შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ემა (თავი 1)


23-06-2017, 11:12
ავტორი ადელაინი
ნანახია 2 653

"რა უსამართლოა ეს ცხოვრება"უკვე მერამდენედ ვიმეორებდი საყვარელ ფრაზას გულში, ხმამაღლა კი არაფერს ვამბობდი და გულმოდგინედ ვუსმენდი საშუალო სიმაღლის გამხდარ ქალს,რომელსაც მკაცრი გამომეტყველება სახიდან არ მოშორებია ისე მაძლევდა განკარგულებას, თუ რა როგორ უნდა გამეკეთებინა.როცა საუბარს მორჩა გამომცდელად მომაჩერდა
- ყველაფერი გასაგებია?
- კი ქალბატონო ყველაფერი გასაგებია,ყველაფერს მივხედავ წვეულების შემდეგ კი მთელ სახლს დავალაგებ და თევშებსაც დავრეცხავ.
- ძალიან კარგი! თვითკმაყოფილმა გამიღიმა და ოთახი დატოვა
ადვილი ცხოვრება არასდროს მქონია,მთელი თვრამეტი წელი ბავშვთა თავშესაფარში გავატარე,მშობლები არასდროს მენახა,ყოველთვის მაინტერესებდა როგორები იყვნენ, ან როგორი ოჯახი მყავდა სანამ ერთ საბედისწერო დღეს ავტოკატასტროფაში ორივეს არ დავკარგავდი,საბედნიეროთ თუ სამწუხაროდ მე ამ დროს ბებოსთან დავუტოვებივარ დედას,მშობლების გარდაცვალება ბებოს, ჩემს ერთადერთ დარჩენილ ნათესავს ვეღარ გადაუტანია და რამდენიმე თვეში ინფაქტით მომკვდარა,უპატრონოდ დარჩენილს კი თავშესაფარში მიკრეს თავი,იქ ყოფნა აუტანელი იყო,მაგრამ მაინც იყო რაღაც დადებითი,თავზე ჭერი და საჭმელი მაინც მქონდა,ყველაფერი კი მაშინ აირია როცა თვრამეტის გავხდი და იქედან მომიწია წამოსვლა,მცირეოდენი თანხით, მარტო დავრჩი სრულიად უცხო ქალაქში,ძალიან გამიჭირდა,რომ არა ნინო ალბათ ვერაფერს მოვახერხებდი,ისიც მარტო იყო თბილისში,მაგრამ იმიტომ არა რომ ობოლო იყო, როგორც მე,არა უბრალოდ მას დამოუკედებლობა უნდოდა.ერთად ვიქირავეთ ერთოთახიანი,სანამ ჩემთან იყო კიდევ ვახერხებდით თავის გატანას,მისი მშობლებიც გვეხმარებოდნენ,მაგრამ ჩვენი თანაცხოვრება მხოლოდ ერთი წელი გაგრძელდა,ნინო გათხოვდა.ამიტომ მთელი ხარჯები ისევ მე დამაწვა კისერზე,სტაბილური სამსახურიც ვერსად ვიპოვე რადგან საჭირო განათლება არაფერში აღმომაჩნდა,ამიტომ ხშირად მიწევდა სხვადასხვა სამუშაოს შესრულება,ხშირად დამილაგებია სხვისი სახლი,ჭურჭლებიც დამირეცხავს,ფანჯრებიც დამიწმინდავს,ჩემი ნომერი სააგენტოში მქონდა დატოვებული ამიტომ თუ მსგავსი საუშაო გამოჩნდებოდა მე მირეკავდნენ.
ამჟამადაც იგივე საქმეზე ვიყავი მისული ერთ-ერთ ულამაზეს სახლში,სადაც წვეულება იმართებოდა,ჯერ არ ვიცოდი რა სახის,მაგრამ არც მანაღვლებდა მე მხოლოდ სასმელი უნდა ჩამომეტარებინა,როცა ყველაფერი დამთავრდებოდა კი სახლი დამელაგებინა,სწორედ ამას მიხსნიდი ქალი რომელიც ამ სახლში მუშაობდა,მის დავალება კი მხოლოდ იმაში გამოხატებოდა რომ თვალი ედევნებინა მოსამსახურე პერსონალის მუშაობაზე.
* * *
წვეულება იმაზე ხმაურიანი აღმოჩნდა ვიდრე ველოდი,ვფიქრობდი,რადგან ამდენ ფულს მხოლოდ იმაში ყრიან რომ ვინმე მიემსახურონ ალბათ მნიშვნელოვანი საღამოათქო,მაგრამ მწარედ შევცდი."განებივრებული მამიკოს ბიჭები" ირონიულად ჩავილაპარაკე და მზერა მოვავლე აქ შეყრილ საზოგადოებას,არ ვიცი რატომ გამოვყავი ბიჭები აქ გოგონებიც ბლომად "მოიპოვებოდა",ეგოისტი არასდროს ვყოფილვარ მაგრამ ამ წუთას ძალიან მინდოდა მეც ჩვეულებრივი ახალგაზრდა ვყოფილიყავი,მათთან ერთად მეცეკვა,დამელია,მართალია არასდროს ვსვამდი მაგრამ მაინც.მწარედ ჩამეცინა ჩემს ოცნებებზე და საქმეს მივუბრუნდი.დღე ძალიან დამღლელი აღმოჩნდა,უზარმაზარი სახლის დალაგება არც ისე ადვილი აღმოჩნდა,მაგრამ სხვა გზა არ მქონდა ფული ძალიან მჭირდებოდა,ქირა და კომუნალურები უნდა გადამეხადა.ის ის იყო სამოშაოს მოვრჩი და ღონემიხდილმა გრძელი თმები რომელიც უდიერად მქონდა შეკრული გავიშალე და წასვლას ვაპირებდი ოთახში ვიღაც ქალი შემოვიდა კონვერტი გამომიწოდა, სადაც სავარაუდოდ ჩემი ანაზღაურება იდო,მადლობა გადავუხადე და გასვლა დავაპირე რომ ქალის სიტყვები გზად დამეწია
-შენთან წინადადება მაქვს
-ჩემთან? გაოცება ვერ დავმალე და საჩვენებელი თითი გულთან მივიტანე
- კი შენთან
- რა წინადადება?
- როგორც ვიცი სტაბილური სამსახური არ გაქვს,ასე რომ მე შემიძლია დაგასაქმო
- მართლა? სიხარულისგან კინაღამ შევკივლე -სა რა მევალება?
-ის რასაც აქამდე აკეთებდი,სახლის საქმეებს უნდა მიხედო.ანაზღაურებაზე არ ინერვიულო,მაინც უნდა აგვეყვანა ვინმე და რატომ ვეძებო? შენ ხომ აქ ხარ.რას იტყვი,თანახმა ხარ?
- რათქმაუნდა! - დაუფიქრებლად წამოვიყვირე გახარებულმა
- ძალიან კარგი,მაგრამ არის კიდევ რაღაც
-რა?
-აქ უნდ გადმოხვიდე
-კი მაგრამ რატომ?
-შენთვისაც ასე სჯობს და ჩვენთვისაც მუდამ აქ უნდა იყო რა იცი რა საქმე გამოჩნდება,ახლა არაფერი მიპასუხო დაფიქრდი და გადაწყვეტილება ისე მიიღე გადაწყვეტილება,იცოდე ხვალ დილით აქ უნდა იყო - სასიამოვნოდ გამიღიმა ქალმა და ოთახი დატოვა
* * *
იმ სახლში გადასვლაზე ფიქრი მაფორიაქებდა.მაგრამ ეს ძალიან კარგი ვარიანტი იყო,მექნებოდა სამუშაო,თანაც არც ბინის ქირა მექნებოდა გადასახდელი,არც კომუნალურები და ეჭვი მაქვს არც საკვებზე ფიქრი მომიწევდა.ასე რომ გადაწყვეტილება მივიღე და მეორე დილით უკვე უზარმაზარი სახლის ჭიშკართან ვიდექი.კარები ჩემმა "მხსნელმა" გამიღო,ძალიან სასიამოვნო ქალი აღმოჩნდა ნათელა,როგორც გაირკვა და ამას ვხვდებოდი კიდეც, ისიც აქ მუშაობდა,მაგრამ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ცოტახნით მიდიოდა ამიტომ დასჭირდათ შემცვლელი,როგორც მან მითხრა სახლში სულ ოთხი ადამიანი ვიქნებოდით,აქედან ორი მე და ლიანა,დანარჩენი ორის ვინაობა უცნობი იყო.
* * *
მიუხედავად იმისა რომ საშინლად დავიქანცე,ჩემი პირველი სამუშაო დღე შესანიშნავად დასრულდებოდა რომ არა ერთი უსიამოვნო ფაქტი,თითქმის საქმეს მოვრჩი,ბოლო ოთახს ვალაგებდი როცა კარები ვიღაცამ ძლიერად მიაჯახუნა,არ ველოდებოდი ამიტომ ძალიან შევშინდი,თამამად შემიძლია ვთქვა რომ იშვიათი აღნაგობის იყო,მაღალი,საშუალოდ გამხდარი,თმები წინ აექოჩრა,მაგრამ განსაკუთრებულ ეფექტს მაინც მისი შავი თვალები ახდენდა.

.უცნობმა გულგრლად ამათვალიერა
- არ იცი რომ ჩემს ოთახში შემოსვლის უფლება არავის აქვს?
-მე არ ვიცოდი.-ძლივს მოვაბი სათქმელს თავი
-დღეიდან გეცოდინება.შენ ალბათ ის ხარ ვისზეც ნათელამ მელაპარაკა.რა გქვია?
-ემა,ემა ახვლედიანი-დაბნწულმა ძლივს ამოვილუღლურე
-უნიფორმა რატომ არ გაცვია?
- რა? მე..მე არ ვიცოდი ამის შესახებ ჩემთვის არავის უთქვამს.
-შენ აქ მოახლე ხარ და ისე უნდა გეცვას როგორც მოახლეს შეეფერება-ცინიკურად ამათვალიერა,ცოტა ხნის შემდეგ კი დაამატა-თუმცა ისე გაცვია არ უნდა დაგჭირდეს გამოცვლა.
- უკაცრავად მაგრამ,ის რომ სხვებივით მოდურად და დახვეწილად არ მაცვია არ ნიშნავს რომ გაქვთ უფლება ასე მელაპარაკოთ,მე თქვენთვის არაფერი დამიშავებია,და ჩემი ერთადერთი დანაშაული თუ ისაა რომ თქვენს ოთახში შემოვიჭერი,მაპატიეთ ეს აღარ განმეორდება!
მივახალე ცრომლმორეულმა და ოთახიდან გიჟივით გავვარდი,სწრაფად ჩავირბინე პირველ სართულზე სადაც ოთახი გამომიყო ნათელამ,გიჟივით შევვარდი ოთახში,გაცოფებული ვიყავი,გავაანალიზე რომ აქ გადმოსვლა ცუდი აზრი იყო,იქნებ ჯერ არ არის გვიან? ჯერ ჩემი ნივთებიც კი არ გადმომეტანა,მაგრამ ეს იმდენად კარგი წინადადება იყო ვიღაც ცინიკოსის გამო უარს ვერ ვიტყოდი,ამიტომ დავრჩი!

დილით ყავას ვსვამდი როცა სამზარეულოში გეგა შემოვიდა.სწრაფად დავდგი ფინჯანი მაგიდაზე,ფეხზე წამოვდექი და ინტერესით მივაჩერდი,იმის მოლოდინში თუ როდის მეტყოდა რა მიზეზით "მეახლა".
მისი სახე,გამოხედვა,კუპრივით შავი თვალები და საოცრად მკაცრი ნაკვთები კარგს არაფერს მიქადნიდა.
-რამე გნებავთ ბატონო გეგა?-სულაც არ მიხაროდა ასე თავაზიანად დავლაპარაკებოდი მას მომხდარის შემდეგ,მაგრამ ამას საქმე მოითხოვდა მე აქ არაფერს წარმოვადგენდი
-და რაც მინდა მომცემ?-ირონიულად ჩაიღიმა და ზიზღით ამათვალიერა
-გააჩნია თქვენს სურვილებს-თითქოს არაფერიო ისე ავიჩეჩე მხრები
-შენ რა გამბედავი ყოფილხარ!ნუთუ არ გეშინია?
-რისი უნდა მეშინოდეს?მე ჩემს სამუშაოს ვასრულებ
-და შენს მოვალეობებში ჩემი სურვილების დაკმაყოფილებაც შედის არა? -სარკასტულად შენიშნა და ჩემთან ახლოს მოიწია,ისევ ეს ირონილი ღიმილი და ზიზღნარევი მზერა,ვერაფერი გამეგო თუ რას მერჩოდა ეს კაცი? ან იქნებ ეს მისი სტიქია იყო,დაემცირებინა ადამიანი რომელიც მის სახლში დამლაგებლად მუშაობდა
-არა! რადგან აქ ვარ ეს იმას არ ნიშნავს რომ შეგიძლიათ ასე მელაპარაკოთ! არა გაქვთ ამის უფლება - მივაყარე გაწიწმატებულმა, სიტყვა კი მისმა ხარხარმა შემაწყვეტინა,უფრო ახლოს მოიწია ხელით სახეზე მწვდა და არაფრისმთქმელი მზერა მომაპყრო
-ეს ჩემი ტერიტორიაა!და მე ყველაფრის უფლება მაქვს მითუმეტეს როცა აქ ყველაფერი მე მეკუთვნის -კბილებში გამოსცრა და ხელი უხეშად შემიშვა,მოულოდნელობისგან შევბარბაცდი
-მაგრამ არა მე!
-ცდები!შენ ჩემს ტერიტორიაზე შემოიჭერი ასე რომ შენ უკვე ჩემს საკუთრებას წარმოადგენ,გააკეთებ იმას რასაც გეტყვი და როცა გეტყვი.გასაგებია? - მისი ხმა მკაცრი და ურყევი იყო
-არა.-ამოვიკნავლე სასოწარკვეთილმა
-შენი ლექსიკონი მხოლოდ "დიახ"-ით უნდა შემოიფარგლებოდეს,არარაობავ.-ისე დაიღრიალა გული გადამიქანდა რადგან ვხვდებოდი ის აუცილებლად შეასრულებდა თავის პირობას.შიში კი ორმაგად გაძლიერდა როცა გეგამ მახარა სახლში მარტონი ვართ, დედაჩემი თავის სახლში დაბრუნდა,მსახურები კი დავითხოვეო.მიზეზს კი ვერ მივხვდი,ახლა სრულიად მარტო ვიყავი იმ კაცთან ერთად ვინც ასე მონასავით ექცეოდა უბრალო ხალხს,ავდგებოდი და წავიდოდი მაგრამ ყველაზე საშინელი ის იყო რომ წასასვლელი აღარსად მქონდა.
* * *
ყავის დალევის სურვლი სრულიად გამიქრა,აღარც ლუკმა გადამდიოდა ყელში,ერთ ადგლზე გაყინული ვიჯექი და ვფიქრობდი ჩემს უიღბლო ცხოვრებაზე როცა გეგას ყვირილის ხმა მომესმა მეორე სართულიდან.

ნირწამხდარმა ძლივს ავითრიე სხეული და შევეცადე სწრაფად ამერბინა მოჩუქურთმებულ კიბეებზე,მაგრამ ამაოდ
-არ გესმის გოგო შენ რომ გეძახი?წადი ყავა ამომიტანე აქ! -მიბრძანა მის ოთახში შესულს,არაფერი მითქვამს მორჩილად დავუქნიე თავი,ამჯერად ქვემოთ სწრაფად ჩავირბინე,ყავა მოვუმზადე და რამდენიმე წუთში ისევ მის ოთახში გავჩნდი.
არ მომწონა ნახელავი ზედმეტად ტკბილია მე მწარე მიყვარსო,თავიდან მოვუხარშე ყავა,ამჯერადაც არ მოეწონა ეს უშაქროა მე კი მწარე გითხარიო.მივხვდი მას სულაც არ უნდოდა ყავა უბრალოდ ჩემი წვალება ართობდა,სახეზე საზიზღარი ღიმილი დასთამაშებდა როცა მორჩილად ვასრულებდი მის ყველა მითითებას.გაბრაზებულმა ვეღარ შევძელი თავის შეკავება და პირში მივახალე
-შენც არ იცი რა გინდა!მე არ ვარ ვალდებული ავიტანო შენი პრიკაზები ასე რომ მე მივდივარ! ვერ შევამჩნიე როგორ გადავედი შენობითზე,მაგრამ ამას აღარ ქონდა აზრი,ვიცოდი თუ აქ დავრჩებოდი სიცოცხლე ჯოჯოხეთად მექცეოდა,ამას კი ისევ ქუჩაში ყოფნა მერჩივნა,თავისუფალი მაინც ვიქნებოდი.
-ჯერ ერთი როცა მე მომმართავ "ბატონო გეგა" არ დაგავიწყდეს,და მეორეც შენ აქედან ვერსად წახვალ ძუკნავ,მე უკვე გასაგებად გითხარი შენ ჩემს საკუთრებას წარმოადგენ ამიტომ მინდა გაგიშვებ მინდა არა!მე კი ჯერ არ მინდა ეს მოხდეს,შენი აქ ყოფნა მართობს,სიმართლე გითხრა შენი ტკივილი მახალისებს,ეს ასეა,მე უბრალოდ ასეთი ვარ.
-და ვინ მოგცათ ამის უფლება? -დამარცხებულმა ძლივს ამოვილუღლუღე
-ამის უფლებას საკუთარი თავი და გვალენა მაძლევს,მე ყოველთვის იმას ვაკეთებ რაც მინდა და წინ ვერავინ აღმიდგება,ასე რომ არც კი იფიქრო რომ ჩემგან თავს დაიძვრენ,ჯერ მაინც,მერე არ ვიცი რამოხდება.ახლა კი მორჩი ისტერიკებს და გადი აქედან!
-არა
-მე გაგაფრთხილე,შენ მე მხოლოდ "დიახ" უნდა მითხრა და სხვა არაფერი!-ისე დაიღრიალა გული ლამის გამისკდა,ვიცოდი არ ხუმრობდა ამას მის თვალებში აგიზგიზებული ცეცხლი მამცნობდა-გასაგებია?
-დიახ
მძულდა,მძულდა მისი საქციელის გამო,იმის გამო რომ ასე ნივთივით მექცეოდა,კიდევ ერთხელ დამიმტკიცა არავინ ხარო,ნეტავ რა უნდა ჩემგან? არ ვიცოდი პასუხი მაგრამ ის ვიცოდი ამ სასახლიდან ვერ გავაღწევდი თუ ამას დემონი,სალი-კლდე არ მოისურვებდა.ჯერ იყო მთელი ბავშვობა გამიმწარეს აღმზრდელებმა,ნათლად მახსოვს,როგორ მსჯიდნენ,უბრალო რამეზეც კი,ის ბნელი ოთახიც მახსოვს,გადატანილი სტრესის შემდეგ ჭირივით მძულდა სიბნელე,არა არ მძულდა საშინლად მეშინოდა.მერე კი აქ ამოვყავი თავი,აქ კი ნათელი იყო უარესის მოლოდინში უნდა გამეტარებინა დღეები,სანამ ლუციფერს არ მობეზრდებოდა
* * *
ჩემთვის ყოველთვის რთული და აუტანელი იყო "ობოლის"
სტატუსი .ყოველთვის დაჩაგრულად ვგრძნობდი თავს,მეგონა ჩემი ყველა უბედურების მიზეზი ეს იყო,მართალიც ვიყავი,როცა არავინ გყავს,არც მამა რომელიც რჩევებს მოგცემს,არც დედა რომელიც თბილ სახლში დაგელოდება საუზმეს მოგიმზადებს,მოგეფერება და დაძაბული დღის შემდეგ ნაზად გადაგისვამ თავზე ხელს.არიან ბავშვები რომლების ტიროდნენ რაღაც სათამაშოს გამო რომელიც ასე სურდათ,მე კი ყველაფერს დავთმობდი ოღონს ოჯახი მქონოდა,და ასე ეულად არ მეგრძნო თავი.ხომ უნდა მქონოდა რაღაც ხელჩასაჭიდი?ან დამოუკიდებლობა,თავისუფლება...მაგრამ მე არაფერი გამაჩნდა ეს ასლბათ იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ბავშვთა თავშესაფარში გავატარე.მე ახლა უნდა დავმდგარიყავი ფეხზე,დამემკვიდრებინა ადგილი საზოგადოებაში,ამისთვის კი მჭირდებოდა ვინმე ვინც დახმარების ხელს გამომიწვდიდა.ახლაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა ჩემი უიღბლობა,მე ვმუშაობდი დამლაგებლად კაცთან რომელსაც არ გააჩნდა გული და გრძნობები,გეგა ის იყო ვისაც სხვების ტანჯვა სიამოვნებას ანიჭებდა.დრო იყო დამერღვია დუმილი,გამომეთქვა პროტესტი,ერთხელ მაინც ცხოვრებაში მე ვყოფილიყავი ჩემი ცხოვრების ბატონ-პატრონი.
"ყველა გზააბნეული დაკარგული არ არის" ჯონ რონალდ ტოლკიენის სიტყვები ამომიტივტივდა გონებაში,ფრაზა რომელიც ასე მიყვარდა და იმედით მავსებდა.
გადაწყვეტილებ მივიღე რადაც არ უნდა დამჯდომოდა აქედან თავი უნდა დამეღწია,რადგან არავის ქონდა უფლება ისე მომქცეოდა როფორც არარაობას.უნდა გავქცეოდი "მას" მაგრამ ჯერ არ ვიცოდი როგორ.

ცხოვრებაში პირველად საკუთარი თავი მძულდა, იმიტომ რომ ისევ იქ ვიყავი სადაც ასე მამცირებდა "ბატონი გეგა", მე კი ასე მორჩილად ვასრულებდი მის ყველა ბრძანებას მხოლოდ იმიტომ რომ მქონდა თავშესაფარი და მაღალი ანაზღაურება,მაგრამ კიდევ იყო მიზეზი მე არ ვიცოდი სად წავსულიყავი ან რა გამეკეთებინა,არ მინდოდა კიდევ ერთხელ გამომეცადა რას ნიშნავს უცხო ქალაქში იდგე ეულად და არ გქონდეს არც თავშესაფარი და არც გეგმა თუ რა უნდა გააკეთო."ლაჩარო!" შემოვუძახე საკუთარ თავს და საწოლში შევწექი.
* * *
მთელი დღე სახლში ჭაჭანება არ იყო,ამიტომ დაძაბულობა სრულიად მომეხსნა და ისე შევუდექი სახლის დალაგებას,როცა საქმეს მოვრჩი უკვე შებინდებულიყო,ადვილი არ აღმოჩნდა უზარმაზარი სახლის დალაგება.ის იყო ჩემს ოთახში შესვლას და წამოწოლას ვაპირებდი როცა მთავარი კარები ფართოდ გაიღო და რამოდენიმე ადამიანი მხიარულად შემოცვივდა სახლში,მათ შორის გეგაც იყო.იმ გოგონას სიცილმა კი რომელიც ისე მიხუტებოდა გეგას,თითქოს ეშინია სადმე არ გაექცესო,ოთახი გააყრუა.არ ვიცი რატომ მივაქციე ყურადღება მას როცა ოთახში სულ ოთხი გოგო და ხუთი ბიჭი იდგა.დავიძაბე როცა ყველამ მზერა მე მომაპყრო,ვაცნობიერებდი გოგონები რა შემფასებლრი და ირონიული მზერით მათვალიერებდნენ,თითქოს ყალბი ექსპონანტი ვყოფილიყავი და ამის დაზუსტებას ცდილობდნენ.
-გეგა ეს ვინ არის?-დაიწრიპინა ქერათმიანმა, უფრო მეტად აეკრო მამაკაცს და ხელით ჩემზე ანიშნა
-ეს?-ცინუკურად გადმომხედა ჩემმა ბატონმა და ზიზღნარევი გამომეტყველებით მიუგო-ეს არავინაა.
ამ სიტყვებმა გონზე მომიყვანა,მივხვდი რომ სულელივით ვიდექი შუა ოთახში და გულუბრყვილოდ მივჩერებოდი სამეგობროს.უცებ გამოვფხიზლდი და ოთახიდან გასვლა დავაპირე როცა გეგამ მრისხანედ მომაძახა
-ჰეი!სად მიდიხარ?
-მე უკვე მოვრჩი საქმეს
-ვერ ხედავ მეგობრები მესტუმრნენ,ასე რომ ინებე და მოგვემსახურე
-ასეც ვიცოდი რომ მოსამსახურე იყო-ცალყბად ჩაიღიმა წითელთმიანმა რომელსაც მკერდი ლამის ამოეყარა მაისურიდან
-კარგი რა სალი!ამას რა დიდი მიხვედრა უნდა?-გაეცინა ქერას
თავს დამცირებულად ვგრძნობდი,მინდოდა კარები გამეღო და გავქცეულიყავი მაგრამ არ ვიცი რატომ არ ვაკეთებდი ამას,ეს ჩემი სისუსტის გამოვლინებად ჩავთვალე,თითქოს რაღაც ძალა მაბრკოლებდა.
არაფერი მითქვამს არც გეგას სიტყვებისთვის მიმიქცევია ყურადღება ისე დავტოვე მისაღები,ჩემს ოთახში შესულმა კი ცრემლებს გზა მივეცი.არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ასე,არავის შევუწუხებივარ,გეგასაც კი არ უცდია ჩემი გაყვანა და დამცირება,სიმართლე გითხრათ ძალიან გამიკვირდა.
ლამის იყო ძილმა თავი წამართვა როცა გეგას ყვირილი შემომესმა,როგორ მძულდა ამ ხმის გაგონება,ჭირივით მეზიზღებოდა.ზლაზნით ავითრიე სხეული და იმ ოთახისკენ ავიღე გეზი საიდანაც ხმამაღალი ლაპარაკი და სიცილი გამოდიოდა,შესვლას ვაპირებდი მაგრამ გადავიფიქრე როცა მათ საუბარს ყური მოვკარი,ჭორიკანა არასდროს ვყოფლვარ,მაგრამ ეს სხვა შემთხვევა იყო უბრალოდ ცნობისმოყვარეობა მკლავდა რაზე საუბრობდნენ გეგა და სავარაუდოდ მისი სამეგობრო წრე
-ასე მუღამი დამეკარგა!მოდი რამეზე ვითამაშოდ!-მომესმა მამაკაცის ხმა
-კი მაგრამ რაზე?-აშკარად ამოვიცანი გეგას ხმა,კარებთან უფრო ახლოს მივიწიე და მოსმენასთან ერთად თვალთვალიც დავუწყე
-რავი რა,სულერთია უბრალოდ სტიმული მჭირდება
-მაგარი იდია მაქვს!-საუბარში ქერა ჩაერია,და მაგიდაზე სწრაფად დაარიგა ბანქო
-რა იდია?-გაოცებულმა მიაშტერდნენ იქ მყოფნი
-ლევან,თუ გეგა მოიგებს შენს პორშეს დაუთმობ
-რა?თაკო! არა არარსებობს-აწრიალდა ლევანი

-ნუ წუწუნებ ბიჭო,თუ შენ მოიგებ გეგა თავის მშვენიერ მოახლეს დაგითმობს
მოსმენილმა შემძრა,ისინი ისე აღმიქვამდნენ როგორც ნივთს რომელსაც ასე უბრალოდ უპირებდნენ "გასხვისებას" მათ არ ესმოდათ რომ მე ადამიანი ვიყავი,ჩემი უფლებებით.აუცილებლად წავიდოდი,ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა ჩემი უსაზღვრო მოთმინების მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ რაც იმას მივახლიდი პირში რასაც ვფიქრობდი,ღრმად ჩავისუნთქე და მოსაუბრეებს შევუერთდი
-მეძახდი გეგა?-ცინიკურად შევხედე,უკვე აღარ მივმართავდი"ბატონოთი" ის ჩემთვის არავინ იყო,ადამიანიც კი,ადამიანს არ შეუძლია ასეთი რამის გაკეთება,ასეთი სისასტიკეც კი ზედმეტი იყო მისი მხრიდან,დაჟინებით მივაჩერდი ოდნავ შემთვრალს,შევატყვე როგორ შეეცვალა გამომეტყველება,კისერზე ვენები დაეჭიმადა ფეხზე წამოდგა,ვერ მივხვდი რატომ იმის გამო რომ ასე თავხედურად მივმართე თუ იმიტომ რომ მიხვდა მათ საუბარს ყურს ვუგდებდი,ამას არანაირი მნიშვნელობა აღარ ქონდა
-მე შენ რა გითხარი?-დაიყვირა ბოლოს,წამით შემეშინდა,მაგრამ მალევე გადაფარა ჩემმა სიამაყემ
-რა მითხარი გეგა? უიმე!ოგორ არ გამახსენდა,მაგრამ შენ ერთი რამ დაგავიწყდა,მე შენი მონა არავარ!და არც შენ ხარ ჩემი ბატონი!ის რომ ბევრი ფული გაქვთ არ ნიშნავს რომ გაქვთ უფლება ასე მომექცეთ,მე სათამაშო არ ვარ გასაგებია?-უკვე ყვირილზე გადავედი,ყველას მოვავლე მზერა ბოლოს კი ისევ გეგას მივაჩერდი,არაფერი უთქვამს,მოეშვა,ამან კი უფრო გამათამამა-მიუხედავად ფულისა თქვენ!ვერცერთი ვერ იყიდით იმას რაც მე გამაჩნია,საკუთარი თავის პატივისცემა და ღირსება! და მე სულაც არ მQირდება მეცვას ისე როგორც აი მაგალითად შენ!-მივუგე წითურს,როგორც გავიგე "სალის" და ცინიკურად მივაჩერდი,ვგრძნობდი თვალები ცრემლით როგორ მევსებოდა,მაგრამ ტირილი არ შემეძლო ეს არ უნდა გამეკეთებინა,ეს ჩემი სისუსტის გამოვლინება იქნებოდა
-შენ შენი თავი ვინ გგონია?-გაცეცხლებული წამოფრინდა თაკო დაქალის დასაცავად,სწრაფი ნაბიჯით წამოვიდა ჩემსკენ,ხელი მოიქნია რომ ჩემთვის სილა გაეწნა.გაოცებული დავრჩი როცა გეგა წინ ამესვეტა,ქალს ხელი დაუჭირა და კბილებში გამოსცრა:
-არ გაბედო!-ქალი დაიბნა არ ელოდა ასეთ საქციელს,გაკვირვებული უყურებდა ჯერ გეგას მერე მე
-შენ რა გეგა მას იცავ?ვერ ხედავ რა თავხედია?
-წადით!-ისეთი გაყინული ხმით თქვა შიშმა დამიარა,გეგა ასეთი არასდროს მინახავს არ ვიცოდი რა ჭირდა,გაბრაზებული იყო თუ სასოწარკვეთილი.
-შენ რა გვაგდებ ძმაო?-საუბარში ლევანი ჩაება
-წადოთ!-ამჯერად ბოლო ხმაზე დაიყვირა გეგამ,ეს პიკი აღმოჩნდა,ყველანი უსიტყვოთ წამოდგნენ და გასასვლელისკენ გაემართნენ.სახლში კი ისევ მე და ის ვიყავით ერთად,ხელები ერთმანეთში გადავხლართე და მომლოდინედ მივაჩერდი,ველოდებოდი როდის დაიწყებდა საუბარს,ის კი სულაც არ აპირებდა რამის თქმას,უბრალოდ მიყურებდა და ადგილიდან არ იძვროდა
-მე მივდივარ!-მტკიცე ხმით განვაცხადე და გასასვლელისკენ გავემართე,როცა მაჯა ძლიერად დამიჭირა და მისკენ შემაბრუნა
-არ მიდიხარ!-წყნარი მაგრამ კატეგორიული იყო მისი სიტყვები
-შენ ვერ დამაკავებ!მე მინდა და მივდივარ შენ არავინ ხარ რომ მაიძულო
-დარჩი!
-რატომ?იმიტომ ხომ არა რომ ჩემი თავი ვინმეს უსახსოვრო?მე ნივთი არ ვარ!
-შენს თავს არავის დავუთმობ გეფიცები!
მისი ხმა დამთბარიყო,ღრმად სუნქავდა,თვალები ჩაწითლებოდა,ვერ ვხვდებოდი მასში ცვლილების მიზეზს.
-ეს სისასტიკეა გეგა!შენთვისაც კი! მე ვთქვი რომ მივდივარ და შენ ვერ შეძლებ გამაჩერო-მივახალე ყვირილით და ხელი ძლიერად გამოვგლიჯე
-შენც ხომ იცი რომ ეს შემიძლია,მაგრამ არ გავაკეთებ,წადი!
-რა?-გაოცებული ვუყურებდი,ნუთუ ის მიშვებდა,სიხარულისგან დავფრინავდი,მე შემეძლო წავსულიყავი მაგრამ სად? ამას არ ქონდა არსებითი მნიშვნელობა,მითუმეტეს ამ წუთებში
-წადი!
არაფერი მითქვამს ოთახშიც კი არ შევსულვარ პირდაპირ გეზი კარებისკენ ავიღე,ის იყო გარეთ გავედი უკან მოვიხედე და გეგა დავინახე კარებს მიყრდნობილი რომელსაც ირონიული ღიმილი დასთამაშებდა სახეზე
-შენ თვითონ დაბრუნდები და მთხოვ რომ აქ შეგიფარო პატარა ემა!-ჩაიხითხითა და კარები ცხვირწინ მომიხურა.



№1 სტუმარი )))

შემდეგ თავს როდის დადებ? ძალიან მომეწონა ❤❤❤

 


№2  offline წევრი ადელაინი

)))
შემდეგ თავს როდის დადებ? ძალიან მომეწონა ❤❤❤

მალეეე ძალიან ,3

 


№3  offline წევრი babi3001

გავგიჟდი გადავირიე ეს რა იყო საოცრება ძააან მაგარია ყველაფერი ისე კარგად იყო გადმოცემული რომ რავი სიტყვები არ მყოფნის რომ გადმოვცე ის გრძნობა რაც ამ მოთხრობის წაკითხვისას განვიცადე შემდეგ თავს ველოდებიი

 


№4 სტუმარი Guest ანჩო

არაჩვეულებრივია ^^ ძალიან მომეწონა <33, 12-ის მერე ახალი თავი დადე რაა

 


№5  offline წევრი ადელაინი

)))
შემდეგ თავს როდის დადებ? ძალიან მომეწონა ❤❤❤

ხვალ აუცილებლად <3 მადლობა ძალიან დიდი <3

babi3001
გავგიჟდი გადავირიე ეს რა იყო საოცრება ძააან მაგარია ყველაფერი ისე კარგად იყო გადმოცემული რომ რავი სიტყვები არ მყოფნის რომ გადმოვცე ის გრძნობა რაც ამ მოთხრობის წაკითხვისას განვიცადე შემდეგ თავს ველოდებიი

ვაიმე როგორ მახარებ <3

Guest ანჩო
არაჩვეულებრივია ^^ ძალიან მომეწონა <33, 12-ის მერე ახალი თავი დადე რაა

კი იკნება აუცილებლად <3

 


№6 სტუმარი kati

kargi iyo.velodebi momdevno tavs sulmoutqmelad...

 


№7  offline წევრი ადელაინი

kati
kargi iyo.velodebi momdevno tavs sulmoutqmelad...

არ დააგვიანდება <3

 


№8  offline წევრი jina

უხხ რა კარგი ისტორიაა, ძალიან მომეწონა და ემოციებითაც ავივსე, მომეწონა შენი თხრობის სტილი, ერთადერთი როგორც რჩევა ისე გეტყვი და იმედია არ მიწყენ: ეცადე იშვიათად გამოიყენო ნაცვალსახელი "მე", რადგან პირველი პირის ნიშნებით ისედაც მიხვდებამკითხველი რომ მთავარი პერსინაჟი საკუთარ თავზე საუბრობს... იმედია რჩევად მიიღებ, ცუდი განზრახვით ნადმვილად არ გეუბნები <3 <3 kissing_heart kissing_heart რაც შეეხება ისტორიაზეც ვიტყვი ორ სიტყვას შენის ნებართვით smile smile დაახლოებით კი ვხვდბეი როგორი განვითარებაც ექნება და ძალიანაც მომწონს ასეთი სიუჟეტები, მაგრამ ერთი თხოვნა მექნება ემას ძალიანაც ნუ დაამცირებ (გეგას ბოლო სიტყვები მაქვს მხედველობაში (იმედია ასე თხოვნით არ მივადა არ შეეხვეწება შემიფარეო))... ისე ისტორია შენია და როგორც გინდა ისე განავითარე, ყველანარი შემთხვევაში წავიკითხავ და კომენატრსაც დაგიწერ ხოლმე heart_eyes heart_eyes ველი შემდეგ თავს kissing_heart

 


№9  offline წევრი ადელაინი

jina
უხხ რა კარგი ისტორიაა, ძალიან მომეწონა და ემოციებითაც ავივსე, მომეწონა შენი თხრობის სტილი, ერთადერთი როგორც რჩევა ისე გეტყვი და იმედია არ მიწყენ: ეცადე იშვიათად გამოიყენო ნაცვალსახელი "მე", რადგან პირველი პირის ნიშნებით ისედაც მიხვდებამკითხველი რომ მთავარი პერსინაჟი საკუთარ თავზე საუბრობს... იმედია რჩევად მიიღებ, ცუდი განზრახვით ნადმვილად არ გეუბნები <3 <3 kissing_heart kissing_heart რაც შეეხება ისტორიაზეც ვიტყვი ორ სიტყვას შენის ნებართვით smile smile დაახლოებით კი ვხვდბეი როგორი განვითარებაც ექნება და ძალიანაც მომწონს ასეთი სიუჟეტები, მაგრამ ერთი თხოვნა მექნება ემას ძალიანაც ნუ დაამცირებ (გეგას ბოლო სიტყვები მაქვს მხედველობაში (იმედია ასე თხოვნით არ მივადა არ შეეხვეწება შემიფარეო))... ისე ისტორია შენია და როგორც გინდა ისე განავითარე, ყველანარი შემთხვევაში წავიკითხავ და კომენატრსაც დაგიწერ ხოლმე heart_eyes heart_eyes ველი შემდეგ თავს kissing_heart

ვაიმე ემოციებით ავივსე,არ ვიცი უბედნიერესი ვარ,რაც შეეხება 'მე'ს ;დ ეს არი ჩემი ჩვევა,წერისას არა,ზოგადად,მეგობრებმა კი დაასკვნეს რომეს ეგოიზმის ბრალია ;დ მე წავედი,მე მიყვარს იმდენად ხშირად ვიყენებ მ ნაცვალსახელს რომ ვფიკრობ მართალი არიან ჩემი მეგობრები;დ ვნახოთ როგო განვითარდება,მე მგონია გეგა გონს უნდა მოეგოს ;დ ველო შენს შეფასებებს <3 მახარებ

 


№10 სტუმარი °°°°°°

dzalian magaria

 


№11  offline წევრი jina

ადელაინი
jina
უხხ რა კარგი ისტორიაა, ძალიან მომეწონა და ემოციებითაც ავივსე, მომეწონა შენი თხრობის სტილი, ერთადერთი როგორც რჩევა ისე გეტყვი და იმედია არ მიწყენ: ეცადე იშვიათად გამოიყენო ნაცვალსახელი "მე", რადგან პირველი პირის ნიშნებით ისედაც მიხვდებამკითხველი რომ მთავარი პერსინაჟი საკუთარ თავზე საუბრობს... იმედია რჩევად მიიღებ, ცუდი განზრახვით ნადმვილად არ გეუბნები <3 <3 kissing_heart kissing_heart რაც შეეხება ისტორიაზეც ვიტყვი ორ სიტყვას შენის ნებართვით smile smile დაახლოებით კი ვხვდბეი როგორი განვითარებაც ექნება და ძალიანაც მომწონს ასეთი სიუჟეტები, მაგრამ ერთი თხოვნა მექნება ემას ძალიანაც ნუ დაამცირებ (გეგას ბოლო სიტყვები მაქვს მხედველობაში (იმედია ასე თხოვნით არ მივადა არ შეეხვეწება შემიფარეო))... ისე ისტორია შენია და როგორც გინდა ისე განავითარე, ყველანარი შემთხვევაში წავიკითხავ და კომენატრსაც დაგიწერ ხოლმე heart_eyes heart_eyes ველი შემდეგ თავს kissing_heart

ვაიმე ემოციებით ავივსე,არ ვიცი უბედნიერესი ვარ,რაც შეეხება 'მე'ს ;დ ეს არი ჩემი ჩვევა,წერისას არა,ზოგადად,მეგობრებმა კი დაასკვნეს რომეს ეგოიზმის ბრალია ;დ მე წავედი,მე მიყვარს იმდენად ხშირად ვიყენებ მ ნაცვალსახელს რომ ვფიკრობ მართალი არიან ჩემი მეგობრები;დ ვნახოთ როგო განვითარდება,მე მგონია გეგა გონს უნდა მოეგოს ;დ ველო შენს შეფასებებს <3 მახარებ

tu sheni chvevaa mashin xelebi amiwevia :D :D meki velodebi shemdeg tavs da warmatebebi :* :* :*

 


№12 სტუმარი Gimilagogo

ratooooo gevasebat es nabichvari modzalade maginebeli kacebi ver vxvdebi

 


№13  offline წევრი ადელაინი

Gimilagogo
ratooooo gevasebat es nabichvari modzalade maginebeli kacebi ver vxvdebi

მე არ მევასება ;დ პირიქით ;დ მძულს გეგა ;დ

 


№14  offline აქტიური მკითხველი terooo

აუ აქ ამბები დატრიალდებააა

 


№15  offline წევრი ადელაინი

terooo
აუ აქ ამბები დატრიალდებააა

;დდდდდდდდდდ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent