შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმარში 1 ნაწილი


27-06-2017, 23:07
ავტორი ამარილო მ.
ნანახია 1 420

ზუსტად არ ვიცი საიდან წამოვიდა ეს ყველაფერი, ალბათ შინაგანად მეც ძალინ კარგად ვიცოდი რომ ასე უნდა მომხდარიყო, მაგრამ ვინ იცის..... ალბათ არც არავინ. რაღაც შინაგანი ძალა მკარნახობს,რომ ეს არ უნდა გავაკეთო მაგრამ...
თუმცა..
ალბათ...

***
- სალ , მალე რა.- ჩამკივლა ტელეფონში ტატამ.
- მოვდივარ, მაცადე. ზუსტად 3 წუთში მოვალ.- გავუთიშე ტელეფონი და მის კორპუსთან შევუხვიე.
არ ვიცი რა მოვუხერხო ამ გოგოს, რაც უნივერსიტეტში ჩავაბარეთ სულ ასეთ გაუგებრობებში ყოფს ცხვირს. ხანდახან მგონია, რომ მისი პირადი ადვოკატი ვარ. გადამრევს ალბათ, ეს მომიღებს ბოლოს.
- რა ხდება, აბა ამჯერად რა სისულელეში გაეხვიე?- კარებს ვაღებ და აცრემლებული დაქალისკენ მივდივარ.

***
მე ვარ სალო ლებანიძე, 20 წლის. დავიბადე თბილისში და აქვე გავიზარდე. მშობლები მარი კაპანაძე და გიორგი ლებანიძე, მაშინ დაშორდნენ პატარა რომ ვიყავი და მე დედაჩემმა წამიყვანა. არ ვიცი მამაჩემმა ჩემთვის რატომ არ იბრძოლა, მაგრამ ჩვენთან ხომ ასეა, ბავშვი დედასთან რჩება. მამაჩემმა მეორე ცოლი რომ მოიყვანა 9 წელი მისრულდბოდა, ვერც ვხვდებოდი ვინ იყო ის ქალი, იმ კაცის გვერდით რომ იჯდა, რომელსაც მამას ვეძახდი. მასთან ნორმალური ურთიერთობა არც არასდროს მქონია. მოვიდოდა დედას ფულს მისცემდა და წავიდოდა, ეს ეგონა მისი მთელი მშობლის პასუხისმგებლობა თუ ვალდებულება. დედაჩემი წელებზე ფეხს იდგამდა ნორმალური ცხოვრება რომ მქონოდა, ექთანი იყო. სულ გასული იყო ხან საავადმყოფოში ხანაც კერძოდ პაციენტებთან. გადასხმებზე დადიოდა ხოლმე. უზრუნველი ბავშვობა არასოდეს მქონია, ამიტომ არც არასოდეს ვთხოვდი მას რამეს. ასე იყო, ის მე მივლიდა მე მას. სახლში მხოლოდ მე და დედაჩემი ვიყავით, არავინ გვყავდა ერთმანეთის გარდა. ის სულ გასული იყო მე კი ასე მივეჩვიე დამოუკიდებლობას და ასე ვკლავდი მარტოობის წუთებს ჩემს დაქალ ტატასთან (ტატიანასთან) ერთად. ტატა დედაჩემის დაქალის მაკას შვილი იყო. სამსახურში გაიცნეს ერთმანეთი და დაუახლოვდნენ ერთმანეთს მერე დაიწყო მისვლა-მოსვლა, ბავშვების ერთმანეთისთვის მორიგეობის დროს დატოვება და ასე დავახლოვდით თუ დავდაქალდით მე და ტატა.
ტატა, ხო ტატა გადარეული იყო. აი რო შეგშლიდა ჭკუიდან ისეთი იყო ტატა. სულ ლაპარაკობდა, სულ მოძრაობაში იყო, სულ „საქმეებზე“ დადიოდა და ასე. ძალიან ლამაზი იყო, ბებიამის ტატიანას ჰგავდა, მასავით ცისფერი თვალები და ქერა თმა ჰქონდა. ჩემგან რადიკალურად განსხვავებული იყო. მე შავგვრემანი, ყავისფერთვალება არაფრით გამორჩეული ვიყავი არც მასავით ლაღი, არც მასავით ხალისიანი, არც მასავით გადარეული. ვავსებდით თითქოს ერთმანეთს. ცოტა ქარაფშუტა იყო აი ქერააო რო იტყვიან ზუსტად ეგეთი. თაყვანიმცემელთა რაზმი კი არა მთელი არმია ჰყავდა. მე პირიქით სულ მარტო, სულ ეულად, ნუ ტატასთან და მის მორიგ თაყვანისმცემელთან ერთად ვიყავი ხოლმე, მურმანის ეკალივით. დედაჩემი მეუბნებოდა დღე და ღამე ხართო მე ღამესავით წყნარი გულჩათხრობილი ის დღესავით გიჟი და გადარეული. ჩემი ასეთი ხასითი ალბათ იმის ბრალი იყო, რომ არც უზრუნველი ბავშვობა მქონია, არც თინეიჯერობა და რც ახლა მაქვს დალხენილი სტუდენტბა.სულ პრობლემები გვქონდა რასაც, რაღაც არაამქვეყნიური მანქანებით ვლახავდით მე და დედაჩემი. ტატა კი ჩემი ხალასი იყო. მასთან ვხვდებოდი რომ ისევ 20 წლის ვარ და არა 80 წელს მიტანებული.

