შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი ვარდი (სრულად)


26-06-2017, 17:59
ავტორი tasusuna
ნანახია 6 587

სიცოცხლეს ადამიანი სიკვდილის შემდეგ იწყებსო..
არვიცი,სადღაც წავიკითხე და მახსოვს,მაშინ სიცილადაც არ მეყო..
ახლა რომ მკითხოთ,სიცოცხლე სწორედ სიკვდილის შემდეგ იწყება.
ასე,ერთი შემთხვევით გარდაიცვლები და მერე მკვდრეთით აღმდგარივით განაგრძობ არსებობას.
არსებობა სუნთქვით შემოიფარგლლება.
სწორხაზოვნად.
ჩასუნთქვა,ამოსუნთქვა.
ნულოვანი განსხვავებით.
ჯვარცმული იესოს მსგავსად ებღაუჭები ბოლო იმედს..
დაწერილივით იმედიც სიკვდილის მერე ჩნდება.
მერე იწყებ.
სისხლი რომ აღარ შეგრჩება ძარღვებში მერე იწყებ არსებობას.
გული რომ შეწყვეტს რიტმულ ცემას მხოლოდ ამის შემდეგ გიჩნდება არსებობის მიზეზი.
___________________________
"გემრიელი" ბავშვობა მქონდა.
დიახ,ეს ის სიტყვაა,რომელიც ზედმიწევნით მიესადაგება ჩემს განვლილ წლებს.
მშობლების ნებიერა გოგო ვიყავი,თეთრი კაბით,ამავე ფერის დიდი ბანტით თავზე და წითელი ტუფლებით.
ჩამკიდებდა ხოლმე დედა ხელს და დავდიოდით უმისამართოდ ქუჩებში,უყვარდა,საოცრად უყვარდა სეირნობა და მეც ჩამითრია.
დედა მარიამივით ლამაზი იყო,ვაბშვობაშიც და ახლაც,როცა მის სახეს ნაოჭები ამშვენებს.
არაფერი მეჩვენებოდა მასზე სათნო და ლამაზი ქვეყნად.
ქუჩაში რომ გაივლიდა,თუნდაც თავსხმა წვიმა ყოფილიყოს,გაზაფხულის სურნელს ტოვებდა.
მამაც აღმერთებდა მას,მათ სიყვარულის მაგალითზე ვიწამე სწორედ ამ გრძნობის.
ბავშვობიდან მამას მამსგავსებდნენ და მეც ამაყად,თავაწეული,აღფრთოვანებით ვხვდებოდი ყოველჯერზე გაოცებულ მამას ამხანაგებს.
-"ღმერთო,ნუგზარ,როგორ დაგიმგვანებია შენი ფერია".
ფერია,ასე მომმართავდა და დღესაც,ასე მომმართავს თოვლივით შევერცხლილი მამა.
ერთადერთი ვყავდი მამას და ალბათ ამიტომ მეძახდა,აბა,არც ჯადოსნური ჯოხი მქონია და არც ფრთები...
მართლაც გემრიელი ბავშვობა მქონდა.
ზაფხულობით დედისეულ სოფელს ვსტუმრობდით ხოლმე.
ჩავაწყობდი ჩემს სათამაშოებს,ლილის-ასე ვეძახდი ჩემს თოჯინას,რომელიც ყველგან თან დამქონდა-ხელს დავავლებდი და სულმოუთქმელად ველოდი წუთს,როცა ბებია-ბაბუასთან უნდა წავსულიყავი.
მათზე ტკბილი არცერთი შოკოლადი არ მაგონდებოდა ბავშვბაში.
ბებია რო გაშლიდა ხელებს და გრძელი შუკის თავიდან რომ დაიწყებდა მოთქმას,ამას არაფერი მავიწყებს.
-ბოშო მეიფიქრეთ ჩემი მონახულებაა?რაფერ გაზრდილხარ და გალამაზებულხარ ბებომ შემოგევლოს-რაჭული კილოთი მორბოდა ხელებდაკაპიწებული ბებია ჩემკენ და მეც,გაცისკროვნებული ღიმილით,მივრბოდი მისკენ,რომ რაც შეიძლება მალე ჩავხუტებოდი მას.
პაპაჩემი-ომის ვეტერანი იყო,მეშინოდა კიდეც მისი.
დიდი მონდომებით გაახვევდა თუთუნს,მუშტუკში ჩადებდა და მაგრად მოქაჩავდა ხოლმე.
დიდი სერიოზული ვინმე იყო,ულვაშებით.
წარბებს შეკრავდა ხოლმე ჩემს ცელქობებზე,მაგრამ სიტყვას არ მეტყოდა,ეს უფრო მიყალიბებდა მისდამი პატივისცემასა და რიდს.
ზედმიწევნით მახსოვდა ჩემი რაჭის მეგობრები.
თამარი,ობოლი კატო,ვახო,ლია ბებოს ტყუპი შვილიშვილები-ნინო და ნანო,მაგრამ გამორჩეულად გაბრიელი მახსოვს.
გაბრიელ გორგოძე.
გაბო-ასე ვეძახდი ხოლმე მას,ჩვენს სახლებს მხოლოდ ხის ღობე ჰყოფდა.
ისიც,როგორც კი ჩამოვიდოდით,პირველი მოდიოდა ჩემთან და აუცილებლად ერთცალ ვარდს მომიტანდა.
ნინო და ნანო ყოველთვის მეუბნებოდნენ,გაბოს უყვარხარო,მაგრამ მაშინ რა მესმოდა ამ გრძნობის,სიტყვასაც კი ვერ ვიაზრებდი.ჩემთვის მთავარ ფიქრს ლილი წარმოადგენდა,მათაც ყურმოკრული ჰქონდათ ალბათ ეს სიტყვა და მისი სილამაზის გამო ამბობდნენ.
მე და გაბომ და-ძმობაც კი შევფიცეთ ერთმანეთს.
7 წლის ვიყავი მე,გაბო 10.
ცერა თითები კაკტუსის ეკლით გავიჩხვლიტეთ და ერთმანეთს მივადეთ.
რამდენიმე დღეც და ჭრილობა უკვალოდ გაქრა.
იმ ზაფხულის შემდეგ 3 წელი ვერ მოვახერხეთ რაჭაში ჩასვლა.
3 წლის შემდეგ გაბო სრულიად შეცვლილი დამხვდა.
13 წლის ბიჭი იყო,უკვე ტოლამხანაგებში ყოჩობდა და არც ჩამოსვლის დღეს მოუტანია ჩემთვის ვარდი.
ბავშვი ვიყავი,მაშინ ვერც მივხვდი მაგრამ ახლა ჩამწყდა გულში რომ ვიხსენებ.
თითქოს ამან ამიცრუაო გული,მას შემდეგ ბარე 8 წელია,რაჭას არ ვსუმრებივარ.
არც წელს ვაპირებდი ჩასვლას,მაგრამ გუშინდელმა ზარმა გეგმები შემაცვლევინა.
ბებო მირეკავდა,ძალიან მოვხუცდი,იქნებ ეს ზაფხული ვეღარ გავატანოთ მე და პაპაშენმა,ჩამოგვისწარ ცოცხალსო და მეც,დაზაფრულმა,ბარგი ჩავალაგე,ბავშვობის მოგონებები გადმოვშალე და გულისფანცქალით დაველოდე გათენებას.
თან მარტო მივდიოდი,დედ-მამას კუთვნილი შვებულება არ ერგებოდათ ჯერჯერობით,რამდენიმე კვირაში ისინიც შემოგვიერთდებოდნენ და ალბათ,რაჭაზეც საბოლოოდ მოვიბრუნებდი გულს.
ჰო,სულ დამავიწყდა,მონოლოგიც გამიგრძელდა,მე ქეთო მქვია,ქეთო კლდიაშვილი.
________________________________
ისეთი თვალისმომჭრელი იყო რაჭა,სუნთქვასაც ვერ ვახერხებდი.
მისი სიმწვანით ვიყავი შოკირებული.
ხედები ერთიმეორეს ცვლიდნენ.
მოგონებებიც მეშლებოდა.
ნაცნობ შუკას რომ დავადექი,გული კისერში მომებჯინა.
ბებია ისევ გზის თავში მიცდიდა ხელებგაშლილი და ჩემკენ გზას ნელი სვლით მოიკვლევდა.
თმაჭაღარა ნუნუკა ბებომ ცრემლი მომგვარა.
ისე მოხრილიყო წელში,გულამდე მომწვდა რომ ჩამეხუტა.
წუთები ერთმანეთს მიზდევდა.
მტირალი ბებო კი ვერაფრით დავამშვიდე,თუმცა კი მეთვითონაც გამალებით ვტიროდი.
ასე,ჩახუტებულებმა მივუახლოვდით ჭიშკარს.
სუნთქვა შემეკრა ეზო რომ დავინახე.
თვალწინ დამიდგა ყველაფერი.
ბლის ხის ქვეშ მწოლიარე მე და ლილი.
ხელებდაგაპიწებული,გაფქვილული ბებო.
ნინო,ნანო,კატო,ვახო,თამარი.
ჩვენკენ მომავალი გაბო.
ამ მოგონებამ სხვა გამახსენა.
თუ როგორ ვთამაშობდით ყველა ერთად "წეროებს".
მერე ნუნუკა წარმომიდგა,თეფშით ხელში,ცხელი ხაჭაპურები მოჰქონდა ჩვენთვის.
რეალობას თუთუნის სუნმა მომიყვანა.
ბაბუა მედგა წინ,ჩემი ულვაშა ბაბუა.
სულ მთლად გაჭაღარავებული,ერთი შავი ღერიც კი არ ჰქონდა,ჯოხზე დაყრდნობილი მაგრად ქაჩავდა ყალიონს.
ბაბუთქო-ერთი წამოვიყვირე და გულამოსკვნილი ჩავეკარი მის ომგამოვლილ მკერდს.
დიდი დაკოჟრილი ხელები შემომხვია პაპამ.
-რამხელა გაზრდილხარ ბაბუ-მთელი სითბოთი მითხრა ბაბუმ,ვიგრძენი.
__
საღამომდე ძლივს შევიშრე ცრემლები.
ტანსაცმელს თავისი ადგილი მივუჩინე,ბებოს სახლი დავულაგე,მოშიებულმა გემრიელადაც მივირთვი და შებინდებისას გარედან ხმაც შემოგვესმა.
-ნუნუკა-ჭიშკრიდან იძახდა საოცრად ნაცნობი ხმა,მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ვიხსენებდი,ვინ იყო მისი პატრონი.
-მობრძანდი მაკრინე,რას იძახი შორიდან-სტუმრას გახედა ბებომ და მაშინვე გამახსენდე მაკრინე-გაბოს ბებია.
ოთახში ოდნავ წელში მოხრილი,მაღალი ქალი შემოვიდა.
ასაკს მისი სილამაზისთვის არაფერი დაუკლია.
ისევ ისეთი იყო,როგორიც მახსოვდა,მედიდური,ამაყი,მაგრამ მაინც თბილად მომზირალი.
-ქეთო ეს შენ ხარ თუ მატყუებს თვალები???-თვალცრემლიანი მომიახლოვდა მაკრინე,წამით დამაკვირდა და გულში ჩამიკრა,სითბო ჩამეღვარა ,მართლაც მომნატრებოდა მაკრინე.
-როგორ ბრძანდებით მაკრინე ბებია?-ჩამოვსხედით.
-მე რა მიჭირს შენ როგორ გაზრდილხარ,დაქალებულხარ.-ამათვალიერა მაკრინებ,ვიგრძენი,წამოვწითდი,თავი ჩავხარე.
გაბოს ხსენება მომერიდა,გული არ მიშვებდა.
ის ჯერ კიდევ 13 წლისა მახსოვდა,მას შემდეგ კი 8 წელი გავიდა.
ეს კი ბევრ რამეს ცვლიდა.
შუაღამემდე იყო ჩვენსას მაკრინე.
ქალაქის ამბებს მეკითხებოდა,ჩემი მშობლებიც მოიკითხა,პოლიტიკასაც შევეხეთ,ხვალ მასთან დამპატიჟა და დაგვემშვიდობა კიდეც.
დაღლილს ადვილად ჩამეძინა.
სიმარიც კი არ მინახავს.
დილით დედას ზარმა გამაღვიძა.
გუშინდელი ამბები ათჯერ გამამეორებინა და რა დარწმუნდა,რომ ყველაფერი კარგადაა,გათიშა.
მეც რაღა დამაძინებდა,ავდექი,ჩავიცვი და რაჭის ჰაერი ხარბად შევისუნთქე.
დიდი ბალკონის მოაჯირებს დავეყრდენი და მოპირდაპირე სახლს გავხედე.
გაბო,სადხარ ბიჭო ჰაა?? გულში გამიელვა და ინსტიქტურად ცერა თითს დავხედე.
თითქოს ფიქრებს გამოეხმაურაო,მეზობელი სახლიდან სილუეტი დავლანდე.
ჯერ კიდევ ნისლი იყო,მაგრამ აშკარად შევამჩნიე ჩემკენ იხედებოდა.
მერე თვალი მომაცილა და უკან შებრუნდა.
სახის შეთვალიერებაც კივერ მოვასწარი,სილუეტი მაღალი მომეჩვენა და ბოლოს რაც დავლანდე,ეს წვერი იყო.
გულის ცემა ძლივს დავირეგულირე.
ცოტა გავბრაზდი.
თუ გაბო იყო ზურგი რატომ შემაქცია??
ეჭვებმა მთელი დღე არ მომასვენა.
იქნებ არც ვახსოვდი კიდეც?
შუადღის 3 საათი იყო,იმ ხის პატარა ღობეს რომ გადავაბიჯე,სახლებს რომ ყოფთა ერთმანეთისგან.
გაუსაძლისად ცხელოდა,ამიტომ მოკლე შორტი და უმკლავო ზედა მეცვა.
მაკრინე გაღიმებული გამომეგება,ისევ განაგრძო გუშინ შეწყვეტილი "დაკითხვა",მე კი გონებით სხვაგან ვიყავი.
ყველა გაფაჩუნებაზე გული ამიფანცქალდებოდა.
ყოველ წამს მეგონა,ახლა შემოვა,ახლა გააღებს კარს და დაიძახებს:ქეთო,მაგრამ არა.
არსად არ ჩანდა ჩემი ბავშვობის ნაწილი-გაბო.
მაკრინეს სახლი გულდამძიმებულმა დავტოვე.
სახლში არ შევსულვარ,ეზოში,უზარმაზარი ბლის ქვეშ ჩამოვჯექი და ჩემკენ მომავალ ბებოს გავხედე.
-აბა,ბებომ შემოგევლოს,რაო მაკრინემ??
-არაფერი ბებო განსაკუთრებული,ისე,ბე,ნინო და ნანო სად არიან?? - სასხვათაშორისსოდ ვკითხე.
-ეჰ,რაც ლია გარდაიცვალა,მას შემდეგ აქ აღარ ჩამოსულან ბებო,გამოკეტეს ამხელა სახლი და უკან აღარ მოუხედავთ-დანანებით გაააქნია ბებიამ თავი.
უჰ,ძალიან მეწყინა ლიას ამბავი..
-თამარი ბებია?ვახო?? კატო??-არ მოვეშვი.
-თამარი არ ვიცი ბებო,კატოს ბებიამ გაყიდა აქაური სახლი და ქალაქში გადავიდა,ჩემი ობოლი გოგო მინდა ნასწავლი იყოსო,ვახო კიდევ აქეთაა,1 კვირის წინ ჩამოვიდა,ძალიან კარგი ბიჭია,მოვიდა,მე და პაპაშენი მოგვინახულა,საჩუქრები მოგვიტანა,შენც გიკითხა და წავიდა.
-მე მიკითხა ბებო?? ვახსოვარ ვახოს??-გამეხარდა ახალი ამბავი.
-როგორ არა ბებომ შემოგევლოს-ჩემი სიხარული ბებიამაც გაიზიარა-ეგ კიარა გაბომაც გიკითხა,ამასწინათ ჩამოვიდა.
-აქეთაა ბებო გაბო??-გაფართოებული თვალებით შევხედე მოხუცებულ ქალს-გაბომ მიკითხა ბებია??
სიხარულმა ისევ დამატყო მისი ხელი გულის ცემაზე.
სახლში რაღა დამადგომებდა.
გათამამებულმა,რომ ვახოს ვახსოვარ,მისი სახლის ჭიშკართან მიმიყვაანა.
ვახო სულ ბუზღუნა იყო ბავშვობაში,პუტკუნა და ლოყებ წითელა.
ბოლოს ისიც ასეთივე მახსოვდა.
არც კი ვიცოდი ეხლა როგორი დამხვდებოდა ვახო,ისევ პუტკუნა და ბუზღუნა??მაგრამ სანამ დავიძახებდი,მანამ გამოვიდა ეზოში მაღალი ბიჭი,რომელშიც ძლივს ამოვიცანი ბავშვობის ვახო.
-ქეთოოო-მთელი ხმით იყვირა ჩემკენ მომავალმა,ჩვენ შორის მანძილი უცებ დაფარა გრძელი ნაბიჯებით და მეც ხელებგაშლილი შევეგებე.
ჩემს ბავშვობის მეგობარს სიცილნარევი ცრემლების თანხლებით ვეხუტებოდი.
-ოოჰ,გოგო სულ ვერ გიცანი,ნუნუკას ვეკითხებოდი ამასწინად,სად არის მეთქი,რამეგონა თუ ენა მიყივლებდა და შენ გიხილავდი-გაუჩერებლად დაიწყოლაპარაკი,როგორც ჩვეოდა ხოლმე.გამომკითხა ყველაფერი,დაწვრილებით მომაყოლა მთელი 8 წელი,არც მე დამინებებია თავი,კითხვაზე კითხვას ვუბრუნებდით და ასე ლაპააკში გაგვყავდა სააათები,ისე,რომ არც მე მიხსენებია გაბო და არც მას.
მოსაღამოვებულზე ვახოს დავემშვიდობე,პირობა ჩამოვართვი რომ ხვალ დილიდან ჩემთან გაჩნდებოდა და სახლისაკენ წავედი.
ღიმილით მივიკვლევდი ქვიან აღმართს.
ვახო,ვახო,როგორი შეცვლილი დამხვდა.
გაზრდილი,დახვეწილი,წითელი ლოყებიც კი აღარ ქონდა,ბუზღუნა ხასიათი კიმაინც შემორჩენოდა.
ისევ მოგონებებში ვიყავი წასული,უკან ნაბიჯების ხმა რომ მომესმა.
უცნობმა გვერდი სწრაფად,ძალიან ცივად ამიარა და იქვე მოსახვევში მიიმალა.
ისევ ის სილუეტი,მაღალი ტანი და წვერი.ამჯერად ოდნავ კეხიანი ცხვირიც გავარჩიე და უკვე ხატზეც დავიფიცებდი რომ ეს ინკოგნიტო,ასე რომ გამირბოდა,გაბრიელ გორგოძე იყო.
________________
რაღა დამაძინებდა იმ ღამით,სახლში როგორც კი მივედი,ბლის ძირას თხელი ადიელა დავიფინე და მოვკალათდი.
სიბრაზე მოსვენებას არ მაძლევდა.
მიზეზს ვერ ვუძებნიდი მის ასეთ საქციელს.
8 წელი არ მყავდა ნანახი,ნუთუ მხოლოდ ამას ვიმსახურებდი მისგან?
არაფერს არ ვითხოვდი ,გამარჯობა ეთქვა და წასულიყო.
მთელი ღამე ფიქრში გადავათენე,და მხოლოდ ერთ გადავწყვიტე.
რადაც არ უნდა დამჯდომოდა,მაინც მოვიხელთებდი.
გამთენიიისას ვიგრძენი,როგორ მეხუჭებოდა თვალები.
ხოლო როცა გავიღვიძე,უკვე შუა დღე იყო,ისე კი,ალბათ კარგა ხანს მეძნებოდა,რმ არა ვახოს ძახილი.
-ქეთო,გოგო,აქ რამ დაგაძინა??-როხროხით წამომადგა თავზე სიყრმის მეგობარი და თვალებში მოცცქერალი მზის სხივები დამიჩრდილა.
-ვერც კი გავიგე,ისე ჩამეძინა,მოდი,ჩამოჯექი-ძლივს წამოვმართე ტანი პლედიდან,ვახოს გავხედე.ისევ ისე იჯდა,ძველებურად,როგორც მაშინ,დაჯდა,ხეს ზურგით მიეყრდნო და ხელები კისერზე შემოიწყო.
გამეღიმა-მოვწესრიგდები და გამოვალ,არსად წახვიდე.-მოჩვენებითი სიბრაზითავუწიე საჩვენებელი თითი და სახლისკენ გავემართე.
ბებია კუხნაში დამიხვდა,ისევ ფაქვილული.
-გაიღვიძე ბებია?? ისე გეძინა აღარ შეგიშალე ხელი-თბილად გამომხედა რაჭის მკვიდრმა და ცომის გუნდაში ლობიო და რაჭული ვიჩინა ჩადო,უუჰ,კუჭი ამიმოძრავდა,ალბათ ქალაქში გაბრუნებული კარგა მომატებული ვიქნები.
-ბე,გარეთ ვიქნები მე,ვახოა მოსული.
-კაი ბებია,როგორც კი გამოცხვება,გამოგიტანთ მაშინვე.
უკან გავბრუნდი,ვაჟბატონი იგივე პოზაში დამხვდა.თვალები მთებისკენ მიებყრო.
-სატრფოს ხომ არ ნატრობ ვახოს ვენაცვალე??-გვერდით მივუჯექი სიცილით.
-ეჰ,ქეთო,მართლა ისე მენატრება მალე დასაბმელი გავხდები.-ნაღვლიანად გადმომხედა.
-ვინაა ბიჭო ასეთი??-ინტერესით მოვემზადე მოსასმენად.
-ვინაა??ლიზი ქვია ქეთო,ჩემი ლიზიკო.
-ოჰ,შენ ნამეტანი დამწვარხარ,.-ხელი გავკარი სიცილით-ადექი და ამოიყვანე რაჭაში,შენთან თუ არ დარჩება დავიბრალებ ჩემი დაქალიათქო და მოვიწვენ გვერდით-უცებ გამოვაცხვე იდეა და მზამზარეულად მივართვი.
-ეგ რომ შესაძლებელი იყოს აქამდეც ვიზამდი ქეთო-ისევ დაუსევდიანდა თვალები,მეც მოვიწყინე.
-ასე როგორ შეგიყვარდა ვახო.
-ეგ ისეთი მურტალი გრძნობაა ქეთო,არავითარ წესს არ ემორჩილება,ცალკე განზომილებაა,ავტონომია,ყველაფერს მარტო განაგებს.შენ ვინ რას შეგეკითხება,ადგება და დაგისახლდება ერთ დამპალ გულში და გაზაფხულს მოიყვანს უცებ.ისე მეშინია ხანდახან გიჟს ვგავარ,ერთი რომ გაწვიმდეს,წავა მთლიანი გაზაფხული ქეთო. სიომაც რომ დაქროლოს ისიც ჩამოაცვენს ყველა ნაყოფს ხეს და სიყვარულიც იფერფლება...
მონუსხულივით ვუსმენდი ვახოს და არ მჯეროდა,ბიჭს თუ შეეძლო ესე ესაუბრა სიყვარულზე.
სიტყვის თქმაც ვერ მოვახერხე,ნუნუკას დროულად მოტანილ ლობიანს ჩავაყოლე ყელთან მომდგარი დიდი ბურთულა და მეზობელი სახლისაკენ გავაპარე მზერა.
მერიდებოდა,მეშინოდა ვახოსთვის კითხვა.
ეზოში მაკრინე ფუსფუსებდა,ხმამაღლა მივესალმეთ.
-გაბო-მივესალმეთ თუარა შვილიშვილს დაუძახა მაკრინებ,აქ კი მართლა რეჩხი მიყო გულმა.
ისე ამიჩქარდა პულსი გულის რევა ვიგრძენი.
ახლა რომ მოსულიყო გაბო ალბათ გულიც წამივიდოდა და ფარდასაც ავხდიდი ყველაფერს.
სახლიდან ყრუდ მოისმა ნაბიჯების ხმა.
გულმაც შეანელა ცემა.
ძლივსღა ისმოდა პულსირება.
ვახოსკენ გავაპარე თვალი,არვიცი რატომ,მაგრამ ნერვიულად მოუკიდა სიგარეტს და დამფრთხალი ადევნებდა თვალს მეზობელ სახლს.
მაკრინე სახლში შეიმალა,იქიდან კი მოულოდნელი ამბით დაბრუნდა.
-ოჰ,სადღაც წასულა გაბრიელი.-უცნაურად გამომხედა და საქმეს მიუბრუნდა.
ვახომ შვებით ამოისუნთქა.
ახლა რომ მარტო ვყოფილიყავი,ალბათ ტირილით ავიღებდი ყველაფერს,მაგრამ თავი მოვთოკე.
"ღმერთო,რა დავუშავე."-გაუცნობიერებლად ავხედე ცას და პასუხის მოლოდინში გავიტრუნე.
-ქეთო,წავალ ახლა მე-ვახომ გადმომხედა და წამოდგა.
-სად გეჩქარება,იყავი ცოტახანს.
-არა,წავალ და საღამოს ჩემთან მოდი,ან ისევ მე მოვალ.-მხიარულად გადმომხედა და თვალი ჩამიკრა-ნანუკა თუ ასეთ საჭმელებს დამახვედრებს ყოველდღე მოვალ,არ მოგაწყენ.
-კარგი,მაშინ საღამოს გელი.-ჭიშკრამდე მივაცილე და სახლში შევედი.
_______________
არ მოსულა საღამოს ვახო,დიდხანს ველოდე,მაგრამ არსად ჩანდა.
მეც არ დავაყოვნე და ბილიკს გავუყევი.
დასაძრახიც რა არის ჩემს საქციელში.
ჩემი ბავშვობის ნაწილი იყო ვახო..
ეზოში ისე შევედი,არ დამიძახია.
ხის კარებს რომ მივუახლოვდი ხმა მომესმა შიგნიდან.
ინსტიქტურად შევაღე კარები და ღიმილიც სახეს შემეყინა.
მაგიდას უსხდნენ ვახო და ეს მრავალნახსენები გაბო.
ყურებმა ისეთი ხმაურით დაიწყეს ბაგაბუგი,გულის ცემასაც გადაუსწრო.
მისმა დანახვამ კიარა,მისი მიმიკის ცვლილებამ გამყინა ადგილზე.
სახელსაც კი ვერ ვარქმევ,რა დავინახე.
თვალები საშინლად უელავდა,არყით სავსე ჭიქა ძირს დაახეთქა და ტუჩებმოკუმულმა უკმაყოფილო სახით გახედა ვახოს,რომელიც გაკვირვებული გვიყურებდა.
თავს ვაიძულე რომ ამომესუნთქა.
ძარღვები ისე დამჭიმვოდა,ტკივილი ვიგრძენი.
არვიცი,რა ძალით,მაგრამ,სახელუზე შეყინული ხელი მძიმედ ჩამოვწიე და უკანმოუხედავად გავედი სახლიდან.
თავში ათასი ფიქრი მიტრიალებდა და ეს უფრო მიმძიმებდა სიარულს.
უხმოდ გავიარე მწვანე ეზო და უუკუნით ღამეში ფეხი გავდგი.
გული მტკიოდა,მარცენა მხარე ისე მეწვოდა,გაუსაძლისს ხდიდა მოძრაობას.
იქვე ხეს დავეყრდენი ცალი ხელით და სულის მოთქმა ვცადე.
სიჩუმეს სლუკუნი არღვევდა,მხოლოდ მაშინ მივხვდი,რომ ტკივილი მატირებდა,როცა უკან ნაბიჯების ხმა მომესმა და დაზაფრულმა მთელი ტანით მივბრუნდი,წინ კი მას დავეტაკე მთელი სხეულით.
მარჯვედ დამიჭირა,თორემ ალბათ დავეცემოდი და სულიც არ დამყვებოდა ქალაქამდე.
როცა შიშმა გამიარა,მაშინ გავაცნობიერე მთელი სხეულით რომ ვიყავი მასზე მიჯაჭვული.
წელზე ჰქონდა ხელები მოხვეული და მწარედ მიკრავდა გულში.
რაღაცებს მეუბნებოდა,ან იქნებ თავისთვისლაპარაკობდა,მაგრამ არაფერი არ მესმოდა,იმდენად ჩავიკარგე მასში.
არყის სუნმა თითქოს ჩემზეც იმოქმედაო,გაბრუებულმა მთელი ძალით შემოვაჭდე ხელები.
მის აჩქარებულ გულისცემას ჩემი ყურით ვუსმენდი.
რიტს ისე იყო აცდენილი,მეგონა გასკდებოდა.
მაგრამ იმდენად ჰარმონიულად ეწყობოდა ჩემსას,თავი სიმფონიური ორკესტრის კონცერტზე მეგონა,რომელსაც დირიჟორობას თავად მე ვუწევდა.
ვერ გეტყვით,რამდენ ხანს ვიყავი სრულ იდილიაში.
მერე,როცა გული ვიჯერეთ ერთმანეთით,ნაზად მომაშორა მკლავები,ხელები ბეჭებზე დამადო და გამიღიმა.
-გამარჯობა ქეთო-საოცრად გამიღიმა და ერთი ვარდი მომაწოდა.
______________________
დილით საოცარი ენერგიით დამუხტულმა გავიღვიძე.
მინდოდა მემღერა,მაგრამ ჩემი შესაძლებლობები რომ გამახსენდა,გაჩუმება ვარჩიე.
საწოლი მივალაგე,დედ-მამას ველაპარაკე,2 დღეში ჩამოვალთო,ამან უფრო გამახარა და ლამის კივილით ჩავედი ქვევით.
ბაბუა ეზოში დამხვდა,მივედი,ხმაურიანად ვაკოცე ლოყაზე და გაკვირვებული მოხუცი ქათმებს შევატოვე,ბებიასაც მსგავსად მივესალმე და ისევ ეზოში გავედი.
სირბილით მივირბინე ბლის ხესთან და ჩრდილში ჩამოვჯექი.
არა,ნამდვილად იდეალური ადგილი იყო.
აქედან ზედმიწევნით ჩანდა გაბოს სახლი.
ისეთი სიცხე იყო,ქარი ზრდილობისთვისაც არ იძროდა ადგილიდან.
დილიდანვე ჭირდა სუნთქვა.
წასაკითხად მმომარჯვებული წიგნი მარაოდ ვაქციე და რაც ძალი და ღონე მქონდა,სახეზე ვიქნევდი.
მომხდარმა ფიქრებში წამიღო.
თუმცა რა განსაკუთრებული ამაში იყო,დიდი ხნის უნახავმა ჩამეხუტა და მერე ერთად წამოვედით.
მაგრამ,იმდენად სასიამოვნო იყო ამაზე ფიქრი...
ძახილმა ჩამომაფრინა მეცხრე ციდან.
ჭიშკარში ორი მთასავით მაღალი ბიჭი იდგა და გაცისკროვნებული სახეებით მოდიოდნენ ჩემკენ,ჯერ ბაბუას მიესალმნენ,მერე გვერდით მომისხდნენ და იმ წამს დავრწმუნდი,რომ რაჭაზე დიდი სამოთქე,ამქვეყნად არ არსებობდა,რომ ახლა იწყებოდა ჩემთვის საუკეთესო ზაფხული და ეს ორი ვირი,რომლებიც გვერდით მესხდნენ,ჩემი ბავშვობის საუკეთესო ნაწილები იყვნენ..
______________________
და მართლაც,დაიწყო ყველაფერი თავიდან.
თითქოს არაფერი შეცვლილიყო..
არც ასაკი მოგვმატებოდა..
არც მისწრაფებები.
ყველაფერი მეორდებოდა ნულოვანი სხვაობით.
ხელთავიდან გადავეშვი ბავშვობაში.
ხელმეორედ შევიყვარე ორივე მათგანი.
ყველაფერი იმდენად იდეალური იყო,ვერც კი ვიჯერებდი.
მაგრამ,ღამე და ფიქრი ძილის საშუალებას არ მაძლევდა.
ჩემი უძილობის მიზეზი რა თქმა უნდა გაბრიელი იყო.
იმის მიუხედავად,რომ იმ დღის შემდეგ სრულებით დალაგდა ყველაფერი,ეჭვებს ვერაფერს ვუხერხებდი.
მაინც,რატომ,რატომ მარიდებდა თავს ის 3 დღე??
მას შემდეგ მილიმეტრებში ვაკვირდებოდი გაბოს.
თითქოს საეჭვო არაფერი იყო.
მოვიდოდა ვახოსთან ერთად,ვსაუბრობდით და შემდეგ მიდიოდნენ.
მაგრამ,დავრჩებოდით თუ არა რამრტო,თუნდაც 1 წუთით სრულიად იცვლებოდა.
მზერა უბინდდებოდა,ძარღვები ებერებოდა და ნერვიულად ცმუკავდა ერთ ადგილას.
არვიცი,მინდა რამე დავარქვა მის ქცევას,მაგრამ სახელს ვერ ვუძებნიდი.
რითი იყო მისი ნერვიულობა გამოწვეული?იქნებ ამ ყველაფერში დამნაშავე მე ვიყავი??
მაგრამ,რატომ?
თავში ერთდროულად იმდენი კითხვა მიტრიალებდა თავბრუსხვევა ვიგრძენი.
ღამის 3 საათი იყო.
თუ გინდა რაჭის სილამაზე ნახო,სწორედ ამ დროს უნდა გახვიდე გარეთ.
იდეალური დრო რაჭისთვის.
იდეალური სიგრილე.
იდეალური სიბნელე.
იდეალური ჰაერი და რაც მთავარია:
იდეალური სიჩუმე.
ტელეფონის მეშვეობით გავიკვლიე გზა ეზოსკენ.
ჩემს ადგილას ჩამოვჯექი და ხარბად შევისუნთქე სუფთა,ცივი ჰაერი.
ხეს ზურგით მივეყრდენი და ვარსკვლავებით მოოჭვრილ ცას ავხედე.
რაჭის ცა განსაკუთრებით ლამაზია,შემიძლია ხატზეც დავიფიცო.
სადღაც ბუ გამალებით გუგუნებდა.
ერთმა-ორმა ძაღლმაც დაიყეფა მეზობელი სახლებიდან.
მათ სხვებიც აყვნენ.
-ალბათ დაკარგული ოთხფეხა თუ უბრუნდება სახლსთქო-გავიფიქრე ჩემთვის და ჭიშკრისაკენ გავიხედე.
ვარსკვლავები ოდნავ ანათებდნენ მიდამოს.
მწვანე ეზოს მიღმა ვერაფერს ვხედავდი.
მაგრამ შევაჩვიე თუ არა თვალი სიბნელეს,ეგრევე დავლანდე მამაკაცის სილუეტი კართან.
შიშმა ისე ამიტანა მოძრაობის უნარი დავკარგე.
ხმის იოგებიც სადღაც გამიქრა.
გამბედაობა რაჭის ჰაერს გაერია და ცხრა მთას იქეთ გადაისროლა.
აკანკალებული მაგრად მოვეჭიდე წამოზრდილ კოინდარს.
უფალს შველას ვთხოვდი,მაგრამ,გაისმა რა უცნობის ხმა სიბნელეში,ერთიანად ამოვისუნთქე.
-არ შეგეშინდეს ქეთო,მე ვარ,გაბო-ჩუმი ხმით მოიწწევდა ჩემკენ.
-როგორ შემაშინე ბიჭო.-ძლივს ამოვთქვი,შიში ჯერკიდევ არ გამნელებოდა,ისევ დაძაბული ვიყავი მიწას მილურსმული.
-ქეთო,მოეშვი,ნუ გეშინია,მე ვარ-შეშფოთებული მომიახლოვდა,მკლავებში მომკიდა ხელი და მისკენ მიმიზიდა.
-ჰო.-სხეული ოდნავ მოვადუნე,მაგრამ ინსტიქტურად თავდაცვითი პოზა ისევ შევინარჩუნე.
-მაოცებ რაა,ბავშვობაში ისეთი გამბედავი იყავი-ჩუმად ჩაიცინა გაბომ და გვერდით მომიჯდა.
ისევ ისეთი გამოხედვა.
ისევ დაძაბული კისერი.
-გაბო,ესე მეორედ აღარ მომექცე.-აცრემლებულმა შემთხვევით გამოპარული ცრემლი ხელისგულით შევიმშრალე.
-მაპატიე ქეთო,გეფიცები დედას,რომ მცოდნოდა შეგაშინებდი,სულ არ მოვიდოდი შენთან...-ხმაში სინანული გაეპარა.
-არა,კარგია რომ მოხვედი.-თავისთავად ვუპასუხე.
-ჰოო??-ალმაცერად გამომხედა.თვალები საოცრად უბრწყინავდა.
-ჰო..-მოკლედ ვუპასუხე.
სიჩუმე ჩამოწვა.
ეს უკვე აღარ ეხამებოდა რაჭას,ღამეს.
იმდენად შემაძრწუნებელი სიჩუმე იყო,ჟრუანტელმა დამიარა.
სიტუაციის განსამუხტავად ტელეფონი ავიღე.
-ქეთო,იცი რა ლამაზი ხარ???-უცებ შემომიბრუნდა გაბო..
მისმა მზერად ტელეფონს შემაყინა.
ხმა ვერ ამოვიღე.
საოცრად მიყურებდა.
-ქეთო ღვთისმშობელს გავხარ გეფიცები ყველაზე წმინდას...-არ ჩერდებოდა გაბო,არ ქრებოდა მისი თვალებიდან წამოსული შუქიც.
-ქეთო შენ არ ხარ მიწიერი ქეთო..-მაგრად მიჭერდა ხელებს მკლავებზე,ტკივილს არ ვჩიოდი,მისი თალები მატყვევებდა ამდგილზე.
მონუსხულივით ჩავცქეროდი მის ღრმა,მწვანე,მუქი,ხავსიანი ტბის ფერ თვალებს.
თითქოს მზერა ამოწმებდამის ყოველ სიტყვებს..
-ქეთო,სიკვდილის ღირსი ვარ,მაგრამ მხოლოდ შენი ხელით უნდა მომკლას გამჩენმა ღმერთმა..-არ ცხრებოდა სრულიად გამოცვილი გაბო,ნელნელა უმატებდა საუბრის ტემპს,მალე მისი მოსმენაც შეუძლებელი გახდებოდა...ნერვიულლობისაგან შუბლი დაცვაროდა...
-ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე,რვა წლიანი შუალედის მიმატებით,ჩემი ფიქრების,ზმანებების,ჩემი მისწაფებების ჯალათი გახდი.ქეთო,გეფიცები დედას,ეს ღამე და მორჩა,ამის მთქმელი არ ვარ...
-არ გინდა გაბო,ნუ დამინგრევ ბავშვობის მოგონებებს გთხოვ..-მონუსხულმა თვალებს მოვაცილე დაბინდული მზერა და ცრემლები ამოვიშვრე.
-მხოლოდ დღეს გეტყვი და მორჩა ქეთო,დღეს მათქმევინე და შემდეგ ისევ ისე გაგძელდება,როგორც იყო ქეთო..-ქადაგად დამიდგა მთასავით ბიჭი.
-არა გაბო,არცერთი სანტიმეტრით არ იქნება ისე,თუ რამედ გიღის რაჭა,ნუ მეტყვი,არაფერი თქვა,ისე წადი..-ვევედრებოდი ჩემჯენ გადმოხრილ ბიჭს,ვაფიცებდი დედას,ღმერთს,რაჭას,ყველა სულიერს,კაცობრიობას,დდედამიწას..
ვერ ვაშორებდი მზერას მის ამღვრეულ ტბას..
ხავსმოკიდებულ ლამაზ ტბას.მწვანედ რომ ჩასდგომოდა თვალებში.
ბოლოს,მრავალწუთიანი მუდარის შემდეგ,ისე,რომ არაფერი დაუტოვებია მოსაგონებლად,ადგა და წავიდა.
ვუყურებდი თუ როგორ მიდიოდა წელში მოხრილი,საყრდენ გამოცლილი.
როგორ მიიკვლევდა გზას უკუნით ღამეში.
ვუყურებდი,როგორ გააღო კარები,ზღურბლთან შედგა,ჩემკენ გამოიხედა წამიერად,მაგრამ შემიძლია დავიფიცო,რომ ამ უკუნით ღამეშიც,საოცრად ელავდა მისი თვალები..
მასთან ერთად წავიდა ბავშვობის ყველა მოგონება.
მასთან ერთად ჩამოინგრა ათასწილად დამტკიცებული მეგობრობა.
ვუყურებდი როგორ მიდიოდა მასთანერთად ფერადი ფიქრები,შავ სილუეტს თითქოს გზას უნათებდაო ბავშვობის მოგონებები..
გული ნამსხვრევებად მექცა.
ბავშვობა გამექცა.
თვალსა და ხელს შუა მიიიკლდევდა გზას წელში მოხრილი..
ისე,რომ სიტყვაც კიარ უთქვამს,ისე რომ ნანატრი გრძნობა ვერ გადმოსცა,ისე წაიყოლა მასთან ერთად ყველა ერთად გატარებული დღე.
ასე დავკარგე ბავშვობა,ასე დავკარგე რაჭაც,სამუდამოდ..
ასე,გათენებისთანავე,დიდ შუკას გავუყევი თვალცრემლიანმა..
ისე,რომ არცერთხელ შემივლია რაჭისთვის თვალი..
არმინდოდა,ჩემში ზიზღი დაენახა..
არ მინდოდა მისი სუფთა ჰაერი ბოღმით გამენადგურებინა..
დავტოვე ბავშვობა,რაჭა და ღამე,რომელმაც მეგობარი წამართვა.
____________________
ქალაქს დავუბრუნდი.
სულამხუთად ერთფეროვნებას.
სახლის კაცი უხმაუროდ შევაღე.
გაოცებული დავრჩი,როცა შემოსასვლელში დედა გამომეგება,დამფრთხალი,გაოცებული მზერით.
-ნუნუკამ დამირეკა,დილით,გამთენიისას წამოვიდაო..ქეთო,რა მოხდა,დღეს ვაპირებდით ჩვენც ჩამოსვლას..
-არაფერი დედა,არაფერი არ მომხდარა.-გავუღიმე და ნაზად ვეამბორე ლოყაზე.
ეს და მორჩა.
ამის თაობაზე სიტყვა აღარ დაძრულა სახლში.
მეც თითქოს ჩავჯექი კალაპოტში..
მაგრამ,ყოველ ღამე,გადაცილდებოდა თუარა ისრები სამს,სუნთქვაშეკრული მეღვიძებოდა და ვტიროდი გაუჩერებლად,ვგლოვობდი ყველაფერს,ყველა განცდილ ტკივილს,ყველა მოგონებას.
ძაძის გარეშე ვგლოვობდი ცოცხალ გაბრიელს.
იმ დღის მოყოლებული,ჩვევად მექცა მასზე უსაზღვრო ფიქრი.
მაღალი,წელში გამართული,წვეროსანი ბიჭი.
საოცრად მწვანე თვალებით..
იდეალად დავისახე მისი ყველაფერი.
მისი მოღიმარი სახეც.
მისი ნაღვლიანი მზერაც.
მისი ყველა მიმიკა.
მისი ყველა ჩვევა საფიცრად გამიხდა.
წამისსიზუსტით ჩავიბეჭდე ყველა ის წამი,რომელიც მასთან გავატარე.
ღამესთან ერთად ნელნელა შევეზარდე ტკივილს..
და ისე რომ,არაფერი შეცვლილა,არც ტკივილი,არც ფიქრები,არც გრძნობები,2 წელი გავიდა.
2 წელი,732 დღე..
არცერთხელ,ფიქრშიც კიარ გამივლია რაჭა..
ისევ ისე,ჩწითლებული,გამოუძინები ვდგებოდი და ათასჯერ გავლილ გზას მივუყვებოდი.
არც ეს საღამო იყო რამით გამორჩეული.
საჟურნალე მაგიდაზე დავდგი ლეპტოპი და ხალიჩაზე დავჯექი.
ახლაც ასე,მის სურათებს გადავყევი და სანამ ვინმე შემისწრებდა,გამოვრთე.
გული ვიჯერე მისი ცქერით,მისი თვალიერებით და გამძღარმა,ოთახში შემოსულ დედას გავხედე.
ქალს მზერა შეცვლოდა.
სახე წამოწითლებოდა.
სხეული უკანკალებდა.
საშინელი ტკივილი ასახვოდა სახეზე..
გულმა რეჩხი მიყო.
სუნთქვა გამიხშირდა,სანამ რამეს მეტყოდა,მეთვითონ მივხვდი.
ჩემი ბებო,ჩემი ტკბილი ბებია,ჩემი ყოველთვის მოსიყვარულე ბებია აღარ იყო.
_____________
რაჭის გზას თვალცრემლიანი ვაყოლებდი თვალს.
2 წლის წინ მიტოვებული გზები ისევ ისეთი იყო.
ერთი სხვაობით..
სახლისაკენ მიმავალ შუკას თავში ბებია არ ედგა.
არ მოიწევდა ჩემკენ ხელებგაშლილი.
არც ეზოში შესვლისას გამომგებებია ყალიონით ბაბუა.
არც სახლში შესვლისას არ მცემია ცხელი ხაჭაპურის სუნი..
პირიქით,სიკვდილის სუნი იდგა.
სიკვდილის,ღალატის შემძვრელი სუნი.
ეზო,სახლი,მთლიანად გადავსებული იყო მეზობლებით..
ყველა ცრემლიანი თვალებით გვისამძიმრებდა.
ყველას დააკლდა ნუნუკა ბებო.
მაკრინე ადვილად გავარჩიე ხალხში.
ჩემკენ მოდიოდა,მომიახლოვდა თუ არა,მაგრად ჩამიკრა მის მოხუცებულ გულში.
ბებიას სუნი ასდიოდა.
მაგრად მოვხვიე ხელები.
ასე მეგონა,ბებიას ვეხუტებითქო.
თვალცრემლიანმა შემავლო თვალი მაკრინემ.
-რომ იცოდე,როგორ ენატრებოდი,რომ იცოდე როგორ გნატრობდა ბოლო წუთებში..-სინანულით გადმომხედა მან და დედაჩემისკენ წავიდა.
გული გამიჩერდა..
ბებია..
ბებო..
ვენატრებოდი და მერე როგორ..
მნატრობდა და რის გამო??
იმისთის რომ მე რაღაც გადაულახავი პრინციპების გამო რაჭას არ ჩამოვედი.
გული მომეწურა.
ვგრძნობდი ფეხქვეშ მიწა როგორ მეცლებოდა.
მე ვიყავი დამნაშავე მის გარდაცვალებაში.
მე მიმიძღვოდა მის სიკვდილში წვლილი..
გულის ფეთქვას ვეღარ ავუდიოდი.
ვეღარაფერს აღვიქვამდი.
ვგრძნობდი,გული მიმდიოდა მაგრამ მაინც შემამჩნიე,ბოლო წამს,ჩემკემ მომზირალი ხავსისფერი თვალები.
___________________________
ჯერ კიდევ ბურანში მყოფი ვცდილობდი განმემიჯნა ზმანებები რეალობისგან.
იქნებ უბრალოდ მომეჩვენა..
რაჭის ჰაერმა უცებ ამომიგდო მისი თვალები..
თუმც,ყოფილიყო ზმანება,მისი თვალების ცოცხლად წარმოდგენა ნამდვილად მიმსუბუქებდა რეალობას.
ასე,მისი სახე ჩემს ემოციურ აღტკინებას დავაბრალე და ქუთუთოები მძიმედ ავზიდე.
იმ ოთახში ვიყავი,2 წლის წინ,უკანმოუხედავად რომ დავტოვე.
მარცხენა მხარეს ისევ ტკივილი ვიგრძენი..
-დედი,ისევ ცუდათ ხარ??-თავზე თვალცრემლიანი დედაჩემი მედგა.
-არა,დე,კარგად ვარ.-ლოგინიდან წამოვდექი,ცოტა თავბრუსხვევა ვიგრძენი,მაგრამ მაინც,ძირს ჩავედი და თვალებჩაწითლებულ ბაბუს მკერდში მაგრად ჩავეკარი.|
**
ძალიან ბევრი ხალხი მოდიოდა.
მათ შორის იყვნენ ჩემი უახლოესი მეგობრებიც.
მათ შორის იყო ვახოც.
უჩვეულო უხერხულობით ჩამიკრა გულში.
თითქოს უცხო ვყოფილიყავი.
სახეზე არაფერი ეხატა.
-ძალიან მეწყინა,ხომ იცი ქეთო,როგორ მიყვარდა ნუნუკა...-როგორც კი ხალხს ოდნავ მოვცილდით,საუბარი წამოიწყო ვახომ.
-ჰო,ვიცი..-გულისტკივილი ამოვაყოლე იოგებს..
-თუ რამით შემიძლია შენი დახმა..
-სადარის??-საუბარი გავაწყვეტინე და ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე შევეკითხე.
-ვიზე მეკითხები ქეთო??-ყალბათ გაიკვირვა ვახომ,თვალი ამარიდა,სიგარეტს მოუკიდა.
-იცი ვახო ვიზედაც,თვალთმაქცობა საჭირო არ არის.
-არ ვიცი,რაც შენ წადი მას შემდეგ არც მე მინახავს.-ისევ თავჩახრილმა ამოილაპარრაკა.
-სტყუი.ლაჩარი ხარ,იმის გამბედაობაც არ გაქვს რომ მითხრა,სადარის.-სიბრაზისაგან წამოვწითლდი,უცაბედად დავკარრგე კონტროლი.
ვახოს რომ გავხედე წამით შემეშინდა.
მაგრამ მალევე დაუცხრა მზერა.
უხმოდ ჩამიკრა გულში.
-მეც მტკივა ქეთუს,შენ მომიკვდე თუ არ მტკიოდეს..
ჰო,მიხვდა,მიხვდა რა მტკიოდა და მეც ვიგრძენი,ისიც იმავეს განიცდიდა...
მე მონატრებას გამოვყავდი წყობილებიდან,მას კი უთქმელობა ტანჯავდა.
________________________________________________________
ერთიანად დავიცალი ყოველგვარი ემოციისგან.
გასაქანი მივეცა ყველა გრძნობას..
თავი შევაფარე ბებიას გარდაცვალებას და გულიდან ამოვიგლიჯე ყველა ჯავრი..
ვტიროდი ერთად ყველაფერს..
ვტიროდი ბებიას ნაოჭს..
ვტიროდი ბებიას დაკოჟრილს ხელებს.
ვტიროდი ბებიას უთბილეს გამოხედვას.
ვტიროდი ბებიას მონატრებას.
ასე წავიდა ბებიკო.
ასე დამტოვა ბებიკომ.
ჩემმა ნუნუკა ბებიამ...
ჩემმა თბილმა ბებიამ..
ჩემმა აყვარელმა ბებიამ...
ბებია,ბე,ბებიკო,ბები-რომ დავუძახებდი და ხელებგაშლილი წამოვიდოდა ჩემკენ,უთბილესი სახითა და ცრემლით სავსე თვალებით..
ბებიკო,ბები,ბე-სად ხარ ბე ?
გაბრიელ,გაბო..
გაბო..
გაბო..
სადახარ გაბო??
გამოჩნდი გაბო..
მიხსენი გაბო..
__________________
გაუსაძვილი იყო უკვე რაჭა...
ფილტვებს მიხშობდა მისი ბინძური ჰაერი..
მეზიზღებოდა ყველა კუთხე-კუნჭული..
მეზიზღებოდა მთაც,მეზიზღებოდა მდინარეც,მეზიზღებოდა პატარა ხის ღობეებიც..
მეზიზღებოდა ხალხიც და მეზიზღებოდა ის..
ასე ერთიანად,ერთი ხელის მოსმით,შევიძულე ყველაფერი რაც რაჭას უკავშირდებოდა..
თავჩაღუნული ვიჯექი კუბოს წინ,თავწაკრულ დედაჩემის გვერდით და მის მოთქმას ვუსმენდი..
ჩემი დედიკოს მოთქმას,რომლის თვალებზეც თითო ოროლად თუ მენახოს ცრემლი..
გულამოსკვნით ტიროდა და ატირებდა ყველას..
ტიროდა მამიკოც,ჩემი მამიკოც და ტიროდა ყალიონიანი ბაბუაც..
ტიროდა მაკრინეც,ტიროდა ვახოც,ტიროდა ბლის ხეც...
მაგრამ არსად ტიროდა გაბო..
გაუსაძლისს ხდიდა ორი ადამიანის მონატრება ჩემს ყოფას.
რომელი მეტირა,რომელი..
ჩემი ბებია,თუ უკვალოდ გამქრალი გაბო..
მთელი გულით ვტიროდი და მარტო ვახო ხვდებოდა,რა მატირებდა..
მარტო ვახო იყო თავჩაღუნული ჩემი ტკივილით დამძიმებული.
მარტო ვახო მომკიდებდა ხოლმე ხელს,ამიყვანდა ჩემს ოთახში,საწოლზე დამსვამდა და მიმიხუტებდა..
მარტო ვახო,ბავშვობაში ლოყაწითელა,ბუზღუნა,სულ პუტკუნა ვახო..
-გახსოვს ვახო,ერთხელ მე შენ და გაბომ ცეცხლი რომ დავანთედ შუა აგვისტოში და გარშემო ცეკვა დავიწყეთ??-ძალაგამოცლილი მივესვენე სკამზე,ჩემს ოთახში და კუთხეში მდგომ ვახოს გავხედე.
-მახსოვს ქეთო,როგორ არ მახსოვს-ღიმილი გაეპარა ტუჩის კუთხეში რაჭველს.
-გახსოვს ვახო,ფეხი რომ დამიცდა და ლამის ცეცხლში ჩავვარდი..-გული მომეწურა..
-მერე მთელი კვირა ტიროდი,გაუჩერებლად,ქვეყნიერებას აქცევდი...-გულღიად გაეცინა ბიჭს..
-გაბომ რომ დამიჭირა გახსოვს ვახო??-თვალცრემლიანმა ავხედე ვახოს,ისევ გაურბოდა მის ხსენებას..
-გაბომ კიარა,მე დაგიჭირე-შემისწორა ვითინ ნაწყენმა,სიცრუე გაერია ხმაში.
-აარასდროს გამოგდიოდა ტყუილები,ახლა მითუფრო-ღიმილით გავხედე და ცრემლები შევიმშრალე.
-შენი ლიიზიკო როგორაა ვახო?
-ლიზიკო აღარაა.
-ისევ მატყუებ-გაბრაზება გამერია ხმაში.
-ხვალ გასვენებაა ქეთო,დასვენება გჭირდება.-უკანმოუხედავად გავიდა ოთახიდან და დამტოვა..
რატომ? რატომ მიმალავდნენ გაბოს?
რატომ?
რატომ მწვავდნენ ცოცხლად?
რატომ???
რატომ ვერ მისწორებდა თვალს მაკრინე რატომ??
თავში ათასი კითხვა მიტრიალებდა..
გული უფრო ნელა ფეთქავდა.
რომ მიმეცა საშუალება და ეთქვა.
იმ დღეს,იმ ავბედით დღეს რომ დამეცადა მისთვის..
იქნებ ახლა სხვანაირად ყოფილიყო.
იქნებ ახლა გაბო გვერდით მყოლოდა.
სანანებლად მექცა ყველა ჩამოსვლა რაჭაში.
სიკვდილი არ მძულდა ისე,როგორც რაჭა.
გაუფერულდა,განულდა ყველაფერი..
ერთადერთი მიზეზისგამო:
რაჭა ჩემთვის გაბო იყო.
___________
ძლივს წამოვზიდე სხეული დილით..
თვალები საშინლად მქონდა დასიებული,სუნთქვა მიჭირდა.
გასვენება იყო დღეს.
ჩემ ბებოს მიწას ვაბარებდით დღეს..
დილიდან სააშინლად დამიმძიმდა სული.
ასე გაუსაძლისი არასდროს ყოფილა..
ხალხის ნაკადიც არ წყდებოდა..
აღმართს მივუყვებოდით სასაფლაოსკენ პროცესია..
კიდურებს ვერ ვიმორჩილებდი..
მძლავრად ვეყრდნობოდი დედას მკლავს,ისიც,თითქოს ერთმანეთი მიგვყავდა.
გული მეწვოდა.
მეწურებოდა როცა მწვანე მუნდირში გამოწყობილი,მედლებით შემკობილი,ომის ვეტერანი ბაბუ ფერწასული,ბებოს სურათით მიუყვებოდა აღმართს.
თავი არ ამიწევია ზევით,ისე მივაყარეთ მიწა ტკბილ ბებოს.
სასაფლაო თითქმის დაცარიელებული იყო უკვე,დედას რომ მივუბრუნდი
-დედა,მე დავრჩები ცოტა ხნით,თქვენ წადით-მშობლებს მივუბრუნდი..
ბებოსთან განმარტოება მინდოდა.
ჩემ ბებოსთან.
ცოტა ხანი ვუცდიდი მესაფლავეებს,როგორც კი მოილიეს ყველაფერი,მარტო დავრჩი,შავი თავშალი მოვიხსენი,მოაჯირზე ჩამოვჯექი..
მოგონებებში გადავეშვი,სადაც ჩემი ნუნუკა ბებო სულ მოღიმარი იყო..
ფიქრებში ნაბიჯების ხმა ჩამესმოდა,მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი..
ფიქრს განვაგრძობდი.
გამახსენდა კვლავ ჩემი ტკბილი ბავშვობა.
ტკბილი მოგონებები,რომლების სათავეშიც ბებია-ბაბუა იდგა..
-ქეთო-ფიქრებში ნაცნობი ხმა ჩამესმა-გული ამიჩქარდა,თავი არ ამიწევია,ზმანებაათქო მორიგი,ვიფიქრე..
-ქეთო-უკვე მკაცრად მომესმა ჩემი სახელი გონებაში და უიმედოდ ავწიე თავი.
გაბო მედგა წინ..
ჩემი გაბო..
გული არ ამიჩქარდა,სრულიად შეწყვიტა ცემა.
ერთ ადგილს მივეყინე,მეტყველების უნარი წამერთვა მომენტალურად..
საოცრად სევდიანი იყო გაბო,ხავსისფერი მზერა სრულიად აწყლიანებოდა..
სხვა გაბოს ვხედავდი..
სულ სხვა გაბოს..
თმები მოშვებული ჰქონდა,წვერს უტოლდებოდა...
საოცრად დასუსტებულიყო და თითქოს კეხი უფრო მკვეთრად უჩანდა..
ნატანჯი სახე ჰქონდა გაბოს და სწორედ ამან მიმაჯაჭვა ადგილს.
ნერვიულად ისვამდა სუსტ თითებს თმებზე..
ელოდა ჩემს გამოფხიზლებას..
ელოდა მაგრამ სრულიად უმოქმედო ვიყავი..
-ქეთო-ისევ გაიმეორა ჩემი სახელი,ფრთხილად მომიახლოვდა..-ქეთო -ნაზად ჩამომისვა თითები სახეზე,მწველი ცრემლები მომწმინდა,ნაზად მომეალერსა...
-ქეთო რომ იცოდე როგორ ვწუხვარ და როგორ მტკივა-ტკივილიანი ხმა ჰქონდა გაბოს..-რომ იცოდე ქეთო,რომ იცოდე-სუსტი ხმით ამომძახა და დაჩოქილმა მუხლებში ჩამიდო თავი..
გული შემიქანდა..
გაუცნობიერებლად მისკენ წავიღე ხელები და თავზე მოვეფერე მონატრებულს..
როგორ მომნატრებოდა ჩემი გაბო,როგორ მწარედ,როგორ უთქმელდ მომნატრებოდა მისი მწვანე თალები-ნელნელა ვუბრუნდებოდი ცნობიერებას..ნელენლა ვიაზრებდი სცენას მთელი სიდიადით-როგორ დაღლილა ჩემი გაბო,როგორ შეცვლილა ჩემი გაბო,როგორ..
თმებზე ვეფერებოდი დაჩოქილ კაცს და მის მოცახცახე მხრებს მონუსხულივით ვუყურებდი.
მივხვდი,მონატრება მორეოდა რაჭის მკიდრს.
მივხდი,როგორ ტანჯავდა ეს ორი წელი.
მივხვდი,მარტო მე არ მტკიოდა მარცხენა მხარე..
მივხვდი და მეც ავტირდი,მთელი გულით და გრძნობით.
ყველა უჯრედით ვგრძნობდი მის ტკივილს,ასე ცხადად რომ ეტყობოდა ყველა ნაკვთზე.
გულის ამოსკდომამდე დავიცალე ცრემლებიდან,მაგრამ ტკივილს ვერ მოვუხერხე,მაინც მტკიოდა,ჩემთან იყო,მაგრამ მაინც მენატრებოდა..
-ქეთო-ნელა აწია თავი კალთიდან,თვალები ჩაწითლებოდა,ტბა მუქი,მუქი ხავსისფერი გახდომოდა..-რომ იცოდე როგორ მომენატრე-მთელი ტკივილი ამოაყოლა სიტყვებს და ერთი ვარდი მომაწოდა..
___________
მდუმარედ გავუყევით გზას სახლამდე..
ვერცერთი ვბედავდით დაწყებას..
გრძნობაგამხელილებს გვერიდებოდა თითქოს ერთმანეთის.
დროდადრო გავხედავდი.
ნერვიულად ეწეოდა სიგარეტს.
ცალი ხელით გამმუდმებით ისწორებდა ჩამოშლილ სწორ,კუპრივით შავ თმას.-როგორ მოგხდომია ცვლილებები-გონებაში თბილად გავივლე აზრი,მონატრებულს ყველა ნაბიჯი მომწონდა მისი..
რაღაცნაირი იყო გაბო..
რაღააცნაირი,სახელსაც რომ ვერ აურჩევდი ისეთი.
იმ რამოდენიმე წუთში,რაც ამწამამდე გავატარე მასთან,ზედმიწევნით განვიცადე განვლილი ორი წელლი..
სისუსტის შემდეგ ისევ დაბრუნებოდა გაბოს ძველებული მედიდურობა..
ისევ ისე,როგორც აქამდე,წელში გამართული,მტკივე ნაბიჯით მიუყვებოდა ათასჯერ გატკეპნილ გზას.
მის ნაბიჯშიც კი იგრძნობოდა გაბოსეული სიდიადე.
სიდიადე,რომელიც მხოლოდ მას ჰქონდა და არავის სხვას.
სიდიადე,რომელლიც მხოლოდ მას უხდებოდა.
სიდიადე,რომელიც მხოლოდ მასთან ვლინდებოდა თავმდაბლობით.
გაბო რაღაცნაირი იყო..
გაბო გაბოსეული იყო.
გაბო ქეთოსებური იყო.
-მოვედით-გამომარკვია ფიქრებიდან და კვლავ რეალობაში დამაბრუნა მისმა ხმამ.
უკვე სახლთან ვიყავით,გული ისევ მომეწუნა,განმიახლდა იარები.
-ღმერთს გეფიცები-საკუთარივით მეტკინა ნუნუკა-მითხრა,ღრმად დაარტყა ნაპასი,ოდნავ შესამჩნევად გამიღიმა და სახლში შევიდა.
მე კიდევ თავჩახრილი,გრძნობამორეული,მაგრამ მაინც ტკივილით სავსემ შევაღ კარები,სადაც აღარ გამომგებებია გაფქვილული ბებია.
_________
გვიან ღამე იყო სტუმრები რომ დაიშალნენ.
სტუმრებს შორის გაბოც იყო.
ნაღვლიანი,ოდნავ ღიმილიანი თვალებით მიყურებდა,ხანდახან,როცა დამიმარტოხელებდა..
ყველაზე ადრე გავიდა სახლიდან,ღობესთან შემომბრუნდა,ნაზად დაიჭირა ჩემი ხელი და თითებზე თბილად მაკოცა.
-ქეთო,ღვთისმშობელივით ლამაზი ხარ მამაზეციერს გეფიცები,არ მეთმობი ქეთო,არ მეთმობი.....-ნაღვლიანად გადმომხედა და მწვანე მოლს წელშიმოხრილი,სიგარეტით ხელში გაუყვა..
ძალაგამოცლილი დავწექი.
გადავიღალე.
არც კი მეძინებოდა..
დიდი ხნის წრიალის შემდეგ წამოვდექი ლოგინიდან,ბებოს თბილი მოსაცმელი მოვიხურე და გარეთ გავედი.
კიბეებზე ჩამოვჯექი,მეზობელ სახლს გავხედე..
გაბოს სძინავს ალბათ-ჩამეღიმა-ყურსასმენები გავიკეთე და ღამის რაჭას ლამაზად შევურიე პინკ ფლოიდის გენიალური ჰანგები.
გაბო.
გაბო.
გონებაში მის სახელს ვიმეორებდი და სულში სითბო მეღვრებოდა.
ჩემი გაბო-რა ტკბილია როცა ჩემია და ჩემთვისაა..
რა ტკბილია როცა სიგარეტს ეწევა.
რა ტკბილია როცა მოზრდილ თმას უკან იწევს,წამდაუწამ.
როგორ გავიზეპირე.
როგორ შევისისლხორცე მისი ყველა ნაბიჯი,მოქმედება,ჩვევა.
ბავშვობიდან დღემდე,წლების სხვაობით,როგორ იცვლებოდა.
როგორ მიღვივებდა გულში სიტკბოს,სითბოს,სიკეთეს.
როგორ დიდდებოდა ნელნელა გრძნობა,როგორ გაუცნობიერებლად,როგორ შევიყვარე ბავშვობიდან დღემდე-ვარდით ხელში,ერთი ვარდით ხელში..
-ფიქრებიდან უცებ მანქანის ხმამ გამომაფხიზლა,გაკვირვებულმა მოვიხსენი ყურსასმენები და ხმის მიმართულებით გავიხედე.
შავი მანქანა იყო.
მარკას სიბნელის გამო ვერ ვარჩევდი,მაგრამ აშკარად ეტყობოდა,რომ საკმაოდ ძვირადღირებული იყო.
რამდენადაც გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო ჩემთვის,მანანა გაბოს ეზოსთან გაჩერდა.
შიგნით მჯდომნი ცოტა ხნით შეყოვდნენ,გული გამიჩერდა,როცა მძღოლის მხრიდან გაბო გადნოვიდა და მის გვერდით მჯდომს კარები გაუღო..
სუნთქვა შემეკვრა.
გულის ცქარებული ცემა გამაყრუებლად ჩამესმოდა ყურებში.
მანქანიდან ქალი გადმოვიდა.
საჩქაროდ ავდექი კიბეებიდან,იმ წამს გაბოს ასეთი განადგურებული რომ ვენახე თავს არასდროს ვაპატიებდი..
კანმოუხედავად შევვვარდი ოთახში.
ხის კარებს ზურგით მივეყრდენი და ძალაგამოცლილი ჩავიკეცე.
როგორ მეტკინა..
როგორ უღვრთოდ მეტკინა ვინ იცის.|
ყველაზე წმინდას გეფიცებით,გავნადგურდი.
სრულიად გავნადგურდი..
არ ამომდიოდა გონებიდან ბოლო სცენა,როგორ ჩაკიდა გაბომ ხელი სუსტ,მაღალ,ძალიან ლამაზ ქალს ხელი და ეზოში შეუძღვა.
არ დამისვამს კითხვა გონებაში-ვინ იყო,ისედაც ცხადი იყო,ის ქალი ჩემზე მნიშვნელოვანი იყო.
__________
დილით ძალიან გვიან გამეღვიძა.
თავზარდაცემული,განადგურებული,შეზიზღებული,შემუსვრული..
კიბეებს ჩავუყევი.
ინსტიქტურად მანქანას გავხედე-პორშე კაიენი-ირონიულად ჩამეცინა,ორი წლის წინ,ბლის ხის ქვეშ,მე ვახო და გაბო რომ ვისხედით,სულმოუთქმელად ვკამათობდით,გაბო მარწმუნებდა,რომ პორშეს პრადო ჯობდა,მე კი საპირისპიროს ვუმტკიცებდი,ბოლოს მითხრა,მომავალ წელს ვნახოთ ვის რა ეყოლებაო და აჰა - პორშე კაიენი,მანქანა რომელიც აქამდე ოცნების მანქანა იიყო ჩემთვის,ახლა კი ძირეულად შემძულდა..
მეორედ აღარ გამიხედავს,შესისხლხორცებული "ტრადიციას",რომ სულ გამეხედა მეზობელი სახლისკენ,ზურგი ვაქციე და ოთახში შევედი.
უფრო დავითრგუნე..
უფრო მეტკინა სიცარიელე,მიუხედავად იმისა,რომ ოთახში საკმაოდ ხალხმრავლობა იყო,მათ შორის მაკრინეც ერია,რომელიც მთელი ინტერესით უყვებოდა დედაჩემს რაღაცას.
ყველას მივესალმე და ოდნავ მოშორებით ჩამოვჯექი,რომ მათი საუბრისთვის ყური მომეკრა..
-ძალიან კარგი გოგოა,მართალია,ცოტა მორიდებული და სახლის საქმეებიც თითქმის არ იცის,მაგრამ მთავარია გაბრიელია ბედნიერი,თან აგერ უკვე მესამე წელი იწურება..რას ვიზამ,რაღაცებზე თვალი უნდა დავხუჭო-საქმიანი და მრავლისმეტყველი სახე მიიღო მაკრინემ და ფხლის შეკმაზვა განაგრძო..
გული ისევ მეტკინა,მაგრამ თითქმის ვეღად ვიგრძენი,ბოლო ორი დღე იმდენად შევეჩვიე ტკივილს.
რომ მივხვდი,ვეღად ვსუნთქავდი,ავდექი,გარეთ გავედი.
გაუცნობიერებლად დავუყევ გუშინ ავლილ აღმართს.
ასე როგორ მატკინა გაბო??
უკითხავად ჩამოგორებული მლაშე სითხე ბრაზით მოვიშორე ღაწვებიდან..
ამისთვის როგორ გამიმეტე გაბო აა??
ეს როგორ გამიკეთე გაბრიელ??-სიბრაზემ კისერში მარწუხებივით მომიჭირა ხელი,სუნთქავა აღარ შემეძლო,ამასობაში მივახლოვებოდი საფლავს,ჯერკიდევ გადაუმხმარი იყო მიწა,ჯერკიდევ სველი იყო მიწა...
ოხ,როგორ ვინატრეე იქ მე ვყოფილიყავი..
როგორ ვინატრე მე ვყოფილიყავი მკვდარი,როგორ...
-ეს როგორ გამიკეთე გაბრიელ-მთელი ძალით,მთელი ტკივილით,არაადამიანრი ძალით ავტირდი...-ესე როგორ მატკინა,ესე უსიყვარულოდ როგორ გადამიარე გაბრიელ-გულამოსკვნილი ვტიროდი და მიდამოს ვაყრუებდი გოდებით..
ოჰ,ღმერთო,როგორ მტკიოდა,რა მწარედ მტკიოდა,როგორ ვგძნობდი,რა სიმწარით ვგრძნობდი დაჭიმულ სხეულს,ტკივილიან გულისცემას,ვინ იცის??
ვტიროდი,მთელი გულით და ტკივილით.
მოუპოვებლად დავკარგე,ეს მტკიოდა.
იმის გააზრება მკლავდა,რომ ერთი დღეც არ მქონდა სიყვარული ნაგრძნობი და უკვე წავიდა..
უკვე მიმატოვა.
უკვე დამიტოვა იარები.
ეს მტკიოდა.
ეს მიპობდა გულს ათას ნაწილად.
ეს..
ეს..
ეს..
-ქეთო-ჩახლეჩილი ხმა მომესმა ზურგიდან,გავშეშდი-ქეთო-უკნიდან ბეჭებზე შემეხო,მძლავრად მომკიდა ხელი და წამომაყენა.
შემომატრიალა.
სიმწრით გავუსწორე მის დანისლულ მზერას თვალები..
ღმერთო,როგორი ტკივილიანი თვალები აქვს-ამან უფრო ამავსო ბოღმით,ამან უფრო შემაცოდა თავი,შემაზიზღა თავი,გაუცნობიერებლად გავაწანი სილა,მთელი სიძლიერით და ტკივილით....
მთელი ბოღმით...
ასე უთქმელად რომ გამწირა ტკივილითვის იმიტომ..
ტკივილით უფრო დაემანჭა ცოდვილი სახე რაჭის მკვიდრს.
მტკივნეულად მოისვა ტალახიან სახეზე ხელი.
ჩამოიწმინდა სირცხვილი...
მეგონა აფეთქდებოდა,ველოდი კიდეც..
მაგრამ...
ხელი ჩამავლო და გახევებული სახით გამიძღვა წინ.
ტემპის შეუცვლელად,ჩქარი ნაბიჯით გავყავდი მკვდრების სამყოფელიდან..
გაყინული,შეურაცხყოფილი გამომეტყველებით ჩამსვა ჩემს საძულველ მანქანაში და უმისამართოდ მატარა,შორს,ძალიან შორს.
ხმას ვერ ვიღებდი,იოგები ჩამიწყდა...
მის სახეს ვუყურებდი,მის ტკივილიან სახეს რომელსაც ოდნავ შერჩენოდა ტალახის კვალი.
მანქანა ერთ სართულიან,ხის სახლთან გააჩერა...
უთქმელად გადმომიყვანა მანქანიდან,ხელჩაკიდებული შმიძღვა სახლში..
იქვე სკამზე ჩამომსვა,გვერდით მომიჯდა და დაიწყო..
დაიწყო ის,რამაც შემდეგ მთლიანად შეცვალა ჩემი გრძნობები,ჩემი ფიქრები,ჩემი ცხოვრებისეული მიზნები და ოცნებები..
დაიწყო და სამუდამოდ დამატოვებინა იმ სახლის კედლებში ყველაფერი რაც აქამდე გამაჩნდა..
ჩემი "გემრიელი" ბავშვობაც,ჩემი უმისამართოდ შემოვლილი გზები დედასთან ერთად..
დამატივებინა ყველა ტკბილი მოგონება,დაბადებიდან იმ წამამდე..
დამატოვებინა..
დაიწყო..
-ახლა რასაც მოგიყვები,მინდა ზედმიწევნით სწორად გაიგო და მომისმინო.
მინდა გამიგო,მინდა მიხვდე და იგრძნო.
მინდა გაიზიარო და შეიცნო ჩემი ყოფა ქეთო.
-ის გოგო ვინც გუშინ დაინახე,თამარია-გულში მწარედ გამკრა,მაინც შემამჩნია-ჰო,შეგამჩნიე-მიმიხვდა ფიქრს,დნავ შესავმჩნევად ჩაიღიმა-3 წლის წინ,თერაპიაზე შევხვდი მას..-შეჩერდა,დამაცადა ნათქვამი გამეზიარებინა,მაგრამ ვერაფერი გამეგო,ვერც თამარი და ვერც თერაპია..
-ქეთო არავარ კარგად,არავარ კარგად,ის,რაც მე მჭირს არ იკურნება ქეთო-ნაღვლიანად გამომხედა,თვალები აწყლიანებული ჰქონდა გაბრიელს..
ისევ ვერ ვიაზრებდი რეალობის სრულ სურათს,ის კი განაგრძობდა..
-თამარი ჩემი მკურნალი ექიმია ქეთო,თამარი მეხმარება ქეთო,თამარი რომ არა დღეს აქ არ ვიქნებოდი ქეთო,შენ მომიკვდე ცოცხალი არ ვიქნებოდი ქეთო-ნერვიულად ლაპარაკობდა,სულამოუთქმელად..
უკვე მესამე ღერი მოსწია..
მე კი ისევ სუნთქვა შეკრული ვუსმენდი,წარმოუდგენელს მეუბნებოდა,არ ვუშვებდი გონებამდე გასაააზრებლად.
- 5 წელია ეს ვიცი,მაგრამ 3 წელია რაც ვმკურნალობ ქეთო,თამარის დახმარებით დღემდე სული მიდგას ქეთო,მინდა გაიაზრო რას გეუბნები-მომიახლოვდა,გამისწორდა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია-მინდა მიხვდე რას გიყვები ქეთო-ნელა,ნაზად შემარხია და თითქოს გამიფანტა ფიქრები და რეალობა დამანახა.
მეგონა სახლი შეირყა.
მეგონა ცა ჩამოვიდა ძირს.
მეგონა გავხევდი..
მეგონა მტვრად ვიქეცი.
გაბო არარის კარგად,გაბო არარის კარგად,აი თურმე რატო გახდა ასე..-გონება გამალებით ამიმუშავდა,ძალებს ვიკრებდი,ყველაფერს ვიხსენებდი.-თურმე რატომ მეჩვენა ფერმკრთალი,თურმე რატომ მარიდებდა თვალს ყველა,თურმე რას გაურბოდნენ,თურმე რას მიმხელდა ვახო,რას ვერ მიმხელდა ბებო და მაკრინე,თურმე რატომ ხუთდა რაჭის ჰაერი.. თურმე გაბო..თურმე გაბო ქრებოდააა..
-ქეთო,ჩემი ქეთო-ცრემლებს მწმენნდდა სრულიად უძრავად მყოფს.მაცდიდა სანამ სულს მოვითქვამდი..
-ქეთო,უიმედო იყო ყველაფერი თავიდანვე და მაგიტომ არ ვჩანდი მაშინ რამოდენიმე დღე,დედას გეფიცები,როგორც კი ჩამოდი,რაჭა გამინათდა ქეთო,ყველაზე წმინდას გეფიცები ქეთო,შენს თავს გეფიცები ქეთო,რომ ჩამოდი და დაგინახე როგორ მოუყვებოდი აღმართს გულში პირველად ვიგრძენი სიხარული წლების შემდეგ..
როგორ მინდოდა,იმწამსვე მოვსულიყავი,იმწამსვე მომეტანა ის შენი ერთი ვარდი,იმწამსვე ჩმეხუტებინე და გამეხარებინა ძირფესვიანად,მაგრამ მაკავებდა..
მაკავებდა ტკივილი და იმის გააზრება,რომ შენც გატკენდი..
ვიცდიდი,ყოველდღე მივდიოდი,მაგრამ შუა გზიდან ვბრუნდებოდი..
ანდამანტივით მიზიდავნა შენი იქ ყოფნა..
მაინც ვერ მივდიოდი ისე რომ არ მენახე..
მაშინ,იმ დღეს,ვახოსთან რომ მოდი,გზიდან იმსაათის მობრუნებული ვიყავი..
რომ დაგინახე ყველა კივილი დამავიწყდა ქეთო სამყაროს გეფიცები,რომ დაგიინახე სული გამინათდა ქეთო,პირისპირ გხედავდი და თვალწინ დამიდგა ყველაზე მშვენიერი ქმნილება დედამიწის ზურგზე..
უცებ რომ გაბრუნდი გული ჩამიწყდა ქეთო,მაგრამ გავბედე,ვახომ გამაბედვინა და დაგედევნე.
რომ მოგეხვიე სიცოცხლე ვიგრძენი ხელთავიდან,იმწამს მეორედ დავიბადე ქეთო..
მერე ხომ გახსოვს ქეთო,ხომ გახსოვს,ისევ ისე განვაგრძეთ,როგორც ბავშვობაში,ეს უფრო რთული იყო ჩემთვის ქეთო,იმიტომ რომ ვერ გეუბნებოდი..
იმ ღამით ქეთო-წამით შეჩერდა,ნაპასი ღრმად მოქაჩა,მისებურად თმა უკან გადაიწია,კისერში მოწოლილი გრძნობები კვმლამს ამოაყოლა და განაგრძო-იმ ღამით,სწორედ იმ ღამით გავიგე,იმ ღამეს დამირეკა თამარმა და მითხრ რომ სრულიად უიმედო იყო ყველაფერი-ისევ შეჩერდა,გამომხედა,ადამიანის ფერი აღარ მედო,საკუთარ თავს ვიწყევლიდი..საკუთარ გაჩენას,რაჭას ვწყევლიდი..-იმ დღეს ყველაფრის თქმა მინდოდა,გრძნობიდან დაწყებული ჩემი ამაოებით დასრულებით... მაგრამ...-აღარ გააგძელა,შემატყო მისგან აღიარებული უფრო მატკენდა,მეთვითონაც ვიცოდი,მ დღეს უნდა მეცდია მისთვის,უნდა ეთქვა..
-ქეთო-შუბლზე მომდგარი მსხვილი ოფლი მისი ხელებით მომწმინდა-ქეთო,ახლა ყველაზე მეტი უუფლებო ვარ შენს წინაშე..
ახლა არ მაქ თქმის უფლება,მაგრამ იმ ღამეს დაწყებული უნდა დავამთავრო,უთქმელად არ წავალ ქეთო..
ბავშვობიდან მოყოლებული ქეთო,ღმერთამდე გაღმერთებ.-ხმა ჩუწყდა წამით,ჩააახველა,მოწოლილი ცრემლები ხმაურიანად გადაყლაპა..-გახსოვს?-გაეღიმა-პატარები რომ ვიყავით,კატოს და ტყუპებს ვთხოვე მაშინ,უთხარით ქეთოს რომ მიყვარსთქო-მეც გამეღიმა,გამახსენდა,სულ მახსოვდა...-მაშინ სულ პატარა იყავი ქეთო,მეც პატარა ვიყავი და ჩემი პატარა გულით ვგრძნობდი რამდენად მიყვარდი..
მის მერე დიდი დრო გავიდა,აჩრდილივით სულ შეენს ჩრდილში ვიყავი ქეთო,ის რვა წელი,რაც ურაჭოდ გაატარე,ის რვა წელით შენს ზურგს უკან ვიყავი სულ,ყველა ნაბიჯზე,ყველგან და ყოველთვის შენთან ვიყავი..
არასდროს ვჩანდი,არასდროს გაგრძნობინებდი ამას..-ძალა მოიკრიბა ისევ,გაოგნებულს შემომხედა,გამიღიმა,თბილად შემეხო დანამულ სახეზე-ჰო ქეთო,ჰო,სულ შენთან ვიყავი და ამავე დროს არც კკი.გეფიცები ქეთო,ვიცი როგორ ლაჩრულად ჩანს ეხლა ეს ყველაფერი,მაგრამ გეფიცები,როცა გადავწყვიტე რომ გამოვჩენილიყავი,როცა გადავწყვიტე რომ შენს ცხოვრებაში შემოვსულიყავი,მაშინ გამითენდა ის ავბედითი დღე..
როცა ეს ამბავი გავიგე-ღრმად ამოისუნთქა-შენს ბინასთან მოვედი,ოთახში შუქი გენთო,გვიანი იყო და არ გეძინა,ვიცი იმ წიგნს კითხულობდი,ორი დღის ადრე რომ იყიდე ,კაფკას "პროცესი"-გაკვირვებულმა გავხედე,ტკივილიანად გამომხედა-მინდოდა ამოვსულიყავი,კარზე დამეკაკუნებინა,მივსალმებდი ყველას და ერთი შემოსვლით შენს ცხოვრებაშინ შემოვჭილიყავი,მაგგრამ დამაგვიანდა მაშინ..
აღარ მქონდა უკვე ამის უფლება..
აღარ მქონდა ამის უფლება.-მწყალად გავხედე,საშინლად გავბრაზდი,მთელი ამ დროის მანძილზე ის ჩემს გვერდით იყო,ოხ,ისე მომინდა ისევ გამეწნა მისთვის სილა,ისევ ამომენთხია დაგროვილი ბოღმა,მაგრამ მისი თვალები მაჩერებდნნენ,მისი ხავსისფერი,მწვანე თვალები მყინავდა გაუნძრევლად ადგილზე.
-ვიცი ბრაზობ,ვიცი რომ დამნაშავე ვარ,ვიცი ქეთო,ვიცი ეს მოსმენილი ბოდვა გგონა,მაგრამ დამიჯჯერე,გევედრები,უკვე ვეღარ მოვიდოდი შენთან.
მის მერე დავიკარგე,აღარ გამოვჩენილვარ შენს ირგვლივ..
ორი წლის წინ რომ დაგინახე,გული გამიჩერდა,ხელთავიდან ვიგრძენი ყველა ტკივილი..
არ გელოდი,იმედიც აღარ მქონდა უკვე რომ აქ ამოხვიდოდი,მაგრამ მოდი..
იმ ყველაფრის მერე,დილით რომ ვეღარ დაგინახე,მივხვდი წახვიდოდი და დაგედევნე,თბილისადმე გზადაგზა მოვყვებოდი ავტობუსს,ყოვველ წამს ვფიქროდი,ახლა გავაჩერებდი,ჩამოგიყვანდი და ჩაგიკრავდი გულში,მგრამ ვერ ვქენი ქეთო..
ვერ გაგიმეტე ამხელა ტკივილისთვის ვერა ქეთო..
ჩემი ტკივილი მეყოფოდა ქეთ,შენ ვეღად გატკენდი ასე,ვერა..-შეჩერდა,მთასავით მაღალი კაცი,ერთი ბეწო გამხდარიყო,გული მიკვდებოდა ასეთს რომ ვხედავდი,სიმწრისგან ყველა ძარღვი დაბერვოდა კისერზზე,მაინც დიდებული იყო,მააინც მედიდურობას ასხივებდა თვალებიდან..მაინც მიყვარდა..
-რატომ? თუ ასეა რატომ გამოჩნდი გუშინ?-ხმაჩამწყდარმა ძლივს ამოვთქვი,ვერ ვიცანი ჩემი ხმა,არ გავდა ძველ ქეთოს,სრულიად სხვა ტონალობა იყო,სრულიად სხვა ხმა..
-ყველგან მეძებდი და მაგიტომ,ყველგან მელოდებოდი,ყველა კუთხეში იმედით სავსე იყურებოდი,ყოველ წამს მოუთმენლად ელოდებოდი,როდის მოვიდოდი და ამიტომ მოვედი..
მოვედი მაშინ როცა ყველაზე მეტად გტკიოდა ქეთო.როცა ყველაზე მეტად გჭირდებოდი ქეთ,როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდი მეც..
დადუმდა,საშინლად დადუმდა,იმდონეზე რომ ყოველი ხის ჩუმი შრიალიც კი მესმოდა..
ისე ვტიროდი..ისე მტანჯავდა და ვეღარ გამეგო რა..
რამეტირა..
ის რომ ცუდად იყო..
ის რომ უიმედო იყო..
ის რომ ჩემთან იყო და არც..
ის რომ აღიარა..
ის რომ ტკიოდა და ვერ ვუშველიდი...
რა მეტირა??
რა მეტირა იოგების ჩახლეჩამდე?
რომ მიყვარდა ??
რა მეტირა???
სიცოცხლე რომ უნდოდა და უიმედო იყო??
გული აღარ არსებობდა ჩემთვის,მის საერთო არსებობაშიც კი ეჭვი შემეპარა..
რატომ ვეღარ ვგრძნობდი რომ ცემდა??
ნუთუ არამიწიერმ ტკივილმა შეაჩერა??
გაააქრო??
იქნებ მანაც დაასრულა სიცოცხლე როგორც მე ამწამს??
იქნებ მასაც აღარ უნდა სუნთქვა??
იქნებ მასაც უნდა მთელი დარჩენილი საუკუნეები,წლები,დღეეები,სააათები,წუთები წამები გაბრიელს მისცეს??
იქნებ მასაც ეთმობოდა მისი ძგერა მარტო იმისთვის რომ გაბოსას ეძგერა??
ღმერთო..
ღმერთო..
ღმერთი..
ღმერთი არ არსებობს..
ღმერთი ტკივილის დროს არ არსებობს,ახლა ვიგრძენი.
-ქეთო-სასოწარკვეთიდან შემომაბრუნა მისმა ძახილმა-აი ესაა ღმერთის ხმა-გულში გავივლე,-ქეთო დღეს გეტყვი და ვსო,დღეს მათქმევინე და ვსო,მიწიერებას გეფიცები,დღეისამასიქით ამას აღარასდროს გეტყვი-ქადაგად დამიდგა საყვარელი არსება-დღეს მათქმევინე ქეთო..
დღეს გეტყვი ქეთო..
მიყვარხარ-ამოთქვა გამწარებულმა ხმამ-მიყვარხარ საკუთარ სიცოცხლეზე მეტად..
მიყვარხარ ღმერთის სამართალზე მეტად..
მიყვარხარ ამ ჩემს ტკივილზე მეტად.
მიყვარხარ ქეთო,მიყვარხარ დარჩენილ სიცოცხლეზე მეტად.
მიყვარხარ წარმოუდგენლად.
მიყვარხარ იმ სიზმარზე მეტად,სადაც საღი და ბედნიერი ვარ.
მიყვარხარ ამოუხსნელად.
მიყვარხარ.
მიყვარხარ-ამოთქვა მთელი ხმით და თავი ჩახარა,ძალა გამოცლილი ჩაჯდა იარაკზე.
თავი ხელებში ჩარგო და ატირდა.
მამაკაცურად,ვაჟკაცურად ატირდა.
ატირდა ისე,როგორც ცხოვრებაში ერთადერთხელ ტირის გედი..
აატირა გრძნობებმა.
ააატირა ამაოებამ.
ააატირა უმოქმედობამ და გამოსავლის არქონდამ.
აატირა უბედურებამ.
ააატირა იმან,რომ უყვარდა..
ვხვდებოდი,ვიაზრებდი,ვიზიარებდი,განვიცდიდი ყველა მის ნათქვამ სიტყვას და ამან ყველაზე მეტად მატკინა..
გავიაზრე მისი ტკივილი,მისი განვლილი 5 წელი,მიისმა უმოქმედობამ მატკინა,მაგრამ ვაპატიე..
ვაპატიე რომ არ გამოჩნდა.
ვაპატიე რომ ველოდი და არ მოვიდა.
ვაპატიე რომ ჩუმად მიზომიდა ნაბიჯებს.
ვაპატიე ყველაფერი რაჭის მკვიდრს.
ვაპატიე ყველა სუნთქვა,ყველა უჩემოდ ამოსუნთქულ ჰაერი.
ვაპატიე რომ რვა წელი დამაკარგვინა.
ვაპატიე რომ იმ დღეს,მის მაგივრად გოგონებმა მითხრეს,გაბოს უყვარხარო.
ვაპატიე რომ მაშინ არ ამიხსნა რას ნიშნავდა სიყვარული.
ვაპატიე ყველაფერი მაგრამ საკუთარ თავს ვერ ვაპატიე.
ვერ ვაპატიე ის ღამე,ბლის ქვეშ..
ვერ ვაპატიე უფალს,რომ ასეთ დროს არ არსებობდა.
ვერ ვაპატიე უფალს რომ გაბოს ესეთი ბედი დაუწერა.
ვერ ვაპატიე მისი ნატანჯი ხუთი წელი.
სამუდამოდ,იმ ღამეს,იმ ხის სახლში,ვუარყავი უფალი..იმიტომ რომ სატანჯველად გაიმეტა გაბრიელი,სატანჯველად გამიმეტა მე და გაგვიმეტა ჩვენ დაჩვენი სიყვარული..
გაიმეტა ჩემი "გემრიელი" ბავშვობა..
დამძიმებული სხეული ძლის წავმომართე სკამიდან,თავჩახრილ გაბრიელს მივუახლოვდი,წამოვაყენე,დანამული სახე ხელისგულით მოვუწმინდე,ისე როგორც მან,დანისლული,ჩემთვის საფიცარ თვალებში ჩავხედე და მტკიცედ ვუთხარი..
-გაბრიელ,მიყვარხარ,ეს დაიმახსოვრე გაბრიელ..-არ ვაშორებდი მის თვალებს მზერას,წამით გაუბრწყინდა თვალები,დაეწმინდა მწვანე ტბა.-მიყვარხარ გაბო,მიყვარხარ.-უკვე მოთქმით ვტიროდი,წუთით ჩამცხრალი თვალები ისევ დამენისლა-არ მოგცემ დანებების უფლებას გაბო,მაპატიე გაბო,მაპატიე აქამდე არ ვიყავი შენს გვერდით -ისტერიკა მეწყებოდა,მთელი ძალით ვუჭერდი მკლავებზე ხელს-ახლა ყველაფერი შეიცვლება გაბო,ახლა შენთან ვარ გაბო,შენთან ვარ გაო და შენი ვარ გაბო.
გესმის?
მთელი გრძნობით მოვეხვიე ტკივილით სავსე სხეულს.
ნიაღვარად ჩამოსული ცრემლები ურცხვად უნამავდა გაბოს პერანგს.
მთელი სხეულით ვეკვროდი და მეკვროდა.
ისე რომ არ გვქონია არცერთი ბედნიერი დღე.
ისე რომ არ გვიგრძვნია სიყვარულის მთელი ტრილოგიები.
მაინც,გულისწასვლამდე,სხეულის დახეთქვამდე გვიყვარდა ერთმანეთი.
ისე ნაზად მომიშორა,ისე ნაზად მეამბორა,ისე ნაზად მომპარა პირველი კოცნა,რომელიც გაჩენის დღიდან მისთვის იყო დაწერილი,რომ არ მიგრძვნია აღფრთოვანება,არ დაუვლია სხეულში ჟრუალტელს.
ვიგრძძენი უსაზღვრო სიყვარული და უსაზღვრო ტკივილი.
ის არ იყო ბედნიერი კოცნა.
ის იყო ბედით გაწერილი,უიმედო,სიყვაულით გაჟღენთილი მაგრამ მაინც უტკბესი ამბორი..
ასე,ხელიხელ ჩაკიდებულებმა,გამოვხურეთ კარები.
გაბომ უიმედობა შეატოვა ხის სახლს.
მე კი განვლილი წლები,ბედნიერება,"გემრიელი" ბავშვობა და მომავლის სურვილი.
______________________________________
იმდღიდან დაიწყო სულ სხვა ცხოვრება ჩემთვის..
ვუარყავი ყველაფერი.
ყველა საქმე გვერდზე გადავდე.
ვაქციე ზურგი რაჭას უკვე მესამედ და მასთან ერთად შევუდექი ძალიან მძიმედ სავალ აღმართს.
შევუდექით აღმართს,სადაც წავაწყდით უამრავ დაბრკოლებას,უამრავ ტკივილს,უამრავ ცრემლიან დღესა თუ ღამეს.
ყველა გვერდით გვედგა.
თამარი შესანიშნავი ადამიანი აღმოჩნდა,ყოველ გადადგმულ ნაბიჯს მასთან ვათანხმებდი,მისი გვერდში დგომით.
არასდროს,არცერთი წამით არ შემწინააღმდეგებიან მშობლები..
მათ იცოდნენ სიყვარულის ფასი..
მათ იცოდნენ რომ ვიბრძოლებდი,არ გავჩერდებოდი.
გაბო ბრძოლობდა.
ვხედავდი ჩემთვის ცდილობდა.
ჩემთვის დადიოდა დღეში ათას ექიმთან.
ჩემთვის სვამდა გაუთავებენ აბებს.
ჩემთვის იქმნიდა რწმენას,რომ გამოვძვრებოდით.
დავამარცხებდით ყველაფერს და ბედნიერები ვიქნებოდით.
მიუხედავად იმისა, რომ ყოველი დღე შესანიშნავი იყო მასთან გატარებული.
ყოველი დღე ახალი ფურცელი იყო ჩვენს ცხოვრებაში.
ყოველ დღე მიძლიერდებოდა გრძნობა..
ყოველ წამს ათასმაგან განვიცდიდი მისდამი სიყვარულს.
როცა ვხედავდი როგორ ცდილობდა,ათასმაგად მიყვარდებოდა.
ისევ ისეთი იყო გაბო,არანაირი ცვლილებით.
ისევ ისე ეწეოდა სიგარეტს..-თუმცა კი ვევედრებოდი დაენებებინა თავი..
ისევ ისე გადაისვამდა თმაზე ხელს..
ისევ ისე მედიდურად,ახლა უკვე ოდნავ წელში მოხრილი,მიუყვებოდა ქუჩებს,მაგრამ მაინც დიდებული იყო.
იუხედავად იმისა,რომ გახდა.
მიუხედავად იიმისა ფერი სულ მთლად ეკარგებოდა...
მიუხედავად იმისა,რომ ვამჩნევდი,თმები ნელნელა როგორ უთხელდებოდა.
მიუხედავად იმისა,რომ კეხი უკვე თვალში საცემი იყო..
მიუხედავად იმისა,რომ ხელზე ათასი ნაჩხვლეტი ჰქონდა..
მიუხედავად ყველაფრისა...
ის მაინც დიდებული იყო.
ის მაინც გაბოსეული იყო.
ის მაინც ჩემი იყო,ნულოვანი სხვაობით,სწორხაზოვნად,ყველა ასპექტში,ყველა განზომილებაშიი..-ის ჩემი იყო,ის ჩემი გაბო იყო,მიუხედავად იმისა,რომ თვალშისაცემად ქრებოდა...
ყველაფრის მიუხედავად იმედს არ ვკარგავდი..
არ ვკარგავდი გაბოს იმედს.
მარტო გაბოსიი მწამდა..
მარტო გაბოსი..
მაგრამმ..
-6 თვე-განაჩენივით გაისმა ექიმის ხმა კაბინეტში..
ექვსი თვე-გონებაში ზარივით ჩამესმა.
გაბოს გავხედე.
გაქვავებული იყო წამიერად,მაგრამ მაინც გაიღიმა.
შეძრულმა ხელი მოვუჭირე მაგრად მკლავზე..
უთქმელად დავტოვეთ ექიმის კაბინეტი..
გარეთ მომლოდინეებს უხმოდ ჩავუარეთ..
არ შეგვიხედავს არავისთვის..
მიუხედავად იმისა,როგორ გავიგნეთ ქალის გმინვა.
მოუხედავად იმისა,როგორ საზარლად ყვიროდა ჯერ ჩემს,შემდეგ გაბოს სახელს მაკრინე..
მიუხედავად იმისა,როგორი თანაგრძნობით გამოგვხედა თამარმა..
ყველაფრის მიუხედავად,ჩვსხედით მანქანაში,ამჯერად მე დავჯექი საჭესთან..
ის,რომ არ მიკითხავს მისთვის არაფერი.
ისე,რომ არ დავფიქრებულვარ წამით..
ისე,რომ არმიხსენებია უფალი არცერთი წუთით,საჭე მძიმედ მოვატრიალე და რაჭის მიმართულებით დავიძარი.
____________
არ შემტყობია სასოწარკვეთა არცერთი დღით..
არ შემტყობია სასოწარკვეთა მაშინაც კი,როცა აშკარად ვხედავდი,რა ცუდად იყო გაბო.
არ დაგვიტოვებია რაჭა.არ დაგვიტოვებია ის ხის სახლი არცერთი დღით.
თავზე მეტად მიყვარდა.
ყველაფერზე მეტად მიყვარდა.
იმჩვენს თითოოროლა ბედნიერ დღეზე მეტად მიყვარდა.
მიყვარდა მასთან გატარებული ყოველი წამი.
მაგრამ ყველაზე მეტად ის დღე მიყვარდა.
ის..
საღამო იყო..
ზამთარი იყო..
სუსხიანი და ციივი.
ლამაზად თოვდა,ძალიან ლამაზად..
იმდენს ხნს ვიყავით ეზოში,სანამ სათითაოდ არ მოგვეთოშა ყველა თითი.
ლოყებაწითლებულები შევედით სახლში.
სასწრაფოთ გავიძვრეთ კურტკები და ბუხართან სკამზე მივკიდეთ გასაშრობად..
სულ მთლად სველი იყო..
-გაბო,გაიძვრე ეგ ზედა სულ სველია-ნერვიულად გადავხედე,ოდნავ გამიღიმა..
ოთახიდან გასვლა დავაპირე,მაჯა რომ დამიკავა წამსვე..
-ქეთო-ჩუმად წარმოთქვა ჩემი სახელი,დამაჟრიალა,თვალები დავხუჭე..
ზურგიდან მომეკრო და კისერში მაკოცა,ცივი ტუჩებით,მაგრამ მწველად ვიგრძენი.
წამის შემდეგ სრულიად შიშველმა მივენდე მის მკლავებს..
საოცრად ნაზი იყო,საოცრად ნაზი და ვნებიანი.
თითოელი უჯრედი,თითოეული ნაწილი სხეულისა მწველად დამიკოცნა რაჭის მკვიდრმა.
ძლიერ ხელებს ურცხვად ახებდა მოშიშვლებულ მკერდს და ცხელი ტუჩებით მეკონებოდა ბაგეზე..
ტკბილი იყო,ყველა შეხება ცამდე ტკბილი იყო.
ვულკანივით ფეთქდებოდა ვნებები ყველა მის მოძრაობასა თუ შეხებაზე.
მაგნიტივით მიზიდავდა მისი მკლავები,მისი მამაკაცური სხეული.
ქალღმერთად მაქცია წამებში.
უმნიშვნელო მოძრაობაც კი აღმაფრენას იწვევდა ჩემში.
მისად დამიგულა და მისად მაქცია გაბომ.
უმტკივნეულოდ,დიდი ემოციით,დიდი ვნებითა და უზომო სიყვარულით..
-დაბადების დღეს გილოცავ ქეთო-ნაზად ჩმჩურჩულა მის მკერდზე მიტრუნულს.გაოცებულმა ავხედე,უფრო მიმიკრა მკერდზე,წამით მომიშორა და ნელა გადაწვდა კომოდის უჯრას.
-ქეთო-წამოიწია,დაუსერიოზულდა ხმაც და მზერაც..
გავირინდე,გული გამაყუებლად ამიძგერდა..
-უსამართლო ვიქნები თუ სამუდამოდ დაგისაკუთრებ-ნაღვლიანად გამომხედა,ხელში პატარა,ძალიან ლამაზ პეჭედს ათამაშებდა.-ამ სამყროში შენ ჩემი ხარ,მაგრამ არ მინდა ამან სამომავლოდ შეგზღუდოს,-ტკივილიანი გაუხდა ხმა,გაშეშებული ვიყავი წამომჯდარი ლოგინზე..გული მეპობოდა ვგრძნობდი-მე ვერ გთხოვ გახდე ჩემი ცოლი,შენც იცი,არ ვარ ამდენად ეგოისტი..მიუხედავად იმისა,რომ ჩემი ტკივილის ზიარი გაგხადე,მიუხედაავად იმისა რომ თვეებია გვერდიდან არ მცილდები..
ნაწილობვირ ეგოისტი ვარ ქეთო,მაგრამ არც იმდენად რომ სულ მთლად დაგისაკუთრისო..
განთავისუფლებ ყველა ვალდებულებიდან,რომელიც ნებით თუ უნებლიედ დაგეკისრა ქეთო-მაგრამ ერთადერთს გთხოვ.-ნაზად აიტაცა ჩემი ხელი და ბეჭედი ღიმილით მომარგო თითზე-ბეჭედი არასდროს მოიხსნა..
თბილად მაკოცა თითებზე და გამომხედა.
ცრემლებს უკვე კარგა ხანია გაერღვია ჯებირები.
არვიცოდი რა მეთქვა..
ან იყო კი რამის თქმა საჭირო??
მძლავრად მოვხვიე მკლავები და მთელი სხეულით მივეკარი.
-არვიცი მე ეს სამყარო და ის სამყარო გაბო-გულამოსკვნილი ძლის ვლაპარაკობდი-მე შენი ვარ დღესაც,ხვალაც,10 წლის და 100 წლის მერეც გაბო,არაააქ დროს,განზომილებას,მდგომარეობას მიშვნელობა,მე შენი ვარ,მე შენი ცოლი ვარ დაუსწრებლად,მე შენი ცოლი ვარ ჯვარდაუწერლად,უფლისგან დაულოცავად,მე შენი ცოლი ვარ მარტო ჩვენთვის...
მე შენი ვარ გაბო,და გთხოვ ასეთი რამ აღარასოდეს გაიმეორო,შენ ყველაზე ტკბილი ვალდებულება ხარ,რაც კი ოდესმე მქონია..
____
ის დღე და მორჩა.
გაბო ვეღარ წამოვაყენე ლოგინიდან..
კვირეები დაჩოქილი ვიყავი მის საწოლთან და ხელს არ ვუშვებდი.
კვირეები ვუყურებდი მის გაუსაძლისს ტკივილს და მეც უღმერთოდ მტკიოდა.
მიუხედავად ამისა,არცერთი დღით არ მიგრძნობინებია მისთვის სისუსტე,არცერთი დღით დაუნახავს ჩემს თვალზე ცრემლი.
ახალი წელი თენდებოდა,დროებით მივატოვე მწოლიარე,სამზარეულოში გავედი,უკან დაბრუნებულს კი უკანასკნელად მომიხდა მისი ცოცხლად ხილვა.
____
******
უსულო სხეულზე გადამხობილი ქალის მოთქმა მთელ რაჭას მოედო..
სააათებში გავისო სახლი ჭირისუფლით,მაგრამ ვერავინ ეკარებოდა მგლოვიარეს.
გულამოსკვნილი ხავილით დაძახოდა უძრავად მწოლიარე სხეულს..
პასუხი კი არ ისმოდა..
მთელი ძალით იშორებდა მიახლოებულ ხალხს.
მოიშორა დედამისიც,რომელიც გამთენიისაც ეზიარა რეალობის მთელ უბედურებას.
მოიშორა მისი მამაც.
მოიშორა ყველა.
მოიშორა მისი ბაბუც კი,რომელიც სიმწრით ყალიონსაც კი ვეღარ ტენიდა თუთუნით.
არავის არ აკარებდა ყინულივით ცივ სხეულს.
არავის..
გადამხობილი იყო და მთელი ხმით იოგების ჩახლეჩამდე გაიძახოდა მის სახელს..
მაგრამ პასუხი არცერთ ჯერზე არ ისმოდა.
ისიც მოკდა..
მისი სულიც მოკვდა,მაგრამ თავს იწყევლიდა,სხეულს ვერ იკლავდა.
ოცნებობდა ძაძებში გამოწყობილი,ნაადრევად გაჭაღარავებული ქალი სიკვდილს,მაგრამ არ დგებოდა.
არ ნთავისუფლდებოდა ამაოებიდან.
არ კლავდა ღმერთი.
უკვე მეორედ მიუყვებოდა განადგურებული თოვლიან აღმართს.
ძაძა მთლიანად დასველებოდა,გრძობდა,როგორ მაგრდებოდა კაბის ძირები,მაგრმ სიცივეს ვერ აღიქვამდა ქალის სხეული.
არ შეშრობია ცრემლი არცერთი წამით.
მოთქმით აათავა სრული აღმართი..
წყევლიდა გაჩენის დღეს.
წყევლიდა რაჭას.
წყევლიდა უფალს.
წყევლიდა ყველაფერს.
წყევლიდა საკუთარ თავს რომ ვერ შეძლო და ვერ გადააარჩინა.
წყევლიდა დაკარგულ წუთებს.
წყევლიდა მის სისუსტეს..
ცას აპობდა მისი გმინვა.
ჰაერშივე ყინავდა მისი სიცივე გამჭვირვალე ფიფქებს.
მოთქვამდა,არ ემეტებოდა დასამარხად.
არ ემეტებოდა მისი სხეული ცივ მიწაში ჩასადებად.
არ ემეტებოდა არავის გაბრიელი.
არ ემეტებოდათ ქეთოც ამხელა ტკივილისთვის.
სულმოუთქმელად ტიროდა ყველა,მთელი პროცესია,მაგრამ ვერცერთი ვერ გრძნობდა იმ ტკივილის მეათედსაც,რასაც ქეთო განიცდიდა.
თოვლზე დამხობილი მძლავრად ურტყამდა მიწას ხელს
თითქოს მას სჯიდა.
თითქოს მიწის გაქრობა უნდოდა,რომ არ მიებარებინა მისი სხეული.
მკვლელის თვალებით უყურებდა ყველა ვინც კი ოდნავ მაინც მიუახლოვდებოდა მას..
ცაში აიხედა მოულოდნელად ქვრივმა....
-ეს არის შენი სამართალი ღმერთო??-მთელი ხმით დაიღრიალა შავებში გახვეულმა ქალმა,ყველას გააჟრჟოლა,ყველამ ცისკენ აღაპყრო თვალი.
-ამას ეძახი სამართალს?? ესააა შენი სჯული??
ამისთვის გამაჩინე??
ამისთვის გამიმეტე?
გაბრიელის გარეშე მაგრძელებინებ??-არ ცხრებოდა ქეთო,არ უშვებდა ცისკენ აღპყრობილ ხელებს.
-დამანახე შენი სამართალი და მომკალი ახლავე,ერთხელ მაინც გაბედე და სამართალი აღავლინე ჩემს წინაშე,ერთხელ მაინც..
მოულოდნელად დადუმდა ქალი.
მოულოდნელობისგან შეცბა თვითონ.
მზერა ციდან მუცელზე გადაიტანა...
სადაც,წამიერად,მაგრამ მძლავრად იგრძნო ცოცხალი სხეულის დარტყმა..
ცხადად შეიგრძნო ღმერთის სამართალი და იწამა მისი..
___________________________________________
სიცოცხლეს ადამიანი სიკვდილის შემდეგ იწყებსო..
არვიცი,სადღაც წავიკითხე და მახსოვს,მაშინ სიცილადაც არ მეყო..
ახლა რომ მკითხოთ,სიცოცხლე სწორედ სიკვდილის შემდეგ იწყება.
ასე,ერთი შემთხვევით გარდაიცვლები და მერე მკვდრეთით აღმდგარივით განაგრძობ არსებობას.
არსებობა სუნთქვით შემოიფარგლლება.
სწორხაზოვნად.
ჩასუნთქვა,ამოსუნთქვა.
ნულოვანი განსხვავებით.
ჯვარცმული იესოს მსგავსად ებღაუჭები ბოლო იმედს..
დაწერილივით იმედიც სიკვდილის მერე ჩნდება.
მერე იწყებ.
სისხლი რომ აღარ შეგრჩება ძარღვებში მერე იწყებ არსებობას.
გული რომ შეწყვეტს რიტმულ ცემას მხოლოდ ამის შემდეგ გიჩნდება არსებობის მიზეზი.
იმ დღეს,საფლავთან, მეორედ დაიბადა ქეთო.
იმ დღეს მეორედ დაიწყო სიცოცხლე,სიკვდილის შემდეგ.
აცოცხლებდა სიცოცხლე,რომელიც მასში იზრდებოდა.
____
"გემრიელი" ბავშვობა აქვს გაბრიელს..
დიახ,ეს ის სიტყვაა,რომელიც ზუსტად აღწერს მის გასავლელ დღეებს.
ყოველჯერზე,რაჭაში ჩასულს,თავაწეული ეგებება სოფლის მეზობლებს,რომლებიც გაოცებულები ამბობდნენ:
-"ღმერთო,ქეთო,როგორ დამგვანებია გაბოს..
_________
მოგესალმებით..
აღარ გავწელე ჩემი მორიგი "სითამამე" თავებად,პირდაპირ დასრულებული სახით დავდე..
თითქმის წარმომიდგენია მკითხველის რეაქცია და ცოტა არიყოს მეშიინია..
მახსოვს,როცა ცუდ დასასრულს ვკითხულობდი,ყოველთვის ვბრაზდებოდი,არ მემეტებოდა აწ უკვე ჩემთვის საყვარელი პერსონაჟები უბედურბისთვის..
ახლა,როცა მეც ასე უმწყალოდ გავწირე ისინი ტანჯვისთვის,საკუთარი თავი გავკიცხე,მენდეთ..
რატომ ცუდი დასასრული??
რატომ ასე უცებ განვითარებული მოვლენები??
ნამდვილად შემეძლო გამეწელა,გამეგრძელებინა,ათასი ხათაბალა მომეფიქრებინა და ასე შემდეგ,მაგრამ..
თითქოს ასე მერჩივნა..
მთავარი დასასრული არარის..
მთავარია ისტორია და პერსონაჟები რას გვაძლევენ..
კადნიერებაში არ ჩამითვლით იმედია,მაგრამ ამ "სითამამემ" მინდა დაგანახოთ რეალობის მთელი სიმწარე..
რეალობისა და მოულოდნელობების..
მინდა დაინახოთ ა იბრძოლოდ სიცოცხლისთვის.
სიყვარულისთვის.
საყვარელი ადამიანისთვის.
არ შეეეგუოთ ერთფეროვნებასა და სიმყიფეს.
იბრძოლეთ,იმოძრავეთ,შეიყვარეთ,ცრემლი დაღვარეთ,ცოტაც გეტკინოთ და იყავით ბედნიერებბი..
მართალია ქეთოს არ დასცალდა მასთან ერთად ყოფნა,მაგრამ ცხოვრებამ გაცილებით დიდი საჩუქარი გაუკეთა,ვიდნე მისი განცდილი ტკივილია..
გაქვთ ცხოვრებისეული ვარდნა?
დაიმახსოვრეთ!!!
დაღმართს ყოველთვის მოყვება აღმართი
მადლობა წაკითხვისთვის.
პატივისცემით:ანასტასია



№1 სტუმარი kati

kargi Ra,movkvdi tirilit.guli metkina.

 


№2 სტუმარი qristi

ai arvici ragitxra arachveulebrivi iyo ...imdeni vitire

 


№3  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ტირილი იმის მანიშნებელია,რომ ზუსტად გადმოვეცი ემოცია..
უღრმესი მადლობა

 


№4 სტუმარი manana

საოცარი ემოცია იყო, თითქმის სამჯერ წავიკითხე ბოლო ნაწილი, ვიტირე და მადლობა ამ ემოციისათვის....

 


№5 სტუმარი Guest ნათია

ვაიმეე რამდენი ვიტირეეე:(:(ძაან მაგარი იყო

 


№6  offline ახალბედა მწერალი tasusuna

მადლობა <3

 


№7  offline წევრი meocnebe_

იმაზე მეტად ჩააღწიე სულამდე ვიდრე ეს სხვა ნებისმიერს თუნდაც არსებობით შეეძლო. იმაზე მეტად მეტკინა გაბრიელი, ვიდრე ეს წარმომედგინა.იმაზე მეტად მეჩემა ქეთო ვიდრე ამას ოდესმე წარმოვიდგენდი. მოვკვდი მეც,მოვკვდი. ტირილისგან დასიებული თვალები მხოლოდ იმიტო არ მადარდებ ახლა რომ ღამეა. ძლივს ვწერ, სულამდე გულამდე, მიმალულ კუნჭულამდე ჩააღწიე და ბოლომდე შემძარი. რაუნდა გითხრა გულით ამატირე და ქეთოსი არ იყოს ვითომ ისტორიას და გაბრიელის უბედობას გავაყოლე ჩემი ტკივილიც. სასწაული ხარ.. ♥

 


№8  offline ახალბედა მწერალი tasusuna

meocnebe_
იმაზე მეტად ჩააღწიე სულამდე ვიდრე ეს სხვა ნებისმიერს თუნდაც არსებობით შეეძლო. იმაზე მეტად მეტკინა გაბრიელი, ვიდრე ეს წარმომედგინა.იმაზე მეტად მეჩემა ქეთო ვიდრე ამას ოდესმე წარმოვიდგენდი. მოვკვდი მეც,მოვკვდი. ტირილისგან დასიებული თვალები მხოლოდ იმიტო არ მადარდებ ახლა რომ ღამეა. ძლივს ვწერ, სულამდე გულამდე, მიმალულ კუნჭულამდე ჩააღწიე და ბოლომდე შემძარი. რაუნდა გითხრა გულით ამატირე და ქეთოსი არ იყოს ვითომ ისტორიას და გაბრიელის უბედობას გავაყოლე ჩემი ტკივილიც. სასწაული ხარ.. ♥

❤️❤️❤️❤️❤️ უღრმესი მადლობა...
გაიღიმე აუცილებლად!! ტკივილი დროებითია

 


№9  offline წევრი ლუსიანა

არ ვიცი რა ვთქვა ვერ ვლაპარაკობ მართლა აი ვერ გადმოვცემ რასაც ვგრძნობ. უბრალოდ........ არ ვიცი რა უნდა ვთქვა.
ვერ ვსუნთქავ
ვერ ვლაპარაკობ
ვერ ვაკეთებ ვეღარაფერს, პარალიზებული გამხადა ამ მოთხრობას ისტორიამ თუ რაც არის. მადლობა რომ ეს მოთხრობა დაწერე და ასე პარალიზებული გამხადა

 


№10  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ლუსიანა
არ ვიცი რა ვთქვა ვერ ვლაპარაკობ მართლა აი ვერ გადმოვცემ რასაც ვგრძნობ. უბრალოდ........ არ ვიცი რა უნდა ვთქვა.
ვერ ვსუნთქავ
ვერ ვლაპარაკობ
ვერ ვაკეთებ ვეღარაფერს, პარალიზებული გამხადა ამ მოთხრობას ისტორიამ თუ რაც არის. მადლობა რომ ეს მოთხრობა დაწერე და ასე პარალიზებული გამხადა

არვიცი,მადლობის მეტი რა მეთქმის

 


№11 სტუმარი Guest Keti

Kargi iyo magram bolo ar momewona da ra vkna. mxiarul xasietze daviwye kitxva da boloshi xasieti gamifujda, magram ragacnairad mainc momewona

 


№12 სტუმარი Guest ქეთი

არვიცი,რამდენს შეუძლია ასეთი სიმძიმით გადმოსცეს ის ტკივილი,რაც თითოეულმა პერსონაჟმა განიცადა..
აღფრთოვანებული ვარ..
ყოველგვარ მოლოდინს გადაააჭარბე,დასასრულზე ლამის გული ამომივარდა..
არაჩვეულებრივი ხარ..

 


№13 სტუმარი კესა

ცხოვრებაში ამდენი არასდროს მიტირია...
ვერაფერს ვერ ვამბობ გარდა იმისა რომ ამ მოთხრობის პირველი ნახევარი დაახლოებით ეგრე განვითარდა ჩემს ცხოვრებაშიც...
ანუ სანამ ბებია გარდაიცვლებოდა მანამდე ...
ჩემი თავი აღმოვაჩინე მე ამ მოთხრობაში და მემგონი გონებაც გამინათდა...
ვიღაცას გული ძალიამ ვატკინე და ახლა მეც იმავეს ვგრძნობ...
შენი მოთხრობა კი გადაწყვეტილების მიღებაში დამეხმარა...
მადლობელი ვარ რომ ასეთი მოთხრობა დაწერე...
საუკეთესო მწერალიხარ...

 


№14  offline ახალბედა მწერალი tasusuna

კესა
ცხოვრებაში ამდენი არასდროს მიტირია...
ვერაფერს ვერ ვამბობ გარდა იმისა რომ ამ მოთხრობის პირველი ნახევარი დაახლოებით ეგრე განვითარდა ჩემს ცხოვრებაშიც...
ანუ სანამ ბებია გარდაიცვლებოდა მანამდე ...
ჩემი თავი აღმოვაჩინე მე ამ მოთხრობაში და მემგონი გონებაც გამინათდა...
ვიღაცას გული ძალიამ ვატკინე და ახლა მეც იმავეს ვგრძნობ...
შენი მოთხრობა კი გადაწყვეტილების მიღებაში დამეხმარა...
მადლობელი ვარ რომ ასეთი მოთხრობა დაწერე...
საუკეთესო მწერალიხარ...

კესა,იბრძოლე რაა
ძალიან გთხოვ იბრძოლე ბედნიერებისათვის!

 


№15  offline წევრი khatia khatia

Kაი რა რატო მოკალი გაბო ? sob
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№16 სტუმარი ნესტან

ცუდი აზრი იყო ღამე წაკითხვა ამ მოთხრობის წუხელ ცუდად იმოქმედა ბოლო სიუჟეტმა რომ ვერ დავაკომენტარე შოკში ჩამაგდო რატომ ასე ცუდი დასასრული შემეცოდა ქეთა ჯერ რამდენი დრო დაკარგეს და რამდენი იტანჯეს ამ სიყვარულისთვის იმდენი იბრძოლეს იქნება და კარგად გამხდარიყო გაბრიელი კიდევ კარგი ბოლომდე არ გასწირეთ მაინც და გაბრიელი მოუვლინე მშველელად...ეტყობა გადავეჩვიე ცუდ დასასრულს...მინდა სუყველა ადამიანი ბედნიერი იყოს მადლობა წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent