შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Take a deep breath, tomorrow will be worst! (11)


5-07-2017, 20:45
ავტორი Hot Chocolate
ნანახია 1 369

როგორი წარმომედგინა ჩემი ცხოვრება? თუ გავითვალისწინებთ მამის სიკვდილს, დედის ნარკომანობას და მამინაცვლის ნარკოდილერობას კარგი არაფერი მელოდა. დიდი ალბათობით ბარში მიმტანად ვიმუშავებდი რომელსაც როგორც მეძავს ისე უყურებენ ან ქუჩაში დოზის გადაჭარბებით ახალგაზრდა მოვკვდებოდი ან სულაც მეძავი ვიქნებოდი. წითელი ტუჩსაცხით, ზედმეტი პუდრით, ჩაშავებული თვალებით, გამომწვევი ჩაცმულობით და კევის ღლაჭუნით დაველოდებოდი კლიენტს რომელიც ალბათ საათში 100 ლარს გადამიხდიდა და მერე უჯიშო ძაღლივით მომისვრიდა. ხედავთ? უამრავი ვარიანტი არსებობს თუმცა ბოლო ვარიანტზე მაჟრიალებს და ჩემი ცოცხალი წარმოსახვა მეხმარება წარმოვიდგინო როგორ გავყიდდი სხეულს კაპიკების გულისთვის. მაგრამ იმ ჭაობიდან ამოვძვერი, წარმოიდგინეთ და კეთილი ადამიანები ჯერ კიდევ არსებობენ. თუ ამის არ გჯერათ შესაძლოა არ შეხვედრიხართ ან გული ვიღაცამ ძალიან გატკინათ.
-დღეს ანი და რატი აპირებენ მოსვლას.
ვამბობ უკმაყოფილოდ.
-კი მაგრამ რატომ?
-ანი რაღაცას ბურტყუნებდა. უნდა ავღნიშნოთო
-ხანდახან ნერვებს მიშლის ჩემი გიჟუნია
ისეთი თბილად ამბობს ლამის ადგილზე დავდნე.
-წარმოიდგინე და მეც.
სიჩუმე ჰაერს ამძიმებს.
-ახლა რა იქნება?
ჩემი ცნობისმოყვარეობა გამცემს რომ მეშინია.
-რა უნდა იყოს?
-არ ვიცი შენ მითხარი.
-მშობლებს ჩვენი ურთიერთობის და გრძნობების შესახებ ვეტყვით.
-და რა ურთიერთობა გვაქვს?
-ჯერჯერობით შეყვარებულები თანახმა ხარ?
ცოტა ხანს ვჩუმდები და ისეთ მზერას ვიღებ თითქოს საქმიან წინადადებაზე ვფიქრობ.
-რა თქმა უნდა მინდა შენთან ერთად ყოფნა. მაგრამ ვღელავ შენი მშობლები რას იტყვიან?ხალხი რას იტყვის?
-ირაკლის და ნინოს ძალიან გაუხარდებათ ჩვენი ბედნიერება. რაში გაინტერესებს ხალხი რას იტყვის?ისინი იმას იტყვიან რაც უნდათ არ აქვს მნიშვნელობა როგორ მოიქცევი. ანგელოზიც რომ დაუყენო თვალწინ მაინც განსჯიან.
რა გინდა საკმაოდ დამაჯერებელი სიტყვებია. ყოველთვის მარწმუნებს მისი სიტყვების სისწორეში.
-ყოველთვის ნინოს და ირაკლის რატომ ეძახი? არასდროს არ მსმენია რომ დედა და მამა დაგეძახა.
ნაღვლიანად ეღიმება და ღრმა ამოსუნთქვის შემდეგ იწყებს.
-ჩემი ბიოლოგიური მშობლები არ არიან. 4 წლის ვიყავი როცა მიშვილეს და ჩემგან ადამიანის ჩამოყალიბება დაიწყეს. პატარა ვიყავი და არ მახსოვს რა დაემართათ ჩემს მშობლებს. მითხრეს ავარიაში ორივე დაიღუპაო. ნინომ და ირაკლიმ ისეთად შემქმნეს როგორიც ვიყავი. მათ პატარა, შეშინებული არსება დიდი სიხარულით მიიღეს და სიყვარული აჩვენეს. თავიდანვე მითხრეს რომ მიშვილეს არ უნდოდათ ტყუილში გავზრდილიყავი. ის რომ მათ დედ-მამას არ ვეძახი არ ნიშნავს რომ არ აღვიქვამ როგორც მშობლებს და პატივს არ ვცემ.
თხრობის განმავლობაში არ მოშორებია ნაღვლიანი გამომეტყველება.
-შენ ისეთი კარგი ხარ...რატომ ადრე არ შეგხვდი?
-ძალიან ადრე შემხვდი მაგრამ ვერცერთი ვერ მივხვდით რამდენად მნიშვნელოვანი ვიყავით ერთმანეთისთვის.
ბექა მთელი დღე ვერ ისვენებდა და ბოლთას სცემდა მე კი მოწყენილი ვიჯექი დივანზე.
-მითხარი რა გჭირს? რამეს ნანობ? ხომ არ ვიჩქარეთ?
-არა არაფერი ამგვარი. უბრალოდ მოვიწყინე.
-რამე მომიყევი შენზე
-დედაჩემი არც ისე განათლებული ქალი იყო ამის მიუხედავად ყოველთვის სწორ დარიგებებს იძლეოდა. მახსოვს ველოსიპედის ტარებას ვსწავლობდი და წავიქეცი. ტირილი დავიწყე და არ ვდგებოდი მინდოდა დედას წანოვეყენებინე. დედა მოვიდა და მითხრა რომ თვითონ ავმდგარიყავი რადგან ჩემი ცხოვრების განმავლობაში ბევრჯერ დავცემოდი და არავინ დამეხმარებოდა თუ თვითონ არ ვუშველიდი საკუთარ თავს. თავიდან ეს სისასტიკედ მომეჩვენა მაგრამ გადავწყვიტე ჩემი თავისთვის თვითონ მიმეხედა. დედას უყვარდა სიმღერა მეც მომწონდა მისი ხმა მაგრამ მას შემდეგ რაც მამასთან ერთად ავარიაში მოვყევი აღარ უმღერია. მახსოვს მე და მამა დედასთვის საჩუქრის და ყვავილების ყიდვას ვაპირებდით. ამ დროს მანქანა გამოვარდა და მთელი სიმძლავრით დაგვარტყა. მამა ადგილზე გარდაიცვალა მე კი გადავრჩი. იმ დღიდან ჩვენს სახლში არავის უმღერია. დედა იმ კაცს გაჰყვა ცოლად რადგან ნარკოტიკზე შეჯდა და ნარკოდილერი სჭირდებოდა. მიუხედავად იმისა რომ დედა მისი გადაწყვეტილების გამო მძულდა ვერ ვიტანდი ის მხეცი რამეს რომ უშავებდა. ამიტომაც ვცდილობდი მე გამეღიზიანებინა და დედაჩემის ცემა ყოველდღიურ რუტინად არ ქცეულიყო.
თხრობას ვწყვეტ და ვცდილობ დედაჩემის გახსენებით გამოწვეული ტკივილი ცრემლებად არ გადავაქციო რადგან არ მინდა ტკივილი განელდეს. როცა ცრემლები მოგდის უფრო მშვიდდები მე კი არ მინდა დამშვიდება. ჩემი კუთვნილი ტანჯვა მჭირდება. დედაჩემის საფლავი ერთხელაც არ მინახავს სინდისის ქენჯნას ვგრძნობ.
-ადექი. მივდივართ!
-სად?
-დედის საფლავზე მიმყავხარ.
-კი მაგრამ...
ნუთუ მზად ვარ? შემიძლია?
-შეგიძლია!
ისე მპასუხობს თითქოს ახლახანს ჩემი ფიქრები წაიკითხა.
მთელი გზა ფეხები უკან მრჩებოდა. შიში იმისა შემეძლო თუ არა არსად ქრებოდა ხოლო დედის სიკვდილით გამოწვეული ტკივილი, რომელსაც ოთხი წელი ვაიგნორებდი შიშს ერთოდა და სახიფათო ნაზავს ქმინდა.
უამრავი ადამიანის საფლავი ვნახე. უმეტესი მათგანი 35-ს მიტანებულიც არ იქნებოდა. აგერ 3 წლის ბავშვის საფლავს შევყურებ და გული მეწვის. ნეტავ მშობლებმა დაივიწყეს? თუ შვილს შეუძლია მშობლის დავიწყება მშობელს შეუძლია შვილი დაივიწყოს? იქნებ უკვე მეორე შვილი ჰყავთ რომელიც სკოლაში დადის და მესამეს ახლა, დიდი სიხარულით ელიან? ან სულაც ოჯახი დაინგრა მაგრამ შვილის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი გულში დარჩათ. რომელი უფრო გააბედნიერებდა ამ პატარა გოგონას რომელიც ნაადრევად ჩავიდა მიწაში? ალბათ პირველი. ბავშვის საფლავთან უადგილო კონტრასტს ქმნის 90წელს მიტანებული კაცის საფლავი. საფლავთან დამჭკნარი ყვავილები აწყვია. ძველი, გამხმარი და სანახევროდ ნეშომპალად ქცეული ფოთლებიც აქვე ყრია. ნეტავ ბოლოს როდის მოაკითხეს ან როდის გაახსენდათ? ალბათ სული ყველასგან დავიწყებულ, მოხუცთა თავშესაფარში დალია. მის დაკრძალვაზეც სახელმწიფომ იზრუნა ყვავილები კი უბრალოდ სირცხვილს გამო მისმა შვილმა მოიტანა, რომელიც გადატვირთული გრაფიკის გამო მამის დაკრძალვას ვერ დაესწრო და ყვავილებით სურდა სინდისის დაწყნარება. მაშინ ვერ გავაცნობიერე მაგრამ დედაჩემის საფლავიც ამ კაცის საფლავს ჰგავდა.
ფიქრებში წასულმა ვერც კი შევამჩნიე რომ იმ ორ საფლავს, უადგილო კონტრასტი რომ შეექმნა, დიდი ხნის წინ გავცდენოდით და უკვე დედაჩემის საფლავის წინ ვიდექით. ვერც იმას ვაცნობიერებდი რომ ბექას ხელს ხელზე მთელი ძალით ვუჭერდი. დიდი ძალისხმევის შედეგად საფლავს ვუახლოვდები და დედაჩემის მომღიმარი სახის დანახვაზე, რომელიც საფლავის ქვაზეა გამოსახული, ტკივილი ცრემლებად იწყებს დენას.
"მოვედი დედა. იმედია გახსოვარ. მაპატიე ასე ძალიან რომ დავაგვიანე, მაპატიე ასეთი ლაჩარი შვილი რომ გავხდი, მაპატიე რომ შენს დავიწყებას ვცდილობდი და გამომდიოდა კიდეც. იმედია არ მიწყენ საყვარელო დედა. გამიგია დედებს შვილების ბედნიერების მეტი არაფერი უნდათო ისიც გამიგია შვილების ყველაზე კარგად ესმითო. მინდა გამიგო. სხვა გზა არ გაქვს დე, არც არასდროს გქონდა. უძღები შვილივით დაგიბრუნდი და პატიებას გთხოვ. გახსოვს ისიც მაპატიე მამას წასვლის უფლება რომ მივეცი. მინდა იცოდე რომ სადაც არ უნდა იყო მიყვარხარ."
გრძნობების ხმამაღლა გამოთქმა არასდროს მხიბლავდა და არც ბექას გასაგონად მითქვამს რამე. გზად ნაყიდი ყვავილები საფლავის ქვასთან დავაწყე და გამხმარი ბალახების მოხვეტას შევუდექი.
უსიტყვოდ დავტოვეთ საფლავი. კიდევ უამრავი ნაადრევად წასული ადამიანის სახელი წავიკითხე მაგრამ არცერთი დამიხსომებია. რატომღაც მათზე ფიქრი ტკივილს მაყენებდა.
გზად პროდუქტები ვიყიდეთ და სახლში მისულნი სწრაფად შევუდექით საჭმლის მზადებას. ბექა ცდილობდა გავერთე მე კი არა მისი ხუმრობები, არამედ მისი მცდელობები მამხიარულებდა. საღამოს შვიდ საათზე ანი და რატი სახლის პარმაღზე იდგნენ ერთი ბოთლი ღვინით და გულის ფორმის შოკოლადით ხელში.
-როგორც ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურები
ვეუბნები წითელ კაბაში გამოწყობილ ანის და ჩემს გაფქვილულ, გრძელ მაღლითას მორცხვად დავყურებ. და თუ ბექას გაფქვილული სახით ვიმსჯელებთ არც ჩემი სახეა უკეთეს დღეში
-შინაურ ფორმაში ყოფილხართ. მგონი ცოტა ზედმეტი გადაპრანჭვა მოგვივიდა
გადამდებად ეღიმება რატის და შეპატიჟების გარეშე ალაჯუნებს სახლში.
-ხო შემოდი.
სასაცილოდ მოღუშული სახით ეუბნება ბექა. როგორც ჩანს მიჩვეული არ არის. მის სახლში უცხოების თავისუფლად თარეშს მაგრამ უნდა მიეჩვიოს შესაძლოა ეს ვაჟბატონი მისი სიძე გახდეს. ანიც ამჩნევს ბექას უხერხულობას და ჩუმად ფხუკუნებს
-შემოდი მანდ უნდა იდგე? ხედავ რატის შემოპატიჟებაც არ დასჭირდა (ბექა)
-დღეს მაინც ნუ იბღვირები (ანი)
სახლში მეგობრული ატმოსფეროა. ვსაუბრობთ და ვერთობით. მალე ყველას გვშივდება და მე ანისთან ერთად გავდივარ სამზარეულოში.
-რა მაგარია
ისე მეხუტება ვიგუდები
-ანი შეგახსენო რომ შუა ივლისია?
-ზუსტად ერთმანეთისთვის ხართ შექმნილები. გრძნობების გამოხატვა არ შეგიძლიათ. შენც რომ ჩამეხუტო და მოკეტო ხოლმე არა?
-კარგი გაჩერდი დამღალე უკვე
-უფ რას მეუბნები ამის მერე ნახე
-რას მიპირებ?
-ისეთ რამეს რომ გირჩევ ცხოვრება შეირგო.
-ეგრე ბოროტულად ნუ იღიმი მაშინებ
რაც მე და ბექამ მოვამზადეთ თეფშებზე ვიღებთ ზოგი საჭმელი უკვე გაციებულა და შეთბობა გვიწევს.
-ამის გაძლებას გისურვებ
-რა გაძლება ვერ ხედავ რა საყვარლად იცინის?
ვუთითებ ბიჭებისკენ.
-მგონი რაღაც ჯადო გააკეთე აბა ასე უცბად რამ შეცვალა?
-სიყვარულმა.
-უყურე ერთი ამ ქალბატონს. ჯერ კიდევ გუშინწინ ამ სიტყვის გაგებაზე აჟრიალბდა ახლა კი.
ლამისაა ისე ამიჩეჩოს თმა როგორც მამა პატარა ბიჭს რომელმაც მთელი საჭმელი შეჭამა.
-ანუ გიყვარს?
-მიყვარს
ისე იწევა თითქოს უნდა ჩამეხუტოს მაგრამ მერე ახსენდება რომ თეფშზე ცხელი ხაჭაპური აწყვია და მალევე ჩერდება. შვებით ღრმად ვსუნთქავ.
-რა გოგოები არიან წამებში გაგვიშალეს სუფრა
-ჩემი ყოჩაღი
შუბლზე მკოცნის ბექა და მიმითითებს მის გვერდით დავჯდე. დესერტად ნაყინი გვაქვს. ამ ცხელ საღამოს მართლაც რომ მისწრებაა. არც ცივი ყავა გვავიწყდება. საღამოს მშვენივრად ვატარებთ. ანის და რატის არსად არ ვუშვებთ ოთახს ვამზადებ და წყვილს ვაბინავებ მერე კი ჩვენს ოთახში შევრბივარ. ისევ ჩახუტებულებს გვეძინება. თუმცა ღამით ვიღაც მანჭყრევს. ანია რომელიც გაცისკროვნებული სახით გვიყურებს და დარწმუნებული ვარ ყველაფრის დაწვრილებით მოყოლას მიბრძანებს.
-ყველაფერი დაწვრილებით მომიყევი!
კიბეებზე ვეშვებით და სასტუმრო ოთახში ჩავდივართ რომ ბიჭები არ გავაღვიძოთ და თავისუფლად ვიჭორავოთ.
-აბა დაიწყე.
-შენს მიერ ნათქვამი სიტყვები ძალიან მეწყინა...
-ბოდიშს არ მოვიხდი!
-იქნებ გაგრძელებინო? ...ვერც სახლში შექმნილ დაძაბულობას ვუძლებდი და გადავწყვიტე სახლს მოვშორებოდი. ბიბლიოთეკაში წავედი და ჩემდა საუბედუროდ ტელეფონი დამიჯდა. თან დაღამდა, მეშინოდა გარეთ მარტოს მაგრამ სიარული განვაგრძე. გზად ვიღაც პედოფილი მოძალადე გადამეყარა. თავიდან კი შემაშინა მაგრამ ერთი დღე ვაწიე-არც ჩემს გმირობას ვივიწყებ ამბის თხრობის დროს და ვიბღინძები- მგონი დავაიმპოტენტე მაგრამ ხომ იცი რა ძნელია ვიღაც აყლაყს წინააღმდეგობა გაუწიო ამიტომაც მეც მომხვდა ერთი ორჯერ. გადამწყვეტ მომენტში ბექა გამოჩნდა და გადამარჩინა. დღესაც არ ვიცი როგორ...
-რა გამოცნობა მაგას უნდა შტერო. როგორც კი გახვედი გამოგყვა. მერე
-გზაში ჩამეძინა და აქ მომიყვანა...
ვჩერდები და სირცხვილისგან სახეზე ალმური ამდის.
-კარგი სექსუალურ დეტალებს გამოვტოვებთ. მეორე დღეს ვისაუბრეთ და ისე მოხდა რომ დედაჩემის საფლავზე წამიყვანა. ისე რატომ არ მითხარი ბექა თუ ნაშვილები იყო?
მიმკაცრდება ტონი.
-ესეიგი გითხრა?
-მითხრა
-ესეიგი უკვე რძლად ჩაგთვალო ხომ?
-რა? საიდან დაასკვენი?
-საიდან და ამ საკითხზე არავის ესაუბრება. ვივიენისთვისაც კი არ უთქვამს შენ კიდე გითხრა. საქმე სერიოზულადაა!
-კითხვაზე პასუხს ველოდები
-ნია ეგ ჩემი საქმე არაა. ის ჩემი ძმა და ოჯახის სრულფასოვანი წევრია და მისი გადასაწყვეტია ვის ეტყვის თავის საიდუმლოს.
-ხო კარგი.
-წავედი მეძინება.
უხმოდ მივემართები ოთახში თუმცა ძილი არ მეკარება. როგორც ჩანს ღამეს თეთრად გავათენებ.



№1  offline წევრი ნეპტუნიელი

გააგრძელე... ველოდები შემდეგს. წარმატებები <3 პ.ს ნიკი შევიცვალე. იმედია მაინც მიცნობ.

 


№2  offline წევრი Hot Chocolate

ნეპტუნიელი
გააგრძელე... ველოდები შემდეგს. წარმატებები <3 პ.ს ნიკი შევიცვალე. იმედია მაინც მიცნობ.

ვაიმე მბედნიერებს შენი კომენტარები<3 რა თქმა უნდა გიცანი :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent