ფერები ?! ...10...
დილით თვალები გავახილე და ხელები გადავიტარე სახეზე, თავის ძლიერ ტკივილს ვგრძნობდი, თითქოს სადაცაა გაგისკდებაო. სასმლის და სიზმრის ბრალია, გავიფიქრე და საწოლიდან გადასვლა დავაპირე, თუმცა ხელის ქვეშ რაღაც თბილ სხეული ვიგრძენი, გამაკანკალა, ცხელმა ტალღამ დამიარა მთელ სხეულში, ეს ნიკა იყო, ჩემს გვერდით ნიკას ეძინა. სიზმარი არ ყოფილა, სიმართლე იყო და მე მხოლოდ ახლა გამოვფხიზლდი, მხოლოდ ახლა გავიაზრე რა გავაკეთე, ახლა მივხვდი რომ სასოწარკვეთილებამ უდიდესი შეცდომა ჩამადენინა... ცრემლებმაც იპოვეს მიზეზი, ისევ დაიწყეს თვალებიდან დენა... მე?! მე ასე არასოდეს ვყოფილვარ, გული ყელში მეჩხირებოდა, ამოცლა და გასრესა მინდოდა, მე ვუღალატე ყველა იმ ადამიანს ვისაც ვუყვარდი, ვისაც ჩემი ესმოდა და ვისაც ვენდობოდი. მოვიქეცი ყველაზე მდაბიოსავით. ათასჯერ შეძულებული ჩემი თავი ისევ, უკვე მერამდენედ შემძულდა. ვეღარც კი ვბედავდი მშობლებზე ფიქრს. ალექსის ხატება კიდევ უფრო გაშავდა, აქამდე ვერ დანახული სილუეტი კიდევ უფრო გამუქდა და ამის მიზეზი იყო მხოლოდ ჩემი გრძნობები. ხო ახლა, ზუსტად ამ ვითარებაში მივხვდი, რომ ნიკა არც მიყვარდა და არც არასოდეს შემიყვარდებოდა, ის მოწონებაც კი გაქრა რაც აქამდე არსებობდა. გული მომეწურა, დიდი ხმით ტირილი, ღრიალი მინდოდა. მე დავკარგე ყველა და ყველაფერი საკუთარი თავის ჩათვლით. იმდენად არარაობა ვიყავი, ჩემი პირველი ღამე ნორმალურად არც მახსოვდა, ავირჩიე მამაკაცი, რომელთანაც არც კი ვიცოდი რა გრძნობა მაკავშირებდა. ავყევი ლტოლვას და ვნებას და ისიც ნასვამი. ყველაზე უკანასკნელი ადამიანივით მოვიქეცი ან იქნებ ვიყავი კიდეც?! მაგრამ ნიკას რაღაც ვერჩოდი, ჩემი გაურკვევლობით ხომ მასაც გულს ვატკენდი. ახლა? ახლა რას იფიქრებს ან რას გააკეთებს. მე რა გავაკეთო? უამრავი ბრალდება, კითხვა თუ სინდისის შეძახილები ჩამესმოდა გინებაში. ქაოსი მქონდა, რომელიც მე გამოვიწვიე. მეგონა დიდი ხმით თუ ვიღრიალებდი, ყველა გრძნობა ჯანდაბაში წავიდოდა, პირზე ხელი ავიფარე, ავდექი, კედელს გავყევი, სააბაზანოში შევედი და კედელზე ჩავცურდი, ვტიროდი მაგრამ ტირილიც ვეღარ მშველიდა.ცხელი წყალი მოვუშვი და ვეცადე ცოტა მაინც დავმშვიდებულიყავი. არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავი ასე და ალბათ კიდევ დიდხანს ვიქნებოდი ნიკას რომ არ დაეკაკუნებინა -იზი, კარგად ხარ?-თავიდან ხმა არ გავეცი, არ მინდოდა არაფრის მოსმენა და გაგონება. -იზი!-მოთმინებადაკარგულმა დაიღრიალა. შიშისგან შევხტი, არ ველოდი ასე გაბრაზებას-შემოვამტვრევ-ისევ იგივე ხმის ტემბრი და მეც ვინებე პასუხის გაცემა -კარგად ვარ. -არ გამოხვალ? უნდა წავიდე და მინდა გნახო-ხმა დარბილებოდა. უთქმელად ავითრიე წელი, ლასლასით მივედი კარამდე, რაც არ უნდა ყოფილიყო, მხოლოდ მე ვიყავი დამნაშავე, მე არ უნდა მიმეცა ნება, მე არ უნდა ავყოლოდი ცდუნებას -იზი-სახეზე ხელები მომკიდა და შუბლზე მაკოცა. რა ვიგრძენი? არაფერი. სრულიად არაფერი, და ეს არაფერიც კი უზომოდ შემძულდა -რატომ არ მითხარი... მე არ ვიცოდი... -რა? ქალიშვილი რომ ვიყავი? ვიყავი!-უხეშად შევაწყვეტინე, აღარ მინდოდა ამ თემის გაგრძელება, უბრალოდ მინდოდა წასულიყო -მაპატიე... ხომ არაფერი გტკივა?-მზრუნველად მკითხა, მე კი მისი ეს მზრუნველი ტონი უფრო ნერვებს მიშლიდა. მხოლოდ თავი გავუქნიე და ცრემლები მოვიწმინდე. -კარგი. წავალ მე მაგრამ მოვალ... მოვალ იზი გესმის?- ოდნავ გამეღიმა, ირონიულად და ისევ თავი დავუქნიე. გაინტერესებთ მოვიდა თუ არა? ბევრჯერ დამირეკა მის მერე, შეხვედრაც მთხოვა მაგრამ უარს ვეუბნეოდი... გაინტერესებთ მე რატომ ვითრგუნებოდი და განვიცდიდი?! კი, იმაზეც ვნერვიულობდი, რომ ერთადერთი რაღაც რაც ქალს დაბადებიდან ავალია, იმის გაფრთხილება და სწორი გზით სხვისთვის ჩუქებაა, მე კი ისე გავაქრე თითქოს არც ყოფილა. ბრმა კი არა გონებითაც სუსტი ვყოფილვარ. უბრალოდ სიმართლე ისაა, რომ მე ვნერვიულობდი და განვიცდიდი რომ მიწევდა ნიკას მოტყუება, მეთქვა ყველაფერი კარგაადაა და შეგიყვარებთქო? ახლა რომ გეკითხათ გეტყოდით არვიცითქო. მე ჩემი თავის შეყვარება ვერ მოვახერხე იმ წყეული ავარიის შემდეგ და საკუთარი თავი თუ არ გიყვარს სხვის შეყვარებას შეძლებ? ჯანდაბა, აუცილებელი იყო ჩემს ცხოვრებაში ეს დიდი შეცდომა დამეშვა, გულის ხმა რომ გამეგო?! ორი კვირა სრულ მარტოობაში გავატარე, არავისთვის ვარსებობდი და ჩემთვისაც აღარავინ არსებობდა. არ ვჭამდი, არ მეძინა. არავის ზარს ვპასუხობდი. ვიყავით მარტო ჩვენ. მე და სახლი. მესამე კვირა იწყებოდა და მე ისევ არაფერს ვგრძნობდი, არც სირცხვილს- ყველას, რომ ზურგი ვაქციე და აღარც სინდისის ხმა აღწევდა ჩემამდე. ლელაც ჩამოვიდა, ასე განადგურებულს რომ დამინახავდა წარმოიდგინეთ რას იზავდა, მაშინვე კითხვები დამაყარა -იზი რას გავხარ, რა მოხდა?-ყველაფერი მოვუყევი, მოვუყევი ისე, თითქოს ეს სხვას ეხებოდეს, ან უბრალოდ სერიალში მენახოს და ახლა განხილვას ვაპირებდეთ. ლელაც კი გავაკვირვე, ხმა ვერ ამოიღო. -იზი ნიკა არ გიყვარს?-ხმის კანკალით მკითხა. მე კი უარის ნიშნად თავი გავუქნიე და ღვინის ბოთლს დავწვდი. უსიტყვოდ ვისხედით დივანზე და ღვინოს ნელ-ნელა ვსვავდით. კარზე ზარის ხმა გაისმა და მე უკვე ამ ყურისწამღები ხმის გაგონება აღარ მინდოდა, მობეზრებულად გავაქნიე თავი და ყურსასმენები გავიკეთე. მუსიკას ვუსმენდი და ღვინოსაც ვსვავდი, მხოლოდ მზეზე, მწვანე მინდორსა და დედ-მამის სითბოზე ვოცნებობდი, გონებაში ვხედავდი და ამითაც კმაყოფილებას ვგრძნობდი. უცბად სიმღერაც მთავრება და ჩემს ყურსასმენსაც სხვა ისაკუთრებს, რეაქცია არ მაქვს, ჭიქას ვიყუდებ და -დიდხანს აპირებ ამ წყეულ სიშავეში ყოფნას?-მესმის ბრაზმორეული ხმა და ძლივს ვახერხებ პირში შერჩენილი ღვინის გადაყლაპვას. -შენ აქ რა გინდა?- ლოგიკური კითხვა მებადება და გულიც თავისი ადგილის დატოვებას თამამად აპირებს -როდემდე უნდა მაიგნორო? გირეკავ ნული, გწერ იმის იმედით ლელა წაიკითხავს და რამეს ეტყვის-თქო მაგრამ ისევ არაფერი. -და რა გინდა, რომ გავაკეთო? მე მომწონს ის რაც ჩემ თავს ხდება და შენ რა პრეტენზიები გაქ?-ნერვებმოშლილი ერთიანად ვეუბნევი და ფეხზეც ვდგები. -იზი, იზი... ორშაბათს მოხვალ და ოპერაციისთვის მოემზადები.-გადაჭრით მიბრძანებს და უკვე ვცეცხლდები. დივნის წინ მაგიდაზე,რამდენიმე წუთის წინ ლელას დატოვებულ ლარნაკს ხელს ძლივს ვკიდებ და იატაკზე ვანარცხებ, ალბათ უფრო პროტესტის გამოსახატად. გაუაზრებლად დავწვდი და არც ვნანობ. ერთი წამი არ არის გასული ახლა საპირისპირო მხრიდან მესმის მსხვრევის ხმა. -რა გატეხე?-კბილებში ვცრი. -უი მნიშვნელობა ქონდა? -მშვიდად განაგრძობს ჩემს ნერვებზე თამაშს -ალექსანდრე-მთელი ძალით ვყვირი -ალექსი-როგორც მაშინ, ახლაც იგივენაირად მისწორებს-მე არაფერს გეკითხები,მე გეუბნევი როგორ უნდა მოიქცე-მშვიდი, მონოტონური ხმა და მეც უკვე მრავალჯერ მოღალატე ცრემლები,ისევ მღალატობს. ძალა აღარ მაქვს ვგრძნობ, ხელებს ვმუშტავ და მუხლებზე ვეცემი -მაშინ რატომ არ მიკარნახე? რატომ დავუშვი შეცდომა?-გულიდან წამოსულ კითხვებს ვუსმევ და ემოციებისგან კანკალს ვიწყებ. ახლოს მოდის, სახეს ხელებით მიჭერს, ისე რომ მისი სუნთქვის ხმა მესმის, ერთი ერთეული ჰაერით ვსუნთქავთ და მე ისევ შიში მიპყროვს -გთხოვ არ შემეხო... ნუ შემეხები-ვამბობ ხმით, რომელიც ჩემი არაა, ვგრძნობ თუ რამეს ოდნავ მეტს გააკეთებს,თავს ვეღარ მოვერევი -შენ მე დამინახავ იზი. მერე კი შენს სულიერს გამაცნობ-მკაცრი თბილი ხმით თქვა, ხელი შემიშვა და ოთახიც დატოვა. ჩემს ოთახში, ლოგინზე ვწევარ და ალექსიზე ვფიქრობ. ყოველთვის არაპროგნოზირებადი როგორ შეუძლია იყოს. ყოველთვის როგორ პოულობს სიტუაციის შესაფერისი შინაარსის სიტყვებს, რომ გგონია ერთს ამბობს მაგრამ მეორეს გულისხმობს, როგორ შეუძლია იყოს ასე ორაზროვანი და თან ასე ორიგინალური. ვერაფერს მივაკვლიე, ვერაფერს მივხვდი. მხოლოდ ის ვიცოდი რომ ამ ოპერაციის შემდეგ, რა შედეგითაც არ უნდა დამთავრებულიყო, ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდებოდა. ამიტომ ვამჯობინე ჩემი ფიქრები თავიდან ამომეგდო. ნიკაზე ვცადე გადავრთულიყავი მაგრამ მე მასთან დამნაშავე არაფერში ვიყავი, ჩემი გრძნობების შესახებ მან იცოდა, იცოდა რომ არ მიყვარდა. ერთ დღეს დამირეკა და მეც გადავწყვიტე მეპასუხა. -იზი, როგორ ხარ? არ მჯერა რომ მიპასუხე... რამდენი გირეკე. შენთანაც ვიყავი მოსული, მაგრამ არ გამიღე. როგორ ხარ? შეიძლება მოვიდე?- ისე ლაპარაკობდა, ისეთი სევდიანი ხმით, ვერ შევძელი სიმართლე მეთქვა -კარგად ვარ ნიკა. კარგად-დაბალი ხმით ვუთხარი -მომენატრე იზი, კაფეში მოხვალ? უშენოდ ცარიელია-ტკბილი ხმით მითხრა -კარგი მოვალ...-შევპირდი და გავუთიშე. მართლაც შევხვდი, სითბოს გამოხატვისგან თავს არიდებდა, ალბათ ასე ჯობდა. ორივე გავურბოდით იმ ღამის გახსენებას და თავიდან ცოტა დაძაბული ვიყავი -იზი, არაფერი შეცვლილა, მე ისევ ... ... არაფერი, უბრალოდ ნუ მომექცევი ასე ჩვეული ურთიერთობა გვქონდა, არ ვმსახიობობდი, ისე თბილად ვეღარ ვექცეოდი, თუმცა მისგან არაფერი შეცვლილა. ისევ ისეთი თბილი და მგრძნობიარე... -იზი... ვიცი რაც გჭირს, ვიცი რაც გტკივა, გთხოვ მომეცი ნება დაგეხმარო... უბრალოდ უფლება მომეცი-მითხრა ერთ დღეს, საუბრისას... და მეც დავთანხმდი... კი, თუმცა არაფერს შევპირებივარ. ნელ-ნელა გამოვდიოდი დეპრესიიდან, ნიკას მიმართაც აღარ ვიყავი ისეთი მკაცრი. ვცდილობდი... ვცდილობდი ყველანაირად ალექსიზე არ მეფიქრა... ცოტა გამომდიოდა კიდეც, მაგრამ შინაგანი ხმა არ მასვენებდა. ასეთი გაურკვეველი ცხოვრებაში არ ვყოფილვარ, არასდროს! _____3წლის შემდეგ______ -დეე ალ გესმის -რა მითხარი დედი, ვერ გავიგე-ფიქრებიდან გამოვერკვიე და ისევ ჩემ პატარას დავუბრუნდი -ლა და გაითიჩა, დამალაპალაკე კიდე ლა -დედი ალბათ არ ცალია, რომ მოიცლის დაგვირეკავს-ვცდილობ ავუხსნა -ალა... ჩალია... ალექსი მინდა... ჩემი სანდლო მინდა-ტირილს იწყებს და მეც ხელის კანკალით ვამეორებ ნომერს -იზი, გაითიშა... -ვერ ვაჩერებ ალექს, შენთან ლაპარაკი უნდა, გთხოვ ორი სიტყვით უთხარი რომ არ გცალია და მოგვიანებით დაურეკავ -იზი რას ამბობ, ლიზისთვის ყოველთვის მცალია. დამალაპარაკე აბა...-ტელეფონს პატარას ვაწვდი და ახლა უკვე მეც ვცდილობ გავიგო მათი საუბარი -სანდლოო... მე ლაპალაკი კი ალა სენთან მინდა -....... -მათლა? სენ კაქი ხალ-საყვარლად უბრწყინდება თვალები და მეც უკვე ვხვდები რომ დაიყოლია, ამ პატარა ციდამ, ამხელა კაცს აჯობა.ოდნავ მეღიმება მაგრამ როგორც კი შემდეგი სიტყვები მესმის მაშინვე ვსერიოზულდები -იჩი დედიკო მოჭყენილია, ფიქლობს. აქლა გაიგიმა მატო -.... -მათლა? სენ სულ კაქი ხალ. მიკაქალ ტელეფონს თიშავს და მაწვდის. -ლიზი რატომ უთხარი? მოწყენილი არ ვარ. -ქალ -და რა გითხრა ალექსმა? -ალ გეტკი, ცუდი ვიყო მელე.-სამართლიანად მიგებს საუბარს და სათამაშოებს აჟიტირებული უბრუნდება ______3 წლით ადრე______ მხოლოდ გიჟებს ვთვლი ადამიანებად, ვისაც სიგიჟემდე უნდა, იცხოვროს, ვინც შეშლილივით გელაპარაკება, ვისაც გაგიჟებით უნდა, შეამჩნიონ და თან ყველაფერს დახარბებულია, ყველაფერი ერთბაშად უნდა, რომ მიიღოს. ისინი არასოდეს ამთქნარებენ მოწყენილობისაგან და არც გაცვეთილი ფრაზებით ლაპარაკობენ. მხოლოდ იწვიან, იწვიან, იწვიან რომაული ყვითელი სანთლებივით და მერე ფეთქდებიან, რათა ვარსკვლავებს ობობას ქსელისმაგვარი შუქი მოაფრქვიონ. სწორედაც რომ ასეა, ადამინები მუდამ რაღაცას ველოდებით, მუდამ რაღაცის რიგში ვდგავართ, შეიძლება ისიც კი არ ვიცოდეთ ამ დაუღალავ რიგში მერამდენე ვართ, ან თუნდაც რას ველოდებით, რა დგას რიგის იქეთ, მაგრამ მთავარია რომ ვიცდით, ველოდებით, ხანდახან ლოდინი უფრო საინტერესოა ხოლმე ვიდრე შედეგი, დაუსრულებელი და არაზუსტი ლოდინი... ქუჩის ტროტუარს მივუყვებით მე და ნიკა, ჯოხი არც ახლა დამანება, ხელი მომკიდა -ჩემი პატარა ხარ!-საოცარი გრძნობით მითხრა და ხელზე ხელი მომიჭირა. -მადლობა ნიკა-სევდა შეპარული ხმით ვუთხარი -რისთვის?-გაიკვირვა -ყველაფრისთვის, რომ არ დამტოვე-გულში დაბადებულ სიტყვებს ვეუბნევი და ოდნავ ვიღიმი. ვჩერდებით, ცოტა ხანი დუმს, შემდეგ კი ხელებს მხვევს და თავზე ძლიერად მკოცნის -შენ მართლა არავინ გყვარებია...- მეუბნევა სიტყვებს რომლებზეც მეც არ დავფიქრებულვარ. ხო ასეა, სწორედ ამ არ ცოდნის, არ ყვარების გამო ვარ ამ გაურკვევლობაში... ამიტომ მტანჯავს ეს უსახელო გრძნობები, გზას რომ მიკეტავს და ვერ ვხვდები საით წავიდე...ოსევ ვიღიმი და ხელებს ვხვევ მეც, მალე კი ტელეფონის ზარი გვესმის. ჯიბიდან ვიღებ და შეძლებისდაგვარად სწრაფად ვპასუხობ -იზი... როდის მოხვალ? -მესმის პირდაპირი, შესავლების გარეშე ცივი ტონი -სამშაბათს-აუღელვებლად ვპასუხობ და მოუთმენლად ველი გაბრაზებულ ხმას -არ მაწყობს...პარასკევს მოხვალ-გადაჭრით მპასუხობს -რაო? ხვალ? არაა, ამას არ ვიზავ-მეც ცივი ტონით ვუბრუნებ პასუხს -იზი! -ცოტაც და ყვირილზე გადავა- ოპერაციებს ვაკეთებთ ორშაბათს და პარასკევს მინდა დაგელაპარაკო -მერე ვინმე გთხოოვს? -მეორედ აღარ გავიმეორებ. მოხვალ ხვალ. გელოდები და იცოდე სახლშიც რომ დამჭირდეს მოსვლა მოვალ-კბილებში ცრის და მემშვიდობება. მტოვებს ნერვებმოშლილს და პირველად ჩემს გონებაში წარმოვიდგინე ურჩხულად. -იზ ვინ იყო?-ცნობისმოყვარდ მეკითხება -ექიმი, ჩემთან დალაპარაკება უნდა... -ექიმი?! -ხო... გამსინჯავს და... სხვა თემაზე ვილაპარაკოთ რა-მართლა მინდა იმ ურჩხულზე ფიქრს შევეშვა ცოტა ხნით მაინც -კარგი მაგრამ არაფერი დამიმალო-ცხვირზე ხელს ოდნავ მკრავს და ზედ მკოცნის. -ეს რა იყო? -ცხვირს ვიბზუებ და წარვებს ვკრავ, ის კი სიცილს იწყებს და მეც მიყოლიებს-ისევე როგორც შენ. შენც არაფერი დამიმალო... _____________ ესეც მეათე თავი ჩემო პოზიტივებო. . . მომენატრეთ... მიყვარხართ და მიხარიხართ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.