შავთვალება მონსტრი(თავი 4)
გახევებული იდგა და თვალებგაფართოებული აკვირდებოდა ბეროს.ადრინდელისგან საკმაოდ განსხვავდებოდა.მოკლეზე შეჭრილ შავ თმაში ჭაღარა შეპარვოდა.ლურჯ,მოკლე მკლავიან მაისურში მკაფიოდ იკვეთებოდა ნავარჯიშები სხეული.სახეზე ოდნავ შესამჩნევად გასჩენოდა ნაოჭები.უყურებდა მის წინ მდგომ მამაკაცს და გულში უზარმაზარ ტკივილს გრძნობდა.ის არ იმსახურებდა ანასტასიას ნახვას.არ იმსახურებდა თუნდაც ორი წამით შეეხედა მისთვის.მან ის დატოვა,არ აქვს მნიშვნელობა რა მიზეზით,მან პატარა ანასტასია დატოვა ,რომელიც ხშირად ტიროდა მის გამო.რამდენჯერ უნატრია არ წასულიყო იმ დაწყევლილ ომში(ეგონა,რომ ომში დაიღუპა),არ ებრძოლა სამშობლოსთვის და მასთან დარჩენილიყო,შემდეგ კი ამ ფიქრების გამო საკუთარ თავს ვერ იტანდა.თავს მაღლა სწევდა და ამაყობდა მისით.და ახლა?ყველაფერი რისიც სჯეროდა თავზე ჩამოენგრა.ახლა იდგა იმ კაცის წინაშე ,რომლის გამოც მან და დედამისმა მრავალი ცრემლი დაღვარეს.უცებ მოუნდა ის დღე გამქრალიყო,როცა წერილი იპოვა.რეალობასთან ასე მწარედ შეჯახება ვერ აიტანა.ეგონა ძლიერი იყო,მაგრამ ამაშიც შეცდა.ვერ გაუძლებდა,არ შეეძლო რაიმე მაინც ეთქვა მისთვის.სწრაფად მოაშორა მზერა ბეროს ამღვრეულ,ცისფერ თვალებს და გაიქცა.მირბოდა მთელი ძალით,უმისამართოდ.უბრალოდ უნდოდა გაქცეოდა იმ რეალობას რომელშიც აღმოჩნდა.ცრემლები მდინარესავით მიიკვლევდნენ გზას გოგონას ლოყებზე.უცებ ვიღაცამ ხელი სტაცა და წამის მეასედში შემოაბრუნა.კვლავ შეეჩეხა ცისფერ,ამღვრეულ თვალებს. -არ გაიქცე ანა-გაბზარული ხმით წარმოთქვა კაცმა -გ..გამიშვით-გული შუაზე ეხლიჩებოდა.გრძნობდა ვერ გადაიტანდა ლაპარაკს.ჯერ არ იყო მზად.ჯერ ვერ შეძლებდა. -გთხოვ ტას,გთხოვ-ხელი შეუშვა და დაუკითხავად წამოსული ცრემლი ერთი ხელის მოსმით მოიშორა. -მე..არ შემიძლია..ახლა არა -თავი ნერვიულად გააქნია,ტუჩს კბილი მთელი ძალით ჩაასო ცრემლების შესაჩერებლად და კვლავ გაიქცა.ბექა ერთ ადგილას იყო მიყინული და თვალი სივრცეში გაშტერებოდა.იდგა და ვერ იჯერებდა მომხდარს.ეტკინა,საშინლად ეტკინა ის წლები ,რომელიც გოგონას არ შეალია.თავისი პატარა ტასო,ანასტასია ,რომელიც ქალის გამო მიატოვა,იმ ქალის რომელმაც შემდეგ ის და მისი ვაჟი დატოვა და გაიქცა.და შემდეგ? არც კი უცდია გოგონას ნახვა.არც კი უცდია დაბრუნებულიყო და შვილი ენახა.წარსულმა ყელში წაუჭირა და სუნთქვის საშვალებას აღარ აძლევდა.როგორმე უნდა გამოესწორებინა ყველაფერი. შტაბამდე სირბილით მიაღწია.შიგნით შევარდა და გაოცებულ საბას მთელი ძალით მოეხვია.ახლა მხოლოდ ძილი სჭირდება,უნდოდა ყველაფერს გაქცეოდა და აღარაფერზე ეფიქრა.ბიჭის ყელში ცხვირი ჰქონდა ჩაყოფილი და ღრმად სუნთქავდა.საბა კი თმაზე მონიტორულად უსვამდა ხელს და ზოგჯერ ლოყაზე კოცნიდა. -დამშვიდდი?-გოგონას სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩახედა -კი-ამოისლუკუნა -გინდა ზღვაზე?-მკრთალად გაუღიმა და ლოყაზე თითი ჩამოუსვა.გოგონამ უარის ნიშნად თავი გააქნია. -ანასტასია!არ გამაბრაზო.-შეუბღვირა,გოგონას ჩანთა მხარზე მოიკიდა და მიაჩერდა-დღეს ჩემთან დარჩი -არმინდა საბა,მართლა-ტუჩი მოიკვნიტა -წყალში არც შევიდეთ მაშინ.წამო რა.-საყვარლად გაუღიმა -კარგი -ამოიფრუტუნა და ამღერებული ტელეფონს ხმა გამოურთო.იცოდა საბა არ შეეშვებოდა,არ მისცემდა გოგონას დეპრესიაში ჩავარდნის უფლებას. პლიაჟზე გოგო-ბიჭები რამდენიმე ჯგუფად შეკრებილიყვნენ და მაღალ ხმაზე იცინოდნენ.საბას ანასტასიას კალთაში თავი ედო და ხელზე ეფერებოდა.გოგონას კი სივრცეში ჰქონდა თვალი გაშტერებული.ცდილობდა არაფერზე ეფიქრა,არ უნდოდა გული ისევ სტკენოდა. -ხვალ თბილისში დავბრუნდები-ამოიჩურჩულა და ბიჭს შეხედა -ასეთი მალე?-მოწყენილმა ამოიბურტყუნა და წამოჯდა -აღარ მინდა აქ-მხრები აიჩეჩა-თან ორ თვეში შენც ჩამოხვალ თბილისში -კაი-გაბუტულმა ამოილაპარაკა და წამოჯდა -მიდი -რა -წარბაქაჩული მიაჩერდა -ვიცი წყალში გინდა -გაეცინა ბიჭის სახეზე -ხოდა მიდი -მარტო ხო არ დაგტოვებ -კაი ახლა -მხარი გაჰკრა-წადი,წადი -მალე მოვალ-თითი გამაფრთხილებლად დაუქნია.შორტი და მაისური ერთი ხელის მოსმით გაიძრო და წყალში გაუჩინარდა. ანასტასიამ ფეხები მოკეცა და ხელი შემოხვია.ერთ ხელში კენჭები მოიქცია და მცირე მანძილზე ისვრიდა.რამდენიმე წუთი კენჭების სროლით ირთობდა თავს ,როდესაც იდილია შავთვალებამ დაურღვია.გვერდით მიუჯდა და ხმის ამოღებას არ ჩქარობდა. -რა გინდა-სიჩუმე გოგონამ დაარღვია -რა უნდა მინდოდეს-ირონიულად ჩაიცინა -თუ ასე უნდა გააგრძელო წადი-ამოიოხრა -რა გჭირს-იორნიას მაინც არ კარგავდა -შენც იქ იყავი -არ ვერევი მაგ საქმეში-მხრები აიჩეჩა და თავი უკან გადააგო-მაგრამ მაინც გეტყვი-რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ კვლავ წამოიწყო-ბეროს სინანული ეტყობოდა. -არ აქვს მნიშვნელობა-ამოიოხრა და ბიჭს შეხედა -შენი გადასაწყვეტია-მხრები აიჩეჩა და წამოიწია -უნდა წახვიდე? -არ მაგდებდი?-ტუჩის კუთხე ირონიულად ატეხა -ხოდა წადი-ამოიბუზღუნა და წინ გაიხედა -თერთმეტ საათზე პარკში იყავი-ბრძანება გასცა და უკანმოუხედავად წავიდა.გაოცებულმა გააყოლა ანდროს თვალი,გააჯავრა და დაეჭყანა. -თავი ვინ ჰგონია?იდიოტი ,ხეპრე-დაბალ ხმაზე ლანძღავდა ბიჭს და კენჭებს ახლა მთელი ძალით ისროდა.არსადაც არ წავიდოდა.ან რატომ უნდა წასულიყო?რატომ უნდა ჰგონებოდა ბიჭს ასე ადვილად დაიყოლიებდა?თავი გააქნია და ახლა ბეროზე დაფიქრდა.ხომ უნდოდა დალაპარაკებოდა?ხომ უნდოდა პასუხი მოეთხოვა?მაგრამ როცა ფაქტის წინაშე დადგა უკან მოუხედავად გაიქცა.გადაწყვიტა მეორე დღეს მისულიყო და ისევ ეცადა.იქნებ ახლა მაინც გამოსვლოდა რამე,იქნებ ახლა მაიმც მიეღო პასუხები. -მოვედიი-თავზე საბა წაადგა და სველ თმას ხელი მოუჭირა,წვეთები კი გამეტებით დაეცა ანასტასიას სხეულს. -საბა-გაბრაზებულმა წამოიძახა და შეეცადა გასცლოდა -უნდა ჩაგეეხუტო-ბოროტულად ჩაიცინა ბიჭმა და გოგონასკენ წაიწია -არა -დაიწივლა და სიცილი დაიწყო -მოდი,მოდი-სიცილს არ წყვეტდა ბიჭი,ანასტასია გააკავა და მთელი ძალით მოეხვია-მგონი გავშრი ისეთი ცხელიხარ -ოო საბა-გაბუტულმა შეხედა -წამო შენც წყალში -კარგი ხო -ამოიბურტყუნა და საბას გაექცა .წინ სიცილით მირბოდა და ცდილობდა საბას გაქცეოდა,მაგრამ ბიჭი მალევე დაეწია,ხელში აიტაცა და წყალში შეტოპეს. მხოლოდ ცხრა საათზე იკადრეს წყლიდან ამოსვლა და სახლისკენ წავიდნენ -საბა არ მინდა შეგაწუხოთ რა -არ გვაწუხებ-მობეზრებულად აიქნია ხელი -დედაშენის სახე წარმოიდგინე რომ დამინახავს -სიცილის შესაკავებლად პირზე ხელი აიფარა -თავისი ეჭვები გაუმტკიცდება-გაეცინა ბიჭსაც -დედაჩემიც ნერვებს მიშლიდა.გინდა თუ არა შენ და საბას ერთმანეთი გიყვართო-იაკოს გააჯავრა და ჩაიქირქილა -რას გაუგებ-თავი გადააქნია და კარზე დააკაკუნა -რატომ აკაკუნებ? -გასაღები არმაქვს -მხრები აიჩეჩა მალებე კარი საშუალო სიმაღლის,ქერა თმიანმა,ლამაზმა ,დაახლოებით 40 წლის ქალმა გააღო. -ტასო?საბა?-გაოცებულმა წარმოთქვა ქალმა და თვალებგაფართოებული მიაშტერდა მათ -გამარჯობა ლანა დეიდა -გაუღიმა და ლოყაზე აკოცა -მოდით,შემოდით-გაიწია და ბავშვები შეუშვა. -არ გშიათ?შემწვარი კარტოფილი გვაქვს . -კი გვშია-დაასწრო საბამ-მაქამდე გადავივლებთ წყალს.მიდი ანა ჯერ შენ შედი გადაივლე.პირსახოცსაც შემოგაწვდით -კარგი-გაუღიმა-შენს ოთახში შეიტან ჩანთას ხო? -ხო -თავი დაუქნია . აბაზანაში შევიდა და ცხელი წყალი მოუშვა.დუშის ქვეშ დადგა და ეცადა არაფერზე ეფიქრა.რატომღაც მაშინვე შავთვალება წარმოუდგა თვალწინ.არ უნდა ეფიქრა მასზე,მას არც კი იცნობდა.თავი გააქნია და თმაზე ხელი ჩამოისვა. წყალი დაკეტა და იქვე,ახლად შემოტანილი პირსახოცით თანი გაიმშრალა და შემოიხვია.ნელი ნაბიჯებით შევიდა საბას ოთახში,კარი ჩაკეტა და სწრაფად გადაიცვა მოკლე,ფერადი სარაფანა.ნესტიანი თმა მხრებზე ჩამოიყარა და თითებით ჩამოივარცხნა. მშვიდად შეექცეოდნენ დაბრაწულ კარტოფილს ,მხოლოდ ლანა ცდილობდა გაეგო ანასტასიას ჩამოსვლის მიზეზს. -დედაც ჩამოვიდა? -არა მხოლოდ მე-გაუღიმა და წვენი მოსვა -რამდენი ხნით რჩები აქ? -დედა-თვალები აატრიალა საბამ -არაფერია -გაიღიმა გოგონამ -ხვალ ვაპირებ წასვლას -კარგი-ქალმაც გაუღიმა-საწოლს გაგიმზადებ მე-წამოდგა -არა ,არაა საჭირო.თავად ვიზამ -ჩვენ გავაკეთებთ.შენ დაისვენე-მკრთალად გაუღიმა საბამ და ჭამა განაგრძო.ამის შემდეგ ხმა არცერთს ამოუღია. -დაიღალე ?-ოთახში შესვლისთანავე ჰკითხა ბიჭმა -ცოტა -დაღლილი ხარ.შენ აქ დაიძინე, მე მეორე ოთახში გავალ -რასლაპარაკობ აბა-გაბრაზებულმა ამოიოხრა-მე გავალ იმ ოთახში,შენ აქ დარჩი თან ეს შენი ოთახია -ერთი დღე გავძლებ პატარა საწოლში-გაიცინა და კეფაზე ხელი მიიდო -უხერხულ მდგომარეობაში მაყენებ -ჩშ.დაიძინე-ლოყაზე აკოცა და ოთახი დატოვა.საწოლზე გულაღმა დაემხო და ქუთუთოები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა.ტელეფონი კვლავ ამღერდა.ამოიოხრა და გააგონა -რატომ არ მპასუხობდი?-ხმის ამოღება არ დააცადა იაკომ -კარგად დედა,შენ?-ირონიულად ჩაიცინა და თმა ხელებში მოიქცია -რა ქენი -ვიპოვე -მერე? -არაფერი-ამოიოხრა -ხვალ ვბრუნდები -რა დაგახვედრო-მაინც იგრძნო გოგონამ იაკოს ხმაში სიხარული -არაფერი არმინდა.ახლა უნდა წავიდე,ვიძინებ -ტკბილი ძილი ანა -ტკბილი ძილი გაუთიშა და საათს შეხედა.უკბე თერთმეტი სრულდებოდა.კვლავ ანდრო გაახსენდა.იქნებ წასულიყო? ან არ ღირდა?თავი გააქნია და კვლავ თვალები დახუჭა. -არ წავალ!-შეეცადა მტკიცედ წარმოეთქვა.-არადა როგორ მაიმტერესებდ რა უნდა-ამოიბუზღუნა.უცებ წამოხტა,ტელეფონი ხელში მტკიცედ დაიკავა,ფანქარა გააღო და გადაძვრა.იცოდა თუ ერთი წამით მაინც გაჩერდებოდა მაშინვე გადაიფიქრებდა.სირბილით გაიარა მთელი ქუჩა,მხოლოდ პარკთან შეანელა სვლა.გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა.რამდენიმე წუთით შეიცადა,სუნთქვის დასარეგულირებლად,შემდეგ კი შევიდა პარკში.საათს დახედა და უკვე თორმეტის ოცი წუთი გამხდარიყო.იქნებ წავიდა?იქნებ არც მოსულა?გონებაში უსიამოვნო აზრები უტრიალებდა.ცარიელ სკამზე ჩამოჯდა და თმა.ნერვიულად აათამაშა. -ვიცოდი,რომ მოხვიდოდი-გაისმა ანდროს ირონიით გაჟღენთილი ხმა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.