შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბიზნეს ვუმენი (თავი 11)


22-06-2017, 22:57
ავტორი Yagami
ნანახია 3 203

თათფირის შემდეგ ისეც საქმის შესწავლას შევუდექი და ისეთი გახარებული ვიყავი არც კი გამხსენებია სხვა არაფერი. შესვენება რო დაიწყო ყავის საყიდლად ჩავედი კაფეტერიაში, ჩემ დანახვაზე ყველამ ჩურჩული დაიწყო და ეს არ მესიამოვნა, ამიტომ ისეც ჩემი საქმის გაგძელება გადავწყვიტე. უკან რომ დავბრუნდი მივხვდი რომ დამეზარა, ამიტომ სიმღერების მოსმენა დავიწყე და უცებ ჩვენი დიდი მომღერალის შეუდარებელი სიმღერა დაიწყო, ოხხ პაატა რა ხარ რა, როგორ შედიხარ ხოლმე მოკლედ. სიმღერას ავყევი და სკამზე ცეკვა დავიწყე , იმ საოცარ მომენტამდე რო მივიდა ხელში სტეპლერი ავიღე დახმამაღმა სიმღერა დავიწყე.
-ამდენი მოთმინედა დამთავრდაააა უნდა შემოვიდე ამაღამ შენში-ხელი უნებლიედ წინ გავიშვირე და ცეკვა გავაგძელე ისე რომ თვალები არ გამიხელია.
-საინტერესოა შენში რა ორგანოთი უნდა შემოსვლა?-ანას ხმა გაისმა თუ არა იმ წამსვე გავახილე თვალები და კარებში მდგარი ალექსანდრე და ანა რომ დავინახე გავშშდი სირცხვილისგან ისღა მაკლდა. ჩემი საოცარი ვოკალიც მოსმენილი აქვთ. ალექსანდრე მიყურებდა ცინკური სახით რადგან სწორედ მისი მიმართულებით მქონდა ხელი გაშვერილი.
-არ ვიცი, მე ეგ ჩემი საქმე მეგონა-ამბობს ალექსანდრე ირონუილი ღიმილით და მე მიყურებს. სახეზე გავწითლდი ამაზე კი ანას გაეცინა.
-რამე გნებაბთ ბატონო ალექსანდრე?-უცებ მოვედი გონს.
-არა მას არა-დაიწყო ანამ და სკამზე ჩამოჯდა-ალექსანდრე რა ძუნწი ხარ უკეთესი ოთახი ვერ გაიმეტე ხო?
-დაიმსახუროს და მიიღებს-ამბობს და ფანჯარას თან სიგარეტის მოწევას იწყებს ისე რომ ჩევენ არ გვიყურებს.
-მე მომწონს-ვამბობ ისე გეგონება ეხლა ჩემი კომპანიის ორი უმნიშვნელოვანეს ფიგურას მაგივრად ჩემ მეგობრებს ველაპარაკებოდე- დიდი ოთახები არ მომწონს მერე ბევრი გიწევს ფიქრი რა სად უნდა დაადგა.
-მგონი ჩემ საქმიანობას შეურაწყოფას აყენებ-ანამ ისე მითხრა ჩემთვის არც შემოუხედავს ოთხის აკვირდებოდა.
-არა უბრალოდ მე მეზარება ეგეთები თორე დიზაინერებთან არანაირი პრეტენზია არ მაქ მადლობელიც კი ვარ მათი ბოლოს და ბოლოს ჩვენ ტანსაცმელებს ისინი ქმნიან.
-მადლობა- შემომხედა და გამიღიმა-მართალია შენ ვერ ერკვევი ამ საქმეში რადგან ისეთი რაღაცეებს იცმოვ ტანში მცრის, მაგრამ მადლობელი ვარ რომ ამას მაინც აფასაებ.
-ჩემ ჩაცმულობაზე საიდან იცი?-საიდან უნდა იცოდეს ადამიანმა ჩემ ჩაცმულობაზე რომელსაც ერთი დღეც არა რააც ვიცნობ.
-შენი ფეისბუქის, ინსტაგრამის და თვითერის გვერდები ვნახე- მითხრა და ტელეფონში ჩემი ფოტო მანახა სადაც სპორტ დარბაზში ვარ და საშინლად დიდი ტანსაცმელში გამოწყობილი.
-ხო ეს ნამდვილად ჩემი სტილია-ვეუბნები ის კი ისეც ტელეფონში იქექება ალექსანდრე კი ყურადღებას არ გვაქცევს.
-არა საყვარელო ეს არა შენი სტილი, შენ უბრალოდ მოგწონს კომფორტი და თავისუფალი ცხოვრება, მაგრამ როდესაც ქალი ხარ ეს უნდა დაივიწყო, არანაირი კომფორტი და შენი სტილი, მხოლოდ დახვეწილი და საშინლად მტკივნეული ცხოვრება უნდა გქონდეს.
-და მერე ეს კარგია?-ვკითხულობ და ცალ წარბს ვწევ ის კი თვალებს ატრილობს და მიყურებს.
-სალომე წამომყევი.
- რა? რატო? ან სად?-ვეკითხევი დაბნეული.
-მოდაში და ქალურ ცხოვრებაში უნდა გაგარკვიო- მეუბნება და სკამიდან დგება მერე კი ალექსანდრეს უყურებს -დღეს რო მოვიტაცო შეიძლება?
-არა არ შემიძლია დღეს-სანამ ალექსანდრე რამეს იტყვის მე ვასწრებ და ვეუბნები-ჩემ მეგობართან ერთად ბოლო დღე მაქ სანამ გაფრინდება და უნდა გავერთო... ნუ ხო გესმის?
-ბოლო დღე რატო?-მეკითხება ალექსანდრე და ჩემსკენ ბრუნდება.
-გიგა ამერიკაში გაურკვეველი დროით მიდის და ამიტომ უნდა...- შესაფერის სიტყვას ვეძებ რაც შეიძლება ლამაზად ითქვას მაგრამ ვერ ვახერხებ-დავთვრეთ-ვამბობ და ალექსანდრე წარბებს გაკვივრების ნიშნად მაღლა წევს.
-დათვრე?-მეკითხება ანა გაკვირვებული მაგრამ ღიმილი ეპარება-მე მეგონა არ გეყვარებოდა ხალხმრავლობა და რაღაცეები.
-არც მიყვარს მაგრამ დალევა სხვა საკითხია-ვოპასუხობ სიცილით.
-გადაწყვეტილია-ტაშს უკრავს ანა-დღეს ჩემთან მოდიხართ შენც და შენი გიგაც, ბევრი ლოდი, აუზი, საჭმელები და ბევრი გართობა, როგორია?
-მგონი გიგას მოეწონება ეგ აზრი-ვეუბნები სიცილით და ალექსანდრესკენ ვიხედები ისიც კუთხეს ტეხს და მიყურებს.
-რა იყო ალექს კუპალნიკებში წარმოიდგინე და გევასა?-უენება ანა სიცილით და მეც ვყვები.
-როლემზე?-ვეკითხები ანას და საათს ვუყურებ ოთხია.
-შვიდზე იყოს და არაფერი არ მოიტანოთ ყველაფერი ჩემზე იყოს-თვალს მიკრავს და გასასვლელთან მისული უკან ბრუნდება-ისე შენ არ ვიცი რითი უნდა შეხვიდე ალექსში მაგრამ ეს ჩემ სახლში არ მოხდეს კარგი- ამბობს და კარებიდან ქრება, მეც მეცინება და საქმეს ვუბრუნდები ხუთ წუთში მახსენდება რომ ალექსანდრე არ გასულა და ფეთიანივით უკან ვტრიალდები ის კი მიყურებს.
-გაგახსენდი?-მეუბნება სიცილით და იმ ადგილას ჯდება სადაც წეხან ანა იჯდა-ანა და გიგა ერთამანეთს გავნან ხო?
-კიი ესეთი ერთმანეთის მსგავსი ჯერ არაფერი მინახავს- ვპასუხობ სიცილით.
-გინდა დავნიძლავდეთ რომ ანა უფრო გამბედავი და კაცების მოყვარულია ვიდრე გიგა-ხო იცის რომ წააგებს რატოღა მენიძლავება ნეტა ანაში უფრო არის რაღაც ქალური და ნაზი, გიგა კი სხვა საკითხია.
-წააგებ-ვეუბნები სიცილით.
-ვნახოთ-მეუბნება ეშმაკური ღიმილით-რაზე ვითამაშოდ?
-არაფერზე, არ მიყვარს რამეზე რომ თამაშობენ.
-ეგრე არ გამოვა, მოიცა მე მოვიფფიქრებ...ბინგო-ამბობს და საჩვენებელ თითს იშვერს ჩემსკენ-თუ მე მოვიგებ მომევალ ჩემს დაბადების დღეზე ჩემი პარტნიორი იქნები.
-როდის გაქ დაბადების დღე?-ვეკითხე ბი და თავში კარგი იდეა მომდის საქმესთან დაკავშირებით.
-სამ კვირაში.
-კარგი იდეა მაქ-ბვეუბნები გახარებული და ფეხზე ვხტები.
-ესე სწრაფად მოიფიქრე რა უნდა მაჩუქო?-მეკითხება გაოცებული.
-კი, თან ისეთი რომ მარტო შენ კი არა კომპანიასაც გამოადგება-ისეთი გაბწინებული სახე მაქ ამაზე იცინება.
-აბა რა მოიფიქრე?
-თუ ეს რესტორნების საქმე მალე მორჩება მაშინ შენი დაბადების დღე, ამ რესტორნებიდან ერთ-ერთში უნდა გადაიხადო და ხალხს უნდა ვანახოთ თუ რა კარგი ადგილია, ასევე შეგვიძლია სხვა ფილიალებში ღია კარის დღე მოვაწყოთ იმით ხალხს მოვიზიდავთ, იქაურობის გაფორმება კი ანაზე კარგად არავის გამოუვა-ლაპარაკს მოვრჩი და შევამჩნიე რომ ლაპარაკისას წინ და უკან დავდიოდი და ხელებს ვიქნევდი, ალექსანდრე კი თბილი ღიმილით მაჯილდოვებდა.
-სალომე ძალიან მალე ითვისებ ყველაფერს და შენით ძალიან მეამაყება, მაგრამ უფრო მეტი რომ შეგიძლია ხვდები ხომ?-არაფერი მიპასუხია რადგან ამ კითხვაზე პასუხი არ არსებოს. ადგა და გარეთ გავიდა. დრო მალე გავიდა და ვერც მივხვდი ესე მოვიდა ექვსი მერე განახსენდა რომ ანას მისამართი არ ვიცოდი თან გიგაც არ გამიფრთხილებია, ტელეფონი ავიღე და გიგას დავირეკე.
-გიგა?
-რა?-მეკითხება და ხმაურზე ვატყობ რომ სადღაც კლუბში ერთობა. არა ნეტა სწავლას როგორ ასწრებს? ან როგორაა ისეთი გენია რომ მთელი უნივერიტეტის ლექტორებს უყვართ?
-რა და ალექსანდრეს და გავიცენი ეხლა ანა და მითხრა რომ მასთან ავსულიყავით იქ დაგველია და შენი გამოსამშვიდობებელი საღამო იქ ყოფილიყო, ბევრი ლუდით და აუზით-ტელეფონშიც კი ვატყობ რომ გაუხარდა.
-ასწორებსს-ყვირის ბოლო ხმაზე-სად ცხოვრებს?
-არვიცი ეხლა ვკითხარ ალექსანდრეს და მისამართს მოგწერ-ვამბობ და ოფისიდან გამოსული ალექსანდრეს კაბინეტისკენ მივიწევ.
-კარგი-ჰაეროვან კოცნას მიგზავნის და თიშავს. ალექსანდრე კაბინეტის კარებზე ვაკაკუნებ და ისე შევდივარ პასუხს აარც ველოდები. ნეტა დამეცა და არ შევსულიყავი. ალექსანდრეს ვიღაც ქალი ყავდა ზედ აკრული და კოცნიდა, მუცელში რაღაც ჩამწყდა, თითქოს ყველა პეპელა რაც აქამდე ჩემს შიგნით დაფრინავდნენ ერთიანად მოკვდა, უცებ სუნთქვა შემეკრა და თავბრუ დამეხვა მაგრამ მყარად დავდექი. არ დავანახებდი რომ სუსტი ვიყავი მის წინაში და ჩემში თითქმის ყველა ის სიხარულის განცდა რაც ამ ოთახში შემოსვლამდე მქონდა როგორ გაქრა.
-უკაცრავად-ვთქვი ჩვეულებრვი ტონით, ალექსანდრემ რომ შემამჩნია ერთ ადგილას გაშეშდა, იმ ქალმა კი შემომხე და ამათვალიერა. ეს ქალი საიდანღაც მეცნობოდა, მეცნობოდა მისი ეშხი , მისი ქერა თმა, გრძელი ფეხები და ლურჯი თვალები. ის იყო ქალი ნახატიდან. აი ეხლა კი ყველაფერი თავის ადგილას ადგა. ის ალექსანდრეს ყოფილი იყო რომელიც დღემდე უყვარდა და სწორედ ამ მიზეზით ინახავდა მის პრორტრეტს სახლში-მერე შემოვალ-ვეუბნებიდა იქაურობას ვტოვებ და ჩემი კაბინეტისკენ მივიწევ სწრაფი ნაბიჯებით. ვიცოდი რომ მარტო გრძნობების იმედი არ უნდა მქონოდა და რეალობა უნდა შემეფასებინა მაგრამ ესე მალე არ ვემოდი ამას ესე მალე არა. შევდივარ თუ არა ჩანთას ხელი დავავლე და ისევ გასვლა დავაპირე კარები რომ გაიღო და ალექსანდრე შემოვარდა, კარები ჩაკეტა და ჩემსკენ წამოვიდა, მეც ინსტიქრურად უკან დავიხიე, მაგრამ მერე ისევ წინ წავედი და კარებთან დავდექი და გასვლა დავაპირე რომ მაჯაში ჩამავლო ხელი და მისკენ შემაბრუნა.
-სალომე მ აგიხსნი-დაიწყო მაგრამ მაშინვე შევაჩერე.
-არა! არაფრის ახსნა საჭირო არა.-ვუთხარი დაწნარებული და ფრთხილი ტომით ისე რომ ჩემი დაეჯერებინა-ჩვენს შორის არაფერი ხდება და არაფრის ახსნა არ გჭირდება, მე თავიდანვე გითხარი რომ გრძნობებს ვერ ავყვებოდი და საკუთარ მომავალს ამის გამო ვერ დავინგრევდი და შენც დამეხმერე, ამიტომ გთხოვ გაჩერდი. შენთვის არ მითხოვია დამელოდე და არავის გაეკარო-თქო ამიტომ თავისუფალი ხარ-ბოლოს თავს ძლივს მოვერიე და გავუღიმე მაგრამ ვიცოდი რომ ძალიან ჩანდა რომ საერთოდ არ მეღიმებოდა. ალექსანდრემ შემომხედა და საფეთქლები მოიზილა, კარების გაღება და გასვლას ვეცადე რომ ხელი კარებს მიადო და შემაჩერა-გინდა ძალების დემონსტრაცია მოვახდინოთ და ბოლოს მაინც გავიდე?
-ეხლა მომისმინე-დაიწყო მაგრამ ისევ შევაჩერე.
-არა ეხლა არა!!-უკვე თავი ვერ შევიკავე და ხმა დამეძაბა-განწყობას კიდევ უფრო ნუ გამიფუჭებ!!-ვუყურებ და ვატყობ რომ ჩემი გაბრაზება და პოზიცია საკმარისად კარგად მიკავია.
-კარგი-ამოიხრა დაკარს ხელიგაუშვა-მაგრამ მერე ინანებ რომ არ მომისმინე-კარიდან გასულს მომაძახა.
-უკვე ისედაც ბევრი რამ ვინანე-ისე ვეუბნები არც კი ვიხედები მისკენ. კედელზე დარტყმის ხმები დიდი ხნის განმავლობაში მესმის , მერე კი ლიფტში შევდივარ და ღრმად სუნთქვას ვიწყებ რომ დავმშვივდე. გიგას ესეთი ვერ დავენახები რადგან წასვლის წინა პერიოდს ჩემს დაწყნარებაში გაატარებს და არა ჩემთან ერთად გართობაში, უფებ სანაძლეო რომ მახსენდება სიცილი მიტყდება, დამავიწყდა მისთვის მეთქვა რომ გაგვეუქმებინა. შენობას ვტოვებ და მეტროსკენ მივიწევ, მიხარია რომ ადგილს მითმობს ერთი ახალგაზრდა ბიჭი რადგან ეხლა ფეხზე ვერ ვიდგებოდი ტორე გული წამივიდოდა. მეც ნაუშნიკებს ვიღებ. Make it rain-ს ვრთავ. მიყარს ეს სიმღერა თან ეხლა სწორედ ესეთ ხასიათზე ვარ. მეტროთი მგძავრობა მიყვარს თან ღამით, მიყვარს როდესაც ნაუშნიკები მიკეთია და ვერაფერს ვერ ვგძნობ მუსიკის გარდა. მართალია ჩემ სახლთან ახლოს არაა მაგრამ მაინც ცუდ ხასიათზე ვიყავი და ამიტომ ერთი გაჩერებით ადრე ჩამოვედი და ფეხით განვაგძე სიარული ამჯერად უფრო მხიარული სიმღერის ჩავრთე მაგრამ ისე ამატკია თავი ისეც ისე ჩავრთე. მალე სახეზე წვიმის წვეთი ვიგძენი და სიხარულით ავივსე, ამ სიხარულში კი წვიმა მასველებდა. უკვე როდესაც მთელი ტანსაცმელი დამილპა და ზედ მომეკრო, ხალხის მზერა უფრო შესამჩნევი გახდა, ამიტომ ნაბიჯებს ავუჩქარე და სახლსაც მალე მივადექი, ალექსანდრეს მანქანა რომ დავინახე გავიყინე, არ ვიცოდი შეიძლებოდა სხვისი ყოფილიყო მაგრამ სახლში ასვლის სურვილი ნამდვილად გამიქრო. ჩემ სახლთნ ახლოს მყოფ პარკისკენ დავაპირე წასვლა რომ ჩემი სადარბაზოდან გიჟივით გამოქანდა ვიღაც და მის მკლავებში მომიქცია. გათვისუფლება ვცადე, მაგრამ მერე თვითონ მომცილდა, ხელი დამავლო და სადარბაზოსკენ წამიყვანა. არ ვიცოდი გადაგებათ ვუთხარი თუ არა, მაგრამ აშკარად ვერ გაიგო ჩემი ნათქვამი. სადარბაზოში შესულსას ისევ მის მკლავებში ამოვყავი თავი.
-ღმერთო-აკანკალებული ხმით თქვა და უფრო მიმიკრო-არ ვიცოდი რა მექნა სახლში რომ არ დამხვდი კინაღამ გული გამისკდა.... სად იყავი-გადამეკეტა სულ დამავიწყდა რომ ცოტა ხნის წინ მისგამო ჩემი გული რომ გაიყინა და დაიფშხვნა.
-ალექსანდრე ხელი გამიშვი თორემ გაფიცები ამას მთელი ცხოვრება განანებ თან ისე რომ არ დაგავიწყდეს-კბილიბში ვცრი და თავიდან ვიცილებ კიბეებზე ავდივარ.
-სალომე გთხოვ გამიგე-იღრიალა მთელი ძალით.
-რა?-გაღიზიანების მწვერვალზე მყოფი ვბრუნდები უკან და მეც მთელი ძალით ვუყვირი- რა გინდა რომ გაგიგო??? მგონი უკვე ყველაფერი გითხარი და უნდა მოვრჩეთ ხალხი ცხოვრობ აქ და დამიჯერე მაგრამ კიდიათ ვინ ხარ და რას წარმოადგენ. ახლა კი მიბრძანდი- ვუყვირი და შებრუნებისას უკვე ვამჩნევ მეზობლების თავებს როგორ აქვთ კარებიდან გამოყოფილები-დასრულდა შოუ საუკეთესო რეიტინგით, ახლე კარგად დგახართ აქ და იმ ა*ვარმა რომ დამჭრა, არავინ არ დამხმარებიხართ-ვეუბნები და ამ დროს ერთ-ერთი ქალი გამოდის ნადია ბებოა ყველაზე კარგი ქალი ამ უბანში. ჩემსკენ მოდის და სახეში სილას მაწნის, ეს კი იმის ნიშანია რომ ბევრი მომივიდა.
-არ აქ მნიშვნელობა რა მოგივა ეს შენში უნდა ჩაკლა, და არა გარეთ გამოუშვა და ყველას დაანახო-მეუბნება წყნარი ხმით -ჩემზე უკეთ არავინ იცის რაც გამოიარე და რამდენს იკავებ მაგრამ არაა საჭირო რომ ეს ყველამ იცოდეს-ჩემს ხელს იღებს და სახეზე იდებს-ანგელოზები არ უნდა კვდებოდნენ არც სურიელით და არც ხორციელი ტკივილით. წამოდი ჩემთან დავილაპარაკოთ-მისი სახლისკენ მივყავარ მაგრამ ვაჩერებ და ვეხუტები და მხოლოდ ეხლა ვამჩნევ რომ მხოლოდ მე, ნადია ბებო და ალექსანდრე ვდგავართ რომელსაც ხელები თავზე აქ შემოლაგებული.
-მადლობა ნადია ბებო მაგრამ ეხლა ამის ხასიათზე არ ვარ, გიგას უნდა შევხვდე.
-ძალიან კარგი მოვიდეს გიგაც ხომ იცი როგორ მიყვარს ეგ ბიჭი-მეუბნება და ალექსანდრეს უყურებს- არ ჩანხარ ცუდი ბიჭი, მაგრამ ქალს რომ კაცი გულს გაუტეხავს ის იმ წამიდან ტოვებს ის მის კაცობას, მერე კიდე ცხოვრების ბოლომდე რაც არ უნდა მოინდომო ამ გულს ვეღავ გაამთელებ.
-ვიცი ქალბატონო-ამბობს ალექსანდრე ისეთი ხმით რომ გულს მწვავს-და არც მაქ იმედი რომ ოდესმე მას გავამთელებ და თან იმ ადამიანის გულს რომელიც ესედაც იმსხვრევოდა და შენ გებარა მისი გამთელება და შენახვა, მაგრამ ვერ მოუარე და გამთელების ნაცვლად უფრო გატეხე და დააზიანე-ამის მოხმენა აღარ შემეძლო ამიტომ ნადია ბებოს სახლში შევედი.
„-მართალი ხარ მაგრამ მისი ახლიდან დაბადებია ყოველთვის შეგიძლია, გამთელებულს ყოველთვის რჩება ისტორია თითვეულ ბზარზე, ახალი კი წინას ბზარებზე სწავლობს-ამბობს ნადია ბებო და სახლის კარებში უჩინარდება.“
ნადია რომ სახლში შეემოდის სკამზე მჯდომიარეს მიყურებს და მიღიმის, ნადია ის პირველი ადამიანია ბებიას სიკვდილის შემდეგ რომ მივლიდა, არადა საერთოდ არ მიცნობდა, არ იცოდა ვინ ვიყავი, რატო ვცხოვრებდი მარტო, რატო ვიყავი ესეთი ჩაკეტილი და უგრძნობი. ის მეორეა იმ ადამიანებს შორის ვისთან ყოფნისასაც მიტირია და პირველი ვისაც ჩემ შესახებ ყველაფერი მოვუყევი და ეს არც დაუძალებია. ჩემსკენ მოდის და მიხუტებს, შემდეგ დივანზე ჯდება და მეც მის კალთაში ვდებ თავს, ის კი თმებზე მეფერება ამაზე მამაჩემი მახსენდება როგოგრ გვეფერებოდა მე და ნუცას თავზე და როგორ გვაძინებდა ხოლმე. ესე მაძინებდა როდესაც კოშმარებს ვხედავდი და არ მეძინებოდა თავზე ხელს მისვავდა და მეფერებოდა.
-რა მოხდა ჩემო პატარა-მოსიყვარულე ხმით იწყებს ლაპარაკს ნადია ბებო- ეხლა ხომ ხედავ როგორ შეუძლია სიყვარულს ყველაზე ძლიერებსაც კი დასცეს მიწაზე, მაგრამ ნამდვილი სიყვარულიც ხომ ესაა. ძალიან ბევრს ეშლება სიყვარულის მნიშვნელობა მისი მოვალეობა ისეე, რომ თავი ჯერ საოცრებათა სამყაროში გაგძნობინოს მერე კი ისე დაგცეს ძირს რომ რეალობას მოგწყვიტოს.
-მაგრამ... მე რეალობის შეგძნება არასდროს დამიკარგავს-ხმა ისე მიკანკალებს რომ ძლივს ვცნობ საკუთარ ხმას. ჩემ ნათქვამზე იცინედა.
-ეგ შენ გგონია რეალობის შეგძნება არ დაგიკარგაცს მაგრამ სინამდვილეში შენ შენი რეალობა შექმენი მის გარეში და ის ყველაფერი დაივიწყე რაც რეალური იყო. რეალობა კი ისაა რომ შენ ის გიყვარს და ამას ვერ ამოშლი ვერც შენი გონებიდან და ვერც გულიდან რაც არ უნდა ეცადო. შენც ხო იცი ეს არა?
-ეს ყველაზე ნაკლებად მინდოდა არ მინდოდა რომ შემყვარებოდა....-თავი ვეღავ შევიკავე და ცრემლები ისე წამოვიდა თვალებიდან ვაღარ შევაკავე-მაგრამ ვერ შევძელი და ეხლა ყველაფერი გაქრა... მეგონა რომ ცხოვრებაში კვლავ შემეგძნო ადამიანისგან სიყვარული , რომელიც უკან დახევის ნაცვლად წინ წაიყვანდა მაგრამ... ისევ მწარედ შევცდი... არ ვარ... არ ვარ ისეთი ძლიერი ადამიანი რომ ყველაფერი ავიტანო და გადავლახო. არ შემიძლია ესეთი რაღაცეები ესე უბრალოდ დავივიწყო და გადავიტანო...-უფრო წამომივდა ცრემლები და მთელი კაბა დავასველე-მეგონა ის...... უფრო დამეხმარებოდა ცხოვრების აწყობაში თითქმის აზრიც კი შევიცვალე გრძნობებს ავყევი ...ვიცი სისულელეა რადგან პირველი სიყვარული ყოველთვის მალე მთავრდება მაგრამ... ჯერ არც კი შემიგძნიაა...
-და ვინ გითხრა რომ დამთავრდა?... იმაში მართალი ხარ რომ პირველი სიყვარული მალე მთავრდება, მაგრამ სწორედ ამ დამთავრების შემდეგ იწყებენ მათი გაერთიანება... ხომ იცი რომ მასაც ატკინე შენი საქციელით? ეხლა წარმოდგენა მაინც თუ გაქ ის რა დღეშია?
-კი ალბათ ისე იმ ქალთანაა-ამის გასენებაზე ბრაზმა დამიარა და ცრემლებიც უფრო წამოვიდა.
-ანუ ვიღაცასთან დაინახე?
-კიი. ალექსანდრეს არაფერი უთქვამს...უფრო სწორად არ ვაცადე, მაგრამ მის სახლში იმ ქალის ნახატი ვნახე, მივხვდი რომ ის იყო და მერე წამოვედი და არაფერი ვათქმევინე-თავი მის კალთაში უფრო მაგრამ დაჩავრგე და ავტირდი.
-დაწყნარდი... იცი ეხლა ჩემთან კია არა მასთან უნდა იყო, ამიტომ აიღე ტელეფონი და დაურეკე...
-არ მინდა ესეთი არ დავენახები...
-დამიჯერე რო ნახავ არც ის იქნება უკეთეს მდგომარეობაში..მიდი
-ცოტა ხანში-გავუღიმე და თავი ჩავრგე. ვიცოდი რომ უნდა დამერეკა და გამეგო რა ხდებოდა მაგრამ არ შემეძლო ამიტომ ცოტა ფერზე უნდა მოვსულიყავი, მალე დავემშვიდებე ნადიას და ჩემ სახლში ავედი. კარები ჩავკეტე და ტანსაცმელი გავიძვე ჯერ შიშველი დავდიოდი სახლში მერე კი შხაპი მივიღე, ფერზე ცოტა რომ მოვედი და ჭამა დავიწყე, როცა ტელეფონმა დარეკა.
-ხო გიგა?
-შენთან მოვდივარ-ისეთი სერიოზული ტონით მითხრა შევატყე რომ უკვე გაიგო რაც მოხდა.
-აუ არა რა მეძინება ხვალ იყოს და ბარემ დავთვრეთ, კაი?
-კარგი და შენ როგორ ხარ?
-უფრო კარგადაც ვყოფილვარ, ისე რაღაც სერიალს გავს ხო-სიცილი აგვიტყდა ორივეს.
-სერიალისთვის ზედმეტად რეალურია არა? და ხო ისე ანა გავიცანი-მითხრა და გაიცინა.
-საიდან?-ვკითხე გაკვირვებულმა რადგან არ შეხვედრიან ერთმანეთს ჯერ.
-მერე გეტყვი და შენ რას ფიქრობ ანაზე?-ისე მკითხა მგონი მოეწონა.
-კარგი ქალიააა-ქალია ცოტა გამოვკვეთე რომ ასაკ შორის განსხვავებას მიმხვდარიყო, მაგრამ არა სერიოზულად რადგან არანაირი საწინააღმდეგო არ მქონდა იმაზე რომ ქალი ყოფილიყო მასზე უფროსი, პირიქით გამიხარდებოდა თუ დააჭკვიანებდა.
-ხო კარგი გოგოა-ხოო ასკარად მოეწონა რადგან სიტყვას ყურედღება არ მიაქცია.
-რა იყო ხო არ მოგეწონა?-გამეცინა რომ გაჩუმდა და არაფერი მიპასუხა-კარგი კარგი წავედი დავიძინო.
-კარგი-მიტხრა და გათიშა, ჭამას შევუდექი იმდენი არ მიჭამია სხვა დროს რო ვსკდები ხომლე. მერე ტელევიზორს ვუყურე და ყველაფერი დავალაგე თუ რა უნდა მეთქვა და მექნა ალექსანდრესთან შეხვედრისას, ამიტომ ტელეფონი ავიღე და წერა დავიწყე:
„მგონი ზედმეტი მომივიდა ამიტომ... ხვალ შევხვდეთ და ვისაუბროთ“
პასუხმაც არ დაყოვნა:
„კარგი...მეც მაქ რაღაცეები ასახსნელი და მეც ზედმეტი მომიციდა. გთხოვ, მაპატიე“
არაფერი მიმიწერია და ამაზე ფიქრში მალევე ჩამეძინა.


--------------------
იმედია მოგეწონებათ^^ მუზამ გამიჭედა და...



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

აუუუ ბოლო მესიჯი მაგრად გამისწორდაააა


გგიგაზე ვგიჯდებიიიი
ძაან მომწონს
ანა რამდენი წლის იქნება????
აუუუ დასაწყისზე ჩავბჟირდიიიი

 


№2  offline აქტიური მკითხველი Yagami

nawkas12345
აუუუ ბოლო მესიჯი მაგრად გამისწორდაააა


გგიგაზე ვგიჯდებიიიი
ძაან მომწონს
ანა რამდენი წლის იქნება????
აუუუ დასაწყისზე ჩავბჟირდიიიი

ანა 29 წლისაა გიგა 23-ის

 


№3 სტუმარი მოცინარი

კარგი იყო, უბრალოდ წინა თავები ჯობდა. თუმცა ძალიან მაინტერესებს რა მოხდება

 


№4 სტუმარი Guest Lia

Kargia gaagrzele

 


№5 სტუმარი °°°°°

aleqsandre ra dampalia, ar imsaxurebs am gogos

 


№6 სტუმარი Guest lika

დღეს არ დადებბ

 


№7 სტუმარი იცი

°°°°°
aleqsandre ra dampalia, ar imsaxurebs am gogos

მართალი ხარ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent