისტერიულად მაკანკალებდა, ღმერთო, რამდენი ხანია ზაზა არ დამსიზმრებია, ჩემი ზაზუ, კანკალს ვერაფერი მოვუხერხე, ვერც შუბლზე ოფლის ნაკადს.
_ზაზუკა ჩემი ძმაა, უფრო სწორად იყო, ოჯახში ამ თემას საერთოდ არ ვეხებით მაგრამ მე არასოდეს მავიწყდება. ძლიან, საშინლად მენატრება, რომ შემეძლოს ჩემი სიცოცხლის ნახევარს დავუთმობდი ოღონდ ახლა ჩემს გვერდით იყოს…
_როდესაც ზაზა გარდაიცვალა მე თორმეტი წლის ვიყავი, ის ოცდაორის, დანამდვილებით არ ვიცი რა მოხდა მაგრამ ის ზუსტად მახსოვს რომ ზაზას შეყვარებული ყავდა რომელიც ჩვენს მშობლებს არ მოსწონდათ, ერთ დღეს გაიპარნენ და აგარაკზე კახეთში წამოვიდნენ, მამა საშინლად განრისხდა და გამოყარა, გზაში კი საშინელი ავარია მოუვიდათ…
_არასოდეს დამავიწყდება ის განცდა რაც მისი დაკარგვის შემდეგ მქონდა, წარმოიდგინეთ რომ ვიღაცამ გაგხლიჩოთ შუაზე და მეორე ნახევრის გარეშე დარჩეთ, საშინელ დეპრესიაში ჩწვვარდი მაგრამ გლოვია უფლებასაც არავინ მაძლევდა, ჩემმა მშობლებმა ტაბუ დაადეს ამ თემას და მას მერე ზაზას აღარავინ ახსენებს, საფლავზეც კი ჩუმად ავდივარ, ღმერთო რამდენი ხანია არ დამსიზმრებია ახლა კი საშინლად ამაფორიაქა მისმა ნახვამ, ის საღამო დამესიზმრა როდესაც კახეთში მან და მამამ იჩხუბეს…
_ძილის შებრუნება ვერაფრით მოვახერხე, იმდენი ხანია ზაზაზე საფიქრალად ვერ მოვიცალე ერთიანად ავინაზღაურე ამ ღამით, გამთენიას ჩამეძინა მხოლოდ მაშინ როცა მზის პირველი სხივები აირეკლა ჩემს ფანჯარაზე. სამაგიეროდ კარგად გამოვიძინე, შუადღის პირველი საათი იყო თვალი რომ გავახილე, ძალიან მეზარებოდა ადგომა მაგრამ ჩემს მშობლებთან წასვლა მქონდა გადაწყვეტილი ამიტომ თავი ვაიძულე ავმდგარიყავი, ყავა ნაჩქარევად დავლიე და მშობლების სახლისკენ გავიქეცი.
_მოვედიიიი, მთელ ხმაზე ვიყვირე როგორც კი ეზოს კარი შევხსენი.
_ალექსანდრა შვილო ასე უნდა დაკარგვა? მემგონი ამერიკაში რომ იყავი მაშინ უფო ხშირად გნახულობდით,
_საყვედურებით ამავსო მამამ.
_მააა მომენატრე, როგორ მოხდა სახლში რომ ხარ?
_ხოო დღეს ადრე მოვედი, აბა მომიყევი როგორ ხარ, სამსახურში რა ხდება. მერაბმა მითხრა რომ კმაყოფილია შენი მუშაობით, მიხარია წარმატებას რომ მიაღწიე,
_ყველაფერი კარგადაა მამა, სამსახურში ახალ პროექტზე ვმუშაობთ,
_თურქეთი როგორ მოგეწონა, როგორც გავიგე თორნიკეს ახლდი დაჯილდოვებაზე,
_ხოო არაუშავრდა რა, ცოტა გზამ დამღალა, თურქეთის და იმ საღამოს გახსენებეზე ნერვები ამეშალა მაგრამ არ შევიმჩნიე.
_ალექს როგორ მომენატრეეე,
_მაშინვე ცრემლები წამოუვიდა დედას შინ რომ შევედით,
_დედა კარგი რაა, რა გატირებს აქ ვარ, ისე თქვენთან ამ თემაზე დალაპარაკებას უკვე დიდი ხანია ვგეგმავ ახლა კი შანსი მომეცა ამიტომ ძალიან გთხოვთ გულწრფელად მიპასუხოთ, ზაზუკაზე მინდა გკითხოთ, რა მოხდა სინამდვილეში. მართლა ძალიან მაინტერესებდა ეს თემა ამიტომ აღარ გადავდე.
_ალექსანდრა ეს თემა ძალიან მტკივნეულია ჩვენთვის ამიტომ არაა საჭირო,
_მამა გეყოფათ რაა, ბავშვი აღარ ვარ და თქვენ ვალდებულები ხართ მითხრათ რა მოხდა. ზაზა ჩემი ძმა იყო თქვენ კი ნორმალურად გლოვის საშუალებაც არ მომეცით,
_შენ როგორ ფიქრობ ჩვენთვის ადვილი იყო?-მიყვირა მამამ და სავარძლიდან ადგა,
_ალექსანდრე, მემგონი ჯობს ვილაპარაკოთ, -დედამ მამას მხარზე ხელი დაადო და ცრემლიანი თვალებით შეხედა.
_კარგი ალექსანდრა გეტყვი როგორც იყო. ზაზა ოცი წლის იყო თეონა რომ გაიცნო, არვიცი რამდენად კარგად გახსოვს ზაზა საუკეთესო შვილი იყო, საამაყო, წარმატებული. რაც თეონა გაიცნო მას მერე ვეღარ ვცნობდით, გამთენიისას დაიწყო სახლში მოსვლა, სმა, მოწევა. თავიდან ასაკს ვაბრალებდით მიუხედავად იმისა რომ გარდატეხის ასაკიდან უკვე გამოსული იყო, მერე უკვე სისულელეების კეთება დაიწყო, ჩხუბი, ავარიები, ნარკოტიკები. ბოლოს გავიგეთ რომ თეონას სამეგობროს დაუახლოვდა, ყველანაირად გახრწნილ და თავგასულ ადამიანებს, ლოთი და ნარკომანი გოგო ჩვენს შვილს უფსკრულისკენ მიაქანებდა, ყველანაირად ვეცადეთ მისთვის ჩამოგვეშორებინა მაგრამ ისე ტკიპასავით ყავდა მიკრული ვერაფერს გავხდი, ბოლოს ყველა ანგარიში გავუყინე, ერთი თვე გაძლო და რატომღაც ჩათვალა რომ ასე უფრო გულს მომილბობდა ამიტომ მისი ცოლად მოყვანა გადაწყვიტა და სოფელში ჩამოიყვანა, საშინლად ვიჩხუბეთ, ცხოვრებაში პირველად გავარტყი საკუთარ სისხლსა და ხორცს მაგრამ ალექს იმ მდგომარეობაში ალბათ ყველა ჩემსავით მოიქცეოდა, ვუყურებდი როგორ ვკარგავდი შვილს და ვერაფრით ვეხმარებიდი, თუმცა ბედმა დამცინა და მართლა წამართვა. იქიდან წამოსულებს გზაში გაუკეთებიათ წამალი და ავარია მოუვიდათ, ორივე ადგილზე გარდაიცვალა, ვერაფრით ვუშველე გესმის? ჩემს შვილს ვერ ვუშველე,
_გული გამიჩერდა ამ ყველაფრის მოსმენისას, საშინლად მეტკინა, ერთის მხრივ დედა და მამა არ იყვნენ დამნაშავე მაგრამ იქნებ სხვა გამოსავალიც ყოფილიყო, მოსმენილისგან შეძრულმა ვერაფრის თქმა ვერ მოვახერხე, ისე ამაფორიაქა ამ ამბავმა და მშობლებიც ისე ავაფორიაქე ვეღარ გავჩერდი და სახლში მალევე წამოვედი, ღმერთო რა უაზრო ცხოვრება მაქვს, მეგობარი მე არ მყავს და წასასვლელი არ მაქვს ასეთი ცხოვრების დედა ვატირე, სამსახური სახლი, სახლი სამსახური, ახლა ავდგები წავალ სადმე კლუბში და გამოვთვრები, ჩენს აწეწილ ნერვებს სასმელის გარდა ვერაფერი დაამშვიდებს.

_კლუბში შესვლისთანავე ბართან მოვკალათდი ხმაურიანი მუსიკა მაქსიმალურად დავაიგნორე და კონიაკი შევუკვეთე, პირველსავე ყლუპზე მივხვდი რომ სისულლე გავაკეთე აქ მოსვლით მაგრამ ტყუილად პირის გამწარებას ისევ დალევა ვამჯობინე და სასმისი ბოლომდე გამოვცალე. ერთს მეორე მოყვა მეორეს მესამე და აშკარად კარგად ვიყავი, აღარც ხმაური მაწუხებდა, აღარც სიგარეტის კვამლი და არც მამაკაცების მზერა, სულელური გამომეტყველებით ვიჯექი ბართან და ბარმენს რაღაც სისულელეებს ველაპარაკებოდი ინგლისურად. იმდენი ვილაქალაქე ყელი ვამიშრა და ახლა კოქტეილი შევუკვეთე, ის იყო პირისკენ წავიღე რომ ვიღაცამ ხელიდან ამართვა ჭიქა და გვერდით მომიჯდა…
_საღამო მშვიდობისა თოჯინა!
_შეეენ?!
_თითი სასაცილოდ გავიშვირე და ძლივს ამოვილუღლუღე.
_baby შენთვის უკვე ძალიან გვიანი არაა? ბასტი ბუბუ დამთავრდა და წესით უნდა გეძინოს, ცუდი baby ხარ.
_ჰა ჰა, მოვკვდი სიცილით, ირონია არსად დაგეკარგოთ ბატონო ვახტო… ისე საკვირველია დაცვამ მარტო როგორ გამოგიშვათ, ვაიდა სადმე ბუა დაგხვდეთ და შეგაშინოთ ხომ უნდა გიშველოთ ვინმემ ბუჩქებში რომ დაიმალებით შეშინებული ბაჭიასავით… დავცინე და კიდევ ერთი კოქტეილი შევუკვეთე...
_ვ ა ტ ო!!!!!, გასაგებია?! ვ ა ტ ო მქვია კარგად დაიმახსოვრე და ერთხელ თუ კიდევ მიწოდებ მშიშარას ისე გაგატყავებ პატრონი ვერ გიცნობს, თავხედო ლაწირაკო.
_ისეთი ხმით მითხრა და ისეთი მზერა მტყორცნა ვინატრე მიწა გამსკდომოდა, მაგრამ როგორ შევიმჩნევდი რომ შემეშინდა.
_ბატონო ვახტო, თავი მაფიოზი ხომ არ გგონია, რას მემუქრები? არც baby ვარ შენი, არც ისაა შენი საქმე მე სად წავალ და რამდენს დავლევ, არც თავხედობის უფლება მომიცია, რას დამდევ არ მესმის.
_ბევრს ნუ მეტლიკინები ბავშვი თორემ განახებ რაც შემიძლია, არასოდეს გაბედო ტონს აუწიო ჩემთან, საოცრად კარგი ხარ საიმისოდ, მანამდე მოგკლა სანამ არ გავსინჯავ როგორი გემო გაქვს._ დიდხანა ლოდინი მოგიწევს, -თვალი ჩავუკარი და წამოვდექი რადგან ნახევარსაც ვერ ვიაზრებდი მისი ნათქვამიდან, მაგრამ ნეტავ არ ავმდგარიყავი, ისე დატრიალდა ყველაფერი ცოტაც და იატაკს ჩავეხუტებოდი ვიღაცამ რომ დამიჭირა და მეტი აღარაფერი მახსოვს…
_აი რა შედეგი მოსდევს ხოლმე ჩემს არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს, გამოვფხიზლდი თუ არა თვალგაუხელლად დავიწყევლე თავბედი. ვაიიი, თავი სად მაბია მითხარით ვინმემ, დავიკვნესე და ჯერ ერთი თვალი გავახილე, მერე მეორე და გარემო როგორც კი აღვიქვი დენდარტყმულივით წამოვფრინდი საწოლიდან, ეს აშკარად არაა ჩემი სახლი, ვაიმე სად ჯანდაბაში ვარ, ვინ მომიყვანა, რა მიქნეს,... მიშველეეეეთ!!! გამიტაცეს? გამოსასყიდი გინდათ? ვაიმე სად ვარ?
_ისე შემეშინდა რა სისულელეებს ვყვიროდი ვერც ვიაზრებდი, არა რაა, აი რატომ არ მიყვარს დალევა გარდა ჩემი საყვარელი წითელი ღვინისა რომლის ერთი ჭიქა საერთოდ არ მათრობს, მძულს დათრობა, ვერ ვიტან საკუთარ თავს რომ აღარ ვფლობ და “მომსახურების ზონიდან”გავდივარ.
_როგორც იქნა გავბედე და ოთახიდან გამოვყავი ცხვირი, ჰელოუ, არის აქ ვინმე? ვინ ჯნდაბა ხარ, ისე სასაცილოდ მივიპარები დერეფანში თითქოს მართლა მოვერევი ვინმე თუ დამხვდა, რამხელა სახლია ეს რა უბედურებაა მგონი დავიკარგე, ან გასასვლელი სად აქვს ან შესასვლელი ან საერთოდ ვინ ჯანდაბასთან ვარ, ვბუტბუტებ და დაბნეული ბატივით აქეთ იქით ვაცეცებ თვალებს.
_სად მივიპარებითო?
_ვიღაცის ხმამ იმხელაზე წამომაკივლა საკუთარ კივილზე თავად შევხტი.
_რა გაკივლებს ამ დილაადრიან baby?
_მოიცა ისევ შენ? რა ჯანდაბაა, ლატარიაში მერგო შენი თავი? რას გადამეკიდე, ან აქ რას ვაკეთებ, ვინ მოგცა უფლება.
გავკაპასდი…
_უმადურო, ღირსი იყავი იქ დამეტოვებინე, წაბრძანდი არავინ გიჭერს,
_დამიბღვირა და კიბეზე ჩავიდა, მე კი ახლა შევამჩნიე რომ წელს ზევით გახდილი სპორტულ შარვალში და აშკარად სავარჯიშო დარბაზიდან გამოსული საოცრად სექსუალურია ეს ოხერი. ვაიმეეე რა გავიფიქრე? სექსუალურიოო? გამოფხიზლდი ალექსანდრა და მოკურცხლე აქედან დროა, აბეზარი ფიქრების მოსაშორებლად თავს ვიქნევ და კიბეზე ჩავდივარ მერე პირდაპირ გასასვლელისკენ ვიღებ გეზს და ისაა კარები უნდა გამოვაღო რომ ვიღაც უკნიდან მეკრობა, ნუ ვიღაც რაა ვატო… სურნელზე ვცნობ,(რა ბანალურია მაგრამ ასეა)
_დაუმშვიდობებლად მიდიოდი baby? ნწუ… ასე ვერ წახვალ, მე მადლობას ველოდები გუშინდელისთვის.
_რა… რა? ჰა? აა მადლობა, ძლივს ამოვიბლუყუნე ბრინჯივით დაბნეულმა,
_ბედისწერის გჯერა სანდრა?
_მისი ნათქვამი სანდრა უცნაურად ხვდება ჩემს ყურს და სხეულში გაურკვეველ ტალღებს მიგზავნის,
_ნამდვილად ბედისწერა იყო ჩვენი შეხვედრა, შენნაირი გემრიელობა მაინცდამაინც მე რომ დამეჯახა იმდენ ხალხში საოცარია,
_კიდევ კარგი სამსახურში არ ამიყვანეს თორე ამას რა გაუძლებდა, გულში ვფიქრობ, რეალურად კი პასუხის დაბრუნებასაც ვერ ვახერხებ, ვდგავარ ასე გაშეშებული და მის აბდა უბდას ვუსმენ,
_იცი რა გემრიელი სურნელი გაქვს? შანსი არაა აქედან ისე გახვიდე შენი გემრიელობა არ გავსინჯო,
_ყურთან ისე ახლოს მეჩურჩულება უცნაური შეგრძნებისგან კანი მეწვის. ყურიდან ლოყაზე გადმოდის და ცხვირის წვერს ძალიან ნელა მახებს, თან თითქმის შეუმჩნევლად და საოცრად მსუბუქად მეხება ტუჩებით, მინდა შევეწინააღმდეგო მაგრამ იმდენად სასიამოვნოა ეს ყველაფერი ძალა არ მყოფნის და თვალები მეხუჭება,
_აი ასე baby მომწონს,
_ისევ განაგრძობს ჩურჩულს და მის სუნთქვას უკვე ტუჩებთან ვგრძნობ, აი ზუსტად ვიცი რომ უნდა გავიქცე, ვიცი რომ სისულლეს ვაკეთებ და უთავმოყვარეო ქალივით ვიქეცვი მაგრამ არ შემიძლია, დაპაუზებულივით ვდგავარ და მოძრაობას უბრალოდ ვერ ვახერხებ, ეს კაცი აშკარად პროფესიონალია ქალების დადებილების საკითხში. საოცრად ნელა მახებს ტუჩებს ტუჩებზე და ასე ჩერდება, იმდენად საოცარი შეგრძნება მივლის მთელი ოცდახუთი წლის მანძილზე რომ არ მიგრძვნია და არც მსმენია, მუცელში კვანძივით მეკვრება რაღაც და მთელს სხეულში უცნაუტი ტალღები იგზავნება, სიამოვნებისგან ტუჩები მეხსნება და სულ ოდნავი ოხვრა მცდებ, ის კი ჩუმად იცინის და ჩემს ქვედა ტუჩს კბილებს შორის იქცევს და უჭერს, მერე ნაზად წოვს და ასე იმეორებს რამდენჯერმე მე კი ფეხებ აკანკალებული მთელი ძალით ვეჭიდები კისერზე რომ არ წავიქცე. ნაზი და მსუბუქი ამბოროდან ნელ ნელა ველურ კოცნაზე გადადის და ახლა უკვე საოცარი ჟინით მიკოცნის ორივე ტუჩს, მტკივა მაგრამ იმდენად კარგია ვერც კი ვიაზრებ რომ უნდა მოვშორდე, ან რა მოშორებაზეა ლაპარაკი როცა ასე პროფესიონალურად ცდილობს კაცი ჭკუიდან გადამიყვანოს. ტუჩებიდან ყელზე გადადის, ყელიდან მკერდზე და კედელზე აყუდებულს ფეხებს მის წელზე მახვევინებს თან თითებს საჯდომზე მიჭერს მე კი ხმამაღალი კვნსისგან თავს ვეღარ ვიკავებ.
_ასე პატარავ, მომწონს ასეთი დამჯერი რომ ხარ, საშინლად მინდა გაგ….მო, მინდიხარ.
_რაო? რა მითხრა? გავიაზრე თუ არა რა თქვა ტვინში სისხლმა ამასხა, თუმცა აბა რა ველოდი აქ ფეხებს რომ ვუშლიდი და ფისოსავით ვკრუსუნებდი, ეს ხომ ვატო არვლაძეა, ჩვეულებრივი ველური.
_ახლავე გამიშვი, როგორ ბედავ? შენ მე ვინ გგონივარ? (მოვიშველიე ფილმებში და წიგნებში დაზეპირებული ფრაზები) მე შენს კახპებში არ შეგეშალო ბიჭი, რომ მაკოცე იმას არ ნიშნავს ბევრი უფლება მისცე საკუთარ თავს, უტაქტო ხარ. ან ვინ მოგცა უფლება მოდიხარ და მკოცნი, მეორედ გაბედავ და ნახავ რაც მოგივა…
_ოჰ, ამოვიდგით ენა? კი კრუსუნებდი ჩემს მკლავებში მოქცეული და, მე შენთვის არაფერი დამიძალებია ლამაზო, თავად ჩამადნი მკლავებში, თანაც ხომ გითხარი საოცრად მინდა შენი გემრიელობების გასინჯვათქო, ხოდა ახლა როცა ერთი გემრიელობა გავსინჯე უფრო გამიძლიერდა სხვა რამეების ნდომაც, ასე რომ რაც მინდა იმას ყოველთვის ვიღებ დამიჯერე.
_ჩემთან არა, მე ყველა არ ვარ, შენი ფოკუსები არ ჭრის ჩემთან, თავი ნუ გგონია ყველაზე მაგარი, ბევრად უკეთესები მინახავს, (არა ეს საიდან დავაბრეხვე)
_ჰმ… ხოო? ჩემზე უკეთესები? სანდრა, სანდრა. შენი აზრით ვერ მივხვდი პირველი კოცნა რომ მოგპარე? თხუთმეტი წლის გოგოსავით კანკალებდი და აცმაცუნებდი ტუჩებს და შენ გინდა დამაჯერო რომ ბევრი ბიჭი გყავდა? პატარავ უკვ გითხარი რომ საოცრად მინდიხარ და სულ მალე ჩემს საწოლში გნახავ სიამოვნებისგან ბოლო ხმაზე აკვნესებულს და შემეხვეწები არ გავჩერდე…
_მისმა უხამსმა რეპლიკებმა თმის წვერიდან ფეხის ტერფამდე გამაწითლა, მერე კიპასუხი არც არ დავუბრუნე ისე გამოვვარდი გარეთ და უცნაურად მომზირალ დაცვას ისე ჩავუქროლე ალბათ გიჟი ვეგონე.
_ქუჩაში ამოსულმა ძლივს დავირეგულირე სუნთქვა, ვაიმეე, ეს რა იყო, ეს რა ფეხზე ჩამოვედი საქართველოში, რას მერჩოდი ღმერთო. ნეტავ თავს დამანებებდეს და არაფერი მინდა მაგრამ ხომ ვიცი მე ისეთი ბედი მაქვს უფრო აზარტში ჩავარდება ეს კაცი და სანამ თავისას არ მიაღწევს არ შემეშვება, მინდა მე ახლა ვიღაცის სექსუალური ფანტაზიები დავაკმაყოფილო? (_ოფ ვითომ არ მოგეწონა რომ გეფერებოდა) წამკბინა ეგომ.
_მომეწონა რაა, ნუ ხოო კოცნა საოცარი იყო მაგრამ..., რა მაგრამ ალექსანდრა, მაგრამ და ჯაბდაბა…. ვაიმეე სულ ამერია თავგზა, სასწრაფოდ ელისს უნდა დაველაპარაკო. ვიღაცის რჩევა მჭირდება. ესეიგი სრული სიგიჟეა რაა, ამ ერთ კვირაში სულ ამირია დავთრები ამ კაცმა. ნამდვილი ვამპირია…

_რათქმაუნდა მაშინვე ელისს გადავურეკე როგორც კი სახლში მივედი და ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი მაგრამ დიდად სახარბიელო და დასამშვიდებელი რჩეები მისვანაც ვერ მოვისმინე,
_რას ინახავ მაგ ქალიშვილობას ნეტავ, მშვენიერი კაცი ჩანს და მიდი დატკბიო.
_რა ადვილია მისთვის, ქალიშვილობაზე კი არ ვდარდობ, უბრალოდ არ შემიძლია კაცთან მხოლოდ იმიტომ დავწვე რომ მას ასე უნდა, თავს ვერავის გამოვაყენებინებ, მომისურვილოს და მომისროლოს? არავითარ შემთხვევაში…

_როგორც იქნა ორშაბათი დადგა, რა ბედნიერებაა სამსახურში წასვლა. იმედია ათას სისულელეზე საფიქრად დროც არ დამრჩება.
_გათენდა თუ არა ჩავიცვი და სამსახურში გავიქეცი მაგრამ ფაქტია რომ დაბნეულობა სულ თან მსდევს, იმდენად ვარ აფორიაქებული შინაგანად, რაც უფრო ვცდილობ იმ ყველაფერზე არ ვიფიქრო უფრო მეფიქრება.
_ოფისში მისული კაბინეტში შევიკეტე და უკვე ერთი საათია ნახაზებს უაზროდ დავყურებ. ვაიმეეეე, ალექსანდრა გამოფხიზლდიიიიი ვუყვირი ჩემს თავს და სავარძელის აქეთ იქით ტრიალს ვიწყებ,
_ალექს შეიძლებაა?
_კარებს ხსნის თორნიკე და ნახევარი ტანით შემოდის.
_თოკუუუ მოდი მოდი, როდის ჩამოხვედიი, მიხარია მისი დანახვა და მაშინვე გახარებული ვხტები სავარძლიდან.
_დილით ჩამოვედი და პირდაპირ აქეთ წამოვედი, როგორ ხარ.
_უფ ნუ იტყვი, ვფრუტუნებ და ვანიშნებ დაჯდეს. მერე კი ისევ თვალი მიშტერდება სივრცისკენ.
_ალექს რა დაბნეული ხარ, მოხდა რამე?
_არაფერი რა უნდა მომხდარიყო, ვბუტბუტებ და თავს არ ვწევ.
_შენ ვის ატყუებ, აშკარად დაბნეული და სხვანაირი ხარ,
_აუ რაა თორნიკეეე, ვატო შემხვდა ორჯერ, დაბედებულივით ყველგან ეგ ჩნდება.
_რა უნდოდა?
_მაშინვე უმკაცრდება სახე და ჩემსკენ იხრება…
_ძალიან მეუხერხულება მაგრამ ელისის მერე თორნიკესთან ვგრძნობ თავს ძალიან კომფირტულად და ვუყვები ვატოსთან მომხდარ ამბებს.
_კარგი ალექსანდრა მაგაზე არ ინერვიულო, მ შენთან ვარ...
_აუ არ შემეშვება ხომ ვიცი, ისე მელაპარაკა შემშინდა… რაღაცნაირად აფორიაქებული ვარ მისი ქცევით.
_ალექსანდრა მემგონი შეგაბა…
_წარბ აწეული მეუბნება თორნიკე და გამომცდელად მიყურებს
_კაიიი, რა სისულელეა, უბრალოდ დაბნეული ვარ. სწრაფად ვპასუხობ და ტყუილზე გამოჭერილი ბავშვივით ვწითლდები.
_ალექს ეცადე მისგან შორს დაიჭირო თავი, ვატო არაა საშენო კაცი, ახლა უნდა გავიდე და საღამოს გამოგივლი სახლში, სადმე საჭმელად წავიდეთ…
_კარგი წავიდეთ, ვეცდები აღარ ვიფიქრო ამ ყველაფერზე, დროებით. თორნიკე მემშვიდობება და მიდის მე კი ჩემს ნახაზებს ვუბრუბდები, რადროს ვატოა საქმე თავზე მაყრია….

***_ოფისიდან გამოსული თორნიკე ისეთი გაცეცხლებული გავარდა ვატოსთან ფაქტიურად ცოფებს ყრიდა.
_ვატო კაბინეტშია? დაუღრიალა მაგიდასთან მჯდომ მდივანს და კარებისკენ გაიწია.
_დიახ მაგრამ თუ შეხვედრაზე შეთანხმებული არ ხართ ვერ შეგიშვებთ, უპასუხა მდივანმა და უხერხულად აიწურა.
_ფეხებზე , დაუბრიალა თვალები საწყალ მდივანს და კაბინეტის კარი შეგლიჯა.
_თორნი? რა ქარმა გამოგაგდო ჩემსკენ? ჩაიცინა ვატომ და კარში მდგარ თირნიკეს თვალი ჩაუკრა.
_შენ ჩემი გაფრთხილება ვერ გაიგე არა? მაინცდამაინც უნდა მიგინგრიო სიფათი? რას გადაეკიდე ამ გოგოს ტო, სულ გაუბერე შენ.
_რაო მოგახსენა ყველაფერი? ხომ იცი რატოც გადავეკიდე, ხოდა სანამ ჩემსას არ გავიაწორებ არ შევეშვები გაიგე?
_ვატო ვეღარ გცნობ, არ გეცოდება მაინც? ადამიანობა აღარ შეგრჩა ამის დედას შევ...ი? შენნაირი ბინძურისთვის ალექსი ზედმეტად სუფთაა, კაი შენსას გაისწორებ და მიაგდებ მაგრამ მერე სინდისი არ შეგაწუხებს? გოგოა ტოო, სხვანაირი გოგოა, არ გავს შენს ქალებს.
_მათზე უკეთესი არაფრითაა თორნიკე და ეს შენ არ გეხებაქო გითხარი, დიახ არ შემაწუხებს სინდისი, ანდა რატომ უნდა შემაწუხოს, -იყვირა ვატომ და სავარძლიდან წამოხტა.
_ასეთი უგრძნობი როდიდან გახდი ვატო, როდის მერე სჯი უდანაშაულო ადამიანებს, ალექსანდრა იმსახურებს ბედნიერებას, ნუ დაუნგრევ ცხოვრებას, ვინმესთან აუცილებლად იქნება ბედნიერი, შეეშვი.
_თორნიკეს ნათქვამი “ვინმესთან” საშინლად მოხვდა ყურში არველაძეს, თითქოს მაღლამა ძაბვამ დაიარა სხეულშიო ისე გასცრა…
_არა გესმის? ვერავინ გაიგე? ვერავინ შეეხება, სხვასთან ბედნიერი ვერ იქნება,,, ვერც კი გაიაზრა ისე წამოისროლა ეს სიტყვები და თორნიკეს მხრებში ხელი მთელი ძალით მოუჭირა,.
_თორნი არა გაიგე? ყველაფერი ისე იქნება როგორც მე მინდა, სამწუხაროდ ცუდ დროს ცუდ ადგილას აღმოჩნდა, მე კი უკან დახვა არ შემიძლია, ჩემი იქნება, მაინც ჩემი იქნება გესმის? შენი კი არა ვინც გზაზე გადამეღობება ყველას მოკვლა რომ მომიწიოს... ყველაფერი კარგად იცი, არ შემიძლია დავივიწყო, მათი ბრალია ყველაფერი, თეონა მათ გამო მოკვდა, ჩემი და მათმა უგულობამ შეიწირა…
_ვატოოო გეყოფა!!! ბოლო ხმაზე უღრიალა თორნიკემ და მთელი ძალით გაარტყა სახეში.
_შენც კარგად იცი რომ წიკლაურები არაფერ შეუაში არ არიან. ზაზას თეონა უყვარდა ყველაფრის მიუხედავად, შენი და წუმპეში იყო და ზაზა მის ამოთრევას ცდილობდა, არ გინდა რეალობას თვალი გაუსწორო ამის დედა ვატირე, თეო მეც მიყვარდა მაგრამ არც ისეთი ანგელოზი იყო როგორც შენ გგონია, თანაც ის ავარია შემთხვევითობა იყო.
_არა არა, გაჩუმდი თორნიკე, გაჩუმდი თორე მოგკლავ, ჩემი და მათ გამო მოკვდა, სპეციალურად დაგეგმა ყველაფერი ალექსანდრემ…
_შენ გჯერა შენი სიტყვების? იმ ახვარ თემურის როგორ უჯერებ , ვატო სისულელეს აკეთებ, ამ ყველაფერთან ალექსი არაფერ შუაშია.
_არის არის და მორჩა, ჩემი ბო*ი გახდება ეგ პატარა თოჯინა, გავ***მავ და მოვისვრი ოღონდ მარტო მე, ისე მოვექცევი რომ სამუდამოდ დაამახსოვრდეს და სხვა კაცისკენ აღარასოდეს გაიხედოს, რამდენჯერაც სარკეში ჩაიხედავს იმდენჯერ მე გავახსენდე…
_გაოგნებული უყურებდა თორნიკე ძმაკაცს და არ ჯეროდა რომ ვატო ქალზე იძახდა ამას, მერე სკამზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო…
_არვიცი რა გითხრა მეტი ვატო… ყველანაირ საზღვარს გადააბიჯე, ჩემი ბრალია, ჩემი ბრალია ალექსს თურქეთში წამოსვლა რომ ვურჩიე, ჩემი ბრალია თქვენ რომ ერთმანეთს შეხვდით მაგრამ მისის გაუბედურების უფლებას ვერ მოგცემ, მისი სამსახურიდან გაშვება და უკან ამერიკაში გაგზავნაც რომ დამჭირდეს არ გაგაკარებ გესმის?
_შენი აზრით დამემალება თორნი? მიწიდან ამოვთხრი და მაინც ვიპოვი, კიბატონო, თუ ჩემთან ბრძოლა გინდა იყოს ეგრე, მე არ მინდა შენი მოკვლა მაგრამ მაიძულებ, რატომ გინდა ვიღაც გოგოს გულისთვის მოგკლა, გადექი განზე რა…
_ალექსანდრა ვიღაც არაა ჩემთვის, დიდი ხანი არაა რაც ვიცნობ მაგრამ ადამიანის შესაყვარებლად არ მჭირდბა წლები, ალექსი დად მივიღე და ბოლომდე დავიცავ…
_კიბატონო, როგორც გინდა, მე გავდივარ, განრისხებული მზერა სტყორცნა თორნიკეს და კაბინეტი დატოვა…

_მთელი სისწრაფით მიაქროლებდა ვატო მანქანას და თავში ისევ თორნიკეს სიტყვები უტრიალებდა. “ზედმეტად სუფთაა შენი სიბინძურისთვის”. “არ იმსახურებს”. “ვინმესთან ბედნიერი იქნება”...
_არა არა, არავისთან, მისი სხეული მხოლოდ ჩემი უნდა იყოს, დაიღრიალა და მანქანა ჯვრის მონასტერთან გააჩერა, თვალდახუჭული გადაწვა სავარძელზე და იმ დილაზე ფიქრში ჩაიძირა.
_გაახსენდა როგორ კანკალებდა მისი შეხებისას, როგორ კრუსუნებდა მის კოცნაზე, ცხვირში უღიტინებდა მისი საოცარი სურნელი და გამუდმებით მისი ტკბილი ტუჩების გემოს გრძნობდა.
_”ვატო გაები… ეს გოგო მხოლოდ სამაგიეროს გადასახდელად არ გჭირდება, ეს მიზეზია მასთან სიახლოვის გიჟური სურვილი გაამართლო,” (ჩასძახოდა შინაგანი ხმა).
_რა სისულელეა, რა სისულელეა, გავ***მავ და მოვისვრი, სულ ესაა. სურვილიც განელდება მასთან დაწოლის და გამწარების მერე.
_”გჯერა შენი სიტყვების ვატო?” (ისევ ეს შინაგანი ხმა)
_ააააააა!!!!!! ამის დედა მოვტ*****ან ვგიჟდებიიიიიიიი!!!!!
_ბოლო ხმაზე იღრიალა ვატომ და საჭეს გამეტებით დაუშინა მუშტები…
_მაგრამ ყველაფერთან ერთად მისი დაუფლების სურვილს რომ ვერაფერს ვუხერხებ? რა დამმართა ერთ კვირაში, ღმერთო მართლა ვგიჟდები, ამოიხრიალა და შუბლი მინას მთელი ძალით მისცხო...



№1 სტუმარი Ucnobi

Dzalian momwons imedia vato gons moegeba aleqsandram tavi unda daicvas asec ar unda chaadnes xelebshi veli shemdeg tavs ar daigvianooo raa

 


№2  offline წევრი Chasing liberty

Ucnobi
Dzalian momwons imedia vato gons moegeba aleqsandram tavi unda daicvas asec ar unda chaadnes xelebshi veli shemdeg tavs ar daigvianooo raa

ყველაფეი ნელ ნელა გაირკვევა და მეტ ნაკლებად დალაგდება თუმცა ძალიან რბილი არ ვატო გახდება და ძალიან მკაცრი არც ალექსანდრა :)

 


№3  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ეს რა ამბები დატრიალდა და წინ კიდევ რა ამბები გველიიის ....

 


№4  offline წევრი Chasing liberty

Anuki96
ეს რა ამბები დატრიალდა და წინ კიდევ რა ამბები გველიიის ....

:) ხოო ასე ადვილად არ დაწყნარდებიან :)

 


№5  offline მოდერი bla.ell

Kargi istoria da yvelaze metad is momewona rom pirvelive tavi didi iyo...am istoriis kitxva satauris gamo wavikitxe "red wine" ubralod musika miyvars am saxelit..dzalian kargia da kargad wer warmatebas gisurvebheart_eyes

 


№6  offline წევრი Chasing liberty

bla.ell
Kargi istoria da yvelaze metad is momewona rom pirvelive tavi didi iyo...am istoriis kitxva satauris gamo wavikitxe "red wine" ubralod musika miyvars am saxelit..dzalian kargia da kargad wer warmatebas gisurvebheart_eyes

დიდი მადლობა :) მიხარია თითოეული კომენტარი. :*

 


№7 სტუმარი Guest მარიამი

ძალიან კარგი ისტორიაა :* საოცრება ხართ თქვენ :* როდის დადებთ ახალ თავს?

 


№8  offline წევრი მარი,,

კარგი წერის სტილი გაქვს,საინტერესოდ ანვითარებ მოვლენებს...ველოდები შემდეგ თავს წარმატებები
პ.ს. იმედია არ შეწყვეტ წერას როგორც ამას უმრავლესობა აკეთებს.

 


№9 სტუმარი 123

მალე დადებ ახალ თავს? დავიტანჯე უკვე ლოდინით :((

 


№10 სტუმარი marre

შეწყვიტე ამ ისტორიის წერა? :/ არადა ძალიან კარგია. :))

 


№11  offline წევრი Chasing liberty

ვიცი რომ ძალიან ცუდად გამომდის მაგრამ ვეღარ ვწერ, რაღაცნაირად გავიჭედე, გულწრფელად ბოდიშს გიხდით, ალბათ გავაგრძელებ მაგრამ ზუსტი დრო არ ვიცი, ბოდიში მართლა : (

 


№12 სტუმარი იკა

აუ არ აგრძეელეებ ამ ისტორიიააას??

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent