შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცხო ქალის ცრემლი 15თავი


4-07-2017, 11:54
ავტორი zia-maria
ნანახია 1 387

მიუხედავად იმისა,რომ ჩემს სულში ხარ,ჩემს გვერდით,ჩემი გული მაინც მარტოობით სუნთქავს და სინანულის ფერებია მის გარშემო.ალბად შენთვის ეს გრძნობა მიუწვდომელია,მაგრამ იმედი და რწმენა ჩემში ძალიან დიდია ელი.მალე ალბად აქედან წახვალ და ჩემი გულიც უშენობით დაიმსხვრევა,გული რომელიც მე ჩემს ფიქრეში და ოცნებებში შენად ვაქციე.შენ წახვალ და ოცნებათა მღელვარებაც, დაიფერფლება და გაქრება.ძალიან არ მინდა,მაგრამ ჩემში შენი გამოჩენით ძალიან ბევრი რამ შეიცვალა და ამ შეცვლამ,მხოლოდ მარტოობის ტკივილი გაამეფა.რამდენიმე დღე და ჩვენ ჩვენი გზებით წავალთ,მაგრამ გპირდები ოცნებას არ შევწყვეტ,მე მჯერავს სასწაულეების და დიდი იმედიც მაქვს,რომ ჩვენ ერთმანეთს ისევ შევხვდებით.
უკუნი ღამე იდგა და ღამის სიმყუდროვეს მხოლოდ ხრისტოს ღრმა სუნთქვა და ხშირი ოხვრა არღვევდა.მისი საძინებლის გვერდით კი ელისოს ეძინა ქალბატონ სტელასთან ერთად.ღამენათევს ფიქრებისგან დილამაც შემოიხედა ფრთხილად და წამოდგა,ფარდები გადასწია და სამზარეულოში წავიდა ყავის გასაკეთებლად,ახლა მხოლოდ ყავა თუ გამოაფხიზლებდა,მაგრამ არ დაჭირდა ხრისტოს უძილარი თვალები ფართოდ გაახილა,ცისმარე დილას სამზარეულოში ელისო რომ დაინახა.ის რაღაც ნაზ მელოდიას ღიღინებდა,ეს მოულოდნელი და თითქოს ჯადოსნური ჯოხით შექმნილი ხრისტოს ოცნება იყო რეალობაში ასრულებული.ამ საოცარმა მოვლენამ მის ბნელ,მაგრამ მოწმენდილ ცაზე კიდევ ერთხელ დაინახა,რომ რწმენა მასში რომელიც დევს არასოდეს არ უმტყუნებს.შუა სამზარეულოში ფიქრებში ჩაძირული ელისომ გამოაფხიზლა,რომელიც ხელს უქნებდა სახესთან და ხელში ყავის სავსე მაღალი წელში გამოყვანილი ჭიქა ეჭირა და ხელით ანიშნა მიირთვიო.ხრისტოს გაეღიმა და ყავა მოსვა,ძალიან ეგემრიელა წარბი მაღლა ასწია და ელისოს ღიმილით გახედა და მიანიშნა,რომ ყავა საოცრად გემრიელი იყო.სვამდა ელისოს ხელით მომზადებულ კაპუჩინოს და გულში ფიქრობდა,თან ფრისკოს მესიჯი მისწერა.
---არ დაიჯერებ,სასწაულებიც ხდება თურმე,ვზივარ ახლა და იმ ქალის ხელით მომზადებულ კაპუჩინოს მივირთმევ რომელსაც ჩემთვის ჩუმად გულში ვაღმერთებ.დამიჯერე სრულყოფილი ბედნიერება არაფერია,გარდა ყოფითი მომენტებისა.რაღაც მომენტში მეგობარო ეს განცდა ან მოდის,ან არ მოდის.არ არის საჭირო სისულელეების ჩადენა იმისათვის,რომ თავი ბედნიერად იგრძნო.საკმარისია,თუნდაც ერთ უბრალო მომენტშიც იყო ბედნიერი.
---კარგად ხარ?რომ დავრწმუნდე შენს კარგად ყოფნაში,მითხარი შენი შთამბეჭდავი მოგზაურობა სად იყო ბოლოს.
---ხა,ხა,ხა,ხა,ხა.მეხსიერებას მიმოწმებ?კარგი გეტყვი,არ მინდა კუნძული და სადმე შორს წასვლა,მე ზღვაშიდაც კარგად ვგრძნობ თავს.შემიძლია უსულო საგანივით ვიდო და მეზესა და ზღვის სივრცეში ერთნაირად გავზავდე.
---უნარი არ დაგიკარგავს და მასთან ერთად მეხსიერებაც.მესიჯს სიცილის სმაილები მოაყოლა ფრისკომ მაგრამ მეორე მესიჯიც მალე მიიღო.
---ყოველი ახალი დღე სიურპრიზია ჩვენთვის,იყავი ბედნიერი ამ მომენტით.ეს მომენტიც შენი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.თუ ჯერ კიდევ სიზმარში არ ხარ,მაგრამ ისიც კარგად გახსოვდეს მეგობარო,რომ გოლგოთას მთაზე ასვლა ადვილი როდია.
---როგორ იცი ხოლმე ჩაშხამება ბედნიერების წუთების,მოსიარულე კიბო ხარ რა.
---როცა რაღაცა,ძალიან გინდა რეალურად იყოს შენს ცხოვრებაში,ხანდახან სიზმრები საოცრად მკაფიოა და ნამდვილ ცხოვრებას ძალიან ჰგავს.ხროსტოს გაეცინა მესიჯის წაკითხვისას და აივანზე გასულმა საბერძნეთის სიმდიდრეს,დიდ აკროპოლს გახედა,რომლის თავზე მზე ბრჭყვიალებდა,რომლის სხივები ირგვლივ ოქროსფრად მიმოფანტულიყო.შემდეგ ვერანდაზე გამოსულ ელისოს შეხედა,რომელიც გაოცებული უცქერდა აკროპოლს.ისევ ოცნენებში იყო ეგონა და თავი გააქნია,ისევ ელისოს შეხედა რომელმაც სახე ნაზ ნიავს მიუშვირა და თვალებდახუჭული უღიმოდა მის ჩუმ ფიქრებს.ხრისტო უცქერდა ამ საოცრად ნაზ არსებას და გულში ამბობდა.
---მე,არ შეგაწუხებ ჩემი ჩუმი სიყვარულით ელი.მე მართლა ძალიან უცებ შემიყვარდი ჯერ კიდევ კომაში ყოფნისას და ეს ალბად ღმერთის ნება იყო,ჩემთვის მეოცნება გულში და ჩემს გულში მყოლოდი დარდად.ძნელია ცხოვრება იმედის გარეშე,მაგრამ ზოგჯერ გვიმართლებს და იმედით ველოდებით ახალი,სიცოცხლით სავსე დილის დადგომას.მაგრამ არსებობს წუთები,რომლებსაც მოთმინება ჭირდება.ჩუმი ფიქრები და ოცნებები წყვილს ტელეფონის მელოდიამ დაარღვია.ხრისტომ დახედა შემოსულ ზარს და მოწყენილმა უპასუხა.
---გისმენ სპირო
---ხრისტო როგორც ელის პირადი იურისტი,საელჩოში უნდა მივიდეთ და შენც საჭირო ხარ ჩემთან ერთად,ყველა ის საბუთი წამოიღე,რაც ელის ამნეზიას ადასტურებს.
---დღეს უნდა მივიდეთ?
---არა,ხვალ დილით 9 საათზე იქ ვიყოთ.მე თუ ადრე მივედი, გარეთ დაგელოდებით.
---კარგი,მოვალთ.ელისომ იგრძნო ეს ზარი მას ეხებოდა და ხრიატოს მიაჩერდა.ხრისტომ კი ინგლისურად უთხრა.
---იურისტი იყო,ხვალ საელჩოში უნდა მივიდეთ.ელიმ ყურადღებით მოუსმინა და გაოცებულმა უპასუხა.
---ჩემი იურისტი,სპირო?ეს იყო რაღაც უსაზღვრო სიხარული ხრისტოსთვის.ასე ხომ შეძლებს ის მასთან კონტაქტს.
---გესმის ინლისური,გაიგე რაც გითხარი?ელისომ ღიმილით დაუქნია თავი და თითებით აჩვენა, ,,სულ ცოტა გავიგეო'' რაზედაც ორივეს გაეცინა.
არსებობს ღამეები,რომლებიც არ გაძინებენ.ეს არის ღამე,ცა ვარსკვლავებითაა მოჭედილი.ის ისეთი ნათელია,შეხედავ თუ არა,საკუთარ თავს ეკითხები. ,,ნუთუ ასეთი საოცარი სილამაზის ქვეშ გაბრაზებული,უხასიათო და ბოროტი სულის ადამიანებიც ცხოვრობენ?სამწუხარო კი ის არის,რომ ცხოვრობენ და მტკივნეულად კბენენ უბრალო და უდანაშაულო ადამიანებს.არააქვს მნიშვნელობა,მსოფლიოს რომელ კუთხეშია ეს ბოროტი ადამიანები,მთავარი ის არის,რომ სადღაც არის და ხანდახან კი ჩვენს სიახლოვესაც კი ტრიალებენ ნიღბებ აკრული.სპირო დასაკითხ ოთახში ელოდა ქერათთმიანს,უკვე მერამდენედ მიჰყავდათ მასთან და აი ისიც მოიყვანეს,რომელიც მის წინ გასუსული იჯდა და ხმას არ იღებდა.სპირომ უცქირა და შემდეგ სინანულით სავსე ხმით უთხრა.
---ძალიან ახალგაზრდა ხარ,ციხისთვის რომ გასწირე შენი სიცოცხლე,საერთოდ არ შეგეცოდა შენი თავი?განა რამდენს გიხდიან ,რომ აქაც გეყოს და გარეთაც როცა გახვალ.ნუთუ ღირდა მაინც ასე თავის გაწირვა,ამოდენა მსხვერპლის გაღება?ქერათმიანს უეცრად ტირილი აუვარდა,თითქოს ყელში უჭრდნენ ხელს და ჰაერი არ ჰყოფნიდა.
---სწორედ ამიტომაა ფული ყველაზე საძულველი ქაღალდი,ის გვაბრმავებს ბატონო გამომძიებელო.
---ასე სჩვევიათ ზოგიერთ ადამიანებს,რას ვიზამთ ყველაფერი უფლის ნებით ხდება,მაგრამ ნურც უფალს დავადანაშაულებთ ჩვენს სისუსტეში.ხანდახან ისეთ დანაშაულს ჩავიდენთ,შედეგებს არ ვუფიქრდებით.თუმცა ყველა დანაშაულს კანონი გააჩნია და იცავს,ზოგჯერ დაუჯერებელი კანონიც კი.
---ნუ მაშინებ გამომძიებელო.ძალა და კანონი,რომ თქვენს ხელშია ეს მეც ძალიან კარგად ვიცი.ყველაფერმა ფასი დაკარგა ჩემს გარშემო,ახლა ჩემთვის ყველაფერი სულერთია,მე მწარედ მომატყუილეს,მწარედ და შეუბრალებლად.
---სილამაზე დასახვრეტად განწირულ კაცს დაიხსნის და თუ შენც გულახდილი იქნები,ვეცდები შეგიმსუბუქო სასჯელი.მე არ გაძალებ არაფერს,შენ თავად ჩაიხედე შენს გულში და იფიქრე,ვის აფარებ ხელს,ვინ არის ის ადამიანი შენთვის.შენს გულს უთხარი აღსარება ჩუმად და მოინანიე შენი ცოდვები.მე ღმერთი არავარ,არც მამაო ვარ მე რომ შეგინდო ცოდვები.მე გამომძიებელი ვარ,იურისტი და სულ მალე გვერდში მოგიჯენ,მათ ვინც ეს სილამაზე გაწირა იმ ნესტიანი და ბინძური კედლებისთვის.მე გირჩევ იყო გულახდილი და გულწრფელად აღიარო დანაშაული.ითანამშრომლე ჩემთან და მე თავად ვიზრუნებ შენს ჯამრთელობაზეც და სიცოცხლეზეც.
---თქვენ ვერ გაიგებთ,ჩემს ტკივილს.ქერათმიანმა თავი დახარა და ატირდა.
---რატომ გგონია, რომ ვერ გაგიგებ.ჩვენც ადამიანები ვართ,ჩვენც გვაქვს გრძნობები.ცადე დამელაპარაკე,გაიხსენი და მე მოგისმენ.ისეთი თბილი იყო იმ წუთში გამომძიებელი ქერათმიანის მიმართ,რომ გოგონას გული აუჩუყდა და გულიანად იტირა.დააცადა ტირილი და ნელა-ნელა დამშვიდდა,თან სლუკუნით ამოთქვა სათქმელი.
---მე 4 წლის გოგონა მყავს და მარტო ვზრდი.აქ არავინი არ მყავს,სულ რამოდენიმე თვის წინ გავიგე,რომ ის ლეიკემიით არის დაავადებული.მართალია მკურნალობა უფასოა ამ დაავადებით დაავადებული ადამიანისათვის,მაგრამ ფული მაინც მჭირდებოდა.ბინის გადასახადი მქონდა გადასახდელი,ამიტომ გავრისკე და დავთანხმდი ამ ბინძური საქმის შესასრულებლად.გეფიცები ეს საშინენელა იყო,ძალიან გამიჭირდა მაგრამ მაინც დავთანხმდი,მე სხვა გამოსავალი არ მქონდა.
---თუ გინდა დაგეხმარო,თავად აირჩიე.ან სიმართლეს იტყვი და მოყვები ყველაფერს ან მართლმსაჯულებას მოატყუილებ,ვიღაცას გადაარჩენ ციხის კედლებს და შენ კი წლები მოგიწევს ცივ კედლებში ამ სილამაზის დაჭკნობა.ყველაფერი შენზეა დამოკიდებული.ეს არსად წერია,შენ რატომ ჩაიდინე დანაშაული.მთავარი ისაა,რომ ჩაიდინე ეს მძიმე დანაშაული და ადამიანის მკვლელობის მცდელობისთვის გაგასამართლებენ.ამიტომ, უმჯობესია მოეხმარო გამოძიებას დამნაშავის მოძებნაში.
---მე უკვე მეშინია ადამიანებთან ურთიერთობის,მე მაკრთობს მათი წარმორთქმული თბილი ფრაზები,რომელთა უკანაც გამანადგურებელი ორპირობა იმალება.
---მე ახლა დაგტოვებ და მარტოობა გაიძულებს დაფიქრდე,აქ დრო საკმაოდ გაქვს ფიქრისთვის და რაც უფრო მეტს იფიქრებ,დარწმუნებული ვარ ჭკვიანურ დასკვნამდე მიხვალ.დაეხმარე გამოძიებას და გწამდეს,ერთ დღესაც მოვა შენთან ადამიანი,რომელიც შენს ნაკუწებად ქცეულ გულს შეაერთებს და შეგახსენებს რა არის ბედნიერება.შენ არ ხარ ბოროტი,ეს შენს თვალებში ჩანს.მე დროს მოგცემ დასაფიქრებლად და გთხოვ,გამოიყენე ეს დრო,მხოლოდ დადებითად.გამომძიებელი წამოდგა და თვალებში ჩახედა ქერას და გაუმეორა მტკიცედ.
---მე,მალე დავბრუნდები და შენგან მხოლოდ გულწრფელობას ვითხოვ,მეტს არაფერს.
გასაოცარია,როგორ აკეთილშობილებს ადამიანს თბილი სიტყვა.გამომძიებლის თბილმა მობყრობამ ქერას სიხარულიდა ბედნიერება მიანიჭა.სიყვარულით აფეთქდა მისი გულში,თითქოს ის დასაკითხ კაბინეტში კი არ იჯდა,სადმე სხვაგან იყო უფრო კარგ ადგილას.ო,როგორ გააძლიერა და ძალიან დიდი იმედი მისცა სპიროსთან საუბარმა.გულში გაიფიქრა,რომ ჯანდაბაში გაეშვა ყველა ის,ვინც ამ დღეში ჩააგდო.მიხვდა,რომ ცხოვრების საუკეთესო წლებს ციხის კედლებში გაატარებდა და რატომ უნდა გაატაროს მარტო მან და არა იმათმა,ვინც აქამდე გაუკვალა გზა.რატომ დაკარგოს მარტო მან ცხოვრების მშვენიერი ნათელი ფერები,მასთან ერთად სხვებიც დაკარგავს.ღმერთმა ჩვენ შეცდომებისთვის შეგგვქმნა,რათა ამ შეცდომებზე ვისწავლოთ.ხელებზე ბორკილები დაადეს და ისევ საკანში წაიყვანეს.სევდიანი თვალებით გახედა იქვე მდგარ გამომძიებელს და გულში გაიფიქრა.
---უფალო გაბარებ ჩემს გამოფიტულ სხეულს და დაცარიელებულ გულს,შენ ხომ ჩვენი,ყველასი მამა ხარ,ყველა გიყვარს და ყველას პატრონობ.შენ ხომ ყველა დაცემულს უდგეხარ მხარში.რა გავაკეთო,რომ ჩემი ლოცვა შეისმინო უფალო,მაგრამ მე დავაშავე და უნდა დავისაჯო,ეს ჩემი ხვედრია.ვნანობ,მაგრამ ველი სასჯელს,რომელიც მე დავიმსახურე.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

ეს თავი ხომ იყო?ახალი თავი რატომ არ დადევით
--------------------
ლანა

 


№2  offline მოდერი zia-maria

La-Na
ეს თავი ხომ იყო?ახალი თავი რატომ არ დადევით

შეცდომაა,დაიდება ახალი თავიც მალე ლანა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent