შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაგრძნობინე თავი ბედნიერად (თავი 1)


27-06-2017, 02:49
ავტორი Barbare_22.
ნანახია 1 326

ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც რეალობა ყველაზე ტკბილ და სანატრელ ოცნებაზე ბევრად სასურველია. ეს რითი შეიძლება იყოს გამოწვეული თუ არა სიყვარულით, თან პირველი სიყვარულით.
სწორედ ჩემს პირველ სიყვარულზე მინდა მოგიყვეთ ისტორია.
---------------------------------
სკოლაში დაგვიანება ჩემთვის უკვე ჩვეული პროცესია, თუმცა როცა გამოცდაზე დაიგვიანებ ეს უკვე დიდი უპასუხისმგებლობაა. როგორც წესი ნელა მივიზლაზნებოდი ლოგინიდან კარადისკენ თან თვალებს ძლივს ვახელდი,ყველაფერი ამ ფილმების ბრალია,რომელ საათზე დავიძინე ისიც არ მახსოვს. ტანსაცმელი ავარჩიე მაკიაჟიც გავიკეთე და მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ დავხედე ტელეფონს უკვე 09:15 იყო, თან ძალიან ბევრი გამოტოვებული ზარი დამხვდა ჩემი კლასელისგან, ეს იმას ნიშნავდა ,რომ გამოცდაზე დავიგვიანე. ეგრევე გავიქეცი სახლიდან ტაქსი გავაჩერე და 10წუთში საკლასო ოთახთან ვიყავი სადაც ჩემი დამრიგებელი შემეფეთა,რომელიც მარტო არ იყო, მასთან ერთად ერთი მაღალი,საყვარელი და სიმპატიური ბიჭი იდგა ვიღაც სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონთან ერთად, ჩავთვალე რომ ვიღაც უმნიშვნელო სკოლელი იყო ,ამიტომ მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.
-ძალიან შორს ცხოვრობ ტასო ხომ?
-რავქნა მას დიდი ბოდიში ტელეფონის ბრალია ყველაფერი, დრო არასწორად მიჩვენა. უკვე დაიწყო გამოცდა?
-დაიწყო კიარა დამთავრდა, შედი მალე.
-კარგით მას
ეს ვთქვი და კლასში შევედი გიჟივით, ისტორიის მასწავლებელს ძალიან ვუყვარვარ სწორედ ამიტომ მომცა უფლება გამოცდა დამეწერა ,თან ის ვარიანტი დამიდო რასაც ჩემს გვერით მჯდომი წერდა,მოკლედ ძალიან გამიმართლა ბოლო გამოცდაც წარმატებით დავწერე.
ჩვენს სკოლაში გამოცდის შემდეგ გაკვეთილები ჩვეულებრივად ტარდება, ამიტომ მეორე გაკვეთილზე უაზროდ ვისხედით , როცა კლასში ის ბიჭი შემოვიდა ვინც ჩემს დამრიგებელთან ერთად იდგა. ნამდვილად დავიბენი მისი დანახვისას რადგან არ ვიცოდი ახალი კლასელი თუ გვყავდა, თან იგი გარეგნობით 10კლასელს ნამდვილად არ გავდა.
-ბავშვებო გაიცანით გუგა შარანგია თქვენი ახალი კლასელი, იმედია ისე მიიღებთ როგორც გჩვევიათ.
ეს თქვა მასწავლებელმა და საკლასო ოთახი დატოვა, გუგა კი ბოლო მერხისკენ გაეშურა, ნაუშნიკები მოიმარჯვა და თავი ტელეფონში ჩარგო.
-გოგო კარგი ბიჭია არა?
-კარგი ტასო სერიოზულად ამბობ
-ოო რაიყო, საყვარელია და სიმპატიურიც,თან აღნაგობითაც ძალიან მომწონს
-ხონუ მთლიანობაში კარგი ბიჭია, ტანიც კარგი აქვს და სახეც
ნიას შევხედე და ეშმაკურად გავიღიმე, მისი სახე კი მაგრძნობინებდა რომ გემოვნებასთან აშკარად პრობლემები მქონდა. ჩემი აზრით, გუგა ნიას გემოვნებაში არ ჯდებოდა სწორედ ამიტომ გადამერია დაქალი. ბევრი ვიფიქრე და ბოლოს მოვიკრიბე გამბედაობა და ახალ კლასელთან მივედი, რომელსაც ყველა ინტერესით აკვირდებოდა, თუმცა თავი ისე ეჭირათ თითქოს დიდას არ ადარდებდათ.
-გამარჯობა, გუგა ხო?
-კი გუგა მქვია. და შენ?
-ანასტასია... აშკარად დიდს გავხარ , რამდენი წლის ხარ?
-16ის, შენ?
-მე ახლახანს გავხდი 15ის , იმედია მგეწონება ჩვენი კლასი.
ეს ვთქვი გავუღიმე და შემდეგ სწრაფი ნაბიჯებით დავბრუნდი ჩემს დაქალთან. არვიცი რა დამემართა თუმცა ამ ბიჭთან ლაპარაკის შემდეგ ძალიან ავღელდი. დღემ უაზროდ ჩაიარა , ნიას ვთხოვე ჩემთან წამოსულიყო რაზეც სიამოვნებით დამთანხმდა. სახლში მისვლისას ეგრევე ტელეფონი მოვიმარჯვე და ინტერნეტში გუგას პროფილის მოძებნას შევუდექი. განსაკუთრებული ვერაფერი აღმოვაჩინე, ერთი ჩვეულებრივი, სტანდარტული ბიჭი აღმოჩნდა გუგა, თუმცა ჩემში ინტერესს მაინც იწვევდა. ნიასთან ჭორაობაში ისე გავერთე გუგა აღარც მახსოვდა.
-----------------------------------
სულ დამავიწყდა, მე ვარ ანასტასია გობრონიძე , 15წლის. გამხდარი, ლამაზი, საშუალო სიმაღლის. პირად ცხოვრებას რაც შეეხება შეყვარებული არ მყავს და არც არასდროს მყოლია, სამაგიეროდ მყავს ნიაკო, რომელიც ჩემთვის ყველაფერია, დაქალით დაწყებული შეყვარებულით დამთავრებული, სწორეს ამიტომ შეყვარებულის არ ყოლას არასდროს განვიცდიდი. მე და ნიაკო მეზობლები ვიყავით და ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, მის თავს არაფერი მირჩევნია.
_____________________________________
ეს ჩემი პირველი მოთხრობაა , წერა ახლახანს დავიწყე... ღირს გაგრძელება?



№1 სტუმარი Guest waka

Ki gaardzeleee

 


№2  offline წევრი Barbare_22.

Kargi madloba <3 <3

 


№3 სტუმარი Taetae

Dzalian momwons da gaagrdzele <3

 


№4  offline წევრი Barbare_22.

Didi madloba gvian davdeb meore nacils <3 <3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent