უცხო ქალის ცრემლი 8-9 თავი
დედის გული საოცრებების ამოუწურავი წყაროა.როცა დედა იღიმის მზეს სიცოცხლე და ბრწყინვალება ემატება,ყვავილებს კი სურნელი და სინაზე.დედის ბედნიერებით ცაც უფრო მაღალი და ლურჯია,თოვლი კი უფრო ქათქათა და ელვარე.ბევრჯერ დავფიქრებულვარ და ჩემით ასეთი დასკვნა გამომიტანია,ასე მგონია,მზეს რომ დაეკარგოს თავისი ძალა,დედის თბილი თვალები გაანათებს სამყაროს,რომ თავის შობილ შვილებს დედამწაზე გავლა არ გაუჭირდეს.დედა-შვილური სიყვარული ისეთი ძლიერია,ის არავის და არაფერს არ ემორჩილება.ზღვას გავს დედის გული,ხან ღელავს და ხან წყნარია.დედა,ამ პატარა სიტყვით ვიწყებთ ადამიანები ცხოვრებას,სიტყვა ,,დედა'' და თვით დედაც ხომ ყველა ბედნიერების საწყისია.ყველაზე თბილი,ყველაზე ტკბილი,ყველაზე სათნო და კეთილი,ყველაზე ლამაზი და საყვარელია.იგი ყველა ჩვენთაგანს გვითბობს კერას და ლოცვით გვინათებს გზას,დედა დარაჯობს ჩვენს მშვიდ ძილს,მაგრამ ამჟამად ეძინა დედას,ეძინა მაგრამ ძილშიც არ შეეძლო მშვიდად ყოფნა,რადგან გულზე ერთადერთი შვილის დარდი და ჯავრი ქონდა შემოწოლილი.უეცრად ძილში ცივი ხმით იკივლა და საწოლიდან წამოდგა,მის ცივ ხმაზე ვახომაც შეშინებული წამოდგა და უთხრა. ---რა მოგივიდა,ციცო რამ შეგაშინა. ---ელისო,ელისოს რაღაც უჭირს,ის ჩემგან გარბოდა და უკან მოხედვისას, თვალებით შველა მთხოვა. ---ეს ცუდი სიზმარი იყო,მხოლოდ სიზმარი.ვახომ ხელები მოხვია და გულზე მიიკრა შეშინებული და ატირებული მეუღლე. ---ვახო, ელისოს რაღაც უჭირს და არ გვეუბნება,გონია თავს შემოუვლის მარტო,მაგრამ მე ვგრძნობ,მე დედა ვარ და გულით ვგრძნობ,რომ მარტო ვერ გაუმკლავდება ამჯერად ამ სიძნელეს. ---ყველაფერი კარგადაა საყვარელო,დაურეკავ და აი თავად გაიგონებ,რომ კარგად არის და ტყუილად ნერვიულობ.ტელეფონი აიღო და ელისოს ნომერზე დარეკა,ზარი გადიოდა მაგრამ ელისოს სიყვარულით ნათქვამი ,,გისმენ მამიკო'' ვერ გაიგონა.ალბად დაწეული აქვს ხმა და ძინავს,ნახავს შემოსულ ზარებში ჩემს დანარეკს და გადმორეკავს.ძლიერად მიიკრა გულზე ციცო და უკვე თავადაც შიშმა აიტანა.ელისოს არასოდეს დაუტოვებია მამის ზარი უპასუხოდ,ფიქრობდა ვახო და ციცოს ჩურჩული შემოესმა. ---ამ ბოლო დროს ხშირად ვამბობ დავიღალე,ასეთი დღეები უკვე გახშირდა და ვერც ის ამიხსნია,ასეთი საშინელი შეგრძნებები და ცუდი განცდები რატომ მეუფლება.ზოგჯერ როცა მარტო ვარ არაფერზე არ მინდა ფიქრი და მინდა მხოლოდ სიწყნარემ დამამშვიდოს,მაგრამ როცა შენ ხარ ჩემს გვერდით შენი შემოხვეული ძლიერი ხელები ვიგრძნო.შენი შეხებით ერთიანად რომ ცხელდებოდა ჩემი სხეულის ყველა წერტილი,მაშინ ყველაზე ლაღი,ყველაზე უდარდელი და ყველაზე ბედნიერი ვარ,მაგრამ ვახო დღეს,გეფიცები არც შენი ხელები არ მშველის.აი აქ,გულში მტკივა ძალიან ძლიერად და სუნთქვას მიკეტავს.ელისოს უჭირს,ჩემს ელისოს რაღაც შეემთქვა და ეს პირველად დედის გულმა იგრძნო.არც მინდა ცუდზე ვიფიქრო და შენი მშურს იცი?ალბად შემეკითხები რატომო. ---რატომ გშურს ჩემი.კითხვაც არ დააყოვნა ვახომ. ---როგორ ხარ ასე წყნარად და ჩუმად.მარტო შენი არ მშურს,შენთან ერთად ყველასი მშურს,იმიტომ რომ არ გესმით ჩემი ტკივილი.მენატრება,მენატრება ძალიან ის ლამაზი დრო და მინდა იმ დროში დავბრუნდე როცა ელისო პატარა მყავდა და სასეირნოდ დავატარებდი.არ მინდა,არ მინდა უჩემობა ტანჯავდეს,მე ვჭირდებოდე და ვერ მაწვდენდეს ხმას,მის გვერდით მინდა ვიყო,ვახო მასთან მინდა წასვლა.არ მინდა ორი სიკვდილით მოვკვდე,მე ერთი სიკვდილი მინდა და იმ ერთხელაც ბედნიერებისაგან დახუჭული თვალებით წავიდე. ---თქვი საყვარელო,ყველაფერი თქვი რაც გულში გაქვს,რასაც განიცდი და არასოდეს გაჩუმდე,თორემ უთქმელობა მოგიღებს ბოლოს.მომეკარი მაგრად და ამოიღე გულიდან რაც დარდი გაწუხებს.ვახომ თავადაც თვალცრემლიანმა ხელები ძლიერად მოხვია ციცოს და თავადაც შიშის მოსასხამში გაეხვია.სადაცაა ღამე დასრულდება და ახალი,იმედით სავსე დღე იწყება. ---არასოდეს,არასოდეს ვიწუწუნებ არაფერზე,რადგან ყველაზე ძვირფასი რაც რამ მაქვს ჩემს ცხოვრებაში,ეს შენი ჩახუტებაა და ვინცაა ეს თქვენ ხართ ჩემთვის ორივე ყველაზე ძვირფასი და ყველაზე ფასეული.უფასოდ გავცემ ყველაფერს,ჩემს ჩახუტებას,ჩემს ღიმილს მოფერებას თქვენთან და სხვასთანაც,მაგრამ თქვენ ორნი ხართ ჩემთვის ფასდაუდებელი განძი.მე მადლობელი ვარ უფლის რაც მომცა,ვინც მომცა და რაც მაქვს.ეს ხომ მისგან მოცემული ბედნიერებაა.ეს ძვირფასი საჩუქარი ხომ მან მომიძღვნა ცხოვრებაში და ახლა ვთხოვ უფალს ნუ წამართმევს იმ ძვირფას საჩუქარს რომელიც 27 წლის წინ მაჩუქა და დღემდე მას შევხარი.დამიბრუნე უფალო ჩემი ელისო გთხოვ,ნუ წამართმევ მას.ტირილში ვახოს გულზე მიკრულა ჩაეძინა,ვახომ ფრთხილად მიაწვინა დაღლილი ციცო და თავად ფრთხილად წამოდგა და რამოდენიმეჯერ სცადა ელისოსთან დაკავშირება,მაგრამ ისევ უშედეგოდ,მდუმარედ ხვდებოდა ელისო მამის ზარს.ვახო ძალიან ნერვიულობდა,ჩაბნელებულ სახლში გადი-გამოდიოდა ელისო კი ამ დროს ქუჩაში ეგდო და მხოლოდ ნაზი სიო დაჰფოფინებდა თავს უდედოდ დარჩენილს.ვინ იცის რამდენი საათი იყო უპატრონოდ ქუჩაში,შემთხვევით გამვლელმა მანქანამ გააჩერა და სასწრაფოს და მილიციას დაურეკა.სასწრაფოს ექიმმა გოგონა დაკვირვებულად გასინჯა და ბოლოს ხმამაღლა თქვა. ---სუსტად სუნთქავს,სასწრაფოდ გადავიყვანოთ მორიგე საავადმყოფოში.მილიცონერმა ელისოს ხელზე დააკვირდა და დარწმუნებით თქვა. ---მარცხენა არათითზე ბეჭედი უნდა კეთებოდა,რადგან ეტყობა ძალით არის მოხსნილი.ალბად საყურე ვერ შეამჩნია სიბნელეში და ყელსაბამიც,რომელიც საკმაოდ ფასიანია ეტყობა.ყველაფერი ჩაინიშნეს და წავიდნენ მორიგე საავადმყოფოში.მალე სასწრაფო დახმარების მანქანა ერთერთ კლინიკის ეზოში შევიდა რომელსაც მწვანედ ანათებდა წარწერა ,,KENTRIKO KLINIKI''.საკაციით შეიყვანეს უგრძნობლად მყოფი ელისო შენობაში.ძალიან ბევრი ხალხი ირეოდა,ირგვლივ ხმაური იყო და საკაცე გვერძე მიდგეს და თავიანთ რიგს დაელოდნენ.მთელი ღამე ელოდა იანი ელისოს და ლოდინში ჩაეძინა,დილით კი ელისოს ნომერზე ფრთხილად დააკაკუნა,მაგრამ კარს შიგნიდან სიჩუმემ შემოეხმაურა მხოლოდ.გაბრაზდა ძალიან და გაბრაზებულმა რეცებციორიდან ამოიტანა ნომრის გასაღები და თავად გააღო.ელისო კი ნომერში არ დახვდა,საწოლი ლამაზად იყო გადასწორებული,წუხანდელი ღამით ეტყობოდა რომ აქ არავინი არ შემოსულა,მხოლოდ ოდნავ ღიად დარჩენილი ვერანდის კარიდან ნაზი სიო ფარდას აფრიალებდა.გაოცებულმა სააბაზანოს კარი ფრთხილად შეაღო,იქაც წესრიგში იყო ყველაფერი,შემდეგ გარდერობი გამოაღო და ყველაფერი ლამაზად იყო დაწყობილი ელისოს ნივთები.ეს ყველაფერი უცნაურად მოეჩვენა და სპიროს დაურეკა. ---რა ხდება ამ უთენია,წუხელ არ გეძინა?თუ მე დაგესიზმრე ძილში და მოგენატრე თუ ასე არაა,რამე სერიოზული მითხარი რომ შენი მოკვლის სურვილმა გადამიაროს იანი.უთხრა სპირომ ნამძინარევი ხმით. ---რა დროს ღადავია და რა დროს ძილია სპირო.ადექი და მოდი, ელი არ ჩანს,ჩქარა აქ მოდი. ---ჯერ კიდევ მძინავს და არ ვარ ხუმრობის ხასიათზე. ---სპირო არ გეხუმრები,სერიოზულად გეუბნები.აღელვებული ხმა ჰქონდა იანის. ---ნივთებიც არ არის? ---ნივთები ყველაფერი ადგილზეა,თავად არ არის. ---მოვდივარ,მალე მანდ ვარ. გათენდა ზაფხულის ცხელი დილა ათენში,მხიარული სახით შემოაღო საავადმყოფოს მთავარი შესასვლელი ახალგაზრდა 37 წლის მამაკაცმა.ჩქარი ნაბიჯებით გაუყვა ჰოლს მისი კაბინეტისაკენ და უეცრად მისთვის უჩვეულოდ ლამაზმა დილამ მკაცრი და სასტიკი სახე მიიღო,თანდათან ჰოლში მდგარ საკაცეს რომ მიუახლოვდა.გოგონა უძრავად იწვა,ის გამთენიის ხანს მოყვანილი ჯერ კიდევ საავადმყოფოს ჰოლში იწვა და მას გვერდს უვლიდა თეთრ ხალათიანი ადამიიანები.კაბინეტში შევიდა,სმენა შეიცვალა და ღამე ნათევი ექიმები უკვე წასასვლელად ემზადებოდნენ.ისევ გავიდა გარეთ და გაოცებულმა დააცქერდა გოგონას სახეს,ხელი შეავლო შავ თმებს რომლებიც ძირს გადმოსრიალდნენ ელისოს სხეულიდან. ---ღმერთო რა სილამაზეა,როგორი გრძელი თმები აქვს და რა რბილია,რა სურნელოვანი.ჩაიჩურჩულა მისთვის და ელისოს თავზე თეთრი ბინტით გადახვეულ თავს დააკვირდა,საფეთქელთან ახლოს წითლად აჩნდა სისხლის გამონადენი.უკან დაბრუნდა კაბინეტში შევიდა და წინა ღამით შემოყვანილი ავადმყოფების სია გადაათვალიერა.ერთ-ერთ ადგილზე მიეყინა მზერა,სადაც წაიკითხა ,,უცნობი ახალგაზრდა ქალი''.იქვე მდგარ ექთანს მიუბრუნდა და შეეკითხა. ---ანასტასია რატომ არის ის გოგონა გარეთ და რატომ არ არის შეყვანილი აქამდე პალატაში,ან რა ჭირს შეგიძლია მოკლედ ამიხსნა? წუხანდელი მოყვანილია. ---ექიმო გამთენიისას მოიყვანეს,ქუჩაში უნახავს სისხლიანი გამვლელს.ანალიზები აუღეს და ცოტა ხნის წინ მოიტანეს პასუხები.მე ვნახე,გადავხედე და არც ნასვამი არ ყოფილა და არც ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ,ალბად უბედური შემთხვევა იყო და მძღოლმა ღამის სიბნელით ისარგებლა,მიატოვა და გაიქცა. ---და ვინ არის, არაფერი არ ვიცით? ---არა,არაფერი არ აღმოაჩნდა თან.არც ჩანთა ქონია,ალბად ისარგებლეს და ჩანთა წაიღეს,რადგან ჩაცმულობით თუ ვიმსჯელებთ,არ უნდა იყოს უბრალო ადამიანი. ---თავზე გადაუღიათ მოყვანისას და ვხედავ სერიოზულია ტრავმა. ---საკმაოდ ექიმო,ამნეზია გარდაუვალია. ---მეც ვხედავ,რომ გარდაუვალია და ამნეზია შეიძლება გაგრძელდეს რამოდენიმე დღე,თვე,წლები და შეიძლება ამნეზია სამუდამოდ დარჩეს მისი ტვინის უჯრედებში. ---შეიძლება რამოდენიმე დღეში გაიხსენოს ვინ არის,წარსულიც და აწმყოც. ---არ ვიცი,არ ვიცი ვნახოთ,მკურნალობა რა შედეგს მოგვიტანს.ახლა კი პალატაში შეიყვანეთ,მე თავად მივხედავ ამ გოგონას.ექიმმა თავად თავის თავზე აიღო ელისოს გამოჯამრთელება პალატაში შეიყვანა,დამხმარე გუნდი დაიხმარა და ელისო საწოლში გადაიყვანეს.თავად გაუკეთა ისევ ხელახალი ანალიზები,ხელახალი გადაღება თავზე და დაკვირვებით აკვირდებოდა ელისოს სუნთქვას.ექიმი თავზე დაჰფოფინებდა ელისოს და სპირო ჩქარი ნაბიჯით სასტუმროში შევიდა.იანიმ მოუყვა წინა ღამით სადაც იჯდნენ ერთად და საუბრობდნენ და სადაც დატოვა ბოლოს. ---ვადროვოთ 24 საათი და თუ არ გამოჩნდა ჩავრთავ სამძებროს საქმეში. ---სპორო ელისო არ არის ცუდი ადამიანი,ის ძალიან შეაწუხა და გულით განიცადა დაგროვილ ვალზე,მე სულ სხვაგვარად ვფიქრობ,აქ იმ მაკლერის ხელია. ---ფიქრობ,ვითომ გასაღება უნდოფათ და გაასაღეს კიდეც?იანი რამევ კვალს დატოვებდნენ. ---საქმეც ესაა,რომ უკვალოდ არის ყველაფერი გაკეთებული,ეს რას ნიშნავს ვერ ხვდები?ეს გეგმა უკვე დიდი ხნის შემუშავებული ქონდა,მომენტი ნახა თუ არა სისრულეში მოიყვანა ჩანაფიქრი. ---ძალიან დამღალა ამ ცხოვრებამ და ვგრძნობ წინ სასტიკად დამღლელი დღეები მელოდება. ---იცი რა არის სასაცილო?შეეკითხა იანიმ დაგაოცებულ სპიროს შეხედა. ---რა,ან რა დროს გაცინებაა,იანი კარგად ხარ? ---სასაცილო ის არის,რომ ჩვენ ადამიანები ლამაზ ირემს ცხოველს ვეძახით,არადა ზოგიერთი ადამიანი თავად არის ცხოველი. გახსოვს ის sms-ი რომ მოუვიდა,შენ თავად წაიკითხე მილიცია არ ჩარიო საქმეში თორემ ინანებო? ---გამახსენდა კი.ვითომ უთვალთვალებდნენ და ჩემთან რომ მოდით დაინახეს? ---კი სპირო ეს ნამდვილად ასე არის და ვინ იცის რა უქნეს,მოკლეს და ზღვაში გადააგდეს? ---ნუ გამოიტან წინასწარ დასკვნებს,მაგრამ 15 000 000 ევრო არ არის ცოტა თანხა,ყველაფერია მოსალოდნელი და ყველაფერს უნდა ველოდოთ,ყველაფერზე საღი გონებით უნდა ვიფიქროთ,რომ სწორი ანალიზი გავაკეთოთ.მე წავალ და თუ რამე ახალი გაიგო გამაგებინე.აქ ყველა გააბრთხილე ინფორმაცია არ გავიდეს სასტუმროდან,ეს სასტუმროს რეპუტაციას ცუდად შეეხება და ძალიან იმოქმედებს ეკონომიურად შენზეც და ყველაზე.ისე გავაკეთოთ,რომ ვითომ არ ვეძებთ.ნომერი ჯერ იყოს ხელუხლებელი,დაკეტეთ და არავინი არ შეუშვათ იმ ოთახში. ---კარგი და გამაგებინე,თუ რამეს მიაგნო. ---აუცილებლად და გთხოვ, სიმშვიდე შეინარჩუნე. ---გაიღვიძე,ვინ იცის ვინ გელოდება.საიდან ხარ,რომელი ქვეყნის შვილი ხარ და რომელ ენაზე საუბრობ.გაიღვიძე გთხოვ,ძილში რომ ხარ ასეთი ლამაზი,დავიჯერო ფხიზელიც ასეთი ლამაზი ხარ თუ შენი დახუჭული თვალები მატყუილებს.მისთვის ჩურჩულებდა ექიმი,რომ პალატაში მაღალი შავგვრემანი თეთრხალათიანი მამაკაცი შემოვიდა. ---არის რამე სიახლე/როგორ ატყობ,შემობრუნდება გინდა ჩემი დახმარება? ---არა,არა სპირო.ჯერ-ჯერობით ვერაფერს ვერ ვხედავ სიახლეს.თუ დამჭირდი აუცილებლად გეტყვი,ჯერ მთავარია აზრზე მოვიდეს და გაიღვიძოს,მაგრამ ჰაერში ავარდნილი მთელი სიმძიმით არის დაცემული და თავი აქვს დარტყმული.ბევრი სისხლი ქონია დაკარგული მელინამ და ფანიმ მითხრა.იმ ღამით ისინი იყვნენ მორიგეები. ---თუ გინდა, გაუკეთოთ მასაჟები და ვნახოთ თუ აქვს ფეხებში ნერვებს მგრძნობელობა.ხომ იცი არ მეზარება. ---ვიცი საუკეთესო ფიზიოთერაპევტი ხარ.მკრთალად გაუღიმა ექიმმა სპიროს. ---დარწმუნებული ვარ გამოვა მდგომარეობიდან.თანაგრძნობით შეხედა ექიმს და გავიდა. მთელი ექვსი დღე ვერაფერი ვერ გაიგო ვერც იანიმ და ვერც იურისტმა სპირომ ელისოს შესახებ.თითქმის ღამეები არ ეძინათ და ყველგან ეძებდნენ,მაგრამ მათ სასარგებლოდ არაფერი სიახლე არ იყო.მხოლოდ გასაკვირი იყო,ასე უგზო-უკვლოდ სად უნდა გამქრალიყო ადამიანი. ---იყნოსა დამნაშავემ,რომ უკვე საშიშია მათი თავისუფლად სიარული და კარგად იმალება,ან თუ გამოდიან ხალხში კარგად არიან შენიღბულები. ---სადღავ მაინც დაუშვებენ შეცდომას და ჩავარდებიან. ---ჩვენ ვაგრძელებთ ძებნას მანამდე,სანამ არ გამოჩნდება რამე მნიშვნელოვანი ნიშანი. ---საავადმყოფოები მოიარე? ---რამოდენიმე საავადმყოფო მოვიარეთ,მაგრამ იქაც არაფერია.კარგად იცი,ათენში არ არის ერთი და ორი საავადმყოფო.ძებნა გრძელდება მთელი 24 საათის განმავლობაში. მეცხრე თავი. ვარსკვლავებით არის მოჭედილი ცა და იცი რა სილამაზეა?დღეს განსაკუთრებით ლამაზია ცა და იმის მაგივრად,ახლა დაღლილი სახლში მივდიოდე, სადაც მხოლოდ ჩემს ლოდინში დაღლილი დედა მელოდება,მე აქ ვზივარ შენს საწოლთან და უკვე ფიქრით დავიღალე.ვფიქრობ,თუ რატომ მოხდა ასე და უფრო ლოდინმაც დამღალა,როდის გაახელ მაგ უჩვეულოდ ლამაზ თვალებს.სკამი ნელა მიაჩოჩა საწოლთან და დაღლილი ჩამოჯდა,თან აკვირდებოდა მის წინ უგრძნობლად მწოლიარე უცხო გოგონას,რომელიც მშვიდად სუნთქავდა და ამავ დროულად დრო და დრო ცრემლები სცვიოდა დახუჭული თვალიდან.გაოცებულმა ახლოს მიწია სახე და დააცქერდა ელისოს და შემდეგ ტელეფონით ფოტო გადაუღო თვალიდან გადმონადენ ცრემლს,და თან წარწერა გაუკეთა, ,,უცხო ქალის ცრემლი''.როგორი გაყინული გული უნდა გქონდეს ადამიანს,რომ ასე გაიმეტოს ადამიანი სასიკვდილოდ და მითუმეტეს ქალი.ცხელი ზაფხულია უცნობო,გარეთ საოცარი სიცხეებია,ნუთუ ამ სიცხეებმა არ შეაღწია ყინულად ქცეულ გაბოროტებული ადამიანების გულში, ოდნავ რომ მაინც გაელღოთ ყინული სითბოს და იქ ჩაბუდებული სიცივეშეცვლილიყო სიკეთით და სიყვარულით,რომ ცოტა ოდნავ მაინც გათბობოდათ გულის მხარე.ან რა დააშავე,ასე რომ გაგიმეტეს,ან სულაც იქნებ,იმ უგულო და ხორცმოჭმული მძღოლების მსხვერპლი ხარ დიდი სიჩქარით რომ მიჰქრიან გზაზე და არ უკვირდებიან რა ტკივილს ტოვებენ უკან.ექიმი მისთვის ფიქრობდა და ელისოს ამ დროს სიცხისაგან ოფლიანობა დაეწყო და მოულოდნელად ბოდვა დაიწყო.გაიგონა,რომ ბოდავდა, მაგრამ ვერაფერი ვერ გაიგო რას ამბობდა და შეწუხებულმა წამოდგა ფეხზე.იმავე პალატაში ასაკოვანი ქალიბატონი იწვა,რომელსაც ახალგაზრდა გოგონა ადგა თავზე მომვლელად და მას რამდენჯერმე მოესმა ელისოს მიერ წარმოთქმული ,,დედა''.ეგონა მოეჩვენა და დააყურადა,ცოტა ხანში ისევ გარკვევით თქვა, ,,დედა''.ექიმს ძალიან გაუხარდა და თქვა. ---კარგია რომ ალაპარაკდი,მაგრამ ის გამაგებინა რა ენაზე ლაპარაკობ,რომ შევძლო შენთან კონტაქტი. ---უკაცრავად ექიმო,გავიგონე რაც თქვა და თუ არ ვცდები, ის ქართველია. ---კი ნამდვილად თქვა რაღაც ,დადა თუ დედა კარგად ვერ გავარჩიე.განა რაც თქვა, ის კი გავიგე რას ნიშნავს? ---მე ვიცი რას ნიშნავს,ეს სიტყვა ძალიან თბილი და ძალიან ტკბილი სიტყვაა,სიტყვა რომელიც გვასწავლის ყველაფერს და გულში გვიხუტებს,სითბოს და სიყვარულს რომ გვიზიარებს.გოგონამ თვალზე ცრემლმორეულმა აუხსნა ექიმს რას ამბობდა და რას ნიშნავდა.-ის დედას უხმობს ექიმო,დედა ენატრება. ---მართლა?გესმის რა ენაზედაც საუბრობს? ---მესმის,ამ ენას ვერავინი ვერ დამავიწყებს ის ჩემი მშობლიური ენაა.ის ქართველია ექიმო. ---თქვენც ქართველი ხართ,თუ ისე გესმით ეს ენა? ---არა,ქართველი ვარ.სევდიანად გაუღიმა გოგონამ. ---ეს ძალიან კარგია,შეგიძლია ყური დაუგდო და თუ რამეს იტყვის კიდევ, ჩაინიშნო? ---კი,ყურადღებით ვიქნები.ექიმს გაუხარდა,რომ გაჭირვებით, მაგრამ პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ გადაიდგა. ექიმი, ხრისტო გაბრიელი დაიბადა ამერიკაში,კერძოდ კალიფორნიაში.სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი დაასრულა კალიფორნიაში და რამოდენიმე წლის წინ დაბრუნდა იქ სადაც მისი მამის ფესვებია,საბერძნეთში.წარჩინებულმა და 37 წლის ასაკში სახელგანთქმულმა ექიმმა მალე იპოვნა მისი სპეციალობით სამსახური და მოეწყო ათენის ერთ-ერთ კერძო კლინიკაში როგორიც ,,KENTRIKO KLINIKA'' -არის.ახალგაზრდა ექიმი გულით და სულით,მთელი ენერგიით ეკიდება მისთვის დაკისრებულ საქმეს და არ ღალატობს ჰიპოკრატეს ფიცს.37 წელი არ არის დიდი ასაკი,მაგრამ უკან რომ იხედება წარსულისაკენ,სულ სხვაგვარად შეუძლია ახსნას ცხოვრება.წლების წინ უფრო სითბო მოდიოდა ხალხისგან და უფრო იყო ერთმანეთის დაფასება,დღეს კი საგრძნობლად და მტკივნეულად შეიცვალა დღევანდელი ცხოვრება.ეკონომიურ კრიზისთან ერთად, ხალხის გონება ნელა-ნელა ქვეითდება და ბევრი ადამიანურ გრძნობებსაც ივიწყებს.უხაროდა ელისომ იმედის ნაპერწკალი რომ გაუჩინა და უფრო მისცა ძალა და სტიმული ებრძოლა ხვალინდელი უკეთესი დღისთვის. ---არა,არ მივატოვებ,არის ჯერ კიდევ იმედი და ამ იმედს უნდა ჩავეჭიდო. ---ხრისტო რატომ ბრძოლობ ამდენს, ამ უცნობი გოგონასათვის?მოულოდნელი იყო ეს კითხვა მისთვის,მაგრამ არ დაიბნა და უნებურად თავადაც დაუსვა კითხვა ფიზიოთერაფევტ-სპიროს. ---რატომ?რას ჰქვია რატომ სპირო.ის ხომ უფლისგან მოვლენილია და ჩემამდე მოიყვანა უფალმა.მე უნდა შევძლო და ის გადავარჩინო.მე მისი ტკივილი გულთან მივიტანე და ამას შევძლებ.გულით აკეთებდა მის მოვალეობას,მაგრამ გრძნობდა შინაგანად კიდეც,რომ თითქოს იქ იმ საწოლზე მისი ცხოვრება იწვა და მაგრად ჩაკიდა ხელი.ყველაფერს აკეთებდა,მხოლოდ ელისოს გახელილი თვალებისათვის შეეხედა.გრძნობდა,რომ ამ უცხო ადამიანში, ამ უცხო ქალში მთელი მისი სიცოცხლეა და ვინ იცის,იქნებ მართლაც ასე იყო.მის საწოლთან მისული,ელისოს გრძელ თითებს მოეფერებოდა,მერე ისევ სახეზე დააკვირდებოდა და ისევ უხმოდ გადიოდა პალატიდან შემდეგ შემოვლამდე მოლოდინით სავსე.ერთ საღამოს უკვე ღამეების ნათევს,მის საწოლთან ჩაეძინა და ცოტა ხანში იგრძნო ელისო შეინძრა, თავი ასწია და ელისოს ოფლისგან დაცვარული სახე მოწმინდა.ელისომ ჩურჩული დაიწყო და ვერ გაიგო რას ჩურჩულებდა,ფრთხილად გააღვიძა ჩაძინებული ნინო და თხოვა ყური დაეგდო რას ჩურჩულებდა..გოგონა წამოდგა და საწოლთან ახლოს მივიდა და უკვე სუფთად და გარკვევით გაიგონა ელისოს ნათქვამი სიტყვები. ---დედა, დედიკო სად ხარ,მჭირდები. --- გაიგე რა თქვა? ---ის, ის ისევ დედას უხმობს ძილში. ცრემლი მოერია გოგონას. ---კარგია,ეს შესანიშნავია.ახლა მხოლოდ ის დაგვრჩენია,რომ გაიღვიძებს თუ ახსოვს ვინ არის.ელისო ძილში დედას ნატრობდა ოჯახისგან შორს საბერძნეთში და შველას ითხოვდა.თბილიში კი ელისოს დედა,დარდისგან უფალს თხოვდა შვილის დაბრუნებას.ათი დღე გავიდა,რომ ვერაფერი ვერ გაეგოთ ელისოსი.ათი დღის განმავლობაში სპირომ ვერ მოჰფინა ნათელი საქმის მსვლელობას,თითქოს დრო გაიყინა მისთვის და წინ აღარ მიდის.მეათე დღეს,უკვე დიდი იმედით სავსე იდგა ელისოს საწოლთან ექიმი და ვენიდან სისხლს უღებდა ახალი ანალიზისათვის. ---ჯერ კიდევ გვაქვს დრო,თუმცა მთავარი წინ არის და ამ მთავარს შენი თვალების გახელით გვეტყვი ანგელოზო,როცა გაახელ ამ ლამაზ თვალებს.მე კი მანამდე ნაბიჯ-ნაბიჯ გავყვები ნაპირს და იმედია ეს ფრთხილი ნაბიჯი სიხარულამდე მიმიყვანს.გაახილე თვალი და ერთად შევხედოთ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას.მე და შენ ორივე ვიბრძოლებთ და გამოვალთ შავი გვირაბიდან თეთრ სინათლეზე.გპირდები,რომ სანამ არ გაახელ თვალებს,აქედან ფეხს არ მოვიცვლი.ნეტავ გამაგებინა ვინ ხარ,რომ ნათესავებს გავაგებინო,ვინ იცის ამდენი ხანი როგორ ნერვიულობენ,გეძებენ და ვერ გპოულობენ.უდარდელად გადაგიარეს გულზე და გზაჯვარედინზე მიგატოვეს უფლის ანაბარად,თითქოს ბალახის თვისება გქონდა და ისევ წამოდგებოდი მალე.ყველაფერი ლაგდება ნელა-ნელა,მაგრამ ჩუ,ამის თქმა ჯერ ხმამაღლა არ შეიძლება.უფრსკულის პირას მდგარი ორივემ ხავსმოკიდებულ ძლიერი ხის ფესვებს მოვეჭიდეთ,რომელმაც არ გვიმტყუნა და უფრსკულის ნაპირს გამოგვაშორა,არ მოგვცა იქ ჩავარდნის კი არა,ჩახედვის უფლებაც კი.დღემდე იმედგადაწურული ვიდექი და დღეს შენმა ერთმა წინადადებამ,ერთმა სიტყვამ ჩემი იმედი გამიასმაგა,ბნელი გაანათა და რწმენა დამიბრუნა.განათდა ბნელი ღამე და აი საათი უკვე წამებსაც კი ითვლის,შენ თუ რამესი არ გეშინია,გაახილე თვალები და შევხედოთ ერთად გარეთ,რა ლამაზად დნება ნელა-ნელა განთიადი.ფიქრები გოგონას მხარზე დადებულმა ხელმა შეაწყვეტინა და თბილად უთხრა. ---ექიმო დაისვენეთ მე აქ ვარ და მივხედავ გოგონას,თქვენ ბევრი ადამიანის სიცოცხლე გაბარიათ და ამდენი უძილობა თქვენზე არ შეიძლება. მე ნინო მქვია,მაგრამ აქ ნინას მეძახის ყველა. ---კარგი ნინა.წავალ ცოტას მართლა წავიძინებ.ხრისტომ რაღაც ჩაინიშნა უბის წიგნაკში და გავიდა პალატიდან.ნინო ახლოს მივიდა ელისოსთან,მისი ხელი ხელში აიღო და ჩუმად უთხრა. იცი?არ გიცნობ და არ ვიცი ვინ ხარ,მაგრამ შენს მიერ წარმოთქმულმა ერთმა სიტყვამ ,,დედა'' ჩემში გაიარა და ტკივილად მოედო მთელ სხეულს.ათი დღეა უკვე გიყურებ და მდუმარედ ხარ,შენც იბრძოლე შენი თავის გადარჩენისთვის.ვინ იცის, შენი დედა როგორი მოლოდინით გელოდება.ვიცო,დარწმუნებული ვარ სიკვდილი არ არის ასეთი ბოროტი და ყოველთვის როცა დროა უნდა აიყვანოს მასთან მისი რჩეული,ბოლო წუთებში ხვდება,რომ ის შეცდომას უშვებს,მაგრამ ეს შემთხვევა სამწუხაროდ ხშირად არ ხდება,მე კი ვგრძნობ ახლა ასე მოხდება,რადგან შენ მან უკვე აგიყვანა ღმერთამდე,მაგრამ ჯერ აქ ხარ,აქ სუნთქავხარ და ექიმი ხრისტო არ მოგცემს ნებას ასე უთქმელად,მდუმარედ და გაუცნობლად წახვიდე მისგან.ნეტა შეგახედა რაოდენ დიდი სითბო და სიყვარული მოდის მისგან,როცა ის აქ არის შენს საწოლთან და გეჩურჩულება ხან შესამჩნევად და ხანაც გულში.არ დანებდე იბრძოლე,იბრძოლე შენი თავისთვის და იბრძოლე ამ უცნობი ადამიანისათვის.ხელი უნდა გაეშვა,რომ ელისომ ნინოს ხელი მოუჭირა ხელზე.ეს დიდი სიხარული იყო,წამოდგა და დაუფიქრებლად გაიქცა ექიმის კაბინეტისაკენ,მაგრამ იქ მისულმა უკან დაიხია,რადგან შეეცოდა გასაღვიძებლად უკვე ღამეების უძილარი ექიმი და ისევ უკან დაბრუნდა.ხანდახან რა დამღლელია ყველა და ყველაფერი,ღამეს დევნიდა მტრედისფერი დილა,რომ ხრისტომ თვალი გაახილა,ხელზე საათს დახედა და საჩქაროდ წამოდგა 6 საათი სრულდებოდა,მზე უკვე იწყებდა ამოწვერას და ოქროსფე სხივებს ნელა-ნელა ყველგან ასხივებდა.თავი მოიწესრიგა და ჩქარი ნაბიჯით გაიყვა ნაცნობ ბილიკს,ნაცნობ პალატამდე.ფრთხილად შეაღო კარები,რადგან ეგონა ნინოს ეძინა,მაგრამ ის ფანჯარასთან იდგა და ცხელი ყავის ფინჯანი ეჭირა ხელში რომელსაც ორთქლი ასდიოდა და ცუდად ირძნო თავი.ნინომ კარების ხმაზე შემობრუნდა და ექიმს ბედნიერებით გაცისკროვნებული თვალებით შეხედა და წინა ღამეს მომხდარი ახალი სასიხარულო ამბავი გადასცა.ექიმსაც გაუხარდა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი.იქვე ჩამოჯდა და ხმამაღლა უთხრა.. ---ისევ მცხუნვარე მზე აცხუნებს დღეს,მაგრამ შენ ისევ გძინავს,აღარ დაიღალე?გაახილე რა თვალები.შემდეგ ბაგე ყურთან მიუტანა და ჩუმად უჩურჩულა.-მე ისეთ თვალებს ველოდები მთელი ეს დრო,რომელიც ცეცხლივით დამწვავს,მაგრამ ასე მგონია ხელოვნური ხარ ასე უძრავად რომ წევხარ.გაინძერი გთხოვ და მიეცი შენს არსებობას ბუნებრივობა.ის თუ იცი,შენი ეს სიჩუმე ჩემს გულს რომ აკვნესებს და მთელი მისი არსებით,შენით რომ არის შეპყრობილი. სპირომ ჩქარი ნაბიჯით შევიდა სასტუმროში და იანის კაბინეტი დაუკაკუნებლად შეაღო. ---იანი მოვიძიე,ვიპოვნე ელისო სადაც არის. ---სად არის,კარგად არის?კითხა გაოცებულმა სპიროს. ---მთელი ეს დრო, ,,KENTRIKO KLINIKA-ში წევს და დღემდე უგრძნობლად არის.იქ მივდივარ და ექიმი უნდა ვნახო,დაველაპარაკო როგორია მისი ჯამრთელობის მდგომარეობა.აქ კი მოვიძიეთ MNO-6081 მარკის ავტომანქანა,მუქი ლურჯი ფერის.იმ დილით არის ვიდეო დაფიქსირებული გამთენიისას როგორ დაეტაკა ელის.ეს ნიშნავს მძღოლის დატაკება შემთხვევით არ ყოფილა,რადგან დატაკებიდან მოშორებით გააჩერა მძღოლმა და გადმოვიდა,შეხედა ელის და ისევ წავიდა,მაგრამ რამოდენიმე წუთში ვიღაც მივიდა ისევ და ხელზე ბეჭედი მოაძრო,ეს რა გამოდის?ეს იყო წინასწარ შედგენილი და დაგეგმილი გეგმა,რომ ელი ან უნდა მოეკლათ,ან უნდა დაეინვალიდებიათ.რასაც ხედავ გამოუვიდათ კიდეც. ---რადგან მანქანის მარკა დადგენილია,იმედია მივაგნებთ მძღოლსაც.თქვა იანიმ. ---მივაგნებთ,დრო ჭირდება ამ საქმეს,მაგრამ მივაგნებთ. ---ვიცოდი ელი უმიზეზოდ არ გაუჩინარდებოდა,არ ეტყობოდა ასეთი აღმზრდელობა მის სულს. ---წავედი,შემოგიარე რომ ეს მეთქვა პირადად.თქვა სპირომ და წამოდგა. ---მეც მოვდივარ.იანიც წამოდგა ფეხზე და ორივე ერთად გავიდნენ სასტუმროდან.პარასკევი დღე ყოველთვის გადატვირთულია ათენში მოძრაობა,თითქმის ერთი საათი იდგნენ საცობში და ვერც წინ მიიწევდნენ,ვერც უკან ბრუნდებოდნენ.როგორც იქნა მიაღწიეს კლინიკამდე და კითხვა-კითხვით მიაგნეს ელისოს.საღამო იყო და უკვე სულ ცოტა ხანში მნახველთა შესვლა აიკრძალებოდა,სპირო და იანი დაღონებული იდგნენ საწოლთან და ვერაფერს ამბობდნენ.მოულოდნელად ხრისტო შემოვიდა პალატაში და ნინოს უთხრა თხოვნით. ---ნინა ცოტა ხნით გავდივარ და გთხოვ, ჩაინიშნე ყველაფერი.რაც კი უცნაურად მოგეჩვენოს. ---დიახ ექიმო,ყურადღებით ვიქნები.შემდეგ იქვე მდგარ ორ უცნობ მამაკაცს შეხედა. ---უკაცრავად,ჩვენ ელის ჯამრთელობის შესახებ გვაინტერესებს,მე იურისტი ვარ მისი,სპიროს რანოს. ---თქვენ იცნობთ გოგონას?გაუხარდა ექიმს. ---დიახ,შეიძლება სადმე ვისაუბროთ? ---როგორ არა,წამობრძანდით ჩემს კაბინეტში.ხრისტო წინ წაუძღვა სტუმრებს და გულში უხაროდა,რომ როგორც იქნა რაღაც მნიშვნელოვანს გაიგებდა იმ ადამიანზე,რომელმაც გული ჯერ კიდევ გაუცნობლად მოჰპარა.კაბინეტში შესულმა სტუმრებს გადახედა და უთხრა. ---ვფიქრობ საუბარი ცოტა დროს არ წაგვართმევვს,ხომ არ შეუკვეთო კაფე? ---არა,არა მადლობა.უარის მიღებისთანავე მათ წინ დაჯდა და მოემზადა ახალი ინფორმაციის მოსასმენად. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.