***
- აუ სალ ამჯერად ნაღდად დავიღუპე- ჩაწითლებული თვალებით ამომხედა და მომეხვია.
- რა მოხდა აღარ მეტყვი?- მეც მოვეხვიე და ხელი ხელზე დავადე თანაგრძნობის ნიშნად.
- აუ ხო იცი ლევანი, აი გუკას მეგობარი, აი 2 წლის წინ რომ მეუბნებოდი იდიოტიაო მაგის..
- მე ყველაზე ეგრე გეუბნებოდი ტატა… რა მნიშვნელობა აქ მიდი მოყევი.
- ხოდა ეგ ლავანი მწერდა რაღაცეებს, თავიდან მეგონა გუკა იყო და მაგის სახელით მწერდა, მაგრამ მერე მივხვდი რო ეგრე არ იყო. ხოდა ავყევი მეც ვწერდი, ისეთი არაფერი, მაგარმ ლაშამ გაიგო და ლამისაა მომკლას.
- ლაშა ვინღაა გოგო?!
- ლაშა როგორ არ იცი, ჩემი შეყვარებულია. აი ახალი როა რაა… რა დაგემართა აი კურსელია თქო რო გეიბნებოდი.
- აუ ტატ, უკვე იმდენი გყავს პარალელურადაც კი რო ავიბენი. დამღალა ამ შენი თაყვანისმცემელთა არმიის განახლების დამახსოვრებამ. ჩემი ტვინი ვეღარ იმახსოვრებს ამხელა ინფორმაციას. ვერ გავიგე შენი რა ან ეს ლაშა ვინაა თუ ამ ლაშასთან იყავი ლევანის რაღატო წერდი?
- აუ რა მუდო ხარ რა, ისე პროსტა.
- გაკლია შენ თავს ვფიცავარ.
- აუ მართლა ლაშა გადარეულია არ გაპატიებ თავზე გადავლასო, ამ ლევანის ულაპარაკია მეგობრებში ნაშა ავაგდე ნახე რა მალე დაიკერაო და რაღაცეები, ჩატი უნახებია მეგობრებისთვის და ამ სასტავში ერთი აღმოჩენილა ლაშას “ჩერეზ” მეგობარი და გადარეული ყოფილა.
- მეთქი რამე სერიოზულია, გადამიქანდა გული. ვერ ხარ შენ რა. მეტი გასაჭირი არ მოგცეს ღმერთმა.- გაბრაზებულმა მოვსვი ფინჯანიდან ჩაი.
- აუ სალ, შენ გგონია ამ ლაშასთან რამე სერიოზულია? პროსტა ვართ რა..
- ხოდა მაგიტომ გეუბნები გაკლია თქო. ერთი შენ თავში ჩამახედა, მეტი არაფერი მინდა.- ამოვიოხრე და ფეხები მაგიდაზე შემოვაწყვე, კომფორტულად მოვთავსდი და ტელევიზორს დავუწყე ცქერა.
- აი ტყუილად კი არ გეუბნები ხოლმე 80 წლის ბებერი ხარ თქო. მოდიხარ და აქაც ტელევიზორს უყურებ.- გაიწელა ტატა და სულელივით გამიღიმა.

ასეთი იყო ტატა სულ “ამბებში”, სულ ვიღაც ახალი ჰყავდა და მე დამცინოდა შენი მოსაწონი არავინააო. სულ იმის “მუღამი” ჰქონდა დაწყვილებულები სადმე წავსულიყავით, მაგრამ როგორც თვითონ იტყოდა მე სულ “ვუტეხავდი”, მურმანის ეკალივით ვიყავი მასთან.
მეცინებოდა როგორი სულლელი და თან საყვარელი, ჩემი ერთადერთი მეგობარი , “კარი ზაფხულში”.

იმ დღეს ტატასთან დავრჩი, რაღაც სულელურ მელოდრამას ვუყურეთ, მერე ამან ლაშას დაურეკა და ბოლოს დავიძინეთ, არაფერი განსაკუთრებული, ყველაფერი ჩვეულებრივად იყო.

***
დილით მაკამ შემოიჭყიტა ოთახში და გაგვაღვიძა.
- ადექით ძილის გუდებო, დაგაგვიანდებათ. სუაზმე მოგიმზადეთ, მე გავდივარ ჭამეთ იცოდეთ ნორმალურად და ისე წადით. უი სალო დედაშენმა დამირეკა მე დღესაც გადამება მორიგეობაო და ვერ მოვალო გადავცე რამე?
- არა მაკა დეიდა დავურეკავ მერემ მე.- ვუთხარი და გულიანად გავიზმორე. მიყვარდა აქ დარჩენა, მიყვარდა ეს ქალიც, რომელიც ხანდახან დედის მაგივრობასაც კი მიწევდა ხოლმე.
- კაი საყვარელო, მაშინ წავედი მე და ჭამეთ, არ გადამრიოთ.- თქვა და ოთახიდან გავიდა.

ძლივს ავეხიკეთ ლოგინიდან, ვისაუზმეთ და იმდენი ვიბოდიალეთ ნამდვილად დაგვაგვინადებოდა. ტატამ იმდენი ტანსაცმელი მოისინჯა და მერე ისევ გამოიცვალა, კინღამ ჭკუიდან გადავედი. მერე დავემუქრე მე ჩემით წავალ იცოდე მეთქი და ძლივს გამოვატიე სახლიდან. ტატას მანქანა ჰყვდა, მამამისმა აჩუქა ჩაბარების აღსანიშნავად. ჯერ მე გამიყვანა მერე თვითონ წავიდა უნივერსიტეტში.

არაფერი განსხვავებული არ ხდებოდა, 3 ლექცია მქონდა, ყველაზე უნტერესო დღე იყო. თან ჩემმა ჯგუფელმა ნერვები მომიშალა და გადავწყვიტე ბოლო ლექციიდან წამოვსულიყავი. გადავწყვიტე უკანა ქუჩიდან წამოვსულიყავი, იგი უფრო წყნარი და ლამაზია, რაც მთავარია თითქმის სულ ცარიელია და არც არავინ დადის, ყურსასმენები გავიკეთე და გზას დავადექი. ასე ვიცოდი ხოლმე, მუსიკის ჰანგებში გახვეულს მიყვარს სეირნობა, ამ დროს ვფიქრობ ხოლმე ყველაფერზე, რაც კი მაწუხებს.
- არ ვიცი რა გავაკეთო, ცხოვრებაში რამე უნდა შევცვალო თორემ გავრეკავ. სამუშაო უნდა მოვძებნო რომ დედას დავეხმარო, აბა მამაჩემს ფეხებზე ვკიდივარ. როდემდე უნდა გასტანოს ასე არ ვიცი. დავიღალე უკვე, აღარაფერი აღარ მინდა. ტატა დედა მაკა, მაკა დედა ტატა, დედა მაკა ტატა, ესაა მთელი ჩემი ცხოვრება. სასწავლებელს ვერ ვიტან, იმიტომ რომ აქ არავის ვეხატები გულზე, არ ვარ ასეთი კომუნიკაბელური რომ პირველი ნაბიჯი მე გადავდგა. აღარ ვიცი დავიღალე……

ამ ფიქრებში ვიყავი უცბად საშინელი ხმაური რომ გავიგონე, თითქოს სამყარო ჩამოიქცაო, ვერ მივხვდი რა ხდებოდა და იქითკენ გავიხედე საიდანაც ხმა მოდიოდა. მანქანა დაეჯახა მოტოციკლეტს და მიაჭყლიტა კედელზე, მოაბრუნა და გაიქცა. გავეკიდე ყვირილით
- დეგენერატო, სად გარბიხარ, მიხედე მაინც. შენ გეუბნები მობრუნდი!- გავკიოდი და თან მანქანის მიმართულებით გავრბოდი. მერე მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა და მოტოციკლეტისკენ წვაედი.

საშინელება იყო, აშკარა იყო რომ, მამაკაცი ეგდო ძირს. შვი ტყავის მოსაცმელი ეცვა, უსულოდ ეგდო ძირს და სისხლში ცურავდა. მასთან მივირბინე, ვეკითხებოდი ცოცხლალი იყო თუ არა, მაგრამ ხმას არ მცემდა. დავიხარე ჩაფხუტი მოვხსენი და სახეში ოდნავ გავარტყი, აზრზე რომ მომეყვანა. მერე უცბად მოვიკრიბე მთელი ჩემი ძალ-ღონე და გავიხსენე ყველაფერი რაც კი დედაჩემისგან მისწავლია თუ გამიგონია. პირველ რიგში სასწრაფოში დავრეკე, ავუხსენი რომ ავარიის შედეგად ასე 28 წლამდე ახალგაზრდა ბიჭი იყო დაზიანიებულიდა სადაცაა სისხლისგან დაიცლებოდა, თუმცა მივხვდი რომ შეიძებოდა მერე გვიანი ყოფილიყო, იცლებოდა სისხლისგან. თვაიდან ჟონავდა თბილი, ბლანტი სითხე, მაგრამ ყველაზე ძლლიერი სისხლდენა ფეხიდან ჰქონდა. ალბათ, ამ მხარეს მიეჯახა მანქანა. ვერ მივხვდი რა გამეკეთებინა, სისხლისგან იცლებოდა ბიჭი. რაიმე უნდა მეპოვნა რომ გადამეჭირა არტერიის ზემოთ, ვერაფერი ვიპოე.ბოლოს მოსაცმელი გავიხადე, მკლავებით შემოვახვიე ბარძაყზე და რაც ძალი და ღონე მქონდა მოვუჭირე. გმინვა ამოხდა ტკივილისგან , აზრზე მოდიოდა. თვალებს არ ახელდა თუმცა თავზე ხელს იკიდებდა, ეხლა გამახსენდა რომ იქიდანაც ჟონავდა სისხლი, აღარაფერი ქმონდა რომ მომეხვია, თავქვეშ ჩემი ჩანთა ამოვუდე და ხელებით დავაწექი ჭრილობას, რომ სისხლდენა ცოტათი შემეჩერებინა. არ ვიცი მაგრამ რატომღაც გამხნევება დავუწყე, ფილმებში მინახავს ალბთ და ასე მაგიტომ მოვიქეცი, მინდოდა ცოტა გამემხნევებინა.
- არ მოკვდე რა….
- ჯანდაბა, რა დამპალი იყო , არც კი ნახა ცოცხალი იყავი თუ მკვდარი. ოღონდ არ მოკვდე რა, შემომხედე თვალები გაახილე, შემომხედე. ჯანდაბა სადაა ამდენხანს სასწრაფო. ასე თუ გააგრძელე სისხლისგან დაიცლები. არა არ წახვიდე, ჯანდაბა ისუნთქე ასე ნუ შვები…- ნელ-ნელა ხროტინი დაიწყო, სუნთქვას მოუკლო და აბსოლუტურად მოემჩვარა სხეული. თავზე ხელებს გამწარებული ვუჭერდი, სისხლდენა რომ შემეჩერებინა. მერე მივხვდი რომ აღარც სუნთქვდა და არც გული უფეთქვდა. რხევა შეწყვიტა ყელთან არტერიამ. ხელოვნური სუნთქვის და გულის მასტიმულირებელი ვარჯიშის გაკეთება დავუწყე, 1 2 3 4 ზეწოლა , ჩასუნთქვა , 1 2 3 4 ზეწოლა, ჩასუნთქვა, 1 2 3 4 ზეწოლა ჩასუნთქვა და ასე….
- ჯანდაბააააა….._ შევაჯანჯღარე და ზუსტად ამ დროს შემოუხვია სასწრაფომ.

ფერადი შუქების ფონზე გავარჩიე სისხლისგან მოსვრილი ლამაზი სახე, დახვეწილი და შეწუხებული, გაყინული გამომეტყველებით. გავიფიქრე მოკვდა მეთქი და გული შემეკუმშა. შემეცოდა უცნობი. ექიმები მომვარდნენ, მასური გაუხიეს გულზე რაღაც გამჭვირვალე ფირფიტები დააკრეს და მითხრეს მოშორდიო, მერე ბიძგმა ჰაერში აახტუნა ბიჭის სხეული, კიდევ აახტუნა, კიდევ და ასე შემდეგ. რაღაც შემაწუხებელი წიკ-წიკი გავიგე, მიოვხვდი გული ამუშავდა, ნიღაბი მოარგეს სახეზე და დავინახე როგორ ჩაისუნთა ბიჭმა. საკაცეზე გადაიყვანეს და გააქანეს საავადმყოფოში. რაღაც შემავსებინეს, არ მახსოვს რა, გაქრნენ. ნელ-ნელა მოვედი გონს. ისევ ძირს ვიჯექი, ფეხები მოკეცილი მქონდა და სისხლიან ხელებს, ვუყურებდი, რა ახლოსაა სიკვდილი, ვფიქრობდი. გავიყინე….. ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა, ტატა მირეკავდა.
- სალ, სად ხარრ?- ჩამკივლა ტელეფონში.
- არ ვიცი ტატ, მგონი გზაში.- დაბნეულმა ვუთხარი.
- რა გჭირს, რა ხმა გაქვს?
- არაფერი, ჩემი უნის უკან გზაზე ვარ მომაკითხე რა.
- ისედაც შენ გამოსაყვანად მოვდიოდი. კაი 5 წთ- ში მანდ ვარ.

გასისხლიანებულ ჩანთას ხელი დავავლე და ტროტუარზე ჩამოვჯექი. საშინელ ხასიათზე ვიყავი, სისხლის სუნი მცემდა და გაბრუებული ვიყავი. ტატას ძლივს ავუხსენი რა ხდებოდა, მგონი მაინც ვერ გავაგებინე. სახლში მიმიყვანა. დაპროგრამებულივით მივიღე შხაპი და ლოგინში ჩვაწექი. ეგრევე გავითიშე. არასოდეს მინახავს ადამიანი ასეთ მდგომარეობაში. დამესიზმრა რომ ავარიში მოვყევი და მოვკვდი. შეშინებული წამოვვარდი და ვეღარც დავიძინე.

***
თითქოს ყველაფერი კალაპოტში ჩადგა, ერთი კვირის მერე სულ გადამავიწყდა ყველაფერი. დედაჩემისთვის არც მომიყოლია იმ დღეს მორიგე იყო.
- რას ეძებ ასე გამწარებით დეე?- მკითხა დედაჩემმა
- აუ დე სტუდენტური დავკარგე სადღაც, ვერსად ვიპოვნე, სადღაც მივაშავებდი.- ამოვიოხრე და ახალი ბარათისთვის სამი ლარი გადავდე.
- აუ დე, შეგიძლია დღეს ეს პარკი გამომიტანო? ხო იცი საკვალიპიკაციოზე გავდივარ და ვერ წავიღებ. გამოცდიდან საავადმყოფოში გავალ და მაგ დროს გამომიტანე კარგი?
- ამხელა მთავარი ექთანი ქალი ხარ და სტუდენტებივით კიდე გამოცდებს გაბარებინებენ?- დავცინე და დავეჯღანე.
- მაიმუნობას გირჩევნია წახვიდე უნივერსიტეტში არ დაგაგვიანდეს!- ეწყინა და სახე მოეღრიცა.
- ვაიმე, ხანდახან მგონია რო შენ ხარ შვილი და მე დედაა , გამოგიტან აბა რას ვიზამ. რომელზე გამოგიარო? ისე რო გნახო ცოტა ხნით?
- 2 ზე მივალ, მერე ოპერაცია მაქვს. ასე 4-5 ისკენ გამო და შესვენება მომიწევს, ბარემ ერთდ ვჭამოთ.
- კაი დე, გაამზადე და წამოგიღებ.- გადავკოცნე და ჩაის მომზადება დავიწყე.

უნივესიტეტში ქვიზი მქონდა, მალევე გამოვედი სახლში შევედი და პარკი ავიღე. დიღმისკენ გზას გავუყევი. როგორც ყოველთვის დედაჩემის ოპერაიას კიდევ ახალი ოპერცია დაემატა და ლოდინი მომიწია. ამ საავადმყოფოში გაზრდილი ვარ, რასაც ქვია. სკოლიდან აქ მოვდიოდი ხოლმე და დედას ველოდებოდი როდის მორჩებოდა ცვლას, მერე სახლში ერთად რომ წავსულიყავით. ყველა მიცნობდა და თავს ისე ვგრძნობდი როგორც საკუთარ სახლში. დროის მოსაკლავად გადავწყვიტე ცოტა გამესეირნა და ბოდიალი დავიწყე. ორი სართულით მაღლა ავედი და ჰოლში გავიარე, მაკა დავინახა ვიღაცის კომპიუტერულ ტომოგრაფიას ჩაჰკირკიტებდა და რაღაცას წერდა. მივეპარე და გვერდებში ვუჩქმიტე, შეხტა.
- საალო, აქ რამ მოგიყვანა. რას აკეთებ აქქ?- სახე გაებადრა და ისე მომეხვია გეგონება 1 წლის უნახავი ვყავდი.
- რავი დედას გამოვუარე ველოდები. ისევ ოპერაციაზე შემეპარა და იმედია მალე გამოვა. თავის შექცევის მოტივით დავბოდიალობ.- გავუღიმე და ტომოგრაფიას ჩავაკვირდი.
- რაო რთული საქმეა?- დავაშტედი გეგონება რამე გამეგებოდეს და სახე დავძაბე.
- ხოო, ახალგაზრდა ბიჭია ავარიაში მოჰყვა. საწყალი, კომაშია ამქვეყნად ვერაფრით მოვაბრუნეთ. დალეწილია სულ. ბედი მაგისი რო ვიღაცას გადაურჩენია. სისხლისგან იცლებოდა და თავის ტრავმა აქვს. გული გასჩერებია. იმ ღვთისნიერს მადლობა უნდა უხადოს მთელი ცხოვერბა.
- ხოო ამ ბოლო დროს მეც შევესწარი ეგეთ ამბავს.- უცბად გამახსენდა და ხასიათი შემეცვალა.
- ხოო შვილო ფრთხილად უნდა იყოთ. ამ შენ გადარეულ დაქალს ვერ ვასწავლე ნელა ტარება, რამდენჯერაც საჭესთნ ჯდება, სულ მიკვირს ცოცხალი როგრ გადმოდის მანქანიდან. ფსიქოპატივით ატარებს.- გაბრაზდა მაკა.
- ხო მეც სულ მაგას ვეუბნები ხოლმე….
- წამო , ვჭამოთ არ გშია? დედაშენი როდის გამოვა. ასე ხო არ დაგტოვებ.
- რავი დაველოდოთ, მორჩება მალე ალბათ.
- კარგი ერთთან შევალ ვნახავ სისტემა ჩამოიცალა თუ არა , ახალი წვეთოვანი უნდა დავუდგა და ჩავიდეთ ჩემთან.
- კაი წამო- ვუთხარი და გავყევი მაკას. მაოცებდა ეს ქალი 25 წლის გოგოსავით გამოიყურებოდა. საოცრად ლამაზი და დახვეწილი იყო. ტატა სულ არ გავდა მას. მაგრამ მასავით ლაღი იყო.

ჰოლის ბოლოსკენ გავედით და მაკა ოთახში შევიდა, მეც შევიხედე და საწყალი პაციენტი უამრავ მილში იყო გახვეული. გუილის აპარატი თავის ამატკივებლად წიკწიკებდა. ყელში მილი ჰქონდა ჩაჩხრილი და აპარატით რიტმულად სუნთქავდა. მაკამ დანანებით გადახედა ბიჭს და მის მზერას თვალი გავაყოლე.

ის იყო….
ის, ვისი სისხლითაც ხელები მქონდა მოსვრილი. ის ვინც თურმე მე გადავარჩინე. საოცარი შეგრძნება დამეუფლა, აი ბავშვობის ნაცნობ გემოს კიდევ რომ დააგემოვნებ და სიმყუდროვეს რომ გრძნობ ისეთი. ხო, ნამდვილად ის იყო. თავი შეხვეული ჰქონდა, გულ-მკერდზე ბინტი ჰქონდა გადაკრული და სულ მილებით იყო დაფარული. გული შემეკუმშა. ისევ ისეთი ლამაზი, დახვეწილი და შეწუხებული, სახე ჰქონდა, ოღონდ გაყინული გამომეტყველება შესცვლოდა.
გაოგნებული ვუყურებდი და მაკმ გამომაფხიზლა. ხო კარგად ხარო. მე არაფერი შევიმჩნიე და გარეთ გამოვედით დედას პარკი დავუტოვე და საჭმელადაც არ დავრჩი.

გაოგნებული წამოვედი, რაღაც სიამაყესაც ვგრძნობდი. მე ადამიანი გადამირჩენია. რაღაც ძალიან ჩამყვა ეს გულში. ტატას დავურეკე, გულის გადაყოლება მინდოდა.
- ტატ, რას შვები?
- რავი სალ, ლაშასთან ვარ შენ?- განაზებულმა მითხრა.
- აა უი კაი მაშინ, მერე დაგირეკავ.- უხერხულად ვიგრძენი თავი.
- კაი , ლამაზო. მასე ქენი.

სახლში მივედი. წიგნი ავიღე, ჩაი გავიკეთე და ჩვენს ერთოთახიანის ლოჯს, ანუ საძინებელს შევაფარე თავი. ის დღე ჩვეულებრივად დასრულდა, როგორც იქნა დედა მოვიდა და ისეთი დაღლილიიყო ეგრევე ჩამეძინა.
მეორე დღეს უნივერსიტეტში ვიყავი, შუალედური მქონდა. გამოცდის მერე დედას შევუარე, საჭმელი ავუტანე. მინდოდა მეკითხა მასზე, მაგრამ არ ვიცი. ვერაფერი ვკითხე. გული მეორე სართულისკენ მიწევდა. დაბნეული ავედი და მისი ოთახისკენ ავიღე გეზი. მეთვითონაც არ ვიცი, მინდოდა მალე გამოჯანმრთელებულიყო, ვერ ვათვითცნობიერებდი მე რომ გადავარჩინე. კარს მივუახლოვდი, ზედ დატანილ მინაშ შევიხედე და ადგილზე გავშრი. არ ვიცი რატომ , მაგრამ კარი შევაღე და სკამზე ჩამოვჯექი. ვუყურებდი და ვერ ვხვდებოდი აქ რატომ მოვედი. თითქოს რაღაც გაუთვითცნობიერებლად მექაჩებოდა მისკენ.




ჩემი პრველი ისტორიის პირველი ნაწილია ^_^



№1  offline წევრი Anna_9

Me dzalian momwons. Imedi maqvs gaagrdzeleb ❤

 


№2  offline წევრი ამარილო მ.

მიხარია თუ მოგეწონა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent