შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის ნაყოფი 3 თავი


29-06-2017, 22:53
ავტორი Katherine Linton
ნანახია 2 168

ანდრეასთან პალატაში შევედი. მის სიტყვებზე დავფიქრდი და ჩემი ნათქვამი გამახსენდა. როცა ვუთხარი რომ ეშინოდა მამობრივი გრძნობები არ გაჩენოდა. მაგრამ რავიცი იქნებ არც არაფერი გასჩენია. იქნებ ისევ ჩემი საწოლში შეტყუება უნდა და უნდა გული მომილბოს ბავშვზე და ჩვენ ურთიერთობაზე საუბრით? არა მისი ნდობა არ შეიძლება. ანდრეა რომ გამოკეთდება აქედან წავალთ და დავივიწყებთ ამ ადამიანს საერთოდ.
ანდრეას მალე გაეღვიძა. ექთანმა ის გასინჯა და მალევე გამოგვწერეს. რომ გამოვედით საავადმყოფოდან ხმა გავიგე.
-ლიზა მოიცადე
რატი მოვიდა ჩქარი ნაბიჯით ჩვენთან.
-მე მიგიყვანთ მანქანით სახლამდე.
-არ არის საჭირო.
-ამის უფლება მაინც მომეცი ლიზ.
ცოტა ხანი დავფიქრდი და გადავწყვიტე რადგან ამის მერე მასთან შეხვედრას არ ვაპირებდი ამ ერთხელ ამესრულებინა მისი სურვილი.
მან მანქანის კარი გაგვიღო და ბავშვთან ერთად უკან დავჯექი. მთელი გზა ჩუმად ვიყავით მხოლოდ მისამართი ვუთხარი. ის დრო და დრო ანდრეას უყურებდა სარკეში.
რომ მივედით გადმოსვლაში დაგვეხმარა. მერე ანდრეასთან ჩაიცუცქა.
-ცუდად აღარ გახდე კარგი? თორე დედიკო და მამიკო ნერვიულობენ
ანდრეა მორცხვად უყურებდა მას.
-პირობას მომცემ?
ბავშვმა თავი დაუქნია.
რატი ისე უყურებდა ანდრეას, რაღაც არაამქვეყნიურად თბილი ღიმილით.
-რატი ზეგ ანდრეა 5 წლის ხდება. შეგიძლია მოხვიდე.
ის სიხარულისგან გაბადრული სახით წამოდგა და ჩემსკენ მობრუნდა.
-მერე სანდრო?
-სანდრო მუშაობს და ვერ მოვა სახლში. მარტოები ვიქნებით მე და ანდრეა.
-კარგი ლიზ. აუცილებლად მოვალ.
-ახლა უნდა წავიდეთ
-კარგად.
მან ხელი დაგვიქნია და ანდრეამაც მხიარულად დაუქნია მას ხელი საპასუხოდ.
-ლიზა!
მისკენ მივბრუნდი. ის უკვე მანქანაში იჯდა.
-მადლობა
მითხრა და წავიდა.
იმ საღამოს სანდრო გვიან მოვიდა. ისეთი დაღლილი იყო, რომ ეგრევე დაიძინა. დილით ისევ ისე წავიდა სამსახურში რომ ვერ გავიგე. მთელი დღე ვფიქრობდი ხვალინდელ დღეზე. რატი მე და ანდრეა. ამაზე ფიქრი ძალიან მაბნევდა. არ ვიცოდი სწორად ვიქცეოდი თუ არა. მინდოდა დამერეკა და მეთქვა რომ გეგმები შეიცვალა, მაგრამ რამდენჯერაც გადავწყვიტე და მობილური ავიღე სულ მისი სახე მედგა თვალწინ ბავშვს რომ უყურებდა. ისე გავიდა დღე რომ ვერც კი გავიგე. სახლის საქმეებში გართულმა მხოლოდ მაშინ გავიგე სანდროს მოსვლა როდესაც სასმელის მძაფრი სუნ მეცა ჩემს სიახლოვეს. მოვბრუნდი და ჩემს უკან მდგომი ნასვამი სანდრო დავინახე, რომელიც ფეხზე ძლივს იდგა. ძალიან გამიკვირდა რადგან ჩვეულებრივ ის არ სვავს.
-სანდრო ნასვამი ხარ?!
-შეამჩნიე? ბრავო. ეს რა მიხვედრილი ცოლი მყავს
მან ირონიულად წარმოთქვა და ტაში შემოკრა.
ცოტა შემეშინდა. ზურგით კარადას ავეკარი.
-რა იყო? ჩემი გეშინია?
-სანდრო მოწესრიგდი და დაწექი. ხვალ ვილაპარაკოთ.
-და დღეს რომ ვილაპარაკოთ საყვარელო?
სასმელის სუნზე ცუდად ვხდები. ახლაც ვიგრძენი გულის რევის შეგრძნება და პირზე ხელი ავიფარე
-ააა ხედავ უკვე გულს გირევ.
-სანდრო რეებს ბოდიალობ. იცი რომ არყის სუნზე ცუდად ვხდები.
-ბოდიში მისის ლიზა შეგაწუხეთ ჩემი არასასიამოვნო სუნით
-სანდრო გთხოვ დაიძინე.
ხელი მოვკიდე და ფრთხილად ვუბიძგე მას ჩემგან შორს რომ მისგან გავთავისუფლებულიყავი
-უკვე ჩემთან მოკარებაც არ გინდა ხო?
-უბრალოდ მითხარი რა მოხდა. რატომ ხარ ასეთ მდგომარეობაში?
ის დამშვიდდა. საწოლზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო.
-სამსახური დავკარგე.
-ახალს ნახავ საყვარელო. შენ კარგი პროფესიონალი ხარ ნებისმიერი აგიყვანს სამსახურში.
მივედი და მის წინ ჩავიმუხლე.
-ახალს ნახავ. სათქმელად მარტივია. შენ ხომ ერთი დღეც არ გიმუშავია. ზის დედოფალივით სახლში და ელოდება როდის მოვუტან ფულებს!
-ასე ძალიან თუ გაწუხებს ეგ საკითხი ხვალვე წავალ და დავიწყებ მუშაობას. შენ ბავშვთან დაჯექი.
-ჰაჰაჰა. ბავშვთან რომელიც ჩემიც კი არ არის?
-სანდრო რას ამბობ?!
-თავს ნუ იდებილებ! თავიდანვე ვიცოდი რომ რატის ნაბი*ვარი იყო.
-ბავშვზე რეებს ამბობ?!
-ბედავ და მიყვირი კიდეც ამის შემდეგ?
ის გიჟივით მომვარდა და ის მოხდა რასაც მისგან არ მოველოდი საერთოდ. მან ჩემზე ხელი აწია. მერე სახლიდან გავარდა და დილამდე არ მოსულა.



№1  offline წევრი Katherine Linton

Samwuxarod ori dgea ver davde da xvalac ver vaxerxeb dadebas radgan mteli dgis ganmavlobashi internet tan wvdoma ar meqneba. Zeg davdeb dzalian saintereso tavs ubralod erti ram minda rom komentarebshi tqveni simpatia daafiqsirot sandros an ratis mimart. Es imoqmedebs motxrobis ganvitarebasa da dasasrulze. Ase rom lizas bedi tqvenzea damokidebuli :D <3

 


№2 სტუმარი Guest milena

რატი ტავიდანვე არასწორედ მოიქცა არ უნდა მიეტოვებინა ასე მარტივად მითუმეტეს შვილი.მაგრამ შეიზლება მერეე გააცნობიერა თავის დანაშაული და გამოსწორებას შეეცდება მე ასე ვფიქრობ.სანდროს რაც შეეხება თუ თავიდანვე იცოდა რომ მისი შვილი იყო ეხლა ეხლა რაგა უნდა დდდ რატომღაც მგონია ლიზა რატისტან დარჩება

 


№3 სტუმარი მანანა

ძალიან მომეწონა და ასე ძალიან რატომ აგვიანებ რაღაცა ამ ბოლო დროს წესად იქცა დაწყება დაამიტოვება იქნებ გააგრძელით?

 


№4 სტუმარი Guest pawuka

Ramdeni xania axal tavs velodebit ar apireb amis gagrdzelebas

 


№5  offline წევრი Katherine Linton

მანანა
ძალიან მომეწონა და ასე ძალიან რატომ აგვიანებ რაღაცა ამ ბოლო დროს წესად იქცა დაწყება დაამიტოვება იქნებ გააგრძელით?


Gavagrdzeleb. Ubralod komentarebi rom ar aqvs mgonia ar ainteresebs mkitxvels da ufro tu iaqtiurebt ufro male davdeb xolme da did tavebs

Guest pawuka
Ramdeni xania axal tavs velodebit ar apireb amis gagrdzelebas


Gavagrdzeleb. Magram imistvis sachiroa rom daafiqsirot xolme tqveni azri totem mgonia rom ar gainteresebt

 


№6 სტუმარი ნათო :)))

შემდეგი თავი როდის იქნება?

 


№7  offline წევრი Katherine Linton

მომიტევეთ ისევ და ისევ პირადი პრობლემები მიშლის ხელს. შევეცდები დავდო

 


№8 სტუმარი Guest თამარა

D A D E!!!!! GTXOOOOOOOOOOOOV!!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent