შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მივედი, ვნახე, შევიყვარე (თავი მესამე)


5-07-2017, 11:25
ავტორი Nanaga
ნანახია 2 943

მიუხედავად გრძელი და დეპრესიული უიქენდისა, ლანამ როგორღაც თავი ხელში აიყვანა. ბოლოს და ბოლოს მასზე ამდენი რამეა დამოკიდებული და ასე უნამუსოდ ვერ მოექცევა ხალხს, მითუმეტეს ზაფხული ახალი დაწყებულია და ჯერ ყველაფერი წინ აქვს, არ შეიძლება ერთი შეცდომის გამო ყველაფერზე უარის თქმა.
იცით მე რას ვფიქრობ?
ხანდახან ადამიანები ზედმეტად ვიტანჯავთ თავს.
რათქმაუნდა შეცდომას გააჩნია რას დავუშვებთ, ვისთან და როგორს მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული და დასაწყისი.
როდესაც რაღაც ცუდი ხდება, ეს აუცილებლად შემდგომში კარგს მოიტანს. აბა უაზროდ სულ ცუდი ხომ არ განვითარდება?
ბორბალივით არის ცხოვრება, ტრიალებს, სასიამოვნოდ მაგრამ ხანდახან საშინლად.
ჩემი და ლანას მოსაზრება ერთმანეთს ემთხვევა, დეპრესია ადამიანს შეცდომის გამოსწორებაში ვერ დაეხმარება. მთავარია მოქმედება!
ორშაბათს დილით თავი მოიწესრიგა ლანამ და სამსახურში წასასვლელად მოემზადა.
ყველანაირად ცდილობდა ცუდი აზრები ჩაეხშო და საქმის მაქსიმუმი ეჩვენებინა დამკვეთებისთვის.
გოგობიც ყოველ წამს ურეკავდნენ, კითხულობდნენ.
უფროსმა შეუქო ასეთი მონდომება და შეპირდა იმდენად კარგად ახერხებ ყველაფერს, აუცილებლად იმსახურებ დაწინაურებას და უახლოეს მომავალში ელოდეო.
ეს ერთადერთი ნათელი წერტილი იყო რასაც ეჭიდებოდა.
მაგრამ ვინ იცის ბედი რას უმზადებს ადამიანს? ბედი ხომ ირონიულ ნიღაბს ატარებს და სულ დაგვცინის.
გადაწყვეტილი ჰქონდა რომ იმ ბარში აღარასდროს აღარ მივიდოდა. აღარ უნდოდა თავი დაეტანჯა წარსულით და ცუდი მოგონებებით, ეს შეცდომაც დაეხმარებოდა რომ რაღაც ესწავლა ცხოვრებაში.

_________

ალექსანდრე დევდარიანი.

ალექსანდრესთვისაც საკმაოდ მძიმე გადასატანი იყო ის რაც მოხდა, კიდევ იფიქრებდა გადაწყვეტილების სისწორეში. ისე არ გამოვიდოდა, მისულიყო და მოებოდიშებინა, ტყუილის თქმაც არ უნდოდა. არ შეეფერებოდა ეს მის საქციელს და გვარს, ეს კარგად იცოდა.
მამამისი მეტად სერიოზული კაცი გახლდათ, მისთვის მთავარი იყო კაცის ღირსება!
ყოველთვის ამბობდა, კაცმა თავის თავს არ უნდა გადააბიჯოს პირველ რიგშიო, ალექსანდრე კი ამაზეც წუხდა, მან საკუთარ თავს პირველად გადააბიჯა.
ორშაბათს, როდესაც სამსახურს მორჩა, ისევ იმ ბარში მივიდა. გაუმართლა და იგივე ბარმენი დახვდა როგორც მაშინ იმ დღეს. გადაწყვიტა ბარმენისთვის ეკითხა გოგონას ვინაობა. შემდეგ კი მოიფიქრებდა რა სჯობდა დანაშაულის გამოსასყიდად.
სკამზე დაჯდა და ბარმენს თავის დაკვრით მიესალმა, ბარმენმაც გამოხედა, თითქოს მიხვდა ვინც იყო და საუბარი წამოიწყო.
- მახსოვხართ, ივენთზე იყავით პარასკევს, ჩემს ახლობელთან ერთად - გაუღიმა და სასმელი დაუსხა, ეს ჩემგანო თითქოს ანიშნა.
ალექსანდრემ სიმწრით ჩაიცინა, დანაშაულის გრძნობამ ყელში წაუჭირა, თუმცა მალევე ჩაახშო დიდი ნერწყვის გადაყლაპვით.
- გამარჯობა, სწორედ მაგ გოგოზე სალაპარაკოდ მოვედი აქ - სათქმელს ძლივს მოუყარა თავი. თუმცა სიმართლის თქმას რა თქმა უნდა არ აპირებდა.
ბარმენმა წარბი ოდნავ აწია გაკვირვების მიზნით და მასთან ახლოს მიიწია.
- შეგიძლია მითხრა ვინ იყო ის გოგო? ვიცი რომ პირდაპირობა ცუდი არ არის და ამიტომ ვაძლევ თავს უფლებას ამ კითხვის დასმის. უბრალოდ მთელი საღამო ერთად ვიყავით, მერე ისე გაქრა საკონტაქტო ვერ გავცვალეთ და მოკლედ კაცურად რომ გითხრა მაინტერესებს ვინ იყო, საკმაოდ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, თან მახსოვს რომ მეგობრობთ - სიტყვით გამოსვლა დაასრულა ლექსომ და ოდნავ აღელდა, დაელოდა მის რეაქციას
- ოხ, კარგი ამბავი არ დაგმართნია ძმაო ჩემო - ბარმენს გაეღიმა - ვიცი მთელი საღამო რომ ცეკვავდით, ვერც მე შევამჩნიე მისი წასვლა, კი ვმეგობრობთ, მაგრამ იცოდე მაგ გოგოს ტყუილად გულში ნუ ჩაიგდებ, არც მასეთი გოგოა და თან ძალიან ბევრს მოსწონს - ნიშნის მოგებით ჩაილაპარაკა ბოლო სიტყვა, მე, ავტორმა, რომ არ ვიცოდე მათი ამ მეგობრების შესახებ ვიფიქრებდი ამ კეკლუც ბარმენსაც მოსწონს ლენა თქო. - ეგ გოგო არის ლენა კანდელაკი, აქ კვირის ბოლოსკენ მოდის, მისი საყვარელი ადგილია, ეგ და თავისი დაქალები აქაურობაზე გიჟდებიან, ლანა ჩემთვის გამორჩეულად საყვარელი ადამიანია, დიდი ხანია ვიცნობ.
- ძალიან კარგია რომ არ მიმალავ, არა გულში ჩაგდებას ნამდვილად არ ვაპირებ, უბრალოდ ხომ გეუბნები წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა, მერე რაღაც ვაწყენინესავით და ასე ვირულად და ხეპრესავით არ მინდა რომ გამოვიდეს, მინდა მოვუბოდიშო, თან არც თვითონ იყო გულგრილი - გველურად გამოსცრა ბოლო წინადადება, თუმცა დანაშაულის გრძნობამ თავი შეახსენა და ნერვი დაიოკა.
- ოო ეგ ძალიან ცუდია, მე რა თქმა უნდა ზედმეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდი მასზე მაგრამ გეტყვი რომ ივენთ მენეჯერია, გაიკითხე მასზე და მიხვდები როგორც იპოვო.

ალექსანდრე იმითაც კმაყოფილი იყო რაც გაიგო, ლანა კანდელაკი. სულ ეს სახელი უტრიალებდა თავში. ვერაფრით აეხსნა რატომ აწუხებდა მაინც და მაინც მისი ეს სიტუაცია. რატომ განიცდიდა და რატომ სურდა ყველაფრის უკან დაბრუნება.
- შეგიძლია მოხვიდე და ნახო, აქ ყოველთვის მოდის. ხშირად აქაც აქვს ივენთები, რავიცი მე ძმაო მეტი ვერაფრით დაგეხმარები - მეგობრულად მხარზე ხელი დაჰკრა და შემდეგ საქმიანი პარტნიორივით ხელი ჩაომართვა.

ლექსომ მკაცრად გადაწყვიტა რომ აუცილებლად დაელოდებოდა ლანას ისევ ამ ადგილას. იქნებ გაუმართლოს და გამოელაპარაკოს კიდეც. ჯერ არ იცის რას ეტყვის, როგორ იმართლებს თავს თუმცა ყველაფრის მოსმენის შემდეგ შედარებით მშვიდად იგრძნო თავი.
ბარიდან გამოსვლის შემდეგ გეზი პირდაპირ სახლისკენ აიღო, შაკოს მიწერა ყველაფერი და კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა გვერდში დგომისთვის.
შაკომაც მოუწონა იდეა რომ დალოდებოდა.

_________________

დღეები საკმაოდ ნელა გადიოდა, ერთიც და მეორეც დანაშაულის გრძნობას ვერაფერს უხერხებდა.
იმ შაბათს ალექსანდრე შაკოსთან ერთად მივიდა ბარში, ბარმენს ხელის აწევით მიესალმა. რა თქმა უნდა გაფრთხილებული ყავდა რომ ლანასთვის მათი საუბარი არ ეთქვა, თუ გამოჩნდებოდა. ისიც აუხსნა, რომ თვითონ მოაგვარებდა ყველაფერს.
კიდევ ერთხელ გადაამოწმა ბარმენთან გოგონა ხომ არ იყო გამოჩენილი ამ დღეების მანძილზე, მანაც უარის ნიშნად მხოლოდ თავი გააქნია და ქვედა ტუჩი მხართან ერთად დაბრიცა.
მთელი საღამო ელოდებოდა ლანას, ის კი არადა არ ჩანდა.
შაბათსაც და კვირასაც ელოდებოდა თუმცა მაინც არ ჩანდა.
არ იცოდა რას ეტყოდა, მაგრამ ფიქრობდა რომ დავინახავ მოვიფიქრებ მაშინო.
როდესაც ეს დანაშაულის გრძნობა მისთვის ზედმეტად აუტანელი გახდა, ბარმენს ნომერი დაუტოვა და სთხოვა თუ გამოჩნდება აუცილებლად შემატყობინეო.
იმედი ჰქონდა, რომ სადღაც აუცილებლად გამოჩნდებოდა.
ინტერნეტში ამოწმებდა მასზე ინფორმაციებს, იცოდა როგორი წარმატებულიც იყო.
იმასაც ფიქრობდა სამსახურში მივაკითხავო თუმცა თითქოს რაღაც აკავებდა,
ორივეს ზღაპარი ეგონა ეს ყველაფერი, ნუ რა თქმა უნდა ლანამ ხომ არაფერი იცოდა, მას უფრო კოშმარი ეგონა, ლექსოს კი ზღაპარი.
როდესაც დრო საგრძნობლად მიიწურა, ალექსანდრემ გადაწყვიტა კიდევ ერთხელ შეემოწმებინა ის ადგილი. ფიქრობდა თუ კიდევ არსად გამოჩნდება, აუცილებლად მივაკითხავ სადაც არ უნდა იყოსო.
თქვენ წარმოიდგინეთ და თითქოს ამ გოგოს მიმართ ერთდროულად სიბრალულს და მონატრების გრძნობას განიცდიდა.
______________________

დრო თუ ალექსანდრესთვის გავიდა, ლანასთვისაც არ ყოფილა ეს პერიოდი მაინც და მაინც ხანმოკლე. თითქმის მივიწყებული და სადღაც ტვინის ბნელ უბანში ჰქონდა ჩაკეტილი ეს ამბავი, აგრძელებდა თავის საქმიანობას და ბოლოს უკვე ნამდვილი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე, რაც იმის მომასწავებელი იყო რომ დეპრესია მისი ცხოვრებიდან ქრებოდა და ცდილობდა საკუთარი თავისთვის ეპატიებინა.
საღამოს დივანზე მოკალათებული აპირებდა ფილმის ყურებას, არჩეულიც კი ჰქონდა რომ არა კარზე კაკუნი. მიხვდა, რომ გოგოები იქნებოდნენ და კარი სიხარულით გააღო.
- ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ - მიუსალმებლად დაიწყო დიანამ საუბარი - ხოდა რაღაც წინადადება გვაქვს შენთან, მინდა რომ დამთანხდე და არ შემეწინააღმდეგო, მითუმეტეს იცი რომ მე ფსიქოლოგი ვარ - პროფესია თითის აწევით აღნიშნა.
ირინაც და დიანაც დივანზე დასხდნენ, წინ ლანას მიუთითეს და ისე რომ მეგობარს ხმა არ ამოაღებინეს, პირდაირ დიანამ განაგრძო საუბარი.
- მე ვიცი შენთვის რამდენად რთულია ეს ყველაფერი, ვიცი რომ აღარ იმჩნევ თუმცა გულის სიღრმეში მაინც განიცდი ყველაფერს, ისიც ვიცი რომ გიჭირს შენი თავის პატიება მაგრამ ეს არ არის დასასრული. მინდა რომ ადგე და იმ ადგილას წამოხვიდე, ხო იმ ადგილას სადაც ასეთი ცუდი მოგონება დაგრჩა! მინდა წამოხვიდე, კარგად დააკვირდე იქაურობას და აპატიო შენს თავს! ღმერთს გეფიცები შენი ძალით წაყვანა რომ დამჭირდეს მაინც წაგიყვან, არ გეხუმრები - აშკარად არ ჰქონდა ხუმრობის დრო, ირინა ხელებით მუხლებს ეყრდნობოდა და სახე ხელებში მოექცია.
ლანა ფიქრობდა, სიტყვას ვერ ამბობდა. ფანჯარასთან მივიდა და ჰორიზონტს გახედა.
რამოდენიმე წუთში ნერვიულად შემოტრიალდა და ორივე მეგობარს შეხედა.
- გავაკეთებ ამას, მინდა როგორმე თავს ვაპატიო, ამიტომ გავაკეთებ ამას - სიამაყით მაგრამ ამავდროულად უაღრესად მწუხარე ხმით ჩაილაპარაკა და მოსამზადებლად ოთახში შევიდა.

___________________________

ალექსანდრეს თავი და ყურები გაბრუებული ჰქონდა ელექტრონული მუსიკის ფონზე.
უემოციოდ იჯდა მისთვის უკვე ამოჩემებულ პუფზე და სიგარეტს მშვიდად, მოლოდინში ეწეოდა.
მინდა რომ მისი სახე წარმოიდგინოთ, როდესაც კარებში შემოსულ გრძელ თმიან ლანას დაინახავდა.
თითქმის ახალ მოკიდებული სიგარეტის ღერი, ერთი ნაფაზით ბიჩოკამდე ჩაიყვანა, იქვე საფერფლეში ჩასრისა და ახლოს მიიწია.
გონს უმალ მოეგო და უკან დაბრუნდა, უნდოდა შორიდან დაკვირვებოდა მას.
ბარმენმა მაშინვე შეხედა ალექსანდრეს, მანაც თავი დაუკრა იმის მინიშნებით რომ დაინახა.
უნდოდა მასთან ახლოს მისულიყო და დალაპარაკებოდა, თუმცა იცოდა ეს სულელური საქციელი იქნებოდა.
მთელი საღამო აკვირდებოდა ლანას და კიდევ უფრო უმძიმდებოდა განცდები.
ხვდებოდა რომ ეს ყველაფერი ლანას ისევე აწუხებდა, როგორც მას.
გოგონა ხან იღუშებოდა და ხანაც ტუჩის კუთხეში ოდნავ შეუმჩნევლად იღიმოდა.
ხანდახან გაშტერდებოდა ხოლმე და ალექსანდრესთვის უცნობ, თანხმლებ პირებს უწევდათ ლანას ამ ქვეყანაზე დაბრუნება.
თითქოს მათი ისტორია ცაში იწერებოდა, დამთხვევას კიდევ დამთხვევა დაემატა.
მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრე მხოლოდ შორიდან აკვირდებოდა ლანას, სურვილი ჰკლავდა რომ მისულიყო და წინ დაჯდომოდა, მოებოდიშებინა და მისი წვრილი და ლამაზი ხელი, საკუთარ ხელის გულში მოექცია, აეხსნა რომ ზედმეტად წუხდა იმის გამო რაც მოხდა.
ვერც თვითონ დაარქმევდა ამ გრძნობას ვერაფერს, ალბათ მხოლოდ იმას ფიქრობდა რომ ეს დანაშაულისა და სინდისის შერწყმის შედეგად წარმოქმნილი რაიმე ჰორმონი იყო.
დარბაზში მშვიდი, საცეკვაო მუსიკა გაისმა. ახალგაზრდების ნახევარმა უკმაყოფილოდ შებღავლა დიჯეის, წყვილები კი ფეხზე წამოიშალნენ და მშვიდი, მოსიყვარულე ცეკვა დაიწყეს.
რაღაც ზეციურმა ძალამ ალექსანდრესაც უბიძგა რომ ლანასთან მისულიყო,
ფიქრობდა ასე მაინც დავიწყებ რაღაც სახის კონტაქტსო, იქნებ ასე ცუდად არ ვიგრძნო თავიო.
ნელი ნაბიჯებით მივიდა მასთან და წინ აესვეტა. ლანამაც გაოცებულმა ამოხედა. მხოლოდ იმის თქმა მოახერხა რომ მარტო იყო და ძალიან უნდოდა მასთან ცეკვა, ლანამ ჯერ სარკასტულად შეხედა მას, შემდეგ დაქალებს გადახედა და მათაც თავი დაუკრეს რომ ერთი ცეკვით არაფერი დაშავდებოდა, თითქოს ელოდებოდა კიდეც მათგან ამ რეაქციას, სინდისის გრძნობამ შეაწუხა რომ ადამიანი ასე დააყუდა და გამოწვდილ ხელს ხელი შეაგება.
ალექსანდრემ ზუსტად იცოდა რომ ლანა მას ვერ იცნობდა, ალბათ ამიტომ გაბედა ამ ნაბიჯის გადადგმა.
გოგონას აშკარად ეტყობოდა სევდა თვალებში, მაგრამ მაინც ძალიან ლამაზი იყო მისი ეს სევდიანი გამომეტყველება, მოეჩვენა თითქოს მაშინდელზე მეტად უფრო გალამაზებულიყო.
წელზე ხელი ნაზად მოხვია და მშვიდ ტალღებში ჩაიძირა.
- რატომ მოგინდა ჩემთან ერთად ცეკვა? - გულის სიღრმეში გაუხარდა და ცოტა გაოცდა, როდესაც ლანასგან ეს კითხვა მოისმინა.
- იმიტომ რომ მთელი საღამოა გიყურებ - სიმართლე ურცხვად უთხრა.
- ძალიან ცუდია მერე - ახლა უფრო ინანა გადაწყვეტილება ლანამ და მიუხედავად ძველი განცდებისა, მაინც ძველი ისევ გაუახლდა.
- რატომაა ცუდი რომ გიყურებდი? - მაინც ვერ მოისვენა ალექსანდრემ და კითხა
- ადამიანზე მიშტერება ზოგადად ცუდია.
- მე ასე არ ვფიქრობ, ცეკვით რამე შავდება? - სიბრაზემ გაუელვა თავში ალექსანდრეს, უცბად იფიქრა ზედმეტი არ მომივიდესო
- ხანდახან - ორაზროვნად ჩაილაპარაკა ლანამ და ნელა დატრიალდა, ახლაღა შეამჩნია ალექსანდრეს სახე ოდნავ გამოკვეთილად. თითქოს საიდანღაც ეცნო ეს ადამიანი მაგრამ ვერ ხვდებოდა საიდან, ის იმდენ ადამიანს იცნობდა თუნდაც საქმიდან გამომდინარე, რთული იყო ყველას დამახსოვრება. - მე შენ საიდანღაც მეცნობი - ფიქრი გაუმხილა ლანამ.
- იმიტომ რომ მიცნობ - ურცხვად მოიტყუა და თან სიმართლე თქვა. ლანას თვალებში თითქოს სინათლის სხივი აკიაფდა.
- მართლა? საიდან? - ამასობაში სიმღერაც დასრულდა, ალექსანდრემ მანდილოსანი მის კუთვნით ადგილას მიიწვია და ბარმენს თვალი შეუმჩნევლად ჩაუკრა.
- შენ ლანა ხარ კანდელაკი.
ლანას ფერი შეეცვალა. უცბად გონებაში ისიც დაუშვა, ეს ხომ არ არის ის ადამიანი რომელთანაც...
- საიდან მიცნობ? - გაუთამამდა და ოდნავ ბრაზმორეული ხმით კითხა.
- ადრე შენ ჩემს მეგობარს ივენთი გაუკეთე, შენ არ მიცნობ მაგრამ მე გიცნობ - თვალი ჩაუკრა და ურცხვად ტყუილების კორეანტელის თქმას განაგრძნობდა.
ლანა დამშვიდდა, სიხარულით აღივსო რომ ეს ის ადამიანი არ იყო.
- ამიტომ მიყურებდი მთელი საღამო? - ცოტა გათამამდა
- ხო, ვიფიქრე მივალ თავს გავახსენებ თქო მაგრამ რომ ვერ მიხვდი, აღარ ჩავთვალე საჭიროდ - სიგარეტს მოუკიდა
- გასაგებია, კარგი გამიხარდა თუ გახსოვარ, მაგრამ ახლა უნდა წავიდე, მადლობა ცეკვისთვის, ნამდვილად კარგი პარტნიორი ხარ - ლანამ თავის დაკვრით დაემშვიდობა, გაუღიმა და მიტრიალდა.
- აქ კიდევ გნახავ? - სიტყვა დააწია მამაკაცმა
- არამგონია - მოუტრიალებლად თქვა და ისევ გაუჩინარდა.
- კარგი პარტნიორი ხარ.. - თავში გაუელვა ამ წინადადებამ ალექსანდრეს, ისევ სიმწრით ჩაეწინა და ლანას ნათქვამი ორაზროვნად გადააკეთა.

_____________________
მადლობა რომ კითხულობთ.
მინდა თქვენგან უფრო მეტი მოვისმინო.
მინდა გავითო თუ როგორია თქვენეული პერსონაჟები, რას შეცვლიდით და ა.შ



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Gelodebodi. Didi. Imedebit !!!!

Dzalian mai.teresebs ras izav da ras rogof gaajrteb siamovnebit wavikitxav gagrdzelebas aba shen ici gelodebi!!!!

 


№2 სტუმარი Guest bubu

dzalian momwons yvelaferi

 


№3  offline მოდერი ენემი

ველოდები მომდევნოს არ დააგვიანო შემდეგი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent