პირველად რომ დაგინახე...(12)
ამ დღემ ზედმეტად მოსაწყენად ჩაიარა. რადგან mმმთელო დღის განნნმალობაში მკერავთან ვიყავით. საღამოს დავბრუნდით გვიან, დაღლიილ ვიყავი და ზევით ავედი. ცოტახანში ლევანიც ამოვიდა. -ლიზ. -ჰა?-მე უკვე ვწვებოდი როდესაც შემოვიდა. -შემოტრიალდი ორი წუთი. -ხო?-გავტრიალდი, ხელში პატარა ყუთი ეკავა-ეს რა არი? -შენი დაბადების დღის საჩუქარი-გახსნა... და რო გახსნა... ეს იყო ბეჭედი, საქორწინო. ვერ აგიღწერთ მის სილამაზეს, მომხიმბველობას და რაც მთავარია გარეგნობას. ერთი ვიცი რომ როგორც კი გახსნა, პირველი თვალში რაც მევა ეს იყო ბრილიანტის მბზინვარება. -ჩემი დაბადების დღის თუ... საქორწინო? -საქორწინო მერე იქნება. -ლევან... ეს... -არაფერი ეს, არაფერი არ მკითხო. -შენ და შენი ძმა საჩუქრების სიძვირეში ეჯიბრებით ერთმანეთს? -არა. მარა ისე ცნობისთვის იმ აიფონზე მილიონჯერ ძვირი იყო. -მე... -კაი გეღადავები. ფასს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თუ შეილება ხელი გამომიწოდე. -რა თავაზიანი ხარ. -ე, არ გამოწევ და მეთითონ ავიღებ-ამაზე გამეცინა, შემდეგ ბეჭედი გამიკეთა. -ძაან ლამაზია. მადლობა-ახლოს მივედი და ვაკოცე-მაგრამ იმედი მაქვს ამაში ჯი პი ესი არ გაქვს ჩამონტაჟებული. -გაიქეცი და გამოვცადოთ. -ჰმ... ძაან დაღლილი ვარ თორე დიდი სიამოვნებით. -ძაააან დაღლილი ხარ? -კი, რა იყო? -ჩემი ბავშვობის მეგობარი, მეგობრები უნდა მოვიდნენ და მინდა რო გაგაცნო. -ხვალ არ შეილება? -არა. -კაი. ჩამოვალ. რამე კაბა და მაკიაჟი... -არა, არაფერი. უბრალოდ შორტებითაც ნუ ჩამოხვალ და ბეჭედი გეკეთოს!-ბეჭედზე უკვე გასვლისას მომაძახა. შემდეგ კი ქვევით ჩავიდა. გამოვიცვალე ტანსაცმელი და ქვევით ჩავედი. მისი მეგობრები უკვე მოსულები იყვნენ. ანუ რეალურად ალბათ რო მელაპარაკებოდა მაშინაც აქ იყვნენ უბრალოდ ვითომ ჩემი აზრი აინტერესებდა და პატივს მცემდა. ამით ყველაფერს მიადვილებდა, სინდისი იმდენად აღარ მქენჯნიდა. ორი გოგო იყო. ორივე გოგო... ეს ორი... მისი ბავშვობის მეგობარი. ოქეიი ლევან. იყოს ეგრე. მეც მყავს ბეეევრი ბიჭი ბავშვობის მეგობარი, რომელიც გიჟდება ისე უნდა შენი გაცნობა. მეც დავპატიჟებ მათ ქორწილში იმისთვის რომ კარგად გაიცნო. -ლიზა, რას დგახარ მანდ მოდი აქ. გავუღიმე და მივედი. -ლიზა, ეს ნატაა, ბაღიდან ერთად მოვდივართ. ეს კიდე ირინაა, ის დაწყებითებში გავიცანი. -მეორე კლასში. სასიამოვნოა შენი გაცნობა, რაღაც მეუცნაურა რომ ლევანმა შენზე ბევრი არაფერი მოგვიყვა, მაგრამ ლევანის რომ ვიცნობ ვიცი რომ ბევრი ლაპარაკი არც უყვარს. -ხო, მეც არ მსმენია ბევრი არაფერი თქვენზე. -მე და ირინა შოკში ჩავვარდით როცა გავიტგეთ რო ცოლი მოყავდა რადგან არც გიცნობდით. ამაზე ორივეს გაეცინა. -წამო დავჯდეთ. ლევანი დიდ სავარძელზე დაჯდა, ირინა და ეს მეორე... ხო ნატა მაშინვე მიუსხდნენ გვერდით. მე ცალკე სავარძელში ჩავჯექი. -აბა მოყევი, როგორ ეწყობთ?-მე მომიბრუნდნენ. -რავი,ნორმალურად. -ნორმალურად? ლევან შენ რას იტყვი? -კარგად ვართ. თქვენ მოყევით. შენზე მითხრეს შეყვარებულმა თხოვა ხელი და უარი უთხრაო. სწერვა-ირინას უთხრა. -აუ რავი, არ მიყვარდა ისე გაგიჟებით. შენ როგორ თხოვე ხელი? ამ კითხვაზე არ ვიცოდი რა უნდა მეპასუხა. ლევანი ადგა და ჩემკენ წამოვიდა, ერთი ხელის მოძრაობით ამაყენა და მასთან ერთად დამსვა მეორე სავარძელზე. -მოვიტაცე. -მოიტაცე?? მერე ლიზა, შენმა მშობლებმა არაფერი თქვეს? -მამა გაბრაზდა. -დედაშენი? -არ მყავს. -უი... გვაპატიე არ ვიცოდით... -არაუშავს. მამასთან ძაან ახლოს ვარ და ძალიან ცუდად იყო როდესაც მომიტაცა. ლევანის სახე გაუმკაცრდა. -მაგრამ მე მიყვარს და ვინც არ უნდა მოვიდეს ვერავინ წაიყვანს. ვინც არ უნდა სცადოს ხელის შეშლა ჩვენი ქორწილისთვის ყველას პირადად გავუსწორდები. ამაზე გავშეშდი... არ ვიცოდი ეს ირინას და ნატას დასანახად თქვა თუ მართლა გულისხმობდა, რადგან ჯერ ისე კარგად არ ვიცნობდი. ხელი მჭიდროდ ჰქონდა გადახვეული, მინდოდა მისი სახის დანახვა, იმედი მქონდა რამეს ამოვიკითხავდი, მაგრამ არ მიშვებდა ხელს. მის ბოლო წინადადებაზე ორივე გადაბჟირდა. -ეს რა იცი ხოლმე, ყველას დაშინება. ჩვენი სერიოზული ბიჭი. -არავის არ ვაშინებ, იცი რო ესეთი ვარ. ძლივს გავაშვებინე ხელი. -ორი წუთი სამზარეულოში გავალ და მოვალ. ყურადღება არც მომაქცია, ამათ ელაპარაკებოდა. სამზარეულოში გავედი და წყალი დავლიე. შემდეგ ფიქრი დავიწყე, არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. დაბნეული ვიყავი, ვერ ვხვდებოდი ეს სიმართლის თქმას აპირებდა თუ არა. -ლიზა, ჩარჩი მანდ? ლიზაა?-ძლივს გავახსენდი. -მოვდივარ-ღრმად ჩავისუნთქე და გავედი. ხელი გადამხვია და ისევ მასთან ერთად დამსვა. -როგორ გაიცანით ერთმანეთი?-ამათი კითხვები ხო არ წყდებოდა. -მეგობართან-ამჯერად მე ვუპასუხე. -რომელთან? იქნება ვიცნობთ? -რეზი იმედაშვილთან. -ეეე, რეზის იცნობ? -ვიცნობ? 2წლიდან ერთად ვიზრდებით. შენ საიდან იცნობ? -მე ლევანმა გამაცნო მაგარი ტიპია. -ხო. ლევანი არაფერს არ ამბობდა. უბრალოდ ჩუმად იჯდა. ამ დროს ჩემ ბეჭედზეც გადმოვიდნენ. -გემოვნება ყოველთვის მაგარი ჰქონდა. ძაან ლამაზი ბეჭედია. -ზეგ იმედია ბევრ შენ მეგობარს გავიცნობთ. ოდესღაც შეწყვეტდნენ ლაპარაკს? -მე და ლევანს ბევრი საერთო მეგობარი გვყავს. -მაინც? -რეზი იცით, ირაკლი? -კვანჭიანი? -ხო. კიდე ლექსო ბრეგვაძე. ეგეც იცით? -კიი, ლექსო ჩვენი კლასელი იყო. -როგორ ლექსო 24ისაა?-გამიკვირდა. -კი. -და თაზო ბერიშვილი. -ა, თაზო არ ვიცით. -ლევან რამეს არ დაგვალევინებ? -ეხავე-სამზარეულოში შევიდა. -აბა, მაინც დეტალურად მოგვიყევი როგორ გაიცანი? როდის მიხვდი რო გიყვარდა? -რეზისთან ვიყავით აგარაკზე, ახალი ჩამოსული იყო უცხოეთიდან-ოთახში შემოვიდა ისევ და მაგიდაზე ვისკი დადო. შემდეგ ყველას დაგვისხა და დაჯდა. -რას ყვები? -იმას თუ როგორ შევხვდით. -გააგრძელეე. -მოკლედ ყველა მაგას ელოდებოდა, მე უბრალოდ წამოვედი რადგან ხასიათზე ვერ ვიყავი, თან ჩემი დაქალიც წამოვიყოლე. მაშინ ერთი ბიჭი მევასებოდა, ალექსი ერქვა. ჩემი ნომერი ახალი მიცემული მქონდა და საღამოს დამირეკა. გარეთ გავედი, იქ ძაან ხმაური იყო. ცოტახანი ვლაპარაკობდით და მერე ლევანის მანქანა მოვიდა. ყურადღება არ მიმიქცევია გავაგრძელე ლაპარაკი. ცოტახანში მომადგა და ვისთან ხარო მეკითხება, მეთქი ჩემ ძმაკაცთან ერთად თქო, ბოდიში შეწუხებისთვისო და შიგნით შევიდა. მერე არაფერი იმ დღეს აღარ დავრჩენილვარ მანდ, იმ ტიპმა მომაკითხა. შემდეგ რამოდენიმეჯერ ვნახე რეზისთან ერთად, ხან კაფეებში მხვდებოდა, ახლოს ვცხოვრობდით. მერე მითხრა რო თავდავიწყებით ვუყვარდი... აქ გაჭედა. ჩემი ვისკი ავიღე და გადავკარი. -რომ ჩემ გარეშე ცხოვრება არ შეეძლო, რა თქმა უნდა მეზიზღება ბანალური ტიპები-არ ვიცოდი სადამდე მომცემდა ამეების ლაპარაკის უფლებას მაგრამ მე ვაგრძელებდი, მიუხედავად მისი მკვლელი სიფათის. წინ წამოიწია და უფრო ყურადღებით დაიწყო მოსმენა-და არა ვუთხარი პირველად, მაგრა ვესწერვე და იმ ღამეს ნაწყენი წავიდა. ცოტა ვინერვიულე მარა მერე გადამივწყდა და ზუსტად 1კვირის მერე მოვიდა ღამით, მამაჩემი მივლინებებში დადიოდა სულ და ამიტო მარტო ვიყავი ხოლმე, ზევით ამოვიდა, სანამ მეძინა ხელში ამიყვანა და მანქანაში დამაწვინა. რომ გავიღვიძე უკვე რაღაც სოფელში ვიყავი. დიდი ხანი გაბრაზებული ვიყავი კიდეც, მაგრამ მერე გადამიარა. -ვააა... ეს ლევანს ვაფშე არ გავს. ბანალური როდიდან გახდი ლევანჩო? ლევანიც ამყვა თამაშში. -როდიდან და როდესაც ეს ულამაზესი გოგო დავინახე. -აუ ესენი ნახე რაა და მერე ქორწილი ესე რატო გაწელეთ? -რავი, აი პატარძალს ჰკითხე. მილიონჯერ სცადა გაქცევა. -თუ გიყვარდა რაღატო გინდოდა გაქცევა? -გაბრაზებული ვიყავი, თან არ მიყვარს როცა ვიღაცა იმას მაკეთებინებს რაც მე არ მინდა. სანამ არ გამომყვები ცოლად აქედან ფეხს არ გაადგამო. -აა. ეხა გიხარია რო ერთად ხართ? თავი ინტერვიუზე მეგონა. -უხარია? ნახე-კიდევ ერთხელ დაისხა ვისკი, ჩემკენ წამოვიდა, ამაყენა, გადამაწვინა და მაკოცა.... შეწინააღმდეგებაც ვერ გავუბედე... ვერ ვიტყვი რომ არ მესიამოვნა... მაგრამ აქამდე არ მინდოდა მომეყვანა ეს უკვე ჩვენი თამაში. მალევე წამომაყენა და ჩამეხუტა. -აუ ნახეე რაა, არ მეგონა ვინმეს თუ ესე შეიყვარებდა. შემდეგ მთელი საღამო ჩუმად ვიჯექი. იმდენი კითხვა მქონდა... ისე მინდოდა გამელანძღა რომ ესე... მომექცა.. თუ... ვერც კი ვხვდებოდი რაზე ვიყავი გაბრაზებული. მან ჩემი თამაში ისევ ჩემ საწინააღმდეგოდ მოატრიალა... როდესაც ჩემი მიზანი პირიქით ამის გაბანძება იყო. ძლივს წავიდნენ ორივე და დროც მოვიდა. -ეს რა იყო?- -იგივეს გკითხავდი შენ. რა ეხა შენი აზრით ამათ თვალში გამაბანძე თუ რა ქენი? -არავის თვალში არ გამიბანძებიხარ, არც მჭირდება. ისედაც ეგეთი ხარ. -რაზე ხარ გაბრაზებული-გაეცინა. -არაფერზე. -იასამნისფერი ხარ სიბრაზისგან. -ეჰეჰეჰე, იხუმრე? -რა იყო მართლა ვერ გავიგე. -ეს გადაწვენა რა საჭირო იყო. -და ჩემი ბანალურ ტიპად გამოჩენა? ან ვითომ რო ორჯერ გთხოვე ხელი და ორივეჯერ ლამის უარი მითხარი. ლიზ, დარწმუნებული ვარ სხვანაირ სიტუაციაში რო გაგვეცნო ერთმანეთი... იმენა მაშინვე თავდავიწყებით შეგიყვარდებოდი. გამეცინა. ვისკი დავისხი და კიდე ერთხელ გადავკარი. -რას აკეთებ? დათვრები. -იცი ეს შენი... ზედმეტად თავდაჯერებულობა კარგს არაფერს მოგიტანს. შენ თავზე შეყვარებული ლაწირაკი ხარ. -ლაწირაკიო. თავდაჯერებულიო. ველოდები გაგრძელებას, რა გინდა თქვა რო ის კოცნა არ გესიამოვნა? მაშინ რატო არ შემეწინააღმდეგე? -შენ მეგობრებთან არ მინდოდა კიდე უფრო გამებანძებინე. -ტყუილები არ გამოგდის. -არც შენ. -კაი რეალურად მეტყვი რაზე მეჩხუბები? -არა. -მაშინ სიმართლე თქვი, არ მოგეწონა წეღან რო გაკოცე? -რეებს მეკითხები... -მითხარი. -რავი, უკეთესიც შეილება ყოფილიყო. მომიახლოვდა და წელზე შემომხვია ხელი. -გინდა უკეთესი განახო? კიდევ ერთხელ დავისხი ვისკი, გადავკარი და მისი სახე მოვიქციე ხელებში. -აბა გელოდები-უცებ ხელში ამიყვანა და ზევით წავედით ოთახში. საწოლზე დამაწვინა, მოულოდნელად მაკოცა, მეც ავყევი, შეწინააღმდეგება არც მიფიქრია, მაიკა გავხადე და უცებ გაჩერდა. -დარწმუნებული ხარ? -ბევრს ლაპარაკობ-და გავაგრძელეთ.... დეტალებს აღარ მოგიყვებით... მაგრამ დილით რომ გავიღვიძე... ესე ცხოვრებაში არაფერი მინანია. თავიდან ვერც მივხვდი რა მოხდა. თავი სტუდენტი მეგონა რომელმაც გამოცდების წინა ღამეს ბევრი დალია და უცხო ადამიანს გაყვა სახლში... დილით კ რომ გაიღვიძა, გადაწყვიტა გაქცევა... მე და იმ სტუდენტს შორის ერთი განსხვავებაა... მე ვერსად ვერ გავიქცეოდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.