ჩვენი აუხდენელი ოცნებები
აი უკვე მეოთხე წელია რაც ამ სკოლაში ვსწავლობ. ჩემი სკოლა არც თუ ისე ჩვეულებრივია, როგორც ჩვენი დირექტორი ბატონი კოკა ამბობს აქ მხოლოდ განსაკუთრებული ბავშვები სწავლობენ. ალბათ იმიტომ რომ ყოველი სემესტრის ბოლოს გამოცდები გვაქვს მათემატიკასა და ფიზიკაში და ასევე ამ საგნებსაც გაძლიერებულად ვსწავლობთ. მე კი ბატონი კოკას აზრს არ ვეთანხმები. აქ შტერებიც, იდიოტებიც, უსინდისოებიც და თავშიავარდნილი ძალიან ჩვეულებრივი ბავშვებიც სწავლობენ. მაგრამ უბრალოდ უაზრო ამბიციების გამო ჰგონიათ თავი მართლაც რომ განსაკუთრებულები. სკოლაში რამოდენიმე კატეგორიის ბავშვი სწვალობს. პირველი- სწავლის წყურვილით შეპყრობილები. ყოველთვის აქვთ დაწერილი დავალება, ნასწავლი გაკვეთილი, დღეს და ღამეს მეცადინეობაში ათენებენ და ჩვენი სკოლის ოქროს მედალოსნობას აპირებენ. ასეთ ბავშვებს დიდ პატივს ვცემ იმიტომ რომ ამ სკოლაში მართლა ყველა ასეთი უნდა იყოს. მათ იციან რა უნდათ და იციან როგორ მიაღწიონ იმას რაც სურთ. და იმის გათვალისწინებით რომ სწავლების დონე ჩვენთან ძალიან მაღალია მათი წარმატება და ნიშნები ვთვლი რომ დასაფასებელია. მეორე- "უჩინარი" ბავშვები რომლებსაც თავისი საკუთარი პატარა და ვიწრო სამეგობრო წრე აქვთ და ამ წრის გარშემო ტრიალებენ. საშუალო დონეზე სწავლობენ და პატარ პატარა წვრილმანებით კმაყოფილდებიან. უყვართ მეგობრები და არაფერს მეტს არ ითხოვენ. ^-^ მესამე- "გაჩითულები". აი ესენი უკვე არ მიყვარს... მოკლედ ასეთი ტიპის ბავშვებს საქმე არ აქვთ, არც სწავლობენ და არც ვიწრო სამეგობრო წრე ყავთ. თითქმის ყველას იცნობენ და ჭორაობისა და დერეფნებში ბოდიალის გარდა მხოლოდ იმას ფიქრობენ თუ რა ჩაიცვან. მეოთხე- აქტიური ბავშვები რომლებიც დაინტერესებულები არიან ყველა იმ აქტივობთ რომელიც სკოლაში ტარდება და იმართება. არიან გაწევრიანებულები კლუბებში და სხვადასხვა წრეებში. მაქსიმალურად იღებენ მონაწილეობას ნებისმიერი სახის კონკურსსა თუ ოლიმპიადაში. და ბოლო მეხუთე- აქ საქმე ყველა ზემოთ ჩამოთვლილს ეხება. ამ კატეგორიაში გაწევრიანებული ბავშვები არიან კარგი თუ არა საშუალო დონის მოსწავლეებიც, საკუთარი სამეგობრო წრეც აქვთ, "გაჩითულებიც" არიან. და შეიძლება ყველას არ იცნობენ მაგრამ მათ მერწმუნეთ რომ ყველა იცნობს, და რაც მთავარია მათზე აქტიურები ამ სკოლაში არავინ არ არის. და ესენი არიან მოსწავლეთა თვითმართველობა, რომლებიც ორგანიზებას უკეთებენ ნებისმიერ ღონისძიებას, აქტივობას, ოლიმპიადას, ხელს უწყობენ ნებისმიერი ინტერესისა თუ შეხედულების მქონე მოსწავლეს იმაში რომ სკოლაში თავი კარგად იგრძნონ. და ყოველ ზემოთ ჩამოთვლილ ტიპისა და ხიასიათის ბავშვს უქმნიან მათთვის სასურველ გარემოს. და აი ამ წრეს მივეკუთვნები ... მე ვარ ელენე, მოსწავლეთა თვითმართველობის აქტიური წევრი. და ეს საქმიანობა ძალიან მიყვარს. თავი პირველი არჩევნები! მეოთხე წელია რაც ამ სკოლაში ვსწავლობ, ახლა მეათე კლასში ვარ. ამ წლების განმავლობაში ჩემს მთავარ ოცნებად იქცა რომ გავმხარიყავი თვითმართველობის თავმჯდომარე. თუმცა კენჭის ყრის უფლება არ მქონდა რადგან კენჭს მეცხრე კლასზე უფროსები იყრიან. და წელს მე მაქვს იმის შანსი რომ ჩემი ოცნება ავიხდინო.პარასკევს სკოლაში მისვლა დამაგვიანდა და ამიტომ როდესაც კლასის კარები შევაღე ჩემმა მათემატიკის მასწავლებელმა ისეთი სახით შემომხედა თითქოს სახელმწიფოს ღალატში მდებდა ბრალსო. ჩემს ადგილას ბოდიშის მოხდით დავჯექი და რვეულების ამოღება დავიწყე.-ელენე რატომ დაგაგვიანდა?ჩემმა მეგობარმა ნინიმ ჩუმად, ისეთ დაბალ ხმაზე მკითხა რომ მეც ძლივს გავიგე. -ჩამეძინა უბრალოდ. - აა გასაგებია, მე კი მეგონა....კარებზე კაკუნი გავიგეთ, მალე კარიც გაიღო და ოთახში დირექტორის მოადგილე შემოვიდა. - ქალბატონო ასმათ- უთხრა მასწავლებელს- ცოტა ხნით უნდა მოგაცდინოთ პატარა განცხადებას გავაკეთებ და წავალ. მოკლედ, მომავალ სამშაბათს შვიდი გაკვეთილის შემდეგ ჩატარდება თვითმართველობის არჩევნები და კლასის თვითმართველი აუცილებლად უნდა დაესწროს. ან კენჭი უნდა იყაროს ან ხმა მისცეს. მაგრამ აუცილებლად მოვიდეს. გულმა ჩქარა დამიწყო ფეთქვა ძლივს ასე მოახლოვდა ის დღე რომელსაც მთელი ოთხი წელი ვგეგმავდი ძალიან გამიხარდა, ძალიან.მთელი დღე ეიფორიაში ვიყავი. როგორც კი სახლში მივედი დავიწყე მზადება, პროგრამა მართალია ამ ზაფხულს დავწერე, მაგრამ მიანც საჭიროდ ჩავთვალე გარკვეული შესწორებების შეტანა. სამშაბათმდე დრო მალე გავიდა, მე მთელი დღეები ვვარჯიშობდი იმაში თუ როგორ და რას ვიტყოდი არჩევნების დღეს. ყველაფერი იდეალურად იყო. დარწმუნებული ვიყავი რომ გავიმარჯვებდი და რომ ჩემი პროგრმა საუკეთესო იქნებოდა.და აი არჩევნების დღეც მოვიდა ! მეშვიდე გაკვეთილი როდესაც დამთავრდა საპირფარეშოში ავედი. სახეზე წყალი შევისხი ცოტა გამოფხიზლება მჭირდებოდა ძალიან ვნერვიულობდა, ჩემი თავი წესრიგში მოვიყვანე და მალე ზარიც დაირეკა. წესით უკვე იქ უნდა ვყოფილიყავი მაგრამ მე ადგილიდან ფეხს არ ვიცვლიდი მანამ სანამ არ დავრწმუნდი რომ იდეალურ ფორმაში ვიყავი. ძალიან ოფიციალურად მეცვა, მაგრამ განა იმიტომ რომ ჩემს თავზე რაიმე სახის შთაბეჭდილება დამეტოვა, არამედ უბრალოდ იმიტომ რო ასე ჩაცმა მომწონდა. ოთახის კარები ფრთხილად გავაღე და დავინახე უამრავი ბავშვი და რამოდენიმე დირექციის წარმომადგენელი. ჩემი სკოლაში ასე ვთქვათ ცნობადობის გამო იმის მიუხედავად რომ დავაგვიანე წინა რიგებში ადგილი მაინც მქონდა.ჯერ დირექტორმა დაიწყო საუბარი იმაზე თუ როგორი მნიშვნელოვანია ჩვენს სკოლაში თვითმართველობა და რომ თავმჯდომარის არჩევა ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. თუმცა ძალიან უინტერესოდ ყვებოდა და ამ მიზეზის გამო არავინ არ უსმენდა. შემდეგ წარმატებები გვისურვა და თავის კაბინეტში ჩავიდა. მალე არჩევნებიც დაწყო. - აბა, კანდიდატების სახელებია ჩამოსაწერი. ხელი აწიეთ იმათმა ვინც კენჭს იყრით. ჩემდა გასაკვირად ძალიან ბევრმა აიწია ხელი, ზოგადად ჩემი ოთხწლიანი პრაქტიდან გამომდინარე მაქსმუმ სამი ბავშვი თუ არის ხოლმე მსრუველი ამ თანამდებობაზე ყოფნისა. მაგრამ დღეს ხელი ექვსმა ბავშვმა აწია. სამმა გოგომ( ჩემს ჩათვლით) და სამმა ბიჭმა. მაგრამ არაუშავს, ვიფიქრე რომ ამასაც გადავლახავდი.- აბა როგორც იტყვიან, ქალბატონებს დავუთმოთ არჩვნების გახსნა. - ირონიულად ჩაიცინა კობამ, რომელიც არჩევნებს ატარებს მეცრე კლასის მერე. ახლა მეთორმეტეშია და ძალიან მიხარია რომ მომავალ წელს აღარ ვიხილავ. ისიც ზუსტად ვიცი რომ სპეციალურად გამიკეთა, უნდოდა პირველი გამოვსულიყავი და ეგონა რომ დავიბნეოდი მაგრამ ვერ ეღირსება! ძალიან კარგად ვარ მომზადებული. კობას ისტორიას სხვა დროს მოგიყვებით, ძალიან მოსაწყენი და უინტერესოა. მაგრამ ერთადერთი რაც უნდა იცოდეთ ისაა რომ გულზე ერთმანეთი არ გვეხატება. - ელენე აბულაძე... გთხოვთ წარგვიდგინეთ თქვენი პროგრამა. მეც ამაყად ავდექი ისე რომ მზერა მისთვის არ მომიშორებია, მშვიდად დავდექი ოთახის შუაში და დავიწყე ჩემი საარჩევნო პროგრამის წარდგენა. ახლა არ მოგიყვებით რა ვილაპარაკე მაგრამ მხოლოდ იმას გეტყვით რომ ყველას მოეწონა, ტაში დიდი ხანი არ წყდებოდა და მეც ბედნიერი ვიყავი იმით რომ ჩემი თვითდაჯერებულობა იმაში რომ გავიმარჯვებდი ფუჭი არ აღმოჩნდა. შემდეგ მონაწილეებს რაც შეეხება ყველამ ძალიან დიდი სისულელეები ილაპარაკეს, თან ვფიქრობ ჩემი გამოსვლის შემდეგაც ცოტათი შეშინდნენ. მაგრამ ეს ჩემთვის ძალიან კარგი იყო, რაც უფრო ცუდად წარსდგებოდნენ ისინი მით უფრო კარგად გამოვჩნდებოდი მე. და უკვე ფეხი-ფეხ გადაებული ვტკბებოდი ამ კომედიით სანამ ბოლო ბიჭის ჯერი არ დადგა. დარწმუნებული ვიყავი ისიც სისულეებს იტყოდა ამიტომ საერთოდ არ ვნერვიულობდი. ჯერ საკუთარი თავი წარგვიდგინა, თურმე ლუკა ერქვა და ჩემზე ორი წლით უფროსი ანუ მეთორმეტე კლასელი. და მანაც დაიწყო საუბარი მე კი ენა ჩაივარდა . სხვებს ათასჯერ სჯობდა. ძალიან კარგად ლაპარაკობდა და დარბაზსაც იყოლიებდა. კარგი იდეები და შეხუდულებები ჰქონდა რაც ძალიან მომეწონა და ის ნამდვილად ჩემს ღირსეულ კონკურენტად ჩავთვალე. მაგრამ საქმე იმაშია რომ მე ყველაფერი ვთვი რაც თქვა მან და უფრო მეტიც. ბუნებრივია, მე ხომ ამ პროგრამის დასაწერად უამრავი დრო დავხარჯე. უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ მამშვიდებდა მხოლოდ ის რომ მე მაინც უკეთესი პროგრამა მქონდა. მაგრამ უცებ უკნიდან გოგოების კისკისი და ჩურჩული გავიგე. მაგრამ ეს არ გამოსდიოდათ რადგან გარკვევით მესმოდა როგორ ამბობდნენ "ამ სიმპათიურ ბიჭს მივცეთ ხმაო". და აი აქ უკვე შემეშინდა. წინ კარგი გარეგნობისა და კარგი განათლების მქონე კარგი პროგრამით მოსული ბიჭი მედგა რომელმაც რათქმაუნდა ყველას მოწონება უკვე დიამსახურა და ახლა სულ რომ ამერიკის დაპყრობის გეგმა შემეთავაზებინა მაინც აღარ მქონდა შანსი. განსხვავება ჩემსსა და მას შორის ძალიან მალე დავინახე. ის ყველას უყვარდა, ყველას მოსწონდა იმიტომ რომ უშუალო და თავისუფალი იყო. და მიუხედავად იმისა რომ ასეთ ადამიანად ყოფნას მეც ვცდილობ ბავშვებისთვის მე ყოველთვის "დიდის" როლს ვითამაშებ ალბათ ჩემი ჩაცმის სტილისა და მანერების გამო. ვიცი რომ ძალიან ოფიციალურად ვიქცევი მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ვცდილობ საზოგადოებაში აქტიურად ყოფნას და ეს გამომდის მაგრამ ისინი მაინც, მე, 16 წლის ბავშვს თქვენობით მომმართავენ , ხოლო ლუკას მოსმენისას ეს განცდა არც კი გაგიჩნდება, ასე გეგონება რომ მზად არის ამ წამშივე შენი მეგობარი გახდეს. და ვხვდები, ამ განსხვავების გამო მას მე მამჯობინებენ. დაიწყო ხმის დათვლის პროცესი და მე უიმედოდ ვიჯექი ჩემთვის, მარტო, ამ ფიქრებში გართული... - აბა შედეგები მეგობრებო,- ყველა ნერვიულობდა. კობა თავისი ჩაფხრეწილი და კმაყოფილი სახით განაგრძობდა ყიყინს - პირველ რიგში იმას გეტყვით რომ ცვლილებებია ჩვენს წლევანდელ თვითმართველობაში. კონკრეტულად პირველ ადგილზე გასული მოსწავლე იქნება თავმჯდომარე ხოლო მეორე ადგილზე გასული მისი მოადგილე და ასე ვთქვათ შემცვლელი. ფუნქციებს, მოვალეობებსა და უფლებებს უშუალოდ ამ ადამიანებს წერილობით ფორმაში გადავცემთ. მაშ ასე დავიწყეთ. ოთხ მოსწავლეს ხმები თანაბარი რაოდენობით გადაუნაწილდათ და გავიდნენ მესამე ადგილზე, ესენი არიან ნატა ანჯაფარიძე, ალეკო ღუღუში, ნიტა ლორთქიფანიძე და კოტე მჟავანაძე. ხოლო შემდეგი ორი ადგილი გაინაწილეს ჩვენთვის ცნობილმა მეგობრებმა, და განსხვავება სულ რაღაც ერთ ხმას წარმოადგენს- გულმა ჩქარა დამიწყო ძგერა, შანსი მქონდა იქნებ მე გავიმარჯვე, წამები უსასრულოდ გაიწელა, ლუკას შევხედე მან მე შემომხედა. ვუყურებდით ერთმანეთს მანამ სანამ საბოლოოს იმ კრეტინმა არ დაამთავრა ეს დამაინტრიგებელი პაუზა. - ლუკა გახდა თავმჯდომარე ხოლო ელენე მოადგილე. მივულოცოთ მათ. და ეს იყო ყველაზე საშინელი მომენტი ჩემს ცხოვრებაში. მოადგილობას საერთოდ არც ერთი ხმის ქონა მერჩივნა. მე... მოადგილე. ამას ვერ გავუძლებდი, თავი დამცირებულად ვიგრძენი. - გამარჯობა ელენე, - ეგღა მაკლდა. წინ ლუკა მედგა. მაგრამ არაფრის შემჩნევა არ შეიძლებოდა. - გამარჯობა. გილოცავ გამარჯვებას! - და ძალით გავიკრიჭე - მადლობა შენც გილოცავ..- რას მილოცავდა ეს ბიჭი, მაგისი მოადგილე რომ გავხდი ??! ხო რათქმაუნდა - მადლობა - რატომ გადავუხადე მადლობა არ ვიცი მაგრამ ალბათ უფრო ზრდილობის გამო. - იმის თქმა მინდოდა რომ ახლა ბევრი მუშაობა მოგვიწევს და მალევე უნდა შევუდგეთ საქმეს. ამ ხუთშაბათს რას იტყვი თუკი გაკვეთილების მერე დავრჩებით და რაღაცეებს განვიხილავთ, თან პირველი კრების დანიშვნაშიც იმედია დამეხმარები. ვიცი რომ ამ საკითხებში ერკვევი მე კი პირველად ვარ თვითმართველობაში. ასე რომ...- რათქმაუნდა არ არის პრობლემა. - კარგი მაშინ ხუთშაბათამდე- კარგი ^-^მაღიზიანებს. რატომ მეკითხება თუ შემიძლია?!მოადგილე ვარ აბა რა უნდა ვქნა მაგრამ თავისი კარგი ბიჭობა ხომ უნდა გამოაჩინოს!!! ნერვებს მიშლის ის ფაქტი რომ მინდა ნაკლი ვუპოვო იმისთვიას რომ შევიზიზღო მაგრამ არ გამომდის. ზედმეტად კარგი ადამიანი ჩანს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.