ამოუცნობი ზარი (12)
საავადმყოფოს მიმღებში სიმშვიდე სუფევდა, მომსახურე პერსონალი მშვიდად და კანონზომიერად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს, პალატებში მოთავსებული პაციენტებიც მშვიდად უსმენდნენ ექიმების რცევა–დარიგებებს, მოსაცდელთან კი მათ ახლობლებს მოეყარათ თავი და აკვირდებოდნენ მოვლენებს... ერთადერთი ადამინი რომელიც ბოლტას სცემდა დერეფანში დემეტრე არღვლიანი იყო, მოუთმენლად დააბიჯებდა მოპრიალებულ იატაკზე და სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა... ღელავდაო რომ ვთქვა მსუბუქი ნათქვამი იქნება. როცა დაიანხა განერვიულებული ნიტას ცხვირიდან წამოსული სისხლი, ეგონა რამდენიმე წლის სიცოცხლე მოაკლდა, დაფეთებული მივარდა და როცა გოგონას გული წაუვიდა გაუცნობიერებლად გააქცია საავადმყოფოში... რამდენი ხანი იყო გასული არ იცოდა, მხოლოდ ნიტას და ბავშვის მდგომარეობაზე ფიქრობდა... ხვდებოდა ნერვიულობამ გამოიწვია ეს მდგომარეობა და საკუთარ თავს იდანაშაულებდა, ჯერ კიდევ თიტქმის აგონიაში მყოფს წამოადგა ექიმი თავს –ბატონო დემეტრე დამშვიდდით... სანდომიანი და კეთილი სახით გაუღიმა ექიმმა ბიჭს –როგორ არიან? ბავშვი როგორ არის? ხომ არაფერი დამართნია? ცდილობდა ტონი ეკონტროლებინა და ზედმეტად პათეტიკური ან სასოწარკვეთილი არ გამოჩენილიყო –პირველ რიგში დამშვიდდით! ბავშვიც და დედაც კარგად არიან! მის გაგონებაზე თითქოს დიდი ლოდი მოხსნეს ზურგიდა, თავისუფლად ამოისუნთქა–ალბათ სტრესი მიიღო, სჯობს მშვიდ გარემოში იყო და კაგად იკვებოს, სიმართლე გიტხრათ მისი ორსულობა შესაშურად კარგად მიდის დედის ჯანმრთელი ორგანიზმის გამო და გართულებები არ მოჰყვება... გემოგლობინი და წნევა დაუვარდა, რამაც გამოიწვია სისხლდენა, ეცადეთ მეტი სითხე მიიღოს ოღონდ ნატურალური, დანარჩენს ჩემი თანაშემწე გეტყვით, თუ რამეა დამირეკეთ! (მხარზე ხელი დაჰჯრა გამამხნევებლად და გაეცალა) –ერთი წუთით, კინაღამ დამავიწყდა, შეიძლება შევიდე? სანამ თვალს მიეფარებოდა ექიმი მანამდე ჰკითხა დემეტრემ –რათქმაუნდა! კიდევ ერთხელ გაუღიმა კაცმა და ამჯერად თავის კაბინეტში გაუჩინარდა ნიტა გონას მალე მოვიდა, პალატაში მხოლოდ ექთანი გოგონა იყო, რომელიც წვეთოვანს ხსნიდა –უკაცრავად... (დაბნეულმა ახედა გოგონას, შემდეგ ხელებზე დაიხედა და კითხვისნიშნიანი მზერა მიაპყრო) –ექიმი შემოვა და ყველაფერს გეტყვით (გაუღიმა ექთანმა და თავისი საქმე განაგრძო) –ბავშვი?1 გაფართოებული და შეშინებული თვალებიტ ახედა გოგონას და ინსტინქტურად მუცელზე მიიდო ხელები –ნუ ღელავთ ყელაფერი რიგზეა! გავალ და ექიმი შემოვა.. –მადლობა! ნიტამაც გაუღიმა და საწოლზე კომფორტულად მოთავსდა... როგორც კი ექთანი გავიდა, კარში დემეტრემ შემოყო ტავი –შეიძლება? იკითხა და შევიდა პალატაში –უკვე შემოხვედი! უკმაყოფილო სახით უთხრა –ბოდიში მინდა მოგ... –საჭირო არ არის! უბრალოდ ეცადე ნაკლებად მეკონტაქტო! მკაცრად გააფრთხილა და ახლდაშესულ ექიმს გაუღიმა –აბა თავს როგორ გრძნობთ? მხიარულად შესძახა კაცმა –ახლა კარგად ვარ... –წნევა დაგივარდათ, გემოგლობინიც დაბალი გაქვთ, სჯობს სტრესულ სიტუაციებს მოერიდოთ, ბავშვს არაფერი დაემრთება მაგრამ ტქვენს ჯანმრთელობას უნდა გაუფრთხილდეთ! –დიახ ექიმო გასაგებია! –მაშინ შეგიძლიათ წახვიდეთ, ეს რეცეპტია ვიტამინების და დროულად მიიღეთ ხოლმე! –მადლობა ექიმო! დემეტრე დაემშვიდობა და ისიც გავიდა. ნიტა წამოიწია საწოლიდან, უნდა ამდგარიყო როცა ფეხებში მიწა გამოეცალა და დემეტრეს მკლავებში აღმოჩნდა –ას აკეთებ? შეუღრინა ბიჭს –ვერ ხედავ? გაისულელა თავი დემეეტრემ –დამსვი! აფართხალდა ქალბატონი –გაჩუმდი! –ნუ მაჩუმებ! დამსვი! –ნიტა გაჩუმდი თორემ ისე ბრაზდები შენი კცნა მინდება! ამის თქმა და ნიტას გაჩუმება ერთი იყო, სახეზე აწითლდა და დემეტრეს რომ არ შეემჩნია მამაკაცის მკერდს მიადო თავი და გაისუსა, არღვლიანმა ოდნავ ტუჩის კუთხე ჩატეხა და კმაყოფილმა დატოვა საავადმყოფო სალხში ისე დაბრუნდნენ არავის არაფერი გაუგია, ასე რომ მშვიდად და ზედმეტი აყალმაყალის გარეშე ჩაიარა იმ დღემ... მეორე დღეს დემეტრე ნათლულის დაბადების დღეზე იყო დაპატიჟებული, არ აპირებდა წასვლას, ნიტასთან დარჩენა და მისი მოვლა უნდოდა.... თავს იდანაშაულებდა მისი ძმის საქციელში, მართალია მის არაკაცობას ვერ გამოასწორებდა მაგრამ სურდა ნიტასთვის მშვიდი მომავალი შეექმნა, მეორეს მხრივ ნიტას საქციელი მიუტევებელი და სასტიკი იყო, მაგრამ დემეტრე არღვლიანი არაკაცობას და ნაბი*ვრობას არასდროს გაამართლებდა... ქალბატონი ნიტა უკვე ვეღარ უძლებდა დემეტრეს გვერდით ყოფნას, ვერ ხვდებოდა რა ემართებოდა, ხან სული ეხუტებოდა, ხან მშვიდად იყო მაგრამ სწორედ ეს სიმშვიდე აშინებდა და თავგზას უბნევდა, საბოლოო ჯამში მაინც ცივ ურთიერთობას ინარჩუნებდა მამაკაცთან სანამ ამის ნებისყოფა და გამძლეობა ჰქონდა. –ლელა ... დილით მოსამსახურეს დაუძახა დემეტრემ როცა მისაღებში ჩავიდა –ხო შვილო... –შენ აქ მომიტანე საუზმე და ნიტას ნანამ აუტანოს ოთახში... –ეხლავე –ალუბლის წვენიც აუტანოს –კარგი... –დილამშვიდობის... კიბიდან მოისმა ნიტას ხმა –დილამშვიდობის ქალბატონო ნია.. მოკრძალებულად მიესალმა ლელა –უბრალოდნიტა კარგი? გაუღიმა ქალს და მხარზე ხელი მოუთათუნა –როგორც იტყვით (ქალმაც გაუღიმა) –რატო ადექი? დემეტრეს ხმაში სიმკაცრე შეინიშნებოდა –მინდოდა და იმიტო! არც ნიტამ დააკლო –სჯობს დაისვენო და იწვე! –შენ საქმეს მიხედე კარგი?! სწერვულად გაუღიმა და სამზარეულოში შევიდა. დემეტრეც უკან მიჰყვა, ბართან მოთავსდნენ... ნანამ და ლელამ წამში გააწყვეს პატარა სუფრა და მათაც საუზმობა დაიწყს, ნანამ ალუბლის წვენი დაუდო ნიტას წინ –მოაშორე კარგი? თბილად გაუღიმა მოსამსახურეს და წამა განაგრძო –სითხეები უნდა მიიღო! –მეზიზღება ალუბალი... –ჯანმრთელობისთვის გჭირდება ამიტომ პატარა ბავშვივით არ იჭირვეულო. –ძიძასავით ნუ ლაპარაკობ პატარა ბავშვია რ ვარ –მაშნ ნუ წირვეულობ! –მაინც არ დავლევ! –ძალით ჩაგასხამ! დემეტრეს რაღაც ეშმაკურად გაეღიმა, მაგრამ ქალბატონზე დიდი ეშმაკი ვიღაა –კარგი ჩავასხათ! წამოდგა ჭიქიანად და ნიჟარაში ჩააქცია –პატარა ბავშვი! გაბრაზებულმა მიაძახა, გოგონამ პასუხი არ გასცა, ბართან დაბრუნდა და განაგრძო ჭამა... დემეტრეს მობილური ამღერდა, როცა ნომერს დახედა მამაკაცს გაეღიმა და მისაღებში გავიდა... ნიტას არ გამორჩენია საქმროს ღიმილი, ამიტომ უკან ჩუმად გაჰყვა –გილოცავ ჩემო ლამაზო.. მაპატიე რაა... ვერ მოვალ ალბათ... ხო ცოტა შეუძლოდაა... მეც მომენატრე... კარგი ორი წუთით მაინც შემოგივლი.. არ იცელქო... მეც მიყვარხარ... დაამთავრა საუბარი და იქვე ტელევიზორტან დაჯდა... ნიტას გული გახეთქვას ქონდა, მგონი იეწვიანა... მგონი?! მგონი კიარა იეწვიანა... მოდით ეს ეწვიანობა ჯერჯერობით თავმოყვარეობას დავაბრალოთ, დანარცენი მერე ვნახოთ... როცა მისაღებში შევიდა გაბრაზებული ცაეხეტქა სავარძელში და ახლა თავად მოიმარჯვა ტელეფონი... –ვიცი ლანძღვის ღირსი ვარ! ტავადვე დაიწყო საუბარი –რით გამოისყიდი დანაშაულს? მხიარულად ჩასძახა ავალიანმა –მმმმმ.... მგონი არ ვიცი...(თან გადაიკისკისა და შეამჩნია კიდეც დემეტრეს მკაცრი გამომეყტველება ) –ეგრე ნუ კისკისებ თორე მგონია დემეტრე გიზის გვერდით და სპეციალურად ამწარებ –ვგიჟდები შენც ლოგიკაზე! აღტაცებულმა უთხრა ნიტამ –კარგად ხარ ისე? ხმა დაასერიოზულა გიორგიმ –კი უბრალოდ წნევა დამივარდა და მაგიტომ ვერ გნახე გუშინ... –მაშინ რა ვქნათ? –დღეს გნახავ.. –აუფ... დღეს ვერა.. პაემანზე მივდივარ... –ერტჯერადია თუ...? –სერიოზულად მომწონს, ტან იუბილარია დღეს და განსაკუტრებულ საჩუქარს ვუმზადებ ასე რომ.. –კარგი კარგი ჩემით გავალ (გაეცინა ნიტას) –კარგი მოგიყვები მერე ვიცი გაინტერესებს! –კაი... როცა ყურმილი გათიშა დემეტრე იქ აღარ იჯდა... ცოტა ხანი მშობლებს ელაპარაკა ტელეფონზე და როცა დაიღალა ბაღში გავიდა... ჰამაკში ჩაწვა და ლურჯ ცას ახედა –ცოტა ხნით უნდა გავიდე! თავზე წამოადგა დემეტრე –ვითომ ცოტახნით? ირონიულად ჰკითხა და თვალები დახუჭა –პატარა საქმე ამქვს ალე მოვალ! –მაგ პატარა საქმეს მითუმეტეს ცოტა ხანია რ ეყოფა! ისევ განაგრძობდა –მმართალია! მაშინ არ დამელოდო! მოთმინება ამოწურულმა მამაკაცმა ვეღარ შეიკავა თავი და გასაბარაზებლად უთხრა –არც ვაპირებდი დალოდებას! ისე უდარდელად თქვა რამის მეც დავიჯერე რო მართალს ამბობდა –სახლიდან ფეხი არ გაადგა უჩემოდ! გააფრთხილა და წასასვლელად მოემზადა –ეგ შენ ბო*ებს უბრძანე! იგივე პოზაში მწოლა მიაძახა –იციან იმათ! ნერვებზე თამაში დაიწყო დემეტრემ –მაშინ იცის უთხარი როცა სახლში ხარ ნუ გირეკავენ! სურვილი არ მაქვს თქვენი ეროტკული საუბრები ვისმინო! კბილებში გამოსცრა –რაა? გაუკვირდა არღვლიანს და მიხვდა რომ ნიტამ მისი საუბარი მოისმინა, ეგოისტურად ესიამოვნა ეს ფაქტი, ვერ მიხვდა რატომ მაგრამ მაინც სიგიჟემდე ესიამოვნა –გიშლიან რამეს? გამომცდელი მზერით მიაშტერდა ნიტას, ეს უკანასკნელი კი აფორაჯებულიწამოვარდა ჰამაკიდან –ჩემს თავმოყვარეობაზე არავის დავა*ევინებ, მითუმეტეს ვინმე კა*ას! –კარგი მაშინ ისე ვიზამ როარ გაიგო ხოლმე! უთხრა და დატოვა ნიტა გაწბილებული, რადგან პასუხი ვეღარ დაუბრუნა... მთელი დღე გაბუსხული დააბოტებდა ოტახიდან ოთახში, საღამოს კი ბარში წასვლა გადაწყვიტა და გამოიპრანჭა, ლამაზი ვიწრო ცისფერი კაბა ჩაიცვა და ის იყო გასვლას აპირებდა რომ დემეტრემ შემოაღო ოთახის კარი –ძალიან კარგი! დროს აღარ დავკარგავთ! კმაყოფილმა თქვა და ნიტასკენ დაიძრა –რა? გაოცებულმა გოგონამ ხმადბალა ჰკიტხა –გავდივართ! –სად? –ჩეს ერთ–ერთ საყვარელს რომელსაც დღეს ტელეფონზე ვესაუბრე დაბადების დღე აქვს და წვეულებაზე მიმყევხარ –გააფრინე ბიჭო?! გამწარებულმა დაუბრიალა თვალები –რაიყო გაგაცნობ ბარემ.. –მეღადავები ხო? –ამერიკაში გაზრდილ გოგოს რა გიკვირს? ვითომ გაიოცა არღვლიანმა –მაგდენად გამოქლიავებულიც არ იქნები! თავისთვის ჩაილაპარაკა და დემეტრეს სიტყვები დააიგნორა...მანქანაში უხმოდ ჩასხდნენ და ასეთივე მდგომარეობაში მიაღწიეს დანიშნულების ადგილას... უზარმაზარი ორსართულიანი სახლის წინ გაჩერდნენ, ეზო ხალხით იყო სავსე, აუზით და მცენარეებით იყო იქაურობა სავსე, მოძრავი ლუდის და სხვა სასმლით ბარები, ხმამაღალი მუსიკა, ცეკვა, ხმაური და კარგი განწყობა სუფევდა... დემეტრემ სწრაფად მოუარა მანქანას და საცოლეს გადმოსვლაში დაეხმარა –ჯენტლმენობა მხოლოდ თავშეყრის ადგილებში გახსენდება? ღიმილიანი სახით მაგრამ გესლიანი ხმით ჰკითხა –ბევრი არ დალიო! მანაც ღიმილითვე უპასუხა –ისე მაფრთხილებ გეგონება ლოთი ვარ! –ეგ არ მიგულისხმია! ხომ შეიძლება ამაღამ ჩემ გვერდით თავი ვერ შეიკავო და...! ისევ გაჩუმდა ნიტა და გადაჰკრა ცეცხლისფერმა, მაგრამ ტონალურის წყალობით ვერავინ შენიშნა, მხოლოდ ღიმილიანი სახე შეინარჩუნა და ისე შევიდა სახლში, მაგრამ მე ხომ ვიცი შინაგანად როგორ სცხელოდა და იწვოდა, მითუმეტეს ეს დემეტრეს წელზე მოხვეული ხელი უხუთავდა სულს (სასიამოვნოდ) –ჩემი დემეტრეეეეეე! ქაჯივით შეახტა ვიღაც გოგო დემეტრეს, ნიტა გვერდით გაიწია და აკვირდებოდა გოგონას, რამდენადაც უცნაური უნდა იყოს ძალიან მოიხიბლა გოგონას გარეგნობით, მისი სილაღეც და ბავშვურობაც ხიბლავდა და უკვე დარწმუნებული იყო რომ დემეტრეს საყვრელი არავითარ შემთხვევაში არ იქნებოდა ეს ანგელოზივოთ გოგო –კარგიი შე ჭინკა ნუ გამჭყლიტე! მოეხვია დემეტრეც –აბა საჩუქარი! თვალები აუჟუჟუნა ბიჭს –არ მომიტანია. ვითომ სინანულით უთხრა –არ მჯერა! ეჭვნარევად შეხედა არღვლიანს –შე მართლა ჭინკა! თმა აუჩეჩა გოგოს –ისაა რაც მე მინდოდა? ნელნელა სიხარული ეპარებოდა გოგოს –მხოლოდ ორი კვირით! თითი დაუქნია ბიჭმა –ყველაზე მაგარი ნათლია ხარ! ყველაზე ზეეენათლია! ისევ ცაეხუტა ბიჭს... ნიტა ამ ყველაფერს გაღიმებული უყურებდა და უფრო მეტად გაეღიმა როცა გაიგო რომ დემეტრე ამ გოგოს ნათლია იყო –ვაიმეეე ესაა ჩემი სარძლო? ახლაღა მოითქვა სურვილი იუბილარმა და ნიტას გახედა–მოდელია ხო? გაოცებულმა შეხედა დემეტრეს–ვაიმე რა ფორმები აქ! რა სახე! რა ცხვირი! ანგელოზია ეს გოგო! ბოლოს დაასკვნა და შინაურულად გადაეხვია გოგოს ნიტამაც მისი პოზიტიურობით გახალისებულმა მოხვია ხელები და გაუღიმა –ნიტა ჩემი საცოლე, ეს ჭინკა კი გვანცაა ჩემი სისხლის გამშრობი ნათლული! გააცონ ერთმანეთი ოფიციალურად –ნიშნობაზე არ ვიყავი მომიტევეთ ამიტომ მიწევს შენი გაცნობა აქ! ჩამოარაკრაკა გვანცამ და საზოგადოებას მოავლო თვალი –ასეთი ნათლულის ღირსი არ არის დემეტრე! ყურში უჩურჩულა გოგონას და ორივემ გაიცინა –ეხლავე მოვალ! გვანცამ ეზოში თვალი მოჰკრა ვიღაცას და წამში გავარდა... –მარტო იმიტო არ გეტყვი არაფერს ესეთი ნათლული რო გყავს! სანამ დემეტრე ეტყოდა რამეს მანამდე დაასწრო ნიტამ –სხვა დროს მეტყვი? გამომწვევად ჰკითხა ყურთან –სხვა დრო აღარ გექნება! –ანუ? ყელისკენ წაიღო ტუჩები ბიჭმა –გაჩერდი! –იეჭვიანე ხო? –მეტი საქმე არ მაქვს! არ ტყდებოდა ნიტა –დარწმუნებული ხარ? წელზე ხელი შეუცურა ბიჭმა და ახლოს მიიზიდა გოგონა –გეყოფა სული მეხუთება! წამოსცდა ნიტას –ჩემი სიახლოვე ეგრე მოქმედებს? ხრინწიანი ხმით ჰკითხა –ხალხია და ნუ მიფათურებ ხელებს! ამ ყველაფერს ღიმილიანი სახით ეუბნებოდა –ჩქარა ჟურნალისტი! ნიტამ გააზრებაც ვერ მოასწრო, ვერცერთი სიტყვის თქმა, სამაგიეროდ იგრძნო მის ტუჩებზე ფაფუკი ტუჩების შეხება და რამის ჩამოდნა, ოდნავ ცივი და სიგარეტის არომატით გაჟღენთილი ტუჩები მწველად კოცნიდა, ნიტამაც რომ ვერ გაუძლო აჰვყა კოცნაში და რომ არა ვიღაცის ბოხი ხმა კიდევ გაგრძელდებოდა ეს ვნებიანი და ბედნიერი წუთები... როცა ერთმანეთს მოშორდნენ თვალებგაფართოებულები შეჰყურებდნენ მათ თავზე წამომდგარ ორ არსებას, რომელტაგან ერთი ღიმილით მეორე კი გაურკვეველი, თუმცა ოდნავ ბრაზმორეული უმზერდა... *** ესეც ახალი თავი მოვიდა.. იმედია ძალიან არ დავაგვიანე <3 პ.ს. სურათზე ნიტას და დემეტრეს დიალოგია კოცნამდე :დ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.